From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-18.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 18.05.2018 07:57
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.05.2018

ტელევიზია

18.05.2018

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

სმენადაქვითებული და სმენის არ მქონე ბავშვების რეაბილიტაციის შესახებ გაიმართა საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით "მოვუსმინოთ მომავალს და მომევამზადოთ მისთვის". შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმაც განიხილეს. კონფერენციაზე გაფორმდა მემორანდუმი და მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა, რომელიც რეკომენდაციებს შეიმუშავებს. შეხვედრას, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5294922

მაესტრო-ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5295086

---

 

17.05.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 17:00

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტივისტთა ჯგუფი იმყოფება. ისინი ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემების შესახებ საზოგადოებას მიმართავენ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5294028

---

 

17.05.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

შაბათს გახდება ცნობილი გააგრძელებს თუ არა თეთრი ხმაური შსს-სთან მოლაპარაკებებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მოლაპარაკების პროცესში ჯანდაცვის მინისტრიც უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არსებულ ფორმატში მსჯელობას არ გააგრძელებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5294108

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293840

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293041

---

17.05.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 15:00

თბილისში ნეიროქირურგთა საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. ღონისძიება სამდღიანია და მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 დელეგატი მიიღებს. კონგრესის ფარგლებში გაიმართება ლექციები და მასტერკლასები წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293723

---

 

17.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

პარლამენტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5294495

---

 

17.05.2018

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:     პალიტრა ნიუს 16:00

ექიმების შეცდომის შესახებ ინფორმაციის მედიით გაშუქება შესაძლოა აიკრძალოს. შესაბამისი ინიციატივა კლინიკების ასოციაციას ეკუთვნის. ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტისს უკვე წარუდგინა. ორგანიზაცია ითხოვს, საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული თითოეული ფაქტი ექსპერტიზის დასკვნას ან სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნებოდეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293921

---

 

17.05.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

''ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია'', ''გაიზომე წნევა _ იცოდე შენი წნევის ციფრები'' _ ამ სლოგანით დღეს არტერიული ჰიპერტენზიის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ტარდება. კარდიოლოგები პაციენტებს კონსულტაციებს ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში უწევენ _ დილის 12-დან 16 საათამდე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი და პირველი პოლიკლინიკა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293920

---

 

17.05.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ბიზნესკოდი

დემოკრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად პრემიერ-მინისტრი სპეციალურ საბჭოს ქმნის, რომელშიც მთლიანი მინისტრთა კაბინეტი და საპარლამეტო კომიტეტების ხელმძღვანელები არიან. საბჭომ უნდა დასახოს სტრატეგია, თუ როგორ განავითაროს მოსახლეობა, რომელიც ბოლო წლებია ცალკე შობადობის, ცალკე კი ემიგრაციის ზრდის გამო მცირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292878

---

 

17.05.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ბიზნესკოდი

თურქეთში მაისის სეზონური სამუშაოების დასაწყისია, სადაც ხალხის ნაკადი უკვე დაიძრა. ივლისსა და აგვისტოში დასაქმების მსურველთა გადინება კიდევ უფრო იზრდება. თურქეთში ძირითადად ახლაგაზრდობა, მათ შორის არასწრულწლოვნები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5293083

---

 

17.05.2018

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

ქართული მედიცინა ძვირი და დაბალპროდუქტიულია – ამ თემაზე, ვრცელი რეიტინგი გამოცემა ფორბსის მაისის ნომერში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს მაჩვენებლები ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლებს შეადარეს. ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაში მოდის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რადგან თითქმის ორჯერ მეტი ექიმი გვყავს, ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას და თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი. ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ექიმების პროდუქტიულობა საქართველოში ბევრად დაბალია, რაც ნაწილობრივ ექთნების დეფიციტითაც არის განპირობებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5292668

---

 

 

ინტერნეტი

18.05.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/62091/ra-momsakhurebebi-ar-anazgaurdeba-sakoveltao-jandatsvis-programis-parglebshi

რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის შესახებ საზოგადოებამ ზუსტად არ იცის, რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში imedinews-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რა შემთხვევაში არ ფინანსდება სამედიცინო მკურნალობა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევით. პროგრამა არ აფინანსებს სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას, თვითმკურნალობას; საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; სანატორიულ-კურორტული მკურნალობას; ესთეტიკური ქირურგიას, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობას; სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯებს; ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებს; ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯებს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, დაფინანასების შემთხვევაში, დაყოვნება არ ხდება 2 თვეზე მეტ ხანს, საკითხის დეტალურად შესასწავლად საჭიროა პირმა მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის-ცენტრს და დაუყოვნებლივ გაიგებს რატომ დაგვიანდა პასუხი. არის გარკევული კოდები რომლებიც არ ფინანსდება და არის კოდები რომლებიც ჩვეულებრივ ფინანსდება და  ა.შ

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493768-bavshvebshi-smenis-problemebs-saerthashoriso-konferencia-miedzghvna.html

ბავშვებში სმენის პრობლემებს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“ - 2018 წელს სმენის საერთაშორისო დღის სლოგანით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. კონფერენციის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი და ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს სმენის არმქონე და სმენადაქვეითების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის და სკოლამდელი და სკოლის ასაკის განათლების ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) ჩამოსაყალიბებლად. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.  „სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებულ მოზარდთა შემთხვევაში, ხშირად პრობლემების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არ ხდება ადრეული ასაკში ჩარევა და სრული რეაბილიტაცია. ეს გარემოება, სამწუხაროდ, სწავლის პროცესზე და მათ აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ამდენად, ადრეული ჩარევა აუცილებელია ამ მოზარდთა არა მხოლოდ ჯამრთელობის, არამედ საგანამანათლებლო და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.  სწორედ ამიტომ, ჩვენი სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევას პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის, თანამშრომლობითვის მზაობას, რისი დასტურიცაა დღევანდელი კონფერენცია. დარწმუნებული ვართ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთა კოორდინირებული თანამშრომლობა, უდავოდ დადებით შედეგს გამოიღებს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. კონფერენციაში, რომლის მთავარი ორგანიზატორიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ იყო, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ექიმები, სმენის პრობლემების მქონე მოზარდების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, ექსპერტები.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=71237

დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა

„2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა და მათი რაოდენობის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ რამდენიმე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მისი თქმით, სამიდან ხუთ დღემდე გაიზარდა აბორტის წინა პერიოდი, რათა პოტენციურ დედას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რა არის აბორტი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას. „აკრძალულ იქნა სელექციური ტიპის, ანუ, სქესის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული აბორტები, რამაც სქესთა შორის ბალანსი მნიშვნელოვნად დააზიანა, რადგან მდედრობითი სქესის დაფიქსირების შემთხვევაში, ბიჭის გაჩენისთვის გოგონათა ორსულობას ვწყვეტდით. დინამიკა დადებითია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ცოტაა და სწორედ ამიტომ უნდა იყოს გზამკვლევი, ძირითადი დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი სრულიად ლოგიკურად ჰქვია. ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. კავკასიაში დისბალანსი ირღვევა და სამწუხაროდ, საქართველო დომინანტის ფუნქციას ნელ-ნელა კარგავს. 1926 წლის მონაცემებით, კავკასიაში ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე იყო, 2010 წლის მონაცემით უკვე ყოველი მეექვსეა და ეს რიცხვი თანდათან იზრდება, ანუ, კავკასიაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493695-lgbt-aqtivistebma-ramdenime-saministrosthan-saprotesto-aqciebi-gamarthes.html?ar=A

ლგბტ აქტივისტებმა რამდენიმე სამინისტროსთან საპროტესტო აქციები გამართეს

ლგბტ აქტივისტებმა რამდენიმე სამინისტროსთან საპროტესტო აქციები გამართეს და ცისარტყელას ფერები გაუშვეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვეს, დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისგან და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავ მინიჭების სამედიცინო პროცედურების ჩატარებას. „დღეს 17 მაისია. ჩვენ გვინდა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე, სრულიად დაურეგულირებელია სქესის მინიჭების საკითხი, რადგან არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი. შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომელიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროცედურებს, რომელიც შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებს იწვევს, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი სრულად დაურეგულირებელია. მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავოს ტრანსგენდერ და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისგან და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავ მინიჭების სამედიცინო პროცედურების ჩატარებას“, - აცხადებენ ლგბტ აქტივისტები. შს სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება. „საპოლიციო სისტემის პირისპირ დარჩნილი ლგბტ თემის ადამიანები ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, დისკრიმინაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებებში პოლიციის მხრიდან იკვეთება ხოლმე ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო და ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს. არსებული დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო-ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს. მოვუწოდებთ შს სამინისტროს, გაატაროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერების გაზრდას და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. კიდევ ერთი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი. ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იძულებითი სამედიცინო პროცედურების გარეშე ატარებდნენ ისეთ პირადობის მოწმობას, რომელიც ადასტურებს მათ რეალურ სქესს. „საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვან აღიარებას. ისინი ვერ ახერხებენ სქესის ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რადგან კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი. დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებებისთვის ადამიანები იძულებულები არიან ჩაიტარონ არასასურველი, სამედიცინოდ გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისთვის რისკის შემცველი პროცედურები. შედეგად, ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველდღე, სადაც დოკუმენტის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრიც ცხოვრებაში მონაწილეობისას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი. ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იძულებითი სამედიცინო პროცედურების გარეშე ატარებდნენ ისეთ პირადობის მოწმობას, რომელიც ადასტურებს მათ რეალურ სქესს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1/29232936.html

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=65723

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gadacdomebis-gamo-profesiuli-pasukhismgebloba-wels-61-eqims-daekisra/

გადაცდომების გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა წელს 61 ექიმს დაეკისრა

პროფესიული პასუხისმგებლობა, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში,  61 ექიმს დაეკისრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 51 ექიმს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მიაწოდა. უწყების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი მაისის მონაცემებით, წერილობითი გაფრთხილება 55 ექიმს მიეცა, ექვს ექიმს კი – სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. წინა წლის იგივე პერიოდში, წერილობით 24 ექიმი გააფრთხილეს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კი, 27 მედიკოსს შეუჩერდა. ექიმებისთვის სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო იღებს.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/493674-akaki-zoidze-samedicino-personalis-mimarth-mediashi-khshirad-imartheba-ghia-sasamarthloebi-da-linchis-tsesis-gasamarthleba-ise-rom-ar-velodebith-eqspertizis-daskvnas.html?ar=A

აკაკი ზოიძე - სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას

სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით არც ექსპერტიზის დასკვნას და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ საკანონმდებლო წინადადების შეფასებისას. ზოიძის თქმით, მედიაში სამედიცინო საკითხების ობიექტურად გაშუქების პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, ეს ეთიკის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა. „მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, მედიცინა გახლავთ ხელოვნება და მეცნიერება ერთად, რადგანაც იქ არის ადამიანის უდიდესი ფაქტორი. რაც არ უნდა ბრწყინვალე ექიმი იყოს, ყოველთვის შესაძლებელია შეცდომა. მაგრამ როდესაც სავარაუდო გადაცდომა ხდება, ამას სჭირდება დადგენა. ვიდრე ეს დადგინდება, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ხდება სამედიცინო პერსონალის ჯვარზე გაკვრა და დადანაშაულება. შეშინებული ექიმი შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი ამ შემთხვევაში არის ძალიან ცუდი დამხმარე. სამედიცინიო დონეზე ეს დამოკიდებულება შეიძლება ყველას ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს, თუ მათ თავი დაუცველად იგრძნეს. მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც ჩვენ მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსით უნდა დარეგულირდეს. არანაირი ადმინისტრაციული შეზღუდვები არ მიმაჩნია სწორად,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 2 000 ლარით.

---

 

17.05.2018

მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/7028-saqartvelos-mosaxleoba-28-it-mzirdeba,-azerbaijanis-33-it-izrdeba-xundawe

საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით მცირდება, აზერბაიჯანის 33 %-ით იზრდება - ხუნდაძე

დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა, თუკი პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. “გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება. საქართველოს მოსახლეობა კი პირიქით - 28%-ით მცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება თავად კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. ხუნდაძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. “საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს. ხუნდაძის განმარტებით, შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა. ხუნდაძის ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8%-ს აქვს 300 000 და ნაკლები ქულა.

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/saqartvelos-mosakhleoba-28-it-mcirdeba-roca-azerbaijanis-33-it-kholo-somkhetis-mosakhleoba-7-it-izrdeba/

---

 

 

ბეჭდვითი მედია

18.05.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

აკაკი ზოიძე:" სამედიცინო პერსონალის მიმართ მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესით გასამართლება"

სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით არც ექსპერტიზის დასკვნას და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ საკანონმდებლო წინადადების შეფასებისას. ზოიძის თქმით, მედიაში სამედიცინო საკითხების ობიექტურად გაშუქების პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, ეს ეთიკის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა. „მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, მედიცინა გახლავთ ხელოვნება და მეცნიერება ერთად, რადგანაც იქ არის ადამიანის უდიდესი ფაქტორი. რაც არ უნდა ბრწყინვალე ექიმი იყოს, ყოველთვის შესაძლებელია შეცდომა. მაგრამ როდესაც სავარაუდო გადაცდომა ხდება, ამას სჭირდება დადგენა. ვიდრე ეს დადგინდება, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ხდება სამედიცინო პერსონალის ჯვარზე გაკვრა და დადანაშაულება. შეშინებული ექიმი შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი ამ შემთხვევაში არის ძალიან ცუდი დამხმარე. სამედიცინიო დონეზე ეს დამოკიდებულება შეიძლება ყველას ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს, თუ მათ თავი დაუცველად იგრძნეს. მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც ჩვენ მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსით უნდა დარეგულირდეს. არანაირი ადმინისტრაციული შეზღუდვები არ მიმაჩნია სწორად,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 2 000 ლარით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5294693&name=18.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ექსპერტი ირაკლი სანაია: "ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო მომსახურება პაციენტის ინტერესებს უნდა იყოს მორგებული"

ვფიქრობ, რომ ასე ყველაფრის აკრძალვა, რომ მედიაში არ იყოს საუბარი თუ რა პრობლემებია და პრეტენზიის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდეს ან პაციენტს ან მის ახლობელს, ეს არამგონია სწორი იყოს, - განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, ირაკლი სასანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ საკანონმდებლო წინადადების შეფასებისას. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა, პირველ რიგში, პაციენტის ინტერესებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და ამის დეფიციტის ფონზე ექიმების უფლებების დაცვის კიდევ უფრო გამკაცრება არასწორია. „მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის ასე აკრძალვა, რომ მედიაში არ იყოს ლაპარაკი თუ რა პრობლემებია და პრეტენზიის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდეს ან პაციენტს ან მის ახლობელს, ეს არამგონია სწორი იყოს. იქ ბევრი პუნქტია, მაგალითად ის, რომ არ ჰქონდეთ აყალმაყალისა და ხმაურის უფლება, მაგრამ თუ პაციენტი უკმაყოფილო იქნება მომსახურებით, თუ გულისხმიერებისა და ყურადღების დეფიციტია, ეს რატომ არ უნდა გაჟღერდეს არ მესმის. ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო მომსახურება, პირველ რიგში, პაციენტის ინტერესებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ჩვენ ძალიან გადავერთეთ ექიმების უფლებების დაცვაზე, ნაკლებს ვსაუბრობთ და ნაკლები ქმედებებია პაციენტების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. არადა, მთელ ამ სისტემაში მთავარი სწორედ პაციენტია. პირველ რიგში, მოვისმენდი იმას, თუ რა კეთდება პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამის დეფიციტის ფონზე კიდევ იმის გამკაცრება, რომ ექიმების და სამედიცინო დაწესებულებების უფლებები და ხელშეუხებლობა ისე იყოს გარანტირებული, რომ საერთოდ ინფორმაციაც არ გამოვიდეს თუ რას აკეთებენ, ეს მგონია, რომ ზედმეტია,“ - განაცხადა ირაკლი სასანიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5294700&name=18.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ყოველ მე-7 ოჯახში, მინიმუმ, 1 ნარკოდამოკიდებული ადამიანია

"არ მეგულება ოჯახი ან სანათესავო, ვისაც ერთი ასეთი ადამიანი მაინც არ ჰყავს სადარდებლად და სანერვიულოდ... საქართველოში ყოველ მე-7 ოჯახში 1 ნარკოდამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ყოველ მე-18 ოჯახში, საშუალოდ, ერთი ინტრავენული ნარკომანია. ასეთია უხეში დათვლა ნარკომომხმარებელთა რიცხვისა, რადგან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სპეციალისტები და საზოგადოება სურათს საგანგაშოდ მიიჩნევენ, მით უფრო, რომ პრობლემის გადაჭრის გზები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველოში 1 109 000 ოჯახი ცხოვრობს, ინტრავენულ ნარკომომხმარებელთა რიცხვი კი 60 000-მდეა. გამოდის, რომ ყოველ 18 ოჯახში 1 ინექციური ნარკომანია. გაცილებით საგანგაშოა პერორალური, კლუბური და მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არასამთავრობოები და სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათ რაოდენობა ორჯერ აღემატება ინტრავენულ მომხმარებელს. საერთოდ კი, საუბარია, ჯამში, 160 000 ნარკოდამოკიდებულზე. ამ ლოგიკით კი, ყოველ მე-7 ოჯახში ერთი ნარკოტიკების მომხმარებელი ცხოვრობს. წლიდან წლამდე ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი მატულობს. თუკი 2012 წელს აღრიცხული იყო 40 ათასი ინტრავენული ნარკომომხმარებელი, ბოლო კვლევით, მათი რიცხვი 60 ათასამდეა გაზრდილი. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ არ არსებობს ნარკოტიკი, რომელიც საზიანო არ არის ორგანიზმისათვის და გავლენას არ ახდენს როგორც სხეულის, ასევე ფსიქიკის სიჯანსაღეზე. "მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს, მარიხუანას მოხმარებისას უნარების 30%-ს კარგავ, ზიანდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია", - ასეთია მედიკოსების დასკვნა ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ნაკლებად მავნებლად მიიჩნევს, თუმცა კანაფსა და კლუბურ ნარკოტიკს ექიმები ე.წ. ნარკომანიის კარიბჭეს ეძახიან. მაიკო ზაქრაძე სამი მოზარდის დედაა. იგი ამბობს, რომ ნარკომანიის პრობლემა იმავე სიმწვავით დგას საქართველოში, როგორც გასულ ოცწლეულში და ამ გარემოში შვილებისათვის უდიდესი სენის - ნარკოდამოკიდებულების არიდება მისთვის დილემაა. "ფაქტია, რომ პრობლემა ძალიან მასშტაბური ხასიათისაა, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება. საზოგადოების რაღაც ნაწილი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, თითქოს ეს წარსულის პრობლემაა, 90-იან წლებში დარჩა და ჩვენს დროში მისი მასშტაბი შემცირდა. სინამდვილეში კი, ეს პრობლემა ზუსტად იმავე სიმწვავით დგას. არ შეიძლება რაღაცებზე წაყრუება. არ მეგულება ოჯახი ან სანათესავო, ვისაც ერთი ასეთი ადამიანი მაინც არ ჰყავს სადარდებლად და სანერვიულოდ. მე ორი ბიჭისა და ერთი გოგოს დედა ვარ. ბავშვები უკვე იზრდებიან და გარდატეხის ასაკში არიან. რამდენიმე წლის წინ მიმაჩნდა, რომ ამ მხრივ სანერვიულო მხოლოდ ბიჭები იყვნენ, მაგრამ ყოველდღე ისეთი ამბები მესმის, უკვე აზრი შემეცვალა. ბოლო სპეცოპერაციის დროსაც ნარკორეალიზატორებისა და მომხმარებლების დიდი ნაწილი გოგონა იყო. ჩემი მოწესრიგებული გოგოც ისევე სანერვიულოდ გამიხდა ამ ფონზე, როგორც ბიჭები. ისიც არ ვიცი, სწორი რა არის და თავი როგორ უნდა დავიცვა, როგორ ავარიდო ამ ყველაფერს. სხვების გამოცდილებას რომ ვაკვირდები, სპორტული აქტივობით და სწავლის მხრივ დატვირთვითაც ვერავითარ გარანტიას ვერ იღებ. მეტია საჭირო და მე აღარ ვიცი, ეს "მეტი" რა არის. ამ სამყაროს უდიდესი სენი როგორ უნდა ავარიდო ჩემს სამივე შვილს, საფიქრალად მექცა", - ამბობს "რეზონანსთან" მაიკო ზაქრაძე. თბილისელი ნანა ონიანი ნარკოდამოკიდებულთა პრობლემის მასშტაბურობაზე სვამს აქცენტს და ამბობს, რომ კლუბებში შესვლას ან უკვე მომხმარებელთან ბრძოლას, სისტემური ცვლილება სჯობს, რომელიც შედეგიანი იქნება. "კლუბში შესვლა და იქ ნარკოტიკის ძებნა რომ სისულელეა, ალბათ ყველას კარგად ესმის. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში 150 000 ადამიანზე მეტია ნარკოდამოკიდებული, ერთ ღამეში ყველა ქართული კლუბის გამტარუნარიანობა კი 5000-იც არ არის. გამოდის, ნარკოდამოკიდებულები არიან აბსოლუტურად ყველგან - კლუბებშიც, რესტორნებშიც, სახლებშიც და სამსახურებშიც. მე არ მეგულება ქვეყანაში ისეთი ადამიანი, ვისაც რამდენიმე ნარკოდამოკიდებული ნაცნობი არ ჰყავს. ამას თითქოს შევეგუეთ და იმდენად აღარ გვაშფოთებს. მედიკოსები კლუბურ ნარკოტიკს და მარიხუანას ნარკომანიის კარიბჭეს უწოდებენ, ორივეს გასინჯვა კი, როგორც წესი, მოზარდობისას ხდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება სკოლებში ბავშვების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას უნდა ეთმობოდეს. აუცილებელია, მოზარდები ხედავდნენ შიშველ სიმართლეს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი ნარკოტიკს. ამის როგორც ვიზუალური, ისე თეორიული მასალაც უნდა არსებობდეს. ვერსად გავექცევით, რომ სახელმწიფო და საზოგადოებაც რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ნარკომანი გვყავს, მეტ ახალგაზრდას ერევა ეს სენი და ღუპავს. აშკარად არასწორი გზით მივდივართ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ნანა ონიანმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5294723&name=18.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---