From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 25.04.2018 07:56
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 25.04.2018

ტელევიზია

25.04.2018

არხი:   იმედი 

გადაცემა:   იმედის დილა

საქართველოში საკეისრო კვეთის რაოდენობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ გადააჭარბა. რას აკეთებს სახელმწიფო ამ მაჩვენებლის შესამცირებლად და რატომ დაჯარიმდა საქართველოს 15 სამშობიარო. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185431

---

 

25.04.2018

არხი:   იმედი  

გადაცემა:   იმედის დილა

საწარმოო და დისტრიბუციის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ქართული მედიკამენტების მიმართ სანდოობას გაზრდის, რაც საერთო ჯამში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს-მიიჩნევენ ჯანდაცვის სამინისტროში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185525

---

 

25.04.2018

არხი:    იმედი 

გადაცემა:  ქრონიკა 10:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია მოეწყო. სპეციალისტების ინფორმაციით, მცენარეთა ინტენსიურ ყვავილობასთან დაკავშირებით, ამინდის ალერგოლოგიური პროგნოზით სარგებლობა აუცილებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185885

Iარხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185543

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185623

---  

 

25.04.2018

არხი:   იმედი 

გადაცემა:   ქრონიკა 08:00

"ძალიან ცუდია, რომ ადმინისტრაციამ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მოგვაწოდა"-ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ტყიბულის შახტის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, თუ დღეს კომპანიის წარმომადგენლები მათ უფლებას მისცემენ, შახტში ჩავლენ და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. უკრაინელი ექსპერტით, თქმით მათ დაზარალებულებთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185790

           

I არხი - მოამბე 09:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185527

---

 

24.04.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

მოქალაქე გიორგი ალიბეგაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმებს დაუდევრობაში ადამაშაულებს. მისი პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა სადაც ალიბეგაშვილი 2 წლის დიშვილსა და იაშვილის კლინიკაში არასწორად ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით რამდენიმე თვის წინ ბავშვს კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რადროსაც სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს. ბრალდებების საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე აპრილში უწყებას დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ერთ-ერთმა გამომძიებელმაც მიმართა, სადაც იაშვილის კლინიკაში შესვლას და კონკრეტული ფაქტის შესწავლას ითხოვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185196

---

 

24.04.2018

არხი:   I არხი  

გადაცემა:   მოამბე 21:00

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - ჯანდაცვის სამინისტრომ 15 მსხვილი სამშობიარო დააჯარიმა. მიზეზი სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელია. სამშობიაროებშიც ადასტურებენ, რომ, რისკების შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ხშირ შემთხვავაში პაციენტის გადარწმუნება უჭირთ. ამიტომ იძულებულები ხდებიან, საკეისრო კვეთა ყოველგვარი ჩვენების გარეშე ჩაატარონ. არაოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2017 წელს დაწესებული ჯარიმები სიტუაციას ჯერ ვერ ცვლის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185323

---

 

24.04.2018

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:    საქმის კურსი 22:30

პარლამენტი წამლისა და ფარმაცეფტული საქმიანობის შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს. კონკრეტულად აღიარებული ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტები საქართველოში 5 წლით დაიშვება, ვადის ამოწურვის შემდეგ კი დისტრიბუტორმა 500 ლარი უნდა გადაიხადოს და მედიკამენტი ხელახლა დაარეგისტრიროს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185321

---


24.04.2018

არხი:   მაესტრო 

გადაცემა:  ახალი ამბები 13:00

საქართველოში ბავშვების ვაქციანცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და დაჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტის ინიციატვით, სავარაუდოდ, უკვე საშემოდგომო სესიაზე მიმართავს. ამ ფონზე არსებობენ მშობლები, რომლებიც აცრების სავალდებულოობას ეწინააღმდეგებიან. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5183625

---

 

24.04.2018

არხი:  მაესტრო  

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 20:00

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო?-ამ საკითხის შესახებ მსჯელობა უკვე დაიწყო. ამ ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტში მომხრეები ჰყავს. საკითხის შესახებ ასევე მსჯელობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185336

---

 

24.04.2018

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას უკრაინელი სპეციალისტები ხვდებიან.  საქართველოში ექსპერტები პროფკავშირების მოწვევით ჩამოვიდნენ. მათ შახტში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლონ და მოამზადონ შესაბამისი დასკვნა. ადგილზე ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფსაც ელოდებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5184775

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5184586

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5184178

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5183887

---

 

24.04.2018

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 20:00

1 მაისიდან შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის გარდა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა და სპონსორობა აიკრძალება. ბილბორდები სარეკლამო პლაკატები და ბანერები თამბაქოს გამოსახულებიანი რეკლამისგან უნდა განთავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს მკაცრი საჯარიმო სანქციები ელით. იკრძალება ჩილიმისა და ელექტროსიგარეტის რეკლამაც, ხოლო სატელევიზიო სივრცეში სიგარეტის მოწევის ამსახველი მასალა სპეციალური გაფრთხილებით უნდა გავიდეს. მედიაში გასაული თამბაქოს შემცველი კადრის გამაფრთხილეებლ ვიდეორგოლს, სპეციალური ნორმატიული აქტით ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს. რეგულაციის ჯეროვნად შესრულებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკონტროლებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185147

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5184742

---

 

24.04.2018

არხი:   პალიტრა ტვ  

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 20:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მინაცემებით საქართველოში ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა, დაფიქსირებულია ფსიქიკური აშლილობის 78 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდატეხის ასაკში მოზარდთა უმრავლესობას მსგავსი ქცევა ახასიათებს თუმცა ეს ასაკობრივი გართულებაა თუ ფსიქოლოგიური პრობლემა ჯერ ვერ დადგინდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185260

---

 

 

ინტერნეტი

24.04.2018

მედიასაშუალება:

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1524579714-2-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1

2 წლის ბავშვს ოპერაციის დროს სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს - იაშვილის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტრო შედის

2 წლის ბავშვისთვის ოპერაციის დროს სხეულში დოლბანდის ჩატოვების გამო, ოჯახმა "იაშვილის კლინიკას" უჩივლა. შემთხვევა მარტის თვეში მოხდა. ბავშვის ბიძა სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქევყნებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: "ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო.დაიბადა 6 თვიანი, სულ რაღაც 1.300გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოსჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ.მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ" - წერს გიორგი ალიბეგაშვილი. ოჯახი ახლა საფრანგეთში მკურნალობის კურსს გადის. საქმეში ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რეგულირების სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. ბრძანების მიღების შემდეგ რეგულირების სააგენტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საკითხის შესწავლას დაიწყებს. კერძოდ, მოხდება მკურნალობის ხარისხის შემოწმება. როგორც შსს-მ "პრაიმტაიმს" განუცხადა გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. "პრაიმტაიმი" ცდილობს "იაშვილის კლინიკის" პრესსამსახურთან დაკავშირებას.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/36025/mshobeli-iashvilis-klinikas-2-tslis-shvilis-skheulshi-dolbandis-charchenis-gamo-uchivis

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/270712/

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/191651-ukrainel-eqspertebs-dazaralebul-meshakhteebthan-gasaubrebis-shesadzlebloba-ar-misces.html?lang=ka-GE

უკრაინელ ექსპერტებს დაზარალებულ მეშახტეებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს

ყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. "მიზეზად დაგვისახელეს, რომ პოლიციას წაღებული აქვს მასალები და აწარმოებს გამოძიებას. უკრაინის კანონებითაც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს, პოლიციას ვერ ეცოდინება დაზუსტებით ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ჩვენ დღეს განვიხილეთ რამდენიმე ვერსია, მათ შორის სამთო დარტყმა, ძველი, დახურული შახტების საკითხი, აფეთქების შესაძლებლობები და სხვ. ხვალ თუკი კომპანია უფლებას მოგვცემს, გვინდა ჩავიდეთ შემთხვევის ადგილზე, შახტში. განვაგრძობთ მუშაობას, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია", - განაცხადა ექსპერტმა. მისი თქმით, ექსპერტებს არც დაზარალებულებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. "ჩვენ გვიდოდა ამ ხალხთან გასაუბრება, თუმცა კვლავ გვეუბნებიან, რომ პოლიციამ ისინი უკვე გამოკითხა. ასევე კარგი იქნებოდა გვენახა სამედიცინო ექსპერტიზა. ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ფილტვებში CO, აღენიშნებოდათ თუ არა დამწვრობა, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით", - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. განმარტებები გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: https://news.ge/ukraineli-eqspertebi-mindelis-saxtsi-momxdari-ubeduri-semtxvevis-adgils-savaraudod-ver-seiswavlian/

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, ვერ შეისწავლიან

უკრაინელი ექსპერტები მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, ვერ შეისწავლიან. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, მათ შახტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილი, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ჩაკეტილია. მისი თქმით, სპეციალისტებს მოუწევთ, ძირითადად იმ დოკუმენტაციით იხელმძღვანელონ, რომელსაც „საქნახშირის” ადმინისტრაცია მიაწვდის. როგორც თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, მათ მიერ მოწვეულ შრომის დაცვის ტექნიკურ ინსპექტორებს დიდი გამოცდილება აქვთ და ასობით მსგავსი შემთხვევის კვლევა აქვთ ჩატარებული. „მომხდარიდან მერვე დღეს, როგორც კომპანია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ის ადგილი არის დახშობილი, დაკეტილი, რადგან იყო საშიშროება, რომ დაგროვილიყო გაზი, შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე თუ ვერ მივლენ, შახტში ჩასვლას აზრი არ აქვს. შეიძლება ჩავიდნენ, მაგრამ, ალბათ, ის, რასაც დაეყრდნობიან, იქნება დოკუმენტები და დაშავებულებთან გასაუბრება. ახლა მიმდინარეობს შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასთან. შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კითხვებს უსვამენ. ეცნობიან დოკუმენტაციას, ეცნობიან იმ დღის ნახშირის მოპოვების გეგმასა და მიმდინარეობას, ჰაერში მეთანის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს, რომელიც დაფიქსირებული აქვს ადმინისტრაციას. დღეს და ხვალ ისინი იმუშავებენ დოკუმენტებზე, ასევე სავარაუდოდ, მოინდომებენ დაშავებულებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას. ისინი 26-ში წავლენ უკრაინაში და რამდენიმე დღე დასჭირდებათ საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ. ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ. ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე. წყარო: პირველი არხი.

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36027/magharoelebi-jorjian-manganeztan-davashi-mediatoris-chartvas-itkhoven

მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" დავაში მედიატორის ჩართვას ითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზთან" კოლექტიურ შრომით დავაში ჯანდაცვის მინისტრს მედიატორის დანიშვნას სთხოვენ - შესაბამისი განცხადება მინისტრს 18 აპრილს გაუგზავნეს. მედიატორი ჯერ დანიშნული არაა.   ჭიათურის პირველად პროფკავშირში გაერთიანებულ 400-მდე მუშას შემდეგი მოთხოვნები აქვს შრომის ანაზღაურების, დოკუმენტაციის და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით: ხელფასი გაიზარდოს 30%-ით ზეგანაკვეთურისა და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის დროს მათი ანაზღაურება გაორმაგდეს; ვახტურ რეჟიმზე მუშაობის დრო(ამ დროს მუშები თვეში 2 კვირა მუშაობენ და კომპანიის ადმინისტრაციის შენობა-სასტუმროში ცხოვრობენ) მივლინებად ჩაითვალოს და თითო სამუშაო დღეზე სამივლინებო 10 ლარი დაემატოს; მოსწავლის სტატუსით მომუშავე მუშებს, რომლებიც აქ წლებია არიან, სხვა მუშების მსგავსი ხელფასი დაენიშნოთ; პროფკავშირის ჩართულობით, გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებები და სხვა შრომითი დოკუმენტაციები; შრომის კონტრაქტების ეგზემპლარები გადაეცეს დასაქმებულებს და საჯაროდ გამოიკრას სამუშაო ადგილზე; დროებითი უუნარობის პერიოდი კანონით ანაზღაურდეს; პროფკავშირების ჩართულობით შემოწმდეს ხოლმე ტუალეტების, გასახდელების, საშხაპეებისა და მოსასველებელი ოთახების მდგომარეობა; გაიზარდოს საკვებსა და მშრალ ულუფაზე დაფინანსება; მოწესრიგდეს სამედიცინო მომოსახურებისა და დაზღვევის საკითხი; გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრს მაღაროელები აცნობენ, რომ ჭიათურაში მადნის კერძო მომპოვებელი კომპანიები მადანს “ჯორჯიან მანგანეზის” სალიცენზიო ადგილებზე მოიპოვებენ, რითაც მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა:”რაც ეჭვს გვიჩენს, რომ ეს არის მიზანმიმართული ე.წ. აუტსორსინგი, რომელსაც კომპანია შრომითი სტანდარტების გაუარესების, და პროდუქციაზე თვითღირებულების შემცირების მიზნით აკეთებს. ეს კი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუარესების ზარჯზე ხდება”. მათივე განმარტებით, პროფკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის სპეციალური მმართველი ამ პრობლემების შესახებ:”ბოლოს, 2018 წლის 2 მარტს, წერილი მივწერეთ და რეაგირება ვთხოვეთ, მაგრამ კომპანიისგან პასუხი არ მიგვიღია”. ამის შემდეგ, 29 მარტს, ჭიათურის ცენტრში, აქცია გაიმართა ღირსეული შრომის პირობების მოთხოვნით.  აქციამდე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მუშების წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თუმცა, იმ დღესვე, კომპანიამ განაცხადა, რომ ჩიქოვანს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათთან შეხვედრა არ შეუძლია. მუშებს კი დაჰპირდა, რომ ეს მომავალი 10 დღის განმავლობაში მოხდებოდა. "ლიბერალს" კომპანიაში განუცხადეს, რომ კოლექტიური დავის განხილვისა და შემათანხმებელი პროცედურების წარმოების წესები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით: "შესაბამისად, კომპანია დაელოდება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს მონაწილეობას შემათანხმებელ პროცედურებში", - და ასევე აღნიშნეს, რომ კონკრეტულად, მაღაროელების მოთხოვნებსა და სხვა დასმულ საკითხებზე კომპანია მომავალ დღეებში გააკეთებს კომენტარს. სპეციალური მმართველი 2017 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ კომპანიას გარემოსთვის კატასტროფული ზიანის გამოსწორების მიზნით დაუნიშნა.   ნიკოლოზ ჩიქოვანს რეგიონში მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორება დაევალა.  „ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიის - „ჯორჯიან ემერიქან ელოისის“ მფლობელობაშია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფეროშენადნობების წარმოებასა და რეალიზაციაზე მომუშავე კომპანიებს მართავს. საქართველოში „ჯორჯიან მანგანეზს“ სამი მსხვილი საწარმო აქვს: ჭიათურაში - მანგანეზის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი; სოფელ ვარციხეში - შპს „ვარციხე 2005“ და ზესტაფონში - ფეროშენადნობთა ქარხანა. ჭიათურაში აღნიშნული კომპანია მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს. პარალელურად, ქალაქში მუშაობს 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი, რომელთაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა. ჭიათურაში ამ დროისთვის დაახლოებით მანგანუმის ოცი საბადოა, მათგან ცხრა - მაღარო, დანარჩენი - ღია კარიერები. ღია კარიერული პრინციპით მადნის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/profesiuli-saswavleblebi-sadac-motxovnad-profesiebze-swavla-ufasoa-/18756/

პროფესიული სასწავლებლები, სადაც მოთხოვნად პროფესიებზე სწავლა უფასოა

სამსახურის მაძიებლებს, ვისაც მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა სურს, პროფესიული სასწავლებლები უფასოდ მოამზადებენ. სწავლას  სოციალური მომსახურების სააგენტო1 000 ლარით დააფინანსებს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა სტაჟირების დროსაც. სტიპენდიის მოცულობა თვეში 200 ლარს შეადგენს, ხანგრძლივობა კი 3 თვეა. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. იხილით პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალი, სადაც პროგრამის ფარგლებში სწავლა უფასოა: ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ 2. სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი 3. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი განთიადი 4. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ 5. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ 6. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ 7. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ 8. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი აისი 9. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ 10. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ 11. სსიპ პროფესიული კოლეჯი თეთნულდი 12. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ 13. სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსი 14. სსიპ -საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ 15. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრი 16. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“ 17. სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ 18. შპს საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი 19. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია 20. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი მომავალი 21. შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო 22. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი 23. შპს ილია - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი 24. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი 25. შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია 26. შპს ინტერბიზნესის აკადემია 27. შპს სიო 28. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA 29. შპს მარნეულის კოლეჯი 30. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“ 31. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი 32. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა 33. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“ 34. შპს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი 35. შპს ბარაკონი 36. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია 37. შპს არსი 38. ა (ა)იპ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“ 39. საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი 40. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი NATALI ACADEMY 41. შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი 42. შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა 43. შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემია 44. ა(ა)იპ საზოგადოებრივი კოლეჯი ადამიანი და ბუნება.

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/270492/

აუცრელი ბავშვები შესაძლოა ბაღსა და სკოლაში აღარ დაუშვან

ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეთახმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივას, რომ იმუნიზაცია კანონმდებლობით გახდეს სავალდებულო. “შემოგთავაზებთ, რომ ამავე კვირას, ვაქცინაცის კვირეულშივე გავაკეთოთ ინიცირება ამ საკანონმდებლ ინიციატივის, რომლთაც, ვაქცინაცია ამ ქვეყანაში გახდება სავალდებულო,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ 23 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ამ სავალდებულობის აღსრულებისათვის კონკრეტული საკანომდებლო გარანტიები შემოვა, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ მიიღებენ ბავშვებს, ვინც ვაქცინირებული არ იქნება. “ამ სავალდებულობის აღსასრულებლად, არ მიიღებოდნენ ბავშები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ. ამ ინიციატივას იმავე ღონისძიებაზე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე. მან განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ადრეც ჰქონდათ, თუმცა, ამას კანონის სახე არ მიეცა. გამყრელიძის განცხადებით, ეს საკითხი უკვე გადაჭრეს საფრანგეთმა, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა და საქართველოც უნდა შეუერთდეს, რომ ბავშვები უფრო მეტად იყვნენ დაცული ინფექციებისგან. “ვაქცინები მოქმედებს! აიცერი და დაიცავი!” – იმუნიზაციის კვირეული საქართელოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23 – 29 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. NCDC-ის ცნობით, საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს. “ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში; მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამის („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”) საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, 2017 წლიდან ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა. ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს,”- აცხადებს NCDC. მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა, თუმცა NCDC-ის ინფორმაციით, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან: აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია; 250 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით; 2018 წელს რუმინეთში დაფიქსირდა წითელას 1 709 შემთხვევა (9 გარდაცვალება), საფრანგეთში – 1 547 (1 გარდაცვალება), იტალიაში – 411 (2 გარდაცვალება), საბერძნეთში – 1 532 (1 გარდაცვალება), უკრაინაში წითელას 10 000-მდე შემთხვევა (7 გარდაცვალება). ასევე, ეპიდაფეთქებები მიმდინარეობს ბელორუსიაში, სერბეთში, თურქეთში, რუსეთში (500 შემთხვევა). საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% – 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 512 შემთხვევა. შემთხვევების 14% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% – 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. “წითელა და წითურა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთერთ ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა,”- აცხადებს NCDC. მათივე ცნობით, საქართველოში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად, წითელას საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით. “წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა! ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში – არ გადადო, აიცერი!” NCDC-ის ცნობითვე, საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე – ევროპის რეგიონში. ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. “საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. 2017 წლიდან ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა. აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!” – აცხადებს NCDC. ცენტრის ცნობითვე, ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, რაც ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას. “ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად. ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები”- აცხადებს NCDC.

---

 

24.04.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=142083&lang_id=ge

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

---

 

 

ბეჭდვითი მედია

25.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

მედიკამენტების გაძვირების მოულოდნელი საფრთხე

ახალმა საკანონმდებლო ცვლილებამ შეიძლება მედიკამენტები გააძვიროს. ბაზარზე ამის არავითარი წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ დაგეგმილი რეგულაციის გამო მოულოდნელი საფრთხე გაჩნდა. სპეციალისტებს წინასწარ საუბარი უჭირთ, მაგრამ თუკი ბაზარი მონოპოლიზაციისკენ გადაიხრება, მაშინ, მათი აზრით, ფასიც მაღლა წავა. წამლის იმპორტიორები, რომლებსაც მედიკამენტები პარალელური იმპორტით შემოაქვთ, მიიჩნევენ, რომ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება გაძვირებას დაუდებს სათავეს, ფარმაცევტული ბაზარი კი მონოპოლიური გახდება. როგორც "ალიანსი პროგრესული ჯანდაცვისთვის" გამგეობის თავმჯდომარე სოლომონ იორამაშვილი აცხადებს, ახალი ინიციატივა კონკურენციას ძალიან შეასუსტებს. "პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ცვლილება კონკურენციიდან ამოაგდებს ბაზრის საკმაოდ ბევრ მონაწილეს, გააუარესებს კონკურენტულ გარემოს, ბაზარი გადაიხრება მონოპოლიზაციისკენ, რაც გაზრდის ფასს", - ამბობს იგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. მისი აზრით, არ შეიძლება, საკანონმდებლო ცვლილებამ წამლის თვითღირებულებაზე იმოქმედოს, რადგან რეგულაცია არ არის ფასზე ორიენტირებული. "ეს კანონპროექტი ჯერ განხილვის პროცესშია და ამ ეტაპზე ორ ძირითად მომენტზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება. ერთია მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციაში ცვლილება (პარალელურ იმპორტს რაც გულისხმობს), მეორე კი კლინიკურ კვლევებში ჩართვის გარკვეული კრიტერიუმები და გადახედვა. რეალურად ხდება ამ ყველაფრის უნისონში მოყვანა, რაც ევროკავშირის სტრანდარტებთან მიახლოებას გულისხმობს. აქ ძირითადია 5-წლიანი პერიოდი, ანუ წამალი საქართველოს ბაზარზე დაიშვება იმ ვადით, რა ვადითაც საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულ ქვეყანაშია დაშვებული. შეიძლება ამ ვადაში მწარმოებლის მხრიდან გაჩნდეს გარკვეული ინფორმაცია და კონკრეტული დასახელების წამალი აღარ იყოს რეკომენდებული. ამიტომ ყოველ 5 წელში ერთხელ მოხდება მედიკამენტის ხელახალი რეგისტრაცია. შეიძლება ჩვენთან 5 წლის შემდეგ იგივე ანოტაცია გატარდეს წამალზე, სინამდვილეში კი მწარმოებელს ცვლილება ჰქონდეს შეტანილი მასში. ეს რომ არ გამოგვრჩეს, რეგულაციაც ამაზეა ორიენტირებული. მეორე ცვლილება კლინიკურ კვლევებს ეხება. ადამიანი უფრო ინფორმირებული უნდა იყოს, რაში ერთვება და როგორ. აქვე შედის ანაზღაურების საკითხიც. ეს ძირითადი მომენტებია, რაც შეიძლება კანონით შეიცვალოს. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსაკრებელი 500 ლარია, რაც არ არის ის თანხა, რომ ხელახალი რეგისტრაციისას მისი გადახდა ვინმეს გაუჭირდეს ან წამლის გაძვირების მიზეზი გახდეს. მხოლოდ ამის გამო არ შეიძლება გაძვირების ტალღა დაიწყოს", - განუცხადა "რეზონანსს" ჩიხლაძემ. საზოგადოების დიდი ნაწილი ბოლო დროს განსაკუთრებით უკმაყოფილოა მედიკამენტების მუდმივი გაძვირებით, რაც ძირითადად გამოწვეულია ლარის დევალვაციით. ამიტომ "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელ მარინა ბერაძისთვის წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს წამლების ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას. "როდესაც ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ეს პროდუქციას ისედაც აძვირებს. წესით და რიგით, საქართველოში ძალიან დიდი შანსი და რესურსია იმისა, რომ წამლები გაიაფდეს და არა გაძვირდეს. 4-5-ჯერ უფრო მაღალია მედიკამენტის ღირებულება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, თუნდაც ევროპაში და თუნდაც სამეზობლოში. ვერ წარმომიდგენია, დამატებით ისეთი ცვლილება შევიდეს კანონში, რომ წამლები კიდევ გაძვირდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა უჩივის მათ მაღალ ფასს. თუ საუბარია წამლის ხარისხზე, აუცილებლად უნდა მოხდეს შემოწმება და კიდევ გარკვეული ღონისძიების გატარება, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქცია. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ფასის კიდევ მეტად ზრდა. საზოგადოების უკმაყოფილება, საბოლოო ჯამში, აუცილებლად აზიანებს, პირველ რიგში, მთავრობას, რაც მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის", - განუცხადა "რეზონანსს" ბერაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5185450&name=25.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

აუცრელი ბავშვები, შესაძლოა, სკოლასა და ბაღებში აღარ დაუშვან

ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეთახმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას, რომ იმუნიზაცია კანონმდებლობით გახდეს სავალდებულო. "ამ კვირაში მოვახდინოთ საკანონმდებლო ინიცირება, რომ ვაქცინაცია ამ ქვეყანაში გახდეს სავალდებულო,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, ცვლილების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ მიიღებენ ბავშვებს, ვისაც ვაქცინაცია გავლილი არ ექნება. ამ ინიციატივას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე. მან განაცხადა, რომ ეს იდეა ადრეც ჰქონდათ, თუმცა მას კანონის სახე არ მიეცა. გამყრელიძის ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე გადაჭრეს საფრანგეთმა, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა და საქართველოც უნდა შეუერთდეს, რომ ბავშვები უფრო მეტად იყვნენ დაცული ინფექციებისგან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5185385&name=25.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---