მედიამონიტორინგი 20.03.2018
ტელევიზია
20.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთლობის სტრატეგიას და სტაციონალურ მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5111313
I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5111248
---
20.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა. 2017 წლის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებულ პროგრამაში 544 კერძო კლინიკა მონაწილეობს. მაშინ როცა პროგრამის სრულად ამოქმედების დასაწყისში მათი რაოდენობა 476 არ აღემატებოდა. ყველაზე მეტი ზრდა გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტშია. ამბულატორიების რიცხვი 195-დან 247-მდე გაიზარდა. მაღალია ზრდა კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებაშიც. პროგრამაში ჩართული კარდიოლოგიური კლინიკების რაოდენობა 26-დან 47-მდე გაიზარდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5111492
---
19.03.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: თავისუფალი სივრცე
კანონპრეოქტი რომელზედაც პარლამენტმა განხილვები უნდა დაიწყოს, ექიმები გვამებზე ცდების ჩატარებას ითხოვენ. კანონის მიღბის შემტხვევაში როგორ გადაწყდება რომელ გვამს ჩუტარდება ცდები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110964
---
19.03.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 17:00
გუდაურში დაშავებულები ერთ მგზავრს, ღუდუშაურის კლინიკიდან დღეს, დღის ბოლომდე გაწერენ. დანარჩენი 4 პაციენტი კი, ღუდუშაურისა და "მედიქლაბის" კლინიკებში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმყოფილებელია. პაციენტები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110352
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110036
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109807
კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110818
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110915
ტვ პირველი-დღის ამბები 17:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110383
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110523
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110369
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110745
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110038
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109347
---
19.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
როგორ უნდა მიაწოდო სწორად ინფორმაცია ექიმმა მშობელს, როცა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იბადება? როგორია სწორი კომუნიკაცია მედპერსონალსა და მშობლებს შორის? თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუცი ოდიშარია და საქარველოს დაუნის სინდრომის ასციაციის ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109478
---
19.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
პაციენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის და ფარმაცევტული კოპპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე გაკეთდა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ცნობით, არაეთიკურ ქმედებებში არაერთი კომპანიაა ჩართული. პრობლემის გამოსასწორებლად კი უახლოეს პერიოდში ინდუსტრია საკუთარ ხედვებს პრეოქტის სახით ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109474
---
19.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გასულ წელს, ჯანდაცვის სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშშია აღნიშნული, სფეროში არსებული რიგი რეგულაციების მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გამოწვევები მაინც არსებობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109465
---
19.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
საკუთარი დედის მიერ ეზოში დამარხული ჩვილი პოლიციამ პროზექტურაში გადაასვენა. სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი მოკლა ტუ არა 35 წლის ქალმა ახალშობილი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძვრული. პოლიციამ ბავშვის დედა უკვე დაკითხა, ის ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სოფელშ ყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალმა კიდევ 2 ბავშვი გააჩინა და გაყიდა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110906
---
19.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
შშმ ბავშვებისთვის მოპარული ათასები - საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის სახსრებით ბავშვების დასვენების საქმეს იძიებს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110924
---
19.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
შინმოვლის პროგრამა აჭარაში ფაქტობრივად არ ხორციელდება. კოალიცია შინმოვლა საქართველოში რეგიონში პროექტის არაეფექტურობაზე საუბრობს. აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გასული წლების კვლევების მიხედვით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები მათზე გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ ან ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ინფორმაცია, რა სახის სერვისით სარგებლობის საშუალება აქვთ. აჭარაში პროგრამით ყოველწლიურად 90 ბენეფიციარი სარგებლობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5110061
---
19.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია, მიუხედავად ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობების, სქესის, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვადასხვა ღირებულებებისა თუ შეხედულებების. სწორედ ამას ემსახურება დასაქმების და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული 4 საგრანტო პროექტი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5109789
---
ინტერნეტი
19.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/sayoveltao-jandacvis-programashi-chartuli-klinikebis-raodenoba-izrdeba/231/
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა იზრდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა. 2017 წლის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებულ პროგრამაში 544 კერძო კლინიკა მონაწილეობს. მაშინ როცა პროგრამის სრულად ამოქმედების დასაწყისში მათი რაოდენობა 476 არ აღემატებოდა. ყველაზე მეტი ზრდა გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტშია. ამბულატორიების რიცხვი 195-დან 247-მდე გაიზარდა. მაღალია ზრდა კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებაშიც. პროგრამაში ჩართული კარდიოლოგიური კლინიკების რაოდენობა 26-დან 47-მდე გაიზარდა.
---
19.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotpacientebs-dzviradgirebul-medikamentebs-aramiznobrivad-unishnavenquot/17747/
"პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ"
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ინიციატივას გამოთქვამს ფარმაცევტულმა კომპანიებმა ხარჯები გაასაჯაროვონ. ინიციატივის საფუძველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება გახდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმები პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი მინისტრის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს. ამიტომ ახლო მომავალში სახელმწიფოს პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის გეგმას წარუდგენს. „ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი, რომელიც არაკეთილსინდისიერად მოღვაწეობს ფარმაცევტულ ბაზარზე ახდენს ზეწოლას ექიმებზე, რომელთა ანაზრაურება არც ისე მაღალია. ასეთივე პრობლემა დგას განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, აშშ-ი, იქაც დაახლოებით 20% არამიზნობრივად არის დანიშნული. საქართველოში ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ექიმების კომპეტენცია, „გაიდლაინების“ ნაკლებობა და ექიმების ფინანსური დაინტერესება. ელექტრონული რეცეპტის სისტემა გამჭვირვალეს გახდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას. ამის გარდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ გავასაჯაროვოთ ჩვენი ხარჯების მიზნობრიობა. ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს იცოდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები.“ - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა.
---
19.03.2018
ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც შვედი ტურისტის ორსულობას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება, საიდანაც ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება. სოფრომაძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალურია. გართულებას ადგილი არ აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენი პაციენტებიც გაეწერებიან კლინიკიდან," - განუცხადა ჟურნალისტებს სოფრომაძემ ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტების მონახულების შემდეგ. რაც შეეხება "მედიქლაბ ჯორჯიაში" მოთავსებულ კიდევ ერთ ტურისტს, როგორც სოფრომაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა ის ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულადაა. "მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ალბათ, უახლოეს დღეებში გაეწერება და დაბრუნდება სამშობლოში. რადგანაც ის გახლავთ 15 კვირის ორსული, სასურველია, რომ მწოლიარე რეჟიმში მოხდეს მისი ტრანსპორტირება, თუმცა, ორსულობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა სოფრომაძემ.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/483730-jandacvis-ministris-moadgile-gudaurshi-dashavebuli-orsuli-klinikas-24-saathis-ganmavlobashi-datovebs.html?ar=A
ჯიეიჩენ-ჯი- http://ghn.ge/com/news/view/199522
დრონი.ჯი- http://droni.ge/?m=9&AID=38302
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=66619
---
19.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=62258
IDFI: 2014 წელს ევროპაში შშმ პირების დასაქმებამ 33,6% შეადგინა, საქართველოში - 4,8%
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით, 2014 წელს ევროპაში დამსაქმებელმა შშმ პირების 33,6 პროცენტი დაასაქმა, საქართველოში - 4,8 პროცენტი. საქართველომ შშმ პირების ხელშეწყობის ვალდებულება 2013 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCPRD) რატიფიცირებით აიღო. კვლევის სხვა მიგნებები: სახელმწიფოს არ აქვს შშმ პირების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები; 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100 113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის პირველი მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118 651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125 104; საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5 172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი - 10 052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი; 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი); დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2 პროცენტი თვითდასაქმებული იყო, დანარჩენ მოსახლეობაში კი - 53,6 პროცენტი; ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების პროექტის მთლიანი ხარჯებისგან განცალკევებით აღრიცხვა; 2017 წელს მნიშვნელოვანად გაიზარდა შშმ პირებისთვის მართვის მოწმობებისა და სცნობი ნიშნების გაცემის სტატისტიკა.
---
19.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gamonabolqvit-gamowveuli-daavadebebis-dinamika-mzardia-/17763/
გამონაბოლქვით გამოწვეული დაავადებების დინამიკა მზარდია
სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკას ასაჯაროვებს. აუდიტის ცნობით, დაავადებები, რომელსაც გამონაბოქვით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი იწვევს, საქართველოში მზარდია. „ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა, ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ჟანგეულები, აქროლადი ორგანული ნაერთები, უმცირესი ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ჰაერის დაბინძურება უამრავი დაავადების ძირითად გამომწვევს წარმოადგენს, რომელთა შემცირების და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების განხორციელება.“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. დიაგრამაზე მოყვანილია საქართველოში 2012-2016 წლებში იმ დაავადებათა ზრდის დინამიკა, რომელთა ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებაა.
---
19.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/auditi-haeris-dabindzurebis-gamo-sikvdilianobit-saqartvelo-msoflioshi-me-3-adgilzea/17743/
აუდიტი: ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა
ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს და 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა. აუდიტმა თბილისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. „არ ტარდება ღონისძიებები მოსახლეობის ფართო მასებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად, ატმოსმფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობის და დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ, რაც განაპირობებს პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობას და საზოგადოების დაბალ აქტიურობას ჰაერის დაცვის კუთხით.“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანებია, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. „მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე. მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით არ დამტკიცებულა. 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 04.04.2017 – 06.10.2017 პერიოდში - 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია;ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივი დონე ქალაქის მასშტაბით, აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება. 2017 წელს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის (O3) შემთხვევაში შეადგენდა 167%-ს, გოგირდის დიოქსიდი (SO2) - 155%-ს და ნახშირჟანგის (CO) - 122%-ს; არ არის დანერგილი ჰაერის დაბინძურების სრული და რეალური სურათის დასადგენად მავნე ემისიების პროგნოზირებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემები;“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
---
19.03.2018
მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1521461378-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-exclusive
„პრაიმტაიმის“ სტატიის შემდეგ 20 წლის ფეხმძიმე გოგონა ფსიქიატრიულიდან სახლში დააბრუნეს
---
ბეჭდვითი მედია
20.03.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
არდაბადებული გოგონების ამბავი
დღეს უკვე ნაკლებად დაობენ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე და საღი აზრით თანხმდებიან, რომ თანაბარ პირობებში ორივე სქესის წარმომადგენელს წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც გვხვდება ქართულ რეალობაში (და არა მარტო) ისეთი პრობლემა, როგორიცაა სელექციური აბორტი. ექიმ-გინეკოლოგები აბორტსა და მის საჭიროებას ასე განმარტავენ: აბორტი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით არის ეთნიკურად გამართლებული. ან როდესაც ორსულობის გახანგრძლივება საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს, ან როდესაც ნაყოფი არის ისეთი დაავადებების, სიმახინჯეების მატარებელი, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. სხვა შემთხვევაში ეს პროცესები ქალის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სელექციური აბორტის ერთ-ერთი გამოვლენის ფორმა სქესს უკავშირდება და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სახელმწოფოში გვხვდება. სელექციური აბორტის ერთ-ერთიო გამოვლენის ფორმა სექსს უკავშირდება და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში გვხვდება. ძირითადად რა იწვევს ჩვენს საზოგადოებაში სელექციური აბორტების სიხშირეს და შეიძლება მივიჩნიოთ თუ არ აბორტის ეს ფორმა ქალთა მიმართ ძალადობის, ანუ ფემიციდის ერთ-ერთ ფორმად? "ქრონიკა+"-თან საუბრობს სახალხო დამცველი აპარატის წარმომადგენელი - ანა ლობჟანიძე: "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ფესვები კულტურაში უნდა ვეძებოთ, სადაც ვაჟი მიიჩნევა ოჯახის გვარის გამგრძელებლად, ხოლო ქალს, როგორც ღირებულებების არმქონეს, ამ კულტურაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, აბორტი დაუშვებელია სქესის შერჩევის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სქესისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის ხდება. ამ მოთხოვნის შესრულებას, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის მონიტორინგს უწევს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები არ გამოვლენილა. 2017 წელს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს რეკომენდაციით მიმართა, რომ აღმოფხვრას გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტრატეგიებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოზარდების ჯანმრთელობაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც სელექციური აბორტის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია: მაგალითად, კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი. 2015 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა მსოფლიო ბანკის დახმარებით განახორციელა კვლევა, "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში". ერთ -ერთი პროექტი, რომელიც სელექციური აბორტების შემცირებასა და საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად, სახელწოდებით "ჩემი გოგო" უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ხორციელდება. პროექტის სირთულეებსა და შედეგებზე საუბრობს მისი ხელმძღვანელი ეკა მიმინოშვილი. ეკა მიმინოშვილი: "პროექტის ბოლოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ექსპოზიცია იგეგმება. მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სორსფაბრიკი, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო". სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 - გოგინა, თუმცა შობადობა შემცირებულია.
---
20.03.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ახდენს ზეწოლას ექიმებზე"
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ინიციატივას გამოთქვამს ფარმაცევტულმა კომპანიებმა ხარჯები გაასაჯაროვონ. ინიციატივის საფუძველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება გახდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმები პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი მინისტრის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს. ამიტომ ახლო მომავალში სახელმწიფოს პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის გეგმას წარუდგენს. „ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი, რომელიც არაკეთილსინდისიერად მოღვაწეობს ფარმაცევტულ ბაზარზე ახდენს ზეწოლას ექიმებზე, რომელთა ანაზრაურება არც ისე მაღალია. ასეთივე პრობლემა დგას განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, აშშ-ი, იქაც დაახლოებით 20% არამიზნობრივად არის დანიშნული. საქართველოში ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ექიმების კომპეტენცია, „გაიდლაინების“ ნაკლებობა და ექიმების ფინანსური დაინტერესება. ელექტრონული რეცეპტის სისტემა გამჭვირვალეს გახდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას. ამის გარდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ გავასაჯაროვოთ ჩვენი ხარჯების მიზნობრიობა. ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს იცოდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები.“ - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა.
---
20.03.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
გუდაურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება, საიდანაც ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება. მისი თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალურია. გართულებას ადგილი არ აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენი პაციენტებიც გაეწერებიან კლინიკიდან", - განაცხადა სოფრომაძემ.
---
20.03.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ 120 მილიონი ლარი დაიხარჯა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომელთა გამომწვევად ჰაერის დაბინძურება მიიჩნევა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, გარემოს დამბინძურებლებით [აზოტის დიოქსიდი (NO2), ნანხშირორჟანგი (CO2), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O3), მტვრის ნაწილაკები (PM2.5, PM10)] გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120 050 566 ლარი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხის, დაახლოებით 60% გადარიცხულია თბილისში არსებულ კლინიკებში. გასათვალისწინებელია, რომ რეგიონების მოსახლეობის ნაწილი სამკურნალოდ დედაქალაქის საავამდყოფოებს მიმართავს, რაც ამცირებს რეგიონებში კლინიკებში მიმართვიანობის პროცენტს. აუდიტმა დამბინძურებლებით გამოწვეულ დაავადებებს შორის დასახელებულია: ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები რესპირატორული სისტემების დაავადება, ხველება, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ინტოქსიკაცია სასუნთქი გზების დაავადებები, თვალების წვა, ხველება, ასთმა, თავბრუსხვევა, სისხლმბადი ორგანოების დააავადებები (ლიმფომა, ლეიკემია), ფილტვების კიბო; კარდიოვასკულარული და ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ფილტვების კიბო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მოქმედი ნორმები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.
---