მედიამონიტორინგი 16.05.2018
ტელევიზია
16.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
მაისი, ჯანდაცვის სამინისტრომ ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლის თვედ გამოაცხადა. ამ თემაზე საუბრობს და ამინდის პროგნოზს გვაცნობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელოსბი ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289547
---
16.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ევროკავშირი და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია საქართველოში ერთობლივად ანხორციელებენ იმ მექანიზმების დანერგვას, რომელიც მედიაციისა და არბიტრაციის მეშვეობით შრომითი დავების მოგვარებას უფრო ეფექტურს გახდის. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების შრომითი ინსპექციის ჯგუფი, რომელსაც ჩაუტარდა მთელი რიგი ტრენინგები, შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობის ეფექტურად განსახორციელებელად. შედგენილია სამუშაო გეგმა და მიზნები. აღნიშნული თემის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289667
---
16.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
"საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზეა", - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ევროკავშირის დახმარებით ვაკანსიების მონიტორინგის შესახებ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289623
---
16.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
დღეს იგეგნება ნარკოპლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე კონკრეტული მოთხოვნებით მისვლას გეგმავს სამოქალაქო სექტორი, რაც ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციას შეეხება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის დასწრებასაც ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან პირდაპირ კავშირშია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289648
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289643
---
15.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა უმკაცრესი იქნება. თუმცა როგორი იქნება კანონი მომხმარებლების მიმართ, ჯერ ისევ დავის საგანია. კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ნარკოპილიტიკა ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, მაგრამ კონკრეტულად რა ჩაიწერება კანონპროექტში, ამაზე უმრავლესობაში ჯერ ისევ კამათი და აზრთა სხვადასხვაობაა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289488
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288994
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289193
---
15.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მთავრობა ახალ კამოპანიას იწყებს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288513
---
15.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
კანონპროეტის მიღებამდე მთავრობის მეთაური ახალი პროგრამის შესახებ საუბრობს. ნარკოდამოკიდებულებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით უპირისპირდება. ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სპორტული აქტივობების მაჩვენებლი მკვეთრად დაბალია. სწორედ ამ საკითხზე და ასევე შესაბამისი ინფრასტურქტურის მოწყობის მიზნით, ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობას იწყებს. პროცესში დედაქალაქის მთავრობა და კერძო სექტორიც ჩაერთვებიან. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289493
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289049
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288071
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289335
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289200
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289092
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289055
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289017
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288838
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288761
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288741
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288569
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288548
---
15.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საქართველოს კლინიკების ასოციაცია ექიმების შეცდომებზე პროტესტისა და ამ პროტესტის გაშუქების შეზღუდვას და ფინანსურ დანქციებს ითხოვს. შესაბამისი საჯანონმდებლო წინადადება ორგანიზაციამ პარლამენტს წარუდგინა. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289225
---
15.05.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ორ ექიმს სერთიფიკატი გაუუქმდა ერთს კი სამი თვით შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის თემურ გაბაიძის საქმესთნა დაკავშირებით მიიღო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289207
---
15.05.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 26 ათას 427 ადამიანით ანუ 6,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 451 ათას 538 შეადგინა, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 425 ათას 111-ს შეადგენდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. კერძოდ, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, ასეთი ოჯახების რაოდენობა 130 ათას 750-ია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი - 122 ათას 576-ი იყო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288544
---
15.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
გადაცემიის თემაა ჰიპერტენზია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5287828
---
15.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ფქვილისა და პურპროდუქტების მწარმოებლები მომატებეული საფრთხის მქონე სამუშაოთა ნუსხაში მათი საწარმოების შეტანას ეწინააღმდეგებიან, სამაგიეროდ აღნიშნულს ითხოვენ პროფკავშირების წარმომადგენლები. პურპროდუქტების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს საწარმოებს ყველა კომპონენრტზე ისედაც ამოწმებს. მწარმოებელთა ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ პურის, მაკარონის, ჩაის და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება მომატებული საფრთხის მქონე საწარმოტა რიცხვს არ განეკუთვნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5286870
---
15.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
გადაცემის სტუმარია დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც საუბრობს ნარკოპოლიტიკაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5288621
---
ინტერნეტი
15.05.2018
დავით სერგეენკო - ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია
ჩემს წარმოდგენაში უკლებლივ ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს. „ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად. ეს ეხება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=65589
---
15.05.2018
დავით სერგეენკო - მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო გიორგი გახარიასადმი, რომელმაც თავისი საქციელით დიდი დაძაბულობა განმუხტა
მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო გიორგი გახარიასადმი, რომელმაც თავისი საქციელით განმუხტა ძალიან დიდი დაძაბულობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია მზად არის ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს. „მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და პირადად ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო გიორგი გახარიასადმი, რომელმაც თავისი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და არ ვიცი, კიდევ როგორ შევამკო, საქციელით განმუხტა ძალიან დიდი დაძაბულობა. ის მზად არის, ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის დიალოგის, დისკუსიის ფორმატში განმარტოს და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
15.05.2018
ბექა წიქარიშვილი - შსს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შს სამინისტროში მოითხოვენ, რომ გადაცდომების ამსახველი ფაქტები თავად აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინონ, რაზეც წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ის შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას აუცილებლად წარუდგენს. გარდა ამისა, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა მოითხოვს, რომ ნარკოპილიტკის საკითხების განხილვებში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთოს. „დღევანდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით და მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენე ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა. რაც შეეხება აქციების გაგრძელებას, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნარკოპილიტკის საკითხი განიხილება. ბექა წიქარიშვილის თქმით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36715/PHRis-gantskhadeba-suramis-fsiqiatriulshi-patsientebisatvis-iuridiuli-dakhmarebis-shezghudvaze
PHR-ის განცხადება სურამის ფსიქიატრიულში პაციენტებისათვის იურიდიული დახმარების შეზღუდვაზე
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეშფოთებას გამოთქვამს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებული პირებისათვის იურიდიული დახმარების მიღების უფლების შეზღუდვასთან დაკავშრებით, რაც, მათი ვარაუდით, კავშირშია დაწესებულებაში არსებულ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. 2018 წლის 7 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ რა დროსაც, მათ არ მიეცათ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ არის ერთჯერადი ხასიათის. 2018 წლის 27-28 მარტს უფლებადამცველების პაციენტებთან შეხვედრის შეზღუდვა დაფიქსირდა ასევე ხონის (ქუტირის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რასთან დაკავშირებითაც, PHR-მა მიმართა სამინისტროს რეაგირების მოთხოვნით. თუმცა მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მიერ არ მოხდა შეზღუდვის მიზეზის განმარტება. „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტისას, PHR-სთვის ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ვახტანგ ამირანაშვილი, რომლის დაწესებულებიდან სწრაფი ჩამოშორების საჭიროება ჯერ კიდევ 2018 წლის მარტის თვეში არსებობდა, 2018 წლის 4 მაისამდე კვლავ, რჩებოდა დაწესებულების მმართველ რგოლში და დროებითი მმართველი, მხოლოდ დისტანციურად მართავდა ამ პერიოდის განმავლობაში დაწესებულებას“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობის განზრახვით და მის რეალურ მიზანს არ წარმოადგენდა დაწესებულებაში მოთავსებული პირების დაცვა უფლებების დარღვევის რისკებისგან. მათივე შეფასებით, სისტემის მხრიდან მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ეხება, რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფება და შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, შემაშფოთებელი და მიუღებელია. ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირებისთვის უფლებადამცველებთან შეხვედრის უფლების რეალიზება.
---
15.05.2018
გიორგი კვირიკაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე - მნიშვნელოვანია, ცნობილი ადამიანების, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმოკლეს ვადაში შეიქმნება კონკრეტული გეგმა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, თბილისის მერი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება, შევაფასებთ უმოკლეს პერიოდში თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული თანამედროვე სტანდარტის მიხედვით და რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გაშლა და ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ეს არ იქნება დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება და დაიდება გეგმა თუ რა გვჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენების რაოდენობა გაიზარდა, სპორტული აქტივობა საშუალო მაჩვენებლის ნახევარსაც არ უდრის. „ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივაახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. უახლოეს დღეებში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი და კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ თუ როგორ უნდა იმართოს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ჩვენი ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ი არის კერძო. მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართვა, კამპანია, აქტივობები, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36673/MDFis-angarishi-antidasavluri-propaganda-partiebsa-da-sazogadoebriv-modzraobebshi
MDF-ის ანგარიში: ანტიდასავლური პროპაგანდა პარტიებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებში
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ლიდერობს -130 შემთხვევა „პატრიოტთა ალიანსი“ -91, „ქართული დასი“ - 44 „სოციალისტური საქართველო“ - 40 ამ უკანასკნელის ლიდერი ტვ „ობიექტივის“ წამყვანიც არის და მედიის ნაწილშიც ფიგურირებს. შემდეგ ადგილებზე არიან ყოფილი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები - სულ 25 შემთხვევა. „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ - 22, „მემარცხენე ალიანსი“ - 17 უცხო ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, პოლიტიკოსები -16 „თავისუფალი საქართველო“ -15 „ეროვნულები“ -13 სხვადასხვა პარტიაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრებიც ფიგურირებენ. სულ 6 შემთხვევა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ნატოს ერთობლივ წვრთნას რუსეთის პროვოცირებად და საომარი მოქმედებების ესკალაციის საფრთხედ აფასებდა პარტიების უმრავლესობა, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციას – თურქეთის ინტერვენციად და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვად. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩანაწერის წინააღმდეგ პოზიცია ღიად მმართველი პარტიის ერთმა წარმომადგენელმა გამოხატა, 2008 წლის ომის დაწყებაზე რუსეთიდან პასუხისმგებლობის საქართველოს წინა ხელისუფლებაზე გადატანას კი „ქართული ოცნების“ კაბინეტის წევრი ცდილობდა: ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“: „წინააღმდეგი ვარ, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში იმის ჩაწერისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“ („ასავალ-დასავალი“, 12-18 ივნისი). დავით სერგეენკო , ჯანდაცვის მინისტრი: „რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ „საზღვრების“ დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“ („რუსთავი 2“, „კურიერი“, 3 ივლისი, მარშალპრესი, 3 აგვისტო, „საქინფორმი“, 7 აგვისტო). ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“: „არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისა და ამ ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე: „არის ქვეყნები, სადაც გადაღებულია კლიპები – საბავშვო ბაღში შემოდის მასწავლებელი და ამბობს, აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს, აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს. მე არ მგონია, რომ, აი, ის ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს და ჩვენს მომავალს – რაიმე ფორმით არის ანტიდასავლური განცხადება და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს“ (მარშალპრესი, 19 აპრილი). მედია მონიტორინგის შედეგად სულ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილები გამოვლინდა. „სახალხო კრება“ - 34 „უფლებადამცველთა გაერთიანება“ - 38 „გლობალური კვლევების ცენტრი“ - 29 „ქართული მარში“ - 28 „ევრაზიული ინსტიტუტი“ - 24 „სტალინი“ - 11 ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotshromis-bazarze-motxovna-dabali-da-sashualo-kvalifikaciis-kadrebzeaquot/19588
შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის კადრებზეა"
საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზეა", - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ევროკავშირის დახმარებით ვაკანსიების მონიტორინგის შესახებ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და ის 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე შედარებით მაღალია რეგიონებში და განსხვავდება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკის მიხედვით; შეუვსებელი ვაკანსიების უმრავლესობა კი მოითხოვს პროფესიულ განათლებას. ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით, დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან ითხოვს საბაზისო განათლებას, 25% - პროფესიულ განათლებას, 9% - უმაღლეს განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს. კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც დამსაქმებლებს წარმოექმნებათ პრობლემები ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებით. კანდიდატებს ან არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგები და აკლიათ კვალიფიკაცია, ან რეგიონში არ არსებობს გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალა. მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვაკანსიები შეუვსებელი რჩება, არის მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები არ ზრუნავენ ზემოაღნიშნულის გაუმჯობესებაზე და ცდილობენ, დაიქირაონ კანდიდატები დაბალი კვალიფიკაციით და შეარჩიონ ისინი სხვა რეგიონებიდან. ტექნიკური დახმარების პროექტი “EUVEGE” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს ადამიანური რესურსების გადამზადებაში, პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მართვაში, ასევე რეფორმების შეფასებასა და განხორციელებაში. კვლევის მიზანია, სააგენტოს მუნიციპალური ერთეულების ბაზაზე ევროკავშირში აპრობირებული ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის (vacancy monitoring) მეთოდი დაინერგოს. მიდგომა გულისხმობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ამყარებენ კავშირს დამსაქმებლებთან და მოიპოვებენ მათგან ინფორმაციას ადრინდელი, მიმდინარე თუ სამომავლო ვაკანსიების შესახებ. სამომავლოდ კვლევებს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი რეგულარულად ჩაატარებ
---
15.05.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/vis-da-ra-formit-ekisreba-pasuxismgebloba-mshobiarobis-shemdeg-komashi-chavardnili-pacienti-turqetshi-mkurnalobs
ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მედიაში გავრცელდა ოჯახის ახლობლის კომენტარი. „სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, შემდეგ დაეწყო ჩივილები - ხელები მიბუჟდება, ფეხები მიერთმევაო. შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა“ გამომდინარე იქიდან, რომ ნათია ჩაგანავას გადარჩენის შანსს ქართველი ექიმები ოჯახს ვერ აძლევდნენ, პაციენტი 11 მაისს სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. თურქეთში მკურნალობა 54 200 აშშ დოლარი ღირს. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს მხოლოდ 15 000 ლარი ჩაურიცხა. ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა სოლიდური თანხა საზოგადების დახმარებით შეეგროვებია. მომხდარის შესახებ ჩაგანავას ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისაც სააგენტო ამ საკითხის შესწავლით არც დაინტერესებულა. არადა, სწორედ ეს უწყება სწავლობს სამედიცინო გადაცდომის საკითხებს. ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ პროცესი სამი ძირითადი კანონით რეგულირდება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. „მომართვის შემთხევაში სასამართლო გვაძლევს ნებართვას, შევდივართ დაწესებულებაში და ვსწავლობთ სამედიცინო დოკუმენტაციას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კლინიკური შეფასებისთვის უკვე ვრთავთ ექსპერტებს. საბოლოოდ შეჯამებული ანალიზი კეთდება, თუ გამოიკვეთება დარღვევები ექიმების მხარიდან ისმება პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.სამი ძირითად კანონი არეგულირებს ჯანდაცვის სფეროს ეს არის: საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი, ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი,“ - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ნინო ხუციშვილმა. ის, რომ საქართველოში დაშვებული სამედიცინო შეცდომის გამო სახელმწიფო სათანადო მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას არ იღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე საკანონმდებლო ხარვეზებით ხსნის. როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, სამედიცინო გადაცდომის შემთვევაში ჯანდაცვის სამინსიტროს მაქსიმუმი ქმედითი ნაბიჯი ექიმის ლიცენზიის შეწყვეტაა. სურგულაძის განმარტებით, პაციენტისთვის თანხის გამოყოფა იმის შემდეგ ხდება რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარ ფაქტს შეისწავლის. თანხის გამოყოფა კი საქმის სირთულის მიხედვით ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო დიდი თანხას არ აფინანსებს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი გამოსავალს პროფესიონალურ დაზღვევაში ხედავს. „როდესაც სამედიცინო გადაცდომას აქვს ადგილი სახელმწიფო როგორც წესი ცდილობს, რომ დააფინანსოს პაციენტი. დაფინანსება დამოკიდებულია თანხებზე, შეიძლება იყოს 100%-იანი, 90%-იანი ან 50 %-იანი დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში თუ თანხა აღემატება 30 000-ს ლარს ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აფინანსებს მკურნალობას. არსებობს ცნება პროფესიონალური დაზღვევა, რომელიც გულისხმობს დაზღვევას პროფესიონალური შეცდომის შემთხვევაში. ეს დაზღვევა პრაქტიკულად სრულად აფინანსებს საექიმო შეცდომას. ხდება ხოლმე პროფესიონალური შეცდომა. ჩემი აზრით, საჭიროა შემოვიღოთ სავალდებულო პროფესიონალური დაზღვევა“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/eqimebi-gartulebuli-samedicino-saqmeebis-gashuqebis-akrdzalvas-itxoven/297
ექიმები გართულებული სამედიცინო საქმეების გაშუქების აკრძალვას ითხოვენ
მასმედიის საშუალებით ბოლო პერიოდში ხშირად გაშუქებული გართულებული სამედიცინო შემთხვევების გამო „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა და „საექიმო საქმინობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ექიმები „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 94-ე მუხლში ითხოვენ ცვლილებას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც გარკვეული სახის სახდელები უნდა დაწესდეს. მათი ინიციატივით კანონის აღნიშნული მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მედიის საშუალებით, ღიად საუბარი დაუშვებელია, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე“. „მასმედიის საშუალებით ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავფრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანასაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა იწვევს სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გარცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას“ - აცხადებენ კლინიკების ასოციაციაში.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/111777-klinikebis-asociacia-eqimze-fizikur-zetsolaze-1000-lariani-jarimis-datsesebas-itkhovs
კლინიკების ასოციაცია ექიმზე ფიზიკურ ზეწოლაზე 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს
საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, პაციენტის ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის პატივისა და ღირსების შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ძალადობა ან მუქარაზე 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდეს.
მათ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საქართველოსპარლამენტში დაარეგისტრირეს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა; სამედიცინო პერსონალის პირადი ნივთების, სამედიცინო დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანებაზე 1000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას ითვალისიწნებს. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა გაორმაგდება. საკანონმდებლო წინადადებით 1000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება ასევე სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, პაციენტის ახლობლის ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ, ნებისმიერი ფორმით პროტესტის გამოხატვაზე, რომელმაც გამოიწვია სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება, სხვა ბენეფიციარი პაციენტის უფლებებისა და ინტერესბის შელახვა, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლა. ამ ქმედების განხორციელება პირთა ჯგუფის მიერ გამოიწვევს 2000 ლარიან დაჯარიმებას (თითოეული წევრის). „საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან იმატა სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. მსგავსი ფორმებით სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა ბენეფიციარი პაციენტებისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა აციენტების უფლებებსა და ინტერეებს. თითოეული სამედიცინო დაწესბულების ან კონკრეტული ექიმის უკან დგას პაციენტთა გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც აქვთ უზომოდ დიდი ნდობა, რწენა და იმედი აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ან კონკრეტული ექიმის მიმართ, აღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის პატივისა და ღირსებით შებღალვა იწვევს არა მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის შეურაცხყოფას, არამედ პაციენტთა დიდი ნაწილის ფსიქოლოგიურად დათგრუნვასა და იმედგაცურებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
---
15.05.2018
საქართველოში მოსახლეობის შემცირების შესაჩერებლად მთავრობა ეროვნულ საბჭოს ქმნის
ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობისა და საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციის მიზნით, მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო შეიქმნა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 11 მაისს გამოქვეყნდა. საბჭოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილეები კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნებიან. მათ გარდა საბჭოში შედიან: მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი; მამუკა ბახტაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრი; დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი; თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი; სოზარ სუბარი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად კვაჭანტირაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; სოფიო კილაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გედევან ფოფხაძე − საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; ზურაბ პატარაძე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ირაკლი ქადაგიშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; გრიგოლ ნემსაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; მერაბ ჭანუყვაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; ლევან შონია − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; არჩილ ჯაფარიძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; კახა სამხარაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; ლევან ზაუტაშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; აკაკი მაჭუტაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი; ვაჟა ლორთქიფანიძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი; თამარ ჩიბურდანიძე − ლომთაძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shavi-djipebis-epoqa-saqartveloshi-kidev-didxans-ar-dasruldeba
შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში კიდევ დიდხანს არ დასრულდება
„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის,— პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან ზუსტად ორი თვე გავიდა, თუნცა აშკარად ჩანს, რომ შავი ჯიპების ეპოქა საქართველოში კიდევ დიდხანს არ დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა შეეხებოდა სამთავრობო უწყებებში შავი ფერის ავტომობილების სხვა ფერის მანქანებით ჩანაცვლებასა და მთავრობის ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით შეცვლას. შავი ჯიპების ეპოქის დასრულებას რამდენიმე უწყება თავიდანვე გამოეხმაურა.. მათ შორის ინიციატორის გამზიარებელი ერთ-ერთი პირველი თბილისის მერია აღმოჩნდა. თუმცა როგორც კომერსანტითვის გახდა ცნობილი, ავტო-პარკის განახლება თუ შავი ჯიპების ჩანაცვლება, სამინისტროთა უმეტესობაში ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ შევეცადეთ, ინფორმაცია ყველა უწყებიდან გამოგვეთხოვა. აღმოჩნდა, რომ სამინისტროების უმეტესობა პარკირების განახლებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. რაც შეეხება კონკრეტულად შავ ჯიპებს, მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა აღნიშნული ფერის ავტომობილების ყოლას საერთოდ უარყოფს. გთავაზობთ კონკრეტული უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას: ჯანდაცვის სამინისტრო - „ჩვენ შავი ჯიპები საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება ავტოპარკის განახლებას, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ. თავდაცვის სამინისტრო - „ჩვენ ავტოპარკი ისედაც გვაქვს და ავტომობილებიც წლების წინ შევიძინეთ. რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერის ინიციატივას, ზოგადად ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ამიტომ უახლოეს მომავალში ავტო-პარკის განახლებას არ ვგეგმავთ. დევნილთა სამინისტრო - „ავტოპარკის განახლებისა და ახალი ავტომობილების შეძენის ფინანსები არ გვაქვს. ჩვენი მინისტრები ისედაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებიან. კერძოდ, „სედანის“ ფირმის მანქანებით“. შსს — აღნიშნული საკითხი მოკლევადიანი პროცესი არ არის და ის ეტაპობრივად განხორციელდება. საგამოძიებო სამსახური შავი ჯიპების ნაცვლად ლურჯი ფერის ჰიბრიდების შეძენას გეგმავს. თბილისის მერია — მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს. ფერი — თეთრი „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო“ პრემიერის ინიციატივას აქტიურად ადევნებს თვალს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, პრემიერის ინიციატივას ორი ძირითადი პრობლემა აქვს. პირველი ეს არის, ერთი კონკრეტული ფერის ავტომობილების შეძენის ვალდებულება, მეორე კი - უშუალოდ 2018 წლის მოდელების შეძენა. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნები ზღუდნავს კონკრენციას და კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს. „მიზეზი მარტივია. შესაძლოა კონკრეტულ მწარმოებელს ამდენი ერთი ფერის ავტომობილი არ ჰყავდეს და სწორედ ამიტომ ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღოს. რაც შეეხება მეორე პრობლემას, რატომ არ შეიძლება ახალი მანქანა შეიძინონ ვთქვათ, 2017 წლის?! 2018 წლის მოდელების ვალდებულება არის არასწორი თანაც მაშინ, როცა ჯერ წლის ნახევარიც არ გასულა. საერთო ჯამში, ეს ორი მოთხოვნა ზღუდავს კონკრენციას და ბევრი მომწოდებელი ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას. გვიჩნდება ეჭვი, კორუფციულ გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! პროცესი რომ გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, აცუილებელია მსგავსი მოთხოვნები არ არსებობდეს“,- განმარტავს ნატროშვილი. რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, როგორც ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, ინიციტივა იდეაში გულისხმობს ნაკლები დანახარჯებით ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შეძენას, მსგავსი შეზღდუდვების ფონზე კი ეკონომიურობა არ კეთდება. „თითქოს შესაკრეფთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, შავ ჯიპებს თუ უბრაბლოდ ლურჯი ფერის ავტომობილებით ვანაცვლებთ და გვაქვს მსგავსი არასწორი მიდგომები, ეს ბიუჯეტზე პოზიტიურად არ აისახება. არადა თავის დროზე, მთავარი პრიორიტეტი იყო მანქანების მაქსიმალურად იაფად და ნაკლები დანახარჯებით შეძენა. ეს ყველაფერი არასწროია“,- განმარტავს ნატროშვილი.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/397896
ვახტანგ მაჭავარიანი: საქართველოში კანონი ვეტერანების შესახებ, პრაქტიკულად, არ არსებობს
ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თავმჯდომარე, ვახტანგ მაჭავარიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვეტერანების მიმართ პოლიტიკა არ აქვს ჩამოყალიბებული. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “დღეს ვეტერანებს აქვთ 1995 წლის კანონი, რომელიც, როგორც მორალურად, ასევე ტექნიკურადაა დაბერებული, როდესაც ეს კანონი შეიქმნა, იგი 60 პუნქტს შეიცავდა, ახლა 12 თუ 13 პუნქტიღაა დარჩენილი და ძირითადი პრინციპების გარდა ეწინააღმდეგება სხვა კანონებს, ასე რომ, საქართველოში კანონი ვეტერანების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. მთავარი მხოლოდ სოციალური საკითხები არ გახლავთ, აქ საუბარია სახელმწიფო პოლიტიკაზე ვეტერანების მიმართ, რადგან მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა თავის ვეტერანს. სამწუხაროდ, მებრძოლები მხოლოდ ომის დროს სჭირდებათ, მშვიდობიანობის პერიოდში კი, ვეტერანთა პრობლემები უკანა მხარეს იწევს. ახალი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა კომისია, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს (ეს კომისია ფურჩელზე დღესაც არსებობს). ამ კომისიის მიერ განხორციელდა მხოლოდ 2 ცვლილება, ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც შედიოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩამოყალიბდა სსიპ-ად და ვეტერანებს მიეცათ საშუალება, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით ესარგებლათ. ხელისუფლება ცდილობს, გადააგოროს პრობლემები და არა მხოლოდ ვეტერანებთან მიმართებაში, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია სახელმწიფო წყობის და სისტემის, რაც ვეტერანებთან მიმართებაშიც ხდება”, – აცხადებს მაჭავარიანი.
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saqstati-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-352-lari-da-50-tetria-/19559/
საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 352 ლარი და 50 თეთრია
საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები აპრილის თვეში არ შეცვლილა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტის თვის მსგავსად, აპრილშიც 176 ლარი და 90 თეთრია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 20 თეთრითაა მომატებული. ასევე უცვლელია საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და ის 296 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს. ერთთადერთი მცირე ცვლილება ორსულიანი ოჯახის ხარჯების მხრივ ფიქსირდება და ის 250 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს, რაც მარტის მაჩვენებელზე 10 თეთრით მეტია. ოჯახების საარსებო მინიმუმი სულადობის მიხედვით ასე გამოიყურება: სამსულიანი ოჯახი 282 ლარი, ოთხსულიანი ოჯახი--313 ლარი და 30 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი--352 ლარი და 50 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი--416 ლარი და 70 თეთრი.
---
15.05.2018
დიმიტრი ხუნდაძე - არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები
---
15.05.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36683/akaki-zoidze-marikhuanis-legalizatsiis-motsinaaghmdege-var
აკაკი ზოიძე: მარიხუანის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ
ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გამოსავალია ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა. „ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის გამკაცრება", - განაცხადა ზოიძემ. მისი თქმით, ახალი ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი ნარკომომხმარებლის რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა უნდა იყოს. ზოიძე იმედოვნებს, რომ დაგეგმილი რეფორმა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ ახალი სიმღერა „ლეგალიზება" ჩაწერა. „ჩემი ქართველი ძმა ზის და ოთხკედელშუა კარგავს წლებს, ის უბრალოდ ეწევა შრეკისფერს, ისე არ აშავებს არაფერს, არც რკინას და არც ზედმეტ დოზას, უბრალოდ, კარგ დროს ატარებს, მოკითხვა ციხის დარაბებს, რასტამანებს, ვისაც უყვარს და არ ასაღებს"...
---
ბეჭდვითი მედია
16.05.2018
მედიასაშუალება: ვერსია
დავით სერგეენკო: ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია!"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს. "ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად", - განაცხადა სერგეენკომ.
---
16.05.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მედიაში გავრცელდა ოჯახის ახლობლის კომენტარი. „სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, შემდეგ დაეწყო ჩივილები - ხელები მიბუჟდება, ფეხები მიერთმევაო. შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა“ გამომდინარე იქიდან, რომ ნათია ჩაგანავას გადარჩენის შანსს ქართველი ექიმები ოჯახს ვერ აძლევდნენ, პაციენტი 11 მაისს სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. თურქეთში მკურნალობა 54 200 აშშ დოლარი ღირს. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს მხოლოდ 15 000 ლარი ჩაურიცხა. ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა სოლიდური თანხა საზოგადების დახმარებით შეეგროვებია. მომხდარის შესახებ ჩაგანავას ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისაც სააგენტო ამ საკითხის შესწავლით არც დაინტერესებულა. არადა, სწორედ ეს უწყება სწავლობს სამედიცინო გადაცდომის საკითხებს. ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ პროცესი სამი ძირითადი კანონით რეგულირდება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. „მომართვის შემთხევაში სასამართლო გვაძლევს ნებართვას, შევდივართ დაწესებულებაში და ვსწავლობთ სამედიცინო დოკუმენტაციას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კლინიკური შეფასებისთვის უკვე ვრთავთ ექსპერტებს. საბოლოოდ შეჯამებული ანალიზი კეთდება, თუ გამოიკვეთება დარღვევები ექიმების მხარიდან ისმება პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.სამი ძირითად კანონი არეგულირებს ჯანდაცვის სფეროს ეს არის: საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი, ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი,“ - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ნინო ხუციშვილმა. ის, რომ საქართველოში დაშვებული სამედიცინო შეცდომის გამო სახელმწიფო სათანადო მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას არ იღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე საკანონმდებლო ხარვეზებით ხსნის. როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, სამედიცინო გადაცდომის შემთვევაში ჯანდაცვის სამინსიტროს მაქსიმუმი ქმედითი ნაბიჯი ექიმის ლიცენზიის შეწყვეტაა. სურგულაძის განმარტებით, პაციენტისთვის თანხის გამოყოფა იმის შემდეგ ხდება რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარ ფაქტს შეისწავლის. თანხის გამოყოფა კი საქმის სირთულის მიხედვით ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო დიდი თანხას არ აფინანსებს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი გამოსავალს პროფესიონალურ დაზღვევაში ხედავს. „როდესაც სამედიცინო გადაცდომას აქვს ადგილი სახელმწიფო როგორც წესი ცდილობს, რომ დააფინანსოს პაციენტი. დაფინანსება დამოკიდებულია თანხებზე, შეიძლება იყოს 100%-იანი, 90%-იანი ან 50 %-იანი დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში თუ თანხა აღემატება 30 000-ს ლარს ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აფინანსებს მკურნალობას. არსებობს ცნება პროფესიონალური დაზღვევა, რომელიც გულისხმობს დაზღვევას პროფესიონალური შეცდომის შემთხვევაში. ეს დაზღვევა პრაქტიკულად სრულად აფინანსებს საექიმო შეცდომას. ხდება ხოლმე პროფესიონალური შეცდომა. ჩემი აზრით, საჭიროა შემოვიღოთ სავალდებულო პროფესიონალური დაზღვევა“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.
---
16.05.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
კლინიკები ცენზურის მოთხოვნით გამოდიან, სამედიცინო შეცდომის გაშუქება შეიძლება, 2 ათასით დაჯარიმდეს
საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, რომ ექიმის მიერ ჩადენილი შეცდომის ან დანაშაულის მედიით გავრცელება აიკრძალოს, ასევე აიკრძალოს პაციენტის ახლობლების მიერ სამედიცინო კლინიკების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვაც და მედიაც, ჟურნალისტიც და პაციენტის ახლობელიც 1000 ლარით დაჯარიმდეს, გამეორების შემთხვევაში კი - 2000 ლარით. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია ცილისწამება და სათაურები "ყველა ექიმი მკვლელია!", თუმცა ის არ ემხრობა, რომ ახალი რეგულაცია იყოს მიღებული. ჟურნალისტები ამას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მას ჯანდაცვის კომიტეტშიც ალბათ, მალე განიხილავენ. საქართველოს კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ "მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმპციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას". გახშირებული ცილისწამების მოტივით ასოციაცია "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან შეცდომის, ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს. პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მასმედიის საშუალების ან/და მასმედიის წარმომადგენლის ან/და სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე დროს დაეკისრება ვალდებულება, მასმედიის იმავე საშუალებით უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. იმავე ქმედების ჩადენის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავსი ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კანონპროექტითგანხილვა მოხდება, ოღონდ როდის,არ იცის. მისი თქმით, ექიმი,ექთანი ადამიანია, რობოტი არარის და საუკეთესო ცოდნისა და პრაქტიკისპირობებშიც შესაძლებელია, შეცდომა მოხდეს, მსოფლიოს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემაშიც ხდებამსგავსი რამ დაამიტომ შეცდომების გამო სამედიცინო პერსონალის დემონიზება არ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, დამატებითი რეგულაციის დაწესებას არ ემხრობა. "ეს თვითრეგულაციის თემა უნდა იყოს, ჟურნალისტების ეთიკის კოდექსის ამბავია. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი", - ამბობს ზოიძე. ის ამბობს, რომ მედიაში გარკვეული თვითცენზურა უნდა არსებობდეს. "თვითცენზურა უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების თუ ობიექტური გაშუქების საფუძველზე მოხდეს რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უხეშად რომ ვთქვათ, ექიმის "გაშავება" თვით მოქალაქეს უბრუნდება უკან. დამერწმუნეთ, როდესაც თქვენ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და წამიერი გადაწყვეტილებაა მისაღები, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ექიმი არის შეშინებული და თავს ზედმეტად იზღვევს, მან შეიძლება, თქვენი ჯანმრთელობა ან სიცოცხლე ვერ გადაარჩინოს. ასე რომ, ამის დაბალანსებული გაშუქებაა საჭირო, მაგრამ არ ვემხრობი ამის დაკანონებას რეგულაციით. როცა ბეჭდავთ ექიმის გამო განაწყენებულ ადამიანის ბრალდებებს, ასევე უნდა დაბეჭდოთ მეორე მხარე. და არ უნდა დაწეროთ სტატია სათაურით: "ექიმი ყველა მკვლელია!". მსგავსი სათაური არ გინახავთ? მე ძალიან ხშირად მინახავს და პრობლემა არის ეს", - ამბობს ზოიძე. მისი თქმით, არც სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვისთვის დამატებითი სანქციის შემოღება არ არის საჭირო. "ზოგადად, გარკვეულ დაწესებულებებში ანალოგიური თემები შეზღუდულია, ანუ თუ ხელი ეშლება ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გადარჩენის პროცესს, მაგრამ ეს უნდა დასაბუთდეს, რატომ ეშლება ხელი ამ პროცესს," - დასძენს ზოიძე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ დღესაც არის შესაძლებლობა, ადამიანმა ცილისწამების გამო იჩივლოს ან ეთიკის ქარტიას მიმართოს, ახალი რეგულაციების დაწესება კი ცენზურის მოთხოვნაა. "ეს კანონპროექტი არ მინახავს, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ცილისწამება სამოქალაქო წესით დღესაც შეიძლება, სასამართლოში იყოს განხილული. ანუ მოქალაქეს, მათ შორის - ექიმს, ვინც ფიქრობს, რომ მათ შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა და ცილისწამებას ჰქონდა ადგილი, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და იდავოს. შინაარსს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და დარღვეული იყო ეთიკის ნორმები, ექიმებს შეუძლიათ, მიმართონ თვითრეგულირების ორგანოს, როგორიცაა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ასევე - მაუწყებლობებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ცენზურას ითხოვენ?!" - ამბობს ძველიშვილი.
---