From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-22.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 22.05.2018 08:31
Attachments :

 

 

 

მედიამონიტორინგი 22.05.2018

ტელევიზია

22.05.2018

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ნარკოპოლიტიკა და მმართველ გუნდში არსებული უთანხმოება - საპარლამენტო უმრავლესობას დღეს ივანიშვილი სხდომაზე შეხვდება. მიღებული შედეგის შემდეგ კონსულტაციებს დაიწყებს შს და ჯანდაცვის სამინისტროებთან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302065

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302286

---

 

22.05.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: იმედის დილა

აივ შიდსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკა, რომელსაც სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ. წელს საქართველში აივ შიდსის 270 ახალი შემთვევა დაფიქსირდა, რაც 30 შემთხვევით მეტია გასულ წელთან შდარებით, მონაცემებს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივი ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივშიდსით დაავადებულია. რატომ არის მზარდი აივშიდსით დაავადებულთა რაოდენობა, რა არის მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ პრევენციისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია იმ სტიგმის დაძლევა რაც ამ დაავადებას ახლავს თავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302110

---

 

21.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

დასაქმებულები და უმუშევრები - „საქსტატის“ ახალი მონაცემები

https://www.imedi.ge/ge/video/24516/dasaqmebulebi-da-umushevrebi--saqstatis-akhali-monatsemebi#!?page=1

I არხი-მოამბე 21:00-   https://1tv.ge/video/umushevrobisa-da-dasaqmebis-statistika/

---

 

21.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

სოფელ ორპირში გზის მშენებლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

https://www.imedi.ge/ge/video/24520/sopel-orpirshi-gzis-msheneblebi-sakhelpaso-davalianebis-anazgaurebas-itkhoven#!?page=1

---

 

21.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

მართველ გუნდში კონსულტაციები დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმაზე პოზიციების შეჯერებას ხვალინდელ გაფართოებულ შეხვედრაზე შეეცდება. დეპუტატები ამბობენ, რომ კონსენსუსის მიღწევის შანსი არსებობს. უმრავლესობის წევრები, ძირითადად, ორ საკითხზე ვერ თანხმდებიან - ეს არის დოზები და ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301869

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301860

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301646

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301597

---

 

 

21.05.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები შსს-სგან დაანონსებული შეხვედრის ორგანიზებას ისევ ითხოვენ. პარალელურად მოძრაობის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობენ პროტესტის განახლებაზე და იმ კითხვებზე საუბრობენ, რაც სამინისტროს მისამართით აქვთ. თეთრი ხმურის მოთხოვნაა, რომ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყოს დავით სერგეენკო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5300241

---

 

21.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ოფისში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იწყება. მოძრაობის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ.   ბექა წიქარიშვილი:"მოხმარების ნაწილი აბსოლიტურად უნდა გადაიბაროს ჯანდაცვის სამინისტრომ, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათ სოციალიზაციაზე ზრუნვა."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301424

---

 

21.05.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

ჩინეთი საქართველოს ფსიქიატრიული კლინიკების პროექტის განხორციელებაში დაეხმარება. პროექტის მიხედვით, თელავსა და სენაკში ფსიქიატრიული საავადმყოფოები უნდა აშენდეს. თითოეული საავადმყოფო მოიცავს ამბოლატორიულ განყოფილებას, კრიზისული ინტერვენციის განყოფილებას, ასევე ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის განყოფილებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301937

---

 

21.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული მაღაროელის ალექსანდრე დეკანოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ქუთაისის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ექიმების თქმით, თავის ტრამვა აღენიშნებოდა, მას ჩაუტარდა ოპერაცია, აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია, მაღაროელი სამთო მასალის ჩამოშლის შემდეგ დაშავდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301293

I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301836

 

---

 

21.05.2018

არხი:    ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

ქვეყანაში შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. მხოლოდ ბოლო 4 თვეში 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301662

---

 

21.05.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 13:00

მიმდინარე წლის 5 თვეში აივ ინფექციის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 30-ით უსწრებს. მონაცემები შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრმა გამოქვეყნა. დღეს საქართველოში ოფიციალურად შიდსის მქონე 7 032 ადამიანია გამოვლენილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია. თემაზე კითხვებს პასუხობს შიდსის ცენტრის წარმომადგენელი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5300323

---

 

 

21.05.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00       

გაზრდილია ოჯახური ძალადობის სტატისტიკაც. მაჩვენებელი საგანგაშოა. ოჯახში ძალადობამ ქვეყნის მასშტაბით 50%- ით მოიმატა. მსხვერპლი ძირითადად ქალია რომელიც მეუღლისგან ფიზიკურ, ფსიქიკურ, ეკონომიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის მიუხედავად იკლებს გამოძიებული საქმეები. ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქშია ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში. რომელ რგოლს აქვს ყველაზე დიდი პრობლემები და რას ურჩევს ის ორგანიზაციები ხელისუფლებას, რომლების ქალთა უფლებებზე მუსაობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5301563

---

 

ინტერნეტი

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494381-zurab-tciaberashvili-narkomomkhmareblebis-mimarth-jandacvisa-da-socialuri-reabilitaciis-programebis-amoqmedeba-aucilebelia.html

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნარკომომხმარებლების მიმართ ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება აუცილებელია

ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას, რომ გავარკვიოთ, რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია, ორივე მიმართულებით შესაცვლელია - უფრო ეფექტურად ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება კანონის გამკაცრება და ასევე აუცილებელია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება. ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/494367-akaki-zoidze-saboloo-amocana-unda-iyos-rom-adamianebi-narkotikebis-mokhmarebisthvis-cikheshi-ar-unda-tsavidnen.html

აკაკი ზოიძე - საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ

ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშრებით მოხდება ჰუმანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ. რაც შეეხება ოდენობებს, დოზებს, აკაკი ზოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია - „როგორც იტყვიან ჯიბეში გვიდევს არა“.  „ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში - ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება.  რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.  „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494379-ianvridan-aprilis-chathvlith-qveynis-masshtabith-narkotikebith-halucinogenebith-da-opioidebith-motsamvlis-shedegad-hospitalizaciis-52-shemthkhveva-dafiqsirda.html

იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით და ოპიოიდებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.   ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.  უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლისა და სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათივე ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში (იანვარი-მარტი) თბილისში ჯამში 21 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, იანვარში დაფიქსირებულია 10 შემთხვევა, თებერვალში - 6, მარტში -5, ხოლო აპრილში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   რაც შეეხება რეგიონებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, მცხეთა-მთიანეთში მხოლოდ ერთი შემთხვევა, თებერვალში დაფიქსირდა. 2018 წელს 3 შემთხვევაა დაფიქსირებული შიდა ქართლში (იანვრის თვე).  რაც შეეხება ოპიოიდების მიღების შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, მწვავე ინტოქსიკაციას და სტაციონარულ დაწესებულებებში მოთავსების სტატისტიკას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წლის 4 თვეში (იანვარი-მარტში) ჯამში 27 შემთხვევა დაფიქსირდა.  კერძოდ, იანვარ-თებერვალში 8-8 შემთხვევა, მარტში 11, ხოლო აპრილში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სხვა რეგიონებში ზემოთ ხსენებული დიაგნოზებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ აღრიცხულა.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/494230-dimitri-khundadze-narkomomkhmareblebi-policiuri-zedamkhedvelobidan-unda-gadmovidnen-jandacvis-seqtorshi.html?ar=A

დიმიტრი ხუნდაძე - ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან უნდა გადმოვიდნენ ჯანდაცვის სექტორში

მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში არსებობს რესურსი იმისა, რომ დათქმულ დროში მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, დავანებოთ ქუჩიდან პროცესების მართვას თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ბევრ საკითხთან მიმართებაში ჩვენ უკვე ვართ შეთანხმებული. კერძოდ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან უნდა გადმოვიდნენ ჯანდაცვის სექტორში, უნდა ვაწარმოოთ მძლავრი ანტინარკოტიკული კამპანია და დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკოგამსაღებლების მიმართ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს მრავალჯერადი, ვიდრე ეს პრობლემა იქნება ქვეყანაში. არის შეუთანხმებელი საკითხებიც, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე აქამდე იყო. მაგრამ ყველა საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული, რათა ჩვენ მივიღოთ სწორად დაგეგმილი, სწორად გათვლილი და განხორციელებული რეფორმა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი იყოს შემცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში არსებობს რესურსი იმისა, რომ დათქმულ დროში მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა", - განაცხადა ხუნდაძემ. მისივე თქმით, ეს პროცესი უნდა დარჩეს პარლამენტში, ვინაიდან აქ არის რესურსი, რომ საკითხი სწორად იქნას დაგეგმილი და შეთანხმებული - "დავანებოთ ქუჩიდან პროცესების მართვას თავი". "მე ვითხოვ იმას, რომ საკითხი იქნას განხილული იმ რეჟიმში, რომ ყველამ ერთად, მათ შორის მედიამაც, საზოგადოების ყველა წევრმა ვაწარმოოთ ქვეყანაში მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა. უნდა გამოვაცხადოთ დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. სწორად უნდა იქნას დაწესებული სამართლებრივი რეგულაციები, დეფინიციები. საჯარიმო სახდელების კოდექსები უნდა იყოს ადეკვატური, რომ ის აღწევდეს მიზანს. უნდა იქნას ჯანდაცვის სექტორი სწორად დაგეგმილი და რეფორმა ფინანსურად უნდა იყოს მყარად გაწერილი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ხუნდაძემ.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/mnishvnelovania-momkhmarebeli-ar-ikos-michneuli-samartaldamrghvevad-da-dozebi-samartlianad-ganisazghvros-giorgi-burdjanadze/44129

მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად და დოზები სამართლიანად განისაზღვროს - გიორგი ბურჯანაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად და დოზები სამართლიანად განისაზღვროს, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ნარკოპოლიტიკის საკითხის კომენტირებისას. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად. მომხმარებელი არ არის სამართალდამრღვევი და ის არის ჩვეულებრივად გარკვეული დაავადების მატარებელი პირი. მას სჭირდება სამედიცინო პასუხი და ამას უნდა პასუხობდეს საკანონმდებლო ჩარჩო. ეს არის ამოსავალი წერტილი. ოდენობები დაკავშირებულია ამ საკითხთან. აუცილებელია იმ დღიური დოზების და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ბურჯანაძემ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის გადადებას, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის განმარტებით, შეხვედრის გადადება ნაწილობრივ ორივე მხარის მიზეზით მოხდა. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღებული იქნას ის კანონპროექტი, რომელიც პლატფორმის მიერ არის წარდგენილი. ბუნებრივია, მთავარია შედეგი, მაგრამ თუ იმ შინაარსით იქნება მიღებული, რომელიც პლატფორმის მიერ არის ინიცირებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახელი ერქმევა. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა შს სამინისტროში აქციის ორგანიზატორებს და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო ნარკოპოლიტიკა. შეხვედრა გაიმართა 16 მაისს, შემდგომ უწევდა 17 მაისი, შემდეგ შს მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. ასევე მეორე მომენტი დაემთხვა - აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო ჯანდაცვის სამინისტროჩაერთოს განხილვაში და ამას დრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა გადაიდო ორივე მხარის მოთხოვნებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩაინიშნება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494199-sakhalkho-damcvelis-moadgile-narkopolitikaze-chventhvis-mnishvnelovania-rom-momkhmarebeli-ar-iyos-michneuli-samarthaldamrghvevad.html?ar=A

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494311-jandacvis-komitetis-skhdomaze-samoqalaqo-usafrthkhoebis-shesakheb-kanonis-cvlilebebze-imsjeles.html?ar=A

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ცვლილებებზე იმსჯელეს

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სისტემის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, კანონპროექტის წარდგენისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სისტემის რეფორმირებისთვის 2017 წლის ბოლოს გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც დეტალური ანალიზის და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობის შედეგად მომზადდა, მმართველობის სისტემას კიდევ უფრო ეფექტურს და მობილურს გახდის. შალვა ხუციშვილმა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების ძირითად არსზე და პრინციპებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ხუთდონიანი მართვის სისტემიდან ორდონიან სისტემაზე გადასვლა, რაც ოპერატიულ მართვას გაადვილებს. სამსახურის უფროსის მოადგილემ შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ფუნქციური უფლება-მოვალეობების გამიჯვნის თაობაზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა ყველა ის სიახლე, რასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. მანვე ძირითადი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის ცვლილებების არსი და მიზნები განმარტა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომიტეტმა მომხსენებლისგან საინტერესო და მოცულობითი ინფორმაცია მოისმინა. „ცვლილებების შედეგად, მართვის სისტემა უფრო თანამედროვე ჩარჩოზე გადადის, რომელიც დაგვეხმარება მთელი რიგი საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვაში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. პროფესიული განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას. მისი განცხადებით, პროფესიული განათლების რეფორმა სისტემის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს და შესაბამისად, ცვლილებების პროექტის სრულიად ახალი რედაქცია მომზადდა. „კანონპროექტში ასახულია ყველა ის თემა, რომელიც რეფორმის კონტექსტში იქნა დეკლარირებული. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირება ხდება და პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაზე გადასვლის შესაძლებლობა იქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა წარმოდგენილი კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის თაობაზე და განსაკუთრებული ყურადღება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტზე გაამახვილა, რომელიც კომიტეტის დარგობრივ სფეროს განეკუთვნებოდა. „ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების რეფორმა წარმოადგენს და იგი ჩვენთვის იმ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ქვაკუთხედი უნდა გახდეს, რაც უმუშევრობას უკავშირდება. უზარმაზარი აცილებაა ბაზარზე მოთხოვნასა და სამუშაო ძალის, შესაბამისი განათლებისა და მომზადების მქონე ადამიანების მიწოდებას შორის და ეს ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ წარმოდგენილი კანონპროექტის შეფასებისას. კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებზეც იმსჯელეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კომიტეტის წევრებს „საქართველოს მტავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“ გააცნო. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჩიეთის მხარე საქართველოსთვის უსასყიდლოდ გამოყოფს 60 მლნ. ჩინურ იუანს (დაახლოებით 25 მლნ. ლარი), რაც ორი ფსიქიატრიული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება. სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა ბარათაშვილმა „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ სარატიფიკაციო შეტანხმება წარმოადგინა. კომიტეტის წევრები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ხოლო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით გაეცნენ. სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა მოქალაქე მაია რობაქიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც „აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის შექმნისა და წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს შეეხებოდა. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბებას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე და სარატიფიკაციო ხელშეკრულებებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/chineti-saqartvelos-fsiqiatriuli-klinikebis-proeqtis-ganxorcielebashi-daexmareba-/19835/

ჩინეთი საქართველოს ფსიქიატრიული კლინიკების პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

პროექტის მიხედვით, თელავსა და სენაკში ფსიქიატრიული საავადმყოფოები უნდა აშენდეს. თითოეული საავადმყოფოს სამშენებლო ფართი ორ ქვეყანას შორის, “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად მოხდება და დაახლოებით 2230 კვ.მ. იქნება. თითოული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ განყოფილებას, კრიზისული ინტერვენციის განყოფილებას, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურების განყოფილებას, სტაციონარულ განყოფილებას 30 საწოლზე, საოფისე და აპარატურის ოთახებს და აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობითა და აპარატურით. ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნვეყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ძი იანჩისათვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე მიწის ზედა და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟი და სამშენებლო ობიექტების გაწმენდა. ასევე საქართველოს მთავრობა დაეხმარება ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/shezghuduli-shesadzleblobebis-mqone-da-paliatiuri-mzrunvelobis-patsientebistvis-ufaso-iuridiuli-dakhmarebis-programa-itskeba/44165

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას იწყებენ. 22 მაისს, სამშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო "რუმსში", ორივე მხარე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს. უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში. პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1 ივლისს, პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებმა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა) და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, პაციენტის უფლებებზე მომუშავე ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა და მომართვიანობამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში. კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლების და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს. 2000 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულ იქნა 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია ერთი მხრივ სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ პაციენტის უფლებების დაცვა, თუმცა მიუხედავად ასეთი კანონების არსებობისა, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის - პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა და ზოგადად მომსახურების მიღება. 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნასა და გამოწერაზე უფლებამოსილ ექიმთა მხოლოდ 33-38% იცნობს ოპიოიდების მარეგულირებელ კანონმდებლობას, პრაქტიკაში კი მხოლოდ 18-23% იყენებს. აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვეს პაციენტის უფლებას იცხოვროს ტკივილის გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხევვაში ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=173609-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ბათუმის საავადმყოფოში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ექიმების თქმით, როგორც მშობლებმა განუცხადეს, ბავშვს თუთა ჰქონდა ნაჭამი. მათივე ცნობით, 4 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება,სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/112416-IDFI-ojakhshi-dzaladobis-mskhverpli-dziritadad-qalebi-arian

IDFI : ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონაცემებით, 2013-2017 წლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან. ორგანიზაცია ვიზუალიზაციას ავრცელებს, რომელიც საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკას ეხება. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 2585 ქალი გახდა, ხოლო 2017 წელს 3599. რაც შეეხება მამაკაცებს, 2016 წელს ძალადობის მსხვერპლი 381 კაცი გახდა, ხოლო 2017 წელს 497. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ცნობით, ოჯახში ძალადობის ჩამდენი ძირითადად მამაკაცები არიან. შემთხვევითი დანაშაულის სახეობის მიხედვით (2013-2018 წლები) ძალადობის ყველაზე მაღალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის 6,464 შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანების 172 და მკვლელობის 89. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოჯახში ძალადობის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთი- რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდება შემთხვევების რაოდენობა, რაც მიმართვიანობის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აღნიშნავს, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, მკვეთრად იკლო შემთხვევების გახსნის მაჩვენებელმა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტჯერ 2015 და 2017 წლებში გაიზარდა. 2013-2017 წლებში გენდერულ ჭრილში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ქალებში გაცილებით მეტია. კერძოდ, 2016 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 2585 ქალი გახდა, ხოლო 2017 წელს 3599 ქალი. ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 381-ს შეადგენს, ხოლო 2017 წელს - 497-ს.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/112386-batumshi-13-suliani-socialurad-daucveli-ojakhi-2-tvea-sakhuravgadakhdil-shenobashi-ckhovrobs

ბათუმში, 13 სულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი 2 თვეა სახურავგადახდილ შენობაში ცხოვრობს

ბათუმში ჭაღალიძეების 13 სულიან ოჯახს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა. თაბუკაშვილის სამ ნომერში ყოფილი ენერგოპროს შენობაში 14 წლის წინ უკანონოდ შესახლებულების საცხოვრებელს ქარმა სახურავი ორი თვის წინ გადახადა, თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიაში ოჯახისთვის დასახმარებლად მხოლოდ შენობის დროებით ბრიზენტით გადახურვა შეძლეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ითხოვს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი სახლის გადახურვა ან ალტერნატიულ ფართში გადაიყვანოს. "ორით თვეა ამ დღეში ვართ, ჯერ მერიას მივმართეთ, იმან ჯანდაცვაში გადაგვამისამართა, ჯანდაცვიდან კი ისევ ვიცემერთან გამოგვიშვეს. ვითხოვთ ან გადაგვიხურონ შენობა, ან თუ ბუესისაა და ვერ ხურავენ, სხვა საცხოვრებელი გამოგვიყონ. ჩვენს სოციალურად დაუცველები ვართ და ჩვენით ამის უზრუნველყოფა არ შეგვიძლია" - განაცხადა ოჯახის ერთე-ერთმა წევრმა ზვიად ჭაღალიძემ. მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკთებენ.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://droni.ge/?m=9&AID=39092

"ეს გოგო და მისი 9 თვის შვილი სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი.ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა ისე სცემა"

აკა სინჯიკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს: ყველას ყურადღება სასწრაფოდ!! ეს გოგო და მისი 9 თვის შვილი სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი.ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა ისე სცემა რამდენიმეჯერ, ამისთვის ბავშვების მამა პოლიციამ დაიჭირა და და ციხეში ზის. ცხოვრობენ ერთ ბნელ ოთახში, ას ლარს იხდიან ქირას, ხომ წარმოგიდგენით რანაირი ოთახია. არ ჰყავთ არავინ და სასწრაფოდ თუ არ მივხედეთ, საშინელება მოხდება. სამივე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ერთი კვირაა თითქმის, პურიც არ აქვთ სახლში. ჯოჯოხეთი ტრიალებს მართლა.პატარა რაც შეიძლება მალე უნდა ვაჩვენოთ ექიმს, უფროსები 4ის და 5 წლის არიან და სჭირდებათ ფსიქოლოგი. მომეხმარეთ რა, ბევრი დასჭირდება ბავშვების გადარჩენას, მისამართს ინბოქსში მოგწერთ, ფული კი შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=173536-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/136911/

როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში

გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ. აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ. „უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. კანონის ამოქმედებამდე ამ სასწავლებელმა სხვა ქვეყანაში შეიძინა გვამი, თუმცა სარფის საბაჟოზე გვამის გადმოტანის უფლება არ მისცეს. კანონში„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ შესული ცვლილებები 18 მაისს შევიდა ძალაში. კანონში შესული ცვლილების მიხედვით: „დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად, ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.“ კანონი ასევე განსაზღვრავს, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გვამი უპატრონოდ შეფასდეს. უპატრონო გვამზე სტუდენტები ვერ იმუშავებენ, თუკი ადამიანი სიცოცხლეში დაწერს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს, ასევე, თუკი არსებობს ვარაუდი, რომ გვამის გადაცემა სასწავლო მიზნებისთვის ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას, ან ეთიკურ პრინციპებს. თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან მარჩენალი მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით. გვამის საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების შემთხვევაში, გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესბელებები ვალდებული არიან, გვამი მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში მაინც შეინახონ. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო, ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა. „იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად,“- აღნიშნულია კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/203897

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსად ბექა ფერაძე დაინიშნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსად ბექა ფერაძე დაინიშნა. დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კონკურსით შეირჩა. მოვალოების შესრულებას ახალი თანამდებობის რანგში 2 კვირაში შეუდგება, კონკურსის სააპელაციო ვადის ამოწურვისთანავე. ბექა ფერაძე 2015 წლიდან, ამავე დეპარტამენტში დეპარტამენტის დაარსებიდან, შრომის ინსპექტორად მუშაობდა.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/motxovnadi-profesiebi-tbilisshi-da-vakansiebi-romlebic-axlo-momavalshi-gamocxaddeba-/19815/

მოთხოვნადი პროფესიები თბილისში და ვაკანსიები, რომლებიც ახლო მომავალში გამოცხადდება

მომდევნო 6 თვეში თბილისში 2 219 ახალი ვაკანსია გამოცხადდება. ინფორმაცია ოფიციალურ კვლევას ეყრდნობა, რომელიც საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტთან თანამშრომლობით ჩაატარა. "აღნიშნული ვაკანსიების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისში მოთხოვნა კვლავ იქნება დაბალ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ძირითადად სამშენებლო კომპანიებში (არაკვალიფიციური მუშების 487 ვაკანსია), საცალო ქსელურ ვაჭრობასა (მაღაზიის გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების 695 ვაკანსია) და მომსახურების სფეროში (მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეების 422 ვაკანსია)", - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში. კვლევის ფარგლებში ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსიებიც შეისწავლეს. დადგინდა, რომ მათ შორის (ჯამში 5 674 ვაკანსია) რაოდენობრივად ჭარბობდა პოზიციები არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ კადრებზე - გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე (1524 ვაკანსია), არაკვალიფიციურ მუშებზე (880 ვაკანსია), მომხმარებლებთან მომუშავე პერსონალზე (448 ვაკანსია), ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუშებზე (316 ვაკანსია) და ა.შ. მოთხოვნილ კადრებს შორის გვხვდება ასევე სპეციალური განათლების საჭიროების პროფესიები - შემდუღებლები, მჭედლები, ზეინკალ-მეხელსაწყოეები, სამრეწველო საწარმოს ოპერატორები, მზარეულები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები. მაღალკვალიფიციური კადრიდან კი მოთხოვნა დაფიქსირდა მენეჯერებსა და ექიმებზე.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: https://gyla.ge/ge/post/jandacvis-saministros-diskriminaciuli-regulaciis-shecvla-daevala#sthash.N8QKIwO5.xzDq3XSS.dpbs

ჯანდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაევალა

საია იცავდა უკრაინის მოქალაქე ნ.ტ-ს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სტატუსი აქვს. მან ვერ ისარგებლა „დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის“ ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის მომსახურებით, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე.  საიას დახმარებით ნ.ტ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს და როგორც მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა, მოითხოვა მისცემოდა ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით და ასევე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენს  ბენეფიციარს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული პროგრამის ხელმისაწვდომობაზე, რის  გამოც საიას ქუთაისის ფილიალის  დახმარებით ნ.ტ-მ მიმართა სახალხო დამცველს და ითხოვა მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.   სახალხო დამცველმა დაადგინა მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ „სოციალური/ჯანდაცვის ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას.“ სახალხო დამცველმა სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით,  რომ „არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: https://gyla.ge/ge/post/shromis-janmrtelobisa-da-socialuri-dacvis-saministros-diskriminaciuli-regulaciis-shecvla-daevala#sthash.4eaEmibW.MHlEUlzz.dpbs

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დისკრიმინაციული რეგულაციის შეცვლა დაევალა

საია იცავდა უსინათლო ვ.კ., რომელსაც სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში რეგისტრაცია გააუქმდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ დეკლარაციის შევსებისას არ მოხდა ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება. აღსანიშნავია, რომ ვ.კ.-მ დეკლარაციის შევსებისას სოციალურ სააგენტოს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა, დეკლარაციის შევსების შემდგომ, უსინათლობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, პირადად გასცნობოდა სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას. სოციალურმა აგენტმა თვითონ წაუკითხა დეკლარაციაში შეტანილი ყველა მონაცემი და, ნდობის საფუძველზე, ვ.კ-მ ხელი მოაწერა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ სოციალურ აგენტს სრულყოფილად არ შეუვსია დეკლარაცია, რაც ვ.კ.-თვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანება განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, თუმცა, არ ადგენს დეკლარაციის გაცნობის განსხვავებულ წესებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. იმის გამო, რომ ეს წესი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი და ნეიტრალურია, არ არის გონივრულად მისადაგებული მხედველობის არმქონე პირების საჭიროებებთან, რის გამოც, საია-მ შშმ პირის სახელით სახალხო დამცველის 2017 წელს მიმართა და ითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია და განმარტა, რომ ,,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების სპეციალურ საჭიროებებს ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობის კუთხით და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას - გაატაროს ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.“ გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული ტექნიკური საშუალებებით. ,,ნეიტრალური პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს უსინათლო პირების მიმართებით აქვს, შესაძლოა ნეგატიური შედეგის მომტანი იყოს და არაპროპორციულად უარყოფითი გავლენა იქონიოს შეზღუდული მხედველობისა და უსინათლო პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, მათ შორის, მათ პირად ავტონომიასა და ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; შეაფერხოს შშმ პირების მონაწილეობა და ინკლუზია  და გაამარტივოს მათი გარიყვა საზოგადოებიდან.“ სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე, სამინისტროს დაევალა: - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ამ საკითხის მარეგულირებელ აქტში; - შშმ პირებისათვის სოციალურ/ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

---

 

21.05.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/203924/

უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია - საქსტატი

უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია და 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით გაიზარდა, - - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია რეგიონებში, მათ შორის აჭარასა და სამეგრელოში. “ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს - 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე”,- განაცხადა თოდრაძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

22.05.2018

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

ჭიათურის მაღაროში მუშა დაშავდა

ჯორჯიან მანგანეზი მაღაროში დაშავებულ მუშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ჭიათურის მადნის გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, მაღაროელი გვირაბის გამაგრებულ ნაწილში იდგა, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა შაბათს ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302555&name=22.05.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

ბათუმის საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა - მას თუთა ჰქონდა ნაჭამი

20 მაისს, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა. – პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების ნიშნებით. დაიწყო, როგორც ამ დროს ჩვეულებრივ ხდება, გაუწყლოების ლიკვიდირება, ინფუზიური თერაპია. ინფუზიური თერაპიის ფონზე მოხდა გულყრა, რის შედეგადაც განვითარდა სითხის უკმარისობა და წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რამაც გვაიძულა, ბავშვი გადაგვეყვანა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რეანიმაცია. 4 საათზე შემოსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 8 საათზე, შემოსვლისას მდგომარეობა არ იყო ისე მძიმე, რომ რეანიმაციის საჭიროების საკითხი განხილულიყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად 7-8 ბავშვი ხვდება, ეს არ იყო განსხვავებული შემთხვევა, – ამბობს დავით მურვანიძე. მისივე თქმით, მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თუთა ჰქონდა მიღებული. „ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უთხრეს, რომ შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და როგორც კი თანხმობას მიიღებენ, ფაქტს შეისწავლიან. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 0-დან 5 წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევას იწყებს, თუკი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება. შს სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302289&name=22.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე: რამდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა, რეალური პრობლემაა, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა არსებობს

პეცოპერაციის შემდეგ კლუბური ცხოვრების მომხრეთა მხრიდან საპროტესტო აქციები მოეწყო და, თუკი სიტუაცია მათ სასარგებლოდ არ დარეგულირდება, ისინი კვლავაც საპროტესტო აქციებს აანონსებენ. პარალელურად ძალაში იქნება კონტრაქციებიც. რა პროცესები შეიძლება განვითარდეს და ვინ დარჩება მოგებული ამ დაპირისპირებით, ამის შესახებ For.ge-ს სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, ნარკოლოგი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე ესაუბრა. ზურაბ სიხარულიძე: აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე იცავს ნარკორეალიზატორებს. ორივე მხრიდან დაწყებული აქციები, ვგულისხმობ „თეთრი ხმაურის“ მონაწილეებსაც და კონტრაქციის მომხრეებსაც საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დაბალანსებული არ არის ეს ყველაფერი. მთავარია, იყოს ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. როცა მივაღწევთ ბალანსს, სიტუაციაც დარეგულირდება. ცხადია, ასეთი აქციები დააჩქარებს გარკვეულ რეფორმებს. რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს და როგორ სახეს მიიღებს რეფორმა, ჯერ არავინ არ იცის, თუმცა პროცესი რომ ძალიან გაიწელა ერთი წლის განმავლობაში, ეს აშკარაა. კანონპროექტი დევს და გარკვეული შეუთანხმებლობის გამო მუდამ გადადების რეჟიმშია. ახლა უკვე, ალბათ, გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რა „დამსახურება“ მიუძღვის ამ დაპირისპირებაში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე საუბრის დაწყებას? - რაც შეეხება ლეგალიზაციას, არა მგონია, დღეს ქვეყანა მზად იყოს ამ პროცესისთვის, თუმცა ოდესღაც, ალბათ, ლეგალიზაციის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. პროცესი ძალიან მძიმეა, რადგან აქციაზეც და კონტრაქციაზც ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულების, განსხვავებული ღირებულებების ადამიანების შეტაკება შეიძლება მომხდარიყო და შეიძლება მიგვეღო სამოქალაქო დაპირისპირება. რეალურად, ორივე მხარე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან, როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობაა. ეს ყველაფერი საფიქრალი და გასაანალიზებელია, რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა გასატარებელია. ეს აშკარად დაგვანახა ამ სიტუაციამ, როცა ასეთი აგრესია და სიძულვილი იგრძნობოდა ერთი მხრიდან, ხოლო მეორე მხრიდან მოთხოვნების გაურკვევლობა არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის, რაშიც ხელოვანი ადამიანების ჩართვას მიესალმება. ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომის შემდეგ, ეს კამპანია დაგვიანებული ხომ არ არის? - ეს კამპანია დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ. ზუსტად ეს არის ყველაზე ცუდი, რომ ანტინარკოტიკული ქმედებები სწორედ კამპანიური ხასიათისაა და არა სისტემური. ნებისმიერი ქმედება ჩვენს ქვეყანაში კამპანიურ ხასიათს ატარებს, ლოკალურად ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. თუნდაც კლუბების დახურვა, სპეცოპერაციები, რომლებიც მიმართულია გარკვეული სეგმენტის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, რამოდენიმე ლიფსიტა დაიჭირეს, თუმცა რეალური პრობლემაა, რომ მოთხოვნა არსებობს, ვერ მოგვარდა. შავი ბაზარი მოთხოვნაზე ძალიან კარგად რეაგირებს, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოთხოვნა რომ შემცირდება, მიწოდებაც შემცირდება. მოთხოვნის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რგოლი დაბალანსდება-მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, შს სამინისტროს ქმედებები და ა.შ. შესაბამისად, ნებისმიერი კამპანიური ხასიათი დროებითი ეფექტის მომტანია, რომელიც შორეულ პერსპექტივაში არანაირ ეფექტს არ იძლევა. ამიტომ ეს კამპანია ერთ და ორთვიანი კი არ უნდა იყოს, არამედ ამაში განათლების სამინისტროც უნდა ჩაერთოს და თემატური სწავლება დაიწყოს. არსებობს ამის პრაქტიკა საზღვარგარეთ, როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, რომელიც შორეულ პერსპექტივაში მოგვცემს შედეგს. კამპანიური ხასიათის ქმედება კი მხოლოდ ერთ თვეს იმუშავებს და ამით დამთავრდება ყველაფერი. თქვენ ამბობთ, რომ ორიოდე ლიფსიტა დაიჭირეს, მაგრამ ამ ორიოდე ლიფსიტამ და, ასევე, სხვა ლიფსიტებმა ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე დაღუპეს. - ზუსტად მაგაშია საქმე, რომ შავ ბაზარზე რა ნარკოტიკიც ტრიალებს, არავინ იცის. 45 დღეს ველოდებით, თუმცა, მე მგონი მაგასაც უშედეგოდ ველით, რადგან დღესაც არ ვიცით, რა მოხდა ამ კლუბებში. ასეთი ფაქტები ადრეც ბევრი მომხდარა ამ ქვეყანაში, მაგრამ ინფორმაცია ნულია. გაიხსენეთ, რაც მოხდა კაფე „გალერიში“ ამ რამოდენიმე წლის წინ, არც ერთი შედეგი, რითი გარდაიცვალა ახალგაზრდა ან რა ინტოქსიკაცია იყო, არავინ იცის. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ტოქსიკოლოგებს, ფსიქიატრებს, ნარკოლოგებს, ემერჯენსის ექიმებს უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ესეც სისტემური პრობლემაა, რადგან დღეს რომ ერთი ნარკოტიკია, ხვალ სხვა ნარკოტიკი იქნება, ზეგ შეიძლება უარესი ნარკოტიკი გამოჩნდეს, ძალზე მზარდია შავი ბაზარი. ამიტომ ვერავინ იტყვის, მეფედრონის ბრალია თუ არა ბოლო დროს მომხდარი ფაქტები, სანამ არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა კი ან გასაჯაროვდება, ან არ გასაჯაროვდება. ისიც არ ვიცით, რა სახის ნარკოტიკი ამოუღეს ამ ხალხს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ანუ არ ვიცით, რა ნარკოტიკი ტრიალებს დღეს. შესაბამისად, ვერც პრევენციას მოვახდენთ და ვერც მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, რადგან არ ვიცით, რა ხდება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხომ არ ჯობს, ისევ ნარკოტიკების გაჰუმანურების პოლიტიკას გადავხედოთ? იქნებ, სწორედ ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომ მძიმე დემოგრაფიის მქონე ქვეყანაში ნარკოტიკების ლიბერალიზაციაზე დაიწყო საუბარი? - რაღაცას რომ არ მოაქვს შედეგი, ის უნდა შეიცვალოს. როცა შედეგი არ აქვს იმას, რასაც 2006 წლიდან აკეთებს სახელმწიფო, ლოკალურად ებრძვის პრობლემას და არა სისტემურად, უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა შეიცვალოს, ეს სხვა საკითხია. როგორც ვიცი, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თქვენ არ ემხრობით. -მეტი რაღა უნდა გამკაცრდეს, ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა ჩვენს რეგიონშია. ერთადერთი, ჩვენთან მომხმარებელთა სიკვდილით დასჯა არ ხდება და, თუ მაგასაც შემოვიღებთ, ეს იქნება გამკაცრება. თქვენ ამბობთ, რომ ნარკოტიკებზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს, მაგრამ მოთხოვნა როგორ შემცირდება, როდესაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც არც კი აინტერესებდა ნარკოტიკი, უკვე მოსინჯა ეს მავნე ნივთიერება. - აქ ნარკოტიკდამოკიდებულ ადამიანთა რიცხვის შემცირებასა და განათლებაზეა ლაპარაკი. ის ადამიანი, რომელიც ფლობს სწორ ინფორმაციას, თუ რა ზიანი მოქვს ნარკოტიკს, სხვაგვარად იმოქმედებს. შენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ხარ, ეს ინფორმაცია ადამიანს მიაწოდო, დანარჩენი უკვე მისი არჩევანია. მე არ ვამბობ, რომ „გუდვილში“ უნდა იყიდებოდეს ნარკოტიკი, მაგრამ, თუ მოთხოვნა იქნება, ის ნარკოტიკი აუცილებლად გამოჩნდება შავ ბაზარზე. რამდენი ასეთი მცირერიცხოვანი დილერიც არ უნდა დაიჭირონ, მაინც გაჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე დილერი. ამიტომ ყველა რგოლში სისტემურად უნდა შევძლოთ დაბალანსებული მუშაობა და არა ლოკალურად მარტო შს სამინისტრო, ან მარტო  ჯანდაცვის სამინისტრო, ან ვიღაც განმარტოებულად ჩაერთოს ამ საქმეში. სახელმწიფოს როლი რა უნდა იყოს? განა სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ ახალგაზრდები მასობრივად ეტანებიან ნარკოტიკს, რადგან თავად სახელმწიფო თვითრეალიზების სხვა საშულებას არ უტოვებს? - დასაქმების პრობლემაა, სპორტში ჩაურთველობის პრობლემაა. აბონემენტი ღირს 150 ლარი. ყველას არ შეუძლია ამდენის გადახდა საცურაო აუზზე. სადაც მძიმე სოციალური ფონია, ან იაფფასიანი ნარკოტიკი ჩნდება, ან სასმელი. ამიტომ ნუ ვიგონებთ ველოსიპედს, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემა შედარებით მოგვარდა, ეს მოდელი რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანასაც მოვარგოთ და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ამას ვიძახით 20 წელიწადია, კიდევ 20 წელიწადს ვიძახებთ, ალბათ, მაინც არაფერი არ გვარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302052&name=22.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსად ბექა ფერაძე დაინიშნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსად ბექა ფერაძე დაინიშნა. დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კონკურსით შეირჩა. მოვალოების შესრულებას ახალი თანამდებობის რანგში 2 კვირაში შეუდგება, კონკურსის სააპელაციო ვადის ამოწურვისთანავე. ბექა ფერაძე 2015 წლიდან, ამავე დეპარტამენტში დეპარტამენტის დაარსებიდან, შრომის ინსპექტორად მუშაობდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302006&name=22.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

თანამედროვეობის უმძიმესი დანაშაული და საქართველო

ტრეფიკინგი, იგივე ადამიანებით ვაჭრობა, უმძიმესი დანაშაულია, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დაწყებული სიცოცხლის უფლებით, დამთავრებული განათლების მიღებისა და ჯანდაცვის უფლებებით...

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302244&name=22.05.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

პროფკავშირი - სირთულეები, ბარიერები და წარმატებები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5302344&name=22.05.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---