From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.01.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 25.01.2018 07:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.01.2018

ტელევიზია

25.01.2018

არხი:            იმედი 

გადაცემა: იმედის დილა

დგას თუ არა მოსახლეობა მენინოგოკოქცემიის საფრთხის წინაშე. როგორია ვირუსის გავრცელების ფორმები და არსებობს თუ არა საქართველოში. როგორია ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. მენინგიტი ტვინის გარსის ანთებაა, რომელიც ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული. დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ თუ მოქალაქეს სურს ვაქცინის ჩატარება, მაშინ წინასწარ უნდა შეატყობინოს კერძო სექტორს და ისინი აღნიშნული ვაქცინით დააკმაყოფილებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998779

---

 

25.01.2018

არხი:            ტვ პირველი 

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯება. წლის განმავლობაში დაგეგმილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის worknet.gov.ge-ს განვითარება. კონკრეტულად კი worknet.gov.ge -ს სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზის დახვეწა და დამუშავება დაევალება. ასევე დაგეგმილია მუნიციპალურ დონეზე შრომის ბაზარზე ინდივიდუალურ და ჯგუფური კონსულტირების გაწევა. მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. მოეწყობა დასაქმების ფორუმები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998836

---

 

25.01.2018

არხი:            იმედი 

გადაცემა: ქრონიკა 08:00

ნარკოპოლიტიკის შეცვლის თაობაზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროში. ზაზა სოფრომაძე ნარკოლოგებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების წარმომადეგნლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ახალი ხედვის შემუშავებაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998767

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4999012

იმედი - ქრონიკა 10:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4999274

---

 

24.01.2018

არხი:            იმედი 

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

სანამ კანონმდებლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანონპროექტი კანონად იქცევა, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარების გზებზე ,მსჯელობა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროში, უწყებაში გამართულ შეხვედრას ნარკოლოგები ესწრებოდნენ, სწორედ მათ დაავალა უწყებათშორისმა კომისიამ ერთიანი სტრატეგიის შემუშავება როგორ უნდა გახდეს მკურნალობა უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998544

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998518

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998574

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998712

კავკასია - დღეს 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998413

ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998392

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998260

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998173

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998164

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998090

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997971

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997785

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997575

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997345

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997154

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997015

--- 

 

24.01.2018

არხი:            იმედი 

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

დოკუმენტაცია 100 ზე მეტი ტენდერის შესახებ რომელიც კონკურენციის სააგენტომ უნდა ეისწავლოს, ნოდარ ხადურის უწყება ე.წ კარტელური გარიგებების საკითხის განხილვას სიტროენ ჯორჯიას საჩივრის საფუძველზე იწყებს. თუმცა მანამდე კომპანიიის კიდევ ერთ საჩივარზე სააგენტომ დაადგინა რომ ტენდერების საქმეში ხელისუფლება არ ჩარეულა. სააგენტო მიიჩნევს რომ მომჩივანმა სათანადო დოკუმენტაცია ვერ წამოადგინა რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას ადასტურებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998694

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998571

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998661

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998622

ტვ პირველი-საქმის კურსი 22:30-

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998736

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997674

---

 

24.01.2018

არხი:            მაესტრო 

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

შრომის ინსპექციამ სამი წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 600-ზე მეტი კომპანია შეამოწმა, საიდანაც დარღვევები დაახ. 80%-ში დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარღვევები ისეთ საკითხებს შეეხებოდა როგორიც არის პერსონალური დაცვის საკითხები, ასევე სახანძრო და ელექტროუსაფრთხოება. შრომის ინსპექციის რეკომენდაციები კოპანიების დაახლოებით ნახევარმა გაითვალისწინა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4998312

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997688

---

 

24.01.2018

არხი:            ტვ პირველი 

გადაცემა: საქმის კურსი 15:00

6 წლის ბარბარე პაპუნაშვილს დახმარება ესაჭიროება. მას აქვს ხერხემლის თიაქარი, ასევე განგრენისდ აწყებითი სტადია. იგი ფეხზე გაივლის, თუ ერთი კვირის განმავლობაში 14 000 დოლარი შეუგროვდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4997705

---

 

ინტერნეტი

25.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474657-nodar-khaduri-calsakhad-vambob-rom-sakhelmtsifo-khelisuflebis-organoebis-mkhridan-sastsrafo-dakhmarebis-avtomanqanebthan-dakavshirebith-konkurenciis-shezghudvis-faqtebi-ar-ikvetheba.html

ნოდარ ხადური - ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სასწრაფო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები არ იკვეთება

ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები არ იკვეთება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.  მისი თქმით, „სიტრონ ჯორჯიას“ საჩივარი კონკურენციის სააგენტოში 12 დეკემბერს შევიდა და მან გუშინ შესაბამისი ბრძანება გამოსცა. „ბრძანებაშიც ნათქვამი და დასაბუთებულია და ახლაც ცალსახად ვამბობ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არ იკვეთება კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით. ეს არის ცალსახა და ამას ჩვენი დასკვნის დიდი ნაწილი ეთმობა. ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ თუ ჩვენ მოკვლევაზე უარს ვაცხადებთ ის უნდა იყოს დასაბუთებული. რაც შეეხება ბრძანების მეორე ნაწილს, რომელიც ეხება 6 კომპანიის მიერ შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, ჩვენ სამწუხაროდ, ამ მოკლე პერიოდში ვერ შევძელით სრულად მოგვეძიებინა ეს მასალა, რადგან ჩვენი რესურსი შეზღუდულია და ბაზარი არის ძალიან დიდი. ამავე დროს, ახალი ავტომობილების რეალიზაციაში არა მხოლოდ 6, არამედ გაცილებით მეტი კომპანია მონაწილეობს, ამიტომ ეს საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევისწავლით საკითხს და არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს ან რაიმე წინასწარი მიზანი გვაქვს“, - განაცხადა ხადურმა. გასული წლის ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძემ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროენ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.  12 დეკემბერს შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ. კონკურენციის სააგენტომ დღეს "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474591-fsiqikuri-janmrthelobisa-da-prevenciis-centris-khelmdzghvaneli-jandacvis-ministris-moadgilesthan-shekhvedraze-konkretuli-servisebis-gafarthoebis-satciroeba-daisva.html?ar=A

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე კონკრეტული სერვისების გაფართოების საჭიროება დაისვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტული სერვისის გაფართოების საჭიროება დაისვა, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ცვლილებისას არსებულ გამოწვევებს შეხებოდა. როგორც ლაშა კილაძემ განაცხადა, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული, იმსჯელეს იმ სერვისებზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე. „ნაყოფიერი და პროდუქტიული შეხვედრა იყო. დაისვა რამდენიმე კონკრეტული სერვისის გაფართოების საჭიროება. დაისვა უკვე არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის საჭიროება. შეხვედრა კონსტრუქციული იყო. შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში სპეციალისტები, სათემო ჯგუფი, მათ შორის ჯგუფი, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა, მიაწვდიან ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან გათვლებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ფინანსური, საკადრო ან ინფრასტრუქტურული მობილიზაცია იქნება საჭირო“, - განაცხადა კილაძემ. მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანდაცვით სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს და სწორად უნდა შეფასდეს ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებითაა ქვეყანაში. „მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში, გაზრდილია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სერვისებზე მოთხოვნა უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიზრდება. ცხადია, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები. სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობდა დღეს მსჯელობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამინისტროში ნარკოლოგებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეხვდა.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/33846/jandatsvis-saministroshi-narkologiuri-serviseb

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474546-jandacvis-ministris-moadgile-qveyanashi-narkopolitika-shesacvlelia.html?ar=A

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/45393/jandatsvis-saministroshi-narkopolitikis-sakitkhebze-msjeloben

ნიუს.ჯი- https://news.ge/sopromadze-qveyanasi-narkopolitika-sesacvlelia/

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474530-zaza-sofromadze-narkopolitikashi-nebismieri-liberalizacia-drois-garkveul-monakvethshi-jandacvith-servisebze-mothkhovnis-gazrdas-itsvevs.html?ar=A

ზაზა სოფრომაძე - ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანდაცვით სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს

ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანდაცვით სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ნარკოლოგებთან და სერვისის მიმწოდებლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს და მთავარი საკითხია ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების კიდევ უფრო განვითარება და შესაბამისი გზების მოძიება. "დღეს ფაქტობრივად წარმოდგენილია სერვისების მიმწოდებელი თითქმის ყველა დაწესებულება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. საკითხი ეხება ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას - ქვეყნის ნარკოპოლიტიკას. იცით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებულია ახალი კანონპროექტი. ჩვენ ვიხილავთ ნარკოპოლიტიკის ახალ კონცეფციას, რომლის მიმართულებაც ლიბერალიზაციაა. ასევე ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია, დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანდაცვით სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს. ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ვიმსჯელოთ იმ სერვისებზე, რასაც ამ სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორი აწვდის მომხმარებელს, ვიმსჯელოთ იმ პოტენციალზე, რაც ჩვენ გვაქვს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რათა ამ დაგეგმილ ცვლილებებს მომზადებული შევხვდეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის გააორმაგა ნარკოლოგიური სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი. ვიცით აგრეთვე ის, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაშიც დაახლოებოთ სამჯერ გაიზარდა ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზღვარი არ არის. ესაა ინდიკატორები, რომლებიც პირდაპირ, ნათლად გვაჩვენებენ პროგრამის წარმატებულად ფუნქციონირებას. მაგრამ ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი, როგორც ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე საკადრო რესურსების მხრივ, რათა მომზადებული შევხვდეთ იმ ცვლილებებს, რაც ქვეყნის ნარკოპოლიტკაში იგეგმება", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474558-zaza-sofromadze-saerthashoriso-monacemebthan-shedarebith-saqarthveloshi-meningokokcemiis-ganvitharebis-da-letalobis-machveneblebi-dzalian-dabalia.html?ar=A

ზაზა სოფრომაძე - საერთაშორისო მონაცემებთან შედარებით, საქართველოში მენინგოკოკცემიის განვითარების და ლეტალობის მაჩვენებლები ძალიან დაბალია

საქართველოს მაჩვენებლებს თუ საერთაშორისო მონაცემებს შევადარებთ, ჩანს, რომ მენინგოკოკცემიის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ მენინგოკოკცემიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ მენინგოკოკცემია არ განვითარდეს, საჭიროა მთელი რიგი პრევენციული ზომების მიღება. „ზოგადად მენინგოკოკცემია არის საკმაოდ ვერაგი დაავადება. საჭიროა მთელი რიგი პრევენციული ზომების მიღება, რათა არ განვითარდეს, თუმცა, სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მენინგოკოკცემიიის მკურნალობას. საერთაშორისო მაჩვენებლებს თუ შევადარებთ საქართველოში არსებულ მაჩვენებლებს, მაშინ ცხადად ჩანს, რომ ზოგადად მენინგოკოკცემიის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასევე, ლეტალობის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია საერთაშორისო მაჩვენებლებთან შედარებით“, - განაცხადა სოფრომაძემ.

---

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474553-zaza-sofromadze-me-mgoni-dghes-konkurenciis-saagentom-natheli-pasukhi-gasca-im-kithkhvebs-rac-sazogadoebashi-arsebobda.html?ar=A

ზაზა სოფრომაძე - მე მგონი დღეს კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობდა

მე მგონი დღეს კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტოს მიერ „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. „ვერავის დავუშლით პირადი აზრის გამოხატვას, ბუნებრივია. მე მგონი დღეს კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც არსებობდა საზოგადოებაში. არც ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს საკითხი განეხილა. იქ ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებიც არის და ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. როგორც ცნობილია, კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=62814

კონკურენციის სააგენტო: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეანომობილების შეძენასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით „სიტროენ ჯორჯიას" მიერ სახელმწიფო ორგანოების მიმართ წარდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა. 2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ" კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის", შპს „იბერია ავტოს", სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს", შპს „კია მოტორს ჯორჯიას", შპს „ჯი-თი მოტორსის" და სს „ფრანს ავტოს" მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს („კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი", შპს „გარდაბნის თბოსადგური" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ. წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო წარმოება მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით. კერძოდ, საჩივარი გადაუგზავნა მოპასუხე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, მიიღო და გააანალიზა მათი საპასუხო პოზიციები; გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, შემოსავლების სამსახურისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, საქპატენტისგან, იმ კომპანიების/უწყებებისგან, რომლებმაც მოითხოვეს შპს „სიტროენ ჯორჯიას" შავ სიაში შეყვანა და სხვა. ამავდროულად, თავად მომჩივანისგან რამდენჯერმე გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები. კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი: მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევა), შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: 1) შპს „გარდაბნის თბოსადგური" არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება; 2) სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასაჩივრებული კონკურენციის სააგენტოში, სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილება კომპანიას არ გაუსაჩივრებია. არ არსებობს არცერთი ახალაღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლევის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ამავე უწყების მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერს (რომელიც არ იყო მოცული სააგენტოს ხსენებული გადაწყვეტილებით), შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სატენდერო მოთხოვნებიდან ამოიღო „ქრაშ ტესტი", მათ შორის, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას" მოთხოვნისა და 4 ჩაშლილი ტენდერის შემდგომ, რაც, სააგენტოს პოზიციით, კონკურენციას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით - აფართოებს. შემსყიდველმა პირობები შეამსუბუქა, რაც კონკურენციის შეზღუდვად ვერ ჩაითვლება. 3) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარია 1 ტენდერზე, რომელშიც მოხდა „სიტროენ ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია, რამდენიმე სატენდერო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე, რასაც მომჩივანი „სიტროენ ჯორჯია" ასევე კონკურენციის შეზღუდვად აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გამო: სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარმოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანიის სავალდებულო გამოცდილების ამოღება სატენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენდერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპს „სიტროენ ჯორჯიას" მონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობილად გადაიარაღების) კუთხით 5-წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წინასწარი კვლევისას შპს „სიტროენ ჯორჯიას" პრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცესში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა „სიტროენ ჯორჯიას" პარტნიორი უკრაინული კომპანიის რეესტრში რეგისტრაციასთან და შესაბამისად 5-წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენებული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებთან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს „სიტროენ ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუთებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლევის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას" საჩივრის განხილვა მოპასუხეების შპს „სტრადა მოტორსის", შპს „იბერია ავტოს", სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს", შპს „კია მოტორს ჯორჯიას", შპს „ჯი-თი მოტორსის" და სს „ფრანს ავტოს" მიერ შესაძლო შეთანხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორციელებს.

კვირა.ჯი http://kvira.ge/377529

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=59291

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474590-gia-gachechiladze-thavidanve-vidzakhdi-rom-premieri-naadrev-ganckhadebebs-akethebda-roca-khechikashvils-icavda-da-ar-iyo-bolomde-informirebuli-rac-khdeboda.html?ar=A

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=59314

ინფო9- http://www.info9.ge/ekonomika/186800-konkurenciis-saagentom-qsitroen-jorjiasq-sachivari-daushveblad-cno.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/377391

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1516781811-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474521-sitroen-jorjias-direqtori-konkurenciis-saagentos-im-natsilshi-rashic-chveni-sachivari-ar-daakmayofila-pasukhs-gavcemth-karteluri-garigebis-natsilshi-mokvlevis-datsyeba-ki-uprecedento-gamarjvebaa.html?ar=A

“სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი - კონკურენციის სააგენტოს იმ ნაწილში, რაშიც ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, პასუხს გავცემთ, კარტელური გარიგების ნაწილში მოკვლევის დაწყება კი, უპრეცედენტო გამარჯვებაა

კონკურენციის სააგენტომ ჩვენი საჩივარი პრეფერენციების კუთხით - არა, კარტელის კუთხით კი დააკმაყოფილა და მოკვლევა დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა. „ჩვენ ორ მუხლზე ვდაობდით. ეს იყო პრეფერენციები და კარტელი. პრეფერენციების კუთხით არ დააკმაყოფილა და ამაშიც ბევრი კითხვის ნიშანია. ის მიზეზები, რის გამოც უარი ითქვა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არ არის რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობილი და ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. კარტელის კუთხით კონკურენციის სააგენტომ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა, ასე რომ, მოკვლევა დაიწყო. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანაში, სადაც ამხელა ზეწოლაა აღნიშნულ ორგანოზე, ძალიან გასახარია, რომ ასეთი გამარჯვება დადგა. თუ არ ვცდები, ამ სფეროში პირველად დაიწყო კარტელურ გარიგებებზე მოკვლევა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა შარაშიძემ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს გიორგი გაჩეჩილაძემ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროენ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. გაჩეჩილაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება ის თანამდებობიდან გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 12 დეკემბერს შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტორსის“ და სს „ფრანს ავტოს“ მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს (“კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპანიის საქმიანობას აფერხებდნენ. კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა კომპანიებთან მიმართებაში მოკვლევა დაიწყო.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=59319

თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. სეს-ის ცნობით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. „შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474636-thbilisi-molshi-karfurshi-arsebul-sendvichebis-ganyofilebas-satsarmoo-procesi-sheucherda.html?ar=A

კვირა.ჯი- http://kvira.ge/377546

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=163283-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

პია.ჯი- https://pia.ge/post/181972-tbilissi-ert-ert-savawro-centrsi-arsebul-sendvicebis-ganyofilebas-sawarmoo-procesi-seucera

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/195815

ქვეყანაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობისათვის მუშაობა მიმდინარეობს

ორგანიზაციამ „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ გამართეს შეხვედრა თემაზე: „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა“. შეხვედრა მოეწყო ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით. 2018 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ფსიქიკური სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდება. შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს ფსიქიკური ჯანდაცვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი სერ გრეჰემ თორნიკროფტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474634-fsiqikuri-janmrthelobis-themaze-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/33832/2018-tslidan-fsiqikuri-janmrtelobis-sakhelmtsifo-programa-5-milioni-larit-aris-gazrdili

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=62812

„გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, პირადი მოხმარების ზღვრულ ოდენობაზე შეთანხმება მიღწეულია“

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც მსჯელობა გრძელდება, პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობებია. როგორც „ინტერპრესნიუსს" ზოიძემ განუცხადა, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით პირადი მოხმარების ზღვრულ ოდენობაზე შეთანხმება მიღწეულია, ხოლო ნაწილზე მსჯელობა გრძელდება. მისი თქმით, დისკუსია გრძელდება მათ შორის ჰეროინის, ბუპრენორფინის (სუბოტექსის), ამფეტამინის, MDMA-ს ზღვრული ოდენობების დადგენასთან მიმართებაში. „მსჯელობა მიმდინარეობს მათ შორის ჰეროინთან, ბუპრენორფინთან (სუბოტექსი), ამფეტამინთან, MDMA-სთან დაკავშირებით თუ რა უნდა ჩაითვალოს პირადი მოხმარების ზღვრულ ოდენობად. რაც შეეხება მარიხუანას, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს ზღვრული ოდენობა პირადი მოხმარებისთვის, გაზრდის სურვილი არავის აქვს. ეს ზღვარი საერთაშორისო პრაქტიკითაც საკმაოდ მაღალი ზღვარია. პოზიციები დაახლოებულია, თუმცა საბოლოო შეჯერება მიდის სამართალდაცვითი და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე", - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომლის განხილვაც ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს, სარეაბილიტაციო სერვისების შექმნაა. „გარდა ზღვრული ოდენობებისა, მსჯელობა მიდის სხვა საკითხებზეც. ველოდებით თუ რას გვეტყვიან ამ პროცესის მონაწილე სხვა მხარეები, ვისაც დაევალება ამ სერვისების და ინფრასტრუქტურის შექმნა", - აღნიშნა ზოიძემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი კომისიის შექმნაა. „ამ კანონპროექტის ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ახალი ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი აზრით, ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ახალი ნარკომომხმარებლები არ გაჩნდნენ. ამ კომისიებში შევა სოციალური მუშაკი, იურისტი, ექიმი, შესაძლოა ვთხოვოთ ეკლესიასაც მონაწილეობა. ეს კომისია შეისწავლის ადამიანის საჭიროებებს და შეეცდება მათ დახმარების ხელი გაუწოდოს. ანუ თუ მკურნალობა სჭირდებათ შესაბამის სერვისს მიაწვდის, ხოლო თუ სხვა სახის დახმარება სჭირდებათ, ეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს. ეს წარმატებით განხორციელდა პორტუგალიაში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს კომისია, რა სანქციების უფლება ექნება, თუ არ ითანამშრომლა ადამიანმა ამ კომისიასთან და თუ არ იქნება საპატიმრო სასჯელი, რა მექანიზმი გვექნება, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ ჩაერთონ და არ დაადგნენ ნარკოდამოკიდებულების გზას", - განაცხადა ზოიძემ.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33837/gvirabis-afetqebisas-dashavebuli-mushebis-janmrtelobis-mdgomareoba-damakmayofilebelia

გვირაბის აფეთქებისას დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ხარაგაულის რაიონში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქებისას დაშავებული ორი მუშა საავადმყოფოდან გაწერეს. 58 წლის ფირუზ გოგნაძე და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილი მკურნალობას სახლში განაგრძობენ. 61 წლის დავით მელქაძეს კი, კიდურების ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და ჯერჯერობით ხაშურის საავადმყოფოში რჩება. რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობაზე მომუშავე კომპანია „ჩინეთის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ. კომპანია მათ დაჰპირდა, რომ მუშებს მკურნალობისა და 2 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის. გვირაბის მშენებლობა 5 დღით შეჩერებულია. დღეს კომპანიის მენეჯმენტთან კიდევ ერთხელ იგეგმება შეხვედრა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები მათთან შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ. ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქება 22 იანვარს მოხდა და სამი მუშა დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C/

პენსიონერებს პენსიის წინასწარ გამოტანის პროცენტი შეუმცირდებათ

პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს. ამჟამად ბანკი პენსიონერებს ზედმეტად დიდ პროცენტს აჭრის. როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება პენსიონერების სასარგებლოდ გაუმჯობესდეს. – ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მათ შორის, პენსიონერებს უნდა შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ იგივე სესხის აღების დროს. დღეს არსებობს გაფორმებული ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის, სადაც პირობები არის გაწერილი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პენსიონერების სასარგებლოდ მოხდეს გარკვეული გაუმჯობესება, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/dasaqmebis-xelshewyobis-programaze-biujetidan-700-000-lari-daixarjeba-/16499

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურეთა განვითარების 2018 წლის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტი 700 000 ლარით განისაზღვრა.  წლის განმავლობაში დაგეგმილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის worknet.gov.ge-ს განვითარება. კონკრეტულად კი worknet.gov.ge -ს სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზის დახვეწა და დამუშავება დაევალება. ასევე დაგეგმილია მუნიციპალურ დონეზე შრომის ბაზარზე ინდივიდუალურ და ჯგუფური კონსულტირების გაწევა. მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობუი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. მოეწყობა დასაქმების ფორუმები.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/36-aptiakis-khelmdzghvaneltagan-nakhevarze-meti-siskhlis-samartlebriv-pasukhismgeblobashi-mietsa#.WmlvLXOBPOQ

,,36 აფთიაქის ხელმძღვანელთაგან, ნახევარზე მეტი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა“

სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღეს არსებული ოფიციალური (დარეგისტრირებული) მონაცემების მიხედვით,  საქართველოში 54 ათასი ინტრავენური ნარკომანი არსებობს. არაოფიციალურად, ალბათ, გაცილებით მეტი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. 2017 წელს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გახორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. აფთიაქის ხელმძღვანელებს, ჯამში, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის უკანონოდ მიღება ედებათ ბრალად. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ  3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აგეს თუ არა სამართლებრივად პასუხი კანონის დამრღვვმა პირებმა  _ ამ კითხვით „გურია ნიუსმა“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. როგორც ,,გურია ნიუსთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით გახდა ცნობილი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. დანარჩენზე, მათი ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩვენ შევეცადეთ საქმესთან დაკავშრებით უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან ფინანსთა სამინისტროს საგამოიებო სამსახურმა თავი შეიკავა. ,,უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მიეცა 36 პირი (მათ შორის, 2017 წლის მაისში 18 პირი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ქ. თბილისში მდებარე აფთიაქებს და ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციას). ბრალდებული პირების დიდი ნაწილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენ პირებზე   ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა” , _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში. ,,გურია  ნიუსი“ სააფთიქო ნარკომანისთან დაკავშირებით არსებულ პრობელემებზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარის გიორგი ბახტურიძის ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია საფრთხის შემცველია. ,,კვლავ პრობლემად რჩება სააფთიაქო ნარკომანია. მდგომარეობა საქართველოში საკმაოდ რთულია, რასაც უამრავი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, აფთიაქებისთვის ის საჯარიმო სანქცია, რომელიც მოქმედებს, არ არის შემაკავებელი. ჯანსაღი ნარკოპოლიტიკის გახორციელება წარმოუდგენელი იქნება სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრის გარეშე. მთავარია, პოლიტიკური ნება   და მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირი ნარკოპოლიტიკა გვიშველის. პირველ ჯერზე, საჯარიმო სანქცია უნდა იყოს ძალიან მაღალი, გამეორების შემთხვევაში კი არ მხოლოდ ლიცენზია უნდა ჩამოერთვათ აფთიაქებს, არამედ ხელმძღვნელმა პირებმა პასუხი სამართლებრივად უნდა აგონ“ , -  განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: http://www.mshobeli.ge/index.php/%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/41-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%90

ვის ეკუთვნის და როგორ ავიღოთ დეკრეტით სარგებლობისთვის გათვალისწინებული თანხა

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან (ე.წ. დეკრეტული შვებულება) და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები, საკმაოდ ბევრ ახალბედა დედას აინტერესებს, ამიტომ „მშობელი“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც აგვიხსნეს თუ ვის ეკუთვნის დეკრეტით სარგებლობისთვის გათვალისწინებული თანხა 1000 ლარის ფარგლებში და რა პროცედურების გავლაა მის მისაღებად საჭირო. როგორც „მშობელს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან თანხას, იღებს დასაქმებული, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად. დასაქმებულს დახმარება მიეცემა: ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო. რაც შეეხება პროცედურებს სამინისტროს განარტებით, ბრძანების შესაბამისად, ორსულმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას საავადმყოფო ფურცლის გასახსნელად. საავადმყოფო ფურცელი იხსნება ორსულობის 26-ე კვირიდან ერთდროულად 183 კალენდარული დღით, ხოლო გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღით. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც. „საავადმყოფო ფურცლის გახსნა 26-ე კვირიდან, ნებისმიერ დღეს შეიძლება. თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც დასაქმებულმა იმშობიარა. ბრძანების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია შეავსოს საავადმყოფო ფურცელი, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად, წარადგენს სოციალური მომსახურები სააგენტოს მისთვის სასურველ ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში. შესაბამისად, თავად დასაქმებული მხოლოდ საავამყოფოს ფურცელს წარადგენს თავის სამსახურში, დანარჩენ პროცედურას ახორციელებს დამსაქმებელი. მათ შორის, ორგანიზაციის ბუღალტერი ანგარიშობს დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებელ თანხას. თანხა ყოველი დასაქმებულის შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც გამოყენებული დღეების რაოდენობასა და ხელფასზეა დამოკიდებული. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს. დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში“, - განუცხადეს „მშობელს“ სამინისტროში. მათივე თქმით, დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება. თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება: ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები; ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს“, - აღნიშნავენ სამინისტროში და დასძენენ, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. ცნობისთვის, გასულ წელს კანონში შესული ცვლილების თანახმად, დეკრეტული შვებულების ანაზრაურება განსხვავებულად ხდება კერძო და სახელმწიფო უწყებებში. კერძო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას ურიცხავს სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო უწყებები კი თავად უზრუნველყოფენ საკუთარი დასაქმებულებისთვის თანხის ანაზღაურებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ წარადგენენ ბენეფიციარის დოკუმენტაციას.

---

 

24.01.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/audio/mtavrobis-socialuri-programebi/

მთავრობის სოციალური პროგრამები

სტუმრები:თეა გვარამაძე- საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიების და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი ; ტატა გამყრელიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი .

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია   

25.01.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი დაუშვებლად ცნო

კონკურენციის სააგენტომ შპს "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და "სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენ-ციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რო-მელსაც `ინტერპრესნიუსი~ უცვლელად გთავა-ზობთ. _  2017 წლის 12 დეკემბერს, შპს `სიტროენ ჯორჯიამ~ კონკურენციის სააგენტოში წარმო-ადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურად-ღება გამახვილებულია 6 ეკონომიკური აგენტის _ შპს `სტრადა მოტორსის", შპს "იბერია ავტოს", სს "ჰიუნდაი ავტო" საქართველოს, შპს "კია მოტორს ჯორჯიას", შპს "ჯი-თი მოტორსის" და სს "ფრანს ავტოს" მიერ შეთანხმებულ მოქმედე-ბაზე, რაც კონკურენციას მნიშვნელოვნად ზღუ-დავს (კონკურენციის შესახებ საქართველოს კა-ნონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მომჩივანი ასევე მიუთითებდა კონკურენ-ციის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე (კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა). მისი პოზიციით, მოპასუხე 3 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს `გარდაბნის თბოსადგური~ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც-ვის სამინისტრო კონკრეტულ სახელმწიფო შეს-ყიდვებში ზემოხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მომჩივანი კომპა-ნიის საქმიანობას აფერხებდნენ. წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო წარმოება მოკვლევის დაწყების მიზანშე-წონილობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონ-კურენციის სააგენტომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით. კერძოდ, საჩივარი გადაუგზავნა მოპასუხე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, მიიღო და გააანალიზა მათი საპასუხო პოზიციები; გამოით-ხოვა შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შეს-ყიდვების სააგენტოსგან, შემოსავლების სამსახუ-რისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, საქპატენტისგან, იმ კომპა-ნიების/უწყებებისგან, რომლებმაც მოითხოვეს შპს "სიტროენ ჯორჯიას" შავ სიაში შეყვანა და სხვა. ამავდროულად, თავად მომჩივანისგან რამდენ-ჯერმე გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის დამა-ტებითი ინფორმაცია და დოკუმენტები. კონკურენციის სააგენტომ დაამუშავა მი- ღებული ინფორმაცია და დაადგინა შემდეგი: მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსე-ბობს და საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, `კონკურენციის შესახებ საქართვე-ლოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში (სახელმწი-ფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკუ-რენციის დარღვევა), შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: 1)     შპს `გარდაბნის თბოსადგური~ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და წარ-მოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება მე-10 მუხლი, რომლის სავარაუდო დარღვევის თაობა-ზე კომპანიის მიმართ მოკვლევა ვერ დაიწყება; 2)            სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარე-ბის ცენტრის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უა-რის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჩივარში აღნიშნული 3 ტენდერი 2016 წლის ნოემბერში უკვე იყო გასა-ჩივრებული კონკურენციის სააგენტოში, სააგენ-ტომ არ დაიწყო მოკვლევა და ეს გადაწყვეტილე-ბა კომპანიას არ გაუსაჩივრებია. არ არსებობს არც ერთი ახლად აღმოჩენილი გარემოება და ასეთ შემთხვევაში, იმავე დავის საგანზე მოკვლე-ვის დაწყებას კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ამავე უწყების მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერს (რომელიც არ იყო მოცული სააგენტოს ხსენებუ-ლი გადაწყვეტილებით), შემსყიდველმა ორგანი-ზაციამ, სატენდერო მოთხოვნებიდან ამოიღო `ქრაშ ტესტი~, მათ შორის, კომპანია `სიტროენ ჯორჯიას~ მოთხოვნისა და 4 ჩაშლილი ტენდე-რის შემდგომ, რაც, სააგენტოს პოზიციით, კონ-კურენციას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით _ აფართოებს. შემსყიდველმა პირობები შეამსუ-ბუქა, რაც კონკურენციის შეზღუდვად ვერ ჩაით-ვლება. 3)      საქართველოს შრომის, ჯანმრთელო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივარში საუბარია 1 ტენდერ-ზე, რომელშიც მოხდა `სიტროენ ჯორჯიას~ დის-კვალიფიკაცია, რამდენიმე სატენდერო მოთხოვ-ნის დაუკმაყოფილებლობიდან გამომდინარე, რა-საც მომჩივანი `სიტროენ ჯორჯია~ ასევე კონკუ-რენციის შეზღუდვად აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვას-თან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების საფუძ-ველი არ არსებობს, შემდეგი გარემოებების გა-მო: სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ტენდერის გამოცხადებამდე წარ-მოებული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანმა ითხოვა ტენდერში მონაწილე კომპანი-ის სავალდებულო გამოცდილების ამოღება სა-ტენდერო პირობებიდან, რათა მას, როგორც ბა-ზარზე ახლად შემოსულ კომპანიას, ჰქონოდა ტენ-დერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოთხოვნა დააკმაყოფილა სამინისტროს სატენ-დერო კომისიამ, რაც გამორიცხავს ბრალდებას, რომ სამინისტროს არ სურდა შპს `სიტროენ ჯორჯიას~ მონაწილეობა ხსენებულ ტენდერში. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას _ ავტომობილების შესაბამისი აპარატურით აღჭურვის (რეანიმობი-ლად გადაიარაღების) კუთხით 5-წლიანი გამოცდილების აუცილებლობის შესახებ, ბაზრის წი-ნასწარი კვლევისას შპს `სიტროენ ჯორჯიას~ პრეტენზია არ გამოუთქვამს. ტენდერის პროცეს-ში მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არას-წორ ინფორმაციას შეიცავდა `სიტროენ ჯორჯი-ას~ პარტნიორი უკრაინული კომპანიის რეეს-ტრში რეგისტრაციასთან და, შესაბამისად, 5-წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით (ხსენე-ბული გადამოწმდა უკრაინის შესაბამის უწყებებ-თან). აღნიშნულ და სხვა სატენდერო მოთხოვნებ-თან შეუსაბამობის გამო, სატენდერო კომისიამ მოახდინა შპს `სიტროენ ჯორჯიას~ დისკვალი-ფიკაცია, რაც კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრი- ვი             გარემოებების ანალიზის შედეგად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ასაბუ-თებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ `კონ-კურენციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუ-მენტები ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოკვლე-ვის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან შპს `სიტროენ ჯორჯიას~ საჩივრის განხილვა მოპა-სუხეების შპს `სტრადა მოტორსის~, შპს `იბერია ავტოს~, სს `ჰიუნდაი ავტო საქართველოს~ შპს `კია მოტორს ჯორჯიას~, შპს `ჯი-თი მოტორ-სის~ და სს `ფრანს ავტოს~ მიერ შესაძლო შეთან-ხმებულ მოქმედებაზე მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტაციის, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შეფასებას, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გა-დაწყვეტილება, დაიწყოს მოკვლევა აღნიშნული მოპასუხეების მიერ `კონკურენციის შესახებ~ სა-ქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარ-ღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ბაზრის სხვადას-ხვა სეგმენტის შესწავლას პერიოდულად ახორ-ციელებს, _ აღნიშნულია კონკურენციის სააგენ-ტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4999023&name=25.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.01.2018

მედიასაშუალება: მესინჯერი

2018 წლის ოქტომბერში საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს

2018 წლის ოქტომბერში საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას წამოაყენებს, ევროპული საქართველო-გიგი უგულავას კანდიდატურას. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი სახელდება-სალომე ზურაბიშვილი, დავით სერგეენკო, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი. კიდევ ასახელებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამ ბოლო დროს პოლიტიკაში აღარაა აქტიური. კვირიკაშვილმა და სერგეენკომ უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია მათი კანდიდატურების შესახებ. პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4998942&name=25.01.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.01.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"თბილისი მოლში", "კარფურში" არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4998811&name=25.01.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---