From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-25.05.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; adze@moh.gov.ge">gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; Nino Shubladze; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; adze@moh.gov.ge">atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamal adze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge
Received On : 25.05.2017 08:17
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 5.05 .2017

ტელევიზია 

25.05.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

შრომის ინსპექციის მომავალი - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამუშაო მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა მძიმეა. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში, პრინციპულ და მთავარ ღირებულებებზე გაკეთდეს აქცენტი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4474566

---

 

2 4.05.2017

არხი:           I არხი          

გადაცემა:  მოამბე 20:00

თბილისის ერთ-ერთ დღის ცენტრში მომხდარი შემთხვევა სასამართლო დავის დაწყების მიზეზი ხდება. სარჩელის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ შშმ პირებისთვის შეთავაზებული მომსახურება ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მძიმე შემთხვევებზეც იყოს გათვლილი. დღეს მოქმედი რეგულაციების გამო, ფსიქიკური პრობლემების მქონე მცირეწლოვანი დღის ცენტრის მიღმა აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, სერვისებთან დაკავშირებული ხარვეზის გარდა ცენტრების დაფინანსების პრობლემაც დგას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4474087

---

 

2 4.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00

ჯაბა ბოჯგუას, რომელიც 9 წელია კომატოზურ მდგომარეობაშია და ლოგინსაა მიჯაჭვული სოციალური დახმარება მოუხსნეს, ოჯახს თვეში მძიმე ავადმყოფის მოსავლელად საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება, წამლების, მოვლის საშუალებების და შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, რატომ მოუხსნენ მას სოციალური დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4474040

---

 

2 4.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ახალი ამბები 19:00

ჩხოროწყუში, ნიკო მიქაიას სახელობის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, საქმიანობა შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილებას განყოფილებაში მომუშავე მედ-პერსონალი აპროტესტებს. ისინი შეკრებილები არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ აქციას მართავენ. შეკრებლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ, წინაარმდეგ შემთხვევაში პერმანენტური აქციების გამართვას გეგმავენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4473945

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4473779

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4473518

---

 

24.05.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:  ბიზნესკოდი

ბოლო ათი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 728 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ხელისუფლება ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომელშიც ზუსტად გაიწერება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4472398

---

 

2 4.05.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: იმედის დილა

11 წლის დათუნა ზარდიაშვილი, რომელიც ფიზიკა-მათემატიკის უამრავი ოლიმპიადის გამარჯვებულია, უკვე რამდენიმე წელი ოჯახზე პასუხისმგებლობას დედასთან ერთად ინაწილებს. სოციალურად დაუცველ ოჯახს თავშესაფრის დაკარგვის შიში და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობა იმედს მაინც არ უკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ დათუნას სხვა ბავშვებისგან განსხვავებით არც მუდმივი თავშესაფარი და კომპიუტერი აქვს. სჯერა, რომ მისი ოცნებები ოდესმე ასრულდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471878

---

 

2 4.05.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა TV1

სახელმწიფო დასაქმების პორტალი "უორქნეტი", რომელიც სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთს აკავშირებს უკვე 4-ე წელია ფუნქციონირებს. პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზეა შექმნილი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პორტალის მეშვეობით სამუშაოს მაძიებელი 55 200 ადამიანიდან 2300-მდე პირი დასაქმდა. პირველი 2 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 350-ის ფარგლებში მერყეობდა. გასულ წელს კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 670 შეადგენდა. მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა ულვე 800 ასცდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4471701

---

 

24.05.2017

არხი:           ერთსულოვნება

გადაცემა:   შუადღე

პარლამენტში შევიდა წინადადება აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმრები არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4472682

---

 

 

 

ინტერნეტი

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73098-mdzime-kategoriis-samushaoebze-darghvevebis-shemtkhvevashi-shromis-inspeqcia-sanqciebs-aamoqmedebs

"მძიმე კატეგორიის სამუშაოებზე დარღვევებისას შრომის ინსპექცია სანქციებს აამოქმედებს"

შრომის ინსპექციას მიენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები. აღნიშნულს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა. რაც შეეხება სანქციებს, სამინისტროს ინფორმაციით, მას პარლამენტი კანონპროექტის განხილვის დროს განსაზღვრავს.  უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. "კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/434474-shromis-inspeqcias-ufleba-eqneba-mavne-da-sashishroebis-shemcvel-samushaoebze-shemotsmeba-chaataros-da-darghvevebis-aghmochenis-shemthkhvevashi-sanqciebi-aamoqmedos.html

---  

 

25.05.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/73092-jandacvis-saministrom-mtavrobas-shromis-usafrtkhoebis-shesakheb-kanonproeqti-tsarudgina

ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი წარუდგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მთავრობას „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.  სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციას მიენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.  კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.  „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დასაცვად.  კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით: 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი ; კოდექსის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები; 2014 წელს შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით; 2015 წლის მაისში შეიქმნა შრომის ინსექტირების დეპარტამენტი; პარალელურად მიმდინარეობდა ( 2016 წლიდან აქტიურად ) ახალ კანონზე მუშაობა ; ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც ა.წ თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა; საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/34752-akhali-kanonproeqtis-thanakhmad-farmacevtul-kompaniebs-klinikebis-flobis-ufleba-ar-eqnebath.html?lang=ka-GE

ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. კანონპროექტის დეტალზებზე „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“,ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ”გლობალ ალიანს კონსალტინგმა“ შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია.  „სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია.  ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძვებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი. ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ ,“- აღნიშნა ტურძილაძემ. მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარია, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი.  თინა ტურძილაძე : „კანონის შემუშავებული მოდელი, ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში არსებული ბიზნესმოდელების კორექციას გულისხმობს. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა და მიწოდება ერთი კომპანიის, ერთი ჰოლდინგის ხელშია ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია, რადგან მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამის შედეგია, რომ  ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი გვაქვს. 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ახალ ფორმულებზე არ ვლაპარაკობ, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1 200 - 1 500 ფორმულაა. მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნესმოდელების კორექტირება ძალიან კარგია, მაგრამ მეთოლოგიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, ურთულესია და ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს. ამიტომ რიგ თემებზე სამუშაო ჯგუფი ჯერ ვერ შეთანხმდა. წამლის ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ხარისხის კონტროლის სისტემა ფარმაციისთვის ძალიან მოძველებული, დაახლოებით 20 წლის წინანდელია. დღეს ვლაპარაკობთ არა წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, არამედ ხარისხის მართვის სისტემებზე. მაშინ როცა ქართული ბაზარი გენერიკული ასლების ბაზარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ ეფექტური ასლები. ეფექტურობის საკითხი პროექტში ჩადებულია, რაც გვაიმედებს, რომ ამ მიმართულებით კორექცია მოხდება.  შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით კრიმინალიზაციის არეალი იზრდება. თუ ადრე კონტრაფაქტული, ანუ საპატენტო კანონმდებლობის დარღვევით შემოსული საქონელი ფალსიფიკაციად არ ითვლებოდა და უბრალოდ კონტრაფაქტი იყო, რომელსაც საპატენტო კანონმდებლობით თავისი რეგულაციები აქვს, ახალი პროექტის მიხედვით ეს საქონელიც ფალსიფიცირებულად კვალიფიცირდება“.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://1tv.ge/ge/news/view/162211.html

ჯანდაცვის სამინისტრო ჩხოროწყუში სამშობიარო განყოფილების დახურვის მიზეზად გაუმართავ ინფრასტრუქტურას ასახელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩხოროწყუში სამშობიარო განყოფილების დახურვის მიზეზად გაუმართავ ინფრასტრუქტურას და სამშობიარო სახლისთვის შეუსაბამო პირობებს ასახელებს.  როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შემოწმების შედეგად ჩხოროწყუს სამშობიარო სახლში გამოვლინდა დარღვევები.  „სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის დონის მინიჭების პროცესის ფარგლებში, ,,ჩხოროწყუს ნ.მიქაიას სამშობიარო სახლის“ მონიტორინგი ორჯერ განხორციელდა. პირველადი მონიტორინგის შემდგომ გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად კლინიკას, რომელიც იმყოფება კერძო საკუთრებაში, გონივრული ვადა მიეცა. მიუხედავად ამისა, განმეორებითმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულების შენობა არის უკიდურესად ამორტიზებული, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს, კვლავ მოუგვარებელი რჩება მოთხოვნილ დონესთან შესაბამისობის სტანდარტები, როგორიც არის მოთხოვნები სამეანო და ნეონატალურ აღჭურვილობასთან, ლაბორატორიულ სერვისებთან დაკავშირებით. შესაბამისად არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება ორსული ქალისათვის და ახალშობილისთვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკამ ვერ დააკმაყოფილა პირველი დონის, ბაზისური პერინატალური სერვისის მოთხოვნები და ამიტომ იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვერ გააგრძელებს დედათა და ბავშვთა მიმართულებით სერვისების მიწოდებას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო დაწესებულებას 2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით კვლავ არ ექნება დონე მინიჭებული, მას, სამეანო-ნეონატალური მიმართულებით აღარ ექნება საქმიანობის წარმოების უფლება,“ - აცხადებენ სამინისტროში.  ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, სამშობიაროში სერვისების შეწყვეტამ მშობიარეებს პრობლემები უკვე შეუქმნა.  დავით გოგუას განცხადებით, უახლოესი სამშობიარო ზუგდიდშია, სადაც პაციენტის ტრანსპორტირება, უხარისხო გზის გამო, პრობლემურია.  როგორც გოგუამ საზოგადოებრივს განუცხადა, ორი დღის წინ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჩხოროწყუდან ზუგდიდში გადაჰყავბდათ, გზაში იმშობიარა.  ჯანდაცვის სამინისტროში კი ჩხოროწყუში მცხოვრები მშობიარეებისთვის პრობლემების შექმნას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ზუგდიდში უპრობლემოდ გადაყვანა.  „ამჟამად რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში ფუნქციონირებს მეორე დონის სამეანო-ნეონატალური დაწესებულებები, რომლებიც გეოგრაფიულად ხელმისაწვდომია ჩხოროწყუს მცხოვრებლებისთვის,“ - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.  დაწესებულების დახურვას უკვე მოჰყვა მეან - გინეკოლოგების პროტესტი: მათ დღეს გამგეობის წინ აქცია გამართეს, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს 10 მაისის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.  აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხების გამოყოფა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ლაივპრეს.ჯი- http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19419-saministrochkhorotsyussameanoganyofilebaverakmayofilebsminimalurstandartebs.html

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/19415-chkhorotsyushieqimebisameanoganyofilebisdakhurvasaprotestebenfoto.html

ჩხოროწყუში ექიმები სამეანო განყოფილების დახურვას აპროტესტებენ

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის მედპერსონალმა დღეს სამეანო განყოფილების დახურვა გააპროტესტა. მათ სოლიდარობა გამოუცხადა მოქალაეების ნაწილმა, რომლებიც აქციას შეუერთდნენ. პროტესტი გამოიწვია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, სტანდარტებთან შეუსაბამობის მიზეზით საქმიანობა შეწყვიტა სამშობიარო სახლის სამეანო გაყოფილებამ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, რადგან უახლოესი სამშობიარო სახლები 35-40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩხოროწყუს საავადმყოფოს ექიმის, ნონა კრილოვას განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც შესაბამისი უწყებების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში, უფრო ფართომასშტაბიანი სახე ექნება. ექიმის განცხადებით, შენობა, სადაც სამეანო განყოფილებაა განთავსებული, ძველია. მაგრამ მისივე სიტყვებით, რემონტს ექვემდებარება და გამოსავალი არა დახურვაში, არამედ რეკონსტრუქციაშია. „საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მოუწევს 35 კილომეტრით მოშორებით მდებარე ზუგდიდის ან სენაკის საავადმყოფოში გამგზავრება. კიდევ უფრო დიდია მანძილი ჩხოროწყუს სოფლის მოსახლეობისთვის. ამ მანძილის გავლას სჭირდება დრო და აქედან გამომდინარე ეს მშობიარობები შეიძლება მოხდეს სახლში, გზაში, ბინაზე, მანქანაში. მაგალითად, გუშინ უკვე იყო ასეთი პრეცედენტი: ქალმა მანქანაში იმშობიარა. ამას აპროტესტებს მოსახლეობა და თანამშრომლები. ჩვენ ექიმებს გვინდა მოვიხსნათ პასუხისმგებლობა და მოსახლეობას ვუთხართ, რომ ჩვენ დახმარებას ვერ გავუწევთ“, - განაცხადა ნონა კრილოვამ. მისი განმარტებით, საავადმყოფოს მფლობელია კომპანია „პრაიმ მედი“, რომელმაც სამენაო განყოფილების შეკეთებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ დიდ თანხებს საჭიროებს.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/1640/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

ქართველი ექიმი - თურქეთში არასწორად ნამკურნალები პაციენტების არმია გვაკითხავს!

ექიმი ონკოლოგი, მამოლოგი დინა ნემსაძე ქართულ მედიას და ჯანდაცვის სამინისტროს თურქეთში ქართველი არასწორად ნამკურნალები პაციენტების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. "თურქეთში არასწორად ნამკურნალები პაციენტების არმია გვაკითხავს!!!!! არსებობს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ უამრავი ფაქტით დაინტერესდება? ან რატომ არიან ეს ქართველი პაციენტები გასუსულები? ამის ნახევარი რომ დაემართოთ ჩვენთან, არცერთი არხი არ დატოვებდა გაუშუქებლად. მიდიან, იხდიან ათიათასობით დოლარს, ტყუილში და პრეტენზიაც კი არ გააჩნიათ იმ მარაზმზე, რასაც იქ იღებენ. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ჯანდაცის სამინისტრო ასეთი ფაქტებით. ქვეყნიდან უამრავი ფული ტყუილად გაედინება. უნდა აიკრძალოს ეს თავაშვებული ოსმალური პიარი!!! დაისაჯონ ის ქართველი ექიმებიც, ვინც ამ პროცესში არიან უსირცხვილოდ, "ატკატის" გამო ჩართულები!!!!!!!!! ჟურნალისტებო! საინფორმაციო სააგენტოებო! ქვეყნის მმართველებო! SOS!!!!!", - წერს ნემსაძე სოციალურ ქსელში.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://reginfo.ge/people/item/616-avariisas-dashavebuli-24-xlis-davit-gasitashvilis-ojaxi-daxmarebas-itxovs

ავარიისას დაშავებული 24 წლის დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 24 წლის დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას ქალა–ტვინის დახურული ტრავმა, ტრავმული შოკი აქვს და ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა. დავით გასიტაშვილის დახმარების მიზნით საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE03BG0000000313412800 მიმღები გიორგი გასიტაშვილი; ბილაინის აბონენტებისთვის 0901701282 – ზარის ღირებულებაა 1 ლარი; ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე 7 მაისს მოხდა. Sknews.ge-ის ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 30–წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა იჯდა, გზაზე მოცურდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, სამივე ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/434358-sakhalkho-damcveli-bavshvis-piradi-ckhovrebis-shesakheb-informaciis-gavrcelebas-ekhmianeba.html?ar=A

სახალხო დამცველი ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 24 მაისს ინტერნეტგადაცემა „ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე. ”უფლება საკუთარ გამოსახულებაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვის გამართლება კიდევ უფრო რთულია იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირად სივრცეში იმყოფება და მესამე პირებისგან მის კერძო სფეროში ჩარევის მოლოდინი არ აქვს. ბავშვის უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის მომზადების და გაცემის პროცესს და დაიცვას ის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიასაშუალებებმა უარი უნდა თქვან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანოს - საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება მათი კომპეტენციის მიხედვით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/29494/ombudsmeni-bavshvebis-dros-mier-gavrtselebul-videoze-sheilakha-bavshvis-ghirseba-da-reputatsia

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=45925

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/73034-sakhalkho-damcveli-gadacema-bavshvebis-droshi-sheilakha-bavshvis-ghirseba-da-reputacia

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/120408-uflebadamcvelebma-gadacema-bavshvebis-dros-tsinaaghmdeg-prokuraturas-mimartes

უფლებადამცველებმა გადაცემა "ბავშვების დროს" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს

ბავშვთა უფლებადამცველებმა ინტერნეტგადაცემის, "ბავშვების დრო", წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართეს. გადაცემაში წინასწარ იყო დაანონსებული, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი ონანიზმითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინა ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოწოდებით ასევე მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა გადაცემა მაინც დაიდო. გადაცემის წამყვანის თქმით, ვიდეო, რომელშიც ბავშვი ონანიზმითაა დაკავებული, მას ბავშვის მშობელმა მიაწოდა. ვიდეოში ბავშვის სახე დაბლარულია. უფლებადამცველი ანა აბაშიძის თქმით, გარდა პროკურატურისა, მათ ბავშვის დედის წინააღმდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს. "მშობელმა რომ გადაიღო ეს ვიდეოკადრები და გადასცა ჟურნალისტს, ეს უკვე დარღვევაა. ანუ მშობლის მხრიდან მესამე პირზე გავრცელდა აკრძალული ინფორმაცია. მშობელთან მიმართებაში უკვე ამ ნაწილში არის ძალიან სერიოზული დარღვევა. რაც შეეხება ჟურნალისტს, საკამათოა ის, ამგვარი ინფორმაცია რომ მიიღო და მისი დამუშავება გადაწყვიტა, არის თუ არა მისი მხრიდან კანონიერი მოქმედება. ჩემი მოსაზრებით, ჟურნალისტს იმთავითვე უნდა სცოდნოდა, რომ ამ მასალის გამოქვეყნება აპრიორი არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის საწინააღმდეგო. ჟურნალისტს დამოუკიდებლად აქვს ვალდებულებები, რომ შეამოწმოს წყარო, შეამოწმოს კონტენტი. ამიტომ, ამ ნაწილში მას პასუხისმგებლობას ვერ მოვაშორებ. მეორე საკითხია ის, რომ ჩემი მოსაზრებით, მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, კონკრეტულად პირადი ცხოვრების გასაჯაროვებას," - ამბობს ანა აბაშიძე ტაბულასთან საუბრისას. აბაშიძის თქმით, ეს არის ბავშვის უფლების უხეში დარღვევა და როდესაც ეს ბავშვი აღმოაჩენს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი გასაჯაროვდა, მნიშვნელობა არ აქვს, სახე დაფარული იქნება თუ არა. "ტაბულა" დაუკავშირდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და უახლოეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/120412-bavshvebis-dro-dedis-txovnit-bavshvis-foto-da-video-gadacemidan-amoichreba

"ბავშვების დრო": დედის თხოვნით, ბავშვის ფოტო და ვიდეო გადაცემიდან ამოიჭრება

ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დრო" თავის Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს. "დედის თხოვნით და ჩვენი გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო, რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო, სადაც ბავშვის კადრები ჩანს (ყოველგვარი ინტიმური სცენების გარეშე) გადაცემიდან ამოიჭრება და გადაცემა ისე გავრცელდება... კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო,"- წერია პოსტში. ინტერნეტგადაცემის წინააღმდეგ ბავშვთა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას. გადაცემის Facebook გვერდზე წინასწარ დაანონსდა, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი ონანიზმითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმდებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინათ ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშად დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. უფლებადამცველი ანა აბაშიძის თქმით, გარდა პროკურატურისა, მათ ბავშვის დედის წინააღმდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს. ასევე, გამოქვეყნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაც, სადაც წერია, რომ როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე ბავშვსაც აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ინსპექტორის თქმით, დაუშვებელია არასრუწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუკი ეს ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

---

 

24.05.2017

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=49138&cat=3

პინცეტით ხელში, ლანცეტით ჯიბეში

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატი მიხეილ ოთარაშვილი აცხადებს, ბრალდებულისმხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შპს „ლანცეტის“ დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელისზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. „თანხა მას ხელში არ აუღია. ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს მიხეილ ოთარაშვილი. რაც შეეხება ოპერაციის ჩამტარებელი მოწვეული ექიმის ლიცენზიას, ადვოკატი ადასტურებს, რომ მოწვეული ექიმის ლიცენზიას ვადა მართლაც გასული ჰქონდა, თუმცა მიხეილ ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა. „ამ ექიმს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჰქონდა წარმატებით ჩატარებული. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი. ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიიღებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს“, - ამბობს ოთარაშვილი. მთავარმა პროკურატურამ შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, პროკურატურა კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობის სრულად შესწავლას გეგმავს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, კლინიკიდან ამოღებულია ყველა დოკუმენტაცია, რომელიც კლინიკის საქმიანობას ეხება. „ამ ეტაპზე ღვიძლის ტრანსპლანტაციის საქმეზე მხოლოდ კლინიკის ხელმძღვანელია დაკავებული, ვინაიდან კლინიკას ოპერაციისთვის ისეთი ექიმი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. ჩამოყვანილი იყო აზერბაიჯანელი ექიმი, რომელსაც ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს მიერ გაცემული ლიცენზია არ ჰქონდა“, - აცხადებს კოკა კაციტაძე. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჯეირანლიმ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები. 2016 წლის 12 თებერვალს გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდნენ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჯეირანლის დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კეკელიძეს და ჩუბინიძეს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კარლო კეკელიძის კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გიორგი ჩუბინიძის შემთხვევაში, 2016 წლის 7 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც ჩუბინიძეს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის ჩატარებამდე „ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც ამ შემთხვევაში არ იქნა შესრულებული. 2016 წლის 3 მარტს კეკელიძეს, ხოლო იმავე წლის 8 მარტს ჩუბინიძეს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად ორივე პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექიმებს არცერთ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფოს სერტიფიკატი არ გააჩნდათ, ხოლო კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოთა გადანერგვის ნებართვა არ ჰქონდა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თუ კლინიკა „ლანცენტს“ ლიცენზია არა აქვს, პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება. „აქამდე იყო ტოტალური დერეგულაცია, 2003 წლიდან გამკაცრდა სანებართვო მოთხოვნები ცალკეული დაწესებულებების მიმართ, დაიყო დონეებად, მათ შორის სამშობიაროები, შემოვიდა არჩევითი კონტრაქტორების მექანიზმი. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ თავიდანა ვიცილოთ ისეთი შემთხვევები რაც „ლანცეტთან“ მიმართებაში დაფიქსირდა. რაც შეეხება კლინიკა „ლანცეტს“ , თუ მას ლიცენზია არა აქვს, პროკურატურის საქმეა და შესაბამისი სამართლიანი რეაგირება იქნება. ოპერაცია თუ ლიცენზიის გარეშე ჩაატარეს, ეს კანონდარღვევაა. ჯერ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს და სასამართლომ დაადგინოს ჭეშმარიტება“, - ამბობს აკაკი ზოიძე. კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის და დირექტორის ფარმან ჯეირანლის საქმეში პროკურატურამ დაზარალებულად კლინიკაში ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილების მეუღლეები ცნო. დაზარალებულები დირექტორის გარდა, იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ, რომლებმაც უკანონო საექიმო საქმიანობა განახორციელეს. გარდა ამისა, ითხოვენ დაიკითხონ კლინიკის სხვა ხელმძღვანელებიც, რომლებმაც მოიწვიეს აზერბაიჯანიდან ექიმები და ოპერაციები დაგეგმეს. ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის, ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის, გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვს. ნანა კეკელიძე ამბობს, რომ სწორედ ნინო კუზანოვა პირდებოდა მათ, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ. „ვიმეორებ, რომ დიახ, ოპერაციამდე მე და ჩემს მეუღლეს დაჟინებით გვპირდებოდა ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, გვეუბნებოდა, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ. დღეს ამბობს, რომ თურმე მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში. დიახ უნდა დაისაჯოს როგორც კუზანოვა, ასევე კლინიკის იურისტი, რომელიც ამ დანაშაულის თამონაწილეა“, - აცხადებს ნანა კეკელიძე. კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა აცადებს, რომ კლინიკაში ღვიძლის გადანერგვისას ორი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას კუზანოვამ აღნიშნა, რომ ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, მართლაც კვალიფიციურია, თუმცა ის, რომ ოპერაციაში მონაწილე ექიმებს ლიცენზია არ ჰქონდათ, კუზანოვას თქმით, მისთვის უცნობი იყო. „სწორედ ამ საკითხზე მომივიდა დაპირისპირება ამჟამად უკვე დაკავებულ კლინიკის მფლობელ ფარმან ჯეირანლისთან, რის შემდეგაც მნიშვნელოვან საკითხებს ჩამომაშორეს და კლინიკა დავტოვე. ამ საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ უკვე დამკითხა, თუმცა პასუხისმგებლობას მომხდარ შემთხვევებზე არ ვგრძნობ“, - აცხადებს ნინო კუზანოვა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

25.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

აბორტის აკრძალვის საკითხზე საზოგადოება გაორებულია

აბორტის აკრძალვის შესახებ დისკუსია ბოლო წლებში მკვეთრად გააქტიურდა. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოტივი დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრაა. კათოლიკოს-პატრიარქიც ამ თემაზე ხშირად აკეთებს განცხადებას, ამიტომ საზოგადოებაში აბორტის საკითხი ისევ აქტუალური გახდა და აზრიც ორ ნაწილად გაიყო. აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგებისთვის მთავარი საფიქრალი გახდა მდედრობითი სქესის ჯანმრთელობისა და არჩევანის თავისუფლება, ხოლო მეორე ნაწილი ნაყოფის სიცოცხლის უპირატესობასა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოში ყოველწლიურად სტატისტიკურად 40 ათასამდე აბორტი ფიქსირდება. სწორედ ამ ციფრის შემცირებას ცდილობს ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში. ამაზე არაერთხელ იყო საუბარი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის აკრძალვის თემას 2013 წელსაც შეეხო და 2015 წელსაც: "დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)", - ნათქვამია ეპისტოლეში. სპეციალისტები და ქალთა უფლებების დამცველები აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, საკანონმდებლო ორგანოში კი ფიქრობენ, რომ აბორტის სრულიად აკრძალვის არა, მაგრამ ე.წ. სელექციური აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობის დაწყება აუცილებელია. "რეზონანსი" დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი ამის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის აზრიც ისევე ორ ნაწილად იყოფა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხედულება. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ქალის უფლება და მისი წართმევა დაუშვებელია, ნაწილი კი თვლის, რომ აბორტი პირდაპირი მკვლელობაა და არავის აქვს უფლება, სხვისი, თუნდაც საკუთარი შვილის, სიცოცხლე ხელყოს. ფსიქოლოგები, ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა მოხდება კანონის სისრულეში მოყვანის შემდეგ. გასათვალისწინებელია და ყურადსაღებია ფაქტები სხვა ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი რეფორმები წლების წინ გატარდა და არასასურველი შედეგები მიიღეს. საქართველოს კანონის მიხედვით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუკი ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას. თუ პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა, არჩევანი ქალის პრეროგატივაა. კანონის თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. დღესდღეობით ქვეყანაში ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ქუჩაში მიტოვებულ ჩვილ ბავშვებს პოულობენ. თუკი დედას ბავშვის მოცილება აქვს გადაწყვეტილი, ამას მისი დაბადების შემდეგაც იზამს. ამიტომ ზუსტად უნდა განისაზღვროს ყველა რისკფაქტორი, რაც ამ კანონის მიღებას ან პირიქით, მიუღებლობას მოჰყვება. კანონის გადახედვას არა, მაგრამ ე.წ. სელექციური აბორტის, ანუ ნაყოფის სქესით განპირობებული აბორტის თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობის დაწყებას აპირებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე: "ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს შერჩევითი ანუ სელექციური აბორტები. საერთო სტატისტიკაში 30% სწორედ ასეთი შემთხვევებია. ვფიქრობ, ორსულობის შეწყვეტის აკრძალვა ხელაღებით მიუღებელია იმიტომ, რომ შეიძლება გაიზარდოს არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და ამას მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა. ამ კუთხით ძალიან დიდი მუშაობა გვჭირდება. გადაწყვეტილი გვაქვს, კომიტეტში მოვიწვიოთ ამ დარგის სპეციალისტები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ინიციატივას აქვს მეორე მხარეც. აბორტების აკრძალვა თავისებურად შობადობას წაახალისებს, რაც ნამდვილად საჭიროა, რადგან დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოში მართლაც ურთულესი ვითარებაა. შობადობის რიცხვი ისევ იკლებს და მალე საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს. ფქსიქოლოგი ქეთევან ლიკლიკაძე ამბობს, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საკითხი საკმაოდ ფაქიზი და რთული თემაა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცალსახად შევხედოთ. "დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება ძალიან კარგია, მაგრამ არა ასეთი მკვეთრი ჩარევით. მიზეზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იმდენად არასასურველია ნაყოფი, რომ დედამ მუცლად ყოფნის პერიოდშივე შეიზიზღოს. ასეთ შემთხვევაში როგორც დედის, ასევე იმ ჩვილის ფსიქიკაც ზიანდება, რომელიც ჯერ არ არის დაბადებული. ვფიქრობ, უნდა დაიყოს კატეგორიებად აბორტის სახეები, მიზეზები. ამას თავისებური პროცედურები სჭირდება, მათ შორის, ფსიქოლოგთან კონსულტაციაც და ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გადაწყდეს აბორტის საკითხი. ჩემი მეგობარი მეან-გინეკოლოგია და ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. ხანდახან აბორტის მიზეზი გაუპატიურებაა და როდესაც ქალს არასასურველი კაცისგან არასასურველი ის ბავშვი ჰყავს მუცლად, რომელიც ძალადობის შედეგია, ეს ურთულესი მომენტია. დედას ამ შემთხვევაში მხოლოდ ძალადობა ახსენდება, შესაბამისად, უჩნდება ზიზღი და აგრესია. ასე ერთი ხელის მოსმით მისაღები კანონი არ არის, ფიქრი და დროა საჭირო. ისიც ნათელია, რომ აბორტების რიცხვმა წელიწადში 40 ათასს მიაღწია. ეს რიცხვი ნამდვილად უნდა შემცირდეს და შობადობა გაიზაროდს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უხეში ჩარევითა და იძულებით", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგმა ქეთევან ლიკლიკაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4474363&name=25.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ჩხოროწყუში ექიმები სამშობიარო განყოფილების დახურვას აპროტესტებენ

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის მთავარი გინეკოლოგები ჩხოროწყუს გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ჩხოროწყუს სამშობიარო განყოფილება დაიხურა. აქციის მონაწილეები განცხადებით, განყოფილების დახურვის მიზეზი სამშობიარო სახლისთვის შეუსაბამო პირობები და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს თანხების გამოყოფას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიანი აქციებით იმუქრებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4474352&name=25.05.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

გელა ნიკოლაიშვილი: "ფარმან ჯეირანლის ძმას კლინიკა "ლანცეტის" გაყიდვა შესთავაზეს"

23 მაისს კლინიკა ლანცეტის დირექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ 100.000 ლარის გადახდას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაკავებული ფარმან ჯეირანლი აცხადებს, რომ არიან დაინტერსებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რათა საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა. ნინო კუზანოვა: -იცით, ეს განცხადებები რომ წავიკითხე, მწარედ გამეცინა. მადანაშაულებს იმაში, რომ თურმე მე ყველაფერი ხელს ვუშლიდი. უფრო მეტი უნდა შემეშალა, მაგრამ ამისი არც ძალა მქონდა და არც ძალაუფლება და ზუსტად მაგიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. -რა მოხდა? -ის, რომ ზუსტად მაგიტომ წამოვედი მაგ კლინიკიდან, რომ ჩემთვის მისი გადაწყვეტილებები და მიდგომები იყო სრულიად მიუღებელი. დიმიტრი გაბუნია: -აბსოლიტურად დიდ გაურკვევლობაში ვარ. თაღლითობაში ეჭვმიტანილმა ადამიანმა რატომ დაასახელა ჩემი სახელი და გვარი, არ ვიცი. მე ნინო კუზანოვას ადვოკატი ვიყავი მაგათ წინააღმდეგ შრომით დავაში, როდესაც ნინო გაათავისუფლეს სამსახურიდან".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4474349&name=25.05.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.05.2017

მედიასაშუალება: გზა

გოგონა, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკის შეცვლაზე ოცნებობს...

თეა, 15 წლის: როცა გავიზრდები და ბავშვთა ფსოქოლოგი ვიქნები, მინდა რომ დღის ცენტრი გავხსნა აჭარაში - კრიზისული ცენტრი. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან პატარა ბავშვს უჭირს პრობლემების გადაჭრა, აქვს სტრესი და დეპრესია და ასე შემდეგ. ჩემი ოცნებაა, ბევრი ბავშვი ვიშვილო და გავზარდო, როცა გავიზრდები და ასაკი ამის საშუალებას მომცემს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4474537&name=25.05.2017+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

---