მედიამონიტორინგი 1 8.05 .2017
ტელევიზია
17.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
აქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო პაკეტით დაწესებული შეზღუდვები ძალაში 2018 წლიდან შევა. კერძოდ, პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვასა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება. მიღებული აკრძალვა არ შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4459304
მაესტრო-კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4459379
---
17.05.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
2017 წლის აპრილში მარტთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თითქმის 1 ლარით გაიზარდა და 170 ლარი და 80 ტეთრი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით 1 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმნი, რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად მზარდი იყო და აპრილში 286 ლარი და 30 თეთრი შეადგინა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4458491
---
17.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ეკატერინე ივანაურს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე საზღვარგარეთ. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდი და სოციალურად დაუცველია. ოჯახს რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ აქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4458570
---
17.05.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: კონტაქტი 15:00
8 წლის ნიკოლოზ ვაშაკიძეს დახმარება ესაჭიროება. მას უიშვიათესი დაავადება დაბადებიდან აქვს. ნიკოლოზს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. ის ჟანგბადს სპეციალური აპარატის მეშვეობით იღებს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აუცილებელი ხარჯები 10 000 ლარს შეადგენს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4457579
---
17.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ე.წ. მუყაოს ქალაქში მაცხოვრებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ბოლო მონაცემებით 2200-ს გადააჭარბა. დასახლებულ ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, მარტოხელა დედები, შშმპ-ები და ომის ვეტერანები ცხოვრობენ. უკვე წლებია ამ ადამიანებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4457284
---
ინტერნეტი
18.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/433178-parlamentma-thambaqos-kontrolis-shesakheb-kanonshi-cvlilebebi-daamtkica.html
პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა
85-ხმით, ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს. საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო. 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვებაც. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო. 2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.
---
17.05.2017
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=45483
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2007 წლის 15 მაისს სახალხო დამცველმა სხვადასხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და პრობლემების მოგვარების გზები განიხილეს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი წლებია, სწავლობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა პრობლემებს და რეგულარულად ასახავს თავის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მომსახურების მიღება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარსა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაზე. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციები შეიმუშავა საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი: უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობა და რეგიონს გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება გამოყოს დამატებითი რესურსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისა და მათი პროფესიული გადამზადების მიზნით. უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი აღჭურვა უმოკლეს ვადაში გადასცეს სასწრაფო დახმარების მანქანა საბერიოს სასწრაფო დახმარების ცენტრს მიიღოს ყველა ზომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დასახმარებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერვისებს სთავაზობენ ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ. უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა ზუგდიდში, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება. შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მომზადდეს ცვლილებები „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ, მიუხედავად მოქალაქეობისა, სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს ერთგვაროვან პრაქტიკა
---
17.05.2017
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/120231-akaki-zoidze-zghaparia-titqos-tambaqos-standartuli-shefutva-arakonstituciuria
აკაკი ზოიძე: ზღაპარია, თითქოს თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა არაკონსტიტუციურია
"შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება" - წერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში. ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. ცვლილებას სტანდარტული შეფუთვა ეწოდება და მას ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბიზნესის შეფასებით ცვლილება არაკონსტიტუციურია. ტაბულასთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ბიზნესის მხრიდან იმით აპელირება, რომ აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურია "ზღაპარია". ზოიძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა დაინერგა ყველა სასამართლო პროცესი იმით დასრულდა, რომ სასამართლომ ამგვარი აკრძალვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამაღლების გამო დასაშვებად ცნო. "ეს ყველაფერი ზღაპარია, იჩივლეს ყველა სასამართლოში, სადაც ეს ცვლილება მიიღეს, ეს გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ასევე ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში იჩივლეს. ევროკავშირის რეკომენდაციაა 2020 წლისთვის ყველა ქვეყანაში სტანდარტული შეფუთვის შემოღება, ამაზეც იჩივლეს და ყველა შემთხვევაში წააგეს. ყველა უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესი არის აბსოლუტური და სავაჭრო ნიშნის შეზღუდვა შესაძლებელია", - ამბობს ზოიძე. ზოიძის თქმით, თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა მწეველთა რაოდენობაზე დადებითად აისახება "დადებითად, იმიტომ რომ მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მომავალი თაობების ჩაბმას თამბაქოს მოწევაში ხელს უშლის. საქართველოში მოწევას 13 წლის ასაკის ბავშვები იწყებენ და ეს ცვლილება იმისკენაა, რომ არ ჩაერთონ ეს ბავშვები თამბაქოს მოწევაში".
---
17.05.2017
მედიასაშუალება: http://jandacva.ge/hipertenziis-skriningi-jandacvis-saministros-tanamshromlebistvis/
ჰიპერტენზიის სკრინინგი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის
17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, უწყების თანამშრომლებს ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაუტარდათ. გასინჯვებში ჩართულ პირებს სპეციალისტებმა არტერიული წნევა და პულსი გაუზომეს. შეაგროვეს ინფორმაცია მათი ასაკის, სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს. პროექტი – „მაისის გაზომვების თვე“ – ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით პირველი გლობალური ინიციატივაა. ღონისძიება 100-მდე ქვეყანაში იმართება. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ისთვის სკრინინგის ჩატარება. გასინჯვებში ჩართვა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. არტერიული წნევის მიმართულებით მსოფლიო სკრინინგულ კვლევას ჰიპეტრენზიის საერთაშორისო საზოგადოება ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგასთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც უერთდა. არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგული კვლევა მიზნად ჰიპერტენზიის კონტროლის გაძლიერებას ისახავს.
---
17.05.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29378/15-seansi-20-natsvlad--tsvlilebebi-autizmis-reabilitatsiis-programashi
15 სეანსი 20 ნაცვლად - ცვლილებები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში
7 წლის და ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის წესში ცვლილებები შეიტანა და პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად. წესში შეტანილ ცვლილებებზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა მერიის ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ წესში ცვლილებებს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვდნენ და ამ მიზნით ორიოდე თვის წინ არერთი აქცია გაიმართა. მშობლები პროგრამაში იმ ბავშვების ჩასმას მოითხოვდნენ, რომლებსაც თბილისში რეგისტრაციის თარიღის გამო უთხრეს უარი და ასეთი სულ 36 მდე ბავშვი იყო. მერიამ მშობლების მოთხოვნა გაითვალისწინა თუმცა, როგორც დღეს მერიის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ამ ცვლილებასთან ერთად მერია 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის დაფინანსების წესით შეცვალასაც გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებს მერია 20 სეანსის ნაცვლად, 15 სეანსს დაუფინანსებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული ცვლილება მერიამ სერვისის მომწოდებლებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო და აუტიზმის რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან შეთანხმებულია. ცვლილებას არ ეთანხმება „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD“ ორგანიზაციის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე. კორკოტაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს ცვლილება, რომელიც 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების დაფინანსებას ეხება მშობლებთან შეთანხმებული არ ყოფილა და იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულო „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს არ მიიღებს.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
18.05.2017
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მოახერხებს აკაკი ზოიძე თამბაქოს მოწევის აკრძალვას?!
თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევის მიზნით სპეციალური მოსაწევი ადგილები აღარ დაიშვება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ კანონში სპეციალურად არ დატოვეს „ხვრელები“ და არ დაუშვეს ასეთი ადგილების არსებობა, რადგან თამბაქოს მოწევის მხრივ საქართველოში ისედაც კატასტროფული მდგომარეობაა. მოსახლეობის 34% მწეველია და წლიურად 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით. „მოსაწევ ადგილებს როგორც კი დავუშვებთ, კანონი აღარ იმუშავებს, რადგან თამბაქოს კვამლს არ აქვს კარები“,-აცხადებს გუგული მაღრაძე. მისივე თქმით, დახურულ შენობებში მთლიანი აკრძალვა ძალზე ეფექტურია, მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში შეიძლება მოწევა, ასევე, ნაწილობრივ სასტუმროებში, პენიტენციალურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. გამონაკლისის სახით, ტურიზმის ინტერესიდან გამომდინარე, ლიცენზირებულ კაზინოებსა და სიგარა-ბარებშიც შეიძლება მოწევა. ის, რომ თამბაქოს მოწევის მიზნით სპეციალური მოსაწევი ადგილები აღარ დაიშვება, მწეველებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი არ არის. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. ის აცხადებს, რომ 2008 წლიდან ცალკე მოსაწევი ადგილები უნდა გამოყოფილიყო ნებისმიერ დაწესებულებასა და კვების ობიექტში, მაგრამ როგორ იმუშავა ამ კანონმა, ყველამ კარგად იცის. ტექნიკურად ჯერ არ არის გამოგონებული ისეთი გამწოვი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კვამლის აბსოლუტურ განეიტრალებას იქ დასაქმებულებისა და სტუმრების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ყველაზე ეფექტურად და აღსრულების თვალსაზრისით მარტივ ზომად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია თამბაქოსგან თავისუფალი შენობები. „ფაქტობრივად, მწეველებს ოკუპირებული აქვთ მთელი შენობა-ნაგებობები და გარე სივრცე, არსად არ ერიდებიან მოწევას. ჩვენი უფლებები კი დაუცველია. უცხოელ ტურისტებშიც უკმაყოფილებას იწვევს, რომ მოწევა დაშვებულია ყველა შენობაში, შეხვედრებზე თუ ოფისებში. ბევრი მათგანი მეორედ აღარც ჩამოდის საქართველოში. რაც შეეხება კაზინოებს, მოწევა დასაშვებია იმ დარბაზში, სადაც სათამაშო მაგიდებია; ხოლო, კაზინოების იმ დარბაზში, სადაც საკვები და სასმელია, არ იქნება დაშვებული მოწევა. სიგარა-ბარებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ სპეციალიზირებული ლიცენზირებადი საქმიანობა გახდება სიგარა-ბარის არსებობა და იქ მყოფ პირს მხოლოდ სიგარის მოწევა შეეძლება, მაგრამ არ შეეძლება საკვების მიღება. ეს იმიტომ კეთდება, რათა სიგარა-ბარის ნიღაბს არ ამოეფარონ ცალკეული კაფე-ბარები და აბსურდამდე არ მივიდეთ. ამიტომ სიგარის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლის წლიური ბრუნვა მინიმუმ 15% უნდა იყოს“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე, რომელსაც სიგარა ბარებსა და კაზინოებში მოწევის დაშვება მაინც გარდამავალ ეტაპად მიაჩნია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთი გამონაკლისის დაშვებას. მისივე თქმით, კაზინოებსა და სიგარა-ბარებში ათეულობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და მათი უფლებებიც დასაცავია. ამიტომ ასეთ დათმობას არ უნდა შევეგუოთ და უახლოეს პერიოდში სიგარა ბარებშიც უნდა მოხდეს მოწევის აკრძალვა. გიორგი ბახტურიძე სამართლებრივ დახმარებას აღუთქვამს იმ ხალხს, ვინც დასაქმებულია კაზინოებში და მომავალში დასაქმდება სიგარა-ბარებში. ამიტომ მათ მოუწოდებს, მიმართონ სასამართლოს საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად და მათი თანადგომითაც ისარგებლონ. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კაზინო აბსოლუტურად დახურული შენობაა, სადაც რეალურად განიავება-ვენტილაცია არ ხდება. ამიტომ ხშირად სასწრაფო დახმარების გამოძახება უწევთ იქ დასაქმებული პირებისთვის და ყოფილა მძიმე შემთხვევებიც. კაზინოში მუშაობა რთულია, თითქმის გაზის კამერის ტოლფასია. „მწეველებს არ ვუკრძალავთ მოწევას, მხოლოდ ვთხოვთ, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაში არ მოსწიონ. მოწევა დაშვებულია საცხოვრებელ სახლებში, ოღონდ არა ისეთ სახლებში, სადაც კერძო სამეწარმეო საქმიანობის აღსრულება ხდება, ან ოფისად აქვთ გაქირავებული“. არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი ლელა სტურუა აცხადებს, რომ დახურულ შენობებში არსად არ უნდა იყოს მოსაწევი ადგილები. ასეთი ადგილები უნდა იყოს მხოლოდ ღია შენობებში, ღია ცის ქვეშ ან ნახევრად აივანზე, ვინაიდან მოსაწევი ადგილების გამიჯვნა სრულად ვერ ხერხდება და ამის გამო ადამიანები პასიური მწეველები ხდებიან. „თუკი ახალ კანონმდებლობას ვღებულობთ, ყველა დახურული სივრცე თამბაქოსგან თავისუფალი უნდა იყოს. მით უმეტეს, ჩარჩო-კონვენცია ამას გვავალდებულებს და უკვე 6 თუ 7 წელია, გადავაცილეთ მის აღსრულებას. ევროპის უმეტეს ქვეყანაში თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალია დახურული სივრცეები. ასეა რუსეთში, მოლდოვაში, თურქეთში, ევროპაში. თამბაქოს ინდუსტრიასთან ბრძოლა ყველა ქვეყანაში რთულია. უკვე რამდენი წელია, ვიბრძვით, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ახლა გამოჩნდა სერიოზული ლიდერი აკაკი ზოიძის სახით, რომელმაც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ჩვენ ვაწყდებოდით პრობლემას თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან, ეს არ ყოფილა მუქარა, მაგრამ, სადაც მიუწვდებოდათ ხელი, ცდილობდნენ, გადაევადებინათ ან გარკვეული მუხლები შეერბილებინათ."
---