From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-17.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 17.01.2018 08:57
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 7.01.2018

ტელევიზია

17.01.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

ხარაგაულში ბეჟეთუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება. დასაქმებულები აცხადებენ, რომ დამსაქმებელების მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4983192

---

 

16.01.2018

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

დღეს 10 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტის წევრები 23 საკითხზე იმსჯელებენ. ძირითადი თემები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატან ცვლილებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილ გრანტს შეეხება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4983200

---

 

16.01.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:    საქმის კურსი 15:00

სახელმწიფო მიმდინარე წლიდან ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც 6 თვის ვადით იმუშავებს და დამსაქმებლი 50%-იანი თანაფარდობით გადაიხდის იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაასაქმოს. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი უფროსი ელზა ჯგერენაია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4981905

---

 

16.01.2018

არხი: მაესტრო  

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 20:00

თუ წამლის რეცეფტი ელექტრონული არ იქნება, ვერც პაციენტი შეიძენს მას და ის ექიმი და კლინიკაც დაისჯება, რომელიც ამ წესს დაარღვევს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება უკვე 16-ე დღეა დედაქალაქში მოქმედებს და მალე მთელ ქვეყანაში გახდება სავალდებულო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982900

---

 

16.01.2018

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

რთული პრობლემების წინაშე დგანან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოჩინებულში მცხოვრებლები. სოფლის მოსახლეობა სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობს. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გზის არქონის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მისვლას ვერ ახერხებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982565

---  

 

16.01.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00

173 ლარი და 50 თეთრი, ეს დღეს ქვეყნის სარსებო მინიმუმია, ანუ თანხა, რომელიც ერთ ადამიანსუნდა ეყოს, როგორც კვებაზე ასევე მკურნალობაზე, ჩაცმაზე, მგზავრობაზე, კომუნალურ გადასახადეზე და ყველა იმ საჭიროებაზე,რაც არსებობისთვის აუცილებელია. ოპოზიცია და არსამთვრობო სექტორი ხელისუფლებას, ჯერ კიდევ ხელისფლებაში მოსვლამდე გაცემულ დაპირებებს ახსენებენ. ეს არის დათვლის სისტემის შეცვლა, ანუ გაზრდასთან ერთად, საარსებო მინიმუმზე სოციალური პროექტების მიბმვა. 173 ლარი არ პასუხიბს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982883

---

 

 

16.01.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 17:00

საქველმოქმედო განცხადება - 3 წლის ბავშვს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა. ოჯახს მკურნალობის თანხის შესაგროვებლად დახმარება ჭირდება. მსურველების მიმართ არის თხოვნა რომ თანხა ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982441

---

 

16.01.2018

არხი:           კავკასია

გადაცემა: თქვენი დრო

გადაცემის მეორე ბლოკი ეხება გრიპს და ვირუსს, ამ თემაზე სასაუბროდ სტუმრადაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდომოლოგი ირაკლი ქარსელაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982073

---

 

16.01.2018

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარმოადგინა. გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982030

---

 

16.01.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 18:00

პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ ექთნებს ხელფასი გაეზარდათ. სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. მაღალმთიან რეგიონში დასაქმებული ექთნები დამატებით 150 ლარს, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მომუშავე პერსონალი კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს. ანაზღაურება 110 ექთანს ეზრდება. ხელფასს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო გასცემს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4982606

---

 

 

 

ინტერნეტი

17.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/473440-qarthul-ocnebashi-prezidentis-postze-kvlav-giorgi-kvirikashvilisa-da-davith-sergeenkos-kandidaturebi-sakheldeba.html

„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის პოსტზე კვლავ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები სახელდება

მმართველ პარტიაში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან განიხილება. სახელმწიფო მეთაურის პოსტზე კვლავ საუბარია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო წარდგენაზე.  “ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე ღია კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. კულუარულად კი საუბრობენ, რომ არ არის გამორიცხული კვირიკაშვილმა ახლო მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. ამასთან, მათი განმარტებით, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები ჯერ მხოლოდ არაოფიციალური საუბრების დონეზე განიხილება და ოფიციალური კონსულტაციები ამ თემაზე არ დაწყებულა.  2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 6-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/186533-mmarthvel-gundis-prezidentobis-savaraudo-kandidatebi.html?lang=ka-GE

---  

 

17.01.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/98006-kharagaulshi-bezhatubnis-sarkinigzo-gvirabis-mshenebelta-aqcia-grdzeldeba

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებელთა აქცია გრძელდება

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაოებს პროტესტის ნიშნად არ აწარმოებენ. როგორც გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და ყველა დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მათივე განცხადებით, დამსაქმებელი კომპანია საშვებულებო დავალიანებებსაც არ ფარავს. დასაქმებულები დღეს საღამოს, ბეჟათუბანში რკინიგზის დეპარტამენტის და პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან და სწორედ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები და გააგრძელებენ სამუშაოებს თუ არა. მათი თქმით თუ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, ისინი გვირაბს ჩაკეტავენ და სამუშაოდ არც ჩინეთის მოქალაქეებს შეუშვებენ. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sofel-bedjatubanshi-sarkinigzo-gvirabis-msheneblobaze-dasaqmebulebi-meore-dghea-gaficulebi-arian/

---

 

 

16.01.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/44358/kharagaulshi-bejatubnis-sarkinigzo-gvirabis-msheneblobaze-dasaqmebulebi-gaipitsnen

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. მუშები უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განაცხადა,  დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ,,100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენი მუშახელი ჩინეთიდან არის. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," - ამბობს პაატა ნინუა.  ,,რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მხრიდან, 2017 წლის ოქტომბერში ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი.  სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministrom-axalgazrdebis-dasaqmebis-subsidireba-daiwyo/16317/

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირება დაიწყო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების სუბსიდირება დაიწყო. პროგრამა 6 თვიანია და ახალგაზრდა კადრების დასაქმებისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 700 000 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 16-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. წესები კი ასეთია: ერთ ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 3 ან 4 სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდის დარეგისტრირება შეიძლება. თითოეულ მათგანს სახელმწიფო სტიპენდიის სახით ყოველთვიურად 200 ლარს გადაუხდის. დამსაქმებელს საშუალება მიეცემა, მათ შორის საუკეთესო აირჩიოს. შერჩეული თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდაში ისევ სახელმწიფო ჩაერთვება და 4 თვის განმავლობაში ხელფასის ნახევარს თავის თავზე აიღებს. პროგრამის მიხედვით, ერთი ვაუჩერის ღირებულება თვეში 470 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი 4 თვის გასვლის შემდეგ ვალდებულებას იღებს, სამუშაო ადგილი მინიმუმ 6 თვით შეუნარჩუნოს ახალგაზრდა კადრს. რამდენი დამსაქმებელი ჩაერთვება პროგრამაში ჯერ-ჯერობით უცნობია. სახელმწიფო პროგრამას სოციალური მომსხურების სააგენტო განახორციელებს.

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: http://marshalpress.ge/archives/156151

2012-2017 წლები – ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დემოგრაფია – რა გაკეთდა “ოცნების” მმართველობის დროს

რა იყო 2012 წლამდე და რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ – “ქართული ოცნების” დაპირებები და შესრულებული საქმეები. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე “მარშალპრესთან” ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში და ასევე დემოგრაფიული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს. ჯანდაცვა: 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. ამიტომ ჯანდაცვის მიმართულება – ეს იყო პრიორიტეტი. ზოგადად 2012 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 2012 წელს თუ ფიქსირდებოდა 7,8 მილიარდი, 2018 წელს უკვე დაგეგმილია 12,5 მილიარდი ლარი. ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე გამოყოფილი ასიგნებები დინამიკაში ასევე არის მზარდი. 2012 წელს ამ სექტორზე იხარჯებოდა 1,7 მილიარდი, ხოლო, 2017-18 წლებში სამ ნახევარი მილიარდი, ანუ თითქმის გაორმაგებულია. ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი ასიგნებების დინამიკაც მუშაობს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორზე. აქ 3-ჯერ არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით კონკრეტულად – 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო – 333 მილიონი, ხოლო, 2017 წელს ეს ციფრი დაფიქსირდა 895 მილიონით და 2018 წელს უკვე დაგეგმილია 983 მილიონი. 2000 წლამდე საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ვერ სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევით და მას შემდეგ რაც შემოვიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ამაში ჩართულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი. კერძო დაზღვევით სარგებლობს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე. C ჰეპატიტის პროგრამა – ეს საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა, არამხოლოდ თანხობრივად, არამედ შინაარსობრივადაც, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი, თითქმის 200 000 მოქალაქე ამ ვირუსით არის დაინფიცირებული. ამ ვირუსის მკურნალობა საკმაოდ ძვირია, მაგალითად 2 კვირიანი კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 84 ათასი დოლარი ღირს, გერმანიაში – 41 ათასი ევრო, ბრიტანეთში – 35 ათასი ფუნტი, ჩვენთან კი ამერიკელი მეგობრების კონკრეტულად „გილიარდის“ დახმარებით, ეს პროგრამა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უფასო. სასწრაფო სამედიცინო დახმარება – 2014 წელს მოხდა 180 ახალი, 2016 წელს კიდევ დაემატა 20 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები, ანუ განახლდა ავტოპარკი და ეს განახლება ახლაც მიმდინარეობს. 2015 წელს გაიხსნა 8 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალი, ასევე გადამზადება მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი. ანაზღაურებას რაც შეეხება, პირველად 2015 წელს 30%-ით გაიზარდა. შეიქმნა ასევე ჰოსპიტალიზაციის მართვის ელექტრონული სისტემა, რაც აიოლებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის გამართვიანობას, რომ უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოხდეს რეაგირება, კლინიკების საჭიროების შემთხვევაში განთავსება. განახლდა კავშირგაბმულობის სისტემა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეივსო მანამდე არსებული ვაკანსიები და მოხდა, კადრების გადამზადება. გოდერძი – დაბალ გუდაურისა და ბაკურიანის ტერიტორიაზე განთავსდა დამატებითი სამედიცინო ბრიგადები. 2016 წელს სოფლის ექიმის პროგრამის დაფინანსება 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 73 %-ით, ანუ თუ მანამდე 15 მილიონი იხარჯებოდა მათზე, ანუ სოფლის ექიმებზე, 2016 წლიდან უკვე 26 მილიონი იხარჯება, ანუ ანაზღაურება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასევე შრომის ანაზღაურების დინამიკა არის მუდმივად მზარდი. სოფლის ექიმების ანაზღაურება გაიზარდა, მანამდე თუ 2012 წელს შევადარებთ იყო 350 ლარი, დღეს არის 455 ლარი. სამედიცინო ინფრასტრუქტურა არის განახლებული. ე.წ. სიმულაციის ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრი თბილისში უკვე გახსნილია და ის თავის ფუნქციას ასრულებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა დამეტებით გუდაურში, ზუგდიდის რაიონში, სოფელ – რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა, ეს არამხოლოდ სამედიცინო მნიშვნელობისაა, არამედ პოლიტიკური და შერიგების კუთხითაც მნიშვენლოვან როლს შეასრულებს აფხაზეთთან, ეს საუკეთესო საურთიერთობო საშუალებაა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ზოგადად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც გადიან ფართო კლინიკებში მკურნალობას. ასევე სოფელ ტრიოში იგივე შინაარსით არის დატვირთული სამედიცინო დახმარების კლინიკა. ახალი საავადმყოფოები აშენდა დედოფლისწყაროში, ლენტეხში, ხარაგაულში, მცხეთაში. თბილისში, ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი ცენტრი გაიხსნა. დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც. ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, მაგრამ აუცილებელია ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს ეფექტურიც და ხარჯ-ექფექტრიც, ამისთვის საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრები, დაწყებულია მუშაობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე. ასევე მნიშვნელოვანია 2014 წლის სარეცეპტო რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით განხროციელდა, ამის მიზანი იყო, თვითმკვლელობის შედეგად მიყენებული ზიანი, ხშირად პაციენტები საკუთარი გადაწყვეტილებით იღებდნენ მედიკამენტებს და ზოგჯერ არასასურველ შედეგებს ჰქონდა ადგილი. ასევე თვითმკვლელობაა შედეგი, როდესაც არ იყო ვალდებულება ექიმთან მისვლის, კონსულტაციის შედეგად მიღებული რეცეპტის და შემდეგ შეძენის. და შემდეგ ყველაზე მთავარი მიზეზი ეს იყო სააფთიაქო ნარკომანია, როდესაც კოდეინის შემცველი პრეპარატები ხელაღებით, ყოველგვარი კონტროლის გარეშე იყიდებოდა სააფთიაქო ქსელში. 2012 წელს კოდეინის შემცველი პრეპარატები დაახლოებით 14,1 მილიონი ერთეული იყო იმპორტირებული ქვეყანაში, არადა სამედიცინო მოხმარებისთვის საჭიროა მხოლოდ 5 000 ერთეული. ამ სარეცეპტო რეფორმამ ძალიან მნიშვენლოვანი შედეგი გამოიღო. ე.წ. – „ვინტი“, „ჯეფი“ და „კრაკადილი“ ძალიან პოპულარული იყო ახალგაზრდებში. ფაქტობრივად მათი მომხმარებლები დაბალი შემოსავლის ნარკომომხმარებლები იყვნენ და ძალიან დიდი იყო სიკვდილიანობა, ზედოზირების შემთხვევები, იმიტომ, რომ კოდეინის შემცველი პრეპარატები, რომელიც ამ ნივთიერებების დასამზადებლად იყო საჭირო, აფთიაქებში აბსოლუტურად თავისუფლად იყიდებოდა და ფაქტობრივად, სააფთიაქო ნარკომანია ჩამოყალიბდა. 99%-ით შემცირდა კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გადავამოწმეთ სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაცია და ე.წ. „კრაკადილის“ მოხმარების ფაქტები და შემთხვევები, რაზეც არის ჩატარებული ექსპერტიზა 2013 წელს იყო 55 საქმე, ხოლო 2016 წელს 0 – შემთხვევა ფიქსირდება. ასევე სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაზე 2013 წელს იყო 9 საქმე, 2014 წელს 21, 2015 წელს 1 – საქმე. ასევე მოხმარების (ანუ გამოვლენის) ფაქტები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. 2013 წელს ე.წ. „კრაკადილის“ მოხმარების ფაქტი იყო გამოვლენილი 3249 შემთხვევა და 2016 წლის მონაცემებით იყო მხოლოდ 9 შემთხვევა. ასევე ჩვენ სამედიცინო სერვისები გავაუმჯობესეთ სასჯელაღსრულების სისტემაში. ჩვენ თუ გვინდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, ის უნდა დავიცვათ, როგორც სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ, ისე მის შიგნით. C ჰეპატიტის პროგრამამ პირველად სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო ფუნქციონირება. ერთ პატიმარზე გაწეული სამედიცინო დანახარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, 2011 წელს თუ ერთ პატიმარზე სამედიცინო დანახარჯი იყო 240 ლარი, 2015 წელს ეს გაიზარდა 1135 ლარამდე, ანუ 372%-ით გაიზარდა. საპატიმროებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის შემცირებული. 2011 წელს იყო 132 გარდაცვლილი იყო დაფიქსირებული საპატიმროებში, 2016 წელს -9. სუიციდის ფაქტები საპატიმროებში მრავლად იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ამოქმედდა სუიციდის პროგრამა, მნიშვნელოვნად შემცირდა სუიციდის ფაქტებიც. თუმცა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასეთი პროგრამები არ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა გაფართოება, იმიტომ, რომ აქ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. რაც ტუბერკულიოზს საპატიმროებში, 2003 წელთან შედარებით 2012 წელს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი პატიმართა რიცხვი, ეს იყო პიკური მაჩვენებელი, თითქმის 25 ათასს მიაღწია პატიმართა რიცხვმა და ფაქტობრივად ტუბერკულიოზისთვის სასათბურე პირობები იყო შექმნილი. 2012 წელთან შედარებით 2015-2016 წლის მონაცემები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მაგალითად 5-ჯერ შემცირდა რეგისტირებული შემთხვევები და ახალი შემთხვევები არის 8-ჯერ შემცირებული. რაც შეეხება გავრეცელებულ საუბრებს კლინიკებში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით, კორუფცია ნებისმიერ სისტემაში შეიძლება იყოს და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემაში ერთეულ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის არ უნდა დარჩეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურდ უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხების ხარჯვა მიდის და გადაქაჩვა კლინიკების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად არასწორი მოსაზრებები. ძალიან მარტივი განმარტება მინდა გავაკეთო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში იხარჯება მშპ-ისა 3% ამ სექტორზე, ანუ მოსახლეობის ჯანმრთელობის ზრუნვაზე, წამყვან ქვეყნებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე იხარჯება საშუალოდ 6% ან 7% , ჩვენ მინიმალური დანახარჯით ვიღებთ მაქსიმალურ მოგებას. ადამიანები კლინიკებში ვერ მკურნალობდნენ უსახსრობისა და პროგრამების არარსებობის გამო და იპოთეკარების დიდი ნაწილი აქედან გახდა. ასევე მინდა მეორე ეტაპი გამოვყო, ეს არის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ იმ არსებული თანხის კიდევ უფრო მეტი სარგებელი მივცეთ მოსახლეობას. ვფიქრობ, გადაჭარბებული მოსაზრებაა, რომ თითქოს სახელწმიფოს თანხმების მასიური გატაცება ხდება კლინკების მხრიდან, ვიმეორებ, მინიმალური ხარჯით ჩვენ ვაღწევთ მაქსიმალურ შედეგს. ჯანდაცვის დანახარჯებით, გადაცვლილი თითოეულ მოქალაქეზე, ვგულისმხობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანახარჯი აქვს ამ პროგრამით მოსარგებლე ქვეყნებს შორის საქართევლოს. სოციალური მიმართულებები: რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას – მინდა შევეხო პენსიონერთა რაოდენობრივ მაჩვენებელს, რამეთუ მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი, ანუ ხანდაზმულთა რაოდენობა მატულობს მნიშვნელოვნად. ეს განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო მაღალი შობადობა, მაშინ დაბადებულები ამ პერიოდისთვის აღწევენ ხადაზმულობის ასაკს, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, ეს არ არის ნეგატივი, ეს არის დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი, მაგრამ საჭიროა სწორი პოლიტიკის მართვა, რომ სხვა რისკებთან ერთად, არ იყოს საბიუჯეტო რისკებიც და ასევე ხანდაზმულთათვის შეიქმნას შესაბამისი პირობები. სწორედ ამისთვის 2016 წელს პარლამენტმა დაამტკიცა დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, აქ ძირითადად 4 მიმართულება იყო ერთი ის, რომ ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ხანდაზმულთა საჭიროებებზე, ხანდაზმულთა მუდმივი განათლების პროცესი, ხანდაზმულებს ხშირად მათი ასაკის გამო, მათი ძირითადი პროფესიის შესრულება შეუძლებელია, ამიტომ მათი სრული ინტეგრაციისთვის უნდა მოხდეს სრული გადამზადება, ახალი პროფესიების შეძენა. ასევე თაობათა შორისი ურთიერთობების დარეგულირება, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე ეს ურთიერთობები უნდა იყოს დარეგულირებული და ამ დოკუმენტში არის კონკრეტული მიმართულებები. ხანდაზმულთა და სოციალურად დაუცველთათვის 100 ათასი სარეიტინგო ქულამდე, სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფს, ძირითადად ქრონიკული დაავადებებისთვის – ესენია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი. ვფიქრობ, ეს პროგრამა თანდათან იქნება მზარდი, ქვეყნის საფინანსო რესურსების თანხვედრაში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პროგრამა, რამეთუ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველებს უჭირთ მედიკამენტების შეძენა. რაც შეეხება საპენსიო ზრდას – მინდა შეგახსენოთ, რომ ასაკით პესნიონერთათვის პენსია იყო 65 წლის ქვემოთ 110 ლარი, 65 წლის ზემოთ 125 ლარი. 2015 წელს ის გახდა 160 ლარი, 2016 წელს – 180 ლარი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2019 -2020 წლებში 20 ლარით კიდევ გაიზარდოს პენსია და ასევე პარალელურად ამოქმედდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ფინანსური სტაბილურობა იქნას და ასევე ხანდაზმულთათვის შეიქმნას შესაბამისი პირობები საპენსიო უზრუვნელყოფის თვალსაზრისით. ასევე 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონეში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი გახდა, ინფალციაც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა საპენსიო მატება ასწრებს ინფლაციას. სოციალური მიმართულებებით 2014 წლის 1 იანვრიდან ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, თავისუფლებისათვისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმინობის განხორციელებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების 500 ლარიანი კომპენსაცია განისაზღვრა, ხოლო, 2015 წლის 1 -ლი ინავრიდან 1000 ლარით. ეს არის სახელმიწიფო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არამხოლოდ პოლიტიკური ეს არის, ოჯახებისადმი მხარდაჭერის პროგრამა, მანამდე მსგავსი არ არსებობდა. 2015 წლის 10 ივლისიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, კანონით გათვალისწინებული ვითარებაში, პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს, ან მემკვიდრეს ეძლევა ერთჯერადი დახმარება – 100 000 ლარი, რაც მანამდე არ იყო. 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან სასმსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კანონით გათვალისიწინებულ ვითარებაში გარდაცვალილი მეხანძრე- მაშველების ოჯახების მხარდამჭერის პროგრამა ჩაერთო, აქაც 100 000 ლარის ოდენობით ეძლევა მემკვიდრეს დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. მეხანძრე- მაშველებს დაენიშნათ კონპენსაციები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაღუპული და ან დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრის ოჯახის წევრები ყოველთვიურად 1000 ლარიან დახმარებას იღებენ. სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეები იღებენ კომპენსაციას, რაც მანამდე არ იყო. ასევე მინდა შევეხო სოციალური დახმარების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური პროგრამა. მთავარია ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები, თუმცა დღეს არსებული ვითარება არის საყურადღებო. მოსახლეობის 12/13% სოციალურად დაუცველია, 2013 წელს ჩვენ სოციალური დახმარებები გავაორმაგეთ, ოჯახის უფროსი წევრისთვის მანამდე არსებული, ანუ 2012 წლამდე ნაცვლად 30 ლარისა, დახმარება გახდა 60 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო წევრისთვის ნაცვლად 24 ლარისა, ფულადი დახმარება გახდა 48 ლარი – ეს 2013 წელს. 2015 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ახალი შეფასებითი კრიტერიუმები, რაც მეტად ასახავს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და არის დიფერენცირებული დახმარებები, ანუ ვისაც მეტად ესაჭიროება მეტი დახმარება, ის იღებს მეტ დახმარებას. 2015 წლის 1-ლი მაისიდან საარსებო შემწეობის მისაღები სრული ქულა გაიზარდა, მანამდე არსებობდა 57 000 ქულა, წელს კი 100 000 ქულამდე გაიზარდა, ანუ დახმარების მიმღებთა დიაპაზონი არის გაზრდილი. ასევე შემოღებული იქნა – ბავშვებისთვის დანამატი, ასეთ შეჭირვებულ ოჯახებში, მანამდე ეს არ არსებობდა, თითოეული სოციალურად დაუცველი ბავშვი იღებს დამატებით დახმარებას. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს – მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2013 წელს მიღებული იქნა შრომის კოდექსი და არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ მანამდე პრაქტიკულად ქვეყანაში შრომის კოდექსი არ არსებობდა, ეს იყო დისკრიმინაციული, რაც ხშირად იძლეოდა შრომითი ტრეფიკინგის საშუალებას და ჩვენ შევიმუშავეთ იუსტიციის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შრომის კოდექსი. ვფიქრობ, ეს კოდექსი მაქსიმალურად დაბალანსებულია, თუმცა ის, რა თქმა უნდა, არის განახლებადი, სადაც ეტაპობრივად შედის ცვლილებები. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, 2013 წელს 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურების გაზრდასაც ითვალისწინებს. დახმარების მიმღებს გაეზარდა, როგორც შვებულების რაოდენობა, მანამდე იყო 4 თვე დეკრეტული შვებულება, ეს გახდა 6 თვე მანამდე, ანაზღაურება 600 ლარიდან გაიზარდა 1000 ლარამდე. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა დეკრეტული შვებულებით მოსარგებლეთა რაოდენობა. მაგალითად, თუ 2012 წელს იყო 9 ათასზე ნაკლები მიმღებთა რაოდენობა, 2015 წელს 12 ათასს გადააჭარბა. დემოგრაფია: ასევე ხაზგსასმელია, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია. გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას ემუქრება 1070 000 მოქალაქით შემცირება, ამიტომ ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით პოლიტიკის გატარება. ჯანდაცვის კომიტეტის იყო მოთავე ამ პროექტისა და ბევრი ინიციატივა განხორციელდა ამ მიმართულებით და მე გამოვყოფ კონკრეტულს. საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მარტში „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ შეიქმნა. 2014 წლის მაისიდან ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმის მჟავა, ხოლო რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულებს – რკინის შემცველი პრეპარატები. მშობიარობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 2013 წლიდან და დღემდე თითქმის 200 000-მდე მშობიარობაა დაფინანსებული. 2016 წლიდან დაიწყო 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ამოქმედებული 2014 წლიდა. 6 კრიზისულ რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ამოქმედდა მესამე და მომდევნო ბავშვი დახმარების პროგრამა, ბარში ასეთი ბავშვები იღებენ 150 ლარს ყოველთვიურად, სანამ არ გახდება 2 წლის, მთაში კი 200 ლარს იღებენ, აქაც, სანამ 2 წლის არ გახდება. ეს დახმარება მოქმედებს იმ 6 რეგიონში სიკვდილობა ჭარბობს შობადობას – ეს არის რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – ყველაზე კრიზისული რეგიონი, გურია, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი და მცხეთა -მთიანეთი. 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვებისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა ფულადი დახმარება – არანაკლებ 100 ლარი, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა ფულადი დახმარება – არანაკლებ 200 ლარის ოდენობით. ქვეყანაში აბორტების რიცხვი იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის. 2012 წელს დაფიქსრიდა 40 000 აბორტი, ეს მხოლოდ რეგისტრირებული, არადა ამ პერიოდისთვის ფიქსირდებოდა არარეგისტრირებული აბორტებიც.საშუალოდ 2012 წლისთვის ქვეყანაში დღეში დაახლოებით 120-130 აბორტი კეთდებოდა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით – აიკრძალა სელექციური აბორტი, ანუ სქესის შერჩევის მიზნით გაკეთებული აბორტი. აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან გაიზარდა 5 დღემდე, რომ პოტენციურ დედას ჰქონდეს მოსაფიქრებელი ვადა, მიიღოს მეტი ინფორმაცია თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული აბორტი, ასევე გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტებთან მიმართებაში. ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს თუ დადგენილი რეგულაციების დარღვევის პირობებში ჩატარდა აბორტი, ან ეს ოპერაცია გაკეთდა არალიცენზირებულ დაწესებულებაში, ან არალიცენზირებული ექიმის მიერ. შედეგი მინდა გითხრათ, რომ დღემდე 10 000-ით არის ქვეყანაში აბორტების რიცხვი შემცირებული, ეს არის საუკეთესო შედეგი. ზემოთ აღვნიშნე, რომ სელექციური აბორტი აიკრძალა, ანუ თოფის გასროლის მიზნით, ბიჭის დაბადებას ვზეიმობდით, მდედრობითო სქესის გაგების შემთხვევაში ორსულობა წყდებოდა, რის შედეგადაც მივიღეთ სქესობრივი დისბალანსი. 1992 წლის შემდეგ 2016 წელს პირველად დაფიქსირდა სქესთაშორისი ბუნებრივი ბალანსი, ანუ ნორმა. 2013 წლიდან ბაღები მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გახდა უფასო, ანუ ხელმისაწვდომი, და კვების რაციზმიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შემიძლია მოგიყვანოთ მცხეთის მაგალითი, თუ 2012 წელს 700 ბავშვი დადიოდა საბავშვო ბაღში, დღეს უკვე 1500 -ზე მეტი ბავშვი დადის და ამ რამდენიმე თვეში კიდევ დაახლოებით 200, 300 ადგილის რესურსი დაემატება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის ხარჯზე. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონი, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრ პრობლემას არეგულირებს. მიზანია, იმ ბავშვებს ვისაც არ აქვთ ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნის უფლება მაქსიმალურად ოჯახური გარემო შევუქმნათ და გავზარდოთ პასუხისმგებლობა შვილად აყვანის მსურველისა, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. 2014 წელს კანონით განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი და 2 მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც 2016 წლის მიწურულს მიიღო პარლამენტმა, ეს არის დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი. ზემოთ აღვნიშნე, რომ ერის დაბერების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. ეს პროექტი ავალდებულებდა მთავრობას, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეემუშავებინა და რაც სამოქმედო გეგმა მთავრობამ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღო, ეს არის სწორი პოლიტიკის მართვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. ასევე 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეს არის – საქართველოს დემოგრაფიული სახელწმიფო უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო და აქაც მთავრობას ავალდებულებს, რომ 2012 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს, ამ ეტაპზე მთავრობაში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. აქ არის რამდენიმე მიმართულება, რომელიც ეხება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მიგრაციას, შობადობის სტაბილიზაციას და ა.შ… ასევე მინდა გამოვყო კომიტეტში მიღებული ამ ხნის განმავლობაში მიღებული კანონები, საუბარია, 2013 წლის შემდეგ მიღებული კანონებზე – ეს არის ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი, ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ კანონი, ცალკე ამ მასშტაბის კანონი ქვეყანაში არ არსებობდა, დღეს უკვე ეს კანონი არსებობს. ასევე სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირების შესახებ მიღებული კანონი, ასევე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელმაც მე-8-ე მოწვევის პარლამენტში დაიწყო მუშაობა, ხოლო მე-9-ე მოწვევის პარლამენტში იქნა მხარდაჭერილი, ასევე ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი, აქ არანებაყოფლობითი მკურნალობის დეფინიცია შემოვიდა, რომელმაც ევროპელი ექსპერტების მიერ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. აივ- ინფექცია – შიდსის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები. ასევე ცვლილებებია სოციალურად დახმარების შესახებ კანონში. ასევე აღსანიშნავია კანონი- შრომითი მიგრაციის შესახებ და ა.შ. მე ვიტყოდი, რომ მე-8-ე მოწვევის პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტმა მასშტაბური სამუშაო ჩაატარა ძალიან ბევრი მიმართულებით.

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: https://phrgeorgia.wordpress.com/2018/01/11/phr-116/

PHR-ის საჩივრის საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა გენდერულად მგრძნობიარე ასპექტის გათვალისწინებით, განმეორებით შეისწავლა არასრულწლოვანზე ძალადობა

სოციალური მომსახურების სააგენტომ PHR-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არასრულწლოვანზე ძალადობა განმეორებით შეისწავლა და ორგანიზაციის მიერ მითითებული შენიშვნები გაითვალისწინა. PHR-მა სააგენტოს საჩივრით 21 ნოემბერს მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ სოციალური მუშაკის მხრიდან გამოვლინდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის მიმართ გენდერულად არამგრძნობიარე დამოკიდებულება, მომზადებული დასკვნა შეიცავდა ხარვეზებს და შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვდა დასკვნის გაუქმებასა და არასრულწლოვნის მდგომარეობის ხელახლა შესწავლას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანს განსაზღვრული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სარგებლობს სოციალური პაკეტით, რომელსაც მინდობილობის საფუძველზე ერთპიროვნულად პირადი მიზნებისთვის  იყენებდა მისი ერთ-ერთი მშობელი, რაც წარმოადგენს ეკონომიკურ ძალადობასა და ბავშვის უგულებელყოფას. ამასთანავე,  მშობლის მხრიდან მეორე მშოლის მიმართ ბავშვის თანდასწრებით  სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის თაობაზე მშობლის მიერ ინფორმირებული იყო სოციალური მუშაკი, თუმცა მას რაიმე ზომა არ მიუღია. მას შემდეგ რაც  მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას მომართა და ითხოვა დახმარება, ორგანიზაციის წარმომადგენელმა   ძალადობის ფაქტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, რის საფუძველზეც გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.  ბავშვის მიმართ მიმდინარე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ასევე მიეწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოსაც და მოთხოვნილ იქნა რეაგირება. საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კი, საქმის შესწავლის შემდეგ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა არ ხორციელდებოდა. სწორედ აღნიშნული დასკვნის გაუქმების მოთხოვნით მიმართა PHR-მა სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჩივარში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, სოციალური მუშაკი ვერ გამორიცხავდა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ამასთანავე, სოციალური მომსახურების სააგენტომ არასათანადო რეაგირება მოახდინა არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად, კერძოდ – არ გაითვალისწინა ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის გამოც მას ოჯახში ძალადობის მოწმედ ყოფნა განსაკუთრებულ ზიანს აყენებდა; მას არ განუხორციელებია ვიზიტი ოჯახში, არ შეუსწავლია არასრულწლოვნის მდგომარეობა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის მიმართ არ ხორციელდებოდა ძალადობა და ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ არ ყოფილა გენდერულად მგრძნობიარე. უფრო მეტიც, მან ბავშვის მიმართ ძალადობის გამოსარიცხად საკმარისად მიიჩნია მშობლების შერიგების ფაქტი, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება სოციალური მუშაკისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს. მოცემულ შემთხვევაში კი, სოციალურ მუშაკი არ იყო გენდერულად მგრძნობიარე, რადგან მან ბავშვზე ძალადობის შესწავლისას არ გაითვალისწინა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის გენდერული ასპექტები, თუ რამდენად დიდ სირთულეს წარმოადგენს მსხვერპლისთვის   მოძალადესთან ღიად დაპირისპირება, რის გამოც თავად უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოძალადე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შესაზღუდად, რაც არ განახორციელა. ჩვენი საჩივრის პასუხად, ორგანიზაციას სოციალური მომსახურების სააგენტომ 26 დეკემბერს აცნობა, რომ  განმეორებით შეისწავლეს საქმე და სოციალური მუშაკის ჩარევის შედეგად, მოძალადე მშობელმა ნებაყოფლობით გადასცა მინდობილობა მეორე მშობელს. რის შემდეგაც, არასრულწლოვნის მიმართ ზემოხსენებული ფორმით ძალადობა აღარ ხორციელდება.

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33699/ombudsmenis-angarishi--adamianis-uflebebi-seqsualuri-da-reproduqtsiuli-janmrtelobis-chrilshi

ომბუდსმენის ანგარიში - ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში

სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში - „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის კუთხით ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში პირველად შეფასდა. შეფასდა შემდეგი საკითხები: კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციისა და სერვისებისადმი წვდომა; უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა და აბორტის შემდგომი ზრუნვა; დედათა ჯანმრთელობა; აივ ინფექციის/შიდსის პრევენცია და მკურნალობა; სასიცოცხლო უნარ-ჩვევები/ საფუძვლიანი სქესობრივი განათლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; რეპროდუქციული ტექნოლოგიები; სუროგაცია და რეპროდუქციული სისტემისა და ძუძუს კიბო. დოკუმენტში ყურადღება ასევე გამახვილებულია მოწყვლად ჯგუფებზე, კონკრეტულად კი, ისეთ ქვეჯგუფებზე, როგორიცაა ქალები და გოგონები, ლგბტი პირები, კომერციულ სექს სამუშაოში ჩართული ქალები, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონები პირები, მოზარდები და ახალგაზრდები. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველო სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე შეფასებაში განხილულ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები არა ილუზიური, არამედ რეალური იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება მოწყვლად ჯგუფებს. კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციასა და მომსახურებისადმი წვდომა სახალხო ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების დაბალი გათვითცნობიერებულობა, მათ შორის, კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდის არსებობის, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, რადგან კონტრაცეფცია სახელმწიფოს ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ესენციური მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც დაემატებოდა ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც და ზოგადად, არასაკმარისია ინფორმაცია ბაზარზე ხელმისაწვდომი თანამედროვე კონტრაცეპტივების სრული ასორტიმენტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი კონტრაცეპტივები რეცეპტის გარეშე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გვხვდება არათანმიმდევრული პრაქტიკა, როდესაც რიგ შემთხვევებში გადაუდებელი კონტრაცეფ ცია რეცეპტის გარეშე გაიცემა, ხოლო ზოგჯერ - რეცეპტს მოითხოვენ, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად უშლის ხელს კონტრაცეპტივებთან დროულად წვდომას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მთავრობა არ უზრუნველყოფს ადეკვატური მხარდამჭერი გარემოს შექმნას ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი სერვისების უზრუნველსაყოფად. უსაფრთხო აბორტი და აბორტის შემდგომი მკურნალობის ხელმისაწვდომობა აბორტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო-კანონმდებლობის მრავალი ასპექტი პრობლემურია და საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებს არ შეესაბამება. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ბევრი კლინიკა, ასევე ზნეობრივი მოსაზრებებით არ სთავაზობს რეფერალურ პროცედურას. ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომელიც გაუპატიურების შემთხვევაში 12 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტისთვის სასამართლო გადაწყვეტილებას მოითხოვს, აფერხებს მსხვერპლის უფლებას, მიიღოს მომსახურება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ანგარიშში ასევე განხილულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხი. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიმართულებით, მათ შორის, იმ სამი ძირითადი შეფერხების დაძლევის კუთხით, რომლებიც, ხშირად დედათა სიკვდილიანობასა და ავადობასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. აივ/შიდს-ის პრევენცია და მკურნალობა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი აივ ინფექციის/შიდსის შესახებ, რითაც გაუმჯობესდა საერთო სამართლებრივი გარემო. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები რეგულაციებსა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სარისკო ქცევის მქონე პოპულაციასთან მიმართებაში. სასიცოცხლო უნარების შესწავლა/ყოველმხრივი სექსუალური განათლება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინიციატივების მიუხედავად, საქართველოში, სრულყოფილი და ასაკის შესაბამისი სავალდებულო პროგრამა ცხოვრებისეული უნარების/სრულყოფილი სექსუალური განათლების შესახებ, ამჟამად არ არსებობს. კონკრეტულ საგნებში გადმოცემული ინფორ მაცია, ძირითადად, რეპროდუქციის ბიოლოგიურ ასპექტებს შეეხება და არ მოიცავს საქართველოში არსებულ კრიტიკულ საკითხებს, როგორებიცაა საზიანო გენდერული სტერეოტიპები და გენდერული ნიშნით ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პოზიტიური ნაბიჯებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და გენდერული თანასწორობის შესახებ მიღებული კანონების მიუხედავად, მაინც არსებობს მრავალრიცხოვანი შეუსაბამობა, როგორც კანონმდებლობის, ასევე, პრაქტიკაში გატარების კუთხით (წინამდებარე შეფასება შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის კონკრეტულ საკითხებს და არა გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმას). ქალთა მიმართ ძალადობა და კონკრეტულად, ოჯახში ძალადობა, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამასთან, შემთხვევების რაოდენობაც, სავარაუდოდ, არასრულადაა შეფასებული. პრობლემად რჩება სისტემური და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარვეზები ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებისას სამართალდამცავი უწყების მხრიდან, რომელიც, როგორც ჩანს, კვლავაც ვერ აფასებს მსხვერპლის მიმართ არსებულ საფრთხეს და რისკს და არ იღებს ადეკვატურ ან პრევენციულ ზომებს. რეპროდუქციული სისტემა და ძუძუს კიბო ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ხელმისაწვდომობა და ფიზიკური წვდომა, მათ შორის, ფინანსური ფაქტორი, ის ძირითადი დაბრკოლებებია, რომლებიც ხელს უშლის რეპროდუქციული ორგანოების კიბოს სკრინინგს და მკურნალობას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის (UHC) ფარგლებში სახელმწიფო გარკვეულწილად აფინანსებს კიბოს მკურნალობას. კიბოს (მკერდის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტალური) სკრინინგის პროგრამებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია. მართალია, კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების კამპანიები ეფექტიანი იყო, მაგრამ ისინი შეწყდა და ამჟამად აღარ ხორციელდება სახელმწიფო თუ მუნიციპალური დაფინანსებით. ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგია (ART): ვითარება სუროგატ დედობასთან დაკავშირებით საქართველოს არსებულ კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული სუროგაციის საკითხები და შედეგად, პრაქტიკის დიდი ნაწილი არ რეგულირდება. მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები ანგარიშში განხილული ჯგუფებია: ლგბტი პირები, ქალი სექსმუშაკები, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები, ახალგაზრდები და მოზარდები. ზემოთ აღნიშნულ ჯგუფები დისკრიმინაციას, როგორც არასათანადო კანონმდებლობის, ისე ჯანდაცვის სექტორში და მის მიღმა დამკვიდრებული მცდარი პრაქტიკის გამო განიცდიან. საკუთარი ვინაობით და საქმიანობით განპირობებული სტიგმის და, ზოგიერთ შემთხვევაში, კრიმინალიზაციის გამო ისინი ჯანდაცვის დაწესებულებებში ვერ იღებენ სათანადო მკურნალობას, რაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს მკურნალობისგან თავის არიდებისკენ უბიძგებს.

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=162563-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“ - როგორ უვლის ბებიას მე-12 კლასელი ბიჭი

უკვე რამდენიმე წელია, რაც მას დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია... ეს ქალბატონი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული მსგავსი პრობლემისგან, და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ გამოუვალ სიტუაციაში... დახმარების მიზნით ჭიათურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლევან მუმლაძე დაგვიკავშირდა, რომელიც მწოლიარე ბებიას უვლის. 75 წლის გულიკო გოცაძე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით. სახსრების და ზურგის გაუსაძლისი და გამუდმებული ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის. „ნუთუ ისე მოვკვდები, რომ დღის სინათლეს, მზეს და ცას ერთხელ მაინც ვერ ვნახავ...“ , - ამბობს ხანდაზმული ქალბატონი. მთელ დღეებს იგი დანჯღრეულ საწოლში ატარებს, მიაჩერდება ჭერს და საყვარელი შვილიშვილის სკოლიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელის. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც...ჩაით და პურით. სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ ასეთი მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდლად თანხა არ ჰყოფნით. „თვეში მას 50 პამპერსი სჭირდება, - ამბობს ლევანი. კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემის, რომელიც დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს, მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა“. გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი, თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების, საკვები პროდუქტების სახით, ხოლო ყველაზე მეტად მას სჭირდება ეტლი, რომლის ყიდვა თავად ოჯახს მძიმე მატერიალური ყოფის გამო არ ძალუძს. მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა გულიკო გოცაძის დასახმარებლად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიკო გოცაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/271-gotsadze/ თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი “თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც”. (დედა ტერეზა)

---

 

16.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=162566-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"ზოგჯერ მგონია რომ უკვე გარდავიცვალე, ცივ და უსახურ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს..."

ამ საშინელ სოროში, მიწის იატაკზე, ნახევრად ჩამოშლილ კედლებში ერთი ძალიან კარგი ადამანი ცხოვრობს... მაგრამ მის არსებობას ცხოვრება მხოლოდ პირობითად შეიძლება რომ ეწოდოს. აქ არც აბაზანაა, არც სამზარეულო და რაც ყველაზე საშინელია ოთახს ერთი ფანჯარაც არ აქვს. გათენებას და დაღამებას მხოლოდ ვარაუდით ხვდება, მის ცივ და უსახურ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს... შეიძლება ითქვას, რომ ბატონი შოთა ცოცხლადაა დამარხული... ფიქრობთ, რომ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება და მარტოობა ეს ერთადერთია, რაც ადამიანს შეიძლება სიბერეში დაემართოს? მუდმივი სიცივისგან, შიმშილისგან და აუტანელი ყოფისგან შოთა ნახევარი წელია, რაც საწოლიდან ვერ დგება... მიზერული პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნის. კომუნალურებს ვერ იხდის, და ამიტომ მბჟუტავ ნათურას მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც სრულ სიბნელეში მას ეჭვი ეპარება ჯერ კიდევ ცოცხალია თუ უკვე გარდაიცვალა... შოთასთვის თითოეული ჩვენგანის დახმარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. წარმოიდგინეთ რას გრძნობს იგი, დიდ ქალაქში, სადაც არავის სჭირდება, ერთი ერთზე ავადმყოფობასთან, სიცივესა და შიმშილთან... მაგრამ ყველაზე საშინელი იცით რა არის? ის, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი უამრავი მოხუცი ცხოვრობს. ჩერნოვეცკის ფონდი 600 მარტოხელა უმწეო მოხუცს უწევს დახმარებას, მაგრამ რამდენი გარდაიცვალა დახმარების მოლოდინში, გაფიქრებაც კი გვზარავს... თუ გაქვთ სურვილი და საშუალება დაეხმაროთ ბატონ შოთას თბილი საბანი, ბალიშები, თეთრეული და პროდუქტები შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენი ფონდის ოფისში: თბილისი, გორგასლის მესამე შესახვევი N25. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა შოთაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/272-shotashvili/ ყოველი დახარჯული თეთრის ანგარიშს ჩაგაბარებთ და ყველა კეთილ ადამიანს დიდ მადლობას გადაგიხდით. თანხა ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ ტერმინალებიდან NOVATECHNOLOGY, TBCPAY და EXPRESSPAY. ქველმოქმედების განყოფილებაში აირჩიეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“

---