მედიამონიტორინგი 2 2.03.2018
ტელევიზია
22.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
არ გადადო აიცერი. ამ სახელწოდებით კამპანიას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იწყებს. წითელა, წითურა, ყბაყურის ვაქცინა დღეს ექიმებმა გაიკეთეს, აქცია ყველა სახელმწიფო უწყებას მოიცავს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5117045
---
22.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საუკეთესო საშუალებაა მხარი დავუჭიროთ ტუბერკულოზი დაავადებულ ადამიანებს, რათა მათ დაძლიონ სტიგმა და თავად გახდნენ მხარდამჭერები.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5116589
---
21.03.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო დაუნის სინდრომის მქონე პირებს დასაქმებისთვის და იგეგმება თუ არა დამატებითი თანხის გამოყოფა რესოციალიზაციისთვის. რას ვმატებ საზოგადობას - ამ სლოგანის ირგვლივ დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდასაჭერად მსოფლიო ერთიანდება. კითხვის ადრესატი თითოეული ჩვენგანია. 2017 წლის მონაცემით, 103 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირიდან, მხოლოდ ერთია დაუნის სინდრომის მქონე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/vi deo.php?id=5116415
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5115900
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5115331
იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114325
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114955
მაესტრო - ახალი ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114868
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5116365
---
21.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 13:00
ანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი მიზანია სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან დაკავშირებული დასკვნის შესწავლა, ასევე ფსიქიკური განვითარების საბჭოსთვის სპეციალური გეგმის მომზადებაა. ჯგუფის შემადგენლობაში ჯანდაცვის უწყების, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები შედიან.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114853
---
21.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
შუახევში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შენიშვნები აქვს ევექსის ამბულატორიულ ქსელთან. საკრებულოს წევრი, ირმა ფუტკარაძე ამბობს, რომ შუახევის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაციები არ ტარდება. მისივე თქმით, არასამუშაო პირობების გამო საავადმყოფო დატოვეს წამყვანმა სპეციალისტებმა. რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5114446
---
21.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საქართველოში მედიკამენტების მწარმოებელი ქართულ-ბელორუსული ერთობლივი საწარმო დაფუძნდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5116400
---
21.03.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, კერძო კომპანიების სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.6% სარგებლობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5115684
---
ინტერნეტი
22.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/484350-saqarthvelos-aleqsandre-lukashenko-etsveva.html
საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. „პრეზიდენტები იმსჯელებენ ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების, მეცნიერების, განათლებისა და მედიცინის, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე“, - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით წარუდგენენ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოს და ბელარუსის რამდენიმე უწყებას შორის გაფორმდება, მათ შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის; შეთანხმებას - ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ჟოდინოს შორის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის; მემორანდუმს - საქართველოს "საპარტნიორო ფონდსა" და "ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს" შორის; საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის; „საგზაო რუკას" ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის რეალიზაციის თაობაზე შეთანხმებას - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის; განზრახულობათა ოქმს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის; შეთანხმებას მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის; ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო -ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
---
22.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/484426-fothshi-jilekhis-sami-shemthkhveva-dafiqsirda.html
ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში, ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. ექიმების ინფორმაციით, დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე - ქუთაისის, მესამე კი სახლში გაწერეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი გაგუას თქმით, დაავადებულ პაციენტებს საქონლის ხორცი ბაზარში არ შეუძენიათ. ”დაავადებული საქონელი კერძო სახლში დაკლეს და ის ადამიანები დაავადდნენ, რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა“, -აღნიშნა ზიზი გაგუამ. მისივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაავადებული საქონლის ხორცი გაანადგურა და შემთხვევის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/104710-fotshi-jilekhis-sami-shemtkhveva-dafiqsirda
---
21.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=62445
„დღეს ჩვენ აღარ ვითვლით ქრომოსომებს“ - გამოწვევები, რომელთა წინაშეც შშმ პირები ჯერ კიდევ დგანან
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ წელს მეშვიდედ აღნიშნა ეს დღე, თუმცა განსხვავებული გზავნილით-„რას ვმატებ საზოგადოებას“. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში გამართული პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილი, გასული წლებისგან განსხვავებით, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო, რაც უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება. განურჩევლად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს შემოსავლიანი და თავის ოჯახს სარგებელი მოუტანოს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ კარგი განთლების სისტემისა და ღია შრომის ბაზრის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ცნობადობის ამაღლების კუთხით პროგრესია, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, პრობლემურია შშმ პირთა დასაქმება და მათი სოციალური ინტეგრაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საზოგადოებაში თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სასტუმრო „რუმსში“ დღეს „დაუნის სინდრომის ასოციაციის“, არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ და ერთმანეთს საკუთარი ხედვები გააცნეს. დამსწრე საზოგადოებას პირადი ისტორიებიც გაუზიარეს, რომელსაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. „დღეს ჩვენ აღარ ვითვლით ქრომოსომებს“-საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ახარებს ის ფაქტი, რომ 2018 წელს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაზე სასაუბროდ იკრიბებიან.„4 წლის წინ, როდესაც პირველად შევუერთდი აქციას „გამიცანი“, რომელიც დაუნის სინდრომის ცნობადობის ასამაღლებლად მოეწყო, ისეთ თემებს განვიხილავდით, რომ, მაგალითად, ზედმეტ ქრომოსომაზე იყო ლაპარაკი, ჩვენი ბავშვების ცნობადობაზე, რომ სახლში არ უნდა გამოვკეტოთ და დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დასაქმებაზე ვილაპარაკოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ჩვენ აღარ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ დღეს ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი შვილები დასაქმდნენ და გახდნენ ამ საზოგადოების სრულუფლებიანი, ღირსეული წევრები. შეიძლება მე აღარ ვიყო ასეთი ძლევამოსილი, ანუ პრეზიდენტს არ ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს მათ ფინანსურად, რასაც აქამდე ვახორციელებდით, ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ პრეზიდენტის ფონდიდან.ჩართული ვიყავი დედების ფონდთან ერთად პრაქტიკულად ყველა პროექტში, რაც კი ეხებოდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცნობადობის ამაღლებას. როცა აღარ ვიქნები პრეზიდენტის მეუღლე და აღარ მექნება ეს შესაძლებლობა, მე ყოველთვის დავრჩები თემოს დედად და ყოველთვის ვიქნები დედა. ამიტომ, მინდა ყველას მოგიწოდოთ იმისკენ, რომ არ დავიხიოთ უკან, გადავდგათ ნაბიჯები ბევრად წინ, ვიყოთ ყოჩაღები და შევძლოთ, ჩვენი მხარდაჭერით ჩვენმა შვილებმა ამ საზოგადოებაში მათი ადგილი დაიმკვიდრონ. ამისთვის გვჭირდება ყველას დახმარება“,-განაცხადა მაკა ჩიჩუამ. რამდენად ასრულებს სახელმწიფო იმ ვალდებულებებს, რაც მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით აკისრიათ? „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და უნდა დავთვალოთ არა ქრომოსომები, არამედ ერთად გაკეთებული საქმეები და მიღწეული მიზნები“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, განურჩევლად ყველას, სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩხენკელის განმარტებით, ინკლუზიური განათლების განვითარება, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი განათლების სისტემის ფორმირება, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.„წელს მთელი მსოფლიო ამ დღეს აღნიშნავს სლოგანით, „რას ვმატებ საზოგადოებას“. ჩვენ მოვალენი ვართ, მეტი ვიცოდეთ და მეტი ვიმოქმედოთ დაუნის სინდრომის შესახებ. მხოლოდ ცოდნით აღჭურვილნი დავძლევთ სამწუხაროდ შემორჩენილ მცდარ შეხედულებებს, შევქმნით დაუნის სინდრომის მქონე პირთა პოტენციალის რეალიზებისა და განვითარების პირობას, როდესაც ყველა ბავშვს ერთნაირად ექნება გზა ხსნილი ბაღებში, სკოლებში, უვერსიტეტებში. როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული შემოქმედებასა, თუ სპორტში, ქვეყნის სასიკეთოდ იშრომებენ და ღირსეულად იცხოვრებენ ახლობლების გარემოცვაში. ინკლუზიური განათლების განვითარება, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია. ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარებასთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს 2013 წლიდან საშუალება აქვთ, მიიღონ პროფესიული განათლება, რაც გულისხმობს მათ ფიზიკურ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს. სულ ახლახანს, წელს, გაზაფხულზე , მოხდა პროფესიული განათლების ახალი კანონის ინიციარება საქართველოს პარლამენტში. კანონი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მოქნილს გახდის განათლების სისტემას. 2013 წელს შევიმუშავეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდამჭერი სისტემა, გადამზადნენ სპეციალისტები და განხორციელების მიზნით გადაეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს. ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და უნდა დავთვალოთ არა ქრომოსომები, არამედ ერთად გაკეთებული საქმეები და მიღწეული მიზნები“,-აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემაზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამაც. „მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკურ გაძლიერებაზე, დაუნის სინდრომის მქონე და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ვსაუბრობთ სოციალურ ინტეგრაციაზე, ვინაიდან ეს არის ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასალახია. ეკონომიკური შესაძლებლობები, დასაქმება-ეს არის ის პრობლემა, რომელიც გადასაჭრელია, რათა უზრუნველყოთ დაუნის სინდრომის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანია ინტეგრაცია. სახელმწიფოს როლი და ამ მიმართულებით მიზანმიმართული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, დამოკიდებულება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის ღიაობა“,-განაცხადა თამილა ბარკალაიამ. ბარკალაიას განმარტებით, იმისათვის, რომ შრომის ბაზარი ღია იყოს, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წახალისებებია საჭირო. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით. „ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ვაფინანსებთ პროფესიული გადამზადების კურსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და გადამზადების კურსების შემდეგ, სტაჟირებას უშუალოდ დამსაქმებელთან, რაც კიდევ უფრო დიდი წახალისება იქნება დამსაქმებლისათვის, რომ დაინახოს ის შესაძლებლობები და დაასაქმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ ხელფასის სუბსიდირებას. ექვსი თვის განმავლობაში ხელფასის 50% იფარება სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს მიერ, ხოლო შემდეგ ვალდებულება უჩნდება დამსაქმებელს, რომ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა აღნიშნულ პირთან.გვაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, სპეციალურად მომზადებული დასაქმების კონსულტანტების მიერ, რომელიც კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ტარდება. ეს ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეავსონ CV, როგორ უნდა გაიარონ გასაუბრება, როგორ უნდა წარადგინონ საკუთარი თავი დამსაქმებლის წინაშე. ამის შემდეგ ჩვენ შუამავალ როლს ვასრულებთ დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველს შორის“,-განაცხადა თამილა ბარკალაიამ. როგორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სტატისტიკა? მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სტატისტიკა მზარდია, მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი: „103 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდა საქართველოში 2017 წელს. ეს არ არის საკმარისი. არის თუ არა გაცილებით მეტი მსურველი და გაცილებით მეტი შესაძლებლობა? რა თქმა უნდა-კი. ეს არის ის, რისკენაც უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, არამედ ყველამ-საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ყველამ ერთობლივად ერთი მიზანმიმართული სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ უზრუნველყოთ შრომის ბაზრის ღიაობა და ერთობლივი მიდგომა იმ პრობლემების გადაჭრისადმი, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და სრულუფლებიანობა ჰქვია“,-განაცხადა თამილა ბარკალაიამ. მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ ყურადღება გაამახვილა იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც დღესაც არსებობს დაუნის სინდრომის და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. სოფრომაძის თქმით, თავადაც, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სტერეოტიპების მსხვერპლი ხდება: „მეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და ისევე როგორც სხვა ადამიანები, ვხვდები სტერეოტიპების მსხვერპლი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმების ხელშეწყობაზე, თუმცა მინდა, ვისაუბრო ცოტა შორიდან ამ და სხვა მიმართულებით. ადამიანების დასაქმება რომ მოხდეს, აუცილებელია, მათ მიიღონ განათლება, განათლებისთვის აუცილებელია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იარონ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ჰქონდეთ საშუალება, სრულყოფილად დაეუფლონ განათლებას. ამ რესურსის შექმნას აუცილებლად სჭირდება ნება და ნება რომ იყოს, ამის გაკეთება უნდა მოგვინდეს, ამის გაკეთება რომ მოგვინდეს, ჩვენში უნდა დაიწყოს ცვლილებები. ანუ, ის სტიგმა და სტერეოტიპები, რაც არის არა მარტო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, არამედ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით, აუცილებელია, ჩვენს შიგნიდან შევცვალოთ ადამიანებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვართ გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც თუნდაც ერთი აგურის დადება გვავალია ჩვენი ცხოვრების მანძილზე იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. როდესაც ეს ცვლილება დაიწყება, აუცილებლად დაიწყება უკვე ადამიანების განათლების ხელშეწყობა და შემდეგ წამოვა დასაქმება. მივიღებთ იმ შედეგს, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია და საითაც ჩვენც გვინდა რომ წავიდეთ“,- განაცხადა გიგა სოფრომაძემ. რა ნაბიჯები გადადგა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ მიმართულებით? „2014 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართულება მერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტთა ნუსხაში მოექცა. 2015 წელს შეიქმნა შშმ მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლის მიზანია, უზრუნველყოს თავად შშმ პირთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე შეცდომის დაშვება მუშაობის დროს და ის საჭიროებები სწორედ იქნას გააზრებული და შეფასებული, რაც დგას ამ მიმართულებით. საბჭოს მუშაობის ფარგლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროგრამა და პროექტი შეიქმნა თბილისის მერიაში, რომელიც დღემდე გრძელდება და იმედი გვაქვს, ფუნდამენტურად შეცვლის ჯერ კიდევ რთულ რეალობას. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ჩვენს თავს ობიექტურად და პირველი კრიტიკოსები საკუთარი პროგრამების და პროექტების ჩვენ თვითონ ვართ და ვიცით, რომ ყველა სერვისი არ მუშაობს გამართულად, არის ხარვეზები, თუმცა დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე მივიღებთ იმ შედეგს, რაზეც დღეს ვართ შეკრებილი, რომ ქვეყანაში გვყავდეს ძალიან ბევრი რეალიზებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომლებიც აღქმული იქნებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“,-აღნიშნა გიორგი სოფრომაძემ. როგორია პარლამენტის მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად დასაქმებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით? „ექსპრესნიუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილს გაესაუბრა. დეპუტატის განმარტებით, მთავარი ამოცანა სწორედ დასაქმებისთვის უცილებელი პირობების შექმნაა. იონათამიშვილის ინფორმაციით, პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სახელმწიფოს ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. რატი იონათამიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გარემო ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მათ უფლებებს კანონი ყველა დონეზე იცავდეს. „როცა არის საერთაშორისო სოლიდარობის დღე, იქნება ეს დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების, თუ ზოგად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ცხადია, ჩვენ ამას არ ვულოცავთ ერთმანეთს, ეს დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც გაგვაჩნია თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.ჩვენთვის მთავარია, გარემო იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი, შეეძლოთ, ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. გამოწვევების კუთხით, არის ორი მთავარი მიმართულება. ერთია-უწყვეტი გადაადგილების უზრუნველყოფა და მეორეა უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ, რომ მათთვის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. იცავდეს კანონი მათ უფლებებს ყველა დონეზე, იქნება ეს განათლების მიღების პროცესში, ადრეული განათლების მიღების პროცესში, მათი პროფესიული გადამზადებისა, თუ დასაქმების მიმართულებით. მთავარი ამოცანა დასაქმებისთვის უცილებელი პირობების შექმნაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები არსებობდეს, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალი კანონის პროექტის მიღებაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ახალ გარანტიებს, ახალ ვალდებულებებს შექმნის სახელმწიფოს მხრიდან. უმნიშვნელოვანესია, ასევე, პროფესიული გადამზადების სერვისი იყოს ხელმისაწვდომი თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და მათ შორის ცხადია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის. ეს არის რეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. პროფესიული გადამზადების მიმართულება საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან შშმ პირთა უფლებაზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები“,-ამბობს რატი იონათამიშვილი. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამ საკითხის სრულყოფილად მოგვარებას დრო სჭირდება. დეპუტატის თქმით, მთავარია, არსებობს ნება, რომ სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს: „რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ხელმისაწვდომობა ამ შემთხვევაში არის ის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება. მთავარია, ჩვენ გაგვაჩნდეს ზუსტი წარმოდგენა, რა არის ამისთვის საჭირო, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და რა ვადებში რა რესურსი უნდა დაიხარჯოს. ზუსტად ეს რეკომენდაციები გვქონდა შარშან სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე. ვისმენდით განათლების სამინისტროს მოხსენებას, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მაშინ გავაცხადეთ იყო ის, რომ გვესმის, შეიძლება ერთ წელიწადში ყველა საჯარო სკოლა და სივრცე ვერ იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით, თუ რა რესურსი გვჭირდება და დროში როგორ უნდა გადანაწილდეს ამ რესურსია რეალიზება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ რატი იონათამიშვილმა. როგორ აფასებს სახელმწიფო უწყებების მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით სახალხო დამცველი? ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ომბუდსმენის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები არასახარბიელოა: „ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მუშაობა და დაცვა. მინდა, ამ მუშაობამ მოიტანოს რეალური შედეგი. დღეს აქცენტი კეთდება იმაზე, რას მატებენ ეს ადამიანები თავიანთ სამსახურს. როდესაც რამოდენიმე წლის წინ დამიკავშირდნენ და პირველად ჩავერთე კამპანიაში, მაშინ ამ კამპანიას ჰქონდა სულ სხვა მიზნები, რომ გაგვერღვია ის სტიგმა და აგვემაღლებინა ცნობიერება საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და ადამიანების შესახებ. მაშინ ბევრი კითხვა ჩნდებოდა, რასთან გვაქვს საქმე? რამოდენიმე წლის შემდეგ პროგრესი ნათელია-ჩვენ ყველანი ვსხედვართ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვმა, ახალგაზრდამ საზოგადოებისთვის, საკუთარი სამსახურისთვის და ეს იმის მიღწევაა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. ჩვენ ძალიან მომთხოვნი და ძალიან ხმამაღალი უნდა ვიყოთ საზოგადოების ამ წევრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. არაერთხელ გაკეთდა აქცენტი, რომ სახელმწიფო ზრუნავს ინკლუზიურ განათლებაზე, დასაქმების პროგრამაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და ა.შ. ნამდვილად ამ მიმართულებით არის შედეგი, თუმცა ჩვენი მონიტორინგის შედეგები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ, სახარბიელო არ არის.ვფიქრობ, ის რესურსები, რაც გამოიყოფა ამ პროგრამებისთვის, შესაძლებელია, უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული და დახარჯული. სახალხო დამცველი ძალიან ხმამაღლა გააგრძელებს ამ პრობლემაზე საუბარს. ჩვენ ნამდვილად მოკავშირეები ვართ ამ საკითხში, რომ მოვითხოვოთ უფრო მეტი და მოვითხოვოთ უფრო ხმამაღლა“,-განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა თავისი პროფესიით დასაქმდა. ეს „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილია. „ჩვენი ფონდი ეხმარება მათ, ვინც დაუნის სინდრომის მქონეა. მოდით, ჩვენს შვილებზე და მშობლებზე ვიზრუნოთ. სიყვარული, სითბო აუცილებელია. ჩვენ არ გვინდა ჩაკეტილი ადამიანები. ყველაფერი კარგად იქნება. მე ვარ ბარმენი და მსახიობი. აუცილებლად უნდა დასაქმდეს თავისი პროფესიით ძალიან ბევრი ადამიანი!“,-აღნიშნა გიგო შიუკაშვილმა. დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
პია.ჯი- https://pia.ge/post/193083-daunis-sindromis-msoflio-drisadmi-mizrvnili-konferencia-gaimarta
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=62435
---
21.03.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/130943-ombudsmeni-meti-dzalisxmeva-unda-mivmartotdaunis-sindromis-mqone-pirta-uflebebis
ომბუდსმენი: მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე
"საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები" - სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დრესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ. "საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა. არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში." - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია - დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის, საქართველოშიც. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია - რას ვმატებ საზოგადოებას (What I bring to my community).
---
21.03.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/122942/
რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?
საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას. სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა წარსულში გადატანილი დაავადებები, გენეტიკური მონაცემები, ინტიმური საკითხები და სხვა. ასეთი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებამ შესაძლოა შელახოს ადამიანის ღირსება და სტიგმატიზაციას შეუწყოს ხელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს შეისწავლა ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და დადგინდა, რომ ამ სფეროში არსებული არაერთი რეგულაციის მიუხედავად, [კანონები „პაციენტის უფლებების შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები], მაინც არსებობს გარკვეული სახის დარღვევები და სხვადასხვა გამოწვევა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, ამ ნაწილში ძირითადი დარღვევები იყო ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა გაწერილი მკაფიო პროცედურები თუ ვის როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა პაციენტების მონაცემებზე: „მაგალითად, სანიტარს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ პაციენტის მონაცემებზე დაშვება ჰქონდეს. ძალიან ხშირი იყო ისიც, რომ დაწესებულებები გასცემდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა არ აღრიცხავდნენ გამჟღავნების ფაქტებს, არსებული კანონმდებლობა კი მათ ამას ავალდებულებს”, – ამბობს იურისტი. მეორე მნიშვნელოვან პრობლემად თათია კაჭარავა ასახელებს იმას, რომ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ რეგულირებული და გააზრებული, თუ ვინ შეიძლება იყოს მესამე პირი, ვისზეც გასცემენ ამ ინფორმაციას. მისი თქმით, ნათესავებზე ინფორმაციის გაცემას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, პაციენტის წერილობითი თანხმობა. „იყო შემთხვევები, როდესაც კომპანია უცხო პირზე გასცემდა ამ ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პირმა ავადმყოფი მოიყვანა საავადმყოფოში, სხვა ნაცნობები არ ჰყავდა პაციენტს, თვითონ არ შეეძლო ნების გამოხატვა და ამ კონკრეტულმა დამხმარე პირმა გააფორმა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების თაობაზე და შემდგომ კომპანიამ რატომღაც ჩათვალა, რომ ეს მასალები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, ფორმა ასი და ასე შემდეგ, შეეძლო გაეცა სრულიად უცხო პირზე, რაც დაუშვებელია”, – ყვება თათია კაჭარავა. „საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა პირმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისგან მისმა ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა და მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით სასამართლო დავაში გამოიყენა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებამ განმცხადებლის მეუღლეს პაციენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ჯვრისწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე მიაწოდა…” – წერია ანგარიშში. ასევე, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივ საფუძველზე. იმის გამო, რომ რეგიონებში უფრო ვიწროა სამედიცინო პერსონალისა თუ პაციენტების სანაცნობო წრე და ხშირად შესაძლოა ერთმანეთთან იკვეთებოდეს კიდეც, რეგიონებში სტიგმისა და რეპუტაციის შელახვის შიშით პაციენტები თავს არიდებენ ზოგიერთი ტიპის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას. ასეთ სფეროებს განეკუთვნება ფსიქიატრია, გინეკოლოგია და სხვა. თუმცა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში ამბობენ, რეგიონიდან მიმართვიანობა ამ მხრივ ძალიან დაბალია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტი ამბობს, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონშიც, ეს საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება: „სამწუხაროდ, მაინც ხშირია დარღვევები. ინფორმაცია არის განსაკუთრებით მგრძნობიარე და დამუშავების პროცესიც შესაბამისად უნდა იყოს ძალიან ფრთხილი“. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში მიიჩნევენ, რომ პაციენტებმა [ერთჯერადი ვიზიტით იქნებიან ისინი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ მკურნალობის ხანგრძლივი კურსით] უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, რომ უნდა იყოს დაცული კონფიდენციალობა და როგორც კი რაიმე ეჭვი გაუჩნდებათ, აცნობონ შესაბამის უწყებებს. თათია კაჭარავას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კომპანიებმა შექმნან მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები, გააკონტროლონ თანამშრომლები, შექმნან შიდა რეგულაციები, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ნათელი იყოს – როგორ რა ჭრილში შეიძლება ჰქონდეს მას კლინიკაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა. ანგარიშის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია. მოქალაქეების 240 მიმართვისა და ჩატარებული 114 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 385 პროცესი შეისწავლა, შედეგად კი 2017 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი გამოავლინა, აქედან 145 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 53 ფაქტზე – გაფრთხილება, 76 შემთხვევაზე კი [კანონმდებლობით გათვალისწინებული] ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა. ჯარიმის ოდენობა გამჟღავნებული მონაცემების კატეგორიის მიხედვით შეიძლება მერყეობდეს 500-დან 5000 ლარამდე.
---
21.03.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=62452
ავთანდილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ავთანდილ თალაკვაძე კოლეგებს ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს. „ჩემო აზერბაიჯანელო კოლეგებო! გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს - სიახლის, გაზაფხულის, განახლების და სიცოცხლის დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა მართლაც ემსახურება სიცოცხლეს. უაღრესად დიდია ღვაწლი, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობით თითოეული ჩვენი მოძმის, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დებთ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.
---
21.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/kvleva-saqartveloshi-titqmis-yoveli-meore-dasaqmebuli-yoveldge-mushaobs/17808/
კვლევა: საქართველოში თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ყოველდღე მუშაობს
"თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%) ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობს",- ამის შესახებ ნათქვამია IPM-ის კვლევაში. 500 გამოკითხული რესპონდენტიდან 36% დასაქმებულია როგორც დაქირავებული თანამშრომელი ან დაკავებულია კერძო ბიზნესით. დარჩენილი 64% არ არის დასაქმებული, მათ შორის პენსიონრები და დიასახლისებიც არიან. როგორც აღმოჩნდა, დასაქმებული რესპონდენტები დღის განმავლობაში საშუალოდ, 7 საათს და 50 წუთს ატარებენ სამსახურში. კაცები უფრო დიდხანს არიან სამსახურში, ვიდრე ქალები. კერძოდ, კაცები 8 საათსა და 10 წუთს ატარებენ სამუშაოზე, ქალები - 7 საათსა და 25 წუთს. ქვეყანაში არსებული დასაქმების პოლიტიკიდან და გავრცელებული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის მონაცემები დასაქმებულ რესპონდენტთა სამუშაო გრაფიკის შესახებ: თითქმის ყოველი მეორე დასაქმებული ადამიანი (43%) მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. სამუშაოზე დღის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს (9,4 სთ) 55-64 წლის ასაკის კაცები ხარჯავენ. ბუნებრივია, სამუშაო საათების განმავლობაში, უშუალოდ სამუშაო აქტივობების გარდა, დრო არასამუშაო აქტივობებსაც ეთმობა. ამისთვის დასაქმებულები საშუალოდ 32 წუთს ხარჯავენ, რაც საერთო სამუშაო დროის 7,7%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 17,6% კი მიიჩნევს, რომ სამსახურში არც ერთი წუთით არ არის დაკავებული არასამუშაო საქმიანობით. ყოველდღიურად, არასამუშაო საქმიანობაზე ყველაზე მეტ დროს - 37 წუთს, 25-34 წლის ახალგაზრდები და საპენსიო ასაკთან მიახლოებული, 55-64 წლის ადამიანები ხარჯავენ. ამ საკითხის სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები არასამუშაო საქმიანობაზე დაახლოებით 35 წუთს, კაცები კი შედარებით ნაკლებს - 30 წუთს ხარჯავენ. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ, 103 დღეს ხარჯავს სამსახურში. ერთი წლის მანძილზე ადამიანების მიერ სხვადასხვა საქმიანობაში გატარებული დღეების საშუალო რაოდენობები გვიჩვენებს, რომ რიგითი ქართველი ადამიანი თავისი ცხოვრების ორ მესამედს მხოლოდ ძილში და სამსახურში მუშაობაში ატარებს. კვებაში, მგზავრობაში, ფეხით სიარულში, თავის მოწესრიგებასა და ყოველდღიური ცხოვრების თანმხლებ სხვა აქტივობებში ადამიანს ჯამში 51 დღე ეხარჯება, ყველაფერი დანარჩენისთვის კი მხოლოდ 85 დღე რჩება.
---