მედიამონიტორინგი 19.02.2018
ტელევიზია
19.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
წითელას ვირუსით დაიფიცირების უპრეცედენტო რაოდენობა რეგიორნში. სპეციალისტები საქართევლოში წითელას ეპიდემიაზე საუბრობენ. როგორ ვებრძოლოთ წითელას ეპიდემიას. თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე საუბრობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5049032
---
19.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორი ინფორმირებული არ არის. სამშენებლო ბიზნესი იმ სექტორებს შორისაა, რომელზეც შრომის უსაფრთოების დაცვის ახალი მოთხოვნები გავრცელდება. მძიმე, მავნე და საშიშროებიანი დასაქმების ადგილები მთავრობამ უნდა განსაზღვროს და დაამტკიცოს წინასწარ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5049339
---
19.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5049186
---
19.02.2018
არხი:
გადაცემა:
18.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
ოჯახები, რომლებიც საცხოვრებელი სახლების დაკარგვის შემდეგ, სასაფლაოზე ცხოვრობენ. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოჯახებმა ვარკეთილის ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოზე მდებარე ფიცრულებს შეაფარეს თავი და წლებია იქ ცხოვრობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048887
---
18.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
პაციენტები ხონის ფსიქიატრიული კლინიკის წინააღმდეგ- ექიმებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ 29 წლის სერგო კურტანიძე ხონის ფსიქიატრიული მედიცინის ცენტრს უჩივის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048875
---
18.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
ვინ ზრუნავს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე 18 წლის შემდეგ? როგორც აღმოჩნდა სახელმწიფო ამ ახალგაზრდებს ცხოვრების გზაზე ხშირად მარტო ტოვებს. მათ არ ჰყავთ ოჯახი, ასაკის გამო ვეღარ რჩებიან ბავშვთა სახლში ან მინდობით ოჯახში. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო კი მათ დიდ არჩევანს არ უტოვებს, უფრო მეტიც, ელემენტარულად, გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. როგორუია სრულწლოვნად გახდომის შიში
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048863
---
18.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
შრომა როგორც ექსტრემი და სიცოცხლის ფასი. მომდევნო სიუჟეტში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად მომზადდა. მუშაობის პროცესში უმძიმესი ისტორიების გახსენება მოხდა და იმის აღიარება, რომ ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი და დასაქმებული ერთნაირად არღვევენ უსაფრთხოების ნორმებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048851
---
18.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
უბედური შემთხვევა თუ უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა - გურჯაანის სპირტის ქარხანაში 26 წლის დათო ოდიკაძე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გადმოვარდა, როცა ის შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ქარხნის დირექტორი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048778
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048626
---
18.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. ღონისძიებას დავით სერგეენკო უძღვებოდა. მან ყურადღება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. მხარეებმა გასული ორი წლის სამოქმედო გეგმა შეაფასეს და მომავალი წლის განსახილველი საკითხებიც განსაზღვრეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048680
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048635
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048753
---
18.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
წითელას 197 შემთხვევა დაფიქსირდა ახალი წლიდან დღემდე აჭარაში. 8 პაციენტი მკურნალობის კურსს სამედიცინო კლინიკაში ამ დრომდე გადის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048447
---
17.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
აჭარაში წითელას გავრცელების შემთხვევებმა უკანასკნელი 10 წლის მონაცემებს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციით 13 ადამიანი დაინფიცირდა. მდგომარეობა საკმაოდ სარისკოა ქვეყნის მასშტაბით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო არ გამორიცხავს, რომ წითელა აჭარიდან სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს. მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და რისკ ჯგუფში მყოფ პირებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5048075
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047972
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047738
16.02
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046418
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046400
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046266
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046005
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046516
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5045930
---
17.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
წელს აჭარაში წითელას 197 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა 60% უშუალოდ ქ. ბათუმზე მოდის. ამ დროისთვის 8 პაციენტი მკურნალობს ინფექციურ საავადმყოფოში. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047165
---
17.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ სერვისების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა, რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირებას, მათი შემუშავების პროცესში კი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები დარგის სპეციალისტების, ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლების და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნები გაითვალისწინეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047627
მაესტრო-ახალი ამბები 18:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047978
---
17.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გარდაცვლილ თემურ გაბაიძის ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლა გარდაცვლილის სამედიცინო დახმარებისა და მკურნალობის პროცედურები. თავდაპირველი დოკუმენტი ოჯახს გადაეგზავნა, თემურ გაბაიძის ოჯახი ეთანხმება დასკვნას, რომელშიც საუბარია პაციენტის არასწორ მკურნალობაზე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5047777
---
17.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ინოვაციური პრეპარატი "ოკრებუსი" შემოდის. "ოკრებუსი" მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება პროგრესირებადი, გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046814
---
17.02.2018
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 21:00
14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, თანაკლასელმა გააუპატიურა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ორივე მოსწავლე ისევ ერთ კლასში ზის და სკოლის დირექტორი მათ იზოლირების აუცილებლობას ვერ ხედავს.
http://rustavi2.ge/ka/news/97007
---
16.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
გაჭირვებულ ადამიანები ექიმის შერჩევის შესაძლებლობას მოკლებულები არიან, სამაგიეროდ მათთვის მთავარობას უკვე უფასო წამლები აქვს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ პროგრამით შარშან მილიონმა ადამიანმა დიდი წარმატებით ისარგებლა, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტებს განსხვავებული მონაცემები აქვთ და არც თუ მაჟორულ დასკვნამდე მიდიან. დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის შეფასებისას ამბობენ, რომ პროგრამის განხორციელებისას უამრავი ხარვეზი გამოვლინდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044821
---
16.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
რამდენად მზად ხვდება სამედიცინო ბაზარი პაციენტს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 325 ექიმის საქმიანობა შეისწავლა და 300 ექიმსს ხარვეზი დაუდგინა, მათ შორის იმდენად მსხვილი, რომ 99 მათგანს ექიმის ლიცენზია შეუჩერა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044794
---
16.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 14:00
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სოციალურად დაუცველების პრობლემებზე იმსჯელეს, ფრაქციის სხდომას დაახლოებით 30 სოციალურად დაუცველი ესწრებოდა. სოციალურად დაუცველმა პირებმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მათ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემდეგ უჩნდებათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5045430
კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046346
---
16.02.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული იმუნიზაციის აქცია მიმდინარეობს. მსურველებს ასევე შეეძლებათ C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც. ვაქცინაციის აქციის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "პალიტრა მედიას" ესტუმრა, კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა და იმუნიზაციის აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აიცრან, რაც მათ დაიცავს მძიმე დაავადებებისგან.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5045876
---
16.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
საარსებო მინიმუმი ინფლაციის კვალად იანვარში გაიზარდა, ისევე როგორც მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044902
---
16.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
შესაძლო გარყვნილი ქმედება 8 წლის მოზარდის მიმართ, ამ ბრალდებით 60 წლის მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია და საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. თუმცა მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია, ბავშვის ოჯახს კი საცხოვრებლის შეცვლას ურჩევენ. საცხოვრებლის შეცვლაზე მუშაობენ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5044158
---
16.02.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: სტუდია სპექტრი
გადაცემის პირველ ნაწილში ლევან ლორთქიფანიძე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებაზე საუბრობს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5046305
---
ინტერნეტი
19.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/478991-yvarelshi-ghvinis-qarkhana-qindzmaraulthan-thanamshromlebi-aqcias-marthaven.html
ყვარელში ღვინის ქარხანა ”ქინძმარაულთან” თანამშრომლები აქციას მართავენ
ყვარელში ღვინის ქარხანა ”ქინძმარაულთან” თანამშრომლები აქციას მართავენ. 100 - ზე მეტი ადამიანი ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ექვსი თვეა რაც ხელფასის აღებას უშედეგოდ ელოდებიან, რის გამოც ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. "მონები ხომ არ ვართ? მოგვატყუეს, ექვსი თვე ისე გვამუშავეს და მერე ხელშეკრულება გაგვიუქმეს. ისეთი გაჭირვებულები ვართ, ნასესხები ფულით მოვედით აქამდე. გვატყუებენ მოგცემთო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა. არ ვაპირებთ გაჩერებას. თუ ვინმემ დახარჯა ჩვენთვის მოსაცემი ფული, იმანვე აანაზღაუროს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქეთევან ქენქაძემ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
---
18.02.2018
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მინისტრმა დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების საკითხების ფინალიზაციისთვის სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე. მხარეებმა გასული ორი წლის სამოქმედო გეგმა შეაფასეს. გეგმის ფარგლებში, შრომის ინსპექციის, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, საპენსიო რეფორმის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების, ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების, საინვესტიციო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ კითხვარის საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციაც წარადგინა. მიმდინარე წლის რიგით პირველ სამუშაო შეხვედრაზე, კომისიის მიერ 2018-2019 წლებში განსახილველ საკითხთა ნუსხა განისაზღვრა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=60572
---
18.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dasaqmebis-portal-wwwworknetgovge--ze-daregistrirebulta-raodenobam-140-000--s-gadaacharba/16996/
დასაქმების პორტალ WWW.WORKNET.GOV.GE -ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 140 000 -ს გადააჭარბა
დასაქმების პორტალ www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 140 000 -ს გადააჭარბა. მათ შორის, 57 ათასი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომელთაც ვაკანსიები ყოველდღიურ რეჟიმში SMS-ით ეგზავნებათ. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილმა სამსახურის ელექტრონულად ძიება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრის 1 ივნისის 270-ე დებულების მიხედვით, სოციალური შემწეობის მისაღებად სავალდებულო გახდა დეკლარაციის შევსებიდან 30 დღეში ინტერნეტში სამსახურის მაძიებლად დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისათვის ბაზაში რეგისტირებულთაგან სოციალურ შემწეობის მიმღები 23 555 მოქალაქეა. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახლო მომავალში მიზნობრივი სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაში სიახლეები იქნება. კონკრეტულად კი, შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო შესაბამისი უნარების მიხედვით რამდენიმე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. თუ სოციალურად დაუცველი უარს იტყვის დასაქმებაზე, მას შემწეობა მოეხსნება. თუმცა როდიდან ამოქმედდება ახალი წესები, სამინისტროში არ აკონკრეტებენ. მიზნობრივი სოციალური დახმარება რომ დასაქმების დემოტივატორია, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტშიც ისაუბრა და მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა.
---
18.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139164&lang_id=ge
გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის დათო ოდიკიძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მიზეზით მოხდა. ბრალდებებს არ იზიარებს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის თქმით, სამუშაო, რომელსაც ოდიკიძე ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა და მან დახმარების სურვლი თვითონ გამოთქვა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=60547
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით დაავადების მატება ფიქსირდება და ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, გეგმიური ვაქცინაცია ან დამატებითი აცრა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. "დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით წითელას 278 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. ამიტომ, მიმდინარეობს ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები აჭარაში და მთლიანად საქართველოში. ფიქსირდება მატების ტენდენცია. გუშინდელი მონაცემებით 30-მდე შემთხვევა ფიქსირდება თბილისშიც. ზოგადად დაავადების მატება შარშან და წელსაც მთლიანად ევროპაში აღინიშნება. შარშან ევროპის მასშტაბით 15 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 34 ფატალური შედეგით დასრულდა. წითელა გახლავთ საკმაოდ კონტაგიოზური დაავადება. ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ის მონახავს იმას ვინც არ არის აცრილი. წითელას პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება აცრაა. ის ვინც არ არის აცრილი, მასზე დაავადება ადვილად გადადის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ხელმეორედ აცრა 20-დან 40 წლამდე ადამიანებისთვის. ანუ თუ არ გახსოვთ აცრილი ხართ თუ არა, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, უკეთესი იქნება თუ პოლიკლინიკაში მიხვალთ და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებთ. ამას არანაირი უკუჩვენება არ ექნება. შეუძლიათ მოქალაქეებს მივიდნენ ნებისმიერ პოლიკლინიკაში, ეს არის სრულად უფასო. სახელმწიფო სრულად იღებს საკუთარ თავზე ამ ხარჯს - საუბარია როგორც გეგმიურ ვაქცინაციაზე ისე დამატებით აცრაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში.
პია.ჯი- https://pia.ge/post/187044-amiran-gamyrelize-moqalaqeebs-witelas-acrisken-mouwodebs
---
17.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/478804-atcarashi-pirveli-ianvridan-dghemde-tsithelas-virusis-197-shemthkhveva-dafiqsirda.html?ar=A
აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემთხვევათა 20% ერთ წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, 50% კი 16 წელს ზემოთ პირებში. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაცია ჩაიტარონ. „მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ დროულად მიმართონ კლინიკებს და ვაქცინაცია ჩაიტარონ. შევახსენებ მოქალაქეებს, რომ აცრა უფასოა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/5194-saqartveloshi-xitelas-epidapetqebaa,-gamovlenilia-daavadebis-268-shemtxveva
საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა, გამოვლენილია დაავადების 268 შემთხვევა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით წითელას 268 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 30 თბილისში, 197 კი აჭარაში დაფიქსირდა. „ქვეყანაში წითელას აფეთქებაა. აქ დასამალი არაფერი არ არის. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 70-75% ამ რეგიონშია კონცენტრირებული. წითელას შემთხვევები თბილისშიც იმატებს. თითქმის ყველა რეგიონშია უკვე რამდენიმე შემთხვევა. 0-დან 1 წლამდე ასაკში წითელას შემთხვევების 17 %-ია კონცენტრირებული, რაც საკმაოდ საყურადღებოა იმიტომ, რომ სწორედ ამ ასაკში ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან და წითელა შეიძლება გართულდეს იმ ძალიან სერიოზული გართულებებით, როგორიც არის ფილტვების ანთება, პნევმონია, შუა ყურის ანთება, ენცეფალიტი და ა.შ. წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში, აცრილი არიან თუ არა ბავშვები. ამავე დროს, წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი იმ ქალებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას აპირებენ, მოუწოდებს აცრები ჩაიტარონ. „ქალბატონი, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. წითელა მწვავე დაავადებაა, რომელიც მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. გადაეცემა ჰაერის გზით და შეუძლია გამოიწვიოს ეპიდემია. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, გამონაყარი, ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. წითელათი თანაბრად ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. 41 წლამდე მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში წითელათი ავადობის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა 2004 და 2013 წლებში.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139026&lang_id=ge
ირაკლი პეტრიაშვილი: „ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 4-6% ვკარგავთ, რადგან შრომის უსაფრთხოების სტანდარტები არ გვაქვს“
„გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ გზავნილით დაიწყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფის მოთხოვნით გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც 10 000 ხელმოწერა შეგროვდება. პეტიციის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რეალურად შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ვერ ახდენს პრევენციას. „რეალურად არსებობს რამდენიმე ძალიან ფუნდამეტალური შენიშვნა. კანონი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც პროფკავშირებს აქვს დაყენებული კომისიაზე და როგორც მას ესმის. ვინც საქმეში ჩახედულია და იცნობს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, ის არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციას. პროფკავშირები ითხოვს, რომ მოხდეს ექსპერტიზა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი კანონი 81-ე კონვენციასთან. რეალურად პრობლემაა კანონში ცალმხრივად მართვა და ის ხდება ერთი უწყების ქვემდებარე, არაეფექტური სანქციების მექანიზმია ჩადებული კანონპროექტში. ელემენტალური საწარმოში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, განმეორებით საწარმოს შემოწმების საშუალება არ აქვთ გამოასწორა თუ არა ობიექტმა ესა თუ ის დარღვევა და ა.შ.“,-ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თქმითვე, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. „მე მაქვს ოფიციალური Nike-ის და Adidas-ის ოფიციალური წერილი, სადაც ისინი წერენ როგორც მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, რის გამოც მათი შემოსვლა ქართულ ბაზარზე შეუძლებელია, სანამ ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული. იმ ველური კაპიტალიზმის პირობებში, რაც საქართველოში სუფევს ეს კომპანიები კონკურენციას ვერ გაუწევს ველურ კაპიტალისტებს, რადგან მათ აქვთ სოციალური პასუხისმგებლობები. ევროკავშირის ექსპერტების დასკვნა არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ყოველწლიურად 4-6% კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები“,-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი 2017 წლის პირველ ივნისს წარადგინა პარლამენტში. კანონპროექტი გასული წლის დეკემბერში უნდა დამტკიცებულიყო, რაც დღემდე ვერ მოხერხდა.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/188074-erthi-gadaghlith-tsabordzikeba-da-vsio-mifrinav-mshenebloba-eqstremalur-pirobebshi.html?lang=ka-GE
ერთი გადაღლით წაბორძიკება და ვსიო... მიფრინავ - მშენებლობა ექსტრემალურ პირობებში
სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, თუ რა პირობებში უწევთ მშენებლობებზე დასაქმებულებს მუშაობა. ფოტო ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომ არცერთი დასაქმებულის სიცოცხლე საფრთხისგან დაზღვეული არ არის. "ესაა რეალობა და ამაზე ბევრად უარესი და ექსტრემალური სურათები, რომლებიც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჩემთვის უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების შესრულებით... მეც ვმდგარვარ ასე და შემიკრია "აბალოვკა", მომიქსოვია "ვიაზანი" და ჩამისხია ბეტონი კოლონებში... ყველა ასე იყო და ჩვეულებრივი და ბუნებრივია ეს მათ საქმეში... დამკვეთები კი ჩქარობენ, გაჩქარებენ, გსაყვედურობენ რომ ნელა მუშაობ, დროში ვერ ეტევი, აგერ (პირობითად) ჯემალის ბრიგადა გჯობია, უფრო სწრაფები არიან და გადარბიან კორპუსებს შორის გადებულ ფიცრებზე... შენც გადარბიხარ, აბა ხომ არ ჩამორჩები ჯემალის ბრიგადას? მერე ხელფასს დაგაკლებენ, სახლში მშიერი ცოლ-შვილი, ვალები... ფეხიც გიცდება და ვარდები... არა უშავს ჯემალის ბრიგადაშიც დამარცხდა რამდენიმე კაცი, მთავარია მშენებლობა სწრაფი ტემპით მიდის... ისევ შენი ბრალია... შენი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის, ან ასაკის და დაუძლურების, ან წინდაუხედავობის... ან... სხვა რამის... ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრონ... 1209 კაცი ბოლო 7 წელიწადში... ოფიციალური სტატისტიკაა... ეს იცით რას ნიშნავს? უხეშად რომ დათვალო ყოველ მესამე დღეს ერთი ოჯახი უბედურდებოდა, ერთი ბავშვი ობლდებოდა, ახალმოყვანილი ცოლი ან შეყვარებული ქვრივდებოდა და დედა შავს იცმევდა... უმეტესობა ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე მხიარული ბიჭები... 18-დან 35 წლამდე... ერთი ნაბახუსევი, ერთი გადაღლით წაბორძიკება და ვსიო... მიფრინავ... ზემოდან ქვევით და ამავდროულად ქვემოდან ზევით... სულ ზევით... დაკოჟრილი ხელებით, ოფლით დაცვარული სახით და გადაღლილი თვალებით...", - წერს შაკო ჩიკვილაძე.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/5195-eqimebis-ra-dargvevebi-agmoachina-komisiam-temur-gabaiwis-gardazvalebis-saqmeshi
ექიმების რა დარღვევები აღმოაჩინა კომისიამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, 32 წლის თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში, შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. თემურ გაბაიძე კურორტ გოდერძიზე 2017 წლის 1-ელ იანვარს დაშავდა. გაბაიძეს მოთხილამურე დაეჯახა, რის გამოც მან ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო, 13 იანვარს კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ გაბაიძის გარდაცვალების საქმის შესწავლა ოჯახის წევრთა განცხადების საფუძველზე დაიწყო. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი ხათუნა გელაშვილი არ აკმაყოფილებდა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობისთვის სავალდებულო მოთხოვნებს. პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (კურორტი „გოდერძი“) დაყოვნდა დაახლოებით სამი საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ანესთეზიოლოგის მხრიდან ინდუქციაში შეყვანილ იქნა მინიმალურ დოზაზე ნაკლები Sol Fentanili. ოპერაციის მსვლელობის პროცესშიც გამოყენებულია ძალიან მცირე დოზა. ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. ავადმყოფთან მიმართებაში მატულობს ლეიკოციტები, მიზეზი კი ნაპოვნი არ არის. არ არის გაკონტროლებული ინფექციის მარკერები, არ არის გამოკვლეული თავ-ზურგტვინის სითხე. ავადმყოფს აღენიშნებოდა ცხელება, არ იქნა ჩატარებული ნახველისა და სისხლის ბაქტეროლოგიური კვლევა. არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დანიშნულია არაადექვატური სქემით. არ არის ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და კონსულტირებული არ იყო ეპილეპტოლოგის მიერ“. აღნიშნული დასკვნა რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო კომპანია „ევექსს“ ეკუთვნის.
16.02
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/116600/
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197392
GMHC-მა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშავა
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ (GMHC) გამართა პრეზენტაცია: „რეკომენდაციები და ფინანსური გათვლები ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის დიფერენცირებულ პროგრამებსა და სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით“. რეკომენდაციები ეფუძნება ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, დარგის სპეციალისტების, ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს. რეკომენდაციების მიზანია, ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისათვის თანამედროვე სტანდარტების შემუშავება–დანერგვას, სერვისის მომხმარებლების ფსოქოგანათლებას, კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე ფსიქო-სოციალური სერვისების ორგანიზებას როგორც ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა თავშესაფრებში, ასევე სტაციონარებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. „ჩვენს მიერ მომზადებული რეკომენდაციები და თანდართული ფინანსური გათვლები დახმარებას გაუწევს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაგეგმვაზე მომუშავე პასუხისმგებელ პირებს და ვიმედოვნებთ, რომ იგი ასახვას ჰპოვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებში“, - განაცხადა მარინე კურატაშვილმა, GMHC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. დოკუმენტი მომზადდა კონსულტაციის და ტრენინგების ცენტრის (CTC) პროექტის „ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის (GMHC) მიერ, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსათვის“ ფინანსური მხარდაჭერით.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/253435/
სოცსააგენტო ამირან დევნოზაშვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც გამოკეტილი ჰყავს. ამბავი ფართო აუდიტორიისთვის 2018 წლის იანვარში “რუსთავი 2″-ის ეთერში გასული სიუჟეტით გახდა ცნობილი. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, რათა გაეგო, შეიცვალა თუ არა რცხმელურში გამოკეტილი ბავშვების მდგომარეობა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ოჯახის შესახებ მათ 2010 წლიდან იციან და დღემდე აგრძელებს სოციალური მუშაკი, მაია ხაბულიანი მათთან ურთიერთობას. მაია ხაბულიანის თქმით, ბავშვების მდგომარეობა იგივეა, მათ არ უჭირთ წერა-კითხვა და კონტაქტში შესვლა, თუმცა მათთვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალური სამსახური სარჩელს ამზადებს, რათა მამას, ამირან დევნოზაშვილს, მშობლის უფლება კიდევ ერთხელ შეეზღუდოს. გარდა ამისა, ხაბულიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დედასთან და შვილებთან ფსიქოლოგების მუშაობაც იგეგმება, რათა “როგორმე დაიყოლიონ” და უფრო რადიკალური ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. მაია ხაბულიანი ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან მიიღეს, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მამისთვის იგეგმება მშობლის უფლებების შეზღუდვა. ომბუდსმენის მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, რეკომენდაცია სახალხო დამცველის სახელით ვერ გაკეთდებოდა, ვინაიდან ომბუდსმენის აპარატს შემთხვევის შესახებ მოკვლევა ჯერჯერობით არ დაუსრულებია. “ჩვენი წარმომადგენელი ნამდვილად ესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია, ომბუდსმენის აპარატის სახელით, ეს ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ჯერჯერობით რეკომენდაცია არ მოგვიმზადებია და პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, მათ შორის, არც წერილობითი სახით” – განაცხადა ეკა მსხილაძემ. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე განმარტავს, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ელოდებითან, რის შემდეგაც ომბუდსმენი კონკრეტულ ხედვას მოამზადებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების პრესსამსახურმა განმარტა, ამ დროისთვის საგამოძიებო ქმედებები ტარდება. გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება. რა ვიცით დევნოზაშვილის ოჯახის შესახებ ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და 5 გოგო. ყველაზე უფროსი შვილი 21 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 7 წლის; ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11 წევრი: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის; ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ამირან დევნოზაშვილი მიიჩნევს, რომ შვილებს უკეთესად ზრდის; სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის, რომ ამირან დევნოზაშვილი შვილებს სახლიდან არ უშვებს; ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან; დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში; სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს; 2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა; სააგენტოს ცნობითვე, ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე; არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც დაბალი კომპეტენციით და ბავშვთა დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტითაა გამოწვეული; ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ამირან დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს; გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139116&lang_id=ge
“ არაფერი დასამალი არ არის - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა“
წითელა გვიტევს - არაფერი დასამალი არ არის - წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი ასევე მომავალი თაობა. „წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში. ქალბატონებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/34374/amiran-gamyrelidze--dghevandeli-monatsemebit-tsitelas-268-shemtkhveva-dafiqsirda
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/478594-amiran-gamyrelidze-araferi-dasamali-ar-aris-qveyanashi-tsithelas-epidafethqebaa.html?ar=A
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/statiebi/jandacva/article/11124-imerethshi-tsithelas-virusis-shemthkhvevebi-dafiqsirda
იმერეთში წითელას ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ იმერეთში წითელას ინფექციის გარცელების რისკები ამ დროსითვის არ არსებობს. თუმცა, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მოსახლებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. "მიმდინარე წელს იმერეთში იყო მხოლოდ ორი შემთხვევა, ერთ-ერთი დაფიქსირდა გასულ კვირას. ეპიდემიის სახე მიიღო წითელას ვირუსმა აჭარაში და თუ დროული პრევენიცია არ მოხდება შესაძლოა გეოგრაფიული თვალსაზრისით ის იმერეთშიც გავრცელდეს", - ამბობს ჩვენთან საუბარში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგაძე. იმ შეთხვევაში, თუ ადამიანი სახეზე და ტანზე წითელი ფერის გამონაყარს შენიშნავს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მისი თქმით, წითელას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უფასოა. გოჩა გიორგიძის თქმით, აცრის ჩატარება ერთადერთი გზა არის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს. ვაქცინაციის ჩასატარებლად მოსახლეობამ უბნის პოლიკლინიკებს უნდა მიაკითხონ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში წითელას ვირუსის 268 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა 65-70% აჭარაში ფიქსირდება.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/116523/
„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“
რას ასრულებს და რას ვერა საქართველო შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? – ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „დემოკრატიის სკოლაში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისეთი შრომითი პირობების შექმნას ავალდებულებს, სადაც შრომითი უფლებების ყველა კომპონენტი იქნება დაცული. „პირველ რიგში, ეს არის დაშვების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც უპირობოდ ექნება დასაქმების ადგილზე შეამოწმოს შრომითი პირობები. მეორე – ევროპული სტანდარტი ითხოვს, რომ შემოწმება არ იყოს მხოლოდ უსაფრთხოების თემით შემოფარგლული და ის უნდა მოიცავდეს შრომის უფლების რეალიზების ხარისხს მთლიანად, რაც გულისხმობს ისეთ დეტალებსაც, როგორიცაა, მაგალითად, შვებულების გაცემის, ბიულეტენის ანაზღაურების საკითხი და ა.შ.“ – განაცხადა შეხვედრაზე ლელა გვიშიანმა. მისი თქმით, მესამე კომპონენტი, რომელსაც ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს, ისეთი ორგანოს შექმნაა, რომელსაც ექნება რეაგირების ეფექტური მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც შრომის უსაფრთხოების სამსახური დასაქმების ადგილზე აღმოაჩენს გარკვეული ნორმების დარღვევას, მას უნდა ჰქონდეს დამსაქმებლის დაჯარიმების, გაფრთხილების და საწარმოს გაჩერების შესაძლებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად. „საქართველოს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროში არსებულ ინსპექტირების დეპარტამენტს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი არ გააჩნია. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ შეამოწმებს დამსაქმებელს წინასწარი შეთანხმების გარეშე. შემოწმების თემა კი მხოლოდ უსაფრთხოებით ამოიწურება, რაც გულისხმობს ზედაპირულ შემოწმებას. მაგალითად: არის თუ არა საევაკუაციო გეგმა, უსაფრთხოა თუ არა ელექტროგაყვანილობა და ა.შ. ის არ იკვლევს შრომითი უსაფრთხოების პროცესს, – მაგალითად იმას, რამდენად არის დაცული დასაქმებულის ჯანმრთელობა, რაც ასევე პრობლემურია,“ – აღნიშნა ლელა გვიშიანმა. მისივე თქმით, ინსპექტირების დეპარტამენტი ოთხი წელია ამოწმებს დასაქმების ადგილებზე შრომით უსაფრთხოებას, თუმცა დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მაინც იზრდება და წინა წლებთან შედარებით 22 პროცენტით არის გაზრდილი გარდაცვალების მაჩვენებელი. მისი თქმით, დღეს მოქმედი სტანდარტების მიხედვით, დამსაქმებელს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების არათუ შესრულების, წაკითხვის ვალდებულებაც კი არ აქვს, „ინსპექციას კი არ გააჩნია მოქმედების ბერკეტი“. „როცა დაინახა ევროკავშირმა, რომ არ სრულდება რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები დაკონკრეტდა, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც შრომითი უსაფრთხოების ყველა კომპონენტის შემოწმება და რეაგირება დაეკისრება,“ – ამბობს ლელა გვიშიანი.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/188032-9-tslis-gogoebs-papiloma-virusis-satsinaaghmdego-vaqcinacia-chautardeba.html?lang=ka-GE
9 წლის გოგოებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება
საქართველოში ინერგება საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოზარდ გოგოებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან განაცახადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება 9 წლის გოგოებს. „მალე დავნერგავთ კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას - საშვილოსნოს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოზარდ გოგონებში. ოთხ ქალაქში მიმდინარეობს ამ ვაქცინაციის დანერგვა. მოგეხსენებათ, ბოლო 15 წლის განმავლობაში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო როდესაც დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ერთ-ერთი ტიპის ვირუსი, რომელსაც ჰქვია პაპილომა ვირუსი. სწორედ ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ შეიქმნა ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში გამოიყენება ძალიან კარგი შედეგით და სერიოზულად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობას ქალებში. ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს სიმსივნურ დაავადებებში სიკვდილიანობის ნომერ მესამე მიზეზს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34371/farmatsevtuli-saqmianobis-departamentis-yofil-ufross-saprotseso-shetankhmeba-gauformda
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით მაჭარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი ბრალს აღიარებს. დავით მაჭარაშვილი 2017 წლის 6 მარტს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეცვალა და გირაოს სახით 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“,- ნათქვამი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 25-332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/381407
საქსტატი: საქართველოში 732 ათასი პენსიონერია
“ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 732 067 პენსიონერია”,-ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ბოლოსთვის არსებული მაჩვენებლით გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, ერთ წელიწადში ასაკით პენსიონერთა რიცხოვნობა 11 873-ით გაიზარდა, ათ წელიწადში კი 73 757-ით, ანუ 11 პროცენტით. ამასთან, 2017 წლის მონაცემებით, 166 046 მოქალაქე საქართველოში სოციალური პაკეტის მიმღებია. მათ შორის 125 064 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 9 885 სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, 7080 საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები და 343 პოლიტრეპრესირებული.
---
16.02.2018
მედიასაშუალება: http://newpress.ge/saqartvelos-mosaxleoba-2001-wlis-shemdeg-693-200-it-shemcirda
საქართველოს მოსახლეობა 2001 წლის შემდეგ 693 200 ადამიანით შემცირდა
საქსტატი მოსახლეობის რაოდენობის მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევაში წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის საერთო მაჩვენებელი წლების და რაიონების მიხედვით. წარმოდგენილი ანგარიშით, 2001 წლიდან 2017 წლამდე მოსახლეობა 4 401400-დან 693 200 ადამიანით შემცირდა. კლება ყველა წელს მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი კლება 2015 წელს დაფიქსირდა, მონაცემებმა 3 713 700 შეადგინა. მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობა იმერეთში, 697 600 ადამიანი იყო 2001 წელს, 2017 წელს კი 529 700 შეადგინა. მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების მიზეზად შობადობის კლება და მზარდი მიგრაცია სახელდება.
---
ბეჭდვითი მედია
19.02.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო ადგილების სია შეამცირეს
მიუხედავად იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას ყველა მხარე: ოპოზიცია, მესამე სექტორი და ხელისუფლება პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, კანონპროექტში მაინც რჩება ის შავი ხვრელები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, კანონის მოქმედების სფერო მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოზე ვრცელდება. დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: ალია
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს
42 წლის ლევან დარბაისელის ოჯახი ექიმ არჩილ გოგოლაურს თაღლითობასა და მკურნალობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. სიმსივნით დაავადებული პაციენტის ოჯახის თქმით, გოგოლაურმა მათ თურქეთის კლინიკასთან შუამავლობა გაუწია და 27 500 დოლარის სანაცვლოდ, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლევან დარბაისელს თურქულ კლინიკაში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. არჩილ გოგოლაურის წინააღმდეგ დარბაისელებმა პროკურატურაში სარჩელი 2017 წლის ივლისში შეიტანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ნინო დარბაისელი, ლევან დარბაისელის მეუღლე: ლევანი 2007 წლიდან ონკოპაციენტია, საქართველოში რამდენიმე ქიმიოთერაპიის, სხივოთერაპიის კურსი გვაქვს ჩატარებული. ასე მოვდივართ დღემდე. მადლობა ღმერთს, რომ ლევანის ორგანიზმი მკურნალობას ემორჩილება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ისევ რეციდივი ვითარდება და... ბრძოლის ველზე ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიმარჯვებთ, მერე ისევ... გასული წლის თებერვალში კლინიკა "მედულას" ექიმების გუნდმა, მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის წესით გადაგვიწყვიტა, რომ ლევანისთვის აუცილებელი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით ჩატარებოდა. მათი აზრი გაიზიარეს თოდუას კლინიკის ონკოლოგებმაც. ამჟამად საქართველოში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ბევრგან, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი კი არსად ტარდება. აღნიშნულ სერვისში გერმანულმა კლინიკამ - 98 000 ევრო მოგვთხოვა, სახლიც რომ გაგვეყიდა ამხელა თანხას ვერ მოვაგროვებდით; თურქულმა კლინიკა "ანადოლუმ" - 49 500 დოლარი, ამხელა თანხის თავმოყრაც ძნელი იყო. განვაგრძეთ ძიება და გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მაკა გვარამიას მეუღლე, ექიმი-გინეკოლოგი არჩილ გოგოლაური მუშაობს ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში და ქართველ პაციენტებს შუამავლობას უწევს თურქეთში მკურნალობის ჩატარებაში. მას გავუგზავნეთ ლევანის მონაცემები და მოგვწერა, რომ სტამბოლში მრავალპროფილურ კლინიკა "სანტე პლუსში" ექიმად მუშაობდა. ამ კლინიკის ინვოისიც გამოგვიგზავნა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაში, ძვილის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, 30 ათას დოლარს მოითხოვდნენ. გავგიჟდით სიხარულით. რამდენიმე დღეში, თბილისში ჩამოვდივარ, გაგიცნობთ, დავილაპარაკოთო. ისე დაგვამშვიდა ამ შეხვედრაზე, ისე გადაეხვია და გულში ჩაიკრა ლევანი, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო - ოღონდ კარგად იყავით, 7 ათასი დოლარი მაქვს ხელფასი, მე თქვენი არაფერი მინდა, რაც შემიძლია კაცურად დაგიდგებით გვერდშიო. აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა ჩვენში ამ კაცმა. მიგვაჩნდა, რომ მხსნელად მოგვევლინა. აგვიხსნა: ჩემი მეგობარი კლინიკა "სანტე პლუსის" დამფუძნებლის შვილი და დირექტორია, ვუთხარი, ჩემები რომ ხართ, ამიტომ დაუშვა გამონაკლისი, ასეთ მისაღებ ფასად რომ დაგვთანხმდნენ მკურნალობაზეო. მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ათასი დოლარი გადარიცხა "სანტე პლუსში", მერიამ - 20 ათასი ლარი, რაც მთლიანობაში 12 500 დოლარი გამოდიოდა. დანარჩენი თანხების მოძიებით დაკავებულები რომ ვიყავით, ბატონმა არჩილმა გვითხრა - ჩემს თავზე ვიღებ, იმ 30 ათასიდან 2 500 დოლარს კიდევ დავაკლებინებ, დანარჩენი ხელზე მომეცით და მე გადავრიცხავო. თანხის ნაწილი თბილისში, ნაწილი კი სტამბოლში გადავეცით, სადაც 2017 წლის 28 მარტს ჩავედით. არჩილ გოგოლაური აეროპორტში მანქანით დაგვხვდა და კლინიკაში დაგვაბინავა. ჩვეულებრივი კლინიკა იყო, მაღალსტანდარტულს ვერ დაარქმევთ. თარჯიმანი რომ მოვითხოვეთ, არჩილმა მე აქ არ ვარო? ამის შემდეგ თქვენთვის მაღალი რანგის ონკოლოგი მოვიწვიეო - იუსუფ ბაშერი წარგვიდგინა. ბაშერმა ლევანი დაათვალიერა, მერე კი არჩილთან ერთად ითათბირა და არჩილმა აგვიხსნა: ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ამოღება რთული პროცედურაა და რომ არ დავჯიჯგნოთ, ვაწვალოთ ლევანი, კლინიკა მისთვის გერმანიიდან ძვირადღირებულ პრეპარატს გამოიწერს, რომელიც ღეროვან უჯრედებს ჩაანაცვლებს და მერე შევუდგებით მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებასო. ჩვენ დავთანხმდით. - როდის შეიტანეთ ეჭვი, რომ ლევან დარბაისელს მკურნალობის ის კურსი არ უტარდებოდა, რაც მოილაპარაკეთ? - მას შემდეგ, რაც თბილისიდან ჩვენმა ახლობელმა ონკოლოგმა რომან სრესელმა იუსუფ ბაშერთან დაკავშირება მოითხოვა კოლეგისგან ლევანის მდგომარეობის გასაგებად. არჩილი მის ნომერს არ გვაძლევდა. ბაშერისგან მოვიპოვე მაილის მისამართი. იუსუფ ბაშერმა რომან სრესელს მოსწერა: "დოქტორო რომან, კლინიკაში, სადაც ლევან დარბაისელი გადის მკურნალობას, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია საერთოდ არ კეთდება. დარბაისელს სტანდარტულ ქიმიოთერაპიის კურსს ვუტარებთო". ეს იყო შოკი. რომანმა პირდაპირ მომწერა: ნინო, შემცვლელი პრეპარატი არ არსებობს, შეუძლებელია პაციენტს ღეროვანი უჯრედების გარეშე ჩაუტარდეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსიო. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ გერმანიიდან "ორომეტაქსონი" გამოუწერიათ. ეს პრეპარატი შარდის ბუშტის დამცავია, რომელსაც ქიმიოთერაპიის დროს ნებისმიერ პაციენტს უსხამენ. - ამის შემდეგ როგორ მოიქეცით? - დაჟინებით მოვითხოვე თარჯიმანი. კლინიკის მენეჯერისგან შევიტყვე, რომ ლევანს უტარდებოდა სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც 6 კურსს მოიცავს. 3 კურსი დაფინანსებული იყო ჩვენი სახელმწიფოს მიერ 12 500 დოლარით, დარჩენილი 3 კურსის თანხა კი გადასახდელი მქონდა, ხოლო გოგოლაურისთვის გადაცემული 15 000 დოლარის შესახებ არაფერი მოეხსენებოდა. მენეჯერს ვაჩვენე არჩილის მიერ გამოგზავნილი "სანტე პლუსის" 30 ათასიანი ინვოისი, სადაც გაწერილი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც გადმორიცხეს თანხა ჯანდაცვამაც და მერიამაც. მენეჯერმა ჩვენს კლინიკაში ჩემი ხელმოწერით გაიცემა ინვოისები და ფინანსური დოკუმენტები და ეს ჩემი გაცემული საბუთი არ არისო. მანვე განმიმარტა - არჩილ გოგოლაური ჩვენი თანამშრომელი არ არის, მხოლოდ პაციენტები მოჰყავსო. თურქმა ექიმმა ბაშერმა გვითხრა, არ იცოდით სტანდარტული ქიმოთერაპიის კურსი რომ ტარდებოდაო?! მე ვუთხარი იუსუფ ბაშერს, მისი სიტყვები როგორ მითარგმნა არჩილმა. მან კი მიპასუხა: მე მსგავსი რამ არ მითქვამს, ალბათ არჩილმა მოგატყუათო. მოგვიანებით, კლინიკის დამფუძნებელმა და მთავარმა ექიმმა ბეშეკ ქარამაც განმიმარტა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით, ჩვენს კლინიკაში საერთოდ არ კეთდებაო. - თავად არჩილ გოგოლაურთან თუ გქონდათ საუბარი ამის შემდგომ? - პირადადაც ვილაპარაკეთ მისი მეუღლის, მერიის სასწრაფოების ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა გვარამიას კაბინეტში ქალბატონი მაკას თანდასწრებით. მესიჯებიც მივწერეთ, ჩვენ რისი საფასურიც გადავიხადეთ, იმ მკურნალობის ჩატარებას ვთხოვდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბის გასაჯაროვებას ვპირდებოდით. არ ვიცი ვისი ზურგი აქვს, რატომ ჰგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული, ამბობს - სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. ქალბატონმა მაკა გვარამიამ ჩემს მეუღლეს მოსწერა: "სიმართლე თქვენს მხარესაც არის და ჩვენს მხარესაც, მაგრამ ლევანი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ 5 წელი პროცესებზე იაროსო". 23 ივლისს მივმართე სამართალდამცავ ორგანოს, თან წარვადგინე ყველა მესიჯი და მიწერ-მოწერა, თავისი დოკუმენტებით. აღიძრა საქმე. დაიკითხა გოგოლაური, მე და ლევანი, რომან სრესელი... გამოძიების პროცესში ლევანის სახელზე მოვიდა გზავნილი, რომელიც გამომძიებელთან გავხსენით. გზავნილი "სანტე პლუსიდანაა" და წერია - ბატონო ლევან, ჩვენი პაციენტი ხართ, არჩილ გოგოლაურმა თქვენი მკურნალობის გასაგრძელებლად "სანტე პლუსში" 14 ათას დოლარი შემოიტანა ანგარიშზე და დარჩენილი 3 სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად გელითო. ჩვენი პირადი და სახელმწიფოს თანხაც, არა სტანდარტული ქიმოთერაპიის, არამედ მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად იქნა გაღებული. - ამჯერად რა ეტაპზეა გამოძიება? - დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭოს, რათა შემდეგ სასამართლოში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. გვეუბნებიან - თურქეთის პროკურატურაში გავგზავნეთ დავალება მოწმეების დასაკითხად და მათ პასუხს ველოდებითო. ვითხოვთ, დროულად გამოიძიონ საქმე და მოგვანიჭონ დაზარალებულის სტატუსი - ლევანის სიცოცხლისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია! ასევე არჩილ გოგოლაურმა სრულად აანაზღაუროს ლევან დარბაისელის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მიყენებული ზარალი. AMBEBI.GE არჩილ გოგოლაურსაც დაუკავშირდა. მან სმს-შეტყობინებით მოგვიბოდიშა - ხმის იოგებზე ორი ოპერაცია გავიკეთე და ხმა დაკარგული მაქვს, ამიტომ ჩემს მაგივრად კომენტარს ჩემი ადვოკატი, კახა ხვისტანი გააკეთებსო. კახა ხვისტანი, ადვოკატი: "საუბედუროდ ხშირად გვიწევს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა. რომელიმე უცხოურ კლინიკაში ქართულ დიაგნოსტიკას ენდობიან? ყველა პაციენტს ხელახალ დიაგნოსტიკას უტარებენ. ლევან დარბაისელსაც ხელახლა ჩაუტარეს და დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, შესაბამისი მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. პაციენტმა დაიწყო მკურნალობა, ყველა პროცედურა, რაც უნდა ჩატარებოდა, წინასწარ იქნა შეთანხმებული დარბაისელებთან. მკურნალობის რამდენიმე მეთოდიდან შეირჩა ყველაზე ოპტიმალური მეთოდი და ჩაუტარდა შესაბამისი ქიმიოთერაპიის კურსი - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მკურნალობის კურსი სწორად იყო შერჩეული. 3 კურსი ჩაუტარდა, კიდევ 3 ჩასატარებელი დარჩა. დარბაისელს მოწერილიც აქვს, რომ თანხა გადახდილია და მკურნალობის კურსის გაგრძელება შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლევან დარბაისელი უარს იტყვის მკურნალობის გაგრძელებაზე, მკურნალობისთვის გადახდილი 14 ათასი დოლარი უკან დაუბრუნდება. თავიდან დარბაისელებმა გამოძიებას მიმართეს და უთხრეს, რომ გოგოლაური არის თაღლითი, ჩვენ მას გადავეცით თანხა, მან კი ეს თანხა არ გადაიხადა სრულად და საავადმყოფომ არ აღმოგვიჩინა შესაბამისი სამედიცინო დახმარებაო. ახლა, როდესაც დადასტურდა, რომ გოგოლაურისგან გადახდილი თანხა საავადმყოფოში სრულად აისახა, დარბაისელების მხრიდან ახალი ბრალდება წამოვიდა - თურმე მკურნალობის ის კურსი არ ჩაუტარდა, რომელიც მას სჭირდებოდა. თანხა ასახულია ანგარიშზე, საავადმყოფო თანახმაა მკურნალობის გაგრძელებაზე, პროგრესი სახეზეა და რატომ ჯიუტობს და არ აგრძელებს ლევან დარბაისელი მკურნალობას, ჩვენთვის გაურკვეველია" - ამბობს არჩილ გოგოლაურის ადვოკატი კახა ხვისტანი.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"ნუ ჩაწვებით მუქთა კუბოში!"
გაშიფრული კორუფციული სქემები და სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებული სკანდალი... რამდენად ოპტიმალურია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადანაწილება თბილისის კლინიკებში, მიჰყავთ თუ არა პაციენტები იქ, სადაც უნდა მიიყვანონ? დაცულია თუ არა პაციენტის ჯანმრთელობა და აქვს თუ არა გარანტია, რომ ზუსტად იმ კლინიკაში მიიყვანენ, რომელსაც საჭირო პროფილი აქვს? "კვირის პალიტრა" ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აუდიტის სამსახურმა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის შესახებ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. ამონარიდი აუდიტის კრიტიკული დასკვნიდან (სტილი დაცულია): "693 შემთხვევაში პაციენტები კარდიოლოგიური დიაგნოზით ( რომელთაც აღენიშნებოდათ ტკივილი გულის არეში, გადაყვანილი იყვნენ დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს კარდიოლოგიურ სერვისს და ფლობს სანებართვო დანართს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. ინსულტის მართვისას ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს დაწესებულებაში, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: ნეიროქირურგია, რეანიმაცია, რადიოლოგია. ასევე, უნდა ახორციელებდეს ნევროლოგიას, გააჩნდეს კომპიუტერული ტომოგრაფი... გარკვეულ შემთხვევებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფას აქვს ადგილი და მათი მიყვანა ისეთ დაწესებულებაში ხდება, სადაც არ არის პაციენტის მისაღები ხარისხით მკურნალობისათვის საჭირო პირობები..." "სასწრაფო დახმარება რეკეტიორი ხდება.." მარინა ბერაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: - რამდენადაც ვიცი, აუდიტის სამსახურმა ძველი პერიოდის შესწავლა დაიწყო, რომელიც 2011-2015 წლებს მოიცავს. სხვათა შორის, ამ პერიოდში არაერთხელ მითქვამს, რომ სასწრაფო დახმარება ოფიციალური რეკეტიორი ხდება, რადგან გვქონდა აღმაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, საავადმყოფოები არაოფიციალურად უხდიდნენ ფულს სასწრაფო დახმარების სამსახურს იმისთვის, რომ პაციენტები მხოლოდ მათთან მიეყვანათ. ცხადია, კლინიკებს საკუთარი ინტერესები აქვთ, იციან, რომ თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფო დაფინანსება 15 ათასი ლარი აქვს. ამ ფულის ათვისებას ცდილობენ, ამის გარდა, ერთმანეთთან კონკურენციის და პრესტიჟის საკითხიც აღელვებთ. მეტი პაციენტი მეტ ფულს და იმავდროულად, მეტ ავტორიტეტსაც ნიშნავს. - "შავი სალაროების" არსებობაზე მიგვანიშნებთ? - შეგვიძლია ასეც ვივარაუდოთ, რადგან ისინი ამ თანხას არაოფიციალურად იხდიდნენ. ეს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულთათვის ცნობილი ამბავია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ამ კორუფციულმა სქემებმა დიდხანს არ იმუშავა. ჯერ ერთი, ინფორმაციამ გამოჟონა და ამის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი რეალური გახდა, მეორეც, კლინიკებსა და სასწრაფო დახმარების სამსახურს შორის შეუთანხმებლობამაც იჩინა თავი. იყო შემთხვევები, როცა წინასწარ გადაიხადეს თანხა, თუმცა საბოლოოდ მათთან სასწრაფო დახმარებამ იმდენი პაციენტი არ მიიყვანა, რამდენსაც ელოდნენ. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, დღესაც მოქმედებს რომელიმე კლინიკასთან ფულის შეწერის ეს წესი და ამის შესახებ არ ვიცით. ამიტომ, როცა აუდიტის სამსახური გააკეთებს ასეთ მწვავე დასკვნას, რომელიც კორუფციულ გარიგებებზე მიგვანიშნებს, რომ თურმე პაციენტები იქ არ მოჰყავთ, სადაც საჭიროა, ამ ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს! - თბილისში არის ერთადერთი კლინიკა, სადაც პაციენტს ინსულტის დაწყებიდან მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში თუ მიიყვანენ, შესაძლებელია ვენაში სპეციალური ნივთიერების შეყვანით თრომბის დაშლა. როგორც ვიცი, ყოფილა შემთხვევები, რომ ამ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანას ინსულტიანი პაციენტები არ გადაჰყავს. - დიახ, არსებობს ასეთი შემთხვევებიც. როცა ასეთი საშუალება არსებობს და სასწრაფო დახმარებას ასეთ კლინიკაში ინსულტის ნიშნის მქონე პაციენტები არ მიჰყავს, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. - რა გამოსავალი არსებობს? - დღეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები რა წესითაც ხელმძღვანელობენ, ის ძალიან ზოგადია. მართალია, იქ წერია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილი (კლინიკის არჩევანი), ტერიტორიული პრინციპი და კლინიკის სერვისები, მაგრამ რეალურად არც ერთი ამ კრიტერიუმის გათვალისწინება არ ხდება და ვერც ვერავის ვთხოვთ პასუხს. მაგალითად, დედაჩემი როდესაც ავად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ, იმ კლინიკაში არ გადაგვიყვანეს, სადაც გვსურდა და ტერიტორიული პრინციპიც დაირღვა. უახლოეს კლინიკაში რომ გადავეყვანეთ, სათქმელად ის მაინც ექნებოდათ, ეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გავაკეთეთო. - თბილისის სასწრაფო დახმარების მუშაობაში სხვა ხარვეზებსაც თუ ხედავთ? - მიუხედავად იმისა, რომ ამ სერვისის განვითარებისთვის სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს, მისი მუშაობა ხშირ შემთხვევაში მაინც უკმაყოფილებას იწვევს. ძალიან გადატვირთულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გამოძახება ბევრია. სასწრაფო დახმარების სამსახურს შეთავსებული აქვს ოჯახის ექიმის ფუნქციაც. მას იძახებენ მაღალი ტემპერატურის ან წნევის აწევის დროსაც კი, რითაც ისეთი პაციენტის მდგომარეობა, რომლის სიცოცხლეც მართლაც საფრთხის ქვეშ არის, დიდი რისკის ქვეშ დგება. სასწრაფო დახმარების სამსახურს უნდა ჩამოვაშოროთ ოჯახის ექიმის ფუნქცია ისე, როგორც ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაშია. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი შემთხვევები კარგად რომ შევისწავლოთ, აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველა გადაყვანილ პაციენტს უტარდება ოპერაცია.ხომ შეიძლება, ისეთი გამონაკლისიც არსებობდეს, როცა ოპერაცია საჭირო არ არის? თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ გამონაკლისებს ვერ იპოვით. მეტსაც გეტყვით, არის შემთხვევები, როცა პაციენტს ესა თუ ის სამედიცინო მანიპულაცია უნდა ჩაუტარდეს, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ამიტომ მას უკეთებენ სულ სხვა ოპერაციას, რასაც სახელმწიფო დაფინანსება ეხება(?!). ეს, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით ხდება. პირველ რიგში, სამოქალაქო აზროვნებაც უნდა ამაღლდეს, უნდა გვესმოდეს, რომ რაც მუქთაა, ყველაფერი კარგი არ არის! მაგალითად, კუბოში არ უნდა ჩაწვე, მხოლოდ იმიტომ, რომ მუქთაა.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელი ელექტრონულ რეცეპტებზე გადავიდა
---
19.02.2018
მედიასაშუალება: ალია
ფრთხილად!!! "ფარმადეპოში" ნაყიდმა ყავარჯენმა კისერი არ მოგტეხოთ!!!
---
17.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
წითელას აფეთქება - დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიაა
წითელა გვიტევს, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, როგორც "რეზონანსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათთან წითელას ვირუსით 1-2 პაციენტი მუდმივად გადის სტაციონარული მკურნალობის კურსს და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმართვიანობა საერთოდ არ ყოფილა, საკმაოდ ყურადსაღებია. ექიმები ყოველივე ამის მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ წითელაზე საყოველთაო ვაქცინაცია 5 წელია, არ ჩატარებულა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში წითელას ვირუსის უკვე 268 შემთხვევაა დაფიქსირებული. "განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა აჭარაში - 65-70% კონცენტრირებულია სწორედ იქ, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში აცხადებენ, პირველი შემთხვევა 2 თვის წინ დაფიქსირდა. "წითელათი მომართვიანობა გახშირებულია იმდენად, რამდენადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთოდ არ იყო ამ ვირუსის დაფიქსირების შემთხვევები. ამ ეტაპზე სულ რამდენი პაციენტი გვყავდა, ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ 1-2 ავადმყოფი მუდმივად წევს. 2-3 დღე საავადმყოფოში რჩებიან და შემდეგ ეწერებიან. "ეს დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მომართვიანობის შემთხვევები მანამდე არ იყო, ეს ნიშნავს, რომ მოიმატა. "პირველი შემთხვევა დაიქსირდა 2 თვის წინ. წითელას ვირუსით ოზურგეთიდან 30 წლამდე ქალბატონმა მოგვმართა", - აცხადებენ ინფექციურში და აღნიშნავენ, რომ ვირუსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება, თუმცა განსაკუთრებით ხშირად - ბავშვებში. კითხვაზე, რამ გამოიწვია ეპიდემია, აცახდებენ, რომ შესაბამისი ვაქცინაცია ბოლოს 5 წლის წინ მოხდა, შესაბამისად, ახლა გააქტიურდა. "წითელა-წითურაზე ვაქცინაცია 5 წლის წინ მოხდა, ამიტომ არ იყო მომართვიანობა. სამწუხაროდ, ახლა ისევ გამოჩნდა", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს, რათა დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ასევე მომავალი თაობა. "წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში - აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ, ამავე დროს, წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით - 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში. "ქალბატონები, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია, იყვნენ წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. "წითელა ორსულობის პერიოდში ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს, ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებებისა, როგორებიცაა შუა ყურის ანთება, პნევმონია და სხვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. პირველი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ - მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურისა და სხვა ანთებები, ხოლო მოზარდებში - ტვინის ანთებაც კი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. რაც შეეხება მკურნალობასა და რეკომენდაციებს, როგორც წესი, მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 17 დღის განმავლობაში, რადგან ამ ინფექციის გადადება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება. განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში.
---
17.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
25-მა ინსპექტორმა 42 000 საწარმო უნდა შეამოწმოს! "ხშირ შემთხვევაში, ჯარიმებზე ძვირი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჯდება"
პარლამენტში ინიცირებული კანონის ახალი პროექტის მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდება. პირველად შრომის ინსპექცია კომპანიას გაფრთხილებას მისცემს, მეორე ეტაპი არის ჯარიმა, რომლის ოდენობაც გაიზარდა და 1 000-50 000 ლარამდეა, მესამე კი არის კრიტიკული შეუსაბამობა და ინსპექცია უფლებამოსილია, საწარმოო პროცესი შეაჩეროს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტებზე სანქციების გავრცელების საკითხზე შეთანხმება თბილისის მერიას, მთავრობასა და პარლამენტს შორის მიღწეულია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება მხოლოდ თბილისის მერიასთან და რა მოხდება რეგიონებთან მიმართებით. უსაფრთხოების ნორმებს ობიექტებზე შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. დოკუმენტში სანქციების მინიმალური მოცულობა 100 ლარით, მაქსიმალური კი 50 000 ლარით განისაზღვრა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს უფლება აქვს, ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩეროს. "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კანონის ახალი პროექტით მისაღები ცვლილებების ნაწილი უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აშკარად არასაკმარისია. "მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მიმართულებით უმჯობესდება შრომის კანონმდებლობა, დგინდება სანქციები, კანონპროექტში მაინც არის ბევრი ხარვეზი. მაგალითად, წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი საუბრობდა, რომ მტკიცების ტვირთი შრომის ინსპექციას არ ექნება სასამართლოში. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმებულია მხოლოდ 25 ინსპექტორი და ამ დროს შესამოწმებელია რამდენიმე ათასი საწარმო. აშკარაა, რომ კადრების ნაკლებობა იქნება, თანაც მათი უფლება-მოვალეობები იზრდება. გაიზარდა საჯარიმო თანხაც, რაც ძალიან კარგია, თუმცა მაინც არ არის საკმარისი იმასათვის, რომ შემაკავებელ ფაქტორად იქცეს ბიზნესისათვის, რომელსაც მილიონიანი მოგება აქვს. ხშირ შემთხვევაში ამ ჯარიმებზე ძვირი ობიექტის უსაფრთხოების სტანდარტიზება ჯდება ხოლმე", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი კუპრაძემ. გარდა ამისა, კანონში არის ჩანაწერები, რომლებიც უფრო მეტად ართულებს რეალური კონტროლის შესაძლებლობას. "მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშ სამუშაოებს კანონის ახალ პროექტში დამატებული აქვს - მომეტებული რისკის შემცველი სამუშაოები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერია. ეს შეიძლება მოიცავდეს გარდაცვალების შემთხვევებს სამშენებლო ადგილზე. შეიძლება, დარღვეული იყოს უსაფრთხოების ნორმები, მძიმე და საშიშ პირობებში უწევდეს მუშაობა ადამიანს, მაგრამ იქ არ იყოს მომხდარი ფატალური შემთხვევები. ასეთ დროს იქ შესვლის შესაძლებლობა არ ექნება შრომის ინსპექციას. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი მშენებლობის კონტროლს უფრო გაართულებს. სტატისტიკა, რომელიც მშენებლობის სფეროშია, ისედაც სავალალოა. საუბარია იმაზეც, რომ მინიმუმ მომდევნო 6 თვის განმავლობაში კიდევ არაფერი ამოქმედდება. ეს არის გარკვეული ხარკი ბიზნესისათვის, რომ მათ დრო მისცენ სტანდარტების შესასრულებლად. აქ ცუდი არაფერია, მაგრამ კანონპროექტის განხილვა დაიწყო 8 თვის წინ და მასში ბიზნესსექტორიც მონაწილეობდა. ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა გაჭიანურდეს ისედაც დაგვიანებული კანონის მიღება?" - კითხულობს კუპრაძე. შრომის ინსპექციის წარმომადგენელ ბექა ფერაძის თმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მხოლოდ 25 ინსპექტორი ჰყავს და შესამოწმებელი დაახლოებით 42 000 საწარმოა, დეპარტამენტი ახლაც სრულ მზადყოფნაშია წინასწარ განსაზღვრული კომპანიების სრულფასოვნად შესამოწმებლად. "რამდენიმე თვის წინ მივიღეთ ახალი კანონი, 477 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ის აწესებს სტანდარტებს სამშენებლო ობიექტებსა და ზოგადად მშენებლობაზე. კანონის მიხედვით, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, დანიშნონ შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებმაც უნდა შეიმუშაონ დროში გაწერილი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა. დამატებითი ვალდებულება უჩნდებათ დამსაქმებლებს, რომ დააზღვიონ მომეტებული რისკის მქონე სამუშაოზე გამწესებული თანამშრომლები. ასევე აქვს ვალდებულებები დასაქმებულსაც. მათ მოეთხოვებათ, იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით, რომელიც კანონით განისაზღვრება. ინსპექციას ენიჭება მანდატი, რომ გამოიყენოს საჯარიმო მექანიზმი. ამ მხრივ სამი მიმართულება უნდა გამოიყოს, პირველ ეტაპზე, თუკი დარღვევას აღმოაჩენენ, კომპანიას გააფრთხილებენ და განისაზღვრება შესაბამისი გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, მეორე ეტაპზე, თუკი მითითებას არ შეასრულებენ, დააჯარიმებენ, მესამე კი არის კრიტიკული შეუსაბამობა, როცა მყისიერად ჩერდება საწარმოო პროცესი. თუ ორი კალენდარული წლის განმავლობაში ადგილი ექნება განმეორებით შემთხვევას, ამ შემთხვევაში შეჩერებასთან ერთად გამოყენებული იქნება სანქცია 10 000-დან 50 000 ლარამდე. ინსპექტორების რიცხვის გაზრდა ამ ეტაპზე დაგეგმილია, თუმცა დეპარტამენტი ახლაც სრულ მზადყოფნაშია, სრულყოფილად შემოწმდეს წინასწარ განსაზღვრული კომპანიები", - აცხადებს "რეზონანსთან" ფერაძე. პროფკავშირების ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
„იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს" - სად და როგორ ამზადებენ ექიმებს საქართველოში?
„შეცდომა სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან ექიმი შეცდომას უშვებს და მომავალშიც დაუშვებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სამედიცინო უნივერსისტეტის“ კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ განუცხადა. ორჯონიკიძემ აღნიშნული კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით 2017 წელს 305 ექიმიდან 300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. როგორი დონის განათლებას იღებენ მომავალი ექიმები? რა არის ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმის ძირითადი მიზეზი? - ამ კითხვებით „კომერსანტმა“ შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც კი დღეს არსებულ სამედიცინო განათლების სისტემას აკრიტიკებენ. როგორც „სამედიცინო უნივერსისტეტის“ კანცლერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პროფესიული გადამზადება ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, „სამედიცინო უნივერსიტეტის“ გარდა ქვეყანაში ექიმებს 30-მდე დაწესებულება ამზადებს, რაც არასწორია. „ექიმების მიერ დაშვებული შეცდომები სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან ექიმი შეცდომას უშვებს და მომავალშიც დაუშვებს, თუმცა ამ ყველაფრის შემცირება უნდა მოხდეს. ამისთვის საჭიროა, რომ გადამზადების პროცესი პერმანენტული და სავალდებულო გახდეს. სამწუხაროდ სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა ქვეყანაში ექიმებს 30-მდე დაწესებულება ამზადებს, რაც რა თქმა უნდა არასწორია“,- განაცხადა ორჯონიკიძემ. მისივე თქმით, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პრობლემები განსაკუთრებულად დგას, რადგან მათ ექიმების მოსამზადებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურაც კი არ გააჩნიათ. ჩვენ კითხვაზე, უნივერსიტეტში სწავლის შემდგომ იმ დონის გადამზადება არ ხდება, რაც პროფესიონალ ექიმს სჭირდება? კანცლერი გვპასუხობს, რომ „ზუსტად ამ საკითხზე ვერავინ ისაუბრებს გამოწერილი რეცეპტი, რომ არსებობდეს შეცდომები აღარ იქნებოდა“. აღნიშნულ თემაზე „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად უარესდება, ამის გამოსწორება კი თავად სახელმწიფომ პროფესიონალი კადრების გამოშვებით უნდა შეძლოს. „ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას და შემდგომ მათი გადამზადება მოხდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ ხდება იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ. სპეციალისტის აზრით, ასევე აუცილებელია სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დეტალის საფუძვლიანად შესწავლა მოხდეს. მისი განცხადებით, კონსილიუმის ცნება ქვეყანაში უნდა აღდგეს. „სექტორს ზოგადად მკაცრი რეგულაცია სჭირდება. მაგალითად ნებისმიერი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა განხილული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული კლინიკის დონეზე, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ რეალურად. ქვეყანაში კონსილიუმის ცნება მოკვდა და ეს საკითხიც მისახედია“, - განმარტავს „კომერსანტთან“ სურგულაძე. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა. რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წლის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით - სააგენტომ 178 პაციენტის საქმე შეისწავლა და პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 198 ექიმს, საიდანაც 105-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სხვადასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება 93 ექიმს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ექიმის მიმართ არ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი პროფესიული სანქცია.
---