From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-21.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 21.05.2018 08:45
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.05.2018

ტელევიზია

20.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ექიმები

უფასო სისხლის დონაცია "ექიმებში". გადაცემის სტუმარია შრომის, ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა

https://www.imedi.ge/ge/video/24473/upaso-siskhlis-donatsia-eqimebshi

---

 

20.05.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 21:00

რა გახდა 5 წლის ბავშვის დაღუპვის მიზეზი? მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. კლინიკაში, სადაც მცირეწლოვანს თავდაპირველი სამედიცინო მომსახურება გაეწია, ამბობენ, რომ მკურნალობა მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ბავშვი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299226

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299059

---

 

20.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

ლიბერალიზაციის ნარკოპროექტი თითქმის ერთი წელია რაც პარლამენში შევიდა, რაც ჯერ მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. დღემდე აზრთა სხვადასხვაობის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროექტის განხილვა ვერ მოხერხდა, თუმცა მაისი საპროტესტო აქციების შემდეგ კანონპროექტზე მუშაობა კვლავ აქტუალური გახდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299216

---

 

20.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

აივ/შიდსის შემთხვევებმა 7000 გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი გაზრდილია. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 032 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ოფიციალური მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს და ციფრები ბევრად დიდია.          

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299171

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298940

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298876

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298869

---

 

20.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299149

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299135

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298991

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298889

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298839

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298820

---

 

20.05.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე დარჩენილი 60 წლის მარტოხელა მამაკაცი. იური მეგრელიშვილი, რომელსაც ცალი ფეხი ამპუტირებული აქვს ყოველდღიური საკვების მიღებას მხოლოდ მზობლების დახმარებით ახერხებს. რა მიზეზით მოუხსნეს სოციალური დახმარება მამაკაცს სამი წლის წინ? - პასუხი ჯერაც გაურკვეველია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5299033

---

 

20.05.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

სამედიცინო დახმარების მიმართულებით პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა გადასცა. ცხრა პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში განაწილდება და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე გავა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298963

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298674

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298585

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298715

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298736

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298624

---

 

20.05.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  დილა უქმეებზე

მრავალი წელია ვიცით, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ არ გაიცემა, თუმცა ჟურნალისტმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ აფთიაქში უპრობლემოდ ხელმისაწვდომია ფსიქოტროპული მედიკამენტები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298759

---

 

19.05.2018

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის   არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298438

---

 

19.05.2018

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობაზე მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცულმა 250-მა მძღოლმა აქცია მოაწყო და კარიერმდე მისასვლელი გზა გადაკეტა. ისინი კუთვნილ ანაზღაურებასა და შრომითი ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამ პრობლემებით ხელისუფლება არ დაინტერესდა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298267

---

 

19.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00    

ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. შენობა, სადაც 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია და ნგრევის პირასაა, ოთახებში წყალი ჩადის. ყოფილი სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზეა. დევნილები და სოციალურად დაუცველები შიშობენ, რომ მალე შესაძლოა, უწყებამ მათ შენობის დაცლაც მოთხოვოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5297811

---

 

19.05.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია 

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში, დღეს გიყვებით 1 ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას. კახოსვილები დახმარებას ითხოვენ. 57 წლის ქალს ცალი ფეხი არ აქვს, მას მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს, მიუხედავად ამისა სოციალური დახმარება გაუნახევრეს. ოჯახი ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ძირითადად მეზობლების მოწყალების იმედზე ცხოვრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5296798

---

 

19.05.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

მუსლიმ გოგონათა პანსიონი ხულოდან - სექტემბრიდან პანსიონატებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება და, სავარაუდოდ, დიდი ნაწილი დაიხურება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5298448

---

 

19.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ოცდამეერთე საუკუნის მონები - ერაყში ლუკმა-პურის საშოვნელად წასული გურულები ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

http://rustavi2.ge/ka/news/104436

---

 

18.05.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

სოციალური მომსახურების სააგენტომ ევროკავშირის დახმარებით შრომის ბაზარზე ვაკანსიების მონიტორინგი პირველად ჩაატარა. კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ძირითადი მოთხოვნა დაბალ და საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშაკებზეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5295341

---

 

18.05.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ბოლო 6 თვეში თბილისში 5674 ვაკანსია გამოცხადდა. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის კვლევის მიხედვით, პროფესიათა შორის ძირითადად დაბალკვალიფიციური კადრების საჭიროების მქონე პოზიციებია, რომლებზეც საშუალო თვიური ანაზღაურება 350-დან 500 ლარამდე მერყეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5295011

---

 

 

ინტერნეტი

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494168-specialurad-maghali-prioritetis-gamodzakhebebze-reagirebisthvis-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda.html

სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა

სპეციალურად მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე რეაგირებისთვის სამედიცინო დახმარების მიმართულებით პარამედიკოსების პირველი ჯგუფის მომზადება დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. 9 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში განაწილდება და მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებზე გავა.  აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულმა კანდიდატებმა კი, გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ. 11 აპლიკანტიდან წარმატებით ჩაბარება ცხრამ შეძლო.  პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

20.05

აიპრეს.ჯი- https://www.ipress.ge/new/112339-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/192808-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda.html?lang=ka-GE

პია.ჯი- https://pia.ge/post/204199-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494147-specialurad-maghali-prioritetis-gamodzakhebebze-reagirebisthvis-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda.html?ar=A

1ნიუს.ჯი- http://1news.ge/index.php?id=14901

მკურნალი.ჯი- https://www.mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/10227-specialurad-maghali-prioritetis-gamodzakhebebze-reagirebisthvis-paramedikosebis-pirveli-jgufis-momzadeba-dasrulda.html

ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/95554

ექსპრესნიუს.ჯი - http://epn.ge/?id=65859

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494206-saqstati-2016-tselthan-shedarebith-2017-tsels-umushevrobis-done-regionul-tcrilshi-gazrdilia-thbilisshi-shida-qarthlshi-qvemo-qarthlsa-da-imerethshi.html

საქსტატი - 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში

016 წელთან შედარებით, 2017 წელს უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია ქალაქ თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც თოდრაძემ აღნიშნა, თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად, 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით.  "უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად, 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით",- განაცხდა თოდრაძემ.

---

 

20.05.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djordjian-manganezi-magaroshi-dashavebul-mushastan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროში დაშავებულ მუშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის მადნის გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, მაღაროელი გვირაბის გამაგრებულ ნაწილში იდგა, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. „ჯორჯიან მანგანეზი“ აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/203893

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/494126-tciathuris-magharoshi-momkhdar-shemthkhvevaze-kompania-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A

---

 

20.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tsels-saqartveloshi-aivshidsis-270-akhali-shemtkhveva-dafiqsirda/44094

წელს საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წელს აივ/შიდსის 30 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა, სულ 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ მონაცემებით, საქართველოში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია. 20 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით შიდსის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ მედიკოსები და ჟურნალისტები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში, ცაში წითელ ბუშტებს გაუშვებენ, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იქნება გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=173494-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%99,%20%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/203881

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494095-bolo-monacemebith-tsels-aivshidsis-270-akhali-shemthkhvevaa-dafiqsirebuli.html?ar=A

---

 

20.05.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/khshirad-medikamentebze-fasnamati-1000-s-acharbebs/

,,ხშირად მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-ს აჭარბებს”

,,მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები ძვირია, ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულებაა” საქართველოში, მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. განსაკუთრებით, პრობლემას ქმნის მედიკამენტების მარალი ფასები, რომელიც პერმანენტულად მზარდია. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წამლებზე ფასი საქართველოსგან განსხვავებით ბევრად იაფია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში, თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანად მოიქცა. ,,როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი”, – განაცხადა სერგეენკომ. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც წესით მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. ,,ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებდა და, ცხადია, ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წამლები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულება. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს” -აღნიშნავს გულბანი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები საქართველოში უფრო ძირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, გულბანი აცხადებს: ,,დიახ ასეთ შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე ვფიქრობ მე ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც ცხადია მოგების მაქსიმიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რაც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო მაგალითად სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რომ შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ”-აღნიშნავს გულბანი. მისი განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში როგორც წარმოების ისე ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, ეს ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ახლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე გზა არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. ,,ეს აპრობირებული მეთოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის მოწყვლად ფენებში”, – აღნიშნავს გულბანი.

---

 

20.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/136723/

მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში

საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. „თუმცა შემდეგ მშობელი კონტაქტზე აღარ გამოდის ძიძასთან. თვეების განმავლობაში, როცა არ იხდიან თანხას, ძიძები მათ მოვლაზე უარს ამბობენ და ბავშვი უკვე სოციალური მომსახურების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოდის“, – გვეუბნება ნინო ცეცხლაძე. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვეუბნებიან, არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ  რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან ვერ ხერხდება მშობლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია. „არის შემთხვევები, როცა თურქეთიდან დეპორტაციის რისკია და დედა ვერ გადმოდის ამის გამო საზღვარზე, არის შემთხვევები, როცა დედას კანონთან პრობლემები აქვს და ბავშვი რჩება მზრუნველობის გარეშე. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია წლების მიხედვით“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, პოლიცია და მიგრაციის სამსახური აქტიურად არიან ჩართული პროცესში და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ბავშვები რომელიმე ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნდნენ. არაოფიციალურ საუბრებში ასევე ამბობენ, რომ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება ის ბავშვი, ვინც ძიძასთან დატოვეს და მშობელმა ანაზღაურება არ გადაიხადა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მას არ სმენია. „ყველამ იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ ფაქტს  აუცილებლად გადავცემ“, – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა. მისივე თქმით, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მშობლები ტოვებენ, 3-იდან 7-8 წლამდეა. „ჩვენ ვსწავლობთ ამ ბავშვების საჭიროებებს და მათ ჯანმრთელობას. ისინი ერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში და გადადიან მინდობით აღზრდაში“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე. სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, რეგიონების მიხედვით  მშობლების მიერ უცხოელი ბავშვების მიტოვების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის ეთერ ცხაკაიას ინფორმაციით, იყო შემთხვევა როცა 5 ბავშვი დააბრუნეს თურქეთის რესპუბლიკაში. „ასევე გვქონდა ორი ბავშვის შემთხვევა, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ. საელჩოს ჩართვით დავაბრუნებთ ისინი ქვეყანაში. ამ ეტაპზე  გვყავს კიდევ ორი ბავშვი, ერთი მოლდოვადან, მეორე ბავშვის მშობლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ამიტომ ვერ გეტყვით რომელი ქვეყნიდანაა. სავარაუდოდ, თურქეთიდან უნდა იყოს“, – გვეუბნება ეთერ ცხაკაია. ცხაკაიას თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა 15-16 წლის მოზარდები შემოდიან ქვეყანაში. „ვერ გეტყვით, რა გზით კვეთენ ისინი საზღვარს, ასეთ დროს ვუკავშირდებით მიგრაციის სამსახურს და როგორც ლტოლვილები გადაჰყავთ ეს მოზარდები თავშესაფარში“, -გვეუბება ცხაკაია. სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას და ვალდებულია დაიცვას ყველა ბავშვი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე. „იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ სახელმწიფო სერვისები, საჭიროა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემა. იუსტიციის სახლი მათ ანიჭებს პირად ნომერს და ერთვებიან სახელმწფო პროგრამებში“, – გვეუბნება ეთერ ცხაკაია. მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება ერთობლივად მუშაობს მშობლების იდენტიფიცირებასა და ამ ბავშვების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საქართველოს მოქალაქეებს აბრუნებენ სამშობლოში. „გვქონდა შემთხვევა, როცა საბერძნეთიდან 6 ბავშვი დავაბრუნეთ“, -გვეუბნება ცხაკაია. მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვი თავდაპირველად გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაჰყავთ. თუ ამ დროის მანძილზე ვერ მოხერხდება მშობელთან კომუნიკაცია და ბავშვის სამშობლოში დაბრუნება, ის რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის. ეთერ ცხაკაიას თქმით, უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემისთვის სახელმწიფოს დამატებითი თანხის მოძიება არ უწევს, რადგან „სახელმწიფო პროგრამაში მსგავსი ტიპის დაფინანსება თავიდანვე გათვალისწინებულია“. უცხოელი ბავშვები ძირითადად ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან და თურქეთიდან არიან.

---

 

19.05.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/62262/sotsialurad-dautsvelebis-monatsemta-bazashi-registratsiis-tsesi-sheitsvleba

სოციალურად დაუცველების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი შეიცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესში ერთ-ერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. საუბარია, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე ამ ფაქტს არ ეთანხმება, რაც სააგენტოსთვის კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე გახდა ცნობილი. ამ პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით,სასამართლოს მოქალაქე თამარ თანდაშვილმა მიმართა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვა, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რის შესახებაც სააგენტოს აცნობა მესაკუთრემ. „სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმით მოსარჩელეს ბლანკეტურად აქვს აკრძალული დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, იგივე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული პირთა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც: ა) რეგისტრირებულები არიან მონაცემთა ბაზაში და არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში; ბ) ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირდნენ მონაცემთაბაზაში. კონსტიტუციურ სარჩელში წერია, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ართმევს სოციალური დახმარების მაძიებელს უფლებას, მიიღოს სოციალური დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიებით აიძულებს მას, მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი,“-აღნიშნულია საკოონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ზემოთ აღნიშნული პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=71352

მიხეილ დუნდუა: 2002 წლის აღწერა იყო მცდარი, ვინაიდან, მაშინ ემიგრირებული მოსახლეობა აღწერეს როგორც ადგილზე მყოფი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგებს ეხმაურება. როგორც მიხეილ დუნდუა აცხადებს, 2002 წლის შემდეგ, 2014 წლამდე აღწერა არ ჩატარებულა. „2002 წლის აღწერა იყო მცდარი, ვინაიდან, მაშინ ემიგრირებული მოსახლეობა აღწერეს როგორც ადგილზე მყოფი. შესაბამისად, 2002 წლის მაჩვენებელი - 4.5 მილიონი არსებითად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ტექნიკური და ბუნებრივი მატების კოეფიციენტების დამატებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიდრე 2014 წლის აღწერა არ ჩატარდა, ყველა მონაცემი იყო მცდარი. ახალმა აღწერამ აჩვენა რეალური სურათი“, - განაცხადა დუნდუამ. მისი თქმით, გაერო-ს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი საქმიანობის შედეგად, შეიქმნა ახალი ანგარიში, მომზადდა ახალი კვლევა, რომელიც აღიარებულია გაერო-ს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მხრიდან და ყველა წინა წლის გადათვლა მოხდა შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე. დუნდუას ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, წინა წლის პირველ იანვართან შედარებით, მატება შეადგენს 3300-ს, ხოლო 2013 წლის პირველ იანვართან შედარებით, მატება არის 11 000.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/398776

პია.ჯი- https://pia.ge/post/204013-mixeil-dundua-2002-wlis-arwera-iyo-mcdari-vinaidan-masin-emigrirebuli-mosaxleoba-arweres-rogorc-adgilze-myofi

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/192762-mikheil-dundua-2002-tslis-ki-aghtsera-iyo-mcdari-vinaidan-mashin-emigrirebuli-mosakhleoba-aghtseres-rogorc-adgilze-myofi.html?lang=ka-GE

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/nagvis-urna-sitsotskhlis-tsqaro-6-suliani-ojakhistvis

ნაგვის ურნა _ “ სიცოცხლის წყარო“ 6-სულიანი ოჯახისთვის

გურია ნიუსმა“ რამდენიმე ხნის წინ დააფიქსირა, როგორ იქექებოდა ნაგვის ურნაში ახალგაზრდა ქალბატონი. ბარამიძეების ოჯახს სახლში ვესტუმრეთ. ნანა ბარამიძე, ქალაქ ოზურგეთში ბათუმის ქუჩაზე ერთსართულიან პატარა სახლში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. როგორც თავად ამბობს, უფროსი ვაჟი სამხედრო სამსახურშია, მეორე კი თურქეთში ჩაის საკრეფად არის წასული. მას ვერ ეკონტაქტება, რადგან ტელეფონი არ აქვს. ამბობს, რომ თურქეთში წასული თავის თავს ირჩენს და თამბაქოს ფული აქვს. _ მეუღლე არ მუშაობს, სადაა სამუშაო, ფიზკურად თუ ვინმეს მიეხმარება მიზერული ანაზღაურებით, ვის აქვს დღეს? ყველა ტირის, ვინ მოგეხმარება? არც ოზურგეთის მერიისთვის მიმიმართავს. სოციალური მე მაქვს, ჩემს ბიჭს კი, რომ გადავიდა საზღვარზე,  მოუხსნეს. კითხვაზე _ ისევ „სტუმრობს“ თუ არა საღამოობით ნაგვის ურნებს, გვპასუხობს _ “რა ვქნა, აბა!“ _მეტი რა გზა მაქვს? ნაგავში მარტო საჭმელს კი არ ვეძებ, ხან ალუმინი ვნახე, ხან სპილენძი, ჯართი   ჩავაბარე და პური ვიყიდე, რა ვქნა, აბა! ხან ისე გადის დღეები საერთოდ არაფერი არ გამოდის. საჭმელი დღეში ერთხელ უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ,  რომ აღნიშნულ ოჯახს დახმარებისთვის არ მიუმართავს: _თუკი მოგვმართავენ, მერია, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას გაუწევს.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=71282

ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა აიკრძალოს

პარლამენში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. „მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში. შესაბამისად, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს. ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება. ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ასევე ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ექიმის გადაცდომის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მასმედიის საშუალებით გავრცელება ამ საშუალების/მისი წარმომადგენლის 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, მასმედიის საშუალებას მოუწევს უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავსი ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ჯარიმა 1000 ლარი იქნება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ოქტომბერში „კვირის პალიტრა“ წერდა, წინა წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში პროფესიული განვითარების წინაშე 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157-ს კი დაეკისრა. აქედან 90-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67-ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/223420-sheshinebuli-ekimi-sheizleba-potenciuri-mkvleli-agmochndes-vis-da-ratom-surs-medias-ekimebis-shecdomebze-saubari-aukrzalos/

"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში მედიის ძალა და ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ხელისუფლებასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ალბათ, ყოველდღიურად იმატებს. რომ არა ჟურნალისტების ე.წ. watch dog (მოდარაჯე ძაღლის) საქმიანობა, ხალხისთვის მიუწვდომელი დარჩებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამის გამო მედიის წარმომადგენლების გაჩუმებასა და მათთვის შეზღუდვების დაწესებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ამჯერად, სფერო სადაც მედიისთვის შეზრუდვის დაწესება მოისურვეს, სამედიცინო საქმიანობის გაშუქებას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი (ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე), გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 2000 ლარით. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიაში მსგავსი საკითხების გაშუქებისას ექიმების მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხდება დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელება. ალბათ, მკითხველს სულ ცოტა ერთი გახმაურებული შემთხვევა მაინც ამოუტივტივდება გონებაში, როცა მედიით ექიმის სავარაუდო გადაცდომის შესახებ სკანდალური ინფორმაცია მოისმინა. ამბავი, სადაც პაციენტის ოჯახის წევრები ყვებიან, როგორ დაუმძიმდა მდგომარეობა მის შვილს, მეუღლეს, დას, ძმას თუ მეგობარს ექიმის უყურადღებობის გამო, ან როგორ გარდაიცვალა პაციენტი დიაგნოზის არასწორად დასმისა თუ ოპერაციის არაპროფესიონალურად ჩატარების გამო. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება რომ კანონის სახით, მაგალითად გასულ წელს ძალაში შესულიყო, ექსპერტიზის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მედია ვერ შეძლებდა იმ ამბის გაშუქებას, როცა 2017 წელს ხატია თვაური ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. ვერც ცოტა ხნის წინ, ნათია ჩაგანავას ამბავს შეიტყობდა საზოგადოება, რომელმაც 2018 წლის აპრილში საკეისრო კვეთით იმშობიარა და მალევე კომაში ჩავარდა. „კლინიკების ასოციაციის“ იურისტის, ირაკლი სერგიას თქმით, საკანონმდებლო წინადადებით არ სურთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და არც პაციენტის ახლობლებს უკრძალავენ მედიაში საუბარს, თუმცა მისივე თქმით, გაშუქება უნდა მოხდეს როგორც მოსაზრება და არა როგორც ფაქტი. იმისათვის, რომ ამ წინადადებამ საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღოს, საჭიროა, ის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს და მხარიც დაუჭიროს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სამედიცინო გადაცდომებთან დაკავშირებული ამბების ობიექტურად გაშუქების სერიოზული პრობლემაა, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციას მხარს არ უჭერს. „სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი, ამ შემთხვევაში, არის ძალიან ცუდი დამხმარე. თუმცა, მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში. სწორედ „კლინიკების ასოციაციის“ მიერ წარდგენილი წინადადების ზედაპირულობა და ბუნდოვანება გახდა ჯანდაცვისა და მედია ექსპერტების კრიტიკის საფუძველი. მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ექიმების საქმიანობასაც ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ჟურნალისტებისას. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ექიმებს ისედაც შეუძლიათ ცილისწამებაზე იურიდიული მექანიზმებით საკუთარი უფლებების დაცვა, გადაცდომებზე საუბრის აკრძალვა ცენზურის დაწესებას ჰგავს. „წარმოვიდგინოთ შემთხვევა: პირდაპირი ეთერია და ოპერატორი, რომელსაც ჩართული აქვს კამერა, ხედავს ადამიანების პროტესტს, რომელიც ექიმის წინააღმდეგ მძაფრად ნეგატიურადაა გამოხატული. აქ რა უნდა გააკეთოს ტელევიზიამ? გათიშოს ეთერი? თუ თქვას, რომ კი მოხდა რაღაც, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ვერ გავაშუქებთ? დღეს არსებობს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ექიმებმა დაიცვან თავიანთი უფლებები. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რაიმე დამატებითი მექანიზმები შემოვიდეს, რომელიც ძალიან ჰგავს ცენზურას. ამავე ლოგიკით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელმა - მოსამართლემ, პოლიციელმა, პოლიტიკოსმა - შეიძლება ჩათვალოს, რომ მედიის მიერ გაშუქებულ ამბავში ის გალანძღეს, ღირსება შეულახეს. ამ ლოგიკით მაშინ არაფერი აღარ უნდა გავაშუქოთ,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში AMBEBI.GE-სთან საუბარში. ამავე აზრს იზიარებენ ჯანდაცვის ექსპერტები, რომელთა თქმითაც ექიმის საქმიანობას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა გადაცდომებზე მედიაში საუბრის აკრძალვა, ცენზურის ნიშნებს შეიცავს. ჯანდაცვის ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა, პირველ რიგში, პაციენტის უფლებებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და ამის დეფიციტის ფონზე ექიმებისა თუ კლინიკების უფლებების კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია, ზედმეტია. კიდევ ერთი ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის აზრით, აღნიშნული ფორმულირებით ეს საკანონმდებლო წინადადება კრიტიკას ვერ უძლებს და მის მიღებას აბსურდად მიიჩნევს. „მაგ წინადადებით გამოდის, რომ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ნებისმიერ გადაცდომაზე საუბარი, სანამ სასამართლოს საბუთი ან ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება. მათ შორის მეც, ჯანდაცვის სპეციალისტი რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ რომელიმე კლინიკაში რამე გადაცდომაა, გამოდის რომ ეს ვერ გაშუქდება. ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი აზრის შეზღუდვა და ცენზურის დაწესება,“ - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში. როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. როდესაც ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისას პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ, მათ ეჭვებს რეგულირების სააგენტოს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 67 ექიმს სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 157 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მაშინ, როცა მშობიარე ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ მხოლოდ ახალდაბადებული შვილის ჩახუტებას ასწრებს და კომაში ვარდება, მაშინ როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში გაურკვეველი დროითაა, ანდა მაშინ, როდესაც 22 წლის ქალის სიცოცხლე, მშობიარობის შემდეგმა გართულებებმა იმსხვერპლა, ალბათ ძნელია ჟურნალისტმა მათ ახლობლებს ამბის გაშუქებაზე უარი უთხრას. ის ფაქტი, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს პრობლემის მოგვარების უპირველეს გზად მედია ესახება, ალბათ, მედიის კი არა სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემაა. საფუძველს მოკლებული არ არის ვიფიქროთ, ადამიანებს სასამართლოს ობიექტურობის რომ სჯეროდეთ, საგამოძიებო უწყებების ეფექტურობის რომ სჯეროდეთ, ექიმების მაღალკვალიფიციურობისაც რომ სჯეროდეთ, საშველად პირველ რიგში, მედიას არ მოუხმობდნენ. მედიას, რომლის მიერ ატეხილი ხმაურიც არაერთხელ გამხდარა გამოძიების დაწყებისა თუ სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65796

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებლად უკვე მესამე ჯგუფი შეირჩა. მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა. თავდაპირველად, პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუხდებათ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაივლიან. 4 თვიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117) ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ბ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) ავტობიოგრაფია ან (CV); ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); თ) ორი ფოტოსურათი (3/4); ი) ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი); პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493894-paramedikosebis-sastsavlo-kursisthvis-sabuthebis-migheba-grdzeldeba.html?ar=A

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/g-news-tv/aziur-parosanastan-brdzolis-gzebi-shekhvedra-sopel-meriashi

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზები _ შეხვედრა სოფელ მერიაში

აიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლება შევამციროთ მისგან მომდინარე ზიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ. მოსახლეობას დეტალურად განემარტა, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ - საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და  ჯანდაცვის სამინისტროს  გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში: ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/deficitur-profesiebshi-profesiuli-ganatlebis-mqone-poziciebi-charbobs/19742/

დეფიციტურ პროფესიებში პროფესიული განათლების მქონე პოზიციები ჭარბობს

„პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა დიდია“ - ეს შედეგი კვლევამ აჩვენა, რომელიც საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შეისწავლა. როგორც კვლევის შედეგების დოკუმენტშია ნათქვამი, სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სპეციფიკაციის კადრები სჭირდებათ, თუმცა დეფიციტურ პროფესიებში სწორედ პროფესიული განათლების მქონე პოზიციები ჭარბობს, მათ შორის მაღალია მოთხოვნა ზეინკლებზე, ხარატებზე, ელექტრული და ელაქტრონული საშუალებების მექანიკოსებზე, შემდუღებლებზე, მეფრინველეებზე და ა.შ.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mizezebi-ris-gamoc-umushevari-mosaxleoba-gamocxadebul-vakansiebze-ver-saqmdeba/19744

მიზეზები, რის გამოც უმუშევარი მოსახლეობა გამოცხადებულ ვაკანსიებზე ვერ საქმდება

ვაკანსიები არის, მათი შევსება კი ვერ ხერხდება", - ვაკანტური პოზიციების შევსების პრობლემა კვლევამ გამოავლინა, რომლის ავტორიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტია. „ვაკანტური პოზიციების შევსების პრობლემა ძირითადად ორი ტიპის დეფიციტით არის განპირობებული. არსებობს პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი განათლების/პროფესიის მქონე კადრის ნაკლებობის ან არარსებობის გამო (მაგ. გურიაში ქიმიკოსის შემთხვევა) ან იმის გამო რომ კადრი დაბალკვალიფიციურია (მაგ. მიმტანები და ბუღალტრები). თუმცა, ამავდროულად არსებობს პოზიციები, რომელთა შევსება ვერ ხერხდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული მძიმე სამუშაო პირობების გამო (დაბალი ხელფასი უმთავრესი მიზეზია). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე პოზიციებს, როგორიცაა სანიტრები, ბარმენები, არაკვალიფიციური მუშები და სხვა.” - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ანაზღაურების გამო დამსაქმებლებს უჭირთ გარკვეული პოზიციების შევსება, ისინი არ გეგმავენ ხელფასის გაზრდას და პრობლემის მოგვარებას უფრო დაბალკვალიფიციური კადრის აყვანით ან მათი სხვა რეგიონიდან ჩამოყვანით ცდილობენ.

---

 

18.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/223400-samushao-adgilebi-sakartveloshi-sadac-udiplomod-dasakmdebit/

სამუშაო ადგილები საქართველოში, სადაც უდიპლომოდ დასაქმდებით

საქართველოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს ყოველწლიურად დაახლოებით 18 000-მდე ადამიანი იღებს. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12 432 ადამიანი შეადგინა, კერძო სასწავლებლებში კი 5 121. მათ შორის დიდი წილი მოდის ეკონომიკისა, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე. თუმცა, არის სპეციალობები, რომელთა დასაუფლებლად საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში უმაღლესი განათლება საჭირო არ არის. მაგალითად, ვებდეველოპერი, სადაზღვევო აგენტი, მასაჟისტი, სომელიე. ამ პროფესიებს შესაძლოა დავუმატოთ პროგრამისტი, ჟურნალისტი, დიზაინერი და ა.შ. საინტერესოა, დამსაქმებლების რა ნაწილი ითხოვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს საქართველოში და რა პოზიციებზე. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმაღლეს განათლებას საქართველოში დამსაქმებელთა 9% ითხოვს. ამასთან, კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% - პროფესიულ განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს. როგორია ზოგადი ტენდენციები და რომელ ვაკანსიებზე არ ითხოვენ დამსაქმებლები უმაღლეს განათლებას, ამ კითხვებით Allnews.ge-მ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტ, ანა დიაკონიძეს მიმართა. - როგორ შეაფასებთ იმ დამსაქმებელთა პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც თანამშრომლის აყვანისას დიპლომს მნიშვნელობას არ ანიჭებს? - რაც შეეხება განათლების ჭრილში ვაკანსიების მოთხოვნას, ზოგადად, ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით რეპრეზენტატული არ არის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამსაქმებლების გარკვეული სეგმენტი ავიღეთ, კერძოდ, მსხვილი ორგანიზაციები, რამაც ცხადია, რეგიონის მასშტაბით კარგი სურათი მოგვცა, თუმცა, ვერც რეგიონის და ვერც ქვეყნის მასშტაბით განზოგადებას ვერ ვაკეთებთ.

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

21.05.2018

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

გია თვალავაძე: გარწმუნებთ, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და ყველას მოეთხოვება უმკაცრესი პასუხი!

"ასავალ-დასავალის" ფურცლებზე არაერთგზის დაიბეჭდა პაციენტ შოთა კაპანაძის ისტორია, რომელიც ექიმ უროლოგთა დაუდევრობის წყალობით დაინვალიდდა და 10 წელია, უშედეგოდ ითხოვს დახმარებას. რა კომპეტენცია და ვალდებულება გააჩნია რეგულირების სააგენტოს ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთვევაში ექიმთა შეცდომების გამოსავლენად? აღნიშნული საკითხის შესახებ სასაუბროდ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს ვეწვიეთ. გია თვალავაძე: - კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემი და ჩემი ოჯახის პატივისცემასა და ნდობას " ასავალ-დასავალისა" და ლაშა ნადარეიშვილის მიმართ! აქვე ისიც მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი და მოქმედება ხორციელდება მხოლოდ შემოსული განცხადების საფუძველზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ. სწორედ ყოველივე ამის არარსებობის გამო მოხდა დღემდე აღნიშნული საკითხის გაჭიანურება. - თქვენი მისამართით წამოსულ აგრესიას საფუძვლად დაედო პაციენტ შ. კაპანაძის ისტორია, 10 წლის განმავლობაში აწამეს და ფიზიკურად თუ მორალურად გაანადგურეს ექიმებმა, რომელთა საქმიანობის შესწავლა და ბრალეულობის გამოვლენა სწორედ თქვენს სააგენტოს ევალება... რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში ამ კონკრეტული საქმის შესწავლა და იმ ექიმთა ბრალეულობის გამოვლენა, რომლებმაც ოპერაციის დროს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს? ვგულისხმობ უროლოგებს - ზაზა ჭანტურიასა და გურამ ქარაზანაშვილს. პაციენტი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მას ბატონ დავით სერგეენკოს სახელზე დაწერილი აქვს 16 წერილი, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რედაქციაში ინახება. ამ ხნის განმავლობაში რატომ არავინ დაინტერესდა? გია თვალავაძე: - იმისთვის, რომ სააგენტოს საქმის შესწავლა დაეწყო, საჭირო იყო უშუალოდ ჩვენთან საჩივრის შემოტანა ამა თუ იმ ექიმის ან დაწესებულების მიმართ პრეტენზიის შესახებ. ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტული შემთხვევა და საქმე გადავაგზავნეთ უროლოგთა ასოციაციაში. ხელთ გვაქვს მათ მიერ დადებული დასკვნა, სადაც გაჟღერდა რამდენიმე კრიტიკული პასაჟი, რომელიც ვერ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ დასმულიყო კონკრეტული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ის ფაქტი, რომ ვითომ გია თვალავაძე გურამ ქარაზანაშვილს მფარველობდა კურსელობის ხათრით, აბსურდია! ჯერ კიდევ წლების წინათ გადავწყვიტე, დავხმარებოდი ამ ადამიანს. გამოყოფილი იყო თანხა როგორც რეფერალური, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებიდან. არ დაგიმალავთ, მინისტრსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოიყო მაქსიმალური თანხა 15 000 ლარი, ხოლო რეფერალური პროგრამიდან - 8 850 ლარი... ... საქმის საფუძვლიანი შესწავლა დაახლოებითი 2 კვირაა, დავიწყეთ და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან შორს წავიდეთ. ცდუნება დიდი მაქვს, რაღაცები ვთქვა, მაგრამ თავს ვიკავებ!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5299395&name=21.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ჭიათურაში მაღაროს მუშა ალექსანდრე დეკანოიძე დაშავდა

ჭიათურაში კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5299783&name=21.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

"ცხოვრებასთან გამოცხადებული ომი ჯერ არ წამიგია"

"ცხოვრებასთან გამოცხადებული ომი ჯერ არ წამიგია, ისევ ვიბრძვი და მინდა, მჯეროდეს, რომ ნაყოფს გამოიღებს", - ამბობს ყოფილი ჟურნალისტი ვასო სილაგაძე. 2003 წლის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, როცა მისი გადარჩენის იმედი ექიმებსაც არ ჰქონდათ, მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო. როგორც ამბობს, მხოლოდ იმიტომ დაუწყეს მკურნალობა რომ ცოცხალი იყო როცა მიიყვანეს,თორემ მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. 6 თვე ებრძოდა სიკვდილს და ბოლოს გამოწერეს კიდეც. მეხსიერება აღუდგა, შინაგანი ნებისყოფისა და შემდგომი მკურნალობის შედეგად ის მოახერხა, რომ დღეს მარჯვენა ხელ-ფეხს, რომელიც წართმეული ჰქონდა, ხრის, მაგრამ ხელს ვერ ამოძრავებს და ფეხსაც სრული დატვირთვისთვის ვერ იყენებს: ხელჯოხით გადაადგილდება. ” გადარჩენის შანსი ნული იყო, მაგრამ ალბათ გამიმართლა და დღეს ასე თუ ისე ცოცხალივარ” - იხსენებს ვასო. ცოტა ხანს ჩერდება თავს გვერძე აბრუნებს და მარცხენა ხელით ცრემლებს იწმენდს არუნდა რომ დავინახო, რამოდენიმე წამი ასეა, შემდეგ ერთიანად შეიცვალა გამიღიმა. ალბათ რაღაც კარგი მოგონება ამოუტივტივდა გავიფიქრე ჩემთვის. იხსნებებს როგორ მოვიდა ჟურნალისტიკაში. – 1994 წელი იყო. მეგობარს შევუარე ტელევიზიაში. წავიწუწუნე, მთელი ცხოვრება მინდოდა ჟურნალისტობა-მეთქი. აგერ არის ნატო ონიანი, შედი და დაელაპარაკეო. მეც ავდექი და ქალბატონი ნატოს კაბინეტის კართან ავიტუზე. ის მაშინ მეორე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გადაცემა “ტაიმ-აუტის” ავტორი და წამყვანი იყო. კარზე დავაკაკუნე და მობრძანდითო, მითხრა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტად მუშაობის ძალიან დიდი სურვილი მქონდა. თუ გაქვს გამოცდილებაო. არა-მეთქი, ვუპასუხე. მოდი, ვცადოთო. მოკლედ, მეორე არხზე 6 წელი ვიმუშავე. მერე პირველ არხზე “ალიონში” გადავედი სამუშაოდ. შემდეგ ბეჭდურ მედიაში გადავინაცვლე… სხვადასხვა დროს იყო „მეორე არხის“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტი. 2000 წლიდან პრესაში დაიწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად იყო გაზეთი „ახალი თაობა“, შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ და ბოლოს გაზეთი „რეზონანსი“. “მეორე არხის შემდეგ მუშაობა დავიწყე პირველი არხის საინფორმაციოში სადაც გავიცანი უამრავი დღეს ცნობილი ჟურნალისტი: ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, მაია ასათიანი, გოდერძი შარაშია და სხვები. უხელფასობის გამო გადავწყვიტე პირველი არხიდანაც წამოსვლა, 2000 წელს დავიწყეტე გაზეთ ახალ თაობაში მუშაობა ბეჭდური მედია ისე არმიზიდავდა როგორც ტელევიზია, მაგრამ სხვა გამოსავალი არმქონდა რაღაცით უნდა მერჩნა თავი და მე ჟურნალისტიკის გარდა არაფერი არ გამომდიოდა. შემდეგ კი იყო ის საბედსწერო ღამე რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ:“ღამის სამის ნახევარზე ჩემი დეიდაშვილის მეგობარმა ქუჩაში დასისხლიანებული, უგონოდ მიპოვა. როგორც თვითმხილველი ამბობს, სასტუმროსთან უნომრო შავი “ოპელი” დამეჯახა და გაიქცა. ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მქონდა. ექიმები ოჯახს ჩემი გადარჩენის იმედს ვერ აძლევდნენ. მხოლოდ 21 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხიც მოტეხილი მქონია… როცა გონზე მოვედი, იმ საბედისწერო დღიდან ექვსი თვე იყო გასული. ექვსი წელი ეტლს ვიყავი მიჯაჭვული, რამდენიმე ოპერაცია ხორხზეც დამჭირდა მეტყველების აღსადგენად. პირველად ფეხზე 2009 წელს დავდექი. გაჭირვებით ვახერხებდი ნაბიჯების გადადგმას. ახლაც მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. 2008 წელს ჩამიტარდა რეაბილიტაციის კურსი და ისეთი შედეგი მომცა, რომ შედარებაც არ შეიძლება. სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში გავგზავნე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. რამდენიმე მათგანიდან მომივიდა პასუხი, მათ შორის მიუნხენიდანაც. სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია მაგრამ BauerMED–ის წამყვანი ექიმები ამბობენ რომ დაზიანებული კიდურები 80–85 % აღდგება, სრული კურსის გაკეთება კი 8 000 ათასი ევრო ჯდება. 2 თვის წინ სილაგაძემ დახმარებისთვის მერიას მიმართა, განცხადებას მან დაურთო ნიუ ჰოსპიტალის “ფორმა ასი”, ქალაქის მერიის ჯანდაცვის სამსახურიდან სილაგაძემ უარყოფითი პასუხი მიიღო. ისინი ითხოვდნენ ახალ “ფორმა ასს”, რის შედეგადაც მოხდებოდა საკითხის დადებითად ან უარყოფითათ გადაწყვეტა. ვასო ამბობს რომ “ახალ ფორმა ასს არ და ვერ ავიღებ რადგან 55 ლარი გადაყრილი იქნება, რადგან საბუთის მიტანის შემდეგ დიდი იმედი მაქვს განცხადებას არ დამიკმაყოფილებს. მე ლევან გაჩეჩილაძე არვარ და უბრალოდ სილაგაძე ვარ…” ამის შემდეგ პარლამენტის რეგიონალური კომიტეტის თავჯდომარე ზაზა გაბუნიასთან საერთო ნაცნობი გამონახა და ახალ მისი დახმარების იმედი აქვს. აქტიური ჟურნალისტი, პროფესიონალი, ყველასთვის საყვარელი, მოუსვენარი, დაუდეგარი და დატვირთულ რეჟიმს დაჩვეული, 46 წლის კაცი დღეს უმოქმედოდაა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, პრეპარატებისთვის საჭირო ფული საიდან და როგორ იშოვოს… არადა, თვითონ დარწმუნებულია და ექიმებიც ეუბნებიან, რომ გერმანიაში ერთი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად აისახება და შეძლებს, საქმითაც დაკავდეს. “2009 წლიდან როდესაც უკვე ფეხი ავიდგი და ხელჯოხის დახმარებით სიარული შევძელი წავედი პარლამენტში, ვხვდებოდი ყველას ვისაც შეეძლო ჩემი დახმარება დაფინასებასთან დაკავშირებით და არამარტო პარლამენტარებს, ერთ დღეში შემოვიარე ყველა დიდი კომპანიები, რადგან სპონსორი მეშოვნა. ყველა მპირდებოდა რომ დამირეკავდნენ მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც კი არმიმიღია პასუხი ”. აქვე დავძენ: პარლამენტის პრესსამსახური და აპარატის თანამშრომლები ვასოს პენსიასავით უწევენ ყუველთვიურ დახმარებას რადგან რეალურად თავისი პენსია არის 50 ლარი. ვასო ამბობს, რომ ცხოვრება ბრძოლაა და იმედი აქვს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მის ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს და დახმარების ხელს გაუწვდის. მისი რეკვიზიტებია: TBC BANK ანგარიშის ნომერია: GE81TB7102345063600014.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5299475&name=21.05.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება:     მესინჯერი

წელს აივ/შიდსის270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წერლს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 30-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. აივ/შიდსის მქონეთა რიცხვი გაცილებით მეტია, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებული ცხოვრობს. გასულ წელთან შედარებით, მონაცემები გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული. მონაცემები შიდსის ცენტრში იმუნოდეფიციტის ვირუსით გარდაცვლილთა საერთშორისო დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5299468&name=21.05.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---