მედიამონიტორინგი 2 1.07 .2017
ტელევიზია
2 1.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ასეთი სატაურით გაავრცელა სტატია "ონნიუს.ჯიმ", სადაც პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ საკიტხზე მიდის მსჯელობა და უახლოეს მომავალში შეიძლება ბავშვების აცრა სავალდებულო გახდეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4588618
---
20.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
მძიმე მეტალი- ტყვია, რომლითაც ნიადაგი, საკვები გაჯერებულია, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. 30 ივნისს ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საგანგაშო ინფორმაცია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4587011
---
20.07.2017
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რამოდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში "დენდეს ვირუსის" გავრცელების შესახებ. "დენგეს ვირუსი" მსოფლიოში ძალიან არის გავრცელებული. წელიწადში აღნიშნული ვირუსით 400 ადამიანი ავადდება. საქართველოში მისი ასეთი მასიური შემთხვები არ არის. გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4586982
---
20.07.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს პირველი სხდომა გამართა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4587984
---
ინტერნეტი
20.07.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/444104-tsalkis-samedicino-centrs-smenis-skriningis-aparati-gadaeca.html?ar=A
წალკის სამედიცინო ცენტრს სმენის სკრინინგის აპარატი გადაეცა
წალკის სამედიცინო ცენტრს სმენის სკრინინგის აპარატი გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ის ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელ კარლ ვაითთან ერთად, წალკაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებას ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატი გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. მედპერსონალმა აღჭურვილობის მოხმარებისთსვის შესაბამისი სწავლებაც გაიარა. ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა. ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, ამ აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა აღიჭურვება. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგიც სამედიცინო დაწესებულებაშივე მოხდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია National Center for Hearing Assessment and Management-მა ახალშობილთა სმენის სკრინინგის 4 აპარატი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა.
---
20.07.2017
„ ეს მდგომარეობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”
შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი შეხვდნენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. „ბოლნისის პოლიკლინიკის მედპერსონალს ექვსი თვეა კუთვნილი ხელფასები არ მიუღია. ეს მდგომარეობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავერთვებით, მივაწვდით ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, მის ხელმძღვანელს, ასევე გვექნება კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრას, რა თქმა უნდა იმ რეგლამენტისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში მოქმედებს. დღეს დეტალურად გავიარეთ საკითხები, ერთი კვირის მანძილზე კი გვექნება საუბარი და კომუნიკაცია ყველა უწყების რგოლთან, რომ ტექნიკური პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მედპერსონალს აწუხებს, გადაწყდეს და ადამიანებმა თავისი კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ.” -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კლინიკის პერსონალს ერთი თვის ხელფასი უკვე ჩაერიცხა. შეგახსენებთ, დღეს დილიდან შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკაში მისული პაციენტები მომსახურებას ვერ იღებენ. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია, რომელიც სახელფასო დავალიანებით არის გამოწვეული. პირად საუბრებში მედიკოსები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მათი 5 თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩვეულებრივ მუშაობს ცენტრის მიმღები, გაფიცულები არიან მხოლოდ პოლიკლინიკის თანამშრომლები. „ტელეგრაფი” შეეცადა კლინიკის მენეჯმენტთან დაკავშირებას, სატალეფონო საუბარში წარმომადგენელი დაგვპირდა რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და კომენტარს ერთ საათში გააკეთებდა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. რაც შეეხებათ გაფიცულ თანამშრომლებს, ისინი კომენტარს არ აკეთებენ, რასაც პირად საუბარში სამსახურის დაკარგვის შიშით ხსნიან.
---
20.07.2017
მედიასაშუალება: http://kvira.ge/342301
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა – რას აცხადებს პაატა იმნაძე
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ამ დროისთვის თითქმის გამოჯანმრთელდა. როგორც „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვითარების ენტემოლოგიური შესწავლა. „ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რისკების შესწავლა, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ არის თუ არა აღნიშნული ტერიტორიაზე დენგეს ვირუსის გადამტანი კოღო, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, – განუცხადა „კვირას“ პაატა იმნაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსის გადამტანი კოღო რამდენიმე წლის წინ პირველად იქნა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში. როგორც იმნაძემ აღნიშნა, მას შემდეგ შავი ზღვისპირა ზოლში ტარდება ფართომასშტაბიანი დამუშავება, კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები. დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის კოღოები არიან. ვირუსი ტროპიკებში ფართოდ არის გავრცელებული. დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და ჩასული არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 0 C- 41 0 C – მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით. სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება, თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიმური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიისშემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე. კლასიკური დენგეს ცხელების დროს კუნთებში, ზურგსა და თეძოების მიდამოში ტკივილების გამო შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია. მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა.დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა. დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით,პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით. დენგესგადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე და ეპიდემიოლოგიურანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, საბოლოოდ კი დასტურდება შრატში სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის მომატებით და ნეიტრალიზაციის რეაქციით. დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებითდენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდება ინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინოთერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ცილებით მდიდარი დიეტა. დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე-3-7 დღეს ვითარდება შოკი. დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.
---
20.07.2017
სოფელ ასტანაში მცხოვრებ 53 მამაკაცს მატლები ჭამს - ავადმყოფის მოვლაზე ოჯახის წევრები უარს აცხადებენ
ახმეტაში, სოფელ მატანში 53 წლის მამაკაცს მძიმე სოციალური პირობების და ჯანმრთელობის გაუარესების გამო მატლები ჭამს. ავადმყოფთან ერთად მისი ძმა ცხოვრობს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერანაირ დამხარებას ვერ უწევს. გარდა ამისა 53 წლის მამაკაცს და ყავს, რომელიც თიანეთში ცხოვრობს მაგრამ ის მის მოვლაზე უარს აცხადებს. 53 წლის მამაკაცი ანტისანიტარიაში ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მგომარეობა ძალიან მძიმეა.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
21.07.2017
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში
დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის იდეა და ხელისუფლების ეკონომიკური გადაწყვეტილებების საკმაოდ დიდი ნაწილიც, მათ შორის - გადასახადების შესაძლო ზრდის მიმართულებით, ამ მიზანს ემსახურება. სოციალური პროგრესისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც 2017 წლიდან უკვე საყოველთაო აღარ არის, თუმცა უდავოდ აისახებოდა ყველა იმ რეიტინგსა და მონაცემში, რომელიც 2017 წლამდე საქართველოსთან მიმართებაში კეთდებოდა. ზოგადად, სოციალური პროგრესის დონის შესაფასებლად და მსოფლიოში ამ თვალსაზრისით საკუთარი როლის საპოვნელად საინტერესო რეიტინგია „სოციალური პროგრესის ინდექსი“. 2017 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 70 ქულით 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა. წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურდა. ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ის ინდექსის თანახმად, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. „სოციალური პროგრესის ინდექსი“ მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს. სოციალური განვითარების სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევის შეფასებისას ავტორები 50 მაჩვენებელს იყენებენ, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული: 1. ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები - კვება, სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წყლის, ელექტრობისა და სანიტარიული მომსახურების ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოების დონე. 2. ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა - საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის განათლების დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებისადმი წვდომა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა. 3. ადამიანის განვითარების შესაძლებლობა - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონე, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ტოლერანტობა და ინკლუზია, უმაღლეს განათლებაზე წვდომა. კვლევის თანახმად, საქართველომ უმაღლესი ქულები მიიღო შემდეგ კომპონენტებში: ძირითად ცოდნაზე ხელმისაწვდომობა - 99,26 ქულა, კვება და ჯანდაცვა - 95.96 ქულა, წყალი და სანიტარია - 90.26 ქულა, პირადი უსაფრთხოება - 82.87 ქულა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა - 79.48. დაბალი ქულებით შეფასდა შემდეგი კომპონენტები: ტოლერანტობა და ინკლუზია - 26.30 ქულა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა - 55.80 ქულა, პერსონალური თავისუფლება და არჩევანის უფლება - 57.87, გარემოს ხარისხი - 58.74 ქულა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - 62.85 ქულა. სოციალური პროგრესის კუთხით 2017 წლის ლიდერი დანია გახდა, რომელსაც ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია მოსდევს. ბოლო ხუთეულში კი ნიგერია, ანგოლა, ჩადი, ავღანეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.
---