მედიამონიტორინგი 24.01.2018
ტელევიზია
24.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
შრომის ინსპექცია კომპანიაში უსაფრთოებასთან ერთად შრომით უფლებებსაც შეისწავლის. ინსპექცია შრომითი უფლებების შესწავლას მხოლოდ დამსაქმებლის თანხმობის შემთხვევაში შეძლებს და საწყის ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება ექნება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996350
ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996499
---
23.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
აჭარაში წითელას ლოკალური აფეთქებაა თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. წითელა წითურას ვაქცინაცია უფასოა და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ ერთადერთი პრებენცია აცრაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996085
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995758
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995582
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995564
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995319
---
23.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ხარაგაულში, გვირაბში აფეთქებისას დაზარალებულები საავადმყოფოებში რჩებიან. სარკინიგზო გვირაბზე მუშაობა კი ჩინურმა კომპანიამ დროებით შეაჩერა. თანამშრომლები ითხოვენ, რომ პროცესი უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფამდე არ აღდგეს, რადგან მუშაობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. ქვეყანაში რომ შრომითი უსაფრთხოება დაცული არაა, სტატისტიკაც ადასტურებს. პირველი იანვრიდან დღემდე უკვე 4 ადამიანის გარდაიცვალა. 2011 წლიდან 780-ზე მეტი უბედური შემთხვევა დაფიქსირებული, გარდაცვალების ფაქტები კი ყოველწლიურად მატულობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996147
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995585
კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996156
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995549
---
23.01.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
მიმდინარე წლიდან შრომის ინსპექცია კომპანიებში უსაფრთხოებასთან ერთად შრომით უფლებებსაც შეისწავლის,- ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. მისი თქმით, მოხდება თანამშრომლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა. კერძოდ გამოვლინდება, რა მიმართულებით არის დარღვევა, შეიძლება იყოს შვებულების, ზეგანაკვეთური საათების თუ დეკრეტული მიმართულებით. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996161
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996025
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995622
---
23.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
152-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ადმინისტრაციამ გუშინ გვიან ღამით გააფრთხილა, რომ ბაღში გადამდები დაავადება, ტუბერკულოზი დაფიქსირდა და ბავშვები გამოკვლევებზე უნდა მიეყვანათ. გარდა აღსაზრდელებისა, გამოკვლევა ბაღის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულ პედაგოგთან.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996155
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996091
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996118
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995954
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995856
---
23.01.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საბავშვო ბაღებში კვების ახალი რაციონი ისევ მშობლების პროტესტის მიზეზია. მთავარი პრეტენზია მენიუს ერთფეროვნებაა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილება მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. ახალ სტანდარტს იწონებს „იუნისეფი“. ორგანიზაციაში მშობლების ინფორმირებულობისთვის, დამატებითი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4996099
---
23.01.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
იმოქმედებს თუ არა ახალგაზრდების დასაქმების სუფსიდირების პროგრამა უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე. ოფიციალური სტატისტიკით თვითდასაქმებული მოქალაქეების გამოკლებით საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12 %-ს დღეს სამსახური არ აქვს. დიდი წილი აქედან ახალგაზრდებზე მოდის. 30 % უმუშევარია. 15 იანვრიდან სახელმწიფო ყველა დამსაქმებელს, ვინც სამსახურში ახალგაზრდა კადრს აიყვანს, მისი პირველი 4 თვის ხელფასის ნახევარს დაუფინანსებს. პროგრამაში მოსახვედრად ახალგაზრდები დასაქმების ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4995816
---
23.01.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
გადავარჩინოთ 21 წლის მერი სისაურის სიცოცხლე. გოგონა 7 წლის ასკიდან დაავადებულია ვოლფრამის უმძიმესი სინდორმით, რომელმაც გამოიწვია შაქრიანი და უშაქტო დიაბეტი, ორივე თვალის ნერვის ატროფია, რამაც წაართვა მხედველობა სრულად, ასევე დაუქვეითდა სმენა და აქვს მეორე ტიპის ანემია. მერის ორგანიზმში გრძელდება რეგრესი და კუნთების ატროფირება. სიცოცხლის გასახანგრძივებლად მერის ესაჭიროება ისრაელის კლინიკაში მკურნალობა, რომელიც დიდ ხარჯებს მოითხოვს
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4994901
---
23.01.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
არსებობს თუ არა მენინგოკოქცემიის გავრცელების საფრთხე საქართველოში? სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მენინგოკოქცემიის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება, ის გახშირებულ დაავადებად არ მიიჩნევა. მედიკოსები მოსახლეობას პრევენციის მიზნით, ზოგადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4994648
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4994597
---
ინტერნეტი
24.01.2018
კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ. წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო წარმოება მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით. კერძოდ, საჩივარი გადაუგზავნა მოპასუხე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, მიიღო და გააანალიზა მათი საპასუხო პოზიციები; გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, შემოსავლების სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, საქპატენტისგან, იმ კომპანიების/უწყებებისგან, რომლებმაც მოითხოვეს შპს „სიტროენ ჯორჯიას“ შავ სიაში შეყვანა და სხვა. ამავდროულად, თავად მომჩივანისგან რამდენჯერმე გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები. კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი: მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევა), შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: 1) შპს „გარდაბნის თბოსადგური“ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება; 2) სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასაჩივრებული კონკურენციის სააგენტოში, სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილება კომპანიას არ გაუსაჩივრებია. არ არსებობს არც ერთი ახლად აღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლევის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ამავე უწყების მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერს (რომელიც არ იყო მოცული სააგენტოს ხსენებული გადაწყვეტილებით), შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სატენდერო მოთხოვნებიდან ამოიღო „ქრაშ ტესტი“, მათ შორის, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ მოთხოვნისა და 4 ჩაშლილი ტენდერის შემდგომ, რაც, სააგენტოს პოზიციით, კონკურენციას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით - აფართოებს. შემსყიდველმა პირობები შეამსუბუქა, რაც კონკურენციის შეზღუდვად ვერ ჩაითვლება. 3) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარია 1 ტენდერზე, რომელშიც მოხდა „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია, რამდენიმე სატენდერო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე, რასაც მომჩივანი „სიტროენ ჯორჯია“ ასევე კონკურენციის შეზღუდვად აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გამო: სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარმოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანიის სავალდებულო გამოცდილების ამოღება სატენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენდერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობილად გადაიარაღების) კუთხით 5 წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წინასწარი კვლევისას შპს „სიტროენ ჯორჯიას“ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცესში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა „სიტროენ ჯორჯიას“ პარტნიორი უკრაინული კომპანიის რეესტრში რეგისტრაციასთან და შესაბამისად 5 წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენებული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებთან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.. ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა მოპასუხეების შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორციელებს“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/247218/
რატომ არ არის საქართველოში სავალდებულო მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში მენინგოკოკცემიით საშუალოდ 10-15 ადამიანი ავადდება, აქედან 1-3 შემთხვევა გარდაცვალებთ სრულდება. გუშინ, 22 იანვარს, მარნეულელი პირველი კლასის მოსწავლე იაშვილის კლინიკაში ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო კალენდრულ აცრებში არ შედის. ასევე, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, დღეს საქართველოს ბაზარზე ეს ვაქცინა შემოტანილი არ არის. დავუკავშირდით მსხვილ სააფთიაქო ქსელებს (PSP, “ფარმადეპო”, “ავერსი” “ჯი-პი-სი”, ასევე, “ევექსის” კლინიკების ქსელს). ვაქცინა, სახელად “მენაკტრა” მხოლოდ “ავერსსა” და “GPC”-ში არის დარეგისტირებული, თუმცა ფიზიკურად არც ამ სააფთიაქო ქსელებში მოიპოვება. როგორც GPC-ში აცხადებენ, თითო დოზის ფასი 177 ლარად აქვთ რეგისტრირებული. მენინგოკოკური ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და მიუხედავად იმისა, რომ გარე პირობებს ვერ ეგუება და მარტივად იღუპება, მას მატარებლობა ახასიათებს. დავაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექცია ერთ მატარებელზე რამდენიმე კვირა ჩერდება, შემდეგ კი სხვა მატარებელზე გადადის. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1% მენინგოკოკური ინფექციის მატარებელია, თუმცა უმეტესობას სიმპტომები არ უვლინდება. ყოველწლიურად მენინგოკოქცემიით 10-15 ადამიანი ავადდება, დაავადების შემთხვევაში ლეტალობა კი 10-20%-ია. დაავადებულთა 70%-ს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმის გამო, რომ საქართველოში მენინგოკოქცემიით დაავადებულთა რიცხვი მაღალი არ არის, ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურ სავალდებულო აცრათა კალენდარში არ შედის. როგორც “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, მენინგოკოკცემიის აცრა მაშინ ტარდება, როდესაც ვინმე მიემგზავრება აფრიკაში, სუბ-საჰარას ზონაში, სადაც დაავადების ალბათობა მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ვაქცინის ყიდვა საქართველოს ფარგლებში სურს, მაშინ უნდა მიმართოს სააფთიაქო ქსელს და მისცეს ინდივიდუალური შეკვეთა. ამის გამო ფასს აფთიაქი არეგულირებს. მათივე ცნობით, ევროპაში, საფრანგეთის ბაზარზე A ტიპის ვაქცინის ფასი დაახლოებით 70 ევროა, ხოლო B ტიპის – 200 ევრომდე მერყეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად A და B ტიპის მენინგოკოკები არსებობს და აქ, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში, დაავადებულთა სიმცირის გამო ვაქცინა სავალდებულო არ არის. “მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, არ არის სავალდებულო აცრების პერიოდულ კალენდარში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი არის ქვეყანაში ამ ინფექციით ავადობის მაჩვენებელი. თანაც მენინგოკოკს ერთი ვაქცინა არ აქვს. მენინგოგკოკები არის სხვადასხვანაირი, ჩვენთან ძირითადად არიან A და B ტიპის მენინგოკოკები და B ტიპის ვაქცინა სულ 2 წელიწადია, რაც გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჯერჯეობოთ, ინგლისის გარდა, ევროპაში თითქმის არსადაა, იქაც მხოლოდ A ტიპის არის შეტანილი სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამაში. B ტიპი ინგლისშიც არ არის ჯერ შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ავადობა დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან” – განმარტავს იმნაძე. მისივე თქმით, მენინგოკოქცემიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი პრევენცია ძალიან რთულია, ვინაიდან ინფექციის მატარებელი ერთდროულად ათი ათასობით ადამიანი შეიძლება იყოს. “სამწუხაროდ, პრევენცია აქ ძალიან ძნელია იმიტომ, რომ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს. როგორც წეღან ვთქვი, შეიძლება ათი ათასობით ადამიანი ჩამოიაროს და ვერც გაიგოს იმ ხალხმა, რომ ეს მიკრობი ჰქონდა. ამიტომ აქ არის ერთი წესი, თუ ბავშვს აქვს უეცრად მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და, მით უმეტეს, თუ ერთი პატარა სისხლჩაქცევა მაინც აღმოჩნდა სადმე სხეულზე, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა. რაც შეეხება მკურნალობას, მისი მკურნალობა მარტივი არ არის, საკმაოდ მძიმე დაავადებაა, მაგრამ გეტყვით, რომ 10-15 შემთხვევიდან 1 ან 3 გარდაცვალება არის წელიწადში. სამწუხაროდ, ასევეა ყველგან სხვაგან “ – განაცხადა პაატა იმნაძემ. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს მენინგოკოკცემიის ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა, მაღალი ტემპერატურა 39-40 გრადუსი, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა, პეტექიური გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში ჩნდება, და სისხლჩაქცევები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ზოგჯერ წუთებსაც აქვს.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/111823/
აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს
იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, როცა აჭარაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, ასეთი ეპიდსიტუაცია არ ყოფილა. „მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, მოვუწოდებთ: წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. მიიყვანეთ ბავშვი ოჯახის ექიმთან წითელას ვაქცინაციისთვის, დანაკლისი დოზის შესავსებად, რადგან წითელა 100-პროცენტიანი გადამდებობით ხასიათდება და დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სწორედ ვაქცინაცია. დაავადებულები არიან ის ბავშვები, ვისაც აცრა გამოტოვებული აქვს ან მოზრდილი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ თავის დროზე აცრა არ ჩაუტარებია, ან კიდევ 0-დან ერთ წლამდე ბავშვები, ვინც ჯერ ვერ მოასწრო წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და კონტაქტის გამო მოხდა დაავადების გადადება. შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის შემდეგ ეს არის ეპიდდაძაბული სიტუაცია. თუმცა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში ეს კანონზომიერება არსებობს – 3-5 წელიწადში ერთხელ არაიმუნურ მოსახლეობაში ყოველთვის ხდება შემთხვევების მატება,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას გართულებული შემთხვევები აჭარაში წელს არ ყოფილა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსი სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ პირთათვის შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი. პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით და ასევე ყურის ინფექციები (10 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით, ორსულობის პერიოდში კი წითელა შესაძლებელია გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი. წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე. წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/377287
რატომ არ შედის ვაქცინაციის კალენდარში „ჩუტყვავილა“ და რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრას შორის – პაატა იმნაძე მოსახლეობას “წითელაზე” აცრისკენ მოუწოდებს
ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება დროულად ჩატარებული აცრებია. პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. როგორია საქართველოში ვაქცინაციის კალენდარი, რომელი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები შედის ნუსხაში, რატომ არ არის დღემდე „ჩუტყვავილას“ საწინააღმდეგო ვაქცინა კალენდარში შეტანილი, რა განსხვავებაა უფასო და ფასიან აცრებს შორის, ამ და სხვა თემებზე „კვირას“ პედიატრი ეკა ყიფშიძე ესაუბრა. როგორია ვაქცინაციის კალენდარი საქართველოში გეგმიური კალენდარი, რომლითაც სარგებლობს საქართველო, მოიცავს 12 ძალიან მძიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას. ვაქცინა მუდმივად ვითარდება და განიცდის სახეცვლილებას, მაგალითად, წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც პნევმოკოკის ვაქცინა ჩაიდო კალენდარში. ჩაიდო იმიტომ, რომ დადასტურდა – ის ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ვაქცინაციის კალენდარი მუდმივად საჭიროებს გადახედვას, მომდევნო პერიოდში შესაძლოა კიდევ დაემატოს. თუმცა, ის რაც არის ძირითადი 12, ძალიან მძიმე დაავადების წინააღმდეგ არსებული ვაქცინა, ის უკვე დევს კალენდარში და აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ყველასთვის, საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის. აღნიშნული 12 ვაქცინიდან, ყველა უფასოა? კალენდარში შემავალი ყველა ვაქცინა არის უფასო. თუმცა, ალტერნატიულად შესაძლებელია არსებობდეს ფასიანი ვაქცინაც, ამიტომ მშობელს აქვს არჩევანის გაკეთების საშულება, ფასიანი ვაქცინით აცრის შვილს თუ უფასო ვაქცინით. კალენდარში შემავალი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებიდან ყველა სავალდებულოა? ვაქცინაცია სავალდებულოა ყველასთვის. ჩვენ გვყავს კონტინგენტი, რომელთა სურვილის მიუხედავად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას რომ ავცრათ. ასეთი კატეგორიისთვის განსაკუთრებით მძიმეა ნებისმიერი ტიპის ინფექცია, ამიტომ ვაქცინა არის არამარტო საკუთარი თავის, არამედ ზოგადად, ყველას დაცვა. როგორც ცნობილია, კალენდარში არ შედის „ჩუტყვავილა“… დიახ, ის ჯერ არ შედის გეგმიურ კალენდარში, თუმცა, „ჩუტყვავილას“ საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. მაგრამ საქართველოში არა… ამ პერიოდში არ არის საქართველოში შემოტანილი, თუმცა ეს ვაქცინა არსებობს. ის გეგმიურ კალენდარში არასდროს ყოფილა, თუმცა, იყო პერიოდი როდესაც შემოდიოდა კერძო ფარმაცევტული კომპანიებისგან, ფასიანი ვაქცინა იყო და მისი სარგებლობა ჩვეულებრივად შეიძლებოდა. ნაკლებად საშიშია თუ რატომ არ არის საქართველოს ვაქცინაციის კალენდარში? გართულების თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია, ვიდრე, ვთქვათ, დიფტერია და ა.შ., რომელიც გეგმიურ კალენდარშია და ფაქტობრივად დავამარცხეთ, იმიტომ, რომ საქართველო გამოცხადდა პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნად, ეს ნამდვილად ვაქცინაციის დამსახურებაა, ისივე როგორც ბოლო ათი წელია აღარ დაფიქსირებულა დიფთერიის შემთხვევა. ეს არის დაავადებები, რომლებიც გვაძლევენ ლეტალურ შედეგს. რაც შეეხება „ჩუტყვავილას“, ის ინფექციაა, რომელსაც რასაკვირველია, შესაძლოა ახლდეს გართულებები, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ის ჩაიდოს კალენდარში. რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინაციას შორის? ფასიანი ვაქცინა შემოაქვს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას, შესაბამისად მათი თანხა მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ სად ახდენთ ბავშვის იმუნიზაციას. თუმცა, უფასო ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ ექნება იმუნიტეტი. უბრალოდ, ფასიანი ვაქცინის მედიცინური მოვლენები არის ხოლმე შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე უფასო ვაქცინის. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ, თამამად შეუძლია მშობელს ბავშვი აცრას უფასო ვაქცინით, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს. „კვირა“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძესაც დაუკავშირდა. იმნაძის თქმით, ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, პნევმოკოკური, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციას. „იმუნიზაციის კალენდარი არ არის საქართველოს მოგონილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არსებობს ექსპერტთა კომიტეტი, ასევე სპეციალური კომისია სამინისტროში, რომელიც იმუნიზაციის კალენდარზე მუშაობს, ეს ყველაფერი არის შეთანხმებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან, მათ რეკომენდაციებთან. ყველაფერი ითვლება – როგორი არის ტვირთი ამ დაავადების და ყველაფერი ხორციელდება იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს. ანუ ყველა ის ვაქცინა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის კალენდარში, არის აუცილებელი და რომელიც, სხვათაშორის, აქვს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას“. ბატონო პაატა, რომ განგვიმარტოთ რატომ არ შედის იმუნიზაციის კალენდარში „ჩუტყვავილა“… რაც შეეხება „ჩუტყვავილას“, ის ევროპული ქვეყნების უმრავლეობის კალენდარში არ შედის, ძირითადად, გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ, ასეთი ბავშვების ასაცრელად. ჩვენს ქვეყანაში არის „ჩუტყვავილა“ ერთ წელიწადს მეტია ხოლმე, მეორე წელიწადს ცოტა ნაკლებია, მაგრამ „ჩუტყვავილა“ არ არის ის დაავადება, რომელიც მძიმე გავლენას ახდენს ბავშვებზე. ნაკლები სიმძიმისაა და აქედან გამომდინარე, როცა ვფიქრობთ რომელი ვაქცინა დაინერგოს და შევიდეს კალენდარში, პირველი ინერგება ის ვაქცინა, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. რატომ არ არსებობს ვაქცინა საქართველოში, როგორც ვიცით უკრაინაში ახლა ძალიან არის გავრცელებული, ხომ შესაძლოა საქართველოშიც უფრო მასიური გახდეს, ვიდრე ამჟამად არის… უკრაინა საფრთხეს არ წამოადგენს საერთოდ. ისედაც იყო საქართველოში „ჩუტყვავილა“ და იქნება. ეს საშიში არ არის. ამავე დროს თუ მსურველები არიან და ვინმეს უნდა აცრა, თუ მოთხოვნა იქნება ამ ვაქცინაზე, კომერციული სექტორი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ვაქცინაზე თუ მოთხოვნა არ იქნება არავინ არ შემოიტანს, თუ იქნება მოთხოვნა შემოიტანენ. ადრე იყო საქართველოში „ჩუტყვავილას“ ვაქცინა კომერციულ სექტორში, ვიმეორებ, როცა მოთხოვნაა ყოველთვის არის ვაქცინაც. როგორც ვიცით არსებობს ფასიანი და უფასო აცრები, თუ მათ შორის განსხვავება არ არის, რატომ არის აუცილებელი რომ უფასოსთან ერთად ბაზარზე ფასიანი ვაქცინაც არსებობდეს… ფასიან და უფასო აცრებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ავკრძალოთ. რადგან ვიღაცას აქვს მოთხოვნა იმიტომ არის ის ვაქცინა შემოსული. ხარისხს შორის აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არის. ყველა ჩვენი ვაქცინა რომელიც შემოდის სახელმწიფო პროგრამით არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია რაც კი არის მსოფლიოში, ანუ ეს არის ნაციონალურ ორგანოებზე მეტი გარანტია ვაქცინის ხარისხის. ყველა ქვეყანას არ აქვს ნაციონალური ორგანოები, მაგალითად რუსეთში რაც ვაქცინებია არც ერთი არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ჩვენ იმ ვაქცინებს დიდი ხანი ვიყენებდით, არაფერი არ ხდებოდა. ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია სჭირდებათ კომპანიებს იმისათვის, რომ მათი ვაქცინა უფრო ადვილად გასაღდეს მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ უკვე ის იღებს თავის თავზე ხარისხის გარანტიას. ხოლო, ვინც თავის ქვეყანაში რაღაცას აწარმოებს, იმას სჭირდება თავისი ნაციონალური ორგანოს რეგისტრაცია. ბატონო პაატა, ბათუმში, მიმდინარე წელს „წითელას“ 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, არის თუ არა ეს რიცხვი საგანგაშო… სწორედ ამიტომ, არის ჩვენი თხოვნა, რომ აიცრან „წითელაზე“, ვაქცინა არის არამარტო ბავშვებისთვის უფასო, არამედ ყველასთვის. წითელა, წითურა, ყბაყურა უაფასოა. ყველა უფასოა კალენდარში შემავალი 12-ვე ვაქცინა. თუ არ აიცრებიან, რა თქმა უნდა, იქნება საგანგაშო, იმიტომ რომ ყველას შეიძლება დაემართოს, ყველა ასაკში… ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად გამოყენონ შესაძლებობა – სახელმწიფო სთავაზობს უფასო აცრას. რაც მართლა ყურადღება მისაქცევია ეს არის წითელა, თან გადამდებია ძალიან და ამავე დროს შესაძლოა ფატალურადაც დამთავრეს. ამიტომ ვურჩევთ ყველას, რომ არის ვაქცინა, იყვნენ აცრილები წითელაზე და დაიზღვიონ თავი.
---
23.01.2018
პაატა იმნაძე - თუ ადამიანს მენინგოკოკცემიის ვაქცინა დასჭირდა, მიმართავს კერძო სექტორს და შეიძენს
მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის, თუმცა არის კერძო სექტორში. ვისაც დასჭირდება უნდა მიმართოს კერძო სექტორს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, კონკრეტულად მენინგოკოკცემიის ვაქცინა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების სახელმწიფო პროგრამაშიც არ არის შეტანილი. „მენინგოკოკცემიის ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ არის. ასეა ევროპის ქვეყნებშიც, ანუ იქაც არ არის სახელმწიფო პროგრამაში შეყვანილი, მაგრამ თუკი დასჭირდა ა დამიანს მენინგოკოკცემიის ვაქცინა, მიმართავს კერძო სექტორს და ამგვარად შეიძენს. რაც შეეხება სტატისტიკას, ინგლისში ავადობა ასჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან. როგორც იცით, ვაქცინას იმიტომ იკეთებს ადამიანი, რომ არ დაემართოს ესა თუ ის დაავადება. ხოლო ვისაც უნდა კონკრეტულად მენინგოკოკცემიის ვაქცინების გაკეთება, წინაწარ უნდა შეუკვეთოს კერძო სექტორს, ისინი ჩამოუტანენ, ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, კი დაავადება არ დაემართება. ხოლო ვინც დაავადებულია, მათ დროულად დაწყებული მკურნალობა შველით. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელიც იმის მიხედვით არის გათვლილი, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენთან, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. ჩვენთან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია პნევმოკოკური ვაქცინა, ასევე სხვა ვაქცინები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკაში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, ბიჭი თავდაპირველად მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/98536-NCDC-saqartveloshi-amzhamad-B-gripis-sami-virusi-gvaqvs-gamovlenili
NCDC: საქართველოში ამჟამად B გრიპის სამი ვირუსი გვაქვს გამოვლენილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში B ტიპის სამი სახის ვირუსია გავრცელებული, თუმცა ავადობა ჯერ მაღალი არ არის. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით მოსახლეობამ ზოგადი ჰიგიენა უნდა დაიცვას. "საშუალო სტატისტიკურად მენინგოკოქცემიის 20% ლეტალურ გამოსავალს იძლევა, საქართველოს სინამდვილეში. თუმცა ეს არ არის გახშირებული დაავადება და იშვიათად გვხვდება ქვეყანაში. პრევენციის საშუალებები არის ზოგადი ჰიგიენის დაცვა. ამჟამად B გრიპის სამი ვირუსი გვაქვს გამოვლენილი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ავადობა ჯერ არ არის მაღალი. შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე დაბალია,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33814/shromis-inspeqtsia-iashvilis-klinikashi-shromis-ufle
შრომის ინსპექცია იაშვილის კლინიკაში შრომის უფლებებს შეისწავლის
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი მომავალ კვირაში იაშვილის სახელობის კლინიკაში შრომის უფლებების შესწავლას დაიწყებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები გამოიკითხავენ „ლიბერალში“ გამოქვეყნებული მასალის დეტალებს, სადაც იაშვილის ერთ-ერთი სანიტარი ჰყვება, რომ კლინიკის დირექტორი, შოთა ჯოგლიძე მას და მის კოლეგა სანიტრებს, ყოველდღე, მორიგეობით, თავის საცხოვრებელ სახლს; ავჭალაში მის მფლობელობაში არსებულ ფართს და ხანდახან აგარაკს ალაგებინებს. გაწეულ სამსახურში კი ფულს არ უხდის: „მომავალ კვირას შრომის ინსპექციამ კლინიკაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების მონიტორინგი უნდა დაიწყოს და ამ დეტალების გარკვევასაც შევეცდებით”. იაშვილში დასაქმებულთა შრომის უფლებების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ქსელმა” მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ კლინიკიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 100-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. კლინიკის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა. ყოფილი თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი მათთვის არადამაჯერებელია და გარკვეული ნაწილი სასამართლო დავას აპირებს. აქამდე შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი ინსპექციის დეპარტამენტს არ ჰქონდა. 2018 წლის 1 იანვარს დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ამ უწყებას საშუალებას აძლევს, დამსაქმებლისგან წინასწარი ნებართვის აღების შემდეგ, დასაქმებულთა შრომითი პირობების გარდა, უფლებებიც შეისწავლოს (ხელშეკრულებები, სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური შრომა და ა.შ). თუმცა პროგრამით ძალაში რჩება რეკომენდაციების გაცემის პრაქტიკა - თუ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების ან უფლებების დარღვევა გამოვლინდა, შრომით ინსპექციას მისი დაჯარიმება არ შეეძლება, დეპარტამენტი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს (რეკომენდაციებისა და დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა).
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sicocxlistvis-saxifato-samushaoebi-saqartveloshi-/16467/
სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაოები საქართველოში
სამუშაო ადგილებზე ყოველწლიურად საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება. შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებებით, 2010-2017 წლებში სამუშაოს შესრულებისას 330 ადამიანი გარდაიცვალა, 913 კი დაშავდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო სამუშაო მშენებლობაა. 2010-2016 წლებში მხოლოდ მშენებლობაზე 98 ადამიანი დაიღუპა, 167 კი დაშავდა. საქართველოში სახიფათო პროფესიებში მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სფერო. მას მოჰყვება სამთო მოპოვება, მეტალურგია, რკინიგზა. საწარმოო ტრავმების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება ნავთობის, გაზის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, მედიცინის, ტრანსპორტის, მრეწველობის და მომსახურების სფეროებში.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/247364/
ხარაგაულში გვირაბის აფეთქების შედეგად დაშავებულ მუშას ოპერაცია ჩაუტარდა
ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ თანამშრომელს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა, ილო ლეჟავამ განუცხადა. “ერთ-ერთ დაშავებულ მუშას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას კიდურების მოტეხილობაზე გაუკეთდა ოპერაცია და მალე პალატაში გადაიყვანენ. ორი მუშა კი სახლში გაწერეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას,” – განუცხადა ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრმა ილო ლეჟავამ. 22 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დასაქმებული დაშავდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით ატარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/474412-kharagaulshi-bezhathubnis-sarkinigzo-gvirabshi-mushaoba-jer-ar-ganakhlebula.html?ar=A
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბში მუშაობა ჯერ არ განახლებულა
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა. ადგილზე დასაქმებულების განცხადებით, გვირაბის გაყვანის სამუშაობი მომხდარი შემთხვევის შემდეგ შეწყდა და მათთვის უცნობია როდის განახლდება სამუშაობი. "არავინ შეგვხმიანებია თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვართ გაჩერებულები მხოლოდ ის გავიგეთ, რომ თბილისში უნდა გაირკვეს, როდის უნდა განვაახლებთ მუშაობას. ადრე მოხდა ასეთი ფაქტი და მაშინ ცხრა დღე გაჩერდა მუშაობა", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის გაყვანაზე დასაქმებულმა მალხაზ ებანოიძემ. მისი თქმით, დაშავებული 61 წლის დავით მელქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის კურსს თბილისში გადის, მძიმეა. 58 წლის ფირუზ გოგნაძე და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილი კი ხაშურის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
---
23.01.2018
სოფიო კილაძე - ხელისუფლება ნამდვილად ვალდებული ვართ, შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი
ხელისუფლება ნამდვილად ვალდებული ვართ, შევქმნათ პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი, რათა ადამიანები გარკვეული ბიზნესწრეების უფრო მეტი მოგების ინტერესს არ ეწირებოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს, ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, შრომის უსაფრთხო გარემო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. „ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსამძიმრებ ყველა ადამიანს და ყველა იმ ოჯახს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პირობები არ იყო დაცული. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ნამდვილად ვალდებული ვართ შევქმნათ პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და ადამიანები არ ეწირებოდნენ გარკვეული ბიზნესწრეების უფრო მეტი მოგების ინტერესს. აქ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირველ რიგში უნდა იყოს. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით და მე ვისურვებდი, რომ უფრო დაჩქარდეს ეს საკითხი“, - განაცხადა კილაძემ. ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგად სამი მუშა დაშავდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც შედარებით მძიმედ დაშავდა, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/377183
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/195748
ნარკოპოლიტიკის არსებული კანონმდებლობა არასწორი და არაადამიანურია - აკაკი ზოიძე
გამსაღებლების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ როცა საკმარისი ინსტრუმენტები არ გაქვს, რომ დაამტკიცო, ეს ადამიანი გამსაღებელია თუ გამავრცელებელი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში ყოველთვის კითხვები რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. ის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის არსებული კანონმდებლობა არასწორი და არაადამიანურია. მისი თქმით, ის შემთხვევა ნიშანდობლივია, როცა მოსამართლემ თქვა, რომ პიროვნების გათვალისწინებით მინიმალური სასჯელი გამოიყენა და ეს სასჯელი რვა წელია, რომელიც, მისივე თქმით, ძალიან ხანგრძლივი პერიოდია და ადამიანისთვის შანსის ძალიან შემცირებაა, რომ ის რვა წლის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას გააგრძელებს. ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამსაღებელთან დაუნდობლად უნდა იბრძოლონ, ხოლო მომხმარებლების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება გამოიჩინონ. „ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია დღეს მოქმედ ნარკოპოლიტიკასთან. გამსაღებლების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ როცა საკმარისი ინსტრუმენტები არ გაქვს, რომ დაამტკიცო, ეს ადამიანი გამსაღებელია თუ გამავრცელებელი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში ყოველთვის კითხვები რჩება. კითხვების პირობებში, მოსამართლის დისკრეციის გარეშე გრძელვადიანი საპატიმრო ვადების არსებობა, რასაც დღეს კანონმდებლობა მოითხოვს, გაუმართლებელია. გამსაღებელთა მიმართ დაუნდობლად უნდა ვიბრძოლოთ, მომხმარებელთა დასჯის ნაცვლად კი, ჰუმანური დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინოთ და მათ დახმარება უნდა შევთავაზოთ, რომ ამ მანკიერი წრიდან გამოვიდნენ, მაგრამ დღეს არსებული კანონმდებლობით საზღვარი წაშლილია მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის“, – აღნიშნავს კანონმდებელი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ, აღარ იქნება ეჭვის საფუძველი, რომ რაღაც არასწორად ხდება და ასევე აღარ იქნება აღშფოთების საფუძველი, რომ ვიღაცას იმაზე მეტად სჯიან, ვიდრე იმსახურებს. „ნარკომომხმარებლების რაოდენობა იმ ქვეყნებში შემცირდა, სადაც პრევენცია ქვაკუთხედად გახადეს, ნარკომომხმარებლები სინათლეზე გამოიყვანეს, მათზე იზრუნეს და საზოგადოებაში უკან დაბრუნების უფლება და ცხოვრების ახალი აზრი მისცეს. მათ უკან დაბრუნებაში შეიძლება უდიდესი როლი ეკლესიას ჰქონდეს. ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ამ მიდგომით საზოგადოებაში უკან ნარკომომხმარებელთა ნახევარს მაინც დავაბრუნებთ. როცა მტკიცებულებების სიმკაცრე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში სასმართლოს დისკრეცია უნდა ჰქონდეს, კონკრეტული ადამიანი საზოგადოებისთვის რამდენად საშიშია, ჩადენილს რამდენად ინანიებს და მისთვის ეს მერამდენე შემთხვევაა. სასამართლოსთვის ეს დისკრეცია არ არსებობს და სასამართლო და პროკურატურა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ“, – განაცხადა ზოიძემ.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/247284/
თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა
თბილისში ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, რის გამოც ჯგუფი დროებთ დაიხურა და 28 აღსაზრდელს გამოკვლევები უტარდება – ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პედაგოგს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა დაუდგინეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. “მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, იგი შეუდგა მკურნალობას, საბედნიეროდ, ეს არის ე.წ. სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზი, ანუ ექვემდებარება პირველი რიგის ანტიბიოტიკებით მკურალობას და გვაქვს იმედი, რომ მას ძალიან მალე გავაჯანსაღებთ,”- განაცხადა ზაზა ავალიანმა. მისივე განცხადებით, გამოკვლევა უტარდებათ ბავშვებსაც და სხვა ექვს პედაგოგსაც: “ბაღების სააგენტოსთან და დაავედების კონტროლის ცენტრთან ერთად ვაწარმოებთ ე.წ. რისკ-ჯგუფის კვლევას. 28 ბავშვი იყო მის ჯგუფში, აქედან ნახევარი უკვე გამოკვლეულია, პირველადი შედეგი იქნება უკვე პარასკევისთვის. აქედან გამოვიკვლიეთ ექვსი პედაგოგი, რომელსა, შესაძლოა გადასდებოდა ეს დაავადება. ასე რომ, ყველა ზომა იქნა მიღებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,”- ამბობს ზაზა ავალიანი. მანვე დასძინა, რომ კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და, შესაბამისად, სახელმწიფო აფინანსებს. ზაზა ავალიანი ასევე განმარტავს, თუ რა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ სპეციალიზებულ დაწესებულებებს: “წონაში კლება, უმადობა, ზოგადი სისუსტე, ხველა ორ კვირაზე მეტხანს თუ გრძელდება, ოფლიანობა შეიძლება იყოს თანდართული და საღამოს ტემპერატურული რეაქციები, რომელიც 37 გრადუსს აღემატება. ამ მარტივი ნიშნების შემჩნევისთანავე- პედაგოგი იქნება ეს, მშობელი, თუ საზოგადოების რიგითი წევრი- ვალდებულია გაიაროს ეს აუცილებელი კვლევები, რითაც დადასტურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ტატუსი, რომ ეს არ გახდეს პრობლემა. ტუბერკულოზი განკურნებადია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც დროულად დგინდება დიაგნოზი და ინიშნება ეფექტური და სწორი სამკურნალო სქემა,”- განაცხადა მან. როგორც მან განგვიცხადა, დღეს სავალდებულოა, რომ ყველა აღმზრდელი წელიწადში ერთხელ ტუბერკულოზზე შემოწმდეს. მისივე თქმით, ეს აღმზრდელი სამსახურში ახლად მიღებული იყო და თავად ბაღმა გადაამისამართა ცენტრში გამოსაკვლევად.
---
23.01.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33827/yvela-ertistvis--tetri-khmauris-modzraoba-25-ianvars-aqtsias-gamartavs
„ყველა ერთისთვის“ - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" 25 იანვარს აქციას გამართავს
„25 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან, 17 საათზე - ეს იქნება აქცია „ყველა ერთისთვის“, - „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ნაჯა ორაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აქცია დაანონსა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას, სახელმწიფოს მხრიდან ნებისიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოპები ვიქნებით“, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ნაჯა ორაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობა მოითხოვს გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავუსფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან. „მოვითხოვთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავუსფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან. გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი და საქმის კვალიფიკაცია სისხლის სამართლიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადავიდეს. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რესპრესიული, ფაშისტური ნარკოპოლიტიკა“, - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნებით, 25 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. „სწორედ ეს იქნება აქციის მთავარი მოთხოვნები, რომელიც გაიმართება ზეგ, 25 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან, 17 საათზე. ეს იქნება აქცია „ყველა ერთისთვის“. ჩვენ აუცილებლად ყველა უნდა გამოვიდეთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სისტემის მიერაა გაწირული“, - განაცხადა მან. ნაჯა ორაშვილმა პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, შეიწყალოს გიორგი გიორგანაშვილი.
---
23.01.2018
,,ეს სამედიცინო ჯალათი, წლებია, რაც ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს“
,,ჯანდაცვა მაიოზების ხელშია და ისინი მოსახლეობას ახრჩობენ“ _ ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ლეიბორისტული პარტიიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ. ამჯერად მხოლოდ ფარმაცევტულ ბიზნესსა და იქ არსებულ პრობლემებს შევეხეთ, თუმცა ორივემ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ნათქვამი ზღვაში წვეთია იმათან შედარებით, რაც ამ სფეროში ხდება. გიორგი გუგავა: _ დიდი ინფლაცია განხორციელდა ფარმაცევტულ სფეროში და ამას სტატისტიკის დეპარტამენტიც ადასტურებს. ანუ ყველაზე მეტად მედიკამენტები გაძვირდა. _ რა გახდა გაძვირების მიზეზი? _ ცივილურ ქვეყნებში ჯანდაცვას, მედიკამენტების წარმოებას, მის რეალიზაციას სახელმწიფოს არეგულირებს, რადგან ის ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ ქვეყნებში კომპანიებს აკრძალული აქვთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთონ _ აწარმოონ მედიკამენტები, მოახდინონ მისი დისტრიბუცია და გახდნენ დარგის მონოპოლისტები. აქედან გამომდინარე, იქ, ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში კი ჩამოყალიბებულია კარგად ორგანიზებული, მაფიოზური ჯგუფი, რომელიც ვაჭრობს ადამიანის სიცოცხლით და ჯანმრთელობით. მილიონების შოვნის დაუოკებელი წყურვილის გამო, მათ საიქიოს გაისტუმრეს ასიათასობით ჩვენი მოქალაქე. _ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, ვის მიიჩნევთ ჯანდაცვის სფეროს მაფიოზებად? _ დავიწყებ კახა ოქრიაშვილით, რომელიც არის ყველაზე გამოკვეთილი მაფიოზი ამ სფეროში. შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩათვლით, ეს ადამიანი ყველას მოერგო. პსპ-სთან ერთად, მას ასევე აქვს წამლის საწარმო, ახდენს მედიკამენტების დისტრიბუციას, არის შემომტანი, მისი საკუთრებაა სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულებები. ოქრიაშვილმა შექმნა მოჯადოვებული წრე, სადაც თავად აწესებს ფასებს. ეს ფასები კატასტროფულად აღემატება სხვა ქვეყნის აფთიაქებში გასაყიდად გამოტანილი, უფრო ხარისხიანი წამლების ღირებულებებს. მეტსაც გეტყვით, ეს პიროვნება მუდმივად იგებს სახელმწიფო ტენდერებს და ბიუჯეტიდან მიაქვს დიდი ფული. _ სჯობს, ფაქტებით ვისაუბროთ… _ კი ბატონო. ბოლოს, უფასო წამლების დარიგების პროგრამაში მონაწილეობდა და მოიგო რამდენიმე მილიონიანი ტენდერი. ეს მაშინ, როცა მის საწარმოში დამზადებული მედიკამენტები არის უხარისხო. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის ობიექტურად შეფასების სისტემას, რითაც მშვენივრად სარგებლობენ ფარმაცევტული კომპანიების მაფიოზი ხელმძღვანელები. ისინი გარიგებული არიან ექიმებთან და სთხოვენ მათ, რომ პაციენტებს გამოუწერონ რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი. სამაგიეროდ, ამ ექიმებს ურიცხავენ ბონუსებს, თანხებს. დანაშაულებრივი წრე აქვთ შექმნილი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოქრიაშვილი კონსტიტუციასაც გვიწერს. მოგეხსენებათ, პარლამენტში ის გახლავთ უმრავლესობის დეპუტატი და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს, მასში მონაწილეობასაც იღებდა. ზუსტად ასე დაწერეთ, ეს სამედიცინო ჯალათი წლებია, რაც ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს. ასე გახდა მილიარდერი. ჩვენ კი ყოველდღიურად გვეღუპებიან ადამიანები, რადგან მათ არ აქვთ მკურნალობის, წამლის შეძენისა და ექიმთან მისვლის საშუალება. სიკვდილიანობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. ჩვენმა პარტიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებზე დაბალი ფასების დაწესებას, მაგრამ ამ სფეროს ოლიგარქებს დაპყრობილი აქვთ ყველა უწყება და ცხადია, ხალხის სასარგებლო კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებდნენ. ასეც მოხდა. ამ სფეროში გაბატონებული ადამიანები პრაქტიკულად ახრჩობენ მოქალაქეებს. დაზღვევის პროგრამაში 800 მილიონზე მეტია გათვლილი, მაგრამ ეს თანხა ძირითადად მიდის სადაზღვევო კომპანიებში. ეს პროგრამა გახლავთ ბიუჯეტიდან ფულის გადინების საუკეთესო მექანიზმი. _ ჯანდაცვის სამინისტროს ვალია, ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკაზე კონტროლი. თუმცა, როდესაც მოქალაქეები მათ საჩივრებით მიმართავენ, ყველას ცალსახად პასუხობენ _ კერძო ბიზნესში ჩვენ ვერ ვერკევითო. ბუნებრივად იბადება კითხვა, რა ფუნქცია აკისრია ამ გაბერილშტატიან სამსახურს? _ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არის მაფიოზური კლანის სამსახურში, სხვანაირად, მას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობას. როცა მოქალაქეს არ აქვს შესაბამისი თანხა, მისი ჯანდაცვა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, მოახდინოს ამ სფეროს დემონოპოლიზაცია, მაგრამ სერგეენკოს უწყებამ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი პიკამდე მიიყვანა, უფრო მონოპოლიზირებული გახადა და გააძვირა ჯანდაცვა. _ საყოველთაო დაზღვევაც ე.წ. მონოპოლისტების წისქვილზე ასხამს წყალს? _ მაგალითად, ოპერაციის თანხის სრულად ანაზღაურება დაზღვევით არ ხდება. დარჩენილი თანხა კი იმდენია, რიგით მოქალაქეს მისი გადახდაც არ შეუძლია. თუმცა, სანამ ოპერაციამდე მივა საქმე, საჭიროა გამოკვლევები, ექიმის კონსულტაცია, რომლის ფასებიც კატასტროფულად არის გაზრდილი. პაციენტი ვერ მივა ექიმთან ან ლაბორატორიის კარს ვერ შეაღებს, სანამ ფულს არ გადაიხდის მისაღებში. უბრალო კონსულტაციის ფასი კი იწყება 40 ლარიდან და 100 ლარამდე აღწევს. კონსულტაციას აუცილებლად მოსდევს გამოკვლევები, მედიკამენტებით მკურნალობა და რიგით ადამიანს სად აქვს ამდენის გადახდის საშუალება?! აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, სად მიდის 800 მილიონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა რეგიონში გაიხსნას უფასო საავადმყოფო, სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს მაღალი ხელფასი და პაცინეტიც კმაყოფილი იყოს მათი მომსახურეობით?! ცნობილია ისიც, რომ ექიმების, ექთნების, სანიტრების შემოსავალი ამ დაზღვევიდან არის მიზერული და ეს ფული მიაქვთ კლინიკების მაფიოზ მეპატრონეებსა და მენეჯერებს. ჯამში, დაზარალებულები მედპერსონალი და პაციენტები არიან. ჯანდაცვა არ არის თავისუფალი ბიზნესი და ის უნდა მკაცრად რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. სხვა ქვეყნებში ასეა და სახელმწიფო ადგენს ფასებს, ზღუდავს მონოპოლიების ჩამოყალიბებას, თვითნებობას. იქ იცავენ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აქ კი ადამიანებს უყურებენ როგორც ფულის წყაროს. ჩვენი ფუნქცია ამ მახინჯ პოლიტიკურ სისტემაში, მხოლოდ ეს არის. _ სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, თქვენ მიერ მაფიოზად მოხსენიებული ოქრიაშვილის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. მისი ნათქვამია: ,,თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი.“ როგორ შეაფასებთ ამ ფრაზას? _ ეს არის ცინიზმი. ის იმდენად არის გათავხედებული საკუთარი მდგომარეობით, რომ ასეთ საუბარსაც ბედავს. კახა ოქრიაშვილი მიტმასნილი იყო ყველა ხელისუფლებასთან და პარლამენტის დეპუტატობაც საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის სჭირდება, რასაც წარმატებით ახერხებს. ამიტომაც აქვს დამცინავი დამოკიდებულება. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ადამიანი პარლამენტში კი არ ეყოლებოდათ, გამოკეტილები იქნებოდა ციხეში. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაშაულთან გვაქვს საქმე. ექიმები შინაურებს პირდაპირ ეუბნებიან, საქართველოში წარმოებული მედიკამეტი არ იყიდოთ, ის ან საწამლავია, ანდაც არაფერს გარგებთო. _ თქვენ მხოლოდ ოქრიაშვილზე საუბრობთ, ანუ მხოლოდ ის არის ჯანდაცვის დამაქცევარი? _ რა თქმა უნდა, არა. ამ სფეროში ბევრი მაფიოზი ტრიალებს: კურტანიძე, ივანიშვილი… მათ აქვთ ხელში ჩაგდებული ფარმაცევტული ბაზარი. ჯანდაცვის სფეროში უკვე ბანკებიც შეიყვანეს. რა სახის მაქინაციები ხდება ბანკების მეშვეობით ჯანდაცვაში, ამაზეც აუცილებლად გესაუბრებით.
---
ბეჭდვითი მედია
24.01.2018
მედიასაშუალება: ვერსია
7 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, მენინგიტით გარდაიცვალა
7 წლის მარნეულელი ბიჭი „ავერსის“ კლინიკაში ხუთშაბათს, 18 იანვარს, ღამის საათებში შეიყვანეს. ინფექციური პროფილის განყოფილების არქონის გამო „ავერსის“ კლინიკამ პაციენტი „იაშვილის“ კლინიკაში დილის საათებშივე გადაამისამართა. „მე დიაგნოზს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ პაციენტი ნამდვილად შემოიყვანეს. 7 წლის ბავშვი. ჩვენ ვერ მოვემსახურებოდით ინფექციური პროფილის პაციენტს, რის გამოც გადავაგზავნეთ „იაშვილის“ კლინიკაში, სადაც როგორც ვიცი გარდაცვალებამდე დიაგნოზი ვერ დადგინდა და თუ რა დიაგნოზი დადგინდა ამას ვერ გეტყვით.“ – აცხადებს „ავერსის“ კლინიკის წარმომადგენელი.
---
24.01.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
სარკინიგზო გვირაბის აფეთქება ხარაგაულში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
ხარაგაულში, სარკინისგზო გვირაბის აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით, დაშავებულს დამატებითი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. სამი დაშავებულიდან, ერთ-ერთი გვიან ღამით თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს. პროფაკავშიორების წარმომადგენლები შემთხვევისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საუბრობენ. უკვე ცნობილია რომ, სარკინიგზო გვირაბში მომხდარ ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის. "დარღვეულია ყველანაირი სტანდარტები, ყველანაირი ნორმები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც იმ კომპანიაში, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ, ზოგადად, საქართველოში შრომა არ არის უსაფრთხო. ნებისმიერ ორგანიზაციაში, სამშენებლო კომპანიები, შეახტები თუ გვირაბები, ყველგან ანალოგიური სიტუაციაა, ადამიანები იღუპებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობს სტანდარტი და მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს საქართველოში უსაფრთხო შრომას," - აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა.
---
24.01.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. მინისტრის განცხადებით, საბჭო მსჯელობს სახელმწიფოს ახალ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც უნდა შეიქმნას ყველა შესაბამისი უწყების და ინსტიტუტის ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს კომპლექსურად გააზრებული, სრულფასოვანი და დაბალანსებული სტრატეგია; ნარკოპოლიტიკა, რომელიც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს. „ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის ამოცანაა, ერთი მხრივ, შემცირდეს ნარკოტიკებით მიყენებული ზიანი, მოხდეს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების პრევენცია, დაინერგოს შესაბამისი სერვისები და სხვა, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ეფექტიანი პოლიტიკა განხორციელდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი წინაპირობები. 2013 წლიდან უწყებათაშორისი საბჭო ყველაფერს აკეთებდა ნარკოტიკებთან მიმართებით პოზიტიური ცვლილებებისათვის. შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ აქამდე არსებობდა ერთგვარი სტანდარტი ჯანდაცვის სფეროში, რომლის თანახმადაც, ნარკომომხმარებელი ადამიანის ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერთო საქმეში. ჩვენი საბჭოს მონაწილეობით და ბატონი დავით სერგეენკოს უშუალო გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღნიშნული ბრძანება. ამის გარდა, ჩვენი საბჭო შექმნის დღიდან ცდილობდა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შეექმნა სადისკუსიო სივრცე, რომელიც როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფდა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს არცერთი წევრი ძალისხმევას არ დაიშურებს ახალი გამოწვევების დასაძლევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან მუშაობა. აქ უნდა იყოს ჩართული ყველა შესაბამისი უწყება, განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტრო, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ნარკოტიკის მოხმარებისგან გამოწვეული რისკების შესახებ. ჩვენ სამეცნიერო არგუმენტებით უნდა შევქმნათ უარყოფითი განწყობა ნარკოტიკების მიმართ და, ამასთან, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. როდესაც ვლაპარაკობთ წინაპირობებზე, იგულისხმება სარეაბილიტაციო ცენტრები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დღეს საკმარისი არ არის. ამ ყველაფერის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება საუბარი დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით საბჭოს ფარგლებში, რათა შესაბამისი ხედვები, ქმედითი სტრატეგია შევიმუშაოთ; რომ ყველა ცვლილება, რომლებიც შევა ძალაში, სათანადოდ იქნეს მომზადებული როგორც საკანონმდებლო, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. საკუთარი ხედვების წარმოსადგენად ყველა უწყებას მიეცა რამდენიმედღიანი ვადა, რათა საბჭოს მომავალ სხდომაზე უკვე კონკრეტული საკითხების შეჯერების ეტაპზე გადავიდეთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, და სხვა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს.
---