From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-19.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 19.05.2017 08:15
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 1 9.05 .2017

ტელევიზია 

18.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის პროექტის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაო განიხილეს. ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სხდომა დავით სერგეემკომ გახსნა. შეხვედრაზე მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბერში სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4461425

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4461339

---

 

1 8.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახს სოციალური დახმარება იმის გამო მოუხსნეს, რომ ჩვეულზე ცოტა მეტი ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში, გერგედავების ოჯახის სამსულიან ოჯახში с ჰეპატიტით დაავადებული მამა, ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილი და უსინათლო ბებია ცხოვრობს. ოჯახში არავინ მუშაობს, შესაბამისად, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარება იყო, თუმცა ეს უკანასკნელი მოუხსნეს. სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი კი, 25 ლარის ოდენობის დენის გადასახადი გახდა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4461829

---

 

1 8.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 20:00

2018 წლის მაისიდან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უმეტეს ნაწილში სიგარეტის მოწევა ეტაპობრივად აიკრძალება. მათ შორის იგულისხმება კაფე-ბარებიც. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, გუგული მაღრაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებულია. კანონში შესატანი ცვლილებებით, შეზღუდვები დაწესდება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაზეც. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, პროექტს არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რის გამოც დოკუმენტში კორექტივები შევიდა. მოწევა აიკრძალება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შენობა ნაგებობებში, მათშორის კაფეებსა და რესტორნებში. გამონაკლისია პენიტენციული დაწესებულებები, სამონირეები და სიგარა ბარები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4461634

---

 

1 8.05.2017

არხი:           ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

  საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, ხელფასის მოთხოვნით, აქციას მართავენ. ისინი კლინიკა "ბაუს" წინ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება თვეებია არ მიუღიათ. აქციაზე საავადმყოფოდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც იმყოფებიან.მათი მტკიცებით, ხელფასები არც მათ აუღიათ და აპირებენ, სასამართლოს მიმართონ. აქციის წევრებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადეს, რომ გუშინ, ანაზღაურების მოთხოვნის შემდეგ, საავადმყოფოს მეპატრონე, კარდიოლოგი ისმეთ დინდარი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამ ეტაპზე კომენტარი საავადმყოფოს დირექციას არ გაუკეთებია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4460796

---

 

1 8.05.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:   კონტაქტი 12:00

9 წლის ნიკა დვალს დახმარება სჭირდება. მას 4 თვის წინ ლეიკემია დაუდგინეს. ამჟამად მცირეწლოვანი ბავშვი მკურნალობის კურსს ისარელის კლინიკაში გადის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4460080

---

 

1 8.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

თბილისის მერიის მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ დღეს აუტისტი ბავშვების დედები ქუჩაში გამოიყვანა. მათ შემთხვევით გაიგეს, რომ დედაქალაქის მთავრობა აუტისტი ბავშვებისთვის სპეციალური თერაპიის დაფინანსებას ამცირებს. ამ დრომდე ოჯახები სახელმწიფოსგან მკურნალობის 20 საათს უფასოდ იღებდნენ, ახალი ინიციტივით კი, ეს დრო 15-მდე მცირდება. მიზეზი ბიუჯეტის სიმცირეა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4461823

---

 

 

 

ინტერნეტი

19.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141050-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 ,

13 წლის ლუკას თავში ანევრიზმა გაუსკდა - პატარა მორაგბეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

პატარა მორაგბე ლუკა მახარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 13 წლის ლუკას თავში გაუსკდა ანევრიზმა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საჭიროა მისი თურქეთში ან ავსტრიაში გადაყვანა, ვინაიდან თბილისში არ არის სათანადო აპარატურა და ამის გამო ქართველი ექიმები სრული გამოჯანმრთელების გარანტიას ვერ იძლევიან. ყოველი დღე და თითოეული ლარი მნიშვნელოვანია! ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაშია! მას აქვს შანსი, ისევ ითამაშოს რაგბი ჩვენი დახმარებით! ლუკას დიაგნოზი: არტერიო-ვენური მალფორმაცია, მწვავე ინტრაცერებლარული ჰემატომა. მწვავე სუბარაქნოიდალურ-პარკუჭოვანი მრავლობითი სისხლჩაქცევები.

---

 

19.05.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29412/jorjian-manganezi-spetsialuri-mmartvelis-arakompetenturobis-gamo-kompania-paralizebulia

„ჯორჯიან მანგანეზი": სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, კომპანია პარალიზებულია

„ჯორჯიან მანგანეზში" შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, „ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია, - ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.  „11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად მუშაობას. ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის „ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის“ წარმომადგენელი ესაუბრა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე. „ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი“ საჯაროდ გამოხატავს მზადყოფნას, ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, „კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს წარმოებული დათვალიერების შედეგად.  გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს ვითარებას ქმნის. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა სამართლიანად დააკმაყოფილა სასამართლომ და კომპანიაში შეიყვანა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე“.

---

 

18.05.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=45564

ჯანდაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მან ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ქართული მედიცინის პროგრესში. "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან თანამშრომლობა დიდი შესაძლებლობების ფართო არეალს ქმნის. პროექტის ერთ წლიანი მიმდინარეობის პროცესში უკვე ასობით ქართველი ექიმი ჩაერთო და ვფიქრობ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა დავსახოთ სამომავლო გაფართოებული თანამშრომლობის გეგმები”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბერში სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება. მოდული ხელმისაწვდომი იქნება პრაქტიკოსი ექიმებისთვის დაავადების დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მართვის და პრევენციის კუთხით. როგორც ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის კლინიკურმა რედაქტორმა კირან ვოლშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჟურნალი პროექტის მიმართ ქართველი ექიმების კმაყოფილებით მოხარულია. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართულენოვანი პორტალის სრულყოფა მალე მოხდება, რაც ქართველი პაციენტების ჯანდაცვას უფრო უსაფრთხოს გახდის. BMJ–ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმებსა და აკრედიტაციის წესების სრულყოფასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაზე. აკრედიტაციის მექანიზმი გათანაბრებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული ქართულ კანონმდებლობასთან. დაგეგმილია BMJ–ის პლატფორმაში კლინიცისტების რაოდენობის გაზრდა და სოფლის ექიმების ჩართვა. დღეის მდგომარეობით პორტალში ჩართულია მსხვილი კლინიკებისა და წამყვანი ჰოსპიტალური ქსელების კლინიცისტები (1000–ზე მეტი მომხმარებელი). BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. ჰყავს 100,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. საიტს წელიწადში 3 მილიონ მონახულებაზე მეტი აქვს. სისტემა იძლევა უსგ / უპგ თვალის მიდევნების, ადგილობრივ ენებზე თარგმნის და ეროვნული გაიდლაინების ჩასმის საშუალებას. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/433365-jandacvis-saministroshi-britanul-samedicino-zhurnal-bmj-isthan-erovnuli-sakoordinacio-jgufis-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/bmj-erovnuli-sakoordinacio-jgufis-shekhvedra/

---

 

18.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/433326-emc-da-profkavshiri-veneciis-komisias-mimarthavs.html?ar=A

EMC და პროფკავშირი ვენეციის კომისიას მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ვენეციის კომისიას მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სოციალური უფლებების მიმართულებით პრობლემური საკითხების შესახებ ერთობლივად მიმართა. როგორც EMC -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მოსაზრებების მიზანია სოციალური უფლებების კონსტიტუციური სტანდარტების შესუსტების გამორიცხვა, ასევე ამ სფეროში თანმიმდევრული და გამართული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ერთობლივი მიმართვა შემდეგ ძირითად საკითხებს შეეხება: ”საარსებო მინიმუმის უფლებრივი სტანდარტი - საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერი ადამიანის უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების თავში გადანაცვლდა. ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მიმართვა ხაზს უსვამს, რომ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხი არის ის ფუძემდებლური სტანდარტი, რომელიც არ უნდა იწვევდეს რაიმე გაურკვევლობას თუ დაბნეულობას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილში; ასევე საარსებო მინიმუმის კონცეფცია ამ დრომდე სუბიექტური უფლების სახით არსებობს ქართულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სისტემაში, ხოლო მოსალოდნელი ცვლილება უფლებრივ სტანდარტს აუარესებს; დამატებით, დაგეგმილ ცვლილებათა მიხედვით, სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებისკენ სწრაფვა აუცილებლად ნიშნავს მისი შესაბამისი მინიმალური უფლებრივი სტანდარტებით გაძლიერებას, ხოლო საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერის ზოგადი დებულებების თავში გადატანა ამ მიზნის კონტრპროდუქტიულია. კონსტიტუციის 39-ე მუხლი - კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი („საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან ზოგადი დებულებების თავშია გადატანილი. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სავარაუდო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავის წარმოებას გამორიცხავს. ასევე, ცვლილების მომხრეთა არგუმენტაციის საპირისპიროდ, ბუნდოვანია, რამდენად არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულ სხვა უფლებებში იმ უფლებების ამოკითხვის რესურსი, რომელიც კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. მითითებულ გაუარესებას სავარაუდოა, რომ გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის კუთხით. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში უნდა შენარჩუნდეს. შრომის უფლება და უმუშევრობის საკითხი - საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლს მე-4 პუნქტი („შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“), საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტში ამოღებულია და სავარაუდოდ ნაგულისხმევია ჩანაწერში „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. თუმცა, მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შრომის უფლების ცალკეული ასპექტების ხაზგასმა შენარჩუნდეს, რამდენადაც ის ცხადად აჩვენებს იმ უფლებრივ შინაარსს, რაც განსაკუთრებული დაცვის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციური პერსპექტივიდან. ასევე, პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მოქმედი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა. აღნიშნული ცვლილებით, კონსტიტუციაში აღარ იკითხება სახელმწიფოს პროგრესიული ვალდებულება, შეიმუშავებდეს ქმედით დასაქმების პოლიტიკას და ზრუნავდეს მის რეალიზებაზე, რაც არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ის დღეს მოქმედი ფორმით უნდა შენარჩუნდეს. შრომის უფლების დაცვაზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ამ ნაწილში მიმართვა ხაზს უსვამს, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ შეიცავს ჩანაწერს სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვის/ზედამხედველობის შესახებ, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებობდა თანხმობა კონსტიტუციაში ამგვარი შინაარსის ჩანაწერის საჭიროების შესახებ, რაც მოგვიანებით გადასინჯვის პროექტიდან გაქრა. ამ შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობის უგულვებელყოფის გარდა, პრობლემურია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ყველა მხარეს გავლენის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონდა. კერძოდ, საჯარო შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კომისიაში მიღწეული კონსესუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტის პროცესში კონსულტაციები ბიზნეს გაერთიანებებთან გაიმართა, მაშინ როდესაც არცერთ ეტაპზე კონსულტაციები პროფესიულ კავშირებთან არ გამართულა. იმედს გამოვთქვამთ, მიმართვაში ხაზგასმული პრობლემური საკითხები და წარდგენილი არგუმენტაცია ვენეციის კომისიას ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სოციალური უფლებების სტანდარტების, ეროვნული კონტექსტის შუქზე, შეფასების პროცესში”, - ნათქვამია ერთობლივ ინფორმაციაში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

19.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

დაუფარავი ბრძოლა საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიმართ უკანონო ქმედებები გრძელდება. სპეციალური მმართველის დანიშვნით დახელმწიფომ თვითნებურად მოიპოვა კომპანიაზე კონტროლი და უხეშად ჩაერია მის საქმიანობაში. როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, ქვეყნის მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებიტ მიიღო უკანონო ზომები, რაც საწარმოო პროცესისთვის, შესაძლოა, ცუდი შედეგით დასრულდეს. მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება და აშკარად ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაზე მსხვილ წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მიზანმიმართულად ემსახურება კომპანიის საქმიანობის შეფერხებას. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველა გადაწყვეტილება, რომლის მომსწრეც საზოგადოება გახდა, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ბიზნესის პრინციპებს აშკარად ეწინააღმდეგება. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს, რომ საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა, მაგრამ რეალური ვითარება საკმაოდ განსხვავებულია. როგორც "ჯორჯიან ემერიქენ ელოიზში" აცხადებენ, კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და საქართველოს მთავრობასთან ბოლო დრომდე პოზიტიური უერთიერთობა აკავშირებდა. "ჯორჯიან მანგანეზმა" დაფუძნებიდან დღემდე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა. “ ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა “ჯორჯიან მანგანეზმა” შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება.“- ნათქვამია “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელთა განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4461992&name=19.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---