From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-23.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 23.01.2018 08:53
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.01.2018

ტელევიზია

23.01.2018

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

აჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფექციით 35 ადამიანი, მხოლოდ იანვარშია დაინფიცირებული. არცერთი შემთხვევა მწვავე არ არის, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დროულად აცრების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4994017

იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993935

---

 

23.01.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 09:00        

არსებობს თუ არა მენინგოკოქცემიის გავრცელების საფრთხე საქართველოში? სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მენინგოკოქცემიის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება, ის გახშირებულ დაავადებად არ მიიჩნევა. მედიკოსები მოსახლეობას პრევენციის მიზნით, ზოგადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ქვეყანაში სეზონური ვირუსებიც გავრცელებულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993995

იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993936

---

 

23.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 09:00

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც შრომით პირობებს განსაზღვრავს და დასაქმებულების უფლებებს არეგულირებს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993958

---

 

23.01.2018

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს. საკითხის საბოლოოდ მოკვლევამდე, ომბუდსმენის ოფისში შრომითი უფლებების დაცვისა და შესაბამისი კანონპროექტის დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, ყურადღებას ეფექტური შრომითი ინსპექციის სამსახურის შექმნის შესახებ ამახვილებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993932

---

 

23.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 09:00

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განმარტებით, მას დამატებით ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. სამი დაშავებულიდან, ერთის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის გვიან ღამით რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. მას ქალატვინის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ზედა კიდურის დაზიანება აქვს მიღებული. დანარჩენი ორი დაშავებული ხაშურის საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993931

იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993929

I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993883

---

 

22.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00

ხარაგაულის მშენებარე სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მუშა უმძიმეს მდგომარეობაში თბილისში, რეანომობილით გამოიყვანეს. თავის, ხერხემლის, კიდურებისა და ნეკნების მრავლობითი დაზიანებით, დაშავებულებს შორის დავით მელქაძის მდგომარეობა ყველაზე რთულია. ხერხემალი აქვთ დაზიანებული კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც აფეთქების დროს ასევე გვირაბში იმყოფებოდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993594

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993632

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993513

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993471

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993370

---

 

22.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00        

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში მსჯელობდნენ. გადაწყდა, რომ ახალი, უფრო ლიბერალური კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე არ შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები ნარკომანებისთვის. თუმცა როდის შეიქმნება ასეთი ცენტრები ჯერ-ჯერობით უცნობია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993674

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993640

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993590

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993512

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993488

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993700

კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993696

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993319

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993259

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993093

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4992222

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4992156

---

 

22.01.2018

არხი:           მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ერთ თვეში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია იქამდე არ მოხდება, სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისები არ შეიქმნება, ამასთან კანონპროექტიდან უკვე ამოღებულია ის მუხლი, რომლის მიხედვითაც საზღვარზე პირადი მოხმარების ნარკოტიკის გადმოტანა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993557

---

 

 

22.01.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00

იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 წლის იუსუფ თალიბოვი მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმით 24 საათში გარდაიცვალა. დაღუპულის დედა ყვება, რომ მის შვილს დაავადების არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და პროცესები უსწრაფესად განვითარდა. ექიმებმა 6 წლის იუსუფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993603

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993476

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993446

---

 

22.01.2018

არხი:           ტვ პირველი  

გადაცემა:   საქმის კურსი 15:00

6 წლის ბარბარე პაპუნაშვილს დახმარება ესაჭიროება. მას აქვს ხერხემლის თიაქარი, ასევე განგრენისდ აწყებითი სტადია. იგი ფეხზე გაივლის, თუ ერთი კვირის განმავლობაში 14 000 დოლარი შეუგროვდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4992873

---

 

22.01.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა:   იმედის დილა

დღეს მშობლების ნაწილი ბაღის აღსაზრდელების ახალი მენიუთი უკმაყოფილოა. მშობლები ბავშვების საკვებში შემცირებული შაქრისა და მარილის ოდენობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად საკვები უგემური გახდა, რის გამოც ბავშვები მშივრები რჩებიან. მშობლები ასევე ერთფეროვან კვების რაციონზეც საუბრობენ. ცვლილებები ბაღის კვებით რაციონში იანვრიდან შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფთან ერთად საკვების ახალი დოკუმენტი ევროკავშირის სტანდარტის საფუძველზე შეიქმნა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4991723

---  

 

22.01.2018

არხი:           ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:   მთავარი 21:00

განსხვავებული კვების რაციონი ქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვებისთვის – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეცვლილი მენიუ, აჭარაში მხოლოდ ბათუმის ბაღებში შევიდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4993703

---

 

 

ინტერნეტი

23.01.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=137698&lang_id=ge

შრომის ინსპექცია კომპანიებში შრომით უფლებებსაც შეისწავლის

მიმდინარე წლიდან შრომის ინსპექცია კომპანიებში უსაფრთხოებასთან ერთად შრომით უფლებებსაც შეისწავლის,- ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. მისი თქმით, მოხდება თანამშრომლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა. კერძოდ გამოვლინდება, რა მიმართულებით არის დარღვევა, შეიძლება იყოს შვებულების, ზეგანაკვეთური საათების თუ დეკრეტული მიმართულებით. "პრინციპი იქნება იგივე, ჩვენ დავუგზავნით კომპანიებს შეტყობინებას და თანხმობის შემთხვევაში კომპანიაში შევლენ ინსპექტორები და შეისწავლიან როგორც კომპანიის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე შრომით უფლებებსაც. კომპანიებს შემდეგ გონივრულ ვადაში პრობლემის გამოსწორების საშუალება მიეცემათ",- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ. შრომის ინსპექციამ 2015 წლიდან, დაარსებიდან 600-ზე მეტი კომპანია შეამოწმა , საიდანაც ჯგერენაიას თქმით, დარღვევების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი თქმით, 60%-მა დაიწყო პრობლემების გამოსწორება, 10%-მა სრულიად გამოასწორა, დანარჩენმა კი შენიშვნები რეაგირების გარეშე დატოვა. "ვინაიდან კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჯერ არ არის მიღებული, ჩვენს შენიშვნებს რეკომენდაციული ხასიათი აქვს. კომპანიების ხელმძღვანელობას სურს, რომ სანამ ჯარიმები ამოქმედდება პილოტურ რეჟიმში აღნიშნული ხარვეზები გამოასწორონ",- განაცხადა ჯგერენაიამ.2018 წელს შრომის ინსპექცია 400-მდე კომპანიის შემოწმებას გეგმავს. შრომის უსაფრთხოებაზე ბიუჯეტიდან 910 000 ლარი დაიხარჯება.

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=59226

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტონტო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა. განცხადების მიხედვით, ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. ასევე, ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით.

           

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474264-thbilisis-152-e-baga-baghis-pedagogs-tuberkulozis-nishnebi-daufiqsirda-aghsazrdelebi-romelthac-pedagogthan-shekheba-hqondath-specialur-shemotsmebas-gaivlian.html

---

 

 

23.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=163130-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

სახალხო დამცველი ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს შეისწავლის

სახალხო დამცველი ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს შეისწავლის. ომბუდსმენის ოფისში, შრომითი უფლებების დაცვისა და შესაბამისი კანონპროექტის დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ: “მუშები სამუშაო ადგილებზე იღებენ ჯანმრთელობის დაზიანებებს და ასევე, დგება სამწუხაროდ, ფატალური შემთხვევებიც. სტატისტიკაც მეტყველებს, რომ საკმაოდ დიდია ასეთი შემთხვევების რაოდენობა, რაც ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ მხედველობაში იქნეს მიღებული. მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი უწყება, ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელიც დაუბრკოლებლად შევა საწარმოში და შეამოწმებს იქ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას,“ - განაცხადა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ.

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=163129-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90

აჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აჭარის რეგიონში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იანვრის თვეში 35 ადამიანი დაინფიცირდა აღნიშნული ინფექციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დროულად აცრების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. "თუ კი ყოველწლიურად სამი და ხუთი შემთხვევა რეგისტრირდებოდა, ახლა მხოლოდ იანვრის თვეში 35-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. წითელა, როგორც ვიცით, ექვემდებარება ვაქცინაციას 1 წლისა და 5 წლის ასაკში. ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაავადებების კიდევ უფრო გავრცელების თავიდან აცილების საწინააღმდეგოდ, რომ პრევენციის ერთადერთი გზა გახლავთ ვაქცინაცია," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე.

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474249-khathuna-zakhashvili-am-etapze-qveyanashi-meningokokuri-vaqcina-khelmisatsvdomi-ar-aris.html

ხათუნა ზახაშვილი - ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის

ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება მოხდა ქვეყანაში არსებულ მსხვილ ამცრელებთან. ზახაშვილის განმარტებით, კერძო სექტორი ვაქცინის შემოტანას წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა ამ დროისთვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისვთის კერძო სექტორის გეგმები უცნობია. „საქართველოში პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, მენინგოკოკური ვაქცინაცია საყოველთაოდ გათვალისწინებული არ არის. ვაქცინაციის რეკომენდაცია ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში შემავალ ქვეყნებში მიემგზავრებიან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კერძო სექტორი გეგმავს ვაქცინის შემოტანას წლის დასაწყისში. ამ ეტაპზე ქვეყანაში მენინგოკოკური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით კი, საქართველოში წელიწადში საშუალოდ მენინგოკოქცემიის 10–15 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც ლეტალობა დაახლოებით 10–20 პროცენტია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იმნაძე აღნიშნავს, რომ მენინგოკოკი არის სხვადასხვანაირი, საქართველოში კი, როგორც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, B ტიპის მენინგოკოკია გავრცელებული, რომლის ვაქცინაც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა და რომლის ღირებულებაც ევროპულ ბაზარზე, დაახლოებით 200 ევროა. „ევროპის უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მენინგოკოქცემიის საყოველთაო ვაქცინაცია არ ტარდება. როცა ვაქციანაციას რომელიმე ქვეყანა იწყებს, ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენია დაავადების ტვირთი და არის თუ არა ვაქცინები იმ ქვეყანაში მოცირკულირე ბაქტერიის შესაბამისი. ავადობა უნდა იყოს ისეთი, რომ ვაქცინაციის ჩართვას ჰქონდეს ეფექტი. მენინგოკოკი არის სხვადასხვანაირი, ზოგიერთის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. ის, რაც ჩვენთან არის - B ტიპის, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მისი ვაქცინა სულ რაღაც 2 წელია გამოჩნდა ბაზარზე. ასევე, არსებობს A და C ტიპის ვაქცინა, მაგრამ მთავარი A და B ტიპის ვაქცინაა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. მენინგოკოქცემიით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 18 იანვარს დაფიქსირდა. აღნიშნული დიაგნოზით მარნეულის #8-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=62677

პაატა იმნაძე: მენინგოკოკცემიის ვაქცინა ფასიანია და საქართველოში კერძო სექტორში იყიდება

„მენინგოკოკური ეპიდემიების დროს, სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ვაქცინა, თუმცა ეს ვაქცინა გეგმიური არ არის და ფასიანია", - ამის შესახებ „კვირას" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 წლის წინ საფრანგეთში შეიქმნა და ორი ტიპისაა. ამასთან, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ რადგან მენინგოკოკური ინფექციის სხვადასხვა სახეობა არსებობს, უმჯობესია მსურველმა ორივე ვაქცინა ერთდროულად გაიკეთოს. „ეს ვაქცინა 2 წლის წინ საფრანგეთში შეიქმნა. არის „D" ტიპის და „A" ტიპის. ცალ-ცალკე ამ ვაქცინის ჩატარება არაეფექტურია. უმჯობესია ორივე ვაქცინა იყოს გამოყენებული მენონგოკოკცემიის საწინააღმდეგოდ. ეს ვაქცინა ფასიანია და საქართველოში კერძო სექტორში იყიდება. თუმცა, ყველაზე ეფექტურია, რომ პაციენტი ექიმთან დროულად მივიდეს და სწორი მკურნალობა ჩაიატაროს, რათა არ მივიღოთ ფატალური შედეგი", - აცხადებს პაატა იმნაძე. ამასთან, პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ძირითადად ევროპის ქვეყნებში იყიდება სადაც მენინგოკოკცემიის ხშირი შემთხვევებია. რაც შეეხება გრიპის გართულებებს და ვირუსის საწინააღმდეგო აცრებს, საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3-კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი). თუმცა, ეს ვაქცინებიც ფასიანია. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, საქართველოში ზემოაღნიშნულ ვაქცინებს არც თუ დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს. მედიკოსები გვირჩევენ, რომ გრიპის საწინააღმდეგი აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი. რადგან გართულებები თავიდან იქნეს აცილებული. შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მოზარდი 18 იანვარს დაიღუპა, თუმცა ეს ფაქტი მედიაში დღეს გახმაურდა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/377058

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/377018

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ბავშვი გარდაიცვალა – რას აცხადებს სპეციალისტი

იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში, მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია „კვირას“ მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ დაუდასტურა. როგორც ლაფერაძე აცხადებს, ბავშვი მშობლებმა ჯერ მარნეულში „ავერსის“ კლინიკაში მიიყვანეს, საიდანაც მალევე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს.მცირეწლოვანი ბიჭი მარნეულის მერვე საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობდა. ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ ეს წელს აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალების პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეპიდემიის არანაირი საფრთხე არ არსებობს. „ბავშვს აღენიშნებოდა ტემპერატურა, რის გამოც მშობლებმა ჯერ მარნეულში „ავერსის“ კლინიკას მიმართეს, თუმცა, იქიდან ბავშვი მალევე იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზიდან ირკვევა, რომ ბავშვი მენინგოკოკცემიის შედეგად გარდაიცვალა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ეს არის პირველი შემთხვევა და პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ერთეულ შემთხვევებს აქვს ხოლმე ადგილი, თუმცა შარშან მარნეულის მუნიციპალიტეტში მენინგოკოკცემიის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვინაიდან, ეს არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, ჩვენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მივმართეთ, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები განვახორციელეთ, ოჯახში კი, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, ანტიბიოტიკოთერაპია ჩაიტარეს“, – განუცხადა „კვირას“ ეთერ ლაფერაძემ. ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 იანვარს გარდაიცვალა.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474192-davith-sergeenko-zhenevashi-janmrthelobis-dacvis-msoflio-organizaciis-shtabbinashi-mimdinare-aghmasrulebeli-sabtcos-sesiashi-monatsileobs.html?ar=A

დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს სესიაში მონაწილეობს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში მონაწილეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბჭო სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს განიხილავს. სესიის პირველ სამუშაო დღეს დავით სერგეენკომ აღმასრულებელი საბჭოს წევრის სტატუსით, ორგანიზაციის ახლად არჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან გამართულ ინტერაქციულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მიაპყრო. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმისთვის, რამდენადაც იგი წარმოადგენს არა ფუფუნების საშუალებას, არამედ პირდაპირ ინვესტიციას ქვეყნების ეკონომიკისა და უსაფრთხო მსოფლიოსთვის. მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული საკითხის ხელშეწყობა ჩვენს ვალდებულებად ვაქციოთ და ნებისმიერი პლატფორმიდან - იქნება ეს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, ტექნიკური თუ პირდაპირი კომუნიკაცია - დაუღალავად ვიმუშაოთ. დამეთანხმებით, რომ ჯანდაცვაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მნიშვენლოვანია და გლობალური ჯანმრთელობის მთავარი ნაწილია. აქედან გამომდინარე, უნდა განვამტკიცოთ კონცეფცია, რომ ჯანდაცვაზე წვდომა არ არის პრივილეგია, არამედ იგი ადამიანის უფლებაა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის შექმნისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ ჯანდაცვის საყოველთაო ხელმიწვდომადობის მნიშვნელობა და შევძლოთ მისი ხელშეწყობა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მინისტრი სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვება. სესია, დღის წესრიგის თანახმად, ექვსდღიანია და 27 იანვარს დასრულდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრის რანგში უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წელს შეუდგა. აღნიშნული საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და ის 34 წევრი სახელმწიფოსგან შედგება.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=59209

ნიუს.ჯი- https://news.ge/%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94/

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/arqivi/article/8/10900-kharagaulshi-sadac-afethqeba-mokhda-jandacvis-saministros-tsarmomadgenlebi-chavidnen

ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ

ხარაგაულში, სადაც დღეს რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათი თქმით, შემთხვევის ადგილს შეისწავლიან და დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ. შემთხვევის ადგილზე კომპანიის წარმომამდგენლებიც გამოჩნდნენ. თუმცა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ხარაგაულის სოფელ, ბეჟათუბანში დღეს გვირაბი აფეთქეს, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული თბილისის საავადმფოში არის გადაყვანილი, ხოლო ორს ხაშურის საავადმყოფოში მკურნალობენ. ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა. ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ. გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან (ჩინური) სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/377099

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქებისას დაშავებულს ოპერაცია ესაჭიროება

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების დროს დაშავებული დავით მელქაძე თბილისში, ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადმოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მას ზედა კიდურზე ოპერაცია ესაჭიროება. ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უახლეს დროში სახლში გაწერენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ასევე, ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ. სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან დეტალებს და დასკვნა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში, კომპანიამ, რომელიც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ახორციელებს, წერილობითი გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების დროს დაშავებული დავით მელქაძე თბილისში, ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადმოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მას ზედა კიდურზე ოპერაცია ესაჭიროება. ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უახლეს დროში სახლში გაწერენ. ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა. შედეგად სამი მუშა დაშავდა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ასევე ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ. სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან დეტალებს და დასკვნა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში, კომპანიამ, რომელიც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ახორციელებს, წერილობითი გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე დეტელებს ადგილზე ეცნობიან.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/195615

შრომის ინსპექციას არ აქვს აღსრულების მექანიზმები, რეკომენდაციებს კი დამსაქმებლები ყურად არ იღებენ - ვიტალი გიორგაძე

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, შრომის ინსპექტორები იმყოფებოდნენ, მათ რეკომენდაციითაც მიმართეს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს, თუმცა კომპანიას შესაბამისი ზომები მაინც არ მიუღია. როგორც გიორგაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას აღნიშნა, შრომის ინსპექციას არ აქვს არც სანქციები და არც აღსრულების მექანიზმები, ამიტომაც დამსაქმებლები ყურად არ იღებენ რეკომენდაციებს. „დამსაქმებლები არაფრად აგდებენ პროფკავშირების რეკომენდაციებს, შედეგად ლუკმა-პურის საშოვნელად გასული ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან.როგორც ვიცი, დღეს აფეთქება გვირაბების შეერთების დროს, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა. აფეთქებამდე, რამდენიმე დღით ადრე, ადგილზე იმყოფებოდნენ შრომის ინსპექტორები. როგორც ჩვენი, ისე სამინისტროს მხრიდან, ცალსახად დაწერილია დასკვნა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების პირობები, ასევე, გაგზავნილია რეკომენდაციები, მაგრამ არავინაა მომკითხავი, ასრულებს თუ არ კომპანია ამ რეკომენდაციებს, რადგან შრომის ინსპექცია არ არის სავალდებულო და მის არშესრულებას არ მოჰყვება არანაირი სანქციები. დამსაქმებლები ამას არაფრად აგდებენ და ასე იქნება მანამ, სანამ არ იქნება რეალური შრომის ინსპექცია, სანამ ამ ადამიანებს მინიმალური ხელფასის ფასად, სიცოცხლის გაწირვა არ მოუწევთ“, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ. შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, შედეგად დაშავდა სამი მუშა, მათგან ორი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი, 61 წლის მამაკაცი, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, თბილისში თავად კომპანიის წარმომადგენლობას გადმოჰყავს, რადგან მდგომარეობის სიმძიმის გამო ის ხაშურის საავადმყოფომ არ მიიღო. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, 58 წლის და 45 წლის მამაკაცებს, მათ დაზიანებები ხერხემლის არეში აღენიშნებათ, ასევე აქვთ კიდურების მოტეხილობები. ამ თემაზე: ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მუშა თბილისში გადმოჰყავთ - ვიტალი გიორგაძე ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/samedicino-dawesebulebebis-reabilitaciisa-da-agchurvistvis-7-milioni-daixarjeba-/16435/

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 7 მილიონი დაიხარჯება

მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობაა. პროგრამა ბიუჯეტიდან 6 740 300 ლარით დაფინანსდება. ძირითადი თანხა- 5 500 000 ლარი - დაიხარჯება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებაზე. 510 000 ლარით დაფინანსდება საგანგებო სიტუაციების ცენტრი, 52 ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით. 430 000 ლარი გამოეყოფა ინფექციურ საავადმყოფოს, საიჯარო გადასახადის დასაფარად. შსს-ს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სამედიცინო გადაუდებელი ცენტრისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა 41 500 ლარით დაფინანსდება. დაზვერვის სამსახურისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესასყიდად 11. 8 ლარი დაიხარჯება.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/iustitsiis-saministroshi-narkomaniastan-brdzolis-utskebatashorisi-sabchos-skhdoma-gaimarta/38560

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მთავარი პროკურატურის, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, საბჭო მსჯელობს სახელმწიფოს ახალ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც უნდა შეიქმნას ყველა შესაბამისი უწყების და ინსტიტუტის ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს კომპლექსურად გააზრებული, სრულფასოვანი და დაბალანსებული სტრატეგია; ნარკოპოლიტიკა, რომელიც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს. „ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის ამოცანაა, ერთი მხრივ, შემცირდეს ნარკოტიკებით მიყენებული ზიანი, მოხდეს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების პრევენცია, დაინერგოს შესაბამისი სერვისები და სხვა, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ეფექტიანი პოლიტიკა განხორციელდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი წინაპირობები. 2013 წლიდან უწყებათაშორისი საბჭო ყველაფერს აკეთებდა ნარკოტიკებთან მიმართებით პოზიტიური ცვლილებებისათვის. შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ აქამდე არსებობდა ერთგვარი სტანდარტი ჯანდაცვის სფეროში, რომლის თანახმადაც, ნარკომომხმარებელი ადამიანის ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერთო საქმეში. ჩვენი საბჭოს მონაწილეობით და ბატონი დავით სერგეენკოს უშუალო გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღნიშნული ბრძანება. ამის გარდა, ჩვენი საბჭო შექმნის დღიდან ცდილობდა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შეექმნა სადისკუსიო სივრცე, რომელიც როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფდა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს არცერთი წევრი ძალისხმევას არ დაიშურებს ახალი გამოწვევების დასაძლევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან მუშაობა. აქ უნდა იყოს ჩართული ყველა შესაბამისი უწყება, განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტრო, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ნარკოტიკის მოხმარებისგან გამოწვეული რისკების შესახებ. ჩვენ სამეცნიერო არგუმენტებით უნდა შევქმნათ უარყოფითი განწყობა ნარკოტიკების მიმართ და, ამასთან, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. როდესაც ვლაპარაკობთ წინაპირობებზე, იგულისხმება სარეაბილიტაციო ცენტრები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დღეს საკმარისი არ არის. ამ ყველაფერის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება საუბარი დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით საბჭოს ფარგლებში, რათა შესაბამისი ხედვები, ქმედითი სტრატეგია შევიმუშაოთ; რომ ყველა ცვლილება, რომლებიც შევა ძალაში, სათანადოდ იქნეს მომზადებული როგორც საკანონმდებლო, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. საკუთარი ხედვების წარმოსადგენად ყველა უწყებას მიეცა რამდენიმედღიანი ვადა, რათა საბჭოს მომავალ სხდომაზე უკვე კონკრეტული საკითხების შეჯერების ეტაპზე გადავიდეთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ წარადგინეს. სხდომის ბოლოს გამართულ დისკუსიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ პოზიციებზე ისაუბრეს. დასასრულ, კომისიის თავმჯდომარემ კომისიას ორი კვირის ვადაში − კომისიის ყველა წევრის უკვე შეჯერებული პოზიციების ასახვა, ჯანდაცვის, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს კი, მათი სფეროების მიხედვით დღეს არსებული ვითარების ანალიზის წარდგენა სთხოვა და მომდევნო სხდომა 4 კვირის თავზე დანიშნა. „მომდევნო სხდომისთვის ჩვენ, ყველას, ზუსტად გვეცოდინება, ვის რა პოზიციები გვაქვს, ვინ რას ვეთანხმებით და რას არა, ასევე, რისი რესურსი აქვს სახელმწიფოს. ის საკითხები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, უნდა დავძრათ, და ეს იქნება მომდევნო სხდომის კონკრეტული შედეგი; რაზეც არ გვაქვს კონსენსუსი, იმ საკითხებზე მსჯელობას და პოზიციების შეჯერებას გავაგრძელებთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით იუსტიციის მინისტრს შს მინისტრმა გასულ კვირას მიმართა და თქვა, რომ „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა“. თეა წულუკიანი ანტიგუაში ვიზიტის ფარგლებში გამოეხმაურა გიორგი გახარიას. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მოხარული იქნებოდა, თუკი ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ მსჯელობა კვლავ დაუბრუნდებოდა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატს“. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, აგრეთვე, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომას საქართველოში დაბრუნებისთანავე უახლოეს დღეებში მოიწვევდა. ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა. საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/376977

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/98437-tsulukiani-servisebis-sheqmnis-gareshe-dzneli-iqneba-saubari-dabalansebul-narkopolitikaze

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/preventsia-narkopolitikis-dziritadi-qvakutkhedi-unda-ikos-akaki-zoidze/38536

პრევენცია ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა პრევენციაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. „მისასალმებელია, რომ შეიკრიბა ეს კომისია და დიდი იმედი მაქვს, შევაჯერებთ პოზიციებს. კიდევ რჩება საკამათო თემები. რაც მთავარია, ვიზიარებთ პრინციპებს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გასაღებასთან. პრევენცია ნარკოპოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს, ნარკომომხმარებლების მკურნალობა და ზრუნვა, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, ხოლო დეტალები, როგორ ჩამოყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსში, ამ თემაზე შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, - თქვა ზოიძემ უწყებათაშორისო კომისიის სხდომის დაყწებამდე. იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეკრების ჩატარების ინიციატივა შს მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის. ის ასევე ესწრება სხდომას. გარდა ამისა, განხილვაში მონაწილეობენ პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო. საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების შემდეგ კანონპროექტის განხილვა დროებით შეწყდა.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/195621

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მანამდე არ მოხდება, სანამ არ იქნება ინფრასტრუქტურის მზაობა - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი. “ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს თავისი ვერსია, რა ბიუჯეტი დასჭირდება სერვისების ამოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამ მილიონ ნახევარი ლარი და ერთი წლის ვადაში ამ ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მზაობა, რომ ჩვენ შევთავაზოთ სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, დეკრიმინალიზაცია მანამდე, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – განაცხადა ზოიძემ ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ლიბერალური პოლიტიკა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ პირადი მოხმარების დოზას პირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძენს და საზღვარზე შემოიტანს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის ფორმირების შესახებ დღეს დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას კანონმდებლები, იუსტიციისა და შს მინისტრები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/376956

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=16296

ბორჯომელი ლევან გედიანიძე შშმ შვილის დღის ცენტრში მიღებას ითხოვს

ლევან გედიანიძე ბორჯომის დღის ცენტრის „თებეს“ ხელმძღანელს 13 წლის შშმ შვილის ცენტრში მიღებას სთხოვს. ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მძიმე კატეგორიის ბავშვებს ვერ მიიღებენ. ბორჯომელი ლევან გედიანიძე შშმ შვილის დღის ცენტრში მიღებას ითხოვს ლევან გედიანიძის 13 წლის შვილს ცერებრალური დამბლა აქვს. დამოუკიდებლად ჭამა და გადაადგილება არ შეუძლია. როგორც მამა ამბობს, ექვსი წელი სხვა შშმ პირების მშობლებთან ერთად ბორჯომში დღის ცენტრის შექმნისთვის იბრძოდა და შედეგსაც მიაღწიეს, თუმცა ცენტრში მისი შვილი აღარ მიიღეს. „ჯანდაცვის სამინისტრომ თავიდანვე დააყენა საკითხი თუ როგორი კატეგორიის ბავშვებს მიიღებდნენ დღის ცენტრში. ცენტრის დირექტორმა ნანა ლომაძემ კი არჩევანი მსუბუქი და საშუალო შეზღუდვის კატეგორიის ბავშვებზე გააკეთა და ამიტომ ჩემი შვილი არ მიიღეს. მოდით ნახეთ რა დღეში ვარ. არც დღე სძინავს და არც ღამე, არადა იმისთვის ვიბრძოდი, რომ ამ სერვისით სარგებლობა ჩემ შვილსაც შეძლებოდა“, – ამბობს ლევან გედიანიძე. ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრი 18 დეკემბერს გაიხსნა. ეს სამცხე-ჯავახეთში, მსგავსი ტიპის პირველი დაწესებულებაა. დღის ცენტრი ექვსიდან 18 წლამდე 30 ბავშვს და ათ ზრდასრულს ისეთ მომსახურებებს სთავაზობს როგორებიცაა არაფორმალური განათლება, თერაპიული აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება. კვება და ცენტრამდე ტრანსპორტირება მომსახურების ნაწილია. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ლომაძის განმარტებით ლევან გედიანიძის შვილის მიღებას ვერ შეძლებენ, რადგან მძიმე შეზღუდვის ბავშვების მოსავლელად გადამზადებული სპეციალისტები არ ჰყავთ. "თანამშრომლებმა ელემენტარულად პრაქტიკა უნდა მიიიღონ, იმუშაონ და შემდეგ აიღონ პასუხისმგებლობა.ის, რომ მძიმე შეზღუდვის ბავშვი აიყვანონ და მერე ფატალურად დამთავრდეს მისი მომსახურება, ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ დავიწყეთ ნაბიჯ–ნაბიჯ. ვიცი რომ დრო ამ ბავშვების საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს მომსახურების და სერვისის გარეშე“, – განაცხადა ნანა ლომაძემ. მისი თქმით, იგეგმება სპეციალისტების გადამზადება, რომლებიც ცენტრში მძიმე კატეგორიის ბაშვების მოვლას შეძლებენ. სპეციალისტების გადამზადებამდე კი ლევან გედიანიძე დახმარებას ბროჯომის საკრებულოს სთხოვს.მან აღნიშნული საკითხი სხდომაზე დააყენა: „გააკეთონ ისეთი რამ, სადაც ჩვენი შვილების თუნდაც ორი საათით შენახვას შეძლებენ. მამა გარდამეცვალა და სამძიმრებს ხელში აყვანილი შვილით ვიღებდი“. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, შესაბამისად აღნიშნული საკითხის მოგვარებაში ვერ ჩაერთვებიან. „ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ კომუნალური გადასახადების დაფარვაში დავეხმაროთ. 2018 წლის ბიუეჯტიდან ამისთვის 15 000 ლარი გამოიყო“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგიო გოგიჩაიშვილი. დღის ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით მოხდა. გარდა ამისა, ფონდმა გადაამზადა სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები იმ მიზნით, რომ თითოეულმა ბავშვმა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ზრუნვა მიიღოს და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლოს. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, დღის ცენტრები არ უნდა იყოს სკოლის ალტერნატივა, ამიტომ საჯარო სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რათა ბავშვები ფორმალურ განათლებაში ჩაერთონ.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=51894&cat=2

„კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს“

ოფიციალური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში პრეზიდენტის პოსტზე კულუარულად კვლავაც გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილება. ამდენად, გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში პრეზიდენტს ექვსი წლით ერთჯერადად ავირჩევთ. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები საინტერესოა, რადგან პრეზიდენტის პოსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამჟამინდელი კონსტიტუციით, მართალია, პრეზიდენტს არ აქვს ძალაუფლება, მაგრამ მისი მთავარი ძალაუფლება მაინც არის მისი რანგი, მისი არჩევითობა, ლეგიტიმაციის ხალხისგან მინიჭება და ეფექტური კომუნიკაციების შექმნა. სერგეენკოც და კვირიკაშვილიც საინტერესო ლიდერები არიან იმ მხრივ, რომ მათ შეუძლიათ, ისე ისაუბრონ, საზოგადოებაში ვითარება არ გაამწვავონ და კრიტიკული პოზიციების ჩამოყალიბებას ხელი შეუშალონ. მართალია, სერგეენკო ბევრად უფრო თავშეკავებულია და საუბრის აქტიური კომუნიკაციით არ გამოირჩევა, მაგრამ დაბალანსებული და საინტერესო პიროვნებაა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ამ მხრივ უფრო გამოხატულია, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა კვირიკაშვილის რიტორიკას საზოგადოებრივ განწყობაზე მმართველი ძალის სასარგებლოდ უმოქმედია. მის მშვიდ ტონალობას გამწვავებული მუხტი ჩაუქრია. „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი იმაშია, რომ ის კარგი მოსაუბრეა, კარგ თამადას ტყუილად არ ვეძახით. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში შეიძლება, კიდევ უფრო გამძაფრდეს კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ (და „ენ-დი-აი“-ს კვლევებითაც, 69%-სთვის მმართველი ძალა არ არის სასურველი პარტია), კვირიკაშვილი ბევრად უფრო ეფექტურად მოჩანს. თუ ასე პირდაპირ შევხედავთ, ქარიზმა არც კვირიკაშვილს აქვს და არც სერგეენკოს, თუმცა კვირიკაშვილს აქვს შთამაგონებელი რიტორიკის უნარი, რაც ბოლომდე არ გაუხარჯავს. საერთო ჯამში, ყველაზე მთავარი უნარი, რაც კვირიკაშვილს გააჩნია, ის არის, რომ იგი ახერხებს, მის მიმართ ნეგატიური თვალსაზისი ნაკლებად შეიქმნას და უფრო მორიდებული დამოკიდებულება იყოს. ცხადია, პარლამენტში მომხდარ უხერხულობას არ ვგულისხმობ. ამიტომ კვირიკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ალბათ, ექნება იმის შესაძლებლობა, გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად შთამაგონებელი გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურასაც შეეხო. მას თალაკვაძის კანდიდატურა მაინცდამაინც ეფექტურად არ მიაჩნია. ფიქრობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თალაკვაძე არახილვადია, რაღაც ნაწილისთვის იგი მისაღებია, მაგრამ არ არსებობს მხარე, რომლისთვისაც იგი განსაკუთრებული პოზიტიური ნიშნით ხასიათდება. მთლიანობაში, თალაკვაძე ნაკლებად აღქმადია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ გამზარდიას აზრით, ეს საკმაოდ სპეციფიკური ვარიანტია. ღარიბაშვილის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა, საზოგადოებრივი მუხტი გაამძაფროს. ერთი მხრივ, აქ იგულისხმება პოზიტიური მუხტი უშუალოდ ღარიბაშვილის ელექტორატში, მაგრამ მას, ასევე, ჰყავს აქტიური მოწინააღმდეგეებიც. კვირიკაშვილს კი არც ერთი ჰყავს და არც მეორე, უფრო ზოგადი პოზიტიური პათოსი არსებობს კვირიკაშვილის მიმართ. ღარიბაშვილი უფრო რადიკალური ლიდერია, მის მიმართ ან მკვეთრად გამოხატული დადებითი პოზიციები არსებობს, ან მკვეთრად გამოხატული ნეგატიური პოზიციები, რაც შეიძლება რისკფაქტორად გამოჩნდეს მომავალში. არჩილ გამზარდია არ მალავს, რომ მმართველი გუნდის სხვა კანდიდატებს შორის პირადად იგი ფსონს კახა კახიშვილზე დადებდა, რომელსაც აქვს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, პატივისცემა ოპოზიციონრებში და ეს დადებითი მახასიათებელი, მისი აზრით, არ გააჩნია არც სერგეენკოს და არც კვირიკაშვილს. „კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვს კახა კახიშვილს. ის არის ადეკვატური, ფრთხილი, მოზომილი. აქვს ის ქარიზმა, რომ მასში ხედავენ გულწრფელ, პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებულ პირს, რომელმაც მოახერხა ყველაზე რთული უწყების გაადამიანურება. მმართველი ძალისთვის დღეს ერთადერთი სავიზიტო ბარათია პენიტენციალური სისტემა, რომელზეც შეუძლიათ თქვან, რა იყო წარსულში და დღეს რა გვაქვს. კახიშვილს აქვს უნარი, ნეიტრალური, ინდეფერენტული, კრიტიკული ამომრჩევლის ხმებიც მიიღოს. ჩემი აზრით, კახიშვილი ყველაზე კარგად გაუწევს მეტოქეობას სხვა კანდიდატებსაც. ჩვენ არ ვიცით, ალეკო ელისაშვილი იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ელისაშვილსაც აქვს გარკვეული გეგმები. ჩვენ ვნახეთ მისი რესურსი თბილისის მერობის კანდიდატების პაექრობის დროს და შეიძლება, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი მუხტი ელისაშვილის სასარგებლოდაც გადატყდეს. მასთან შებრძოლება თვით კახა კალაძესაც გაუჭირდა, რომელიც მერი რომ არ გამხდარიყო, პრეზიდენტობის ყველაზე კონკურენტუნარიანი სუბიექტი იქნებოდა. საქმე ის არ არის, ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ რომ გახდება, მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა როგორი იქნება. მე რომ ვიყო „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახიშვილის კანდიდატურას წამოვაყენებდი“. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს. თავის დროზე კვირიკაშვილი უალტერნატივოდ ითვლებოდა, ის ლიდერი იყო. ახლა კი, როცა ეს ლიდერი თავის თავს აყენებს საპრეზიდენტო კამპანიაში და ამ დროს მის გვერდით მისივე თანაგუნდელის სახელი ფიგურირებს, ეს უკვე მის აშკარა დასუსტებას მიანიშნებს. სწორედ ამის საფუძველია, რომ მარტში ან აპრილში კვირიკაშვილის წასვლას პროგნოზირებენ. მან თავისი რესურსი სრულად ამოწურა. „ბოლო ინციდენტებიც ამას მიანიშნებს. იყო რამდენიმე არარელევანტური მომენტი, კერძოდ, როცა გიორგი კვირიკაშვილმა არ იკადრა პანკისში ჩასვლა და არ შეხვდა მოსახლეობას, ამას დაემატა მისი სიტყვიერი დაპირისპირება ვინმე მელიასთან, რომელიც პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს, ცარიელი ადგილია და ამ დროს მან გაუყადრა თავი და ცარიელ ადგილთან იპაექრა. კვირიკაშვილი ტექნოკრატი გახლდათ და ასრულებდა ტექნოკრატიულ დავალებებს მთავრობაში. ის კარგი კანდიდატურა იყო გარდამავალ პერიოდში. თუმცა თანდათანობით ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. საინტერესოა, რომ მმართველ პარტიას, რომელსაც გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობა და აქვს ამბიცია, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი მმართველი პარტია, ჰყავს ორი კი არა, არამედ სამი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ პარტიაში კრიზისია. აქ უკვე კლანური სისტემები, ანუ ფრაქციული დაყოფა შემდგარი ფაქტია. არა მარტო სერგეენკოსა და კვირიკაშვილზეა საუბარი, არამედ მესამე კანდიდატზეც - არჩილ თალაკვაძეზეც. ამას ემატება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ასოცირდება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ღარიბაშვილი როგორ მივიდა, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი და რამდენი ოვაცია დაიმსახურა ყრილობაზე. ანუ ღარიბაშვილი არსად წასულა, ის არის ამ პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი, დამფუძნებელი, მას გააჩნია რეიტინგი ამ პარტიაში. შეიძლება, დროებით დამარცხდა კვირიკაშვილთან, მაგრამ კვირიკაშვილის დასუსტების ფონზე ღარიბაშვილის ფაქტორი საკმაოდ გაძლიერდა. თანაც, ღარიბაშვილს უფრო გააჩნია ქარიზმატული იმიჯი, ვიდრე სერგეენკოს, კვირიკაშვილსა და თალაკვაძეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ. მისივე პროგნოზით, პრაიმერის გარეშე მმართველი პარტია უკვე ფონს ვერ გავა, ხოლო პრაიმერში შეიძლება სწორედ ღარიბაშვილმა გაიმარჯვოს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ზოგადად, პრეზიდენტის პოსტი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან ეს ნომინალურ თანამდებობას წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ამ თანამდებობას აფუჭებს თავისი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებითა და პოლიტიკური იმპოტენციით. ამდენად, მნიშვნელოვანია, მომავალში პრეზიდენტის თანამდებობაზე ვინ მოვა. თუ გამოჩნდება დიდი ქარიზმატული ლიდერი, მას შეუძლია, ეს პოსტი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და პრეზიდენტის ინსტიტუტი გახადოს უფრო ძლევამოსილი, ვიდრე მარგველაშვილის მმართველობაა.

---

 

22.01.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=163086-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 ,

"დავაი აქედან დროზე და გარეთ დამელოდე!... ვისაც კლინიკა "ლანცეტში" ვინმე გიწევთ სასწარფოდ გაიყვანეთ - რა ხდება კლინიკაში

 

 

 

ბეჭდვითი მედია   

23.01.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

უბედურების მომტანი გვირაბი

შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე უბედური შემთხვევები გახშირდა. ბოლო სავალალო ფაქტი ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას მოხდა. სამწუხაროდ, ეს იშვიათი გამონაკლისი როდია. პრობლემაა აბსოლუტურად ყველგან - მაღაროებში თუ სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე, სადაც ადამიანები ხშირად დამსაქმებელთა დაუდევრობით იღუპებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები ამ ფაქტებს პირდაპირ ან ირიბად უკავშირებენ საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტურ საქმიანობას. შარშან სამუშაო ადგილებზე 41 ადამიანი დაიღუპა და ესეც საბოლოოდ დაზუსტებული სტატისტიკა არ არის. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში გუშინ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. შედეგად სამი მუშა მძიმედაა დაშავებული. მათგან ერთ-ერთი თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ. რკინიგზელთა პროფკავშირის ცნობით, გვირაბის აფეთქების შესახებ მუშებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. "ადგილზე დასაქმებულებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გვირაბში ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან იყო აფეთქება, მაგრამ როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არაფერი იცოდნენ, არ გაუფრთხილებიათ, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ", - განაცხადეს პროფკავშირში. ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბეჟათუბანში, მომხდარი აფეთქების მიზეზი შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. მართალია, აფეთქება გეგმური იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდათ. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ განაცხადა, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა: "აფეთქების ადგილიდან სამივე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ერთი ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია და თბილისში გაგრძელდება მისი მკურნალობა. დანარჩენი ორი დაშავებულიდან ერთ-ერთს კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს ხერხემალი აქვს დაზიანებული". ხარაგაულში მიმდინარე გვირაბის მშენებლობას მუდმივი დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა ახლავს თან, ხშირია მუშათა გამოსვლები და აქციები. სწორედ რამდენიმე დღის წინ დასაქმებულები შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა. მუშები სახელფასო დავალიანების დაფარვასაც მოითხოვდნენ და დაუფარავად ამბობდნენ, რომ გვირაბში არის მძიმე სამუშაო პირობები, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. "არანაირი პირობა დაცული არ არის. შიშის ქვეშ მუშაობს ხალხი. დაგვიძახეს გასაბურღად. არ ვიმუშავეთ, რადგან იქ უსაფრთხოების არანაირი პირობები არ იყო. არის დანადგარი, რომელსაც დიდი ვიბრაცია და ხმა აქვს. შეიძლება მისი მუშაობის დროს სხვა რამ დაზიანდეს ან ჩამოიშალოს კედელი", - აცხადებდა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ადლან ამილახვარი. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხარაგაულის გვირაბის მშენებლობაზე სულ 120 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათგან 60 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 60 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა. ჩინურ კომპანიასთან ქართველ მუშებს დავა შარშანაც ჰქონდათ, რაზეც იმხანად "რეზონანსიც" წერდა. მაშინ შრომის ქმედითი ინსპექცია არ არსებობდა და კონტროლის მექანიზმიც შესუსტებული იყო. მართალია, დღეს სხვა რეალობაა - შრომის ინსპექცია არსებობს, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესება არაფერში იგრძნობა. სავარაუდოდ, სიტუაცია არც შეიცვლება, სანამ კანონმდებლობის აღსრულება არ გამკაცრდება და შრომის უსაფრთხოების წესები საბოლოოდ არ დაიხვეწება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4993744&name=23.01.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

23.01.2018

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

პროფკავშირების ინფორმაციით, გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი

2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექციის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, უსაფრთოების უზრუნველსაყოფად არსებულ თანხებს ზოგავენ, ეს კი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. როგორც ნიკა კაკაშვილმა განმარტა, პროფკავშირების გაერთიანება ობიქტებზე დაფიქსირებულ შემთხვევების თაობაზე დამატებით, ოფიციალურ ინფორმაციას შსს-გან ელოდება. „ეს არის მხოლოდ პროფკავშირების მონაცემები. ასევე ველოდებით ინფორმაციას შსს-გან, რადგან ეს არის არასრული მონაცემები. სადაც არ გვაქვს პროფკავშირების პირველადი ორგანიზაცია, იქ გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე ინფორმაციას, ძირითადად, ვიღებთ მასმედიისა და სხვადასხვა წყაროების საშუალებით. ყურადღებით ვართ და ვაგროვებთ ამ ინფორმაციას. ეს არის მხოლოდ ჩვენი მონაცემები, ანუ მინიმალურია და არ გახლავთ სრული მონაცემები. ყველაზე მეტი შემთხვევა, რა თქმა უნდა, მოდის მშენებლობის სექტორზე, შემდეგ არის სამთო მოპოვება, შემდეგ ენერგეტიკული დარგი და ამის შემდგომ უკვე სხვა დარგებზე ფიქსირდება შემთხვევები. მშენებლობის დროს ყველაზე მეტი შემთხვევა ხდება თბილისში და დედაქალაქი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა, ვინაიდან აქ ბევრი სამშენებლო ობიექტია და შემთხვევების რაოდენობაც მეტია. თუმცა, ეს არ არის მიზეზი იმისა, რაც ხდება. ცხადია, ალბათობას ზრდის, როდესაც ბევრი ობიექტი შენდება, რომ უბედური შემთხვევა მოხდეს, ანუ უბედური შემთხვევა არ გამოირიცხება, თუმცა ასეთი მძიმე სტატისტიკა რომ გვაქვს, გამომდინარეობს იმისგან, რომ პირველ რიგში, კომპანიების მხრიდან არ ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა. კომპანიის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო, მაგრამ როდესაც სამშენებლო კომპანია არ ასრულებს უსაფრთხოების წესებს და მას არღვევს, ვინ უნდა დაარეგულიროს ეს სიტუაცია, თუ არა სახელმწიფომ?!“ - განცხადა ნიკა კაკაშვილმა. მისივე თქმით, ასევე არსებობენ კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს იცავენ. „ასევე არიან კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერად უდგებიან ამ საკითხს, სულ რომ არ არსებობდეს მაკონტროლებელი ორგანო, მაინც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებას და იცავენ გათვალისწინებულ ნორმებს ამ მიმართულებით, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც არათუ არღვევენ უსაფრთხოების ნორმებს, არამედ უფრო მეტიც, ხარჯებს ზოგავენ იმ მიმართულებით, რაც უნდა გაიწეროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კაკაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4994142&name=23.01.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4994167&name=23.01.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ნარკოპოლიტიკა და დეკრიმინალიზაცია

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2018 წელს ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ნარკოპოლიტიკა იქნება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ვნებათაღელვა ამ მიმართულებით გასულ წელს დაიწყო, როცა არასამთავრობო სექტორში გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა ხმამაღლა მოითხოვეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. მათ მხარი აუბა საკონსტიტუციო სასამართლომაც და შედეგად მივიღეთ თემა, რომელიც ყველა ოჯახში განხილვის საგანი გახდა. თავიდანვე ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ საუბარია მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა ლეგალიზაციაზე. ამ ორი ცნების აღრევით დღეს ძალიან ბევრი სპეკულირებს. არადა, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არსებობს. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ე.წ. პლანის მოწევისთვის ადამიანს ციხეში აღარ ჩასვამენ. ლეგალიზაცია კი ნიშნავს იმას, რომ მარიხუანა და მისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი ლეგალურად იყიდებოდეს მაღაზიაში. მთავარი, რისთვისაც ამდენი მსჯელობაა ქვეყანაში, არის იმის გარკვევა, უნდა ჩავსვათ თუ არა ციხეში ნარკოტიკების მომხმარებელი? ანუ ადამიანი, რომელიც მოწევს მარიხუანას, დღემდე პატიმრობით ისჯება. დღეს ყოველი მესამე პატიმარი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნანაშაულისთვის იხდის სასჯელს!!! ნორმალურია თუ არა ეს? შემცირდა თუ არა ასეთი უკიდურესი მეთოდების გამოყენების შედეგად ნარკომანების რაოდენობა საქართველოში? - არა! მომხმარებლის ციხეში ჩასმამ პრობლემა ვერ მოაგვარა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4994409&name=23.01.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მანამდე არ მოხდება, სანამ საჭირო ინფრასტრუქტურა არ გვექნება!

“ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს თავისი ვერსია, რა ბიუჯეტი დასჭირდება სერვისების ამოქმედებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამ მილიონ ნახევარი ლარი და ერთი წლის ვადაში ამ ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მზაობა, რომ ჩვენ შევთავაზოთ სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, დეკრიმინალიზაცია მანამდე, რა თქმა უნდა, არ მოხდება”, – განაცხადა ზოიძემ ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ლიბერალური პოლიტიკა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ პირადი მოხმარების დოზას პირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძენს და საზღვარზე შემოიტანს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4993759&name=23.01.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.01.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

პრეზიდენტი არათანმიმდევრული და პოლიტიკური იმპოტენტია

ოფიციალური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში პრეზიდენტის პოსტზე კულუარულად კვლავაც გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილება. ამდენად, გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში პრეზიდენტს ექვსი წლით ერთჯერადად ავირჩევთ. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები საინტერესოა, რადგან პრეზიდენტის პოსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამჟამინდელი კონსტიტუციით, მართალია, პრეზიდენტს არ აქვს ძალაუფლება, მაგრამ მისი მთავარი ძალაუფლება მაინც არის მისი რანგი, მისი არჩევითობა, ლეგიტიმაციის ხალხისგან მინიჭება და ეფექტური კომუნიკაციების შექმნა. სერგეენკოც და კვირიკაშვილიც საინტერესო ლიდერები არიან იმ მხრივ, რომ მათ შეუძლიათ, ისე ისაუბრონ, საზოგადოებაში ვითარება არ გაამწვავონ და კრიტიკული პოზიციების ჩამოყალიბებას ხელი შეუშალონ. მართალია, სერგეენკო ბევრად უფრო თავშეკავებულია და საუბრის აქტიური კომუნიკაციით არ გამოირჩევა, მაგრამ დაბალანსებული და საინტერესო პიროვნებაა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ამ მხრივ უფრო გამოხატულია, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა კვირიკაშვილის რიტორიკას საზოგადოებრივ განწყობაზე მმართველი ძალის სასარგებლოდ უმოქმედია. „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი იმაშია, რომ ის კარგი მოსაუბრეა, კარგ თამადას ტყუილად არ ვეძახით. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში შეიძლება, კიდევ უფრო გამძაფრდეს კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ (და „ენ-დი-აი“-ს კვლევებითაც, 69%-სთვის მმართველი ძალა არ არის სასურველი პარტია), კვირიკაშვილი ბევრად უფრო ეფექტურად მოჩანს. თუ ასე პირდაპირ შევხედავთ, ქარიზმა არც კვირიკაშვილს აქვს და არც სერგეენკოს, თუმცა კვირიკაშვილს აქვს შთამაგონებელი რიტორიკის უნარი, რაც ბოლომდე არ გაუხარჯავს. საერთო ჯამში, ყველაზე მთავარი უნარი, რაც კვირიკაშვილს გააჩნია, ის არის, რომ იგი ახერხებს, მის მიმართ ნეგატიური თვალსაზისი ნაკლებად შეიქმნას და უფრო მორიდებული დამოკიდებულება იყოს. ცხადია, პარლამენტში მომხდარ უხერხულობას არ ვგულისხმობ. ამიტომ კვირიკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ალბათ, ექნება იმის შესაძლებლობა, გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად შთამაგონებელი გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურასაც შეეხო. მას თალაკვაძის კანდიდატურა მაინცდამაინც ეფექტურად არ მიაჩნია. ფიქრობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თალაკვაძე არახილვადია, რაღაც ნაწილისთვის იგი მისაღებია, მაგრამ არ არსებობს მხარე, რომლისთვისაც იგი განსაკუთრებული პოზიტიური ნიშნით ხასიათდება. მთლიანობაში, თალაკვაძე ნაკლებად აღქმადია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ გამზარდიას აზრით, ეს საკმაოდ სპეციფიკური ვარიანტია. ღარიბაშვილის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა, საზოგადოებრივი მუხტი გაამძაფროს. ერთი მხრივ, აქ იგულისხმება პოზიტიური მუხტი უშუალოდ ღარიბაშვილის ელექტორატში, მაგრამ მას, ასევე, ჰყავს აქტიური მოწინააღმდეგეებიც. კვირიკაშვილს კი არც ერთი ჰყავს და არც მეორე, უფრო ზოგადი პოზიტიური პათოსი არსებობს კვირიკაშვილის მიმართ. ღარიბაშვილი უფრო რადიკალური ლიდერია, მის მიმართ ან მკვეთრად გამოხატული დადებითი პოზიციები არსებობს, ან მკვეთრად გამოხატული ნეგატიური პოზიციები, რაც შეიძლება რისკფაქტორად გამოჩნდეს მომავალში. არჩილ გამზარდია არ მალავს, რომ მმართველი გუნდის სხვა კანდიდატებს შორის პირადად იგი ფსონს კახა კახიშვილზე დადებდა, რომელსაც აქვს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, პატივისცემა ოპოზიციონრებში და ეს დადებითი მახასიათებელი, მისი აზრით, არ გააჩნია არც სერგეენკოს და არც კვირიკაშვილს. „კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვს კახა კახიშვილს. ის არის ადეკვატური, ფრთხილი, მოზომილი. აქვს ის ქარიზმა, რომ მასში ხედავენ გულწრფელ, პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებულ პირს, რომელმაც მოახერხა ყველაზე რთული უწყების გაადამიანურება. მმართველი ძალისთვის დღეს ერთადერთი სავიზიტო ბარათია პენიტენციალური სისტემა, რომელზეც შეუძლიათ თქვან, რა იყო წარსულში და დღეს რა გვაქვს. კახიშვილს აქვს უნარი, ნეიტრალური, ინდეფერენტული, კრიტიკული ამომრჩევლის ხმებიც მიიღოს. ჩემი აზრით, კახიშვილი ყველაზე კარგად გაუწევს მეტოქეობას სხვა კანდიდატებსაც. ჩვენ არ ვიცით, ალეკო ელისაშვილი იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ელისაშვილსაც აქვს გარკვეული გეგმები. ჩვენ ვნახეთ მისი რესურსი თბილისის მერობის კანდიდატების პაექრობის დროს და შეიძლება, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი მუხტი ელისაშვილის სასარგებლოდაც გადატყდეს. მასთან შებრძოლება თვით კახა კალაძესაც გაუჭირდა, რომელიც მერი რომ არ გამხდარიყო, პრეზიდენტობის ყველაზე კონკურენტუნარიანი სუბიექტი იქნებოდა. საქმე ის არ არის, ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ რომ გახდება, მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა როგორი იქნება. მე რომ ვიყო „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახიშვილის კანდიდატურას წამოვაყენებდი“. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს. თავის დროზე კვირიკაშვილი უალტერნატივოდ ითვლებოდა, ის ლიდერი იყო. ახლა კი, როცა ეს ლიდერი თავის თავს აყენებს საპრეზიდენტო კამპანიაში და ამ დროს მის გვერდით მისივე თანაგუნდელის სახელი ფიგურირებს, ეს უკვე მის აშკარა დასუსტებას მიანიშნებს. სწორედ ამის საფუძველია, რომ მარტში ან აპრილში კვირიკაშვილის წასვლას პროგნოზირებენ. მან თავისი რესურსი სრულად ამოწურა. „ბოლო ინციდენტებიც ამას მიანიშნებს. იყო რამდენიმე არარელევანტური მომენტი, კერძოდ, როცა გიორგი კვირიკაშვილმა არ იკადრა პანკისში ჩასვლა და არ შეხვდა მოსახლეობას, ამას დაემატა მისი სიტყვიერი დაპირისპირება ვინმე მელიასთან, რომელიც პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს, ცარიელი ადგილია და ამ დროს მან გაუყადრა თავი და ცარიელ ადგილთან იპაექრა. კვირიკაშვილი ტექნოკრატი გახლდათ და ასრულებდა ტექნოკრატიულ დავალებებს მთავრობაში. ის კარგი კანდიდატურა იყო გარდამავალ პერიოდში. თუმცა თანდათანობით ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. საინტერესოა, რომ მმართველ პარტიას, რომელსაც გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობა და აქვს ამბიცია, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი მმართველი პარტია, ჰყავს ორი კი არა, არამედ სამი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ პარტიაში კრიზისია. აქ უკვე კლანური სისტემები, ანუ ფრაქციული დაყოფა შემდგარი ფაქტია. არა მარტო სერგეენკოსა და კვირიკაშვილზეა საუბარი, არამედ მესამე კანდიდატზეც - არჩილ თალაკვაძეზეც. ამას ემატება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ასოცირდება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ღარიბაშვილი როგორ მივიდა, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი და რამდენი ოვაცია დაიმსახურა ყრილობაზე. ანუ ღარიბაშვილი არსად წასულა, ის არის ამ პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი, დამფუძნებელი, მას გააჩნია რეიტინგი ამ პარტიაში. შეიძლება, დროებით დამარცხდა კვირიკაშვილთან, მაგრამ კვირიკაშვილის დასუსტების ფონზე ღარიბაშვილის ფაქტორი საკმაოდ გაძლიერდა. თანაც, ღარიბაშვილს უფრო გააჩნია ქარიზმატული იმიჯი, ვიდრე სერგეენკოს, კვირიკაშვილსა და თალაკვაძეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ. მისივე პროგნოზით, პრაიმერის გარეშე მმართველი პარტია უკვე ფონს ვერ გავა, ხოლო პრაიმერში შეიძლება სწორედ ღარიბაშვილმა გაიმარჯვოს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ზოგადად, პრეზიდენტის პოსტი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან ეს ნომინალურ თანამდებობას წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ამ თანამდებობას აფუჭებს თავისი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებითა და პოლიტიკური იმპოტენციით. ამდენად, მნიშვნელოვანია, მომავალში პრეზიდენტის თანამდებობაზე ვინ მოვა. თუ გამოჩნდება დიდი ქარიზმატული ლიდერი, მას შეუძლია, ეს პოსტი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და პრეზიდენტის ინსტიტუტი გახადოს უფრო ძლევამოსილი, ვიდრე მარგველაშვილის მმართველობაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4993838&name=23.01.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---