მედიამონიტორინგი 20.02.2018
ტელევიზია
20.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
თბილისში ჩუტყავილას ვირუსით ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო. ბაღის დირქეტორი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ჩუტყავილას რამდენიმე შემთვევა დაფიქსირდა ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052206
რუსთავი 2-კურიერი 10:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051948
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00 -
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052161
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051895
---
20.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ამ წუთებში სააკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანზებული ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრაზე აივ ინფექციისა და ტუბერკურიოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასლის შესახებ მსჯელობენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პროცესი შეფერხებების გარეშე და ის იყოს უფრო ეფექტური.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052223
ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 11:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052189
---
20.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
დღეს ამინდის პროგნოზს გვაცნობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. პაატა იმნაძე: " "წითელა", "ჩუთყვავილა" ძალიან გადამდები დაავადებებია. წითელასგან განსხვავებით, "ჩუთყვავილას" ეფექტური მართვის აშშ-ში აქვს. სხვა ქვეყნებში "ჩუთყვავილას" საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება. "წითელას" ეპიდ აფეთქება გვაქვს აჭარაში. რიცხვი ნელ-ნელა იმატებს თბილისში და სამეგრელოში. სამწუხაროდ, "წითელა" არ გაჩერდება თუ იმუნიზაცია არ გააქტიურდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051695
---
20.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 08:00
მათთვის, ვინც პოლიკლინიკაში წითელა, წითურა, ყბაყურის აცრის დამადასტურებელ საბუთს ვერ მიიღებს რეკომენდირებულია განმეორებითი აცრის გაკეთება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. ვაქცინაცია 40 წლამდე უფასოა, 40 წელზე ზემოთ კი ის უფასო მაშინ არის, თუ მოქალაქეს წითელათი დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051745
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051903
იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052221
---
20.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
დღეს პარლამენტში სპეციალური სოციალური დაცვის პროგრამების ნაწილში საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სხდომაზე საუბარი შეეხება ბავშვთა რეაბილიტაციის, დასაქმების პროგრამებს, ასევე პირველადი ჯანდაცვის მომსახურების განვითარებასა და ყველა იმ პროგრამას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს უნდა განახორციელოს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051780
---
20.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ადგილობრივი თვითმმართველობები შრომითი უსაფრთხოების მიზნით, მკაცრი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან. რეგიონების რწმუნებულები ამბობენ, რომ ჯარიმა ადეკვატური უნდა იყოს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051861
---
19.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
წითელათი დაავადებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. 213 რეგისტრირებული შემთხვევით რეგიონის მაჩვენებელმა 2013 წლის ეპიდემიის დროს დაფიქსირებულ სტატისტიკას გადააჭარბა, რიცხვი არაა მაღალი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ფაქტია, რომ ინფექციური, გადამდები დაავადება უკვე დედაქალაქშიც გავრცელდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051550
---
19.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: ხალხის პოლიტიკა
გადაცემის თემაა ჯანდაცვის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დახლოებით სამი კვირის წინ დასრულდა საინტერესო საქმის განხილვა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ქუთაისში ექიმი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. საქმე ეხება საკეისრო კვეთის 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალებას, ის 5 წლის წინ გარდაიცვალა, ოჯახი ამბობს, რომ სამართალმა იზეიმა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გადაცდომების სტატისტიკა, განხილეს 174 საქმე და 305 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, 300 ექიმის მიმართ სხვადასხვა სახის სანქცია გატარდა.არის თუ არა ეს მონაცემი საგანგაშო?
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051519
---
19.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
შრომის უსაფრთხოებასა და დედაქალაქში სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა იმსჯელეს. ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტს დაემატება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051613
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051469
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051406
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5050602
---
19.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორი ინფორმირებული არ არის. სამშენებლო ბიზნესი კი, იმ სექტორებს შორისაა, რომელზეც შრომის უსაფრთხოების დაცვის ახალი მოთხოვნები გავრცელდება. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი დასაქმების ადგილები მთავრობამ უნდა განსაზღვროს და დაამტკიცოს. წინასწარ შედგენილ ნუსხაში კი სამშენებლო სექტორი პირველ ადგილს იკავებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051202
---
19.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე უფლებები დამსაქმებელთა სასარგებლოდ არის დარღვეული, რის ხარჯზეც დასაქმებულები ზარალდებიან. 2013 წელს ცვლილება განხორციელდა შრომის კოედქსში. ევროკავშირთან დადებულიასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა საზედამხედველო ორგანო შრომის ინსპექცია, თუმცა ევროკავშირის მაგალითის გადმორებამ რეალური შედეგები ვერ მოგვცა. 2017 წელს შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევები გაიზარდა, რაც შრომის ინსპექციის შეზღუდული ქმედების შედეგია. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5049596
---
19.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
გადაცემის ერთ-ერთი თემა- თბილისის მერიაში საეჭვო შესყიდვა სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფო სამედიცინო სამსახური თბილისის მერიას ექვემდებარება. მედია და ცალკეული კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების ხარჯზე იქ სახელმწიფო უშიშროების საახლობლო ფულს აკეთებს. ამ სქემაზე მინისნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გააკეთა. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურს პაციენტების უმეტესობა მიზანმიმართულად სარდაფში განთავსებულ კლინიკაში გადაჰყავდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ულიცენზიო საქმიანობისთვის დააჯარიმა (მესამე ვიდეო ფაილი)
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5049595
---
19.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
29 წლის მარტოხელა დედას სალომე ჭითანავას მელანომას მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და მკურნალობისთვის 40 ათასი ლარია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5051092
---
ინტერნეტი
20.02.2018
დავით სერგეენკო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებაზე - სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა. მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. "პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ჩუტყვავილას აქვს თავისი მერყეობა წლების განმავლობაში, თუმცა რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს მნიშვნელოვნად მომატებულია, ასე ნამდვილად არაა. შეგახსენებთ, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197567
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=60658
აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/101565-davit-sergeenko-samdzimars-vuckhadeb-gardacvlili-pataras-ojakhs
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197568
ჩვენი სამსახური 56-ე საბავშვო ბაღში მომხდარზე მუშაობს - პაატა იმნაძე
რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახური მუშაობს ამ შემთხვევაზე, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძემ 56-ე საბავშვო ბაღში აღსაზრდელის გარდაცვალებას. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე", -განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის.
---
20.02.2018
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა, წელს ჩუტყვავილა „ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს“. “წითელას შემთხვევაში ეპიდაფეთქება გვაქვს ახლა აჭარაში, დანარჩენ საქართველოშიც იმატებს შემთხვევები. წითელას მართვა შესაძლებელია - თუ ავიცრებით, წითელას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, ჩუტყვავილა უმართავი ინფექციაა, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის ხოლმე. უკიდურესად იშვიათად შეიძლება მძიმე მიმდინარეობა იყოს, განსაკუთრებით თუ რაიმე ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემებია. უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ჩუტყვავილამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - განუცხადა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479175-pedagogebis-informaciith-chutyvavila-56-e-baghis-kidev-or-aghsazrdels-daudginda.html
პედაგოგების ინფორმაციით, ჩუტყვავილა 56-ე ბაღის კიდევ ორ აღსაზრდელს დაუდგინდა
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი 6 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში 1-ელი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 56-ე ბაღის თანამშრომლებმა განუცხადეს. პედაგოგების ცნობით, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ გოგონას რკინა დეფიციტური პრობლემა ჰქონდა, რაზეც მკურნალობდნენ და ბაღში სიარულს დროებით შეწყვეტდნენ. მათივე ცნობით, შემდეგ გაიგეს, რომ აღსაზრდელს სავარაუდოდ, ჩუტყვავილა დაემართა და გაუმწვავდა. ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩუტყვავილას ინფექცია, ბაღის კიდევ 2 აღსაზრდელს დაუფიქსირდა, რომლებიც მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან. 56-ე საბავშვო ბაღი დღეს არ მუშაობს, შენობაში მხოლოდ პედაგოგები იმყოფებიან. "ბავშვს 1-ელი თებერვლიდან ჩვენთან არ უვლია. სულ სხვა პრობლემა ჰქონდა და შემდეგ სავარაუდოდ, ჩუტყვავილაც დაუფიქსირდა. ბაღში კიდევ 2 კლასში დაფიქსირდა ჩუტყვავილა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ჩვენ ვანიავებთ მთლიანად შენობას და ხვალიდან მივიღებთ აღსაზრდელებს ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადეს ბაღის თანამშრომლებმა.
---
20.02.2018
დავით სერგეენკო - გრიპით დაავადების შემთხვევები ოდნავ მომატებულია, მაგრამ ბევრად ნაკლებია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში იყო
გრიპით დაავადების შემთხვევები არის ოდნავ მომატებული, მაგრამ ბევრად ნაკლებია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში იყო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა ვირუსისგან დაცვის საშუალებებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ყურადღება ხელების ხშირად დაბანაზე გაამახვილა. "ამ პერიოდში, საბედნიეროდ არ გვაქვს გამოკვეთილი ეპიდაფეთქების საშიშროება. გრიპით დაავადების შემთხვევები არის ფონურზე ოდნავ მომატებული, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილის ზომები არ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიცაა რისკ ჯგუფებში გრიპის ვაქცინაცია და ჩვეულებრივი დაცვა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჰაერში ეს ვირუსი იღუპება 10 წამზე ნაკლებ დროში, მაგრამ ხელებზე საათების განმავლობაში რჩება. ამიტომ, ხელების ხშირი დაბანაა საჭირო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479202-saqarthveloshi-tselitsadshi-chutyvavilas-sashualod-7-000-9-000-shemthkhveva-fiqsirdeba.html
საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ფიქსირდება
ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმასთან გვქონდა საქმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა არის. „მე, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს ამ ძალიან სამწუხარო შედეგის გამო. ჩუტყვავილა, ზოგადად, 98-99%-ში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს და ძალიან ბევრს გადატანილი გვაქვს ბავშვობაში, რომელიც ასევე შემდგომ მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ჩვენ, წელიწადში ქვეყანაში საშუალოდ ჩუტყვავილას 7 000 – 9 000 შემთხვევა გვაქვს, რომელიც ძალიან დიდი, 99%-ით სრული გამოჯანმრთელებით, ყოველგვარი გართულების გარეშე სრულდება. მედიცინაში, მოგეხსენებათ, 100%-იანი არაფერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩუტყვავილას ძალიან გართულებულ ფორმებთან გვქონდა საქმე, რომელიც შესაძლებელია, რომ სერიოზული გართულებით დამთავრდეს, მათ შორის, ასეთი სავალალო შედეგით. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ჩემი ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურმა, სადაც ბავშვი იყო მოთავსებული, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ჩუტყვავილას საკმაოდ მძიმე ფორმა იყო. საბავშვო ბაღში ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები. ბოლო ინფორმაცია მაქვს, რომ ოჯახშიც ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, რადგან იქ კიდევ არის პატარა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
20.02.2018
ამირან გამყრელიძე - საჭიროა იმის გათავისება, რომ წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. "გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, საჭიროა იმის გათავისება, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებს ორი აცრა უნდა ჰქონდეთ გაკეთებული - 1 და 5 წლის ასაკში. "ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები - 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაამოწმონ შვილების აცრის სტატუსი. ასევე, მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე სამედიცინო პერსონალსაც მიმართავს, რომ აცრა გაიკეთონ. ის ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ორსულობის დროს წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს. "წითელას ვირუსი საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ნაყოფზე. თუ ორსულობის პერიოდში ქალბატონს წითელა დაემართა, ნაყოფის დაზიანების ალბათობა მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას, არ იცით, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, გთხოვთ აუცილებლად მიბრანდეთ პოლიკლინიკაში და აიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.
---
20.02.2018
დავით სერგეენკო - შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა გარდამავალი პერიოდის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გახსნა. მინისტრის თქმით, შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა გარდამავალი პერიოდის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. "საქართველოში რამდენიმე წელია მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაც არის საერთაშორისო პარტნიორთან, გლობალურ ფონდთან ერთად სწორად წარმართოს პრევენციისა და მკურნალობის ძირითადი მიმართულებები ტუბერკულოზსა და შიდსზე. გლობალური ფონდის დაფინანსება უკვე გასვლით ფაზაშია თუმცა, თანამშრომლობის ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, რომ სხვა მრავალ აქტუალურ საზოგადოებრივ-ჯანდაცვით პრობლემებზე ვისაუბროთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს ფორმა თავის მხრივ უნიკალურია, რადგან სამთავრობო, არასამთავრობო სპეციალისტები, პაციენტების, საზოგადოების წარმომადგენლები თანაბრად იღებენ მონაწილეობას მსჯელობაში. 2013 წელს, რა თქმა უნდა ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ წინასწარაა განსაზღვრული გლობალური ფონდის გასვლის კალენდარი და გასვლა ვერ დაიწყებოდა თუ ჩვენ შეთანხმებული არ გვექნებოდა გარდამავალი პერიოდის გეგმა. გარდამავალი პერიოდის გეგმა 2014 წელსაა დამტკიცებული და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. გამოწვევები ხანდახან იცვლება და დღევანდელი შეხვედრაც საშუალებას მოგვცემს, რომ გამოწვევებსა და მიღწევებზე ვისაუბროთ", - განაცხადა სერგეენკომ. შეხვედრაზე ყურადღება გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესზე, აივ/ შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მომდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზგადოების როლზე გამახვილდა. მხარეებმა სერვის ცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტოს მკურნალობის ინტეგრირების მნიშვნელობის, ნარკოპოლიტიკის, ზიანის შემცირების პროგრამების, სერვისების მიწოდების საკითხები განიხილეს და დაავადებებთან ასოცირებული სტიგმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თემის ხედვა გაიზიარეს.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/381938
ჯანდაცვის სამინისტრო: თუ აცრის დამადასტურებელ საბუთს ვერ მიიღებთ, განმეორებითი აცრა ჩაიტარეთ
ათთვის, ვინც პოლიკლინიკაში წითელა, წითურა, ყბაყურის აცრის დამადასტურებელ საბუთებს ვერ მიიღებს, რეკომენდებულია განმეორებითი აცრის გაკეთება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც მაუწყებელს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ პოლიკლინიკები ვერ წარადგენენ დოკუმენტაციას, სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მშობლების ნაწილს, შესაბამისი საბუთის მოთხოვნისას, პოლიკლინიკებში პრობლემა შეექმნათ. ძალიან მნიშნველოვანია, როგორც მშობლები, ასევე დაწესებულებები, ძალიან სერიოზულად მოეკიდონ ამ სიტუაციას, რადგან წითელას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ ვდგავართ. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ გადამოწმდეს ბავშვების აცრების სტატუსი და ამიტომაც არის მოთხოვნილი ინფორმაციის მოგროვება. შესაბამისად ყველა მშობლებს აქვს სრული უფლება, მივიდეს იმ კლინიკაში, სადაც ბავშვი აცრილია და მოითხოვოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, საბუთის ვერ აღების შესახებ, არ შეიძლება ჰქონდეს მასიური ხასიათი, შეიძლება ეს არის რომელიმე კონკრეტული დაწესებულების პრობლება. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ უნდა გადამოწმდეს ყველა ბავშვის სტატუსი ვაქცინაციის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ აცრა, უნდა გაიკეთონ”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების უფროსმა ეკა ადამიამ. მისივე თქმით, წითელა, წითურა, ყბაყურის ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა. ადამია დასძენს, რომ თუ დაწესებულებასთან პრობლემაა და აცრების შესახებ ინფორმაციას თავიანთი ძალებით ვერ არკვევენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სკოლამდელ დაწესებულებებში აცრის დამადასტურებელი ცნობების წარდგენა მოსთხოვა. წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის უფასოა. 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ის უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას კონტაქტი ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/188199-sabavshvo-baghebshi-aghsazrdelebis-acris-damadasturebel-cnobas-othkhoven.html?lang=ka-GE
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების აცრის დამადასტურებელ ცნობას ოთხოვენ
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თითოეულ ბაღს მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტოში განaცხადეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, რეკომენდაციები ითვალისწინებს აცრების შესახებ აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ანუ ჯანმრთელობის ცნობა “ფორმა 100″-ში წითელას აცრის დაფიქსირებას. "თუ აღსაზრდელი არ არის აცრილი, უნდა გაუწიონ მშობელს კონსულტაცია შესაბამისი აცრის ჩატარების საჭიროების თაობაზე. ასევე რეკომენდაცია ეძლევა ბაღებს, თუ ბავშვი აცდენს ბაღს, დაადგინონ გაცდენის რეალური მიზეზი და წითელას გამოვლენის შემთხვევაში, შეტყობინება გაუგზავნონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს”, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ქრონიკის ეთერში კიდევე ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აუცილებლად ჩაიტარონ წითელას ვაქცინაცია.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139216&lang_id=ge
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ რეკომენდაციები შეიმუშავა
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელ სხდომაზე 2017 წლამდე გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი მოისმინეს და შეაჯამეს. მოქმედი თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები სხვადასხვა დროს იქნა გაჟღერებული და წერილობითაც იქნა მიწოდებული შესაბამისი უწყებებისთვის. რეკომენდაციების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ➢ განხორციელდეს არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ დარგებში ლიცენზირების ახალი პირობების მიღება; ➢ექიმთა სერთიფიცირების /რესერთიფიცირების პროცესის გამკაცრება; პროცესში დარგობრიბრივი ასოციაციების როლის გაძლიერება; ➢ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან; ➢უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი ➢ მოხდეს სამედიცინო დახმარების პროტოკოლების მუდმივი განახლება და დაიწყოს მათი პ რაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარება; ➢მოხდეს ექიმთა სპეციალობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესის დასრულება; რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასა დ აფარმაცევტულ სფეროზე ➢ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV-100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურადაქტიური საკვები დანამატები; ➢ გადაიხედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმი. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალოსაშუალებები; ➢ უწტვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი; ➢ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას ფარმაცევტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები; ➢მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით , მოხდეს შესაბამის სასწავლო ტრეინინგების ჩატარების ხელშეწყობა. სხდომაზე ასევე ისაუბრეს დარგობრივი ასოციაციების როლის მნიშვნელობაზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
19.02.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=64559
დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება. შესაბამის ცვლილებებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს და იმ საჯარიმო სანქციებზე ისაუბრეს, რომელიც სამშენებლო სფეროში დასაქმებულ პირს დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით კი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. „მინდა, პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3000 ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დარღვევების გამო, შეჩერებული იყო", - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, თუ მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება. „ვფიქრობ, ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს ასევე, მენტალური პრობლემა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, რომელსაც ვახორციელებთ. შეხვედრა გვქონდა ასევე, მენაშენეთა ასოციაციასთან და მათი მხრიდანაც მაქსიმალური თანადგომაა", - განაცხადა კახა კალაძემ. ცვლილებას დაექვემდებარება ასევე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლი და თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ათასი ლარისა. კანონის აღსრულებას კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს. „ნებისმიერ დარღვევაზე, დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლებსაც ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, როდესაც ისინი მუშებს ხელშეკრულებას უფორმებენ და თვითონ მუშებმაც უნდა იცოდნენ, თუ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების წესების დარღვევას", - განაცხადა კახა კალაძემ. წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე, მკაცრდება სანქციები ზოგადად, უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას. ასევე, გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით. პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალაქში მშენებლობის მაღალი ტემპი მისასალმებელია, თუმცა ეს მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. „მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს აღნიშნული ინიციატივისთვის, რომლის საფუძველზეც, საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება, რომელიც ამ საკითხს ეხება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე მათ შორის, სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება, რასაც შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს. საუბარია ასევე, სანქციებზე, რომელიც უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ჩარევა აუცილებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ სამუშაო შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=politics&AID=63615
---
19.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/187344-waikitxet-sakutar-tavze-warmoidginet-da-tu-sindisi-gagiwrit-mere-daadanasaulet-sabralo-deda
წაიკითხეთ, საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ და თუ სინდისი გაგიჭრით,მერე დაადანაშაულეთ საბრალო დედა
euronews.ge -ს სტატიებს, რომლებშიც ,,ავერსის კლინიკის" მიერ დაზარალებულები საკუთარ პრობლემას, რ ექიმის უგულისყურობას, უვიცობას, დაუდევრობას და ფულისადმი დაუოკებელ ლტოლვას აბრალებენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საქმეში ,,ავერსის კლინიკის" თანამშრომლებიც ჩაერთნენ და დაზარალებულებს აქით დაუწყეს დავა _ ავერსის ექიმმა თუ არასწორი რჩევა მოგცა, სხვასთან ვერ წახვედი, რას უცდიდიო? მათი ლოგიკით, ავადმყოფებმა ექიმიდან ექიმთან უნდა იარონ, რათა საჭირო და გადაუდებელი დახმარება მიიღონ. ასეც მოიქცა ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი ნათია სამაკაშვილი. როგორც თავად გვითხრა, 5 თვის ორსული სისხდენით მივიდა რუსთავში, ,,ავერსის კლინიკის" ექიმთან, ლელა თანდაშვილთან, რომელმაც ტელეფონით დამოძღვრა, რომ ამ დროს სისხდენა ჩვეულებრივი მოვლენაა და არ უნდა შეეშინდეს. ამგვარი რჩევის მიუხედავად, ორსული თბილისის კლინიკაში წავიდა, სადაც უთხრეს, რომ დაიგვიანა და საშვილოსნოს ყელი უკვე გახსნილი იყო. ნათიამ 5 თვის ბავშვი დაბადა, იოანე ძამუკაშვილი, რომელიც 2 წელია რეანიმაციის განყოფილებაში წევს და მშობლებსაც ვერ სცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც საკუთარ ტრაგედიაში ადანაშაულებს ნათია, შეწუხდეს ან ბოდიშის მოხდით შეეცადოს სიმართლის გარკვევას, მისი თანამშრომლები უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედას უტევენ და ამუნათებენ, რომ თვითკრიტიკული უნდა იყოს და ყველაფერში საკუთარ დანაშაული დაინახოს. რადგან ასეა და ,,ავერსის კლინიკის"- თანამშრომლები თავდაცვისთვის თავდასხმის მეთოდს მიმართავენ, გადავწყვიტეთ, მკითხველს და სათანადო ორგანოებს 2 წლის იოანეს მდგომარეობა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთ გავაცნოთ. კარგად წაიკითხეთ, რასაც ახლა დავწერთ, გაიაზრეთ, საკუთარ თავზე გადაიტანეთ და თუ სინდისი გაგიჭრით, ამის შემდეგ დაადანაშაულეთ საბრალო დედა, რომელიც შვილის დაბადების შემდეგ საავადმყოფოებში ათენებს და აღამებს. 2 წლის იოანე ძამუკაშვილმა, რომელსაც დაბადებიდან მზის სხივი არ დაუნახავს, სუფთა ჰაერი არ ჩაუსუნთქავს და დედას არ მოფერებია, უამრავი ოპერაცია გადაიტანა. ბავშვს სამჯერ დაემართა სეფსისი, სამჯერ გაუკეთეს თავზე შუნტირება, დაახლოებით, სამჯერ ედგა დრენაჟი თავში, გაუჩერდა ორივე თირკმელი და სამი დღე ბავშვი შარდს ვერ გამოყოფდა. ექიმებმა მშობლები შეამზადეს, ამას ვეღარ გადაიტანს და დაიღუპებაო, მაგრამ გაუძლო იოანემ. დიალეზიც გადაიტანა და ერთი კვირის შემდეგ აღდუდგა კიდევაც შარდვის გამოყოფის პროცესი. საწოლს მიჯაჭულ პატარა ბიჭუნას სათესლეზეც დასჭირდა ოპერაციის გაკეთება, რადგან წყალი ჩაუდგა. ტრახიოსტომაც გაუკეთეს, ანუ ბავშვს ყელი გაუჭრეს და იქაც აპარატი ჩაუდგეს. წარმოუდგენელია, როგორ იტანს პატარა ბიჭუნა ამდენს? ეს ყველაფერი ორი წლის განმავლობაში მოხდა. როგორც ქალბატონი ნათია ამბობს, იაშვილის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ექიმები თავს არ ზოგავდნენ იოანესთვის, თუმცა ოჯახს, ამ საავადმყოფოს ვალი _ 5 ათასი ლარი ახლაც აქვს, რადგან თურმე ოპერაციები არ ფინანსდება სრულად. 9 თვის შემდეგ იოანეს ეპილეფსიური გულყრები დაეწყო, არც ამ ავადმყოფობის მკურნალობას აფინანსებს სახელმწიფო სრულად, თურმე. მთლიანად, მხოლოდ საავადმყოფოში წოლა ფინანსდება და მკურნალობა არაო, გვითხრა ნათიამ და მკურნალობის 20 % ციციშვილის კლინიკაშიც ოჯახის გადასახდელია. განა რამდენი უნდა ჰქონდეთ შემოსავალი, ამ თანხების გადახდა რომ შეძლონ? პატარა იოანეს მშობლებმა, რა თქმა უნდა, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსაც მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა იქიდან ასეთი წერილი მიიღეს: ეს ყველაფერი კი ოჯახს თავს ნათიას ნაადრევი მშობიარობის გამო დაატყდა, თუმცა გამწარებულ დედას ახლა ავერსის კლინიკის თანამშრომლები აქეთ უტევენ და გაღმით შეედავე, გამოღმით შეგრჩებას პოლიტიკით ხელმძღვანელობენ. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ დამნაშავე აუცილებლად ექიმია. ამ საკითხში ნამდვილად არ ვართ კომპეტენტურები და უდანაშაულობის პრეზუმპციასაც ვერ დავარღვევთ. ჩვენ გადმოგეცით ის, რაც დედამ გვიამბო. ნათია სამაკაშვილი თვლის, რომ ექიმის უგულისყურობის, დაუდევრობის მსხვერპლია და დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, მდგომარეობა არ გაურთულდებოდა. დანარჩენი, სათანადო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. ჯანდაცვის სამინისტრო კი უნდა დაეხმაროს ოჯახს უკიდურესად ავადმყოფი ბავშვის მოვლა- პატრონობაში. შემოიჭირეთ ადამიანებო ქამრები, შეამცირეთ გაბერილი შტატები, გაუშვით სახლებში ყავის სმით დაღლილი თანამშრომლები, გაანახევრეთ ხელფასები, მიიღეთ ქვეყანაში ჩამოყალიბებული, მკაცრი ჯანდაცვის პოლიტიკა, ჩამოაცილეთ ექიმები ფარმაცევტულ კომპანიებს! ნუ აქციეთ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული ექიმები, ადამიანების სიცოცხლით მოვაჭრეებად. გეყოთ სინდისი! თხოვნით მივმართავთ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, მისმა უწყებამ შეისწავლოს 2 წლის იოანე ძამუკაშვილის მდგომარეობა, ავადმყოფობის ისტორია და გადადგას სამართალიანი ქმედითი ნაბიჯები. ასევე, მივმართავთ ჯანმრთელობის სამინისტროს სოყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს, გაითვალისწინოს ოჯახის მდგომარეობა და გამონაკლისის სახით (რადგან მართლაც განსაკუთრებული და იშვიათი მდგომარეეობაა) დაეხმაროს ოჯახს ფინანურად იოანეს მკურნალობაში
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/martokhela-85-tslis-insultiani-mokhutsi-dakhmarebis-molodinshi
მარტოხელა, 85 წლის ინსულტიანი მოხუცი დახმარების მოლოდინში
ქალაქ ოზურგეთში, ანდღულაძის ქუჩაზე მცხოვრებ ლეილა ანდღულაძეს, რომელიც 85 წლისაა და მარტო ცხოვრობს, 25 იანვარს ინსულტი მოუვიდა და მისი მდგომარეობა უმძიმესია. მას ახლა თავისი შვილიშვილი ბელა ანდღულაძე უვლის. მდგომარეობას ართულებს ის, რომ თავად ლეილა ანდღულაძის შვილიც, ქუთაისში, საავადმყოფოში იმყოფება უმძიმესი დიაგნოზით. _ მამაჩემს, შესაძლოა, მალე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. სისხლძარღვების პრობლემა აქვს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დედაც არ არის ჯანმრთელად. იძულებული ვარ, იქეთ-აქეთ ვირბინო ორ უმძიმეს ავადმყოფს შორის. საავადმყოფოდან ბებიაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ, უკან გამოგვაყვანინეს. გვითხრეს, რომ ამჯერად არ არის რეანიმაციის პაციენტი. არადა, ხედავთ, როგორ არის, _ გვითხრა ბელა ანდღულაძემ. როგორც მან გვითხრა, საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე, 13 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ შეშა გამოაგზავნა. 15 თებერვალს თავად მივიდა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ლეილა ანდღულაძეს წამლები შინ მიუტანა, ხოლო საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია რამდენჯერმე მივიდა ოჯახში. _ მადლიერი ვარ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ზღვაში წვეთია ეს ყველაფერი. თუ დამიჯერებთ, გაზი რომ ავანთო, ორი მეტრი რეზინის მილი ვერ ვიყიდე. ვარ ასე შეშის ამარა, როცა გაზი ეზოშია შემოყვანილი. თუ ბებიას მომვლელი არ დაენიშნება, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ჩვენი მდგომარეობა ყოველ საათს მძიმდება. მამა რომ არ მყავდეს საავადმყოფოში, კიდევ რაღაც საშველი იქნებოდა. ახლა, მართლა არ ვიცი, რა ვქნა. გიორგი ღურჯუმელიძემ რეანიმობილის თანხა თავად გადაიხადა, როცა ბებო შინ ამოიყვანეს; მეზობლები თან გადამყვნენ. რა ვუყო ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოხუცს, რომელიც გონებაზე არ არის? მახსოვს ისიც, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებზე, შარაშენიძის წარმომადგენელი თინა ბურჭულაძე რამდენჯერ მოვიდა _ რას არ პირდებოდნენ ბებიაჩემს. უმადურები არ ვართ, მაგრამ ასეთ ყოფაში მხოლოდ წამლის მოტანა ვერაფერს გვშველის. ბეგლარ სიორიძის მერობის დროს, ორი წლის წინ, ბებიაჩემს ეს სახლი გადაუხურეს _ წვიმა ყოველ კუთხეში ჩამოდიოდა. საწყალი მოხუცი სიხარულით აღარ იყო. ახლა სიკვდილს ებრძვის. მოხუცი კი არის, მაგრამ ჩემი გამზრდელი ბებიაა. მისი შვილი _ მამაჩემი, საავადმყოფოში რომ დაწვა მძიმე დიაგნოზით, ინსულტიც ამიტომ მოუვიდა ბებიას, _ გვიამბობს აცრემლებული ბელა ანდღულაძე და ამ უმძიმეს გასაჭირში ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვს. "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა _ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ქალაქ ოზურგეთში, ანდღულაძის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ანდღულაძეების და ასევე, ლუკასიანების ოჯახს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 თებერვალს, საშეშე მერქანი გადასცა. ლეილა ანდღულაძეს შევუძინეთ და გადავეცით საჭირო მედიკამენტები და ყველაზე მთავარი _ საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასთან" შეთანხმებით, დავუნიშნეთ მომვლელი, რომელიც დღეიდან (საუბარი ჩაწერილია 16 თებერვალს), კვირაში რამდენიმე დღეს მას შესაბამის მზრუნველობას გაუწევს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერია შეეცდება, სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს მას და მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ბენეფიციარებს, _ თქვა ირაკლი სირაძემ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ორი წლის წინ "გურია ნიუსი" წერდა ლეილა ანდღულაძის პრობლემის შესახებ _ მაშინ მას უსამართლოდ შეუჩერეს სოციალური დახმარება. სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში მოხუცს დახმარება აღუდგინეს
---
19.02.2018
29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედა მე-3 სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის და დახმარება სჭირდება
29 წლის მარტოხელა დედას სალომე ჭითანავას, რომელიც მძიმე სენს ებრძვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. სალომეს მელანომა აქვს, მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და მკურნალობისთვის საჭიროა 40 000 ლარი. "29 წლის მარტოხელა დედას, სალომე ჭითანავას თქვენი თანადგომა სჭირდება! დავეხმაროთ ანანოს და ნიას დედიკოს გადარჩენაში. სალომეს მელანომას მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და მისი მკურნალობისთვის საჭიროა 40 000 ლარი. მისთვის თითოეული ლარი და წუთი მნიშვნელოვანია. გთხოვთ დაგვეხმაროთ გავრცელებაში და გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან გადარიცხული თითო ლარითაც კი შეგვიძლია წვლილის შეტანა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის და გვჯერა, რომ ამას შევძლებთ ყველანი ერთად" - ნათქვამია სალომეს მეგობრების მიერ გავრცელებულ ინფორამციაში. საქართველოს ბანკი GE84BG0000000100591596 მიმღები სალომე ჭითანავა
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://inforustavi.ge/?m=31&news_id=4299
"ოპერაცია გაუკეთდება და კარგად იქნება"
მამაკაცს, რომელიც რუსთავში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, სამედიცინო დახმარება გაეწია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი წერს - "რუსთავის ტყიდან ავადმყოფი კლინიკა "მედულა"-მ მიიღო. ვუმკურნლებთ, ერთ კვირაში ოპერაციაც გაუკეთდება და კარგად იქნება რუსთავის მერია დაეხმარა, მალე პასპორტი ექნება, საცხოვრებელსაც გამოუყოფს და ქუჩაში აღარ იქნებიან, დაენიშნებათ სოციალური და ჩვენც მივაქცევთ ყურადღებას . ქალაქის გასასვლელში, მტკვრის პირას რომ ცხოვრობენ,ორივე ოჯახს უკვე აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი, შეშას ხვალ მივუტანთ. ორივე მოინახულა გამგეობამ, რამდენიმე ტელევიზიამ და უკეთესად იქნებიან. ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ #სიკეთეგადამდებია მადლობა, ბავშვებიც და მშობლებიც მაგრად გაახარეთ" ალექსანდრე პისარენკო რამდენიმე თვის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, პარკებისგან მოწყობილ კარავში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე კვირის წინ მას ცოლი გარდაიცვალა და ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მამაკაცის შესახებ ინფორმაცია პირველად "ინფო რუსთავმა" გაავრცელა.
---
19.02.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/129921-saqstati-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-348-lari-da-70-tetria
საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 348 ლარი და 70 თეთრია
---
ბეჭდვითი მედია
20.02.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
სკანდალური ნუსხა - ტყვია ხორცში, სასმელ წყალსა და სხვა სურსათში
"ქრონიკა+" წარმოგიდგენთ სკანდალურ ნუსხას, რომელიც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გამოითხოვა. თან დაურთო თავისი კვლევების მასალები და, საბოლოო ჯამში, ჩვენს ხელთ არის საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული საკმაოდ სავალალო მდგომარეობა. ცენტრის მონაცემებით, ტყვიის გადამეტებული რაოდენობა, ძირითადად, საქონლის ხორცსა და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის გახლავთ, რომ ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია. მოვიყვანთ სახელმწიფო უწყებების იმ ჩამონათვალს, რომელსაც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მიმართა. ჯანდაცვის სამინისტრო, რომლისგანაც მიღებული პასუხის მიხედვით იგეგმება საქართველოს მოსახლეობის კვლევა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე. დღემდე იგეგმება... ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული პასუხის მიხედვით, არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო კონტროლის ვალდებულება დადგენილია ნორმატიული აქტით, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მიიღეს, მაგრამ სრულად 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში. ანუ თვეზე ცოტა მეტია, რაც ძალაში შევიდა კანონი და შედეგები, მინიმუმ, სამი თვის მერე დაიდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თავის მხრივ, გამოაცხადა ტენდერი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან იმპორტირებული არაცხოველური წარმოშობის სურსათის შემოწმების მზინით ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად. ლაბორატორიის შერჩევის შემდეგ ნიმუშების აღება დაიწყება. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი 2013-2017 წლებში სამინისტროს რეგულარულად აწვდიდა ცნობებს სურსათში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შესახებ. სამინისტრომ დაასახელა მხოლოდ 2015 წელს გაგზავნილი ერთი წერილი და 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში გაგზავნილი ორი წერილი. ამის შემდეგ, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტყვიით დაბინძურების იმ ფაქტებთან დაკავშრებით რეაგირების თაობაზე, რომლებზეც სააგენტო არ მიუთითებდა, რომ გარემოსა და ბუნებრივ რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა. მიღებული პასუხებით ირკვევა, რომ სააგენტო შემოიფარგლებოდა მავნებელი სურსათის ამოღებით, განადგურებით და შესაბამისი მეწარმეების წინააღმდეგ სანქციების გატარებით, იგი არ ახდენდა სურსათის დაბინძურების მიზეზების კვლევას, ან იმპორტირებული სურსათის შემთხვევაში, შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის ან სურსათის წარმოშობის ქვეყნის სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმირებას. შესაბამისად, არ ტარდებოდა პრევენციული ღონისძიებები მომავალში დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ასე და ამრიგად, 2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე სურსათის შემოწმების შედეგებზე დაკვირვების მაგალითზე ჩანს, რომ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები სათანადოდ ვერ რეაგირებენ მავნე სურსათის ბაზარზე გავრცელების აღსაკვეთად.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 - დან 30 000ლარამდე იზრდება
---