From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-17.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 17.05.2018 08:46
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 7.05.2018

ტელევიზია

17.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

დღეს საზოგადოებრივ კოლეჯ "გლდანის" პროფესიულ ცენტრში დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელშიც შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაზე რეგისტრირებული 500-მდე სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე 20-მდე კერძო კომპანია, 2000-მდე ვაკანსიას შესთავაზებს დასაქმების მაძიებელს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292331

---

 

16.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის დღე

სოციალური მომსახურების სააგენტომ ევროკავშირის დახმარებით საქართველოს შრომის ბაზრის ვაკანსიების მონიტორინგი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში გამოცხადდა სულ 5674 ვაკანსია. აქედან ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე, არაკვალიფიციურ მუშებზე, მომხმარებელთან მომუშავე პერსონალზე, ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუზებზე. აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი არის ვაკანსიები, რომელსაც სჭირდება პროფესიული განათლება და მისთვის არ არის საჭირო უმაღლესი განათლება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5290402

---

 

16.05.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 18:00

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ვაქცინის პრობლემა აღარ არსებობს. სამინისტროს განმარტებით, ქვეწარმავლის ნაკბენით გარდაცვალების შემთხვევები დღეს არ დაფიქსირებულა. „გველის ნაკბენით საქართველოში ბოლო ადამიანი გარდაიცვალა 2011 წელს.”

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291655

---

 

16.05.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

ეროვნულ დონეზე, ვაკანსიების 58%-ის შემთხვევაში დამსაქმებლები ითხოვენ ბაზისურ განათლებას, 25%-ის შემთხვევაში პროფესიულ განათლებას, 9%-ის შემთხვევაში უმაღლეს განათლებას, ხოლო 8%-ის შემთხვევაში განათლებას მნიშვნელობა არა აქვს. ეს ერთ-ერთი მიგნებაა, „ვაკანსიების მონიტორინგის რეგიონულ შრომის ბაზრებზე.“ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტთან თანამშრომლობით, შრომის ბაზრის კვლევების წარმოებას იწყებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291241

---  

 

16.05.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 15:00

თბილისის მერია კორპორატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარებას იწყებს. გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. დაზარალებულთა რიცხვი 3000-ს შეადგენს, თუმცა, პირველ ეტაპზე ბინებს 800 ოჯახი მიიღებს. პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებს ისინი, ვისაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ. იმათ, ვისაც ასეთი ქულები არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291013

---

 

16.05.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00  

ქვეყანაში კანის სიმსივნეების რაოდენობა იზრდება. ექიმები ამბობენ რომ წლიდან წლმადე პაციენტების ნაკადი იმატებს, ყველაზე ხშირი კი მელანომაა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებების ხუთეულშია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მზე და სოლარიუმებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291879

---

 

16.05.2018

არხი:  I არხი 

გადაცემა:   მოამბე 21:00

13 წლიანი პაუზის შემდეგ მრავალშვილიანის სტატუსით ოჯახები ისევ ისარგებლებენ. დეპუტატებმა შენიშვნების გათვალიწინებით კანონპროექტიდან ასაკობრივი ზღვარი ამოიღეს. პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა რამდნიმე წუთის წინ დაასრულა. ინიციატივის კანონად მიღების შემდეგ თითოეული ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 შვილი, ელექტრო ენერგიის სუბსიდიის სახით, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი - დამატებით 10 ლარს. აუციელებელია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციასთან ერთად მათ სარეიტინგო ქულები 300 ათას არ აჭარბებდეს. კიდევ რა სახის შეღავათებით ისარგებლებენ და რას გულისხმობს დოკუმენტი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291970

---

 

16.05.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00 

დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე. დემოგრაფების პროგნოზი რომელიც კვლევებს ეუფძნება საგანგაშოა. 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 2 მილიონი იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291862

---

 

16.05.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა:   აქტუალური თემა 21:30

გადაცემის მთავარი თემაა - დემოგრაფიული პრობლემები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292215

---

 

16.05.2018

არხი:  პალიტრა ტვ 

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 20:00

პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კლინიკების საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ ექიმის მიერ ჩადენილი შეცნობის ან დანაშაულის შესახებ ზემდგომი ორგანოების და ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მასმედიის მეშვეობით რაიმე განცხადების გაკეთება დაუშვებელი გახდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292116

---

 

16.05.2018

არხი:     იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის გაშუქება პრესითა და ტელევიზიით შესაძლოა აიკრძალოს მანამდე, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს კონკრეტულ საქმეზე შესაბამისს გადაწყვეტილებას. ამ ინიციატივის ავტორი საქართველოს კლინიკების ასოციაციაა, რომელმაც საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარადგინა. თუკი პარლამენტი მოიწონებს ამ წინადადებას საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შევა და მედია ვეღარ გააშუქებს სამედიცინო შემთხვევებს. ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მასმედიის საშულებით ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელება და უსაფუძვლო ბრალდებები, სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეში დარღვევაა და მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5289663

---

 

16.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

სპეციალური სამუშაო ჯგუფი ნარკოპლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობას სავარაუდოდ დღეიდან დაიწყებს. შეხვედრაზე კონკრეტული მოთხოვნებით მისვლას გეგმავს სამოქალაქო სექტორი, რაც ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციას შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის დასწრებასაც ითხოვენ. სოფო ვერძეული: "პრინციპული მოთხოვნაა, რომ ყველა საკითხი, რაც რეალური ნარკოპოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი იყოს სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში. ამ ფორმატში ყველა თემა უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში". ბაია პატარაია: "ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ შეხვედრას დაესწროს ჯანდაცვის მინისტრი. რადგან, დროა შსს-დან ჯანდაცვის სამინისტროში გადაინაცვლოს თემამ. არსებული ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად დრაკონული. არ შეესაბამება არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5290327

---

 

16.05.2018

არხი:  პალიტრა ტვ  

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 20:00

საპარლამენტო უმრავლესობა საკითხზე კვლავ ვერ თანხმდება, ოპოზიცია კი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მმართელ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკამათო საკითხს დოზირება წარმოადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292151

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291893

---  

 

16.05.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:   ბიზნესკოდი

ახალი ნარკოპოლიტიკა. მასზე აქამდე პარლამენტში მიდიოდა მუშაობა, ხოლო ბოლო მოვლენების ფონზე ახალგაზრდების საპროტესტო აქციების შედეგად განხილვამ შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც ის პირადად ეთათბირება, თუ ევაჭრება არასამთავრობოებს ნარკოტიკების დოზებსა, თუ სასჯელის სიმძიმეზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5290431

---

 

16.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიას ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უერთდება და აქციის ფარგლებში კლინიკაში უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები ხვალ ჩატარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291198

---

 

16.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

კამპანიამ სახელად გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები სტარტი საქართველოშიც აიღო, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფრანგული ფარმაცევტული კომპანია სერვიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კამპანიის მიზანია ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმაციულობის ამაღლება და წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291485

პალიტრა ტვ-პალიტრა ნიუს 20:00

  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292210

---

 

16.05.2018

არხი: იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 20:00    

თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5291954

---

 

 

 

ინტერნეტი

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493581-jandacvis-saministro-narkopolitikis-sakithkhze-shss-s-tsarmomadgenlebthan-shekhvedrashi-chaerthveba.html

ჯანდაცვის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჩაერთვება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჩაერთვება. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს განუცხადა. "ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართულები და ვიყავით კიდევ ჩართულები. ვიმსჯელებთ, გადავწყვეტთ და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ ამაში ჩავერთვებით. ჯერ გვექნება მსჯელობა", - განაცხადა ბოხუამ. ზაზა ბოხუა არ აკონკრეტებს, შეხვედრებში უშუალოდ მინისტრი დავით სერგეენკო ჩაერთვება თუ არა. "ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამ პროცესში ჩართული",- განაცხადა ბოხუამ. ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა გადაწყვეტს, გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ საპროტესტო რეჟიმი. შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს, გააგრძელებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადაინაცვლებენ საპროტესტო რეჟიმში.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493564-mshobiarobis-shemdeg-komashi-chavardnili-nathia-chaganavas-ojakhi-dakhmarebas-ithkhovs.html

მშობიარობის შემდეგ კომაში ჩავარდნილი ნათია ჩაგანავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

დაზარალებულ ნათია ჩაგანავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაზარალებული პაციენტის ბიძაშვილმა, ფერიდე შელიამ განაცხადა, გოგონას მკურნალობის გასაგრძელებლად 34 000 ლარია საჭირო, რისი გადახდის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული დევნილია, მას დევნილთა და განსახლების სამინისტრო ვერ დაეხმარა, ვინაიდან უწყებაში თავად დაზარალებულის მისვლას მოითხოვენ. ოჯახი დახმარებისთვის მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მათ ამ დრომდე გვერდში ედგა. „თურქეთმა სამკურნალოდ მოითხოვა 54 200 დოლარი, 15 000 დოლარი კლინიკაში ყოფნის 10 დღის ფული გადავრიცხეთ, გვაქვს 5 000 დოლარი და გვჭირდება 34 000. ნათია არის ლტოლვილი. ლტოლვილთა სამინისტროში თქვეს, რომ ნათია არ ემთხვევა კრიტერიუმს და რომ უნდა მივიდეს სახელმწიფო უწყებაში და მოაწეროს ხელი. ერთადერთი დახმარება ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწია“, - განაცხადა ფერიდე შელიამ. მიმდინარე წლის 10 აპრილს, 26 წლის ნათია ჩაგანავამ საკეისრო გაიკეთა, 11 აპრილს კი ის კომაში ჩავარდა. ოჯახი ექიმებს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თქმის საფუძველს თურქი სპეციალისტების დასკვნა აძლევთ. გოგონას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: საქართველოს ბანკი: GE74BG0000000027501500 - მიმღები თამრიკო დადიანი (პირადი ნომერი 02001023945. შეთანხმებულია მეუღლესთან) თიბისი ბანკი GE83TB7834645061100048 მიმღები ჯემალ ჩხაიძე (პირადი ნომერი 61001067939) ნათიას მეუღლე. დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 558 60 61 85.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493561-dghes-neiroqirurgtha-samdghiani-saerthashoriso-kongresi-vaskulur-neiroqirurgiashi-gaikhsneba.html

დღეს ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში გაიხსნება

დღეს ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 – VASQULAR EXSPERTS MEETING გაიხსნება. კონფერენცია მოიცავს ოთხ პლენარულ სესიას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ლექციები და მასტერკლასები წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. კონგრესზე მიწვეულია 150 დელეგატი. კონგრესის საპატიო პრეზიდენტია ბურდენკოს ნეიროქირურგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის პროფესორი, აკადემიკოსი ალექსანდრე კონოვალოვი. კონგრესის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია დაესწრებიან.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493546-thethri-khmauris-modzraoba-narkopolitikis-sakithkhze-shss-s-tsarmomadgenlebthan-shekhvedrashi-jandacvis-ministris-charthva-gadatsyvets-gagrdzeldeba-molaparakebebi-thu-saprotesto-rezhimi.html

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა გადაწყვეტს, გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ საპროტესტო რეჟიმი

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობას ითხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს, გააგრძელებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადაინაცვლებენ საპროტესტო რეჟიმში. „ჩვენი უკმაყოფილება გამოწვეული იყო შეცდომის უმნიშვნელო აღიარებით, რადგან ჩვენ ვერ მივიღეთ მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, დავაყენეთ მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს. მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ Facevook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მოძრაობა ბოდიშს იხდის შს მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებისთვის და იმ მიზეზებს ხსნის, რამაც მონაწილეთა მხრიდან შეხვედრის თაობაზე გამოხატული უკმაყოფილება განაპირობა. „შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა კლუბებში განხორციელებული ოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას. შეხვედრას ჩვენი მხრიდან კლუბებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგნლები ესწრებოდნენ. ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, რეალიზაციის ფაქტებს ჰქონოდა ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არც ერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან, კლუბ „ბასიანის „ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ "გალერის", მათი თქმით, კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ “ბასიანი”, "გალერი", და "ბლოუ-ბარი", როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც“, - ნათქვამია განცხადებაში. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ შეფასებით, კომიკურია, რომ შეიარაღებული სპეციალური რაზმის შესვლა შსს-მ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლა. „სამინისტრო არ თვლის, რომ დაირღვა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან. შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/493541-parlamenti-ikhilavs-proeqts-romlis-safudzvelzec-mravalshviliani-mshoblis-statusi-ganisazghvreba.html

პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება

პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს “სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა ხდება. კერძოდ, მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. პროექტი პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა. კანონპროექტით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი; ასევე, უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019 წლის და შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, კანონპროექტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. ა.წ. თებერვლის მონაცემებით. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება აღნიშნული შეღავათი.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493540-dimitri-khundadze-saqarthvelos-mosakhleoba-28-ith-mcirdeba-roca-azerbaijanis-mosakhleoba-33-ith-kholo-somkhethis-mosakhleoba-7-ith-izrdeba.html

დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება

დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუკი პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. “გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება. საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით - 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება თავად კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. ხუნდაძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. “საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს. ხუნდაძის განმარტებით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა. ხუნდაძის ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8%-ს აქვს 300 000 და ნაკლები ქულა.

16.05

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/192698-dimitri-khundadze-saqarthvelos-mosakhleoba-28-ith-mcirdeba.html?lang=ka-GE

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90/29229819.html

რამდენად საშიშია მაღალი წნევა?

17 მაისს ყოველწლიურად ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, ხოლო მთელი მაისი არტერიული წნევის „გაზომვების თვედ“ არის გამოცხადებული. სტაბილურად მაღალი წნევა - ჰიპერტენზია - სახიფათო ქრონიკულ დაავადებად ითვლება, რადგან მასთან დაკავშირებული მიზეზებით მსოფლიოში ყოველწლიურად 7,5 მილიონი ადამიანი კვდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, თუმცა საქართველოში 2016 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 24.5 %-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა და ასეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს გრძნობენ, შეიძლება ჰქონდეთ მაღალი არტერიული წნევა. 2016 წლის გამოკვლევის თანახმად, ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წლის ასაკობრივ ჯგუფში 37,2 %-ს შეადგენს. გვახსოვდეს, რომ სტაბილურად მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც არის გულის კუნთის ინფარქტი, ტვინის ინსულტი თუ თირკმლის ქრონიკული დაავადება. ექიმები გვირჩევენ, ვიყოთ ყურადღებით და არც ის დაგვავიწყდეს, რომ წნევა მიბმულია ასაკთან. თუკი სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, შესაძლებელია მაღალი წნევის სრულყოფილად მართვა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, არ მიიღოთ მარილი დღეში 5 გრამზე მეტი. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარილის მოხმარების შემცირებით ყოველწლიურად შესაძლებელი იქნებოდა 1.7 მლნ ადამიანის გადარჩენა. მაღალი წნევის მართვაში თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასა და მედიკამენტების მიღებას, თუმცა საშიშია როგორც რეგულარულად მისაღები წამლების მიუღებლობა, ასევე მათი ზედმეტად მიღება. ერთი სიტყვით, აჯობებს, ყველაფერი ისევ ექიმს ვკითხოთ. თუმცა არტერიული წნევის მომატება ყოველთვის არ მიანიშნებს იმაზე, რომ მაღალი წნევა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდეს და შფოთვით, ნერვიულობითა და სტრესებით იყოს გამოწვეული. ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა გვაფრთხილებს ასევე, რომ წნევა უნდა გავიზომოთ დამშვიდებულ მდგომარეობაში და მწეველებმა ისიც კი უნდა გაითვალისწინონ, რომ წნევის გაზომვისას ბოლო ღერი სიგარეტის მოწევიდან მინიმუმ ერთი საათი უნდა იყოს გასული. თუკი გაინტერესებთ, რა ნიშნულზე დგას თქვენი არტერიული წნევა და სახლში წნევის აპარატი არ გაქვთ, მთელი მაისის განმავლობაში აფთიაქებში განთავსებული იქნება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გაიგოს საკუთარი წნევის მაჩვენებლები. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას ძირითადი სააფთიაქო ქსელების771 ფილიალი გამოეხმაურა. ასევე მაისში, ყოველ ხუთშაბათს, მთელ რიგ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები უფასოდ გასინჯავენ პაციენტებს და საჭირო რჩევებს მისცემენ.

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/203558

კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს - აკაკი ზოიძე

კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნარკორეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა. “რაღაც საკითხებია, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად კონსენსუსს მივაღწევთ. განსხვავებული პოზიციები ძირითადად ოდენობების თემას ეხება, კერძოდ, სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, რაიმე კითხვა ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება იმ მიმართულებით, რომ ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია გადაიკეტოს. გამსაღებელთა მიმართ სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით. ბერკეტები ამოქმედდება, რომლებიც ამ გადინებას შეაჩერებს. ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკომოხმარება დასჯად ქმედებად რჩება, პირადი მოხარებისთვის და ნარკოტიკის მცირეოდენი ფლობისთვის ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=65638

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/493404-akaki-zoidze-mnishvnelovania-shss-s-mivanitcoth-damatebithi-sakanonmdeblo-berketebi-ratha-mthavrobas-sheedzlos-aghkvethos-saafthiaqo-narkomania.html?ar=A

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/203521

თბილისის მერია ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებს გამოყოფს

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლებ საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გასხვისდა. „90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები, ხოლო მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. „შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კონკურენტული პრინციპით განხორციელდება და ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მეტი დაზარალებულის დაკმაყოფილება ფართებით. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული  სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/kooperatiuli-binatmsheneblobit-dazaralebulebi-saxelmwifosgan-binebs-miigeben/19611/

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/regionebshi-saswrafo-samedicino-daxmarebis-gamodzaxebaze-motxovna-yovelwliurad-izrdeba/300/

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

IDFI-მ 112-ში შესული ზარების მონიტორინგი ჩაატარა და 2013-2017 წლების ანალიზი გამოაქვეყნა. შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე დიდი წილი, სწორედ სამედიცინო დახმარების გუნდის გამოძახებაზე მოდის. წლების მიხედვით ზრდა რეგიონებში ფიქსირდება, დედაქალაქში კი მუნიციპალური სასწრაფოს გამოძახების ტენდენცია იკლებს. თუ 2013 წელს რეგიონებიდან მოთხოვნა დედაქალაქის მოთხოვნას ჩამოუვარდებოდა (თბილისში - 593 354; რეგიონები - 476 086), 2017 წელს სურათი საპირისპიროს აჩვენებს. კერძოდ, 2017 წელს რეგიონებიდან 1 005 018 ზარი შევიდა 112-ში, ხოლო თბილისიდან მხოლოდ 648 997 ზარი.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/business-inner/gadaudebeli-daxmarebis-cxel-xazze-motxovna-yovelwliurad-izrdeba/299/

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/111844-msoflioshi-maisi-hipertenziis-tved-gamockhadda

მსოფლიოში მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენცია კომპანია "სერვიეს" ორგანიზებით ეწყობა და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ექიმები, პაციენტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, "გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები" მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს. დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ჰიპერტენზიისა და მისი სირთულეების შესახებ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას სერიოზულად, მეორე ნაწილს კი აქვს არტერიული წნევა, მაგრამ არ აკონტროლებს. პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდება 17 მაისს, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #გაიზომეწნევაამასშენთვისგეუბნები შესახებ. აქტივობა იქნება გადამდები, მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის - აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დაინახონ და გააცნობიერონ მისგან გამოწვეული სირთულეები და პრობლემები. პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დუტა სხირტლაძე, ნიკა წულუკიძე, ანა ჩირაძე, ლელა მებურიშვილი, გიორგი კეკელიძე, რუსკა მაყაშვილი... ისინი ერთვებიან პროექტში, კეთილი ნების ელჩებად, რათა მოუწოდონ მათ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას, რომ მიხედონ ჯანმრთელობას და მუდმივად აკონტროლონ წნევა. ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. წელს მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და მიეძღვნა კამპანია „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც ემსახურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უახლესი მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს გავამახვილოთ ყურადღება ჰიპერტენზიაზე და ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ დაავადების შესახებ. ახალგაზრდების წახალისება ხელს შეუწყობს მათი მშობლებისა და ახლობლების მოტივაციას, რათა შემოწმდეს მათი წნევის მაჩვენებლები და მოხდეს დაავადების უკეთესი მონიტორინგი. საზოგადოების ინფორმირება ჰიპერტენზიის შესახებ ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანია წინაპირობაა.

---

 

16.05.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/medias-shesadzloa-eqimebis-shecdomis-shesaxeb-informaciis-gashuqeba-aekrdzalos-izgudeba-tu-ara-sityvis-tavisufleba

მედიას შესაძლოა ექიმების შეცდომის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აეკრძალოს - იზღუდება თუ არა სიტყვის თავისუფლება?

უახლოეს მომავალში მედიას შესაძლოა ექიმების შეცდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გაშუქება აეკრძალოს. პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. „მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში. შესაბამისად, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება. ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქცინირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ასევე ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ექიმის გადაცდომის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მასმედიის საშუალებით გავრცელება ამ საშუალების/მისი წარმომადგენლის 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, მასმედიის საშუალებას მოუწევს უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავის ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ჯარიმა 1000 ლარი იქნება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. „კომერსანტი“ დაინტერესდა აპირებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო აღნიშნული ინიციატივის კანონად ქცევას და ასეთ დროს, დაირღვევა თუ არა სიტყვის თავისუფლება? პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს,რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ დეტალურ და ვრცელ კომენტარს მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ გააკეთებს. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ზოიძე განმარტავს, რომ დაუშვებელია ის, რომ პრესით იმართებოდეს სასამართლო პროცესები. „ჩვენთან რაც ხდება, ეს ნებისმიერ ქვეყანაში მიუღებელია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. ექიმის რეპუტაციის შელახვა მხოლოდ ცალხმრივი ინფორმაციის გამოქვეყნებით რა თქმა უნდა პრობლემატურია. ჩვენთან სასამართლოს გადაწყვეტილების და რეგულირების სააგენტოს დასკვნის გარეშე ხდება განაჩენის გამოტანა და ექიმის ლინჩის წესით გასამართლება“-განმარტავს ზოიძე. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც საექიმო შეცდომებზე გადაცემები და გარჩევები მედია საშუალებებით ხდება. მისი თქმით, მედიცინა ძალიან სპეციფიკური დარგია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ თემაზე შოუების მოწყობა. „ეს აზარალებს როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს დაუშვებელია. სამედიცინო განათლების გარეშე ძალიან რთულია სამედიცინო შეცდომებზე კომპეტენტურად საუბარი. ჩვენთან ჩამოუყალიბებელია სასამართლო პრაქტიკაც. შეუძლებელია მოსამართლემ იცოდეს ის სპეციფიკა, რომელიც ასეთ დროს გასათვალისწინებელია. როგორც ბერაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს რეგულირების საბჭო, რომელიც ობიექტური ვერანაირად ვერ იქნება. „ამ საბჭოში შემავალი ექიმები სრულიად თავისუფლები უნდა იყვნენ და ინტერესი არ უნდა ჰქონდეთ“-აცხადებს ბერაძე. მისი განცხადებით, თუ ინიციატივას მოყვება იმის აუცილებლობა, რომ კანონმდებლობით იყოს განსაზღვრული სამედიცინო შეცდომების პასუხსმგებლობის დაზღვევა, ეს ძალიან სწორი იქნება. როგორც ბერაძე აცხადებს, განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი საკითხი სწორედ ასე რეგულირდება. მისივე განცხადებით, კარგი იქნება,თუ იარსებებს ჯანდაცვის ომბუდსმენი, რადგან დღეს ექიმი სრულიად დაუცველია. მედიაექსპერტი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის სტანდარტს. უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა მედიას არ შეუძლია, ეს მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.როგორც ქორიძე აცხადებს, მედიის მთავარი ფუნქციაა არის მოიპოვოს, მოიძიოს, გადაამუშაოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რაც არ უნდა ეს კლინიკებისთვის საზიანო იყოს. „ამის გამო მედია არ უნდა შეიზღუდოს. ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება მნშვნელოვანია, მაგრამ, ჟურნალისტი უფლებამოსილია ინფორმაცია გაავრცელოს. თუ ჩვენ დღეს ვიტყვით, რომ კლინიკებზე და ექიმებზე ექსპერტიზის და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა გავრცელდეს ასეთი ტიპის ინფორმაცია, ხვალ ასეთივე ჩანაწერს მოითხოვს სასკოლო დაწესებულება, რომელშიც ისედაც შეზღუდულია მედიის შესვლა. ზეგ ამას მოითხოვს მაგალითად,კულტურის დაწებულებქ, მაზეგ-ბიზნესი. ასეთი ჩანაწერები ზუსტად მიანიშნებს იმას, რომ იწყება გარკვეული ფორმით საზოგადოების შეგუება, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ჟურნალისტების მიერ მიიღებენ არის გადაუმოწმებელი და არასრულყოფილი. რა თქმა უნდა ეს ზრდის იმაზე მოთხოვნას, რომ ჟურნალისტებმა უფრო მაღალი პროფესიული სტანდარტი დაიცვან და ინფორმაცია გადაამოწმონ, მაგრამ ინფორმაცია სასამართლოს გადაწყევტილების გამოტანამდე არასწორად გამოცხადდეს, ეს მიმართულია გამოხატვის, თავისუფლების შეზღუდვასთან“-აცხადებს ქორიძე.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

17.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

მინისტრის მოადგილის გარდაცვალების გამო, სამ ექიმს სანქციები დააკისრეს

 სამედიცინო კორპორაცია „ევექსის" ორ ექიმს და შპს „ემერჯენსი სერვისის" ერთ ექიმს სანქციები დაეკისრათ. გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის პირველ იანვარს კურორტ გოდერძიზე თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე მიიღო. სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, ნინო ხუციშვილის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, „უნიმედი აჭარას" (კორპორაცია „ევექსი") რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატები ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში გაუუქმდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვერ იმუშავებენ, თუმცა შეუძლიათ განმეორებითი სერტიფიკატები აიღონ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. საბჭოს იმავე გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის" ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით შეუჩერდა და კვალიფიკაციის კურსის გავლა დაევალა. 1tv - ის ინფორმაციით, ოჯახი ექიმებისადმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს. საქმეს პროკურატურა შეისწავლის, რომელიც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებოდა. თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გაბაიძეს ფეხსაცმლის შეკვრისას თხილამურებით გადაუარეს. გასული წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. გაბაიძის ოჯახი გარდაცვალებას სამ ექიმს აბრალებდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5292603&name=17.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება:

ლუგარის ლაბორატორია და "შეშფოთებული" რუსეთი

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა - ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას აბრალებს. ყველა ამ ინფორმაციას რომ დავუჯეროთ, საქართველოში ცოცხალი უკვე აღარავინ უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებასა და მის მაამებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რესპონდენტებად ძირითადად კომიკურ პერსონაჟებს იყენებენ, არაფრით უნდათ იმის დაჯერება, რომ ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება. რუსეთის პროპაგანდა არ ცხრება მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს არაერთ რუს მეცნიერსაც უმუშავია და მოსკოვმა სხვა გზებითაც კარგად იცის, რომ ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ამ ცენტრში ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას ემსახურებიან. რა ხდება ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით აღჭურვილ ლუგარის ცენტრში? კონკრეტულად ვინ და რას აკეთებს იქ? რადიო თავისუფლება იმ ლაბორატორიაშიც შევიდა, სადაც უშუალოდ ამერიკელები მუშაობენ. რა კეთდება ამერიკელების აშენებულ ლუგარის ლაბორატორიაში ? შიშის მომგვრელია, წარმოიდგინო თავი სივრცეში, სადაც მრავალნაირი ვირუსი და ბაქტერია გეგულება - მიკროორგანიზმები, რომლებიც, სხვადასხვა გრიპის გარდა, იწვევენ, მაგალითად, შავ ჭირს, ჯილეხს, ტულარემიას, ბრუცელოზს, წითელასა თუ ბოტულიზმს. მაგრამ აქ, ლუგარის ცენტრში, მიკროორგანიზმები ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურებიან. „იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NDC) დირექტორის მოადგილე, რომელსაც საქართველოში ყველა იცნობს დაავადებებთან დაკავშირებული თავისი სატელევიზო რჩევებით. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში აზუსტებენ, კონკრეტულად რა შტამის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და აქ ამოიცნეს თავის დროზე ღორის გრიპად წოდებული H1N1-იც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გზის პირას, თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. ის ამერიკის ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, სახელს ატარებს დიდი წვლილისთვის საფრთხეების შემცირების პროგრამის შექმნა-ამოქმედების საქმეში. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს - თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და ის 2013 წლიდან სავსებით ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას (წელიწადში 500 მილიონ დოლარზე მეტს) ქართული მხარე იხდის. „ვიდრე ლუგარის ცენტრი აშენდებოდა, პათოგენების წლების განმავლობაში შეგროვილი კოლექცია ინახებოდა ბევრ ლაბორატორიაში საქართველოს მასშტაბით და მათ შორის - თბილისშიც. ვირუსები და ბაქტერიები ინახებოდა არცთუ უხიფათოდ. ლუგარის ცენტრის შექმნის შემდეგ კი, ამჟამად ბევრად უფრო უსაფრთხო პირობები არსებობს პათოგენების შესანახად და მათზე მომუშავე მეცნიერთათვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას USAMRD-G-ის წარმომადგენელი, მკვლევარი ენტომოლოგი ჯოშუა ბასტი, რომელსაც ლუგარის ცენტრში შევხვდით. ლუგარის ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. აქ ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები და მათ შორის - C ჰეპატიტის სწრაფი ტესტით დადგენილი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. შესაბამისად, ლუგარი ცენტრს დიდი როლი ეკისრება C ჰეპატიტის აღმოფხვრის საქართველოში მიმდინარე მასშტაბური პროექტის ფარგლებში. ლუგარის ცენტრში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია, სასწავლო მიზნებით ხშირად იყრიან თავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, მათი პედაგოგები, მეცნიერები და აქაურობას არც ცნობისმოყვარე დამთვალიერებელი აკლია. ცხადია, ლაბორატორიებში ყველას ვერ შეუშვებენ, მაგრამ ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი, რაც შუშის კარ-ფანჯრების მიღმა ხდება. ამერიკელები ლუგარის ცენტრში კომპონენტში, სახელწოდებით „აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი-საქართველო (USAMRD-G) “ წარმოდგენილია ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია - უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR). მართალია, მისი ძირითადი ამოცანა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მისიაში ჩართული ამერიკელი სამხედროების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ინსტიტუტის 125-წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგებით მთელი მსოფლიო ხეირობს. ლუგარის ცენტრში ამჟამად მხოლოდ 9 ამერიკელი სპეციალისტი მუშაობს. მათ მხოლოდ ერთი - უსაფრთხოების მე-2 დონის - ლაბორატორია ეთმობათ და ამისათვის იჯარის თანხისა და ოპერირებისთვის საჭირო სხვა დანახარჯების დაფარვაც უწევთ. პროექტებს ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებენ. „ჩვენი ამოცანაა როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების დაცვა დაავადებებისა და ეპიდემიებისგან. აქ ჩვენ მსოფლიოს ჯანმრთელობას ვემსახურებით“, - ამბობს USAMRD-G-ის წარმომადგენელი, კვლევითი პორტფოლიოს მენეჯერი, მიკრობიოლოგის 18-წლიანი სტაჟის მქონე მაიკლ ვაშინგტონი. კვლევითი პროექტები უკავშირდება, მაგალითად, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა თუ ნაწლავურ ინფექციებს. მაიკლ ვაშინგტონი ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებით ერთ პროექტს გამოყოფს: „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი ანტიბიოტიკების რეზისტენტულობას უკავშირდება და მას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) ერთად ვახორციელებთ.ბოლო რამდენიმე ათეული წელია, გამოვლინდა ინფექციები, რომელთა მკურნალობაც შეუძლებელი იყო ანტიბიოტიკების მეშვეობით. ლუგარის ლაბორატორიაში ვიკვლევთ მიზეზებს, თუ რატომ არ ემორჩილებიან მიკრობები ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მიმდინარეობს ახალი მეთოდების შემუშავება, რათა აღმოვაჩინოთ ასეთი მიკროელემენტები, დავადგინოთ მათი ბუნება და განვკურნოთ დაავადებები“. სიცრუის ტალღები რუსეთიდან - საინფორმაციო ომი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ „არ გვაქვს გასაიდუმლოებული სარდაფები, არა... არც სხვა ოთახები... - გულიანად იცინის ამერიკელების ჯგუფის წარმომადგენელი ჯოშუა ბასტი. სწორედ ასეთ რეაქციას იწვევს წლების მანძილზე რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რასაც სერიოზულად უკვე თითქმის აღარავინ აღიქვამს. და მაინც, მას შემდეგ, რაც აშენდა, რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა მაამებელმა მედიასაშუალებებმა ლუგარის ცენტრს ათასი რამ დააბრალეს. სხვადასხვა დროს ითქვა ისიც, რომ საქართველოში ამერიკელები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. მსგავსი რამ წარსულში ნათქვამი აქვთ, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და რუსეთის ყოფილ მთავარ სანიტარს - გენადი ონიშენკოს. თუმცა რუსეთის პროპაგანდა უფრო შორსაც წავიდა. 2018 წლის 12 აპრილს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზე ახსენა, რომელიც დიდწილად რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი შვილის ბრიტანეთში მოწამვლის სკანდალურ ფაქტს უკავშირდებოდა. რუსეთის სათვალავზე მოდის ასევე ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოების აფხაზეთის რეგიონში გავრცელების ბრალდება და ცხინვალის რეგიონში ღორის გრიპის, ხოლო აფხაზეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელებაც. ფაროსანას, რომელიც ბუნებაში ბევრგან არსებობს, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები დივერსიული მიზნებით გამოყვანილს უწოდებენ. როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანის აკრძალვაზე ლაპარაკობდა, იულია მელანომ „როსიისკაია გაზეტას“ უთხრა: „არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვაქვს გარკვეული სახის ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან“. ლუგარის ლაბორატორიაზე სიუჟეტების მომზადებისას კრემლის ინტერესებით მოქმედი მედია ძირითადად ცალკეული რესპონდენტების უარგუმენტო მსჯელობას ეყრდნობა. ხშირად სხვადასხვა მედიაპროდუქტში ერთი და იგივე პირები და კომიკური პერსონაჟები ფიგურირებენ. რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული მედია არცთუ იშვიათად ამტკიცებს იმასაც, რომ ამერიკელები ცდებს საქართველოს მოსახლეობაზეც ატარებენ. NCDC-ის ინფორმაციით, არასოდეს აღრიცხულა პათოგენების გაჟონვისა და დაკარგვის შემთხვევები და არასოდეს მომხდარა საშიში პათოგენებით ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერების დაინფიცირება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა არაერთხელ მიიწვია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლუგარის ცენტრის დასათვალიერებლად, მაგრამ მოსკოვი შეთავაზებას არ გამოხმაურებია. „რუსეთი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძე. - აქ იმდენი რუსი მეცნიერია ნამყოფი და არა მხოლოდ დასათვალიერებლად, არამედ ნამუშევარიც კი არიან აქ რუსი მეცნიერები. ამიტომ აქ რა ხდება, ჩემზე კარგად იციან მათ. მაგრამ ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკა, რაც ემსახურება შავი პიარის აგორებას, თორემ აქ რომ არაფერი ხდება, ჩემზე კარგად იციან ნამდვილად“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5292332&name=17.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---