მედიამონიტორინგი 2 4.05 .2017
ტელევიზია
23.05.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
სამ ბავშვს, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების მქონე მარტოხელა მამა ზრდის ქუჩაში დარჩენა ემუქრება. დედას სიმსივნე ქონდა, სამკუნალო ფლი, რომ ეშოვა ოჯახმა ბინა იპოთეკით დატვირთა. მამა თანხას იხდიდა, თუმცა შემდეგ ისიც ლოგინად ჩავარდა, დღეს კი იპოთეკარს სახლი მიაქვს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471200
---
23.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: რეალური სივრცე 17:00
რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა რეგიონებში. 2015 წლის მონაცემებით საქართველოში 367 პოლიკლინიკა და ამბულატორიაა. რა პრობლემები იკვეთება მსგავს დაწესებულებებში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ მოსაგვარებლად. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4470392
---
23.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: ეკონომეტრი
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საყოველთაო ჯანდაცვა უკვე აღიარებულია მოსახლეობაში სიღარიბის აღმოფხვრისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იარაღად. ამასთან დადგინდა, რომ ჯანდაცვაში ინვესტირებული თითოეული ამერიკული დოლარიდან, ქვეყნებს 9-20 დოლარის ამონაგები უბრუნდებათ. რამდენად მორგებულია საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმა ამ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს თუ არა ქართული მედიცინა საერთაშორისო მოთხოვნებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4470610
---
23.05.2017
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. მისივე თქმით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არამარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471457
---
23.05.2017
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ერთ დღეში გარდაცვლილი 2 ჩვილი რუსთავში, 1 თვემდე ასაკის ბავშვების დაღუპვის მიზეზი მსგავსია, ასპირაცია, დიაგნოზი სასუნთქ გზებში სითხის ან საჭმლის მოხვედრას გულისხმობს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვილების გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471404
მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471330
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471173
---
2 3.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კლინიკა ლანცეტის ყოფილ დირექტორს, ფარმან ჯეირანლს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პრაქტიკულად სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდის თაობაზე. ფარმან ჯეირანლი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით არის დაკავებული. ის დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471376
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471342
მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471324
I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471255
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471149
---
2 3.05.2017
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
„ჰუმანური ნარკოპოლიტიკა – ხელმისწავდომი ჯანდაცვა“ - თემაზე “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა “ და “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ნარკოდამოკიდებული მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მსჯელობაა. არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში წამალდამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო და ფსიქო-სოციალური სერვისების შექმნაზე, და არსებული პროგრამების გარაფთოებაზეც იმსჯელეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471022
იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4470912
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471069
---
23.05.2017
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
40 წლის გიორგი ნონიაშვილს ზურგის ტვინის დაზიანება და ქვედა კიდურების დამბლა აქვს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4470437
---
ინტერნეტი
24.05.2017
მედიასაშუალება: http://1tv.ge/ge/news/view/162084.html
პრემიერი - მომავალი წლის მესამე კვარტლიდან საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ
„მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შესახებ საუბრისას განაცხადა. პრემიერმა გამოსვლისას ისაუბრა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, როგორც რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან გაუქმდა მოგების გადასახადი და გადახდას მხოლოდ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება. „საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად უკვე შევქმენით სტარტაპების ხელშეწყობაზე ორიენტირებული დაწესებულება. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო ლიდერები შესაბამისი გამოცდილებით, მათ შორის „სილიკონის ველის" 12 წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი ერთი თვის განმავლობაში სტუმრობდა საქართველოს და ატრენინგებდა ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს. ეს ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის ძალიან წარმატებული დასაწყისი იყო და მიზნად ისახავდა ათეულობით სტარტაპერისათვის არა მარტო საჭირო ფინანსების გამოყოფას და ამ ეტაპზე, უკვე 60-ზე მეტი დამწყები ბიზნესი ამოქმედდა, არამედ ახალგაზრდა თაობაში ბიზნეს სულისკვეთების წახალისებას. ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ. სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ერთი მხრივ, სათანადო ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს მომავალ პენსიონერებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შექმნის ასობით მილიონი ლარის ადგილობრივ, გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს. ამ რესურსების ათვისების მიზნით ჩვენ ასევე წამოვიწყეთ კაპიტალის სისტემის რეფორმა. ერთ წელიწადში ადგილობრივი საფონდო ბირჟა დაუკავშირდება ერთ-ერთ ევროპულ პლატფორმას. სავარაუდო პარტნიორებს შორის, ამ ეტაპზე მოიაზრება ვარშავის, ვენის ან ლონდონის საფონდო ბირჟები - ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა გავზარდოთ საქართველოში არსებული ფასიანი ქაღალდების ხილვადობა და სანდოობის ხარისხი გლობალურ ფინანსურ ქსელებში, ევროპელი და გლობალური ინვესტორებისათვის და პირიქით. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც, როგორც აღვნიშნე საქართველოს განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოს ექნება სიცოცხლისუნარიანი საფონდო ბირჟა; შეიქმნება ეროვნული ვალუტის ადგილობრივი წყარო გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად და რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შედეგად პენსიონერთა ფინანსური ტვირთი სახელმწიფო ბალანსიდან კერძო სექტორზე გადაინაცვლებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
---
24.05.2017
კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი - არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა
“ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბრალდებულის აღნიშნული განცხადება საყურადღებოა და მასთან გასაუბრების შემდეგ დეტალებს გამოჰკითხავს. “ბრალდებულმა ისაუბრა ვიღაცების ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ეს მაფიაა და ყიდიან ავადმყოფებს. ამაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ როგორც, უკაცრავად და, საქონელს აგზავნიან, ისე იგზავნებიან კლიენტები და აქედან ვიღაცები მოგებას იღებენ. ანუ საქართველოში რომ არ გაკეთდეს ოპერაცია და წავიდნენ ავადმყოფები სხვა ქვეყნებში, არიან მიმღები პირები, ვინც ამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნისგან იღებენ პროცენტებს. მათ აქვთ დაინტერესება, საქართველოში არ არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა”, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა. კლინიკა “ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ გუშინდელ პროცესზე დაინტერესებულ პირებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა. კერძოდ, ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია.
---
24.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/434231-nino-kuzanova-qlancetisq-direqtorze-yovelthvis-thvlida-rom-khels-vushlidi.html
ნინო კუზანოვა "ლანცეტის" დირექტორზე - ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი
ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?!, - ასე პასუხობს ექიმი ნინო კუზანოვა კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის, ფარმან ჯეირანლის ბრალდებას. ნინო კუზანოვასთან ინტერვიუს “ამბები.გე“ ავრცელებს. ინტერნეტ გამოცემასთან საუბრისას კუზანოვა აღნიშნავს, რომ ის კლინიკის საქმიანობაში ჩახედული პირი არ იყო, რადგან ჯეირანლისა და მისი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. “ჩემი შეხედულება თანამედროვე კლინიკაზე განსხვავდება მისი შეხედულებებისგან, სწორედ ამიტომ დავტოვე სამსახური! ყოველთვის თვლიდა, რომ ხელს ვუშლიდი, ამიტომ ბევრ რამეში საერთოდ არ მახედებდა. ეს მისი, როგორც მფლობელის ნება იყო. სამწუხაროდ, მე ხელს ვერ ვუშლიდი. მე ოპერაციაზე დათანხმებასთან კავშირი არ მაქვს, ეს ცილისწამებაა, კარდიოლოგმა როგორ შეიძლება ურჩიოს ვინმეს ღვიძლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს თუ არა?! მე მკითხეს, თუ როგორი სპეციალისტი იყო ქირურგი და ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყოდი”, - განაცხადა ნინო კუზანოვამ. ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კლინიკა “ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაინტერესებულ პირებად ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია დაასახელა.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/434104-prokurori-prokuratura-klinika-lancetis-saqmianobis-srulad-shestsavlas-gegmavs.html?ar=A
პროკურორი - პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობის სრულად შესწავლას გეგმავს
პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობის სრულად შესწავლას გეგმავს, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, კლინიკიდან ამოღებულია ყველა დოკუმენტაცია, რომელიც კლინიკის საქმიანობას ეხება. რაც შეეხება დაკავებას, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ღვიძლის ტრანსპლანტაციის საქმეზე მხოლოდ კლინიკის ხელმძღვანელია დაკავებული, ვინაიდან კლინიკას ოპერაციისთვის ისეთი ექიმი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ჩამოყვანილი იყო აზერბაიჯანელი ექიმი, რომელსაც ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზია არ ჰქონდა.
---
23.05.2017
პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება
მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით. "ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები. 2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა - გ.ჩ-მ და კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს. შპს ,,ლანცეტის“ დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://kvira.ge/330784
სამედიცინო დაწესებულება „ლანცეტის“ დირექტორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დირექტორის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი. „შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა. ხოლო, მოწვეული ექიმის ლიცენზიას რაც შეეხება, ადვოკატი ადასტურებს, რომ მას ლიცენზიის ვადა გასული ჰქონდა. მაგრამ, კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა. „როდესაც ექიმი საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი“, – ამბობს ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა. მისივე თქმით, ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება „ლანცეტის“ დირექტორს არ მიუღია. „ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიითებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს“, – განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულება შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს, მთავარი პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.
---
23.05.2017
"ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილის მეუღლე ნინო კუზანოვას ადანაშაულებს
კლინიკა "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის, ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის, გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვს. როგორც საზოგადოებრივს ნანა კეკელიძემ განუცხადა, კუზანოვა ოპერაციამდე მას და მის მეუღლეს დაჟინებით ჰპირდებოდა ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და არწმუნებდა, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ. "უნდა დაისაჯოს კუზანოვა. როგორ არ რცხვენია, როდესაც ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში. მასთან ერთად უნდა დაისაჯოს კლინიკის იურისტი არჩვაძე, რომელიც ასევე დანაშაულის მონაწილეა", - განაცხადა ნანა კეკელიძემ. ნანა კეკელიძის მეუღლე კარლო კეკელიძე გასული წლის მარტში, კლინიკა "ლანცეტში" ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახმა ოპერაციისთვის 99 ათასი ლარი გადაიხადა, მანამდე კი, რამდენიმე ათასი ლარის გამოკვლევებს დასჭირდა. მსგავს საქმეებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/29482/farmatsevtuli-saqmianobis-departamentis-yofili-ufrosi-giraos-sanatsvlod-gaatavisufles
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მაჭარაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „ლიბერალს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მას აღკვეთის ღონისძისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეცვალა და გირაოს სახით 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მაჭარაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიების თანახმად, დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=45372
აკაკი ზოიძე: ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. მისივე თქმით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არამარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია. „ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ჩართულები არიან ყველა მხარის წარმომადგენლები. გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა ვიცი, რომ გარკვეული საკითხები არაა შეჯერებული. ჩვენთან რომ შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მე მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/72919-nino-shubladze-droa-davubrunde-did-aviacias
ნინო შუბლაძე: დროა, დავუბრუნდე "დიდ ავიაციას"
ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ნინო შუბლაძე ტელემედიაში ბრუნდება. ჟურნალისტი მუშოაბას "ტვ პირველში" იწყებს, სადაც ის საინფირმაციო-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. "3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას. მალე შევუერთდები TVპირველის არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა. ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“ . მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის",-წერს ნინო შუბლაძე.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/196085/
ნინო შუბლაძე TV პირველის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს
ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ნინო შუბლაძე “ტვ პირველზე” იწყებს მუშაობას. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, შუბლაძე პირველ ივნისამდე სამინისტროში იმუშავებს და ამჟამადაც თავის მოვალეობას ასრულებს. უწყებაში ჯერჯერობით არც შუბლაძის შემცვლელის კანდიდატურა განუხილაავთ. ნინო შუბლაძის მედიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ტვ პირველის” ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გრიგოლია წერს, რომ შუბლაძე მათი გუნდის ლიდერი ხდება. ნინო შუბლაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. მას ასევე გადაცემა “პოზიცია” მიჰყავდა, თუმცა არხის დატოვების გადაწყვეტილება 2014 წლის მაისში მიიღო. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის გადაწყვეტილებას, “დროებით” შეაჩეროს საქმიანობა მედიასივრცეში, პოლიტიკური სარჩული არ აქვს. “ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი”, – აცხადებს შუბლაძე. ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში 2003 წლიდან მუშაობს.
---
23.05.2017
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ratom-moukhsna-shemtseoba-sotsialurma-saagentom-94-tslis-martokhela-mokhutss
რატომ მოუხსნა შემწეობა სოციალურმა სააგენტომ 94 წლის მარტოხელა მოხუცს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებ 94 წლის მარტოხელა მოხუცს, დიანოსე წულაძეს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან რეგისტრირდებოდა, და შესაბამისად შემწეობასაც იღებდა, დახმარება მოუხსნეს. „რაც ეს სოციალური შემწეობა არსებობს, იმ დღიდან მოყოლებული ვიღებდი დახმარებას, აქამდე არავის მოუხსნია და მეც, გარდა ასაკისა, არაფერი შემმატებია ამ წლების განმავლობაში. ახლა რა მოხდა, რის გამო მომემატა ქულა და დახმარება მომიხსნეს წარმოდგენა არ მაქვს. სოფელში ყველა მიცნობს და იცის ჩემი მდგომარეობა. პატარა ხნის არ ვარ, მალე 94 წელს გავათავებ და არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს რომ ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული“, _ ამბობს სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოხუცი. მისი თქმით, მასთან რამდენიმე ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იყო მისული სოციალური სააგენტოდან, რომელმაც ხელი მისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოაწერინა. „ ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა კაცი იყო მოსული, ეზოში არც შემოსულა, ისე მომაწერინა რაღაც ქაღალდებზე ხელი. მობრძანდით-მეთქი, შემოვიპატიჟე სახლში, მაგრამ უარი თქვა. გამეცნო, რომ სოციალური სააგენტოდან იყო და რაღაც ფურცლებზე უნდა მომეწერა ხელი. სათვალე არ მჭირდება ისე ვკითხულობ. მანახე ერთი, რას უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი. ცარიელი ფურცლები იყო, შენ ხელი მომიწერე უბრალოდ, მეტი არაფერია საჭიროო. ასეც მოვიქეცი, მოვაწერე ხელი, რას ვიფიქრებდი, რომ მოტყუებული დავრჩებოდი ბოლოს. გავიდა დღეები და აღმოჩნდა, რომ შემწეობა, რომელსაც ათ წელზე მეტია ვიღებდი, მომიხსნეს. თურმე, სოციალურ აგენტს შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. ეს არის სამართალი?! გამაგებინონ მაინც, ასაკის გარდა რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?!“ _ ამბობს დიანოსე წულაძე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, რაც მარტო ცხოვრობს. „რაც მეუღლე გარდამეცვალა, იმის შემდეგ გამოვეყავი შვილს და ცალკე დავსახლდი. თითქმის უკვე 40 წელია გასული, რაც მარტო ვცხოვრობ, შვილები კი მყავს, მაგრამ ისინი ცალკე არიან. მარტოხელა მოხუცს სახლში ხეირიანი არაფერი მაქვს. მთელი ჩემი სიმდიდრე ერთი საწოლი, ერთი ძელსკამი და ერთიც მაგიდაა. მეტს ვერაფერს ნახავთ ჩემს სახლში. ვისაც არ სჯერა, მოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს. სოციალურ სააგენტოში რომ მივედი ამბის გასაგებად, მითხრეს-საბუთები მოიტანე, ექიმთან ვიზიტისას ფულის გადახდა არ მოგიწევს, ამას გაგიკეთებთო“. სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პასუხით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში დიანოსე წულაძის მიერ მიღებული ქულა ოდნავ სცდება საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს. „დიანოსე წულაძე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან იყო რეგისტრირებული. ბოლო გადამოწმებისას, 2017 წლის აპრილში მიეს მიერ მიღებული ქულა ოდნავ ცდება საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს. წულაძეს დეკლარაციაში უფიქსირდება მცირე საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთი, მცირედი დანახარჯი კომუნალური გადასახადებისთვის. მოხუცი იღებს ასაკობრივ პენსიას, რაიმე ქრონიკული დაავადება ან შშმპ-ის სტატუსი არ აქვს, სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი პაკეტით. ასევე, ჰყავს სამი გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან“, _ გვპასუხობენ სოციალური სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. დიანოსე წულაძის საკითხთან დაკავშირებით სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში გვაპუხობენ, რომ თუ იქნება წარმოდგენილი ოჯახის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100, შეიძლება კორექტირების შეტანა.
---
ბეჭდვითი მედია
_____________________________________________________________________________
24.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
უახლოეს წლები პენსია არ გაიზრდება
აკაკი ჩარგეიშვილი: - სახელმწიფო პერმანენტულად უნდა ცდილობდეს, არ ჩამორჩეს ეკონომიკურ ტენდენციას. აქედან გამომდინარე, იმ თანხამ, რომელსაც იღებს პენსიონერი, უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლის უნარიონობა თვიდან თვემდე. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სასურსათო კალათა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პენსიონერებისთვის...
---
24.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ტვ პირველს" სერგეენკოს მრჩეველი უხელმძღვანელებს
ტელეკომპანია "პირველის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიმართულებას "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და ჯანდაცვის მინისტრის მოქმედი მრჩეველი ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებას დათანხმდა და უბრუნდება თავის პროფესიას. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობს. "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. "3-წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო, დავუბრუნდე ჩემს პროფესიასა და ტელევიზიას. მალე შევუერთდები "ტვ პირველის" არაჩვეულებრივ გუნდსა და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს", - წერს "ფეისბუკის" პირად გვერდზე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ნინო შუბლაძე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მუშაობას 1-ელ ივნისამდე გააგრძელებს. ტელეკომპანია "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი პაატა კაკაურიძე კი ამბობს, რომ 4 დღეა, ქალაქში არ ყოფილა, ამიტომ დეტალები არ იცის. მისი თქმით, შუბლაძესთან მოლაპარაკებებს იგი არ აწარმოებდა. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 დღეა, ტელევიზიაში არ ვყოფილვარ. მასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიწარმოებია. თუმცა ნინო ძალიან კარგი ადამიანია და თუ გადაწყვეტს ჩვენს გუნდში შემოსვლას, მივესალმები. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" კაკაურიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. თანამდებობა 2014 წლის 13 მაისს დატოვა და ეს ოჯახური მდგომარეობით ახსნა. "მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორსა და "რუსთავი 2"-ის მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედიასივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში," - წერდა მაშინ ნინო შუბლაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე. ცნობისთვის, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ოთახში სათვალთვალო კამერების აღმოჩენა.
ახალი თაობა
---
24.05.2017
მედიასაშუალება: რეზონანსი
<<ლანცეტის>> დირექტორი: დღეს ისე უნდათ საქმის კეთება, როგორც სააკაშვილის დროს
კლინიკა "ლანცეტის" დირექტოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ფარმან ჯეირანლის პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყიებით დაუფლებას ედავება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ფარმან ჟეირანელი: - ეს არის "ლანცეტზე" განხორციელებული მიზანმიმართული ქმედება და მსურს, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შევხვდე...
---
24.05.2017
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ნინო კუზანოვას კარლო კეკელიძის სიკვდილში ადანაშაულებენ - კეკელიძე მის დასცას ითხოვს
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა, ჯეირანლის ჩვენება ჯერჯერობით არ მიუცია თუმცა აპირებს, რომ სასამართლოს მისცეს შესაბამისი განმარტებები. ადვოკატის თქმით, „ლანცეტის“ დირექტორის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „თანხა მას ხელში არ აუღია. ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა. რაც შეეხება ოპერაციის ჩამტარებელი მოწვეული ექიმის ლიცენზიას, ადვოკატი ადასტურებს, რომ მოწვეული ექიმის ლიცენზიას ვადა მართლაც გასული ჰქონდა, თუმცა როგორც მიხეილ ოთარაშვილი აღნიშნავს, კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა. „ამ ექიმს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჰქონდა წარმატებით ჩატარებული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი“, - განაცხადა ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა. მისივე თქმით, ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება „ლანცეტის“ დირექტორს არ მიუღია. „ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიიღებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს“, - განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა. მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. აღნიშნული პირის დაკავების საქმეზე პროკურატურაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით. ნანა კეკელიძე: "უნდა დაისაჯოს ნინო კუუზანოვა და მასთან ერთად იურისტი არჩვაძე".
---