მედიამონიტორინგი 18.04.2018
ტელევიზია
18.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში შესაბამისი სტანდარტების დანერგვას იწყებს. ევროსტანდარტების დაცვა ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორც ქვეყანაში წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოუწევს. რას გულისხმობს გამკაცრებული კონტროლი და როგორ აისახება ეს მომხმარებელზე. თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5170889
---
17.04.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
წამლის ხარისხის კონტროლს ექსპერტები წლებია ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სისტემა 2022 წლიდან ამუშავდება, თუმცა მზადება წელს დაიწყება, რაც ევროპაში ინსპექტორების მომზადებას მოიცავს და 200 000 დოლარი დაჯდება. ევროპული ხარისხის სტანდარტი სავალდებულო გახდება როგორც ადგილობირივ ნაწარმითვის, ისე იმპორტისთვისაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168711
---
17.04.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
რა არის ემბოლიზაცია? რა სიახლეებია ამ კუთხით. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5169002
---
17.04.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება, არც სამედიცინო დაწესებულების რომელიმე კომპანიისთვის მართვაში გადაცემა იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5169959
---
17.04.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
საარსებო მინიმუმმა საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2018 წლის მარტში 176,9 ლარით განისაზღვრა. თებერვალში საარსებო მინიმუმი 175,4 ლარს შეადგენდა. ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 7,2 ლარით არის გაზრდილი, 2017 წლის მარტში მაჩვენებელი 169,7 ლარს შეადგენდა. “საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 156,7 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 296,7 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 156,7 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 416,7 ლარით. საქსტატი საარსებო მინიმუმს იმ სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის დადგენილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5169957
---
17.04.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა 21:30
ფემიციდი-სად არის პრობლემის სათავე და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ. " სტუმრები: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5170328
---
17.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ქალების დიდი ნაწილი, რომელთაც პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი ემუქრებათ დაუცველები არიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168698
---
17.04.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ახალი შრომის კოდექსი. ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები, ფატალური შედეგები, არასამთავრობო სექტორისა და პრფკავშირების მოთხოვნა და მთავრობის რეაგირება. არის თუ არა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა მისაღები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5168435
---
17.04.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, განსახილველ საკითხებს შორისაა სააფთიაქო ნარკომანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ასვე ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის შესახებ კანონის მუხლის ლიბრერალიზაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5169749
---
ინტერნეტი
17.04.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/samartali/bavshvebs-paktebis-gaorebuli-khedva-akvt-rogoria-mokluli-gogos-shvilebis-mdgomareoba
ბავშვებს ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ _ როგორია მოკლული გოგოს შვილების მდგომარეობა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ოჯახმა დახმარებისთვის სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. თაკო გამრეკელაშვილის მამის განცხადებით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია აცხადებს, პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ. ბავშვები ხან აცნობიერებენ მომხდარ ტრაგედიას, ხან კი დედის მოლოდინში არიან. „გუშინ კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი იმყოფებოდნენ ვიზიტზე. ისინი გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას“, _ ამბობს ცხაკაია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის თქმით, ბავშვებს ამ დროისთვის მეურვეობას დეიდა უწევთ. „სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა“, _ ამბობს ცხაკაია. მისივე თქმით, ბავშვებს დაკრძალვის შემდეგ სიტუაცია უნდა აუხსნან და საჭიროების მიხედვით მუდმივი მეთვალყურეობა გაეწევათ ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხრიდან. „დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით“, _ამბობს ცხაკაია. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ის ბავშვების თვალწინ მოკლეს.
ფორ.ჯი- http://www.for.ge/view.php?for_id=52859&cat=3
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/57577/sotssaagento-barnovze-mokluli-qalis-shvilebis-psiqologiur-mdgomareobas-ganmartavs
ნიუს.ჯი- https://news.ge/socialuri-gushagebi-qalis-shvilebis-fsiqologiur-mdgomareobas-ganmartaven/
---
17.04.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=141811&lang_id=ge
ევროკომისია : საქართველოში„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს. როგორც ჰანი აღნიშნავს, „შემაშფოთებელია საქართველოში სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობა“. მისივე თქმით, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. „ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას, სამუშაო პირობებსა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოქმედებისკენ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომით ურთიერთობებისა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობით. შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ( მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში), საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტურად აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებში გაწერილი ძირითადი შრომითი სტანდარტები. საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკა, ისევე როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი სრულ თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან, მიუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შრომის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სანქციები იყოს ეფექტური, პროპორციული, გადამწყვეტი და დამსაქმებლებისთვის ჰქონდეს რეალური შემკავებელი ძალა. მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. საქართველომ ცნო სასარგებლო როლი, რომ ძირითადი შრომითი სტანდარტები და ღირსეული სამუშაო შეიძლება იყოს ეკონომიკურად ეფექტური, ინოვაციური და პროდუქტიული. ამ ფონზე ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს შეშფოთებას “შრომითი უსაფრთხოების” კანონმდელბობის პირობებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დასაქმებულთა ეფექტური დაცვა, ზედამხედველობითა და სანქციების ძალით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომითი ინსპექციის შესაბამისი სისტემის შექმნით”,- აღნიშნავს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში. ასევე წერილში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურები, ასოცირების შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი არხებია, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად წამოწიოს შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ სტრუქტურებითა და შესაძლებლობებით, მათ მიერ უზრუნველყოფილი ჩარჩოს ფარგლებში. ევროკავშირი მომავალშიც მხარს დაუჭერს შესაფერისი შრომითი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და უკეთეს სამუშაო პირობებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განაგრძობს სვლას შრომის დაცვის უმაღლესი სტანდარტებისკენ, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი”, – ვკითხულობთ იოჰანეს ჰანის წერილში. ”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში, მონიტორინგის ცენტრმა და სხვა კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი წერილით მიმართა ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს.წერილში ყურადღება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გარშემო ოთხ ძირითად ფაქტორზე იყო გამახვილებული: კანონის მოქმედების სფეროზე, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე; ინსპექციის უპირობო დაშვებაზე, რაც ასევე არ არის კანონპროექტით გარანტირებული; სანქცირების მექანიზმზე, რაც კანონპროექტის მიხედვით მხოლოდ მინიმალურ ჯარიმებს ითვალისწინებს და ასევე, რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელ რესურსებზე – ზედამხედველობითი მექანიზმის გაფართოებასა და გაძლიერებაზე.
---
17.04.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqciis-samwliani-mushaobis-shedegebi-/18552
შრომის ინსპექციის სამწლიანი მუშაობის შედეგები
ბოლო სამ წელში შრომის ინსპექტორებმა 593 ობიექტი შეამოწმეს. წლების მიხედვით ინსტექტირების რაოდენობა მზარდია. 2015 წელს 118 ობიეტზე ჩატარდა შემოწმება, 2016 წელს შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმდა 188 ობიექტი, ხოლო 2017 წელს ინსპექტირება განხორციელდა 287 ობიექტზე. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა: დარღვეული ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, ტრავმატიზმის აღურიცხაობა, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ ქონა, დარღვეული სანჰიგიენა, კუსტარული დანადგარები და ა.შ. ასევე გამოვლინდა, რომ დამსაქმებლები არ ზრუნავენ დასაქმებულთა კვალიფიკაციაზე. არ ატარებენ არც სასწავლო კურსებს და არც ინსტუქტაჟს. "2015-2017 წლებში ობიექტებზე დაფიქსირებული დარღვევების მეტი წილი 14.6% მოდის სახანძრო უსაფრთხოებაზე (არ ტარდება სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით, არ არის გამოკრული საევაკუაციო გასასვლელებთან ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, არ არის ან ვადაგასულია ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები , ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსების ადგილები არ არის აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, არ არის აღნიშნული ფეთქებადსაშიში მოწყობილობების და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვის ადგილი სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, ჩახერგილია საევაკუაციო გზები, სხვადასხვა საგნით გადაკეტილია გამწოვი არხები, ღიობები და ცხაურები, სახანძრო სტენდი არ არის დაკომპლექტებული ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით, არამექანიზებული სახანძრო ინსტრუმენტით და ინვენტარით, სახანძრო სტენდი არ არის, არ არის ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა", - ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2015 -2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტში.
---
17.04.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqciis-mier-shemowmebuli-obieqtebis-umravlesoba-dedaqalaqshia-/18540
შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების უმრავლესობა დედაქალაქშია
2015-2017 წლების პერიოდში შრომის ინპექტირებამ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ობიექტები მოიცვა. ოფიციალური მონაცემებით, შემოწმებული კომპანიების 59.2% ნაწილდება თბილისში განთავსებულ ობიექტებზე, 11.1% მოდის აჭარაზე, 9.8% - იმერეთზე, 3.6% - სამეგრელოზე, 3.1% - შიდა ქართვლზე, 3.1% - რაჭა- ლეჩხუმზე, 2.9% - ქვემო ქართლზე, 2.4% - სამცხე-ჯავახეთზე, 2.2% - გურიიაზე, 1.9% - კახეთის ობიექტებზე, ხოლო 0.7% - მცხეთა-თიანეთის ობიექტებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში 23 შრომის ინსპექტორი და 2 მთავარი სპეციალისტი მუშაობს.
---
17.04.2018
მედიასაშუალება: https://frontnews.eu/news/ge/27932
საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტები დამკვიდრდება
თბილისი: საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ მთავრობის ინიციატივით შესატან ცვლილებებზე მუშაობს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ზუსტდება იმუნობიოლოგიური სამკურნალო საშუალებების დეფინიცია, განმარტებულია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებებისა და მისი ცალკეული ჯგუფების დეფინიცია. კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ადგენს კლინიკური კვლევის ჩატარების ძირითად პრინციპებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კლინიკური კვლევის სუბიექტის დაცვა რისკი/სარგებელი თანაფარდობის შეფასების გზით, როგორც ყოველი კლინიკური კვლევის ჩატარების წინ, ასევე, კვლევის ჩატარების პერიოდში. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოში დასაშვები ხდება ჯანმრთელ მოხალისეზე სამკურნალო საშუალების ბიოექვივალენტობისა და ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარება. მომეტებული საფრთხის გამო საქართველოში პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებებად გამიზნული ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნაწარმოებია საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული GMP-ის რომელიმე სტანდარტით, ხოლო დაუშვებლად მიიჩნევა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევა. დგინდება პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებების საქართველოს ბაზარზე დაშვების პროცედურა. კერძოდ, პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებები ბაზარზე დაიშვება აღიარებითი რეჟიმით იმ შემთხვევაში, თუ იგი დაშვებულია ევროპის წამლის სააგენტოს ან აშშ წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. ასევე, მარტივდება რეგისტრაციის პროცედურა. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადად განისაზღვრება სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წელი. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ფარმაცევტული პროდუქტი დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციასა და შესაბამის მოსაკრებლის გადახდას, რომლის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ასეთივე მიდგომაა ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით უვადოდ დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების მიმართ, რომელთა ბაზარზე დაშვების ვადად განისაზღვრება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების თარიღიდან 10 წელი. კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ეხება ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმის ან პარალელური იმპორტის პოტენციურად შესაძლო შეზღუდვას, ჩვენს პირობებში წარმოადგენს ყველაზე ქმედით საშუალებას, რომ ფარმაცევტული ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. "ჩემი აზრით, ეს საკმარისი მაინც არ არის და ბაზრის უფრო მეტი რეგულირება გვმართებს, მაგრამ თუნდაც ამ ორი მექანიზმის შენარჩუნება შესაბამის დონეზე ისე, რომ არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ ჰქონდეს და ფასები მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. დღესვე მესამე მოსმენით განიხილეს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . კანონპროექტებით ქვეყნისათვის საჭირო, პროგრესული და საჭიროებებზე ორიენტირებული სამართლებრივი გარემო შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მაღალი სტანდარტის სამედიცინო განათლების მიღებას.
---
17.04.2018
მედიასაშუალება: http://region.ge/3266-rusthavshi-napovn-chvils-sasamarthlom-mitovebuli-bavshvis-statusi-mianitca.html
რუსთავში ნაპოვნ ჩვილს სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა
მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ჩვილის სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა. როგორც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფო რუსთავს განუცხადეს, ვერ მოხერხდა ბავშვის ბიოლოგიური მშობლების პოვნა, შესაბამისად პატარა გასაშვილებელი ბავშვების სიაშია.როგორც სამსახურის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბავშვის გაშვილების პროცედურები. ამ ეტაპზე პატარა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჩვილი ამ ეტაპზე მინდობით აღზრდაშია და ის რუსთავში ერთერთ ოჯახში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარეტერიტორიაზე ჩვილი იპოვეს.
---
17.04.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sagzao-usaprtkhoebis-mighma-darchenili-regionebi-da-nasvam-pirebtan-damegobrebuli-kanonmdebloba
საგზაო უსაფრთხოების მიღმა დარჩენილი რეგიონები და ნასვამ პირებთან დამეგობრებული კანონმდებლობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვარი- 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში 1430 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 107 ადამიანი დაიღუპა. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, აღნიშნული მონაცემები შარშანდელ ამავე პერიოდის მონაცემებს უტოლდება, რეგიონები საგზაო უსაფრთხოების მიღმა არის დარჩენილი და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. „ყოველწლიურად უნდა ვატარებდეთ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებელ ღონისძიებებს, რაც ყოველ წელს წინა წელთან შედარებით უკეთესს გახდის, ანუ შემცირდება ავტოავარიებში დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რიცხვი. მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემები თითქმის უტოლდება შარშანდელ იგივე პერიოდის მონაცემებს და ნამდვილად ვერ შევაფასებ დადებითად. იმიტომ რომ ის ერთიანი ხედვა, რაც ევროპულ ქვეყნებს აქვთ და რასაც უნდა მიაღწიონ, ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის განახევრება 2020 წლისთვის. 2011-2020 წლები გამოცხადებული გაეროს მოქმედების დეკადად და ევროპის ყველა ქვეყანა აქტიურად ჩართულია მოქმედებაში, ატარებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წამყვანი რგოლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა და იგი გზებზე უსაფრთხოების საკითხებში ჩართული სამინისტროებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომდგენლების კოორდინაციის ფუნქციას ასრულებს. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც გზებზე სიკვდილობა რადიკალურად შეამცირეს გვეუბნება, რომ წამყვანი უწყების ფუნქცია არა მხოლოდ კოორდინაცია უნდა იყოს, არამედ ინდიკატორების განსაზღვრის, მიმდინარე პროცესის მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის ფუნქციაც უნდა გააჩნდეს, რათა დასახული მიზანი (გზებზე სიკვდილობისა და დაშავებულობის შემცირება) მიღწეულ იქნას. უწყებათაშორისი კოორდინაციის მონაწილე მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტია. არც ერთი რეგიონის არ არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და შესაბამისად რეგიონები ფაქტიურად საგზაო უსაფრთხოების მიღმა არის დარჩენილი“, _ ამბობს ლალიაშვილი. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გზების მშენებლობისას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების კომპონენტებს არ ითვალისწინებენ, რაც გზებს საფრთხის შემცველს ხდის. მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ საერთაშორისო გზებზე თბილისთან შედარებით საგზაო შემთხვევების რიცხვი დაბალია, თუმცა, ორჯერ მაღალია დაღუპულთა რაოდენობა. „გზების მშენებლობისას როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში, ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინება ნაკლებად ხდება. საგზაო დეპარტამენტი აკეთებს საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს, სადაც თბილისთან შედარებით საგზაო შემთხვევების რიცხვი დაბალია, თუმცა, ორჯერ მაღალია დაღუპულთა რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ ეს გზები უსაფრთხო არ არის. მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის 10% ამ გზების უსაფრთხოების კომპონენტში უნდა იქნას გათვალისწინებული“, _ ამბობს ის. როგორც ლალიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლა არ ხდება, რაც ბადებს ვარაუდს, რომ რეალურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღწერილი. „სტატისტიკური მონაცემები კი არის აღრიცხული, მაგრამ რამდენი ადამიანი იღუპება ზუსტად არ ვიცით, რადგან თუ ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ავტოსაგზაო შემთხვევიდან 24 საათის შემდეგ გარდაიცვალა, ის უკვე აღარ არის შესული სტატისტიკაში. ამიტომ სავარაუდოა, რომ უფრო მეტი ადამიანია დაღუპული. არ არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს და შსს-ს შორის, ასევე რეგიონებში არ ხდება სრულყოფილად სტატისტიკის შეგროვება. ასეთი ჩაშლილი სტატისტიკის არ არსებობა კი ხელს გვიშლის, რომ დავინახოთ ის სურათი, რაც რეალურად გვაქვს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ვიბრძოლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ვიცოდეთ შემთხვევა რისი ბრალია. ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის ბრალდება მძღოლს. რიგ შემთხვევაში საგზაო შემთხვევა შესაძლოა გამოწვეული იქნას ავტომობილისა თუ ინფრასტრუქტურის გაუმართაობით. ადამიანზეა მორგებული ქალაქის გარემო თუ ის ორიენტირებულია ადამიანზე, ეს იქნება გადასასვლელები თუ ტროტუარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სუფთა ჰაერი ქალაქში. ზოგ ადგილას დედაქალაქში უწყვეტი მოძრაობის გზაზე არის ზებრა გადასასვლელები შუქნიშნის გარეშე დახაზული, რაც მაღალ რისკს ქმნის ქვეითებისთვის. უნდა ანალიზი გავუკეთოთ იმას, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ადგილას ზებრის დახაზვა“, _ ამბობს ლალიაშვილი და აღნიშნავს: „შარშან გატარებულმა ქულათა სისტემის რეფორმამ, მართალაც მაღალი შედეგი მოგვცა, თუმცა მიმდინარე წელს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ვერ ვხედავ ისეთ ხელშესახებ რეფორმას, რომელიც დარწმუნებით გვათქმევინებს მომასწავებელ პროგრესზე. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანაზე უმნიშვნელოვანესია რეგულაციების შემოღება. ეს იქნება სამგზავრო სავარძლები ბავშვებისთვის თუ უკანა ღვედები. ავტოსაგზაო შემთხვევების არასრული აღწერით გამოწვეული პრობლემების შესახებ საუბრობს „გურია ნიუსთან“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დათო მესხიშვილი. „სტატისტიკა, სამწუხაროდ, სრული არასოდესაა. გარდაცვალებულთა რაოდენობას ვიგებთ, მაგრამ ავტოავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა. მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამი პირი საჭესთან _ ეს ზედაპირული ცოდნაა და არ გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. შსს-მ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება, რომ დაინერგოს სისტემა სტატისტიკის წარმოების, რაც საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ ავტოსაგზაო შემთხვევების ზუსტი მიზეზი“. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე და საჭირო ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში არსებული კანონმდებლობა ნასვამ პირებთან დამეგობრებულია. „ვფიქრობ, კანონმდებლობაში არის პრობლემები და ცვლილებებია საჭირო. ჩვენ არ ვიყავით მომხრე, რომ 100- ლარიანი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 ლარი გამხდარიყო. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა არის ცოტა და არ ითვლება მძიმე დანაშაულად. ასევე, პირებთან. ევროპულ ქვეყნებს თუ შევადარებთ ძალიან დამეგობრებული კანონმდებლობა გვაქვს ნასვამ პირებთან, რომლებსაც პოტენციური მკვლელები ეწოდება. 6 თვით მართვის უფლების შეჩერება და 3 თვის შემდეგ გამოტანა მართვის მოწმობის ან ჯარიმით ან შეწყალების აქტით, რაც საპატრულო პოლიციას შეუძლია, რომ გამოწეროს თავისთავად ცხადია, რომ არის ძალიან დამეგობრებული ნასვამ პირებთან“, _ ამბობს მესხიშვილი. მისი თქმით, უნდა მოხდეს „შავი წერტილების“ განსაზღვრა, რომ ზუსტად განისაზღვროს ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის უყურადღებობის ბრალია თუ არასწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურის. „მნიშვნელოვანია, შავი წერტილების განსაზღვრა, რაც ბევრია. მაგალითად, ბათუმში არის ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც სულ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, თბილისში არის რამდენიმე ასეთი ადგილი. როგორც წესი, მძღოლია ხოლმე დამნაშავე, მაგრამ არ ხდება შესწავლა. მძღოლი შეიძლება აშავებდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ მძღოლის დანაშაულმა არ გამოიწვიოს მსხვერპლი. ამ მიმართულებით პრევენციას არ ვახდენთ, თბილისში, მაგალითად, შსს-დან ვიცით ბელიაშვილის ქუჩა, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, მაგრამ ქუჩის გარდა ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული წერტილი, სადაც უნდა გადიოდეს ექსპერტთა ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს გარეგანათების, გამწვანების, შუქნიშნების სპეციალისტი ან სხვა ინფრასტრუქტურის და უნდა იგეგმებოდეს პრევენციული ღონისძიებები. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი არ მუშაობს და ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, რომ არასამთავრობოები უახლოეს პერიოდში კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ დეტალების გარჩევას ვეცდებით და გარკვეული რეკომენდაციები მიწოდებას“, _ ამბობს მესხიშვილი. ,
---
ბეჭდვითი მედია
18.04.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
25 წლის გოგოს შვილები პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი ტრაგედიას აცნობიერებენ - სოცსააგენტო
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის გოგოს შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერალი" ავრცელებს. სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სპეციალისტები ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნენ. „პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას. სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი ჩართულობა აქვს. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა. მისივე რჩევით, დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით," - ამბობს ცხაკაია. თაკო გამრეკელაშვილი 13 აპრილს შვილების თვალწინ მოკლეს.
---