From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-23.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 23.05.2017 09:00
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.05.2017

ტელევიზია 

22.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00

მაუდოვების ოჯახი, ძველ სამხედრო ჯიხურში ცხოვრობს და 250 ლარიანი შემოსავალი არაფერში ყოფნით. ისინი დახმარებას სახელმწიფოს თხოვენ, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სახლმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ მამეოვების ოჯახს დაეხმაროს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4469033

---

 

22.05.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  ახალი ამბები 21:00

ხულოში, გამგეობა რამდენიმე ამბულატორიის რეაბილიტაციას გეგმავს, ჯანდაცვის სამინისტრო კი სამედიცინო პუნქტებისთვის დამატებით ავტომობილებს შეიძენს, თუმცა, საკმარისია თუ არა ეს სამედიცინო მომსახურებისთვის, რაც ათობით სოფლის ათასობით მოსახლეს უნდა გაეწიოს. რთული რელიეფური პირობების გამო, მედიკოსები პაციენტებთან ფეხით მიდიან, გარდა ამისა, არასაკმარისია მათთვის გამოყოფილი საწვავი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4469166

---

 

22.05.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

1 წლის ელისაბედ ქოჩიშვილს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობის გაგრძელება. ოჯახმა თანხის შეგროვების ყველა შესაძლო რესურსი ამოწურა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4468182

---

 

22.05.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:   მოამბე 12:00

 10 წლის ბესიკ ნესუაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. მას თირკმლის სკლეროზი დაუდგინდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4467741

---

 

22.05.2017

არხი:           მაესტრო

გადაცემა:  კონტაქტი 15:00

სახალხო დამცველმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში გააცნო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ომბუდსმენმა დიპლომატებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ყურადღება სხვადასხვა უწყებებისადმი რეკომენდაციებსა და ანგარიშის დეტალებზე გაამახვილა. "ომბუდსმენის წლიური ანგარიში მოიცავს სოციალური უფლებების ძალიან ბევრ მიმართულებას და პრინციპში იმ დინამიკას, რომელიც არსებობდა ქვეყანაში სოციალური უფლებების ძალიან ბევრ მიმართულებას," - აცხადებს ლინა ღვინიანიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4467984

---

 

 

 

ინტერნეტი

23.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141400-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 .

რუსთავში ერთ დღეში 2 ჩვილი გარდაიცვალა

რუსთავში, ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 1 თვის და 2 თვის ჩვილები არიან. კლინიკა "რუსთავის" ექიმ-თერაპევტის გიორგი მოდებაძის განცხადებით, ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო. მედპერონალის ინფორმაციით, ერთი ბავშვი რუსთავის მკვიდრი იყო, მეორე კი საავადმყოფოში გაჩიანიდან შეიყვანეს. ერთ ერთი ვერსით გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა გახდა.   რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. ორივე შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება კი 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

---

 

23.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/434077-ombudsmenma-vakansiebis-shesakheb-ganckhadebebshi-diskriminaciuli-shezghudvebis-gamoyenebis-thavidan-acilebis-miznith-tsinadadeba-sheimushava.html

ომბუდსმენმა ვაკანსიების შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით წინადადება შეიმუშავა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ვაკანსიების შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების აღმოფხვრის მიზნით მექანიზმის შემუშავების შესახებ ზოგადი წინადადება გამოსცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2017 წლის 5 მაისს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშავოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებების ფორმულირება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე იმგვარად, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვები არ იქნეს გამოყენებული. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე განცხადებების შესწავლამდე, დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს, ვაკანსიების გამავრცელებელი საიტის (www.jobs.ge) მიმართ გამოცემული ჰქონდა ზოგადი წინადადება, ხოლო შპს „ელიტ-სერვისის“ მიმართ - რეკომენდაცია.  „სახალხო დამცველის აპარატში დასაქმების შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ვაკანსიებში დისკრიმინაციული შეზღუდვების არსებობასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების სიმრავლემ და სახალხო დამცველის ინიციატივით გამოვლენილ საქმეთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, ცხადყო, რომ დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ვაკანსიების განთავსება კვლავ გრძელდება ვებგვერდებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების სტიმულირებას. შესაბამისად, საკითხის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობა.  ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს არსის გათვალისწინებით, მოთხოვნა უნდა იყოს ფორმულირებული იმგვარად, რომ ორიენტირებული იყოს სამუშაოს სპეციფიურ ელემენტზე და არ იწვევდეს პირთა ჯგუფის რაიმე ნიშნით ავტომატურ გამორიცხვას. ამასთან, სახალხო დამცველმა, ვაკანსიის შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილებისა და მონიტორინგის, ასევე ასეთი განცხადების გავრცელების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის ან/და გამავრცელებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდა, შემუშავდეს მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება გამოავლინოს სამართალდარღვევა და შეადგინოს ოქმი, რის შემდეგაც, სამართალდარღვევის არსებობის შეფასების უფლებამოსილება მიენიჭება საერთო სასამართლოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

---

 

23.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/434068-sakhalkho-damcvelma-shshm-bavshvis-savaraudo-diskriminaciasthan-dakavshirebith-sasamarthlos-megobris-mosazreba-tsaradgina.html

სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ბავშვს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს მკურნალობას, იგი ირიცხება ერთ-ერთ დღის ცენტრში. 2014 წლიდან ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც, დღის ცენტრმა შეწყვიტა ბავშვისთვის მომსახურების მიწოდება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილებით დღის ცენტრების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს მსგავსი მდგომარეობის ბავშვებისათვის უსაფრთხოების და ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნული ასევე არ იქნა გათვალისწინებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებაში. საბოლოოდ, ბავშვი ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩაერთო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბინაზე მომსახურების პროგრამა ვერ ეხმარება ბავშვს განვითარებაში, ვინაიდან მას ფაქტობრივად შეეზღუდა სოციალურ გარემოსთან კონტაქტი.  სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გონივრული მისადაგების პრინციპზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

22.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/433907-saqarthveloshi-sazogadoebriv-jandacvis-asociaciis-rigith-meothkhe-saerthashoriso-seminari-mimdinareobs.html?ar=A

საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს

საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი მიმდინარეობს. თბილისში რიგით მეოთხე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენციას „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია მართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, კონფერენცია მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევებს, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს. „ორდღიანი კონფერენცია თემატური სესიებით არის დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გინეკოლოგიური ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, დერმატო-ონკოლოგია, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები და ორთოპედია-ტრავმატოლოგია. სპეციალურად კონფერენციისთვის საქართველოში ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც ჩამოვიდა, რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებენ“, - აცხადებენ „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარი საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც აღნიშნულ სემინარს უკვე მეოთხე წელია ხელმძღვანელობს.

---

 

22.05.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=141345-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98%2C+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

დედის გარეშე დარჩენილ ბავშვებს მამის გადარჩენაში ჩვენი დახმარება სჭირდება

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით მოდიან ადამიანები, ვისაც ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვთ. ფონდის არსებობის დღიდან, 5 წლის განმავლობაში, უამრავი სულის შემძვრელი ისტორია მოგვისმენია, ბევრი ტრაგედიის მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ კვირაიების ოჯახის უბედურებამ გაგვანადგურა... გურამსა და ლანას ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სადაც სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევდა. გურამი მუშაობდა, ოჯახს ინახავდა. მაგრამ ოჯახური იდილია ლანას ავადმყოფობამ დაარღვია. ის რამოდენიმე დღეში ინსულტისგან გარდაიცვალა. 10 წლის ბექა, 8 წლის რეზიკო და 7 წლის ლიკა დედიკოს გარეშე დარჩნენ. ამ დანაკარგის გადატანა ძალიან მძიმე იყო გურამისთვისაც და ბავშვებისთვისაც. მამა ცდილობდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყო, გულში ჩაეკლა ტკივილი და დარდი... დროთა განმალობაში დედის გარეშე ისწავლეს ცხოვრება. მაგრამ ამ დარდმა გურამი გაანადგურა... მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – გლიობლასტომა (თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე). ბოლო თვეებია ის ძალიან ხშირად წევს საავადმყოფოში. ბავშვებმა მძიმედ გადაიტანეს დედის გარდაცვალება და ახლა შეიძლება მამაც დაკარგონ... „მამიკო ხომ აღარ გტკივა, ხომ კარგად ხარ, ხომ აღარ წახვალ საავადმყოფოში“ – თვალებში უყურებენ და სულ ამას ეკითხებიან მამას... ისინი ძალიან პატარები არიან იმისთვის, რაც გადაიტანეს და კიდევ რისი გადატანაც მოუწევთ. ბავშვები მამასთან ერთად ბაგებში, ყოფილ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მძიმე პირობებში ცხოვრობენ. სიცივე და ნესტი გურამის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საკვების უქონლობის და მუდმივი შიმშილის გამო ბავშვებიც ძალიან დასუსტებულები არიან და ხშირად ავადმყოფობენ. ასე ცხოვრობს კვირაიების ოჯახი ჩვენს გვერდით... ადრე მამიდა ეხმარებოდა. ის გარემოვაჭრეობით არჩენდა გასაჭირში ჩავარდნილ ძმის ოჯახს, მაგრამ რაც გარევაჭრობა აკრძალეს, ოჯახი შემოსავლისა და ლუკმა–პურის გარეშე დარჩა. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უყურადღებოდ ვერ დატოვებს ამ ოჯახს, გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ! გურამს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და წამლები ესაჭიროება, ბავშვებს კი საკვები და ჰიგიენური საშუალებები. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კვირაიების ოჯახი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/193-kviraia/ მართალია ბავშვებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ გურამს ტანჯვას შევუმსუბუქებთ და სამ პატარა ანგელოზს მომავლის იმედს ჩავუსახავთ!

---

 

22.05.2017

მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/583-prokuraturam-klinika-%E2%80%9Elanzetis%E2%80%9C-ert%E2%80%93erti-mplobeli-parman-jeiran-li-daakava

პროკურატურამ კლინიკა „ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელი ფარმან ჯეირან ლი დააკავა

სამედიცინო ცენტრი „ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელი ფარმან ჯეირან ლი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ „ლანცეტს“ გასული წლის ნოემბერში ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა. საქმე ეხება კლინიკაში ორი პაციენტის გარდაცვალებას. ერთ–ერთი გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძეა, რომლის ოჯახის ინტერესებსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა. ცენტრის ინფორმაციით, გიორგი ჩუბინიძემ 2016 წლის 12 თებერვალს კლინიკა „ლანცეტს“ ღვიძლის პრობლემით მიმართა, სადაც უფასო კონსულტაციებს უცხოელი ექიმები ატარებდნენ. გასაუბრების შემდეგ, ექიმმა მირჯალარ კიარიმიმ მას განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია, რადგან ღვიძლის კარის ვენაში თრომბი დადგინდა. „ღვიძლის პრობლემა გიორგი ჩუბინიძეს 7 წელი აწუხებდა. 2014 წელს მას ესპანეთში ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევები და დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი. განმეორებით გამოკვლევებზე ესპანეთში ჩავიდა 2015 წელს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა და სტაბილური იყო, მას განუმარტეს, რომ 6 თვის განმავლობაში არანაირი სამედიცინო ჩარევა აღარ იყო საჭირო. კლინიკა „ლანცეტში“ კი ექიმები არწმუნებდნენ, რომ ფიქრისა და ესპანეთში კიდევ ერთხელ გადაფრენის დრო აღარ ჰქონდა, რადგან აუცილებელი იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა, კერძოდ კი, 40 000 აშშ დოლარი არ ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში განუმარტეს, რომ მათ „შეღავათს გაუკეთებდნენ“. 2016 წლის 7 მარტს, გიორგი ჩუბინიძეს სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გიორგი არჩვაძის ვალი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული კლინიკა „ლანცეტი“ და არც ვალის დანიშნულება. არ არის აღნიშნული, რომ გიორგი არჩვაძე კლინიკის თანამშრომელია. „სასწრაფო ოპერაციისათვის“ პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და 22:00 საათზე ნოტარიუსთან გადაიყვანეს სესხის გასაფორმებლად. დილით კი ჩაუტარეს ღვიძლის ტრანსპლატაცია. ოპერაციიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გართულდა, დაეწყო სისხლდენა და შეუშუპდა სახე, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ოპერაციამდე გიორგი ჩუბინიძეს ძვირადღირებული ანალიზებიც ააღებინეს, რამდენიმე ნიმუში გერმანიაშიც გადაგზავნეს, მაგრამ პასუხებს არ დაელოდნენ, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ საჭირო არ იყო ანალიზის პასუხისთვის დალოდება“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/176809

ნიუს.ჯი- http://news.ge/ge/news/story/218179-samartaldamtsvelebma-klinika-lantsetis-ert-erti-mflobeli-daakaves

---

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

23.05.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ვალერი კვარაცხელია: "არ მინდა სახელმწიფო სამსახურში!"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა სამი კვირის წინ დატოვა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პრესრელიზი გაავრცელა: „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“... - თქვენ ადგილზე ვინ დაინიშნება? ვალერი კვარაცხელია: - მომავალ კვირას ჯანდაცვის მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას...            

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4469380&name=23.05.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

23.05.2017

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

დასაქმების ზრდა თუ დასაქმებულთა უსაფრთხოება?!

საქართველოს ის საეთაშორისო ვალდებულებებით მოეთხოვება, ზოგი მას ბიზნესისა და ინვესტიციების შემაფერხებლად, ზოგი კი დასაქმებულების უფლებების დაცვის მექანიზმად მოიხსენიებს. ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს და ბოლო დღეების მანძილზე რაც აქტუალური იყო ეს შრომით უსაფრთხოებას ეხებოდა. რეალურად იმისთვის, რომ ქვეყანაში სრულყოფილი და ქმედუნარიანი შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს, უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, შრომის საეთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების, ევროპის სოციალური ქარტიის. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რაც კონკრეტულად შრომის ინსპექტირების კუთხით კანონის მიღებას გულისხმობს. ლევან ჟორჟოლიანი - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი: -                             მალე დამტკიცდება შრომის ინსპექციის სტრუქტურა, შესაბამისად ეს არის უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია უფრო ფართო მასშტაბზე გადავიდეს. თუმცა წელიწადნახევარი იყო საჭირო იმისთვის, რომ შრომის ინსპექტორებს გამოცდილება მიეღოთ. პროფესია შრომის ინსპექტორი საქართველოში არ არსებობს. 300 - მდე ობიექტი გვაქვს შემოწმებული ერთი წლის მანძილზე 25 ინსპექტორის მეშვეობით, სრულყოფილი ინსპექციის შექმნა წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა 9 წლიანი წყვეტა იყო შეუძლებელია. EMC - ის მონაცემებით, 2011 – 16 ელებში საქართველოში სამუშაოს შესრულების ადგილზე 270 ადამიანი დაიღუპა, 776 კი დაშავდა. 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4469344&name=23.05.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

23.05.2017

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"აქ ბავშვები აღარ იბადებიან და ვის რად არგია ეს დახმარება?"

ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია - ქვემო სვანეთის მთავარი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც მთელი რიგი სოციალური და ეკონიმიკური შეღავათები მიიღო, ეს სოფლებში ხალხის დასამაგრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 2016 წლიდან ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა. ადგილობრივები ამას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ არასაკმარისია იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას. დღეს არსებული შეღავათებითა და დახმარებით, ქვემო სვანეთში მხოლოდ ნაწილობრივ უმსუბუქდებათ ყოფა, მაგრამ შეუძლებელია, მსგავს პირობებში ვინმე დაბრუნდეს რეგიონში საცხოვრებლად ან ამ შეღავათების გამო არ დატოვოს ისედაც დაცლის პირას მყოფი რაიონი. პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, უკიდურესად შემცირებული შობადობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებია, რეგიონში მცირე ასაკის ბავშვთა რიცხვმა იმდენად იკლო, რომ რამდენიმე დაწყებითი სკოლაც კი დაიხურა. სოფლებში, სადაც პირველი საფეხურის განათლების მიღება შესაძლებელი იყო, მოსწავლეები აღარ არიან. ერთი მოსწავლის ყოფნის შემთვევაშიც კი დაწყებითი სკოლა არსებობას განაგრძობდა, თუმცა ისე მოხდა, რომ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რადგან აღარც ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლე აღარ დარჩა. ასე რომ, დღესდღეობით მხოლოდ სასოფლო თემებში დარჩა თითო საშუალო სკოლა. ადგილობრივი მცხოვრები დათო ონიანი ლენტეხს დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე მდგარ რაიონად მიიჩნევს. მისი თქმით, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და უფრო სერიზული ნაბიჯებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. "მთის კანონი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ამ ფორმით და ამ სოციალური შეღავათებით, რაც დღეს არის, მოსახლეობის დაბრუნება კი არა, აქ მცხოვრებთა დამაგრებაც კი შეუძლებელია. ახალშობილებს სახელმწიფო 200 ლარს გადაუხდის, სანამ ორი წელი შეუსრულდებათ. ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ აქ ბავშვები აღარ იბადებიან და ვის რად არგია ეს დახმარება? ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ეს თანხა იმ ბავშვებისათვის გამოეყოთ, რომლებიც აქ სწავლობენ. ეს უფრო ქმედითი იქნება დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე მდგარი რაიონისათვის. აქ მცხოვრები ბავშვების მშობლებიც არ იფიქრებდნენ წავლას და ის ხალხი, ვინც დიდი ხანია, სვნეთში აღარ ცხოვრობს, მოტივაციასა და პერსპექტივას დაინახავდა. ვერც ეკონომიკური გაჭირვება და ვერც სხვა რამ არის იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე ბავშვებისა და ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფლები. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი მთავრობისათვის", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დათო ონიანი. ახალგაზრდების მასობრივ მიგარაციას მიიჩნევს მთავარ პრობლემად ლეილა ბენდელიანიც. მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც რეგიონშია, ახალგაზრდა ადამიანებს განვითარების ყველანაირ პერსპექტივას უსპობს და ამიტომ ისინი გარბიან ქალაქში ან სულაც - საზღვარგარეთ. "როგორც მთელი ქვეყანისთვის, მთავარი პრობლემა ქვემო სვანეთშიც უმუშევრობაა. არც ერთი ასაკის ადამიანისთვის არ არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ახალგაზრდები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ და განიცდიან. ფაქტობრივად, აქ დარჩენით განვითარების პერსპექტივა ესპობათ და ამიტომაც გარბიან დედაქალაქში ან უცხო ქვეყნებში. რამდენადაც ვიცი, ბოლო აღწერით, ლენტეხის რაიონში 1 000 ადამიანიც კი არ ცხოვრობს მუდმივად. ამ დროს საკრებულოსა და გამგეობაში ორასამდე ადამიანი მუშაობს. დასაქმების ერთადერთი გზა ეს არის და ამიტომაც მაქსიმალურად გაბერილია შტატები. არავის აინტერესებს კვალიფიკაცია და ვის რისი კეთება შეუძლია. მთავარია, რაც შეიძლება, მეტი ოჯახიდან ჰყავდეთ დასაქმებული, რომ არჩევნებზე პრობლემა არ შეექმნათ. ამბობენ, მთის პროგრამაში ისეთი პუნქტები და შეღავათებია ჩადებული, რაც შობადობას გაზრდისო. რაიონში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ და ვინ უნდა გააჩინოს ბავშვები?" - ამბობს ლეილა ბენდელიანი. რეგიონის პრობლემების სათავეს ადგილობრივი ხელისუფლების ცუდ მუშაობაში ხედავს თამარ ქურასბედიანი. მისი აზრით, ტურისტული პოტენციალი, რომელიც ლენტეხს აქვს, მთლიანად აუთვისებელია და არავინ ზრუნავს მის გამოყენებაზე. "ლენტეხის ტურისტული პოტენციალი მთლიანად აუთვისებელია და მხოლოდ გზად გამოიყენება მესტიისაკენ. უძველესი, ადრექრისტიანული ტაძრები, წარმართული ხანის სალოცავები, ულამაზესი მთები და კულტურული ძეგლები მრავლადაა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების სუსტი მუშაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად აქ არ ვცხოვრობ, ის რამდენიმე თვეც, რასაც სვანეთში ვატარებ, საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორი დეფიციტია პროფესიონალიზმის მხრივ. ხელფასიდან ხელფასამდე ცხვრობენ ლენტეხში ადამიანები და არ აინტერესებთ, რა გაკეთდება რაიონში. ტურიზმის განვითარების შემთვევაში, მცირე ბიზნესიც ფეხზე დადგება და მასობრივი მიგრაციაც შეწყდება. მით უფრო, რომ, მთის კანონით, მეწარმეებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თამარ ქურასბედიანმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4469343&name=23.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---