მედიამონიტორინგი 20.06.2018
ტელევიზია
20.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ნარკოტიკის ინტოქსიკაცია. ე.წ. ნარკოკომის დიაგნოზით ალადაშვილის კლინიკაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. ერთი მძიმე მდგომარეობაშია მეორე კი გარდაიხვალა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5370821
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5370734
19.06
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5370547
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5370458
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5370335
---
19.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
მინისტრთა კაბინეტზე და მთავრობის ცვლილებებზე გადაცემის კითხვებს პასუხობს დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369380
---
19.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 14:00
მინისტრთა კაბინეტზე და მთავრობის ცვლილებებზე გადაცემის კითხვებს პასუხობს დავით სერგეენკო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369361
---
19.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი უმრავლესობის წევრებს ხვდება. მინისტრთა კაბინეტის ცვლილება. ვინ მოხვდება შემცირებულ გუნდში. დავით სერგეენკოს კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369867
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369109
---
19.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
პარლამენტი მინისტრთა დროებითი კაბინეტის წევრებს უსმენს. დილიდან დარგობრივი კომიტეტები იმ სამტავრობო პროგრამას განიხილავენ, რაც დაახლოებით 3 კვირის განმავლოაბშ იქნება მოქმედი. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369605
---
19.06.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
კომიტეტის წინაშე გამოწვევებსა და მიხწევებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა (მეოთხე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5368953
---
19.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
სად წავიდა ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“? ალექსანდრე მაშკევიჩის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას, რომელიც სამი წლის წინ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა, ფაქტობრივად აღარ იძებნება. როგორც აღმოჩნდა, საპარტნიორო ფონდთან ერთად დაგეგმილი პროქტებიც აღარ განხორციელდება და ერთი სიტყვით, ამ კომპანიასთან მთავრობა აღარ თანამშრომლობს. დავით სერგეენკოს კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369721
---
19.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
პაციენტების პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობის შესახებ პერსიონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადეგენლებს სპეციალური რეკომენდაციები გააცნო. როგროც ინსპექტორის ოფისის არმომადგენლები აცხადებენ, ხშირია დარღვევუს ფაქტები პერსონალურ მონაცემთა გაცემისას, ან მოპოვებისას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის საკითხზე მათსა და აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369464
---
19.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა. გადაცემის სტუმარია თინა ბაუმი კვლევის ერთ-ერთი ავტორი (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5369666
---
ინტერნეტი
20.06.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/499404-aladashvilis-klinikashi-mamakacis-gardacvalebis-faqtze-shss-m-gamodzieba-daitsyo.html
ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა. „მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“, - განაცხადა აფციაურმა.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotsamedicino-dawesebulebebis-85-kerdzoa-rac-uprecendentod-negatiuriaquot/21159
"სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძოა, რაც უპრეცენდენტოდ ნეგატიურია"
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა, რომელიც ასწევს თამასას და სხვა კლინიკებს „აიძულებს“ იგივე თამასა დაიჭირონ. "საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85%-ზე მეტი არის კერძო, მომგებიანი დაწესებულება. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებზეც სწორება გვაქვს- აშშ, ევროპა - მსგავსი პრეცედენტი არსად არ არსებობს. ერთადერთია ჰოლანდია, სადაც სამედიცინო დაწესებულებების 100% არის კერძო, მაგრამ მათი 67% არის არამომგებიანი. ანუ ის პარიტეტი, რაც ჩვენ გვაქვს არის ნეგატიურად უპრეცენდენტო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის გზავნილი, რომ ჩვენ კერძო კლინიკების წინააღმდეგი ვართ. არა, მათ შექმნეს ძალიან მაღალი ხარისხის თამასა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, რადგან ვსაუბრობთ პერსპექტივაზე, პერსპექტივა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული ე.წ. ეტალონური სამედიცინო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, რომლებიც შექმნიან ხარისხისა და ხარჯეფექტურობის თამასას და კარგი გაგებით, აიძულებენ ყველა დანარჩენ კლინიკას, რომ სწორება აიღონ ამ თამასაზე. ამ მოდელს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებზეც ჩვენ სწორება გვაქვს, იყენებენ",- აღნიშნა სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/206322
ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა - სერგეენკო
ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში. „გუნდში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება. ამ კონსულტაციებში მეც ჩართული ვარ. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესიც რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quotchemi-survili-yoveltvis-iyo-eqimoba-da-ara-politikosobaquot/21111/
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://news.ge/saministroebis-gaertianebis-sakitxze-konsultaciebi-mimdinareobs/
„სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს“
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, პრემიერის პრეროგატივაა, საზოგადოებას მოახსენოს, რა ცვლილებები იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროების გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. „ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა. 20 ივნისს კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/405262
---
19.06.2018
კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, ოღონდ არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური თავისი კლასიკური გაგებით - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის ჩართულია მმართველ გუნდში მიმდინარე კონსულტაციებში განახლებული მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს. მისივე თქმით, საუბარია ასევე უწყებების გაერთიანებაზე. „სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, - განაცხადა სერგეენკომ. მან ასევე უპასუხა კითხვას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციათაგან რა ნაწილი უნდა შეითავსოს ჯანდაცვის სამინისტრომ. „ჩემი ხედვა ამ მიმართულებით ვერ კონცენტრირდება რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე. კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური მცირე მთავრობა თავისი კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ეფექტური. ამას თავისი ლოგიკა აქვს, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად მოაკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახსენოს საზოგადოებას",- განაცხადა სერგეენკომ.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116040-sergeenko-viqnebi-tuara-akhal-ministrta-kabinetshi-pirveli-sityvis-ufleba-premiers-unda-mivcet
სერგეენკო: ვიქნები თუარა ახალ მინისტრთა კაბინეტში, პირველი სიტყვის უფლება პრემიერს უნდა მივცეთ
გუნდში კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. „გუნდში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება. ამ კონსულტაციებში მეც ჩართული ვარ. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესიც რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116082-sergeenko-bolo-tslebis-ganmavlobashi-jandacvis-biujeti-mtliani-shida-produqtis-25s-sheadgens
სერგეენკო: ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს
„ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 2.5- ჯერ გაიზარდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა.“- აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ საქართველოს პარლამენტში წარდგენის დროს გააკეთა. მისი თქმით გაორმაგდა ჯანდაცვის სერვისების მოხმარება. 2015 წლიდან დღემდე გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იღებს პირველად ჯანდაცვის სერვისებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯიბიდან გადასახადების წილი 70%-დან შემცირდა 55%-მდე, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება. ჯიბიდან გადახდებში კი დიდ წილს შეადგენს დანახარჯები ამბულატორიულ მედიკამენტებზე. „ჩვენს მიერ 1 ადამინზე დახარჯულ თანხა ევროში რომ მოგახსენოთ, შეადგენს 120 ევროს, როცა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ ადამიანზე დანახარჯი არის 3 ათასის ფარგლებში, დასავლეთ ევროპაში 5 000-ის ფარგლებში. ისინი 20-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ასე რომ მოლოდინები, რომ ევროპული ხარისხის ჯანდაცვა გვექნება, უნდა იყოს რეალობასთან ახლოს. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროგრამების ღირებულება თვეში ერთ ადამიანზე 17-18 ლარის ფარგლებშია. ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც ამ ან თუნდაც 2-ჯერ მეტ თანხად გააკეთებს იგივეს. ასეთი დანახარჯებით ვერ გვექნება მოლოდინი, რომ მალე გვექნება დასავლეთ ევროპული ჯანდაცვის სისტემა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში. მისივე განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრაციის ხარჯები 0.7 % -ს შეადგენს.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/molodinebi-rom-evropuli-xarisxis-djandacva-gveqneba-unda-iyos-realobastan-axlos
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialurad-daucvelebs-odjaxis-wevris-gardacvalebis-gamo-saarsebo-shemweoba-agar-moexsnebat
"სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობა აღარ მოეხსნებათ"
სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო საარსებო შემწეობა აღარ მოეხსნებათ. შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში უკვე შევიდა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობისთვის გამჭვირვალე არ არის. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. „აქამდე არსებული კანონმდებლობით, ოჯახის წევრის გარდაცვალება ითხოვდა ოჯახის სოციალური მდგომარეობის გადახედვას, რასაც 2-3 თვე სჭირდებოდა. ამჟამად კანონში უკვე შევიდა ცვლილება და ეს აუცილებლობა მოიხსნა. ასეე, პრობლემაა, რომ სოციალური დახმარების სისტემა არ არის სინქრონიზებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პროგრამებთან. ზოგჯერ ეს პროგრამები ხელსაც კი უშლის ერთმანეთს. უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სამოქმედო გეგმას, როგორ უნდა დასინქრონდეს და ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/209839-davit-sergeenko-rodesac-moqalaqes-ama-tu-im-mizezit-exsneba-socialuri-daxmareba-ver-vuxsnit-mas-ratom-moxda-es
დავით სერგეენკო: როდესაც მოქალაქეს ამა თუ იმ მიზეზით ეხსნება სოციალური დახმარება, ვერ ვუხსნით მას, რატომ მოხდა ეს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სისტემას სამი გამოწვევა აქვს. თუმცა სერგეენკოს შეფასებით, ყველაზე მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოქალაქეებს ვერ უხსნიან, რატომ აღარ აქვთ სოციალური დახმარება. „სოციალური დახმარების სისტემა არ არის გამჭვირვალე და გასაგები ადგილებზე. როდესაც მოქალაქეს ამა თუ იმ მიზეზით ეხსნება სოციალური დახმარება, მისთვის გაუგებარია და ვერ ვუხსნით, რატომ მოხდა ეს. ესაა ყველაზემთავარი გამოწვევა. მეორე ისაა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომლის ადმინისტრირებაც დღეის მდგომაროებით ხდება ცენტრალურად, არ არის კარგად სინქროზინირებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სოციალურ პროგრამებთან და არათუ სინქრონიზირებული, ხშირად ხელს უშლის ხოლმე ერთმანეთს. მესამე-საკუთრივ მეთოდოლოგია, რომლითაც ხდება გენერირება ქულების, საჭიროებს მუდმივად გადახედვას. წინა ამ დარბაზში შეხვედრის დროს, მე ვისმენდი სამართლიან საყვედურებს, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მის ოჯახს თავიდან უნდა ჩაუტარდეს შემოწმება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, მყისიერად არ ხდება, რადგან ოჯახის წევრის გამოკლებამ პოტენციურად შეიძლება შეცვალოს ამ ოჯახის სოციალური ქულები, მომატების, ან მოკლებისკენ. ვცდილობდით, გადაგვემოწმებინა- თუ დადასტურდებოდა, რომ ისევ სოციალურად დაუცველია, ვუბალანსებდით ამ თვეებს. 2, ან სამი თვე სჭირდებოდა ამ ყველაფერს და ეს იყო დიდი უკმაყოფილების მიზეზი. სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ეს მოიხსნა საერთოდ. მოდელი, რომლითაც ხდება გენერირება და რომელსაც აქვს ქულის განმსაზღვრელი ასეულობით ფაქტორი, საჭიროებს, რა თქმა უნდა, მუდმივ ცვლილებებს და გაუმჯობესებებს.ძალიან მალე შეგვეძლებ, ა კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს მთავრობამ, როგორ მოხდება ამ სისტემის დელეგირება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე იმისათვის, რომ სამი ჯგუფიდან მეორე ჯგუფის მიზეზების სრული ელიმინაცია მოხდეს“,-განაცხადა დავით სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. პარლამენტის თბილისის სასახლეში, მინისტრობის კანდიდატების ორი პარალელური საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/medikamentebze-xelmisawvdomoba-gamowvevad-rcheba
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებების ბიზნეს მოდელი ის გამოწვევებია, რაც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოთქმულ სიტყვაში დაასახელა. „მედიკამენტების ხელმისაწვდომობაში ვგულისხმობ, იმ ნაწილს, რომელიც სამედიცინო დაწესებულების გარეთ უნდა მიიღოს პაციენტმა, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მედიკამენტებს საყოფელთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. ეს საკითხი ეხება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. შარშან დავიწყეთ პროგრამა, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაფართოვდება. ეს პრობლემა აქვს ასაკით პენსიონერების ¾-ს. მათი დანახარჯი 1 ადამიანზე გასაშუალებული არის 50 ლარი. ვეცდებით ეს ფინანსური ტვირთი გავუნახევროთ ამ ადამიანებს.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში სამედიციო დაწესებულებების დიდი უმრავლესობა არ არის კერძო, მოგებიანი ორგანიზაცია.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quotmedikamentebze-xelmisawvdomoba-gamowvevad-rchebaquot/21118/
---
19.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotsazgvargaret-wasuli-pacientebis-80-ze-meti-onkologiuri-pacientiaquot/21119/
"საზღვარგარეთ წასული პაციენტების 80%-ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტია"
„იმ პაციენტების 80%-ზე მეტი, ვინც სამკურნალოდ საზღვრგარეთ მიდის, ონკოლოგიური პაციენტია.“- განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მეორეს მხრივ არსებობს მთელი რიგი სამედიცინო დარგებისა, რომლის სერვისების მისაღებადაც საქართველოში ჩამოდიან პაციენტები. „საქართველო კარდიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის დარგებით რეგიონული ჰაბია. არ მინდა სხვა დარგის სპეციალისტებს დავწყვიტო გული. უამრავი დარგი გვაქვს, რისთვისაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან პაციენტები.“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/irakli-margvelashvili-dghg-sgan-gatavisufleba-qartul-farmacevtul-bazarze-dadebitad-aisakheba/
ირაკლი მარგველაშვილი - დღგ-სგან გათავისუფლება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითად აისახება
დღგ-სგან გათავისუფლება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს დადებითად წაადგება, – ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, როდესაც მწარმოებელს მედიკამენტის დამზადებაში ნაკლები რაოდენობის თანხა დაეხარჯება, ეს ფასს შეამცირებს და ხარისხსაც გაზრდის. „ეს ინიციატივა ცალსახად დადებითია, ამაზე საუბარი წლების განმავლობაში მიდიოდა, რომ ადგილობრივი მწარმოებელი, რომელიც იძენს გარკვეულ აპარატურას მედიკამენტის წარმოებისთვის, რომელიც შემოაქვს იმპორტის დროს და იბეგრება დღგ-თი. შემოაქვს გარკვეული ნივთიერებები, შეიძლება დამხმარე ნივთიერება, შეიძლება აქტიური ნივთიერება, რომ საბოლოო პროდუქტი აწარმოოს საქართველოში, იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ბუნებრივია, დღგ-ს თანხა აისახება მედიკამენტის ფასში. ამისგან, დღგ-სგან გათავისუფლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებითად წაადგება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს. როდესაც მწარმოებელს დაუჯდება მედიკამენტის დამზადება ნაკლები, ეს ფასს შეამცირებს და ხარისხსაც გაზრდის, რადგან თუ მას ექნება საშუალება, უკეთესი აპარატურა ნაკლებ ფასად შეიძინოს და გადააიარაღოს თავისი წარმოება, დღგ-სგან გათავისუფლება იგივე ძირითადი საშუალებების, მაგალითად საწარმოო აპარატურის, ძალიან წაადგება, როგორც არსებულ წარმოებას, ასევე იმ მწარმოებლებს, რომლებიც ამ პერიოდში რესტრუქტურიზაციას აპირებენ“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ფარმაციის დარგში დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, ამიტომ საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116121-bakhtadze-sigharibis-dadzlevaze-arsebul-ekonomikur-modelshi-usamartlo-tamashis-tsesebi-iyo
ბახტაძე სიღარიბის დაძლევაზე: არსებულ ეკონომიკურ მოდელში უსამართლო თამაშის წესები იყო
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, იმ ხედვის ძირითადი პრინციპები, რომელიც მე წარმოვადგინე და რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველი – ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის, მე ვიტყოდი ცივილიზაციური არჩევანის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები ამ გზაზე და ეს წარმატებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. მეორე – ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის. გვჭირდება, ქვეყანა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას”, ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია რეფორმები, რომელიც ქვეყანას დაეხმარება, რომ დაამარცხოს საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა – სიღარიბე. „ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამო გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში. შემდეგი ეს გახლავთ მცირე ზომის მთავრობა, ამაზე ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა არა იმისთვის, რომ ეს კონცეპტუალურად ლამაზია, გვჭირდება იმისთვის, რომ რეფორმები განვახორციელოთ ეფექტურად, გავზარდოთ სამთავრობო უწყებების ოპერატიულობა და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებების დადებითი ეფექტი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. შემდეგი გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ეს არის ფოკუსირება ჩვენს ახალგაზრდებზე, ინოვაციებზე და განათლებაზე. ჩემი შეხედულებით სწორედ ახალგაზრდული ენერგია, შემართება და ის მეწარმული სულისკვეთება, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში გახდება ფუნდამენტი, რომ საქართველო შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ეს არის ის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, ბუნებრივია ამ პრინციპების დანერგვაში დიდი როლი უკავია ჩვენი არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას. შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიანი თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს შეკითხვა არაერთხელ მინდა განვაცხადო, რომ დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და ვერ წარმოაჩინა პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძე.
---
19.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotfarmacevtuli-sfero-kargi-magalitia-imisa-tu-rogor-gavxdit-importze-damokidebuliquot/21168/
"ფარმაცევტული სფერო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გავხდით იმპორტზე დამოკიდებული"
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფარმაცევტული სფერო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გახდა საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. "დღეს საქართველოში ფარმაციის დარგში, იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებულები არიან დღგ-სგან, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოებები იხდიან დღგ-ს და თან დღგ-ს ჩათვლას ვერ ახერხებენ. ამავე დროს უნდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცეპტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს", - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, მისი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს ფარმაცეპტული ქარხნების, აქტივებისა და მათი საქმიანობის დღგ-სგან გათავისუფლებას. "მე ვარ დიდი მხარდამჭერი თავისუფალი ვაჭრობის, ეს არის ის უპირატესობა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ“-დასძინა ბახტაძემ.
---
19.06.2018
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება, ასევე, ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემების დამუშავების შესახებ. გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო. „მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მიდგომა, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად“, - ნათქვამია რეკომენდაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
---
19.06.2018
"ლუგარის ლაბორატორია ქართველებს ვირუსებით აინფიცირებს" - ვის უფრო სჯერა შეთქმულების თეორიების?
ამერიკელები მთვარეზე არც არასდროს დამჯდარან, სცენა ჰოლივუდში დაიდგა; ვაქცინაცია ჩვენს შვილებს სხვადასხვა უკურნებელი სენით აავადებს; კლიმატური ცვლილებები ფანდია, ის მეცნიერებმა კვლევების დასაფინანსებლად მოიგონეს; ლუგარის ლაბორატორია ქართველებს ექსპერიმენტული ვირუსებით აინფიცირებს; ნასა რამდენიმე ათეული წელიწადია უცხოპლანეტელებს და მათ ხომალდს გვიმალავს; ობამამ სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის მსახიობები დაიქირავა, რომ იარაღზე კონტროლი გაემკაცრებინა; შიდსის ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ზოგი ვერსიით - ამერიკის დაზვერვამ) დედამიწაზე მოსახლეობის შესამცირებლად შექმნა; ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში 6 მილიონი ებრაელის ამოწყვეტა ებრაელთა ჰეგემონიისთვის გამოგონილი ტყუილია; ყველამ იცის, რომ მსოფლიოს მასონები მართავენ; და ბოლოს, ყველაზე საინტერესო: იცოდით, რომ დედამიწა სინამდვილეში ბრტყელია? აქედან ერთი, ან რამდენიმე ზღაპრული თეორია აუცილებლად გაგონილი გექნებათ. შეიძლება, ბევრი სხვაც იცით, მათი რაოდენობა ხომ მიმდინარე მოვლენებთან ერთად, განუსაზღვრელად იზრდება. თანაც, ეს მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ახასიათებს. ადამიანებს თითქმის ყველგან აქვთ მიდრეკილება არასასურველი მოვლენა და სიტუაცია, ხშირად უბრალოდ უცხო, უკონტროლო რამ, მარტივად ახსნან მთავრობის, ან რომელიმე სხვა გავლენიანი ჯგუფის უკანონო ქმედებით, ძლიერი ადამიანების საიდუმლო შეთქმულებით. შეთქმულების თეორიები განსაკუთრებით პოპულარულია ტოტალიტარული და პოსტ-ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება ტყუილს და პროპაგანდას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქტიურად მიმართავს, ან მიმართავდა. შესაბამისად, ადამიანებს ნაკლებად სჯერათ სხვადასხვა ტიპის გავლენის მქონე ჯგუფების და გამუდმებით ეძებენ ფარულ ზრახვებს მათი ქმედების, ან მიღებული შედეგების მიღმა. პენსილვანიის შტატში მდებარე ლიჰაის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ გაერკვიათ, თუ ადამიანთა რომელ ჯგუფს უფრო სჯერა შეთქმულების თეორიების. ახალ ნაშრომში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, მკვლევარები ყურადღებას ორ ძირითად ფაქტორზე ამახვილებენ. თურმე, შეთქმულების თეორიების უფრო მეტად სჯერა ადამიანთა ორ ჯგუფს. პირველში ერთიანდებიან ისინი, ვინც გაუცნობიერებლად ცოტა დამფრთხალია, ან შეშინებული მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებებით. მეორეში კი არიან ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ ცოდნას, ექსპერტიზის დონეს პოლიტიკურ საკითხებში. ჯოზეფ ვიტროილის, კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ძირეული სოციალური ცვლილებები მიმდინარეობს, გლობალიზაციასთან ერთად, თანდათან იზრდება მოსახლეობის “კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება, ფართოვდება წარსულში მარგინალიზებული ჯგუფების კოლექტიური აქტივობა. ეს ჯგუფები სერიოზულ გამოწვევას უქმნიან სტატუს კვოს და საკანონმდებლო, თუ პოლიტიკურ დისკურსში ცვლილებების დანერგვას ესწრაფვიან”. ეს ყოველივე საზოგადოებას გარკვეულ უხერხულობას უქმნის. “ხალხის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წარმატებით სარგებლობდნენ არსებული სოციალური და პოლიტიკური მოწყობით, მოვლენების ამგვარ განვითარებას და მომხდარ ცვლილებებს, საფრთხედ აღიქვამენ და ეს ფაქტორი მას შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ და მხარდაჭერისკენ უბიძგებს” - აღნიშნავს ჯოზეფ ვიტროილი. ასეთ დროს ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ “მიმდინარეობს შეტევა საზოგადოების ფუნდამენტურ, მის განმსაზღვრელ ღირებულებებზე”. ვიტროილის თქმით, მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებების შიში, ერთნაირად ძლიერი განმსაზღვრელი ფაქტორია როგორც იდეოლოგიური, ასევე იდეოლოგიისგან თავისუფალი შეთქმულების თეორიების. ნაშრომის მეორე ავტორი ჯესიკა მარში ამბობს, რომ ის ადამიანი, ვინც ზედმეტად აფასებს საკუთარ ცოდნას პოლიტიკაში და თავი პოლიტიკური მოვლენების ექსპერტად წარმოუდგენია, ნაკლებად ინტერესდება ფაქტების გადამოწმებით და ანალიზით. მას ჰგონია, რომ უკვე იცის, რაც მოხდა, ან ეთანხმება იმ მზა ანალიზს, რომელიც მის წარმოსახვას ემთხვევა. ასეთი ადამიანი გაცილებით იოლად იჯერებს, რომ წამყვან მოვლენებში მთავარ როლს ფარული აქტორები ასრულებენ. მათ წარმოსახვაში შემთხვევით არაფერი ხდება, თითქმის ყველაფერს იატაკქვეშა ჯგუფები მართავენ, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიოს მოვლენებზე, პოლიტიკოსთა ქმედებაზე და მიღებულ შედეგებზე. კვლევის ავტორები მკითხველს მოუწოდებენ, არ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და სტერეოტიპებს, არამედ ეცადონ მოძებნონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული აზრები. ამასთან, შეეცადონ მრავალფეროვან წყაროებს გაეცნონ და ნაკლებად ისარგებლონ ცალმხრივად იდეოლოგიზირებული და პოლარიზებული საინფორმაციო საშუალებებით. “გამოიწვიეთ საკუთარი თავი და გაეცანით ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა თქვენს რწმენას, დასკვნებს და შეხედულებებს… გახსოვდეთ, რომ კომპლექსური მოვლენების გადაჭარბებული, ან ზედმეტად მარტივი ახსნა, შეიძლება არააკურატული იყოს, თუნდაც ეს თქვენს ინტუიციასთან თანხვედრაში მოდიოდეს” - აღნიშნავს ჯოზეფ ვიტროილი.
---
ბეჭდვითი მედია
20.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო – ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
(რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს და ის ამ კონსულტაციებში ჩართულია. "ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა. სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს",- განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება კითხვას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციათაგან რა ნაწილი უნდა შეითავსოს ჯანდაცვის სამინისტრომ, სერგეენკო პასუხობს: "ჩემი ხედვა ამ მიმართულებით ვერ კონცენტრირდება რომელიმე ორი სამინისტროს გაერთიანებაზე. კონცეპტუალურად ეს არის უფრო ეფექტური მთავრობა, არა ლიბერტარიანულ-მინიმალისტური მცირე მთავრობა თავის კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ეფექტური. ამას თავისი ლოგიკა აქვს, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად მოაკლდება მიღებული გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანებას, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოახსენოს საზოგადოებას",- განაცხადა სერგეენკომ.
---
20.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სერგეენკო: "კლინიკების 85 პროცენტი კერძოა, რაც ძალიან ცუდია"
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა, რომელიც ასწევს თამასას და სხვა კლინიკებს „აიძულებს“ იგივე თამასა დაიჭირონ. "საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85%-ზე მეტი არის კერძო, მომგებიანი დაწესებულება. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებზეც სწორება გვაქვს- აშშ, ევროპა - მსგავსი პრეცედენტი არსად არ არსებობს. ერთადერთია ჰოლანდია, სადაც სამედიცინო დაწესებულებების 100% არის კერძო, მაგრამ მათი 67% არის არამომგებიანი. ის პარიტეტი, რაც ჩვენ გვაქვს არის ნეგატიურად უპრეცენდენტო. ჩვენ კერძო კლინიკების წინააღმდეგი ვართ. არა, მათ შექმნეს ძალიან მაღალი ხარისხის თამასა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, რადგან ვსაუბრობთ პერსპექტივაზე, პერსპექტივა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული ე.წ. ეტალონური სამედიცინო დაწესებულებები უნდა შეიქმნას. ისინი აიძულებენ ყველა დანარჩენ კლინიკას, რომ სწორება აიღონ ამ თამასაზე. ამ მოდელს უამრავი ქვეყანა, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებზეც ჩვენ სწორება გვაქვს, იყენებენ", - აღნიშნა სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
---
20.06.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სოციალური მიმართულების მინისტრობის კანდიდატები მწყობრში არიან!
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის "თავისუფალი, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" მიმდინარეობაზე მინისტრობის კანდიდატებისგან მოხსენებები მოისმინეს. მიხეილ ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, რეფორმები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს და, ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევისა და მიზნების შესაბამის ხასიათს შეიძენს. დავით სერგეენკომ სისტემაში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად მედიკამენტების ფასები და მათი შეძენისთვის დახარჯული თანხები დაასახელა. მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის წევრებს როგორც კულტურის მიმართულებით, ასევე სპორტის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მინისტრობის კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურული ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე, სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათზე გამოყოფილი თანხების ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.
---
20.06.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
აკაკი ცომაია: "სოციალურ ხარჯვა არის პოლიტიკური გზავნილი, ვიდრე ეკონომიკური ფორმა"
ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სოციალური იქნება და ძირითადი აქცენტები ჯანდაცვის პროექტების დაფინანსებაზე გაკეთდება. ეკონომისტების შეფასებით, სოციალურ ხარჯვაზე აქცენტის გაკეთება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებაზე ნაკლებად მოგვცემს ეფექტს: "ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამას ეკონომიკურ განცხადებას და რეფორმას ვერ დავარქმევთ. ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობა ფაქტობრივად არ იცვლება. ფული ერთი მუხლიდან გადადის მეორე მუხლში, ეს არის და ეს. უმუშევართა რაოდენობა გაიზრდება და მოხდება სამინისტროების შემცირება. გამოთავისუფლებული ფული გადავა სოციალური პროექტების მიმართულებით. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა სჯობს უფრო მეტი უმუშევარი ადამიანის მიღება თუ სოციალურად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობის მცირედით შემსუბუქება. ამის შეფასება რთულია," — აცხადებს კომერსანტთან საუბარში ეკონომისტი აკაკი ცომაია. ეკონომისტის შეფასებით, ეს არ არის ეფექტური გადაწყვეტილება, რადგან ამ გზავნილებით სიღარიბის დონეს ვერ შემცირდება: "ეს არ არის გამოსავალი სიღარიბის დონის შესამცირებლად. ქვეყანაში სიღარიბეს ასეთი მეთოდებით ვერ შევამცირებთ. ეს არის უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არჩევნების წინ ყოველთვის იზრდება სოციალურ პროექტებზე დანახარჯები - ეს არის მომგებიანი თემა. ახლაც ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და სამიზნეც სწორედ ეს არის. ამ მიმართულებით გადასადგმელია შესაბამისი ნაბიეჯბი. ერთ- ერთი შემადგენელი არის ესეც. მეორეა ის, რომ საზოგადოებაში უნდა გაიზარდოს მმართველი გუნდის პოპულარობა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ სიღარიბე გაიზარდა,რაც „UNISEF“ -ის კვლევით გაჟღერდა, ეს აღიარა მთავრობამ და შესაბამისად პრემიერი გადადგა. ახლა ახალი პრემიერი სიღარიბეს ასახელებს მთავარ გამოწვევად და იწყებს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, ვიდრე ეკონომიკური რეფორმა," — ამბობს აკაკი ცომაია. მისი თქმით, ეს არის აპრობირებული პიარტექნოლოგია, თუმცა შეიძლება მთავრობა ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებებით სიღარიბის პრობლემას გადაჭრის. სოციალური უზურნველყოფის მუხლით, ბოლო წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით, რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე,“ - ეს განცახდება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში სამოქმედო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.
---
20.06.2018
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
ეკონომიკურად „გაბრწყინებულ საქართველოში 48 390 ბავშვი მშიერია, თითოეული დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი კი 5 ათას ლარს აჭარბებს
---