From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-23.03.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com
Received On : 23.03.2018 07:48
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 3.03.2018

ტელევიზია

22.03.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 20:00

საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ბრუნვის სფეროში კონტროლს გულისხმობს. დღესვე საქართველოსა და ბელორუსის ჯანდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.( მეორე ვიდეო ფაილი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5118996

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5118298

---

 

22.03.2018

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

ფარმაცეპტული კომპანია GMP ბელარუსში ქართული წარმოების მედიკამენტების ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად ბელარუსში უკვე რეგისტრირებულია 12-მდე ქართული წარმოების პრეპარატი და კიდევ რამდენიმე პრეპარატის რეგისტრაციაზე მიდის მუშაობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5119067

---

 

22.03.2018

არხი: I არხი  

გადაცემა:   მოამბე 21:00

საქართველოში წითელას ეპიდემია არ შეჩერებულა და მისი ფართოდ გავრცელების საშიშროება კვლავ არსებობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფექციის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველაზე რთული ვითარება კი აჭარაშია, სადაც ადგილი აქვს ეპიდაფეთქებას. ინფირიცრების შემთხვევები მატულობს თბილისსა და სამეგრელოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გააქტიურებისა და აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5119056

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5118747

---  

 

22.03.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა:   იმედის დილა

2017 წელს შვილად აყვანის შესახებ კანონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კანონი უფრო მომთხოვნი გახდა მშვილობელი კანდიდატების მიმართ. კანდიდატებმა შვილად აყვანამდე აუცილებლად უნდა გაიარონ სპეციალური მომზადება. სოციალური მომსახურების სააგენტო უფრო სიღრმისეულად სწავლობს პოტენციური მშვილებლობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მათ ფსიქოსოციალურ პორტრეტს. როგორც სააგენტოში ამბობენ, შეცვლის შემდეგ კანონმდებლობა უფრო მოერგო ბავშვის ინტერესებს და ის ჰააგის კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5116587

---

 

22.03.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე როგორც უნებართვო მშენებლობაზე და პროექტით დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5118990

---

 

22.03.2018

არხი:           I არხი  

გადაცემა:   მოამბე 15:00

ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. საქონლის ხორცის დამუშავება და რეალიზაცია კერძო სახლში განხორციელდა. სამი პაციენტიდან ერთი ბინაზე, ორი კი სტაციონარში მკურნალობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5117950

---

 

22.03.2018

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დღე

ქიმიური საყოფაცხოვრებო გამოყენების პირველადი ნივთები. ესაა საპონი, შამპუნი. რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოში ამის კონტორლი არ ხდება. რა შედეგები მოაქვს ამას ჩვენი ჯანმრთელობისთვის? კონტროლდება ეტიკეტი, ვადა, მაგრამ არ კონტროლდება შიგთავსი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას  ევროპარლამენტის რეგულაციებთან  შესაბამისობაში მოიყვანაზე იმუშავებს,  თმცა როდიდან შეიქმნება შესაბამისი რეგულაციები ჯერჯერობით გაურკვევალი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5117305

---

 

22.03.2018

არხი:           მაესტრო  

გადაცემა:   ახალი ამბები 11:00

დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ზაზა ავალიანი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5117229

---

 

22.03.2018

არხი:           ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა:   მთავარი 21:00

ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთი, ამჯერად საუბარია არა სახიფათო თამაშში სავარაუდო ჩართვაზე, არამედ შეთავაზებაზე. მესამეკლასელი ბავშვის დედა გვიყვება, რომ მოზარდს რამდენიმე უცხო ნომრიდან დაურეკეს და თამაშში ჩართვა ჯერ შესთავაზეს, მოგვიანებით კი დაემუქრნენ. გამოძიება მშობლის შეტყობინების საფუძველზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. ისევე, როგორც ხელვაჩაურის შემთხვევაში, ახლაც კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს სოციალური მომსახურების სააგენტო. შეგახსენებთ, სააგენტომ ბოლო პერიოდში აჭარაში თამაშში ჩართვის 5 შემთხვევა დააფიქსირა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5118889

---  

 

ინტერნეტი

22.03.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=66957

დავით სერგეენკო: პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც არის მაღალი დონის პოლიტიკური გზავნილი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. აქვე, მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. „მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ეს ნამდვილად დიდი ტკივილია და ქედს ვიხრი ამ ადამიანის წინაშე. საქართველოს მთავრობამ მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომელიც ძალიან მძიმე იყო მთელი ქვეყნისთვის, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო გარდაცვლილი გმირის ცხედრის გადმოსვენება. ეს იყო მუშაობა რამდენიმე მიმართულებით და გამოკვეთილი იყო რეზოლუცია, რომელიც არის ყველაზე უფრო მაღალი დონის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც შექმნა საქართველოს პარლამენტმა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეს იმ უკანონობების შესახებ, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხდება ამ რეგიონებში", - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გუშინ, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=66958

დავით სერგეენკო: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა. „ვფიქრობ, ძალიან მალე დაიწყება ოფიციალური კონსულტაციები. ალბათ, კონსულტაციები იქნებოდა, თუმცა ოფიციალურად, რომელშიც ალბათ, მეც მივიღებდი მონაწილეობას, არ დაწყებულა. ჩემთვის უცნობია, რომ მომავალი კანდიდატის შერჩევა მოხდეს გენდერული ნიშნის მიხედვით. ეს ალბათ, მოხდება იმ ნიშნით, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ალბათ, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი ხედვა, მათ შორის მეც, მაგრამ ამის ცალსახად გაცხადებისგან თავს შევიკავებ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ წუთის მდგომარეობით, ისევე როგორც რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით, ჩემთან მიმდინარე კონსულტაციები არ ყოფილა და არ იქნება. ნამდვილად არ მაქვს პოლიტიკური გეგმები", - განაცხადა სერგეენკომ.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/190047-sergeenko-prezidentobaze-ar-maqvs-politikuri-gegmebi.html?lang=ka-GE

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=62541

მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციას დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციასა და მწვანე აქციას დაესწრო. მან ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა და ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად მიიღო. მაია ლაგვილავამ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაც დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ პაციენტები პირადად მოინახულა და სპეციალური საჩუქრები გადასცა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება და მიზნად ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/484530-tuberkulozis-da-filtvis-daavadebatha-erovnuli-centris-teritoriaze-pacienttha-sakonsultacio-sivrcis-prezentacia-da-mtsvane-aqcia-moetsyo.html?ar=A

პია.ჯი- https://pia.ge/post/193362-ministris-moadgilem-tubdispanseris-axalgaxsnili-centri-daatvaliera

---  

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tsitelas-gavrtselebis-safrtkhe-djer-ar-shecherebula-paata-imnadze/41209

წითელას გავრცელების საფრთხე ჯერ არ შეჩერებულა - პაატა იმნაძე

კლინიკა “პიმეოს” სამედიცინო პერსონალი წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაციის აქციაში ჩაერთო. კლინიკის რამდენიმე თანამშრომელს დღეს ადგილზე ვაქცინაცია ჩაუტარდა. მათ ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ ვაქცინაციის პროცესში. კლინიკის სამედიცინო სისტემის გენერალური დირექტორის, იაგო კალანდაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათ ვაქცინები გადასცა, რომლითაც მედპერსონალის სრული მოცვა მოხდება. ყოველდღიურად საჭიროების შემთხვევაში, მათთან იმუნიზაციის კაბინეტი იმუშავებს. კლინიკაში ასევე იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს, რადგან ისინი შეიძლება თავად გახდნენ წითელათი ავად, ან დაავადება პაციენტებს გადასდონ. ამდენად, იმნაძემ მოუწოდა სამედიცინო პერსონალს, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაიტარონ. “წითელას გავრცელება გურიიდან დაიწყო. გურიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედპერსონალი გახდა ავად, შემდეგ კი მათგან ერთ-ერთ აჭარელ პაციენტს გადაედო, რომელმაც წითელას დაავადება აჭარაში შეიტანა. ამიტომ, ვთხოვ კოლეგებს, ჩაიტარონ აცრა და იყვნენ დაცულები თვითონ და მათი პაციენტები”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, დღეისთვის წითელას 400-ზე მეტი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული, მათგან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია, თუმცა შემთხვევები მატულობს თბილისსა და სამეგრელოში. იმნაძის ინფორმაციით, დღეისთვის არაგეგმიურად 20 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი. 40 წლამდე ვაქცინაცია უფასოა, 40 წლის შემდეგ კი უფასოდ აიცრებიან ასევე ის პირები, რომლებიც კონტაქტში იყვნენ წითელათი დაავადებულ პაციენტთან. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 40 წელს ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაავადებაზე იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/484430-paata-imnadzem-samedicino-personals-moutsoda-tsithela-tsithura-ybayuras-vaqcinacia-chaitaron.html?ar=A

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/387840

“მანანა იცოცხლებს და ჩვენ მას დავეხმარებით”

“…ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ახალი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია…” მშობელს არაფერი ისე არ უკლავს გულს, როგორც შვილის ავადმყოფობა. რა წარმოუდგენელი სულიერი ტკივილი ეუფლება ამ დროს ადამიანს, რომლიც ათვითცნობიერებს, რომ სრულიად უძლურია და ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელ არსებას, მათ შორის ვერც საკუთარი სიცოცხლის გაღებით… თუმცა, ფარ-ხმალის დაყრა გამოსავალი არ არის. საჭიროა თავდაუზოგავი ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის! 15 წლის მანანა ღვინჯილია ღვიძლის დაავადებისგან იტანჯება. 7 წლის წინ ბავშვი უცებ ცუდად გახდა, გრძნობა დაკარგა და ძირს დაეცა. როდესაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმები დიდხანს იკვლევდნენ თუ რა სჭირდა მანანას, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისთვის დიაგნოზის დადგენა და ძვირადღირებული მკურნალობის დანიშვნა. ღვინჯილიების დიდ ოჯახს ერთი წუთითაც კი არ უფიქრია ხელის ჩაქნევა და „მოლოდინის“ რეჟიმში ყოფნა. სასწრაფოდ გაყიდეს საკუთარი სახლი და თანხა მანანას მკურნალობას მოახმარეს. დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ მიუვალ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. უფრო სწორად, თავი შეაფარეს წინაპრების ნახევრად დანგრეულ, პატარა ფიცრულ სახლს. მანანა კი მამამ თბილისში წაიყვანა, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ გოგონას მკურნალობა. „მზად ვარ სიცოცხლე გავწირო შვილისთვის, მაგრამ ახლა მე მას ყველაზე მეტად ვჭირდები. ღმერთს ვევედრები, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დადგეს”,- ამბობს მანანას მამა იაგო, რომელიც ქალიშვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს. მანანას ორგანიზმი რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო სუსტდება და გამუდმებულ ყურადღებას ითხოვს. იაგო ვერ იწყებს მუშობას, რადგან ვერ ტოვებს შვილს მარტო. თუ სადმე ორი კაპიკი იშოვა, ყველაფერი შვილის სპეციალურ კვებაზე და მედიკამენტებზე იხარჯება, თავად კი ხშირად მშიერი რჩება. მანანას დედა ვერ ჩამოდის ხშირად შვილის სანახავად, რადგან ვერც ბავშვებს ტოვებს მარტო და არც ტრანსპორტის ფული აქვს. ამასწინათ მანანა ისე შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაცია. ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ახალი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია. მეგობრებო, მოდით შევიდეთ მათ მდგომარეობაში და არ მივცეთ ავადმყოფობას იმის საშუალება, რომ ხელიდან გამოსტაცოს მშობლებს ეს ბავშვი! თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მანანა ღვინჯილიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ღვინჯილია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან: აკეთე სიკეთე და იცხოვრე სიყვარულში!

პია.ჯი- https://pia.ge/post/193373-manana-icocxlebs-da-cven-mas-davexmarebit-

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/193371-yvelasgan-gankicxulni

ყველასგან განკიცხულნი

შეუძლებელია, ამ ფოტოს ტკივილით რომ არ შეხედო, ხოლო თუ თქვენ თავად მოინახულებთ ამ გოგონებს, გაოგნდებით ნანახით! იქ ისეთი რთული მდგომარეობა სუფევს, რომ გული მოგიკვდებათ. ეს არის აბსოლუტური სიღარიბე სასოწარკვეთის ფონზე! ჩალიგავების ოჯახი სასწრაფო შველას ითხოვს, თუმცა დახმარების ხელი ჯერ არავის გაუწოდებია... 24 წლის ასმათი და 17 წლის თინათინი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემებით დაიბადნენ. სამწუხაროდ, მათ მშობლებს არ გააჩნდათ მატერიალური საშუალება, რომ ემკურნალათ ბავშვებისთვის, მიეცათ მათთვის სპეციალური განათლება გარე სამყაროსთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამ გოგონების ცხოვრება ტკივილით და სევდით არის სავსე. ღმერთმა აშოროს ყველას ის მწარე ბედი, რაც მათ ერგოთ. ჩალიგავების ოჯახი ფოთთან ახლოს ცხოვრობს საშინელ პირობებში. თუ მათ ადგილზე იხილავთ, თავს ცრემლებისგან ვერ შეიკავებთ. უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ეს ადამიანები ასეთ უმძიმეს ყოფას. სოციალური შემწეობა მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე ჰყოფნით, ძვირადღირებულ წამლებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ასე ჰაერივით სჭირდებათ, ვერ ყიდულობენ. ასმათი და თინათინი ძალიან მოსიყვარულე გოგონები არიან. თუ ათასში ერთხელ ვინმე მოინახულებს, ისინი მზად არიან ჩაეხუტონ მას და ადამიანური სითბო იგრძნონ... მაგრამ სამწუხარო ის არის, გოგოებს, ფაქტიურად, ყველა გაურბის, ახლობელიც და შორეულიც, არავინ აკითხავს და არავის სურს მათთან ურთიერთობა...მართლაც, რომ ძალიან ცუდი ფაქტია! „ღმერთს შევთხოვ, რომ გადმოგვხედოს და შეუმსუბუქოს ჩემს ქალიშვილებს ცხოვრება“, - ამბობს ასმათის და თინათინის დედა, რომელიც ლამის სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავს გადარჩენის იმედს! საცხოვრებელში, პრაქტიკულად, არაფერია მთელი. ყველაფერი - ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, თეთრეული ...არის ძველი და გამოუსადეგარი. იატაკი დიდი ხანია დალპა, ხოლო სახურავიდან წვიმა თქეშით მოედინება... ერთი სიტყვით, აბსოლუტური სიღარიბე სუფევს! თუ ამ ადამიანების ცხოვრებაში გამოჩნდება დამხმარე ხელი, ეს იქნება უზარმაზარი ბედნიერება მათთვის. დიახ, ასმათს და თინათინს, ასევე მათ შეჭირვებულ ოჯახს, სჭირდებათ: წამლები, პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, თეთრეული... მათი ცხოვრება ახლა ბეწვზე ჰკიდია და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის მეშვეობით იგი არ გაწყდება! მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ჩალიგავების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ასმათ და თინათინ ჩალიგავები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/306-chaligava/ თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში!!!

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1521708540-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90

"ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში" - ოჯახის ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი, აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში ყვარელში მცხოვრები ოჯახის გაუსაძლის პირობებზე წერს. როგორც სინჯიკაშვილი ამბობს, ოჯახი, რომელიც ამჟამად ოთხი წევრისგან შედგება, შიმშილის ზღვარზეა და წამლები და საკვები ესაჭიროებათ. "სასწრაფოდ ყურადღება რა!!!!! ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში, ოთხივე წევრი ავადმყოფია, ცოლ-ქმარი, მათი შვილი და შვილიშვილი. სასწრაფოდ სჭირდებათ წამლები და საჭმელი პირველ რიგში. ოჯახის მეხუთე და ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა. დანარჩენები შიმშილის ზღვარზე არიან. მამა საწოლში წევს ოთხი წელია, არ შეუძლია ლაპარაკი, მოძრაობა და ამდენივე ხანია,უშედეგოდ ელოდება დაპირებულ ეტლს გამგეობისგან. ის კი არა, მუდმივ პირადობის მოწმობასაც აღარ აძლევენ. იქნებ ვინმეს გქონდეთ ეტლი, მზის დანახვა ენატრებაო, გარეთ არ გამოსულა ტრაგედიის შემდეგ :/ მომწერეთ, მოვალთ და წავუღებთ.ასეთი საშინელება იშვიათად მინახავს და მომეხმარეთ რა, რაღაცა ვუშველოთ :/ სჭირდებათ წამლები - დოპროკინი, ქსინოკარდი,კაპტოპრილი,დიგოქსინი -25 მ, კორვალოლი,ენაპაში- 25მ, ტრიდატფორტე, ტრუქსალი - 50მ, 25მ, ფილეფსინი,ნალგეზინი. ცხოვრობენ ყვარლის რაიონში, სოფელ - ახალსოფელში. ზეგ წავალთ და წავუღებთ ყველაფერს. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

---

 

22.03.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/11409-quthaiselma-socialurad-daucvelma-thavshesafarshi-ckhovrebas-vagonshi-darchena-archia-quthaisshi-mokhuctha-thavshesafarshi-ckhovrebas-vagonshi-darchena-archia

ქუთაისელმა სოციალურად დაუცველმა თავშესაფარში ცხოვრებას ვაგონში დარჩენა არჩია

ქუთაისში, სამგზავრო ვაგონში მცხოვრებმა ნათელა ხუჭუამ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი განაცხადა. მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრებას სოციალურად დაუცველმა ვაგონში ყოფნა არჩია. მიზეზი მისთვის შეთავაზებული ოთახია, რომელსაც აივანი არა აქვს. იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ჭიღლაძის თქმით, ნათელა ხუჭუამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრებაზე უარი თავად განაცხადა. " მას არ მოეწონა ოთახი რადგან არ ჰქონდა აივანი და თავისივე სურვილით ამოეწერა ბენეფიციართა სიიდან, რის შემდეგაც ისევ თავის საცხოვრებელ ვაგონში დაბრუნდა," - ამბობს ნინო ჭიღლაძე. ჭიღლაძის განმარტებით, ნათელა ხუჭუამ წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების უფლება 2018 წლის 26 იანვარს მიიღო, ხოლო პანსიონი თავისივე დაგადაწყვეტილებით 22 თებერვალს დატოვა. " ხანდაზმულთა პანსიონი იმ ოთახს შესათავაზებდა, რომლის საშუალებაც ჰქონდა. როდესაც გადაწყვიტა პანსიონის დატოვება ჩვენ ვეცადეთ გამოგვეძებნა სხვა გზები, მაგრამ მაინც არ ისურვა დარჩენა," - ამბობს ნინო ჭიღლაძე. მოხუცთა თავშესაფრის დატოვების შემდეგ , ნათელ ხუჭუამ სოციალურად დაუცველი სტატუსის ხელახალ მინიჭებაზე შეიტანა განაცხადი, რადგან კანონით, როდესაც ბენეფიციარი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა მას ფულადი დახმარება აღარ ერიცხება. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში განმარტავენ, რომ ბენეფიციარის განცხადება უკვე დარეგისტრირდა. 63 წლის ნათელა ხუჭუა უკვე 20 წელია მატარებლის მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს. ერთი საწოლი და სკამი, შეშის ფეჩი, კედლებზე აკრული ხის ნაჭრები, ოჯახის გარდაცვლილი წევრების ფოტოები – ეს ის ნივთებია, რომელსაც ნათელა ხუჭუას საცხოვრებელ ოთხში ნახავთ. მან გაუსაძლისი პირობების გამო ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრების სურვილი თავად გამოთქვა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ თუ ის კვლავ გადაწყვეტს პანსიონში დაბრუნებას, უფლება აქვს განაცხადი თავიდან გააკეთოს.

---