მედიამონიტორინგი 2 2.02.2018
ტელევიზია
22.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
გადაცემა შეეხება წითელას ვირუსს და ვაქცინაციის მნიშვნელობას. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056732
---
22.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა თემა, უნდა იყოს თუ არა ჩუტყვავილას აცრა სავალდებულო? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ჩუტყვავილას აცრის სახელმწიფო კალენდარში შეტანის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, თუ ბავშვს რაიმეს სახის ქრონიკული დაავადება აქვს, გართულებების თავიდან აცილების მიზნით ვაქცინაცია აუცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056800
იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056690
---
22.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთა დღეს მეტროსადგურ თავისუფლების მოედნისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056914
---
21.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ჩუტყვავილას ვირუსით თბილისში ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. პარალელურად სპეციალისტებმა ამ დღეებში განგაში ატეხეს წითელას ეპიდაფეთქებაზე, რომელიც განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ფიქსირდება, თუმცა თბილისშიც მზარდია ვირუსით დაავადების შემთხვევები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5054296
კავკასია- თქვენი დრო http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5055731
---
21.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
უნდა იყოს თუ არა ჩუტყვავილის აცრა სავალდებულო ეს საკითი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც ინფექციით თბილისში არასრულწოვანი გარდაიცვალა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციის მიხედვით ჩუტყვავილას აცრის ე.წ სახელმწიფო კალენდარში შეტანის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა ექიმების რეკომენდაციით თუკი ბავშვს რაიმე ქრონიკული სახის დაავადება აქს გართულების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაცია აუცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056435
---
21.02.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
წითელას დაავადების წინააღმდეგ სტუდენტების ვაქცინაცია დაიწყო.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056186
---
21.02.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
ცხოვრება ნანგრევებში. გორის მუნიციპალიტეტში შვიდსულიანი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. შენობას არ აქვს ჭერი, დაბზარულია კედლები და ჩამსხვრეულია მინები. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გარემოება, რომ ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056204
---
21.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
პოლონეთთან საქართველო გამარტივებული რეჟიმით უკვე რამდენიმე წელია რაც სარგებლობს, რამდენად აქტიურად იყენებდა ქვეყანა ამ შესაძლებლობას ან რამდენად არსებობენ კვალიფიციური კადრები რომლებიც ევროკაშირში დასაქმების პირობებს დააკმაყოფილებენ, თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაი (მეორე ვიდეო ფაილი)
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5056070
---
ინტერნეტი
22.02.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/188391-tsithelas-othkhi-shemthkhveva-dafiqsirda-marneulshi.html?lang=ka-GE
წითელას ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში 7 თებერვლის მდგომარეობით წითელას ვირუსის 130-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=16632
5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოამზადა პეტიცია, რომლითაც მოითხოვს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდეს 0-დან 5 წლამდე ასაკის მოზარდების სამედიცინო კვლევა და მკურნალობის ხარჯი. 5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა აღნიშნული პეტიცია ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა სუდაძემ დღეს, 21 თებერვალს, ახალციხის მცხოვრებლებს გააცნო. მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 0–დან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს: „ამ ასაკის ბავშვებისთვის ახლა მხოლოდ ანალიზების გაკეთებაა შესაძლებელი. იქნებ ჩვენმა პეტიციამ შედეგი გამოიღოს და სრულად დააფინანსონ როგორც გამოკვლევები, ისე ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა“. პეტიცია, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაზე 19 თებერვალს შეიქმნა. იმისათვის, რომ მთავრობამ განიხილოს, მან 10 000 ხელმოწერა უნდა დააგროვოს. მაკა სუდაძე გეგმავს, რომ ამ პეტიციის შესახებ ინფორმაცია მაქსიმუალურად მიიტანოს მოსახლეობამდე და ამისთვის სვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების გამართვას გეგმავს. 5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა დღევანდელ შეხვედრაზე მაკა სუდაძემ ელექტრონული პეტიციების ოფიციალურ სამთავრობო პლატფორმაზეც ისაუბრა. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქვე, ამ პეტიციაზე ხელმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ
---
21.02.2018
ჯანდაცვის სამინისტრო ბაგა-ბაღებისა და სკოლების დირექციას წითელას გავრცელების შესაჩერებლად კონკრეტული ინსტრუქციით ხელმძღვანელობას სთხოვს
ჯანდაცვის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს წითელას გავრცელების შესაჩერებლად კონკრეტული ინსტრუქციით ხელმძღვანელობას სთხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, კონკრეტული ინსტუქცია ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის მერიამ მიიღო, რომელიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ბაღების სააგენტოს გადაუგზავნა. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ინსტრუცქიის გათვალისწინება ბაღების დირექციას უკვე დაევალა. „თავისთავად აუცილებელია და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა ბაღების მიმართ, რომ ეს ინსტრუქცია გაითვალისწინონ“ - განაცხადა გვანცალაძემ. რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვეევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა, მასში პრევენციის მიზნით, შემდეგი ღონისძიებების გატარებაზეა საუბარი. "აღსაზრდელების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის“ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N მე-4 -100/ა) მიხედვით. ხოლო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში, მოძიებულ იქნას სათანადო ინფორმაცია; ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი აღსაზრდელის მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება აცრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აცრის დამადასტურებელი ცნობის დაწესებულებაში წარდგენის მოთხოვნა; აღსაზრდელის მიერ სააღმზდელო პროცესის გაცდენის რეალური მიზეზის დადგენა, წითელას შესაძლო შემთხვევების გამოსავლენდა; დაწესებულებეში წითელას გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, კონტაქტში მყოფი პირების ასაცრელად; ვირუსული დაავადების რომელიმე საჭვო ნიშნის არსებობისას აღსაზრდელის/პედაგოგის )თანამშრომლების) არდაშვება დაწესებულებაში", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციაში.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tsitelati-infitsirebis-kvelaze-meti-shemtkhveva-acharashi-fiqsirdeba/39765
წითელათი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედით, 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, წითელას შემთხვევების რაოდენობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ს გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებით, წითელათი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში (222) ფიქსირდება. მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა_64% ბათუმში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, დღეიდან ბათუმში სტუდენტების ვაქცინაცია იწყება. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ აღნიშნულ ასაკში არის წითელას გავრცელების რისკი ყველაზე მაღალი. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე თბილისი, ხოლო მესამეზე სამეგრელოა. 2018 წელს წითელათი ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, 40 %-ზე მეტი, 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა. მას 20-40 წლის ასაკობრივი ჯგუფი მოსდევს (35%-ზე მეტი).
---
21.02.2018
სამინისტრო: თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, ხართ, თუ არა აცრილი წითელაზე – აიცერით
“თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, ხართ, თუ არა აცრილი წითელაზე – აიცერით”,- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, წითელა ერთერთი ყველაზე გადამდები, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა – ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ადამიანების 90%-ზე მეტი. “დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. 41 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. გეგმიური კალენდრის მიხედვით, ბავშვთა წითელაზე ვაქცინაცია ხდება 1 წლის და 5 წლის ასაკზე. ორჯერადი აცრა არის სრულიად საკმარისი, რომ თქვენ გქონდეთ მყარი იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფრომაცია ხართ თუ არა აცრილი – აიცერით”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ, შეიძლება, დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას აცრის შემდგომი, ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს. “წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიური გამონაყარით და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. აუცრელი ბავშვები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები. დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა. აიცერი და წითელასაგან დაიცავი შენი და შენი შვილის ჯანმრთელობა. შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში – არ გადადო, აიცერი”- აცხადებენ სამინისტროში.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/7705-gorshiianvarshichutyvavilas68shemthkhvevadafiqsirda
გორში იანვარში ჩუტყვავილას 68 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის იანვარში გორში, ჩუტყვავილათი დაავადების 68 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგმა ნელი ამბოკაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, თებერვლის მონაცემები მუშავდება და ის, იანვართან შედარებით, მაღალი იქნება. გასულ, 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, სულ 200 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 89 ქალაქში, ხოლო 111 შემთხვევა რაიონში. ცენტრის მონაცემებით, დაავადების მატარებელი ძირითადად 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. 2017 წელი, ქალაქი - 89 1 წლამდე - 0 შემთხვევა 1-4 წლამდე - 27 შემთხვევა 4-14 წლამდე - 36 შემთხვევა 15-19 წლამდე - 15 შემთხვევა 20-29 წლამდე - 8 შემთხვევა 30-39 წლამდე - 3 შემთხვევა 2017 წელი, რაიონი - 111 1 წლამდე - 2 შემთხვევა 1-4 წლამდე - 38 შემთხვევა 4-14 წლამდე - 36 შემთხვევა 15-19 წლამდე - 16 შემთხვევა 20-29 წლამდე - 11 შემთხვევა 30-39 წლამდე - 8 შემთხვევა შემოდგომაზე და ზამთარში ჩუტყვავილა ხშირდება. მისი გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197658
შრომის ინსპექტორების საქმიანობის გასაკონტროლებელი მექანიზმები სისტემაში არსებობს - ელზა ჯგერენაია
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, შრომის ინსპექტორების საქმიანობის გასაკონტროლებელი მექანიზმები სისტემაში არსებობს. როგორც ჯგერენაიამ პირველი არხის ეთერში განმარტა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს ახალ ეტაპზე გადაჰყავს შრომითი ურთიერთობები, რომელიც კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იქნება აგებული. „რაც შეეხება კადრების გადამზადებას, ამაში მხარს გვიჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ტრენინგები დღემდე მიმდინარეობს და კადრების კრიზისი ნამდვილად არ იქნება. ამაში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ დამსაქმებელი და საზედამხედველო ორგანოები, არამედ ორგანიზებული შრომის წარმომადგენლები. ეს ფორმატი ხელს შეგვიწყობს, წამოჭრილი მწვავე საკითხები გადაწყდეს“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/shromisinspeqtsias-uflebamosileba-ezrdeba-da-aghsrulebis-natsili-emateba-elza-djgerenaia/39740
შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება და აღსრულების ნაწილი ემატება - ელზა ჯგერენაია
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება და აღსრულების ნაწილი ემატება, რაც ობიექტებზე შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვებას გულისხმობს, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ. „ეს ეხება ლიმიტირებულ სექტორს, სადაც უბედური შემთხვევების რიცხვი მაღალია. აღსრულების მექანიზმი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებას, რაც სანქციებითაა გამოხატული. სანქციების ოდენობა 100 ლარიდან 50 000 ლარამდე იქნება. ადმინისტრაციული სახდელების ზომა ფინანსური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება – ფიზიკური პირისა და დღგ–ს გადამხდელად დარეგისტრირებული პირისთვის ადმინისტრაციული სახდელების ზომა განსხვავებული იქნება“, – განაცხადა ჯგერენაიამ. მისი განმარტებით, აღსრულება ისეთი მექანიზმების შემუშავებასაც გულისხმობს, როგორიცაა მოსამართლის ბრძანების გარეშე განმეორებითი მონიტორინგი. „როდესაც ინსპექტორი ყოველგვარი ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე ობიექტზე პირველად შედის, მითითებების მიცემიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლია, განმეორებით შევიდეს, გადაამოწმოს და შეუსაბამობებისგამოვლენის შემთხვევაში, სახდელი გამოიყენოს. უბედური შემთხვევების დროს, რა თქმა უნდა, ინსპექტორს ობიექტზე უპირობო დაშვება ისედაც გარანტირებული ექნება“, – განაცხადა ჯგერენაიამ. მისივე თქმით, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოს საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას ინსპექტორი იღებს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს გადასცემს და სასამართლო ამას 48 საათის განმავლობაში ადასტურებს. „ზომები სწორედ ამის შემდეგ იქნება გამოყენებული. თუ მსგავსი დარღვევა ორი წლის განმავლობაში განმეორებით დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში, 50 000 ლარის ოდენობის სანქცია გამოიყენება“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/101761-zoidze-shromis-usafrtkhoebis-kanonproeqtis-sakhit-dabalansebul-kanonmdeblobas-vighebt
ზოიძე: შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის სახით დაბალანსებულ კანონმდებლობას ვიღებთ
ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს",- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა. აკაკი ზოიძის თქმით, შრომატევადი სამუშაო პროცესის შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსესუსი იქნა მიღწეული. კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს და პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მეტი გარანტიას უზრუნველყოფს. "თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კანონპროექტს, რომელსაც მეორე მოსმენით, რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და რომელიც ეხება სწორედ უსაფრთხო შრომას, რომელიც არის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პაკეტი და რომელიც იყო შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ შრომატევადი პროცესისა, კონსესუსის აშენების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც გახლავთ საკანონმდებლო გარემოს შექმნა ამ ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სამუშაო ადგილები იყოს უსაფრთხო და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. აი ამ ოქროს შუალედზე შეჯერებას დასჭირდა ის დრო, რომელიც გავიდა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის პრინციპებისთვის მხარის დაჭერის შემდგომ. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე, დამსაქმებლები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული მოქალაქეთა ჯგუფებიც და ამას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ჩვენი კოლეგა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც, ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ისევე, როგორც ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. მინდა, კოლეგებო, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომლებიც საჯარო სივრცეში გვესმის ერთი, მეორე ან მესამე მხრიდან, ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, დღეს და ხვალ ამ სხდომაზე, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს. მაგრამ, იმავდროულად, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უსაფრთხოებისა, მაგრამ არ გახლავთ ერთადერთი და აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ გარანტიას და მეტ მექანიზმს აამუშავებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეწყდეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეღუპებოდეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, იმ პროცესში, როდესაც თავიანთი ოჯახებისთვის სარჩო მიაქვთ. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტერპარტიულიც და პარტიათაშორისი საზღვრების გარეშეც ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ თემებზე, რაც ეხება, იგივე, ხელშეწყობის მექანიზმებს, რომ მეტი წახალისება ჰქონდეს ბიზნესს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, სასამართლო პრაქტიკის გამკაცრება, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების იგნორირების მიმართულებით და მთელი რიგი სხვა ინიციატივები, რომლებიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას მოიცავს და ამ კუთხით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი იქნება ღია პლატფორმა სამმხრივი დიალოგისთვის და არა მარტო სამმხრივი დიალოგისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ მიმართულებით",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197682
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/129986-abesadze-ets-tsamlebis-proeqti-gaxdes-sakoveltao-jandacvis-shemadgeneli-natsili
აბესაძე: ე.წ წამლების პროექტი გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის შემადგენელი ნაწილი
ირაკლი აბესაძე პარლამენტს სთავაზობს, ე.წ წამლების პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდეს, სწორი ადმინისტრირებისთვის კი ის კერძო სადაზღვევო კომპანიას გადაეცეს. საქმე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის აპრილში დაწყებულ პროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, 600 ათას პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ადამიანი მწვავე ქრონიკული დაავადების 30 დასახელების მედიკამენტს 1 ლარად იღებს. "მსოფლიო ბანკის კვლევით, მედიკამენტებზე ფასის კატასტროფული ზრდის გამო, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა, გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი ხარჯები აქვთ და ამ ხარჯების 2/3 არის სწორედ მედიკამენტებისთვის გამოყოფილი. თითქოს შექმენით პროგრამა, რომლითაც უნდა ესარგებლა 200 ათას ადამიანს და ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვყავს 455 ათასი საარსებო შემწეობის მიმღები პირი, 720 ათასი პენსიონერი და კიდევ ათასობით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი, მხოლოდ 13 ათასმა ადამიანმა მოახერხა თქვენი უგულისყურობის, გულგრილობის და ახალი ბიუროკრატიის შექმნის გამო ამ პროექტით სარგებლობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ წამლის პროექტი იყოს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მისი სწორი ადმინისტრირებისთვის ეს პროექტი გადაეცეს კერძო სადაზღვევო კომპანიას, რისი გაკეთებაც ადრე თუ გვიან მოგიწევთ“, - თქვა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34462/ministris-moadgilis-gardatsvalebis-saqmeze-3-eqimis-pasukhismgeblobis-sakitkhi-gamoikveta
მინისტრის მოადგილის გარდაცვალების საქმეზე 3 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის მიხედვით, სამი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე. „პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში დაყოვნდა დაახლოებით 3 საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა შეეჩერებინათ სისხლი და დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სპეციალიზებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“, - წერია დასკვნაში, რომელიც გაბაიძის დედამ გაასაჯაროვა მედიასთან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა, რადგან სააგენტოს დასკვნაზე ახლა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა იმსჯელოს. სააგენტოს განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახს გაეგზავნა შუალედური წერილი დასკვნის შესახებ. საბჭოს სხდომის თარიღი ცნობილი არ არის. 32 წლის თემურ გაბაიძე გასული წლის იანვარში, კურორტ გოდერძიზე თხილამურებით სრიალისას მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/187806-orbelianis-qucaze-gayinuli-kaci-ipoves
ორბელიანის ქუჩაზე გაყინული კაცი იპოვეს
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე 70 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, კაცი სავარაუდოდ, სიცივისგან გაიყინა. ,,კოლმეურნეობის მოედანზე, ამ წუთებში, სავარაუდოდ, სიცივისგან გაყინული კაცი იპოვეს. მისი ცხედარი ბავშვებმა აღმოაჩინეს და საპატრულო პოლიციას შეატყობინეს", - წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველს" უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებითგამოძიება სსკ-ს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
---
21.02.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/101776-dimitri-khundadze-qveyana-demografiuli-problemis-tsinashe-dgas
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა აუცილებელია. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწორედ დემოგრაფიული მდგომარეობის გამო გადავიდა. "მინდა დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ვისაუბრო და რამდენიმე განმარტებაა გავაკეთო. საპენსიო რეფორმაზე მუშაობა ჩვენ ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარალმენტში დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და არაერთი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის კომიტეტში, ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მაგრამ მახსოვს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ამ რეფორმის დაწყების გამო გვაკრიტიკებს, მაშინ იმის გამო გვაკრიტიკებდა, რომ ამ რეფორმის განხორციელებას ვაგვიანებდით. მიზეზი გასაგებია, როგორც დღეს, ოპოზიცია იწუნებს ყველაფერს და ამას პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს. თუმცა, ვაღიარებთ, რომ პროექტის მასშტაბურობისა და შინაარსიდან გამომდიარე, რა თქმა უნდა, ამ რეფორმას გარკვეული რისკები თან სდევს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი დაზღვევა შესაძლებელია. ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანას ელის, ბევრად ურო დიდია, ვიდრე ამ რეფორმაში არსებული რისკები. ბევრჯერ მითქვამს, რომ ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე და კიდევ ერთხელ მსურს განმარტო საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობის მთავარი მიზეზი. ეს არის ერის ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაცია და აქტიური დაბერების პროცესი, რომლითაც სამწუხაროდ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობის გადასვლა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწორედ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებით იყო განპირობებული. ამჯერად სხვა არჩევანი ჩვენს ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ეს საჭიროება გარდაუვალია",-განაცხადა ხუნდაძემ.
---
ბეჭდვითი მედია
22.02.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხზე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გასაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს. ფორუმზე მხარეებმა ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, ადგილობრივ დონეზე რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინკლუზიური მომსახურებები, შშმ ბავშვების, მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკები, ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე არსებული მომსახურებები, სოციალური დაცვის პროგრამები, გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და მუნიციპალურ დონეზე მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სქემების შემუშავებაზე იმსჯელეს. ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება. სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის შემცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, წითელათი ინფიცირების რიცხვის გაზრდა ვაქცინაციისგან თავის არიდებამ გამოიწივია. აღსანიშნავია, რომ წელს, წითელათი სულ 20 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 35 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. წითელათი ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 300 გადააჭარბა. ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: გზა
"წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში"
წითელა გვიტევს - არაფერი დასამალი არ არის - წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი ასევე მომავალი თაობა. „წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში. ქალბატონებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
შრომის ინსპექტირების საქმიანობის გასაკონტროლებელი სისტემაც არსებობს
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, შრომის ინსპექტორების საქმიანობის გასაკონტროლებლად მექანიზმები სისტემაში არსებობს. როგორც ჯგერენაიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს ახალ ეტაპზე გადაჰყავს შრომითი ურთიერთობები, რომელიც კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იქნება აგებული. "რაც შეეხება კადრების გადამზადებას, ამაში მხარს გვიჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ტრენინგები დღემდე მიმდინარეობს და კადრების კრიზისი ნამდვილად არ იქნება. „ამაში ჩართული იქნებიან არა მხოლოდ დამსაქმებელი და საზედამხედველო ორგანოები, არამედ ორგანიზებული შრომის წარმომადგენლები. ეს ფორმატი ხელს შეგვიწყობს, წამოჭრილი მწვავე საკითხები გადაწყდეს“, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
"მშენებლობაზე გაზრდილი ჯარიმები კორუფციის რისკს აჩენს"
სამშენებლო სფეროში რეგულირებისა და სანქციების გამკაცრება კორუფციის რისკებს აჩენს. კომპანია „არსის“ ფინანსური მენეჯერის, თორნიკე აბულაძის თქმით, მიუხედავად ამისა, ეს მაინც სწორი გადაწყვეტილებაა. „აქამდე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა 3 ათასი ლარი იყო, ცვლილებებით კი 30 ათას ლარამდე იზრდება. ფაქტია, რომ მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ხდება და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო რეგულაციების გამკაცრება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის აქსესუარები, რაც უსაფრთხოებისთვის არის საჭირო ძვირადღირებულია და ხარჯი ერთჯერადად დაახლოებით 30-50 ათასი ლარის ფარგლებშია. ეს საკმაოდ დიდი ხარჯია და 3 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა ერჩივნა. ცვლილებები, რა თქმა უნდა, კარგია, თუ სასურველ შედეგს მოგვცემს, მაგრამ, თეორიულად კორუფციის რისკი არსებობს", - განაცხადა აბულაძემ. თბილისში მშენებლობის წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ინიციატორი თბილისის მერიაა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში, შევა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაწესებულ ჯარიმას ეხება, რომელიც 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება.
ახალი თაობა-
---
22.02.2018
მედიასაშუალება: გზა
მხოლოდ ჩაფხუტი და ღვედი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს
ბოლო დროს შრომის უსაფრთხოების თემა ძალიან გააქტიურდა. რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ჩვენს ქვეყანაში სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 202 ადამიანი დაიღუპა, მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო 447-მა ადამიანმა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოება გამკაცრდება და ჯარიმებიც შესაბამისი იქნება. გადაწყდა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები შევა და სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3. 000 ლარიდან 30.000 ლარამდე გაიზრდება. ჯამბაკურ ქირია, 57 წლის, მუშა: ძალიან მომეწონა კალაძის ნათქვამი- რა მნიშვნელობა აქვს, უჩაფხუტობით დაიღუპება ადამიანი თუ გადმოვარდნითო. მარიამ ნეფარიძე, 55 წლის, ეკოლოგი: - რა თქმა უნდა, მომეწონა კალაძის ინიციატივა უსაფრთხოების ზომები გამკაცრებაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ზღვაში წვეთია. მუშების უსაფრთხოებას მხოლოდ ჩაფხუტი და უსაფრთხოების ღვედი ვერ უზრუნველყოფს. მშენებლობაზე ძალიან ბევრი ტოქსიკური მასალა გამოიყენება.
---