From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-18.12.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 18.12.2017 09:02
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 1 8.12 .2017

ტელევიზია           

1 7.12.2017

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

უცნობის პოლიტიკური პერფორმანცი. გია გაჩეჩილაძე ამჯერად როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროსი არსებულ უსამართლობასთან მებრძოლი წარსდგ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4931034

---

 

1 7.12.2017

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ოლო და ერთადერთი კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში ჩატარდა, 300 ბავშვიდან სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა თითქმის ნახევარს დაუდგინდა. რა გზით ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში და როგორ უმკლავდებიან ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევებს მსოფლიოს განვითარებული ჯანდაცვის სისტემები

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4931028

---

 

1 7.12.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი, რომელიც თავის გატანას თვიდან თვემდე ძლივს ახერხებს. მიუხედავად ამისა, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრებ ციალა თუთარაშვილს უმიზეზოდ ის სოციალური დახმარებაც შეუწყვიტეს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში იღებდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930878

---

 

1 7.12.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 17:00

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს. თბილისში მცხოვრები ჯუნა გოდიშვილი შშმ პირია, რომელსაც 2014 წელს მედიკამენტებზე დაფინანსება შეუწყვიტეს, ხოლო 2016 წელს სოციალური დახმარება მთლიანად მოუხსნეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930801

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930567

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930519

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930470

---

 

1 6.12.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

ჯანდაცვის სამინისტრო პარამედიკოსების მომზადებას იწყებს. სპეციალისტების ჯგუფი გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების გარდა, პრაქტიკულ კურსს სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პარამედიკოსები მაღალპრიორიტეტულ, გადაუდებელ სამედიცინო გამოძახებებზე იმუშავებენ. პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და მიზნად სწორედ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929365

 იმედი-ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930170

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930227

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929849

I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929822

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929656

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929461

---

 

1 6.12.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: პრიორიტეტი

კარტელური გარიგებები, ჩაწყობილი ტენდერები და უკანონოდ დაჩაგრული კომპანია სიტროენ ჯორჯია. ეს იყო უცნობის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის მთავარი მესიჯები

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4930363

---

 

1 5.12.2017

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების სკანდალის ახალი ფიგურანტი გოგი თოფაძის ოჯახია. ირკვევა, რომ თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძე კომპანია „ჰიუნდაი ავტოს“ ხელმძღვანელობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928923

მაესტრო-დღის მთავარი თემა -

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4929003

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928808

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928406

რუსთავი 2 - კურიერი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928388

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928260

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928030

---

 

15.12.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა:ახალი ამბები 14:00

კონკურენციის სააგენტო სიტროენ ჯორჯიასაგან დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთ თვეში დაასრულოს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა. ნოდარ ხადურის თქმით, მოკვლევა მანამ არ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა საჭირო ინფორმაციას არ მიიღებს. ხადური იმასაც აამბობს, რომ საკითხზე პრემიერთან არ უსაუბრია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4927752

---

 

1 5.12.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში პედოფილების და სხვაგვარი სექსუალური მოძალადეების მსხვერპლი 500-მდე ბავშვი გახდა. შემზარავი დანაშაული საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირველმა არხმა გამოითხოვა. ამ მიმართულებით დანაშაულის გამოვლენა მსფოლიოში დაბალია, შესაბამისად მსხვეპლთა შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დანაშაულის პრევენცია რთულია, რადგან შემზარავი შემთხვევები ძირითადად ოჯახში და საახლობლოში ხდება. შინაგან საქმეტა სამინისროს გარდა მსხვერპლ ბავშვებზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურშიც გროვდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928979

---

 

1 5.12.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად 17:30

კიდევ ერთი გარდაცვლილი სამუშაო ადგილზე. ქეთევან წამებულის გამზირზე სასტუმრო მეტეხის ეზოში, სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რატომ იკავებს თავს ხელისიფლება შრომის უსაფრთხოების გაზრდაზე, დაქირავებულების უფლებების დაცვაზე და შესაბამის პასუხისმგებლობაზე?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4928538

---

 

ინტერნეტი

17.12.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136092&lang_id=ge

თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს

“დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს” - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. “იუნისეფმა” 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვები გონებრივი განვითარების დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე 17 მილიონს აღწევს. ბავშვის მომავალი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ ათას დღეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პერიოდში ახალშობილის თავი ტვინი ყველაზე კრიტიკული და სწრაფი ზრდის პროცესშია. შესაბამისად, რისკი მაღალია და თანაც - ბევრნაირი. ანგარიშში ჩამოთვლილია ის გზები, რითაც ტოქსიკურ ჰაერს ახალშობილის თავის ტვინის დაზიანება შეუძლია. რისკები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხომ თბილისში ჰაერის დაბინძურება თითქმის 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. დაბინძურებული ჰაერით ახალშობილის თავის ტვინის დაზიანების მექანიზმებს შორის, “იუნისეფის” ანგარიში განსაკუთრებით გამოყოფს სამ გარემოებას: 1 — დაბინძურებული მცირე ზომის ნაწილაკები აღწევს სისხლში და აზიანებს თხელ მემბრანას, რომელიც თავის ტვინს ტოქსინებისგან იცავს და შეუძლია ნერვული დაბოლოებების ანთების გამოწვევა. ზრდასრულებში მსგავს დაზიანებას მთელ რიგ კვლევებში ალცჰაიმერს და პარკინსონს უკავშირებენ. 2 — ზოგიერთი დაბინძურბული ნაწილაკი, როგორიცაა მაგალითად, მაგნეტიტები, იმდენად მცირე ზომისაა, რომ ორგანიზმში ყნოსვითი ნერვით და ნაწლავიდანაც აღწევს, რამაც შესაძლოა ნეიროდეგენერაციული დაავადებები გამოიწვიოს. 3 — მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ავტომანქანებით გადატვირთული ტრასების მახლობლად და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით ბევრია PAH ჯგუფის ტოქსინები (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები), რომელიც ტვინის თეთრ ნივთიერებას აზიანებს. თეთრ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის ნეირონების კომუნიკაციაში, რაც ბავშვის ათვისების უნარის და განვითარებისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს. კვლევები ადასტურებენ, რომ ჰაერის დაბინძურებას და ბავშვის კოგნიტურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. ეს ეხება ნევროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით პრობლემებს, ბავშვის მეხსიერებას, წარმატებას სწავლაში, ვერბალური და არავერბალური ინტელექტის კოეფიციენტს. ჰაერი ორსულობის პერიოდშიც საზიანოა და უარყოფითად მოქმედებს ჩანასახის გონებრივ განვითარებაზე, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში. იმავე დღეებში, 5 დეკემბერს, იუნისეფისგან დამოუკიდებლად გამოქვეყნებულ ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევაში, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორსულობის პერიოდში, ქალაქში ტრანსპორტით დაბინძურებული ჰაერი ახალშობილებში დაბალ (2.5 კილოგრამის ქვევით) წონასაც უკავშირდება. ჩვილი ბავშვის ტვინი დაბინძურებულ ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მისი დაზიანება, ზრდასრულისგან განსხვავებით, ტოქსინების ძალიან დაბალი დოზითაც შეიძლება. ამას ემატება ის რისკ-ფაქტორი, რომ ახალშობილის სუნთქვის რიტმი ზრდასრულთან შედარებით, გაცილებით სწრაფია და მათი ფიზიკური და იმუნური სისტემები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი ამბობს, რომ „ბავშვების დაცვა დაბინძურებული გარემოსგან აუცილებელია არამარტო ბავშვების, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდაც, რადგან სუფთა ეკოლოგია ნიშნავს შემცირებულ ჯანდაცვის ხარჯებს, გაზრდილ შრომისუნარიანობას და უსაფრთხო, სუფთა გარემოს ყველასთვის“. “იუნისეფი” მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნან წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვებს. მინიმუმზე უნდა დავიდეს ტოქსინების მიღება როგორც გარეთ, ჰაერზე, ასევე შინ, სახლში, სადაც თამბაქოს გამონაბოლქვის, სამზარეულოში გაზქურის ხმარების, ან საწვავზე მომუშავე გამათბობლით გამოყოფილი ტოქსინების შესუნთქვის მაღალი რისკებია. ბავშვები უნდა მოვარიდოთ პიკის საათებში გარეთ გაყვანას და მგზავრობას. თუ აუცილებელია, მაშინ ცხვირ-პირზე ფილტრიანი ნიღაბი უნდა გავუკეთოთ. ადგილობრივმა მთავრობამ ურბანული დაგეგმარებისას უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაღების, სკოლების, ამბულატორიული დაწესებულებების და საავადმყოფოების ჰაერის მთავარი დამბინძურებლებიდან მოშორებით განლაგება. დამბინძურებლებს შორის სახელდება საავტომობილო გზები, ფაბრიკა-ქარხნები, ფერმები, რომელიც პესტიციდებით იწამლება და დაბინძურებული საირიგაციო წყლით ირწყვება. ამას გარდა, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება შეიძლება წიაღისეულიდან სუფთა, განახლებად ენერგიის წყაროებზე მეტად გადასვლით და მათი მაქსიმალური ჩანაცვლებით; ჩანაცვლებისთვის ინვესტიციების სტიმულირებით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდით; მწვანე საფარის ფართობის ზრდით, თუ ნარჩენების სწორად მართვით, მათი გადამუშავების ეფექტური მეთოდების გამოყენებით - ნათქვამია იუნისეფის კვლევაში. დავუბრუნდეთ თბილისს და საქართველოს. მსურველებს, ვურჩევთ გაეცნონ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვემოთ მოყვანილ ფაქტებს ციფრებში და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას. — დაბინძურებული ჰაერი მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელია, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მე-9 სიკვდილი უკავშირდება. — მათ შორის, უკავშირდება: 36% ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის; 34%-ინსულტის; 27%-გულის დაავადებების; 35%-ფილტვის ქრონიკული დაავადებების. — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. — მთლიანად საქართველოში ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 3 741 ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ. — შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში (ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია. — თბილისში რომ ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება. ამერიკის ხმა

---

 

16.12.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=57485

საქართველოში პირველად, პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გავლენ. საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო. სასწავლო კურსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/95053-saqartveloshi-pirvelad-paramedikosebis-momzadeba-daitsyo

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/468926-saqarthveloshi-pirvelad-paramedikosebis-momzadeba-daitsyo.html?ar=A

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=136198&lang_id=ge

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/184927-saqarthveloshi-pirvelad-paramedikosebis-momzadeba-daitsyo.html?lang=ka-GE

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/40438/saqartveloshi-pirvelad-paramedikosebis-momzadeba-daitsko

---

 

16.12.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136186&lang_id=ge

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსების გადაჯგუფების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 40 მილიონი ლარი დაუმატებია, რის შედეგადაც პროგრამის ბიუჯეტი 700 მილიონამდე გაიზარდა. დამატებული 40 მილიონიდან 5 მილიონის ხარჯი უკვე გაწეულია. ხარჯვის არსებული ტემპით პროგრამა სავარაუდოდ 31 დეკემბრამდე შეუფერხებლად მიაღწევს. უკონტროლო ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დროზე ადრე ამოწურვა გაქცეულმა ხარჯებმა გამოიწვია. პირვანდელი გეგმის მიხედვით, პროგრამის საშუალო ყოველდღიური ხარჯები 1.80 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში პროგრამის ხარჯი დღეში 1.89 მილიონს შეადგენდა, ამიტომაც ახალ წლამდე 17 დღით ადრე პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც არ ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. ალბათობა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს გაზრდილია საინტერესოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2017 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად პროგრამის შენახვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიით არის გათვალისწინებული, არსებობს ალბათობა რომ ის 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს. გაზრდილი ხარჯების საპასუხოდ 2017 წლის მაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც პროგრამიდან მაღალშემოსავლიანი პირები (თვეში 3.3 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები, ჯამში 32 000 პირი) პროგრამიდან ამოვარდნენ. ასევე, მათ ვისი შემოსავლებიც თვეში 900-3.300 ლარია შეუმცირდათ სახელმწიფოს თანადაფინანსებების მოცულობები.

---

 

16.12.2017

მედიასაშუალება: https://digest.pia.ge/post/173178-vai-am-arsebobas-karaliokze-purs-vatan-84-wlis-usinatlo-moxuci

ვაი ამ არსებობას, კარალიოკზე პურს ვატან - 84 წლის უსინათლო მოხუცი

84 წლის უსინათლო მოხუცი, რომელსაც ყოველდღიურ საკვებად პური და კარალიოკი აქვს, ახალ წელს სოციალური დახმარების გარეშე ხვდება. მას სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნეს იმ მიზეზით, რომ სახლი ჰქონდა. ოთარ დვალიშვილი საკუთარი გაჭირვების შესახებ გადაცემაში "ცენზურის გარეშე" საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. "ჩემი შემოსავალი არის 180 ლარი, ორთავ თვალებით უსინათლო ვარ 84 წლის კაცი. მიზეზად მოიდეს, რომ სახლი ჰქონიაო და მომიხსნეს სოციალური დახმარება. ეს სახლი ჩემი და ჩემი ძმისაა. არ მაქვს შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე და მედიკამენტებზე. უსინათლობისა თურმე მერგება კვარტალში 300 ლარი, ჩვენმა გამგებელმა ახლა მითხრა. ეს სოციალური დახმარების 60 ლარი ახალ წელს მომიხსნეს იანვრის თვეში და წელიწადი გავიდა, არ მიმიღია. ვაი ამ არსებობას შვილო კარალიოკზე პურს ვატან. შაქარი მაქვს და აღარც ჩაი მესმევა. ვარ უბედურ დღეში, სული მიდგია რა! ადრე შევიტანე წამლებზე ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება და უარი მითხრეს. ორშაბათს ისევ შევიტანე და ორ კვირაში დაელოდე მესიჯსო, მესიჯი მე როგორ წავიკითხო მარჯვენა თვალი ამოღებული მაქვს, მარცხენა გადამწვარი",- აცხადებს ოთარ დვალიშვილი. მისი თქმით, 24 დღე იწვა საავადმყოფოში, თუმცა არ იცის ვინ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები და ვარაუდობს, რომ ეს სახელმწიფომ გააკეთა. უსინათლო მოხუცს საახალწლოდ გამგეობიდან ფულადი დახმარების იმედი აქვს. "საკვებს არაფერს ვიღებ გამგეობიდან. იმ დღეს ვიყავი მისული, იქნებ საახალწლო ნობათი მომცენთქო. ვინც სასადილოებით სარგებლობს, მარტო იმათ ვაძლევთო. მე, ბრმა როგორ წავიდე სასადილოში, ყოველ დღე როგორ ვიარო? ფულადი დახმარება ვთხოვე საახალწლოდ და განცხადება დამიწერეს. იქნება, არ იქნება არ ვიცი!",- ამბობს ოთარ დვალიშვილი.

პრაიმტაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1513410067-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98

---

 

15.12.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=136089&lang_id=ge

480 000 ლარის შეუსრულებელი ვალდებულება - ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი „სიტროენ ჯორჯიაზე“

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობს. მინდია კახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2017 წლის აპრილში ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრსა და კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, „სიტროენ ჯორჯიამ“ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. კახიძის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, „სიტროენ ჯორჯიას“ 2017 წლის აპრილიდან 4 თვის ვადაში 6 სასწრაფოს მანქანის მიწოდება უნდა მოეხდინა. მისი ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. უფრო მეტიც, კომპანიამ „ბათუმის სასწრაფოს“ მიერ გაგზავნილ არცერთ წერილს არ უპასუხა. საუბარი იყო ჯამში 480 000 ლარის ღირებულების 6 სასწრაფოს ავტომანქანის მიწოდებაზე. „ახალი ავტომანქანების ჩამოყვანას ჩანაცვლების გზით ვახდენდით. 9 ავტომანქანა მიჰყავდათ და 6 უნდა მოეყვანათ“-აცხადებს კახიძე. კითხვაზე, „სიტროენ ჯორჯია“ შეირჩა თუ არა ტენდერის გზით, კახიძე განმარტავს, რომ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არცერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. „შემდეგ კი თითოეულ კომპანიასთან გვქონდა მიმოწერა. „სიტროენ ჯორჯიამ“ გამოთქვა სურვილი, რომ ავტომობილების მომარაგებას იმ ღირებულებით უზრუნველყოფდა, რაც ტენდერში იყო მითითებული“-აცხადებს კახიძე. მისი თქმით, ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ იქნა კომპანიისთვის გაფრთხილება მიცემული, თუმცა მათ მიწერილი წერილები არ ბარდებოდათ. „მაისშიც მივწერეთ, რადგან შესყიდვების სააგენტოს საიტზე ნანახი გვქონდა, რომ სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემები. მათ შორის იყო ეროვნული ბანკი. მაისში გავუგზავნეთ შუალედური წერილი და ვითხოვეთ მათ მიერ დაზუსტება ჩვენი ხელშეკრულების პირობებს რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა.სამწუხაროდ, წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ ხელშეკრულება აგვისტოში შევწყვიტეთ და ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ, სადაც გამარჯვებული კომპანია „სტრადა მოტორსი“ გახდა “-აცხადებს კახიძე. კითხვაზე, რატომ არ უჩივლა ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრმა კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ჩაშლილი ტენდერის და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კახიძე განმარტავს, რომ სასამართლოს ვერ მიმართეს იმის გამო, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ წერილი ვერ ჩაბარდა. „მითითებულ მისამართზე წერილი მიდის და უკან ბრუნდება“-აცხადებს კახიძე. შეგახსენებთ,გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის, თანამდებობა დატოვოს.

---

 

15.12.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/370665

ნოდარ ხადური: ერთი თვის ვადაში შევეცდებით, რომ “სიტროენ ჯორჯიასგან” მივიღოთ ინფორმაცია

კონკურენციის სააგენტო მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის კომპანიას “სიტროენ ჯორჯიას“ ჰპირდება, რომ მაქსიმალურ ვადაში გადაწყვეტილებას მიიღებს და დასკვნას გაასაჯაროებს. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტო კომპანიისგან დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება. “ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12 დეკემბერს. 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადავუგზავნეთ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი “სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს. “ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ მანამდე მივიღოთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად “სიტროენ ჯორჯიასგანაც”,- დასძინა ხადურმა. ხადური ამბობს, მას ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია. ცნობისათვის, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. “სიტროინ ჯორჯია” ახალი კომპანიაა. “სიტროინი”ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, “სიტროინის” მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა. “მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

18.12.2017

მედიასაშუალება: ალია

საშინელი ინფორმაცია, რომელსაც მშობლებს უმალავენ!

ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვობიდან ორმოც პროცენტს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. წელიწად-ნახევრის წინ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევის შესახებ დღემდე საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თავის დროზე კვლევის საგანგაშო შედეგი იმ მიზეზით არ გაასაჯაროეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ის პრობლემის მთლიან სურათს ვერ ასახავდა. ანა არგანაშვილი: "ამ საკითხის გააქტიურება, მშობლების აქტივობამ განაპირობა. კონრეტულმა მშობელმა მოგვმართა, რომელმაც თავის შვილებს ჩაუტარა ანალიზი სისხლში ტყვიის კონცეტრაციის გასაზომად. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების სისხლში, ტყვიის კონცენტრანტი ზომაზე მაღალი იყო. ამ ინფორმაციის შემდეგ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს - ინფოემაციის მსიაღებად, მაგრამ მათგან არადამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღეთ. მინისტრის რაგირებას ველოდებით, რომლის მოვალეობაა ეს, მაგრამ ამ დრომდე არ ერთვება პროცესში"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931081&name=18.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.12.2017

მედიასაშუალება:

ტყვიის მომატებული შემცველობა მოზარდებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ მოზარდების განმეორებით გამოკვლევას იწყებს, რომლებსაც ორი წლის წინათ ჩატარებული კვლევების შედეგად სისხლში მძიმე მეტალის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ორგანიზმში ტყვიის არსებობის დასაშვები ნორმა არ არსებობს და მეტალის ნებისიერი შემცველობა საგანგაშოა. ლელა სტურუა, "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" არგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი: "2018 წელს იუნისეფი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, მსოფლიო ბანკი ერთად ატარებენ კვლევას, რომელშიც მოვითხოვეთ ყოფილიყო ტყვიის კომპონენტიც. ჯერჯერობით კითხვარზე ჩამოყალიბებულები არ ვართ, მუშაობის პროცესია, თუმცა ეს კვლევა საშუალებას გვაძლებს დავადგინოთ, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე. კვლევაში ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო,გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931607&name=18.12.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

         

18.12.2017

მედიასაშუალება: ალია

სკანდალური ბერი ანდრიას ფონდის გარშემო!

14 დეკემბერს ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ თავის ფეისბუკგვერდზე ბერია ანდრიას ფონდთან დაკავშირებულ სკანდალზე დაწერა. საქმე ეხებოდა რთული დიაგნოზის მქონე 8 წლის ლიზი ტორჩინავას (მცირეწლოვანი ბავშჰვის სახელს მისი ოჯახის თანხმობით ვწერთ და ლიზის ფოტოსაც ოჯახის თხოვნით ვაქვეყნებთ.-ლ.თ.) ამ ფონდის პატრონაჟით მკურნალობის დეტალებს, რომ ფონდის საქმიანობა საეჭვოა...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931558&name=18.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.12.2017

მედიასაშუალება:   პრაიმტაიმი

დაჩაგრულები თუ პრივილეგირებულები?!

მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ხმაურიანი ბრალდებები გასულ კვირას „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დაიწყო და მოგვიანებით გადაცემა „რეაქციაში“ პრემიერ-მინისტრთან პირადი მიმოწერის გასაჯაროებით დასრულდა, თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილ მეგობრებს შორის კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. „უცნობის“ სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ დავას სასამართლოში აგრძელებს. „პრაიმტაიმი“ შეეცადა, ამ საკმაოდ ჩახლართული ამბისგან მეტ-ნაკლებად ნათელი სურათი შეექმნა და გაერკვია, მართლა იჩაგრება თუ არა გაჩეჩილაძეების ოჯახის კუთვნილი კომპანია, რომელიც საავტომობილო ბიზნესში, სულ რაღაც, წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა? თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“ საჯარო რეესტრში გასული წლის 20 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიაში 70-პროცენტიან წილს – გია გაჩეჩილაძის სიძე გიორგი შარაშიძე, 30-პროცენტიან წილს კი შპს „საქართველოს სავაჭრო ჯგუფი“ ფლობს, რომლის საქმიანობის სფეროც „ჩაით, ყავით, კაკაოთი და სანელებლით საბითუმო ვაჭრობაა“. საჯარო რეესტრის დოკუმენტებში ჩვენ ერთი უცნაურობაც აღმოვაჩინეთ, რამაც შესაძლოა, საავტომობილო ბიზნესში „სიტროენ ჯორჯიას“ საქმიანობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს გახლავთ „სიტროენის“ ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც 2016 წელს ოფიციალური დილერი გახდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც 2016 წლის 20 მაისით თარიღდება, ვიგებთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, არა საავტომობილო ბიზნესი, არამედ „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება“. შესაბამისად, ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარაშიძეს ვკითხეთ, რა კავშირშია ერთმანეთთან საავტომობილო ბიზნესი და საზღვარგარეთ დასაქმება? მის პასუხს ოდნავ ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი სადავო ტენდერებისა და პრივილეგიების შესახებ გიამბობთ... გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე შპს „სიტროენ ჯორჯიას“ გარდა, ფლობს შპს „კონსტრაქტ ვიჟენის“ 100-პროცენტიან წილს. აღნიშნულ კომპანიას ყოველგვარი კონკურენციისა და აუქციონის გარეშე 2016 წლის 18 ივლისს პირდაპირი მიყიდვის წესით ლილოს დასახლებაში მდებარე 12 902 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. შესაბამის განკარგულებას პირადად პრემიერ მინისტრი აწერს ხელს, რომელსაც დღეს უკვე იმავე კომპანიის მესვეურები არაჯანსაღი კონკურენციისა და შევიწროების გამო საყვედურობენ. აღნიშნული ქონება გია გაჩეჩილაძის სიძეს შეღავათიან ფასად, 326 ათას ლარად გადაეცა, რის შემდეგაც კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 36 თვის ვადაში აემუშავებინა მინა-პლასტიკის ნაკეთობების მწარმოებელი საწარმო და არანაკლებ 700 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ამასთანავე, დაესაქმებინა არანაკლებ 70 ადამიანი, მათ შორის 20 ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი. და რა მოხდა შემდეგ? საშეღავათო პირობების მიუხედავად, კომპანიამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ქონების უკან დაბრუნება მოუწია. ოფიციალურად, სწორედ ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო აღმოჩნდა შარაშიძის „სიტროენ ჯორჯიაც“ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში. კომპანიამ სახელმწიფო უწყებების მიერ ავტომობილებზე გამოცხადებულ ცხრა ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვის შექმნილი იყო, ცხრიდან ოთხი ტენდერი მოიგო კიდეც, თუმცა ვერცერთ ჯერზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი ტენდერი შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ დაარსებიდან დაახლოებით ორ კვირაში მოიგო და 2016 წლის 13 ივნისს „საქართველოს ფოსტასთან“ 10 ერთეული ავტომობილის შესყიდვაზე გააფორმა 187 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 30 მაისს, ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ „საქართველოს ფოსტამ“ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ კომპანია აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს და მისი შავ სიაში შეყვანა მოითხოვა. „შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების თანახმად, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და შემსყიდველ ორგანიზაციას, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ გაუწია შეთანხმებული მომსახურება“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც „სიტროენ ჯორჯია“ აღმოჩნდა შავ სიაში. აღნიშნული კომპანია შავ სიაში შპს EXPRESS-ის საჩივრის საფუძველზეც მოხვდა. „შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების თანახმად, მიმწოდებელმა ვერ შეასრულა 2017 წლის 29 მარტის №002 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაფრთხილების მიუხედავად, მან შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა“. ამავე მიზეზით „სიტროენთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმაც“, რომლისთვისაც კომპანიას სასწრაფოს მანქანები უნდა მიეწოდებინა, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი განმარტების თანახმად, „მიმწოდებელმა, გაფრთხილების მიუხედავად, ვერ შეასრულა 2017 წლის 27 თებერვლის №64 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 920 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია შესაბამის განკარგულებაში. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „სიტროენ ჯორჯიას“ შავ სიაში შეყვანა მოითხოვა „ეროვნულმა ბანკმაც“, რომლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ არ მიაწოდა შეთანხმებული მსუბუქი ავტომობილი. შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 12 ივნისის წერილით ეცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და 6 514 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – რამდენად რეალურია ბრალდება, რომ შპს „სიტროენ ჯორჯია“ უსამართლოდ იჩაგრება? ამის გარკვევა ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელთან გიორგი შარაშიძესთან შევეცადეთ. ის გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობას აღიარებს, თუმცა ამის საფუძველი, მისივე განმარტებით, ობიექტური მიზეზები, კარტელური გარიგება და ჯანდაცვის სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილება გახდა. და რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას თავად მოგვიყვება. – გიორგი, პირველ რიგში, მინდა გკითხო საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებულ უცნაურობაზე... რეესტრის დოკუმენტში შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საქმიანობის სფეროდ მითითებულია „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობაში დახმარება“... რატომ? – არ ვიცი, რას გულისხმობთ. შეიძლება ეს გულისხმობს ავტომობილების შემოყვანას. ნამდვილად „სიტროენ ჯორჯიაზე“ საუბრობთ? – დიახ, ნამდვილად თქვენი კომპანიის მონაცემებია... – ნუ, ალბათ, ხარვეზია რაღაც. ეგ არაფერს არ ნიშნავს სამართლებრივად. რეესტრში რომ რაღაც მონაცემები შეიძლება არასწორად იყო მიწოდებული, იურიდიულად ეს არანაირი დარღვევა არ არის. – გასაგებია... ასევე, თქვენს მფლობელობაში არსებულ კომპანია „კონსტრაქტ ვიჟენზეც“ მინდა გკითხოთ, რომელსაც გასულ წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი, თუმცა ამის მიუხედავად, იქ არაფერი გაკეთებულა... რა გახდა ამის მიზეზი? – ეს ქონება არ გადმოგვცემია უსასყიდლოდ. ეს იყო პროექტი თურქ ინვესტორებთან ერთად, რომელიც მოიცავდა მიტოვებული საწარმოდან ახალი, ეფექტური საწარმოს შექმნას, რომელშიც უნდა დახარჯულიყო ერთ მილიონამდე ინვესტიცია. როცა ამბობენ, რომ ეს მიწა ჩვენ გადმოგვეცა უკონკურენტოდ და უსასყიდლოდ, ძალიან დიდი დილეტანტიზმია. – თუმცა ფაქტია, რომ ამ ქონების განკარგვაზე აუქციონი არ გამართულა და შესაბამისად, სხვა კომპანიები თუ კერძო პირები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, საკუთარი წინადადებებით შემოსულიყვნენ... – ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება, მივიდეს ეკონომიკის სამინისტროში, დაწეროს პროექტი და შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს არ არის კანონდარღვევა. 30 წელი ამ მიწაზე იყო ნანგრევები, ჩვენ ავიღეთ ეს, ასევე გადავიხადეთ 35 ათასი ლარის საგარანტიო. შემდეგ, როცა უკვე დაგვესხნენ თავს და დაიწყო ჩვენი გაკოტრება, თურქი ინვესტორებიც გაიქცნენ, რადგან მიხვდნენ, რომ აქ რაღაც ამბავი ტრიალებდა. საბოლოოდ, ეს 35 ათასი ლარი სახელმწიფოს დარჩა და პლუს დაუბრუნდა ის ქონებაც. ამ ფონზე რა პრივილეგიებზეა საუბარი, ჩემთვის გაუგებარია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ და მხოლოდ იხეირა. მე ვიცი, რატომაც გაჩნდა ეს კითხვა – რახან 12 ათასი კვადრატული მიწა გადმოგვცეს, ჰგონიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრმა გვაჩუქა, რაც სრული აბსურდია. – თუმცა, როდესაც არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობთ, ეს კონკრეტული საქმე რამდენად ჯდება ამ ლოგიკაში? – არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს წევრიც. ადამიანი პირდაპირ გამოვიდა და ხმამაღლა ისაუბრა ამ ყველაფერზე – ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ გადავუგზავნეთ განცხადება, რომ კომპანია უსამართლოდ იჩაგრება. მეტი მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, როდესაც შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს წევრი აკეთებს ამ განცხადებას. დიდი მადლობა მას ასეთი გულწრფელობისა და ობიექტურობისთვის. – თუმცა დავების განხილვის საბჭოში არსებობს გარკვეული კვოტები და პიროვნება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მამუკა ტუსკაძე წარმოადგენს „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებსაც კი მართავს... შესაბამისად, მისი განცხადება რატომ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად? – მე არ ვიცი, ის რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ეს ადამიანი არის დავების საბჭოს წევრი და ამბობს სრულ სიმართლეს. მის გარდა, დავების განხილვის საბჭოს ყველა წევრს აქვს ხელი მოწერილი განცხადებაზე, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიუთითებენ, რომ არასწორად იქცევა. – ოთხი ტენდერი გაქვთ მოგებული და ყველა ჯერზე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შავ სიაში აღმოჩნდით... ეს რაზე მიუთითებს? – პირველად გავიმარჯვეთ „საქართველოს ფოსტის“ ტენდერში, რომელსაც მივაწოდეთ 10 მანქანა. დარღვევას რას ეძახიან, იცით? მიწოდება დავუგვიანეთ სამი დღით და შესაბამისი საფასურიც გადავიხადეთ. და რატომ მოხდა დაგვიანება? ამ დროს თურქეთში მზადდებოდა ყველასთვის კარგად ცნობილი სამხედრო გადატრიალება, რის გამოც ჩაიკეტა საზღვრები და აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა მანქანების გადმოყვანა. ამის გამო დავაგვიანეთ სამი დღე, თორემ რეალურად სრულად მივაწოდეთ მოთხოვნილი საქონელი. მიუხედავად ამისა, შესყიდვების სააგენტოს მიმართეს სავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით. მეორე შემთხვევა ეხება ბათუმის სასწრაფოს, სადაც ტენდერი ჩავარდა, იმდენად დაბალ ფასში გამოაცხადეს შესყიდვა, რომ არავინ არ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს – ვიცით, რომ გაქვთ დაბალი ფასები, ჩვენი ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ გვაძლევს და იქნებ ამ შეღავათიან ფასში გაგვიკეთოთ ეს შესყიდვაო. ამის პარალელურად გავიმარჯვეთ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში, სადაც საუბარი იყო 10 ავტომობილის შესყიდვაზე. ამის გამო, დავთანხმდით ბათუმის სასწრაფოს წინადადებასაც, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს ავტომობილებთან ერთად ჩამოვიყვანდით მათთვისაც და შესაბამისად, გარკვეული ფასდაკლება მოხდებოდა. ამ პირობებში გავაფორმეთ ხელშეკრულება ბათუმის სასწრაფოსთან, თუმცა დაიწყო პირდაპირი შტურმი ჯანდაცვის სამინისტროზე ჩვენი ჩაძირვის მიზნით. საბოლოდ ჩამოგვართვეს ეს ტენდერი და აქედან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ბათუმის სასწრაფოსთვისაც მანქანების მიწოდება. უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტრომ იკადრა უკადრებელი, „სიტროენის“ სათავო ოფისს გადაუგზავნა წერილი, თითქოს ჩვენ ბოროტად ვიყენებთ მის სახელს და მაგ მიზეზით შეგვიყვანა შავ სიაში. მართალია, შავ სიაში შეყვანის ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და გავიმარჯვეთ კიდეც, მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა სათავო ოფისისთვის. მათ დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია არც ისეთი დალაგებულია, როგორსაც ელოდნენ და საერთოდ შეწყვიტეს ავტომობილების მოწოდება. შესაბამისად, უკვე მოგებული ტენდერები რაც გვქონდა, იქნებოდა ეს ეროვნული ბანკი, თუ სხვა, ისინიც ვეღარ შევასრულეთ. – ანუ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „სიტროენის“ სათავო ოფისმა თანამშრომლობა შეწყვიტა? – დიახ, მათ გაუგზავნეს წერილი, თითქოს ჩვენ რაღაც დოკუმენტი გავაყალბეთ, რაც სამართლებრივად დამტკიცდა, რომ სრული აბსურდია, თუმცა იმ პერიოდში ჩვენ ჩამოგვაცილეს ყველაზე მსხვილ, საერთო ჯამში, 8-მილიონიან ტენდერს, რომელიც მოიგო ტარიელ ხეჩიკაშვილის „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“. – თუკი თქვენს შევიწროებას ჰქონდა ადგილი, როგორ მოხდა, რომ ახლად დაარსებულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ცხრა ტენდერში და აქედან ოთხში გაიმარჯვა კიდეც?.. თუ თქვენი დაჩაგვრა იყო მიზანი, ლოგიკურია, რომ საერთოდ არ გაგამარჯვებინებდნენ ხომ? – საქმე ის გახლავთ, რომ შესყიდვები არის ელექტრონული და იქ ვინც დაბალ ფასს შესთავაზებს და აკმაყოფილებს გარკვეულ პარამეტრებს, უპირატესობაც იმას ენიჭება. ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში. პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ეხმარება კონკრეტულ კომპანიებს, სხვების დაჩაგვრის ხარჯზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931605&name=18.12.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

18.12.2017

მედიასაშუალება: ალია

"სიტროენის" ბრალდებები ხეჩიკაშვილს და "მეგობარი" პრემიერსგან განაწყენებული "უცნობი"

მომღერალი “უცნობი”, რომელიც თავს უწოდებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ძმაკაცს/მეგობარს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. გია გაჩეჩილაძემ გუშინ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ამ საქმეში ჩართულ ჩინოვნიკებს “ბიუჯეტის ვირთხები” უწოდა, რომლებიც, მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის “კრისტალივით სუფთა” სახელით ბოროტად სარგებლობენ. შპს სიტროენ ჯორჯიამ, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძის დაფუძნებული კომპანიაა, 12 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ. ჩამოთვლილთაგან პირველი სამი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილი. გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეგობარ გიორგი კვირიკაშვილს მხოლოდ ერთხელ მიმართა ზაფხულში SMS შეტყობინებით და უთხრა, რომ დიდი უსამართლობა ხდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად მისი მეგობრის პასუხი არ მიუღია. როგორც მომღერალი ამბობს, პრემიერის თანაშემწემ ურჩია, რომ სასამართლოსთვის მიემართა. მისი თქმით, ნაწყენი არ არის გიორგი კვირიკაშვილზე და პირიქით – ამით მიხვდა, რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა მისი მეგობარი. “სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მით უმეტეს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში, დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერ-მინისტრის ხასიათით, წესიერებით. ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს… როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,” – განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძემ. შპს სიტროენ ჯორჯიას ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო. გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებით არის საქმე, რომელზეც მისი სიძის კომპანია სასამართლოში დავობს. გია გაჩეჩილაძე და “სიტროენის” ადვოკატები. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი თავად გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს მეორე დღეს, 13 დეკემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან სამწუხარო იყო ამ ყველაფრის მოსმენა. როგორც პრემიერმა განაცხადა, გია გაჩეჩილაძემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გალანძღა მისი გუნდის წევრები. “ჩვენ ერთად ვიბრძოდით- გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა. სამწუხაროდ, მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს,” – განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაწვრილებით გაეცნო იმ საკითხს, რის შესახებაც გია გაჩეჩილაძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა: “ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენტო პირობები ყველასთვის. შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესჯგუფი არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან და სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, ხოლო მეორეა ის, რომ კანონი ზედმიწევნით დაცული იყო. მოვითხოვ, მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, ან რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს მთავრობის მეთაური ნიშნავს, მიმართოს სასამართლოს.” პრემიერის განცხადებით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის, მათ შორის – დატოვოს კიდეც თანამდებობა: “თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც მომიხადოს ბოდიში. ტარიელი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასოდეს არ შეურევია თავისი სახელმწიფო და ბიზნესსაქმიანობა. მან თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი რამე გააკეთა. გააკეთა ის, რომ დასრულდა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, წამოიწყო ბევრი საინტერესო ახალგაზრდული პროექტი.” როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მისი გუნდის წევრი ლანძღონ, ხოლო ის შეაქონ – “არ მჭირდება ასეთი ქება! წაიღოს თავისი სიტყვები უკან!” გია გაჩეჩილაძე, რომელმაც გუშინ “მეგობარ” პრემიერს კრისტალივით სუფთა უწოდა, დღეს უკვე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “მეხივით დაეცა” გიორგი კვირიკაშვილის განცხადება. “ადამიანმა ხომ უნდა შეისწავლოს, რა ხდება? მე არაფერს ვითხოვ. უბრალოდ, სიმართლის დადგენა მინდა. ახალგაზრდა კაცი [მისი სიძე] იწყებს საქმეს და ასეთ მდგომარეობაში ვარდება… ეს არის ერთი საქმე და მეორეა კარტელური გარიგებების საქმე. პრემიერი აცხადებს დღეს, რომ ეს უნდა შევიდეს სასამართლოშიო. შესულია უკვე დიდი ხანია და პროცესი მიდის… მრჩეველი ვინ ჰყავს?! ჩააყენოს საქმის კურსში, რომ ეს პროცესი მიდის სასამართლოში! როგორ შეისწავლა მან საქმე, როდესაც მეორე მხარისთვის, ჩემთვის და არავისთვის არაფერი უკითხავს?! თუ ის არის საქმე, რომ ბოდიში მოვიხადო, კარგი – ბოდიში! მაგრამ რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში?! არ მიჭირს ნამდვილად ბოდიშის მოხდა და არც არაფერი! მინდა ელემენტარული სიმართლის დადგენა… მითხრან – ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერები რატომ არის ჩატარებული კონკურენციის გარეშე და რატომ არის 20 მილიონ ლარზე მეტი თანხა მხოლოდ ერთ კომპანიაზე გაცემული?!” – ასე უპასუხა დღეს რუსთავი 2-თან საუბრისას “უცნობმა” პრემიერის განცხადებას. როგორც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, არც კი იცის, რა დაარქვას გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადადგება, თუ რომელიმე ბიზნესმენის შევიწროებას დაადგენს სასამართლო. მომღერლის თქმით, მისი ოჯახი არის დაჩაგრული, ხოლო პრემიერის განცხადება მანაც პირად შეურაცხყოფად მიიღო. რაზე დავობს შპს სიტროენ ჯორჯია შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნული კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილების და ფასების ფიქსირების მიზნით. მისი განცხადებით, სახეზეა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მათი მხარდაჭერა აღნიშნულ უკანონო ქმედებებში, რაც გამორიცხავს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს. “მხოლოდ 2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, რომელიც ჩამოთვლილი კომპანიებიდან ერთ-ერთია. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 21 მილიონამდე ლარის ღირებულების და მხოლოდ 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თანხობრივად 70% ტენდერები ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ამ რამდენიმე კომპანიაზე. აღნიშნული აისახება მხოლოდ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში არსებული სამი კომპანიის, ასევე, ჰიუნდაის, ჯი-თი მოტორსის და სტრადა მოტორსის კონკრეტული გარიგებით. მათ ფაქტობრივად წინასწარ აქვთ ერთმანეთთან შეთანხმებული, თუ ვინ რომელ ტენდერში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინ უნდა გაიმარჯვოს და რა ფასით. ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტები ყველანაირად ცდილობენ, არ დაუშვან ტენდერებში ახალი კომპანია, რომელიც მათ გაუწევს კონკურენციას,” – აცხადებს შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატი. როგორც შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატები აცხადებენ, შემსყიდველი ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ კარტელურ ჯგუფს და ყველანაირად უქმნიდნენ პრობლემას შპს სიტროენ ჯორჯიას, რომელსაც არაერთი საჩივარი აქვს მოგებული შესყიდვების სააგენტოში, თუმცა ამას სახელმწიფოს დაქვემდებარებული შემსყიდველი ორგანიზაციები იგნორებას უკეთებენ. მათი თქმით, ეს ორგანიზაციები გავლენიანი თანამდებობის პირების უკანონო ლობირების ზემოქმედების ქვეშ არიან, მათ შორის, ტარიელ ხეჩიკაშვილის: “იმედი გვაქვს, კონკურენციის სააგენტო გამოიძიებს, შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და დაადგენს კარტელის არსებობას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, რის გამოც ბიუჯეტს მიადგა არაერთი მილიონი ლარის ზარალი. ეს კომპანიები ცდილობენ, სიტროენ საქართველო განდევნონ ბაზრიდან. აქ მხოლოდ საქმე არ ეხება სიტროენს, ამ კარტელური გარიგებით ზარალდება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რადგან ამ გარიგებით ბიუჯეტი კარგავს მილიონობით ლარს.” საჩივრის ავტორების ცნობით, სააგენტოებისთვის წარდგენილ საჩივარში დეტალურად არის აღწერილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ადასტურებს შპს სიტროენ ჯორჯიას მოსაზრებას. კომპანიების პასუხი უცნობს და სიტროენს ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ თავად იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანია კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ბაზარზე დამოუკიდებლად მოქმედებენ და ტენდერებშიც მხოლოდ საკუთარი კომპანიების ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ. შპს სტრადა მოტორსის დამფუძნებელი, დავით ზაუტაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ სანამ შპს სიტროენ ჯორჯია გამოჩნდებოდა ბაზარზე, კონკურენციის სააგენტოში თავად ასაჩივრებდნენ ტენდერებს. მისი თქმით, მომღერალი უცნობი და მისი ადვოკატები არ არიან კომპეტენტურები, რადგან გადამოწმების შემთხვევაში, დაინახავდნენ, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა ტენდერში არის კონკურენცია – “საბოლოო ჯამში, ვხოცავთ ერთმანეთს.” როგორც დავით ზაუტაშვილი აღნიშნავს, მათი კომპანია ტენდერებში მონაწილეობს 2010 წლიდან და მას შემდეგ, რაც მათი კომპანია გამოჩნდა, ჩართულია პაექრობაში, თუ აქვთ შესაბამისი პროდუქტი. “არანაირ გარიგებებში და შეთანხმებებში ვმონაწილეობთ. შეუძლიათ, სადაც უნდათ, ნებისმიერ მაკონტროლებელ ორგანოში დაწერონ საჩივარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. როგორ შეიძლება მივიღოთ გარიგებაში მონაწილეობა, როცა თითო ტენდერში ვაგებთ 100 ან 50 ათას ლარს? ლოგიკურია – თუ გარიგებაში ხარ, მაშინ არ უნდა წააგო. ამიტომ, მათ მიერ წამოწეული თემა არ არის გადამოწმებული და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ სტრადა მოტორსთან დაკავშირებით. მე მგონი, ჯობია, რომ ამ საკითხით დაკავდეს ის უწყება, რომელიც კომპეტენტურია. კონკურენციის სააგენტოში ვიყავით რამდენჯერმე მისულები და ეს თემები, საერთოდ, ჩვენმა კომპანიამ წამოიწყო, სანამ სიტროენი გამოჩნდებოდა ბაზარზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ 10 წელია,” – აცხადებს შპს სტრადა მოტორსის დამფუძნებელი. ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა შპს ჯი-თი მოტორსის იურისტს, დავით კორძაიას, რომელიც აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს შპს სიტროენ ჯორჯიას ბრალდებებს. მისი თქმით, ჯი-თი მოტორსს არავითარი გარიგებები და შეთანხმებები არავისთან აქვს, ხოლო ტენდერებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. “ვხელმძღვანელობთ ჩვენი კომერციული და კომპანიის ინტერესებით. აბსოლუტური სისულელეა ეს, მით უმეტეს, როგორც ვიცი, რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა შპს სიტროენ ჯორჯიამ, თუმცა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოხვდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შავ სიაში. ამიტომ ვერ ღებულობს მონაწილეობას, თორემ სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ღებულობენ ტენდერებში მონაწილეობას, არა მგონია, არსებობდეს. კონკრეტულად, რა ვერ უზრუნველყო ამ კომპანიამ, არ ვიცი. ზოგადად ჩანს, რომ შპს სიტროენ ჯორჯია შავ სიაშია, რადგან რამდენიმე შესყიდვის განხორციელებისას ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები,” – ამბობს შპს ჯი-თი მოტორსის იურისტი. დავით კორძაიას თქმით, ყველა ის კომპანია, რომელსაც შპს სიტროენ ჯორჯია კარტელურ გარიგებაში სდებს ბრალს, არის შპს ჯი-თი მოტორსის უშუალო კონკურენტი და გამორიცხულია მსგავსი თანამშრომლობა: “ჩვენ ვცდილობთ, კანონის ფარგლებში, ჩვენი ინტერესების გატარებას. რამდენადაც შესაძლებელია, ვღებულობთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. არავითარი კალტერული გარიგება არსებობს. ეს არის აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ბრალდება.” "ტენდერი სინამდვილეში მოიგო ჰიუნდაი ავტომ, "ჰიუნდაი ავტოს" მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძი არის ის ცნობილი ირაკლი თოფაძე, გოგი თოფაძის შვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931442&name=18.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.12.2017

მედიასაშუალება: ალია

რა დაპირისპირებებია "ოცნების" შიგნით და რა იმალება "უცნობისა" და კვირიკაშვილის სკანდალში!

ბოლო რამდენიმე კვირაა, ჯიუტად ვიმეორებთ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებაა და გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს... გასვრილი თუ ჩასვრილი თეთრეული მთავრობის კანცელარიის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა", გამოფინა და თუ გახსოვთ, ვწერდით ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მისი ბიზნესინტერესების შესახებ, თუმცა, როგორც ყოველთვის, ხელისუფლებამ მაშინაც ყელაფერი უარყო, მაგრამ... "ეს დაპირისპირება გახდა წყალგამყოფი. "უცნობს" მისი მეგობრები ლობირებდნენ, ლევან გოგიჩაიშვილი, ბიძინა გეგიძე და სხვები. ტენდერში გამარჯვების შემდეგ, თანხები მათთანაც უნდა წასულიყო, მაგრამ ხეჩიკაშვილის გუნდმა გადაწონა. მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი და სხვები ხეჩიკაშვილის მხარეს იყვნენ..." - გვითხრა ჩვენმა წყარომ... კახი კალაძემ დამოუკიდებელი თამაში რომ გადაწყვიტა, იქიდანაც ჩანს, რომ საახალწლო ნავის ხეს თავისი მოფიქრებული სლოგანი მიაწერა და არა პარტიული. "ოცნების" შიგნით არ მალავენ, რომ კახა ისე იქცევა, თითქოს თბილისი სხვა სახელმწიფო იყოს და თავად ამ სახელმწიფოს მმართველი... "რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციამ ატეხა ხმაური, აქაოდა, კალაძე ახალ შტატებს ქმნისო და სამსახურებში 95 ადამიანს იმატებსო. არადა, რეალურად, ოპოზიციას მთავარი გამორჩეს 95 ადამიანი მერიის ყველა სამსახურსა თუ სიპში იქნება გადანაწილებული და ყველას მრჩევლის ან კონსულტანტის ფუნქცია ექნება... კახამ კონკრეტულ სამსახურში სუს-ის თანამშრომლების ჩანერგვას, მათი მრჩეველ-კონსულტანტებად დანიშვნა ამჯობინა და ახლა ვის უნდა ერიდოს... რეალურად, ყველა მუნიციპალიტეტს სუს-ი გაკონტროლებს და რამდენად კარგია ეს, თავად განსაჯეთ..."- გვითხრა ჩვენმა წყარომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931101&name=18.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.12.2017

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი"): "პრემიერ-მინისტრს ვეკითხები - გიორგი, შენ თუ რაღაც კომპლექსები გაწუხებს, მე რა ვქნა, აღარ ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე" ?!

როგორც უკვე იცით, ცნობილი მომღერალი, მსახიობი, პერფორმერი და საზოგადოებრივი აქტივისტი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" თავის უახლოეს მეგობარს - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სპორტის აწ უკვე ყოფილ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. კერძოდ, "უცნობი" სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პოლიტიკური კორუფციის არსებობაზე, კარტელურ გარიგებებსა და პრივილეგირებული კომპანიების მიერ ახალბედა ბიზნესმენების ჩაგვრაზე ალაპარაკდა. საქმე ეხება საავტომობილო კომპანია "სიტროენ ჯორჯიას", რომლის 70-პროცენტიანი წილის მფლობელიც გიორგი გაჩეჩილაძის სიძე გიორგი შარაშიძეა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4931267&name=18.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge   

---

 

16.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

თოფაძის შვილის კომპანია - ახალი "გაუგებრობა" პრემიერის და "უცნობის" დაპირისპირებაში

გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან „ჰიუნდაი ავტომ“ მოხსნა, რომელიც გოგი თოფაძის შვილიის, ირაკლი თოფაძის საკუთრებაა- ამ სკანდალურ განცხადებას დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე აკეთებს. ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ტენდერიდან სიტროენი უკანონოდ მოიხსნა. „ტენდერი სინამდვილეში მოიგო "ჰიუნდაი ავტომ", „ჰიუნდაი ავტოს“ მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძე არის ის ცნობილი ირაკლი თოფაძე, გოგი თოფაძის შვილი. აქედან გამომდინარე, ხეჩიკაშილის კომპანიებიც მონაწილეობდნენ ამ ტენდერშიც, ეს არის „იბერ კომპანი“, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და საერთოდ არც განუხილავთ მისი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მართალია იმიტომ, რომ არც კი განუხილავს მაგ კომპანიის დოკუმენტები და შედეგად „ჰიუნდაი ავტო“, რომელიც არის ირაკლი თაოფაძის, საერთოდ სხვა ფლანგზე არის ბრძოლა სინამდვილეში და ამ დროს პრემიერმინისტრი და მისი მეგობარი დაუპირისპირდნენ თოფაძემ რომ ტენდერი მოიგო იმის გამო ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა ღიად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტერესი,“ - აცხადებს მამუკა ტუსკაძე "კურიერთან" საუბარში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4929497&name=16.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---