From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-16.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 16.04.2018 09:27
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.04.2018

ტელევიზია

16.04.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:საქმიანი დილა TV

შრომის ინსპექტორები ობიექტებს წლის ბოლოდან შეამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა იმ სექტორების ნუსხა, რომელზეც შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მოქმედება გავრცელდება. საუბარია 11 სექტორზე, რომელშიც შედის როგორც მშენებლობა, მრეწველობა, მეტალურგია, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ისე ქიმიური მრეწველობა, ტრანსპორტი და რადიაციულ გამოსხივებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165344

---

 

16.04.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 09:00

შრომითი უსაფრთხოების შესახებ საქართველოში არსებული კანონი რეალობისგან შორსაა - ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165241

---

 

16.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო პროცესის დროებით შეწყვეტას გეგმავენ. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას ითხოვენ. მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი თანამდებობიდან იმ ადამიანთა გათავისუფლებასაც მოითხოვს, ვინც საწარმოს უმძიმეს მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165273

I არხი - მოამბე 09:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165240

---

 

16.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედი დილა

ექიმი, რომელიც პაციენტებს სახლში უკანონოდ მკურნალობს. მეან გინეკოლოგი ერთერთ კერძო კლინიკაში მუშაობს, თუმცა კლინიკაში მისულ პაციენტებს ხშირად საკუთარ სახლში იბარებს და მისივე დამზადებული წამლებით მკურნალობს. ერთერთი ასეთი პაციენტი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ, რომელიც აცხადებს, რომ ექიმის წამლებმა ის საგრძნობლად დააზარალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165190

---

 

15.04.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

ლაგოდეხში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ფსიქო-სოციალური დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში 13 ბავშვი სწავლობს. მათთან სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობს. ბავშვებს ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლიდან იღებენ და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. რამდენიმე თვეა, რაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოსგან ცენტრმა დაფინანსება მიიღო და მომსახურებაც გაზარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165151

---

 

15.04.2018

არხი: I არხი

გადაცემა:   ახალი კვირა

ყოფილი პაციენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იძულებითი ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც, დედამ შვილი იძულებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მოისმინეთ ყოფილი პაციენტის ისტორია, რომელიც ყვება, როგორ ხდება ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ მათი კლინიკაში გადაყვანა და მკურნალობა. რა დაადგინა სასამართლომ და რისთვის იბრძვის ახლა უკვე ყოფილი პაციენტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165139

---  

 

15.04.2018

არხი: რუსთავი 2 

გადაცემა:   პოსტ სკრიპტუმი

სამეგრელოში სოფელ კახათში ცხოვრობს 11 წლის ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც თვალის სიმსივნე დაუდგინეს და ერთი თვალი ამოკვეთეს, თუმცა, პროცესი ჯერ არ შეჩერებულა. ბავშვი თურქეთში წაიყვანეს, მაგრამ თანხის უქონლობის გამო პაციენტი კლინიკიდან გამოუშვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165120

---

 

15.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა:    დღის ამბები 17:00

ტყიბულელი მეშახტეების სამ პუნქტიანი მოთხოვნა - ისინი საინიციატივო ჯგუფს ქმნიან. საწარმო პროცესის დროებით შეჩერება, დამსაქმებელთან კოლექტიური ხელშეკრულების დადება და საწარმოში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება- მეშახტეების მთავარი მოთხოვნაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5164831

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 18:00

  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5164951

---

 

15.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: ექიმები

რა საფრთხის წინაშე ვართ მწეველი ადამიანების გვერდით - ექიმები მეორადი კვამლით გამოწვეულ საშიშროებაზე

https://www.imedi.ge/ge/video/23158/ra-saprtkhis-tsinashe-vart-mtseveli-adamianebis-gverdit--eqimebi-meoradi-kvamlit-gamotsveul-sashishroebaze

---

 

14.04.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

პოპულარული რადიოწამყვანის მძიმე ყოფა - ევგენი ვადაქარია, რომელიც საქართველოს რადიოს რუსულენოვან რედაქციაში მუშაობდა, დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 1980-იან წლებში მისი ხმა საქართველოს აღვიძებდა და მის წაკითხულ ახალ ამბებს მთელი ქვეყანა ელოდა, ახლა კი ევგენი ვადაქარია ყველამ მიატოვა. მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც არაფერში ჰყოფნის. მძიმე ავადმყოფს სახელწიფო არ ეხმარება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5164329

---

 

13.04.2018

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 16:00

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა. ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია შემდეგი სახის დარღვევები - საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა და სხვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5162253

---

 

13.04.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

8 წლის ირაკლი მურჯიკნელს მოულოდნელად მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5162111

---

 

ინტერნეტი

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://www.ipress.ge/new/107690-tyibulshi-meshakhteebis-chartulobit-sainiciativo-jgufi-sheiqmna

ტყიბულში, მეშახტეების ჩართულობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

მეშახტეებმა ჩამოაყალიბეს შემდეგი სახის მოთხოვნები: დაცული იყოს უსაფრთხოების წესები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლდება. გაიზარდოს ხელფასები, პენსიები კი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაიცეს. ასევე შემცირდეს საპენსიო ასაკი, საავადმყოფოში კი კვალიფიციური კადრები დაასაქმონ და მოხდეს თანამედროვე აპარატურის შეტანა, განთავისუფლდნენ შახტიდან ვისაც ბრალი მიუძღვის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში. თუ დროულად არ შესრულდება აღნიშნული მოთხოვნები საინიციატივო ჯგუფი გადაწყვეტს რა ფორმით გამოხატონ პროტესტი.

---

 

15.04.2018

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/391991

„მე ვხედავ გულით!“ – უსინათლო ხანდაზმულ ქალბატონს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ჩერნოვეცკის ფონდი“ უსინათლო ხანდაზმული ქალბატონის, ადა ტურიევას შესახებ ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოხუცს საზოგადოების დახმარება სჭირდება. „შეუძლებელია, ამ უმწეო ხანდაზმული ქალბატონის უსინათლო თვალებს შეხედო და გული არ დაგეწვას.მას ხელები უცახცახებს, ტკივილისგან განძრევაც კი უჭირს, მთელი დღე ზის სკამზე და რადიოს უსმენს, ხანდახან საკუთარ თავს ესაუბრება, ლაპარაკი რომ არ დაავიწყდეს… მისთვის კარაქიანი პური დიდი ფუფუნებაა, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობა – აუხდენელი ოცნება. რა სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნის კოლოსალური მარაგი გააჩნია, სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სრულ მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ატარებს. მას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი, ხოლო ახლობლები და ნათესავები არავინ დარჩა ცოცხალი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც ირკვევა, ადა ტურიევა პედაგოგების ოჯახში დაიბადა და ოცნებობდა, მეცნიერი გამხდარიყო. 22 წლის ასაკში იგი უკვე ლექციებს კითხულობდა სამხედრო სასწავლებელში, ერთადერთი ქალი-მასწავლებელი იყო, თანაც ძალიან სიმპათიური. „როდესაც მანქანას მივყავდი ჩემს პირველ ლექციაზე, გული ამოვარდნაზე მქონდა, მინდოდა მანქანა გადაბრუნებულიყო და არ მივსულიყავი აუდიტორიამდე, თუმცა მერე ყველაფერი კარგად აეწყო, დიდ პატივს მცემდნენ და მაფასებდნენ“, – ცრემლნარევი ღიმილით იხსენებს ქალბატონი ადა. 10 წლის შემდეგ, მას სამსახურის შეცვლა მოუხდა, მიიწვიეს წამყვან სპეციალისტად დახურულ სამეცნიერო საწარმოში, სადაც მეცნიერები მუშაობდნენ მარსზე გასაფრენი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე! დიახ, ახლა რთულია ამის დაჯერება, როდესაც უყურებ ამ ხანშიშესულ, უმწეო ქალბატონს! მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ქალბატონ ადას პირადი ცხოვრება ვერ აეწყო. მის ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა ტრაგედიას, რომლის დავიწყებაც მას დღემდე არ შეუძლია. „ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ერთი სამხედრო ოფიცერი შემიყვარდა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ის კი ხელით მატარებდა… შეეძლო, ზამთარში გაზაფხულის თაიგული ან ზაფხულის ხილი ეჩუქებინა. როგორ ახერხებდა ამას, არ ვიცი, ვერ მოვასწარი მეკითხა…ის ჩემთვის იყო მთელი სამყარო! უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა ჩვენს სიყვარულს არ ეწერა, ბედად, მომავალი“, – იხსენებს ქალბატონი ადა. ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ადას შეყვარებული გააგზავნეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მივლინებით. მოვალეობის შესრულების დროს, იგი ნაღმზე აფეთქდა. ახალგაზრდა ქალისთვის ეს შოკისმომგვრელი ტრაგედია იყო, დიდხანს გლოვობდა, მას შემდეგ, გათხოვებაზე არც კი უფიქრია, თუმცა ბევრ მამაკაცს ჰქონდა მისი ცოლად შერთვის სურვილი. როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, მან თავის გულში დღემდე შეინარჩუნა სიყვარული და ნათელი გრძნობები, მას სწამს, რომ იმქვეყნად აუცილებლად შეხვდება თავის შეყვარებულს. ქალბატონი ადა დიდი ხანია, რაც ავადმყოფობს. უსინათლობა, უმოძრაობა, გულის უკმარისობა – ყველაფერი ეს უმოკლებს მას სიცოცხლის წლებს. „ბინაში ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული: ავეჯი დამტვრეულია, ჭურჭელი – დაჟანგული, თეთრეული – დახეული… იქ სიღარიბე მეფობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ქალბატონ ადას ერთადერთ შვებას რადიომიმღები წარმოადგენს, რომელსაც ისე ელაპარაკება, თითქოს მის წინ ადამიანი იდგეს! რაოდენ გულქვა უნდა იყო, რომ ამ ქალბატონის მიმართ გულგრილი დარჩე. შეხედეთ მის თვალებს, დანაოჭებულ სახეს – დიახ, გული მოგიკვდებათ. ამიტომ, მოდით, მეგობრებო, ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ რით შეგვიძლია მას დავეხმაროთ, როგორ გავახაროთ და ვაგრძნობინოთ, რომ იგი მარტო არ არის?! თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაეხმაროთ ადა ტურიევას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ადა ტურიევა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/308-turieva/ თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus)“, -აღნიშნავენ ფონდში.

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:   http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=6466

ენმ პენსიონერების მომსახურების პირობების გაუარესებაზე საუბრობს

უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე ხელისუფლებას, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის 3 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას ახსენებს და მის შესრულებას სთხოვს. საუბარია, შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, პენსიონერებსითვის მომსახურების პირობები უნდა გაუმჯობესებულიყო. აბულაძე დღეს საგანგებოდ მივიდა თამარის დასახლებაში. აქ პენსიას ლიბერთი ექსპრესის ავტომობილიდან გასცემენ. თავიანთი პროტესტი დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პენსიონერებმა. როგორც „ლიბერთი ბანკის “ პრესამსახურში განაცახდეს, თამარის დასახლებაში გაუქმებული ბანკის ფილიალის აღდგენა ახლო მომავალშია დაგეგმილი. თუ რატომ არ სრულდება სამმხრივი შეთანხმება, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ მსგავსი საკითხის მოგვარება ადგილობრივ უწყებისთვის შეუძლებელია. აბულაძემ პენსიონერებს პარტიის საპენსიო რეფორმაც გააცნო, რაც პენსიის 400 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/129671/

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:   http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ratom-amotkhara-mamis-tskhedari-shvilma-ekimis-daudevroba-tu-ubeduri-shemtkhveva

რატომ ამოთხარა მამის ცხედარი შვილმა _ ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა

ექიმის დაუდევრობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. შაქრო ჩხეიძის შვილმა, გია ჩხეიძემ მამის საფლავი ამოთხრა, რათა დარწმუნებულიყო, ცხედარი ნამდვილად შაქრო ჩხეიძეს ეკუთნოდა თუ არა. ჩხეიძეების ოჯახმა საფლავის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ექსპერტიზიდან გადმოსვენების შემდეგ გვამი მათი დასწრების გარეშე დამარხეს. გია ჩხეიძე ამბობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა ოჯახის წევრებს მაინც არ დაელოდნენ. გვამის ექსგუმაციის გადაწყვეტილება ოჯახმა მას შემდეგ მიიღო, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ შაქრო ჩხეიძე ექიმის დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცს 6 მარტს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგმა, გიორგი გერლიანმა ერთი კვირის განმავლობაში ოპერაცია ორჯერ გაუკეთა, შედეგი კი ფატალური აღმოჩნდა. ოჯახმა საგამოძიებო უწყებას 1 თვის წინ მიმართა, ამბობენ რომ გამოძიება სწრაფად დაიწყო, თუმცა, უწყებამ ექსგუმაციის პროცედურა დაგვიანებით ჩაატარა და ახლა იმის იმედიც აღარ აქვთ, რომ ექსპერტიზა სწორ პასუხს დადებს. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაინტერესდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. უწყება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოწმების ჩასატარებლად სასამართლოს ბრძანებას ელოდებ

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:   http://bfm.ge/mtavroba-samushao-dzalis-qveynidan-gadinebas-uwyobs-khels/

მთავრობა სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს

“თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?” საქართველოს მოსალეობის დიდი ნაწილი წლებია ემიგრაციაშია გადახვეწილი. მათი რაოდენობის ზრდას კი სახელმწიფო კიდევ უფრო ახალისებს, მას შემდეგ, რაც უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის სპეციალური ბაზის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესის რეალურად განხორციელება ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს, ეს ეკონონიკაზე და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზის შესახებ საუბრობს. “მუშაობა დაიწყება ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს საქართველოს მოქალაქე. ჯერ მხოლოდ მესამე წელია ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტი დაიწყო. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც რამდენიმე უწყებას აერთიანებს. მაგალითად, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში ადმინისტრატორისა და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნეებიც სჭირდებათ ზოგჯერ. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ გამგზავრებამდე წინასწარ მიიღონ ინფორმაცია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. ვმუშაობთ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს”, – აღნიშნა “ბიპიენთან” საუბრისას ჯგერენაიამ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შრომისუნარიანი, ჯანსაღი ეკონომიკური ძალის ქვეყანაში დატოვებაზე, მათ დასაქმებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სტატისკოსი სოსო არჩვაძე, მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას მიესალმება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების რეალობაშო მოყვანა საქართველოს ეკონომიკასა და დემოგრაფიას დააზარალებს. გარდა ამისა, საჭიროა საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს სახელმწიფომ ინფორმაცია ცირკულალურ შრომით მიგრაციაზე. ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ წავლენ ის ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს არ აქვთ ენის ბარიერი და შეძლებენ სასურველ ადგილზე დასაქმებას. “საქართველოდან 1,8 მლნ ადამიანია გასული. აქედან უმეტესობა სამუშაოს საძებრად არის წასული. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არსებობდა უფლება და კანონი მოქალაქების ლეგალური დასაქმებისა. გარკვეულწილად საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს წარმოდგენა ეს ყველაფერი რა ფორმით ხდება და როგორ. ქვეყნებთან საჭიროა მუშაობა, სასურველი ხელშეკრულების მიღება. საქართველოდან ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტია წასული და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის უფლებები. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კომფორტულად და ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თუმცა ეს უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნითაც. სამუშაო ძალის, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება, საქართველოს ეკონომიკურად და დემოგრაფიულ ჩიხში მოაქცევს. თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?” – განუცხადა “რეზონანსს” არჩვაძემ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო უვიზო რეჟიმის არსი და მას არალეგალური დასაქმებისთვის იყენებს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ მეტად იზრუნოს ხალხის ინფორმირებულობასა და ასევე ქვეყნის შიგნით დასაქმებაზე. “მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იფიქრა, რომ უვიზო რეჟიმი ნიშნავს უვიზო დასაქმებას და მიდიან იმ იმედით, რომ იქ სამსახურს იპოვიან და დარჩებიან. რეალურად ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და პირი, რომელიც ამოწურული ვადის შემდეგ დარჩება უცხო ქვეყანაში, უნდა უზრუნველყოს მისი უკან დაბრუნება. დასაქმების პრობლემა თუ ლეგალური გზით მოგვარდება კარგი იქნება, ხოლო არალეგალების ზრდა ქვეყნის პრესტიჟზეც უარყოფითად მოქმედებს. მეორე საკითხია ის, რომ მძიმე დემოგრაფიული ფონი და ემიგრაციის მაღალი დონე ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ქვეყანაში სოციალური პრობლემებია და ამის გამო ადამიანებს ურჩევნიათ უცხოეთში წავიდნენ. ცირკულარული მიგრაციის პროექტი შრომითი ძალის გადინებას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე. ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევნი. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ის შეღავათები დააწესოს რასაც ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი გულისხმობს, ვიდრე უკანონოდ გასული ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდოს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას პაატა აროშიძემ.

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:   http://netgazeti.ge/news/267888/

სამუშაო პირობები მინდელის შახტში – EMC ვიდეოს ავრცელებს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პირობების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კადრები 2017 წელსაა გდაღებული და ისინი ტყიბულის სამთო-მომპოვებელ კომბინატში დასაქმებულმა მიაწოდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ 2016-2017 წლების ანგარიშებში წერია, რომ შპს საქნახშირის კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში. ვიდეოში EMC იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, საწარმოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გამოავლინა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, დოკუმენტი, რომელსაც EMC ეყრდნობა, მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს. რა მოხდა მინდელის შახტში: 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. საქნახშირში აცხადებდნენ, რომ წინასწარი ვერსიით, ტრაგედია სამთო დარტყმამ გამოიწვია. შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია. მანამდე: 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას. ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა. 2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი. 2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა.

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:  http://batumelebi.netgazeti.ge/news/129674/

დასაქმებულის პროტესტი მძიმე შრომით პირობებზე და სახელმწიფოს უარი რეაგირებაზე

„ინსპექტირების განხორციელება ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია დამსაქმებლის თანხმობაზე,“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებულს, რომელმაც სამინისტროს წერილობით მიმართა და სამუშაო ადგილზე მძიმე შრომითი პირობები გააპროტესტა. მოქალაქის პრობლემის შესახებ და სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხი სოციალურ ქსელში „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეგი ბაკურიძე გვიყვება, რომ შრომის პირობები კონკრეტულ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით ირღვევა. „დასაქმებული თავდაპირველად აპროტესტებდა იმას, რომ დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი უწევს მუშაობა, არ არსებობს გამოსასვლელი დღე. შემდეგ გაირკვა, რომ საერთოდ არ არსებობს ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ასევე არ არის გამიჯნული ფუნქცია. შესაძლებელია, ამ კომპანიაში კონსულტანტი პარალელურად დამლაგებელიც იყოს… საუბარია ერთ-ერთ კაფეზე, რომელიც ბათუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა,“ – ამბობს მეგი ბაკურიძე. მოქალაქეს ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით განუმარტა, რომ თუკი კომპანია ინსპექტირებაზე თანხმობას არ განაცხადებს, კომპანიაში შესვლის და შრომის პირობების მონიტორინგის უფლება შრომის ინსპექციას არ აქვს. თანხმობის შემთხვევაში კი, „გამოიყოფა ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ინსპექტირებას, რომლის შემდეგადაც მომზადდება საჯარო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევების შესახებ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში. წერილს ლიკა კლიმიაშვილი აწერს ხელს, შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. „დამსაქმებლის ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი უფლებების კუთხით აქვს დარღვევები, არასოდეს გამოთქვამს თანხმობას შრომითი ინსპექტირების განხორციელებაზე. აღნიშნული აიხსნება მაგალითად, დამსაქმებლის ეკონომიკური ინტერესით დასაქმებულების ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. შესაბამისად, დასაქმებული კვლავ რჩება შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, დისკრიმინაციის, მორალური და მატერიალური ზიანის მსხვერპლ,“ – აღნიშნავს მეგი ბაკურიძე, სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. „სახელმწიფო უარს ამბობს შრომის პირობების ინსპექტირებაზე,“ – ამბობს ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო პროცესში, რაც შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების განსაზღვრას უკავშირდებოდა. ლინა ღვიანიანიძის თქმით, მისი, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი სწორედ ეს ნაწილი იყო. „კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, შრომის ინსპექციას ექნება უფლება, თანმობის გარეშეც შევიდეს კონკრეტულ ობიექტზე და სანქციები გაატაროს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას. მხოლოდ შრომითი პირობების გადასამოწმებლად ინსპექცია ობიექტზე ვერ შევა,“ – განმარტავს ლინა ღვინიანიძე. კანონში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება უკვე შევიდა. ცვლილების შესვლიდან 6 თვეში მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხა უნდა განსაზღვროს, სადაც შრომის ინსპექციას შესვლის და ინსპექტირების განხორციელების უფლება ექნება. ლინა ღვინიანიძის თქმით, დაახლოებით აგვისტოდან ექნება შრომის ინსპექციას ეს უფლებამოსილება, თუმცა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კუთხით. „ბათუმელები“ ამ დროისთვის ვერ დაუკავშირდა კომპანიას, სადაც დასაქმებული პირი შრომითი პირობების დარღვევაზე საუბრობს.

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/191169-qveynebi-sadac-qarthvelebs-legalurad-dasaqmebis-shansi-aqvth.html?lang=ka-GE

ქვეყნები, სადაც ქართველებს ლეგალურად დასაქმების შანსი აქვთ

შრომითი მიგრაციის მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მარტში გაფორმდა. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომით მიგრაციაზე თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ალბათობას შეამცირებს. შრომითი მიგრაციის რეგულაციები 2015 წლიდან ამოქმედდა. პილოტირებისთვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი. საპილოტე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს ისრაელთან - 500 მოქალაქეზე სამუშაო ვიზები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუმინეთთან და კატართან. ხელშეკრულებების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან. პროექტით ექთნები წაიყვანა გერმანიამ, ენის კურსებიც დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორის და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ. არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. არალეგალური მიგრაციის საპასუხო ნაბიჯია ცირკალური მიგრაციის ხელშეწყობა - ლეგალური დასაქმება.

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება:   http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=68608

აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის 2014-17 წლებში 16 935 074.81 ლარი დაიხარჯა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები გაანალიზა. ორგანიზაციის მიერ ანალიზისას შემდეგი მთავარი მიგნებები გამოიკვეთა: 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა. 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

---

 

13.04.2018

მედიასაშუალება:   http://liberali.ge/news/view/35782/samajurebi-modzaladeebistvis---ra-tseria-ojakhshi-dzaladobis-tsinaaghmdeg-brdzolis-gegmashi

სამაჯურები მოძალადეებისთვის - რა წერია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სამომედო გეგმის მიზანია, ქვეყნის პოლიტიკა იყოს ეფექტიანი და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებებს პასუხობდეს. ამისათვის სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში უნდა გადადგას. გეგმაში საუბარია, როგორც საკანონმდებლო რეგულირებაზე, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე. ერთ-ერთი ინიციატივა მოძალადე მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავებას ეხება. ასევე გეგმა მოძალადეებისთვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვას ითვალისწინებს. რა წერია სამოქმედო გეგმაში მოკლედ სტამბოლის კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა; ეროვნული რეფერალური მექანიზმის დამტკიცება; სტატისტიკის წარმოება და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის შემუშავება. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებში სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისთვის; ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდა 10-30%-ით; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების მექანიზმების შემუშავება/გაუმჯობესება; პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხებზე: სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური აგენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მანდატურის სამსახურისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისათვის, იურისტებისათვის. სტამბოლის კონვენციის მიხედვით მოსამართლეების გადამზადება; პროკურორთა სპეციალიზაციის გაძლიერება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; პოლიციელთა სპეციალიზაციის გაძლიერება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე; სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ჯანდაცვის მომსახურებების პროგრამული უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე (სავალდებულო) აკრედიტებული ელექტრონული სასწავლო მოდულის შექმნა და ინტეგრირება უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში; კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოება რეგიონებში და სახელმწიფო ფონდის ქვეშ არსებული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; მსხვერპლთა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური, რეაბილიტაციის სტანდარტიზების სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების, მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დანერგვა; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, 112-ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტის შექმნა და დანერგვა; შშმ, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობის რისკებისა და საჭიროებების კვლევა; მოძალადე მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება და შესრულება; ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვა მოძალადეებისთვის; ეთნიკურ უმცირესობებთან წელიწადში არანაკლებ 4 შეხვედრა; ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მიგრანტთა დროებით განთავსების ცენტრის თანამშრომლებთან წელიწადში არანაკლებ 4 შეხვედრა.

---

 

13.04.2018

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=170088-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

თბილისში არსებული ამერიკული ლაბორატორია რუსეთის შეშფოთებას იწვევს - მარია ზახაროვა

რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: „პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკელების საქმიანობის მასშტაბი შეშფოთების საგნად იქცა. აშშ, პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროგრამებით. ქმნის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ქსელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ნათელი მაგალითია 2013 წელს თბილისთან, ალექსეევკის დასახლებაში მესამე დონის ბიოლოგიური დაცვის მქონე ლაბორატორიის გახსნა, რომელიც საშუალებას იძლევა განსაკუთრებით საშიში დაავადებების პათოგენებზე ექსპერიმენტები ჩაატარონ. ახლა მას „ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი“ ჰქვია - განაცხადა ზახაროვამ ბრიფნგზე.

---

13.04.2018

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=170148-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

პატარა ირაკლის სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება

8 წლის ირაკლი მურჯიკნელს ლეიკემიის მწვავე ფორმა აღმოაჩნდა. ორ დღეში ბიჭი თურქეთში სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

16.04.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

ღია წერილი

როგორც წინა წერილში ვიუწყებოდით, 2006 წლის 18 ოქტომბერს სააკაშვილის "ძალგულოვნებმა" მაშინდელი საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე ფონდის 4 თანამდებობის პირთან ერთად "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა" და "ქრთამის აღების" ბრალდებით 7 თვით ვირის აბანოში მიაბრძანეს! ჩვენ ახლა შევეცდებით, ზაზა სოფრომაძის საქმიანობის "იმ ეტაპის" შესახებაც მოგახსენოთ, რომლის შიგნით შავბნელი ქრონიკაც ჯერ კიდევ ავადსახსენებელი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს შეიქმნა! თუმცა, მანამდე ჯანდაცვის მონსტრის მოადგილეს ხმამაღლა მოვუწოდებთ: ბატონო ზაზა, შეეშვით ჩემთვის პატივსაცემი ადამიანების შეწუხებას, რომლებიც მირეკავენ და თქვენს დახასიათებას თუ "დახავსიათებას" ერთ ხმაში მიკითხავენ - "ზაზა სოფრომაძე შესანიშნავი პიროვნებაა!" "ზაზა სოფრომაძე ყინწვისის ანგელოზია!" "მარი წერეთელზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, ეს ქალი ხომ ნამდვილი ღვთაებაა!.." 1995-1999 წლებში სოფრომაძე საქართველოს პარლამენტის წევრი და ჯანმრთელობის დაცვია და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2000-2004 წლებში - საქათველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. საპენსიო ფონდის თავმჯდომარედ იგი სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა... ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ 2006 წლის 18 ოქტომბერს, როცა ზაზა სოფრომაძე "სამსახურებრივი უფლებების გადამეტებისა" და "ქრთამის აღების" ბრალდებით 7 თვით ვირის აბანოში მიაბრძანეს, გამოძიება სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში მისი საქმიანობით არ დაინტერესებულა... მოკლედ, ყოველი ზემოთქმულიდან აშკარად ჩნდება ეჭვი, რომ სადაც ზაზა სოფრომაძე გაამწესეს, ყველგან დომხალი ატყდა, ანდა აღებ-მიცემობა და კორუფციული ქსელის ხლართვა გაჩაღდა!...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165153&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

გიორგი მუხიგულაშვილი: ეს პირდაპირ კორუფციაზე მიანიშნებს და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას ამ საბუთს წარვუდგენ!

გიორგი მუხიგულაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი: - არსებობს ნებართვის რამდენიმე ისეთი წინაპირობაც, რომელთა დაკმაყოფილება ობიექტებს უჭირთ. ამის მიუხედავად, "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო" ხშირად იძლევ ნებართვას მანამე, ვიდრე ობიექტი ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ანუ ობიექტების ნაწილი ჯერ ნებართვას მოიპოვებს და მერე იწყებს ხოლმე ზრუნვას ნებართვის უმთავრესი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად. საკუთარი შეხედულებით, ზოგიერთი დაწესებულების მეპატრონეს დარღვევებით აძლევენ ნებართვას, სხვას კი უარს ეუბნებიან. კორუფციის ამოსავალი სწორედ აქ გახლავთ. ისეთი მეპატრონეებიც მოსულან ნებართვის მისაღებად, რომელთა ობიექტები საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იმ ეტაპზე იყო "მშენებარე". ვიღაცებს უარი მიუღიათ, ხოლო მავან ბობოლებზე მუშაობის ნებართვა მაინც გაცემულა! რამდენიმე დიდი საავადმყოფო დღესაც ფუნქციონირებს, რომლებიც "მშენებარე" ფართზეა განთავსებული! მშენებლობის შესახებ კანონში მითითებულია, რომ ფართზე, რომელზეც რაიმე დაწესებულება ფუნქციონირებს, მშენებლობა აუცილებლად ბოლომდე დასრულებული, ხოლო სამუშაო ჩაბარებული უნდა იყოს... მე ვფლობ მამხილებელ საბუთს, რომ ერთ-ერთი განაცხადი შევსებულია არა საავადმყოფოს მეპატრონის, არამედ სალიცენზიო დეპარტამენტის მაღალი ჩინოვნიკის მიერ! ანუ, თუ საავადმყოფოს მეპატრონეს ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადს სააგენტოს ჩინოვნიკი უვსებს - ეს პირდაპირ კორუფციაზე მიანიშნებს და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას ამ საბუთს წარვუდგენ!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165193&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge        

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მახლობლად ბავშვები ანომალიებით იბადებიან. მოსახლეობა შველას ითხოვს!

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, მცხოვრები 5 ათასამდე მოქალაქე პანიკაშია - ბოლო 5 წლის განმავლობაში აქ მკვეთრად იმატა ონკოლოგიურმა და სხვა მძიმე დაავადებებმა, ხოლო ბავშვები გასაოცარი ანომალიებით იბადებიან. საზარელი სუნი ღამის საათებში ისე ძლიერდება, რომ ფანჯრების გაღება შეუძლებელია. მოსახლეობა ამ უბედურებას კილომეტრის დაშორებით არსებულ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრს უკავშირებს. მიხეილ მაჭავარიანი: "ლაბორატორიიდან ამოედინება ფერადი კვამლი და ეს ნივთიერებები გარშემო ტერიტორიაზე ვრცელდება. მუდმივად დგას მყრალი, ლაყე კვერცხის სუნი, მაგრამ როცა ქარი ამოვარდება, გაძლება თითმის შეუძლებელია. ლაბორატორია დღემდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, შიგ ჩიტიც ვერ შეფრინდება. მერწმუნეთ, თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რომ მოინდომოს, ფეხს ვერ შედგამს, ვიდრე აშშ-ის საელჩოში სპეციალურ საშვს არ დაუშვებენ... პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მივმართავ - გამოჰყავით კომისია და გამოიკვლიეთ, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს!"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165466&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

ჯეფრი სილვერმანი: ლუგარის ლაბორატორიასთან არსებული დასახლება და ბაღ-ბოსტნები ნაცისტი იოზეფ მენგელეს მიერ ოსვენციმში გაშენებულ ბანაკებს მაოგნებს!

ჯეფრი სილვერმანი: "ლუგარის ლაბორატორიასთან ახლოს მცხოვრებთა მსგავსად, თავიდან საფრთხეს არც მენგელეს პაციენტები გრძნობდნენ, თუმცა, მოგვიანებით ხვდებოდნენ, რომ სიკვდილის ბანკებში იყვნენ დასახლებულნი!.. აქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა დიდი საწყობი, სადაც ინახებოდა საფრთხის შემცველი ბიოლოგიური პათოგენები - ასეც ერქვა: განსაკუთრებით საშიში საფრთხის შემცველი ბიოლოგიური პათოგენები (ბაქტერიები)... გახსოვთ ქათმის გრიპის ვირუსი, შემდეგ - აფრიკული ღორის გრიპის ვირუსი - ეს იყო საქართველოში ჩატარებული ერთ-ერტი პირველი ექსპერიმენტი. იმის გარდა, რომ ადამიანები დაავადდნენ. გაწყდა პირუტყვი (ესეც მიზანმიმართულად განხორციელდა - ხორცის იმპორტით სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე პირს დიდი ფულის შოვნა უნდოდა)... ღმერთმა აშოროს საქართველოს სააკაშვილი და ისინიც, ვინც მის უკან დგანან: ჯონ მაკ-კეინი, ლინდსი გრეჰემი და ჯო ლიბერმანი!"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165406&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რატომ გააქტიურდა რუსული პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის მიმართულებით?

კრემლი და რუსული პროპაგანდა, როგორც ჩანს, ახალ მწვერვალებს იპყრობს. საქმე შესაძლოა, იქამდეც კი მივიდეს, რომ სკრიპალების მოწამვლა დიდ ბრიტანეთში საქართველოს დაუკავშირონ, ისევე როგორც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება. ერთი შეხედვით ეს დაუჯერებელია, თუმცა რუსული პროპაგანდის მთავარი არსიც ხომ ის არის, რომ ყველაზე დაუჯერებელი ამბავიც კი რეალობად გაასაღოს. ამჯერად კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე თბილისში მოქმედი ლუგარის სახელობის ლაბორატორია გახდა... და, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ რუსები ამ მიმართულებით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ჯერ დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღით მამა-შვილი სკრიპალები მოწამლეს, შემდეგ კი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ასევე ქიმიური იარაღი გამოიყენა. ახლა რუსული პროპაგანდის მთელი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ორივე ეს ფაქტი დასავლეთს, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუკავშიროს და სწორედ ამ კონტექსტში უკვე აქტიურად აგორდა დეზინფორმაციული კამპანია თბილისში მოქმედ ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევით ცენტრთან დაკავშირებით. „პრაიმტაიმი“ შეეცადა, მკითხველისთვის გაეცნო, კონკრეტულად ვინ და რა სქემით ავრცელებს პრორუსულ მითებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ და აქვე მოგიყვებით, რეალურად რას წარმოადგენს ეს დაწესებულება. მანამდე კი მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას... გასულ კვირას, უფრო ზუსტად კი 12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მარია ზახაროვამ საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა დაგმო, თანაც სწორედ სკრიპალების საქმის კონტექსტში. დაკვირვებული თვალისთვის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რაზე მიანიშნებს ლავროვის უწყება. ზახაროვას თქმით, ამერიკა პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ქმნის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ქსელს ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „ამის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს ალექსეევკაში, თბილისის მახლობლად ბიოლოგიური დაცვის მესამე დონის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ექსპერიმენტები განსაკუთრებით საშიში დაავადებების გამღიზიანებლებთან. ახლა ეს ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრია. რუსეთის საზღვრებთან პენტაგონის სამედიცინო-ბიოლოგიური მასშტაბური საქმიანობის თავად ფაქტი ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ზუსტად ამ განცხადების კვალდაკვალ ქართულ მედიაში გამოჩნდა სტატიები სახელწოდებით „რამდენად სახიფათოა ლუგარის გასაიდუმლოებული ლაბორატორია?“... სხვა მედიასაშუალებებთან ერთად აღნიშნული პროპაგანდისტული სტატიის განთავსება შესთავაზეს „პრაიმტაიმსაც“, მათ შორის სარეკლამო მასალის სახით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სტატია ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ცხადია, მისი გამოქვეყნება არც გვიფიქრია. მოგვიანებით ეს მასალა გამოჩნდა რამდენიმე სხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო „პატრიოტზე“, რომელსაც თან ერთვის ვიდეოსიუჟეტი იმის შესახებ, რა საფრთხეებს შეიცავს ლუგარის ლაბორატორია. სიუჟეტში ანონიმური პირი, რომელიც ავტორებმა ლაბორატორიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლად წარმოგვიჩინეს, შეცვლილი ხმით და ზურგით კამერისკენ საუბრობს იმაზე, როგორ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც ამ დაწესებულების ირგვლივ კითხვების დასმა დაიწყო და „განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ჰგავს ბაქტერიოლოგიური იარაღის ქარხანას“. „პატრიოტზე“ გამოქვეყნებული მასალის წყაროდ მითითებულია „დალმა ნიუსი“. აღნიშნული პორტალი ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციებს, ძირითადად ანტიდასავლური შინაარსით. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განვითარებული კონსპირაციული თეორიის გასამყარებლად კი მოყვანილია ყოფილი სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანისა და ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ციტატები, ასევე, ამონარიდი ამერიკის ყოფილი მოქალაქის ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მისცა. ნანა დევდარიანი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრს“ ხელმძღვანელობს, თუმცა საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ის გულბაათ რცხილაძესთან ერთად გახლავთ კიდევ ერთი ორგანიზაციის – „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ, გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს „საჯარო დიპლომატიის ცენტრს“. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია დაკავშირებულია გორჩაკოვის რუსულ ფონდთან, რომელიც მატერიალურ დახმარებას უწევს რუსულ პროპაგანდას საჯარო დიპლომატიის ცენტრის საბჭოს წევრის, ნინო ქიზიყურაშვილის მეშვეობით. ეს უკანასკნელი 2017 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის სახელით გამართულ ღონისძიებაში, რომლის დროსაც მას შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან. ამასთანავე, რცხილაძე პირადად თანამშრომლობდა რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან, რომელიც 2009 წლამდე შედიოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის შემადგენლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დევდარიანის ორგანიზაცია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ეჭვებს თესავს. 2016 წლის აგვისტოში ქართულ მედიაში გამოქვეყნდა „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული სტატია სახელწოდებით „ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები“, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა. აღნიშნული სტატია ასევე განთავსდა „საქართველოსა და მსოფლიოს“ და „საქინფორმის“ ვებგვერდებზე, ხოლო რუსულ ენაზე გამოქვეყნდა „Sputnik საქართველოს“ და „Кавказское сотрудничество“-ს ვებგვერდებზეც. ჩვენ ნანა დევდარიანს ვკითხეთ, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კვლევა და ვინ გადაიხადა თანხა სტატიების გამოქვეყნებაში. და აი, მისი პასუხიც: „ლუგარის ლაბორატორიების ქსელი არის პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში და ყველა მათგანთან მიმართებაში რუსეთი შეშფოთებას გამოხატავს, მე ვერ გეტყვით, რამდენად საფუძვლიანია ეს შეშფოთება. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის კვლევას, ეს იყო კონფერენციაში მონაწილე ექსპერტების სხვადასხვაგვარი შეფასებების ამონარიდები. მაშინაც იყო შეშფოთებები და ამიტომ შევკრიბეთ ექსპერტები. ამ მასალაში მოყვანილი იყო სხვადასხვა მოსაზრებები. რატომ გახდა ამ მასალის გამოქვეყნების დაფინანსება საჭირო? სამწუხაროდ, მედია მსგავსი კვლევებით ისე არ ინტერესდება ხოლმე. თქვენი გაზეთი რომელიმე კვლევას ან საექსპერტო დასკვნას დაბეჭდავს? ხომ არ დაბეჭდავს ისე?! რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენ გრანტები არ გვაქვს, სტატიის დაფინანსება ჩვეულებრივ შემოწირულობის სახით მოხდა. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება“. რაც შეეხება ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, რომელიც ასევე ამყარებს ეჭვებს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ, როგორც ცნობილია, მაისაია წინა ხელისუფლების დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ამ ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა, თუმცა 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ამერიკის ყოფილი მოქალაქე ჯეფრი სილვერმანი კი უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად ეწევა ანტიამერიკულ კამპანიას. ინტერნეტსივრცეში იძებნება მისი არაერთი სტატია, სადაც ირწმუნება, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და მას შეტევითი პოტენციალი აქვს. Google-ის საძიებო სისტემაში მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, თავადვე დარწმუნდებით, რომ სილვერმანი პრორუსული გამოცემების ხშირი და საყვარელი სტუმარი გახლავთ. ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სხვადასხვა ფონდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვისაც ცნობილია. სუსის მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ ანგარიშში ამ მიმართულებაზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი. ანგარიშში ვკითხულობთ: „მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი თემა გახლავთ ლუგარის ლაბორატორიაც, რომლის მიმართაც დეზინფორმაციული ბრალდებები პერიოდულად ვრცელდება, როგორც რუსი სახელმწიფო მოხელეების, ისე პრორუსულად განწყობილი ქართველების მიერ. მესიჯბოქსი წლიდან წლამდე არ იცვლება. მაგალითად, პრორუსული გამოცემები ჯერ კიდევ 2013 წელს ტირაჟირებდნენ, რომ რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან განხორციელდა; 2014 წელს ამბობდნენ, რომ ვირუსული მენინგიტი, რომლითაც რუსეთში ბავშვები დაავადდნენ ლუგარის ლაბორატორიიდან ხელოვნურად გავრცელდა; 2015 წელს რუსეთის სახელისუფლებო არხებმა გადასცეს ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღი ლუგარის ლაბორატორიაში დაამზადეს; 2016 წელს რუსული მედია დუმის დეპუტატ გენადი ონიშენკოზე დაყრდნობით საზოგადოებას აჯერებდა, რომ ზიკას ვირუსის გადამყვანი კოღო ლუგარის ლაბორატორიაში გამოიყვანეს; 2017 წლის ბოლოს აფხაზეთში აზიური ფაროსანას გავრცელებაც, ცხადია, ლუგარის ლაბორატორიასთან დააკავშირეს. მოკლედ, მითები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსულ პროპაგანდაში საკმაოდ პოპულარული თემაა. და საინტერესოა რეალურად რას წარმოადგენს სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევითი ცენტრი? სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორიის მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის ჯამურმა ინვესტიციამ 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს, რომელიც საბჭოთა პერიოდში, შეიძლება ითქვას, უკონტროლოდ იყო მიმოფანტული და შესაბამისად, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ადამიანებისთვის. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს. მე-2 დონის ზონაში მოთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და სხვა სახის ლაბორატორიები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სამი ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება, პოლიომიელიტის, რომელიც საქართველოსთან ერთად სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები. ამასთანავე, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა. ამ მხრივ ცენტრი სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელის არსებობა მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გასატანადაც. ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს. მათ შორის, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიაში მიიწვიეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, თუმცა ლაბორატორიის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მიწვევა უპასუხოდ დარჩა. მისივე ინფორმაციით, ლაბორატორიაში რუსული მედიის წარმომადგენლებსაც არაერთხელ უმასპინძლეს, რუსმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს ინტერვიუებიც, თუმცა მასალა ეთერში არ მოხვდა. ამის ნაცვლად, რუსული მედია და, ასევე, პრორუსულად განწყობილი ქართველები, კვლავაც აქტიურად ტირაჟირებენ აზრს, რომ თბილისში მდებარე ამ ლაბორატორიაში რაღაც საშიში, საიდუმლო და ბურუსით მოცული ამბები ხდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165465&name=16.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რა დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულის შახტში

5 აპრილს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლამ (რაც ჰაერის მძლავრ ე.წ. „სამთო დარტყმებს“ იწვევს) ექვსი ადამიანი შეიწირა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ზოგადად, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. შახტებსა და მაღაროებში პერიოდულად ხდება ტრაგედიები და არცერთი ფაქტი ჯერ გამოძიებული არ არის, მხოლოდ არაფრის მომცემ განცხადებებს ვისმენთ. მომხდარის „უბედურ შემთხვევად“ გამოცხადებაც, დარგის ექსპერტების აზრით, კომპანიის მხრიდან პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა. როგორც თავად მეშახტეები ამბობენ, ხშირად შახტში ჩამონგრევის მიზეზი არა „სამთო დარტყმები“, არამედ გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებაა. საერთოდაც, საზოგადოებამ შეაფასოს, 500 ლარად კი არა, რამის ფასად თუ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები სამუშაოზე და, მოდით, გადავხედოთ შახტებსა და მაღაროებში არსებულ მდგომარეობას. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ჩაატარა კვლევა. გაირკვა, რომ ინფრასტრუქტურა მთლიანად მოძველებულია, მოძველებულია ღუმელებიც, როცა ინსტრუქციის მიხედვით ღუმელის ტემპერატურა უნდა შენელდეს, საჭიროა მანქანა-დანადგარების მოდერნიზაცია, სიძველის გამო მწყობრიდან გამოსულია ელმავლები და სამგზავრო კუპე-ვაგონები, მაღაროელებს ზოგჯერ ფეხით უწევთ დიდ მანძილზე ტექნიკის ტრანსპორტირება და დაახლოებით 150-კილოიანი საბურღი მანქანის საკუთარი მხრებით გადატანა. ამასთანავე, გამოვლინდა, რომ დასაქმებულები ისედაც ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში მუშაობენ, ვენტილაცია და თბოიზოლაციის სისტემა გაუმართავია. გარდა ამისა, დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილნი კვებით, სამუშაო ფორმით და საჭირო ინსტრუმენტებით და საკუთარი ხარჯებით შეძენა უწევთ. ამ საკითხებზე EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე გვესაუბრება. – ბოლო თვეებში ტყიბულის შახტში 11 ადამიანია დაღუპული და ეს ხდება ტყიბულელი მეშახტეების სამართლიანი გაფიცვის შემდეგ, ორი წლის წინათ რომ გამოვიდნენ და ხელფასების მატებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამის მიუხედავად, შახტებში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა. კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, აპელირებდნენ იმაზე, რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა, რომლის პრევენცია არის შეუძლებელი, თუმცა ძალიან საეჭვოა კომპანიის მიერ ამ ვერსიის გავრცელება, მით უფრო, რომ მთლიანად მოიცვა ამ ვერსიამ საინფორმაციო ველი. კომპანიამ მოახერხა, რომ ეს ვერსია როგორც მთავარი ვერსია, ისე გამოეტანა საზოგადოების წინაშე. – როგორ ფიქრობთ დადგება „საქნახშირის“ პასუხისმგებლობის საკითხი? – რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანია თავიდანვე ცდილობდა პასუხისმგებლობის მოხსნას. ტყიბულის შახტებში მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა უსაფრთხოების კუთხით და ნამდვილად არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვენდოთ კომპანიის ამ პოზიციას, რომელზეც ჯიუტად მიუთითებს, რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა და მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ასევე, დავამატებდი, რომ „სამთო დარტყმების“ შემთხვევაშიც კი, კომპანია არის პასუხისმგებელი და ეს მისი ტექნიკური რეგლამენტების ნაწილია. 2016-2017 წლებში ტყიბულის შახტებში შრომის ინსპექტირებამ შემოწმება ჩაატარა. ჩვენ დავამუშავეთ ეს მასალები და გავავრცელეთ. სახელმწიფო ორგანო ამ ინსპექტირების პროცესის შემდგომ არაერთ დარღვევას აწერს კომპანიას და ასევე, გასცემს რეკომენდაციას კომპანიის მიმართ, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ რეკომენდაციას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ის დასკვნები, რომელიც სახელმწიფო ორგანომ მოამზადა, მიუთითებს ძალიან კრიტიკულ დარღვევებზე შახტებში, რომ ადამიანები მუშაობენ ღირსების შემლახავ და ექსტრემალურ პირობებში, ფაქტობრივად, მუდმივი შიშის ქვეშ. ეს არის არა შემთხვევითი მოვლენები, არამედ პოლიტიკა. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია სათანადო რეგულაციები იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის შრომითი უსაფრთხოება და შრომითი პირობები. სახელმწიფო ორიენტირებულია მთლიანად დამსაქმებელზე. გასულ წელს მთავრობამ, როდესაც ტყიბულის მინდელის შახტში ოთხი მუშა დაიღუპა, მეორე დღესვე განაცხადა, რომ იწყებდა შრომითი უსაფრთხოების კანონის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში და ეს კანონი სულ ახლახან მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მთავრობის ეკონომიკური საბჭო და ეკონომიკის სამინისტრო, ღიად თუ დახურულად, ყოველთვის ცდილობენ, შეაფერხონ ის ინიციატივები, რაც შეეხება შრომითი კანონმდებლობის ცვლილებებს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკურ განვითარებას ხედავს ისე, როგორც ხედავს. მათ არ მიაჩნიათ საჭიროდ დასაქმებულთა უფლებების დაცვა და აი, ასე ცდილობს, მაქსიმალურად კარგი პირობები შექმნას ბიზნესებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე იქნება ორიენტირებული. იგივეა გარემოს დაცვის პოლიტიკა, იგივეა საჯარო სივრცეების დაცვის პოლიტიკა... ეს აზიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, აღარიბებს, არ აძლევს დასაქმებისა და განვითარების საშუალებას. – რაში ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობა? – მნიშვნელოვანია, მთავრობამ შეცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც მას აქვს, შექმნას ეფექტიანი მექანიზმები, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანონის აღსრულებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს შრომით დავებზე სასამართლო სისტემა, რაც კიდევ ცალკე პრობლემაა და ამ დიდი სისტემის ნაწილია. ასევე, როგორ მუშაობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულება იმ გამუდმებით პროცესში, როცა ასეთი ფატალური შედეგები დგება. ინდუსტრიულ რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ამ რეგიონების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რათა ადამიანებს შეეძლოთ, სხვაგანაც დასაქმდნენ, ანუ უნდა მოხდეს ადგილობრივი ეკონომიკური წარმოების დივერსიფიკაცია, იმისთვის რომ ერთ დამსაქმებელზე არ იყოს დამოკიდებული მთელი მოსახლეობა. რატი იონათამიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: – პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდელის სახელობის შახტში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია თითოეულ ჩვენგანს შეგვეხო, ენით აუწერელია ის საშინელება, რაც ახლა მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გულებში ხდება. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პრევენციაზე და შესაბამისი მექანიზმების გატარებაზე, თუმცა რეალური ცვლილებები, როგორც წესი, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უფრო იწყება ხოლმე, როცა თითოეული ჩვენგანი უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არცერთი დღის დაკარგვის ფუფუნების უფლება არ გვაქვს. ახლა, მნიშვნელოვანია, გონივრულ ვადებში მოხდეს გამოძიება და დადგინდეს ყველა ის გამომწვევი მიზეზი, რამაც ამ შედეგამდე მოგვიყვანა. შეგვეძლო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება? ობიექტური გამოძიება, გარდა იმისა, რომ ყველა დამნაშავის მიმართ დაადგენს მართლმსაჯულებას, იქნება ერთგვარი პრევენციაც, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. მოგეხსენებათ, ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი შრომითი უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს არის, პასუხისმგებლობა, რომელსაც პირველ რიგში იღებს ხელისუფლება, რასაც სრულიად ვიაზრებთ და ვაფიქსირებთ მზაობას ცვლილებებისთვის. ჩვენი პოზიცია არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ამისთვის უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა წელს, საგაზაფხულო სესიაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, რაც რეფორმის პირველი ტალღის დაწყებას ნიშნავს, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები (მათ შორის, შრომითი) ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. ჩვენ გვესმის, რომ ერთ დღეში ათწლეულების მანძილზე დაგროვილი პრობლემებისა და მავნე პრაქტიკის მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ვთქვი, არც ერთი დღის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს. პირველ რიგში უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად არ უნდა უწევდეთ ადამიანებს მუშაობა, ვინც სწორედ ასეთ ადგილებში და პირობებში მუშაობენ და თავისი საქმით აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და სტაბილურ განვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკვე გააჟღერა, რომ უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, აუცილებლად შევა ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რისი აღსრულება და პრინციპის დაცვა საჭიროა საკანონმდებლო დონეზე, ყველაზე მეტად კი, აღსრულების მექანიზმების ნაწილში, რადგან ჩვენ არ გვინდა ისეთი კანონების მიღება, რომელშიც მხოლოდ დეკლარირებული იქნება ძირითადი პრინციპები და მისი გამოყენება არ შეეძლება მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ ჩვენ გავატარებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა მიმდინარე და ახალი ინიციატივების სიკეთე თითოეულმა მეშახტემ, მუშამ თუ მაღაროელმა საკუთარ თავზე იგრძნოს. სოფო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: – ფაქტია, რომ ამ კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება და ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სამწუხაროდ, სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ მაღაროელებმა ყოველდღე, როდესაც სამსახურში მიდიან, არ იციან, ცოცხლები დაბრუნდებიან თუ არა, ბევრი სხვა პროფესიისგან განსხვავებით, ისინი სერიოზული რისკის ქვეშ არიან. თუმცა, მხოლოდ მაღაროელები არ არიან ამ სიტუაციაში. სამშენებლო სექტორშიც იგივე პრობლემაა. – რა ცვლილებებია საჭირო? – მოგეხსენებათ, ჩვენ ცოტა ხნის წინ პარლამენტში დავამტკიცეთ კანონპროექტი, რომელიც ეტაპობრივად უნდა შევიდეს ძალაში. ის გულისხმობს გარკვეული მიმართულებების გაუმჯობესებას, თუმცა მგონია, რომ მხოლოდ ეს ვერ უზრუნველყოფს იმ მიზანს, რომელიც ჩვენ გვაქვს: „მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს“. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე სტანდარტების შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ აუცილებლად ეს სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ. ვმუშაობთ ისეთ ინიციატივებზე, რომელიც ამას უზრუნველყოფს. – ძალიან აღმაშფოთებელია, როდესაც ვიგებთ, რომ თურმე კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს იმ მიზნით არ ასრულებენ, რომ მათი ხარჯები არ გაიზარდოს. – რაც შეეხება შრომითი უფლებების არდაცვას იმ მიზნით, რომ ბიზნესის ხარჯები გაიზრდება, მე მგონია, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომის უფლებების დაცვა პირველ რიგში ბიზნესისთვის არის მომგებიანი. რაც უფრო კმაყოფილია დასაქმებული, მით მეტია მისი მოტივაცია და ბიზნესი უკეთესად მიდის. შესაბამისად, ამ კუთხითაც ცნობიერება ასამაღლებელია კერძო სექტორში, რომ ეს ცვლილებები მათ საწინააღმდეგოდ კი არა, მათ სასარგებლოდ ხდება. რა დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულის შახტში და როგორ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე, საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისთვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“. საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში: ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე. 2017 წელს ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები; შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; შახტში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისთვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად; ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა); 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; შახტში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა. შახტში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი; მინდელის შახტში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტროკაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული; ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი); კვეშლაგში, გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე, დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა; სამანქანო არსებული ელექტროფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით; გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა. 2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარიული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი; შახტში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს; სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისთვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით; გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს; არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა; პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან; ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა-დანადგარებისთვის განკუთვნილი ზეთის ავზებით; შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა; სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები: საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. ამას გარდა, შახტში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსი, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია. 2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც. ამას გარდა, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით; დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე; ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა, განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით; საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165670&name=16.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

         

16.04.2018

მედიასაშუალება:      ალია 

მეგობარი მიყვებოდა, როგორ მუშაობს ყოველ მეორე დღე 16 საათი 380-ლარიან ხელფასზე..

სოციალურ ქსელში ელისო ჯანაშია შემდეგი სახლის ინფორმაციას ავრცელებს. "გუშინ, მეგობარი მიყვებოდა, როგორ მუშაობს ყოველ მეორე დღე 16 საათი 380-ლარიან ხელფასზე. მეორე დღეს გამოძინებას ვერ ასწრებს და ისევ ჯოჯოხეთური შრომა კაპიკებზე... თავს იმით იმშვიდებდა: ეგ რაა, ყოველდღე 10 საათი(კვირის გარდა) მუშაობსო 7 თვის ფეხმძიმე გოგო, 4-5 კვ.მ ჩაკეტილ ფართში. 700 ლარი აქვსო ხელფასი. ანუ კვირაში 54-60 საათი. მათ არავინ უნაზღაურებს ზეგანაკვეთურს, თან არცერთი არაა ისეთი სამუშაო, ფბ-ზე ჭორაობის და ყავას სმით რომ სკდებიან და სამუშაო დროს საქმეს არ ახმარენ. ორივე საკმაოდ მძიმე და სტრესულია! საქართველოს შრომიი კოდექსით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165711&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:      ალია  

"თქვე უსინდოსო გარეწარო კაზიოლებო! ეს არის ჯანდაცვის რეფორმა?!"

ინტერნეტმომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,იაშვილის კლინიკა ––190 ლარი მარდალეიშვილის კლინიკა –120 ლარი ნიუ ჰოსპიტალი –– 800 ლარი აი რაც გადავიხადეთ თითო კლინიკაში ამ დროს ადმინისტრაციას კლინიკების ეზოში შლაგბაუმები აქვთ გაკეთებული საიდანაც მიმღებამდე არაა ახლოს და მანქანაზე 2 ლარს ახდევინებენ ავადმყოფი ანუ კლიენტი მოგდის და ან ფეხით გაიარე ავადმყოფო 50––100 მეტრი ან გადაიხადეო აი თქვე უსინდისო გარეწარო კაზიოლებო ფასები აბსოლუტურად შეუსაბამო მოსახლეობის შემოსავლებთან ხომ არ გყოფნით ბარემ ჰაერშიც გადაახდევინეთ ფული ცალკე სერგეენკოს და მისი მეტრანახევრიანი შეფის თავზეც რომ დავაცხიკვე !! ესაა ხომ რეფორმა და დალაგება?? სასწრაფოებით ემერეჯენსში მიყვანილ პაციენტებზე ხომ ცალკეა სასაუბრო რა ატკატ სქემებით მიდის ბიუჯეტის ძარცვა ყველაფრის წილშია ივანიშვილი !! არა ბიჭო შორიდან უცქერის რა ფულები ტრიალებს და მუქთად იტანს ხალხისაგან კეთილების ტრიალს!!”

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5165267&name=16.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.04.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

მთავრობა სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს "თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?"

საქართველოს მოსალეობის დიდი ნაწილი წლებია ემიგრაციაშია გადახვეწილი. მათი რაოდენობის ზრდას კი სახელმწიფო კიდევ უფრო ახალისებს, მას შემდეგ, რაც უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის სპეციალური ბაზის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესის რეალურად განხორციელება ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს, ეს ეკონონიკაზე და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზის შესახებ საუბრობს. "მუშაობა დაიწყება ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს საქართველოს მოქალაქე. ჯერ მხოლოდ მესამე წელია ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტი დაიწყო. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც რამდენიმე უწყებას აერთიანებს. მაგალითად, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში ადმინისტრატორისა და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნეებიც სჭირდებათ ზოგჯერ. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ გამგზავრებამდე წინასწარ მიიღონ ინფორმაცია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. ვმუშაობთ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს", - აღნიშნა "ბიპიენთან" საუბრისას ჯგერენაიამ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შრომისუნარიანი, ჯანსაღი ეკონომიკური ძალის ქვეყანაში დატოვებაზე, მათ დასაქმებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სტატისკოსი სოსო არჩვაძე, მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას მიესალმება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების რეალობაშო მოყვანა საქართველოს ეკონომიკასა და დემოგრაფიას დააზარალებს. გარდა ამისა, საჭიროა საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს სახელმწიფომ ინფორმაცია ცირკულალურ შრომით მიგრაციაზე. ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ წავლენ ის ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს არ აქვთ ენის ბარიერი და შეძლებენ სასურველ ადგილზე დასაქმებას. "საქართველოდან 1,8 მლნ ადამიანია გასული. აქედან უმეტესობა სამუშაოს საძებრად არის წასული. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არსებობდა უფლება და კანონი მოქალაქების ლეგალური დასაქმებისა. გარკვეულწილად საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს წარმოდგენა ეს ყველაფერი რა ფორმით ხდება და როგორ. ქვეყნებთან საჭიროა მუშაობა, სასურველი ხელშეკრულების მიღება. საქართველოდან ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტია წასული და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის უფლებები. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კომფორტულად და ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თუმცა ეს უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნითაც. სამუშაო ძალის, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება, საქართველოს ეკონომიკურად და დემოგრაფიულ ჩიხში მოაქცევს. თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?" - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო უვიზო რეჟიმის არსი და მას არალეგალური დასაქმებისთვის იყენებს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ მეტად იზრუნოს ხალხის ინფორმირებულობასა და ასევე ქვეყნის შიგნით დასაქმებაზე. "მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იფიქრა, რომ უვიზო რეჟიმი ნიშნავს უვიზო დასაქმებას და მიდიან იმ იმედით, რომ იქ სამსახურს იპოვიან და დარჩებიან. რეალურად ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და პირი, რომელიც ამოწურული ვადის შემდეგ დარჩება უცხო ქვეყანაში, უნდა უზრუნველყოს მისი უკან დაბრუნება. დასაქმების პრობლემა თუ ლეგალური გზით მოგვარდება კარგი იქნება, ხოლო არალეგალების ზრდა ქვეყნის პრესტიჟზეც უარყოფითად მოქმედებს. მეორე საკითხია ის, რომ მძიმე დემოგრაფიული ფონი და ემიგრაციის მაღალი დონე ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ქვეყანაში სოციალური პრობლემებია და ამის გამო ადამიანებს ურჩევნიათ უცხოეთში წავიდნენ. ცირკულარული მიგრაციის პროექტი შრომითი ძალის გადინებას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე. ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევნი. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ის შეღავათები დააწესოს რასაც ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი გულისხმობს, ვიდრე უკანონოდ გასული ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა აროშიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5163223&name=14.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---