მედიამონიტორინგი 2 1.02.2018
ტელევიზია
21.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საქართველოს მოსახლეობის 12.2% საარსებო შემწეობით არსებობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო, სულ 132 016 ოჯახმა, რომლებსაც დახმარების სახით, ჯამში 21.1 მლნ ლარი გადაერიცხა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტ დახმარებას იმერეთის და კახეთის მოსახლეობა საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში, იანვრის მდგომარეობით, კიდევ 42 735 ადამიანია, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 თუმცა მათ შემწეობა არ მიუღიათ, მათ ნაწილს 12 122 -თან შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. მომდევნო თვეებიდან დაენიშნება შემწეობა კიდევ 10 189 პირს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054293
---
20.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: აქტუალური თემა
რამდენად ეფექტიანი იქნება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი და რა შეიცვლება მისი ამოქმედების შემდეგ დასაქმებულისა და დამსაქმებლისთვის. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმრები: ელზა ჯგერენაია – ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054181
---
20.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებს ამშვიდებს-ჩუტყვავილას მატების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით არ აღინიშნება. ტრაგედია, რაც 6 წლის მოსწავლის გარდაცვალებას ეხება, ამ ინფექციის გართულებულმა ფორმამ გამოიწვია. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054102
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053443
---
20.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
გაზრდილი ინფექციური დაავადებები, რამ გამოიწვია 6 წლის გოგონას გარდაცვალება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052876
---
20.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ერთ-ერთი, ფაქტიურად შეუცვლელი პრევენციული ღონისძიება აცრაა, ვაქცინაცია კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სირთულეებით მიმდინარეობს. ე.წ. უხარისხო ვაქცინების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოზარდების მშობელთა ნაწილმა პრევენციულ პროცესში მონაწილების მიღებაზე უარი განაცხადა და ამ გადაწყვეტილებამ უკვე მოიტანა უკუშედეგი აჭარაში და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052356
---
20.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გაზრდილი ინფექციური დაავადებები ქვეყანაში - ვირუსული დაავადებით დაინფიცირებულთა რიცხვმა რამდენიმე ასეულს უკვე აღწევს უბედური შემთხვევის შემდეგ 56-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. თითქმის 20- დღიანი ბრძოლის მიუხედავად, მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054054
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054017
I არხი-მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054087
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053950
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053660
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053640
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053555
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053264
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053008
ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052851
---
20.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: თავისუფალი სივრცე
დღევანდელი გადაცემის თემაა, იმუნიზაცია, მშობლები რომლებიც უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე, გვაქვს თუ არა საფუძველი რეალურად იმისთვის, რომ შვილები არ ავცრათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054015
---
20.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
წითელათი ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 300 გადააჭარბა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053764
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053561
---
20.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 17:00
ევროპაში წითელას საგანგაშო სტატისტიკაა. 2017 წლის ანგარიში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, 1 წლის განმავლობაში ინფექციური დაავადების შემთხვევები 400%-ით გაიზარდა. 2017 წელს 20 ათასი ადამიანის დაინფიცირება დაფიქსირდა. 35 მათგანი კი გარდაიცვალა. წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა უკრაინაში, რუმინეთსა და იტალიაში დაფიქსირდა. ჯამში დაავადება ევროპის 15 ქვეყანას მოედო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, წითელას შემაშფოთებელი სტატისტიკის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხალხი ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამ სტატისტიკაში მოხვდა საქართველოც.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053487
---
20.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის პროგრამები სახელმწიფო დაზღვევაზე უნდა გადავიდეს. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმი დავით სერგეენკომ გახსნა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053618
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054059
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053213
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053133
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052849
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052775
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052339
---
20.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
რა როლი აკისრიათ მუნიციპალიტეტებს ბავშვების უფლებების საკითხებში და რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ჩართვა ბავშვთა დაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განვითარებაში -ამ საკითხებზე მსჯელობენ სასტუმრო "რედისონში". ორდღიანი ფორუმის ფარგლებში იმ როლებსა და პასუხისმგებლობებზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ეკისრებათ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053012
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5053007
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5052454
---
20.02.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გარდაცვალების საქმე სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნებათ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ექიმების გადაცდომაზე მიუთითებს და უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს. საუბარია 2017 წლის იანვარში კურორტ გოდერძიზე თხილამურით სრიალის დროს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც თემურ გაბაიძემ თავის ტრავმა მიიღო. საქმის შესწავლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პუნქტის, ხულოს ჰოსპიტალის და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. დოკუმენტში პაციენტის მკურნალობის დროს გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი, რის გამოც დასკვნის ავტორები სამი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054043
---
ინტერნეტი
21.02.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/ekonomika/42829-worknet-ze-daregistrirebuli-140-000-adamianidan-60-000-socialurad-daucvelia.html?lang=ka-GE
Worknet-ზე დარეგისტრირებული 140 000 ადამიანიდან 60 000 სოციალურად დაუცველია
Worknet-ის ბაზაში მყოფი 60 000 სოციალურად დაუცველიდან 2017 წელს გადამზადების კურსი 600-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც დაახლოებით 7% უკვე დასაქმდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარატამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა განუცხადა. სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება გასული წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა. კერძოდ, სიღარიბის ზღვარის დაძლევის პოლიტიკიდან გამომდინარე, მთავრობის პირველი ივნისის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შრომისუნარიანია, სავალდებულოა, რომ www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდეს. თავდაპირველად, როდესაც პროგრამა ამოქმედდა, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უარს განაცხადებდნენ მუშაობაზე, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და დახმარების შეწყვეტა სამომავლოდ გადაიდო. „ჯერჯერობით არ ხდება იმის განხილვა, რომ ადამიანი, რომელიც ჯან-ღონით სავსეა და ყველაფერზე უარს გვეუბნება, არც დასაქმება უნდა, არც შემოთავაზებული ვაკანსია მოსწონს, მომენტალურად ქულები მოეხსნას და შემწეობა დაეკარგოს. თუმცა ერთ-ორ წელიწადში ამ ადამიანებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის საჭირო ქულების მინიჭების საკითხი ალბათ, გადაიხედება. ეს არ ეხება მთლიანად ოჯახს, ეს შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, რომლესაც მუშაობა შეუძლიათ და უარს აცხადებენ. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, კვალიფიციურად დასაქმდნენ. ამჟამად ჰუმანური პოლიტიკა გვაქვს, რის გამოც საკითხის გადახედვა ჯერ არ მოხდება“, - აღნიშნავს ბეზარაშვილი. მისი თქმით, ასევე სამომავლოდ აუცილებლად გადასახედია ის საკითხიც, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს, რომელიც დასაქმდება და კარგი შემოსავალი ექნება, შემწეობა აღარ მიეცეს. „თუ თავს ვდებთ იმაზე, რომ ევროპელები ვართ, მაშინ ჩვენც ევროპის ქვეყნებივით უნდა ვიმოქმედოთ. ყველა განვითარებად ქვეყანაში არის ვადა, სადამდეც აძლევენ ადამიანებს დახმარებას. თუმცა, როცა მას ექნება შესაძლებლობა და შემოსავალი, სოციალურად დაუცველის ბაზაში აღარ უნდა იყოს. ჯერჯერობით, ვინც ჩვენი პროგრამის საშუალებით დასაქმდნენ, მათ ქულები არ ეხსნებათ, თუმცა ამ საკითხსაც გადახედვა სჭირდება. ერთდროულად, ხელფასიც ჰქონდეს და შემწეობაც, ალბათ, ასე არ იქნება. სიღარიბის ზღვარის დაძლევის პოლიტიკიდან გამომდინარე, აუცილებად მივალთ იქამდე, რომ საკითხი გადაიხედოს. სახელმწიფომ ზედმეტად არცერთი თეთრი არ უნდა დაკარგოს“, - აცხადებს მარი ბეზარაშვილი. რაც შეეხება Worknet-ზე სამუშაოს მაძიებელ სოციალურად დაუცველთა ბაზას, მისი ინფორმაციით, უკვე 60 000 ადამიანია რეგისტრირებული. „ჩვენს ბაზაში უკვე 140 000 ადამიანია დარეგისტრირებული, საიდანაც 60 000 სოციალურად დაუცველია. აქედან 23 000-ზე მეტი შემწეობის მიმღებია, დანარჩენი კი მოლოდინის რეჟიმშია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს 600 სოციალურად დაუცველი ადამიანი ჩაერთო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმებისთვის გამოცდილება მიიღონ. წინასწარი მონაცემებით, ამ 600 ადამიანიდან 7%-ზე მეტი უკვე დასაქმებულია. თუმცა მონიტორინგი გრძელდება. დამსაქმებელს შეუძლია, 3-დან 6 თვემდე მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ ადამიანი დაასაქმეს. მაგრამ ამის ვალდებულება არ აქვთ და ყველა დამსაქმებელი არ გვატყობინებს. ამიტომ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. შარშან 2000 ადამიანზე მეტი დასაქმდა. მათ შორის 103 შშმ პირი. შეიძლება ბევრად მეტი გვყავს დასაქმებული, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - აღნიშნავს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარატამენტის უფროსი. რაც შეეხება ყველაზე მეტად მოთხოვნად სფეროებს, რომლებში დასაქმების შესაძლებლობაც worknet-ზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველებს აქვთ, მარი ბეზარაშვილის თქმით, ყველაზე მეტად დამსაქმებლები კადრებს გაყიდვების სფეროში ეძებენ. „დამსაქმებლებისგან ძალიან დიდი მოთხოვნაა გაყიდვების მიმართულებით. უმეტესად ვაკანსიები არის კონსულტანტის, ბუღალტერის, აიტი სპეციალისტის, ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ასევე დიდი მოთხოვნაა სასტუმრო საქმის წარმოების და სამშენებლო კომპანიების სფეროებში. ძალიან ხშირად გვაქვს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ვაკანსიები. თუმცა ასევე ხშირად გვაქვს დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ კარგ პოზიციას გვთავაზობენ დამსაქმებლები და შესაბამისი კადრი არ გვყავს. დაბალკონკურენტუნარიანი ადამიანები მომზადება-გადამზადება-სტაჟირებას გადიან და მათ დასაქმების შანსს ვუმაღლებთ. საშუალო ხელფასები 500 ლარიდან იწყება, თუმცა აქვთ შანსი, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, დაიმატონ შეთავსებითი სამსახური“, - აცხადებს მარი ბეზარაშვილი. მისივე განმარტებით, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიზარმაცის გამო, ურჩევნიათ სოციალურად დაუცველისთვის განკუთვნილი შემწეობა მიიღონ, ვიდრე კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმდნენ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60701
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაზე იმსჯელა
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გასაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებით რეალიზებისთვის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს. ფორუმზე მხარეებმა ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, ადგილობრივ დონეზე რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინკლუზიური მომსახურებები, შშმ ბავშვების, მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკები, ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე არსებული მომსახურებები, სოციალური დაცვის პროგრამები, გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და მუნიციპალურ დონეზე მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სქემების შემუშავებაზე იმსჯელეს. ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება. სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის შემცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197634
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60700
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის შესახებ ფორუმი გაიხსნა
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მსგავსი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოში რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანას საერთაშორისო პარტნიორთან - „გლობალურ ფონდთან“ ერთად ტუბერკულოზსა და შიდსზე მკურნალობისა და პრევენციის ძირითადი მიმართულებების სწორად წარმართვა წარმოადგენს. გლობალური ფონდის დაფინანსება გასვლის ფაზაშია, თუმცა თანამშრომლობის ეს ფორმატი სხვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს“, - განმარტა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ყურადღება გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესზე, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გამახვილდა. მხარეებმა სერვის ცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების მნიშვნელობის, ნარკოპოლიტიკის, ზიანის შემცირების პროგრამების, სერვისების მიწოდების საკითხები განიხილეს და დაავადებებთან ასოცირებული სტიგმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თემის ხედვა გაიზიარეს. წლების განმავლობაში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სამომავლოდ კი, პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა. ფორუმი აღნიშნულ პროცესში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კოორდინირებული ქმედებების განხილვას ემსახურებოდა. სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/129967-chutkvavilas-satsinaaghmdego-vaqcina-saqartveloshi-ar-aris-ncdc-is-rekomendaciebi
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში არ არის - NCDC-ის რეკომენდაციები
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. ამის შესახებ ტაბულას დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ვაქცინა არ შედის თითქმის არც ერთი ევროპული ქვეყნის აუცილებელ ვაქცინათა ნუსხაში, თუმცა, საქართველოში კერძო სექტორს პერიოდულად, მცირე ოდენობით აქვს ხოლმე. "ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის თითქმის არც ერთი ევროპული, მათ შორის განვითარებული ქვეყნების აუცილებელ ვაქცინაციათა ნუსხაში. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციის მკვეთრი რეკომენდაციაა მისი შეტანისა ე.წ. მანდატორული ვაქცინაციათა ნუსხაში. მოგეხსენებათ, საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი ძალიან არის მიახლოებული ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინაციათა კალენდარს. ევროკავშირის თითქმის არც ერთი ქვეყნის აუცილებელ ნუსხაში არ არის, ის არის მხოლოდ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რომელსაც კერძო სექტორი აფინანსებს. მხოლოდ აშშ-ს რამდენიმე შტატში ჩუტყვავილას ვაქცინაცია შეიტანეს ეროვნულ კალენდარში. საქართველოში კერძო სექტორს პერიოდულად აქვს ხოლმე. ამ ეტაპზე, როგორც გავიკითხეთ, არ არის. თუმცა, პერიოდულად, ძალიან მცირე რაოდენობით, იყო ეს ვაქცინა", - აცხადებს გამყრელიძე. ტაბულას კითხვას, რატომ არ შედის ჩუტყავავილას ვაქცინა აუცილებელ ვაქცინათა ნუსხაში, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ მიუხედავად დაავადების სიხშირისა, მას უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი ფორმა აქვს. "ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დისკუსიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ახალი ვაქცინის დანერგვას წინ უძღვის კვლევები იმის შესახებ, რა ტვირთად აწევს კონკრეტული დაავადება საზოგადოებას, როგორია სიკვდილიანობა, რა დამცველობითი ეფექტი აქვს ვაქცინას და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი ვაქცინის ინიცირება ამა თუ იმ ქვეყნის კალენდარში - ან აუცილებელ ვაქცინათა, ან რეკომენდებულ ვაქცინათა ნუსხაში. დაავადება იშვიათი არ არის. პერიოდულად ჩნდება ხოლმე, გარკვეული ციკლისებური განვითარება აქვს. არის წლები, როცა ათასობით შემთხვევაა, არის წლები, როცა ასეული შემთხვევაა. ჩუტყვავილა უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ხოლმე და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. რაც შეეხება სტატისტიკას საქართველოში, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 4-5 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 7-დან 9 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასულ წელს დაავადების შედეგად ერთი მოზრდილი ასაკის ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა არ არის რთული დაავადება, გამყრელიძე მშობლებს ურჩევს არ მიმართონ თვითმკურნალობას და მიმართონ სპეციალისტს. "ჩუტყვავილას უმრავლესი, 95-98% მიმდინარეობს მსუბუქად, ის რჩება ძალიან სწრაფად. მაგრამ პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ სასურველია მივმართოთ ექიმს და მოვიქცეთ ისე, როგორც ის გვირჩევს. დაავადება საკმაოდ კარგად იმართება ამბულატორიულად, იშვიათად სჭირდება სტაციონალური მკურნალობა, მაგრამ თვითშემოქმედებას ჯობია დავუჯეროთ ექიმს. რაც შეეხება სიმპტომრბს, ეს არის ცხელება და დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც პუსტულდება. პატარა ბუშტუკები ჩნდება ხოლმე, რომელშიც ორ დღეში დგება სითხე, შემდეგ ის სკდება და მკვრივდება. უნდა ვერიდოთ, რომ ბავშვმა არ მოიქაოს, დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ძალით არ უნდა გახეთქონ, რათა არ შეიჭრას ინფექცია", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებას, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იყო ჩუტყვავილას რთული ფორმა. "ეს იყო ჩუტყვავილას ძალიან მძიმე ფორმა, რომელიც იშვიათად ვლინდება ხოლმე. ეს არის ჩუტყვავილას ჰემორაგიული ფორმა. მას ჩაუტარდა ყველა აუცილებელი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, იყო რთული შემთხვევა ანამნეზურ ფონზე. სხვა დეტალები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით, არ მაქვს უფლება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479304-chutyvavilas-satsinaaghmdego-vaqcina-saqarthveloshi-khelmisatsvdomi-ar-aris.html?ar=A
---
20.02.2018
პაატა იმნაძე - ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამერიკის გარდა სავალდებულო არსად არ არის, ევროპის ქვეყნებშიც კი ეს კონკრეტული ვაქცინა არის მოთხოვნით
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამერიკის გარდა სავალდებულო არსად არ არის, ევროპის ქვეყნებშიც კი ეს კონკრეტული ვაქცინა არის მოთხოვნით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, თუ იქნება მოთხოვნა, ვაქცინა იქნება რამდენიმე დღეში. „რამე გაგიგიათ, რომ მოთხოვნა იყოს და არ გაჩნდეს?! შარშან ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყანაში, მაგრამ აუთვისებელი დარჩა, რადგან მოთხოვნა არ ყოფილა. დღეს ვისაც სურვილი აქვს, ის აიცრება, მაგრამ როცა სახელმწიფო შეიტანს ამას კალენდარში, მაშინ უნდა გავთვალოთ ის, რომ ავადობა გადაინაცვლებს მოზრდილ ასაკებში და გაცილებით მძიმედ წავა. ანუ ზეგავლენა უარყოფითი უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არის. დღეს ეს არის ძალიან სუსტი დაავადება და წლები ისე გადის, რომ მძიმე შემთხვევა არ ფიქსირდება. ვაქცინაცია რომ დაიწყოს ბავშვებში, დაავადება მოზრდილებში გადაინაცვლებს და ბევრი მძიმე შემთხვევა გვექნება, რადგან მაშინ უნდა მოინახოს ყველა არაიმუნური მოზრდილი და აიცრას”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/188281-rusthavshi-chutyvavilas-khuthi-shemthkhveva-dafiqsirda.html?lang=ka-GE
რუსთავში ჩუტყვავილას ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავის #2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩუტყვავილას 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალა, მას დაავადების იშვიათი, მძიმე ფორმა ჰქონდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში წელიწადში ჩუტყვავილას საშუალოდ 7 000-9 000 შემთხვევა ვლინდება.
---
20.02.2018
პაატა იმნაძე: საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას 10 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება
განსაკუთრებული არაფერი ხდება, ძალიან ძნელია ამას რომ ვამბობ, ბავშვი დაიღუპა, მაგრამ ეს დაავადება არ არის წითელა, რომელიც შეიძლება ასე არ იყოს და უცებ მოედოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი განმარტებით, წელიწადში, ჩუტყვავილას დაახლოებით 10 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. "საქართველოში წელიწადში ჩუტყვავილას 10 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება შემთხვევა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექცია არა მარტო ბავშვთა საქართველოში, არამედ ევროპულ ქვეყნებშიც. შარშან წინ იყო 10 ათასამდე შემთხვევა, შარშან 8 ათასამდე და შემთხვევები წელსაც არის და იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა, რა თქმა უნდა ისეთი რაოდენობის არ უნდა იყოს როგორიც წინა წლებში. ყველამ იცის, რომ საქართველოში ჩუტყვავილა საკმაოდ რთული დაავადება. როდესაც ათი ათასობით ადამიანი მარტივად გადაიტანს ჩუტყვავილას, სამწუხაროდ შეიძლება ჯანმრთელობის ჩვეულებრივ სხვა თანმხლებ პრობლემებთან ერთად მიმდინარეობა გართულდეს და მძიმე შედეგით დამთავრდეს. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რაც არ უნდა მსუბუქად მიმდინარეობდეს ჩუტყვავილა პაციენტი მაინც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. პრევენციისთვის აცრა არსებობს და მსურველები ვინც არიან შეიძლება აიცრან. რამდენადაც ვიცი, შარშან ვაქცინა იყო, მაგრამ მსურველები არ იყვნენ. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ძალიან ძნელია ამას რომ ვამბობ, ბავშვი დაიღუპა", - განაცხადა იმნაძემ და მაგრამ ეს დაავადება არ არის წითელა, რომელიც შეიძლება უცებ მოედოს შეგახსენებთ, რომ თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ბავშვს ყველა საჭირო აცრა ჩატარებული ჰქონდა.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/101646-amiran-gayrelidze-dghevandeli-monacemebit-qveyanashi-tsitelas-312-shemtkhveva-fiqsirdeba
ამირან გაყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა ფიქსირდება, ქედან 214 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 35 თბილისში. "თუმცა ტემი შეიძლება ისეთი ძლიერი არ გახლავთ, როგორც იანვრის ბოლოსკე გვქონდა. აჭარაში მიმდნარეობს ძალიან სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.
---
20.02.2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს წითელას პრევენციის მიზნით აცრა ჩაიტაროს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. "გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, საჭიროა იმის გათავისება, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებს ორი აცრა უნდა ჰქონდეთ გაკეთებული - 1 და 5 წლის ასაკში. "ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები - 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაამოწმონ შვილების აცრის სტატუსი. ასევე, მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე სამედიცინო პერსონალსაც მიმართავს, რომ აცრა გაიკეთონ. ის ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ორსულობის დროს წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს. "წითელას ვირუსი საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ნაყოფზე. თუ ორსულობის პერიოდში ქალბატონს წითელა დაემართა, ნაყოფის დაზიანების ალბათობა მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას, არ იცით, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, გთხოვთ აუცილებლად მიბრანდეთ პოლიკლინიკაში და აიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/40390-2/
მედიკამენტების საშუალო ფასნამატის მარჟა საქართველოში 102%-ს შეადგენს
საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მცდელობას სასურველი შედეგი ჯერ არ მოუტანია. როგორც მედიკამენტები, ასევე, სამედიცინო მომისახურება მუდმივად ძვირდება. პრეტენზიებია ექიმების მიმართაც, რომლებიც პაციენტებს უფრო და უფრო მეტ წამლებს უნიშნავენ. საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მიუთითებს მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე. საქართველოში მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, 70%-ზე მეტი ხუთ მსხვილ კომპანიაზე არის გადანაწილებული, ესენი არიან შპს “პსპ ფარმა” – 22.32%, შპს “ეიბი-სი-ფარმაცია” – 14,91%, შპს “ავერსი-ფარმა” – 14,54%, სს “ჯი პი სი” – 10.20% ა შპს “გლობალ-ფარმი” – 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ეი-ბი-სი ფარმაცია” და სს “ჯი-პი-სი” გაერთიანდნენ და ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო შეიზღუდა. შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკები კიდევ უფრო მეტად ამაღლდა. მეორე მხრივ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. როგორც სააგენტოში განაცხადეს, აქედან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონში 1321 ფილიალი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან. “ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების წვდომა აქვს, მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას და ხდება თუ არა ხელოვნურად წახალისება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი რამ არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა. “ახლა კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ რიგი ობიექტური მიეზების გამო, არ მგონია, საქმე კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან გვქონდეს”, – განაცხადა სერგეენკომ. ასევე შეკითხვაზე, თუ რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია და ა. შ. ერთი პირის ხელშია, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემას ბიზნესში ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებენ და ეს შესანიშნავი მდგომარეობა არ არის. “ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები სახელმწიფომ მართვაში მთლიანად წამოიღო. ეს ამ სიტუაციის სერიოზული კორექცია იყო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. სრული სურათის დასანახად, საინტერესოა საქართველოში დაფიქსირებული ფასნამატების შედარება ევროპის ქვეყნების ფასნამატების შედარებასთან, თანაც იმის ფონზე რომ საშუალო ევროპელის მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის. კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო ფონდ “კურაციომ” ჩაატარა, გამოვლინდა რომ საქართველოში ფასნამატის მარჟა სულ მცირე ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას. ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო ფასნამატი საქართველოში 102%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა საშუალო ფასნამატის მიმართულებით – უნგრეთი 27%; პოლონეთი 32%; ჩეხეთი 35%; საბერძნეთი 46%; იტალია 49% – ფასნამატები დათვლილია მედიკამენტის იმპორტიდან საცალო ქსელის დახლამდე. მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა და, ამ მხრივ, ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება. ამიტომ, სახელმწიფო უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. “არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ. რამდენად მოიტანს ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა შედეგს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის დარეგულირების გზა არ ჩანს.
კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=139255&lang_id=ge
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139257&lang_id=ge
მოსახლეობის 12%-ზე მეტი სახელმწიფოს შემწეობით არსებობს
საქართველოს მოსახლეობის 12.2% საარსებო შემწეობით არსებობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იანვარში საარსებო შემწეობა 456 634 ადამიანმა მიიღო, სულ 132 016 ოჯახმა, რომლებსაც დახმარების სახით, ჯამში 21.1 მლნ ლარი გადაერიცხა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტ დახმარებას იმერეთის და კახეთის მოსახლეობა საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში, იანვრის მდგომარეობით, კიდევ 42 735 ადამიანია, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 თუმცა მათ შემწეობა არ მიუღიათ, მათ ნაწილს 12 122 -თან შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. მომდევნო თვეებიდან დაენიშნება შემწეობა კიდევ 10 189 პირს.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/damsaqmebelta-asociaciashi-shromis-usafrtxoebis-menejerebis-gadamzadeba-daiwyo/17060/
დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება დაიწყო
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორში არსებული აქტუალური გამოწვევების საპასუხოდ 2018 წლისთვის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით სერვისებს აძლიერებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა გასულ წელს შემუშავებული სასერტიფიკაციო კურსი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტმა კომპანიის წარმომადგენელმა უკვე აიმაღლა კვალიფიკაცია. კურსზე დასწრების მსურველთა რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, 19 თებერვალს დამსაქმებელთა ასოციაციამ მსმენელთა ახალ ჯგუფს უმასპინძლა. შრომის უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი აღნიშნულ გრძელვადიან კურსზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით. გრძელვადიანი სატრენინგო კურსის შინაარსი დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტებტან ერთად შეიმუშავა. მისი მიზანია კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას - მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ კომპანიებში და ადგილზე, პრაკტიკაში მოახდინონ თეორიული ცოდნის გამოყენება. ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების საკითებზე საერთაშორისო კვალიფიკაციის ექსპერტები და ტრენერები და იგი 2 თვეს გაგრძელდება. ტრენინგის გასასრულს წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ITC ILO-სა და GEA-ს მიერ დადასტურებული საერთაშორისო სერტიფიკატი.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/382164
უმნიშვნელოვანესია, სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს მოქალაქეების ჯანმრთელობას“
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის და პარლამენტის ერთობლივი ინიციატივები, აღნიშნული სფეროს დარეგულირებისკენაა მიმართული. „ძალიან კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, –განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, სანქციები გაიზრდება უნებართვო ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებისთვის. „ამავდროულად, პარლამენტი მუშაობს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“, რამაც არსებითად უნდა მოაგვაროს სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/382155
დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონი ახალ მოცემულობას აყალიბებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი, ადამიანების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ფუნდამენტურად ახალ მოცემულობას აყალიბებს. მისი თქმით, კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში და ახალ რეგულაციებსა და სტანდარტებს დანერგავს. “თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის პაკეტში შევიდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც მისი ამოქმედება უკვე კანონის მიღებიდან, პრაქტიკულად მეორე დღესვე იქნება შესაძლებელი. ის სანქციები, რომლის გამკაცრებაც იგეგმება ამ ინიციატივით, უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა საჯარიმო სანქციების სიმცირის გამო, განსაკუთრებულ ეფექტს აქამდე არ იძლეოდა. ამიტომაც, ახალი გაზრდილი სანქციებისა და მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნების პირობებში, რაც ცალსახად დაგვანახა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, დარწმუნებული ვარ, პროცესი ძალიან ეფექტური იქნება და კონრეტულ შედეგებს მივაღწევთ მოკლე დროში. სასიხარულოა, რომ მერიის ამ მიდგომას ყველა ძირითადი სამშენებლო კომპანია და მათი გაერთიანებებიც მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ თბილისის მერიის ამ მიმართულებით მუშაობა სამაგალითოც კი გახდება, როგოც სხვა თვითმმართველი ერთეულებისათვის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც და მის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულება”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/bizness-ar-uyvars-dilema-magram-shromis-usafrtkhoeba-dzalian-seriozuli-sakitkhia/
“ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია”
ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდნენ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოს აქტიურად უნდა ჰქონდეს კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან, რადგან არ მოხდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო ტრაგედიები. “ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია. მხოლოდ მაშინ კი არ უნდა წამოიწიოს წინ ამ საკითხმა, როდესაც იზრდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბიზნეს სექტორთან, პროფკავშირებთან და მიღებული ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე უნდა შეიქმნას სწორი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
---
20.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/187654--qartuli-ocneba-autizmis-speqtris-bavsvebistvis-sawiro-servisebis-gafartoebaze-imusavebs
,,ქართული ოცნება’’ აუტიზმის სპექტრის ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე იმუშავებს
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება’’ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს. „საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვგეგმავთ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის გავაკეთოთ დღეს არსებული საჭიროებების სწრაფი ანალიზი და ჩამოვაყალიბოთ ტექნიკური დავალება მთავრობისთვის, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წარმატებული გამოცდილება და სერვისები, რომელსაც აქვს შედეგი თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში, ხელმისაწვდომი გახდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოება მოკლე ვადაში ვერ მოხდება, რადგან დაფინანსების საკითხთან ერთად არსებობს სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის: ადამიანური რესურსების, ცნობიერების ამაღლების, დიაგნოსტიკისა და გამოვლენის პრობლემები. „ბუნებრივია, ზუსტად თქვენი მოსაზრებები, თქვენი ანალიზი და თქვენი რჩევები გვაინტერესებს იმისათვის, რომ გავაკეთოთ უფრო კონკრეტული მონახაზი, თუ რა მოლოდინები არსებობს საზოგადოების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ეს სერვისები სჭირდება. თქვენ ყველაზე უკეთ იცით ეს, რადგან თავის დროზე იბრძოდით იმისთვის, რომ ეს სერვისები ყოფილიყო ჩვენს ქვეყანში," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებული: „ჩვენი, ამ შემთხვევაში, საერთო ღირებულება არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან საზოგადოებას. საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ პროცესებში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია მინიმალური სერვისების მიწოდება", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თავის გამოსვლაში, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „გარდა იმ კონკრეტულ საკითხებისა, რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, ცნობიერების ამაღლებაში თუ შევიტანთ წვლილს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზულ შედეგი და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ამის ერთ-ერთი საწინდარი იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თბილისის მერიის გამოცდილებაზე და საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და აუტიზმის სახელმწიფო სტრატეგიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და ფრაქციის წევრებმა მოისმინეს ბენეფიციარების ინტერესთა დამცველების, სერვისის მიმწოდებლების, სამოქალაქო სექტორის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების მოსაზრებები. როგორც შეხვედრის დასასრულს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღეს მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და ამის შემდეგ გაიმართება კიდევ რამდენიმე შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა: ნინო წილოსანმა და რატი იონათამიშვილმა, ასევე, თბილისის მერიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.
---
ბეჭდვითი მედია
21.02.2018
მედიასაშუალება: ვერსია
შრომის ინსპექცია არაეფექტურია!
კვლევების მიხედვით, საქართველოში დასაქმებულთა შრომითი უფლებები ირღვევა. მართალია, შრომის ინსპექცია სამიოდე წლის წინ შეიქმნა, მაგრამ ეს უწყება მხოლოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის აუდიტი ჩაატარა. ამ მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეისწავლა და გააანალიზა. აუდიტის შედეგად, უამრავი დარღვევა და ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის ისიც, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია საერთოდ არ არსებობს. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც დაასკვნეს, რომ შრომის ინსპექცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებების დასაცავად შეიქმნა, საერთოდ არაეფექტურია სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ 2015 წლიდან დღემდე, შრომის ინსპექცია საქმიანობას ახორციელებს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. ეს პროგრამა დამსაქმებელთა წინასწარი თანხმობით, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შემოწმებასა და შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციის გაცემას გულისხმობს. სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, შრომის ინსპექციის ეს ფორმატი, ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას არ შეესაბამება! ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები - როგორებიცაა შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება; სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი; შესაბამისი სანქციების დაწესება: `სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენასა და აღკვეთას, რასაც არსებითად ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა დაცვასა და ინტერესთა ბალანსის მიღწევას ისიც ართულებს, რომ დასაქმებულები სათანადოდ ინფორმირებულნი არ არიან საკუთარი შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია~. საჯარო მოხელეთა პროფკავშირის ევროპის ფედერაციის (EPშU) მიერ, 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილია 15 ევროპული ქვეყნის შრომის ინსპექტირების მექანიზმი. ირკვევა, რომ მათგან მხოლოდ სამში (დანია, გერმანია და გაერთიანებული სამეფო), შრომის ინსპექცია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებითაა შეზღუდული თუმცა ამ ქვეყნებში არსებობს სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ამოწმებენ, თუ რამდენად იცავენ დამსაქმებლები დასაქმებულების უფლებებს: `შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციის თანახმად, შრომის ინსპექტორები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შემდეგი უფლებამოსილებებით: წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე, შრომის ინსპექტორს დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, თავისუფლად შესვლის უფლება უნდა ჰქონდეს; ნებისმიერი შემოწმების, ტესტის, გამოძიების ჩატარება უნდა შეეძლოს, რასაც ინსპექტორი საჭიროდ მიიჩნევს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად; დასაქმებულთა ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ინსპექტორს შესაბამისი ზომების მიღების უფლება უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, შრომის ინსპექციის მექანიზმის ადეკვატურ უფლებამოსილებებად მოიაზრება შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, ნებართვის გარეშე შესვლა სამუშაო ადგილზე და სანქცირება!~ სახელმწიფო აუდიტორების შეფასებით, შრომის ინსპექცია არ ამოწმებს, რამდენად შეესაბამება დამსაქმებლების საქმიანობა შრომითი უფლებების შესახებ კანონს. ამჟამად, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა ორიენტირებულია შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლება და არ ახორციელებს ზედამხედველობას შრომის უფლებების ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა ხელშეკრულება, ანაზღაურება,ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, ავადმყოფობის დროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, შვებულებით სარგებლობა. არადა, ამ უფლებების რეალიზებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სტაბილური და პროდუქტიული დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. სახელმწიფო აუდიტორებმა შრომის ინსპექციის საქმიანობის კიდევ ერთი ხარვეზი გამოკვეთეს - ინსპექციის განსახორციელებლად აუცილებელია, დამსაქმებლის წინასწარი თანხმობა. სინამდვილეში, გაფრთხილების გარეშე განხორციელებული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. არსებული რეგულაციების თანახმად, ინსპექტირების ვიზიტის განსახორციელებლად, აუცილებელია არა მხოლოდ დამსაქმებლის 5 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილება, არამედ მისი წინასწარი თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებლის მხრიდან უარის შემთხვევაში, ინსპექციის განხორციელება შეუძლებელია! `შრომის ინსპექციის საქმიანობის კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ ამ უწყებას სანქცირების უფლებამოსილება არ გააჩნია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) განმარტებით, პრევენციულ ღონისძიებებსა და სანქციებს შრომის უფლებების რეალიზების პროცესში ურთიერთშემავსებელი როლი აქვთ. დარღვევის სიმძიმის პროპორციული სანქციების დაკისრების პრაქტიკა, ზრდის ინსპექციის ეფექტიანობას შრომითი უფლებების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მხრივ. აქედან გამომდინარე, ადეკვატური სანქციების დაკისრებისა და აღსრულების პროცედურის არსებობა მნიშვნელოვანია! არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ფულად ჯარიმებს, საქმიანობის ან ლიცენზიის შეჩერებას, საქმიანობის შეწყვეტას, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ ჯარიმებსა და სხვა~. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რამდენიმე ქვეყნის _ სლოვენიის, ლატვიისა და ჩეხეთის პრაქტიკა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებში, კანონთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოიცავდეს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას; საქმიანობის შეჩერებას; ასევე საგნების, დოკუმენტების,აქტივებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციას. საქართველოში კი შრომის ინსპექტორების მანდატი მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო არაა. საბოლოოდ, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელ უწყებებს შორის საჭირო კოორდინირებული პოზიციის არარსებობის გამო, შრომის ინსპექციას არ აქვს მინიჭებული ადეკვატური უფლებამოსილებები, რაც საჭიროა შრომით კანონმდებლობასთან დამსაქმებელთა საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. არადა, შრომითი უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმის ამ ფორმატში არსებობა, ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზების ხარისხზე. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექცია დასაქმებულის შრომით უფლებებს ეფექტურად არ იცავს, დავების მოგვარების ძირითად საშუალებად სასამართლო რჩება, რაც ხანგრძლივ პროცესებსა და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს კი შრომის ინსპექციის ნაკლოვანებების ნეგატიურ ეფექტებს კიდევ უფრო ზრდის. მართალია, აუდიტის შედეგად უამრავი ხარვეზი და ნაკლი გამოვლინდა, მაგრამ მათ აღმოსაფხვრელად სახელმწიფო აუდიტორებმა გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს. P.შ. ის, რომ საქართველოში დასაქმებულთა შრომითი უფლებები ირღვევა, ამას სხვადასხვა სამშენებლო ობიექტსა, თუ საწარმოში გახშირებული ტრაგიკული შემთხვევების შემზარავი სტატისტიკაც მოწმობს. ფაქტია, რომ შრომის კანონმდებლობას გარკვეულ ცვლილებები სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უკვე მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს `შრომითი უსაფრთხოების შესახებ~.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: ვერსია
შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე დედაქალაქში სანქციები მკაცრდება
19 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და დედაქალაქის მერის შეხვედრა გაიმართა, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც შრომის უსაფრთხოების პაკეტში, კონკრეტულად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს.`საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო მშენებლობებთან და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს ყველაფერი ასახულია პაკეტში და უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცვლილებების მიხედვით, თბილისში სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება: ინსპექტირების სამსახურს ექნება უფლება, პირველივე დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას 30 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისროს, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში _ 50 ათასი ლარი, ხოლო მშენებლობაზე მუშის დაშავების შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. `პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარი. იქ, სადაც მიმდინარე მშენებლობა შეჩერებული იყო დარღვევების გამო და კომპანია მაინც აგრძელებს მუშაობას, დაჯარიმდება 50 000 ლარით. თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა იქნება 25 000 ლარი, კერძო საკუთრებაზე - 20 000 ლარი~, _ განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ნებისმიერი დარღვევა, მაგალითად ჩაფხუტის არ გამოყენება, გამოიწვევს 30 000 ლარიანი ჯარიმას: `მშენებლები დაინტერესებულები უნდა იყვნენ, მუშებს გაუფორმონ ხელშეკრულება. თავად მუშებმაც უნდა იცოდნენ, რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების ნორმების არ დაცვას. რა მნიშნველობა აქვს, ჩაფხუტის არდახურვის გამო დაიღუპება ადამიანი, თუ მშენებლობიდან გადმოვარდნის გამო?~ აღნიშნული ცვლილება რეგიონებს არ შეეხება, რადგან ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოითხოვნა თვითმმართველობებსაც ექნებათ, ამასაც გაითვალისწინებენ. ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს გასულ კვირას დაუჭირა მხარი, დედაქალაქის მერის ინიციატივით, ეს ცვლილებები მას დაემატება. საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო სესიაზე მიმდინარე კვირაში გადის. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიაში იგეგმება ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი და ეს სამსახური კანონს მკაცრად აღასრულებს.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: ვერსია
ამირან გაყრელიძე: ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში წითელას 312 შემთხვევა ფიქსირდება, ქედან 214 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 35 თბილისში. "თუმცა ტემი შეიძლება ისეთი ძლიერი არ გახლავთ, როგორც იანვრის ბოლოსკე გვქონდა. აჭარაში მიმდნარეობს ძალიან სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, წითელას საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
პაატა იმნაძე: "წითელას აფეთქებას აპრილ-მაისში უნდა ველოდოთ"
`ახალი თაობის~ კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს. _ ბატონო პაატა, თბილის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავა- რაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებუ- ლი ფორმით გარდაიცვალა. ზოგადად, ეს ინფექცია მსუბუქ ფორმებში მიმდი- ნარეობს. რამ გამოიწვია გართულება, რა ხდება? _ წელს ჩუტყვავილა, ჩვეულებ- რივთან შედარებით, მოდებულია, თუმ- ცა უკიდურესი იშვიათობაა, როდე- საც შეიძლება, ეს დაავადება ფატა- ლურად დასრულდეს. იშვიათად, მაგ- რამ, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ასე- თი ტრაგიკული შემთხვევები ჩუტყვა- ვილას დროს. _ რამდენი შემთხვევაა დაფიქ- სირებული? _ ყოველწლიურად ჩუტყვავი- ლას 8-10 ათასში შემთხვევა აღირიც- ხება. ასეთი შემთხვევა კი რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხ- დეს, რომ ჩუტყვავილას ასეთი მძიმე მიმდინარეობა იყოს და ასე ტრაგიკუ- ლად დამთავრდეს. _ სხვა დაავადების პარალელუ- რად მიმდინარეობდა თუ რატომ დად- გა ასეთი მძიმე შედეგი? _ ჩვეულებრივ ეს ხდება ხოლმე, როცა რაღაც თანმხლები ჯანმრთე- ლობის პრობლემებია. _ საგრძნობლად არის მომატე- ბული ჩუტყვავილათი დაავადების შემ- თხვევები? _ ზოგადად, წელიწადში არის 8-10 ათასი შემთხვევა. შარშანწინ იყო 10 ათასი, შარშან იყო 8 ათასი. წელს შედარებით ნაკლებს ველოდებით. ორ- სამ წელიწადში ერთხელ ცოტას იკ- ლებს ხოლმე, მერე ისევ იმატებს. იმდე- ნი არ იქნება, რამდენი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი შემთხვევა იქნება. ყვე- ლაზე ხშირად ეს არის ხოლმე. ათასო- ბითაა. _ რასაც ვერ ვიტყვით წითელა- ზე, რომელსაც ასეთი მასშტაბური სახე არ ჰქონია. ჩვენ მოვისმინეთ განცხადე- ბები, რომ აჭარაში ეპიდაფეთქებაა. რამდენად საგანგაშო სიტუაციაა? _ ჯერჯერობით ეპიდაფეთქება- ზეა ლაპარაკი. შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში ეპიდაფეთქებაა, ხოლო და- ნარჩენ საქართველოში, პრინციპში, მა- ტულობს. თუ დროულად არ აიცრება, ვინც ასაცრელია, წითელა ასე მარტი- ვად არ გაჩერდება. უნდა იცოდნენ მშობლებმა და ზოგადად ყველამ, რომ წითელა გაცილებით რთული დაავა- დებაა, ვიდრე, ვთქვათ, ჩუტყვავილა და გაცილებით უფრო მძიმე გართულებე- ბი აქვს. _ ბავშვებში? _ ყველა ასაკში. ბავშვები მაინც ხდებიან ავად, მაგრამ დიდი უმრავლე- სობა, ვინც ავად ხდება, მოზრდილები არიან. გარდა ამისა, ყველაზე მეტი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ წლამდე ასაკის ბავშვები ხდებიან ავად. _ რატომ წლამდე ასაკის? _ იმიტომ, რომ დედები, რომ- ლებიც აჩენენ ამ ბავშვებს, არ არიან იმუნურები. ბავშვს ხომ ერთი წლის ასაკში უწევს აცრა. სწორედ ამიტომ ხდებიან წლამდე ასაკის პატარები ავად. დედები, რომლებიც აპირებენ დაორ- სულებას, ბავშვის გაჩენას, თუკი არ არიან აცრილები, აუცილებლად უნდა აიცრან. _ ყველაზე რთული სიტუაცია აჭარაშია? _ ჯერჯერობით კი აჭარაშია, მაგრამ ყველგან დაიწყება, არა აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ამ ეტაპზე აჭა- რაშია. _ პიკს რა პერიოდისთვის ელო- დებით? _ დაახლოებით მაისში. _ თბილისში რა მდგომარეობაა, რა მონაცემები გაქვთ? _ თბილისშიც არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, დაახლოებით ოც- ზე მეტი შემთხვევაა. ცხადია, თბილის- შიც მოიმატებს. ძირითადად არის მოზ- რდილები და წლამდე ბავშვები, თუმცა არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც ეს აცრა გამოტოვებული აქვთ. _ რამდენად არის საფრთხე, რომ სკოლებსა დ ბაღებში გართულდეს ვითარება? ცნობებს ითხოვენ აცრების თაობაზე და დიდი აჟიოტაჟია. _ კი, ცნობებს ითხოვენ, იმი- ტომ, რომ მაქსიმალურად ყველა ბავ- შვი აიცრას, რომელიც შეიძლება ავად გახდეს. _ არის მშობლების კატეგორია, რომლებიც მიზანმიმართულად არ უტა- რებენ ბავშვს აცრებს. ზოგადად, ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს ვაქცინა- ციის თაობაზე. შეიძლება, ეს იყოს მიზეზი? _ ძირითადათ ალბათ ეგ არის მიზეზი, მაგრამ, ზოგადად, რა დალევს უცნაურ ადამიანებს. ისეთ რაღაცებს წერენ ხოლმე, რომ შეიძლება გული გაგისკდეს. არის უამრავი ჯგუფი და ათას სისულელეს აზიარებენ ხოლმე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არასწო- რი ინფორმაცია ვრცელდება და ამი- ტომაც არის ეგ პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, სხვა ქვეყნებშიც აქტიურად დგას ეს საკით- ხი. _ ეს აცრა, როგორც წესი, ტარ- დება ერთი წლისა და ხუთი წლის ასაკში, თუმცა შესაძლებელია, მოგვი- ანებითაც ჩატარდეს? _ კი ბატონო, გეგმურად ეს აცრა ტარდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. 40 წლამდე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის აცრა არის უფასო, 40 წლის ზემოთ ასევე უფასოა, ვინც კონტაქტში იყო წითე- ლიან ავადმყოფთან და არ იცის, გა- დატანილი ჰქონდა თუ არა, ან აცრი- ლია თუ არა. _ ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. წითელა?.. _ წითელაც ასევე ჰაერით გადა- დის. ეს ორი დაავადება გადადის ჰაე- რით. ამიტომ რთულია თავდაცვა. _ რა პრევენციები ტარდება ბა- ღებში, სკოლებში, რა მითითებები გაქვთ გაცემული? _ წითელაზე შედარებით ადვი- ლია, გამოვავლინოთ ყველა, ვინც არ არის აცრილი და ავცრათ. ჩუტყვავი- ლა, სამწუხაროდ, უმართავი ინფექცი- აა, მაგრამ ჩუტყვავილა ისეთი რაოდე- ნობით არის ყოველწლიურად, რომ აქ დაცვა ძალიან ძნელია. მთავარია, ყუ- რადღებით ვიყოთ და დროულად მივ- მართოთ ექიმს. ისეთი იოლი მიმდინა- რეობა აქვს ჩუტყვავილას, რომ აბსო- ლუტური უმრავლესობა არ მიმართავს ხოლმე ექიმს. უმჯობესია, ექიმს მიმარ- თონ, რათა გამოირიცხოს რამე გარ- თულება. _ თუ ბავშვს გადატანილი აქვს ეს დაავადება, შესაძლებელია, კიდევ დაავადდეს? _ ძირითადად აღარ ხვდებათ, თუმცა 100%-იანი არაფერია მედიცი- ნაში. გამონაკლისები აქაც არის, შეიძ- ლება, გადატანილი ჰქონდეს, მაგრამ მაინც დაემართოს, თუმცა ეს _ გამო- ნაკლის შემთხვევებში. ძირითადად აღარ ავადდებიან. _ გარდა წითლად გამონაყარი- სა, წითელა რა სიმპტომებით მიმდინა- რეობს? _ მაღალი ტემპერატურა, გამო- ნაყარი, შეიძლება, კონიუნქტივიტიც იყოს. პაციენტისთვის მთავარია, რომ როგორც კი ხედავს, მაღალი ტემპერა- ტურა და გამონაყარი აქვს, უნდა მივი- დეს ექიმთან. შემდეგ ექიმი გაარკვევს, მას წითელა აქვს, წითურა თუ ჩუტყვა- ვილა. უნდა ვიცოდეთ, რომ წითელას გაცილებით მეტი გართულება აქვს, ვიდრე ჩუტყვავილას. _ რთული სათქმელია, მაგრამ თბილისში როდის ელოდებით წითე- ლას პიკს? _ დაახლოებით აპრილ-მაისში. მერე ზაფხულში ცოტას დაგვასვენებს, მაგრამ შემოდგომაზე ისევ მობრუნდე- ბა. _ წითელას ეპიდემია თურქეთი- დან შემოვიდა საქართველოშიო. რამ- დენად სწორი ინფორმაციაა? _ ასე არ არის. მთელ ევროპაში მოდებულია. შარშან საკმაოდ დიდი აფეთქება იყო ევროპის ბევრ ქვეყანა- ში. წითელას მოსვლა არსაიდან სჭირ- დება. აცრილი თუ ხარ, არ დაგემართე- ბა და თუ აცრილი არ ხარ, მაშინ დაგემართება.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
მედიკამენტების საშუალო ფასნამატის მარჟა 102%-ს შეადგინა
საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მცდელობას სასურველი შედეგი ჯერ არ მოუტანია. როგორც მედიკამენტები, ასევე, სამედიცინო მომისახურება მუდმივად ძვირდება. პრეტენზიებია ექიმების მიმართაც, რომლებიც, პაციენტებს უფრო და უფრო მეტ წამლებს უნიშნავენ. საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მიუთითებს მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე. საქართველოში მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, 70%-ზე მეტი ხუთ მსხვილ კომპანიაზე არის გადანაწილებული, ესენი არიან შპს "პსპ ფარმა" - 22.32%, შპს "ეიბი-სი-ფარმაცია" - 14,91%, შპს "ავერსი-ფარმა" - 14,54%, სს "ჯი პი სი" - 10.20% ა შპს "გლობალ-ფარმი" - 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ეი-ბი-სი ფარმაცია" და სს "ჯი-პი-სი" გაერთიანდნენ და ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო შეიზღუდა. შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკები კიდევ უფრო მეტად ამაღლდა. მეორე მხრივ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. როგორც სააგენტოში განაცხადეს, აქედან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონში 1321 ფილიალი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან. "ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების წვდომა აქვს, მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას და ხდება თუ არა ხელოვნურად წახალისება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი რამ არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა. "ახლა კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ რიგი ობიექტური მიეზების გამო, არ მგონია, საქმე კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან გვქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ. ასევე შეკითხვაზე, თუ რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია და ა. შ. ერთი პირის ხელშია, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემას ბიზნესში ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებენ და ეს შესანიშნავი მდგომარეობა არ არის. "ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები სახელმწიფომ მართვაში მთლიანად წამოიღო. ეს ამ სიტუაციის სერიოზული კორექცია იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ. სრული სურათის დასანახად, საინტერესოა საქართველოში დაფიქსირებული ფასნამატების შედარება ევროპის ქვეყნების ფასნამატების შედარებასთან, თანაც იმის ფონზე რომ საშუალო ევროპელის მყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის. კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო ფონდ "კურაციომ" ჩაატარა, გამოვლინდა რომ საქართველოში ფასნამატის მარჟა სულ მცირე ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას. ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო ფასნამატი საქართველოში 102%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა საშუალო ფასნამატის მიმართულებით - უნგრეთი 27%; პოლონეთი 32%; ჩეხეთი 35%; საბერძნეთი 46%; იტალია 49% - ფასნამატები დათვლილია მედიკამენტის იმპორტიდან საცალო ქსელის დახლამდე. მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა და, ამ მხრივ, ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება. ამიტომ, სახელმწიფო უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე. "არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ. რამდენად მოიტანს ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა შედეგს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის დარეგულირების გზა არ ჩანს.
---