მედიამონიტორინგი 16.02.2018
ტელევიზია
16.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2 000 090 ლარი არის ის თანხა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის დახარჯავს. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044209
---
15.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
პროტესტით დასრულდა პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა. მთავრობის ინიციატივით მომზადებულ კანონს აუდიტორია 115 მწვავედ აკრიტიკებს და ხელისუფლებას ბიზნესსექტორის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს. საწარმოო ტრავმების და უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შესამცირებლად შემუშავებული პროექტის მიხედვით, საწარმოებში უსაფრთხოების ნორმების კონტროლი მკაცრდება, თუმცა, კანონპროექტი მხოლოდ მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე ვრცელდება. სწორედ კანონის გავრცელების არეალია მხარეებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწუნებული პროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043895
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043841
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043907
ტვ პირველი- საქმის კურსი 22:30
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044003
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043945
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043682
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042972
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043656
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043484
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043471
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043325
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042943
ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042844
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042732
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042500
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042451
---
15.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: თავისუფალი სივრცე
პროტესტის მიუხედავად, 5 საათიანი განხილვის შემდეგ, შრომის უსაფრთხოებისთვის კანონის ახალ ვერსიას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043797
---
15.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი შრომის უსაფრთხოებაზე მე-2-ე მოსმენით იმსჯელა, კამათის მიზეზი სანქციების რაოდენობა გახდა, კერძოდ, ნორმების დარღვევის შემთხვევაში მკაცრდება ჯარიმები და შესაძლოა კომპანიას საქმიანობის უფლებაც კი შეუჩერონ, მინიმალური ჯარიმა 100 ლარია, მაქსიმალური კი 50 000. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043320
---
15.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
რას დათმობს ხელისუფლება შრომის უსაფრთხოების კანონის საბოლოო ვარიანტში? - კამათი ამ დრომდე რამდენიმე პრინციპულ საკითხზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ჯარიმების ზრდის თემა იმ კანონდამრღვევთათვის, ვინც შრომის უსაფრთხოების პირობებს არ იცავს ადგილებზე. კანონპროექტი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვისაც და პროფკავშირებისთვისაც. ამ თემაზე საზოგადოებრივი აქტივობაც მაღალია. გადაცემის სტუმრები არიან პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042767
---
15.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებები. რა გზას გადის ბავშვი მშობელთან ერთად, დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის დასრულებამდე. რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს და მკურნალობისას რა სირთულეებს აწყდებიან პაციენტები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043964
---
15.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. და ეს იმ ფონზე, როცა, ონკოლოგების მონაცემების მიხედვით, 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი სულ უფრო ხშირად ისმება. პაციენტების ნაწილი სირთულეებს ჯერ კიდევ მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიების დროს აწყდება, ცალკე პრობლემად სახელდება კლინიკების არასათანადო აღჭურვილობა და ექიმების კვალიფიკაცია. ამიტომ ონკოპაციენტები ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიჰყავთ, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043897
---
15.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
საეჭვო ტენდერები და საეჭვო ფულადი დანამატები ჯანდაცვის სამინისტროში. მილიონები, რომელსაც მაღალჩინოსნები სრულიად დაუსაბუთებლად იღებენ გამოყოფილ ბიუჯეტს ზევით და ეს მაშინ, როდესაც ფული სოციალურ პროგრამებს არყოფნიდ. საკითხის შესწავლისას ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ყოველთვიურად ხელფასის ტოლფას დანამატს იღებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042222
---
15.02.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს
გასულ წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. შედეგად, 300 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 207 ექიმს ”წერილობითი გაფრთხილება” მიეცა, სერტიფიკატის მოქმედება კი სხვადასხვა ვადით - 93 ექიმს შეუჩერდა. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 170 შემთხვევაში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლაა დაწყებული.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043348
---
15.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია TV1
გადაცემის მთავარი თემა პატარა ბავშვები, რომლებსაც არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა 21-ე საუკუნეში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043844
---
15.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ადამიანისთვის საშიში სუნელების დამზადება რეალიზებისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.როგორც აღმოჩნდა ე.წ მეწარმე პროდუქციის დასამზადებლად სახიფათო საღებავს იყენებდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044025
I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043896
---
15.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რუბრიკა წესები მშობლებისთვის დღეს განსხავებული თემით იქნება წარმოდგენილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენს ახლობლებს პირველადი, გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სტუდიის სტუმარია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ამირან გოგიტიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5042421
---
15.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
''გახადე შრომა უსაფრთხო'' _ ამ სლოგანით პროფკავშირი პეტიციაზე ხელწერების შეგროვებას იწყებს. აქციაში მოქალაქეები ერთვებიან და რეგისტრაციით შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ. პროფკავშირის მონაცემებით, 2006 წლიდან სამუშაოს შესრულების დროს 470 დასაქმებული დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის აჭარაში წელს ერთი, 2017-ში კი 18 ადამიანი დაიღუპა. პროფკავშირი 10 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, პეტიციით პარლამენტს მიმართავს და კანონმდებლობაში დასაქმებულთა უსაფრთოების დაცვის საკითხების გამკაცრებას მოითხოვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5043171
---
ინტერნეტი
16.02.2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ
პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ. დღეს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისის მე-3 სართულზე, ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება ექნება რომ წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია ჩაიტაროს. ვაქცინაციის გარდა მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ. „აღსანიშნავია, რომ საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2017 წლის აგვისტოდან - 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის 86 შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული. შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%. წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა რაც კი არსებობს მსოფლიოში. ვაქცინა ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათივე ინფორმაციით, გარდა უფასო კომბინირებული ვაქცინაციისა, C ჰეპატიტის მობილური მანქანა-ლაბორატორია განთავსდება პალიტრა მედიის ეზოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს C ჰეპატიტის უფასო სკრინიგიც.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139081&lang_id=ge
„იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს" - სად და როგორ ამზადებენ ექიმებს საქართველოში?
„შეცდომა სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან ექიმი შეცდომას უშვებს და მომავალშიც დაუშვებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სამედიცინო უნივერსისტეტის“ კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ განუცხადა. ორჯონიკიძემ აღნიშნული კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით 2017 წელს 305 ექიმიდან 300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. როგორი დონის განათლებას იღებენ მომავალი ექიმები? რა არის ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმის ძირითადი მიზეზი? - ამ კითხვებით „კომერსანტმა“ შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც კი დღეს არსებულ სამედიცინო განათლების სისტემას აკრიტიკებენ. როგორც „სამედიცინო უნივერსისტეტის“ კანცლერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პროფესიული გადამზადება ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, „სამედიცინო უნივერსიტეტის“ გარდა ქვეყანაში ექიმებს 30-მდე დაწესებულება ამზადებს, რაც არასწორია. „ექიმების მიერ დაშვებული შეცდომები სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან ექიმი შეცდომას უშვებს და მომავალშიც დაუშვებს, თუმცა ამ ყველაფრის შემცირება უნდა მოხდეს. ამისთვის საჭიროა, რომ გადამზადების პროცესი პერმანენტული და სავალდებულო გახდეს. სამწუხაროდ სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა ქვეყანაში ექიმებს 30-მდე დაწესებულება ამზადებს, რაც რა თქმა უნდა არასწორია“,- განაცხადა ორჯონიკიძემ. მისივე თქმით, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პრობლემები განსაკუთრებულად დგას, რადგან მათ ექიმების მოსამზადებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურაც კი არ გააჩნიათ. ჩვენ კითხვაზე, უნივერსიტეტში სწავლის შემდგომ იმ დონის გადამზადება არ ხდება, რაც პროფესიონალ ექიმს სჭირდება? კანცლერი გვპასუხობს, რომ „ზუსტად ამ საკითხზე ვერავინ ისაუბრებს გამოწერილი რეცეპტი, რომ არსებობდეს შეცდომები აღარ იქნებოდა“. აღნიშნულ თემაზე „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად უარესდება, ამის გამოსწორება კი თავად სახელმწიფომ პროფესიონალი კადრების გამოშვებით უნდა შეძლოს. „ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას და შემდგომ მათი გადამზადება მოხდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ ხდება იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ. სპეციალისტის აზრით, ასევე აუცილებელია სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დეტალის საფუძვლიანად შესწავლა მოხდეს. მისი განცხადებით, კონსილიუმის ცნება ქვეყანაში უნდა აღდგეს. „სექტორს ზოგადად მკაცრი რეგულაცია სჭირდება. მაგალითად ნებისმიერი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა განხილული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული კლინიკის დონეზე, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ რეალურად. ქვეყანაში კონსილიუმის ცნება მოკვდა და ეს საკითხიც მისახედია“, - განმარტავს „კომერსანტთან“ სურგულაძე. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა. რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წლის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით - სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 198 ექიმს, საიდანაც 105-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სხვადასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ექიმის მიმართ არ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი პროფესიული სანქცია.
15.02
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/eqimebis-kvalifikatsia-da-ganatlebis-khariskhi-patsientebisatvis-safrtkhed-iqtsa/39549
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/sayoveltao-jandacvis-programas-welsac-dagegmilze-meti-tanxa-daschirdeba-/157/
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წელსაც დაგეგმილზე მეტი თანხა დასჭირდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გასული წლების მსგავსად, წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაგეგმილზე მეტი დაფინანსება დასჭირდება. საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 704 მილიონია გათვალისწინებული. აკაკი ზოიძის ვარაუდით, დაგეგმილი თანხა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. "პირველი გადახარჯვის მიზეზები ის არის, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ ოპერაციები, რომლებლსაც წლების განმავლობაში ვერ იკეთებდნენ. ეს არის ისეთი ოპერაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის ზრდისთვის, დამერწმუნეთ, ამის შედეგი გამოჩნდება რამდენიმე წელიწადში. 2015 წელს 100 მილიონი იყო გადაჭარბება. 2016 წელს - 50 მილიონი, 2017 -ში კიდევ უფრო ცოტა იყო და წელსაც ალბათ 720 მილიონი იქნება დანახარჯი, თუმცა 704 მილიონია ჩადებული. მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ რატომ მოხდა გადახარჯვა. ბოლო ორი წელიწადია საკმაოდ დიდი დევალვაცია მიდის ლარის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ „საქმიან დილაში". პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებაში კერძო სადაზღვევო კომანიების შეყვანის წინააღმდეგია. მისი თქმით, "ქანქარისებური რეფორმები“ მხოლოდ ზიანს მოიტანს ქვეყნისთვის.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/aris-tu-ara-pacienteb-is-ganawilebis-korufcjuli-sqema-qutaisshi-audio
არის თუ არა პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა ქუთაისში?
ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების განაწილების კორუფციული სქემა. სამედიცინო დაწესებულებები სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გარკვეული დაწესებულებების ლობირებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარების ცენტრი და კლინიკები შეთანხმებულად მოქმედებენ. მათივე თქმით, პაციენტები მხოლოდ შერჩეულ კლინიკებში მიყავთ და არ ხდება კლინიკის ტერიტორიული ადგილმდებარეობით არჩევა. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, არის თუ არა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი პრობლემები. კორუფციულ სქემაზე ხშირად საუბრობდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი შეფასებით, ქუთაისის სასწრაფო იძულებულია უპირატესობა მიანიჭოს "ევექსის" კლინიკას. "ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, "ევექსის" კლინიკას ანიჭებს უპირატესობას. ეს არის მონოპოლია და ქალაქში არაკონკურენტუნარიან გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ეს ნამდვილად არ არის სასწრაფოს თანამშრომლების დანაშაული. ზეწოლა მოდის თბილისიდან. ქუთაისში სასწრაფოს თანამშრომლები, შეიძლება ითქვას კაპიკებზე მუშაობენ ესეც სამარცხვინოა, რომ თბილისში ექიმებს 1000–1500 ლარი აქვთ ხელფასი, ქუთაისში კი 400–500 ლარი. ეს არის ცენტრალური ხელისუფლებიდან მარაზმი",–აცხადებს წულაია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ქუთაისში არსებული რამდენიმე კლინიკა. მათი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარების სამსახურს ერთი პაციენტიც არ შემოყავს. კლინიკა „ბომონდის“ ხარისხის მართვის მენეჯერის, ფატმან როგავას განცხადებით, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან კვირაში, საშუალოდ 10 პაციენტს იღებენ. ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ მამასახლისი. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თვეში 230–მდე პაციენტი გადმოყავს. "თვეში, საშუალოდ 200 დან 230–მდე პაციენტი მოყავთ, აქედან დაახლოებით დღეში 7–8 პაციენტი გამოდის, რაც მუშაობის 25% შეადგენს, ჩემს კლინიკაში გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია" „კლინიკა–ლჯ“–ის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მხრიდან ხდება პაციენტების გადმოყვანა, თუმცა არსებობს პრობლემები. "სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოყავს ჩვენთან პაციენტები, თუმცა არსებობს პრობლემები, რაც არაერთხელ გვითქვამს ხელმძღვანელობისთვის. პირველი პრობლემა არის ის, რომ პაციენტის სურვილს ხშირად ვერ აკმაყოფილებს სასწრაფოს ეკიპაჟი და მიუხედავად მათი სურვილისა, არ მიყავთ იმ დაწესებულებაში, რომელსაც პაციენტი ითხოვს. მეორე ეს არის ტერიტორია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლინიკასთან ახლოს გამხდარა პაციენტი ცუდად და ის რატომღაც სხვა კლინიკაში გადაუყვანიათ",–აცხადებს ლომინაძე. სასწრაფო დახმარების მიმართ პრეტენზიები არ აქვს კლინიკა „მედიქალ სითის“. მათი თქმით, ისინი ამ მიმართულებით არ მუშაობენ. „ჩვენ გარკვეული სეგმენტის პაციენტებს ვემსახურებით, ამიტომ ჩვენთან პაციენტები გააზრებულად მოდიან, არ არის გადაუდებელი მომსახურების სერვისი გააქტიურებული, ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ და ამიტომ, რამე პრეტენზიას ვერ გამოვთქვათ, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მოყავს სასწრაფოს პაციენტი, მაგრამ ეს მასობრივად არ ხდება, ამ ეტაპზე წყენას ვერ გამოვხატავთ ამ მიმართულებით“. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის მენეჯერი მაია რუხაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ არსებობს. მისივე თქმით, მათ პაციენტები კლინიკებში ტერიტორიისა და რიგითობის გათვალისწინებით გადაჰყავთ. „ჩვენთან პაციენტების გადანაწილება ხდება პროფილის, ტერიტორიის, პაციენტის სიმძიმის და რიგითობის გათვალისწინებით. ქუთაისში უკვე ბევრი კლინიკაა მრავალპროფილიანი, რომლებსაც სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფა შეუძლიათ. რაც შეეხება გოგი წულაიას ბრალდებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს უსაფუძვლოა“,–აცხადებს მაია რუხაძე. ჩვენ "ევექსის" კლინიკის პრესსამსახურს რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა მათი პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 170–165 გამოძახება აქვს. ქალაქს 10 რეანომობილი ემსახურება.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/116239/
შშმ პირთა უფლებები 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში
2018 წლის 24 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-19 თავთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მოიცავს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, რადგან ისინი ბორჯომის შეხვედრაზე (2017 წლის 26-27 დეკემბერი) არ ყოფილან და იქ ამ საკითხების გავლა ვერ მოესწრო. თუმცა ვერც ამ შეხვედრაზე შევძელით ბევრ რამეზე კონკრეტული შეთანხმება. ადამიანის უფლებათა 2018–2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა დაიწყო 2017 წლის ოქტომბრიდან, როდესაც მისი პირველადი ვერსია გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციებში. გეგმა არის 2014-2020 წლების საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესასრულებლად გამიზნული ინსტრუმენტი. ის მოიცავს მრავალ უფლებას (მაგალითად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამოხატვის თავისუფლება) ასევე სხვადასხვა უმცირესობის დაცვისკენ მიმართულ თავებს (გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები). საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გეგმასთან დაკავშირებული თავიანთი კომენტარები საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის 2017 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნათ. 2017-2018 წლების დეკემბერ-იანვრის პერიოდში შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის 3 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა: 2017 წლის 14 დეკემბერს თბილისში, მთავრობის კანცელარიაში, ამავე წლის 26 დეკემბერს ბორჯომში და წელს, 24 იანვარს ისევ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. ახლა ვაპირებ ვისაუბრო 24 იანვრის შეხვედრის დროს განხილულ ძირითად საკითხებზე. შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლა ძირითადი კამათი შეეხებოდა 2020 წლის ბოლოს რა შედეგი უნდა გვქონდეს. არასამთავრობოები ვითხოვდით, რომ შემუშავდეს როგორც შეფასების ინსტრუმენტი, ასევე ამ ინსტრუმენტით ადამიანთა შეფასება და სტატუსის მინიჭება დაიწყოს; ასევე გადაფასდეს იმათი სტატუსის და ხელახლა მიენიჭოს, ვისაც უკვე აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა კონკრეტული ოდენობისა და პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრაზე, თუ რამდენი ადამიანი ეყოლებათ შეფასება-გადაფასებული, რადგან ადამიანური და ფულადი რესურსი არ ჰყოფნით. ამასთან არ იციან, ზუსტად რამდენი ადამიანი მოვა ახალი სისტემის ფარგლებში სტატუსის მინიჭების და შეფასების მოთხოვნით. კიდევ ერთი პრობლემა: ვის, რა კატეგორიის პენსია უნდა დავუნიშნოთ/დავუტოვოთ და ვის მხოლოდ სერვისები. შშმ პირთა სამომავლო საჭიროებებისა და უკვე არსებული სერვისების ეფექტურობის შეფასება სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პროცესი შეფასების ახალი სისტემის პარალელურად ვერ მოხდება, რადგან ჯერ ყველა რეგიონში უნდა გვყავდეს ახალი სისტემით შეფასებული შშმ პირები და თანაც ყველა ტიპის შეზღუდვით, მათი საჭიროებები რომ ვიკვლიოთ და ის, თუ არსებული სერვისებიდან რომელია საჭირო და გამოსადეგი და რომელი – არა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახლო მომავალში, მათ შორის 2020 წლის შემდეგაც, არ გეგმავენ ზრდასრულთა რეაბილიტაციაზე თანხების გამოყოფას სახსრების შეზღუდულობის გამო. მათ აღნიშნეს, რომ ბავშვთა რეაბილიტაციისგან განსხვავებით, რომელსაც პრევენცია ან მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, ზრდასრულთა რეაბილიტაცია მიმართულია მხოლოდ კონკრეტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გაუარესების თავიდან ასაცილებლად. USAID/აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს პროექტი, რომლითაც იგეგმება სარეაბილიტაციო კლინიკების შექმნა გრანტის თანხის ამოწურვის შემდეგ, რაც 4 წელიწადში მოხდება, ალბათ ვერ იქნება მდგრადი, რადგან ცოტა შშმ პირი თუ შეძლებს რეაბილიტაციაში თავისი სახსრებით ფულის გადახდას. არასამთავრობო სექტორმა მოითხოვა, შეიქმნას სხვადასხვა სერვისის (მაგალითად, დღის ცენტრების, დამხმარე საშუალებების, ადრეული ჩარევის, შინ მოვლისა…) ერთიანი სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისეთი სტანდარტი, რომელსაც დაემორჩილება ადგილობრივი თვითმმართველობებიც, როცა ისინი აფინანსებენ რამე სერვისს, რადგან უამრავი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი ვერ აწვდის შესაბამისი ხარისხის მომსახურებას ბენეფიციარებს. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმმართველობებზე არ აქვთ ფორმალური ზედამხედველობის უფლება და არაფორმალურად ისედაც ეცდებიან სტანდარტზე საუბარს. დეინსტიტუციონალიზაციაზე (დიდკონტიგენტიანი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანსიონატებიდან, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არამწვავე მდგომარეობაში, ძირითადად ოჯახის წევრთა უარის გამო მათთან თანაცხოვრებაზე ანდაც უსახლკარობის გამო ჩასახლებული ადამიანების გამოყვანა, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა შეძლონ დამოუკიდებლად ან მცირე ჯგუფებად ცხოვრება დახურულ და გეოგრაფიულად ადამიანების დასახლებებს მოწყვეტილ პანსიონატებს მიღმა) ჯანდაცვამ თქვა, რომ პირდაპირ დეინსტიტუციონალიზაციას ვერ ჩაწერენ რადგან დიდი ინსტიტუციებიდან ხალხის უმრავლესობას გასვლა არ უნდა, არიან შეშინებულები, მიუჩვეველნი დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამიტომ შემოგვთავაზეს, რომ ჩაწერდნენ სათემო მომსახურების გაძლიერებას და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობას. ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა ინიციატივა იყო, ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილიყო ერთგვარი საკოორდინაციო საბჭო, სადაც შევიდოდნენ ასევე პარლამენტისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები. ეს იქნებოდა ხელისუფლების სამივე შტოს შორის საკონტაქტო ჯგუფი ქმედუნარიანობის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანას. თუმცა სამინისტრომ თქვა, რომ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ამ ჯგუფის წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე და ვერც ამ ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რადგან საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება და მათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ბოლოს დაგვთანხმდნენ, რომ კვლევა ჩაეტარებინათ რეფორმის ეფექტურობისა და მომავალში მის დასახვეწად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. არასამთავრობოებმა დააფიქსირეს, რომ ზრდასრული შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფილი ანაზღაურებული სერვისები არ შეესაბამება მათ საჭიროებებს. ამაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკმაოდ ხშირია კლინიკების მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევა – ისინი თანხას ართმევენ ისეთ სერვისებში, პროცედურებში, გამოკვლევებში, რაც ანაზღაურებულია საყოველთაო ჯანდაცვით. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, შშმ პირთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი საკმაოდ ფართო და უნივერსალურია და ნებისმიერი შშმ პირის საჭიროებებს წესით უნდა ფარავდეს. არც იმაზე გაგვცეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პასუხი, თუ დეტალურად როგორი იქნება გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის საქართველოში დანერგვის მაკოორდინირებელი ორგანო, რა წესით დაკომპლექტდება ის, რა ვადით, რა კრიტერიუმით აირჩევიან/დაინიშნებიან მასში შემავალი პირები, რამდენი ადამიანი იქნება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება. ბოლოს მე გამოვედი ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ პროცედურისა და დაავადების მკურნალობის კოდს, რომელიც ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ადამიანს შეეძლება შეიყვანოს პროცედურის/გამოკვლევის/მომსახურების დასახელება, რისი მიღებაც სურს, ასევე საკუთარი სტატუსი (მაგალითად, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, დევნილი, ვეტერანი…) აპლიკაციამ კი მიაწოდოს ინფორმაცია, ანაზღაურდება თუ არა ეს მომსახურება და რა პროცენტული წილით. ეს აგვარიდებს კლინიკების არაკეთილსინდისიერებას. ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა თქვა, რომ უნდა ჰკითხოს IT-ს, რამდენად განხორციელებადია ამგვარი აპლიკაციის შემუშავება. ჩემს კიდევ ერთ შეთავაზებაზე – შშმ პირთა უფლებებისა და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის ეტიკეტის წესების შესახებ სწავლების კომპონენტი შეეტანათ სამედიცინო პერსონალის განგრძობადი განათლების ტრენინგმოდულებში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეცდებიან ამაზე იფიქრონ. აქვე დავამატებ, რომ ბორჯომის შეხვედრის (წინ უსწრებდა 24 იანვრის შეხვედრას) გადამუშავებული გეგმის სამუშაო ვერსიაში მაინც არ მოხვდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერებების გახმოვანების, ხოლო სმენის არმქონე პირთათვის ტაბლოზე თვალსაჩინო ადგილას დაწერის, ასევე ავტობუსების გარე გახმოვანებით აღჭურვის მოთხოვნა, რათა ხდებოდეს გაჩერებას მიმდგარი ავტობუსის ნომრის გამოცხადება, რასაც მე ვითხოვდი. ჩემს ამ ინიციატივებზე უარის თქმის საბაბად ის დასახელდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები შედის არა ცენტრალური მთავრობის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში. მაგრამ იბადება კითხვა: რატომ შეიტანეს გეგმაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა დატრენინგების საკითხი შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში? ან რაღატომ იქნა შეტანილი გეგმის პროექტში ცესკოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მაშინ როცა ცესკო ასევე არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში? ამჟამად ზემოთაღწერილი რამდენიმე შეხვედრის პროცესში გადამუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე გამოქვეყნებულია სამთავრობო ვებგვერდზე და ელოდება მთავრობის მიერ დამტკიცებას. ჩემი შეფასებით ვერაფერზე ვერ გამოიკვეთა კონკრეტული აზრი და შეთანხმების წერტილები ან თითქმის ვერაფერზე. საბოლოოდ ისიც ვერ გახდა ჩემთვის ცხადი, ამ საკითხებიდან რომელი რა ფორმით შევა სამოქმედო გეგმაში. ავტორის შესახებ: ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი. ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტში და თსუ-ში.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/saarsebo-shemtseobis-shecherebis-safudzvlebi-gadasakhedia-teona-chalidze/39554
საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები გადასახედია- თეონა ჭალიძე
„ახალი საქართველოს“ სოცილური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ანგარიშს ეხმაურება და სოციალური მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 17 950 ადამიანს საარსებო შემწეობა შეუჩერდა. 2017 წელს 142 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დააპატიმრეს, რის გამოც მათ ოჯახის წევრებს - 435 ადამიანს შეუჩერდა სოციალური დახმარება. დიდი გამჭრიახობა არაა იმისთვის საჭირო, რომ მივხვდეთ ოჯახის წევრის გარდაცვალება და ოჯახის წევრის დაპატიმრება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ისე არ აუმჯობესებს, რომ ოჯახებს დახმარება აღარ სჭირდებოდეს. საარსებო შემწეობა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ არსებობისთვის აუცილებელი დახმარებაა და ამიტომ ეძლევა მოქალაქეს სახელმწიფოსგან. ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს ბრძანებაა საჭირო ამ ყველაფრის შესაჩერებლად. საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები გადასახედია და გასათვალისწინებელია სტატისტიკაც, რომლის მიხედვით ნათელია რომ ასეთ შემთხვევებში უმრავლესობას უსაფუძვლოდ უჩერდება ეს დახმარება და 3-4 თვის შემდეგ ისევ ხდება აღდგენა. ამას ემატება შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზები და ის ცდომილება, რომელიც თან ახლავს ამ სისტემას. ამიტომ ხელოვნურად კიდევ დამატებითი ბარიერის შექმნა არ არის მიზანშეწონილი და უსამართლოა. მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა აუცილებელია, რომ არ დაზარალდნენ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. სამინისტროს თანამშრომლები არაერთხელ დაგვპირდნენ ამ საკითხის გადახედვას, მაგრამ სამწუხაროდ მოგვატყუეს“ - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
აიბიზნეს.ჯი- http://ibusiness.ge/new/9797-teona-chalidze-saarsebo-shemtseobis-shecherebis-safudzvlebi-gadasakhedia
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/ekutvnis-magram-ar-akvs-vin-da-rogor-nishnavs-sotsialur-dakhmarebas
"ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს" _ ვინ და როგორ ნიშნავს სოციალურ დახმარებას
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იანვარში 18 020 ადამიანს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გურიაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 18 020 ადამიანი იმყოფება _ ანუ, ღატაკია. როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ ჩოხატაურში, სადაც 9 909 კომლია რეგისტრირებული, დღეის მონაცემებით, საარსებო შემწეობა დანიშნული აქვს 1 138 კომლს. ამავე მონაცემით ირკვევა, რომ ყველაზე ღარიბი სოფლის სტატუსი შუა სურებს ეკუთვნის _ აქ მცხოვრები მოსახლეობის 29 % ღატაკია _ სოფელში რეგისტრირებული 72 კომლიდან დახმარებას 21 კომლი იღებს; მეორე ადგილზე, 28%-ით სოფელი ზოტია _ 222 კომლიდან დახმარება 64 ოჯახს ეძლევა. მესამე ადგილზეა დიდი ვანი 7,09%-ით _ ამ სოფელში 61 კომლია რეგისტრირებული და აქედან 17-ს ღატაკის სტატუსი აქვს. ამ ჩამონათვალში არ არიან ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 150 000-მდე მერყეობს და რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ოჯახები ღარიბები არიან; სტატისტიკა მსგავსი ოჯახების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის სერვისცენტრში არ გააჩნიათ. თუ გავითვალისწინებთ "გურია ნიუსის" რედაქციაში შემოსულ განცხადებებს, რომლებშიც უკიდურესად შეჭირვებული ადამიანები წერენ, რომ დახმარება არ მიეცათ, ასეთი ოჯახების რაოდენობა ჩოხატაურში საკმაოდ დიდია. ის, რომ სოციალური დახმარებები არასწორად ინიშნება და საარსებო შემწეობა გაცილებით მეტ ადამიანს ეკუთვნის, ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ ჩოხატაურის მერის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში გოჩა ჯინჭარაძე ამბობს, რომ, მისი შეხედულებით, დაბაში 5 ოჯახია ისეთი, რომელსაც დახმარება სჭირდება, თუმცა, საჭირო ქულები არ მისცეს: _ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება _ ნაკლებიც, _ გვითხრა ჯინჭარაძემ. გელა ვაჩეიშვილი მერის წარმომადგენლად კოხნარის თემში მუშაობს. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ სოფელში ბევრს უჭირს: _ გაჭირვებული ძალიან ბევრია, თუმცა, კონკრეტულად იმის თქმა, რომ ვინმეს ეკუთვნოდა დახმარება და არ მისცეს, გამიჭირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარი წესები აქვს და არ ვიცი, ქულები როგორ ითვლება _ ყველაფერი გასაიდუმლოებული აქვთ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვის რამდენი ქულა მიანიჭეს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება ბევრ ადამიანს სჭირდება, _ აღნიშნა ვაჩეიშვილმა. ავთანდილ შარაშენიძე _ მერის წარმომადგენელი ჯვარცხმის თემში, რომელიც სამ სოფელ აერთიანებს, ამბობს, რომ დახმარება იმაზე მეტ ადამიანს ეკუთვნის, ვიდრე დანიშნულია: _ პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც მართლაც ძალიან უჭირთ და დახმარება არ დაენიშნათ. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ანიჭებენ ქულებს, მაგრამ ის ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩემს თემში, რომლებსაც შემწეობა ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს, _ ამბობს შარაშენიძე. ხიდისთავის თემში მერის წარმომადგენელი დავით ვასაძეა, რომელიც კოლეგების მსგავსად აღნიშნავს, რომ დახმარება ბევრს სჭირდება: _ ჩემ თემში 5 სოფელი შედის და ასე, ზეპირად რომ გითხრათ, მინიმუმ 30 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომელსაც დახმარება ეკუთვნით, ძალიან უჭირთ, თუმცა, ვერ მიიღეს, _ აღნიშნავს ვასაძე. მერის წარმომადგენელი დაბლაციხეში გიორგი ოსეფაიშვილი ამბობს, რომ მის სოფელში მხოლოდ 1 ოჯახი იცის, რომელსაც დახმარება ეკუთვნის, თუმცა, არ აქვს. ასევე, ერთ ოჯახს გვისახელებს ფარცხმის თემში მერის წარმომადგენელი ზურაბ გურგენიძე. ზომლეთის თემში მერის წარმომადგენელი ამირან ხაჯიბეგოვი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მის სამოქმედო არეალში მინიმუმ 6 ოჯახია, რომლებსაც დახმარება ძალიან სჭირდებათ, თუმცა, მისთვის გაუგებარი მიზეზებს გამო "მაღალქულიანთა" კატეგორიაში მოხვდნენ. მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში გელა ეზიეშვილიც კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ კონკრეტული ციფრი არ იცის, თუმცა, მისი თქმით, ბუკისციხესა და იანეულში საკმაო რაოდენობითაა ისეთი ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და დახმარება არ ეძლევათ. _ ამ დროისთვის რაც მახსენდება, 4-5 ოჯახი ნამდვილად არის, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ. რამდენიმე თვის წინ დახმარება მოუხსნეს ონკოლოგიურ ავადმყოფს. შუამდგომლობაც კი გავაკეთე და გადამოწმება ვითხოვე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მოსულა და არც გადამოწმების იმედი მაქვს, სამწუხაროდ, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ გორაბერეჟოულში გურამ ტყეშელიაძემ. მერის წარმომადგენელი ნაბეღლავის თემში ჭაბუკა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ გამონაკლისი არც მისი თემია: _ საკმაოდ ბევრი ოჯახია, რომლებსაც უჭირთ და დახმარება არ აქვთ. ბოლო პერიოდში ბევრს მოეხსნა და სამწუხაროდ, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სხვა სოფლებთან შედარებით, ნაბეღლავში მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულები არ არიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს უცნაური კრიტერიუმების აქვს _ მიაჩნიათ, რომ ტელევიზორი და მაცივარი თუ აქვს ადამიანს სახლში, მას არ უჭირს. არადა, იმ მაცივარში რომ არაფერი დევს, ამას არ ითვალისწინებენ, _ ამბობს კვაჭანტირაძე, რომელსაც ეთანხმება მერის წარმომადგენელი ერკეთში კარლო თედორაძე; მისი თქმით, ზემო და ქვემო ერკეთში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც არც პურის ფული აქვთ და არც დახმარებისთვის საჭირო ქულები: _ არიან ოჯახები, სადაც შრომისუუნარო, ავადმყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც პენსია წამლებშიც კი არ ყოფნით, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს. მიმაჩნია, რომ არასწორად ინიშნება. შეიძლება, სახლი კარგი იყოს _ კომუნისტების დროს აშენებული, მაგრამ იმ სახლში თუ არაფერია, საჭმელი თუ არ აქვთ, მხოლოდ კედლებს რა აზრი აქვს?! _ ამბობს თედორაძე ჩვენთან საუბრისას. ქვენობნის თემში მერის წარმომადგენლის დავით კვაჭანტირაძის თქმით, თემში შემავალ სამ სოფელში 4-5 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომლებსაც დახმარება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. როგორც გავარკვიეთ გამონაკლისი არც ამაღლება, შუა ამაღლება, ზემოხეთი, ზემო სურები, შუა სურები, ზოტი, დიდივანი და საჭამიასერია _ ყველგან ნახავთ ოჯახებს, რომელთა შემოსავლის წყარო, მხოლოდ მოხუცებულთა პენსიაა. იპოვით ისეთებსაც, რომლებსაც არც სახლი აქვთ, არც _ შრომის უნარი, არც _ პენსია, მაგრამ დახმარების მიღებისთვის საჭირო ქულები მაინც არ მიანიჭეს. ეს ადამიანები პირად საუბრებში კორუფციულ სქემებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ "დახმარებები ნაცნობობით ინიშნება". ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც კონფიდენციალურობას ითხოვს, გვწერს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტი მზია ოსეფაიშვილი დახმარებებს ქრთამის სანაცვლოდ ნიშნავს. წყარო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი სოფელ ზოტში ჰქონდა და ეს არ იყო ერთჯერადი. მისივე ინფორმაციით, ოსეფაიშვილს სოფლის რწმუნებული, რაულ კონცელიძეც ეხმარება. მზია ოსეფაიშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს: _ სოციალური აგენტი დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენ მივდივართ ოჯახებში და დეკლარაციებში ვწერთ იმას, რასაც გვეუბნებიან. დოკუმენტზე ხელს ოჯახის უფროსი აწერს და ამ დოკუმენტს ვაგზავნით თბილისში, სადაც ხდება ქულების მინიჭება. ქულებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს და სიცრუეა ის, რომ აგენტს აქვს სოციალური დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და არ ვაპირებ ამის ასე დატოვებას. მე პირადად მივმართავ შესაბამის უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მზია ოსეფაიშვილმა. ბრალდებების დასამტკიცებლად გამოძიების დაწყებას ითხოვს მერის წარმომადგენელი სოფელ ზოტში: _ ეს პირველად არ გამიგია. დიდი ხანია, ათასგვარი ბრალდება მესმის ამ მიმართულებით, რაც არასწორია. როგორ შეიძლება ასეთი ბრალდება?! დაამტკიცონ! მე რა შეხება მაქვს დახმარების დანიშვნასთან?! ჩემი გვარი სოფელში მცირედაა წარმოდგენილი _ ორი ნათესავი მყავს, უკიდურესად გაჭირვებულები არიან, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. რამდენიმე დღის წინ ჩემს ერთ-ერთ ნათესავს, რომლის ოჯახში ცოტა ხნის წინ, დიდი ტრაგედია დატრიალდა და რომელსაც ძალიან უჭირს, 75 000 ქულა მოუვიდა. დახმარების დანიშვნა რომ შემეძლოს, ამათ ხომ დავეხმარებოდი?! _ ამბობს რაულ კონცელიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა აგენტს არ აქვს და ისინი მხოლოდ აღმწერის ფუნქციებს ითავსებენ. "2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ სოციალურად დაუცველთა მეთოდოლოგია შეიცვალა, სოციალური აგენტი მხოლოდ დეკლარაციის აღმწერი გახდა, რომელიც ოჯახის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას აღწერს თავად ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დეკლარაციას კი ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი პირი. სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც წინა მეთოდოლოგიისას მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქულაზე, ამჯერად საერთოდ აღარ მონაწილეობს ქულის დათვლაში. შესაბამისად, სოციალურ აგენტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია ქულაზე ზემოქმედებისთვის," _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, სოციალური აგენტების საქმიანობას პერმანენტულად სწავლობს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტიც. რაც შეეხება ქულების განსაზღვრის მეთოდს,ტატა გამყრელიძის თქმით, დეკლარაციაში ასახული მონაცემები პროგრამულად დარდება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყების მიერ მოწოდებულ ბაზასთან: "ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემებს იღებს შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტოდან და სხვა", _ ამბობს გამყრელიძე და აკონკრეტებს, რომ ამ მონაცემების საფუძველზე ქულები სპეციალური ფორმულით დგება. _ ფორმულა და მეთოდოლოგია არის საკმაოდ რთული. ამიტომ, მარტივად იმის გადმოცემა, რომელმა მონაცემმა იქონია ქულის დათვლისას გავლენა, თითქმის შეუძლებელია. იმიტომ, რომ დეკლარაციაში მოყვანილ ყველა მონაცემს აქვს თავისი წონა ქულის დათვლისას და, შესაბამისად, ყველა მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ქულის დათვლაზე. რომ დავაკონკრეტოთ, ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავად ითვლის და მასთან ადამიანებს შეხება არ აქვს, _ გვითხრა გამყრელიძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში არ უარყოფენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზები, თუმცა, მათი თქმით, პროგრამის დახვეწაზე სააგენტოში მუდმივად მუშაობენ.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60437
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თანმხლებ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის წარდგენამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნებისა" და კომიტეტის პოზიცია დააფიქსირა. „ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი და მდგრადი სისტემის სასწრაფოდ შექმნას. ეს კანონპროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ ამ კანონის მიღებით და შემდეგ მისი თუნდაც ძალიან კარგი აღსრულებით შევძლებთ შრომის უსაფრთხოების იდეალური სისტემის ჩამოყალიბებას ხვალიდანვე. მხოლოდ ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ამისთვის საკმარისი არ არის. გარდა აღნიშნული კანონპროექტისა, არის მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც, აქედანვე ვაცხადებ, იქნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. სამომავლოდ განსახორციელებელ ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივად მან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონთან მიმართებაში განსახორციელებელი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტი იმუშავებს შესაბამისი ნორმის შექმნაზე, რათა ერთი მხრივ, გამოვლინდნენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ცუდი ისტორია, მეორე მხრივ, წახალისდნენ და უპირატესობა მიეცეთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უმწიკვლო და კარგი ისტორია. მისივე ინფორმაციით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული. „პარლამენტის ლეგიტიმური ინტერესია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ინტერესია, ეს სამუშაო ადგილები არ უქმნიდეს საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. საკანონმდებლო გარემო, რომელსაც შევქმნით, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე მნიშვნელოვანი ამოცანისთვის - სამუშაო ადგილების შექმნისა და, ამასთანავე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის. სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები მიმართული უნდა იყოს ერთ მხარეს - ადამიანის კეთილდღეობისაკენ", -განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტი გამოაცხადა ღია პლატფორმად. დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, საერთაშორისო პარტნიორებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, სავაჭრო პალატებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. „ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რათა შევქმნათ მრავალშვილიანი, რეალური და ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემა", -აღნიშნა აკაკი ზოიძემ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. „შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მიმდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული პრინციპები და ცალკეული საკითხები მიმოიხილა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის განვითარების ისტორიული ეტაპი. მან გაიხსენა 2006-2007 წლები, როდესაც კანონში შეტანილი ნეგატიური ჩანაწერით შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების კუთხით გაუქმდა და მოიშალა ინსტიტუციური მექანიზმი. კომიტეტის სხდომაზე ცალკეული მუხლების განხილვისას მოსაზრებები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე, პროფესიული კავშირის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34351/ra-versiit-gava-shromis-usafrtkhoebis-kanonproeqti-plenarul-skhdomaze
რა ვერსიით გავა „შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
„შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტი პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, დასაქმების სფეროებია, რომლის შემოწმების უფლებაც შრომის ინსპექციას ექნება. კანონი მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს მოიცავს და მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი 11 სფერო განისაზღვრა: 1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება; 2. სამთო-გეოლოგიური სამუშაოები; 3. მეტალურგიული წარმოება; 4. ელექტროენერგეტიკა ; 5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა; 6. ქიმიური წარმოება; 7. ლითონდამუშავება; 8. მინის წარმოება; 9. მერქნის დამამუშავებელი წარმოება; 10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა; 11. ტრანსპორტი (რკინიგზა, მეტროპოლიტენი, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი). ამ კომპანიების/საწარმოების სიას მთავრობა დაადგენს. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი შრომის ინსპექციის საწარმოებზე დაშვების საკითხია და მთავრობამ არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების პოზიციები. კერძოდ, ინსპექციას კომპანიის შემოწმება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გეგმიურად შეეძლება. ასევე, უფლება აქვს რემონიტორინგის. სხვა შემთხვევაში, დასჭირდება სასამართლოს წინასწარი ნებართვა. ამის არგუმენტად, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდულ რესურსს ასახელებს და ამბობს, რომ არის საფრთხე, სამინისტროში მიმართვიანობა დიდი იყოს. ამდენი საწარმოს შემოწმებას კი 25 მონიტორი ვერ აუვა(ამჟამად შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ 25 მონიტორი ჰყავს): „არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში საზედამხედველო სამსახური, რომელსაც შეუძლია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კერძო საკუთრებაში შევიდეს და შეამოწმოს" - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ. სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, თათული თოდუამ საპარლამენტო მდივანს უპასუხა, რომ ეს სუსტი არგუმენტია, რადგან საქართველოში ბევრი საზედამხედველო ორგანო გვაქვს, რომელსაც არაგეგმიურად შეუძლია კომპანიების/დაწესებულებების შემოწმება, როგორიცაა მაგალითად: აუდიტის სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და ა.შ. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების დასახელებისა, მთავრობამ შრომის ინსპექციის საწარმოებზე უპირობო დაშვების ნაწილი უცვლელად დატოვა. თუმცა, შეიცვალა კანონპროექტის პირველადი ვერსიის ის ნაწილი, რომელიც სანქცირებას ეხება. თავდაპირველი პროექტით, დამსაქმებლის მხრიდან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებდა ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით. ახლანდელი ვერსიით, კომპანია/საწარმო დაჯარიმდება 10 000-დან 50 000 ლარამდე. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება კომპანიის წლიურ ბრუნვაზე: "ეს დიდწილად პარლამენტის დამსახურებაა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრინციპულ საკითხზე ვერ შევთანხმდით - უპირობო დაშვებისა და სფეროების ჩამონათვალს ვგულისხმობ, სანქცირების საკითხი დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ. კანონი ერთ კვირაში პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, რის შემდეგაც, ის მესამე მოსმენით დამტკიცდება.
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/252964/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197266
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34339/kanonproeqtit-shromis-inspeqtsias-satsarmoebis-shemotsmebis-ufleba-sasamartlos-nebartvit-eqneba
კანონპროექტით, შრომის ინსპექციას საწარმოების შემოწმების უფლება სასამართლოს ნებართვით ექნება
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების" კანონპროექტს განიხილავენ. „შრომის უსაფრთხოების" ახლანდელი კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას საწარმოების შესამოწმებლად წინასწარი დაშვება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ექნება. ამის არგუმენტად, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდულ რესურსს ასახელებს და ამბობს, რომ არის საფრთხე, სამინისტროში მიმართვიანობა დიდი იყოს. ამდენი საწარმოს შემოწმებას კი 25 მონიტორი ვერ აუვა. „არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში საზედამხედველო სამსახური, რომელსაც შეუძლია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კერძო საკუთრებაში შევიდეს და შეამოწმოს" - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფკავშირებსა და სახალხო დამცველის აპარატს. ისინი ამბობენ, რომ საწარმოზე ინსპექციას უპირობო დაშვება უნდა ჰქონდეს. „როცა ვამბობთ, რომ სამინისტრო შეიძლება გადაიტვირთოს 25 მონიტორის პირობებში, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ სასამართლოსთვის მიმართვაც მონიტორების რესურსს მოითხოვს. ისინი ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები და შემდეგ - ინსპექციის" -, განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ. მისივე განმარტებით, არსებობს ბევრი სამსახური, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია შემოწმება, მათ შორისაა: აუდიტის სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური და ა.შ „შრომის ინსპექციას ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს საწარმოში შესვლა და შემოწმება“, - თავისი პოზიცია გამოხატა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის წარმომადგენელმაც. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეს დროის საკითხია და 2019 წლიდან ესეც მოგვარდება.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34333/jandatsvis-saministro-sharshandeltan-shedarebit-shromis-inspeqtsiis-dafinanseba-35it-gaizarda
ჯანდაცვის სამინისტრო: შარშანდელთან შედარებით შრომის ინსპექციის დაფინანსება 35%-ით გაიზარდა
პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების“ კანონპროექტის განხილვისას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2018 წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი შრომის ინსპექციის დაფინანსება. „ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, დავამატოთ ინსპექტორების რაოდენობა. ამავდროულად, კანონპროექტის მიღების შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ სტრატეგიაზე, რომელიც სამომავლოდ გაგვითვლის, ზუსტად რა ფინანსური საჭიროებებია შრომის ისნპექციის რაოდენობრივად და ხარისხობრივად გასაძლიერებლად“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
---
15.02.2018
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილე ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების საკითხზე კანონპროექტს წარადგენს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასულ კვირას უწყებამ ერთი კვირა ითხოვა, რათა კანონპროექტი სრულყოფილი გამხდარიყო და კრიტიკა გაეთვალისწინებინა. მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა და გათვალისწინებული იქნა ის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტზე გამოითქვა, მათ შორის სანქციების რაოდენობაზე, მისი აღსრულების მექანიზმზე და ა.შ. "იყო კრიტიკა განმეორებით მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე სანქციების რაოდენობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და სანქციების რაოდენობა განსხვავებულია. ისინი დაყოფილია დღგ-ს გადამხდელთა რაოდენობით. სანქცირების მექანიზმი მიბმული იქნება დღგ-ს რაოდენობაზე. კრიტიკა იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები იყო დაბალი, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ვერსიასთან შედარებით ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება ინსპექტირებას სასამართლო ნებართვის გარეშე, როგორც თამილა ბარკალაია განმარტავს, გათვალისწინებულია ინსპექტირების განხორციელება სასამართლოს გარეშე. "ეს არის გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, ასევე განმეორებითი მონიტორინგი და იქნება შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.
---
15.02.2018
მედიასაშუალება:http://bfm.ge/40172-2/
შრომის კანონპროექტი პარლამენტში ისევ გაიჭედა – რაზე ვერ თანხმდება სახელმწიფო და ბიზნესი
270 დაღუპული და 776 დაშავებული – ეს არის სამუშაო ადგილებზე 2011-2016 წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირებენ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას. ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს, შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტის სამუშაო ვერსია. სამინისტროს თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, უპასუხებს საერთაშორისო დირექტივებს, შრომის ინსპექციის მუშაობას უფრო ეფექტიანსაც გახდის, რაც საბოლოოდ, გააუმჯობესებს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და უფლებრივ მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე. 5 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი. საქართველოს მთავრობამ არ წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა. ახალი ინიციატივის თანახმად, მკაცრი რეგულაციების შეეხება იმ საწარმოებს, სადაც შრომის პირობები მძიმე, მავნე და საშიშია, თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობას სურს ცვლიბები მხოლოდ მომეტებული საფრთხის საწარმოებზე გავრცელდეს. საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. პროცესი ამავე სამინისტროს მიზეზით 2017 წლის დეკემბერშიც გაჭიანურდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე თებერვლის ბოლომდე განიხილონ. როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, შრომის ინსპექცია აქილევსის ქუსლად იქცა ხელისუფლებისთვის. „კომიტეტში უნდა განხილულიყო შრომის ინსპექციის საკითხი მეორე მოსმენით, თუმცა გადაიდო, რადგან მთავრობის წარმომადგენელს, ვისაც უნდა წარმოედგინა კანონპროექტი, არ გამოცხადდა. თუ ეს დაკავშირებული იყო ბიზნესის ინტერესებთან, რომ მთავრობას გადახედვა მოუწია გადაწყვეტილების, ეს ძალიან სამწუხაროა. თუ ეს განპირობებული იყო თვითონ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. ბიზნესის არც ერთი მოგება, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თებერვლის ბოლომდე მაინც მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ამ სასესიო პერიოდში მივიღოთ ეს კანონი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. შრომის უსაფრთხოების დაცულობის მნიშვნელობაზე საუბრობს უმრავლესობის სხვა წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი. “შრომის უსაფრთხოება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ კანონის გავრცელება ყველა სფეროზე ეტაპობრივად მოხდება”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “რეალური სივრცის” ეთერში, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე საუბრობენ. ცქიტიშვილისვე განმარტებით, ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსი და ამის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება: “2012 წლიდან შრომის ისნპექტირების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არაა. მეტია გასაკეთებელი. კანონი მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავნერგოთ ამის კონტროლის მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მშენებლობის ადგილზე შრომის პირობების რეგლამენტი მიიღო, მაგრამ ეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის გარეშე არ მუშაობს. ცალსახად ვუერთდები პროტესტს, რომელიც კანონპროექტის განხილვის შეფერხების დროს მთავრობის მიმართ წამოვიდა, და საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ამ კრიტიკის ქვეშ. მაგრამ შემდეგ კვირას, კანონპროექტის განხილვაზე ჩვენ სრულყოფილად გვექნება მსჯელობის საშუალება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსის, ნიკა ნანუაშვილის თქმით, ბიზნეს ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიმართ ცალსახა პოზიცია გააჩნიათ და მიიჩნევენ , რომ კანონი აუცილებლად უნდა იცავდეს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საკითხი მართლაც ძალიან მძიმეა, ამ საკითხზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ბიზნეს ასოციაციაში. პოზიცია იყო, არის და იქნება ბიზნესის მხრიდან ცალსახა – უნდა დავიცვათ თუ არა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დიახ, უნდა დავიცვათ. აქ არ შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშანი, მაგრამ როგორ უნდა დავიცვათ კანონი, როგორი უნდა იყოს ეფექტური კანონი და მის თანახმად მიღებული ტექნიკური რეგლამენტები, ანუ კონკრეტული წესები, სადაც გაიწერება შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, როგორი უნდა იყოს მისი აღსრულების მექანიზმები, ეს ყველაფერი არის განსჯის, მსჯელობის საგანი“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა, ნიკა ნანუაშვილმა. რაც შეეხება კანონის გავრცელების არეალს, ნიკა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ კანონი უნდა ეხებოდეს განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო საწარმოებს და არა მომსახურების სფეროს. „ჩვენი ლოგიკა და პოზიცია არის საკმაოდ მარტივი. დღეს, საქართველოში არის რამდენიმე ათეულობით ათასი კომპანია და 25 შრომის ინსპექტორი, რომელიც ხვალ-ზეგ შეიძლება იყოს 50 და ყველაზე კარგ შემთხვევაში 75. ჩვენ, თუ ვეცდებით, რომ გავაკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, ყურადღების მიღმა დაგვრჩება ის კრიტიკული ობიექტები, სადაც როგორც წესი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, სადაც იღუპებიან ადამიანები. მაღაზიაში, ოფისში ადამიანს არ ემუქრება ის საფრთხე, რაც ემუქრება ქარხანაში, მშენებლობაზე, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში. ჩვენი პოზიციაა გავაკონტროლოთ და შეზღუდული რესურსები მივმართოთ იქითკენ, სადაც ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია შევამციროთ დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების რაოდენობა დასაქმების ადგილზე“, – აცხადებს ნანუაშვილი. აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენი შრომის უსაფრთხოების კანონში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციებს აქვეყნებს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, აუცილებელია კანონის ამოქმედების გონივრული ვადა, რაც ბიზნესს ახალი რეგულაციების გაცნობის ადეკვატურ დროს მისცემს; სანქციების რაოდენობა განსაკუთრებით მცირე ბიზნესს დიდ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს; დამსაქმებელი და დასაქმებული თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. “მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია”, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 63 კი მძიმედ დაშავდა. მათი უმრავლესობა მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34317/khulordava-shromis-usafrtkhoebis-standartebis-datseseba-savaldebuloa-es-sastsrafoa
ხულორდავა: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება სავალდებულოა, ეს სასწრაფოა
„შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება არის სავალდებულო. სავალდებულო დღესვე, ეს არის ახლავე, სასწრაფოდ გასაკეთებლი" - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ განაცხადა. „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე „ევროპა და ახალი მსოფლიო "უწესრიგობა" საუბრის დროს ხულორდავამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნარკოტიკების ლიბერალიზაციის შესახებ, გენდერული კვოტირებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტებს. „ყველა მათგანს მხარს ვუჭერ, ძალიან გულმხურვალედაც და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ" - თქვა ხულორდავამ. სამუშაო ადგილზე დაღუპული მუშებისადმი სოლიდარობისთვისთვის დღეს „აუდიტორია 115-ის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. „„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის" - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197232
დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა შრომის ინსპექციის ხარჯზე, მხოლოდ ბიძგია მეტი კორუფციისკენ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა შრომის ინსპექციის ხარჯზე მხოლოდ ბიძგია მეტი კორუფციისკენ, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ,,ეს ნორმები კანონში არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებდეს დასჯის კუთხით, როცა ეს საჭიროა. დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა შრომის ინსპექციის ხარჯზე მხოლოდ ბიძგია მეტი კორუფციისკენ და მსგავსი მუხლების ეფექტური აღსრულების გარეშე სამწუხაროდ, პრევენციული ეფექტი მას არ ექნება,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34320/rebeka-harmsi-rad-ghirs-mshenebloba-romelits-akhalgazrda-adamianis-sitsotskhlis-fasad-khdeba
რებეკა ჰარმსი: რად ღირს მშენებლობა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ფასად ხდება?!
„მშენებლობა საჭიროა, მაგრამ რად ღირს ის, თუკი ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის ფასად ხდება" - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე მან ევროკავშირის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ევროკავშირის როლი შესაძლოა სასარგებლო იყოს. „ვიცი, რომ დღეს პროტესტი იმართება. შეიძლება დიდი პროტესტი საჭიროა, ჩამოვარდნილი ადამიანების ამბის გამო. ქვეყანა ისევ და ისევ კარგავს ახალგაზრდა მამაკაცებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ნაკლებობის გამო, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ამდენად, სტანდარტებთან და ნორმებთან ადაპტაცია, რომლებიც ნორმაა ევროკავშირში, საჭიროა და უკეთეს განვითარებას შეუწყობს ხელს.ჩემი აზრით, ეს ერთ ერთი მაგალითია იმისა, სადაც ევროკავშირის როლი ჩანს და შეიძლება სასარგებლო იყოს" - თქვა ჰარმსმა. მისი თქმით, ევროპული იდეები მხოლოდ ეკონომიკის ლიბერალიზაციას არ გულისხმობს და ვისაც ასე ესმის, მას საკითხი კარგად არ აქვს გაგებული. „მე გერმანიიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც საკმაოდ წარმატებულია, რადგა სოციალური საბაზრო ეკონომიკა გვაქვს. მხოლოდ თავისუფალი ბაზარი არ არის გამოსავალი, რომელსაც საზოგადოების განვითარებისთვის ვეძებთ" - თქვა ჰარმსმა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით დღეს დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით „ევროპა და ახალი მსოფლიო „უწესრიგობა". დისკუსიაში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და „ევროპული საქართველოს" წარმოამდგენელი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე მონაწილეობდნენ.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34319/sergi-kapanadze-minimaluri-anazghaurebis-gansazghvris-momkhre-ar-var
სერგი კაპანაძე: მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის მომხრე არ ვარ
„მინიმალური ვალდებულებები, რომლებიც აღებული გვაქვს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კუთხით, უნდა შესრულდეს - არ არის ამაში ორი აზრი, მაგრამ არ ვარ მომხრე, მაგალითად მინალური ანაზღაურების განსაზღვირს" - ამის შესხაებ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე კაპანაძემ აღნიშნა, რომ მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა სამუშაო ადგილებს არ შექმნის, „პირიქით, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაკარგვას". „შრომის უსაფრთხოებას რაც შეეხება, ის ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშრისგან გვაქვს აღებული ასოცირების შეთანხმებით, DCFTA-ით, ის უნდა შევასრულოთ. მიუხედავად იმისა, ჩვენი იდეოლოგიური დამოკიდებულება როგორია ამ საკითხების მიმართ. მაგრამ არ ვემხრობი იმ როტორიკას, რომ დღეს საქართველოში ნეოლიბერალური მდოელია თავსმოხვეული და ამის სოციალისტურ რელსებზე გადაყვანა თუ არ მოვახერხეთ მალე, რაღაც უბედურება დაგვემართება. არასწორი მგონია ეს, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ჯერ ისეთი დოვლათი, რომ იმის რედისტრიბუციაზე და დისტრიბუციაზე ვიფიქროთ" - თქვა კაპანაძემ. მან ასევე ისაუბრა გენდერული კვოტირებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერლაიზაციის შესახებ კანონპროექტებზე. კაპანაძემ თქვა, რომ კტოვირების მომხრეა, თუმცა არა იმ მოდელისა, რომლითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეორე დეპუტატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. „მაგრამ ვემხრობი მოდელს, რომელშიც შეიძლება იყოს ყოველი მესამე... ან გაზრდის წარმომადგენლობას სხვადასხვა გზებით, ოღონდ არა ამ კონკრეტულ მოდელს. მგონია, რომ არცერთ სქესთან მიმართებაში ეს სწორი არ იქნება" - თქვა კაპანაძემ. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, კაპანაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს ემხრობა, თუმცა აქვს შეკითხვები. „ვიცი რომ ამ მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ემხრობიან. ამაზე არ მაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ამ საკანონდებლო პაკეტის ძირითად ნაწილს ვეთანხმები" - თქვა კაპანაძემ.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60442
პსპ-ში მომხმარებელს ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების მიღება შეუძლია
პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს. ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას. „პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საერთო ელეტქრონული სისტემის პროგრამაში. მომხმარებელმა კარგად იცის რომ პსპ-ში მედიკამენტების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია, ნებისმიერ, თუნდაც არასააქციო დღეს. ამასთან დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს პსპ-ს ბარათის ყველა მფლობელი; პსპ-ს ელექტრონული სისტემაში ჩართულობა კიდევ უფრო მარტივს ხდის მედიკამენტების შეძენის პროცესს“, - აცხადებენ პსპ-ში.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ufaso-medikamentebis-chamonatvali-izrdeba-/16919/
უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტების რაოდენობა მიმდინარე წელს 23-დან 45-მდე გაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ "საქმიან დილაში" განაცხადა. "მედიკამენტები დღეს უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილია. წელს 23-დან 45-მდე გაიზრდება მედიკამენტების ჩამონათვალი და გაიზრდება კონტინგენტი, ვისთვისაც ეს წამლები იქნება ხელმისაწვდომი. ამის გარდა, სახელმწიფოს პარტნიორობის და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიები მზად არიან იგივე 45 მედიკამენტი მნიშვნელოვანად გააიაფონ. დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება და გამოცხადდება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულაციის მომხრეა. მისი თქმით, ჯანდაცვა ისეთი სფეროა, სადაც ბაზარს კონკურენცია ვერ არეგულირებს. "მე ყოველთვის მომხრე ვიყავი ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულირების. ზღაპარია თემა, რომ კონკურენციით რეგულირდება ჯანდაცვაში რაიმე, ჯანდაცვის ეკონომისტების 95%ა ამას არ იზიარებს. ფასებს თითქმის ყველა ქვეყანა არეგულირებს. აშშ-ს გარდა, მაგრამ იქ სხვა მეთოდებით აკეთებენ ამას. მათ შორის ბოლოს დასჭირდათ და ექიმები დაავალდებულეს, გააკეთონ განცხადება, რომელი ფარმაცევტული კომპანიიდან რა ტიპის საზიაროს იღებენ", - აცხადებს აკაკი ზოიძე.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/116180/
„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება
აჭარაში წითელას შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას 182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს. „მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!“ – აღნიშნულია ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში. აქვე ვკითხულობთ: „• წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები). • წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით.“ წითელას სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე. გავრცელების გზა: წითელა ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=129758&lang_id=ge
შრომისუნარიანი პირების სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება ამოქმედდა
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიანი პირების სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განუცხადა. მისი განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრებს ექნებათ ვალდებულება www.worknet.gov.ge -ზე „სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირდნენ დეკლარაციის შევსებიდან არაუგვიანეს 30 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და შესაბამისად, ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს. საუბარია, ისეთ ოჯახებზე, სადაც ერთზე მეტი შრომისუნარიანი წევრი ცხოვრობს. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მენტალურად შევცვალოთ ეს ადამიანები და ინფორმაციის თვალსაზრისით უფრო მეტი ხელმისაწვდომობა მივცეთ. ვინც კი რეგისტრირდება Worknet-ზე და აქვს თავისი პროფილი, იმ სურვილების და კვალიფიკაციის შესაბამისად მისდის სმს ვაკანსიებთან დაკავშირებით. ასევე დასაქმების ფორუმებთან დაკავშირებით ინფორმაციებზე შეტყობინება-აცხადებს გვარამაძე. კითხვაზე, თუ ადამიანი შეთავაზებულ და მოძიებულ ვაკანსიაზე უარს იტყვის, შეუწყდება თუ არა მას სოციალური დახმერბა, გვარამაძე განმარტავს, რომ არა და ეს არაფერ კავშირში არ არის საარსებო შემწეობის შეწყვეტასთან. მისი მტკიცებით,აღნიშნულ სოციალური დახმარების პროგრამას თავისი მიზანი აქვს. კერძოდ, ეს არის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება. „ეს შეწყვეტას არ შეეხება, ეს არის უბრალოდ ინფორმაცია და მოტივაციის გაჩენის მცდელობა“-აცხადებს გვარამაძე. გვარამაძის განცხადებით, ივნისიდან ყველა ახალ შევსებულ დეკლარაციაზე ეს ვალდებულება უკვე მოქმედებს. რაც შეეხება სტატისტიკას, თუ აღნიშნული ცვლილების შემდეგ www.worknet.gov.ge -ზე „სამუშაოს მაძიებლად რამდენი სოციალურად დაუცველი დარეგისტრირდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში www.worknet.gov.ge -ზე ჯამში 8500 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, საიდანაც 3500 სოციალურად დაუცველია. ასევე აღსანიშნავია, რომ www.worknet.gov.ge-ზე მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ჯამში 24 800 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. გვარამაძე მიმდინარე წლის ივნისში ასევე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ საწყის ეტაპზე სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირების მსურველებს შეეხებოდათ. ასევე იმ პირებს, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო განმეორებითი შეფასება ეხებათ. მისი განმარტებით, განმეორებით შეფასებას კი დაექვემდებარებოდა ოჯახში დემოგრაფიული ან რაიმე სხვა ტიპის ცვლილება. ამ შემთხვევაში ოჯახს აქვს ვალდებულება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადასამოწმებლად სააგენტოს მიმართოს. რაც შეეხება ბაზაში არსებულ პირებს, გვარამაძის განმარტებით, სარეიტინგო ქულის შესაბამისობა 4 წელიწადში ერთხელ მოწმდება. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება მათ 4 წლის შემდეგ ექნებათ. გვარამაძის განცხადებით, 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 457 000 პირი იღებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი 2 თვეში 19 316 პირით გაიზარდა. შემწეობის ოდენობა ოჯახის ერთ წევრზე 30-დან 60 ლარამდეა. ერთ ბავშვზე კი ამ თანხას 10 ლარი ემატება.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139090&lang_id=ge
საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი მოსახლეობა კლების ტენდენციით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობის შემცირებით, მათ შორის გაზრდილი მიგრაციით. 2016 წელს გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობა 0.6%-ით შემცირდა და მოსახლეობის აქტიურობის დონეში შესაბამისად 0.4 პროცენტული პუნქტით კლება დაფიქსირდა. აქტიურობის დონისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის კლება დაფიქსირდა 2016 წელსაც, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა 2016 წლის დასაქმების დონის მაჩვენებელზე. 2016 წელს დასაქმების დონემ 59.5% (1 763.3 ათასი ადამიანი) შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან (1 779.9 ათასი დასაქმებული) შედარებით. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/klinikebshi-eqtnebis-deficitia-/16939
კლინიკებში ექთნების დეფიციტია
საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინათში - 4,8; საფრანგეთი-გერმანიაში -3,3; უკრაიანაში -2,2; რუსეთში - 1,4. საქართველოს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აქვეყნებს. „ექთნებით უზრუნველყოფის მხრივ კატასტროფული მაჩვენებელია საქართველოში. სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან.1 ექიმზე 1 ექთანიც კი არ მოდის! და ეს მაჩვენებელი არა თუ იზრდება, არამედ იკლებს 2000 წლიდან მოყოლებული. ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, რატომ არ მიდის ხალხი ექთნის კურსებზე? იმიტომ რომ ანაზღურება დაბალია. ერთი რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ გააჩნია და მეორეა, რომ კერძო დამსაქმებლებიც ეკონომიას ექთნების ხარჯზე აკეთებენ. ასეთმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე რომ კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რაც უარყოფიტად აისახება მკურნალობის ხარიხსზე“, - აცხადებს მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.
---
15.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/187975-saarsebo-minimumi-175-laramde-gaizarda.html?lang=ka-GE
საარსებო მინიმუმი 175 ლარამდე გაიზარდა
საარსებო მინიმუმი იანვრის თვეში 1,5 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ამჟამად 175 ლარს შეადგენს. შარშან იანვარში ეს მაჩვენებელი 166, 3 ლარი იყო. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, იანვარში დეკემბერთან შედარებით, 2.5 ლარით გაიზარდა და 293.5 ლარი შეადგინა. შარშანდელ იანვართან შეადრებით კი საშუალო ოჯახს საარსებოდ 14.6 ლარით მეტი სჭირდება. საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მატებამ განაპირობა. როგორც ცნობილია, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4,3% შეადგინა. სამომხმარებლო ფასებმა მოიმატა თამბაქოზე, სურსათზე და საწვავზე. გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯებიც. საარსებო მინიმუმი მოიცავს ორი სახის კალათას - სასურსათო და არასასურსათო კალათას. სასურსათო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის(პური, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ლობიო, ხორცი და სხვა), რაც ადამიანს საჭირო კალორიების მისაღებად ესაჭიროება (საქართველოში კალორიების მინიმალური რაოდენობა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს, თვეში 2 300 კილოკალორიით განისაზღვრება). სასურსთო კალათა მთლიანი საარსებო მინიმუმის 70%-ს ქმნის. სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმის დათვლისას სწორედ ამ კალათაში შესული პროდუქტების ფასებს ითვალისწინებს. არასასურსათო კალათაში შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯი, ტანისამოსი, მედიკამენტები, ასევე, გართობისა და დასვენებისთვის საჭირო თანხები და ა.შ.
---
ბეჭდვითი მედია
16.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
"საქართველოში ადამიანის სიცოცხლე 50-დან 1.200 ლარამდე ღირს"
რა ხდება მშენებლობებზე, რატომარ ზრუნავს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რატომ არის საშიში გამწარებული ხალხი, რა პრობლემები შეექმნება "ქართულ ოცნებას"? _ამის შესახებ "ახალ თაობას" უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.ლაშა ჩხარტიშვილი:_ საქართველოში, სამწუხაროდ, გრძელდება სურამის ციხის ტრაგიკული ისტორია _ ყველა კორპუსს ერთი მუშა მაინც უნდა ჩაატანონ. მაღაროებში კი თვეში 2 ადამიანი მაინც უნდა დაიღუპოს.ჩვენ დღეს მე-19 საუკუნის კოლონიალური აფრიკის რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს საქართველო ბიძინისტანის სიმინდის რესპუბლიკაა, სადაც ადამიანის სიცოცხლე 50-დან 1.200ლარამდე ღირს._ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, ადამიანის სიცოცხლე 50-დან1.200 ლარამდე ღირსო?_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ასეთი ჯარიმის დაწესებას აპირებენ, თუ მშენებლობაზე ადამიანი დაიღუპება. ამ ცვლილებებზე ძალიან ბევრს საუბრობენ და იმასაც კი ცდილობენ, რომ იამაყონ. არადა, ეს ცვლილებები არასრულფასოვანია. სწორედ ამის გასაპროტესტებლად გავმართეთ14 თებერვალს აქცია.საქართველოს დღემდე არა ჰყავს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დაიცავდა ადამიანის სიცოცხლეს სამუშაო ადგილზე, იქნებოდა ეს მშენებლობა, მაღარო თუ სხვა ადგილი.დღესდღეობით ბიზნესმენთა სინდისზეა მთლიანად დამოკიდებული დასაქმებულების უსაფრთხოება. მათ სინდისზეა დამოკიდებული, რომელ კორპუსს რამდენ მუშას ჩაატანენ. საუბრის ცალკე თემაა, როგორ შენდება ეს კორპუსები. ისინიც არანაკლებ საფრთხეს შეიცავენ. შესაბამისად, აუცილებელია ისეთი ორგანოს არსებობა, რომელსაც ექნება ამა თუ იმ ობიექტის გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება. ამავე ორგანოს უნდა შეეძლოს მკაცრი სანქციების გაცემა._ მკაცრ სანქციებში რას გულისხმობთ?_ პირველ რიგში, ფინანსური სანქციების გაცემის უფლებას. ფინანსური სანქცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. კარგი იქნება, თუ ამ საქმეებზე სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძვრება და საქმეში პროკურატურა ჩაერთვება. მხოლოდ სამოქალაქო სასჯელი საკმარისი არ არის. გასაძლიერებელია ტექნიკური ინსპექციაც. ეს მექანიზმები თუ არ ამოქმედდა, ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ სამარცხვინო და ტრაგიკულ რეალობას. სასიკვდილო შრომის კუთხით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეა.საქართველოში ძალიან მაღალია სამუშაო ადგილებზე მსხვერპლის მაჩვენებელი. გასულ წელს, ჯამურად,1.209 ადამიანი დასახიჩრდა და დაიღუპა სამუშაო ადგილზე._ გარდაცვალების მაჩვენებელიროგორია?_ ძალიან მაღალი. მხოლოდ მყისიერად, ადგილზე, წელიწადში 60-70ადამიანი იღუპება. ამას ემატება სხვადასხვა საწარმოო ტრავმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. სამწუხაროდ, ამას არავინ აღრიცხავს.არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. ასეთ გარემოში მუშაობა დროში გახანგრძლივებულ სიკვდილს იწვევს.სამუშაო პირობების კუთხით აუტანელი და საშინელი მდგომარეობაა.ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მონურ პირობებში მუშაობს და ასე ცდილობს თავის გადარჩენას. ტრაგიკული შემთხვევები ძირითადად მშენებლობებსა და მაღაროებში ხდება, მაგრამ სხვა ადგილებზეც არანაკლებ მძიმე ვითარებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაამ მიმართულებით უფრო გააქტიურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მონურ პირობებში მუშაობა და სამუშაო ადგილებზე ტრაგიკული შემთხვევებიც არ შემცირდება. _ ამბობთ, რომ საზოგადოების გააქტიურების იმედი გაქვთ. 14 თებერვალს გამართულ აქციაზე საზოგადოების აქტიურობა არ შეინიშნებოდა._ სამწუხაროდ, ასეა. ამ აქციაზე ძირითადად სტუდენტები აქტიურობდნენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის.საქართველოში ძალიან ცოტაა ორგანიზაცია, რომლებიც იმაზე ზრუნავენ,რომ ადამიანები კაპიკების გამო სამუშაო ადგილებზე არ დაიხოცონ. - უსაფრთხო შრომაზე არანაკლებ პრობლემური შეიძლება გახდეს ტაქსისტების პრობლემა. დედაქალაქის მერიამ ახლახან გვამცნო, რომ ტაქსების რეგისტრაციას იწყებენ და ისინი ფასიანი იქნება. - ტაქსებთან დაკავშირებით "ახალ თაობასთან" ადრეც ვისაუბრედა, სამწუხაროდ, მართლდება ის, რაცმაშინ ვთქვი. მაშინაც ვამბობდი დაახლაც გავიმეორებ, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებ სმგზავრების კომფორტი. სინამდვილეში, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ ადამიანების ჩართულობა ტაქსით მომსახურების სფეროში.ხალხზე ზრუნვის საბაბით ხელისუფლება ცდილობს, ამ სფეროში თავისი ინტერესები გააფართოოს. აშკარაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ოლიგოპოლიების გაძლიერებას ემსახურება. საინტერესოა ისიც, რომ ტაქსების რეგისტრაცია ფასიანი იქნება და მერია მისი საფასურის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. მოდით, მარტივად გეტყვით, რაცხდება _ ხელისუფლებამ გადაწყვიტა,ბაზრიდან კერძო ტაქსები გააძევოს. ამ ბაზარს რამდენიმე კომპანია დაიკავებს. ეს კომპანიები, ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლების იქნება. კითხვები რომ არ გაჩნდეს, მათ წარმატებით გააფორმებენ პენსიონერ მამაზე, მშრომელ ბაბუაზე. მამები პრემიერსა და დეპუტატ შვილებს თუ ჩუქნიან 50.000 და 100.000 დოლარებს, რა გასაკვირია, რომ მათ ტაქსების კომპანიებიც ჰქონდეთ. ტაქსების მიმართ თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეტევა. ის თბილისის აეროპორტში დარბოდა და ყვიროდა, ტაქსისტებმა პირი უნდა გაიპარსონო. ეს ყვირილი იმით დამთავრდა, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დგომის უფლება მხოლოდ ერთი კომპანიის ტაქსებს მისცეს,სხვები გააძევეს.ასევე კარგად გვახსოვს იუსტიციის სახლთან ახალი ტაქსების გამოჩენა. ეს იყო თეა წულუკიანისა და ხელისუფლების უცნაური ინიციატივა. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან კერძო ტაქსები გააძევეს და იქ ხელისუფლების ტაქსები დააყენეს, რაც, თავის მხრივ, სერიოზული მარაზმია. მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ თავად სახელმწიფო ეკონომიკურ საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს. ასეთი რამე მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების დროს ხდება.მსოფლიოში ალბათ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება თავად ტაქსაობს, ჩვენთან კი იქამდე მივიდნენ, რომ იუსტიციის სახლმა თავად დაიწყო ტაქსაობა._ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მერიაც ხომ არ შექმნის თავისი ტაქსების კომპანიას?_ არა, თბილისის მერია თავადარ გააკეთებს ასეთ კომპანიას, მაგრამ მათ, როგორც ამბობენ, უკვე შერჩეული ჰყავთ რამდენიმე კომპანია. _ ვის ეკუთვნის ეს კომპანიები? _ მათი მფლობელები ბიძინა ივანიშვილთან არიან მჭიდროდ დაკავშირებული. ამ კომპანიებს იმით გააძლიერებენ, რომ კონკურენტებს მოაშორებენ. საერთოდ არ ადარდებთ ის ფაქტი,რომ ადამიანებს პირიდან ბოლო ლუკმას აცლიან და მათ შიმშილობა ემუქრებათ. ასეთ მძიმე დღეში ათეულობითათასი ადამიანი აღმოჩნდება.ჩვენს მოსახლეობას ზღაპრების აღარ სჯერა, მაგრამ მაინც მინდა, მათ ვუთხრა, რომ ტაქსების რეგისტრაცია კარგ შედეგს არ მოიტანს. პირველ რიგში, გაიზრდება ტაქსით მომსახურების ტარიფი. სადაც ნაკლები კონკურენციაა, იქ ფასი ყოველთვის იმატებს.მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თუ ვინმეს სჯერა, მათ ვურჩევ, სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული მაგალითი გაიხსენონ. თავის დროზე ამ ბაზარზეც ერთი მოთამაშე შემოიყვანეს, უკეთესი მომსახურების საბაბით საფასურიც გაზარდეს. როგორ გაიზარდა მომსახურების ხარისხი, ყველა ამჩნევს. ხალხს ისევ იმ საშინელ პირობებში უწევს მგზავრობა. განსხვავება ის არის, რომ გაძვირებულ საფასურს იხდიან. ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება ტურიზმის სფეროშიც აპირებსხელების ფათურს. სააკაშვილსაც და"ქართულ ოცნებასაც" თავის დროზე ძალიან მაღალ თანამდებობებზე ვუთხარი უარი. ახლა მე ტურიზმით ვარ დაკავებული და კარგად ვიცი, აქ რახდება. ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ სფეროში შეიძლება იგივე ინტერესები ჰქონდეს, რაც ტაქსებთან დაკავშირებით ხდება. მათ სხვა მიზანი რომ ამოძრავებდეთ, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამ მიმართულებით გაცილებით საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. _ რის გაკეთება შეიძლება? _ პირველ რიგში, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. უცხო ქვეყნისმოქალაქეებს უნდა შეეზღუდოთ ტურისტული მომსახურება. ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას.აშკარაა, რომ ხელისუფლებასამ მიმართულებითაც მსხვილი კომპანიების გაძლიერება სურს. ეს თუ გაბედეს, ამას მომენტალურად მოჰყვება ფასების ზრდა, რაც ტურიზმის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობას გააუარესებს. დღეს საქართველოში უცხოელებთან მიმართებით ტურიზმი საკმაოდ ძვირია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ კონკურენცია დაბალია და,ამ სფეროში წვრილ მოთამაშეებს თუ გაანადგურებენ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ფასების ზრდა კი ტურისტებს დაგვაკარგვინებს. ასევე შიდა ტურიზმსაც შეექმნება პრობლემები. სერიოზულ დარტყმას მიიღებს ის ხალხი, რომელიც ამ ბიზნესშია ჩართული._ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ამდენი ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება თავად მას შეუქმნის პრობლემას?_ ხელისუფლებაში როცა მოდიან, ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყნად მუდმივი და უსასრულო არაფერია. ყველას კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი 40 წელი აპირებდა ხელისუფლებაში ყოფნას და ამ ქვეყნის მართვას. ივანიშვილს 2030 წლამდე უნდა ამ ქვეყნის მართვა. აშკარაა, რომ ამათ ავიწყდებათ,სად ცხოვრობენ და ვისთან აქვთ საქმე. ახლა საზოგადოება პასიურია, მაგრამ აგრესია და წინააღმდეგობა გროვდება. არსებობს ორთქლის პრინციპი. თუ ქვაბს, სადაც ორთქლია, სახურავს დაახურავ, ის ორთქლი საიდანღაც ამოხეთქავს. ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. ხალხში დაგროვილი უკმაყოფილება ადრე თუ გვიან ამოხეთქავს. მგონია, რომ ეს ბევრად ადრე იქნება,ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მეტის გაძლება უკვე შეუძლებელია _ ხელისუფლება ადამიანებს ბოლო ლუკმას აცლის პირიდან.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ექიმების კვალიფიკაცია და განათლების ხარისხი პაციენტებისათვის საფრთხედ იქცა
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 305 ექიმიდან300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი.კერძოდ, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა `წერილობითი გაფრთხილება, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადითკი 93 ექიმს შეუჩერდა.აღნიშნულ თემას "კომერსანტთან" საუბრისას ექსპერტები აფასებენ. მათი განცხადებით, ზემოთ მოყვანილი ციფრები ყურადსაღებია. ექსპერტების აზრით, ჯანდაცვის სექტორიმკაცრი რეგულაციების დაწესებას საჭიროებს. მათი აზრით, ქვეყანას მეტიპროფესიონალი კადრი სჭირდება.როგორც "კავკასიის უნივერსიტეტის" ჯანდაცვის სკოლის დეკანივატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისასაცხადებს, აღნიშნული მონაცემები მეტსიზუსტეს მოითხოვს._ ზემოთ მოყვანილი ციფრებინებისმიერ შემთხვევაში ყურადსაღებია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.მიმაჩნია, რომ მონაცემების მოწოდებასრულად უნდა მოხდეს. მაგალითად,რა კონკრეტული შეცდომები იქნა დაშვებული, რომელი დაავადებების დროსდა რომელი მიმართულების ექიმებსშეეხო, _ განაცხადა სურგულაძემ.მისივე აზრით, ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს ამის გამოსწორება კი თავადსახელმწიფომ პროფესიონალი კადრების გამოშვებით უნდა შეძლოს._ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხიყოველდღიურად იკლებს ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას დაშემდგომ მათი გადამზადება მოხდეს.სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდებაიღებენ დიპლომს და განვითარებასაღარავინ აგრძელებს, _ აღნიშნა ვატოსურგულაძემ.სპეციალისტის აზრით, ასევე აუცილებელია, სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს და ჯანდაცვისსამინისტრომ ყველა დეტალი საფუძვლიანად შეისწავლოს. მისი განცხადებით, კონსილიუმის ცნება ქვეყანაშიუნდა აღდგეს._ სექტორს ზოგადად მკაცრირეგულაცია სჭირდება. მაგალითად,ნებისმიერი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა განხილული უნდა იყოსჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული კლინიკის დონეზე, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ რეალურად. ქვეყანაში კონსილიუმის ცნებამოკვდა და ეს საკითხიც მისახედია, _განმარტავს "კომერსანტთან" სურგულაძე. "კომერსანტთან" რიცხვების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძეც და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სექტორში არაკვალიფიციური კადრების არსებობითბევრი პრობლემა დგას, მათ შორისზემოთ აღნიშნული საკითხი სწორედამ პრობლემებითაა გამოწვეული._ ეს რიცხვები პატარა მაჩვენებელი არ არის და ის გასულ წლებთანშედარებით მომატებულია. ექიმებისკვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია და ქვეყანაში არაკვალიფიციურიკადრების პრობლემა ნამდვილად დგას.დიპლომის აღების შემდგომ ექიმი, როგორც პროფესიონალი უნდა განვითარდეს. სპეციალური სტანდარტებიუნდა დაინერგოს. მაგალითად, როგორიცაა გარკვეული სახის კონფერენციებზე დასწრება და ტრენინგკურსებისგავლა. ჩვენ ცვლილებები უმაღლესიგანათლებიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ჩვენი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები ვერ უშვებენ არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდაბაზარზე კონკურენტულ კადრებს. სახელმწიფოს როლი ამ ყველაფრის გამოსწორებაში აუცილებელია, თუმცაამაზე კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს, _ განაცხადა ჩიხლაძემ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, `სააგენტოსუფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინოდახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 170 შემთხვევაში. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა: 2 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 3 ექიმის საკითხის განხილვა გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 207 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება"; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს, _ნათქვამია ინფორმაციაში.რაც შეეხება წინა წლებს, 2016წლის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 198 ექიმს, საიდანაც 105-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სხვადასხვა ვადითსერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ექიმის მიმართ არ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი პროფესიული სანქცია.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ექიმთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ყატარის, კუბის, ავსტრიისა და რუსეთის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება. ექიმთა რაოდენობის მხრივსაქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც უსწრებს. მაგალითად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ლფცფო.ბცბ ვტ-$ უდტჰლპტსაქართველოში 10.000 სულ მოსახლეზე 53 ექიმი მოდის, მაშინროცა იმავე რაოდენობის მოსახლეობაზე ბულგარეთსა და გერმანიაში 38 ექიმია გათვალისწინებული, შვეიცარიაში _ 39, იტალიაში _ 40, ლიტვაში _ 41. შეერთებულ შტატებში, სადაც ჯანდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის 17,9 პროცენტი იხარჯება, 10.000 სულ მოსახლეზე, სულრაღაც, 24 ექიმი მოდის, ანუ მინიმუმ ორჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში. დიდ ბრიტანეთშიეს მაჩვენებელი 27-ს შეადგენს,უზბეკეთში კი 10.000 სულ მოსახლეზე 23 ექიმია გათვალისწინებული.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: 16.02.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე ევროკომისრებს მიმართეს
ექვსი საზოგადოებრივი ჯგუფი ევროკომისრებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მიმართავს. ამ მიმართვაში საუბარია, რომ კანოპროექტი, რომელიც პარლამენტში იხილება, სუსტია აღსრულების ნაწილში და საკმარის მექანიზმებს არ მოიცავს. შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გაწერილი. ევროკომისრებთან გაგზავნილ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხ ძირითად პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: “კანონის მოქმედების სფერო: კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით, იგი არა ყველა, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოებზე“ ვრცელდება, რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და არ მოიცავს ყველა მძიმე, საშიშ და საფრთხის შემცველ სამუშაოს. ამასთან, კანონპროექტი არ ვრცელება დასაქმების ყველა ადგილზე, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება. ინსპექტორის დაშვება სამუშაო ადგილებზე: კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად (გამონაკლისია გეგმური კონტროლი) ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს. სანქცირების მექანიზმი: კანონპროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს, რაც ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებლის მოტივაციას, გამოასწოროს დარღვევა ჯარიმის გადახდის ნაცვლად. რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელი რესურსი: კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა, კანონპროექტი ამგვარ საჭიროებაზე და ხედვაზე არ მიუთეთებს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის რეალური აღსრულებადობის საკითხს. გამოვთქვამთ იმედს, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს,”- ვკითხულობთ ორგანიზაციების განცხადებაში. არასამთავრობოების განცხადებით, წერილი გაეგზავნათ: ევროკომისარ იოჰანეს ჰანს (გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში); ევროკომისარ მარიანა ტისენის (გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში) და ევროკომისარ სესილია მალმსტრომს (გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში)
---
16.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება
შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გასულ კვირას უწყებამ ერთი კვირა ითხოვა, რათა კანონპროექტი სრულყოფილი გამხდარიყო და კრიტიკა გაეთვალისწინებინა. მისი თქმით, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა და გათვალისწინებული იქნა ის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტზე გამოითქვა, მათ შორის სანქციების რაოდენობაზე, მისი აღსრულების მექანიზმზე და ა.შ. "იყო კრიტიკა განმეორებით მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე სანქციების რაოდენობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და სანქციების რაოდენობა განსხვავებულია. ისინი დაყოფილია დღგ-ს გადამხდელთა რაოდენობით. სანქცირების მექანიზმი მიბმული იქნება დღგ-ს რაოდენობაზე. კრიტიკა იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები იყო დაბალი, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ვერსიასთან შედარებით ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. რაც შეეხება ინსპექტირებას სასამართლო ნებართვის გარეშე, როგორც თამილა ბარკალაია განმარტავს, გათვალისწინებულია ინსპექტირების განხორციელება სასამართლოს გარეშე. "ეს არის გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, ასევე განმეორებითი მონიტორინგი და იქნება შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
კლინიკებში ექთნების დეფიციტია
საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინათში - 4,8; საფრანგეთი-გერმანიაში -3,3; უკრაიანაში -2,2; რუსეთში - 1,4. საქართველოს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აქვეყნებს. „ექთნებით უზრუნველყოფის მხრივ კატასტროფული მაჩვენებელია საქართველოში. სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან.1 ექიმზე 1 ექთანიც კი არ მოდის! და ეს მაჩვენებელი არა თუ იზრდება, არამედ იკლებს 2000 წლიდან მოყოლებული. ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, რატომ არ მიდის ხალხი ექთნის კურსებზე? იმიტომ რომ ანაზღურება დაბალია. ერთი რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ გააჩნია და მეორეა, რომ კერძო დამსაქმებლებიც ეკონომიას ექთნების ხარჯზე აკეთებენ. ასეთმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე რომ კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რაც უარყოფიტად აისახება მკურნალობის ხარიხსზე“, - აცხადებს მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.
---