From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-16.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 16.05.2017 09:05
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 6.05 .2017

ტელევიზია 

16.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 12:00

ქვეყანაში ჯანმრთელი გარემოს შექმნის და სისტემის ინსტიტუციური გაუმჯობესების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4455156

---

 

1 5.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების ნაწილს ასაჯაროვებს. ყველაზე პოზიტიურად გამოკითხულებმა ჯანმრთელების მინისტრის საქმიანობა შეაფასეს.

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454427

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454330

ტვ პირველი -საქმის კურსი 22:30

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454503

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454351

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454102

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453489

---

 

1 5.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემა. მარტვილის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხობვენ, მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს მიზეზი კი უცნობია, ამბობენ რომ არც მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და რც საცხოვრებელი პირობები.რითი იხელმძღვანელა სიციალურმა მუშაკმა მათთვის გაუგებარი რჩება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454369

---

 

1 5.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

30 წლის დავით ჭახრაკიას გულის ანომალიური თანდაყოლილი დაავადება დაუდგინდა. დათოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპეაცია გულზე, რომელიც 20 მაისამდე უნდა ჩაუტარდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454261

---

 

1 5.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

ხმაური იყო პროფკავშირებისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქცია-მსვლელობაზე. საპროტესტო მსვლელობა მეშახტეთა უფლებების დასაცავად გაიმართა. პროფკავშირებისა და აუდიტორია 115-ის მიერ გამართული აქცია-მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლა, თუმცა გზადაგზა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ხდებოდა.   პროფკავშირები და აუდიტორია 115-ის წევრები ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას და მეშახტეებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებას ითხოვენ. თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან უკვე სრულდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4454005

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453915

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453600

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453855

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453539

---

 

1 5.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: იმედის დღე

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი საქართველოში? - თემა საკმაოდ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებას, რომელიც ითხოვს, რომ აიკრძალოს აბორტები. 2014 წლის კანონმდებლობით წარმოდგენილია მიმართვა, რომლის მიხედვითაც ყველას შეუძლია აბორტის გაკეთება 12 კვირამდელ ორსულობაზე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძალვას აბორტის შემცირების ნაცვლად, ქალთა ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდიალობის ზრდა მოყვება, რადგან ქალები არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად სხვადასხვა პრიმიტიულ და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ მეთოდებს მიმართავენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4453133

---

 

 

ინტერნეტი

16.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432789-dghes-sajaro-samsakhurebis-dadzmobilebis-proeqtis-gakhsnis-ceremonia-gaimartheba.html

დღეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება“ გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, იტალიის ელჩი საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის რესპულიკის საელჩოების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. როგორც კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებენ იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (Istituto Superiore di Sanità), იტალიის ფონდი „მინოპრიო“ (Fondazione Minoprio), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო (PHE) და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი (NOFER), ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად. პროექტის განხორციელების პერიოდი 21 თვეს მოიცავს.

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432793-ekonomikisa-da-jandacvis-saministroebis-monitoringis-jgufma-tyibulis-shakhtisa-da-tciathuris-magharoebis-shemotsmeba-daitsyo.html

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დღეიდან ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შექმნეს. მათივე განმარტებით, ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. „მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. ბრძანება უკვე ამოქმედდა, 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/194369/

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/29344/tyibulis-shakhtisa-da-chiaturis-magharoebis-shemotsmeba-daitsyo

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=140655-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/122217-tyibulis-saxtis-da-wiaturis-mararoebis-semowmeba-daiwyo          

გურიანიუს.ქომ- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/gagvatavisuplet-mshromelebi-sashemosavlo-gadasasakhebisgan-ras-itkhoven-pilarmoniashi-shekrebilebi

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/12941/tkibulis-shakhtis-da-chiaturis-magaroebis-shemotsmeba-daitsko

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/432808-gaguas-klinikashi-gardacvlili-qalis-ojakhma-jandacvis-saministros-regulirebis-saagentos-sachivrith-mimartha.html

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი მელოგინის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, წესების თანახმად, ამჟამად დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს, ნამდვილად კანონიერი წარმომადგენლის მიერ არის თუ არა საჩივარი შეტანილი.  პარალელურად, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები გაგუას კლინიკაში მუშაობენ. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მზად იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გაკვეთის შედეგის შესახებ.  ”აღნიშნული პროცედურების შემდეგ, საქმე რეცენზიაზე წავა და მას კომისია განიხილავს”, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი პირველ მაისს გარდაიცვალა. მან 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კლინიკიდან შესული შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ოჯახმა სააგენტოში საჩივარი 8 მაისს შეიტანა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/194106/

პროფკავშირები და სტუდენტები პარლმენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

პროფესიული კავშირების წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეების თქმით, 9 მაისს ტყიბულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოლო უნდა იყოს და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნის გზით ითხოვენ. გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამ აქციის მოთხოვნები უცვლელია. მსვლელობის მონაწილეები ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ: “ეს აქცია ემსახურება ხსოვნას ტყიბულში დაღუპული მეშახტეების, ეძღვნება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წლებია ვითხოვთ. ეს არის საშემოსავლო გადასახადების გაუქმება მეშახტეებისთვის და მაღაროელებისთვის, ეს არის საპენსიო ასაკის დაწევა და შრომის ინსპექცია სამმხრივი კონტროლით- დამსაქმებლები, პროფკავშირები, მთავრობა” – ამბობს პეტრიაშვილი.პროფკავშირების მსვლელობა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვაზე სტუდენტების მიერ სოციალური პრობლემების დაყენების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორია 115-ის წევრებს კომუნისტები უწოდა და თქვა, რომ კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეფასდეს როგორც უმეცრება და აზროვნების შეზღუდულობა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია შექმნილია და შესაძლებელია გასააქტიურებელიც იყოს. EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა. მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/432675-profkavshirebis-organizebul-msvlelobaze-aqciis-monatsileebsa-da-policias-shoris-dapirispireba-mokhda.html?ar=A

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=45305

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - 9% ძალიან კარგად, კარგად - 34% - საშუალოდ 36%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 8%; იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად - 29%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%; თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად - 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 20%, უარი პასუხზე - 1%; ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 26%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%. განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 24%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 12%; შინაგან საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 19%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 17%; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად - 13%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 9%, ძალიან ცუდად - 1%, არ ვიცი - 33%, უარი პასუხზე - 1%; საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 17%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე - 1%; ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 29%; დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 21%; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 20%; ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 20%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე -1 %; ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად - 9%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 23%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე 1%. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=45291

NDI: გამოკითხულთა 63% თვლის, რომ დაუსაქმებელია

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 63% - ის განცხადებით, თავს დასაქმებულად არ თვლის. კვლების თანახმად, კითხვაზე-თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, მხოლოდ 37% აღნიშნა, რომ დასაქმებულია. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

---

 

15.05.2017

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/120141-ndi-kvelaze-metad-sergeenkos-saqmianoba-mostsont-kvelaze-naklebad-qumsishvilis

NDI: ყველაზე მეტად სერგეენკოს საქმიანობა მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად ქუმსიშვილის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. მოსახლეობის 43%-ს ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს საქმიანობა ყველაზე მეტად მოსწონს, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კი ყველაზე ნაკლებად. ნახეთ გამოკითხვის შედეგები სხვა მინისტრებთან მიმართებითაც: კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

16.05.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ 5 მაისს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ვალერი კვარაცხელიას ქალიშვილი ბიზნესმენ რომან ფიფიას რძალია (ვაჟიშვილის ცოლი). რომან ფიფია, თავის მხრივ, "დინამოს" სტადიონის მეპატრონე და "რუსთავის აზოტის ქარხნის" ყოფილი მფლობელია ("აზოტში: მის მაგივრად აქციების მფლობელად მისი ძმა, როინ ფიფია ფიგურირებდა). 2016 წელს ვალერი კვარაცხელიას მძახლის - ფიფიების მფლობელობაში შემავალი "აზოტის ქარხანა" გაკოტრდა. ფიფია ამაოდ ცდილობდა ქარხნის გადარჩენას - საბოლოო ჯამში, იგი კომპანია "eu investment"-ის ხელში აღმოჩნდა. "რუსთავის აზოტის" აქციები "eu investment"-ის გენერალურმა დირექტორმა, ეფრემ ურუმაშვილმა იყიდა, რომლის გვარიც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ბიზნესებშიც ფიგურირებდა. ივანიშვილთან მისი კავშირის გახმაურების შემდეგ ურუმაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ კონკრეტულ ბიზნესთან ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. აქ იყო ერთიო დეტალი - ფიფიები "რუსთავის აზოტის" აქციების სხვის ხელში გადასვლას ასე ადვილად არ შეჰგუებიან. ქარხნის პერსონალისა და მუშების წინააღმდეგობა მთელი ერთი წელი გრძელდებოდა. საბოლოო ჯამში, მეპატრონეებს თავიანტი პოზიციის დათმობა მოუწიათ. თუმცა ეს ხელისუფლება წინააღმდეგობას ასე ადვილად არ პატიობს, ამიტომაც საქმესი ვალერი კვარაცხელიას - სერგეენკოს პირველი მოადგილის გვარი ამოტივტივდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4454784&name=16.05.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

"შავი ქალაქი" მეშახტეებს დაემშვიდობა

ტყიბულის მინდელის მაღაროში ტრაგედიის შედეგად 4 დასაქმებული დაიღუპა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სარემონტო ბრიგადა 6 კაცი შემადგენლობით შახტის ვერტიკალურ გვირაბში (ჭაური) ამწევი დანადგარის - "ბადიას" ბაგირს ცვლიდა. უჩა ნანუაშვილი: "სახალხო დამცველი პარლამენტსა და მთავრობას წლებია, მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4454885&name=16.05.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

აპრილში საარსებო მინიმუმი 1 ლარით გაიზარდა

აშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის აპრილში 151 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარით მეტია. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის აპრილთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 8 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის აპრილში 286 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებლზე 1 ლარითა და 80 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 16 ლარითა და 10 თეთრით მეტი. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის აპრილში 170 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 10 თეთრით მეტია, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 9 ლარითა და 60 თეთრით მეტი. ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი აპრილის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -151 ლარი და 30 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 241 ლარი და 10 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 272 ლარი და 30 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 302 ლარი და 60 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 340 ლარი და 40 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 402 ლარი და 40 თეთრი. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4454605&name=16.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

ვარსებობთ მინიმალურად, ანუ რა ცოტა გვყოფნის სიცოცხლისთვის

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4454959&name=16.05.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---