From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-21.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze
Received On : 21.06.2018 08:39
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 21.06.2018

ტელევიზია

21.06.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

სპეციალისტების შეფასებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო და მონოპოლისტური კომპანიებია, რომლებიც ერთდროულად ფლობენ კლინიკებს, სადაზღვევო და ფარმაცევტულ ბიზნესებს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ფასების დინამიკაზე ცუდად აისახება ასევე ექიმების კვალიფიკაციის პრობლემა, რაც ჭარბი მედიკამენტების დანიშვნაში გამოიხატება და ხშირად კლინიკებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგების შედეგია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5373232

---

 

21.06.2018

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00       

ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5373126

---

 

20.06.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

24 საათზე მეტია ექიმები უცნობი სუბსტანციით მოწამლული ახალგაზრდის გადასარჩენად იბრძვიან. ერთ-ერთი ვერსიით, 23 წლის ახალგაზრდის მძიმე ინტოქსიკაციის მიზეზი ფენტალინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებაა. ერთ ერთი ვერსიით, ამავე ნივთიერებამ იმსხვერპლა ანდოლინის 22 წლის ძმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372953

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372914

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372746

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372921

I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5373003

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372426

---

 

20.06.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს მწერები და ქვეწარლმავლები თვის მეორე ნახევრიდან სეზონურ გააქტიურებას იწყებენ. დაავადებათა კონტორლის ცენტრი მოსახლეობას აფრთიხელბს, რომ ბუნებაში გასვლის წინ თავი რეპელენტებით ანუ სპეციალური დამაფრთხობლებით დაიცვან. ტკიპას ნაკბენის გამო მიმართვიანობამ კლინიკებშიც იმატა, რამდენიმე შემთხვევაში კი პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372845

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372645

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372593

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372210

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5371833

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5371495

---

 

20.06.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

20 ივნისს უანგარო დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციების ის თანამშრომლები დააჯილდოვეს, რომლებმაც სისხლი უანგაროდ გაიღეს. პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობს, რომლის მიზანია, 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372594

---

 

20.06.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

დროებითმა მთავრობამ პარლამენტისგან ნდობა მიიღო. დროებითი მთავრობის სამთავრობო გეგმა - პარლამენტმა დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმინა. დებატების რეჟიმი საქართველოს პარლამენტში ხუთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372888

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372844

I არხი -მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5372891

---

 

 

ინტერნეტი

21.06.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/66907/mindelis-shakhtshi-6-meshakhtis-dagupvis-mizezebze-eqspertizis-daskvna-tsnobilia

მინდელის შახტში, 6 მეშახტის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

"ტყიბულში 6 მეშახტის გარდაცვალება არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორს უკავშირდებოდა" - პროფკავშირების ინფორმაციით ასეთი დასკვნა დადეს საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოში სწორედ პროფესიული კავშირების მოწვევით ჩამოვიდნენ. ამის მიუხედავად, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი: "მომზადდა 21-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე - თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, შედეგად შეიძლება დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობებში",- აცხადებენ პროფკავშირებში. ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა.   19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. უკრაინელი სამთო ექსპერტები შახტში სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთნენ.

---

 

21.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499593-davith-sergeenko-arsebul-mocemulobashi-11-saministro-sakmarisia.html

დავით სერგეენკო - არსებულ მოცემულობაში 11 სამინისტრო საკმარისია

არსებულ მოცემულობაში საკმარისია 11 სამინისტრო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით, მცირე მთავრობის უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა ხდება, არამედ ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო. „მცირე მთავრობის კონცეფციაზე რამდენიმე დაზუსტება მინდა გავაკეთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა ამაზე მსჯელობა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან. მცირე მთავრობა კონცეპტუალურად არის მინიმალისტური სტრუქტურა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენს მოცემულობაში საკმარისია 11 სამინისტრო. მცირე მთავრობის მეორე უპირატესობა არის ის, რომ არა საკუთრივ თანამშრომლების გაშვება და ხელფასების დაზოგვა უნდა მოხდეს, არამედ ისეთი სისტემა შექიმნას, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან გენერირებამდე და აღსრულებამდე გავა მინიმალური დრო. ასეთი მოდელი ამის საშუალებას იძლევა, რადგან მინისტრი ხდება პასუხისმგებელი ბევრ მიმართულებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროების შემცირება გარადუვლად მოიცავს რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება მოხდება. მე კარგად მესმის ინტერესი, რომ ახლა უნდათ იცოდნენ, რა იქნება, მაგრამ სწორ დაგეგმვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს უნდა მოხდეს დროულად და სამი კვირა არა მხოლოდ ფორმალურ ნაწილზე არის აუცილებელი, არამედ იმპლემენტაციის გაკეთება უნდა მოხდეს. ასევე იყო მსჯელობა რამდენად სპეციფიურია სამინისტროების გაერთიანება, უნდა მოხდეს პლუსების და მინუსების შესწავლა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. რაც შეეხება ინფორმაციას, დარჩება თუ არა იგი ახალ მთავრობაში, სერგეენკოს თქმით, ახლა ვერ ისაუბრებს, რადგან ეს არის პრემიერ–მინისტრის გასაჟღერებელი. მისი თქმით, დარჩება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს მის სურვილზე არ არის დამოკიდებული. სერგეენკოს განცხადებით, მას ყოველთვის სურდა ექიმობა.

---

 

21.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/405762

“ყოველთვის მეტირება, როდესაც თქვენ გხედავთ” – 5 მცირეწლოვან შვილს მხოლოდ მამა ზრდის

“ჩერნოვეცკის ფონდის” თანამშრომლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები აბულაძეების ოჯახი მოინახულეს და მცირეწლოვან ბავშვებს უამრავი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი მიუტანეს. უკვე 2 წელია, რაც “ჩერნოვეცკის” ფონდი აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს ეხმარება. როდესაც გამოცხადდა მათი მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია, ლალი აბულაძე – 5 ბიჭის დედა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაშინ ასობით ადამიანმა გაიზიარა ამ ოჯახის გასაჭირი და დახმარების ხელი გაუწოდა პატარა ბავშვებს. რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს დახმარება დღემდე გრძელდება! სამწუხაროდ, საშინელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. ახლა 5 მცირეწლოვან შვილს მამა უვლის, რომელიც არ აკლებს მათ სითბოსა და მზრუნველობას, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას უქმნის მის ოჯახს. „ეს დახმარება არის ფასდაუდებელი! ყოველთვის მეტირება, როდესაც თქვენ გხედავთ, რადგან გული სითბოთი მევსება და არ ვგრძნობ თავს მიტოვებულად. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ჩემი შვილებისთვის თანხა გაიღო და ჩვენს გვერდით დგას“, – ამბობს ბავშვების მამა შალვა აბულაძე. მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი კვლავაც დაეხმაროთ და გაახაროთ აბულაძეების 5 პატარა ვაჟკაცი, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან:

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499502-mamuka-bakhtadze-arsebuli-sayovelthao-jandacvis-sabaziso-paketi-daikhvetseba.html?ar=A

მამუკა ბახტაძე - არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება

არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. “სახელმწიფომ უპრეცენდენტო ჯანდაცვის მომსახურება გასწია, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა - 2013 წლიდან დღემდე დაფინანსდა 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, დაიხვეწება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. თუმცაღა, მინდა გითხრათ რომ ეს არა არის საკმარისი და ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499583-parlamentma-mthavrobis-ganakhlebul-shemadgenlobas-ndoba-gamouckhada-mthavroba-99-khmith-daamtkices.html

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობა 99 ხმით დაამტკიცეს

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 99 ხმით (6 წინააღმდეგი) დაამტკიცეს. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას: პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი ამასთან, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/210249-parlamentma-mtavrobas-ndoba-gamoucxada

ინფო9- http://www.info9.ge/politika/194107-saqartvelos-parlamentma-mtavrobas-ndoba-gamoucxada.html?lang=ka-GE

---

 

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/405618

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა პენსიების ზრდას 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გეგმავს. „გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116191-bakhtadze-farmaciis-importiorebi-nakleb-gadasakhads-ikhdian-vidre-adgilobrivi-mtsarmoeblebi

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. “სახელმწიფომ უპრეცენდენტო ჯანდაცვის მომსახურება გასწია, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა - 2013 წლიდან დღემდე დაფინანსდა 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, დაიხვეწება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. თუმცაღა, მინდა გითხრათ რომ ეს არა არის საკმარისი და ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

---  

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/194081-qmosakhleobis-kharjebis-didi-natsili-tsamlebis-shesyidvaze-midis-amitom-chveni-shemothavazeba-iqneba-gavathavisufloth-tsarmoeba-dghg-sganq.html?lang=ka-GE

"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის, ამიტომ ჩვენი შემოთავაზება იქნება, გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-სგან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობების დამკვიდრებას მიიჩნევს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. "ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, უახლესი კვლევებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის. "აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან", – დასძინა მამუკა ბახტაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გუშინ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან და საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები.

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/mosakhleobis-kharjebis-didi-nawili-wamlebis-shesyidvaze-midis/

---

20.06.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/daavadebata-kontrolis-tsentri-datsesebulebebs-konditsirebuli-garemos-sheqmnas-urchevs/45734

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში დაავადებები და სხვადასხვა ინფექცია მომრავლებულია და დახურულ სივრცეებში აუცილებელია კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული იყოს, რათა დასაქმებულ თუ სასწავლებლად მისულ მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ. „ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჩვენს ვებგვერდზე დევს რეკომენდაციები. იცით, რომ ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდება ტკიპები და გადამტანი დაავადებები. ასევე ვებგვერდზე დევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ყველა დახურულ შენობაში კომფორტული გარემო იქნას შექმნილი, რათა ადამიანის სამუშაო ან სასწავლო პირობები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს. ასეთ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად გასცემს, მათ შორის ერთ-ერთია ჰიგიენა. წყლით გადამდები დაავადებები აქტივდება ამ დროს, ასევე სხვადასხვა ინფექცია, ამიტომ მოქალაქეებს ამ რეკომენდაციების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

--- 

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/499498-daavadebatha-kontrolis-centrshi-siskhlis-donoris-msoflio-dghisadmi-midzghvnili-ghonisdzieba-gaimartha.html?ar=A

დაავადებათა კონტროლის ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელი პირები, უცხოელი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სისხლის დონაციის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში რამდენიმე დღის დაგვიანებით აღინიშნა იმის გამო, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი მისია ტარდება. „სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეს ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ხოლმე. მცირე საჩუქრებით ვაჯილდოებთ უანგარო დონორების წვლილს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში. ასევე ვცდილობთ, გამოვყოთ ის სისხლის ბანკები, რომლებმაც მეტი უანგარო დონორი მოიზიდა. წელს ცოტა გადავწიეთ ამ დღის აღნიშვნა იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მისია ტარდება საქართველოში. ესპანეთიდან და ხორვატიიდან გამოცდილი ექსპერტები არიან ჩამოსული, რომლებმაც ჩვენი სისხლის ბანკების მდგომარეობა შეაფასეს და რეკომენდაციებს გვაძლევენ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სისხლის სამსახური ქვეყანაში, რათა ის უფრო მეტად უსაფრთხო იყოს. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყანას ვალდებულება აქვს, რომ 2021 წლამდე სისხლის სამსახურის ჰარმონიზება მოახდინოს ევროკავშირის რეგულაციებთან,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტების საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციებს საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოგვიანებით წერილობით მიიღებს. დღევანდელ ღონისძიებაზე უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499455-amzhamad-saqarthveloshi-tsithelas-1000-ze-meti-shemthkhvevaa-dafiqsirebuli.html?ar=A

ამჟამად საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთ წითელას ახალი შემთხვევებიცაა დაფიქსირებული. „წითელას პროფილაქტიკა ყველაზე ადვილია. ვაქცინაციაა საჭირო და აღარ დაგვემართება. დღეს უკვე საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება. პირიქით, იმერეთში, სამეგრელოში ახალი შემთხვევებიც არის, თბილისშიცაა ცოტა. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ბავშვი თუ არ არის აცრილი, უნდა აცრან. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს, რადგან სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დედა არაა იმუნური, ბავშვს აჩენს არაიმუნურს, ბავშვს ემართება წითელა“, - განაცხადა იმნაძემ.

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=176572-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A4

ტკიპებით გადაცემადი დაავადებები - ზაფხულის ინფექციები და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. იმნაძე მოსახლეობას ურჩევს ხელები ხშირად დაიბანონ, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება. „საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადი დაავადებების. ახლაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში დამუშავება სახელმწიფო პროგრამით, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. წყალი თუ არის ცენტრალიზებული, თუ დეზინფექცირდება პრობლემა არ არის. თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია – ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი    - http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499448-paata-imnadze-bunebashi-gasvlamde-moqalaqeebma-specialuri-khsnari-unda-tsaisvan-da-tkipa-ar-miekarebath.html?ar=A

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499443-paata-imnadze-mosakhleobas-zafkhulshi-sakvebthan-da-tsyalthan-dakavshirebith-rekomendaciebs-adzlevs.html?ar=A

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/paata-imnadze-mosakhleobas-zafkhulis-sezonistvis-damakhasiatebeli-safrtkheebis-tavidan-asatsileblad-rekomendatsiebs-adzlevs/45713

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/194068-imnadze-bunebashi-gasvlamde-specialuri-damafrthkhoblebi-unda-tsaisvath-da-tkipa-ar-mogekarebarth.html?lang=ka-GE

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/194064-imnadze-mosakhleobas-zafkhulshi-sakvebthan-da-tsyalthan-dakavshirebith-rekomendaciebs-adzlevs.html?lang=ka-GE

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=176574-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98

"გამოსავალზე საუბარი ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია" - მედიკოსები უცნობი ნარკოტიკით მოწამლული ბიჭის გადასარჩენად იბრვიან

დაუდგენელი სახის ნარკოტიკით მიღებული ინტოქსიკაციით, ალადაშვილი კლინიკაში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 23 წლის დავით ანდოლინი. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. "ერთი პაციენტი 112-ის მიერ, უგონო მდგომარეობაში იყო შემოყვანილი. რაც შეეხება მეორეს, შემოტანილ იქნა გვამი. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. გამოსავალზე საუბარი ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია "- აცხადებს პროფესორი ლევან რატიანი. ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

---

 

20.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sad-wavida-humanity-georgia-/21189/

სად წავიდა HUMANITY GEORGIA?

"ჰუმანითი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2015 წელს, მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა. კომპანიისა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს. ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ჰუმანითი ჯორჯიას 11 მილიონ დოლარზე მეტი სესხის სახით გამოუყო. თანამშრომლობის მეორე ეტაპი ვერ შედგა. ფარმაცევტული ქარხნის რამდენიმე მილიონიანი პროექტი ფონდმა აღარ დააფინანსა. მიზეზად 2017 წლის ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაცია დასახელდა. დაახლოებით ერთ წელზე მეტია "ჰუმანითი" ბაზარზე აღარ ჩანს. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ კომპანია მათგან დამოუკიდებლად საქმიანობს და „ჰუმანითი ჯორჯიამ“ მათ წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შეასრულა. "ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობის მიზნით უნდა მომხდარიყო თავდაპირველად მედიკამენტების იმპორტი, ხოლო მეორე ეტაპზე უნდა დაწყებულიყო მედიკამენტების ადგილზე წარმოება და საწარმოს მშენებლობა. კომპანიის მიერ 2015 და 2016 წლებში ხორციელდებოდა მედიკამენტების საგრძნობლად დაბალ ფასებში შემოტანა და რეალიზაცია, ხოლო საწარმოს მშენებლობა აღარ განხორციელდა. რაც შეეხება სასესხო დავალიანებას, სს "ჰუმანითი ჯორჯიასთვის" გაცემული სესხი 11.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, სრულად იქნა დაფარული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში“-განაცხადეს ფონდში. "ჰუმანითი ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანება დღემდე არ გადაუხდია. როგორც მათი იურისტი bm.ge-თან ამბობს, თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ კომანიას თანხებს აღარც სახელმწიფო აძლევდა და აღარც დამფუძნებელი, კოტრდებოდა და დახურვას უპირებდნენ. კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სულ 34-მა თანამშრომელმა შეიტანა. ავთანდილ თეთრაშვილის თქმით, „ჰუმანითი ჯორჯიას“ დავა სასამართლოს პირველ ინსტანციაში მოუგეს და კომპანიას 300 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ჰუმანითი ჯორჯია“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. "ჰუმანითის ბაზარზე შემოსვლით მთავრობა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრმაც აღიარა, რომ ამ კომპანიის შემოსვლას ისეთი ეფექტი არ ჰქონდა, როგორი მოლოდინიც იყო. "ჰუმანითი ახლაც ფუნქციონირებს, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიმძლავრეები და მიმოქცევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შემოეტანა", - განაცხადა დავით სერგეენკომ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ საკონტაქტო ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არ აღმოჩნდა. ამიტომ, კომპანიის იმ იურიდიულ მისამართზე მივედით, რომელიც „ჰუმანითის“ ვებ-გვერდზე აქვს მითითებული. ფალიაშვილის #83-ში bm.ge-ს განუცხადეს, რომ კომპანიამ აღნიშნული ოფისი დაახლოებით ერთი წელია დატოვა და მათი ახალი ადგილსამყოფელი უცნობია. კომპანია როგორც იურიდიულ მისამართზე, ისე სატელეფონო ნომერზე და სოციალურ ქსელშიც მიუწვდომელია. Bm.ge კომპანიის იურისტს დაუკავშირდა, რომელიც ყოფილ თანამშრომლებთან შრომით დავაში „ჰუმანითი ჯორჯიას“ ინტერესებს იცავს. ელექტრონული ფოსტით მიმოწერაში ნინო ჯოლია შრომით დავასთან დაკავშირებით საუბრობს და ასევე გვიდასტურებს, რომ კომპანია მოქმედია. თუმცა რა ტიპის აქტივობები აქვს „ჰუმანითი ჯორჯიას“ იმ ფონზე, როცა სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთან „ჰუმანითის“ მედიკამენტები აღარ შედის და რაც იყო მისი გაწვევაც მოხდა ქსელიდან, ამაზე ჯოლია არ გვპასუხობს. „ჰუმანითი ჯორჯია“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება, რომელსაც აქვს ბიზნეს ურთიერთობები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან. ასევე კომპანიას ჰყავს დებიტორები და კრედიტორები, რომლებთანაც შესაძლოა, ჰქონდეს სასამართლო დავები. კომპანია, როგორც ბიზნეს სუბიექტი, უფლებამოსილია, თავისი კერძო კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ მხარესთან და რომელ ინსტანციამდე განახორციელებს საქმისწარმოებას. ამასთანავე, მიმდინარე დროისათვის სს „ჰუმანითი ჯორჯია“ არის მოქმედი კომპანია და მას სახელმწიფოს წინაშე არანაიერი ვალდებულება არ გააჩნია", - აცხადებს "ჰუმანითი ჯორჯიას" იურისტი. როგორც აღმოჩნდა, „ჰუმანითი ჯორჯიამ“ მედიცინის სფეროში სერიოზული გადატრიალება ვერ მოახდინა, რაზეც 2016 წელს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი საუბრობდა. მართალია 2016 წელს მედიკამენტებზე ფასები შემცირდა, თუმცა ჰუმანითის ბაზარზე შემოსვლას მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

21.06.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

21 წლის ბიჭი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მუშაობისას დაიღუპა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მუშაობისას დაიღუპა. "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გუშინ 21 წლის შოთა ბერიაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით გახდა ის, რომ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორზე მიმდინარე სამუშაოებისას ელექტრო ენერგია არ იყო გამორთული. ის კომპანიის მეექვსე თანამშრომელი იყო, რომელიც საწარმოო შემთხვევის შედეგად გასულ ერთ წელიწადში დაიღუპა. საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი "ენერგო პრო ჯორჯიაში" დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევების მიზეზად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას, დასაქმებულთა გადამზადების არასრულყოფილი მექანიზმებს, დაბალი ხელფასების ფონზე პროფესიონალი სპეციალისტების გადინებას და არასაკმარის საშტატო ერთეულს მიიჩნევს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით მხოლოდ წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილზე 22 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება ქმედით შრომის ინსპექციას უკვე წლებია მოითხოვს" - აღნიშნულია პროფკავშირების გაერთანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5373272&name=21.06.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

რეზონანსი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5373131&name=21.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

21.06.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

რომელი ინფექციებია მოსალოდნელი ზაფხულის სეზონზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. იმნაძე მოსახლეობას ურჩევს ხელები ხშირად დაიბანონ, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება. „საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების - სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი - ტკიპებით გადაცემადი დაავადებების. ახლაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში დამუშავება სახელმწიფო პროგრამით, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. წყალი თუ არის ცენტრალიზებული, თუ დეზინფექცირდება პრობლემა არ არის. თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია - ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5373048&name=21.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

საქართველოს რესპუბლიკა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5373356&name=21.06.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.06.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

"გამოსავალზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია" - მედიკოსები უცნობი ნარკოტიკით მოწამლული ბიჭის გადასარჩენად იბრვიან

(რეზონანსი) დაუდგენელი სახის ნარკოტიკით მიღებული ინტოქსიკაციით, ალადაშვილის კლინიკაში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 23 წლის დავით ანდოლინი. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. "ერთი პაციენტი 112-ის მიერ, უგონო მდგომარეობაში იყო შემოყვანილი. რაც შეეხება მეორეს, შემოტანილ იქნა გვამი. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. გამოსავალზე საუბარი ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია "- აცხადებს პროფესორი ლევან რატიანი. ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5373174&name=21.06.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---