From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-24.05.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 24.05.2018 07:58
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 4.05.2018

ტელევიზია

24.05.2018

არხი:     ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

მედიკამენტები ნახევარ ფასად. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ იდეის განსახორციელებლად დაანონსებული არასამეწარმეო იურიდიული დააფუძნა. "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" - ამ სახელწოდებით იფუნქციონირებს პროგრამა, რომელმაც პენსიონირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარკვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ირაკლი მარგველაშილის თქმით, ეს აიპი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. დამფუძნებლებს შორის სამინისტროსთან ერთად ფარმეცევტული კომპანიის წარმომადგენლები, მათი ასოციაცია და კომპანია ჯიემპია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5307262

22.05

ტვ პირველი- საქმის კურსი 22:30

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306877

---

 

23.05.2018

არხი:     ტვ პირველი  

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

მედიკამენტები ნახევარ ფასად. ჯადნაცვის სამინისტრომ ამ იდეის განსახორციელებლად დაანონსებული არასამეწარმეო იურიდიული პირი დააფუძნა. პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის- პროგრამა ამ სახელწოდებით იფუნქციონირებს, რომელმაც პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. თემაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიიციის წარმომადგენელი,  ზურაბ ჭიაბერაშვილი და  როგორ აფასებს ამ ააიპ-ის საჭიროებას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5305980

---

 

23.05.2018

არხი:     ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

კვლევის შესაგად გამოვლინდა, რომ კახეთში ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი პირი დაასაქმეს, ვიდრე ვაკანტური ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული. კვლევა "ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ჩაატარა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306880

---

 

23.05.2018

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

დამსაქმებლებს სამუშაო მაძიებელთა მიმართებით ხშირად გადაჭარბებული მოთხოვნები აქვთ განსაკუთრებით კვალიფიკაცუიისა და ანაზღაურების ნაწილში. ვაკანსიების მონიტორინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, რომ დამსაქმებლებს ვაკანსიების შევსებისას ძირითადად პრობლემა კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ექმნებათ, მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვაკანსიები შეუვსებელი რჩება მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306683

მაესტრო - ახალი ამბები 18:00 -

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306465

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5305983

---

 

23.05.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00      

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლაში 3 მოსწავლე სავარაუდოდ აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებისგან მოიწამლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306796

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306470

---

 

23.05.2018

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: პოლიტმეტრი

12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ დღეს ბასიანის დამფუძნებლები კლუბის ტერიტორიაზე შეუშვეს. გადაცემის ტემაა ნარკოპოლიტიკა.   ზურაბ ჭიაბერაშვილი: "დღეს ქვეყანაში არის არაეფექტიანი ნარკოპოლიტიკა და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არ მიმდინარეობს ნარკორეალიზატორებთან საკმარისი ეფექტურობით და სიმკაცრით ბრძოლა. ამიტომ, ქვეყანაში გვაქვს ნარკოტიკის გავრცელება სულ უფრო მზარდი. ხელისუფლებამ ასეთი სადამსჯელო ოპერაციით სცადა თავი გაემართლებინა სრულიად საზოგადოების წინაშე. ერთი წელი იმაში დაიკარგა, რომ  ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულიყო იმ პროგრამის ადეკვატურად მომზადება, რომელიც ნამდვილად არის საჭირო დღეს ნარკომომხმარებლებისთვის (მეორე ვიდეო ფაილი 15:18)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306571

---

 

23.05.2018

არხი:      კავკასია

გადაცემა: დეტალები

პარლამენტმა ივნისის ბოლომდე უნდა მიიღოს ცვლილებები კანონში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა როგორი ნიქნება ლიბერალიზაციის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია. გადაცემის სტუმარია დიმიტრი ხუნდაძე. დიმიტრი ხუნდაძე:"ჯანდაცვის მინისტრმა და უწყებამ უნდა მითხრას, რისთვის არის მზად. აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდეს რესურსი იმისათვის, რომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს შესაბამისი ბაზა სამკურნალოდ და სხვადასხვა მომსახურებები საჭიროებისამებრ." (პირველი ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5306448

---

 

23.05.2018

არხი:    ობიექტივი

გადაცემა: სოციალური თემატიკა

უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანები. უსახლკაროთა პრობლემები. ტაომ ვერ სარგებლობენ უსახლკაროები სახელმწიფო პროგრამებით

http://www.obieqtivi.net/resource/video/20180523/OBIEQTIVI-720x576_20180523_1830.mp4

---

 

23.05.2018

არხი:    ობიექტივი

გადაცემა:

1 მილიონი ადამიანი ერთიან სოციალურ დაუცველთა ბაზაში

https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=tEJuStfsLcE&app=desktop#menu

ინტერნეტი

24.05.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/62917/ra-shemtkhvevashia-akrdzaluli-da-dasashvebi-arasrultslovanis-dasaqmeba

რა შემთხვევაშია აკრძალული და დასაშვები არასრულწლოვანის დასაქმება

საქართველოში არასრულწლოვნის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით. შრომის კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, რა შემთხვევაშია აკრძალული და დასაშვები არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. ამასთან გასათვალისწინებელი, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად, რაც საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან შრომის კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისებს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, კერძოდ: 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. დამსაქმებლებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, აგრეთვე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე). ყოველივე ზემოაღნიშნული წესების  დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/chemma-kmarma-gachirvebis-gamo-tavi-moikla-ar-minda-mets-es-maidzulon

"ჩემმა ქმარმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა _ არ მინდა, მეც ეს მაიძულონ!"

38 წლის ხათუნა სიხარულიძე 4 შვილის დედაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ორი გოგონა თბილისში ჰყავს _ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ და ახლა თავს სტიპენდიით ირჩენენ. ხათუნა სიხარულიძემ ერთი წლის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა _ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, გაჭირვების გამო: _ ძალიან ძნელია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. ურთულესი დღეები გამოვიარე და ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ. გოგონები რომ გრანტით მოხვდნენ სასწავლებელში, სიხარულით ცას ვეწიე. ბავშვებმა ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე, საკუთარი შრომით შეძლეს ეს, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით დავხმარებოდით _ საჭმლის ფულს ვერ ვუგზავნიდით. არც აქ გვქონდა რაიმე. ჩემი მეუღლე სადმე დღიურ მუშად თუ იმუშავებდა, იმით ვსაზრდოობდით. არადა, სტუდენტს ბევრი რამ უნდა. მხოლოდ გადასახადი ხომ არ არის _ ბინის ქირა სჭირდებოდათ, გზის, საჭმლის ფული. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო ჩემმა ქმარმა და თავი ამიტომ მოიკლა, _ ცრემლების გარეშე საკუთარი ისტორიის მოყოლა უჭირს ხათუნას, რომელიც ცდილობს გაჭირვებას არ შეუშინდეს: _ მინდა, სულ ღიმილი მქონდეს სახეზე; მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ შეამჩნიონ ჩემი ტკივილი, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. რთულია დამალო ემოცია და განცდა მაშინ, როცა შვილისთვის პურის ყიდვა არ შეგიძლია. ახლაც მაგ მდგომარეობაში ვარ. ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდება, არ ვიცი, რა უნდა ვაჭამო, _ ამბობს ხათუნა, რომელიც წლებია, სოციალურ დახმარებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ: _ 2011 წლის შემდეგ ვითხოვთ სოციალური დახმარების დანიშვნას, მაგრამ არ გვინიშნავენ. მიზეზსაც არ გვეუბნებიან, რატომ. ერთხელ დეკლარაციაში ჩაუწერიათ, რომ თითქოს სახლის წინ მდებარე მცირე ნაკვეთზე მეურნეობა მაქვს და 300 ლარის შემოსავალს ვიღებ. არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს. ნეტავ კი მქონდეს და ხმას არ ამოვიღებ. არანაირი შემოსავალი ჩემს ოჯახს არ აქვს. 2011 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით, ყოველდღიურად მემატება პრობლემები. ეს სახლიც, სადაცაა დაინგრევა. უკანა მხარე სულ ჩამოშლილი აქვს, ყოველ გაწვიმებაზე პირველი სართული იტბორება. წინა მხარეს, გარედან რომ შეხედავ, ნორმალურად გამოიყურება თითქოს, მაგრამ არც იატაკი ვარგა და არც ჭერი. ამ სახლის მეტი არაფერი გაგვაჩნია და მართლა ვერ გამიგია, რაა იმის მიზეზი, რომ დახმარებას არ მაძლევენ, _ უკვირს ხათუნას. მისივე თქმით, გასულ წელს, დეკლარაციის შევსების დროს ბაზაში გამოჩნდა, რომ მის შვილებს სტიპენდია ერიცხებოდათ და დახმარების არდანიშვნის მიზეზად ეს დაუსახელეს: _ მიმტკიცებდნენ, ხელფასი გაქვსო. არადა, ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის ჰქონდათ ეს სტიპენდია. შემდეგ მირჩიეს, გოგონები სახლიდან ამოწერე და იქნებ, დაგინიშნონო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტში შევავსე დეკლარაცია და ძალიან მაღალი ქულა მომივიდა, _ ამბობს ხათუნა სიხარულიძე. მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც სახელმწიფოდან იღებს, ორი არასრულწლოვანი შვილის პენსია და ათლარიანი დანამატია: _ ჩვენი თვიური შემოსავალი 220 ლარია. 100-100 ლარი აქვთ ბიჭებს მარჩენალდაკარგულის პენსია და 10-10 ლარიანი დანამატი ეძლევათ სახელმწიფოსგან. ესაა ჩვენი შემოსავალი, რომელიც წამლებშიც არ მყოფნის. ერთი ბიჭი იაშვილის კლინიკაში დამყავს სოფლის დეპუტატის ვლადიმერ სიხარულიძის დახმარებით _ თვალის პრობლემები აქვს და რომ არა ბატონი ვლადიმერი, ვერ წავიყვანდი. მეორეს დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სულ ექიმებთან არის სატარებელი. ხშირად, წამლებში არ მყოფნის ეს თანხა. მერია და მერის წარმომადგენელი ერთხელ კი დამეხმარა წამლის თანხით. რაც შეეძლოთ, გამიკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. 100 ლარი გადამირიცხეს წამლისთვის. 200 ლარი მქონდა აფთიაქში ვალი და ის თანხა გამომიქვითეს. ახლა წამალიც ვერ ვუყიდე, _ წუხს ხათუნა, რომელიც მაღაზიაში დაგროვილ ვალებზეც დარდობს: _ მაღაზიაში ვალი ვერ გადავიხადე. რომ გადამეხადა, წინა თვეში წამალს ვერ ვიყიდდი. გამყიდველის მრცხვენია, ვერ მივდივარ, ვერც რაიმე მომაქვს. კარაქზე, ხორცზე, კანფეტზე და ასეთ ფუფუნებაზე არაფერს ვამბობ. უბრალოდ, იმის საშუალებაც არ მაქვს, მაკარონი ვიყიდო. მეც ავად ვარ. დიდი ხანია თავის ტკივილები დამეწყო და წამონაზარდიც გამიჩნდა. ექიმთან ვერ მივდივარ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კი ვსარგებლობ, მაგრამ სრულად არ იფარება საჭირო თანხა, მე კი დამატების საშუალება არ მაქვს და ვართ ასე. არ ვიცი ასე სანამდე შეიძლება გაგრძელება. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა ჩემი შვილები სულ უპატრონოდ დავტოვო, მაგრამ ამას მაიძულებენ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხათუნა სიხარულიძე. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყველაზე მეტად გულს ის ტკენს, რომ სახელმწიფო მის ირგვლივ მცხოვრებ ისეთ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც არ უჭირთ: _ არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ ჩემსოფელში, ჩემ ირგვლივ ისეთ ადამიანებს აქვთ დახმარება, ორ-ორ სამსახურში რომ მუშაობენ, მანქანები რომ ჰყავთ და არაფერი უჭირთ. მე რომ უპატრონო ვარ, იმიტომ არ მაძლევენ დახმარებას? სულ არ მინდა მაგათი ფული _ სამსახური მომცენ და ჩემი შრომით შევძლებ ჩემი შვილების გამოკვებას, _ აღნიშნავს ხათუნა სიხარულიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში სიხარულიძეების ოჯახისთვის დახმარების არდანიშვნის მიზეზები გვითხრეს, რომელიც იმ რეალობიდან, რაც "გურია ნიუსმა" ადგილზე ნახა, მკვეთრად განსხვავდება: "ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლიდან, თუმცა, დღემდე მხოლოდ 2 წლის მანძილზე იღებდა შემწეობას ბავშვებზე, რადგან მრავალჯერადი გადამოწმებების მიუხედავად, მუდმივად მაღალი ქულა უფიქსირდებოდა. ბოლოს ოჯახი გადამოწმდა 2018 წლის მარტში. დეკლარაციაში ფიქსირდება 3 ჯანმრთელი წევრი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ოჯახს ჰყავს გარეთ მცხოვრები 2 სრულწლოვანი შვილი, ფლობენ საკუთარ 2-სართულიან სახლს, დამხმარე ნაგებობებს, იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას ბავშვებზე 100-100 ლარის ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვიდან აქვთ შემოსავალი, გააჩნიათ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი და უფიქსირდებათ მაღალი კომუნალური გადასახადები. სააგენტომ ოჯახის სამივე წევრი _ დედა და ოჯახს გარეთ მცხოვრები სრულწლოვანი შვილები დაარეგისტრირა დასაქმების პორტალზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამსაქმებელთან. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ბავშვების დედა, თანახმაა, დასაქმდეს შეთავაზებულ პოზიციაზე. ასევე, შვილები ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში, რომელსაც სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუკი გახორციელდება მომართვა "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების" პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, დამატებით: ინვენტარით, საკვებით და სხვა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველვყოფთ ოჯახს", _ მოგვწერა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა მაგდა კოტრიკაძემ. "გურია ნიუსმა" სიხარულიძეების მძიმე მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩააყენა. მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო, მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს: _ აუცილებლად მოვიკვლევთ ოჯახის მდგომარეობას და აუცილებლად გავუწევთ იმ დახმარებას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლის კუჭავამ.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=66011

დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა განიხილავს 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადასცა. "ჯანმრთელობა ყველასათვის: გზა საყოველთაო ჯანდაცვისაკენ“ - ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა ქ. ჟენევაში წელიწადში ერთხელ იმართება და ის ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. მასში მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია იღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე ასამბლეა 21 მაისს გაიხსნა და კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494643-davith-sergeenko-zhenevashi-mimdinare-jandacvis-msoflio-organizaciis-asambleis-71-e-skhdomashi-monatsileobs.html?ar=A

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ra-sqemit-moxdeba-medikamentebze-fasebis-shemcireba-/19929/

რა სქემით მოხდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება?

ჯანდაცვის სამინისტრომ დაანონსებული ააიპ-ი დააფუძნა. "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" - ამ სახელწოდებით იფუნქციონირებს პროგრამა, რომელმაც პენსიონირებისთვის და შშმ პირებისთვის გარკვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების ხელმისაწვდომობა („შესაძლო ფასების განახევრება“) უნდა უზრუნველყოს. "სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს, სადაც ყველა კომპანიას ექნება მონაწილეობის მიღების უფლება. მედიკამენტები, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით შეირჩევა, თუმცა აქცენტი ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებების მკურნალობისთვის აუცილებელ ესენციალურ მედიკამენტებზე გაკეთდება", -აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" გამგეობის თამჯდომარეა. მისივე თქმით, ააიპ 2 დღის წინ დარეგისტრირდა და მის დამფუძნებლებს შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია და ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია ჯი -ემ -პია. "ჩვენ ფასების მოკვლევაც დავიწყეთ, ამაზე საუბარი სულ მიმდინარეობს და არც პოლიპრაგმაზიის(ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნა) პრობლემაა ვინმესთვის უცხო და აუცილებელია, ამ საკითხების უფრო საფუძვლიანი ანალიზი,“-აცხადებს მარგველაშვილი. მისივე თქმით, ააიპ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და მისი ბიუჯეტი ამ ეტაპზე ასოციაციისა და ჯი-ემ-პის შენატანებით განისაზღვრება. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე ახალი ორგნიზაციის შექმნა დაანონსა რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვყომობას უზრუნველყოფდა.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/akhalgazrda-advokatebi-socialurad-daucvelta-dakhmarebis-sistemaze-mtavrobas-mimartavs/

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემაზე მთავრობას მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ცდება – არსებული მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მილიონი მოქალაქიდან, ერთ მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი – 500,833 პირი სარგებლობს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის განცახდებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, საკითხი იმის შესახებ, თუ 2014-2017 წლებში, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რამდენი პირი იქნა რეგისტრირებული, საერთო ჯამში, რამდენმა პირმა გააკეთა განაცხადი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე, სოციალური დახმარების მიღებაზე რამდენ მათგანს ეთქვა უარი და რა საფუძვლით და გასაჩივრდა თუ არა სახელმწიფოს უარი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე. ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა საანგარიშო პერიოდში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სოციალური დახმარების საერთო რაოდენობითა და ერთი პირის მიმართ გაცემული დახმარების ოდენობის საკითხითაც. ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იქნა 975,236 პირი, 2016 წელს – 1,171,151, 2015 წელს – 1,542,545, ხოლო 2014 წელს – 1,627,278 პირი. დარეგისტრირებული პირების გათვალისწინებით, შესწავლის შედეგად, სახელმწიფომ საარსებო შემწეობის გაცემა უზრუნველყო 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 500,833 პირის მიმართ, 2016 წელს – 549 457, 2015 წელს – 468 932, ხოლო 2014 წელს – 462 004 მოქალაქის მიმართ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, მზარდია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც მზარდია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა. ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მაღალია. 2014-1017 წლებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური დახმარების მიღებაზე, საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელი – 180 879 პირი, 2015 წელი – 171 556 პირი, 2016 წელი – 118 229 პირი, ხოლო 2017 წელს 139 671 პირი. უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში ხდება: შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგი ქულა, ოჯახის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების საკითხი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებთან და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა. 2014-2017 წლებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე მიღებაზე უარის თქმის საფუძველი – 260 შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის პატიმრობა გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც დასახელებულ პერიოდში შეუწყდათ სოციალური დახმარება – აღნიშნულ პირთა რაოდენობამ საერთო ჯამში 333 939 პირი შეადგინა. ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში ყურადღება დაუთმო ცალკეული პირების მიერ სოციალური სააგენტოს მხირიდან სოციალური დახმარების გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხს. მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული საჩივრით, 373 პირმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სრულად დაკმაყოფილდა მხოლოდ 12 ადმინიტრაციული საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 109, არ დაკმაყოფილდა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, – 198, წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა – 23 განაცხადს, წარმოება შეწყდა 41 მიმართვაზე. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი პირების მიმართ გაცემული სოციალური დახმარების რაოდენობა, რამაც 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში – 1 062 723 938 ლარი შეადგინა, წლების მიხედვით კი მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელს საერთო ჯამში გაიცა 281 108 370 ლარი, 2015 წელს 253 793 598 ლარი, 2016 წელს 270 190 069 ლარი, ხოლო 2017 წელს 257 631 898 ლარი. ამ პროცესში აღსანიშნავია ერთი პირის მიმართ გაცემული თანხის ოდენობა, რაც სააგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად 1 ლარით გაიზარდა. ერთი პირის მიმართ ყოველთვიურად გასაცემი თანხა 2014 წელს იყო – 54 ლარი, 2015 წელს – 54 ლარი, 2016 წელს – 55 ლარი, ხოლო 2017 წელს აღნიშნულმა – 56 ლარი შეადგინა. სოციალურად დაუცველი პირის მიმართ მსგავსი ოდენობის თანხის გაცემა საქსტატის მიერ ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლილი მასალის საფუძველზე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში სოციალური დაცვის და სიღატაკის დაძლევის რეალური საშუალებები უნდა აამოქმედოს. მთლიანად შესაცვლელია სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა. ასამოქმედებელია სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დასაქმებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნის ეროვნული სტრატეგია. შესაცვლელია სოციალურად დაუცველ პირად მიჩნევისთვის შეფასების სისტემა, რაც უნდა დაეფუძნოს შეფასების სამართლიან პრინციპს და გაიზიაროს სხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება უთანასწორობისა და დისკრიმინაციის თავდიან აცილების მიზნით. ამჟამად, არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, სახელმწიფო, გარდა კანონით განსაზღვრული სოციალური შემწეობის გაცემის გარდა, უწევს თუ არა სხვა სახის დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს და ახორციელებს თუ არა მათი დასაქმების ხელშეწყობისთვისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ღონისძიებებს. ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყო და მოახდინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. ორგანიზაცია მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, სწავლობს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას და გამოთქვამს მზადყოფნას პრობლემის დაძლევის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494687-hipertenziis-saerthashoriso-dghesthan-dakavshirebith-rusthavshi-ufaso-samedicino-aqcia-icode-sheni-tsnevis-cifrebi-gaimartha.html?ar=A

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, უფასო სამედიცინო აქცია - „იცოდე შენი წნევის ციფრები“ გაიმართა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით იშხნელის მხარდაჭერით, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, უფასო სამედიცინო აქცია - „იცოდე შენი წნევის ციფრები“ გაიმართა. აქციის ფერგლებში, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებზე, ღია სამედიცინო პუნქტები განთავსდა. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მოქალაქეებს არტერიული წნევა გაუზომეს და უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. აქციის მონაწილეებს საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგდათ. სამედიცინო აქცია პროექტის ,,მაისი გაზომვების თვე'' ფარგლებში გაიმართა. როგორც რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელმა განაცხადა, აქცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის, არტერიული ჰიპერტენზიის ადრეულ გამოვლენას და პრევენციას. ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/tetri-khmauris-modzraobis-ultimatumi-dakmayofilda-sakhelmwifom-ukan-daikhia/

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ულტიმატუმი დაკმაყოფილდა – სახელმწიფომ უკან დაიხია

Bassian-ი და “გალერი” გაიხსნა როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ნარკოპოლიტიკის საკითხის განხილვა ჩიხშია შესული და ისინი მთავრობას მოუწოდებენ დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს იმ 3000-მდე პატიმრის საქმე, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს იხდიან. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები კონკრეტულ კითხვებზე პასუხის დროულად გაცემას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, შს მინისტრთან აუდიენციის მიუხედავად, თითქმის ყველა მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელია. პლატფორმა კონსულტაციებში  ჯანდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლების ჩართვას ელოდება. კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია კი ამბობს, რომ 23 მაისს კლუბი გამომძიებელთან ერთად უნდა გაეხსნათ, თუმცა ეს გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. გეთიას მოსაზრებით, ამის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებია. როგორც დღეს გახდა ცნობილი, კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. აღწერა კლუბის ტერიტორიაზე დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცველები ექსპერტები და კლუბის მფლობელები კლუბის შენობაში შევიდნენ. კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა „ბასიანის“ დამფუძნებლები და მათი ადვოკატები. კლუბის ტერიტორიაზე იმყოფება კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით, შენობაში შესვლის საშუალება ჟურნალისტებსაც მიეცემათ. რაც შეეხება მეორე კაფეს – “გალერი” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს უფლება კაფეს ფუნქციონიერებაზე. რაც შეეხება 27 მაისს დაანონსებულ აქციას, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნად “ბასიანის” გახსნა უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის უცნობია გაიმართება თუ აღარ. 12-13 მაისის აქციების შემდეგ, თეთრი ხმაურის მოძრაობასა და შსს-ს შორის შეხვედრები იმართება. შეხვედრის ძირითადი საკითხი კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას შეეხება. თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/204828-zugdidsi-skolis-moswavleebi-savaraudod-aziuri-farosanas-sesawamli-preparatit-moiwamlnen

ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები, სავარაუდოდ, აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, არსებული ინფორმაციით, აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით მოიწამლა. სკოლის დირექტორის ლამარა ქარდავას თქმით, ბავშვებმა „კვამლი“ მაშინ შეისუნთქეს, როცა სკოლისკენ მოდიოდნენ. „საგაკვეთილო პროცესი დაწყებული არც იყო, ბავშვები მოდიდოდნენ სკოლაში და იქ შეისუნთქეს ეს კვამლი, როგორც ჩანს. ჩვენ გაფრთხილებული ვიყავით ამ წამლობის შესახებ და სკოლის ტერიტორია არ შეუწამლავთ“, - თქვა ქარდავამ. ურთას გამგებელი ბადრი ნინუა კი ამბობს, რომ ფაროსანას შეწამლვითი ღონისძიებების დაწყებამდე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაფრთხილებული იყო სკოლის ადმინისტრაცია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში კი აცხადებენ, რომ შემწამლვითი სამუშაოების დროს უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. „არც არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის, თუმცა, რადგან ბავშვებთან და მათ უსაფრთხოებასთან გვაქვს საქმე, გამგებელს დაევალა ადმინისტრაციების გაფრთხილება. თანაც, სკოლისა და ბაღის ტერიტორიები არც შეწამლულა“, - ამბობენ შტაბის პრესამსახურში. სამივე მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტები დაწესებულებაში დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით შეიყვანეს. ამავე ცნობით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ამ დრომდე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩებიან.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/23481-farosanasthanbrdzolisshtabiscnobithurthisskolisteritoriaarshetsamlula.html

ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ცნობით, ურთის სკოლის ტერიტორია არ შეწამლულა

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ ურთაში დილით ჩატარდა შეწამვლის სამუშაოები, რის შესახებაც 24 საათით ადრე სოფლის რწმუნებული გააფრთხილეს და შესაბამისი რეკომენდაციაც გაიცა. შტაბისვე განმარტებით, ისინი ასე მოქმედებენ ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის შეწამვლის წინ. მათი თქმით, ურთა შეიწამლა, თუმცა სკოლის და ბაღის ტერიტორიის გარდა. თუ რის საფუძველზე მოიწამლნენ ბავშვები, ამბობენ, რომ ამას შესაბამისი უწყება მოკვლევის შედეგად დაადგენს. თავის მხრივ, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, სკოლაში მისულმა ბავშვებმა მასწავლებელს განუცხადეს, რომ თავს ცუდად გრძნობდნენ და გულის რევის შეგრძნება ქონდათ. გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეიწამლა თუ არა სკოლის ტერიტორია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არ იცის. ევალებათ თუ არა მათ სკოლების დაუწყება ასეთ დროს, როცა შეწამვლის ღონისძიებები იწყება, განმარტა, რომ ამისთვის რწმუნებულები არსებობენ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სოფელ ურთიდან სკოლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ სამი მოსწავლე შემოიყვანა დაუზუსტებელი ინსექტიციდების ტოქსიური ეფექტით. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში.

---

 

23.05.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/204100

მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია - სახალხო დამცველი

---

 

 

ბეჭდვითი მედია

24.05.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

თამბაქოს მოხმარება და რეალიზაცია არ მცირდება

თამბაქოზე დაწესებული რეგულაციის შედეგი უმნიშვნელოა. რამდენიმეჯერ გაზრდილი აქციზის გადასახადი და შემდგომ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის შეზღუდვა პროდუქციის რეალიზაციაზე გავლენას ვერ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები, რამდენად შემცირებული ან გაზრდილია მოწევის მაჩვენებელი, არ გამოქვეყნებულა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მწეველთა რაოდენობა არ მცირდება. შენობაში მოწევის აკრძალვა, როგორც წესი, დიდად არ ამცირებს მოხმარებას. ამიტომ თამბაქოს რეალიზაციის შესამცირებლად მასზე ფასის ზრდა მიაჩნია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძეს, როგორც ყველაზე ეფექტური ხერხი მწეველთა კატეგორიის შესამცირებლად. "ახალი მონაცემები, რამდენად შემცირდა, 1-ლი მაისიდან მოყოლებული, თამბაქოს რეალიზაციის მაჩვენებელი, ჯერ არ გვაქვს. წლის ბოლოს იქნება ზუსტი სტატისტიკა და მაშინ მოვახერხებთ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემას. საერთოდ კი, მოწევის აკრძალვა, როგორც წესი, ძალიან არ ამცირებს მოხმარებას. საამისოდ უფრო ეფექტური საშუალებაა გადასახადების მატება და პროდუქციის გაძვირება. იმედია, წლის ბოლომდე მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და მოუმატებს გადასახადს. თამბაქოს ინდუსტრია თავის პროდუქტს თვითნებურად მაინც აძვირებს. ეს ნიშნავს, რომ მას ეზრდება მოგება და, სამწუხაროდ, ქვეყანა კარგავს შემოსავალს. ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯი, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. მივმართავთ მთავრობას, განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრს, რომელსაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ, რომ თამბაქოზე გადასახადი იყოს შესაბამისი. 1,8 ევრომდე უნდა გაიზარდოს გადასახადი, ამის ვალდებულება საქართველოს აქვს, რათა ევროკავშირის ნორმას დაუახლოვდეს. შენობებში მოწევის აკრძალვა რაღაც ეფექტს იძლევა, ზოგიერთი თავს ანებებს კიდეც სიგარეტს, მაგრამ გრძელვადიან პროგნოზში მოხმარება შესამჩნევად არ მცირდება. იმას რომ მივაღწიოთ, თუნდაც 1-2%-ით შემცირდეს მოხმარება, აუცილებელია ერთდროულად გადასახადების მატება, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა და რეკლამირების მაქსიმალურად შეზღუდვა. სრული ანალიზისთვის, სიტუაცია რომ შევაფასოთ, გვჭირდება ერთი წელი", - განუცხადა "რეზონანსს" ბახტურიძემ. სტატისტიკის არარსებობის გამო კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია მწეველების რაოდენობას ვერ შეამცირებს, რადგან ამ მიმართულებით არაერთი უფრო მკაცრი რეგულაცია გატარებულა, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. "იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგულაციის შემდეგ არანაირი სტატისტიკა არ იწარმოება, ცოტა რთული იქნება ზუსტი პასუხის გაცემა, რამდენად დაიკლო ან მოიმატა თამბაქოს რეალიზაციამ. შენობებში მოწევის აკრძალვა კარგი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც არამწეველია და არ უნდა, ისუნთქოს სიგარეტის კვმალი, თუმცა ამავე კანონმდებლობაში ჩვენ ვხედავთ დარღვევას - თუ ვზრუნავთ არამწეველებზე, მაშინ რატომ არ ვზრუნავთ სამორინეში მომუშავე პერსონალზე, რომელიც იძულებულია, ისუნთქოს გამონაბოლქვი, რადგან კაზინოებში მოწევა დაშვებულია. ერთი მხრივ, ეს კანონი დადებითად მუშაობს, მაგრამ მეორე მიმართულებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ძალიან მეეჭევება, რომ შენობებში მოწევის აკრძალვამ თამბაქოს მოხმარება და რეალიზაცია შეამციროს. არა მგონია, ამ მხრივ შედეგი მივიღოთ. უფრო სერიოზული რეგულაციაა გასატარებული. ეს კი არა, აქციზის მნიშვნელოვანმა ზრდამ ვერ მოახერხა მწეველთა რაოდენობის შემცირება და 1-ლი მაისიდან დაწესებულმა შეზღუდვამ რა ეფექტი უნდა მოიტანოს?" - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5306990&name=24.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება:      რეზონანსი

საქართველო თამბაქოს კვამლისგან თავისუფლდება

ქუჩის რა ნაწილში იკრძალება მოწევა, ვინ და როგორ უნდა შექმნას კანონის აღსრულებისთვის საჭირო გარემო, გვესაუბრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. -მოქალაქეები კითხულობენ, ბაღებში, პარკებში, სკვერებში ყველგან იკრძალება მხოლოდ იქ, სადაც 18 წლამდე პირების, ანუ არასრულწლოვანთა შეკრებები იმართება, ასევე პარკების, ბაღების და სკვერების იმ ნაწილში, სადაც არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სათამაშო ან სავაჯიშო მოედნებია. იმისთვის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, გამაფრთხილებელი ნიშნები სავალდებულოა კანონით გათვალისწინებულ ყველა ტერიტორიაზე. -როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლი ეწევა? -მონიტორინგის სამსახურმა ყვითელ, მუნიციპალურ ავტობუსებში მწეველი მძღოლი დააფიქსირა. ასეთ შემთხვევაში მძღოლი, ან სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი 500 ლარით ჯარიმდება. თუ ხედავთ, რომ მძღოლი ეწევა, იხმეთ საპატრულო პოლიცია და ის გადაწყვეტს ვის დააკისროს ჯარიმა მძღოლს, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში მერიის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც ამ ტრანსპორტს განაგებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5306942&name=24.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.05.2018

მედიასაშუალება:      ახალი თაობა

"საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5306937&name=24.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---