From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-19.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 19.04.2018 07:52
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.04.2018

ტელევიზია

19.04.2018

არხი:  ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს. 2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად. ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი. სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს. 22 კლინიკას 2019 წლის 1-ელ აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173207

18.04

ტვ პირველი-საქმის კურსი 22:30-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172817

---

 

19.04.2018

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 09:00

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სპეციალური კომისიის სხდომა დღეს პირველად გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი პროფკავშირებია, რომელიც, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მინდელის შახტის დახურვას მის რეაბილიტაციამდე ითხოვს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. სამმხირვი კომისია რომელიც მთავრობის, პროფკავშირებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, შრომითი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172958

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173007

---

 

19.04.2018

არხი:  რუსთავი 2 

გადაცემა: კურიერი 09:00

სპეციალური კომისიის სხდომაში, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, მონაწილეობას ვერ მიიღებენ არასამთავრობოები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ოფიციალური მიმართვის მიუუხედავდ, მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ჯანდაცვის სამინისტრომ უთხრა. სამოქალაქო სექტორში მთავრობის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან, რადგან ფიქრობენ, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე კომისიის სხდომა გამჭვირვალე უნდა იყოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172967

---

 

19.04.2018

არხი:  ტვ პირველი 

გადაცემა: საქმიანი დილა

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა 52%-ი სამშენებლო სექტორზე ნაწილდება. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უბედური შემთხვევების მიზეზი გამოავლინა, რომელშიც ფიქსირდება დამცავი მოაჯირების, მოუვლელი ხარაჩოების, უსაფრტხოების ბადეების არარსებობა და უსაფრთხოების სხვა ზომების დაუცველობა. უბედური შემტხვევები ხშირ შემთხვევაში უკავშირდება სამშენებლო ობიექტებზე არსებულ სისტემურ მიზეზებს. "არ ხდება ინდივიდუალური საშუალებების ეფექტური გამოყენება. სამშენებლო რეგილაციები გამკაცრებულია თბილისის მასშტაბით მიმდინარე მშენებლობებზე"- აღნიშნავს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173205

---

 

19.04.2018

არხი:  რუსთავი 2 

გადაცემა: კურიერი 09:00

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა თბილისის მიმართულებით მსვლელობა განაახლეს. ისინი აქციის გამართვას მთავრობის კანცელარიასთან გეგმავენ, სადაც ქარხნის მუშოაბის შეჩერებას გააპროტეტებენ. ეს საპროტესტო მსვლელობა გუშინ დაიწყო, რა დროსაც 66 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა. ამის გამო აქციის მონაწილეები გორის სამხედრო ბაზის მახლობლად შეჩერდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173010

---

 

19.04.2018

არხი:  I არხი 

გადაცემა: მოამბე 09:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, ის შეუძლოდ მას შემდეგ გახდა , რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172998

იმედი-ქრონიკა 09:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173028

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173462

---

 

19.04.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა: მოამბე 09:00

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოზურგეთში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვლილი მამაკაცის სიკვდილის მიზეზი. ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, მათ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული შესაწამლი პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტო წარმომადგენელის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ზურაბ ლიპარტია: "არის სპეციალური რეესტრი, სადაც შეტანილია პრეპარატები, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში მწერების საწინააღმდეგოდ, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. მხოლოდ ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება. სხვა სასოფლო დანიშნულების პრეპარატების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172999

---

 

18.04.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატი შესაძლოა ადამიანისთვისაც სახიფათო იყოს. სოფელ შემოქმედში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. მამაკაცი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც სპეციალური ხსნარით საკუთარ სახლს ამუშავებდა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ პრეპარატი, რომლითაც მამაკაცი სახლს ამუშავებდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში გასული წლის შემოდგომაზე დაარიგა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5172734

--- 

 

18.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა: ბიზნესკოდი

მათ, ვისაც ევროპაში ლეგალურად დასაქმება სურთ, ახლო მომავალში შესაძლოა ეს მათთვის მოსახერხებელიც იყოს. ამ ეტაპზე ერთაინ ბაზაში დარეგისტრირებაა საჭირო. ასეთი ბაზა კი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტმა შექმნა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5171275

---

 

18.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა: ბიზნესკოდი

ვითარება რუსთავის აზოტში შარშან რუსთავის აზოტიდან 350 მუშა დაითოხვეს. რა ვითარებაა ახლა?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5171229

---

 

 

 

ინტერნეტი

19.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488760-magharoelebisa-da-meshakhteebis-sakithkhthan-dakavshirebith-sammkhrivi-komisiis-skhdoma-gaimartheba.html

მაღაროელებისა და მეშახტეების საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პროფკავშირებისა და ბიზნესის ჩართულობით, დღეს, მაღაროელებისა და მეშახტეების საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც პროფკავშირებმა საქართველოს პრემიერს მიმართეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა მათ და სამმხრივ კომისიაზე მიიწვია თანამშრომლები. პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა ტყიბულსა და ჭიათურაში მოხდეს ეკონომიკის სხვა მიმართულების დარგების დანერგვა და განვითარება, რათა იქ მცხოვრებ პირებს დასაქმების ალტერნატივა ჰქონდეთ.  „ჩვენ მოვითხოვეთ სამმხრივი კომისია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე გამოგვეხმაურა. გამოხმაურება იყო ჯანდაცვის სამინისტროდანაც. როგორც შალვა თადუმაძემ თქვა, პრემიერისთვის მისაღებია და აუცილებელია ის მოთხოვნები, რაც პროფკავშირმა დააყენა. საჭიროა აღნიშნულ სამმხრივ შეხვედრას დაესწრონ ბიზნესკომპანიები, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. გარდა ამისა, ხშირია გამოცდილება გარკვეულ ქვეყნებში, სადაც არამდგრადია სიტუაცია, სიცოცხლისთვის საშიში შრომითი გარემოა, რომ ხდება ეკონომიკის სხვა მიმართულებების დანერგვა და განვითარება. მაგალითისთვის გეტყვით, არალის ზღვა რომ დაშრა, სადაც ყველაფერი აგებული იყო ნაოსნობაზე, ახლა სხვა დარგების განვითარება ხდება. სიცოცხლისთვის საშიშია ჩვენთან შახტები და ეს კვლევით თუ დადასტურდება, ერთი ადამიანის სიცოცხლეც არ ღირს თუნდაც ეკონომიკური ნახტომებისთვის. სოფლის მეურნეობიდან დაწყებული მსუბუქი მრეწველობით დამთავრებული ნებისმიერი სფეროს განვითარება შეიძლება როგორც ჭიათურაში, ისე ტყიბულში. უნდა გაჩნდეს ამ რეგიონებში ალტერნატივა და ადამიანებს დასაქმების სხვა საშუალება მიეცეს და ეს სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.  სამმხრივი შეხვედრა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება.

პია.ჯი- https://pia.ge/post/198401-tyibulis-saxtsi-momxdari-tragediis-specialuri-komisia-pirvelad-seikribeba

18.04

http://www.bm.ge/ka/article/tyibulis-shaxtebis-shecherebaze-komisia-imsjelebs/18586

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488730-profkavshirebis-informaciith-mathi-mothkhovnith-premierma-khval-jandacvis-saministroshi-partniorobis-sammkhrivi-komisiis-skhdoma-chanishna.html?ar=A

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/6394-meshaxteebi-tybibulis-shaxtebis-droebit-gacherebas-itxoven

მეშახტეები ტყიბულის შახტების დროებით გაჩერებას ითხოვენ

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა კომპანია „საქნახშირს“ მიმართა და შახტების დროებით გაჩერება მოითხოვა. მიმართვის ავტორები უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შახტებში შრომის გაგრძელება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. „შახტების ამ ფორმით ფუნქციონირების ყოველი დღე საფრხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი ცვლის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს, რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე მივმართეთ საქნახშირს მეშახტეების სახელით და მოვითხოვთ: დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების (ასევე მასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესები) ფუნქციონირება და კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები შესაბამისობაში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ; დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის; დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ის თანამშრომლები რომლებიც არიან პასუხისმგებლები საწარმოში დღეს არსებულ უმძიმეს ვითარებაზე“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში. შახტების დროებით გაჩერებას ითხოვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც. 5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამთო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამაც, თუმცა მათი დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. აღსანიშნავია, რომ მინდელის სახელობის შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. იმავე წლის ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

---  

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mizezebi-ris-gamoc-shaxtebsa-da-magaroebshi-adamianebi-igupebian-/18564/

მიზეზები, რის გამოც შახტებსა და მაღაროებში ადამიანები იღუპებიან

სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების 20 % სამთომოპოვებით მრეწველობი დარგში და კარიერის დამუშავების დროს ხდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ის მიზეზები გამოავლინა, რის გამოც შახტებსა და მაღაროებში ადამიანები იღუპებიან. „არ არსებობს ერთიანი ინტეგრირებული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები და არ ხდება მათი ადაპტაცია/მორგება დასაქმებულებზე, არ არსებობს მომეტებული საფრთხის შემცველ უბნებზე სამუშაოების განხორციელებისას აუცილებელი უსაფრთხოების წესების /პროცედურების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია, არ ხდება იმ საფრთხეებისა იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან. უშუალო მიზეზი კი უკავშირდება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაუმართაობასა და გამოუყენებლობას; საქართველოს მთავრობის დადგენილება №449 ,,ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება სამუშაო ადგილის განათებას; დასაქმებულის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელ (სამედიცინო პუნქტის აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირებული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა) მდგომარეობას, ჰაერში მავნე აირების კონცენტრაციის უკონტროლობასა და ავტომატურ შეუტყობინებლობას“ - ნათქვამია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშში.

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=141930&lang_id=ge

საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო 15-მდე სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა

გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 15-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, - ამის შესახებ პირველ არხს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია ხომერიკმა განუცხადა. მისი განმარტებით, ჯარიმის თანხა შემდეგნაირად დაიანგარიშება: საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობა (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ჩატარდა. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას - 500 ლარს. ხომერიკის განმარტებით, აღნიშნული სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება. ცვლილება ახალ კონტრაქტებში ჩაიდება. მაია ხომერიკის განმარტებით, ჯარიმების დაკისრების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

---  

 

18.04.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/57713/klinikebi-romeltats-750ze-naklebi-mshobiare-ekolebat-sakoveltao-jandatsvis-programas-gamoetishebian

კლინიკები, რომელთაც 750-ზე ნაკლები მშობიარე ეყოლებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან

სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში, კლინიკების მიმართ, რომელთაც სამშობიაროებიც აქვთ, მოთხოვნები მკაცრდება. მთავრობის 180-ე დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის სამშობიარო კლინიკები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც წელიწადში მინიმუმ 750 მშობიარობა დაფიქსირდება. აქამდე მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობა (აქ შედის როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა, ისე საკეისრო კვეთა) იყო. "პირობების გამკაცრება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება და დროთა განმავლობაში 1000 მშობიარემდე გაიზრდება. რეალურად ცვლილება გასულ წელს შევიდა 36-ე დადგენილებაში, ახალი სტანდარტი კი 2019 წლიდან ამოქმედდება. მომავალი წლიდან სახელმწიფო იმ კლინიკებთან გააფორმებს კონტრაქტს, რომლებიც წლის განმავლობაში მინიმუმ 750 მშობიარეს გაუწევენ სერვისს. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას შეუზღუდავად ექნება წვდომა ამ სერვისებზე. რეგიონებზე მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე რაოდენობრივი კრიტერიუმის გავრცელება ნაკლებ სავარაუდოა,"- განუცხადებს imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში. სელექტიური კონტრაქტირების პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში იმ კლინიკების ჩართვას, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. სწორედ ამ კრიტერიუმებს შორისაა წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარის მიღება. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამშობიაროებზე ვრცელდება.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/samshobiaroebi-romlebic-weliwadshi-750-ze-nakleb-mshobiares-moemsakhurebian-sayoveltao-jandacvas-gamoetishebian/

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/business-inner/-saxelmwifo-mshobiarobas-mxolod-msxvil-klinikebshi-daafinansebs/275

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/11925-ra-bedi-etsia-themqis-bavshvtha-sakhlidan-gamoqceul-bavshvs-romelic-mshoblebs-sakhlshi-tsayvanas-sthkhovda.html

რა ბედი ეწია თემქის სკოლა-პანსიონიდან გამოქცეულ ბავშვს, რომელიც მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება მძიმე ვიდეო, რომელსაც კადრების ავტორი ტექსტსა და ფოტოებს ურთავს. პოსტის ავტორის თქმით, მოზარდი თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა და დედას სახლში წაყვანას სთხოვს:  "დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე თბილისი ცენტრალის ტეტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს, გასდის ასეთი საქციელიო, სახლში რომ მივიყვანო, დამილეწავს ყველაფერსო.  ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქვავო..." - წერს ინტერნეტ მომხმარებელი. ვითარებაში გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროს ეთერ ცხაკაიას ვესაუბრეთ: - ბავშვის ოჯახი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო პროცესში და 2017 წელს დაეხმარა მშობლებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. შემდეგ, სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა განათლების სამინისტროს მულტიგუნდს ბავშვის მდგომარეობის შესწავლისათვის. შ. შეფასდა და გამოიკვეთა, რომ სჭირდებოდა ინკლუზიური სწავლება. მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე, შ. ჩაირიცხა გლდანში მდებარე მე-200 სკოლა-პანსიონში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს. მოზარდი ამ დრომდე აქ გადის ინკლუზიურ სწავლებას. მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი რომელიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=170491-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1,%20%E1%83%A1%E1%83%A1

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488727-sakhalkho-damcveli-bavshvis-mimarth-savaraudo-ugulebelyofis-faqts-ekhmaureba.html?ar=A

სახალხო დამცველი ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხმიანება, რომელიც ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ასახავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, 2018 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველი პირადად შეხვდა ბავშვს, მის მშობელს და მკურნალ ექიმს, ასევე მყისიერი კომუნიკაცია შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მიუხედავად მშობლის თანხმობისა, სახალხო დამცველი თავს იკავებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ჩართულია განათლების მიღების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია. ომბუდსმენის პრსესსამსახურის ინფორმაციით, ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო სურათების გავრცელებამ, რომელიც იძლეოდა ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების დროს უზრუნველყონ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა, მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის სახალხო დამცველს. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერია: 1481 „სახალხო დამცველმა ვიდეო მასალის გავრცელებისთანავე დაიწყო საქმის შესწავლა, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გადამოწმების მიზნით მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს სათანადო რეკომენდაციას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნეუს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=170559-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94

კვირა.ჯი- http://kvira.ge/392699

ფორტუნა.ჯი- http://fortuna.ge/bavshvis-fsiqo-emociuri-mdgomareoba-damakmayofilebelia-nino-lomjaria/

მარშალპრეს.ჯი- http://marshalpress.ge/archives/173078

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/51-motxovnadi-profesia-romelta-sheswavlac-ufasoa-/18577

51 მოთხოვნადი პროფესია რომელთა შესწავლაც უფასოა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამსახურის მაძიებლებს სწავლას დაუფინანსებს, თუ ისინი შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად პროფესიებში გაივლიან მომზადება-გადამზადებას. სახელმწიფო უწყებებმა 51 პროფესია გამოვლინეს, რომლის შესწავლასაც სოციალური მომსახურების ბიუჯეტი დააფინანსებს. პროფესიათა ნუსხა კი ასე გამოიყურება: ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი; ბართენდერი; ჰაერის კონდიცირება; კონსულტანტ-გამყიდველი; მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი; დურგალი; ხის მხატვრული დამუშავება; ელექტრიკოსი; ექთნის თანაშემწე; ვებ-პროგრამისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; ინფორმაციული ტექნოლოგი; კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; კომპიუტერული ქსელები და სისტემები; კონდიტერი; ლოგისტიკა; მებაღე; მზარეული; მოლარე; ოფისის მენეჯერი; რესტორნის სერვის მენეჯერი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; საკერავი მანქანის ოპერატორი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; სარეკლამო აგენტი; სარესტორნო საქმისმწარმოებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო მომსახურება; მდივან რეფერენტი; სტილისტი; ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი; ფარმაცევტის თანაშემწე; ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავება; შემდუღებელი; ამწის ოპერირება; ამწის მემანქანე დანართი; მშენებლობის მწარმოებელი; კულინარიის ხელოვნება; ოფის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი); სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი; პრაქტიკოსი ექთანი; ფილაამწყობი; ავტომობილის ზეინკალი; ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაცია; ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი; ლითონების მხატვრული დამუშავების სპეციალისტი; ბუღალტერი; ბუღალტრული აღრიცხვა; ბუღალტერ ტექნიკოსი. სწავლას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 2.9 მლნ ლარია.

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=63975

„აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს

კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია მონაწილეობენ. პროფკავშირების ინფორმაციით, აგარელებთან შეხვედრის სურვილი დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, რომლებიც ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს ლევან კალანდაძესთან ერთად, აქციის მონაწილეებს გზად შეხვდნენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზეს. აგარელები აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა  მას თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გააგრძელებენ. შეგახსენებთ კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები მეექვსე თვეა უმუშევრობას განიცდიან. ისინი უკვე ორი თვეა ღია ცის ქვეშ, 24-საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

---

 

18.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35893/23-aprilidan-shesadzloa-metros-memanqaneebi-gaifitson

23 აპრილიდან, შესაძლოა, მეტროს მემანქანეები გაიფიცონ

23 აპრილს თბილისის მეტროს მემანქანეების წინასაგაფიცვო პერიოდი იწურება - იმ შემთხვევაში, თუ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ელ-მატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ ერთადერთ მოთხოვნას - ხელფასის გაზრდას არ დააკმაყოფილებს, მემანქანეები გაიფიცებიან.  „ერთობა 2013“ 250 დასაქმებულს აერთიანებს და მათი უმრავლესობა თბილისის მეტროს მემანქანეა. მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. კოლექტიური შრომითი დავაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს.  დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან. „ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, თავად მემანქანეთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემანქანეთა დიდ ნაწილში ფართოდ გავრცელებულია ადრეული სიკვდილი (მემანქანეთა თქმით საპენსიო 65 წლის ასაკს მეტროს მემანქანეთა 60% ვერ აღწევს) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, - ამბობს EMC-ის იურისტი ლინა ღვინიანიძე.  ღვინიანიძე ამბობს, რომ მემანქანეების მოთხოვნაა ანაზღაურება გადაიხედოს 45%-ის ოდენობით. EMC-ის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ინფლაციის დონისა თუ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად, მემანქანებების ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა, შედეგად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მათი ოჯახებისათვის ცხოვრების საშუალო სტანდარტს. მათი სამუშაოს სპეციფიკა კი ასევე გამორიცხავს სხვა შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას.   „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარე რატი კაპანაძე ამბობს, რომ პროფკავშირი ამ დრომდე ვერ იღებს კომპანიისგან  დაზუსტებულ პასუხს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით. მისი თქმით მოლაპარაკების პროცესში ხვალიდან კომპანიასთან ერთად თბილისის მერიაც ჩაერთვება და იმედს გამოთქვამს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. „23 აპრილის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გაფიცვის დაწყების თარიღი და დრო შევატყობინოთ კომპანიას. ჩვენ კანონი გვეძლევს უფლებას, თუ რომელ დღეს და რომელ საათზე გადავწყვიტოთ გაფიცვა. ჯერ არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ხვალაც არის დაგეგმილი მედიაციასთან შეხვედრა“  მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ჯერ კიდევ 2016 წელს ითხოვდნენ და გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათი გაფიცვა 30 დღით გადაავადა. როგორც კაპანაძე ამბობს, მაშინ შემაჯამებელ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელფასების გადახედვის საკითხი იყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

19.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად. ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი. სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს. 22 კლინიკას 2019 წლის 1-ელ აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5172902&name=19.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება:       საქართველოს რესპუბლიკა

საზღვარგარეთ ლეგალურად სულ უფრო მეტი ქართველი იმუშავებს...

დასავლეთი მხოლოდ ქართველების ექსტრადირებისთვის არ იცლის. როგორც ჩანს, დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოდან ადამიანების ლეგალური ჩასვლა, რომლის გარანტორიც ჩვენივე ქვეყანაა. უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. ჯანდაცვის სამინიტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ ერთიან ბაზაში ყველა მსურველის მონაცემები განთავსდება, რათა უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს ეს ადამიანები და დაასაქმოს. ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტის ფარგლებში შარშან გერმანიამ საქართველოდან ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც დაუფინანსა. ლეგალურ მიგრანტებს ხშირად სთავაზობენ დასაქმებას სასტუმროების ბიზნესის სპეციალისტის, ადმინისტრატორის, ბარმენის პოზიციაზე. ასევე, პერსპექტივა აქვთ სამშენებლო სფეროში დასაქმებულებს, ელექტროშემდუღებლებს. შესაძლოა, ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის ფარგლებში ისრაელმაც დაიწყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა და ათი თვით დასაქმების საშუალება მისცეს ჩვენს უმუშევრებს. ეს ნიშნავს, რომ მუშაობა გახდება ლეგალური და ჩვენს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, საზღვარგარეთ მიიღონ ის ანაზღაურება, რასაც ადგილობრივი მოქალაქეები იღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული. ამ მიზნით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინოს განაცხადი და გაიაროს კონსულტაცია. სამინისტრო მათ დაეხმარება, რათა კაბალურ პირობებში არ აღმოჩნდნენ უცხოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური მიგრაცია უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, ხომ არ მოხდება მიგრაციის წახალისება უკვე სახელმწიფოს მხრიდან? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა კარგი ცხოვრებისგან არ მოდის, მაგრამ ორგანიზებული მიდგომაა და ჩვენს მდგომარეობაში მისასალმებელია, რადგან, ელემენტარულად, მიგრანტებს იმის შიში მაინც არ ექნებათ, რომ უცხოეთიდან უცებ გამოყრიან. ევროპაში სჭირდებათ მედდები, ექთნები, სანტექნიკოსები, ჩვენებიც წავლენ და იმუშავებენ. „ძირითადად ჩვენგან მიდის მაინც არაკვალიფიცირებული მუშახელი. გულახდილად ვთქვათ, ვინ გარბის უცხოეთში? სოფელში მცხოვრები ქალები, სოფლები დაიცალა. მიდიან ქალები, რომელთაც შეუძლიათ 80-90 წლის ჩავარდნილ ავადმყოფებს მოუარონ. ორი დღის წინ საფრანგეთმაც გამოაცხადა, რომ ორჯერ გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობა და საფრანგეთის მთავრობამ ამის გამო შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ უფრო ადრე გერმანიამ განაცხადა. ეტყობა, ჩვენი მთავრობაც ეძებს უკეთეს გამოსავალს, მაგრამ უცხოეთში საკუთარი ხალხის გაგზავნის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, იმაზე ეფიქრათ, საქართველოში როგორ შექმნიდნენ სამუშაო ადგილებს. ის კი არ არის მთავარი, ქვეყანა დაინგრევა თუ არა, გედი ფოფხაძემ რომ დატოვოს უმრავლესობა, ეს უკვე ანეკდოტამდე მიდის. ვერ გავიგე, ვინ დააჯერა კვირიკაშვილი, რომ, თუ გედევან ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედია იქნება“?! -აღნიშნა სოსო ცინცაძემ. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ფაქტს დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ უცხოეთში წასვლის მსურველთა მოთხოვნები შეჯერდება, მოხდება კვოტირება და, შესაძლოა, ამან უფრო შეამციროს არალეგალური მიგრაცია. მით უმეტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ პირდაპირი ვალდებულება აიღო, რომ თავადვე მიხედოს ჩვენს მიგრანტებს. ჩვენი სახელმწიფო იხდის თანხას, რომ უცხოეთიდან ჩამოიყვანოს საკუთარი არალეგალი მიგრანტები. ამიტომ ამ ადამიანების საქართველოში იძულებითი დაბრუნება აუცილებლად მოხდება. „სამჯერ ჩამოვედი პოლონეთიდან და სამჯერვე, სულ მცირე, 30-მდე არალეგალი მიგრანტის თანხლებით მომიწია მგზავრობა ვარშავიდან თბილისამდე. ახლა უკვე იწყებენ სერიოზულად მიხედონ არალეგალ მიგრანტებს. უნდა მოხდეს კვოტირება და გაჯერება ამ ბაზრის, რაც ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა. ცივილიზებული დამოკიდებულებაა, როცა სახელმწიფოა ჩარეული ამ საქმეში და საკუთარ მოქალაქეებს უშვებს სამუშაოდ საზღვარგარეთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არალეგალი მიგრანტები იურიდიულად არაფრის მქონე პიროვნებები არიან, მათი უფლებები იმდენად დარღვეულია, რომ ზოგჯერ შეიძლება გასამრჯელოც ვერ მიიღონ. მათ არ აქვთ სოციალური დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, რაც აუცილებელი კომპონენტია. 4-5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ვიცი, ეს რას ნიშნავს. დაზღვევის არმქონე პიროვნება ფაქტობრივად არაფერი არ არის, მას არაფერი შეუძლია და სამედიცინო მომსახურებაც მისთვის 3-5 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სამედიცინო დაზვევის პირობებში. ეს ყველაფერი დარეგულირდება იმით, რომ ჩვენი მიგრანტრების ბედს ჩვენივე სახელმწიფო გადაწყვეტს. ამით მოგვეცემა საშუალება, ჩვენმა მოქალაქეებმაც ისეთივე პირობები მიიღონ საზღვარგარეთ, როგორსაც უცხოელები იღებენ საკუთარ ქვეყანაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია. ამასთან, ეჭვობს, რომ ლეგალურ მიგრანტთა ხელშეწყობა საქართველოდან მიგრაციის ნაკადზე იმაზე მეტად აისახოს, როგორც ეს ზოგადად არის. იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის პრობლემა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლეგალური მიგრაციის პირობებში უფრო მეტად შეგვეძლება ჩვენი მოქალაქეების დაცვა. კარგია, რომ სახელმწიფო ამის გარანტორია, რადგან უცხოეთში უბედურება რომ მოხდეს და ლეტალური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, ჩვენი სახელმწიფო პირდაპირ აიღებს ყველაფრის ვალდებულებას. ისე არ მოხდება, როგორც ადრე ჭირისუფლები სახელმწიფოს ეხვეწებოდნენ, დახმარებოდა ოჯახის წევრის გადმოსვენებაში. ვახტანგ მაისაიას აზრით, უამრავი ხალხია საქართველოდან წასული სამუშაოს საძებნელად, ამიტომ საზღვარგარეთ მათი ცხოვრება ჰუმანიზირებული უნდა იყოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5173046&name=19.04.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

ტყიბულის შახტების შეჩერებაზე კომისია იმსჯელებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხუთშაბათს სამმხრივი კომისია შეიკრიბება და პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივაზე იმსჯელებს. პროფკავშირების ხელმძღვანელი ტყიბულის შახტებზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას და საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევას მოითხოვს. მოთხოვნებს შორის არის: „კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-ს. ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებით, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივებზე ხვალ სამმხრივი კომისია იმსჯელებს. სხდომაში ერთდროულად რამდენიმე მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5172943&name=19.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

მაღაროსა და ნერვიულობაში გატარებული სიცოცხლე

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე დასაქმებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებიდან თითქმის ყოველი მეორე, სკოლის დასრულების შემდეგ, მაღაროში იწყებს მუშაობას. ჭიათურელებისთვის ეს ერთადერთი რეალური დასაქმების წყაროა. მუშების საშუალო ხელფასი 500-800 ლარამდე მერყეობს. ისინი, დაბალ ანაზღაურებასა და მძიმე შრომასთან ერთად, საკმაოდ საშიშ სამუშაო პირობებს უჩივიან, "ჯორჯიან მანგანეზი" კი მაღაროელების პრეტენზიებს არ ეთანხმება. ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ახალგაზრდები, რომლებსაც სხვა პერსპექტივა არ აქვთ და რთული სოციალური პირობების გამო უწევთ იქ მუშაობა, საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასიც საკმაოდ დაბალია, ხოლო შრომის უფლებები საერთოდ არ არის დაცული. 24 წლის ლუკა კაპანაძე (რესპონდენტის თხოვნით, სახელი და გვარი შეცვლილია) "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველი დილის გათენება და სამსახურში წასვლა მისი და ოჯახის წევრთა ნერვიულობით იწყება: "დილით 8 საათზე მივდივარ სამსახურში, საკმაოდ მძიმე სამუშაოა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. ფიზიკურ დაღლასთან ერთად, გამუდმებით ნერვიულობ, უცებ რამე არ დაგემართოს. ბევრ ოჯახში მინიმუმ თითო კაცი ოჯახის მარჩენალი ჩვენთან მაღაროში მუშაობს. ყველა საკუთარ სიცოცხლესა და ოჯახის კეთილდღეობას სასწორზე დებს, რადგან არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მაღაროში. ღმერთმა ყველა დაიფაროს და უბედური შემთხვევის დროს ჩვენი ოჯახები უპატრონოდ რჩებიან. მამაჩემიც მაღაროში მუშაობს. დედა ხშირად ამბობს, რომ მისი ცხოვრების ნახევარი ამაზე ნერვიულობამ შეიწირა. სხვა გზა არ გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ ქალაქში დავრჩით და ვერ წავედით დედაქალაქში სასწავლებლად. ჭიათურაში ასე მარტივად სამსახური, მით უმეტეს მამაკაცებისთვის, არ იშოვება. ზოგიერთს შეიძლება, სულ არ უნდა მაღაროში მუშაობა, მაგრამ იძულებულია, იქ იმუშაოს. ხელფასი 500-800 ლარია. ჩვენ ვაცოცხლებთ ჭიათურასა და იმ საბადოს, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს სიცოცხლეს კი მუდმივად საფრთხე ემუქრება. ნუთუ იმის ღირსნიც არ ვართ, რომ ხელფასი გაგვიზარდონ ან პრემია მაინც მოგვცენ? რაღაც მონიტორინგის ჯგუფი არის, ჩამოდიან ტელევიზიებთან ერთად, რომ გააშუქონ. ვითომ ყურადღებას გვაქცევენ, მაგრამ დიდი არაფერი კეთდება და ხშირადაც არავინ ამოწმებს. აყველა ამბობს, რომ ყურადღება ექცევა. მართალია, ადრე უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ 21-ე საუკუნეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე რატომ უნდა ემუქრებოდეს? თანაც ასეთი სასაცილო ხელფასი გვაქვს და დღის ნახევრზე მეტს სამსახურში ვატარებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლუკა კაპანაძემ. სამუშაო ადგილზე მუშების კვებას უზრუნველყოფს "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი მეწარმე. დასაქმებულთა მენიუ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მაღაროებში ნახშირჟანგის დიდი შემცველობის გამო მუშები ხშირად იწამლებიან, თუმცა, მათივე ინფორმაციით, სტაციონარში გადაყვანა და აღრიცხვა იშვიათად ხდება. ჭიათურაში ამ და სხვა მიზეზების გამო საპროტესტო აქცია მაღაროელებს არაერთხელ გაუმართავთ, თუმცა შედეგი ჯერ არაფერს გამოუღია. სამუშაო გრაფიკი, კვება, დაზღვევა და ხელფასი იგივე რჩება, რაც იქამდე იყო. ლამარა კუჭაშვილი 56 წლის დიასახლისია. ის ჭიათურაში ორ შვილსა და ქმართან ერთად ცხოვრობს. ოჯახიდან ორი კაცი - ქმარი და ვაჟი მაღაროში მუშაობენ, თუმცა ყოველი დღე შიშით თენდება მათ ოჯახში: "საღამოს ჯანმრთელი და უვნებელი ქმარ-შვილი რომ მიბრუნდება, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის. რთულია მთელი დღე ნერვიულობა. ჩემმა ვაჟმა რომ მაღაროში მუშაობა დაიწყო, ლამის გავგიჟდი. მეუღლეზე მიჩვეული ვიყავი და შვილზე სულ სხვა განცდა დამეუფლა. სხვა გზა არ იყო, მალე ცოლის მოყვანას აპირებს და უნდოდა, თავისი დანაზოგი ჰქონოდა. სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მიხედოს აქაურობას. ბუნების საჩუქარია მანგანუმი და მუშები, ვინც მართლა საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ და წიაღისეულის მოპოვებაში ეხმარებიან ქვეყანას, ნამდვილად დასაფასებლები არიან. ბოლო დროს ტყიბულში მომხდარმა ამბებმა თავზარი დამცა. ვზივარ და ვფიქრობ: ერთ დღეს შეიძლება ჩემს შვილს დაემართოს რამე და ეს იქნება მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი, რომ რაღაცები ტექნიკურად არ არის ისე გამართული, როგორც უნდა იყოს. სამედიცინო დაზღვევა აქვთ ორივეს, მაგრამ ცუდად რომ გახდნენ, ბიულეტენზე გასვლის დრო შეზღუდული აქვთ და ბოლომდე ვერ იყენებენ. თანაც ეშინიათ, შემდეგ სამსახურში რამე პრობლემა არ შეექმნათ. ახალგაზრდები უფრო მეცოდებიან, მთელ დღეს იქ ატარებენ, სამუშაო დღეც საკმაოდ ხანგრძლივია. არც პირადი ცხოვრებისთვის რჩებათ დრო და ჯანმრთელობასაც ინადგურებენ. კარგი იქნება, პირველ ეტაპზე თუ წაახალისებენ და ხელფასებს გაუზრდიან, შემდეგ კი პირობებს გაუუმჯობესებენ, თორემ ამ ხალხსაც თუ ყელში ამოუვიდა იქ მუშაობა, დარჩებიან მუშების გარეშე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლამარა კუჭაშვილმა. სამუშაო ადგილებზე მომეტებული ტექნიკური საფრთხის კონტროლის მექანიზმი და მისი ეფექტურობა რომ უნდა გაიზარდოს, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს მუშა ან უარეს შემთხვევაში იღუპება, რაზეც პასუხისმგებლობას იქ მცხოვრები და მომუშავე ხალხი სახელმწიფოს აკისრებს. ჭიათურელთა პრეტენზიებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან "ჯორჯიან მანგანეზში". ისინი ყველას მოუწოდებენ, თავიანთი თვალით ნახონ, თუ როგორი პირობებია მაღაროებში დასაქმებულთათვის. სპეციალური მმართველის წარმომადგენელი ქეთი ხოსიტაშვილი შიშისა და ზეწოლის ფაქტებსაც გამორიცხავს. "მიკერძოებულ განცხადებებსა და იმას, რომ ჩვენი კომპანია მუშებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს, თითქოს მათ არ აქვთ სამუშაო პირობები, არ ვეთანხმები. კონკრეტული საკითხი დასვან, რა არის პრობლემა, რის მოგვარებას ითხოვენ და გავცემთ პასუხს. არ ვეთანხმები არც ერთ მათ განცხადებას. მედიის წარმომადგენლებს ყოველთვის შეუძლიათ ჭიათურაში ჩამოსვლა, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რა სიტუაციაც არის მაღაროში. მომუშავეთა ნაწილი იმასაც ამბობს, გამოკეტილები ვართ და შიშის ქვეშ ვმუშაობთო. ვინმე რომ ზეწოლის ქვეშ ჰყავდეთ, ეს ხალხი ხომ ვერ ილაპარაკებდა ასე საჯაროდ და ხმამაღლა? ამიტომ გთავაზობთ ყველას, მოხვიდეთ აქ და თქვენი თვალით ნახოთ ის პირობები, სადაც მაღაროელებს უწევთ მუშაობა", - განუცხადა "რეზონანსს" ხოსიტაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5172996&name=19.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---