From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-24.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 24.04.2018 08:48
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 24.04.2018

ტელევიზია

24.04.2018

არხი:   რუსთავი 2 

გადაცემა:   კურიერი 09:00

უკრაინელი ექსპერტები, რომლებმაც ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებაზე დასკვნა უნდა დადონ მოკვლევას დღეს დაიწყებენ. დელეგაცია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ისინი ადგილზე ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან. არსებული ექსპერტიზის დასკვნების გაცნობის გარდა, სპეციალისტები მეშახტეებსა და "საქნახშირის" წარმომადგენლებს გესაუბრებიან. მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ უკრაინელი სპეციალისტები შახტის დახურვის რეკომენდაციას გასცემენ, ტყიბულელი მეშახტეები ანაზღაურების გარეშე არ უნდა დარჩნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182908

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182851

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182822

---

 

24.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

თამბაქოს კონტროლის ამოქმედებებამდე ერთი დღით ადრე საზედამხევდელო საბჭოს სხდომა გაიმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182948

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5183204

---

 

23.04.2018

არხი:  ტვ პირველი 

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30       

წამლის იმპორტიორები, რომლებსაც მედიკამენტები პარალელური იმპორტით შემოაქვთ, მიიჩნევენ, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მედიკამენტების ფასებს გაზრდის, ფარმაცევტულ ბაზარს კი მონოპოლიისკენ გადახრის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182699

---

 

23.04.2018

არხი:   ერთსულოვნება

გადაცემა:   სიახლენი 22:00

საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული გაიხსნა. ინიციატივის ფარგლებში 29 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მაშტაბით სახელმწიფო უწყებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 18-41 წლადე პერსონალისა და სტუდენტების მასიური ვაქცინაცია ჩატარდება. აცრები მოიცავს წითელას, ასევე უფასო სკრინინგის ც ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე. დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააცნო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182619

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182216

---

 

23.04.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

აიცერი და დაიცავი საქართველო" დღეიდან 29 აპრილის ჩათვლით ევროპის იმუნიზაციის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში ვაქცინაციით მართვადი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით საყოველთაო აცრები ტარდება. კვირეულის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაა. საქართველო - ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია ჩართული. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის შედეგად, ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა შემცირდა. ევროპის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში 2005 წლიდან ყოველი წლის აპრილში აღინიშნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5181835

---

 

23.04.2018

არხი:   ტვ პირველი  

გადაცემა:   დღის ამბები 13:00

ვანის რაიონის სოფელ სალხინოში 97 წლის მარტოხელა მოხუცი ყოველგვარი დახმარების გარეშე მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. პარლამენტის ვანი -ხონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი უგულავასთან საუბარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი დამსახურებული ქალბატონი ჟენია ძაგნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა მოუხსნეს, სააგენტო კი არც მიზეზებს უხსნის და არც ხელახალ შემოწმებაზე მიდის. პენსიონერს წინასწარ აქვს გამოტანილი პენსიაც და უსახსრობის გამო ვეღარც კომუნალურ გადასახადებს იხდის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5181379

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182568

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5182240

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5181927

---  

 

23.04.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

მთავრობის ინიციატივით ცვლილებები წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ეხება ფარმაცევტულ ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმის, ან პარალელური იმპორტის პოტენციურად შესაძლო შეზღუდვას, პირობებში წარმოადგენს ყველაზე ქმედით საშუალებას, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს. აღიარებით რეჟიმში რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების ვადად 5 წელი განისაზღვრება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ფარმაცევტული პროდუქტი ხელახალ რეგისტრაციას დაექვემდებარება, შესაბამისად, იმპორტიორს 500 ლარის ოდენობის მოსაკრებლის გადახდა ახლიდან მოუხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5180269

---

 

23.04.2018

არხი:  ტვ პირველი 

გადაცემა:   საქმიანი დილა

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონპროექტის მიხედვით კომპანიები ვალდებულები ხდებიან საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტს ინფორმაცია მიაწოდონ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა ჩაატარა. ოფიციალური სტატისტიკით ბოლო ორ წელში 28 უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა, რადგან კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, რომ სახელმწიფო უწყებას თანამშრომლის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ აცნობონ, შესაძლოა, ეს რიცხვი სრულყოფილად არ ასახავდეს არსებულ ვითარებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5180266

---

 

23.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:     ბიზნესკოდი

ბოლო რამდენიმე წელია ბოლნისში ოქროს მომპოვებელი კომპანია არემჯი პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრშია. მთავრობა კი სრულიად არაეტექტური პრობლემის მოგვარების კუთხით. სახალხო პროტესტის ფონზე კომპანიამ საყდრისი ააფეთქა. გარემოს დაცვის მინისტრმა დაადასურა, რომ გარემო მოიწამლა. მთარვობიდან კი სხვა ამ საკითხს არავინ გამოხმაურებია, მათ შორის არც ჯანდაცვის სამინისტრო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5181000

---

 

 

ინტერნეტი

24.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36014/mshoblebi-im-mostsavleebis-garitskhvas-moitkhoven-romlebmats-savaraudod-video-gadaighes

მშობლები იმ მოსწავლეების გარიცხვას მოითხოვენ, რომლებმაც სავარაუდოდ ვიდეო გადაიღეს

დღეს მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკოლიდან იმ სამი მოსწავლის გაშვებას მოითხოვენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ამავე სკოლის მოსწავლეზე იძალადეს, ძალადობის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში ატვირთეს.   შემთხვევა შარშან, სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მშობლები აცხადებენ, მომხდარს სკოლის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ უწყება შსს-ს გამოძიების დასრულებას ელოდება. მათივე განმარტებით, სამინისტროს  შემდგომი ქმედებები და საქმიანობა სკოლაში იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ რა გამოიკვეთება შსს-ს გამოძიების შედეგად. სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობელმა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიცია მას უკვე დაუკავშირდა და გამოკითხვისთვის თბილისშიც იყო ჩამოსული.  „პოლიციამ თვითონ მომმართა. თბილისშიც ჩამოვედით. მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ერთი კვირაა უკვე და ჯერ ვერაფერს ვერ ვხედავ. უნდათ, რომ სახელი გაუტეხონ და უკეთებენ ასეთ რაღაცას. ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა და მერე ისევ უგრძელებენ ცემას და დარტყმას,“ - აცხადებს მშობელი.   20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით. მუხლი 140-ე კი  სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ისჯება 8-დან 10 წლამდე.  გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. საქმის შესწავლა 20 აპრილს დაიწყო სახალხო დამცველმაც და მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. სახალხო დამცველმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35987/6-meshakhtis-daghupvis-adgils-saertashoriso-eqspertebi-khvalidan-sheistsavlian

6 მეშახტის დაღუპვის ადგილს საერთაშორისო ექსპერტები ხვალიდან შეისწავლიან

ხვალ, 24 აპრილს, ტყიბულის მინდელის შახტში, სადაც 5 აპრილს 6 მეშატხე დაიღუპა და 3 დაშავდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ექსპერტები მეშატხეების სიკვდილის მიზეზის მოკვლევას დაიწყებენ. ექსპერტები უკრაინიდან გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მოიწვია და ისინი შახტში არსებულ მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში შეისწვალიან. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ შემთხვევას იძიებს. მოკვლევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მინდელის შახტის პირველ უბანზე, სადაც სამთო აფეთქება მოხდა, გამოძიების დასრულებამდე, ნახშირმოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. თუმცა, აალებისგან თავის დასაცავად, სხვა სამუშაოები იქ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია "საქნახშირის" ინფორმაციით, სულ, მინდელის შახტში დასაქმებულია 1500 ადამიანი. პირველი უბნიდან კი, სადაც მეშატხეების სიკვდილი უნდა გამოიკვლიონ, 80-მდე მუშა სხვა უბნებზეა გადანაწილებული. კომპანიამ "ლიბერალს" განუცხადა, რომ პირველ უბანზე ნახშირმოპოვებითი სამუშაოების დროებით შეწყვეტის გამო, იქ მომუშავეებს ბოლო 3 თვის განმავლობაში გამომუშავებული თანხის საშუალო ანაზღაურებას მისცემენ. შახტის ამ უბანში კი, გამოძიების დასრულებამდე ნახშირს ვეღარ მოიპოვებენ. მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, აფეთებიდან რამდენიმე დღეში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი შახტში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, თუმცა ჯერ გამოძიების დასრულებას ელოდებიან. დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის შახტებში შრომის პირობები 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. ამ ხნის განმავლობაში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა; 5 აპრილს, დილის 4 საათზე, შახტში 58 წლის გოგი რაფავა; 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი; 49 წლის ბესიკ გურგენიძე; 45 წლის მირზა ქურციკიძე; 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი და 25 წლის პავლე გამეზარდაშვილი დაიღუპნენ. მეშატხეები 10 აპრილს დაკრძალეს. წინასწარი ინფორმაციით, შახტის პირველ უბანზე, დასავლეთის მე-10 ველში, სამთო დარტყმის დროს გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. 3 დაშავებული საავადმყოფოში მკურნალობდა. დაკრძალამდე ადრე, სოლიდარობის აქციები თბილისსა და ტყიბულში გაიმართა. 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში 11 ადამიანი დაიღუპა.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489550-alergiis-msoflio-kvireulis-farglebshi-samushao-shekhvedra-gaimartheba.html?ar=A

ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ხვალ სამუშაო შეხვედრა გაიმართება, თემაზე საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის ალერგოლოგიური პროფილის აერობიოლოგიური სამსახურის ანგარიში. პირველად საქართველოში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა დააარსა აეროალერგენების დათვლის 3 სადგური (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), შექმნა თბილისის აეროალერგენების 5-წლიანი მონიტორინგის კალენდარი, დაიწყო აეროალერგენების გავრცელების ყოველკვირეული პროგნოზირება, საქართველო გახდა ევროპის აეროალერგენების დათვლის პროექტის კოლაბორატორი. „სამყაროში გლობალურ დათბობასთან და კლიმატის სერიოზულ ცვლილებებთან ერთად მოხდა დედამიწის მოსახლეობის გლობალური ალერგიზაცია. დადგენილია მსოფლიოში ის მცენარეები, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ასევე, მათ მიერ ალერგიის გამოწვევის ინტენსიურობა. თითოეულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი ფლორა აქვს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია, რაც განსაზღვრულია, თუ წლის რომელ პერიოდში რომელი მცენარე ყვავილობს. მიღებული ინფორმაციით, ქალაქების მიხედვით შექმნილია ჰაერში აეროალერგენების გავრცელების კალენდარი. დღეისთვის მცენარეთა ინტენსიურ ყვავილობასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ამინდის ალერგოლოგიური პროგნოზით სარგებლობა. ცივილიზებული სამყარო ამ სერვისს უკვე წლებია აქტიურად იყენებს და მას Pollen count forecast უწოდებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/191600-alergiis-msoflio-kvireulis-farglebshi-samushao-shekhvedra-gaimartheba.html?lang=ka-GE

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489481-amiran-gamyrelidze-akhla-gvitevs-tsithela-movutsodeb-mshoblebs-acran-bavshvebi.html?ar=A

ამირან გამყრელიძე - ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დადგა, თუმცა ვერ მოხდა მისი ორგანიზება. "დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "იმუნიზაცია არის ყველაზე უფრო ეფექტური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მედიცინაში მეცნიერებას მოუგონია. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იცავს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. იმუნიზაციის მეშვეობით აღმოიფხვრა მრავალი დაავადება, მათ შორის ყვავილი. დღესაც მიმდინარეობს დაავადებების აღმოფხვრა. ახლა რიგში დგას წითელა, რომელიც ასევე უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც იმუნიზაციის კალენდრით შემოდის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებია. "ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფასო. მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები, ახლა გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები თავად და გაუკეთონ შვილებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება წითელას, მისი ინფორმაციით, წითელას ზრდის ტემპმა მოიკლო. გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირა.ჯი-  http://kvira.ge/393543

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/36010/gamyrelidzis-tqmit-vaqtsinatsia-shesadzloa-savaldebulo-gakhdes

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/janmrtheloba/191578-gamyrelidze-yvela-vaqcina-maghali-khariskhis-da-usafrthkhoa.html?lang=ka-GE

გამყრელიძე: ყველა ვაქცინა მაღალი ხარისხის და უსაფრთხოა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულმა აცრებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა ვაქცინა მაღალი ხარისხის და უსაფრთხოა: "იმუნიზაცია ყველაზე ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციაა, რომელიც კაცობრიობას მედიცინაში მოუგონია. ის ყოველთვის არის სამედიცინო გამოგონებების პირველ სამეულში, სხვადასხვა რანგირებით. იმუნიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობას იცავს. 40 წელია აღმოიფხვრა და კაცობრიობას აღარ აწუხებს ყვავილი. ახლა რიგში დგას პოლიომიელიტი, რომელიც 80-იან წლებში დაახლოებით 400 000-მდე ადამიანს უნარშეზღუდულს ხდიდა, იყო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ მოდის წითელა. ახლა დაიწყო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ აცრა, რადგან ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოთი 200 ქალბატონი იღუპება". 23-დან 29 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება, მიზანი - ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/akaki-zoidze-atsrebis-savaldebulobis-momkhrea/42809

აკაკი ზოიძე აცრების სავალდებულობის მომხრეა

მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის მომხრეა ასევე, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. "ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. დეპუტატის თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ - აცერით და დაიცავით თქვენი შვილები", - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, მისი თქმით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც. დეპუტატმა განცხადება ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489480-amiran-gamyrelidzis-informaciith-dmanisisa-da-bolnisis-municipaliteti-simsivnith-daavadebultha-raodenobith-gamorcheuli-ar-aris.html?ar=A

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობით გამორჩეული არ არის. ასე უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კომპანია "არემჯი გოლდის" მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო რეგიონში არსებული ვითარებას ეხებოდა. "დმანისისა და ბოლნისის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსახლეობის გამოკვლევები რამდენჯერმე გვაქვს ჩატარებული. 2016 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იქ ჩაატარა მოსახლეობის პროფილაქტიკური შემოწმება. ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს იმ რეგიონში არსებულ ვითარებას დაავადებების სტატისტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სიმსივნის მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია არ გამოირჩევა სიმსივნის მაჩვენებლის სიდიდით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობის შემოწმებები დროთა განმავლობაში ტარდება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ დასრულდა მოლაპარაკება სახელმწიფოსა და "არემჯი გოლდს" შორის, გამყრელიძემ განმარტა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იმის შესახებ, აღნიშნული კომპანია დააფინანსებდა თუ არა ხანგრძლივადიან ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევას მოსახლეობისა, რათა ცნობილი გამხდარიყო, რეალურად, იქ არსებული ფაქტორები იწვევს თუ არა განსაკუთრებულ დაავადებებს. "ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ვიცი, ჯერჯერობით იხილავენ ამ საკითხს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/270214/

მეტროში დასაქმებულების ნაწილი 30 აპრილს შეიძლება გაიფიცოს

თბილისის მეტროში დასაქმებულთა პროფკავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ ისინი 30 აპრილს გაიფიცებიან. მეტროპოლიტენთან შრომით დავას პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” აწარმოებს, რომელიც უმეტესად წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს და 250 დასაქმებულს აერთიანებს. აღნიშნული განცხადება პროფკავშირმა “ერთობა 2013″–მა დღეს, 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ რაც მედიაციისთვის განკუთვნლი შრომის კოდექსით გათვალისწინებული 21 დღიანი მონაკვეთი ამოიწურა. “გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ “ერთობა 2013″-ი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის გარშემო გაერთიანეულნი არიან დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელთაც თავიანთი შესრულებული სამუშაოს ღირსეულად დაფასება სურთ. იმ სამუშაო გარემოს, იმ მავნე პირობების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტად, რომლებსაც აქ დასაქმებულები ახორციელებენ. სწორედ ამიტომ, მედიატორის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ერთი კვირა, მიცემულ იქნა დასაქმებულთა მხრიდან, კიდევ მეტი კომუნიკაციისთვის და მოსალოდნელი გაფიცვის უკიდურესი ზომის თავიდან ასარიდებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ დამატებით მიცემული ერთი კვირა მედიაციისთვის, იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული და მივალთ იმ პოზიციამდე, რომლის ლოგიკური დასასრული იქნება შედეგი, რომელსაც შრომთი ანაზღაურების მატება ჰქვია!!!”, – წერს პროფკავშირი. თბილისის მეტროში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით „ერთობა 2013“-ის მიერ დაწყებული კოლექტიური დავა 2016 წლის მარტის თვეში დაიწყო, რომლის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პროფესიულმა კავშირმა საგაფიცვო მოქმედება დააანონსა, რაც სასამართლომ 21 დღით გადაავადა. ეს ვადა ერთ კვირაში გადის. მემაქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასი არ გადახედილა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 30%–ით გაიზარდა, მეტროს მემანქანეთა ხელფასები უცვლელი დარჩა. მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება დაახლოებით 30%-ით მაინც აღემატებოდა საშუალო ხელფასს. 2017 წლის მდგომარეობით კი, სხვაობა მეტროს მემანქანეთა და საშუალო ხელფასის ოდენობას შორის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. EMC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მემანქანეები მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც მეტროს მემანქანეები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მეტროს მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. გაფიცვის გადავადების შემდეგ გამართული მოლაპარაკებისას შედგა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავდა ანაზღაურების გადახედვის საკითხს. თუმცა ეს პირობა დღემდე არ არის შესრულებული კომპანიის მხრიდან არაერთი დაპირებისა და შიდა მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, რამაც მიმდინარე კოლექტიური დავა წარმოშვა.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/35983/metros-memanqaneebis-khelfasis-gazrdis-sakitkhze-mediatsiis-protsesshi-meriats-chaertveba

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/199118-batumsi-respublikuri-saavadmyofos-msenebloba-daskvnit-fazasia

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ახალი, მრავალპროფილიანი სამკურნალო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა. პროექტის ღირებულება 23 მლნ ლარს აღწევს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპლექსი, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 21 588 კვ/მ ფართობზეგაშენდა. ახალი საავადმყოფო რამდენიმე ბლოკისგან შემდგარი 5-სართულიანი შენობაადა სარეკრეაციო ზონის, 100-წლოვანი ხეებით გაშენებული ბაღის გარშემო განთავსდა. კლინიკის ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. სასწრაფო დახმარების ტრანსპორტს კი პუშკინის ქუჩის მხრიდან მიიღებენ. როგორც პროექტისდამკვეთის,შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში ამბობს, პროექტს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს. მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობსდა უმოკლეს დროში დასრულდება. მისივე თქმით, საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.პროექტის თანახმად, საავადმყოფოს მთავარი კორპუსი არქიტექტურულად მონოლითური კარკასის ნაგებობაა და 3 განსხვავებული სიმაღლის ბლოკისგან შედგება. პირველი ბლოკის პირველ სართულზე ცენტრალური ვესტიბიული, რეგისტრატურა, აფთიაქი, კაფეტერია და მოსაცდელი დარბაზი განთავსდება. ზედა სართულებზე კი საკონსულტაციო ოთახები, ადმინისტრაციული ნაწილი და საკონფერენციო დარბაზი განლაგდება. ტერასაზე დაგეგმილია გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობა. სართულები ერთმანეთს ატრიუმით დაუკავშირდება. ძირითადი დიაგნოსტიკური ნაწილი, დღის ქირურგიის სექცია და ლაბორატორიის განყოფილება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მეორე ბლოკში განთავსდება. ბლოკის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები საპალატე განყოფილებებს დაეთმობა. შენობის ამავე ნაწილში იქნება სისხლის ბანკი, სასტერილიზაციო, აფთიაქი და სარეაბილიტაციო ბლოკი. სხვენზე საინჟინრო კომუნიკაციების ძირითადი ქსელების კვანძები მოთავსდება. კლინიკური საავადმყოფოს მესამე ბლოკში 3 სასწრაფო მიმღები სექცია იმუშავებს, საოპერაციო და დიაგნოსტიკური ბლოკებით და, ასევე, დაკვირვების პალატებით. მეორე სართულზე მოეწყობა საავადმყოფოს ძირითადი საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური, ოპერაციის შემდგომი პალატები და ჰომოდიალიზის დარბაზი. მესამე სართული სამშობიარო ბლოკს დაეთმობა, ხოლო მეოთხე – სამანიპულაციო და ტექნიკურ სივრცეს. სამუშაოთა მწარმოებლის ბაქარ ბაქრაძის განცხადებით, მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოს პროექტისპეციფიკურ სამუშაოებს ითვალისწინებს,მშენებლობა ძალიან დიდი სიფრთხილით მიდიოდა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია პათოლოგანატომიის განყოფილების, ასევე, პერსონალის გარდერობისა და 40 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. საავადმყოფოს სამეურნეო ეზოში სხვადასხვა დანიშნულების, მიწისზედა და მიწისქვეშა,რამდენიმედამხმარე ნაგებობა განთავსდება. როგორც ბაქარ ბაქრაძემ აღნიშნა, მშენებლობაზე შრომითი უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესადაა დაცული. მისი თქმით, მშენებლობაზე „ოიკო ჯგუფი“ სისტემატურ რეჟიმში ახორციელებს ზედამხედველობას. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რამდენადიცავენ დასაქმებულები ინსტრუქტაჟის დროს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიღებულ მითითებებს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმში აღიჭურვება უწყვეტი და ავარიული ელექტროენერგიის სისტემებით, ჟანგბადისა და შეკუმშული ჰაერის სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გათბობისა და ვენტილაციის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვის თანამედროვე სისტემებით. შენობის ფასადის ძირითადი ნაწილი ალუმინის ვიტრაჟითა და ფერადი პანელების კომპოზიციით მოპირკეთდება. ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე აღდგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ავტოსადგომი დაგამწვანებაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, კიბეების პარალელურად და შესასვლელებთან მოწყობილია პანდუსები. მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ორასს აჭარბებს. პროექტზე დასაქმებულები არიან როგორც ადგილობრივები,ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები. მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შევა: გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაავადების ადრეული გამოვლინების, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება, ასევე, სტუდენტებისა და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები. იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები. სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ბათუმში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულება 62 მილიონ ლარს აღწევს, „საბა კონსტრაქშენმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2019 წელს დაასრულებს.

---

 

23.04.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=170889-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%2C+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

„მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი?!“ - რაში ადანაშაულებს მცირეწლოვანი ბავშვის დედა ქართველ ექიმებს

სამი შვილის დედა ნონა ჯანჯღავა „ალიასთან“ საუბრისას ყვება თუ რა რთულ ვითარებაში ჩააგდეს ქართველმა ექიმებმა ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც სტენოზი, მოგვიანებით კი არასწორი მკურნალობის გამო ნაწლავის განგრენა დაემართა. დედას შვილის წაყვანა თურქეთში მოუწია, მას შემდეგ, რაც საქართველოში ექიმებმა არასწორი დიაგნოზები დასვეს და ბავშვის არასწორმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მცირეწლოვანი ბავშვი თურქმა ექიმებმა გადაარჩინეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კი ოჯახს ხარჯები რაც საყოველთაო ჯანდაცვით არის განსაზღვრული, იმის გამო არ აუნაზღაურა, რომ თურქეთში წასვლამდე ორი თვე სამინისტროს არ დაელოდნენ და არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან ასევე გათვალისწინებული, პაციენტის მწვავე მდგომარეობა: „არ ვიცი რომელი ექიმით დავიწყო - რომელს მოვთხოვო პირველს პასუხი. ალბათ, მაინც პროფესორებით უნდა დავიწყო, რადგან ისინი, ამ თავისი პროფესორის სტატუსით, მეტ ნდობასა და იმედს გვაძლევენ და მეტი პასუხისმგებლობაც მოეთხოვებათ. როგორ შეიძლება სტენოზი და კუჭ-ნაწლავის პრობლემა აგერიოს ექიმს ბრონქიტში (ჰოსპიტალ „მედიქალსიტის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ტონია), როგორ შეიძლება განგრენიანი პატარა გაწერო დიაგნოზით - აბსორბციის დარღვევა, გამოწვეული საკვების აუტანლობით (გ, ჟვანიას კლინიკა - ნუგზარ უბერი). მინდა ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ: რა და ვინ არის ექიმი - სახელი და გვარია კაბინეტის კარზე აკრული? მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი, რას მოუტანს მათ ეს?“, - აღნიშნავს ჯანჯღავა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

24.04.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

ჯანდაცვის სისტემის მიღმა დარჩენილი ექიმები

50 წლის ირმა რობაქიძე უკვე წლებია, გურიაში, სოფელ შრომის ამბულატორიაში მუშაობს. 1993 წლიდან ზრუნავს ადგილობრივების ჯანმრთელობაზე, ხოლო 2007 წლიდან სოფლის ექიმის პროგრამაშია ჩართული - უკვე 11 წელიადზე მეტია, რაც ქალბატონი ირმა, სხვა სოფლის ექიმების მსგავსად, ფიზიკურ პირადაა დარეგისტირებული, რაც მას, როგორც ამბულატორიაში მომუშავე ექიმს, საკმაოდ ბევრ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას უწესებს, მათ შორის, ყველაზე მთავარი მაინც ის ხარჯია, რომლის გაწევაც მას პირადი სახსრებით უწევს. "ფიზიკურ პირებად ვართ დარეგისტრირებული, რის გამოც ბიუჯეტში ჩვენი ხელფასის 20%-ის გადახდა გვიწევს. კარგი იქნებოდა, თუ გავთვალისუფლებოდით ამ ზედმეტი გადასახადისგან, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთია სოფელში მცხოვრები და მომუშავე ადამიანისთვის. უსამართლობად მიმაჩნია, რომ ბევრი ხარჯის გაღება პირადად გვიწევს ოჯახის ექიმებს და ამაში არავინ ერევა, ამ სიტუაციით არც არავინ ინტერესდება. სამართლიანი იქნებოდა, სახელმწიფოს უზრუნველყო ეს ხარჯები. აუცილებელია ასევე ხელფასებიც გაიზარდოს, რადგან უკვე ბოლო ოთხი წელია, ინფლაციის ფონზე ჩვენი ხელფასები საკმაოდ მიზერული და უცვლელი რჩება". ის კონკრეტული ხარჯები, რაზედაც ირმა საუბრობს და რაც სხვა სოფლის ექიმების უკმაყოფილებასაც იწვევს, დაკავშირებულია პაციენტისთვის განკუთვნილ მედიკამენტებთან, ასევე თავად ამბულატორიის ტექნიკურ პირობებთან, კერძოდ, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გადასახადთან. ამ შემთხვევათა სიმრავლე უკვე ეჭვქვეშ აყენებს თავად სოფლის ექიმის პროგრამასა და მის ეფექტიანობას. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2007 წლიდან ამოქმედდა და პროგრქამის ფარგლებში, 2014 წლის მონაცემებით, ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას ახორციელებს 1210 ექიმი. წლების განმავლობაში ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ურთიერთობა თავად სოფლის ექიმებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, რომლებიც არ უხდიდნენ სოფლის ექიმებს კუთვნილ ხელფასსა და დავალიანებაც წლების განმავლობაში იზრდებოდა და გროვდებოდა. სოფლის ექიმის პროგრამაში არსებული ხარვეზები გამოკვეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიშმა, რომელშიც ხაზგასმულია და პუნქტებადაა ჩამოწერილი ის პრობლემები, რამაც თავი იჩინა 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში ვკითხულობთ: -პროგრამის დაფინანსების სისტემა ვერ ქმნის სამედიცინო პერსონალის პროდუქტიულობის მიღწევის წინაპირობას, რადგან ფიქსირებული ანაზღაურება არ ემყარება ექიმის მოტივაციის ამაღლებას. არსებული მოდელით, თუ ექიმს ბევრი პაციენტი ჰყავს, მას გაცილებით მეტი მატერიალური ხარჯის გაღება უწევს საკუთარი ანაზღაურებიდან ვიდრე ექიმს, რომელიც პროგრამის ფარგლებში მომსახურებას ნაკლებად ახორციელებს სხვადასხვა მიზეზის გამო: სხვა დაწესებულებაში მუშაობა, მცირე სამუშაო დრო და სხვ. სოფლის ექიმის მიმდინარე პროგრამით არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელიც ადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა რიცხოვნობას მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. თუმცა, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ეროვნული გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერით 2006 წელს საქართველოსთვის შემუშავდა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობა განისაზღვრებოდა შემდეგი დემოგრაფიული ფაქტორებით: ერთი ოჯახის ექიმისა და ექთნისაგან შემდგარი გუნდი 1000-2000 მოსახლეზე". 2014 წელს, სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აშენდა 82 ამბულატორია, რომელიც საშუალებას აძლევს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს სამედიცინო მომსახურება, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელიც უზრუნველყოფს სოფლად მომუშავე ექიმებისთვის სამედიცინო შენობების არსებობას და მათ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182915&name=24.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება:   ქრონიკა+

ბავშვებში, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დამოკიდებულების მსხვერპლები არიან, რისკები მაღალია

ბოლო ათწლეულების კატაკლიზმებმა ქართული საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ე.წ. გარდამავალი პერიოდი დაუსრულებლად გაგრძელდა, როდესაც "ველური კაპიტალიზმისას" მხოლოდ "ამა ქვეყნის ძლიერნი" გადარჩებოდნენ. ამ პირობებში ყველაზე დაუმსახურებელი და ძიერი დარტყმა დაუცველმა ფენებმა, მათ შორის, ჩვენმა ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა მიიღეს. "შიშველი" სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მთავარი პროკურატურის ბოლო მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, არასრულწლოვნების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკამ 2017 წელს მოიმატა. საუბარია მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაზე. პროკურატურისვე ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა შარშან 174 არასრულწლოვანის წინააღმდეგ დაიწყო. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 2733 ახალგაზრდა სისხლისამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. "განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით წარმატებული შედეგია. ცნობისთვის: პროგრამა წარმატებულია, თუ რეციდივის მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია", - აღნიშნულია ცენტრის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ განმარტებაში. მიხეილ რამიშვილი - "ადვოკატთა ასოციაციის წევრი" -ამ პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური მიდგომა და გაანალიზება სჭირდება, თუ რა იწვევს არასრულწლოვანთა გახშირებულ დანშაულსა და სხვა სამართალდარღვევებს. ამ საკითხზე რეაგირების ოპტიმალური საშუალება არ არსებობს. აქ კარგი შედეგის მომტანია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ დანაშაულის თავიან აცილება. კომპლექსური ქმედების შემთხვევაში ორიენტირება სწორედ დანშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე უნდა იყოს. მაია ცირამუა - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა ფსიქოლოგი: -ბავშვის საჭიროებების უფულებელყოფა ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმაა და ასეთივე მაპროვოცირებელია მისი მძიმე ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის, რომელიც შემდეგ ანტისოციალურ ქცევაში შეიძება გადავიდეს. ზაქარია ქუცნაშვილი - "ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენელი: -ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და ენერგია ამაში დავხარჯოთ, მიუხედავად იმისა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზი არასრულწლოვანს წაახალისებს, თუ სრულწლოვანს. ეს მიზეზები, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოა, ზოგან - განსხვავებული".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5183062&name=24.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება:      მესინჯერი

აცრები შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის მომხრეა ასევე, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. "ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. დეპუტატის თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ - აცერით და დაიცავით თქვენი შვილები", - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, მისი თქმით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც. დეპუტატმა განცხადება ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182997&name=24.04.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

გამყრელიძე: გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება. საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში, თუმცა ვერ მოხდა მისი ორგანიზება. “მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. იმუნიზაცია არის ყველაზე უფრო ეფექტური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მედიცინაში მეცნიერებას მოუგონია. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იცავს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. იმუნიზაციის მეშვეობით აღმოიფხვრა მრავალი დაავადება, მათ შორის ყვავილი. დღესაც მიმდინარეობს დაავადებების აღმოფხვრა. ახლა რიგში დგას წითელა, რომელიც ასევე უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც იმუნიზაციის კალენდრით შემოდის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებია. "ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფასო. მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები, ახლა გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები თავად და გაუკეთონ შვილებს”, – აღნიშნა გამყრელიძემ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182768&name=24.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება:   ქრონიკა+

უსამართლოდ მსჯავრდებულ ექიმ ირაკლი მერკვილაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

2012 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილი) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ცნობილ მეანგინეკოლოგ ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამავე დროს, განხილვა დასრულდა. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში, რომელზედაც გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. როგორც ფაქტებით მტკიცდება, ექსპერტიზის დასკვნებით, მკურნალ ექიმ ირაკლი მერკვილაძის ბრალეულობა არ დასტურდება და მისი დაკავების სკანდალურ მიზეზზე პირველად "ქრონიკა+"-თან თავად მსჯავრდებული ალაპარაკდა. ირაკლი მერკვილაძე: "ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შვიდი წლის წინათ შევიკრიბეთ ქართველი ექსპერტები სწორედ ეროვნული პროტოკოლების შედგენისთვის. რვა პროტოკოლი იყო საპილოტე პროგრამა და მერე დანარჩენიც შეიქმნა, რომელიც დავით სერგეენკომ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტები მერე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე აიტვირთა. ავტორებიდან ერთ-ერთი ექსპერტი მე ვიყავი. წარმოიდგინეთ, როგორი პრეცედენტული საქმეა, რომ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, სწორედ ექსპერტებს გადაგვახია თავზე ეს პროტოკოლები. ასევე გადაახია ჯანდაცვის მინისტრს. ყველა მტკიცებულება უარყო და შეკერილი საქმე შექმნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182959&name=24.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

24.04.2018

მედიასაშუალება:   ქრონიკა+

ირაკლი მერკვილაძე და პარტნიორები დავით ხონელიძის წინააღმდეგ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182932&name=24.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება:   ქრონიკა+

ექიმი, რომლის ხალათიც ყოველთვის თეთრია!

ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა! პედიატრი, რომელმაც ძალიან ბევრი ბავშვისა და ზრდასრულის სიცოცხლე იხსნა! ექიმი, რომლის მისიაც, აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის შემდეგ, დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის უსასყიდლო დახმარება გახდა! დღეს სვეტლანა გვათუაზე გიყვებით - პიროვნებაზე, რომლის ამაგსაც მტთლი ხობი შესაძლოა, ვერასდროს გადაიხდის. ის "აფზახეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკის" დირექტორი გახლავთ. ამბობს, რომ კლინიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებითა აშენდა 1995 წლის ნოემბერს, ეს მაშინ, როცა ხობში 12 000-მდე დევნილი იყიო ჩასახლებული. იმ დროიდან 2007 წლამდე პოლიკლინიკა და სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასო გახლდათ, უკვე 2007 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკური სამინისტროს გადაწყვეტილებით პოლიკლინიკა შპს-დ გადაკეთდა, თუმცა დევნილთათვის უფასო მომსახურება მაინც შენარჩუნდა. "ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ბავშვების უფასო გასინჯვა და უფასო პროფილაქტიკური აცრების ჩატარება. შემოტანილია ასაცრელი ძვირადღირებული ვაქცინები, ვიზიტიც უფასოა და ამან ძალიან ბევრ ბავშვს შეუნარჩუნა სიცოცხლე, - ამბობს სვეტლანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5182866&name=24.04.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---