From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-17.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 17.04.2018 08:33
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 17.04.2018

ტელევიზია

17.04.2018

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამები - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლის შესახებაც დავით სერგეენკომ ესპანეთში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა გამოცდილება კოლეგებს მსოფლიოს 11 ქვეყნიდან გააცნო. მონაწილეებმა არაგადამდებ დაავადებებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული რეგიონული შეხვედრა გუშინ გაიხსნა და 18 აპრილს დასრულდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168131

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168185

იმედი - ქრონიკა 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168204

---

 

17.04.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას გეგმავენ - რას ითხოვენ მეტროს მემანქანეები დეტალები იმედის დილაში

https://www.imedi.ge/ge/video/23220/metropolitenis-memanqaneebi-gapitsvas-gegmaven--ras-itkhoven-metros-memanqaneebi-detalebi-imedis-dilashi

---

 

16.04.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

შრომითი უსაფრთხოების არაეფექტური სისტემა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება - ასეთია ევროკომისრის იოჰანეს ჰანის წერილის შინაარსი, რომელიც არასამთავრობო სექტორმა მიიღო. პარალელურად ტყიბულში მომუშავეები უსაფრთხო პირობების შექმნას კომპანიისგან და ხელისუფლებისგან ითხოვენ. რა გახდა ტრაგედიისა და მინდელის შახტში დაღუპვის ადამიანების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167561

I არხი-მოამბე 21:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167755

მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00-

https://imedinews.ge/ge/video/5592/saqartveloshi-samushao-pirobebit-evrokavshiri-sheshpotebulia

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167265

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5166245

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5166032

---

 

16.04.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საპასუხო წერილს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167164

I არხი - მოამბე 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5166789

---

 

16.04.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

მეშახტეები საქნახშირს სამპუქნტიანი მოთხოვნით მიმართავენ. მუშები ტყიბულის შახტების ფუნქციონირების დროებით შეჩერებას, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობრლივად შახტებში არსებული პირობებისა და უსაფრთხოების მოგვარებას ითხოვენ. მეშახტეების თქმით, საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად, ამ პერიოდში დასაქმებულებს ხელფასი სრულად უნდა აუნაზღაურდეთ. არასამთავრობო სექტორი ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნებს ეხმიანებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167278

---

 

16.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

ტრანზიტით ან ტურისტული მიზნით საქართველოში შემოსული არაქართული ნომრების მქონე ავტომობილების მიერ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისთის მიყენებულ ზიანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. ზიანი 1 მარტიდან ამოქმედებული სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება და მას სადაზღვევო კომპანია დაფარავს. აღნიშნული ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილებების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებიდან მოხდება იმ თანხების ამოღებაც, რაც 1 მარტიდან ამ დრომდე სახელმწიფომ გაწია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5167793

---

 

16.04.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა

2014-2017 წლებში აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარია დახარჯული, სამედიცინო მომსახურება კი 6188 პაციენტმა მიიღო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლიგიის დაავადებების დროს სჭირდებათ დახმარება. ხშირადმ მიმართავენ მედიკამენტების მოთხოვნით ზოგადი ქირურგიისა და გინეკოლოგიის საჭიროების დროს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5165349

---

 

 

ინტერნეტი

17.04.2018

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488381-magharoelebisa-da-meshakhteebis-sakithkhthan-dakavshirebith-sammkhrivi-komisiis-skhdoma-gaimartheba.html

მაღაროელებისა და მეშახტეების საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პროფკავშირებისა და ბიზნესის ჩართულობით, 19 აპრილს მაღაროელებისა და მეშახტეების საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც პროფკავშირებმა საქართველოს პრემიერს მიმართეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა მათ და სამმხრივ კომისიაზე მიიწვია თანამშრომლები. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა ტყიბულსა და ჭიათურაში მოხდეს ეკონომიკის სხვა მიმართულების დარგების დანერგვა და განვითარება, რათა იქ მცხოვრებ პირებს ჰქონდეთ დასაქმების სხვა ალტერნატივა. „ჩვენ მოვითხოვეთ სამმხრივი კომისია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე გამოგვეხმაურა. გამოხმაურება იყო ჯანდაცვის სამინისტროდანაც. როგორც შალვა თადუმაძემ თქვა, პრემიერისთვის მისაღებია და აუცილებელია ის მოთხოვნები, რაც პროფკავშირმა დააყენა. საჭიროა აღნიშნულ სამმხრივ შეხვედრას დაესწროს ბიზნესკომპანიები, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. გარდა ამისა, ხშირია გამოცდილება გარკვეულ ქვეყნებში, სადაც არამდგრადია სიტუაცია, სიცოცხლისთვის საშიში შრომითი გარემოა, რომ ხდება ეკონომიკის სხვა მიმართულებების დანერგვა და განვითარება. მაგალითისთვის გეტყვით, არალის ზღვა რომ დაშრა, სადაც ყველაფერი აგებული იყო ნაოსნობაზე, ახლა სხვა დარგების განვითარება ხდება. სიცოცხლისთვის საშიშია ჩვენთან შახტები და ეს კვლევით თუ დადასტურდება, ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ ღირს თუნდაც ეკონომიკური ნახტომებისთვის. სოფლის მეურნეობიდან დაწყებული მსუბუქი მრეწველობით დამთავრებული ნებისმიერი სფეროს განვითარება შეიძლება როგორც ჭიათურაში, ისე ტყიბულში. უნდა გაჩნდეს ამ რეგიონებში ალტერნატივა და ადამიანებს დასაქმების სხვა საშუალება უნდა მიეცეს და ეს სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა მთავრობის ადმინისტრაციაში, ან შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართოს.

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://commersant.ge/?view=post&id=141742&lang_id=ge

სახელმწიფო წამლის ხარისხის მკაცრ კონტროლს იწყებს, ფარმაცევტულ კომპანიებს ევროსტანდარტების დაცვა მოუწევთ

ფარმაცევტულ კომპანიებს ევროსტანდარტების დაცვა მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას იწყებს. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცა გარდამავალი პერიოდი, რათა GMP/GDP სტანდარტების დასანერგად გადაამზადოს GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატი. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ადამიანური რესურსების გადამზადებაში დაახლოებით 200 000 დოლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, სწავლის ღირებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციია აფინანსებს. „შერჩეულმა კანდიდატებმა ჯანდაცვის სამინისტროში სელექციის რამდენიმე ეტაპი გაიარეს. მიმდინარე წლის ზაფხულში შერჩეული GMP ინსპექტორები მივლინებული იქნებიან დანიაში ტრენინგ კურსის გასავლელად, როგორც კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლები. ამას მოჰყვება ტრენინგის მეორე და მესამე ეტაპი. ის კანდიდატები, რომელებიც წარმატებით გადალახავენ მეორე ეტაპს მიიღებენ GDP ინსპექტორის წოდებას, ხოლო მესამე ეტაპის გადალახვის შემდეგ პირებს ექნებათ GMP ინსპექტორის საპატიო წოდება“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ინსპექტირების სავალდებულო ნორმად აღიარებამდე ინსპექტირება ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება. მისივე თქმით, 2022 წლიდან სავალდებულო იქნება ნებისმიერი წარმოებისათვის, რომ თავისი წარმოება განახორციელოს GMP სტანდარტების შესაბამისად და დისტრიბუცია განახორციელოს GDP სტანდარტების შესაბამისად. „2019 წლის პირველი ივლისისთვის უკვე შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ინსპექტირება განხორციელდეს ნებაყოფლობით, საწარმოების მოთხოვნის შესაბამისად. ამავე დროით განსაზღვრულია, რომ ყოველი ახალი საწარმო რომელიც საქართველოში დააპირებს განახორციელოს ფარმაცევტული წარმოება ვალდებული იქნებიან GMP სტანდარტების შესაბამისად მოაწყონ და გაუშვან წარმოება. ეს პროცესები მრავალმა ქვეყანამ გაიარა და მას ფარმაცევტული სექტორისა განვითარება მოჰყვა“, - განაცხადა მარინა დარახველიძემ. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი გვიყვება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. სახელმწიფო თვითონ მოახერხებს კომპეტენტური ორგანოს რეორგანიზაციას. ეს საბიუჯეტო სახსრების განსაკუთრებულ ხარჯვას არ მოითხოვს. ხორციელდება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. ასევ მნიშვნელოვანია წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ამისთვის შესაძლებელია იქნას გამოყენებული არსებული სიმძლავრე რომელიც გააჩნია სახელმწიფოს. მაგალითად, ქიმიური თვალსაზრისით სამხარაულის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიურ ანალიზის თვალსაზრით ლუგარის ლაბორატორია, ასევე შესაძლოა განვიხილოთ დამოუკიდებელი ლაბორატორიები “, - განაცხადა მარინა დარახველიძემ. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცვლილებები მედიკამენტების გაძვირებას მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ქართული წარმოების მედიკამენტების წილი ბაზარზე მცირეა, ამიტომ ეს მოსახლეობაზე არ აისახება. „იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით, უნდა შევხედოთ რა წვლილს იკავებს ქართული წარმოების მედიკამენტები მთლიანად საქართველოს ბაზარზე. დარეგისტრირებულ 15 ათასი სახეობის მედიკამენტებს შორის მინდა გითხრათ, რომ მათი წილი საკმაოდ მცირეა. შესაბამისად ეს სერიოზულ გავლენას მედიკამენტების გაძვირებაზე ვერ მოახდენს. ასევე როდესაც საუბარია სამკურნალო წამლების გაუმჯობესებაზე იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდოს მოსახლეობას არ ექნება აზრი GMP- ს იმპლემენტაციას თუ მას არ მიჰყვა GDP-ის იმპლემენტაცია იმიტომ, რომ ნებისმიერი უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი რომელიც არ იქნება კარგი დისტრიბუციის საშუალებით მიტანილი მომხმარებლამდე შესაძლო მავნებელი გამოდგეს პაციენტისათვის. ამას პაციენტი ვერ გააკონტროლებს ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ“. - განაცხადა მარინა დარახველიძემ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ჩიხლაძე ამაბობს, რომ ხარისხის კონტროლის არარსებობა საქართველოში, დიდი პრობლემაა. როგორც ჩიხლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, პროცესი დაგვიანებულია, რადგან მედიკამენტების ხარისხზე ზრუნვა ბევრად უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ განხორციელდება აღნიშნული ინიციატივა. „ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ვიხდით უზარმაზარ თანხებს მედიკამენტებში და არ ვართ დარწმუნებულები მათ ხარისხში, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არ ხდება მედიკამეტების შემოწმება. თუმცა გარკვეულ წამალი მოწმდება, მაგრამ უკვე შემდგომ ვის რა შემოაქვს ან როგორ, ეს აღარ კონტროლდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ პრობლემა იმპლიმენტირებაში და პროცესის მენეჯმენტშია, ანუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი.“, - განმარტავს სერგო ჩიხლაძე.

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://www.for.ge/view.php?for_id=52842&cat=3

საზღვარგარეთ ლეგალურად სულ უფრო მეტი ქართველი დასაქმდება

დასავლეთი მხოლოდ ქართველების ექსტრადირებისთვის არ იცლის. როგორც ჩანს, დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოდან ადამიანების ლეგალური ჩასვლა, რომლის გარანტორიც ჩვენივე ქვეყანაა. უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. ჯანდაცვის სამინიტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ ერთიან ბაზაში ყველა მსურველის მონაცემები განთავსდება, რათა უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს ეს ადამიანები და დაასაქმოს. ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტის ფარგლებში შარშან გერმანიამ საქართველოდან ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც დაუფინანსა. ლეგალურ მიგრანტებს ხშირად სთავაზობენ დასაქმებას სასტუმროების ბიზნესის სპეციალისტის, ადმინისტრატორის, ბარმენის პოზიციაზე. ასევე, პერსპექტივა აქვთ სამშენებლო სფეროში დასაქმებულებს, ელექტროშემდუღებლებს. შესაძლოა, ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის ფარგლებში ისრაელმაც დაიწყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა და ათი თვით დასაქმების საშუალება მისცეს ჩვენს უმუშევრებს. ეს ნიშნავს, რომ მუშაობა გახდება ლეგალური და ჩვენს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, საზღვარგარეთ მიიღონ ის ანაზღაურება, რასაც ადგილობრივი მოქალაქეები იღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული. ამ მიზნით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინოს განაცხადი და გაიაროს კონსულტაცია. სამინისტრო მათ დაეხმარება, რათა კაბალურ პირობებში არ აღმოჩნდნენ უცხოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური მიგრაცია უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, ხომ არ მოხდება მიგრაციის წახალისება უკვე სახელმწიფოს მხრიდან? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა კარგი ცხოვრებისგან არ მოდის, მაგრამ ორგანიზებული მიდგომაა და ჩვენს მდგომარეობაში მისასალმებელია, რადგან, ელემენტარულად, მიგრანტებს იმის შიში მაინც არ ექნებათ, რომ უცხოეთიდან უცებ გამოყრიან. ევროპაში სჭირდებათ მედდები, ექთნები, სანტექნიკოსები, ჩვენებიც წავლენ და იმუშავებენ. „ძირითადად ჩვენგან მიდის მაინც არაკვალიფიცირებული მუშახელი. გულახდილად ვთქვათ, ვინ გარბის უცხოეთში? სოფელში მცხოვრები ქალები, სოფლები დაიცალა. მიდიან ქალები, რომელთაც შეუძლიათ 80-90 წლის ჩავარდნილ ავადმყოფებს მოუარონ. ორი დღის წინ საფრანგეთმაც გამოაცხადა, რომ ორჯერ გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობა და საფრანგეთის მთავრობამ ამის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ უფრო ადრე გერმანიამ განაცხადა. ეტყობა, ჩვენი მთავრობაც ეძებს უკეთეს გამოსავალს, მაგრამ უცხოეთში საკუთარი ხალხის გაგზავნის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, იმაზე ეფიქრათ, საქართველოში როგორ შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს. ის კი არ არის მთავარი, ქვეყანა დაინგრევა თუ არა, გედი ფოფხაძემ რომ დატოვოს უმრავლესობა, ეს უკვე ანეკდოტამდე მიდის. ვერ გავიგე, ვინ დააჯერა კვირიკაშვილი, რომ, თუ გედევან ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედია იქნება“?! -აღნიშნა სოსო ცინცაძემ. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ფაქტს დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ უცხოეთში წასვლის მსურველთა მოთხოვნები შეჯერდება, მოხდება კვოტირება და, შესაძლოა, ამან უფრო შეამციროს არალეგალური მიგრაცია. მით უმეტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ პირდაპირი ვალდებულება აიღო, რომ თავადვე მიხედოს ჩვენს მიგრანტებს. ჩვენი სახელმწიფო იხდის თანხას, რომ უცხოეთიდან ჩამოიყვანოს საკუთარი არალეგალი მიგრანტები. ამიტომ ამ ადამიანების საქართველოში იძულებითი დაბრუნება აუცილებლად მოხდება. „სამჯერ ჩამოვედი პოლონეთიდან და სამჯერვე, სულ მცირე, 30-მდე არალეგალი მიგრანტის თანხლებით მომიწია მგზავრობა ვარშავიდან თბილისამდე. ახლა უკვე იწყებენ სერიოზულად მიხედონ არალეგალ მიგრანტებს. უნდა მოხდეს კვოტირება და გაჯერება ამ ბაზრის, რაც ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა. ცივილიზებული დამოკიდებულებაა, როცა სახელმწიფოა ჩარეული ამ საქმეში და საკუთარ მოქალაქეებს უშვებს სამუშაოდ საზღვარგარეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არალეგალი მიგრანტები იურიდიულად არაფრის მქონე პიროვნებები არიან, მათი უფლებები იმდენად დარღვეულია, რომ ზოგჯერ შეიძლება გასამრჯელოც ვერ მიიღონ. მათ არ აქვთ სოციალური დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, რაც აუცილებელი კომპონენტია. 4-5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვიცი, ეს რას ნიშნავს. დაზღვევის არმქონე პიროვნება ფაქტობრივად არაფერი არ არის, მას არაფერი შეუძლია და სამედიცინო მომსახურებაც მისთვის 3-5 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სამედიცინო დაზვევის პირობებში. ეს ყველაფერი დარეგულირდება იმით, რომ ჩვენი მიგრანტრების ბედს ჩვენივე სახელმწიფო გადაწყვეტს. ამით მოგვეცემა საშუალება, ჩვენმა მოქალაქეებმაც ისეთივე პირობები მიიღონ საზღვარგარეთ, როგორსაც უცხოელები იღებენ საკუთარ ქვეყანაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია. ამასთან, ეჭვობს, რომ ლეგალურ მიგრანტთა ხელშეწყობა საქართველოდან მიგრაციის ნაკადზე იმაზე მეტად აისახოს, როგორც ეს ზოგადად არის. იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის პრობლემა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლეგალური მიგრაციის პირობებში უფრო მეტად შეგვეძლება ჩვენი მოქალაქეების დაცვა. კარგია, რომ სახელმწიფო ამის გარანტორია, რადგან უცხოეთში უბედურება რომ მოხდეს და ლეტალური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, ჩვენი სახელმწიფო პირდაპირ აიღებს ყველაფრის ვალდებულებას. ისე არ მოხდება, როგორც ადრე ჭირისუფლები სახელმწიფოს ეხვეწებოდნენ, დახმარებოდა ოჯახის წევრის გადმოსვენებაში. ვახტანგ მაისაიას აზრით, უამრავი ხალხია საქართველოდან წასული სამუშაოს საძებნელად, ამიტომ საზღვარგარეთ მათი ცხოვრება ჰუმანიზირებული უნდა იყოს.

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/iohanes-hani-ackhadebs-rom-saqartveloshi-shromiti-uflebebisa-da-standartebis-dacvis-kutkhit-progresi-ar-arsebobs/

იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოში შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით პროგრესი არ არსებობს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს. როგორც ჰანი აღნიშნავს, „შემაშფოთებელია საქართველოში სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობა“. მისივე თქმით, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. „ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას, სამუშაო პირობებსა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოქმედებისკენ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომით ურთიერთობებისა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობით. შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ( მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში), საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტურად აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებში გაწერილი ძირითადი შრომითი სტანდარტები. საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკა, ისევე როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სრულ თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან, მიუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შრომის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სანქციები იყოს ეფექტური, პროპორციული, გადამწყვეტი და დამსაქმებლებისთვის ჰქონდეს რეალური შემკავებელი ძალა. მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო სასარგებლო როლი, რომ ძირითადი შრომითი სტანდარტები და ღირსეული სამუშაო შეიძლება იყოს ეკონომიკურად ეფექტური, ინოვაციური და პროდუქტიული. ამ ფონზე ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს შეშფოთებას “შრომითი უსაფრთხოების” კანონმდელბობის პირობებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დასაქმებულთა ეფექტური დაცვა, ზედამხედველობითა და სანქციების ძალით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომითი ინსპექციის შესაბამისი სისტემის შექმნით”,- აღნიშნავს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში. ასევე წერილში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები, ასოცირების შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი არხებია, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად წამოწიოს შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ სტრუქტურებითა და შესაძლებლობებით, მათ მიერ უზრუნველყოფილი ჩარჩოს ფარგლებში. ევროკავშირი მომავალშიც მხარს დაუჭერს შესაფერისი შრომითი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და უკეთეს სამუშაო პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განაგრძობს სვლას შრომის დაცვის უმაღლესი სტანდარტებისკენ, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი”, – ვკითხულობთ იოჰანეს ჰანის წერილში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=63839

ფრანთნიუს.ჯი- https://frontnews.eu/news/ge/27840

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-dazgvevis-wesshi-cvlilebebia-/18489/

საყოველთაო დაზღვევის წესში ცვლილებებია

ტრანზიტით ან ტურისტული მიზნით საქართველოში შემოსული არაქართული ნომრების მქონე ავტომობილების მიერ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისთის მიყენებულ ზიანს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. ზიანი 1 მარტიდან ამოქმედებული სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურდება და მას სადაზღვევო კომპანია დაფარავს. აღნიშნული ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილებების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებიდან მოხდება იმ თანხების ამოღებაც, რაც 1 მარტიდან ამ დრომდე სახელმწიფომ გაწია.

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/35823/barnovze-mokluli-qalis-shvilebis-mdgomareobas-sotssaagento-sheistsavlis

ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის

ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის შვილების მდგომარეობის გასარკვევად „ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. 13 აპრილს ახალგაზრდა ქალს მამინაცვალმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამობენ, რომ თელავის სოციალური მუშაკი დღეს იმყოფება ბავშვებთან და მათ საჭიროებებს სწავლობს. ეს ბავშვებთან სოცმუშაკის პირველი ვიზიტია. როგორც „ლიბერალს“ სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ უთხრა, სააგენტო აუცილებლად ჩაერთვება როგორც ბავშვების მდგომარეობის შეფასების, ისე დახმარების გაწევის ნაწილშიც. „ამ წუთში სოცმუშაკი იმყოფება იქ, გამოკვეთავს საჭიროებებს. სავარაუდოდ, როგორც მინიმუმ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდებათ ბავშვებს და კახეთის სამხარეო ფსიქოლოგი ჩაერთვება. რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ბავშვებთან, რადგან დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად ბავშვები, რომლებიც დანაშაულს შეესწრებიან ასევე მსხვერპლად არიან აღიარებულები. ამიტომ სააგენტო ჩაერევა, როგორც შეფასების ნაწილში, ასევე დახმარების აღმოჩენის დონეზე. მანამდე გვქონდა სატელეფონო კონტაქტი ახლობლებთან იმის გასარკვევად ჰყავდათ თუ არა ბავშვებს მზრუნველი. საბედნიეროდ, ჰყვათ ბებიები, ამიტომ მათი ოჯახიდან გამოყვანა არ არის საჭირო და მათთან მუშაობას ოჯახში გავაგრძელებთ, „- ამბობს ეთერ ცხაკაია. ბრალდებული დაკავებულია. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება. ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული მანმადეც იყო ნასამართლევი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://droni.ge/?m=9&AID=38646

ამბავი, რომელიც ძალიან მძიმეა, თუმცა უმოქმედობა ამ ბავშვის მომავალს დაღუპავს

ამბავი, რომელიც ძალიან მძიმეა, თუმცა უმოქმედობა ამ ბავშვის მომავალს დაღუპავს ლევან კახიძე- ქართველი „საოცრება“ ერთი კვირის წინ გავრცელდა ლევანის შესახებ ინფორმაცია,რომელსაც თან ბავშვის მძიმე სურათი ერთვოდა.მოგეხსენებათ,სურათი იმდენად არარეალური ჩანდა(ამობეჭდილ სურათზე გადაღებული),რომ „დედების ფონდმა“ გადაწყვიტა მისი მოძებნა და ინფორმაციის გადაზუსტება. ლევანის ისტორია ასეთია: დაიბადა 2015წლის 4დეკემბერს სახის მრავლობითი ანომალიებით - მგლის ხახა,კურდღლის ტუჩი.რამდენიმე თვე გაატარა სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაში და რადგან ექიმები დარწმუნდნენ,რომ ლევანის ანომალია ხელს არ უშლიდა მის ჯანმრთელობას,ბავშვი სახლში გაწერეს. სახლში ყოფნისას ოჯახმა აღმოაჩინა,რომ მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.ზრდასთან ერთად გამოიკვეთა დეფორმირებული ზედა ყბა,რომელიც ხელს უშლიდა ღეჭვას,ყლაპვას და პირის ბოლომდე დახურვასაც კი.ორივე თვალის ქუთუთოს ანომალიის გამო ლევანს თვალები მძინარე მდგომარეობაშიც კი ნახევრად ღია რჩებოდა. ლევანის საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს,ურჩევნია სახლში იყოს და ნათესავ პატარებთან ითამაშოს. 2წლის ასაკიდან შეამჩნია,რომ განსხვავებული იყო და განსხვავებულად აღიქვამდნენ სხვებიც. საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციების,ხშირად დაცინვის,ზოგჯერ კი დაჩაგვრის გამო ოჯახმა გადაწყვიტა ლევანისთვის ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია,რომელიც 2017წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო,ვერ ჩატარდა თანხის უქონლობის გამო. 6000 დან სახელმწიფომ არაფერი დააფინანსა, რადგან მსგავსი ოპერაცია თურმე(!) მიეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას და საქართველოს ჯანდაცვა არ აფინანსებს.. დღეს ლევანი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას.მაგრამ ქვედა ქუთუთოების ანომალიის გამო დიდი საშიშროებაა თვალის კაკლების დაზიანების.სასწრაფოდ უნდა მოხდეს ოპერაციის გაკეთება. ლევანს ჩვენი იმედი აქვს..ჩვენ უნდა შევძლოთ,რომ პატარა ბიჭმა იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანივით,არ იყოს მუდმივად თითით საჩვენებელი და დაჩაგრული. დაგვეხმარეთ,რომ ლევანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. დანიშნულებაში მიუთითეთ „ლევანი“ www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD) ჩარიცხვა აპარატიდან: თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი" სხვა დანარჩენი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ). საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :დედების ფონდი საქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800 თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007 ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 ლიბერთი ბანკი GE22LB0115121073654001 ტერა ბანკი GE61KS0000000360801210 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901700483

---

 

16.04.2018

მედიასაშუალება:  http://region.ge/3239-skandali-sokhumshi-afkhazi-eqimebi-thbilisshi-treningze-yofilan.html

სკანდალი სოხუმში: „აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ყოფილან“

აფხაზეთში ამ დღეებში სკანდალი აგორდა. საქმე იმაშია, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ტერენინგის მიზნით აფხაზი ექიმები ჩამოსულან. ზოგიერთი სოხუმელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ხელისუფლებას ამუნათებს - რატომ გაგზავნეთო თბილისში აფხაზი ექიმები გადამზადებისთვისო. აფხაზურ „ნუჟნაია გაზეთში“ გამოქვეყნდა ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალაშას“ დამფუძნებლის ზურაბ ლაკერბაიას ინტერვიუ, რომლის თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ კონტრაქტი გააფორმა ჰოლანდიელ კოლეგებთან, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის თანამედროვე რეანომობილების მიწოდებითაა დაკავებული. „ჩვენ ძალიან გვჭირდება რეანომობილები. აფხაზეთში ისეთი სპეციალისტები არ გვყავს, რომ ასეთ რთულ მოწყობილობაზე იმუშაონ. სამწუხაროდ, ჰოლანდიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ ჩვენმა ექიმებმა ტრენინგი საქართველოში გაირონ. ამჟამად ასეთი ავტომობილი თბილისის სპეციალიზებულ ცენტრშია, იქაური ექიმები კარგად იცნობენ მოწყობილობას. იმის გათვალისწინებით, რომ ახლახან თბილისში აფხაზეთიდან სასწრაფო დახმარების ექიმი მკურნალობდა, მე იქ [დამატებით] გავგზავნე სამი მედიცინის და და ერთი მძღოლი რეანომობილის გასაცნობად. ისინი გაეცნენ მუშაობას და შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდნენ. ვინც ამ ფაქტს სკანდალურად ბერავს და აზვიადებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ კონტრაქტის ჩასაშლელად. თუ რეანომობილებს აფხაზეთში ვერ შემოვიტანთ ეს ძალიან საწყენი იქნება, რადგან, ვიმეორებ, ეს მანქანები ძალიან გვჭირდება. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ამ ავტომობილებშია დამონტაჟებული, მათი ღირებულება 50 ათას ევროზე მეტია. და თუ ჩვენ ისინი გვექნება, ალბათ, მოიკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში დადიან“, - განაცხადა ზურაბ ლაკერბაიამ.

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

17.04.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

თამაზ დოლაბერიძე: "შახტები უნდა გაჩერდეს და საერთასრისო ექსპერტების მონაწილეობით რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური, დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კრახზე. როგორც პეტრიაშვილი ს განცხადებაშია აღნიშნული, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული მუშები არსებული გარემოებების, კონკრეტულად კი ალტერნატიული დასაქმების ადგილების არარსებობის გამო, იძულებული ხდებიან, მუშაობა გააგრძელონ საფრთხის შემცველ გარემოში. პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერს განმეორებით წერილს უგზავნის. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული სხვადასხვა სახის ინიციატივები და ბოლო ასეთი მიმართვა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მიიღო 2018 წლის 6 აპრილს, თუმცა მისგან რეაგირება ჯერ კიდევ არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ- მინისტრს განმეორებით უგზავნის წერილს შემდეგი საკითხებით: ტყიბულის მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლება, ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, კომპანიების მიერ მეშახტეების შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც, საერთო ჯამში, შეადგენს 8,1%-ს, ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი: - როგორც იცით, 5 აპრილს დიდი სიმძლავრის ჰაერის ტალღა წარმოიშვა ტყიბული მინდელის სახელობის შახტის პირველ უბანში, რამაც 6 ადამიანის გარდაცვალება და სამის დაშავება გამოიწვია. დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყეს შსს-ს ექსპერტ- კრიმინალისტებმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და ცალკე შრომის სამინისტროს შრომის ინსპექცირების ინსპექტორების დეპარტამენტმა. საჭიროა შახტები ამ ეტაპზე გაჩერდეს. ასევე მივიჩნევთ, რომ თუკი შახტა სარეაბილიტაციო პერიოდით გაჩერდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტს უნდა შეუნარჩუნდეს ყველა ის ფინანსური სახსარი, რასაც კომპანიებისგან იღებს, რათა მათ მიერ განსახორციელებელი კულტურული და სოციალური აქტივობები შეუფერხებლად გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მესამე მოთხოვნაა, რომ აუცილებელია, საწარმოო შემთხვევების სადაზღვევო სისტემა შეიქმნას. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“(ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5168012&name=17.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

         

17.04.2018

მედიასაშუალება: მესინჯერი

რას მოითხოვენ ტყიბულელი მეშახტეები სახელმწიფო მოხელეებისა და "საქნახშირისგან"

ტყიბულელი მეშახტეები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან და სამპუნქტიან მოთხოვნას აყენებენ. ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ელემენტარულ სამუშაო პირობებს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია შახტებში შრომის გაგრძელება. შახტების ამ ფორმით ფუნქციონირების ყოველი დღე საფრთხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი სმენის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე მივმართეთ „საქნახშირს“ მეშახტეების სახელით და მოვითხოვთ: 1. დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, გაწერილი გეგმის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ; 2. დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისთვის; 3. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე“,- აღნიშნულია მეშახტეების განცხადებაში. უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5168020&name=17.04.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---