From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-17.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 17.05.2017 08:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 7.05 .2017

ტელევიზია 

17.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: იმედის დილა

სიცოცხლისთვის ბრძოლა გაბინაშვილების შვიდსულიან ოჯახს ყოველდღიურად უწევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4457329

---

 

16.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო. ორმაგი მონიტორინგის დროს ჩატარდება როგორც ტექნიკური ინსპექტირება ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებსა და შეფასდება რამდენად შეესაბამება ადგილზე შექმნილი ვითარება კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.საკითხს დღეს შრომისა და ჯანრთელობის მინისტრი გამოეხმაურა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456980

იმედი-ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4455498

რუსთავი 2-კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456444

I არხი-მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456540  

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456661

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456878

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456078

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456061

მაესტრო - კონტაქტი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4455403

---

 

16.05.2017

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ტყიბულის შახტში მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას მიესალმებიან დასაქმებულები. მეშახტეები არასათანადო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, შახტის 80 % ძველი, უვარგისი ტექნიკით მუშაობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456407

---

 

16.05.2017

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

მომავალი ექიმები იმ პრობლემაზე საუბრობენ, რის გამოც რეზიდენტურის გავლას ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამჯობინებენ. გადასახადის სიძვირე და საუნივერსიტეტო კლინიკებში არასაკმარისი ადგილები იმდენად პრობლემატურია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ახალგაზრდებს არჩეულ პროფესიაზე უარის თქმაც უწევთ. ხელისაწვდომობის პრობლემას ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. ,,მოამბე” დაინტერესდა, სად ხედავს მთავრობა გამოსავალს და გაიზრდება თუ არა დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსების არეალი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456903

---

 

16.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

 დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარო სამსახურების ერთობლივი პროექტის, სახელწოდებით საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინტიტუციური გაძლიერება, პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება და ჯანმრთელი გარემოს შექმნა, ევროპული მოთხოვნების შესაბამისად. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელების პერიოდი 21 თვეს მოიცავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456670

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4455604

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4457038

---

 

 

16.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  რეაქცია TV1

ტყიბულელი მეშახტეების ტრაგედიამ მთელი ქვეყანა დაამძიმა. ველოდოთ თუ არა მშრომელთა სოლიდარობის, მათი უფლებების და უმძიმესი მდგომარეობის გამო ქვეყანაში სტუდენტური და პოლიტიკური მოძრაობის დაწყებას ხელისუფლების წინააღმდეგ. გუშინ ფილარმონიაში მეშახტეთა ჩაფხუტებით მისულმა "აიდოტორია 115"-ის წევრებმა ხელისუფლებას ბრალი დასდეს იმაში, რომ წინა მთავრობების მსგავსად არც ოცნების მთავრობას ადარდებს რიგითი ადამიანების მდგომარეობა. სახელმწიფო რომელიც ბიზნესის მარიონეტია დუმს, ესაა ეკონომიკური პოლიტიკა რომელსაც მრავალი წელია ვხედავთ. ესაა ძველის გაგრძელება, წინა წლებში და წელს მშრომელები იღუპებიან სხვადასხვა დასაქმების ადგილას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456852

---

 

16.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 16:00

9 წლის ნიკა დვალაძეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგიუნეს. მოზარდი ამჟამად ისრაელის კლინიკაში მკურნალობს, თუმცა კურსის გაგრძელება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456148

---

 

 

16.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 20:00

სახალხო დამცველი საჯარო სკოლებში ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას ითხოვს. მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენი ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია. უჩა ნანუაშვილი სკოლებში ექიმების მონაწილეობით სემინარების მოწყობის მომხრეა. ომბუდსმენთან ერთად, სპეციალისტებიც დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი მეთოდოლოგია აბორტების და ნაადრევი ქორწინებების პრეევნციას შეუწყობს ხელს. სახალხო დამცველის კვლევის შედეების გადამოწმება დღეს „მოამბემ“ იმ რეგიონებში სცადა, სადაც ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკა განსაკურებით მაღალია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4456910

---

 

16.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00

ნარკოტიკი ნლაინ რეჟიმში, საქართველოში ნარკორელიზაციის ქსელი გააქტიურდა, სპეციალისტები ამბობენ რომ სქემა რომელიც ქვეყანაში უკვე წლებია მოქმედებ ყოველგვარ ფარგლებს გასცდა. კლინიკებში პაციენტების ნაკადი არ წყდება, განსაკუთრებით გახშირდა ზედოზირების და ინტოკსიკაციის შემთხვევები. მოქალაქეებს სოც ქსელებით მთელი მენიუ მისდით, შეთავაზებაში მითითებულია ფასები და სახეობები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4457018

---

 

 

 

ინტერნეტი

16.05.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/329410

საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება“ გახსნის პრეზენტაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაესწრო. პროექტის მნიშვნელობაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, იტალიის ფონდი „მინოპრიო“, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი, ბენეფიციარ უწყებასთან – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებენ. უწყების ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, საქართველოს სახელწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იტალიის რესპუბლიკის საელჩოს, გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/171191-saqarthveloshi-garemos-janmrthelobis-dacvis-sistemis-instituciuri-gadzlierebis-proeqtis-prezentacia-gaimartha.html?lang=ka-GE

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=140696-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1,%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/72057-qalaq-fotshi-koghoebis-satsinaaghmdego-ghonisdziebebi-corcieldeba

ქალაქ ფოთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები ცორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ქალაქ ფოთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს,- ამის შესახებ ინფრომაციას ოთის მერია ავრცელებს. წამლობები ფოთში ორ ეტაპად განხორციელდება. ე.წ.თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება.ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და მოქმედებს 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის. მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მესამე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: https://bpn.ge/index.php?option=com_content&view=article&id=34423%3Aakhali-konstituciis-proeqti-umushevrobis-statusis-gansazghvras-aghar-ithvalistsinebs&catid=161%3Aekonomika&Itemid=6

ახალი კონსტიტუციის პროექტი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს

ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მეორე, ძირითადი უფლებების ნაწილი, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. აღნიშნული ნაწილი კონსტიტუციის პირველ თავში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა აღარ შეეძლება.  როგორც ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, კონსტიტუციაში მუხლების ადგილს არა მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა, არამედ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს.   ”კონსტიტუციის მეორე თავში მოცემული დებულებები უმეტესწილად აღსრულებადი სამართალია, მაშინ როდესაც პირველ თავში არსებული დებულებები არის მხოლოდ პრინციპები და მხოლოდ ირიბად შეიძლება მათ აღსრულებაზე საუბარი. დღეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით და სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებას. ეს ჩანაწერი ძალიან რბილი ჩანაწერია, ძალიან დაბალ სტანდარტს ადგენს, მაგრამ ამ ჩანაწერის ამოღებაც ხდება მეორე თავიდან. ის გადადის პირველ თავში, რაც სწორედ შრომის უფლების სოციალური დაცვის მიმართულების სტანდარტს ამცირებს. ჩვენ ამაზე კომისიაში ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. სამწუხაროდ საბოლოო პროექტში გვაქვს იმ ფორმით რა ფორმითაც გვაქვს და ამ მიმართულებით გაუმჯობესებული არ არის”, - ამბობს ვახუშტი მენაბდე. მისივე თქმით, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა თუ ისინი ჩათვლიან, რომ სახელწიფო არ განსაზღვრავს უმუშევრობის ადეკვატურ სტანდარტს და არ დგამს ნაბიჯებს მოქალაქეთა დასასაქმებლად.   ”აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ სახელმწიფომ მოქალაქე უშუალოდ თვითონ უნდა დაასაქმოს, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფოს შრომის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, იქნება ეს როგორც სამუშაოს მოძებნაში დახმარება, ისე შრომითი ბაზრის იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას. ვფიქრობ, ეს მუხლი კვლავ უნდა დაბრუნდეს მეორე თავში, ეს შესაძლებელია თუ ამგვარი პოლიტიკური ნება იარსებებს”, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.  საკონსტიტუციო კომისიის წევრის ანა ფირცხალაშვილის განცხადებით, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრის კონსტიტუციის მეორე თავიდან პირველ თავში გატანა ადამიანებს პრობლემას არ შეუქმნის და ეს ტრაგიკული ცვლილება არ არის. თუმცა მისივე თქმით, უმუშევრობის სტატუსი ყველაზე დაცული იმ შემთვევაში იქნება თუ კი ის კვლავ კონსტიტუციის მეორე თავში დარჩება.  ”ეს მუხლი ზოგად დებულებებში თუ გადავიდა, პრობლემა გაჩნდება იმ სახით, რომ პირს სუბიექტურად შესაძლებლობა არ ექნება ამა თუ  იმ უფლებაზე იდავოს. იმ მუხლებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში არ არის მოთავსებული, პირი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ იდავებს. ახლა როცა ის კონსტიტუციის მეორე თავში წერია, იგი აღიქმება როგორც სახელმწიფოს ობიექტურ ვალდებულებად, რომ შექმნას ისეთი ინსტიტუცია, მაგალითად სასამართლო სისტემა, ან შექმნას ისეთი შრომის კოდექსი, რომლის საფუძველზეც პირს დავის უფლება ექნება  იგივე უმუშევრობის სტატუსთან დაკავშირებით. თუ ეს მუხლი საერთოდ არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება სახელმწიფოს ნაკლებად ექნება, თუ მეორე თავში იქნება ეს უკეთესი ვარიანტია და თუ კონსტიტუციის პირველ თავში გადავა, უმუშევრობის სტატუსის დადგენა მაშინაც გარანტირებული იქნება. თუ ეს მუხლი მეორე თავში დარჩება, ამ შემთხვევაში პირს საშუალება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს ის კანონი, რომელიც ამ მუხლს არ შეესაბამება. უმუშევრობის სტატუსი ყველაზე უფრო დაცული იმ შემთხვევაში იქნება თუკი ის დარჩება იქ სადაც ახლა არის, კონსტიტუციის მეორე თავში”, - განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ანა ფირცხალაშვილმა. მისივე თქმით, კონსტიტუციის პირველ თავში მოთავსებული უფლებები უბრალოდ სახელმწიფოს ვალდებულებებია, ხოლო რაც კონსტიტუციის მეორე თავში წერია, ეს ძირითადი უფლებებია, რომლებიც პირმა შეიძლება სუბიექტურად აღიქვას და მასზე სასამართლოში იდავოს.

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/regioni/article/7624-qkhelisuflebasthan-thanamshromlobis-mistsrafeba-sheryeuliaq-qjorjian-manganezisq-damfudzneblebi

"ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მისწრაფება შერყეულია" - "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებლები

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელები საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნას უკანონობას უწოდებენ. ისინი ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.  "ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. "ჯორჯიან მანგანეზმა" მისი დაფუძნებიდან, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის. სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა "ჯორჯიან მანგანეზმა" შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება", - ნათქვამია საწარმოს დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ჯოჯიან ემერიქენ ელოიზ" (GAA) – ამერიკული კომპანიაა, შტატ დელავერში დაფუძენბული კორპორაცია რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ქ.მაიამიში და ფლობს ფეროშენადნობების ქარხნებს დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში. GAA 100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”). სპეციალური მმართველის დანიშვნას წინ საწარმოს რამდენიმე დღიანი გაჩერება უძღოდა წინ. მიმდინარე წლის 11 მაისს გარემოსდაცვის სამინიტრომ საწარმოში არსებულ დარვევებზე განცხადება გაავრცელა და ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი დირექტორი სპეციალურ მმართვალად დანიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ზესატფონსი საპარალამენტო არჩევნების დროს დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას (რომელიც "ქართული ოცნების" კადრად მოიზრებოდა) უჭერდა მხარს.

---

 

16.05.2017

მედიასაშუალება: http://topnews.com.ge/news/11467

მოგვეცით სუნთქვის უფლება,- ქუთაისში მოსახლეობა სამედიცინო ნარჩენების დაწვას აპროტესტებს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა მათ სიახლოვეს სამედიცინო ნარჩენების დაწვის ფაქტებს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე შეუძლებელია სუნთქვა და არსებობა.  „სამი თვის წინ გაგვიხსნეს აქ ადგილი, სადაც ქუთაისის სხვადასხვა კლინიკიდან მოტანილ სამედიცინო ნარჩენებს წვავენ. დღეში აქ ათეულობით მანქანა შემოდის. ფანჯრებს ვერ ვაღებთ ისეთი სუნი დგება. მოსახლეობის გარდა, აქ ბავშვთა პოლიკლინიკაა. მათაც აწუხებთ ეს სუნი. ვითხოვთ, რომ სამედიცინო ნარჩენები აქედან და მოსახლეობისგან შორს დაწვან. არ გვინდა ეს ტერიტორია ეპიდემიის წყარო გახდეს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გია თათვიძე.  ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში აცხადებენ, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი პუნქტი კანონის დაცვით ფუნქციონირებს და ადგილზე ინფექციის გავრცელების კერა არ არსებობს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

17.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო

16 მაისიდან ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე შექმნეს. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. ბრძანება უკვე ამოქმედდა, 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457510&name=17.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge       

 

რეზონანსი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457208&name=17.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

რომელია ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონი?

საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის თითქმის 37%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7,3% იღებს. რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რაგიონებშიც, რის მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 27,4%-ს (1 მლნ 022 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა თვლის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება. საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 425 111 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11,4%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს. "კომერსანტმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. შედეგად აღმოჩნდა, რომ რეგიონი, სადაც გაჭირვებული მოსახლეობა პროცენტულად სჭარბობს, რაჭა-ლეჩხუმია. რეგიონში 31 000 ადამიანი ცხოვროს, აქედან საარსებო შემწეობას 11 661 ადამიანი იღებს, რაც აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის 37,6%-ს უდრის. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგიონები, სადაც საარსებო შემწეობის მომლოდინე მოსახლეობის წილი პროცენტულად მაღალია, არის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. კერძოდ, შიდა ქართლში მცხოვრები 263 700 ადამიანიდან საარსებო შემწეობის იმედად 43 847 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 16,6% რჩება. ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 93 800 ადამიანიდან საარსებო შემწეობას 15 167 ადამიანი იღებს, რაც 16,1%-ს უდრის. რეგიონები, სადაც საარსებო შემწეობის მიმღებთა მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით, ასე თუ ისე საშუალოა, არის კახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი. კახეთში სულ 317 500 ადამიანი ცხოვრობს და აქედან სახელმწიფო დახმარებით 49 255 სარგებლობს, რაც რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 15,5%-ია. გურიაში საარსებო შემწეობას 17 410 ადამიანი იღებს, რაც 15,4%-ს უდრის, რადგან აღნიშნულ რეგიონში მოსახლეობა 112 600-ს შეადგენს. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, აქ 328 300 ადამიანი ცხოვრობს. სახელმწიფო დახმარებას 45 812 ადამიანი საჭიროებს, რაც აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის 13, 9%-ია. იმერეთში კი საარსებო შემწეობას რეგიონის 12,1% იღებს. აქ მოსახლეობის საერთო რაოდენობა 529 700-ია და აქედან 64 287-ს სახელმწიფო ეხმარება. რეგიონები, სადაც პროცენტულად მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას, არის ქვემო ქართლი და აჭარის ევტონომიური რესპუბლიკა და სამცხე-ჯავახეთი. აჭარაში მოსახლეობა 339 000-ია. აქედან საარსებო შემწეობას 36 427 ადამიანი იღებს, რაც აღნიშნული რეგიონის 10,7%-ს უდრის. ქვემო ქართლში საარსებო შემწეობით 39 308 ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში 427 400 ადამიანი ცხოვრობს, ანუ სახელმწიფო მხრიდან მზრუნველობას მოსახლეობის 9,1% საჭიროებს. სამცხე-ჯავახეთში კი 160 600 ადამიანიდან, შემწეობას 11 742 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 7,3%. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1,114 მილინი ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობას კი 90 195 იღებს, ანუ 8%. როგორც ეკონომისტი სოსო არჩვაძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, აღნიშნულ მაჩვენებელს ყველა რეგიონში სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. რაჭაში ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობაა. „ის ფაქტი, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სხვა რეგიონებში, მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ რაჭაში ხალხს უჭირს. მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურითაც არის გამოწვეული. რაჭაში დიდი ხანია, რაც გარდაცვალების რაოდენობა შობადობის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ამ რეგიონში დარჩა, სიბერის ასაკს არის მიახლოებული და მათ შემოსავლებში დიდი წილი საფინანსო სისტემიდან დახმარებას უკავია. ზოგადად, რაჭაში კომპლექსური პრობლემა დგას, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული ფაქტორებია ერთმანეთში გადახლართული. არის მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრების პრობლემა, გადინება ძალიან დიდია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ადამიანების და სწორედ ამიტომ არის, რომ ამ რეგიონში ახალგაზრდები ფაქტობრივად, არ ცხოვრობენ. რადგანაც არ არიან ახალგაზრდები, ბუნებრივია, შობადობაც ვერ იქნება", - განაცხადა არჩვაძემ. კითხვაზე, საარსებო შემწეობის ზღვარი არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ რეგიონში შეჭირვებულად მცხოვრებმა მოსახლეობამ თავი გაიტანოს, სოსო არჩვაძე პასუხობს, რომ საკმარისი არ არის, თუმცა სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტი რესურსი არ გააჩნია. ამასთან, მისივე განმარტებით, გავლენას ახდენს ეკონომიკური ფონიც - ის, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება დაბალია. სოციალური დახმარება კი დასაქმებულის ანაზღაურებასთან მიახლოებული არ უნდა იყოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457477&name=17.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება:საქართველო და მსოფლიო

სიკვდილის შახტი

ინსპექციის გაუქმების შემდეგ მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტზე (შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე(ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო). პრობლემა ისაა, რომ ინსპექტირების დეპარტამენტი პრაქტიკულად უუფლებოა-საწარმოთა მეპატრონეებთან შეტანხმების საფუძველზე უნდა იმოქმედოს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლოს , რომელთა გათვალისწინება სავალდებულო არაა. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, შექმნას ფართო უფლებების მქონე შრომის ინსპექცია და ეტაპობრივად დანერგოს (მათ შორის) ის რეგულაციები , რომლებიც მარალი რისკის საწარმოებში მუშაობს უფრო უსაფრთხოს გახდის. "ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მხოლოდ ევროკავშირ--საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან,"-აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457291&name=17.05.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება:  ვერსია

"სტუდენტს სხვა გზა არ აქვს, დასაქმებამდე "ჯოჯოხეთი" უნდა გაიაროს და ბოლოს, მონურ, დაბალანაზღაურებად სამსახურს დათანხმდეს"

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთ პრობლემად ისევ რჩება. განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდების დასაქმება. სტუდენტები განათლების მისაღებად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხას იხდიან, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი მათთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს. რაც შეეხება პრაქტიკას, სტუდენტებს დამატებითი კურსებისა და ტრენინგების გავლა უწევთ, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457245&name=17.05.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება:  რეზონანსი

უმუშევრებს კონსტიტუცია ნაკლებად დაიცავს

ახალი კონსტიტუციის პროექტი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ უმუშევრობის სტატუსი დაცული იმ შემთვევაში იქნება, თუკი ის კვლავ კონსტიტუციის მეორე თავში დარჩება. გაერთიანებულ პროფკავშირებში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვერ ასაქმებს, უმუშევრობის შემწეობა მისცეს. ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მეორე, ძირითადი უფლებების ნაწილი, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციის პირველ თავში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა აღარ შეეძლება. მედიასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ კანონში მუხლების ადგილს არა მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა, არამედ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. მაგალითად, ასეთი ცვლილებით, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა, თუ ჩათვლიან, რომ სახელწიფო არ განსაზღვრავს უმუშევრობის ადეკვატურ სტანდარტს და არ დგამს ნაბიჯებს მოქალაქეთა დასასაქმებლად. "კონსტიტუციის მეორე თავში მოცემული დებულებები უმეტესწილად აღსრულებადი სამართალია მაშინ, როდესაც პირველ თავში არსებული დებულებები არის მხოლოდ პრინციპები და ირიბად შეიძლება მათ აღსრულებაზე საუბარი. დღეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით და სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებას. ეს ჩანაწერი ძალიან რბილია, დაბალ სტანდარტს ადგენს, მაგრამ ახლა მისი ამოღებაც ხდება მეორე თავიდან. ის გადადის პირველ თავში, რაც სწორედ შრომის უფლების სოციალური დაცვის მიმართულების სტანდარტს ამცირებს. ამასთან დაკავშირებით კომისიაში ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. სამწუხაროდ, საბოლოო პროექტში მაინც ახლებური ვარიანტით შეიტანეს. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ სახელმწიფომ მოქალაქე უშუალოდ თვითონ უნდა დაასაქმოს. სახელმწიფოს შრომის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, იქნება ეს როგორც სამუშაოს მოძებნაში დახმარება, ისე შრომითი ბაზრის იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას. ვფიქრობ, ეს მუხლი კვლავ უნდა დაბრუნდეს მეორე თავში, ეს შესაძლებელია, თუ ამგვარი პოლიტიკური ნება იარსებებს", - განუცხადა "ბიპიენს" მენაბდემ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა დღემდე უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანია, უმუშევრობის შემწეობა კანონით იყოს გათვალისწინებული. დახმარების ამგვარ ფორმას ევროპის წამყვან ქვეყნებში დიდ ყურადღებას უთმობენ და ეს საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს. "დღეს რა მდგომარეობაცაა შრომის ბაზარზე და რა მდგომარეობაშიცაა ხალხი, ამას თქვენი მკითხველი კარგად ხედავს. პროფკავშირების მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ უმუშევრობის შემწეობა კანონით იყოს გათვალისწინებული. ამჟამინდელი კონსტიტუციით, უმუშევრობის შემწეობასთან დაკავშირებით კანონი არ გვაქვს და ეს პრობლემა დგას დღემდე. მუდმივად ვითხოვდით, რომ ყოფილიყო ეს კანონი და ადამიანებს საშუალება ჰქონოდათ (განსაკუთრებით მათ, ვინც ეკონომიკური რეფორმების შედეგად ვერ პოულობს სამსახურს), უმუშევრობის შემწეობა მიეღოთ. ეს არის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ლოგიკური ნაბიჯი, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე", - განუცხადა "რეზონანსს" პეტრიაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457220&name=17.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება:  ვერსია

"ეს მათი არჩევანი არაა, ისინი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მსხვერპლნი არიან"

ქუჩის ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო - რას გეგმავს ხელისუფლება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457707&name=17.05.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

როგორ მუშაობს შრომის ინსპექტირების ორგანო სხვადასხვა ქვეყანაში

EMC-იმ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შრომის ინსპექტირების სისტემის მანდატისა და საქმიანობის სამართლებრივი, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული საფუძვლების თვალსაზრისით. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის მიზანს არ წარმოადგენდა ამ მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, არამედ, ამ ნაწილში კვლევის მიზანს წარმოადგენდა, აღეწერა და ეჩვენებინა შრომის ინსპექტირების მექანიზმის არსებობისა და მისი კონკრეტული მახასიათებლებით ფუნქციონირების გამოცდილება, განსხვავებული ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის მქონე სახელმწიფოებში. ამ მიზნით საკვლევ ობიექტებად განისაზღვრა, როგორც ე.წ. განვითარებადი, ისე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები და იქ ჩამოყალიბებული შრომის ინსპექტირების მექანიზმები. განვითარებადი ეკონომიკის მაგალითად კვლევამ შეარჩია პოსტსაბჭოთა ახალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ყაზახეთი. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან (მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე $12,476 გაანგარიშებით და ზევით) ერთ-ერთია დიდი ბრიტანეთი, როგორც ძლიერი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. განვითარებულ ეკონომიკებს შორის შეირჩა ასევე ყოფილი სოციალისტური ბლოკის წევრი ქვეყანა ცენტრალური ევროპიდან – პოლონეთი. დამატებით საკვლევ ობიექტად კი – განვითარებული, თუმცა ევროკავშირში ეკონომიკური მაჩვენებლებით ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიბერალური დემოკრატია, საბერძნეთის სახით. შრომის ინსპექტირების მექანიზმის შესამოწმებელი დარგები და სფეროები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი ILO-ს მიხედვით შრომის ინსპექციის უმთავრეს მანდატს წარმოადგენს შრომის პირობებისა და დასაქმებულთა დაცვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ზედამხედველობა. შრომით პირობებში ILO გულისხმობს სამუშაო საათებს, ანაზღაურებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სოციალურ კეთილდღეობას, ბავშვების/ახალგაზრდობის დასაქმებას და შრომის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით შრომის ინსპექციის მანდატში შედის ორგანოს უფლებამოსილება შეამოწმოს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. კვლევის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებში მოქმედი შრომის ინსპექტირების ორგანოების მანდატს უპირობოდ წარმოადგენს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, თუმცა მათი მანდატი ამ საკითხებით არ ამოიწურება და შრომითი უფლებების დაცვის ფართო სპექტრზე ვრცელდება, კერძოდ: სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება საბერძნეთში მოქმედი შრომის ინსპექციის მოდელი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. გარდა ამისა, ინსპექციას ექვემდებარება დასაქმებულთა სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების კანონიერებისა და შრომის კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი. ყაზახეთში შრომის ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენს კანონმდებლობით შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული ნებისმიერი პირობის შესრულების კონტროლი. პოლონეთში შრომის ინსპექციის საზედამხედველო ფუნქციებში შედის დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე არსებული რეგულაციები და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხები, სამუშაო დრო, შვებულებები, მშობლის სტატუსთან დაკავშირებული დასაქმებულთა შრომის პირობები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ახალგაზრდების დასაქმების საკითხები. დიდ ბრიტანეთში შრომის ინსპექტირების სისტემას ქმნის სხვადასხვა უწყების ერთობლიობა, სადაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო მიმართულია უშუალოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა, ასევე, არსებობს სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება დასაქმების სააგენტოების საქმიანობის შემოწმება და ამ მხრივ ინდუსტრიულ სექტორში მოქმედი სააგენტოებისა თუ დამსაქმებლების საქმიანობის დამორჩილება შრომით უფლებებთან. ასევე, ექსპლუატაციის, სამუშაო დროის რეგულირებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობის დაცვის კონტროლი. სამუშაო ადგილზე დაშვება ნებართვის გარეშე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი შრომის ინსპექციის სფეროში არსებული ILO-ს ძირითადი კონვენციები ითვალისწინებს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და დამსაქმებელი პირის/საწარმოს თანხმობის გარეშე შევიდეს და შეამოწმოს კონკრეტული დასაქმების ადგილი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მოქმედებისთვის საჭირო თავისუფლებითა და იმ პირობით, რომ არ მოხდება ჩარევა შრომის პროცესში იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ეფექტიანი ინსპექტირებისათვის. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის ინსპექციებს, როგორც წესი, თავისუფალი წვდომა აქვთ საწარმოებზე. ყველა საკვლევი ქვეყნის შემთხვევაში შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან საზედამხედველო ფუნქცია განახორციელონ როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებების გზით. ყაზახეთში შრომის ინსპექტორთა ვიზიტები არის როგორც გეგმური, ისე არაგეგმური ხასიათის, რაც ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა საჩივრების საფუძველზე. თუმცა ყაზახეთის კანონმდებლობა არ უშვებს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე შრომის ინსპექციის ვიზიტის შესაძლებლობას, ასევე შრომის ინსპექციის უფლებას, პირადი ინიციატივის საფუძველზე შეამოწმოს კონკრეტული საწარმო. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში შრომის ინსპექცია მუშაობს ყოველწლიური გეგმის მიხედვით, რომელიც დადგენილია შესაბამისი კონსულტაციების შედეგად. შრომის ინსპექცია თავის ფუნქციებს უპირველესად ახორციელებს პროაქტიული ინსპექტირების, ისევე როგორც შემთხვევებსა და საჩივრებზე რეაგირების საშუალებით. საბერძნეთსა და პოლონეთში ინსპექტორებს დასაქმების ადგილებზე წვდომა აქვთ დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და არ არიან შეზღუდულნი ვადებში. შრომის საზედამხედველო ორგანოს რეაგირების მექანიზმები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი ILO-ს სტანდარტი ითვალისწინებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დამრღვევის, აგრეთვე, ინსპექტორებისათვის წინააღმდეგობის გამწევი პირების მიმართ ადეკვატურ სანქციას, რაც იმავდროულად იქნება ეფექტიანად აღსრულებადი.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შრომის ინსპექციის მოდელების კვლევის საფუძველზე, ILO გამოყოფს რამდენიმე სახის სანქციას, რაც კლასიკურად სანქცირების აღიარებულ ფორმებს წარმოადგენს და ემსახურება როგორც პრევენციულ, ასევე რეაგირებით მიზნებს. მათ შორის იგულისხმება: გაფრთხილება, შენიშვნა სხვადასხვა სახის დარღვევათა აღმოფხვრის თაობაზე, ფულადი ჯარიმა, დაწესებულების საქმიანობის შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება, დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტა, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი სანქციები. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მოდელის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა მათგანს აქვს როგორც პრევენციული, ისე რეაგირებითი მიზნები. ზედამხედველობისას, თითოეული საკვლევი ქვეყნის კანონმდებლობა ინსპექციას ანიჭებს დარღვევების შემთხვევაში სანქცირების უფლებამოსილებას, რომელსაც პრევენციული და რეაგირებითი მიზანი აქვს. დიდი ბრიტანეთის შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, დარღვევების გამოსწორების შესახებ შეატყობინოს, ამავდროულად, დარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვროს შესაბამისი ვადა, რომლის დაუცველობა, თავის მხრივ, შედარებით მკაცრი სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ, გამოსცენ ამკრძალავი ხასიათის აქტები იმგვარ ქმედებათა შეწყვეტის მიზნით, რომელსაც კონკრეტული საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. საბერძნეთში კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორები დამრღვევს განუსაზღვრავენ 5-დღიან ვადას, რათა წარუდგინოს დოკუმენტები, სადაც დაასაბუთებს თავის პოზიციას არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით. თუკი დასაბუთებას ინსპექტორები არადამაჯერებლად მიიჩნევენ, უფლება აქვთ, დამრღვევის მიმართ გამოიყენონ კონკრეტული სანქცია, მათ შორის, დააკისრონ ჯარიმა, 500-დან 50 000 ევრომდე ოდენობით, რაც დამოკიდებულია დარღვევის სერიოზულობასა და საწარმოს სიდიდეზე. თავად კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ჯარიმის ზუსტ რაოდენობას, რის გამოც სწორედ ინსპექტორები წყვეტენ აღნიშნულ საკითხს, მათ ზემდგომთან შეთანხმების საფუძველზე. ყაზახეთში შრომის ინსპექცია უფლებამოსილია: დააკისროს ადმინისტრაციული სანქცია დამსაქმებელს, აგრეთვე, შეაჩეროს დასაქმების ადგილას სამუშაო პროცესი, აკრძალოს პერსონალის დაცვისთვის არსებული გამოუსადეგარი საშუალებები, შეაჩეროს დასაქმებულები, რომლებიც არ ემორჩილებიან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და ამასთან მიმართოს სამართალდამცავ თუ სასამართლო ორგანოებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. პოლონეთში შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან, დამსაქმებელს განუსაზღვრონ კონკრეტული ვადა აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრის შესახებ, აგრეთვე, გამოსცენ ბრძანებები სამუშაოების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ასევე, იმ დანადგარების მუშაობის შეჩერების შესახებ, რომლებიც დასაქმებულთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ამასთანავე, მათ აქვთ დასაქმების ადგილებზე შემთხვევების გამოძიების, ისევე როგორც დარღვევებზე ჯარიმების გამოწერის უფლებამოსილება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4457347&name=17.05.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---