From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-20.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 20.04.2018 08:41
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.04.2018

ტელევიზია

20.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონსიკა 09:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალურ პარტნიორთა სამმხრივი კომისიის სამდივნო ტყიბუსლის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მეშახტეებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შედეგები გააცნეს. კომისიის გადაწყვეტილებით მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. ასევე დასაქმებულებისთვის სოციალური პაკეტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება. საკუთარი ინიციატივები წარადგინეს მეშახტეებმაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175854

იმედი-ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175906

იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175989

რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175599

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175652

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175738

---

 

20.04.2018

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დღეს ტყიბულში მეშახტეებს შეხვდება. მიზანი ქვანახშირის მაღაროში არსებული ვითარების გაცნობაა. წინასწარი ინფორმაციით დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრას მეშახტეებთან 300 მეტრი სიღრმის მაღაროში გამართავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175689

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175595

---

 

20.04.2018

არხი:  ქრონია

გადაცემა: იმედის დილა

სარისკო პროფესიები და ანაზღაურება საქართველოსა და მსოფლიოში - შახტის უსაფრთხოების შეფასება. გადაცემის სტუმარია ირაკლი პეტრიაშვილი.

https://www.imedi.ge/ge/video/23354/sarisko-propesiebi-da-anazgaureba-saqartvelosa-da-msoplioshi--shakhtis-usaprtkhoebis-shepaseba

---

 

20.04.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 09:00

აქცია იგეგმება დღეს თბილისში. ორდღიანი მსვლელობის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები შეიკრიბებიან. ისინი აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. 110 კილომეტრი დაფარეს და თბილისის შემოსასვლელთან არიან დაბანაკებულნი. ისინი 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175592  

19.04

ტვ პირველი -დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174047

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175267

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174827

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174727

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174253

---

 

20.04.2018

არხი:  ტვ პირველი  

გადაცემა: საქმიანი დილა

სამსახურის მაძიებელთა განათლებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი 51 პროფესიის ასათვისებლად რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და ის 4 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოთხოვნად პროფესიაში 1 მოკლევადიან კურსზე სურველზე 1 ვაუჩერი გაიცემა და მისი მაქსიმალური ღურებულება 1000 ლარია. შშმ პირებისთვის დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით 1 ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება 1500 ლარს არ აღემატება. თბილისელები სამსახურის ყველაზე ხშირად ახლობლის ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ. დასაქმებულთა 55%-მა სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. მეორე ყველაზე პოპულარული გზა კი ინტერნეტში ვაკანსიის მოძიებაა. ეისითის მიერ ჩატარებულ კვლევაში მათი წილი 12%-ია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175875

---

 

19.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

კომპანიამ, რომლის კუთვნილ შახტშიც 6 მეშახტე დაიღუპა, შესაძლოა ოპერირება საერთოდ შეწყვიტოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება,თუ შესაბამის დასკვნას შრომის ექსპერტები გააკეთებენ. მათი მოწვევის შესახებ დასკვნა სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175212

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175449

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175258

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175357

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175177

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174954

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174873

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174857

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174803

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174726

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174671

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174504

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174266

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174259

---

 

19.04.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად

დღეს დილით განახლდა აგარის შაქრის თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა თბილისის მიმართულებით. მუშებმა აგარიდან მსვლელობა 18 აპრილს დაიწყეს, ისინი თბილისში, მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. აგარიდან თბილისამდე 112 კილომეტრია. 6 თვეზე მეტია აგარის შაქრის საწარმო გაჩერებულია, უკვე 40 დღეა რაც მუშები აგარის შაქრის კომპანიის პირველადი პროფლავშირისა და სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეს. კომოპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს. პასუხისმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს ხელს. ხელისუფლება კი დღემდე არ დგამს ნაბიჯებს არ პრობლემის მოსაგვარებლად

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174721

---

 

19.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

აზიური ფაროსანას შესაწამლმა პრეპარატმა გურიაში შუა ხნის მამაკაცი იმსხვერპლა. სოფელ შემოქმედში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თემურ ონიანი სპეციალური ხსნარით საკუთარ სახლის სხვენს ამუშავებდა. დავით სერგეენკოს კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175290

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174920

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175155

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5175315

---

 

19.04.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

რა შეღავათებით სარგებლობენ მარტოხელა მშობლები საქართველოში? ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ანგარიში მოამზადა. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში 2018 წლის 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 458 ადამიანს აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5174533

---

 

 

19.04.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

საქართველოში შობადობა მცირდება. ცოცხლად დაბადებულთა რიცხვოვნობამ გასულ წელს 53293 ადამიანი შეაგდინა, რაც 2016 წელთან შედარებით, თითქმის, 6%-ით ნაკლებია. საქსტატის თაახმად, ყველაზე მაღალი შობადობა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამასთან, გასული წლის განმავლობაში, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 108 ბიჭი მოდიოდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1,7%-ით შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი, მესამე და მომდევნო ბავშვის წილი კი 1,3%-ით გაიზარდა. თითქმის უცვლელი დარჩა მეორე ბავშვის წილი. რაც შეეხება დედის ასაკს, 2017 წელს დაბადებულთ საერთო რიცხვოვნობაში, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩემილი ბავშვების წილი 3%-ით შემცირდა. 25-39 ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 3%-ით გაიზარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173682

---

 

19.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

ნაადრევად დაბადებული ბავშვები. როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის ახალშობილები, რომლებიც 500 და 600 გრამს იწონიან. დღენაკლიანობა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიოზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ტენდენცია მზარდია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, 2016 წელს ერთ წლამდე ასაკის სულ 507 ახალშობილი გარდაიცვალა იუნისეფის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე ჩვენ ქვეყანაში 10 ერთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება. რატომ აქვს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან შედარებით დღენაკლულ ბავშვთა გადარჩენის დაბალი მაჩვენებელი და როგორია სტატისტიკა, თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა კომიტეტის წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟვანიას სახელობის პედიატრიის ახალშობილთა რეანიმაციის ექიმი ხათუნა ლომოური საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173247

---

 

19.04.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის კონტროლს ისახავს მიზნად. გადაცემის სტუმარია ნაილი შეგნელიძე- რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის წარმოამდგენელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173658

---

 

19.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

საქართველო სოციალური უთანასწორობით რეგიონის ლიდერია. საჯარო სექტორში ხელფასებს შორის სხვაობით მსოფლიოსი პირველ ადგილზე ვიმყოფებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173655

---

 

19.04.2018

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

გაგაცნობთ საქველმოქმედო განცხადებას - ეკატერინე ლაშხიას სიმსივნის მძიმე ფორმა აქვს. მის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ძვირადღირებული მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია. ისინი დახმარებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5173964

---

 

 

 

ინტერნეტი

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488998-jandacvis-ministris-moadgile-da-socialur-partniortha-sammkhrivi-komisiis-samdivno-tyibulis-meshakhtetha-sainiciativo-jgufis-tsarmomadgenlebs-shekhvdnen.html

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალურ პარტნიორთა სამმხრივი კომისიის სამდივნო ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სოციალურ პარტნიორთა სამმხრივი კომისიის სამდივნო ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მეშახტეებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შედეგები გააცნეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. ასევე, დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „შეხვედრაზე მეშახტეებმა საკუთარი ინიციატივებიც წარადგინეს. მსგავსი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პია.ჯი- https://pia.ge/post/198602-mindelis-saxtsi-usafrtxoebis-pirobebze-auditi-saertasoriso-eqspertebis-cartulobit-ganxorcieldeba

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64076

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-ministris-moadgile-tamar-barkalaia-tyibulis-meshakhteta-sainiciativo-jgufis-wevrebs-shekhvda/

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488981-davith-sergeenko-shromis-saerthashoriso-organizaciidan-movitsvevth-eqspertebs-romlebthan-erthadac-tyibulis-shakhtashi-arsebul-shromis-usafrthkhoebas-shevistsavlith.html

დავით სერგეენკო - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც ტყიბულის შახტაში არსებულ შრომის უსაფრთხოებას შევისწავლით

დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  მინისტრმა პროფკავშირების მიერ წარმოდგენილ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი პირობითად ორ ჯგუფად დაიყო – სოციალური შეღავათები და შრომის უსაფრთხოება.  „სოციალური შეღავათების ჩამონათვალში იყო საკითხები, რომელიც საჭიროებდა სამმხრივი კომისიის წევრების გარდა სხვა ინსტიტუციების ჩართვას. ეს იყო საკითხები საპენსიო ასაკის შემცირებაზე, ასევე საგადასახადო შეღავათებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფში შეიქმნება ფორმატი, რომელზეც ამ სოციალური პაკეტების საკითხს განვიხილავთ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად კომპანიას, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის საწარმოს და სამინისტროს შრომის ინსპექტირებას რამდენჯერმე ჩატარებული აქვს გარკვეული შეფასებები, ჩვენ შევთანხდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ შესაბამის ექსპერტებს, რომლებთან ერთადაც შევაფასებთ მთლიანად საწარმოში შრომის უსაფრთხოებას. დიდი იმედი მაქვს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან ექსპერტების ჩართვა დროულად მოხდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.  მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ტყიბულის მოსახლეობის დასაქმება მხოლოდ ერთ საწარმოზე არ იყოს დამოკიდებული. მისივე თქმით, არის მოსაზრება რომ სხვა მიმართულებითაც შეიქმნას საწარმოები, რომელიც არ გახდის მოქალაქეებს ერთ საწარმოზე დამოკიდებულს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/198573-mindelis-saxtsi-sromiti-usafrtxoebis-sakitxze-daskvnas-sromis-saertasoriso-organizacia-moamzadebs

19.03

კვირა.ჯი- http://kvira.ge/392928

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=170646-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=69011

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142006&lang_id=ge

რეგინფო.ჯი- http://reginfo.ge/people/item/6422-tybibulis-shaxtashi-shromis-usaprtxoebas-saertashoriso-eqspertebi-sheisxavlian

პია.ჯი- https://pia.ge/post/198573-mindelis-saxtsi-sromiti-usafrtxoebis-sakitxze-daskvnas-sromis-saertasoriso-organizacia-moamzadebs

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488936-davith-sergeenko-shromis-saerthashoriso-organizaciidan-movitsvevth-eqspertebs-romlebthan-erthadac-tyibulis-shakhtashi-arsebul-shromis-usafrthkhoebas-shevistsavlith.html?ar=A       

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/tyibulis-shaxtebis-shemowmebis-processhi-ilo-s-eqspertebi-chaertvebian-/18635

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35922/sergeenko-saertashoriso-eqspertebtan-ertad-shevafasebt-tyibulis-satsarmoshi-shromis-usafrtkhoebas

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488983-zurab-gelenidze-tyibulis-shakhtashi-tsarimartheba-auditis-procesi-ris-shemdegac-gadavtsyvetth-ramdenad-gvighirs-shakhtashi-operireba.html

ზურაბ გელენიძე - ტყიბულის შახტაში წარიმართება აუდიტის პროცესი, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, რამდენად გვიღირს შახტაში ოპერირება

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს.  როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეჯერება, რამდენად უღირს კომპანიას ადგილზე ოპერირება განახორციელოს. მისივე თქმით, კომპანიამ მაქსიმალური გააკეთა რისკების მინიმალიზაციისთვის, თუმცა, სავალალო შედეგი მაინც დადგა.  „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, რომ სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს საგამოძიებო პოროცესი, მზად ვართ ყველა შედეგისთვის. ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო შედეგი მაინც დადგა“, - განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია დასაქმებული

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/gig-ganvixilavt-yvela-variants---mat-shoris-shaxtis-daxurvasac/18632

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/488982-irakli-petriashvili-thu-gadaiaraghebis-shemthkhvevashic-aghnishnul-shakhtebshi-shroma-mainc-safrthkhis-shemcveli-iqneba-davasakhele-ramdenime-proeqti-romelic-sheidzleba-gankhorcieldes-tyibulshi.html

ირაკლი პეტრიაშვილი - თუ გადაიარაღების შემთხვევაშიც აღნიშნულ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველი იქნება, დავასახელე რამდენიმე პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ტყიბულში

თუ საერთაშორისო დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციის ან გადაიარაღების შემთხვევაში აღნიშნულ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველია, მე დავასახელე რამდენიმე პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ტყიბულში, - ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  პეტრიაშვილის თქმით, მის ამ წინადადებას შეხვედრაზე დაეთანხმა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი, პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან აუდიტის ჩატარება. „თუ დასკვნაში აღინიშნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციისა და გადაიარაღების შემთხვევაში ამ შახტებში შრომა მაინც საფრთხის შემცველი იქნება, ბუნებრივია, მე დავასახელე პროექტები და ეკონომიკის მინისტრიც დაეთანხმა, რომ „აწარმოე საქართველოში“ და მსგავსი პროექტები შეიძლება კონცეტრირებული იყოს ტყიბულში. თუმცა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია აუდიტორული დასკვნა“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.  მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორული დასკვნის ჩასატარებლად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს სამმხრივმა კომისიამ. პეტრიაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის დასკვნის სანდოობის ხარისხს.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489025-nino-lomjaria-sajaro-seqtorshi-shshm-pirtha-dasaqmeba-dzalian-dabalia.html

ნინო ლომჯარია - საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმება ძალიან დაბალია

სახალხო დამცველი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.  როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად არსებული სახელმწიფო პროგრამები ეფექტურად ვერ მუშაობს. "მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ისინი ნამდვილად ვერ მუშაობენ ეფექტურად. ძალიან დაბალია შშმ პირთა დასაქმება საჯარო სექტორში. მინიმალურია ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომელთა უმეტესობა არის სპეციალური პროგრამების და ინიციატივების საფუძველზე დასაქმებული. პრაქტიკულად წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე მათი დასაქმება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  მისივე თქმით, ფიზიკური გარემოსა და სრულფასოვანი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს, ხოლო დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი იმდენად დაბალია, რომ შშმ პირებისთვის საქმიანობა არამომგებიანი ხდება. "თავად დასაქმების შემთხვევაშიც კი, მათი სამსახური არასტაბილურია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ეხსნებათ სოციალური დახმარების პაკეტი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ სოციალურ მდგომარეობას.  მთავარი რეკომენდაციაა საკანონმდებლო ცვლილება და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ფაქტია, რომ ფული იხარჯება, მაგრამ შშმ პირთა დასაქმების თვალსაზრისით, შედეგი მინიმალურია,-" აღნიშნა მან. მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2017 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძო სექტორში კი ამავე წლის მონაცემებით, 101 შშმ პირია დასაქმებული.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489031-nino-lomjaria-agaris-qarkhnis-garshemo-mimdinare-movlenebs-thvals-vadevnebth-iqidan-gamomdinare-rom-es-aris-kerdzo-dava-dzalian-rthulia-chveni-charthuloba.html

ნინო ლომჯარია - აგარის ქარხნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კერძო დავა, ძალიან რთულია ჩვენი ჩართულობა

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კერძო დავა, ძალიან რთულია ჩვენი ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის მისი მნიშვნელობა და ვითარების სიმძიმე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აგარის ქარხანაში წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი განიხილავს, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს კერძო სუბიექტებს შორის არსებულ დავაში. "რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს აგარის ქარხნის გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კერძო დავა, ძალიან რთულია ჩვენი ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის მისი მნიშვნელობა და ვითარების სიმძიმე. ჩვენ განვიხილავთ, სად შეიძლება ჩაერთოს სახალხო დამცველი და რა შეიძლება იყოს სახალხო დამცველის როლი იმ პროცესში, როცა დავა კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. აგარიდან ორდღიანი მსვლელობის შემდეგ კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. ისინი ქარხნის ამუშავებას და ამ პროცესში მთავრობის ჩართვას მოითხოვენ.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/269461/

რას ყვებიან აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოსული მუშები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ

აგარელი მუშები, რომლებმაც აგარიდან თბილისამდე ფეხით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, თბილისში 19 აპრილს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. ისინი 20 აპრილის ღამეს ქალაქის განაპირას, დიღმის მასივის ტყე-პარკში, კარვებში ათენებენ, დილით კი კანცელარიასთან აქციას გამართავენ. როგორც მუშები ნეტგაზეთთან საუბარში ყვებიან, უკვე 7 თვეა, რაც მათ შემოსავლის წყარო აღარ გააჩნიათ, ხელისუფლებასთან კი მათ ერთი კითხვა აქვთ, ასწავლონ მათ, თუ როგორ იარსებონ ფულის გარეშე. “ვმუშაობ 9 წელია. აგარიდან თბილისამდე ფეხით ჩამოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მყავს 3 წლის შვილი და გუშინწინიდან მოყოლებული მას სიცხე აქვს, მე კი წამლის ფული არ მქონდა, რომ მეყიდა. პურის ჭამაზე და ჩაცმაზე უკვე ზედმეტია საუბარი. ჩაცმაზე ვინღა საუბრობს. ვითხოვთ და ვთხოვთ მთავრობას, მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული აგვიხსნან, ეს უსახსრობით როგორ გავაკეთოთ. ვითხოვთ ჩვენს ორ კაპიკს, რომელიც შეიძლება ჩვენი შრომითა და ხელით ვიშოვოთ. ძალიან რთული იყო გზის გადალახვა. დალეწილები ვართ,” – უთხრა ნეტგაზეთს აგარის ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით ღათაშვილმა. “აგარის დაბა ქარხნის ირგვლივ გაშენდა.  ეს წარმოება არის ჩვენი სახლი..უკვე მეშვიდე თვეა ჩვენ უმუშევრები ვართ, ასეთი მდგომარეობა ჩვენ არ გვქონია არასდროს და ამ ფორმით ვაპროტესტებთ. ეს პირველი ფორმა არ არის, ჩვენ 48 დღე-ღამე, ქალი და კაცი ვიყავით ქარხნის წინ. რაღაცას გვაიმედებდნენ, რაღაცას გვეუბნებოდნენ, თუმცა შედეგი ამას არ ჰქონია. დღეს ასეთი ფორმით გადაწყვეიტეთ. 110 კილომეტრი ფეხით დავფარეთ, გუშინ გამოვედით და დღეს ჩამოვედით, დღეს აქ დავბანაკდებით, ხვალ გვინდა მივიდეთ კანცელარიასთან, მთავრობას ვკითხოთ, როგორ ვიარსებოთ ?! ,” – გვითხრა ზაზა ალბურიშვილმა, რომელმაც აგარის ქარხანაში 17 წელი იმუშავა.  მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აგარელი მუშები 48 დღის განმავლობაში ქარხნის გაჩერებას შენობის წინ აპროტესტებდნენ, არცერთი სამთავრობო უწყება მათ არ დახმარებია. “ავდექით და გადავწყვიტეთ, ასეთი ფორმით გაეგო საზოგადოებას და საქართველოს, რა დღეშია ჩვენი პატარა დაბა და რისთვის ვიბრძვით. ამ ხალხს უნდა შრომის უფლების დაბრუნება, სხვა არაფერი. ჩვენ ყველა სუფთა ზურგით მოვდივართ , არავის ეჭვი არ გაუჩნდეს. ეს არის სუფთა მუშების პროტესტი,”- განმარტავს ზაზა ალბურიშვილი. “15 წელია, რაც ქარხანაში ვმუშაობ. ეს გადაწყვეტილება   კი იმიტომ მივიღეთ, რომ 7 თვის განმავლობაში თითოეულს ლარი არ აქვს შეტანილი ოჯახში და თითოეულს გვყავს ცოლ-შვილი, პლუს კიდევ ბანკების ვალდებულებები, რომლებსაც ვერ ვიხდით. ეს 48 დღე 24-საათიან რეჟიმში ვიყავით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ხმა ასე ჩავიტანოთ, ფეხით მსვლელობით, რომ მთელ საქართველოს გავაგებინოთ, რომ ერთი პატარა დაბა არის პარალიზებული. თან ისეთი საწარმოს მუშები ვართ, რომელიც ყველას სჭირდება. მთელ საქართველოს სჭირდება, ყველა ოჯახს სჭირდება. ასეთი საწარმო მეორე საქართველოში არ გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ მივიტანოთ ეს ჩვენი ხმა, რომელიც 100 კილომეტრიდან ვერ გაიგეს, იქნებ 100 მეტრში გაიგონ,” – განაცხადა აგარის ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ზაქარია თურმანიძემ. ზაქარია თურმანიძე აგრეთვე ამბობს, რომ როგორც მისთვის, ასევე აგარის ქარხნის თანამშრომელთა უმეტესობისთვის, ის არგუმენტი, რომ შაქარი კონკურენტუუნაროა, არასერიოზული და მიუღებელია. “ჩვენს პროდუქტს აქვს უმაღლესი ხარისხი და უპირველეს ყოვლისა, ამ პროდუქტს ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვახმართ. ის რომ უხარისხო იყოს, ჩვენ ხომ მას არ შევიტანდით. რომ შემოდის შაქარი, აი, სწორედ ეგ არის საეჭვო. ჩვენ მუშები, 180-ლარიანი მუშა გვყავს, სამარცხვინო და სამათხოვროდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ხელებით ვარჩინოთ ოჯახები,” – გვითხრა ზაქარია თურმანიძემ. “ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა უკიდურესმა გაჭირვებამ ჩვენს ოჯახებში. ოჯახი, რომ იტყვიან, შიმშილის ზღვარზეა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. 48 დღე-ღამე თოვლსა და სიცივეში ვიდექით და ვითხოვდით დასაქმებასა და სახელმწიფოსგან გამოხმაურებას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ ჩამოვედით პარლამენტში  კაკულიასაც შევხვდით, მდინარაძესაც შევხვდით, აღგვითქვეს დახმარება, მაგრამ ეს პროცესი სადღაც გაჩერდა. ბოლოს ყველამ მიგვატოვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ნაბიჯით დაგვენახებინა, რომ მართლა გვიჭირს. გადავწვიტეთ, რომ მივიდეთ ახლოს, კაბინეტებამდე მივიდეთ და კაბინეტის წინ ვუთხრათ ჩვენი გაჭირვება. ხომ არიან ძალიან ძლიერი სპეციალისტები, ხომ არიან ძირითადად ბიზნესიდან მოსულები. აგვიხსნან, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს დაბაში. სადაც აღარც მაღაზია მუშაობს, აღაფერი მუშაობს საერთოდ. მაღაზიები იკეტება ნისიების გამო,” – ყვება ბადრი ელიაშვილი, რომელიც აგარის შაქრის ქარხანაში 20 წელი მუშაობდა.  მისივე მონათხრობით, მსვლელობას თავიდან აგარელი ქალებიც შეუერთდნენ, თუმცა თბილისში ჩამოსულმა აგარელმა მუშებმა ისინი უკან გააბრუნეს. “15 კილომეტრი მოდიოდნენ ჩვენთან ერთად და უკან რომ მიდიოდნენ, ტიროდნენ. ახლა ისინი აგარაში, ქარხნის წინ სხედან .” როგორც ნეტგაზეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განუცხადა, 20 აპრილს,  12.30   საათზე, აგარელი მუშები დიღმის მასივიდან საქართველოს კანცლარიისკენ მსვლელობით დაიძრებიან. “გზაში შემოუერთდება მთელი დაბა აგარა. აბსოლტუურად ყველა მათთან იქნება. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი და ვფიქრობთ, დროა ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომები მიიღოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის პროფკავშირის წევრების ინტერესებისგან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ იმას, რასაც მოგვთხოვენ წევრები,” – განმარტავს გიორგი დიასამიძე. “აგარის შაქარის კომპანია” რამდენიმე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს. ქარხნის გაჩერების გამო, ქარხნის მუშებმა არაერთი აქცია გამართეს, გუშინ კი აგარიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობა დაიწყეს. ამ დროისთვის თბილისში აგარის 50-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35925/agarelebi-2dghiani-msvlelobis-shemdeg-aqtsias-khval-tbilisshi-gamartaven

აგარელები 2-დღიანი მსვლელობის შემდეგ, აქციას ხვალ თბილისში გამართავენ

ორდღიანი მსვლელობის შემდეგ აგარელები ხვალ, 3 საათზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ. მათ აგარაში მცხოვრები სხვა ადამიანებიც შეუერთდებიან. მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, 12 საათზე დაიწყეს და 110 კილომეტრი დაფარეს. ისინი ახლა თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიასთან არიან დაბანაკებულები. "მოგიწოდებთ სოლიდარობა გამოუცხადოთ დასაქმებულებს, ამ ღირსეულ და შეუპოვარ ადამიანებს. (თბილისში მსვლელობის შესახებ ინფორმაციას დავწერთ) კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლების მსვლელობისას სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს. თუმცა ფეხების შეშუპების, არტერიული წნევის მატების და ჯანმრთელობის გაუარესების და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად მათ შეძლეს და თბილისში შემოვიდნენ. შეგახსენებთ, კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24 საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს", - წერია აქციის ანონსში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35904/agaridan-tbilisamde-saprotesto-msvlelobis-monatsile-sheudzlod-gakhda

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/rogor-daasaqmebs-mtavroba-1500-tyibulels-shaxtis-daxurvis-shemtxvevashi---sergeenkos-pasuxi/18637/

როგორ დაასაქმებს მთავრობა 1500 ტყიბულელს შახტის დახურვის შემთხვევაში - სერგეენკოს პასუხი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობს გარკვეული მონახაზები, რათა ტყიბულში დასაქმების დივერსიფიკაცია მოხდეს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პროფესიული კავშირების მიერ წამოყენებულ პირობებზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ტყიბულის შახტების შემოწმების პროცესში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩაერთვებიან. ამასთან, სამხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ ტყიბულის შახტის დახურვაც არ გამორიცხა, სადაც ამჟამად 1500 ადამიანია დასაქმებული. სწორედ აქედან გამომდინარე, BM.ge-მ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში, რაზეც დავით სერგეენკომ თქვა, რომ „სახელმწიფოს გარკვეული მონახაზები აქვს“. „მე არ ვარ ხელშეკრულებაში ჩახედული, ამიტომ არ ვიცი, თავის დროზე რა და როგორ გაფორმდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასე მარტივი იყოს და საწარმო კარებივით მარტივად დაიხუროს; ამას თავისი პროცედურები ექნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ ტყიბულის მოსახლეობის დასაქმება ერთ საწარმოზე არ იყოს დამოკიდებული. არის მონახაზები, მოსაზრებები რომ სხვა მიმართულებითაც შეიქმნას ისეთი სააწარმოები, რომლებიც დასაქმების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და ის მოსახლეობას მხოლოდ ამ ერთ საწარმოზე დამოკიდებულს არ გახდის“, - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, მას კონკრეტიკაზე საუბარი უჭირს, რადგან ჯერჯერობით, მონახაზები ხედვების სახით არსებობს. „ეს შეიძლება იყოს მსუბუქი მრეწველობის განვითარება, სოფლის მეურნეობა და ა.შ“, - აღნიშნა სერგეენკომ. სამხრივი კომისიის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმაც თქვა, რომ შესაძლებელია, ტყიბულში გარკვეული სახელმწიფო პროქტები კონცენტრირდეს. „ეკონომიკის მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ ტყიბულის შახტის შემოწმებას და თუ დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელების და გადაიარაღების შემთხვევაშც ტყიბულის შახტში მუშაობა საფრთხის შემცველი იქნება, ასეთი სიტუაციაში, ბუნებრივია, იქ დასაქმებულ ადამიანებს დასაქმების სხვა წყაროები უნდა გავუჩინოთ. მე სხვადასხვა პროექტები დავასახელე, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. რომ ისინი კონცენტრირდეს ტყიბულზე და მინისტრიც დამეთანხმა“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: https://on.ge/story/21386-%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-115-%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90

აუდიტორია #115-მა ჯანდაცვის სამინისტროსთან ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა

აუდიტორია #115-მა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის აქცია გამართა. აუდიტორია #115-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე დასწრების უფლება ტყიბულელ მეშახტეებს არ მისცეს. "ვაპროტესტებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებს, ხოლო სახელმწიფოს მოუვუწოდებთ, დაუყონებლივ შეასრულოს მუშათა მოთხოვნები", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ტყიბულის შახტის, ჭიათურის მაღაროსა და აგარის შაქრის ქარხნის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შეიკრიბა. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამმხრივ კომისიაში სხვა მხარეების ჩართვას ფორმატი არ ითვალისწინებს და დასაქმებულების პოზიციის გაჟღერების პასუხისმგებლობა პროფესიულ კავშირებს აქვს. სამმხრივ კომისიაში ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პროფესიული კავშირებისა და შპს "საქნახშირის" წარმომადგენლები.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/392929

“სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის უსაფრთხოების ნათელი რეკომენდაციებია გაცემული”

“დაავადებათა კონტროლის ცენტრს ცალსახა რეკომენდაციები აქვს გამოქვეყნებული იმ პრეპარატებზე, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი სახლში და სივრცეებში, თუმცა თითოეულ მათგანს თან ახლავს ძალიან ნათელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, თუ რა უნდა იყოს დაცული ასეთ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ მამაკაცის გარდაცვალების საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში ექსპერტიზის ბიურო მოამზადებს დასკვნას, რამ გამოიწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის გარდაცვალება. „რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებებს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ერთ-ერთი არის შხამქიმიკატები, რითაც ხდება შეწამვლა. ძალიან ცალსახადაა გამიჯნული კონკრეტული კომპეტენციის სფეროები. რაც შეეხება სახლს, შიდა სივრცეებს, მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაა. როდესაც სახლს გარეთ ტერიტორიაზეა გამოყენებული საშუალებები, ძირითადად ამით არის დაკავებული გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თუმცა, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ცალსახად არის გამოყოფილი იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ სახლს გარეთ სივრცეში იქნას გამოყენებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, თუმცა ნამდვილად არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა, რითი იყო გამოწვეული, რადგან ჩვენ დღეს და გუშინ გვიან საღამოსაც გვქონდა ექსპერტიზის ბიუროსთან კომუნიკაცია. მათ უკვე სინჯები აქვთ აღებული და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მოგვცემენ დასკვნას, რამ გამოიწვია გარდაცვალება“, – განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეპორტიორი.ჯი-   http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=69006

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sakhelmtsipo-mshobiarobas-mkholod-mskhvil-klinikebshi-daapinansebs

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად.  ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი. სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს. 22 კლინიკას 2019 წლის 1-ელ აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/samsaxuris-madziebelta-ganatlebas-saxelmwifo-1000-1500-larit-afinansebs/18590/

სამსახურის მაძიებელთა განათლებას სახელმწიფო 1000-1500 ლარით აფინანსებს

სამსახურის მაძიებელთა განათლებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაიწყო. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი 51 პროფესიის ასათვისებლად რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 4 მაისამდე გასტანს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოთხოვნად პროფესიაში ერთ მოკლევადიან კურსი (2-დან 4 თვემდე), რომელსაც სამსახურის მაძიებელი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაივლის. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის კი დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს. სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა, ერთ მოსარგებლეზე, განისაზღვრა თვეში 200 ლარით, ხოლო სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 3 თვეა. ვაუჩერის მისაღებად მსურველებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1524135637-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულია რეკომენდაციები და ინსტრუქცია მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. „დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა. საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში. საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.

---

 

19.04.2018

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/article/222334-ra-problemebs-ukmnis-gogonebs-bavshvobis-asakshi-korcineba-sakartveloshi-chatarebuli-kvlevis-mzime-shedegebi/

რა პრობლემებს უქმნის გოგონებს ბავშვობის ასაკში ქორწინება - საქართველოში ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები

კვლევის თანახმად, ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევა ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა Pro-mundo-US-თან თანამშრომლობით განახორციელა, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. კვლევაშია ნათქვამია, რომ ადრეული ქორწინების პრობლემა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც დგას. კვლევის ავტორების თქმით, ადრეულ ქორწინებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: „კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ ფაქტორებს შორის არის ორი ძირითადი ბლოკი, რომელიც ხელს უწყობს ამ საზიანო პრაქტიკის არსებობას. პირველი არის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია სიდუხჭირესთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობასთან, რომელიც, ფაქტობრივად, ახალგაზრდებს არ უტოვებს დიდ ალტერნატივასა და შესაძლებლობებს, იმისთვის რომ მათ ცხოვრებაში არჩევანი გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორების მეორე ბლოკი - არსებული გენდერული ნორმები, რომელიც ადრეულ ქორწინებას ახალისებს. კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ფართოდაა ფესვებგადგმული სტერეოტიპული გენდერული ნორმები”, - აცხადებს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის უფროსი ლელა ბაქრაძე. მანვე ყურადღება გაამახვილა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკაზეც. „კვლევამ სპეციალურად გააკეთა აქცენტი ამ პრაქტიკაზე და იკვლია ის ეთნიკური უმცირესობა, სადაც მედიის მიერ წარმოდგენილი იყო გარკვეული ინფორმაცია ამ პრაქტიკის შესახებ. კვლევაში მონაწილეთა თქმით, პრაქტიკა ან აღარ არსებობს, ან თუ არსებობს ის არის ძალიან დაფარული იმის გამო, რომ ის იყო ფართოდ გაშუქებული ან ხანდახან არასენსიტიურად გაშუქებული“ - აცხადებს ლელა ბაქრაძე. კვლევა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და შემდეგი ძირითადი მიგნებებია გამოკვეთილი: მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგონას უფლებებს, ჯანმრთელობას, განათლებას, მისი პოტენციალის განვითარებას და ართმევს უკეთესი მომავლის შანსს; ადრეულ/ბავშვობის ასაკში დაქორწინებული გოგონები, ბიჭებისგან განსხვავებით, რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე; გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი არ მიიჩნევა მისაღებად და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება; მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია; ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა. ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს კი ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ. პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფო ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ნებისმიერ პროგრამასა თუ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს. „სულ ცოტა ხნის წინ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და 2017 წლიდან საერთოდ იკრძალება 18 წლამდე მოზარდების დაქორწინება. რაც განსხვავებული მოცემულობაა წინა წლებისგან, როცა 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ დაქორწინება მშობლების ნებართვის ან სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში. სახელმწიფომ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი და შეცვალა კანონმდებლობა. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები გატარდეს, რათა ერთი მხრივ, ყველა ინფორმირებული იყოს ამ ცვლილების თაობაზე და მეორე მხივ, იმ საზიანო ეფექტების თაობაზე, რაც მოჰყვება ისეთ საზიანო პრაქტიკას, როგორიცაა ადრეული ქორწინება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. თვისებრივი კვლევა საქართველოს 10 რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში, ასევე დედაქალაქში ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება მიმდინარეობდა სამ ენაზე; ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/131847-9-10-11-12-tseli-gogonebtan-bavshvobis-dasasrulia-kvleva-adreuli-qortsinebis-shesaxeb

---

 

ბეჭდვითი მედია

20.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

საერთაშორისო ექსპერტები დაადგენენ, შეიძლებეა თუ არა ტყიბულის შახტში მუშაობა

ტყიბულის შახტაში არსებულ ვითარებას შრომის საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან. სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა ადგილზე საქმიანობას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც რაიონში მთავარი დამსაქმებელია. მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიის მოწვევაზე სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ესწრებოდნენ. „მიღებული იქნა გადაწყვეტიება მოვიწვიოთ საერთაშორისო სტანდარტების კომპანია, რომელიც შეაფასებს რამდენად არის დაცული შახტაში უსაფრთხოების ნორმები. ზოგადად შახტაში რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნას იმგვარად, რომ მაქსიმალურად ან სრულად იქნას გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს ღონისძიებათა ნუსხა, ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. კომპანიას სურს სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს რა გახდა ცოტა ხნის წინ, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. „ვართ ყველა შედეგისთვის მზად. ამავე დროს უნდა წარიმართოს აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის ღირს თუ არა ამ შახტაში ოპერირება“, - ამბობს გელენიძე. თუ გამოიკვეთება, რომ შახტებში უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი იქნება ნებისმიერი მოცულობის ინვესტიციის შემთხვევაში, პროფკავშირების შეფასებით, მთავრობამ ტყიბულში, ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5175510&name=20.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---