From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-23.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com
Received On : 23.05.2018 08:56
Attachments :

 

 

 

მედიამონიტორინგი 2 3.05.2018

ტელევიზია

23.05.2018

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 10:00

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს განიხილავს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ დასამტკიცებლად გადასცა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304765

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304709

I არხი- მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304558

---

 

23.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის დილა

დამსაქმებლებს სამუშაო მაძიებელთა მიმართებით ხშირად გადაჭარბებული მოთხოვნები აქვთ განსაკუთრებით კვალიფიკაცუიისა და ანაზღაურების ნაწილში. ვაკანსიების მონიტორინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, რომ დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% პროფესიულს, 9% კი უმაღლეს განათლებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304482

---

 

23.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა: იმედის დილა

საქალაქო სასამართლომ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს გაფიცვა კიდევ ერთხელ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304445

22.05

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5303693

---

 

22.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

რა სამედიცინო შეღავათები ეკუთვნით ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს

https://www.imedi.ge/ge/video/24496/ra-sameditsino-shegavatebi-ekutvnit-eqvs-tslamde-asakis-bavshvebs

---

 

22.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობას შესაძლოა შიდა კენჭისყრის ჩატარება დასჭირდეს. გუნდი ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ მიდგომაზე და ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე თანხმდება, თუმცა დოზების და ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი კვლავ დავის საგნად რჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304353

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304142

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5303985

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304040

---

 

22.05.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: თავისუფალი სივრცე

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყანაში გავითარებული მოვლენები. " ბექა წიქარიშვილი : " აქცია უკვე დაანონსდა,დღეს კლუბი ბასიანი აკეთებს ამ აქციას რადგან ეს კლუბი დახურულია და გაუგებარია რა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის. ბუნებრივია ჩვენც ვუერთდებიათ ამ აქციას სხვა მოძრაობებიც და სხვა კლუბებიც. ამასთან ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას შსს-სთან და ჯადნაცვის სამინისტროსთან. ჩვენი მოთხოვნა იყო რომ შევხვდეროდით ბატონ დავით სერგეენკოს. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გახდეს წამყვანი ამ საკითხისა."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304206

---

 

22.05.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

წნორში შვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.  6 წლის ბავშვის ცემის შესახებ იციან მეზობლებმაც. ისინი მომხდარს ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას და დედის მძიმე ემოციურ ფონს უკავშირებენ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოსგან დროულ რეაგირებას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი განმეორდა, შესაძლოა, მცირეწლოვნები მინდობით აღზრდის პროგრამით ოჯახიდან წამოიყვანონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304146

---

 

22.05.2018

არხი:   კავკასია

გადაცემა:  დღეს 19:00

იანვრიდან აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით და ოპიოიდებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადბენ რომ ბოლო სამ თვეში თბილისში მსაგვსი სახის მოწამვლის 21 შემთხვევა დაფიქსირდა ხოლო დანარჩენი მცხეთა მთიანეთსა და შიდა ქართლში ფიქსირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5304044

---

 

22.05.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

მესტიის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის ორი სპეცმანქანა შეემატა. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5303138

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302658

I არხი -მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5303308

---

 

22.05.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

ჭითურაში კოროხნარის მაღაროში დაშავებული 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქუთაისის ცენტრალურ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. დეკანოიძე მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად დაშავდა. "ჯორჯიან მანგანეზშში" აცხადებენ, რომ უსაფრთოების ყველა ნორმა დაცული იყო. შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსის თქმით, კი მაღაროში შესაძლოა დარღვევები გამოიკვეთოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302654

---

 

22.05.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

საქართველოს პარლამენტში ძიძების რეესტრის შექმნაზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მოქალაქემ მიმართა, რომელიც ბავშვის ძიძასთან დატოვების საკითხის რეგულირებას სახლმწიფოსგან ითხოვს. პროექტის მიხედვით, ძიძობის მსურველების ბაზაში მხოლოდ ის ადამიანები იქნებით, ვინც სახელწმიფოსგან დაწესებულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კერძოდ კი სამედიცინო გამოკვლევებით დაადატურებს, რომ არ აქვს C ჰეპატიტი, ტუბერკულიოზი ან სხვა დაავადება. ბაზით სარგებლობა მშობლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება, დასაქმების სააგენტოებისთვის კი - სავალდებულო. პროექტით რეესტრის გამოყენების ფასიც არის განსაზღვრული. ნებისმიერ პირს მისი 6 თვით გამოწერა 20 ლარი დაუჯდება. თანხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშზე ჩაირიცხება, რადგან ინიციატივის ავტორის აზრით, ძიძების რეესტრს სახელმწიფო უწყება უნდა აკონტროლებდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5302207

---

 

22.05.2018

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

შშმ პირთა და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება. ინიციატივა ფონდ „ღია საზოგადიება-საქართველოსა“ და „ადვოკატთა ასოციაციას“ ეკუთვნის. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად ადვოკატთა ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 იურისტს შეარჩევს, რომლებიც იურიდიულ დახმარებას გაუწევენ შშმ პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებსაც. 1 ივლისს უკვე ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5303831

---

 

 

ინტერნეტი

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/specialur-kontrols-daqvemdebarebuli-medikamentebis-importis-shida-kvotebi-dadginda/19919

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტის შიდა კვოტები დადგინდა

შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტის შიდა კვოტები დაადგინეს. შსს მინისტრის და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსულებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მედიაკმენტებზე განისაზღვრა შემდეგი რაოდენობა: ა) ზალეპლონისათვის – 993.455 გრამი; ბ) ზოპიკლონისათვის – 2645.305 გრამი; გ) ბაკლოფენისათვის – 56509.15 გრამი; დ) გაბაპენტინისათვის – 768257.95 გრამი; ე) ტროპიკამიდისათვის – 300 გრამი; ვ) დექსტრომეტორფანისათვის – 2828 გრამი. იმპორტი 2018 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე გამოცხადდება.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/akhalgazrda-advokatebi-sakhelmtsifos-sotsialurad-dautsvelta-dakhmarebis-sistemis-reformasa-da-samartliani-tsesebis-shemoghebaze-mimartavs/44229

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველთა დახმარების, სისტემის რეფორმასა და სამართლიანი წესების შემოღებაზე მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ცდება - არსებული მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მილიონი მოქალაქიდან, ერთ მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი - 500,833 პირი სარგებლობს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის განცახდებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, საკითხი იმის შესახებ, თუ 2014-2017 წლებში, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რამდენი პირი იქნა რეგისტრირებული, საერთო ჯამში, რამდენმა პირმა გააკეთა განაცხადი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე, სოციალური დახმარების მიღებაზე რამდენ მათგანს ეთქვა უარი და რა საფუძვლით და გასაჩივრდა თუ არა სახელმწიფოს უარი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე. ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა საანგარიშო პერიოდში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სოციალური დახმარების საერთო რაოდენობითა და ერთი პირის მიმართ გაცემული დახმარების ოდენობის საკითხითაც. ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იქნა 975,236 პირი, 2016 წელს - 1,171,151, 2015 წელს - 1,542,545, ხოლო 2014 წელს - 1,627,278 პირი. დარეგისტრირებული პირების გათვალისწინებით, შესწავლის შედეგად, სახელმწიფომ საარსებო შემწეობის გაცემა უზრუნველყო 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 500,833 პირის მიმართ, 2016 წელს - 549 457, 2015 წელს - 468 932, ხოლო 2014 წელს - 462 004 მოქალაქის მიმართ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, მზარდია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც მზარდია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მაღალია. 2014-1017 წლებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური დახმარების მიღებაზე, საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელი - 180 879 პირი, 2015 წელი - 171 556 პირი, 2016 წელი - 118 229 პირი, ხოლო 2017 წელს 139 671 პირი. უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში ხდება: შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგი ქულა, ოჯახის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების საკითხი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებთან და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა. 2014-2017 წლებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე მიღებაზე უარის თქმის საფუძველი - 260 შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის პატიმრობა გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც დასახელებულ პერიოდში შეუწყდათ სოციალური დახმარება - აღნიშნულ პირთა რაოდენობამ საერთო ჯამში 333 939 პირი შეადგინა. ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში ყურადღება დაუთმო ცალკეული პირების მიერ სოციალური სააგენტოს მხირიდან სოციალური დახმარების გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხს. მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული საჩივრით, 373 პირმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სრულად დაკმაყოფილდა მხოლოდ 12 ადმინიტრაციული საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 109, არ დაკმაყოფილდა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, - 198, წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა - 23 განაცხადს, წარმოება შეწყდა 41 მიმართვაზე. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი პირების მიმართ გაცემული სოციალური დახმარების რაოდენობა, რამაც 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში - 1 062 723 938 ლარი შეადგინა, წლების მიხედვით კი მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელს საერთო ჯამში გაიცა 281 108 370 ლარი, 2015 წელს 253 793 598 ლარი, 2016 წელს 270 190 069 ლარი, ხოლო 2017 წელს 257 631 898 ლარი. ამ პროცესში აღსანიშნავია ერთი პირის მიმართ გაცემული თანხის ოდენობა, რაც სააგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად 1 ლარით გაიზარდა. ერთი პირის მიმართ ყოველთვიურად გასაცემი თანხა 2014 წელს იყო - 54 ლარი, 2015 წელს - 54 ლარი, 2016 წელს - 55 ლარი, ხოლო 2017 წელს აღნიშნულმა - 56 ლარი შეადგინა. სოციალურად დაუცველი პირის მიმართ მსგავსი ოდენობის თანხის გაცემა საქსტატის მიერ ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლილი მასალის საფუძველზე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში სოციალური დაცვის და სიღატაკის დაძლევის რეალური საშუალებები უნდა აამოქმედოს. მთლიანად შესაცვლელია სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა. ასამოქმედებელია სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დასაქმებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნის ეროვნული სტრატეგია. შესაცვლელია სოციალურად დაუცველ პირად მიჩნევისთვის შეფასების სისტემა, რაც უნდა დაეფუძნოს შეფასების სამართლიან პრინციპს და გაიზიაროს სხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება უთანასწორობისა და დისკრიმინაციის თავდიან აცილების მიზნით. ამჟამად, არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, სახელმწიფო, გარდა კანონით განსაზღვრული სოციალური შემწეობის გაცემის გარდა, უწევს თუ არა სხვა სახის დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს და ახორციელებს თუ არა მათი დასაქმების ხელშეწყობისთვისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ღონისძიებებს. ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყო და მოახდინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. ორგანიზაცია მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, სწავლობს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას და გამოთქვამს მზადყოფნას პრობლემის დაძლევის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/204583--axalgazrda-advokatebi-saxelmwifos-socialurad-daucvelta-daxmarebis-sistemis-reformasa-da-samartliani-wesebis-semorebaze-mimartavs

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494466-lasha-kiladze-thu-ar-iqneba-erthiani-prevenciuli-da-profilaqtikuri-sistema-fsiqo-socialuri-reabilitaciis-rezidentuli-sistema-liberalizaciis-fonze-arasakharbielo-suraths-mivighebth.html?ar=A

ლაშა კილაძე - თუ არ იქნება ერთიანი პრევენციული და პროფილაქტიკური სისტემა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რეზიდენტული სისტემა, ლიბერალიზაციის ფონზე არასახარბიელო სურათს მივიღებთ

ნარკომანიით დავადებული პირების სამკურნალო პროცესი ვერ იქნება ბოლომდე მიყვანილი, თუ არ იქნება რეზიდენტიული ფსიქორეაბილიტაციის სერვისი ამუშავებული, - ამის შესახებ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. რაც შეეხება ნარკომანიასთან ბრძოლას, როგორც კილაძე აღნიშნავს, სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. კერძოდ, კილაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება და სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა. „კანონპროექტს მიიღებს თუ არა პარლამენტი, ამის მიუხედავად, ეს სერვისი უნდა ამუშავდეს და იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ასევე, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება, მათ შორის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სისტემების, რომელიც აჩვენებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პროცესს. თუ ეს სისტემა არ იქნება ერთიანი და სახელმწიფოებრივი, არ იქნება ის სახსრები, რაც რეალურად უნდა იყოს ჩადებული, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტური იქნება. მკურნალობა არის ერთადერთი გზა ნარკომომხმარებლების დახმარების. მივესალმები მოხმარების დეკრიმინალიზაციას, მივესალმები მინიმალური დოზების განსაზღვრას, რაც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ თუკი არ იქნება ერთიანი პრევენციული და პროფილაქტიკური სისტემა, არ იქნება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რეზიდენტული სისტემა, ჩვენ მივიღებთ არასახარბიელო სურათს ლიბერალიზაციის ფონზე“, - განაცხადა კილაძემ.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494460-lasha-kiladze-narkotikebith-zedozirebisas-adamiani-malavs-informacias-da-cdilobs-ise-miighos-samedicino-dakhmareba-amitom-yvela-shemthkhveva-ar-fiqsirdeba.html?ar=A

ლაშა კილაძე - ნარკოტიკებით ზედოზირებისას ადამიანი მალავს ინფორმაციას და ცდილობს ისე მიიღოს სამედიცინო დახმარება, ამიტომ ყველა შემთხვევა არ ფიქსირდება

ნარკოტიკებით და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამო, წინა წლის მაისიდან მომართვიანობა მკვეთრად მომატებულია, - ამის შესახებ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. თუმცა, როგორც კილაძე აცხადებს, ხშირ შემთხვევაში პაციენტები მალავენ რისგან არის გამოწვეული მათი ქცევითი აშლილობა, ამიტომ ყველა შემთხვევა არ ფიქსირდება. „თავდაპირველად, უნდა განვსაზღვროთ, რაზე ვსაუბრობთ ზედოზირების შემთხვევებზე თუ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების თაობებზე. ჩვენს დაწესებულებაში - „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ არ ხვდებიან ზედოზირებით მოწამლულები, ისინი ხვდებიან ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში. ჩვენთან ხვდებიან მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შედეგად. არსებული პრაქტიკის მიხედვით, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა არ ფიქსირდება იმიტომ, რომ ადგილი აქვს დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან მიზეზების დასახელებისგან თავის არიდებას და დიაგნოზის დამალვას. შესაბამისად, არსებული რიცხვის ვალიდაციის ხარისხი შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ ამ სურათს ვერ ასახავს. აღწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც პაციენტიც არ მალავს რისგან მოიწამლა და გამოკვლევებითაც დადგენილია მოწამვლის შემთხვევები. თუმცა, ზედოზირებისას ადამიანი მალავს ინფორმაციას და ცდილობს ისე მიიღოს სამედიცინო დახმარება. 2014 წლის სექტემბრიდან, გაუქმებულია ნორმა, როცა ზედოზირების შემთხვევებისას სამედიცინო პერსონალი ვალდებული იყო ეცნობებინა სამართალდამცავებისთვის, მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ძალიან ხშირად თავს არიდებენ ამგვარი შემთხვევების აფიშირებას. ზოგადად, თუ დავაფიქსირებთ პაციენტების რაოდენობას, მათ შორის ჩვენს ცენტრში, შარშანდელთან შედარებით ზრდის დინამიკა სახეზეა, ხშირად მოგვმართავენ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებისა თუ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებით არის გამოწვეული. წინა წლის მაისიდან მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა და წელს უკვე არსებული მონაცემით, იანვარი-აპრილის ჩათვლით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამო, მომართვიანობა მომატებულია; არა აპოკალიფტური მასშტაბით და რამდენიმეჯერ, მაგრამ მომართვის სიხშირე საქართველოს მასშტაბით, ყველა დაწესებულების მასშტაბით გაზრდილია დროის იგივე პერიოდთან დაკავშირებით“, - განაცხადა კილაძემ. რაც შეეხება ნარკომანიასთან ბრძოლას, როგორც კილაძე აღნიშნავს, სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. კერძოდ, კილაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება და სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა. „ნარკომანიით დავადებული პირების სამკურნალო პროცესი ვერ იქნება ბოლომდე მიყვანილი, თუ არ იქნება რეზიდენტიული ფსიქორეაბილიტაციის სერვისი ამუშავებული. კანონპროექტს მიიღებს თუ არა პარლამენტი, ამის მიუხედავად, ეს სერვისი უნდა ამუშავდეს და იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ასევე, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება, მათ შორის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სისტემების, რომელიც აჩვენებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პროცესს. თუ ეს სისტემა არ იქნება ერთიანი და სახელმწიფოებრივი, არ იქნება ის სახსრები, რაც რეალურად უნდა იყოს ჩადებული, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტური იქნება. მკურნალობა არის ერთადერთი გზა ნარკომომხმარებლების დახმარების. მივესალმები მოხმარების დეკრიმინალიზაციას, მივესალმები მინიმალური დოზების განსაზღვრას, რაც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ თუკი არ იქნება ერთიანი პრევენციული და პროფილაქტიკური სისტემა, არ იქნება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რეზიდენტული სისტემა, ჩვენ მივიღებთ არასახარბიელო სურათს ლიბერალიზაციის ფონზე“, - განაცხადა კილაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნარკოტიკებით, ჰალუცინოგენებით მოწამვლის და ოპიოიდების მიღების შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/xshirad-medikamentebze-fasnamati-1000-s-acharbebs

ხშირად მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-ს აჭარბებს”

,მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები ძვირია, ადგილობრივი წარმოების არ ქონა დაიმპორტზე დამოკიდებულებაა” საქართველოში, მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. განსაკუთრებით, პრობლემას ქმნის მედიკამენტების მარალი ფასები, რომელიც პერმანენტულად მზარდია. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წამლებზე ფასი საქართველოსგან განსხვავებით ბევრად იაფია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში, თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანად მოიქცა. ,,როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი”, – განაცხადა სერგეენკომ. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც წესით მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. ,,ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებდა და, ცხადია, ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წამლები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულება. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს” -აღნიშნავს გულბანი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები საქართველოში უფრო ძირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, გულბანი აცხადებს: ,,დიახ ასეთ შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე ვფიქრობ მე ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც ცხადია მოგების მაქსიმიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რაც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო მაგალითად სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რომ შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ”-აღნიშნავს გულბანი. მისი განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში როგორც წარმოების ისე ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, ეს ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ახლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე გზა არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. ,,ეს აპრობირებული მეთოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის მოწყვლად ფენებში”, – აღნიშნავს გულბანი.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/profkavshirebi-moutsodebs-sakhelmtsifos-shetsvalos-kanonmdebloba-ise-rom-dasaqmebulebs-mietset-gafitsvis-ufleba/44217

პროფკავშირები მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლება

საქართველოს პროფკავშირები მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება. შესაბამისი განცხადებით პროფკავშირები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც, მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ. ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეტროს მემანქანეთათვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და არის ფუნდამენტური უფლების, ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა - ასე აფასებს პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას საგანგაშოდ მიიჩნევს. გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უკიდურესად ზღუდავს მას, რამდენადაც ის ფაქტობრივად დასაქმებულთა უმრავლესობას გაფიცვის უფლების გარეშე ტოვებს. მითუმეტეს, რომ თავად გაფიცვის უფლების მოპოვება, თავის მხრივ უკავშირდება წინმსწრებ სავალდებულო შემათანხმებელ პროცედურებს და მედიაციას, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული უფლების რეალიზებას. ამ ფონზე კი სასამართლოს კვლავ აქვს შესაძლებლობა გადადოს ან შეაჩეროს კანონიერი გაფიცვა. ამგვარი რეგულირება წარმოადგენს პროფკავშირების მუდმივი კრიტიკის საგანს, მათ შორის შრომის კოდექსის 51-ე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე, 2013 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა, რომელმაც მოიცვა ისეთი დარგები, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ფაქტობრივად აუკრძალა გაფიცვა დასაქმებულთა უმრავლესობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, შრომითი უფლებების დაცვის ყოველგვარი ალტერნატიული, გაფიცვის უფლების შეზღუდვის სანაცვლო საკომპენსაციო მექანიზმების გარეშე, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა. იგივე ეხებათ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ დაწესებულებებში, რომლის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა, არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ამგვარ სამსახურებში და იძლევა დასაქმებულთა გაფიცვის უფლების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის საშუალებას. პროფკავშირების კრიტიკას სრულად იზიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ შენიშვნებს სისტემატურად ასახავს შსო-ს ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორს 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც ის სახელმწიფოს მიუთითებს, რომ შეცვალოს შრომის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა დავიწროვდეს და მან მოიცვას ასეთი საქმიანობები ამ სიტყვის მკაცრი გაგებით; განიმარტოს, თუ რომელი სამსახურებია, სადაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია პროცესის შეჩერება და იქ, სადაც გაფიცვის უფლების შეზღუდვის ამგავრი წინაპირობა არსებობს დასაქმებულებს არა სრულად აეკრძალოთ გაფიცვა, არამედ სამსახურებში შენარჩუნდეს მინიმალური მომსახურების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. კომიტეტი, პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს სოციალური პარტნიორების ჩართულობით, შეცვალოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია გაფიცვისა გადადება ან შეჩერება, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალწლიან ბრძოლას გაფიცვის უფლებისთვის სათანადო მხარდაჭერა არ მოყვა საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორიდან, რამაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვა აეკრძალათ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება, შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროფკავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შრომის კანონმდებლობაში გაფიცვის შემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით და გამოიყენებს მის უფლებამოსილებას საჩივრით მიმართოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494451-profkavshirebi-sakhelmtsifos-moutsodebs-shecvalos-kanonmdebloba-ratha-dasaqmebulebs-gaficvis-uflebis-efeqturi-realizebis-sashualeba-mieceth.html?ar=A

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36932/khundadze-mtavaria-rom-ar-davichirot-aseve-mtavaria-ar-gavavrtselot-narkotikebis-mokhmareba

ხუნდაძე: მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, ასევე მთავარია, არ გავავრცელოთ ნარკოტიკების მოხმარება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე პოლიტიკური შეთანხმება გუნდში არსებობს, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ამისათვის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს. „დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოლოდინი იქნება იმგვარი, რომ, ალბათ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე პოლიტიკური შეთანხმებაც არის, მაგრამ მთავარია, ნარკოპოლიტიკა იმ რეგულაციებით განხორციელდეს, რომელიც მთავარ მიზანს მიაღწევს ქვეყანაში - შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ ასევე მთავარია, არ გავავრცელოთ ნარკოტიკების მოხმარება“, - ამბობს ხუნდაძე. ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მძლავრი ანტინაკოტიკული პოლიტიკა უნდა გატარდეს, „დაუნდობელი ბრძოლა უნდა იქნას გამოცხადებული ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, კონკრეტული რეგულაციების განხილვა იყო კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც შემოტანილია ჯანდაცვის კომიტეტში და ის გარკვეულ პერიოდში იყო შეფერხებული, შევთანხმდით რა არის ამ პროექტში ღირებული და რა ჩანაწერების ცვლილება იქნება სასარგებლო, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ მიმდინარეობს პოზიციების დაახლოება, დღეს პოზიციები უფრო მეტად ახლოა ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“.   დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ჯერ დოზების საკითხი არ განუხილავთ. მისი თქმით, ამ თემაზე უფრო პროფესიული მიმართულებით იქნება განხილვა. ხუნდაძე ასევე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება ორივე შემთხვევაში - გავრცელებაზეც და გასაღებაზეც.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/bidzina-ivanishvili-emkhroba-humanur-narkopolitikas-iseve-rogorts-gundis-kvela-tsevri-akaki-zoidze/44221

ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი - აკაკი ზოიძე

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი შეფასებით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა. „პრინციპული დაპირისპირება არ გამოიკვეთა არანაირი, მაგრამ ჩვენ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვადები რჩება ძალაში და 7 ივნისისთვის ჩვენ გვექნება შეჯერებული ვარიანტი. ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ მსჯელობა გაგრძელდება. აუცილებელი იქნება შეთანხმება დეტალებზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი. "გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. თუ საჭიროება დადგა, შიდა კენჭისყრა ჩატარდება. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზოიძემ.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1526973491-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია ორივე მიმართულებით არის შესაცვლელი

ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას, რომ გავარკვიოთ, რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს აშკარად არაეფექტურია, ორივე მიმართულებით შესაცვლელია - უფრო ეფექტურად ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება კანონის გამკაცრება და ასევე აუცილებელია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება. ცალკე ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ თურმე და ცალკე ბერას იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ივანიშვილების ოჯახს და ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=65949

ზოიძე: ნარკოპოლიტიკაზე გუნდში პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება

„ნარკოპოლიტიკის საკითხზე გუნდში პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა. პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისთვის შეჯერებულ ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. აქამდე რა მსჯელობაც იყო, იმავე საკითხებზე ვიმსჯელეთ. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება, კერძოდ, დეტალებზე, დეკრიმინალიზაციის ვადებზე და ა.შ.“,- განაცხადა ზოიძემ. რაც შეეხება შეკითხვას, ემხრობა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ზოიძემ ასე უპასუხა: „ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი. შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ. გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ. შეხვედრები გაგრძელდება. ამ კვირაში შეხვედრას ალბათ კიდევ შევძლებთ, თუ საჭირო გახდება. დისკუსიას წერტილი უნდა დავუსვათ და შეიძლება ამ წერტილისთვის საჭირო იყოს შეხვედრა, შევჯერდეთ ყველა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, ამ პროცესის ტორპედირება არ მოვახდინოთ იმით, რომ რაღაც პოზიცია გამოვყოთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/112494-gogichaishvili-narkopolitika-siskhlis-samartlis-regulaciidan-unda-gamovides

გოგიჩაიშვილი: ნარკომომხმარებელს ჯანდაცვამ უნდა მიხედოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ უმრავლესობას, ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური მიდგომა აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ "ეს საკითხი სისხლის სამართლის რეგულაციიდან უნდა გამოვიდეს და სუფთა ჯანდაცვის სფერო უნდა გახდეს". "როცა ვსაუბრობთ, რომ გუნდის პოზიცია არის ჰუმანური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის რეგულაციიდან, ეს საკითხი უნდა გამოვიდეს და უნდა იყოს სუფთა ჯანდაცვის სფერო. ეს განწყობა აქვს გუნდის ყველა წევრს. იმის გათვალისწინებით ასევე, რომ უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა დევნის პირდაპირი მნიშვნელობით ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამაზეც ყველა ვთანხმდებით", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/494404-mestiis-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-avtoparks-2-specmanqana-sheemata.html?ar=A

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 2 სპეცმანქანა შეემატა

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეცმანქანა შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა. მათივე ინფორმაციით, ახალი სპეცმანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. მანქანების გადაცემის შემდეგ, ავთანდილ თალაკვაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. „რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების ხარისხისა და ოპერატიულობის გაზრდას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პია.ჯი- https://pia.ge/post/204532-mestiis-saswrafo-daxmarebis-avtoparks-ori-spec-manqana-seemata

აიპრეს.ჯი- https://www.ipress.ge/new/112519-mestiis-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-avtoparks-2-specmanqana-sheemata

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/medicinis-dargshi-xelfasebi-50-dan-12-atas-laramde-meryeobs/19921

მედიცინის დარგში ხელფასები 50-დან 12 ათას ლარამდე მერყეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ხელფასის ოდენობა დარგების მიხედვით გამოიკვლია. გამოიკვეთა, რომ ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ხელფასი მედიცინის დარგშია. კერძოდ, ამ სფეროში შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 50-დან 12 ათას ლარამდე მერყეობს. თბილისში „გამოკითხულ ორგანიზაციებში ყველაზე დაბალი ხელფასი 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში დაფიქსირდა. საშუალოდ კი ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს უთითებდნენ. ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარს შეადგენს. მაქსიმალური ხელფასი თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში საშუალოდ 7 047 ლარია, ამათგან ყველაზე დაბალი ზღვარი მაქსიმალური ხელფასისა (1 333 ლარი) ფიქსირდება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორში, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი (12 229 ლარი) არის მედიცინაში“, - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/137000/

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

4 წლის გოგონა გუშინ, 20 მაისს, გარდაიცვალა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა: „პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების ნიშნებით. დაიწყო, როგორც ამ დროს ჩვეულებრივ ხდება, გაუწყლოების ლიკვიდირება, ინფუზიური თერაპია. ინფუზიური თერაპიის ფონზე მოხდა გულყრა, რის შედეგადაც განვითარდა სითხის უკმარისობა და წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რამაც გვაიძულა ბავშვი გადაგვეყვანა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რეანიმაცია. ოთხ საათზე შემოსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 8 საათზე, შემოსვლისას მდგომარეობა არ იყო ისე მძიმე, რომ რეანიმაციის საჭიროების საკითხი განხილულიყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად 7-8 ბავშვი ხვდება, ეს არ იყო განსხვავებული შემთხვევა,“ – ამბობს დავით მურვანიძე. მისივე თქმით, მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თუთა ჰქონდა მიღებული. ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 წლის ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა. „ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უთხრეს, რომ შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და როგორც კი თანხმობას მიიღებენ, ფაქტს შეისწავლიან. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 0-დან ხუთ წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევას იწყებს, თუკი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება. შს სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: https://m.sputnik-georgia.com/columnists/20180522/240557726/medikamentebi-gadzvirda.html

„არაჩვეულებრივი ხუთეული“ და გაძვირებული მედიკამენტები...

რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, რატომ ძვირდება მედიკამენტები, კარტელური გარიგებები თუ იმპორტზე დამოკიდებულება, რა პერსპექტივა აქვს ადგილობრივ წარმოებას? წინამდებარე სტატიას ახლო წარსულის ერთი ეპიზოდის გახსენებით დავიწყებ: გაზაფხულის მოსვლამდე ორი დღით ადრე დეტალურად აღვწერე და მკითხველსაც დაწვრილებით ვუამბე აფთიაქში ჩემი სტუმრობის თავგადასავალი. კარგად მახსოვს, ვწუხდი, რომ თებერვლის თვის ბოლოს ჩემთვის საჭირო მედიკამენტებში, წინა თვესთან შედარებით, თითქმის 30 პროცენტით მეტი გადავიხადე. პატივცემულ მკითხველს ვეტყვი, რომ ჩემ მიერ შეძენილი ფარმაცევტული საშუალება ფასმატებით გამონაკლისი არ იყო და არც ახლა არის. გაძვირდა პრაქტიკულად ყველა მედიკამენტი, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად. განსაკუთრებით მოიმატა იმპორტული მედიკამენტების ღირებულებამ. ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი არ ჩანს. სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მუდმივად ძვირდება. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში წამლებზე ფასი, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრად იაფია. დიდი დრო არ გასულა, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან მკვეთრად განსხვავებულია და ჩვენში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა მეზობელ თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. ინფორმაციას გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსგან განსხვავებით თურქეთი გონივრულად მოიქცა…დავით სერგეენკო: „მაშინ, როცა ჩვენ 2007-2010 წლებში მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. პირველი — მან მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა კლინიკებში და ფარმაცევტულ წარმოებაში. მეორე — თურქეთი მოსახლეობის რაოდენობით საკმაოდ დიდი ბაზარია და სახელწიფოს მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს მოლაპარაკებები აქვს საერთაშორისო მწარმოებლებთან, რათა მათმა დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა აწარმოონ თურქეთში მედიკამენტები, რაც ხარჯებს ამცირებს. მესამე — რამდენიმე წლის წინ თურქეთი მონაწილეობდა რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში. როცა რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იმავე წამალს, ეს ფასდაკლების ბერკეტია…“ საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის 70 პროცენტს ხუთი მსხვილი კომპანია აკონტროლებს. მათი ჩამოთვლა საჭირო არ არის. არსებითი ის არის, რომ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ფარმაცევტულ ბაზარს სუსტ ოლიგოპოლიად ახასიათებს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების სისტემასთან. ისმის პრეტენზიები ექიმების მიმართაც, რადგან არის ეჭვი, რომ ისინი პაციენტებს უფრო და უფრო მეტი დასახელების წამლებს უნიშნავენ. მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე მიუთითებენ დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ, როცა საშუალო ევროპელის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის, ჩვენში მედიკამენტებზე ფასნამატის მარჟა, სულ მცირე, ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების მარჟას. საქართველოში საშუალო ფასნამატი 100 პროცენტს აღემატება. მოკლედ, მედიკამენტების ფასები პერმანენტულად მზარდია და ეს სერიოზული პრობლემაა. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში — უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენ ქვეყანაში. ექსპერტთა განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით, უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც, წესით, მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ წამლები ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000 პროცენტსაც კი აჭარბებდა და, ცხადია, ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მედიკამენტები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის იმპორტზე დამოკიდებულება. ადგილობრივი წარმოება არ არსებობს, ან ძალზე სუსტია. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია, რომ ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს…“ საგულისხმოა ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების სიძვირითაც გამოირჩევა. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ეს დაკავშირებული უნდა იყოს ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს–სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც, ცხადია, მოგების მაქსიმალიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რომელიც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო, მაგალითად, სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე, სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რათა შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად, შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ… სპეციალისტების აზრით,  სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში წარმოებისა და ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, რაც ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ახლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე, ეს არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. ეს აპრობირებული მეთოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად…

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/telavshi-fsiqiatriuli-saavadmkofos-asheneba-igegmeba/44194

თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენება იგეგმება

თელავში ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, სამშენებლო ფართი, დაახლოებით, 2230 კვ.მ. იქნება. ,,ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნვეყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ძი იანჩისათვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას, გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე მიწის ზედა და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟს განახორციელებს და სამშენებლო ობიექტებს გაწმენდს. ასევე საქართველოს მთავრობა დაეხმარება ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში’’, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურებისა და სტაციონარულ განყოფილებებს, საოფისე და აპარატურის ოთახებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობით.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34987/dzidzebis-reestri-mati-fsiqikuri-da-fizikuri-janmrtelobis-shestsavla--ras-itvalistsinebs-proeqti

ძიძების რეესტრი, მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესწავლა - რას ითვალისწინებს პროექტი

საქართველოში, შესაძლოა, აღმზრდელთა რეესტრი შეიქმნას. აღნიშნული ინიციატივით მოქალაქემ, მაია რობაქიძემ საქართველოს პარლამენტს მიმართა. პროექტის მიზანი ბავშვთა უფლებების უკეთ დასაცავად პრევენციული ინსტიტუტის შექმნაა. ამისთვის სახელწმიფომ უნდა შექმნას და აწარმოოოს აღმზრდელთა ერთიანი ბაზა. ამ ბაზით სარგებლობა ფასიანი იქნება და თანხა საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშობელს რეგისტრაციისას 20 ლარის გადახდა მოუწევს და 6 თვის განმავლობაში შეუზღუდავად შეეძლება რეესტრით სარგებლობა.   ინიციატივის ავტორი პრევენციული ინსტიტუტის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, ხშირად ხდებიან აღმზრდელებისგან ძალადობის მსხვერპლნი, ამისგან თავის დაცვა კი თავად არ შეუძლიათ.  „არ არსებობს არანაირი პრევენციული მექანიზმი, რომელიც მეტ გარანტიას მისცემდა მშობელს, რომ მისი შვილი არ აღმოჩნდება ამგვარი აღმზრდელის ხელში. ძიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობამ მასშტაბური სახე მიიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის დასტურია ბავშვზე საშინელი ძალადობის ვიდეოები, რომლებიც ყოველდღიურად ვრცელდება სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზიაში“,- აღინიშნულია განმარტებით ბარათში. ინიციატივის ავტორის განმარტებით, გადამოწმდება როგორც აღმზრდელობის მსურველის პირადი მონაცემები, ასევე მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების გაწევის უნარი. აღმზრდელებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები შემდეგ დაავადებებზე: ტუბერკულოზი, აივ ინფექცია და C ჰეპატიტი. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში ძიძა გასაუბრებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ფსიქოლოგების ჯგუფთან გაივლის და შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდება. „სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ აღმზრდელის პირადი მონაცემების, ნასამართლეობის, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მან შემთხვევისთანავე გაუწიოს აღსაზრდელს შესაბამისი დახმარება: მაგალითად, თუ ბავშვს გადასცდა საკვები, აღმზრდელმა უნდა იცოდეს, როგორ დაეხმაროს ბავშვს“. მაია რობაქიძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პრევენციული ინსტიტუტის შექმნა მინიმალური თანხა დაუჯდება, სანაცვლოდ კი ყველაზე დიდ სიკეთეს, ბავშვს დაიცავს. მან საკანონმდებლო ორგანოს წინადადება 9 მარტს წარუდგინა. მისი განხილვა და შესაბამისი შეფასების წარდგენა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/223505-batumshi-mcxovrebi-chagalizeebis-13-suliani-ojaxi-xelisuplebas-daxmarebas-stxovs/

ბათუმში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმში, თაბუკაშვილის N3-ში მცხოვრები ჭაღალიძეების 13-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, ყოველი წვიმის დროს საცხოვრებელ სახლში წყალი ჩადის და მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ოჯახის წევრების განცხადებით, 14 წლის წინ შუახევის მუნიციპალიტეტიდან ეკოლოგიური პრობლემების გამო ბათუმში საცხოვრებლად ჩავიდნენ და აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს. მოსახლეობა ბათუმის მერიას საცხოვრებლით დაკმაყოფილებას სთხოვს. „ასეთ მდგომარეობაში ორი თვეა ვიმყოფებით. ბათუმის მერიას რომ მივმართეთ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ჯანდაცვის სამინისტროდან ისევ ბათუმის მერიაში გაგვიშვეს. შენობა წლების წინ თვითნებურად დავიკავეთ, რადგან წასასვლელი არსად გვქონდა. შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება“,- განაცხადა ზვიად ჭაღალიძემ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ჭაღალიძეების ოჯახს საცხოვერებელი სახლი დროებით ე.წ. ბრეზენტით ორჯერ გადაუხურეს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახთან მიმართებაში უწყება პასუხიმგებლობას იხსნის, რადგან ჭაღალიძეების ოჯახს შენობა უკანონოდ აქვს დაკავებული. „ბათუმის მერია ჭაღალიძეების ოჯახს ორჯერ დაეხმარა. ამ ოჯახთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვიხსნით, იმიტომ, რომ მათ შენობა თვითნებურად აქვთ დაკავებული“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭაღალიძეების 13 სულიანი ოჯახი ეკომიგრანტთა სიაში არ ირიცხება და შესაბამისად, სამინისტრო რაიმე სახის დახმარებას ვერ გაუწევს. უწყებაში ამბობენ, რომ ჭაღალიძეების ოჯახმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს და მათ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.

---

 

22.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494512-shshm-da-paliatiuri-mzrunvelobis-pacientebisthvis-ufaso-iuridiuli-dakhmarebis-programa-itsyeba.html?ar=A

შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ფონდის მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ასოციაციაში შექმნილი მაღალკვალიფიცურ ადვოკატთა გუნდი. ზემოხსენებული ადვოკატები დამატებით მომზადებას გაივლიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1 ივლისს პროექტის ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება შესაძლებელი იურიდიული მომსახურების მიღება იმ პირთა მიერ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამართლებრიც საკითხებში და მათ წარმომადგენლობას სასამართლოში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

23.05.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

,,ხშირად მედიკამენტებზე ფასნამატი 1000%-ს აჭარბებს”

,,მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები ძვირია, ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულებაა” საქართველოში, მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას. განსაკუთრებით, პრობლემას ქმნის მედიკამენტების მარალი ფასები, რომელიც პერმანენტულად მზარდია. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში წამლებზე ფასი საქართველოსგან განსხვავებით ბევრად იაფია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა თურქეთში, თითქმის მესამედ ფასად შეიძლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანად მოიქცა. ,,როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი”, – განაცხადა სერგეენკომ. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში. მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც წესით მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა. ,,ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებდა და, ცხადია, ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წამლები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულება. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს” -აღნიშნავს გულბანი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები საქართველოში უფრო ძირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, გულბანი აცხადებს: ,,დიახ ასეთ შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე ვფიქრობ მე ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც ცხადია მოგების მაქსიმიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რაც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო მაგალითად სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რომ შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ”-აღნიშნავს გულბანი. მისი განცხადებით, სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში როგორც წარმოების ისე ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, ეს ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ახლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს. მეორე გზა არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება. ,,ეს აპრობირებული მეთოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშვნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის მოწყვლად ფენებში”, – აღნიშნავს გულბანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5304421&name=23.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

დემოგრაფიული კრიზისი დაახლოებით 25 წელი გაგრძელდება

საქართველო დემოგრაფიული კოლაფსისკენ მიექანება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვითარება 25 წელი არ გამოსწორდება. ამ დროს მეზობელ ქვეყნებში მატებაა და საკმაოდ თვალში საცემიც. საერთოდ კი, საქართველო შობადობის მხრივ მსოფლიოში 174-ე ადგილზეა. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას. ამ დროს საპირისპირო ვითარებაა სამეზობლოში. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება. ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. „თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა ხუნდაძემ. დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელ, თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში უკვე 30 წელია მძვინვარებს და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა რეალურ შედეგებამდე ჯერ შორია. „დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა ქვეყანაში, რადგან უკვე 30 წელია მძვინვარებს ეს პრობლემები ქვეყანაში და არც ერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემებების მოგვარებაზე ზრუნვა არ დაიწყო. გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისია, რასაც წინასწარმეტყველებდნენ 10-20 წლის წინ, რაზეც საუბრობდა გაეროს მოსახლეობის ფონდი, ფაქტობრივად, ჩვენ ამ კრიზისში უკვე შევედით. ეს არის შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი. 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგო დაიბადა, ხოლო 90-იან წლებში მათი ნახევარი, 225 000. სწორედ ეს თაობა შედის ახლა დედობის ასაკში. საიდან მოვიყვანოთ ეს დაუბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ გაჩნდნენ 90-იან წლებში? სწორედ ამიტომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში, რომელიც გასტანს ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ. ხელისუფლება ახლა ცდილობს რაიმე გზა გამონახოს არსებული რთული ვითარებიდან გამოსასვლელად. პარლამენტში უკვე წარდგენილია მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ცვლილებების მიხედვით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. 2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. „საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5304492&name=23.05.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

ნარკოლიბერალიზაციის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ბიძინა, როგორც ჩანს, დააბნიეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5304494&name=23.05.2018%20-%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%981&p=1&lang=ge

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება:      ვერსია

2018 წელს, საქართველოში, შიდსის შემთხვევები 30-ით გაიზარდა!

საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, აივ/ შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაიზარდა და 7000-ს გადააჭარბა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით, დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30 შემთხვევით მეტია, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დღეს ქვეყანაში რეგისტრირებულია 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანი, თუმცა ეს არ ასახავს ქვეყანაში აივ/შიდსის გავრცელების რეალურ სურათს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში შეიცვალა აივ-ის გადაცემის გზები. დღეს აივინფიცირებულების 56% დაინფიცირდა დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (45% ჰეტერო და 11% - ჰომოსექსუალური კონტაქტით), 41% ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით, ხოლო დანარჩენი 2.3% - დედიდან შვილზე ან ჰემოტრანსფუზიის გზით. 0.7%-ის შემთხვევაში გადაცემის გზა დაუდგენელია. აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. 20 მაისს მედიკოსებმა და ჟურნალისტებმა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღნიშნეს და ცაში წითელი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იყო გარდაცვლილი პაციენტების სახელები. ეს დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია, აღინიშნება და წელს მისი დევიზია _ „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“. საქართველოს შიდსის ცენტრი გამორჩეულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსი ტიპის სამსახურებს შორის. იგი ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულებს, ასევე გახლავთ `ც~ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და პროვაიდერი. შიდსის ცენტრში განმარტავენ, რომ 2004 წლიდან საქართველომ, პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უზრუნველყო და შეინარჩუნა ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც დადებითად აისახა ეპიდემიის დინამიკაზე. 2005 წლიდან საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივგადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. 2015 წლიდან კი საქართველომ –პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში – დანერგა პრინციპი `მკურნალობა ყველასათვის~, რის შედეგადაც მკურნალობა უტარდება ყველა ავადმყოფს იმუნური სტატუსისა და დაავადების სტადიის მიუხედავად. `ვერსია~ ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსს ნინო ბადრიძეს ესაუბრა: _ ქალბატონო ნინო, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრევენციისთვის, რათა შიდსით დაინფიცირებამ იკლოს საქართველოში? _ პირველ რიგში, მთავარია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოკვლევა აივინფექციაზე. ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებში უნდა დაინერგოს კონსულტირება და ტესტირება. ამასთან პრევენციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში ადრეული განათლება სქესობრივი განათლების შესახებ, რადგან ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად იყოს აივინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბარი და გარკვეული საათები დაეთმოს ამ ყველაფერს სკოლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება არაკომერციული რეკლამის სახით მესიჯების გაგზავნა ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. _ საქართველოში ინფექციურ დაავადებებსა და განსაკუთრებით შიდსზე შემოწმების კულტურა არსებობს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოხდეს ამ ინფექციურ დაავადებაზე შემოწმება? _ მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვინც პერიოდულად მოიხმარენ ნარკოტიკს, ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ, რეკომენდირებულია 3 თვეში ერთხელ გამოკვლევა. სხვა ადამიანებს, რომლებსაც შედარებით დაბალი რისკი აქვთ, მაგალითად, ჰქონდათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მათთვის უცნობ ადამიანთან, წელიწადში ერთხელ გადამოწმება საკმარისია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიმოწმებს თავს ყოველწლიურად, რაც მალე გამოვლინდება ინფიცირებული, მათი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და მენეჯმენტიც უფრო ადვილად ხდება. ეს ადამიანი შემდეგ უკვე გავრცელების წყაროს აღარ წარმოადგენს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5304487&name=23.05.2018+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

თამარ კორძაია: "ნარკომომხმარებლებს სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5304444&name=23.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---