მედიამონიტორინგი 23.02.2018
ტელევიზია
23.02.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი დასაქმებულთა სიცოცხლეს ვერ დაიცავს- აცხადებენ პროფკავშირები
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5059333
იმედი - ქრონიკა 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5059412
იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5059689
---
23.02.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია-მსვლელობა იგეგმება. მარში ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყობა. მსვლელობას სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5059307
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5059765
---
22.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
მომდევნო თვეებიდან ფულად სოციალურ შემწეობას 22 311 პირი მიიღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ადამიანები იმ ოჯახებიდან არიან, რომელთა სარეიტინგო ქულები საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვარს არ აღემატებოდა. მათ შორის. 12 122 პირისთვის შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. გასულ თვეში საარსებო შემწეობა შეუჩერდა 6 028 ადამიანს, შეუწყდა - 56 პირს, ხოლო 13 947 -მა საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ძირითად, შემთხვევაში უარს იძულებით გადადგილებული პირები ამბობენ, რომლებიც არჩევანის წინაშე დგანან - რომელი დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან - სოციალური შემწეობა თუ დევნილის დახმარება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058997
---
22.02.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საპროტესტო მარში ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. ხვალ თბილისში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება.მანამდე კი პროფკავშირების ინიციატივით დედაქალაქში ხელმოწერებს აგროვებენ. კამპანიის "მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ" მონაწილეები, იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა დღეს 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. ოპოზიცია დოკუმენტის ხარვეზებზე საუბრობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058866
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058958
იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5057641
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058178
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058841
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058365
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058154
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5058408
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5057906
---
22.02.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
წეროვანში მდებარე ფარმაცევტული საწარმო "აბი ფარმა" წელს ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებზე ხემისაწვდომობის პროგრამას, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და პროგრამაში ჩართვის მიზნით ჩვენთვის ჯერჯერობით არავის მოუმართავს"- განაცხადა ირაკლი ჭანკოტაძემ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5057887
---
ინტერნეტი
23.02.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479789-qmusha-romelic-jer-ar-momkvdara-me-varq-am-lozungith-dghes-thbilisshi-aqcia-gaimartheba.html
"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია გაიმართება
"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდებიან. მსვლელობა ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყობა. აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. პროფკავშირების ინფორმაციით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, დღეის მონაცემებით, 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა. პროფკავშირები პარლამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.
---
23.02.2018
სამშენებლობო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება
სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება. “ის, რაც უშუალოდ მშენებლობებს ეხება, მხოლოდ თბილისზე ვრცელდება. ასეთი ინიციატივა თვითმმართველობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი შესაბამისი ინიციატივა სხვა თვითმმართველობებსაც ექნებათ, რა თქმა უნდა, პარლამენტი კანონში ცვლილებებს კიდევ შეიტანს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე. ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე იზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე - 10 000 და 15 000 ლარით. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა.
---
23.02.2018
ირაკლი პეტრიაშვილი - რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ? ეს არის დისკრიმინაციული
რატომ არ უნდა იყოს ზედამხედველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილი გამოეხმაურა შრომის უსაფრთხოებაზე საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს, რომლიც თანახმად, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, ”შრომის უსაფრთხოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, მხოლოდ თბილისს ეხება. “განგიმარტავთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებას და ის სანქციები, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას, ეს ეხება ყველას, მთელ საქართველოს. ხოლო, რაც შეეხება პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსის მონაკვეთს, ეს ინიციატივა მხოლოდ თბილისს ეხება. თავად ინიციატივა მისასალმებელია, რადგან ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც პრევენციის ზომას და არა იმას, რომ მეწარმე და ბიზნესმენი დაზარალდება. მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ დაარღვევს რეგულაციებს, ამ შემთხვევაში გადაიხდის ჯარიმას. სამწუხაროა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არ ვრცელდება ეს, მაგრამ დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმაც უნდა გამოხატონ შესაბამისი ინიციატივა და ბუნებრივია, მათაც უნდა ჰქონდეთ მსგავსი რეგულაციები. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. კითხვაზე, რატომ არ განიხილავს პარლამენტში კანონპროექტის ამ ნაწილს იმ კუთხით, რომ რეგულაციები ეხებოდეს არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს, პეტრიაშვილი პასუხობს, რომ ეს თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით არის გამოწვეული. “მე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის საკითხი გამოწვეულია თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით. მისი სოციალური ორიენტაცია განსხვავებულია მათგან, ვინც კანონებს იღებს და რომლებიც დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ხელმძღვანელობენ. ეს არის მთელი განსხვავება და ეს არის სამწუხარო. კარგია, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ადამიანური ღირებულებები და ცუდია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით აქვს ორიენტაცია, რომელიც ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. პეტრიაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება სანქციებთან დაკავშირებული ორი საკითხის განცალკევება და რატომ აბნევენ მოსახლეობას. “ორი საკითხია და მოსახლეობის დაბნევა უნდათ თუ რა უნდათ, ვერ ვხდები, შრომის უსაფრთხოების კანონით დაწესებული სანქციები ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება, მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და მაგალითად ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს ბუნებრივია არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული გაზრდილი სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება. “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე. ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე იზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე - 10 000 და 15 000 ლარით.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139388&lang_id=ge
სოციალურ შემწეობას კიდევ 22 311 პირი მიიღებს
მომდევნო თვეებიდან ფულად სოციალურ შემწეობას 22 311 პირი მიიღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ადამიანები იმ ოჯახებიდან არიან, რომელთა სარეიტინგო ქულები საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვარს არ აღემატებოდა. მათ შორის. 12 122 პირისთვის შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. გასულ თვეში საარსებო შემწეობა შეუჩერდა 6 028 ადამიანს, შეუწყდა - 56 პირს, ხოლო 13 947 -მა საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ძირითად, შემთხვევაში უარს იძულებით გადადგილებული პირები ამბობენ, რომლებიც არჩევანის წინაშე დგანან - რომელი დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან - სოციალური შემწეობა თუ დევნილის დახმარება.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34494/ra-tseria-saqartveloshi-shromiti-uflebebis-shesakheb--Amnesty-Internationalis-akhal-angarishshi
რა წერია საქართველოში შრომითი უფლებების შესახებ Amnesty International-ის ახალ ანგარიშში
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ Amnesty International- მა 2017 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში 159 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაა შეფასებული, მათ შორის, საქართველოში. შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მაღაროებსა და მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებზე მოდიოდა. ანგარიშის მიხედვით, შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლავინდებურად დგას რეგულაციების გამკაცრებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მათი ეფექტიანი მონიტორინგის საჭიროება. ამავე თემაზე: 1209 - უსაფრთხო შრომის კანონის მოთხოვნით ბოლო 6 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა 1209 მუშა. 1209 დაღუპულს შორისაა ის 4 ადამიანიც, რომლებსაც მაისში ტყიბულის შახტში ბაგირი ჩაუწყდათ და 400 მეტრის სიმაღლიდან შახტის სიღრმეში ჩაცვიცდნენ. პარლამენტი „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტზე უკვე მერვე თვეა მსჯელობს. განხილვა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოლოდინი, რომ ცვლილებებს პარლამენტი 2017 წლის ბოლომდე დაამტკიცებდა, არ გამართლდა.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197736
---
22.02.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/49739/tbilisshi-shenobebs-propkavshirebma-gardatsvlili-mushebis-qucha-488-daatseres
თბილისში შენობებს პროფკავშირებმა "გარდაცვლილი მუშების ქუჩა 488" დააწერეს
"გარდაცვლილი მუშების ქუჩა 488" - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობებს სიმბოლური ნუმერაცია პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა მიანიჭეს. მათი თქმით, 2007 წლიდან დღემდე შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო საქართველოში 488 მუშა გარდაიცვალა. აქტივისტების ეს აქცია, იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელსაც ახალგაზრდა პროფკავშირები თავისუფლების მეტროს მიმდებარედ მართავდნენ. 13 თებერვალს შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია. შრომის უსაფრთხოებასთან და დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მეორე მოსმენის რეჟიმში მიმდინარე სასესიო კვირას განიხილება.
---
22.02.2018
გიგა ბოკერია უმრავლესობას ურჩევს, შრომის უსაფრთხოების საკითხზე საკუთარ მოქალაქეებს დაუჯეროს და არა ბიუროკრატებს
თქვენ რა მოდელსაც გვთავაზობთ არის ის, იყოს ბევრი წესი, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია - ასეთ შემთხვევაში, იქმნება ბევრი ბიუროკრატიული სტრუქტურა, ხოლო ქრთამის ფასი იწევს და არაფერი იცვლება, - ამის შესახებ უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას გააკეთა. ბოკერიამ მმართველ გუნდს მიმართა, “დაუჯერონ საკუთარ მოქალაქეებს და არა ბიუროკრატებს“. “მოდი, კანონში ჩავწეროთ ბევრი რაღაც - სრული სისულელე, რომ საწარმოს ჰყავდეს ექიმი. ეს ხალხი შემდეგ ჩვეულებრივ ქრთამს აიღებს და არაფერი შეიცვლება. თქვენს მიერ ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნით ვითარება გაუმჯობესდა? პირიქით, ვითარება დამძიმდა! ჩვენ გთავაზობთ, რომ ყველა დამსაქმებელმა იცოდეს, რომ თუ მის გამო ადამიანი დაზიანდება, ამაზე პასუხისგება მოუწევს - ზოგს სისხლისსამართლებრივად, ხოლო კომპანიებს - ფინანსურად. ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი ბიუროკრატიული პირობების გარეშე, რეალურად იზრუნებენ, რომ შრომის კარგი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
---
22.02.2018
ირაკლი აბესაძე - “შრომის უსაფრთოების შესახებ“ პროექტით განსაზღვრული ჯარიმები და სამშენებლო მიმართულებით დაგეგმილი სანქციები ერთმანეთთან შეუსაბამოა
თუკი სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე ჯარიმა 30 ათასი ლარი უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს ჯარიმა 10 ათასი ლარი მაღაროში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - რა არსებითი განსხვავებაა, რომელ საწარმო ობიექტზე დაშავდება ადამიანი? - აღნიშნული შეკითხვით საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი აბასაძემ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნათია მიქელაძეს მიმართა, რომელიც პარლამენტს, მეორე მოსმენით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს აცნობს. როგორც აბასაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი მხრივ, “შრომის უსაფრთოების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული ჯარიმები და მეორე მხრივ, სამშენებლო მიმართულებით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფლების მიმოქცევის კოდექსში“ დაგეგმილი სანქციები ერთმანთთან შეუსაბამოა. “შრომის უსაფრთხობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციებს შრომის უსაფრთხოების შესახებ ნორმების დარღვევისათვის. კანონპროექტით მაქსიმალური ჯარიმა 10 ათასი ლარია და სანქციები დიფერენცირებულია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ თბილისის მერის კახა კალაძის პარლამენტში შეხვედრა. საუბარი იყო პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსში ცვლილებების დამატებაზე. როგორც გვაცნობეს, სამშენებლო სფეროში დარღვევებისთვის ჯარიმა 30 ათას ლარამდეა გაიზრდება. საუბარი იყო იმაზეც, რომ თუკი მუშას ჩაფხუტი არ ეხურება, საწარმოს 30 ათასი ლარი დაეკისრება. რამდენად ერთმანეთთან თავსებადია ეს ორი კანონი? თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯარიმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების დარღვევაზე 30 ათასი ლარი უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს ჯარიმა 10 ათასი ლარი მაღაროში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე - რა არსებითი განსხვავებაა, რომელ საწარმო ობიექტზე დაშავდება ადამიანი?! რატომ უნდა ისჯებოდეს მაღაროს ადმინისტრაცია იმაზე ნაკლებად, ვიდრე სამშენებლო ობიექტის ადმინისტრაცია?!“ - განაცხადა აბესაძემ პარლამენტის სხდომაზე. პასუხად ნათია მიქელაძემ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსში საუბარია სამშებნელო ნებართვის პირობებისა და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, ხოლო შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტით დადგენილი სანქციები მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული პირობების შეუსრულებლობას ეხება.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/188108-tamar-xulordava-evropuli-saqartvelos-pozicia-gaocebas-iwvevs
თამარ ხულორდავა: "ევროპული საქართველოს" პოზიცია გაოცებას იწვევს
უმრავლესობის წევრის თქმით, "ევროპული საქართველოს" განცხადება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს. მისი თქმით,მათი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი იმ რეალობას, აუცილებლობას და საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. "პირველ რიგში, არ შემიძლია არ გამოვხატო გაოცება და გაკვირვება „ევროპული საქართველოს“, ამ პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სათაურიც ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო“, რომ ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს. ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ განცხადებას, სურვილს და მისწრაფებას და დეკლარაციას და მართლაც სადღეგრძელოს, ბატონო ზურაბ. თქვენ კარგად იცით, მე მგონი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილი არის ევროკავშირის სივრცეში. სამწუხაროდ, თქვენი დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი აი ამ რეალობას და იმ აუცილებლობას, იმ საჭიროებებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. ევროკავშირს რომ თავი დავანებოთ საერთოდ და ჩვენი ასოცირების შეთანხმებას და იმ ვალდებულებებს, რომელის გვაქვს ნაკისრი ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ევროკავშირთან ამ შემთხვევაში, ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, თუ არა უკვე გუშინვე. შრომის ინსპექცია ნამდვილად არ არის ის ინსტიტუტი, რომელზეც ასეთი, ასეთი ხელწამოსაკრავი და ასეთად ის იქცა იმიტომ, რომ მას აქვს გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ფუნქციები დღეს და მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო ეფექტური, რეგულაციები გამკაცრდეს და აღსრულებაც, რა თქმა უნდა, მოხდეს იმიტომ, რომ აღსრულება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, არც ჩვენ არ მოგვწონს და არავის არ მოსწონს კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი და მე ამას ვიმედოვნებ სწორედ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხში გვექნება სერიოზული გაუმჯობესება და წინსვლა. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი, სამწუხაროდ, სრულად არ ასახავს იმ ვალდებულებებს, იმ მოთხოვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს. ეს კარგად ვიცით იმიტომ, რომ დღეს წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ საუბარია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და ის არ ვრცელდება ყველა სექტორზე, ყველა სფეროზე მაშინ, როცა, წესით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და პირობები მოწესრიგებული უნდა იყოს უფრო ფართოდ და არ უნდა იყოს შეზღუდული ასოცირების შეთანხმებით. ჩვენ კიდევ გვაქვს ჯერ ვადა 2019 წლის პირველ სექტემბრამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სწორი მიმართულებით და ვადის დადგომისთვის, 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რეგულაციები უკვე მთლიანად მთელ სფეროზე გავავრცელოთ", - განაცხადა ხულორდავამ.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/188095-menaseneebi-sromiti-usafrtxoebis-mimartulebit-sanqciebis-gamkacrebas-moitxoven
მენაშენეები შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ
"მენაშენეთა ასოციაცია" სამშენებლო სექტორში დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკის ფონზე, შრომითი უსაფრთხოების ნორმების კონტროლის გამკაცრების მომხრეა. მენაშენეები მხარს უჭერენ თბილისის მერის ინიციატივას, სამშენებლო ობიექტებზე შრომითი უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამშენებლო სამუშაოებზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით დღეს არსებული რეგულაციები უკიდურესად ლოიალურია. ამას ემატება ამ რეგულაციების ადმინისტრირების სუსტი მექანიზმები, რის გამოც პრაქტიკულად ვერ ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხის მონიტორინგი. "მენაშენეთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ობიექტზე, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას თუნდაც მცირეოდენი საფრთხე ექმნება, უსაფრთხოების სტანდარტი მაქსიმუმამდე უნდა გაიზარდოს და ამ ნორმების უმკაცრესი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ. გამკაცრება აუცილებელია, თუმცა არსებობს თეორიული კორპუფციის რისკი - მაღალმა ჯარიბემა შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ცდუნება - როგორც მშენებლების ასევე ზედამხედველობის ინსპექტორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშენებლებს აქ ერთიანი პოზიცია ქონდეთ და არ დაუშვან რაიმე სახის არაკეთილსინდისიერი გარიგებები. ჩვენი მხრივ ჩვენ შევეცდებით რომ ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში ჩავაყენოთ მერია საქმის კურსში", - აცხადებენ ასოციაციაში. "თუ აქამდე მშენებლები მარტოვად იხდიდნენ 3,000 ლარს, 30,000 ლარი მძიმე სანქციაა. შესაბამისად, ჯარიმის გასაჩივრების ფაქტები უფრო ხშირად იქნება, თუმცა, ეს ნორმალური და კანონზომიერი პროცესია. აქ მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების დროს ზედმხედველობის ზემდგომმა ორგანომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს", - მიაჩნიათ მენაშენეებს. მენაშენეები, ეთანხმებიან რა თბილისის მერის ინიციატივას საჯარიმო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, აღნიშნავენ რომ სტანდარტის აწევა და მაღალი ჯარიმების დაწესება უნდა მოხდეს ყველა იმ სფეროში, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან გვაქვს საქმე. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტანდარტების აწევის გამოწვევას მენაშენეები ღირსეულად დაძლევენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს სტანდარტი, როგორც საჯარიმო სანქციის, ასევე მკაცრი მონიტორინგის უნდა აიწიოს ყველა სფეროში - დაწყებული არასწორად დაპარკინგებული მანქანიდან, რომელიც ფეხმავალის მოძრაობას უშლის ხელს და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვიდან, დამთავრებული ქუჩაში ნაგვის დაყრით", - მიაჩნიათ მენაშენეებს. "წესრიგი მარტო მშენებლებმა კი არა, მთელმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას - ამ შემთხვევაში ქვეყანა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს", – აღნიშნავეენ „მენაშენეთა ასოციაციაში". დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ინიციატივით თბილისის მერი კახა კალაძე გასულ კვირაში გამოვიდა და საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან 19 თებერვალს შეხვედრა გამართა. პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით კი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197776
ქვეყანაში შრომითი ტრეფიკინგია - ბექა ნაცვლიშვლი
"ქვეყანაში შრომითი ტრეფიკინგია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ნაცვლიშვილის განმარტებით, ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებენ. „დღემდე არის ყალბი შეხედულება, რომ დასაქმებული არის უბრალო ჭანჭიკი, რომელიც როცა გაფუჭდება, ან მოძველდება, შეიძლება გადააგდო, რომ დასაქმებული დოვლათის შექმნის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. სანამ ამ ლოგიკას მივყვებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეულ შრომის უფლებებზე და პირობებზე. დღეს არის ტრეფიკინგი, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას პასპორტებს პარავენ, სარდაფებში კეტავენ და იქ ამუშავებენ, არამედ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურებული არ არის, იმიტომ, რომ ყველას ეშინია, თუ ის ხმას ამოიღებს ზეგანაკვეთურის მოთხოვნით, მას სამსახურიდან გააგდებენ, ახალს მოიყვანენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ იქ. ეს არ არის იძულებითი შრომა, როდესაც ადამიანი შრომობს და შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/130047-rogor-vebrdzolot-tsitelas-pasuxi-kvela-kitxvaze
როგორ ვებრძოლოთ წითელას - პასუხი ყველა კითხვაზე
წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომლის მაჩვენებელი 2017 წელს საქართველოში მაღალი იყო. 2018 წლის მხოლოდ ორ თვეში, უკვე დაფიქსირდა დაავადების 318 შემთხვევა. აქედან უმეტესობა, 219 აჭარაშია. იმის გამო, რომ წითელა ჰაეროვანი გზით ვრცელდება, ითვლება, რომ ის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.’ იმ კითხვებზე, რომელიც წითელასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ჩნდება, ტაბულა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა. "მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, წითელას 1000-დან ერთი შემთხვევა ფატალურად მთავრდება. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება ჩვენც გვაქვს. 2004-2005 წლების ეპიდემიის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2014-2015 წლებში კი 4 ადამიანი. 2017-2018 წლის აფეთქების დროს არ გვყავს გარდაცვლილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები გამორიცხული არ არის. წითელას საკმაოდ ბევრი შემთხვევა, განსაკუთრებით მოზრდილებსა და წლამდე ასაკის ადამიანებში, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ამ დაავადებას აქვს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, რომელსაც ჰქვია ქვემწვავე , რომელიც ვითარდება წითელას გადატანიდან რამდენიმე, შესაძლებელია 10 წლის შემდეგაც და ყოველთვის ფატალურად მთავრდება", - ამბობს პაატა იმნაძე ეპიდაფეთქება და რისკჯგუფები ეპიდემია ჯერ არა, მაგრამ ეპიდაფეთქება საქართველოში არის. კერძოდ, აჭარაში. თუმცა, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მალე მოსალოდნელია ეპიდაფეთქება სამეგრელოსა და თბილისში. რისკჯგუფებში არიან 1-წლამდე და 20-დან 40-წლამდე ასაკის ადამიანები. "ამის შეჩერება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით - ვინც არ არის იმუნური ამ ეტაპზე, აიცრას. წითელა მონახავს ყველა არაიმუნურს, რადგან ძალიან ადვილად გადადის", - ამბობს პაატა იმნაძე. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ წითურა ჰაეროვანი გზით გადადის, მისი გავრცელება მარტივია. "საკმარისია ოთახში იყო დაავადებულთან ერთად, დაავადებულმა დაახველოს ან დაილაპარაკოს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი. პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას პირველივე სიმპტომების დროს აუცილებელია ექიმის ჩარევა. "თუ არის მაღალი ტემპერატურა და ნებისმიერი გამონაყარი, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. დანარჩენი უკვე ექიმის საქმეა", - ამბობს ის. ვინ შეიძლება აიცრას? წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა საქართველოში 40 წლამდე უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ტაბულასთან ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 40 წელზე ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წითელაზე იმუნიტეტი აქვს. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულთან, სახელმწიფო მის აცრასაც აფინანსებს. ვაქცინაცია შესაძლებელია პოლიკლინიკებსა და იმუნიზაციის ცენტრში. "მოქალაქეებმა უნდა მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს. ვაქცინა აქვს ყველა პოლიკლინიკას, სადაც ზოგადად აცრები ტარდება. გარდა ამისა, აცრა შესაძლებელია იმუნიზაციის ცენტრში. გეგმიური აცრების გარდა, გვაქვს იმდენი მარაგი, რომ ყველა მსურველი აიცრას, იქნებიან ეს ბავშვები თუ უფროსები. თუ დამთავრდება, პრობლემა არ არის, რომ კიდევ შემოვიტანოთ, მთავარია მსურველი იყოს", - ამბობს პაატა იმნაძე. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციამდე წინასწარი კვლევა საჭირო არ არის. აცრის ეფექტურობა და მოქმედების "ვადა" დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, წითელას ერთი აცრის დამცველობითი ეფექტი 85-90%-ია, ორი აცრის კი 98%. "დანარჩენები დაავადდებიან, ოღონდ მსუბუქად. მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის, ამიტომ ასე ითვლება. ასევე ვამბობთ, რომ შეიძლება წითელაგადატანილსაც დაემართოს, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია", - ამბობს იმნაძე. ის არ ადასტურებს მოსახლეობის ნაწილში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვაქცინის მოქმედების ვადა 10 წელია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ახსოვს არის თუ არა აცრილი, დაავადებათა კონტროლის რეკომენდაცია აცრაა. "წითელას ორჯერადი აცრა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება, არანაირი 10-წლიანი მოქმედების ვადა. წითელა არ საჭიროებს ხელახალ აცრას, მაგრამ თუ ადამიანს არ ახსოვს ან დარწმუნებული არ არის, რომ ორჯერ არის აცრილი, ჯობია აიცრას. მესამე აცრას გვერდითი მოვლენა არ აქვს. ჩემი შვილი სამჯერ მყავს აცრილი, მესამეჯერ 2008 წელს მედიისთვის ავცერი, რათა მოსახლეობა დამერწმუნებინა, რომ ჩვენ ბავშვებს არ ვკლავთ", - ამბობს იმნაძე. რაც შეეხება რეაქციას ვაქცინაზე, იმნაძის თქმით, წითელა-წითურა-ყბაყურას აცრას გართულებები ფაქტობრივად, არ აქვს. "შეიძლება მოხდეს შეწითლება და გამკვრივება ინექციის ადგილას. სხვა მეტ-ნაკლებად სერიოზული გართულება ან გვერდითი მოვლენა პრაქტიკულად არ აქვს ამ ვაქცინას. ყველაზე მძიმე, რაც თეორიულად შეიძლება მოხდეს, ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც დაფიქსირდება ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ, სწორედ ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ 20-30 წუთი ადამიანი დარჩეს იქ, სადაც გაიკეთა ინექცია, რადგან იქ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, მოხდეს პრობლემის მოხსნა. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, თეორიულად შესაძლებელია", - აცხადებს პაატა იმნაძე. შეიძლება თუ არა აცრა ორსულობის და ლაქტაციის დროს? სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ორსულობას გეგმავს, აცრა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ ბავშვს წლამდე დაემართოს წითელა, რაც განსაკუთრებულად რთულია. "გარდა იმისა, რომ არის რისკი, ბავშვს დაემართოს წითელა წლამდე, დაავადება საშიშია ორსულობისას. განსაკუთრებით საშიშია წითურა და ეს ვაქცინა წითურასაც მოიცავს. წითურა თუ დაემართა ორსულს, ეს პრაქტიკულად განაჩენია ნაყოფისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი შემთხვევები, ეს არის პრაქტიკულად ჩვენება აბორტისთვის. ეს აუცილებლად გამოიწვევს ნაყოფის დეფექტებს. წითურასგან განსხვავებით, წითელა ორსულისთვის იმდენად საშიში არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება ბავშვს დაემართოს წლამდე ასაკში და დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ამ ასაკში", - აცხადებს იმნაძე. რაც შეეხება აცრას ლაქტაციის და ორსულობის დროს, ლაქტაციის დროს შეიძლება, მაგრამ ორსულობის დროს არც ერთი ცოცხალი ვაქცინა, მათ შორის წითელა-წითურა-ყბაყურა რეკომენდებული არ არის. "თუმცა, აშშ-ში ჩატარებულია კვლევა, სადაც 400-მდე ქალი, რომელმაც არ იცოდა რომ ორსულად იყო, აიცრა. კვლევის მიხედვით, ნაყოფისთვის უარყოფითი შედეგი არ დამდგარა. ანუ, თუ შემთხვევით ორსული აიცრება, ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ინსტრუქციით ორსულის აცრა არ შეიძლება", - ამბობს იმნაძე. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ადრე იყო რეკომენდაცია, რომ ვაქცინაცია უნდა მომხდარიყო ორსულობამდე მინიმუმ სამი თვით ადრე, რაც ბოლო პერიოდში შეიცვალა და ფეხმძიმობასა და აცრას შორის მინიმალური პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა. "ახალი გაიდლაინებით, აცრის გაკეთება შესაძლებელი ერთი თვით ადრე და არავითარი პრობლემა არ იქნება", - ამბობს იმნაძე. როგორ მოვიქცეთ, თუ გვყავს 1-წლამდე ასაკის ბავშვი? წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმიური აცრა ორჯერ, 1 და 5 წლის ასაკში ტარდება. ბავშვებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი წლამდე ასაკია, მით უმეტეს მაშინ, თუ დედა აცრილი არ არის. "როცა წითელა ემართებათ წლამდე ასაკში, ეს ნიშნავს რომ დედას არ აქვს იმუნიტეტი. თუ დედას აქვს იმუნიტეტი, ის გადასცემს ბავშვს და წლამდე ის ავად არ გახდება. წლის ასაკში კი წითელას აცრა გეგმიურად ეკუთვნის. თუ მანამდე დაემართა, შეიძლება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს. ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც 1-წლამდე ბავშვები ჰყავს, თვითონ უნდა აიცრან", - ამბობს პაატა იმნაძე. მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე არის 9 თვის და მას ჰქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულ ადამიანთან, მისი აცრა შესაძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ ეს აცრა არ ცვლის გეგმიურ აცრებს და 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია კვლავ საჭიროა. "ბავშვი წლამდე იმიტომ არ იცრება, რომ მაგ ასაკში წითელაზე იმუნიტეტს კარგად ვერ იმუშავებს. 9 თვის შემდგომ აცრა მას დაიცავს, მაგრამ სუსტ იმუნიტეტს გამოუმუშავებს და გეგმიური მაინც უნდა ჩაუტარდეს. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ წინა ვაქცინასა და გეგმიურ აცრას შორის შუალედი ერთი თვე უნდა იყოს", - ამბობს პაატა იმნაძე. რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაცია? დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აცრა არ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის კლინიკურად გამოხატული რომელიმე დაავადება ან მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. ასევე, ორსულობა და 38-ზე მაღალი ტემპერატურა. ასეთ შემთხვევებში, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ჩავლილ გაციებას, იმნაძის თქმით, ეს არ არის აცრის საწინააღმდეგო ჩვენება. უნდა "მოვიხადოთ" თუ არა წითელა და შესაძლებელია დაავდების გამეორება? წითელას გადატანა არის რისკი, ამიტომ, სპეციალისტები აცრას გვირჩევენ. რაც შეეხება დაავდების გამეორებას, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია ადამიანის იმუნიტეტზე. "ისევე, როგორც ორი აცრის შემდეგ, გადატანის შემდეგაც ვიღაცას შეიძლება დაემართოს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გადატანას ნუ დაველოდებით - გადატანის შემდგომ 1000-დან ერთი შემთხვევა ფატალურად მთავრდება და ეს მაღალი რისკია. რაც მთავარია, არავინ ვიცით ვინ იქნება ის, ვისაც შესაძლოა 10 წლის მერე პანენცეფალიტი დაემართოს. გადატანა არის რისკი, აცრა არ არის რისკი", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ წითურა, პაატა იმნაძე მათ ექიმთან კონსულტაციებს ურჩევს, რათა არ გამოეპაროთ გართულება. "ექიმმა უნდა მართოს წითელას ნებისმიერი შემთხვევა და გამოირიცხოს გართულება", - ამბობს ის. სადაურია ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის? მოსახლეობის ნაწილი ვაქცინასთან დაკავშირებით ხშირად ინტერესდება სად არის მედიკამენტი წარმოებული. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ის ევროპულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში არ შემოსულა ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ ჰქონდა. გარდა ამისა, პაატა იმნაძის ინფორმაციით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად არის მედიკამენტი წარმოებული, თუ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული მოთხოვნის გამო, აქ შემოსული ვაქცინები ამ ეტაპზე ევროპულია. "1993 წლიდან დაწყებული, არ შემოსულა ვაქცინა, რომელიც არ იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს არის ყველაზე დიდი გარანტია, ხარისხისა და უსაფრთხოების ამაზე დიდი გარანტია მსოფლიოში არ არსებობს. რაც შეეხება მწარმოებლებს, იქნება ეს ინდოეთი თუ სხვა ქვეყნები, ყველა არის დასავლური კომპანიების შვილობილი კომპანიები. უბრალოდ, უფრო იაფი უჯდებათ წარმოება, სტანდარტები კი ზუსტად იგივეა. თუ მედიკამენტი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად არის წარმოებული. მაგრამ, რადგან ქართველებს უყვართ, რომ ეწეროს - წარმოებულია საფრანგეთში ან გერმანიაში, რაც ახლა გვაქვს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, ყველა არის ევროპული წარმოების. იყო ერთი პერიოდი ამერიკული წარმოების, ახლა არის დასავლეთ ევროპული წარმოების", - ამბობს პაატა იმნაძე. მითები და ხალხური მედიცინა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ წითელას მკურნალობის ხალხური მეთოდების ნაწილი მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული არ არის. "მაგალითად, წითელის ჩამოფარება ფანჯრებზე - აქ არ არის აუცილებელი წითელი იყოს და შესაძლებელია ლურჯიც იყოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წითელას დროს ავადმყოფს კონიუქტივიტი აქვს და მზის სხივი აღიზიანებს. ხალხურად ეს წითელ ფერზე არის გადასული, მაგრამ მიზანი ისაა, რომ ავადმყოფი არ უნდა გაღიზიანდეს. მეორე მოსაზრებაა, რომ მამამ და ბაბუამ არ უნდა დალიონ. ამასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და მიზანი ისაა, რომ ბავშვს ნერვები არ მოუშალონ, უნდა იყოს მაქსიმალურად წყნარ, მშვიდ გარემოში. ყველა ხალხურ მეთოდს ვემხრობი, გარდა იმისა, რომ დავამატოთ აცრა, თუ შეიძლება", - ამბობს პაატა იმნაძე. რაც შეეხება სკეპტიციზმს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, იმნაძის თქმით, ამის მიზეზი გახდა 90-იან წლებში ბრიტანელი ექიმის სტატია, რომელიც საქართველოში მხოლოდ ბოლო წლებში გავრცელდა, ძირითადად რუსული წყაროებით. "90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთმა ბრიტანელმა ექიმმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეს აცრა აუტიზმთან დააკავშირა. ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა სამეცნიერო წრეებში, ინგლისში ჩავარდა ვაქცინაცია და დაიწყო წითელას ეპიდემია. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს იყო აფიორა, ფული ჰქონდა აღებული ამ ადამიანს და ჩამოართვეს საექიმო პრაქტიკის უფლება. სტატია ამოიღეს ჟურნალიდან. მაგრამ იმ ინფორმაციამ, რაც დასავლეთში ტრიალებდა 90-იანების ბოლოს, ჩვენამდე მოაღწია რუსული მედიის გავლით და ახლა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ზოგიერთი ჩემი კოლეგა ახლა ამბობს იმას, რაც 2000-იანი წლების შუისთვის უკვე გარკვეული იყო, ჩატარდა კვლევები და კატეგორიულად უარყოფილია ყოველგვარი კავშირი აუტიზმთან. დამტკიცდა, რომ ის სტატია იყო აფიორა და კრიმინალი. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას ჯერ არ მოუღწევია ჩვენამდე", - ამბობს პაატა იმნაძე. ძირითადი ინფორმაცია წითელას შესახებ (NCDC):გამომწევი: გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი. გადაცემის გზები: ვრცელდება ჰაეროვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინების და ხველების დროს. ასევე, ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი. სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე. გართულებები: პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით. ორსულობის პერიოდში წითელა შესაძლებელია გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/117508/
რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის
მაშინ როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში, მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები რჩებიან კვლავ, ვინც სასტიკად წინააღმდეგია აცრის. ახლა, ეპიდემიის დროს, ასეთი მშობელი აცხადებს, რომ მის შვილს ნამდვილად გადატანილი აქვს წითელა. საქმე ის არის, რომ წითელა და წითურა იმდენად გავს ერთმანეთს, თუ ლაბორატორიული კვლევა არ ხდება, ძალიან რთულია ამის დიფერენცირება დღეს” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ წითელათი დაავადებული პაციენტების 50 პროცენტი ერთ წლამდე და 16 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები არიან. „ფაქტია, იმუნური ფონი არსებობს საქართველოში, რომ ყოფილიყო მისი დეფიციტი, უფრო მძიმედ წავიდოდა ეს დაავადება. მოგეხენებათ, წითელა ყოველთვის არ მიმდინარეობს მსუბუქად. წითელა იმით არის საშიში, რომ მას ძალიან ძლიერი გართულება ახასიათებს, სხვა მართვად დაავადებებთან შედარებით. წითელათი დაავადებული ის 16 ადამიანი, რომელიც ახლა წევს სტაციონარში, უმეტესად წითელას მსუბუქი ფორმით არიან, ძალიან ცოტა – საშუალო [სიმძიმის] ფორმით. იმუნური ფონი არსებობს, განსაკუთრებით წლიდან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში იმიტომ, რომ ამ ასაკში [თუ აცრილია სრულყოფილად] დაავადებულები ფაქტიურად არ არსებობს და არ გვყავს” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. წითელას მყარი იმუნიტეტი ახასიათებს, ამიტომ იგი განმეორებით არ ემართება ადამიანს, მისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება კი აცრაა. მთავარი, სიახლეებიია ფრანგიშვილი - 22.02.2018 რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის მაშინ როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში, მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები რჩებიან კვლავ, ვინც სასტიკად წინააღმდეგია აცრის. ახლა, ეპიდემიის დროს, ასეთი მშობელი აცხადებს, რომ მის შვილს ნამდვილად გადატანილი აქვს წითელა. საქმე ის არის, რომ წითელა და წითურა იმდენად გავს ერთმანეთს, თუ ლაბორატორიული კვლევა არ ხდება, ძალიან რთულია ამის დიფერენცირება დღეს” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. FB კომენტარები წითელაზე აცრის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ წითელათი დაავადებული პაციენტების 50 პროცენტი ერთ წლამდე და 16 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები არიან. „ფაქტია, იმუნური ფონი არსებობს საქართველოში, რომ ყოფილიყო მისი დეფიციტი, უფრო მძიმედ წავიდოდა ეს დაავადება. მოგეხენებათ, წითელა ყოველთვის არ მიმდინარეობს მსუბუქად. წითელა იმით არის საშიში, რომ მას ძალიან ძლიერი გართულება ახასიათებს, სხვა მართვად დაავადებებთან შედარებით. წითელათი დაავადებული ის 16 ადამიანი, რომელიც ახლა წევს სტაციონარში, უმეტესად წითელას მსუბუქი ფორმით არიან, ძალიან ცოტა – საშუალო [სიმძიმის] ფორმით. იმუნური ფონი არსებობს, განსაკუთრებით წლიდან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში იმიტომ, რომ ამ ასაკში [თუ აცრილია სრულყოფილად] დაავადებულები ფაქტიურად არ არსებობს და არ გვყავს” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. წითელას მყარი იმუნიტეტი ახასიათებს, ამიტომ იგი განმეორებით არ ემართება ადამიანს, მისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება კი აცრაა. წითელა ცნობილ ინფექციურ დაავადებათაგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდებია. თითქმის ყველა ვინც არ არის აცრილი წითელაზე, მასთან შეხების დროს – ავადდება. ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ წითელას ვირუსის შემოსვლისას, პირველ რიგში ვირუსი ემართება აუცრელ მასას, მერე თუ ძალიან გავრცელდა – არასრულად (ანუ ორიდან მხოლოდ ერთხელ) აცრილ მასას და ასე ეტაპობრივად, “რა თქმა უნდა ახლაც, ასე იმიტომ გავრცელდა, რომ დახვდა აუცრელი ფონი. ჩვენთან რომ ყოფილიყო 90% აცრილი, რა თქმა უნდა არ გავრცელდებოდა ეს დაავადება”. რატომ ეშინიათ აცრის? ნანა ჯინჭარაძე განმარტავს, რომ აცრასთან დაკავშირებული შიშები და ეჭვები მშობლებში, ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მძიმე რეაქცია რაც კი დადასტურებულა, ანაფილაქსიური შოკია [ალერგიული რეაქცია] და “ამ შოკიდან ბავშვის გამოყვანა შეიძლება, წითელას გართულების შემდეგ დატოვებული დაზიანება კი მთელი ცხოვრება მიჰყვება ბავშვს. თუ აცრა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, ბავშვი სრულიად დაზღვეულია. წითელა-წითურას ვაქცინა, რომელიც ჩვენთან გამოიყენება, ბელგიურია და მას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ადრე გვქონდა ვაქცინა, რომელიც მცირე რაოდენობით კვერცხის ცილის შემცველი იყო და ვისაც ალერგია ჰქონდა კვერცხზე, მისთვის უკუჩვენება იყო. ბოლო 10 წლის გნავლობაში არ გვინახავს არანაირი გართულება ამ აცრის შემდეგ” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. როგორ მუშაობს ვაქცინა? ორგანიზმს აქვს ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დაცვის – იმუნური სისტემა. იგი წარმოშობს ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და იცავენ ორგანიზმს მათთგან. თუმცა, არსებობს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება, მათი გართულებები კი სიცოცხლისათვის საშიშია. სწორედ ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია [იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით]. ისევე როგორც წითელას გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რომელსაც ახასიათებს მუდმივი იმუნიტეტი, ასევეა ვაქცინაც – ორგანიზმში შედის ვაქციანა ანტიგენით [ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება], მის საწინააღმდეგოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომელიც მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში „და მომავალში ვირუსთან კონტაქტისას, თუ ანტისხეული აქვს ადამიანს ორგანიზმში, იგი იგნორს უკეთებს ანტიგენს და დაავადება აღარ იწყება“ – განმარტავს სპეციალისტი. ასოციაცია „გენეზისი“: ვაქცინები იმუნობიოლოგიური პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ან ვირუსის ცოცხალ ან დახოცილ ფორმებს ან იმ ნივთიერების მცირე ნაწილს, რომელსაც ბაქტერია ან ვირუსი გამოიმუშავებს (ანატოქსინს). ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ორგანიზმში გარედან ხელოვნურად შეყვანილ, იმუნური რეაქციის გამომწვევ, ამ ფაქტორებს ანტიგენები ეწოდება. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომლებიც ებრძვის ინფექციას. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებისაგან. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის მხრივ, საქართველოს კარგი მაჩვენებელი ჰქონდა. კარგ მაჩვენებლად ითვლება 95%. თუმცა, როგოორც აღმოჩნდა, წითელას მასიურ გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ყოველწლიურად აცრის გარეშე დარჩენილმა იმ 5%-მა და იმუნიზაციის მხრივ გაურკვეველი სტატუსის მქონე 40 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობამ (ადრე მხოლოდ მონოვაქცინა იყო წითელა) შეიტანა. ჯანმოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც წითელას ელიმინაციას ცდილობს, ანუ შემთხვევების ნულამდე დაყვანას. „როცა არ იქნება წითელა, აღარ იქნება ვაქცინა საჭირო, ისევე როგორც გაქრა „ყვავილი“, აღარ გვაქვს ყვავილის შემთხვევები. საქართევლოს პოლიტიკა არის პოლიომილიტის და წითელას ვირუსების აღმოფხვრა. წითელას ელიმინაცია ბევრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, გაგვიგრძელდა. როცა წითელას შემთხვევები ნულამდე დავა, შეგვეძლება წითელას ვაქცინა ამოვიღოთ, ამას ალბათ კიდევ 10 წელი დასჭირდება” – ამბობს ნანა ჯინჭარაძე. ახლახან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს წითელას შემთხვევები ევროპაში ოთხჯერ გაიზარდა, წინა წელთან შედარებით, კერძოდ: ჯანმო: 2017 წელს წითელას 21 315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 35 ლეტალური შედეგით დასრულდა. მაშინ როცა 2016 წელს რესგისტრირებული იყო, ამ დაავადების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი – 5273 შემთხვევა. ჯანმოს ცნობით, წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდა ევროპის რეგიონის ყოველ მეოთხე ქვეყანას შეეხო. შემთხვევების მკვეთრი ზრდა, მათ შორის ეპიდაფეთქებები [100-ზე მეტი შემთხვევა], რეგიონის 53 წევრი-ქვეყნიდან 15-ში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად რუმინეთი დაზარალდა [5 562 შემთხვევა], შემდეგ იტალია [5 006 შემთხვევა] და უკრაინა [4 767 შემთხვევა]. ჯანმოს ცნობით ამის მიზეზი, საყოველთაო გეგმიურ იმუნიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. მათივე ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლის მაჩვენებლისა, წითელას შემთხვევების შემცირების მხრივ, მთლინობაში პროგრესი მაინც შეინიშნება.
---
22.02.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/117674/
რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა – კვლევის შედეგები
დალი ტრაპაიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში აკვირდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს საქართველოში და მათ შორის, აჭარაშიც. 2018 წლის თებერვალში მან ქობულეთში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა კვლევა – „რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობისა და სიკვდილობის მონაცემები აჭარის პოპულაციაში“. „ბათუმელები“ მას კვლევის შედეგების შესახებ ესაუბრა. ქალბატონო დალი, კონკრეტულად რა მონაცემები გაქვთ, რა ტიპის დაავადებებზეა საუბარი? რეპროდუქციულ ქალთა ასაკი მოიცავს 15-49 წელს. ეს განსაკუთრებული რისკის ჯგუფია, რადგან ამ ასაკის ქალებს აქვთ ფიზიოლოგიური სტრეს-ფაქტორები, ესაა: ორსულობა, მშობიარობა, ლოგინობის ხანა და ასე შემდეგ. საქართველოში ყოველწლიურად რეპროდუქციული ასაკის 900-მდე ქალი კვდება. პირველ ადგილას, სიკვდილიანობის მიზეზის თვალსაზრისით, არის ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილას – ე.წ. გარეგანი მიზეზები, ესაა ტრავმა, სუიციდი და ა.შ. მესამე ადგილას არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ეს მონაცემებია როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში. შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ ციფრებზე? სიკვდილის მიზეზებს შორის 45 პროცენტამდეა ონკოლოგიური დაავადებები, მეორე ადგილზეა გარეგანი მიზეზები, ტრავმები და ა.შ. ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 13 პროცენტია რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევაში. ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არის ავადობისა და სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი. წლების განმავლობაში იყო მითი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლება (ეს არის თავის ტვინის ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია) არის მამაკაცების დაავადება და არა ქალების, მაგრამ ბოლო წლებმა ეს მითი დაამსხვრია, რადგან ნომერ პირველი მკვლელი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში არის სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ბოლო მონაცემების გაანალიზებისას ცხადი გახდა, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში მოიმატა ე.წ. უეცარი სიკვდილის შემთხვევებმა, როცა ქალი მოკვდა ძილში, დილას იპოვა მეუღლემ გარდაცვლილი და ა.შ. უეცრად გარდაცვლილ ქალებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ სიმპტომი და დადგა სიკვდილი რისკის შეფასების გარეშე. ამიტომ ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ხშირად სიმპტომი შეიძლება იყოს არადიფერენცირებული ჩივილი, დაღლა, გაუცნობიერებელი ჩივილი… ასეთ დროს ქალი ფიქრობს, რომ ეს გულს არ უკავშირდება. საჭიროა პრევენციული ხასიათის ვიზიტი ექიმთან, საქართველოში კი სიმპტომის გარეშე ადამიანი ექიმთან არ მიდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურად დადგა კვლევის შედეგების გაანალიზებისას. რა არის ამის მიზეზი? ამის პირველი მიზეზი გახლავთ გათვიცნობიერების დეფიციტი მოსახლეობაში. ქალებში ეს არის გამოწვეული იმ მითით, რომ თითქოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თრომბოემბოლია ქალებს არ ემართებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალებში გულსისხლძარღვთა დაავადებები განსაკუთრებით სპეციფიკურად მიმდინარეობს, ხშირად არადიაგნოსტირებულია და მკურნალობის გარეშე რჩება. ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა ქალს აქვს ჰიპერტენზია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს დროებითი და სიტუაციური მოვლენაა, ანუ კავშირშია რაღაც სტრესთან და ა.შ. როცა აუწევთ წნევა, მაშინ იღებენ წამალს და ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი არ არის გაცნობიერებული. ეს გახლავთ ყველაზე არასწორი მკურნალობა. თანამედროვე წნევის დამწევ, სისხლძარღვების დამცავ პრეპარატებს აქვთ ასეთი თვისება – ისინი მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ასე ვთქვათ, იკრებენ ძალას, ხოლო როცა პაციენტი ეპიზოდურად იღებს მედიკამენტს, პრეპარატი ყოველ ჯერზე თავიდან „იქოქება“ და სასურველი ეფექტი არ დგება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „წნევა რომ ამიწევს, მაშინ დავლევ“ – არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ერთ კვირაში რომ არ აქვს ეფექტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს ეფექტი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ან დოზის გაზრდაა საჭირო, ან კომბინირებული მკურნალობა. ძალიან აქტუალური და მტკივნეული საკითხია ჩვენთან, რომ მოსახლეობამ ნაკლებად იცის ხანგრძლივი მკურნალობის სარგებელი. არის მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პრევენციას. ქალმა, რომელიც შედის რისკჯგუფში, მაგალითად, მოიხმარს თამბაქოს, აქვს ჭარბი წონა, ჰიპერტენზია რომ არ დაემართოს, კორექცია უნდა გაუკეთოს რისკფაქტორებს, მავნე ჩვევებზე უარი თქვას, სუფრის მარილისადმი დამოკიდებულება შეცვალოს და ა.შ. ყველაფრის სათავე არის გაცნობიერება, სწორი ინფორმაციის ქონა. ჩუმ მკვლელს უწოდებენ ჰიპერტენზიას, რადგან სანამ ისეთ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს, როგორიცაა თავის ტვინი და გული, მანამდე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომაც, ყველაზე სასარგებლო და ეფექტური მკურნალობისას, როგორც ქალებში, ისევე მამაკაცებში, არის პირველადი ჯანდაცვა, ამ რგოლის კარგი მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. როგორია მამაკაცთა შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი ქალებთან შედარებით? გულ-სისხლძარღვთა დაავადებები „პრიორიტეტად“ რჩება მამაკაცთა შორის, მაგრამ არის პათოლოგიები, რაშიც ქალები „ვლიდერობთ“. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ასევე მოციმციმე არითმია უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები მამაკაცებში უფრო ხშირია. არის გარკვეული ასაკი მენოპაუზამდე, როცა მამაკაცებში ეს დაავადებები უფრო ჭარბობს, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ, დამცველობითი ფაქტორი ქალისა, აღარ არსებობს. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში განსხვავებული მდგომარეობა არის რეპროდუქციული ასაკის ქალთა ავადობის თვალსაზრისით? განსაკუთრებული თავისებურება ქრონიკული დაავადებების მხრივ არის ის, რომ იკვეთება მეტაბოლური ხასიათის დაავადებები, რაც კავშირშია რეგიონში კვების თავისებურებასთან, რაციონში შემავალი ცხიმის სიჭარბით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო წლებში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების თვალსაზრისით აჭარა უპირატეს ჯგუფში აღმოჩნდა, შემთხვევებმა იმატა. რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აჭარაში განსაკუთრებული რეგიონული მახასიათებელი არ იკვეთება. უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, ქრონიკული დაავადებები არ იკურნება, მაგრამ წარმატებულად კონტროლდება, რაც მკვეთრად ამცირებს სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს.
---
22.02.2018
მიხეილ ჯანელიძე - გვინდა, ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს
გვინდა, რომ ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკვე თავისუფალი მიმოსვლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში 220 ათასმა ადამიანმა ისარგებლა და მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ეს ყველაფერი გამოიყენა ბიზნეს კავშირების გასაღრმავებლად და ა.შ. ჯანელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა ვიზალიბერალიზაცია მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. "ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ვუპასუხოთ იმ წუხილებს, რომელიც გაჩნდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, პირველ რიგში ორმხრივი ფორმატების ფარგლებში. მოგეხსენებათ, შს მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა ვიზიტით გერმანიაში, ავსტრიაში და იგეგმება მისი ვიზიტები სხვა ქვეყნებში, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ასევე, რა თქმა უნდა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რეგულაციებზე ქვეყნის შიგნით. ჯერ ადრეა ვისაუბროთ კონკრეტულ რეგულაციებზე. მოგეხსენებათ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს გვარის ცვლილების რეგულაციებზე, რათა რეადმისირებული პირის მიერ არ მოხდეს გვარის გადაკეთება და შემდეგ დაბრუნება ევროპაში. გვინდა, რომ დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს", - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, დრო სჭირდება, რომ გადაიდგას ნაბიჯები, მათ შორის პარტნიორებთან კონსულტაციით, რომელიც ზედმეტად შემზღუდველი არ იყოს. "ჩვენა აქტივობებს აქვს პოზიტიური გამოხმაურება და პოზიტიურად არის შეფასებული ევროკავშირის და მისი ქვეყნების მხრიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ სწორედ ასეთი აქტიური თანამშრომლობით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს და ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ჯანელძემ. კითხვაზე, როგორ დაიცავს საქართველო იმ პირების უფლებებს, რომლებიც ევროპაში მიდიან არა კრიმინალური მიზნით, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჯანელძემ უპასუხა, რომ საქართველო დაიცავს ყველა ადამიანის კანონიერ უფლებას, თუმცა რეადმისია არის ის პროცესი, რომელიც შეთანხმებულია ორ სახელმწიფოს შორის და ჯდება ყველა საერთაშორისო ნორმაში. „რეადმისიის განხორციელების უფლება აქვს ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მივიღებთ რეადმისირებულ მოქალაქეებს საქართველოში. აქ არანაირი საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც რეადმისიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ჩვენ ჩვენი საკონსულოების მეშვეობით პროცესს აქტიურად გავაკონტროლებთ, რათა არ იყოს გადაცდომები და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი უფლებები იყოს დაცული. რაც შეეხება ჯანდაცვის და სხვა ტიპის სოციალურ პრობლემებს, უნდა ითქვას, რომ თავშესაფარი პირველ რიგში ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური დევნის ან ადამიანის უფლებების კუთხით დევნის შესაბამისი საფრთხე თავის ქვეყანაში. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის 7 წევრი სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ამ მოთხოვნებს აქვს ძალიან მცირე შანსი დაკმაყოფილების. რაც შეეხება სოციალურ პირობებს, საქართვერლო დღეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ისეთივე სოციალური დაცვა შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს, როგორიც მაგალითად გერმანიას ან სხვა ქვეყანას, მაგრამ სოციალური პირობების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს თავშესაფრის მოთხოვნის სარგებელს. საქართველო თავის მოქალაქეებს სთავაზობს საყოველთაო ჯანდაცვას და სხვა პირობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შესთავაზოს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უკიდურესი გაჭირვების გამო ითხოვდნენ თავშესაფარს, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვიც მცირდება ჩვენს ქვეყანაში და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ უფრო გაძლიერება და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენა, სწორედ ამისთვის არის საჭირო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ სწორად გამოვიყენოთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და ეს პროცესი გაგრძელდეს წარმატებულად მომავალში, რათა ჩვენს ახალგაზრდა მთავრობებს შევუნარჩუნოთ ევროპული მომავალი“, - განაცხადა მინისტრმა.
---
ბეჭდვითი მედია
23.02.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხზე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გასაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დასაძლევად სახელმწიფო პოლიტიკის განხილვას ემსახურებოდა. მხარეებმა დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეები ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გადამწყვეტ როლზე შეთანხმდნენ და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს. ფორუმზე მხარეებმა ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, ადგილობრივ დონეზე რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ინკლუზიური მომსახურებები, შშმ ბავშვების, მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკები, ცენტრალურ, მუნიციპალურ დონეზე არსებული მომსახურებები, სოციალური დაცვის პროგრამები, გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და მუნიციპალურ დონეზე მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების სქემების შემუშავებაზე იმსჯელეს. ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო დეცენტრალიზაციის, ასევე 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აისახება. სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის შემცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მუნიციპალიტეტები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ფორუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროკავშირთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, სამთავრობო, არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
---
23.02.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
აეროპორტის ავტობუსში ღამით უსახლკაროები ცხოვრობენ
---