მედიამონიტორინგი 22.06.2018
ტელევიზია
22.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
საქართველოში დაუზუსტებელი მონაცემებით, ქუჩაში 2000-დან 2500-მდე ბავშვი ცხოვრობს და სხვადასხვა საქმიანობას ეწევა. მათ დასახმარებლად და ოჯახში დასაბრუნებლად ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით ქვეყნის მასშტაბით სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს. ქუჩის ბავშვებზე ზრუნავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, არსებობს დღისა და ღამის ცენტრები, საქართველოში სულ 6 ცენტრია. იმედის დილის სიუჟეტის გმირი, რომელიც თავად ცხოვრობდა ქუჩაში, ახლა ქუჩის ბავშვებს სოციუმში დაბრუნებაში ეხმარება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375629
---
22.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ნაძალადევის რაიონში დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე 15-მდე კომპანია სამუშაოს მაძიებლებისთვის 1500 აქტიურ ვაკანსიას წარადგენს. დამსაქმებლები ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან წარმოადგენენ. ფორუმი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციტივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375594
---
22.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5376000
---
22.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სამედიცინო დაწესებულებების 85%-ი კერძო მომგებიანია, რაც ნეგატიურია- ასეთია დავით სერგეენკოს პოზიცია, რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტარების წინაშე დააფიქსირა. მინისტრს ამ საკითხზე საუბრისას მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავს და ამბობს, რომ შტატებსა და ევროკავშირში კლინიკების უმრავლესობა ან სახელმწიფოს საკუთრებაშია, ან არამომგებიან დაწესებულებას წარმოადგენს. მინისტრი ამბობს, რომ მას საქართველოშ კერძო კლინიკების საწინააღმდეგი არაფრია ქვს, თუმცა ცვლილებებს ამ მიმართულებით მაინც საჭიროდ მიიჩნევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375781
---
21.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ჯანაცვის ახალი რეგულაცია, რომელიც მედიკამენტების ჭარბი დოზით მოხმარებისთვის არის გამიზნული უახლოეს დღეებში ამოქმედდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს რეგულაციების შემუშავების პროცესში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაც იყო ჩართული. რესპიბლიკუს საავადმყოფოში მიღებულ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375521
---
21.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
უკვე მზადაა დასკვნა, რომელიც უკრაინიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოამზადეს
https://www.imedi.ge/ge/video/25689/tkibulis-shakhtashi-momkhdari-tragediis-saqme
რუსთავი 2-კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375051
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375053
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374894
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374617
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374365
მაესტრო - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374126
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5373949
---
21.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
დასკვნა ტყიბულის შახტის შესახებ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374434
---
21.06.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
სპეციალისტების შეფასებით, მედიკამენტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო და მონოპოლისტური კომპანიებია, რომლებიც ერთდროულად ფლობენ კლინიკებს, სადაზღვევო და ფარმაცევტულ ბიზნესებს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ფასების დინამიკაზე ცუდად აისახება ასევე ექიმების კვალიფიკაციის პრობლემა, რაც ჭარბი მედიკამენტების დანიშვნაში გამოიხატება და ხშირად კლინიკებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგების შედეგია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5374502
---
21.06.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანია, რაც უპრეცენდენტოდ ნეგატიურია,-ასეთია ახალა უკვე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს აზრი, რომელიც მან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტარების წინაშე დააფიქსირა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5373773
---
21.06.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
14-დან 11 სამინისტრო , 11 მინისტრიდან კი რამდენიმე ახალი - მთავრობის ფორმირების პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5375351
---
ინტერნეტი
22.06.2018
დავით საგანელიძემ ინფექციურ საავადმყოფოში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის მენეჯმენტთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით 2018 წლის ივნისში კლინიკის ძირითად ნაწილს, კერძოდ, ბავშვთა რესპირატორულ-ვირუსული და ნაწლავური ინფექციების განყოფილებებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ძალისხმევით კი, 2016 წლის მაისში გარემონტდა კლინიკური საავადმყოფოს ერთი კორპუსი, სადაც ბავშვთა ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებებია განთავსებული. „ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში იყო უმძიმესი სანიტარული და სამუშაო პირობები. ზოგადად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლინიკისთვის აშენდეს ახალი შენობა, რადგან ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა ძალიან ძველი და ამორტიზირებულია და შეუძლებელია მისი თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებად გადაქცევა. თუმცა, სანამ ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ, „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები და გამოგვესწორებინა მთლიანი სანიტარული მდგომარეობა. შენობა აღვჭურვეთ სათანადო ინვენტარითა და კომუნიკაციებით ისე, რომ არ შეგვიჩერებია საავადმყოფოს ფუნქციონირება. დღეს საავადმყოფო მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ და უსაფრთხოების ნომრებს. ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანი ბავშვთა ინფექციურისთვის ულტრა-თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. თუმცა, ვიდრე აშენდება თნამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო ჩვენ მაქსიმუმალურად ვეცადეთ, პაციენტებისთვის და საქართველოში ერთერთი ყველაზე კვალიფიციური პერსონალისთვის ღირსეული პირობები შეგვექმნა,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ კლინიკაში ჩატარებული სამუშაოების დათვალიერებისას. „საპარტნიორო ფონდს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსგან 2015 წელს გადაეცა. „საპარტნიორო ფონდი“ ელოდება მის მფლობელობაში არსებული სამივე კლინიკის (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ე.წ. ონკოლოგიური-უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და ე.წ. რესპუბლიკური-ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) განვითარების საბოლოო კონცეფციას და როგორც სახელმწიფო საფინანსო ინტიტუტი სამედიცინო დაწესებულებებთნ მიმართებით, იმ პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tkibulis-shakhtshi-5-aprils-momkhdari-tragedia-adamianur-faqtorebs-ukavshirdeba-gaertianebuli-profkavshirebi/45782
ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება - გაერთიანებული პროფკავშირები
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება. მათივე ცნობით, ექსპერტიზა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით და მოწვევით, 2018 წლის 23 -26 აპრილის პერიოდში, მინდელის სახელობის შახტში უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარდა. მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტაში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა. მოკვლევის შედეგად, მომზადდა 21-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე – თუ რა გახდა შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. „აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევრებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით. ამას გარდა, ობიექტური მიზეზის დადგენის მიზნით, ექსპერტებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიების მასალები, მათ შორის: თვითმხილველების ჩვენებები და სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რათა ზუსტად დადგინდეს, რა სახეობის დაზიანებები აქვთ მიღებული, როგორც გარდაცვლილებს ისე დაშავებულებს- დამწვრობები, მექანიკური დაზიანებები თუ ორივე ერთად. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები. დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და სხვა პროცესებში“, – აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში. მათივე თქმით, კვლევის პროცესის დასრულების მომენტისთვის არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივად რჩება, რადგან ცვლის უფროსის ჩანაწერებთან, ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. „როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა. გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება, ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით – ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას“, – აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა რეკომენდაციით ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციისა და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეტჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა. „მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. მეხსიერების მყარი ყუთების დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებად, არა ნახშირის მოპოვების შეჩერება და საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და სამუშაოთა წარმოებისთვის აუცილებელი მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა განიხილებოდეს. ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულებაც კომპანიამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უკვე დაიწყო – დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციისა და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ექსპერტთა რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს შრომის უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებას და სტანდარტების გაძლიერებას“, – აცხადებენ პროფკავშირებში. პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ტყიბულის სოციალური ალტერნატიული განვითარების გეგმის შემუშავება და შახტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. „აღსანიშნავია, რომ შსო-მ გამოთქვა სრული მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა ტყიბულის შახტებში ჩაატარონ ექსპერტიზა და დაეხმარონ ქართულ მხარეს რეგიონში სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების გეგმის შემუშავებაში. პროფკავშირების გაერთიანება ძალაში ტოვებს იმ მოთხოვნებს და ინიციატივებს, რომელიც ტრაგედიიდან მალევე დააყენა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე. კერძოდ საუბარია ნახშირის და მარგანეცის მოპოვებაზე დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე, საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევაზე, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაზე და ძალოვანი სტრუქტურების იდენტური საკომპენსაციო სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე საწარმოო შემთხვევების დაზღვევის სისტემის შემოღებაზე“, – ნათქვამია პროფკავშირების ინფორმაციაში. ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/ra-moxda-tyibulis-shaxtashi---ukraineli-eqspertebis-daskvna-/21267/
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=67737
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/287242/
---
21.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116343-GIG-tu-gamodziebit-gamoikveteba-pasukhismgeblobis-natsili-chven-mas-ar-gavurbivart
GIG: თუ გამოძიებით გამოიკვეთება პასუხისმგებლობის ნაწილი, ჩვენ მას არ გავურბივართ
"დადასტურებულად ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე ვეთანხმები თუ არა დასკვნას, რადგან თავად დასკვნა განმარტავს, რომ ეს არის სამუშაო ვერსია. არ არის ამომწურავი და ყოვლის მომცველი. ვერ გამოვუცხადებ ნდობას ან უნდობლობას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა", - ასე პასუხობს ტყიბულის შახტში 5 აპრილის ტრაგედიაზე უკრაინელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ჯორბენაძე. როგორც GIG-ის წარმომადგენელმა "აიპრესს" უთხრა, კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან და პასუხისმგებლობას არ გაურბის. "რამდენადაც გავეცანი ვერ ვნახე რაიმე მოსაზრების განვითარება და არგუმენტაცია. იყო რამდენიმე ვერსია განვითარებული. მათ შორის გამოკვეთილია გარკვეულწილად რას მეტი შანსი აქვს არსებობის. ჩვენი ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელზეც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტური და ზუსტია, ეს არის ის, რომ არანაირი მორალური უფლება არ გავქვს ადამიანურ ფაქტორებზე ვისაუბროთ. გარდა გარდაცვლილებისა, მადლობა ღმერთს გადარჩენილებიც გვყავს. მთელი საზოგადოება, ჩვენ, თუნდაც გარდაცვლილების ოჯახის წევრები საბოლოოდ ერთ ოჯახში ვცხოვრობთ ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას და მუშაობას. ჩვენთვის ყველაზე მძიმეა ადამიანურ ფაქტორებზე საუბარი. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმაზე, ვენდობით თუ არა გამოძიებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპეტენტურ ორგანოებთან და ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა. იმასაც განვმარტავ, რომ თუკი გამოიკვეთება პასუხისმგებლობის ნაწილი, ჩვენ არასდროს არ გავურბივართ არც მორალურ, არც ფინანსურ და არავითარ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია, რომ ველოდოთ გამოძიების პასუხებს", - განაცხადა ნინო ჯორბენაძემ. შეგახსენებთ, უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბულის ტრაგედიაზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: "დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში".
---
21.06.2018
"ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
სოციალურ ქსელში არაერთმა მშობელმა დაწერა, რომ ბავშვებში მაღალი სიცხეებით მიმდინარე ვირუსებმა იმატა. იმასაც ამბობენ, რომ კლინიკებში სიცხეს გაურკვეველ ვირუსს აბრალებენ. იმის გამო, რომ დედებს ძალიან აღელვებთ ყველანაირი გადამდები დაავადების მატება, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს - პაატა იმნაძეს დავუკავშირდით... - ეს ჩვეულებრივი ვირუსებია, რომელიც ოდნავაც არ არის საგანგაშო. ჩემს შვილიშვილსაც მაღალი სიცხე აქვს ამ წუთას... სხვადასხვა ვირუსია. ორასზე მეტია გაციების ვირუსი არსებობს. რამდენიმე სახეობის გაციების ვირუსი ახლაც არის გავრცელებული. ზაფხული არ შესულა ჯერ კარგად ძალაში, არამდგრადი ამინდები იყო და ამიტომაა, ვირუსების გავრცელება რომ გრძელდება. როგორც მოგახსენეთ, ჩემს შვილიშვილს აქვს სიცხე და ნორმალურია, პატარა ბავშვი წელიწადში ოთხჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ თუ გაცივდება. წელს, შეიძლება ითქვას, რომ ამინდების გამო ვირუსების სეზონი ცოტა გახანგრძლივდა... საგანგაშო ეს ვირუსები კი არა, ქვეყანაში მოდებული წითელაა. წელს უკვე ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. წესით, ახლა წითელა აღარ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვლინდება შემთხვევები. - რას ურჩევდით მოსახლეობას? - აცრას! მეტი რა უნდა ვურჩიო?! სულ მოვუწოდებთ და ჯერჯერობით ბევრმა კიდევ არ შეისმინა, თორემ ავად არ გახდებოდნენ... ათასზე მეტი შემთხვევაა და ორი გარდაცვლილი. ერთი 16 წლის იყო და მეორე - პატარა ბავშვი... - ზაფხული ხელსაყრელი პერიოდია წითელას გავრცელებისთვის? - ზაფხული ჩვეულებრივ ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ როდესაც ამდენი შემთხვევაა ქვეყანაში, შეიძლება ჩვეულებრივ გავრცელდეს. ზაფხულში მოძრაობაა დიდი, ბავშვები სოფლებში მიდიან, ზოგი პირიქით, ჩამოდის და შემთხვევებიც მოიმატებს. მარტო ბავშები კი არა, ჩვენთან ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დიდები არ არიან აცრილი - 18 წლიდან 40 წლამდე. ამ ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამთვისებელია წითელასი. ბავშვებს ძირითადად ამ ასაკში აჩენენ და დედა თუ არ არის იმუნური, ბავში რომ ჩნდება, მას დედისგან არ აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს დაბადებიდან რამდენიმე თვე, სანამ აცრა მოუწევს. მოგეხსენებათ, აცრა ერთი წლის ასაკში უწევს. ამიტომ ბავშვებს წითელა ერთი წლის ასაკშიც ემართებათ და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რასაც შეიძლება 10-15 წლის მოგვიანებით მოჰყვეს გართულებები. ეს გვიანი გართულებებია და იმდენად მძიმე გართულება, რომელიც ლეტალურად მთავრდება... ამიტომ ვეხვეწები ყველა ქალბატონს, რომ თუ დაორსულებას აპირებენ, ერთი თვით ადრე აიცრან! აცრის გარეშე ორსულობის დროს რომ წითელა ან წითურა დაემართოს, ეს უკვე განაჩენია ნაყოფისთვის! თუ ორსულია ოჯახში, მისი აცრა არ შეიძლება და ოჯახის ყველა წევრი უნდა აიცრას, ინფექცია რომ არ მიუტანოს ორსულს სახლში!
---
21.06.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/46319-ra-qonebas-floben-ocnebis-ucvleli-ministrebi.html?lang=ka-GE
რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები
ორდღიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მინისტრთა კაბინეტი დროებითია და 2-3 კვირაში პარლამენტს განახლებული და უფრო შემცირებული მთავრობის დამტკიცება მოუწევს. მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებს. ესენი არიან : შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 749,03 ლარი; 9 000 ევრო; 0,66 ლარი; 0,12 ლარი ჰქონდა. მის 2017 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა, ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 931,63 ლარი და 66,5 ლარი ჰქონდა. მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 13 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში - 43 920,82 ლარი; პრემიამ კი - 625 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, მიმდინარე წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით სერგეენკო ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado. მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 200 დოლარი; 7 627 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 200 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე 2016 წლის განმავლობაში - 75 000 ლარი შეადგინა. სერგეენკოს მეუღლე კი ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც საჩუქრად მიიღო.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/anzor-melia-amdeni-kerdzo-klinika-ar-aris-sachiro-saqartveloshi-/344
ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში
ამდენი კერძო კლინიკა არ არის საქართველოში საჭირო, - ამის შესახებ კერძო კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელია აცხადებს. ასე ეხმაურება ექიმი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე. „როგორც წვიმის შემდეგ ტყეში სოკოები მრავლდება, ასე მომრავლდა საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ კლინიკები, რომელთაც არანაირი მატერიალური და ტექნიკური ბაზა არ გააჩნიათ, ამასთან არ გააჩნია პროფესიონალური ბაზაც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ ჩემმა ზოგიერთმა კოლეგამ, რომლებიც დახარბებული იყვნენ ფულზე, მოძებნა ბიზნესმენები, პარლამენტარები და ხსნის კლინიკებს, სადაც ძალიან მაღალი ფასებია. ეს არ არის სწორი. სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ფულს“,- აცხადებს ანზორ მელია.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/quotabsurdulia-rom-romeligac-klinikebi-etalonurebi-unda-gaxdnenquot/343
"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"
"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები უნდა გახდნენ ეტალონურები",- ამის შესახებ bm.ge-ს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა. ასე ეხმაურება მეგრელიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე. მისი თქმით, ისეთ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, ჯანდაცვის კარგი მაჩვენებელები ფიქსირდება და ეს კერძო კლინიკებს შორის არსებული კონკურენციის დამსახურებაა. „ერთი ქვეყანა მაინც გვაჩვენონ, რომელსაც აქვს ანალოგიური ეკონომიკური მდგომარეობა და აქვს ჯანდაცვის ისეთი მაჩვენებლები, როგორიც საქართველოს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში კლინიკების დიდი ნაწილი არის ერთმანეთთან კონკურენციაში. დავით სერგეენკოს აქვს ყველაფერზე საპირისპირო წარმოდგენა და ეს გამოვლინდა საყოველთაო ჯანდაცვაზეც და იმ რეგულაციებზეც, რომლებიც ხორციელდება ეტაპობრივად. ეს ყველაფერი ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას. რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც კლინიკები უნდა გახდნენ ეტალონურები, ეს აბსურდულია, რადგან შეუძლებელია სახელმწიფომ ისეთი ფასი და ხარისხი დაიჭიროს, როგორიც აქვთ თავისუფალ ბაზარზე მოქმედ კერძო კლინიკებს. შესაბამისად, ამას დასჭრდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება და დასჭირდება იმდენი ფულის დახარჯვა, რა თანხასაც ეს კლინიკები უბრალოდ არ ხარჯავენ. წარმოუდგენელი მეჩვენება ამ მოდელით შესაძლებელი გახდეს რომელიმე კლინიკისთვის კონკურენციის გაწევა თავისუფალ ბაზარზე. პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო კლინიკები ვერ უწევენ კონკურენციას კერძო კლინიკებს“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quot70-weli-vxedavdit-risi-ganmsazgvrelebi-iyvnen-saxelmwifo-klinikebiquot/21283/
"70 წელი ვხედავდით რისი განმსაზღვრელები იყვნენ სახელმწიფო კლინიკები"
70 წელი ვხედავდით რისი განმსაზღვრელები იყვნენ სახელმწიფო კლინიკები",- ამის შესახებ BM.GE-ს მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა. ასე ეხმაურება ექიმი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე. ზაზა სინაურიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიოფო-კერძო პარტნიორობით კლინიკის მოდელი მეტნაკლებად მისაღებია, თუმცა, მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებები უფრო კერძო სექტორის ხელშია, ვიდრე სახელმწიფოსი. „რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო კლინიკა იქნება დონის განმსაზღვრელი, ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანია. სახელმწიფო კლინიკები 70 წელი ვნახეთ, რისი განმსაზღვრელებიც იყვნენ. PPP (საჯარო-კერძო პარტნიორობას) უფრო მისაღები ფორმაა, რაც აშშ-ში და განვითარებულ მსოფლიოშიც გამოიყენება. არის საავადმყოფოები, სადაც არის ასეთი მმართველობა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ე.წ. მაღალი დონის კლინიკები მაინც უფრო კერძო სექტორის ხელშია. ავიღოთ საფრანგეთი, რომელიც ჰგავს საქართველოს თავისი ჯანდაცვის მართვის სისტემით. 2 კვირის წინ ჩამოვფრინდი პარიზიდან და დიდად აღფრთოვანებული ვერ დავრჩი ვერაფრით, თუ საქმე არ გვაქვს საუნივერსიტეტო კლინიკასთან. ქუჩის მეორე ბოლოს კი ვიყავი საავადმყოფოში, რომელიც 10 თავით ჯობდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მოქმედ საავადმყოფოს და იყო კერძო მფლობელობაში“,- აცხადებს ზაზა სინაურიძე.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/quotsamrecxaosa-da-sardafshi-gaxsnil-klinikashi-sheudzlebelia-iyos-magali-xarisxiquot/341
"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკუთარი გუნდის წევრს დავით სერგეენკოს მხარს უჭერს და ამბობს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი ჯანდაცვაში არ მუშაობს. ხოლო 2013 წელს ეს გზა სახელმწიფომ იმის გამო აირჩია, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდა. ასე ეხმაურება დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე. დეპუტატი აცხადებს, რომ გარკვეული მოთხოვნები უნდა ჩაიდოს კლინიკების სანებართვო პირობებშიც. „სამრეცხაოსა და სარდაფებში გახსნილ კლინიკებში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი, რაც უნდა დიდი მონდომება იყოს. ამიტომ ძირითადი განმსაზღვრელი მაინც არის ის, თუ როგორი თამაშის წესები და სახელმწიფო რეგულირებაა ბაზარზე. ჯანდაცვის ეკონომისტების 95% აღიარებს, რომ ჯანდაცვის ბაზარი ასიმეტრიულია და თავისუფალი ბაზარი რეგულირების გარეშე ამ სფეროში არ მუშაობს. აუცილებელია გარკვეული რეგულირება. 2013 წელს ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც გამართლებული იყო, რადგან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური, ძალიან შეზღუდული იყო, რადგან სახელმწიფოს დაფინანსება იყო ძალიან მწირი“,- აცხადებს ზოიძე. მისი თქმით, თავის დროზე ხელისუფლებამ პაციენტებს არჩევანი არ შეუზღუდა და არ აარჩია კონკრეტული დაწესებულებები, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სერვისების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. „ამან ხელი შეუწყო სამედიცინო დაწესებულების განვითარებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ იმას, რაც წლების წინ მოხდა ამერიკაში და რის შედეგადაც დღეს მშპ-ს 17% სწორედ ჯანდაცვას ხმარდება. ეს ყველაფერი იწვევს ფასების ესკალაციას, რადგან პაციენტმა არ იცის რა სჭირდება. იცის ექიმმა და თუ ექიმი ფინანსურად დაინტერესებულია, რომ პაციენტმა მეტი სერვისი მიიღოს, პაციენტი მიიღებს მეტ სერვისს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შერჩევითი კონტრაქტირება, რაც ხარისხის გაუმჯობესებასაც გულისხმობს“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.
---
21.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mtavar-problema-samedicino-klinikebistvis-arasworad-gacemuli-licenziebia
„წლების წინ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებს მისცეს ლიცენზია, მათ უკან პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები დგანან„
ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები წლებია ხელისუფლების ერთერთი ყველაზე სუსტი წერტილია. აღნიშნული საკითხი და სფეროში არსებული ხარვეზები ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას გააქტიურა. მისი განცხადებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია. სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში უნდა შეიქმნას კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა, რომელიც ასწევს თამასას და სხვა კლინიკებს „აიძულებს“ იგივე თამასა დაიჭირონ. „კომერსანტი“ დაინტერესდა , იზიარებენ თუ არა მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს მოსაზრებას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კლინკების ხელმძღვანელები? „რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე აცხადებს რომ კლინიკა 100 პროცენტით სახელმწიფოა, თუმცა, ახლა საპარტნიორო ფონდის ბალანსზე იმყოფება. უახლოს მომავალში კი ინვესტიციის მოზიდვა და მის ფარგლებში კლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში კლინიკების 85 პროცენტი კერძოა, იმედაძის შეფასებით, ეს მართლაც არ არის კარგი მაჩვენებელი. მისი განცხადებით, სწორედ მსგავსი შეფასება აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. „მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო და კერძო კლინიკების მსგავსი თანაფარდობა არსებობს“-აცხადებს იმედაძე. კითხვაზე, ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების არსებობა დააკორექტირებს თუ არა ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებს და ასწევს თუ არა მომსახურების ხარისხს, „რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ამით ქვეყანა რამდენიმე ბენეფიტს მიიღებს. მათ შორისაა, ფასების რეგულირება. „სახელმწიფო პროგრამების უმეტესი წილი სახელმწიფო კლინიკებზე უნდა იყოს მიმართული. სწორედ ასე დარეგულირდება ფასებიც და პაციენტს ექნება არჩევანის საშუალება -მიიღოს საბაზისო, მაღალი ხარისხის მომსახურება სახელმწიფო კლინიკაში თუ იგივე ხარისხის მომსახურება კომფორტულ გარემოში კერძო კლინიკაში. სახელწმიფო კლინიკა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში. შეიძლება ტელევიზორი არ იდგეს პალატაში და 3D აპარატურა არ ჰქონდეს, თუმცა, იყოს მარალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. კომფორტი თუ უნდა პაციენტს ის ცოტა მეტს გადაიხდის და კერძოში წავა.ძირითადი მომსახურების მიღება მოსახლეობას სახელმწიფო კლინიკაში უნდა შეეძლოს“-აცხადებს იმედაძე. კითხვაზე, რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი შექმნას ახალი, უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა და შემდეგ მას მოვლა-პატრონობა გაუწიოს, იმედაძე ამის საპასუხოდ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მაგალითი მოჰყავს. „რესპუბლიკური საავადმყოფო 100 პროცენტით საკუთარ დაფინანსებაზეა. ერთი თეთრი არ მიგვიღია სახელმწიფოსგან, რაც კეთდება არის შიდა ინვესტიციები და დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო არის ფლაგმანი,“— აცხადებს იმედაძე. კარდეოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი და ის სიტუაცია რაც ამ სფეროშია ისევ და ისევ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. მელია მთავარ პრობლემას სამედიცინო კლინიკებისთვის არასწორად გაცემულ ლიცენზიებში ხედავს. „წლების წინ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებს მისცეს ლიცენზია. ამოიღონ კლინიკების დამფუძნელბლების სია და ნახონ, ვინ დგანან იმ ექიმების უკან. ნახავენ პალამენტარებს, მინისტრის მოადგილეებს და ასე შემდეგ. მე რომ ორი წლის წინ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ კერძო კლინიკებში, რომლებიც სარდაფში იყო გახსნილი არ ხდებოდა იმ ხარისხის მომსახურების მიღება, რა ფასებიც იყო, მაშინ მე ნაციონალის მამა ვიყავი და ახლა სერგეენკო რომ ამას ამბობს, ის ხომ არ გახდა ნაციონალი? „-აცხადებს მელია. მისი განცხადებით,ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფო თითქმის სარდაფშია განლაგებული, თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია. „ჩემთან თუ საწოლ/დღე ინტენსიურში 140 ლარი ღირს, სახელმწიფოსთვის - 700 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ეს კლინიკა გადავსებული იყო და 1000 კვადრატულ მეტრ ფართზე ჰქონდათ 10 განყოფილება გახსნილი რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოეღოთ. ეს ვინ უნდა არეგულიროს,სახელმწიფომ ხომ?“-აცხადებს მელია. კითხვაზე, სახელმწიფოს აქვს თუ არა იმის ფინანსური რესურსი, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების მოვლა-პატრონობა, მელიას აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. „მე ათეული წლების განამვლობაში ვიყავი სახელმწიფო კლინკის ერთ-ერთი განყოფილების გამგე. მაშინ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა თანამედროვე აპარატურით მომარაგებას. ვერ უზრუნველყოფდა, კვებას, წამლებით მომარაგებას. ეს შესაძლებელი გახდა კერძო კლინიკების დროს. ასეტ პირობებში საკუთარი ბიუჯეტი გაქვს, შესაძლებელია აიღო კრედიტები და განვითარდე“-აცხადებს მელია. როგორც ცნობილია, დღეს თბილისში სახელმწიფოს ბალანსზე 3 კლინიკაა, ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ყოფილი ინფექციური კლინიკა და ონკოლოგიური საავადმყოფო. დღეს ყველა ეს კლინიკა საპარტნიორო ფონდის ბალანსზეა.
---
ბეჭდვითი მედია
22.06.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
მედიცინა კლინიკებმა ავტორიზაცია და ლიცენზირება თავიდან უნდა გაიარონ ლამის ყველა ქუჩაზეა სამედიცინო დაწესებულება გახსნილი, მაგრამ ხარისხი ყველგან ძალიან დაბალია
კერძო კლინიკები ქვეყანაში საოცარი სისწრაფით მატულობს. ყველა ქალაქში, უბანსა და ლამის ყოველ ქუჩაზე სამედიცინო დაწესებულება იხსნება. ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების წილი სულ 15%-ია, დანარჩენი 85% კერძო საკუთრებაა. მათი დონე და მკურნალობის ხარისხი მუდმივად დავის საგანია, ამიტომ სპეციალისტები კლინიკების ლიცენზირებასა და ავტორიზაციაზე საუბრობენ. ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, წლებია, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ამ სფეროს ხარვეზებზე უკვე თავადაც ღიად საუბრობენ, მათ შორის მთავრობისა თუ საპარლამენტო სხდომებზეც. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულება კერძო მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია. კლინიკების რაოდენობაში პრობლემას ვერ ხედავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კახაბერ ჯაყელი, მაგრამ მათი მომსახურების ხარისხი კი დამაფიქრებელია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ახლა აუცილებელი და გადამწყვეტია სამედიცინო დაწესებულებათა ავტორიზაცია, აკრედიტება და ხარისხის საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტის მინიჭება. "ავტორიზება აუცილებელია, ხარისხის სტანდარტი ხელახლა უნდა შემუშავდეს და მოხდეს სამედიცინო დაწესებულებათა აკრედიტაცია გარკვეული კუთხით. კერძო კლინიკები ბევრია თუ ცოტა, ეს არაა გადამწყვეტი, მთავარია ხარისხი. გააჩნია საწოლების რაოდენობას კლინიკებში და პაციენტების რაოდენობას რეგიონულ-ტერიტორიული პრინციპით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, საკმარისია თუ არა ქვეყანაში კლინიკების ოდენობა. ახლა მთავარია, სამედიცინო დაწესებულების ავტორიზება, აკრედიტება და ხარისხის საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტის მინიჭება. დროულად უნდა მოვახდინოთ კლინიკების აკრედიტაცია ამ კრიტერიუმების მიხედვით", - განუცხადა "რეზონანსს" ჯაყელმა. ქვეყანაში არსებული კლინიკების რიცხვს ნორმალურად მიიჩნევს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, მთავარია სამედიცინო დაწესებულებების დონე მოწმდებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა იყოს სწორი. კლინიკას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, უნდა ჩამოერთვას საქმიანობის უფლება. "ევროპის ქვეყნებში 100%-იც არის კერძო კლინიკების მაჩვენებელი. პრობლემა ის კი არ არის, რომ კერძო კლინიკაა ბევრი, არამედ ის, სახელმწიფო რამდენად არეგულირებს მომსახურების ხარისხს. თუ არის სწორი პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა, კერძო იქნება თუ სახელმწიფო დაწესებულება, ნებისმიერ შემთხვევაში მომსახურების მაღალ ხარისხს ექცევა ყურადღება. ახალი კლინიკების გახსნის ნებართვას გასცემდა ჯანდაცვის სამინისტრო და ის განცხადება, რომ კერძო კლინიკების რაოდენობა ბევრია და ეს ცუდია, უადგილოა. როდესაც საუბარია კერძო კლინიკებზე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დაზღვევისა და სხვა კუთხით. ამის გამო მთავრობას ძალიან დიდი ბერკეტი აქვს. თუკი რომელიმე საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუწყვიტონ დაფინანსებაც. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო არ ატარებს სწორ პოლიტიკას ჯანდაცვის მიმართულებით, ფინანსების არაეფექტური ხარჯვა ხდება. არის ხარისხის სერიოზული პრობლემა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის პრობლემა, რაც ასევე ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ. განსხვავებული მოსაზრება აქვს "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელ მარინა ბერაძეს. მისი აზრით, სახელმწიფო და კერძო კლინიკების თანაფარდობა დარღვეულია. ქვეყანაში არ შეიძლება 4/5 კერძო კლინიკა იყოს, როდესაც მათი დიდი ნაწილი მაინც სახელმწიფოსგან ფინანსდება. ბერაძე ამბობს, რომ აუცილებელია კლინიკების ავტორიზაცია. "მიმაჩნია, რომ 85% კერძო კლინიკებისა არის ძალიან დიდი რაოდენობა. თითზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო და კერძო კლინიკების ასეთი თანაფარდობაა. ინტერესთა შეუთავსებლობაა, როდესაც სახელმწიფო პროგრამებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს ქვეყანა, რადგან მათი განხორციელება ხდება კერძო კლინიკებში. ეს არის დიდი ხარვეზი და ამის გამო არ არის ჯანსაღი კონკურენცია. თანხა პირდაპირ უნდა მიდიოდეს სახელმწიფოსგან პაციენტამდე, ყოველგვარი შემოვლითი გზის გარეშე. არის უამრავი მექანიზმი, რომლითაც ხელმძღვანელობენ განვითარებულ ქვეყნებში და ამის გამო ეს სისტემები არის უფრო ეფექტური. ხარისხი თავისთავად ვერ გაუმჯობესდება, თუ ვიღაცამ არ მოითხოვა. არც ერთი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება არ გვაქვს, არც კერძო და არც სახელმწიფო და რომელ ხარისხზეა საუბარი, არ მესმის", - განუცხადა "რეზონანსს" ბერაძემ.
---
22.06.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
ექსპერტების დასკვნა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე
უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ შახტებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები შეისწავლეს. ექსპერტები საქართველოში პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოწვევით ჩამოვიდნენ და მინდელის სახელობის შახტაში, სადაც 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის დროს 6 მუშა დაიღუპა, სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები განიხილეს. რადგან საწარმოდან გარკვეული დოკუმენტები საგამოძიებო ორგანებს აქვთ გადატანილი, ატლერნატიული კვლევის შედეგად სრულყოფილი დასკვნა ვერ მომზადდა, თუმცა როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, კვლევის ფარგლებში მომზადებული 21 გვერდიანი დოკუმენტი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. „2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში. როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა. გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით - ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას.“ - განაცხადა გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარეომ ირაკლი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს შახტაშ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ახალი თაობა-
---