From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-23.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 23.04.2018 08:38
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 23.04.2018

ტელევიზია

23.04.2018

არხი:   იმედი  

გადაცემა:   იმედის დილა

საქართველოში გულის გადანერგვის ალტერნატიული ოპერაციის ჩატარება გახდება შესაძლებელი. რეგიონში პირველად მსგავის ოპერაციის ჩატარებას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5180318

---

 

23.04.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 09:00

უკრაინელი ექსპერტები, რომლებმაც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნა უნდა დადონ, საქართველოში დღეს ჩამოდიან. სფეროს ექსპერტები ადგილზე არსებულ ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან და რეკომენდაციებს წარადგენენ. მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით ხდება. პროფკავშირებში იმედოვნებენ, რომ უკრაინელი სპეციალისტების დასკვნას ხელისუფლება და საქნახშირი გაითვალისწინებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5180094

---

 

23.04.2018

არხი:   იმედი 

გადაცემა:     ქრონიკა 11:00

პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა სოფელ სალხინოში 97 წლის მცხოვრებს ესტუმრა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ჟენია ძაგნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა მოუხსნეს, სააგენტო კი არც მიზეზებს უხსნის და არც თავიდან ამოწმებს. მოხუცს ჩაჭრილი აქვს ბუნებრივი აირი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5180714

---

 

22.04.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  პოსტ სკრიპტუმი

სპინალური ამიოტროფიის, იგივე ატროფიის დიაგნოზი ბავშვებში. საქართველოში დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა არ ხდება. 2016 წლამდე ასე იყო მთელს მსოფლიოშიც, თუმცა შემდეგ ამერიკაში სპინალური ამიოტროფიის სამკურნალო პირველი პრეპარატი გამოვიდა. ნუსინერსენი იგივე სპინრაზა, უკვე გამოიყენება ევროპის ქვეყნებშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179987

---

 

22.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

სახლი, რომელსაც არც ფანჯრები აქვს და არც სახურავი ჯავახიშვილების ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. სოფელ იყალთოში მცხოვრები, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 5-სულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავალი პენსიაა და ის წამლებზეც კი არაა საკმარისი. ზამთარში გათბობისა და ხშირად საკვების გარეშე დარჩენილები დახმარებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179782

---

 

22.04.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა: ახალი კვირა       

ოჯახში ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა და დაუცველი ქალები. მკვლელობის ფაქტები, რის გამოც, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციები საქართველოს დაეკისროს. რა დამატებითი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში პრობლემის მოსაგვარებლად. შსს-ს ინფორმაციით - ბოლო 6 წელიწადში ოჯახურ ძალადობას 89 ადამიანი ემსხვერპლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179992

---

 

22.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

პირველი მაისიდან ნიკოტინში გაჟღენთილი შენობების დატოვება და თამბაქოს ღია ცის ქვეშ, სპეციალურ ადგილებზე მოწევა მოგიწევთ. ძალაში შედის თამბაკოს კონტროლის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარება, ასევე ელექტროსიგარეტის იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში. კანონის დარღვევა შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს, კანონდამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500 ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარით დაჯარიმდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179937  

---

 

21.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები-ამ სახელწოდების კონფერენცია ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრისა და გერმანელი კოლეგების მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია შეეხება პირველად ამიერკავკასიაში გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას, რომელიც წარმოადგენს გულის გადანერგვის ალტერნატივას. კონფერენცია დავით სერგეენკომ გახსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179183

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179260

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179144

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178749

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178483

---  

 

21.04.2018

არხი:   I არხი  

გადაცემა: მოამბე 18:00

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვის ვინაობა იდენტიფიცირებულია და საკითხში ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179247

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178896

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179240

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179164

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179069

---

 

21.04.2018

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 15:00

ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში დარასელიების ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახს, სადაც დედა ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, საცხოვრებელი პირობები არა აქვს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179127

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5179294

---

 

21.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები- ამ თემებზე ისაუბრეს ქართული ოცნების ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატმა და ჯანდაცვის მინისტრმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე. შეკრებას დარგის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დავით სერგეენო გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერას უცხადებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178843

---

 

21.04.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს. აღნიშული გადაწყვეტილება ქარხნის გაფიცულმა თანამშროლებმა ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აგარის შაქრის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, შედგა შეხვედრა აგარის ქარხნის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც ამ ეტაპზე კომპანიის მხრიდანაც დაისვა რამდენიმე შეკითხვა, თუ რა საჭიროებაა მუშაობის გასაგრძელებლად და გარკვეული საკითხები სამინისტრომაც გაიზიარა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178604

---

 

20.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

აგარის შაქრის საწარმოს მუშები თბილისში საპროტესტო აქციას გრძელდება- დღეს იყო საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციამდე. ქარხნის თანამშრომლები კონკურენტული გარემოს შექმნას, საწარმოს მუშაობის განახლებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მოითხოვენ. ქარხნის მუშაობა უკვე მე-7-ე თვეა შეჩერებულია. ამის მიზეზად ბაზარზე არსებული დემპინგური ფასები და არაჯანსაღი კონკურენცია სახელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177680

ტვ პირველი - დღის ამბები 14:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5176778

---

 

20.04.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

საჯარო სექტორში დასაქმებული 46 000 ადამიანიდან მხოლოდ 55-ია შშმ პირი-ეს სახალხო დამცველის მონაცემებია. შშმ პირთა დასაქმების პრობლემები ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. როგორც ირკვევა, ამ ადამიანებს ბარიერები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორშიც ექმნებათ. პრობლემაა ისიც, რომ შშმ ადამიანებს დროებითი დასაქმებისას სოციალური დახმარება ავტომატურად უწყდებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177818

მაესტრო -დღის მთავარი თემა 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5178058

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177684

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177599

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177529

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177498

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177318

 

---

 

20.04.2018

არხი:   I არხი  

გადაცემა: მოამბე 21:00

საქართველოში ექთნების რაოდენობა ექიმებთან შედარებით მკვეთრად მცირეა. პროფესიისადმი ინტერესის გასაზრდელად და კლინიკებში კვალიფიციური კადრების მოსაზიდად საკანონმდებლო ცვლილება მზადდება. სტუდენტებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში ექთნის პროფესიას ეუფლებიან, სწავლის პარალელურად პრაქტიკული კურსის საავადმყოფოებში გავლის შანსი მიეცემათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით, კოლეჯების კურსდამთავრებულებს სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებაც შეეძლებათ. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 17500 ექთანია და ეს რაოდენობა ექიმების რაოდენობას ბევრად ჩამოუვარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177857

---

 

20.04.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა: მოამბე 21:00

ტყიბულში მცხოვრები 1500-მდე ადამიანის მუშაობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას ელოდებიან. სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა მეშახტეები საწარმოში საქმიანობას, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177848

---

 

20.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

როგორ გამოიყურება მინდელის შახტი, სადაც რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა?-შახტი მოქმედია და იქ ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ. დახურულია მხოლოდ ის უბანი, სადაც უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს მინდელის შახტის გადაღების შესაძლებლობა ჟურნალისტებს მიეცათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177715

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177601

---

 

20.04.2018

არხი:   პალიტრა ტვ  

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართველად სამშობიაროების მიმართ სტანდარტები მკაცრდება. ამის შესახებ, მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, სამშობიაროები, რომელთაც 2018 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, ჯამში, 750-ზე ნაკლები მშობიარობა/საკეისრო კვეთა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177319

---

 

20.04.2018

არხი:    პალიტრა ტვ 

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

ბოლო სამი წლის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 593 ობიექტი შეამოწმა. წლების განმავლობაში ინსპექტორების მიერ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა მზარდია, თუმცა ამით ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება არ იცვლება. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა არ სრულდება, რის გამოც დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბევრ ობიექტზე ისევ საფრთხის ქვეშაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5177272

---

 

20.04.2018

არხი:     ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 15:00

შეიზღუდება თუ არა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პარალელური იმპორტი. მთავრობის ინიციატივით მომზადდა ცვლილებები კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ პარალელური იმპორტის შეზღუდვა ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდის საწინდარი გახდება, თუმცა წამლის იმპორტიორები ასე არ ფიქრობენ, მათი რიცხვი კი ადგილობრივ მწარმოებლებთან შედარებით გაცილებით დიდია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5176931

---

 

20.04.2018

არხი:   რუსთავი 2 

გადაცემა: კურიერი 12:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მცხოვრები ღაჭავების ოჯახი ოთხი წელია, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გამო, სოციალური დახმარებით ვეღარ სარგებლობს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5176335

---

 

 

ინტერნეტი

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489387-tyibulshi-ukraineli-eqspertebi-chavlen-romlebic-shakhtebshi-arsebul-vitharebaze-daskvnas-moamzadeben.html

ტყიბულში უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ

ტყიბულში უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით ხდება. „უკრაინიდან ექსპერტებს დღეს ველოდებით. მათ უნდა დადონ დასკვნა 5 აპრილს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამავე დროს უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაძლებელია თუ არა ტყიბულში იმ დონეზე მოხდეს გადაიარაღება, რომ შრომა უსაფრთხო იყოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი პეტრიაშვილმა. პარალელურად სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით, ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს. თუმცა, როდის ჩაერთვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები სამუშაოებში ამ ეტაპზე უცნობია.   მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489376-daavadebatha-kontrolis-centri-evropis-imunizaciis-kvireulis-aghsanishnavad-preskonferencias-gamarthavs-sloganith-aceri-da-daicavi.html

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, პრესკონფერენციას გამართავს, სლოგანით „აცერი და დაიცავი!“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ახალ ადმინისტრაციულ კორპუსში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, დღეს პრესკონფერენცია, სლოგანით „აცერი და დაიცავი!“ გაიმართება. პრესკონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის ექსპერტთა კომიტეტების წევრები და ცნობილი სახეები დაესწრებიან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23-29 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს ახორციელებს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5-წლამდე ასაკის ბავშვია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წელს წითელას 94 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 13% წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 512 შემთხვევა.

---

 

22.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gerovani-ujredebis-shenaxvas-da-mkurnalobis-terapias-kanoni-daaregulirebs/18690

ღეროვანი უჯრედების შენახვას და მკურნალობის თერაპიას კანონი დაარეგულირებს

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. ამიერიდან პროგრესული თერაპიის, ბიოტექნოლოგიური პროცესის მეშვეობით მიღებულ ბიოლოგიურ სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას კანონი დაარეგულირებს. მსგავსი დეფინიციები აქამდე მოქმედ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში განმარტებული არ ყოფილა. შესაბამისად, მათ გამოყენების წესები ამ დრომდე არ რეგულირდებოდა. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, ინდივიდუალურად ექიმები ონკოლოგიურ პაციენტებს, მკურნალობის ისეთ მეთოდებსაც კი სთავაზობდნენ, რომელიც ჯერ ადამიანებზე გამოცდილიც არ არის. ამიერიდან ეს საქმინობა არალეგალურად გამოცხადდება. „ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ექსპერიმენტული თერაპიები არსებობს, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათო თემაა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიო უკურეაქცია და ზიანი მიაყენო ჯანმრთელობას, თუ არასწორად უმკურნალე ან არასწორი ადმინისტრირება გაუკეთე ამ პრეპარატს. ამ ცვლილებებით ჩვენ არალეგალურად გამოვაცხადებთ ცალკეული ექიმების საქმიანობას, როდესაც ისინი პაციენტებს, განსაკუთრებით კი სიმსივნით დაავადებულ ადამაინებს სთავაზობენ, ამა თუ იმ „თანამედროვე“ მეთოდით მკურნალობას, რომელიც შეიძლება ჯერ ადამიანებზე გამოცდილიც კი არ არის. ამ ცვლილებებით ჩვენ დავარეგულირებთ ამ საკითხს. ახალი კვლევების შედეგად მიღებულ ტექნოლოგიების და პრეპარატების დარეგულირებისთვის შევიტანეთ ეს ცვლილებები“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

22.04.2018

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/11721-quyuradghebobith-moklesq-quthaisis-intervenciul-centrshi-akhalgazrda-qali-gardaicvala

"უყურადღებობით მოკლეს" - ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში  45 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ლალი ჩიხრაძეს კლინიკაში აპენდიციტზე ჩაუტარდა ოპერაცია. ორ დღის შემდეგ კი კლინიკაშივე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული. "ვერ გაიგეს რა იყო, ნაღველზე გაქვს პრობლემაო უთხრეს და მკურნალობა დაუნიშნეს. ორ დღეში, კვლავ მივიდა, რადგან მძიმედ იყო. ამის შემდეგ უთხრეს, რომ ნაღველი კი არა ბრმანაწლავი იყო მიზეზი და მკურნალობისთვის ქუთაისში წასვლა ურჩიეს. ინტერვენციულ ცენტრში კი საათობით ალოდინეს. დილას შეყვანილს, საღამოს გაუკეთეს ოპერაცია. უყურადღებობით მოკლეს" - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა,  ამბობენ, რომ დაწესებულებაში შეყვანის მომენტში ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა,  თუმცა, კლინიკაში შეყვანიდან რამდენ ხანში ჩაუტარდა მას ოპერაცია, ამაზე არ საუბრობენ. "ხვალ არის ისტორიის განხილვა შიდა ხარისხის სამსახურში და ამის შემდეგ ვისაუბრებთ დეტალებზე",- ამბობს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, გიორგი ხუციშვილი. ინტერვენციულში გადაყვანამდე, პაციენტი წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ახლობლების თქმით, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.  წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ განმარტებას  შემთხვევის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ. "ახლა არ ვარ კლინკაში.   ჯერ უნდა შევკრიბოთ ყველა ინფორმაცია პაციენტის შესახებ.  ორშაბათს  შევისწვალით შემთხვევას და  ამის შემდეგ გეტყვით ყველაფერს",-ამბობს კლინიკის დირექტორი, შალვა თავხელიძე.

---

 

21.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489294-davith-sergeenko-socialur-qselshi-gavrcelebul-videoze-shokismomgvreli-faqtia-yvelafers-gavakethebth-rom-am-bavshvs-normaluri-momavali-hqondes.html?ar=A

დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე - შოკისმომგვრელი ფაქტია- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე ზეწოლას ახდენენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სერგეენკოს განცხადებით, მსხვერპლის ვინაობის დადგენა მოხდა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს. "ამ ბავშვის იდენტიფიკაცია მოხდა. უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ. კითხვაზე, ამ საკითხზე სამინისტროს რეაგირება დაგვიანებული ხომ არ იყო,სერგეენკო პასუხობს, რომ სამინისტრომ რეაგირება ამ საკითხე, ვიდეომასალის გამოქვეყნებიდან დროულად მოახდინა. "ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში,თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა. როდესაც გვაქვს ამის სიგნალი, ამის შესახებ რეაგირება არის მყისიერი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=69135

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/chven-kvelafers-gavaketebt-imistvis-rom-am-bavshvs-normaluri-momavali-hqondes-davit-sergeenko-sotsqselshi-gavrtselebul-videoze/42729

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/verbatim/131884-sergeenko-bulingze-kvela-faqtis-prevencia-sheudzlebelia-tvaltvalis-instrumentebi-ar

კვირა.ჯი- http://kvira.ge/393187

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64153

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489198-davith-sergeenko-socialur-qselshi-gavrcelebul-videoze-shokismomgvreli-faqtia-yvelafers-gavakethebth-rom-am-bavshvs-normaluri-momavali-hqondes.html?ar=A

---

 

21.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489221-saqarthveloshi-shesadzloa-gulis-implantaciis-procedura-chatardes.html?ar=A

საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

საქართველოში, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს (ხელოვნური პარკუჭის გზით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში“. ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის, რომელიც მოიაზრებს საქართველოში, კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკუალურ ცენტრში და პირველად ამიერკავკასიაში, გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის გზით), რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატივას წარმოადგენს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე,ძირითადად, განხილული იქნება კლინიკური მართვის საკითხები,ისეთი გავრცელებული და სამწუხაროდ მრისხანე მდგომარეობის დაავადების, როგორიცაა გულის უკმარისობა. ეს მთელ მსოფლიოში,მათ შორის, საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ასეთი ტიპის კონფერენციები საშუალებას იძლევა, რომ ახალი ტექნოლოგიები სწარაფად იქნას დანერგილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. „ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს, საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება. ცენტრი ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი კლინიკაა. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, - ნათქვამია ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saqartveloshi-gulis-implantatsiis-protseduris-chatareba-gakhdeba-shesadzlebeli/42737

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=69136

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1524297900-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

21.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/191492-yvelaze-maghali-riskis-shemcveli-samushaoebi.html?lang=ka-GE

ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე, სადაც 2016-2017 წლებში უბედური შემთხვევები დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით, ყველაზე სარისკო სამუშაო სამშენებლო და სამთომოპოვებითი მრეწველობაა. დაღუპულთა 52.0 % ნაწილდება სამშენებლო სექტორზე, 20.0 % - სამთომოპოვებით მრეწველობაზე და კარიერის დამუშავებაზე, 8.0 % - დამამუშავებელ მრეწველობაზე, 8.0 % - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდენცირებული ჰაერის მიწოდებაზე, 4.0 % - საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე ( აქ იგულისხმება ბენზინგასამართი, გაზგასამართი სადგურები), 4.0 % - ტრანსპორტზე და დასაწყობებაზე, 4.0 % - გართობისა და დასვენების სექტორზე. დაშავებულთა 52.2 % მოდის სამშენებლო სექტორზე, 21.7 % - დამამუშავებელ მრეწველობაზე, 17.4 % - საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები), 8.7 % - გართობისა და დასვენების სექტორზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის (F) სექტორზე. მშენებლობაზე დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი. 5 ადამიანია დაღუპული სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების (B) სექციაზე. 2 ადამიანია დაღუპული და 5 დაშავებული დამამუშავებელი მრეწველობის (C) სექციაზე. 2 ადამიანია დაღუპული ელექტროენეერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (D) სექციაში. 1 ადამიანია დაღუპული და 4 დაშავებული საბითუმო და საცალო ვაჭრობის (ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) (G) სექციაში. 1 ადამიანია დაღუპული და 2 დაშავებული გართობისა და დასვენების (R) სექციაში. 1 ადამიანია დაღუპული ტრანსპორტისა და დასაწყობების (H) სექციაში.

---

 

21.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/shromis-inspeqciis-mier-shemowmebuli-obieqtebis-umravlesoba-dedaqalaqshia-/18674/

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების უმრავლესობა დედაქალაქშია

2015-2017 წლების პერიოდში შრომის ინპექტირებამ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ობიექტები მოიცვა. ოფიციალური მონაცემებით, შემოწმებული კომპანიების 59.2% ნაწილდება თბილისში განთავსებულ ობიექტებზე, 11.1% მოდის აჭარაზე, 9.8% - იმერეთზე, 3.6% - სამეგრელოზე, 3.1% - შიდა ქართვლზე, 3.1% - რაჭა- ლეჩხუმზე, 2.9% - ქვემო ქართლზე, 2.4% - სამცხე-ჯავახეთზე, 2.2% - გურიიაზე, 1.9% - კახეთის ობიექტებზე, ხოლო 0.7% - მცხეთა-თიანეთის ობიექტებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში 23 შრომის ინსპექტორი და 2 მთავარი სპეციალისტი მუშაობს.

---

 

21.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/489200-davith-sergeenkosthvis-ucnobia-rodis-da-ra-formatshi-gaimartheba-saparlamento-umravlesobis-shekhvedra.html?ar=A

დავით სერგეენკოსთვის უცნობია, როდის და რა ფორმატში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის უცნობია, როდის და რა ფორმატში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. მისი თქმით, ის "ქართული ოცნების" პილიტსაბჭოს" წევრი არ არის და შესაბამისად, ვინ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას, დეტალებზე ინფორმირებული არ არის. "მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობას არ ვიღებ, გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ჯანდაცვის და სოციალური საკითხებია განსახილველი. შესაბამისად, მე არ ვიცი, ამ შეხვედრის დანიშვნის თარიღი ისევე, როგორც მისი ფორმატი", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/108303-khundadze-meshakhteebisa-da-riskis-mqone-profesiebze-sapenio-asakma-unda-daitsios

ხუნდაძე: მეშახტეებისა და რისკის მქონე პროფესიებზე საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ტყიბულის შახტაში დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე იქ დასაქმებულებთან ერთად ჩავიდა და არსებულ პირობებსა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. დეპუტატი მეშახტეებსაც შეხვდა. წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემეზე, გამოწვევებსა და ძირითად საჭიროებებზე პირადად მეშახტეებთან ერთად ისაუბდა და აღნიშნა, რომ გამოწვევები სერიოზული და არაერთია. ხუნდაძეს, როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესა და შემდგომ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აღნიშნულ პრობლემებთან შეხება არაერთხელ ჰქონია, თუმცა, რეალურად, 300 მეტრ სიღრმეზე, იქ, სადაც მეშახტეები მთელი დღის მანძილზე უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ, არასდროს ჩასულა და შესაბამისად, მისი პირადი ინიციატივა იყო, რეალურ ვითარებას ადგილზე გაცნობოდა. დეპუტატი, შახტაში ჩასვლამდე სპეციალური პროცედურებიც გაიარა და სათანადოდ მოემზადა. აღნიშნული ინიციატივა კი მეშახტეების მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა, რომ დეპუტატები ერთხელ მაინც ჩასულიყვნენ მიწის სირღმეში და რეალურად გაეგოთ რა სიმძიმეებთან არის დაკავშირებული ეს პროფესია. "შესამუშავებელია საკანონმდებლო ინიციატივები, რათა შრომის უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული, თუმცა აქ მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის. უნდა მოინდომოს საწარმოს მენეჯმენტმა და დასაქმებულებმა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჯანდაცვის პაკეტის გაფართოვბაზე. რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მეტად დაცული და ვიზრუნოთ რომ მეშახტეებზე და სხვა მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პროფესიის ადამიანებზე საპენიო ასაკი იყოს დაწეული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35945/shshm-pirta-shromis-uflebis-realizeba-satanadod-ar-khdeba--ombudsmenis-angarishi

შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება - ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შშმ პირთა დასაქმების დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი და წარმოებული კვლევების შედეგები ნათლად წარმოაჩენს სფეროში არსებულ გამოწვევებს. მან, ასევე, ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ დასაქმების მიმართულებით შეთავაზებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ. სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად დაადასტურა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები საკმაოდ ზოგადი და დეკლარაციული ხასიათისაა, რაც თავის მხრივ აფერხებს მათ ეფექტიან იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. ამასთან, სახელმწიფო პროგრამების ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და არ არის გამყარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებით. „ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას შშმ პირს უწყდება სოციალური პაკეტი," - ამბობს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55-ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც, კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა. „ის ფაქტი, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს, ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტიანად გადაწყვეტილი. საგულისხმოა ისიც, რომ სახელწიფო პროგრამებით განსაზღვრული დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არ არიან ჩართულნი შშმ პირები და/ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები," - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=64106

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35944/sotssaagento-videoze-asakhuli-bavshvi-identifitsirebulia-vmushaobt-sakitkhze

სოცსააგენტო: ვიდეოზე ასახული ბავშვი იდენტიფიცირებულია, ვმუშაობთ საკითხზე

სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით „ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვი და ოჯახი იდენტიფიცირებულია. როგორც სააგენტოში გვითხრეს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობენ საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით. მუხლი 140-ე კი სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ისჯება 8-დან 10 წლამდე. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, "- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/paralelurad-importirebul-medikamentebze-registraciis-vada-izgudeba/18642/

„პარალელურად იმპორტირებულ“ მედიკამენტებზე რეგისტრაციის ვადა იზღუდება

აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადად 5 წელი განისაზღვრება. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ფარმაცევტული პროდუქტი ხელახალ რეგისტრაციას დაექვემდებარება, შესაბამისად იმპორტიორს 500 ლარის ოდენობით მოსაკრებლის გადახდა თავიდან მოუწევს. ასეთივე მიდგომაა ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით უვადოდ დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების მიმართ, რომელთა ბაზარზე დაშვების ვადად განისაზღვრება 10 წელი. მთავრობის ინიციატივით ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობოს შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. ე.წ. „პარალელური იმპორტით“ მედიკამენტები საქართველოში 2009 წლიდან შემოდის. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ეხება ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმის ან პარალელური იმპორტის პოტენციურად შესაძლო შეზღუდვას, ჩვენს პირობებში წარმოადგენს ყველაზე ქმედით საშუალებას, რომ ფარმაცევტული ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. „ჩემი აზრით, ეს საკმარისი მაინც არ არის და ბაზრის უფრო მეტი რეგულირება გვმართებს, მაგრამ თუნდაც ამ ორი მექანიზმის შენარჩუნება შესაბამის დონეზე ისე, რომ არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ ჰქონდეს და ფასები მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sawarmoshi-momxdari-ubeduri-shemtxvevis-gamjgavneba-savaldebulo-xdeba/18641/

საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამჟღავნება სავალდებულო ხდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა ჩაატარა. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 2 წელში 28 უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა რადგან კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფო უწყებას აცნობონ თანამშრომლის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ, შესაძლოა, ეს რიცხვი სრულყოფილად არ ასახავს არსებულ ვითარებას. „სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის სექტორზე: დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი; 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე; 2 დაღუპულია ელექტროენეერგიის , აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექციაში; 1 დაღუპული და 4 დაშავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობის ( ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების სექციაში და 1 დაღუპული ტრანსპორტისა და დასაწყობების სექციაში“ - ნათვამია კვლევის ანგარიშში. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს დაევალებათ, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტს შეატყობინონ.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/janmrtel-moxaliseze-wamlis-kvleva-dasashvebi-xdeba-/277/

ჯანმრთელ მოხალისეზე წამლის კვლევა დასაშვები ხდება

საქართველოში დასაშვები ხდება ჯანმრთელ მოხალისეზე სამკურნალო საშუალების ბიოექვივალენტობისა და ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარება. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, მომეტებული საფრთხის გამო საქართველოში პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებებად გამიზნული ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნაწარმოებია საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული GMP-ის რომელიმე სტანდარტით, ხოლო დაუშვებლად მიიჩნევა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევა. მთავრობის ინიციატივით ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობოს შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა.

---

 

20.04.2018

მედიასაშუალება: https://on.ge/story/21440-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

სახლში რომ ჩავალ, შუქი არ დამხვდება, შიმშილის ზღვარიც გადავლახეთ - აგარელი მეშაქრეების ისტორიები

7-თვიანი უმუშევრობა, 51-დღიანი აქციები, 120 კილომეტრი ფეხით მთავრობის კანცელარიამდე – შაქრის ქარხნის დახურვის შემდეგ, აგარელებმა ყველა გზა გამოიყენეს იმისთვის, რომ მათი პრობლემები დაენახათ. ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge 335 წაკითხვა 75 გაზიარება საჭმლისთვის გაყიდული პალტოები, ჩაჭრილი გაზი და შუქი, ვალები მაღაზიაში, ბანკის სესხები და გადალახული შიმშილის ზღვარი – ეს აგარელი მეშაქრეების საერთო ისტორიაა, რომლის მოსაყოლადაც ისინი აგარიდან ფეხით ჩამოვიდნენ. ორი ღამე ღია ცის ქვეშ ძილის შემდეგ, დღეს, 20 აპრილს, მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს. აგარიდან ფეხით წამოსულ თანამშრომლებს, თბილისში, მათი ოჯახის წევრები, პროფკავშირები და ადგილობრივი აქტივისტები შეუერთდნენ. რწმენამ ჩამოგვიყვანა მურთაზ ისმაილოვი აგარიდან თბილისამდე თანამშრომლებთან ერთად, ფეხით ჩამოვიდა. დაღლის და უძილობის მიუხედავად ამბობს, რომ წასვლას არ აპირებენ, სანამ პასუხებს არ მიიღებენ. სჯერა, რომ ამჯერად მაინც მოუსმენენ. ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge "უკიდურეს ზღვარზე ვართ. თბილისამდე იმის რწმენამ ჩამოგვიყვანა, რომ ეგებ ვიღაცამ გაიგოს ჩვენი გულისტკივილი. ერთადერთი ქარხანა გვაქვს, სადაც 500 ადამიანი ვართ დასაქმებული. უფრო ზუსტად, ვიყავით. სხვა დასაქმების საშუალება არც სოფელს აქვს და არც ქალაქს. მიწის ნაკვეთებიც კი არ გვაქვს, რომ იქ ვიმუშაოთ და რამე ვჭამოთ. ოჯახებს აქამდე ნისიით ვარჩენდით, მაღაზიები გვაძლევდნენ, ვერ გადავუხადეთ." აგარაში, რომ დავბრუნდებით რა ვჭამოთ? პავლე ნოზაძის თქმით, აგარიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ მთავრობისგან მიიღოს პასუხი კითხვაზე: "როგორ მოვახერხო, რომ მშიერი არ დავრჩე, როცა შემოსავლის ერთადერთ წყაროს ხურავთ?" ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge მისი თქმით, მთელი დაბა ამ ქარხნის ფუნქციონირებაზე იყო დამოკიდებული და დასაქმების სხვა ალტერნატივა ადგილობრივებს არ აქვთ, ქარხნის დახურვის შემდეგ კი ოჯახის სარჩენად სხვა გზების ძებნა სჭირდებათ. "ქართველი ხალხი ვართ, თავის გატანას ერთმანეთით ვახერხებდით. მაღაზიები ნისიებს გვაძლევდნენ და ასე ვჭამდით. ბოლოს იმათაც აღარ ჰქონდათ საშუალება და უკან დაბრუნებულებმა რა უნდა ვჭამოთ, არ ვიცით." ჩვენი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი უყურადღებობაა "უყურადღებობა როგორც მთავრობის, ასევე დამსაქმებლის მხრიდან. უყურადღებობა იმაზე, რომ შიმშილის ზღვარზე მივედით და გადავლახეთ კიდეც. უყურადღებობა იმაზე, რომ ღამეებს ვათენებთ ფიქრში, რა ვაჭამოთ შვილებს", - აგარის ქარხნის ყოფილი მუშა, ზაზა თურმანიძე ამბობს, რომ გზა აგარიდან თბილისამდე ხვალინდელ დღეზე ფიქრმა გაუადვილა. ამბობს, რომ ყველა შესაძლო გზით სცადეს მთავრობისთვის ხმა მიეწვდინათ, მაგრამ პასუხებისთვის მაინც დედაქალაქში მოუწიათ ჩამოსვლა. ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge "7 თვის განმავლობაში ვერ გავაგებინეთ იქიდან და ჩამოვედით, რომ ხმა მივაწვდინოთ აქ. ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვალდებულები არიან, რომ მოგვხედონ. ჩვენ სპეციალისტები ვართ. ისეთი სპეციალობა გვაქვს, რომ რთულია სამსახურის შოვნა. ჩვენთან არის შუახნის ასაკს გადაცილებული მოსახლეობა, რომლებიც ახალგაზრდობიდან იქ მუშაობს და სხვა სპეციალობის ათვისება უჭირს." გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ უფულოდ "ჩვენთან სკოლის ბუფეტში ბავშვები 70-თეთრიან ღვეზელს ვეღარ ყიდულობენ. იმიტომ, რომ იმათ მშობლებს ფული არ აქვთ ბავშვებს, რომ გაატანონ", - აგარის ქარხნის თანამშრომელი ყვება, რომ ოჯახები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. "გვასწავლონ ახლა როგორ ვიცხოვროთ უფულოდ, გვასწავლონ ჩვენი ოჯახები რითი ვარჩინოთ. ჩვენთან სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის. აქამდე ჩვენი ნამუშევარი დანაზოგი გვქონდა და იმით ვირჩინეთ თავი. ახლა საბანკო ვალები, მაღაზიის ნისიები და ათასი პრობლემა შეგვრჩა." დაგვიბრუნონ მონობის უფლება "გვიპასუხოს ხელისუფლებამ რა ვქნათ? მოგვცემს მონობის უფლებას? თუ სხვა ქვეყანაში გავიხიზნოთ და იქ გავხდეთ მონები? ჩვენი ანაზღაურებით და შრომით მართლა მონები ვიყავით, მაგრამ ახლა ეგ შანსიც წაგვართვეს", - ვეფხია დარბაიძე ამბობს, რომ მთავრობის უყურადღებობა ქვეყნიდან ხალხის გადინებას იწვევს. ფოტო: თამუნა გეგიძე / On.g "იცით თავს როგორ ვირჩენდით? ნათესავებით, მეზობლებით, ნისიებით და ვალებით. მაგრამ ეგეც აღარ გამოგვდის, გამწარდა ხალხი და გაბოროტდა. გზაში 3-მა ბანკმა დამირეკა სესხი გაქვთ გადასახდელიო, მადლობა გადავუხადე ყურადღებისთვის. ბანკის ვალი იმიტომ კი არ ავიღეთ, რომ რამის გაუმჯობესება გვინდოდა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ ავიღეთ, რომ გაჭირვებულები ვართ და საჭმელი გვინდოდა. ხელისუფლებას უკვირს, ჩვენი მოქალაქეები თავშესაფარს ასე ხშირად რატომ ითხოვენო. სხვა რა გზა გვაქვს, თუკი 7 თვეა ხმა ვერ მივაწვდინეთ და 120 კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიწია, რომ მოგვისმინონ." არ მოვითხოვთ გვარჩინონ, დასაქმება გვინდა აგარის ქარხნის თანამშრომელი, რომელსაც წლების განმავლობაში 200 ლარიანი ანაზღაურება ჰქონდა, ამბობს, რომ სამსახური ენატრება და სასიცოცხლოდ სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად დაბალი ანაზღაურებისა გარანტია ჰქონდა, რომ თვის ბოლოს სახლში საჭმელს მიიტანდა. "თუკი აქამდე შიმშილის ზღვარზე ვიყავი, ახლა ზღვარი გადავლახე. მოვითხოვთ სამსახურს. ასეთი რამე გსმენიათ? სამსახურს ვითხოვთ. იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ პასუხი ვერ მივიღეთ. ველოდებით, გვიპასუხონ. მჯერა, რომ გვიპასუხებენ." ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ შრომის უფლებას, რომელიც ჩამოგვართვეს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი აქციაზე ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მცირეწლოვან შვილთან ერთად აქციაზე მყოფმა განაცხადა, რომ უნდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მათ უკან ოჯახები დგანან: ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge "7 თვეა სამსახური ვერ ვიშოვე. იმიტომ კი არა, რომ არ ვეძებ ან მეზარება, დასაქმების საშუალება არ არის. ქარხნის დახურვამ ყველაფრის დახურვა გამოიწვია. მაღაზიები ნისიებმა გააკოტრა. ჩვენ უფულობამ მშიერი დაგვტოვა. რა ვქნათ, არავინ გვიხსნის და გვპასუხობს. ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქციაზე, რომ დაგვინახონ და მიხვდნენ." საჭმლისთვის პალტო გავყიდე ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge ალექსანდრე ჩუქირაშვილმა ბოლო 7 თვეში, ოჯახის გამოსაკვებად, ყველაფერი გაყიდა, მათ შორის, პალტო, ქურთუკი და ავეჯი. მან არ იცის, სახლში ჩასულს დახვდება თუ არა შუქი ჩართული. ალექსი გაბულაშვილს კი შუქი და გაზი მეორე თვეა არ აქვს. ის ცოლთან ერთად ქარხანაში მუშაობდა და ახლა ოჯახში დასაქმებული არავინ დარჩა. ასაკი და ჯანმრთელობა ხელს ვერ შემიშლის აქციის მონაწილეებს შეუერთდა ფატი გომარელიც, რომელიც 18 წლიდან აგარის ქარხანაში მუშაობდა. 42-წლიანი მუშაობის შემდეგ ქარხანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ფატი ამბობს, რომ წლების წინაც ქარხანა აგარაში ერთადერთი დასაქმების საშუალება იყო და ადგილობრივები პროფესიას იქ ეუფლებოდნენ. მისი თქმით, რთულია იქ გაზრდილმა ხალხმა უცებ აითვისოს სხვა საქმე, მაგრამ არც ამაზე დაიხევენ უკან, რადგან შრომისმოყვარეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ შრომისთვის გარემოს არ უქმნიან. ფოტო: თამუნა გეგიძე / On. "აქედან აქ წავალ, ამ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ. აგარა ამ ქარხნის გარეშე ვერ იარსებებს. საშინელი 90-იქნები გამოვიარეთ და ამ ხალხის წყალობით ქარხანამ გაძლო. ახლაც გაძლებს შანსს თუ მიცემენ. აქ ვიდგები, არ წავალ. ვერც ასაკი და ვერც ჯანმრთელობა შემიშლის ხელს თუ ჩემს აგარელებს დავჭირდები". ყურადღებას აუცილებლად მოგვაქცევენ აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ მათ მსვლელობას შედეგი ექნება. ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ შეუძლებელია ასეთი პროტესტი უყურადღებოდ დატოვონ: "ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილები. მთავრობას ერთადერთ რამეს ვთხოვთ, რომ ჩვენი სამუშაო ადგილები დაგვიბრუნოს. დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარებიან. 51 დღე აქციაზე ვიდექით, ბიჭებმა 120 კილომეტრი გამოიარეს ფეხით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. შეუძლებელია ახლაც, რომ არ მოგვაქციონ ყურადღება. ასეთი რამე ქართველ ხალხს არ გვჩვევია. ეს უგულობა იქნება" კანცელარიასთან აქცია 5 საათზე დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. 9 საათამდე ისინი მთავრობისგან პასუხს ელოდნენ. ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge როგორც On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს აქციის მონაწილეებს ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე შეხვდათ. ლიქვინაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქარხანაში საწარმოო პროცესის აღდგენა 2 თვეში იგეგმება. მისივე თქმით, ქარხნის 80 თანამშრომელს ბანკები სესხების მომსახურებას 6 თვით გადაუვადებენ. ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალენ. ამავე თემაზე: ამუშავდეს შაქრის ქარხანა - აგარაში ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ აგარიდან თბილისამდე მსვლელობის 2 მონაწილე ცუდად გახდა ორდღიანი მსვლელობის შემდეგ აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის კანცელარიისკენ მიდიან აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ

---

 

 

ბეჭდვითი მედია

23.04.2018

მედიასაშუალება:   ასავალ-დასავალი

სენსაცია და სერგეენკოს უწყების აბსოლიტური კრახი: ადამიანი დახმარებისათვის ძაღლების თავშესაფრის მეპატრონეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მიმართავს!

"პროფესორად" და "უროლოგად" წოდებული გურამ ქარაზანაშვილის მიერ დაინვალიდებულ არქიტექტორს, ბატონ შოთა კაპანაძეს ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად იცნობს! ნათქვამია, "გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო" და სწორედ ასეა ბატონი შოთას საქმეც - თუ სერგეენკოს ყასაბ-ექიმებმა შოთა კაპანაძე წლების წინათ აკეპეს და პროსტატის უწყინარი ოპერაციის ნაცვლად შარდის შემაკავებელი "კლაპანი" ამოაჭრეს, იმავე სერგეენკოს მოადგილის ზაზა სოფრომაძის ჩაფრებმა დაინვალიდებულ კაცს სოციალური დახმარება მოუხსნეს და ბედის ანაბარა დატოვეს! - სერგეენკო-სოფრომაძის კანტორას ჯანდაცვის კი არა, "ჯანდაკვლის" ან "კაცთა კვლის" სამინისტრო უნდა ერთქვას, გაოგნებას ვერ მალავს ბატონი შოთა და აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მაფიოზების ბუნაგია. შოთა კაპანაძე: "ზაზა სოფრომაძე - სერგეენკოს პირველი მოადგილე და სოციალური სააგენტოს დირექტორი, მაფიოზია აბა, ვინ არის? შარშან ვითონ 15 ათასი ლარი გამომიყო ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ ქაღალდზე, სინამდვილეში არაფერი მიმიღია! იმ ავადსახსენებლი ნაციონალებიდან მოყოლებული, სოციალურ დახმარებას ვღებულობდი, როგორც ინვალიდი და შრომისუუნარო, რადგან, მოგეხსენებათ, საღ-სალამათი კაცი გამაუბედურეს ამ ნაძირლებმა... 60 ლარს მაძლევდნენ დახმარებას, მაგრამ მედიაკავშირ "ობიექტივში" გამოვედი თუ არა, ეს დახმარებაც მომიხსნეს!... "ბატონო თამაზ, სერგეენკო-სოფრომაძის წყეული სამინისტროსა და ყასაბ-ექიმ გურამ ქარაზანაშვილის მიერ დაინვალიდებული, თვალავაძის მედიაციის სამსახურისაგან გაწირული და მიწამიყრილი ქართველი არქიტექტორი შოთა კაპანაძე მოგმართავთ, რომ თავშესაფარში ერთი ადგილი სამადლოდ გამომინახოთ და ძაღლების ექიმს მაინც გააკეთებინოთ ჩემთვის ოპერაცია, რომლის ხარჯებიც უსულგულო სეერგეენკომ, სოფრომაძემ და თვალავაძემ და სხვა მაფიოზებმა ვერაფრით მოიძიეს!“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180012&name=23.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   ასავალ-დასავალი

ნიკოლოზ მჟავანაძე : "მოვუწოდებ მეუფე დიმიტრის, თქვენ თუ ჰერეთის ეპისკოპოსი გქვიათ, იქ უნდა იყოთ, სადაც ეკლესია-მონასტრებს გვიუპატიურებენ

მაშინ , როდესაც აფგან მუხთარლის გატაცებაზე ერთი ალიაქოთი ატყდა, ხოლო სულ ახლახან ლამის ქვეყნის მომავალი გადააყოლეს ნიგერიელისათვის პანღურის ამორტყმას, საინგილოში მცხოვრები ქართველი აზერბაიჯანელების მხრიდან შევიწროებაზე საუბრობენ. როგორც უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, სიტუაცია საგანგაშოა და ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქოსაც მიმართავს. ნიკოლოზ მჟავანაძე: "საინგილოში უმძიმესი ვითარებაა, ქართველა დევნა-შევიწროებას დასასრული არ უჩანს, ამ დროს ხელისუფლება დუმს. აფგან მუხთარლიზე , სექსუალურ უმცირესობაზე, ძაღლების მდგომარეობაზე ლამის ვენები რომ გადაიჭერით და ჰერეთში მცხოვრები გმირი ქართველების დევნის გასაშუქებლად 1 წუთი გენანებათ, ციხი გამაუპატიურებლებზე ნაკლები არაფრით ხართ!.. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ხორაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსთან მეუფე დიმიტრი კაპანაძესთან, ევქსჯერ აღვავლინე წირვა ჰერეთშიო, ექვსჯერ აღვლენილი წირვა ეყოფა ამ საკითხის მოგვარებას? ახალგორის ეპისკოპოსი მეუფე ესაია ომის შემდგომ ეპარქიაში დარჩა, ჩემს მიწა-წყალს არ დავტოვებო.მოვუწოდებ საქართველოს საპატგრიარქოს და მოსაყდრე შიოს - აქტიურად ჩაერიოს საინგილოში არსებული პრობლემების მოგვარებაში... უმძიმესი ვითარებაა ჯანდაცვის კუთხითაც, იმის გამო, რომ ინგილოებს არა აქვთ სათანადო სამედიცინო მომსახურება, ელემენტარული პატარა პრობლემის გამო იხოცება ხალხი! ითხოვენ, მოგვეცით საქართველოს მკურნალობის საშუალებაო, მაგრამ ამის უფლებასაც არ აძლევენ" -ანუ ჯანმრთელობის სამინისტროს არ ძალუძს ამ პრობლემის მოგვარება? "დავით სერგეენკოს თავის მისაღებში, ლამის, ტანკები და ბეტერეები უყენია, ვერცერთი უბრალო მოქალაქე, მომაკვდავი ადამიანიც კი ვერ შეაღწევს მასთან. ამ კაცს იმპერატორი ჰგონია თავი, თუ რა ხდება , ვერ გავიგე.პირადად ვცადე მასთან შეხვედრა, მაგრამ საუბარიც კი არ იკადრა. თვითონ შიგნიდან მითხრეს, რას მოახერხებ, სამინისტრო სავსეა ნაციონალებითო... დავითგარეჯის თაობაზე ზვიად ძიძიგური რომ გაჰკიოდა, მაინტერესებს, ახლა რატომ დუმს? პარლამენტში შესვლის შემდეგ ძიძიგურისთვის დავითაგარეჯი აღარ არის პრიორიტეტი? სოკარმა იყიდა პოლიტიკური სპექტრი, ექსპერტები, ტელევიზიები, მალე საქართველოს ტერიტორიის ათვისებასაც დაიწყებენ. აზერბაიჯანულ ეთნოსს ქვემო ქართლში ძალიან დიდი დაფინანსება აქვს "სოკარისგან".. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ოფიციალურ დონეზე უნდა მოსთხოვოს პასუხი, ალი ბაბაევსაც მინდა, მოვუწოდო, ხმა ამოიღოს საინგილოში ქართველების ჩაგვრაზე..."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180035&name=23.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   ალია

"ჩემი 7 თვის შვილი სასიკვდილოდ გასწირეს ექიმმა! ბავშვებს ნაწლავის განგრენა ჰქონდა და საავადმყოფოდან გამოგვწერე, უბრალო ღებინება აქვსო!"

სამი შვილის დედა ნონა ჯანჯღავა: "- 7 ათას დოლარამდე დამიჯდა ჩემი შვილის გარაჩენა. ახლა, ცოტა ხანში, უნდა წავიყვანო ისევ გამოკვლევებზე , საბოლოო შედეგში რომ დავრწმუნდეთ. სიკვდილს გადავარჩინე ჩემი შვილი, ქართველი ექიმების ხელიდან სიკვდილს გადავარჩინე, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს არ აინტერესებს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ჩემს ქვეყანაში, ჩემი ჯანმრთელობის დაცვას, მაგრამ ,არც სხვა ქვეყანაში მიფინანსებს მკურნალობას."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180105&name=23.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

სერგეენკო ვიდეოჩანაწერზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე ზეწოლას ახდენენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სერგეენკოს განცხადებით, მსხვერპლის ვინაობის დადგენა მოხდა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს. „ამ ბავშვის იდენტიფიკაცია მოხდა. უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ვიტყოდი, ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ. სამინისტროს თქმით, რეაგირება ამ საკითხზე, ვიდეომასალის გამოქვეყნებიდან დროულად მოახდინა. „ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა. როდესაც გვაქვს ამის სიგნალი, ამის შესახებ რეაგირება არის მყისიერი", - დასძინა სერგეენკომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180014&name=23.04.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   ახალი თაობა

საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამჟღავნება სავალდებულო ხდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, ბოლო 2 წელში 28 უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა რადგან კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფო უწყებას აცნობონ თანამშრომლის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ, შესაძლოა, ეს რიცხვი სრულყოფილად არ ასახავს არსებულ ვითარებას. „სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის სექტორზე: დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი; 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე; 2 დაღუპულია ელექტროენეერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექციაში; 1 დაღუპული და 4 დაშავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობის ( ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების სექციაში და 1 დაღუპული ტრანსპორტისა და დასაწყობების სექციაში“ - ნათქვამია კვლევის ანგარიშში. ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონპროექტით არის გათვალისწინებული, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, რომ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტს შეატყობინოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180056&name=23.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   ალია

თბილისში გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს

„თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ყოლია ბოლო პერიოდში. წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა, ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში. ერთადერთი ასეთი „ჭია“, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს დიროფილარიოზია, ძალიან იშვიათია ჩვენთან და ცალობით ვიცით. ექიმები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გადავამოწმეთ, მსგავსი არაფერი ყოფილაო იმ პოლიკლინიკაში. ისიც ეწერა, ექიმს ვერ ვიტყვით, მოკვლევა დაიწყებაო. მადლობას ნამდვილად ვეტყოდით, ასეთი იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებისათვის. შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში ან საბერძნეთში იყო პაციენტი, იქ უფრო ხშირია შემთხვევები, ან ინდოეთში, კიდევ უფრო ხშირია. ეს ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და, ძირითადად, კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. ასე რომ, ახალგაზრდა დედებო, ჩემს შვილსაც ეხება, დაწყნარდით, საპანიკო არაფერია. ისე ბავშვებს ბუნებაში რომ გაიყვანთ, რეპელენტი-მწერების დამაფრთხობელი წაუსვით ხოლმე სხეულის ღია ადგილებზე და უფრო მშვიდად იქნებით, მათაც ნაკლებად შეაწუხებენ მწერები,“ – წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180073&name=23.04.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   პრაიმტაიმი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გამკაცრებას არც უმრავლესობა ემხრობა და არც სახალხო დამცველი

საქართველოს კანონმდებლობით 14 წელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამდე განისაზღვრა. 2007 წელს დანაშაულებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე შემცირდა, მოგვიანებით გაუქმდა და ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელი დარჩა, რაც მისაღებია ყველა იმ უწყებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესშია ჩართული. განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს შეუძლია არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, აღიარა, ზარალი აანაზღაურა და დაზარალებულს ბოდიში მოუხადა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს. საზოგადოებაში ბულინგი, რაც ასე მოხშირდა, სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და დაკვირვების საგანი ხდება. მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა (აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად გასული წლის სექტემბერში „იუთუბიზე“ აიტვირთა), სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს თანატოლები ამცირებენ და შეურაცხოფას აყენებენ. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აიძულებენ ბავშვები თანატოლს, სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ ისაუბროს, ასევე ისმის ფრაზა, რომ აღნიშნული ვიდეო „იუთუბიზე“ აიტვირთებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გახარიას უწყების თანამშრომლებს კადრების გამავრცელებელი უკვე დადგენილი ჰყავთ, დადგენილია კადრებში დაფიქსირებული მოზარდიც. არასრულწლოვნებს შორის ბულინგის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველ რიგში აუცილებელია ვიდეოში იდენტიფიცირებული ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც აშკარად არის ძალადობის მსხვერპლი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა მოხდეს იმ დაწესებულებაში, სადაც სწავლობს ბავშვი, რათა ის არ დაექვემდებაროს განმეორებით ძალადობას. სატელევიზიო გამოსვლებში ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ ვიდეოში ძალადობის სცენაა გადაღებული. მსხვერპლი ორივე მხარეა და იმისთვის, რომ მოხდეს მათი დახმარება, სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი, რა დგას ამგვარი სცენის უკან. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამ საშინელი ფაქტით შეძრულია. მისი შეფასებით ეს არის ბარბაროსობა, პირდაპირ მიმართული ამ კონკრეტული ბავშვის წინააღმდეგ. ამიტომ უნდა შეძლონ ისეთი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ასეთი უბედურებებისგან დაიცავს ბავშვებს. არასრულწლოვნების საკითხზე და აღნიშნულ ფაქტზე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გვესაუბრება: – მოცემულ შემთხვევაში სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ არასრულწლოვნებთან მუშაობაა, მათი ძალადობრივი ქცევის დაძლევის მიმართულებით, ასევე, იმ მიმართულებით, რომ მოხდეს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სასჯელი არ არის პრობლემიდან გამოსავალი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბულინგი, ანუ ბავშვებს შორის ძალადობა, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მას სჭირდება პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებები და მას სჭირდება შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება, რაც ყველა შემთხვევაში მოიცავს ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების ჩართულობას და მათი ფსიქორეაბილიტაციისკენ მიმართულ ღონისძიებას. – რატომ არ ეკისრებათ 14 წლამდე ბავშვებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჩვენი კანონმდებლობით და რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის? – ვეთანხმებით ამ წესს. უკვე აღვნიშნე, რომ სასჯელი არ არის პრობლემიდან გამოსავალი. – სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მონიტორინგი, ჩვენ ვსწავლობთ როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებს, ისე მონიტორინგს ვახორციელებთ, ყველა შესაბამისი ინსტიტუციის თუ უწყების, სადაც ბავშვს აქვს შემხებლობა ან ბავშვია განთავსებული, გამოვცემთ შესაბამის რეკომენდაციებს და ვაცხადებთ ანგარიშებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო საქმის შესწავლა. განცხადებაში მოუწოდა ყველა შესაბამის უწყებას, რომ დროულად მოხდეს გამოძიების დაწყება, იდენტიფიცირებული იყვნენ ვიდეოში მონაწილე პირები და გატარდეს ყველა ღონისძიება, იმისთვის რომ მსხვერპლის შემთხვევაში მოხდეს დროული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და სამომავლოდ მონიტორინგი გაეწიოს პროცესს, რათა მომავალშიც არ გახდეს ისევ ძალადობის მსხვერპლი. სახალხო დამცველი, ასევე, მიუთითებს, რომ, ზოგადად, ბულინგის შემთხვევებზე მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, მათ შორის ძალიან დიდი როლი ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 2017 წელს, სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არსებული სისტემების გაძლიერება და ახალი სერვისების შექმნა; პრობლემად რჩება ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რაც რეფერირების მექანიზმის შემდგომ დახვეწას, ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას მოითხოვს; სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ბავშვებს შორის ძალადობის პრევენციის პრობლემის არსებობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ქმედითი ღონისძიებების აუცილებლობაზე; მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს მედიასაშუალებების მხრიდან ბავშვთა საკითხების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ბავშვთა საკითხების გაშუქების მაჩვენებელი, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ნაკლებად სიღრმისეული გაშუქება და სტიგმატიზაციის შემთხვევები. ბავშვის მიმართ ძალადობა: ბავშვის მიმართ ძალადობის კუთხით, კვლავ პრობლემად რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა, დროული რეაგირება და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია; არ არსებობს ეფექტიანი სერვისი, რაც მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესსა და საჭიროებაზე მორგებულ ფსიქო-სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში საქართველოს მასშტაბით სულ მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული, რაც ცალსახად ვერ აკმაყოფილებს არსებულ საჭიროებებს; 2017 წელს მომსახურება გაეწია ძალადობის მსხვერპლ 340 ბავშვს, თუმცა არსებული რესურსი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრულ რეაბილიტაციას ვერ უზრუნველყოფს; კვლავ მაღალია ბავშვის მიმართ ძალადობის მაჩვენებელი; 2017 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შესული 837 მიმართვიდან ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა 236, ფსიქოლოგიურ ძალადობას – 164, უგულებელყოფას – 222 და ეკონომიკურს – 10; ბავშვზე ძალადობის მიზეზით სახელმწიფო ზრუნვაში 2017 წელს 121 არასრულწლოვანი განთავსდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კი, 837 შემთხვევიდან რეფერირება მხოლოდ 303 შემთხვევაში განხორციელდა. ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია პრევენცია და ძალადობის ფაქტის დროული გამოვლენა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა; ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც, რიგ შემთხვევებში, მძიმე შედეგებით სრულდება. ამის მაგალითია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი. 2017 წელს კვლავ პრობლემა იყო ბავშვთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დროული გამოვლენის, პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ეფექტიანი სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების კუთხითაც; განსაკუთრებით პრობლემურია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის არასათანადოდ წარმართვა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი დროული ინტეგრაციის შეფერხება; მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს ამ ეტაპამდე არასათანადოდ ასრულებს. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა და მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები; სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ფარგლებში იკვეთება, რომ დროულად ვერ ვლინდება სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 17 შემთხვევასა და გარყვნილი ქმედების 173 საქმეზე. 2017 წელს, საერთო ჯამში, გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 243 საქმეზე; უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული მასშტაბით, სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავთ მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, რომლის ფუნქციებში ასევე შედის სახელმწიფო სერვისებში ჩართული ბენეფიციარების მომსახურება. აღნიშნულ პრობლემაზე საქართველოს სახალხო დამცველი 2015-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც მიუთითებდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარებისთვის საჭირო სერვისების განვითარება ამ ეტაპამდე მიუღწეველია. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი: – რატომ არ ეხება ჩვენი კანონმდებლობით 14 წლამდე ბავშვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? – მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი წინა მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს მიიღო, რისი მიზანი მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა იყო. ეს იყო რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც არასრულწოვნების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის ნაცვლად პრიორიტეტად, პრევენციაზე გათვლილი ღონისძიებები გახდა. ვფიქრობ, ამ კანონმა კარგად იმუშავა, რადგან ბევრი ისეთი პრობლემა აღმოიფხვრა, რომელიც მანამდე დანაშაულის ჩადენის, ან შესაძლო ჩადენის შემთხვევაში ბავშვებს, ფაქტობრივად, დაღუპვისთვის წირავდა. ჩვენ კარგად გვახსოვს წლების წინათ როგორი რეპრესიული პოლიტიკა წარმოებდა არასრულწლოვნების მიმართ. მარტო გიორგი ზეიკიძის ისტორია კმარა იმის გახსენებად, როგორ ექცეოდა დანაშაულებრივი სახელმწიფო სისტემა ბავშვებს. სამაგალითო დასჯას, ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. მსგავსი მიდგომები მიუღებელია, რადგან ჩვენ სწორება ბავშვების დაშინებაზე კი არა, მათ სოციალიზაციასა და გამოსწორებაზე უნდა ავიღოთ. მესმის, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოზარდებსა და ბავშვებში დანაშაულის სტატისტიკამ შეიძლება მოიმატოს, მაგრამ მიზანმიმართული და კარგად ორგანიზებული სტრატეგიის მიხედვით, სადაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ოჯახს და თავად ბავშვებს, ეს სტატისტიკა აუცილებლად იკლებს. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ „არასრულწლოვანთა კოდექსმა“ მართალია, ბევრი არსებული პრობლემა გადაჭრა, მაგრამ მისი მიღება საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ჩადენა მინიმუმამდე დასულიყო. ამას კიდევ სხვა სამართლებრივი გარანტიებისა და სახელმწიფო პროგრამების ამუშავება სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული კოდექსი დასახვეწია იმ ნაწილში, სადაც 14 წლამდე ბავშვების დანაშაულის ჩადენაზე რეაგირებაა განსაზღვრული, ოღონდ არა სანქციების გამკაცრების ხაზით, არამედ ისევ პრევენციის გაძლიერების გზით. კერძოდ, მულტიდისციპლინარული მიდგომა, ანუ როგორიც კი მოხდება პრობლემური ბავშვის გამოვლენა, ან როდესაც არსებობს საფრთხე, ბავშვი მოექცეს ცუდი გავლენის ქვეშ, მაშინვე არის საჭირო ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართულობა. – რაზე მუშაობს პარლამენტი ამ მიმართულებით? – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა ორ მნიშვნელოვან კანონპროექტზე – „ბავშვთა უფლებებისა“ და „სოციალური სამუშაოს“ შესახებ, რომლებიც მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. პირველი, ბავშვის საუკეთესო უფლებებთან ერთად მის ვალდებულებებსაც ადგენს, ასევე საუბარია ბავშვის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტზე, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, ხოლო სოციალური მუშაობის კანონი სოცმუშაკის ინსტიტუტის გაძლიერებას უზრუნველყოფს, რაც ბავშვთა საჭიროებებისა და მყისიერი რეაგირების ინსტრუმენტებს შექმნის როგორც თბილისის, ისე რეგიონების დონეზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180223&name=23.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   პრაიმტაიმი

ქალების ძალადობისა და მკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180147&name=23.04.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

სტომატოლოგთა ნაწილი აივ-დადებით პირებს უარს ეუბნება მომსახურებაზე

ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირებულთა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. „აივ/შიდსით ინფიცირებულთა წინააღმდეგ მიმართული სტიგმა ქმნის მთავარ ბარიერს აივ/შიდსის პრევენციისა და სერვისით სარგებლობის მიმართულებით. უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბრკოლებად რჩება“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დოკუმენტში არასამთავრობოებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სოციალური სტიგმის გამო ადამიანები თავიდან ირიდებენ აივ-ტესტირებასა და მკურნალობას. „ჯანდაცვის სერვისის ზოგი მომწოდებელი, განსაკუთრებით სტომატოლოგები, უარს აცხადებენ მოემსახურონ აივ-დადებით პირებს. ადამიანები ხშირად მალავენ თავიანთ აივ-სტატუსს თანამშრომლებისგან, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5180011&name=23.04.2018+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---