From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-26.02.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 26.02.2018 08:37
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 6.02.2018

ტელევიზია

26.02.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა: დილა მშვიდობისა

16 წლის აჩი მეტრეველს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მოზარდს თანდაყოლილი მიტოქონდრიული დაავადება აქვს და უკვე 3 თვეა რეანიმაციაშია. მას საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა ეს სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ოჯახს არ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5063747

---

 

26.02.2018

არხი:            ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

კლინიკების ტოპხუთეული, რომლებიც სახელმწიფო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს. 1) შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"; 2) სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი; 3) შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა; 4) შპს უნიმედი კახეთი; 5) სს "კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე 2 მილიარდზე მეტია დახარჯული. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა მზარდია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5063707

---

 

25.02.2018

არხი: იმედი  

გადაცემა: იმედის კვირა

ოფიციალური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ყოველი მერვე ადამიანი სოციალურად დაუცველია. თითქმის ნახევარი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემწეობას იღებს. საკმაოდ მძიმე სტატისტიკა აერთიანებს, როგორც შრომის უუნარო ასევე სრულიად ჯანმრთელ შრომის უნარიან ადამიანებს. ამ ფონზე ისმის კითხვა: ხომ არ ახალისებს მიზნობრივი სოციალური შემწეობა უმუშევრობას?რადგან როგორც აღმოჩნდა სოციალურ დაუცველთა დიდი ნაწილი უარს ამბობს შეთავაზებულ სამუშაოზე, სამსახურზე 600, 700 და 800 ლარიან სამსახურზე. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ რეფორმა უნდა შეცვალოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/v ideo.php?id=5063548

---

 

25.02.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 18:00

აფაქიძეების 6 სულიანი ოჯახი ოზურგეთში, რომელიც სიცივესა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, არც წყალი და არც კანალიზაციაა, მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ფეხსაცმელის უქონლობის გამო ბავშვები ვერ ბაღში დადიან. ამას ოჯახის დიასახლისის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ემატება. აფაქიძეები დახმარებას ითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5063319

---

 

24.02.2018

არხი: რუსთავი 2 

გადაცემა: კურიერი 21:00

ბრძოლა გადარჩენისთვის - ოჯახები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებიდან. კაპანაძეების 7-სულიანი ოჯახი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ კარბში  მიწურში ცხოვრობს. შენობა ნახევრად დანგრეულია.

http://rustavi2.ge/ka/news/97575

---

 

24.02.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 15:00

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ შრომითი უსაფრთხოების სანქციებზე ჯარიმა დედაქალაქსა და რეგიონებში დიფერენცირებული არ იყოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სანქციების გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებას თვითმმართველობებისგან ითხოვდნენ. განმარტავენ, რომ ბათუმსა და სხვა თვითმმართველობებს შრომის უსაფრთხოების გამკაცრების დასაბუთებით პარლამენტისთვის არ მიუმართავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5062321

---

 

23.02.2018

არხი: ტვ პირველი  

გადაცემა: პირველები

გადაცენის ერთ ერთი თემა- "მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ" - აქცია-გზავნილი, რეგიონებიდან თბილისში და ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, მუშები დედაქალაქში მსვლელობის მოსაწყობად ჩამოდიან. "სიცოცხლე მუშებს" ამ შეძახილით გაიარეს გზა პროფკავშირების წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულმა მუშებმა, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061585

---

 

23.02.2018

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად

"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა მე ვარ."-ამ სახელწოდებით მუშათა მსვლელობა მიმდინარეობს. სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულები თბილისში, საგანგებო საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5060771

---

 

23.02.2018

არხი:           იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

შრომის უსაფრთხო გარემო და ქმედითი კანონმდებლობა. ამ მოთხვონით ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე პროფკავშირების ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონი არ მოსწონთ. პარალელურად გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061326

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061002

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061192

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5060988

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061626

---

 

23.02.2018

არხი: ტელეკომპანია აჭარა  

გადაცემა: მთავარი 18:00

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით პროფკავშირებმა აქცია ბათუმში გამართეს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სტატისტიკური მონაცემებით შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე დაღუპულია 461 და დასახიჩრებულია 796 დასაქმებული. მხოლოდ გასულ წელს დაღუპულია 41 მოქალაქე, აქედან 17 აჭარაში

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061218

---

 

23.02.2018

არხი:           რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიონიანი პროექტის „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დასაქმებული ლევან ლაფაჩი სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევა თაბორის მთაზე ერთი თვის წინ მოხდა. ერთ-ერთი ობიექტის გოლფის კლუბის მშენებლობის დროს ჭერი ჩამოინგრა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ზედა სართულს, ბეტონის ფილის დასხმის დროს კონსტრუქციის სამაგრებმა ვერ გაუძლო და ათობით კუბი ბეტონის ქვეშ 27 წლის მუშა მოექცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061512

---

 

23.02.2018

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ამასთან მათ სკრინინგიც გაუკეთდათ და სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით C ჰეპატიტის სტატუსზე ინფორმაცია მიიღეს, მასობრივი ვაქცინაცია საჯარო დაწესებულებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო და მას კამპანიური სახე ექნება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061001

---

 

23.02.2018

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 18:00

ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების და ნარკოტიკის მომხმარებლების სოციალიზაციასა და პრობელმაზე ყურადღება საქართველოს ზრუნვის პლატფორმის ანგარიშშია გამახვილებული. დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონმდებლებს და ამ საკითხზე მომუშავე დარგის სპეციალისტებს გააცნო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5061456

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5060491

---

 

 

ინტერნეტი

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480172-saqalaqo-sasamarthlosthan-chkheidzis-quchaze-mckhovrebma-socialurad-daucvelebma-saprotesto-aqcia-gamarthes.html

საქალაქო სასამართლოსთან ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საქალაქო სასამართლოსთან ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.   აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ჩხეიძის ქუჩაზე სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ერთ-ერთ შენობაში 2008 წლიდან ცხოვრობენ, თუმცა ახლა მათი გამოსახლება და ობიექტის გასხვისება იგეგმება. „თითქმის ყოველ დღე მოჰყავს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტორები. შენობის გასხვისება უნდათ. პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო დავა საქალაქო სასამართლოში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო და სასამართლო სისტემა შეთანხმებულია, რათა მოქალაქეები დაჩაგრონ. ჩვენ არაფრის იმედი არ გვაქვს. ამ შენობაში ცხოვრობს 54 ოჯახი, აქედან 52 ბავშვი. ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს და სახელმწიფო ვალდებულია რაიმეთი დაგვეხმაროს“, - განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

---

 

25.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/socialuri-shemweobis-danishvnisas-saxelmwifo-moxucebze-metad-bavshvian-ojaxebs-anichebs-upiratesobas/17160/

სოციალური შემწეობის დანიშვნისას სახელმწიფო მოხუცებზე მეტად ბავშვიან ოჯახებს ანიჭებს უპირატესობას

ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნისას სახელმწიფო მოხუცებზე მეტად ბავშვიან ოჯახებს ანიჭებს უპირატესობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულ ფულადი შემწეობის მიმღებებთა შორის 150 ათასზე მეტი არასრულწლოვანია. მათ შორის, 47 268 6 წლამდე ასაკის ბავშვია. რადგან ოჯახის სარეიტინგო ქულა ერთიანი მეთოდით ანგარიშდება, სოციალური შემწეობის მიმღებებს შორის ბავშვების მშობლებიც მრავლად არიან. ბაზაში რეგისტრირებულია 18-დან 30 წლამდე მყოფი 58 733 პირი და 30-დან 40 წლამდე 64 659 ადამიანი. ასევე, ფულად სოციალურ შემწეობას იღებს 40-დან 60 წლამდე მყოფი 97 122 მოქალაქე. სულ ბაზაში აქტიური ასაკის, 18-დან 60 წლამდე 220 519 მოქალაქეა რეგისტრირებული. ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანად მცირეა ბაზაში რეგისტრირებული მოხუცების რაოდენობა. 60-65 წლის მოქალაქეებს შორის მხოლო 20 726 იღებს ფულად სოციალურ დახმარებას, 65-70 წლის მოქალაქეებიდან - 17 043 პირია მიმღები, ხოლო 70-ს ზევით კი შემწეობით 48 160 მოხუცი ფინანსდება. ავტორი: მეგი კავთუაშვილი

---

 

25.02.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/197935

ქუთაისის მერია უკანონო მშენებლობაზე სანქციების გამკაცრების მოთხოვნას შეუერთდება

ქუთაისის მერია გეგმავს პარლამენტს მიმართოს უკანონო მშენებლობებზე, ნებართვის დარღვევასა და სხვა ტექნიკურ ხარვეზებზე ჯარიმები გამკაცრების მოთხოვნით. როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივ მედიას(newpress)განუცხადა, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, "შრომის უსაფრთხოების  შესახებ" კანონით სანქციები გათვალისწინებულია ყველგან ერთი ოდენობით, თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე კი ჯარიმები იმ ტექნიკურ მიმართულებებზე განხორციელდა, რომელსაც თავად მუნიციპალიტეტი ახორციელებს. მისივე თქმით, გარკვეული ხნის წინ შეხვდნენ რეგიონების წარმომადგენელებს, თუმცა იქ მსგავსი მოთხოვნა არავის ჰქონდა. "შრომის უსაფრთხოების კუთხით ჯარიმები და სანქციები არის ერთი და იგივე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილების ქვეშ. თბილისის შემთხვევაში, საუბარია, დამატებით ინიციატივაზე, რომელიც იყო მაღალსართულიან კორპუსების და ტექნიკურად რთული შენობების მშენებლობაზე, რადგან თბილისში მწვავედ დგას ეს საკითხი, ქალაქის მერის მომართვის საფუძველზე ცვლილება შევიდა იმ ნაწილში, რომელსაც თავად მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახორციელებს. ეს არის, როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე ნებართვის დარღვევა და სხვა საკითხები, რაც მიეკუთვნება ზედამხედველობას. მერიამ ჩათვალა საჭიროდ, მსგავსი სიმკაცრის სანქციები ყოფილიყო იმ საკითხებზე, რაც მიეკუთვნება მერიის კომპეტენციას"-განაცხადა აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ თუ თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები მოითხოვენ, მათ მუნიციპალიტეტში მსგავს სანქციებს, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, პარლამენტმა ცვლილებას მხარი დაუჭიროს და ცვლილება შეიტანონ კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს შესაბამის ქალაქებში ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირებას. დეპუტატის განცხადებით, მერიამ ამის დასაბუთებაც უნდა მოახდინოს.

---

 

24.02.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138971&lang_id=ge

უსაფრთხო შრომის კანონის მოთხოვნით - პარლამენტი „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტზე უკვე მერვე თვეა მსჯელობს

სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ ბოლო ცნობა მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მედიაგამოცემები წერდნენ, რომ სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი. ბოლო 6 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა 1209 მუშა. 1209 დაღუპულებს შორისაა ის 4 ადამიანიც, რომლებსაც მაისში ტყიბულის შატხაში ბაგირი ჩაუწყდათ და 400 მეტრის სიმაღლიდან შახტის სიღრმეში გაუჩინარდნენ. პარლამენტი „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტზე უკვე მერვე თვეა მსჯელობს. განხილვა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოლოდინი, რომ ცვლილებებს პარლამენტი 2017 წლის ბოლომდე დაამტკიცებდა, არ გამართლდა. 2017 წლის დეკემბერში, მეხუთე სამუშაო შეხვედრაზე, ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ იაშაღაშვილმა პროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ დასამუშავებელია. შესაბამისად, პროექტზე განხილვის პროცესი პარლამენტში დროში გაიწელა. „ლიბერალი” დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს და მათი პოზიციების გაზიარება სთხოვა, თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ კანონპროექტის განხილვამდე მათ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. კანონპროექტის განხილვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, არასამთავრობო სექტორს შენიშვნები აქვს პროექტის შინაარსთანაც. რას აკეთებს შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი დღეს? ჯანდაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი 2015 წლის მარტში შეიქმნა (შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წლიდან გაუქმებულია). 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა და მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მონიტორი გამოყო. თუმცა, ამ დეპარტამენტის სამუშაო მანდატი შეზღუდულია. ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუძლია, დამსაქმებლის წინასწარი ნებართვის გარეშე შეამოწმოს ესა თუ ის კომპანია; ასევე, შემოწმების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, რომლის შინაარსიც თავიდან საჯარო არ იყო და რამდენიმე თვის წინ ეს წესი შეიცვალა. არ არსებობს არანაირი სანქცირების სისტემა და ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვრამდე ინსპექციას კომპანიაში მხოლოდ შრომის პირობების (შრომის უსაფრთხოება) შემოწმების უფლება ჰქონდა (1 იანვარს დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლითაც დეპარტამენტს შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც მიენიჭა, რომელიც უსაფრთხოების გარდა, ხელშეკრულებების, ზეგანაკვეთური შრომისა და სხვა უფლებების შესწავლას გულისხმობს). ამ პერიოდის განმავლობაში, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის” (EMC) მონაცემებით, 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევები თითქმის 23%-ითაა გაზრდილი. რაც ნიშნავს იმას, რომ მოქმედი კანონი და მექანიზმი ქვეყანაში შრომის ნორმების დარღვევების კუთხით არსებულ რეალობას ვერ ცვლის. „შრომის უსაფრთხოების” კანონპროექტის განხილვის დროს, არასამთავრობო სექტორმა, პროფესიულმა კავშირებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონპროექტის ახლანდელი შინაარსიც ვერ გამოასწორებს დღეს არსებულ პრობლემებს. წარდგენილი კანონპროექტი - რა შეიცვლება? კანონის ახლანდელი პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ტიპის დასაქმების ადგილები უნდა შემოწმდეს. შემოთავაზებულ პროექტში ცალსახად წერია, რომ ინსპექტირება ისეთ საწარმოებს მოიცავს, სადაც მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიში პირობებია. შეზღუდული გავრცელების არეალის არგუმენტად, 2017 წლის ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირე დაასახელა. და ისიც თქვა, რომ კანონმა მოქმედება პილოტირების რეჟიმში უნდა დაიწყოს, შემდეგ კი, მთავრობა ეცდება, კანონი დასაქმების დანარჩენ ადგილებზეც გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, პროექტის ერთ-ერთ განხილვაზე, 2017 წლის დეკემბერში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კანონის მოქმედების სფეროს კიდევ უფრო დავიწროების საჭიროებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტერმინის „მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების“ ნაცვლად უნდა განისაზღვროს „მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოები“: „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანა დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და ამასთან არ მოიცავს საშიშპირობებიან სამუშაოებს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით, კანონი არ უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებებზე, რაც ასევე დაუსაბუთებელი მოსაზრებაა და მიზნად ისახავს, კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხოს საჯარო დაწესებულებები”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის”(EMC) ერთ-ერთ განცხადებაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დასაქმების ადგილზე ინსპექციის უპირობო დაშვების მექანიზმის არქონაა და ეს კანონპროექტით ისევ ძალაში რჩება. ანუ კანონის ამოქმედების შემდეგაც კი, შრომის ინსპექციას კომპანიის/დაწესებულების შემოწმება მხოლოდ დამსაქმებლის ნებართვის შემდეგ შეეძლება. დაბოლოს, მნიშვნელოვანია შემოთავაზებული სანქცირების სისტემა - პროექტი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით: „გარდა ამისა, პროექტი ადგენს თითოეულ დარღვევაზე განსაზღვრულ ჯარიმათა საერთო ოდენობის ზედა ზღვარს - მინიმუმ 1 000 და მაქსიმუმ 6 000 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ დარღვევებისათვის საერთო ჯარიმამ (მათი რაოდენობის მიუხედავად) კანონით განსაზღვრულ ზედა ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ ჯარიმის შემოთავაზებული მექანიზმი მისი უკიდურესად მცირე ოდენობების გათვალისწინებით ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ის უნდა გადაიხედოს”, - წერია EMC-ის განცხადებაში. 5 თებერვალს, სამუშაო შეხვედრის გადადების შემდეგ, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი თვის ბოლომდე დაამტკიცებს კანონს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, 15 თებერვალს გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა და პარლამენტი არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს და საბოლოოდ რა ჩაიწერება სამართლებრივ დოკუმენტში. იქამდე კი, 14 თებერვალს „აუდიტორია 115-ის“ ორგანიზებით, თბილისში მსვლელობა-აქცია მოეწყობა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ სამუშაო ადგილზე დაღუპულ და დაშავებულ მუშებს და მთავრობას მოუწოდებენ, ეფექტიანი შრომის ინსპექტირების სისტემის შექმნისკენ.

---

 

24.02.2018

მედიასაშუალება: http://newpress.ge/zestafonshi-saproteso-aqcia-gaimarta

"სტოპ კიბოს ლიცენზიას"-ზესტაფონში საპროტესო აქცია გაიმართა

ზესტაფონში საპროტესო აქცია გაიმართა. "სტოპ კიბოს ლიცენზიას!", "არ გვჯერა გამორთული სენსორის", "დამარხეთ სიკვდილის გორები" , - ამ სლოგანით აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ფეროშენადნობთა ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და უმარავი დაავადების გამომწვევი მიზეზია. აქციის მონაწილეები ქარხანაზე სპეციალური ფილტრების ჩართვას და 24 საათიან მონიტორინგს მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ. "ჯორჯიან მანგანეზში" განმატავენ, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ფილტრებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ფილტრები გამართულად მუშაობს, ასევე მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

---

 

24.02.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=165906-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

„მშია, დამეხმარეთ...“ - პატარა საბას მიმართვა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს. პატარა საბას ეპილეფსია აქვს და მედიკამენტები ესაჭიროება. მშობლების განცხადებით ბიჭი ხშირად კრუნჩხვაში ვარდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია და არც დახმარებას არ იღებს. პატარა საბას თქმით, როცა საჭმელი არ აქვთ დედა მეზობლებთან უშვებს. ბიჭი ამბობს, რომ შია და ხალხს დახმარებას სთხოვს. მისი სურვილია ჰქონდეს ველოსიპედი და პულტიანი მანქანა. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქველმოქმედო ფონდს “ობიექტივი” ტელეფონი: 577588998

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60899

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას. როგორც "ექსპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარიხსს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას. "GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მათ შორის უპირველესია GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება. ინსპექტორატის შექმნის მიზნით, 2018 წლის 10 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს ინსპექტორთა კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები განსაზღვრულია ევროდირექტივის შესაბამისად (პროფესიული ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა) და განთავსდება ჯანდაცვის სამინსტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომლის დაქვემდებარებაშიც მოექცევა ინსპექტორატი. გარდა ამისა, ინფორმაცია შერჩევის შესახებ განთვსდება ვებ-გვერდზე WWW.JOBS.GE. კონკურსანტებიდან სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას საზღვარგარეთ. კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მზადების კურსებს, მიენიჭებათ შესაბამისი სერთიფიკატი და განახორციელებენ ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირებას, რაც წამლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება. GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშრის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479886-medikamentebis-khariskhis-uzrunvelyofis-miznith-saqarthveloshi-gmp-standarti-inergeba.html?ar=A

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/101921-medikamentebis-khariskhis-uzrunvelyofis-miznit-saqartveloshi-GMP-standarti-inergeba

პია.ჯი- https://pia.ge/post/188251-medikamentebis-xarisxis-uzrunvelyofis-miznit-saqartvelosi-gmp-standarti-inergeba

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60894

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგოკომბინირებული ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პარალელურად ასევე, განხორციელდა С ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. აქცია საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წევრიანმა ჯგუფმა ჩაატარა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპანა უგრეხელიძემ აქციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის იუსტიციის სახლში ჩაუტარდათ წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე სკრინინგი C ჰეპატიტზე და შიდსზე. მსურს, დიდიმადლობა გადავუხადო ამ ინიციატივის ავტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები დიდ დროს ატარებენ სამუშაო ადგილებზე, სადაც კონტაქტი აქვთ უამრავ ადამიანთან და შესაბამისად, დაავადების გადადების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს", – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ. ექიმების ჯგუფთან ერთად საჯარო რეესტრს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესტუმრა, რომელმაც დღევანდელი აქციის, ასევეზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მათი ჩართვა აქციაში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მთლიანი საზოგადოებისთვის.მასობრივ ვაქცინაციას, განსაკუთრებით მოზრდილიმოქალაქეებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა უნდა იყოს აცრილი, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი და 40 წლის ზემოთ მოქალაქეები. ასევე, მნიშვნელოვანია მეორეპროგრამა –უფასო შემოწმება C ჰეპატიტზე. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს დაავადება უკვე სრულად განკურნებადია, ამიტომ სასურველია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი", –განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ყველაზე ადვილადგადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით. კლინიკურადწითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტიანკონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/101923-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-tanamshromlebs-tstsyis-vaqcinacia-chautardat

გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sajaro-reestris-erovnuli-saagentos-tanamshromlebistvis-vaktsinatsiis-aktsia-gaimarta-r

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/479887-sajaro-reestris-erovnuli-saagentos-thanamshromlebs-tsithela-tsithura-ybayuras-vaqcinacia-chautardath.html?ar=A

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139518&lang_id=ge

კლინიკები, რომლებმაც ყველაზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს

კლინიკების ტოპ ხუთეულის, რომლებმაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს: 1) შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"; 2) სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი; 3) შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა; 4) შპს უნიმედი კახეთი; 5) სს "კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და ამ დრომდე 2 მილიარდზე მეტია დახარჯული. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა მზარდია.

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotshromit-urtiertobebshi-damatebiti-antidiskriminaciuli-sakanondeblo-garantiebi-inergebaquot/17115/

"შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება"

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს შრომის კოდექსში“ და სამ სხვა ნორმატიულ აქტში ცვლილებებს, მათ შორის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში. ცვლილებების მიზანი, დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს არათანასწორი მოპყრობის აკრძალვას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, როგორიცაა ვაკანსიის გამოქვეყნება და გასაუბრების ეტაპი, ხოლო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ცვლილებები ითვალისწინებს დისკრიმინაციის აკრძალვას, ასევე, შრომითი ურთიერთობის სხვა ეტაპებზეც. „ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებით, კერძოდ შეთანხმების XXX დანართის მიხედვით, რომელიც ეხება დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარი შესაძლებლობებს. შეთანხმების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში (2019 წლის 1 ივლისამდე) უნდა მომხდარიყო ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა შემდეგ ევროდირექტივებთან: 2000/43/EC, 2000/78/EC, 2004/113/EC. უფრო კონკრეტულად განვიხილოთ თუ რა ცვლილებები შედის „შრომის კოდექსში“: კოდექსის იმ ნორმაში,1 სადაც საუბარია სახელშეკრულებო და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვაზე, დაკონკრეტებულია, რომ წინასახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს ასევე ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებას და, შესაბამისად, მასზეც უნდა გავრცელდეს ანტიდისკრიმინაციული რეგულირებები. დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის გათავისუფლება, ან რაიმე სახით მასზე ზემოქმედება იმ მიზეზით, რომ მან „დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან“. შესაბამის ორგანოში იგულისხმება სახალხო დამცველი, შსს, პროკურატურა და ა.შ. ნორმის მიზანია ანტიდისკრიმინაციული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტური გამოყენების წახალისება და მათი დამსაქმებელთა მხრიდან შესაძლო ზეწოლისგან დაცვა. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად2, დამსაქმებელს უფლება აქვს წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას როგორც ღია, (მაგ.: სოციალური ქსელები) ასევე დახურული (მაგ.: ცნობა ნასამართლეობის შესახებ) წყაროებიდან. ცვლილება ამ უფლებას უნარჩუნებს დამსაქმებელს, თუმცა უკრძალავს მას ისეთი ინფორმაციის მოთხოვნას კანდიდატისაგან, რომელიც ეხება კანდიდატის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას (გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც ეს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი გარემოებაა). რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩამოთვლილი გარემოებები მკაფიოდ და ცხადად არ იქნება დაკავშირებული შესასრულებელ სამუშაოსთან, ამ საკითხებზე გასაუბრების დროს კითხვის დასმაც კი დისკრიმინაციად ჩაითვლება. კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომ შინაგანაწესში და მარეგულერებელ დოკუმენტაციაში ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები და გააცნოს ის კანდიდატს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც გარანტირებულია თანაბარი მოპყრობის პრინციპი კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომის ანაზღაურების პირობებზე, დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობზე და ა.შ. დისკრიმინაციის აკრძალვის ზოგადი ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობაში, ცხადია, ამ ურთიერთობებზეც ვრცელდებოდა, თუმცა საქმიანობის სფეროების კონკრეტულად მითითებამ შესაძლოა მეტი სიცხადე და, შესაბამისად, ეფექტურობა შეიტანოს კანონის პრაქტიკაში მოქმედებისას. შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობების დროს დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. სახალხო დამცველის ზოგად წინადებაში3 „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითზე“ აღწერილია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსზე ქვეყნდებოდა ვაკანსიები, სადაც დაუსაბუთებლად იყო მოთხოვნილი კონკრეტული სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ისეთი სუბიექტური კატეგორიები, როგორიცაა, მაგალითად, „სრულიად უკომპლექსო“ და ა.შ. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილებები დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის ახალ მექანიზმს არ ქმნის და დავის შემთხვევაში მხარეები სასამართლო წესით იდავებენ, თუმცა, იძლევა დამატებით საკანონმდებლო გარანტიებს იმისთვის, რომ შეიზღუდოს შრომით ურთიერთობებში არათანასწორი მოპყრობის პრაქტიკის განვითარება. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატსაც ექმნება მკაფიო სამართლებრივი საფუძველი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება4 დისკრიმინაციის შემთხვევებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას. მნიშვნელოვანია, კანონის იმპლემენტაცია მოხდეს კანონის მიზნების შესაბამისად, შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების საფუძვლიანი და მხარეთა ჩართულობით შესწავლით, რათა კანონის ცვლილებები დაუსაბუთებელ ბარიერად არ იქცეს შრომით ურთიერთობაში. ამავე დროს მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების შემოღებისას მოხდეს საზოგადოების იმ ჯგუფების ინფორმირება, ვისზეც კანონის მოქმედება გავრცელდება. ასევე, აუცილებელია, განხორციელდეს კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასება“, - განმარტავენ არასამთავრობოში. ბლოგი მომზადდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” დაფინანსებული პროექტის „პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების“ ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს“.

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60917

„მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!“ - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„მუშა რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!“ - აღნიშნული ლოზუნგით თბილისში, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მათი ინფორმაციით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე, საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა. ისინი პარალამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: „მუშებს სიცოცხლე“, „მუშა რომელიც არ მომკვდარა - მე ვარ!“, „სოლიდარობა მუშებს“. აქციაში სხვადავხა რეგიონებიდან ჩამოსული მუშები მონაწილეობენ. ადგილზე ასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია იცავს.

---

 

23.02.2018

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=64840

ბექა ნაცვლიშვილი: ტრეფიკინგი არსებობს, ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არაა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დასაქმებული ადამიანი უბრალო ჭანჭიკია, რომელიც, რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო. ბექა ნაცვლიშვილმა შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უფლებებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ. დეპუტატის ცნობით, სასამართლო ინსტანციებში შრომის დავა საშუალოდ სამი წლის განმავლობაში გრძელდება და ამით ზიანდებიან როგორც დასაქმებულები, ასევე დამსაქმებლები. შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი შრომის სპეციალური სასამართლო კოლეგიის შექმნა, ან შრომითი დავების განმხილველი მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია იქნება. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართავთ, რომ მოსამართლეების რაოდენობა დაადგინოს, რომელიც განკუთვნილი შრომით დავებზე იქნება. ეს კანონპროექტი ზედამხედველობის მოცვის თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელი არ არის. არგუმენტი ვერ მოვისმინე, ცვლილებები ყველა დანარჩენ სფეროზე რატომ არ უნდა გავრცელდეს, რომელზეც არ ვრცელდება. ვერც ის მოვისმინე, შრომითი ინსპექციის ინსპექტირება ზოგადად შრომის უფლებებზე როდის გავრცელდება. შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. ყალბი ცნობიერება არსებობს იმის, რომ დღემდე დასაქმებული უბრალო ჭანჭიკია, რომელიც რომ დაძველდება ან გაფუჭდება, უნდა გადააგდო. დოვლათის შექმნის პროცესში დასაქმებული ადამიანი საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას სანამ გავაგრძელებთ, ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ უფლებებზე ასეთი დამოკიდებულება გვექნება", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. კანონმდებელმა შრომით უფლებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ტრეფიკინგი არსებობს. „დღეს ტრეფიკინგია არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას სარდაფში კეტავენ, იქ ამუშავებენ და პასპორტს პარავენ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ანაზღაურებული არ არის, რადგან ყველას ეშინია, ზეგანაკვეთურ სამსახურზე თუ ხმას ამოიღებს, სამსახურიდან გააგდებენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ. იძულებული შრომა არ არის, როცა ადამიანი შრომობს და ანაზღაურება არ აქვს? - ეს საკითხი შრომის უფლებებზე რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს და ახალი ცვლილებები როდის უნდა შემოვიდეს? კიდევ კარგი, რომ ევროკავშირთან ვალდებულებები გვაქვს და კიდევ კარგი, რომ ამ საკითხზე უნდა დავფიქრებულიყავით. თითს 2024 წელზე ვიშვერთ, რომ ეს ვალდებულება მაშინ უნდა შევასრულოთ, მაგრამ 2024 წელს უნდა დაველოდოთ, თუ ცვლილებების განხორციელება საჭირო დღესაა? მართლა კოლონია ხომ არ ვართ, გვეტყვიან, ამ დროს შეასრულეთ და მხოლოდ მაშინ უნდა შევასრულოთ ყველაფერი?", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

---

 

ბეჭდვითი მედია

26.02.2018

მედიასაშუალება:  პრაიმტაიმი

რა გავლენა მოახდინა ოჯახმა არასრულწლოვანზე?

არასრულწლოვნები და მათ პრობლემებზე წერა ყოველთვის სენსიტიურია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით არ ვასაჯაროებთ იმ ბავშვის ვინაობას, რომლის ისტორიაც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი. თუმცა პრობლემა, რომლის შესახებაც მოგვიყვნენ, არა მარტო შესაბამისი უწყებების, არამედ საზოგადოების ინტერესის საგანიც უნდა იყოს. ჩვენი სტატიის გმირი 12 წლის დ.ნ-ა. ხაშურში დაიბადა. ოჯახში პრობლემები აქვს. დედა და მამა დაშორდნენ. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ბიჭი მამასთან და ბებიასთან ერთად იზრდება. მამას პრობლემები აქვს. ამბობენ, რომ ალკოჰოლიკია. დედა შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს და სამსახურთან შეთავსებით ნახულობს. ბიჭს დევიანტური ქცევები აღენიშნება. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ის სკოლას ხშირად აცდენს, სახლიდან იპარება და მთელ დროს ქუჩაში ატარებს. პოლიციის თქმით, იპარავს და მათხოვრობს კიდეც, ჯიბის ფული რომ ჰქონდეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სკოლა ბავშვს ყველანაირად ეხმარება, ცდილობს ოჯახთან კონტაქტს და ბავშვის საჭიროებების მიხედვით მოქმედებს, თუმცა ფაქტია, სოციალური მომსახურების სააგენტომ ინფორმაცია არასრულწლოვნის პრობლემების შესახებ მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ის სახლიდან მთელი დღით გაიპარა. შეტყობინების მიღებისთანავე ოჯახში სოციალური მუშაკი მივიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონის განყოფილების უფროსის გოჩა ბარბაქაძის თქმით, პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და ბავშვისთვის სპეციალური პროგრამები იქნება შეთავაზებული: – თებერვლის დასაწყისში იყო მომართვა პოლიციიდან, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილები გაუჩნდა. დედ-მამა ცალკე ცხოვრობს, ბავშვს, ფაქტობრივად, ბებია ზრდის. დაწყებული გვაქვს მონიტორინგი, ოჯახისა და ბავშვის დასკვნა დადებული გვაქვს, უახლოეს მომავალში ფსიქოლოგიურ შეფასებას მოვახდენთ და ვფიქრობთ, ჩავრთოთ სახელმწიფო პროგრამაში „უფასო პრევენცია“. ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ. – თქვენ ამბობთ, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილი გაუჩნდა, რას გულისხმობთ ამაში? – ჩვენ პოლიციამ მოგვმართა, რომ ბავშვი დაიკარგა. სავარაუდოდ, ამის შესახებ სამართალდამცველებს მშობელმა შეატყობინა. ჩვენ შეგვატყობინა პოლიციამ და ჩავერთეთ მათთან ერთად საქმეში. ჩვენთვის სხვა ინფორმაციებიცაა ცნობილი. ბავშვმა სამი სკოლა შეიცვალა, სხვა პრობლემებიც იყო და ვმუშაობთ. პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს ეს ყველაფერი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. – თქვენ ადასტურებთ ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი იპარავს? – არა ამას ვერ დავადასტურებ. ბიჭი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია. უფროსი და ჰყავს და ძალიან კარგი ბავშვია. უბრალოდ, მოხდა, რომ პრობლემები აქვს. ბავშვმა მამასთან ყოფნა აირჩია, დედასთანაც აქვს კონტაქტი. მოზარდია, გარდატეხის ასაკი აქვს. თავისი პრობლემები გაუჩნდა. ფსიქოლოგი ჩაერთვება მალე და პრობლემა მოგვარდება. ოჯახის წევრები თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ფსიქოლოგი უახლოეს კვირაში შეხვდება მას. – როცა ოჯახში მსგავსი პრობლემებია, როგორ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო? – პირველ რიგში, ოჯახში მივდივართ, ოჯახსა და ბავშვს ვაფასებთ და რომელი მზრუნველობაც არის საჭირო, იქ აგვყავს და ვეხმარებით. ამ შემთხვევაში უფასო რეინტეგრაციის პროგრამას შევთავაზებთ და მონიტორინგს განვახორციელებთ. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საჭიროებას ვერ ვხედავთ, უბრალოდ, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს. გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და განვითარების უფლება, აგრეთვე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება, როცა ეს შესაძლებელია და თუ – შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალურად დაუცველი ბავშვისა და ოჯახის იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასებაა. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური მუშაკი ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით ინტერვენციას გეგმავს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის რამდენიმე ქვეპროგრამა მოქმედებს. ესენია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა; ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა; ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დღის ცენტრების ქვეპროგრამა; დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა; მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა. ჩვენს გმირს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამას შესთავაზებს. ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რაც დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით; თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთანავე, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება; ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას; საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი). „პრაიმტაიმი“ თვალს ადევნებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობას დ.ნ-ს პრობლემების მოგვარების მიზნით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5064389&name=26.02.2018+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ყველამ ნახოს რომ კაბიანი ტაქსის მძღოლებიც არსებობენ!"

"ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, C ჰეპატიტის პროგრამაში. სამუშაო საათების შემდეგ დავადებ ტრაფარეტს ჩემს მანქანას და დავდივარ" თუ თბილისის ქუჩებში საღამოს 6-დან 9 საათამდე ტაქსით სიარული გიწევთ, შეიძლება 21-ე საუკუნის "აბეზარას" გადააწყდეთ. 26 წლის მერიკო კობერიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერია, მაგრამ სამსახურის შემდეგ ტაქსის მძღოლობასაც ახერხებს. როგორ გადაწყვიტა თავისი მანქანა შემოსავლის წყაროდ ექცია და რას ფიქრობენ მგზავრები "აბეზარას" დანახვისას, ამას თვითონ გიამბობთ: - 15 წლის ვიყავი... ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა დედას გამოვუცხადე, სვანეთში მივდივარ, იქ უნდა ვიცხოვრო-მეთქი. დედა სვანია და სახლიც გვაქვს სვანეთში... დედა და ბებო რიგრიგობით ჩამოდიოდნენ... ცხრა თვე სვანეთის სკოლაში ვისწავლე. პოპულარული გოგო ვიყავი,"იოჟიკა" ვარცხნილობით. მოკლედ, ლენტეხის პირველი სკოლა დავამთავრე. მეორე დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო ჩაბარება გრანტის მოსაპოვებლად, რომ პოლონეთში წავსულიყავი სასწავლებლად. არავინ იცოდა, სანამ არ გავიგე, რომ გავიმარჯვე და მივემგზავრებოდი. ესეც შოკი იყო ჩემი ოჯახისთვის. პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე "კარიტასში", მცირე საოჯახო ბავშვთა სახლში მუშაობა. აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც ობლები არ იყვნენ, მაგრამ "კარიტასში" მძIიმე ოჯახური და სოციალური პირობების გამო ცხოვრობდნენ. 10 ბავშვი მებარა. ემოციურად ძალიან რთულია ამ ბავშვებთან მუშაობა, რადგან ისინი, როგორც შვილები, ისე გიყვარდება. ვზრუნავდი მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სახლშიც მომყვებოდა მათზე დარდი და მივხვდი, ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი, ამიტომ ერთი წლის შემდეგ წამოვედი. როგორი ინტეგრირებულიც უნდა იყვნენ ისინი სოციუმთან, მაინც პარალელურ სამყაროში რჩებიან, რადგან ჰყავთ დედა, ზოგჯერ მამაც, მაგრამ არა აქვთ ურთიერთობა, ელოდებიან მშობლების გამოჩენას, ისინი კი არ ჩანან. პოლონეთში დავრწმუნდი - პატიოსანი გზით მოპოვებული ფული ძალიან კარგია! მივხვდი იმასაც, რომ საქართველოს სწორედ ეს აკლია. მართვის მოწმობა არ მქონდა, ისე ვიყიდე მანქანა. მერე მოწმობა ავიღე და დავფიქრდი, თავისუფალი დრო როგორ გამომეყენებინა. ელიავას ბაზრობაზე ვიყიდე ტაქსის ტრაფარეტი და დედაჩემს გავუარე სამსახურში... თავიდან ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ სახლში რომ მივიყვანე, რამდენიმე საათში კი მივაკითხე და გამომუშავებული თანხა ვაჩვენე, გადაირია. ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, C ჰეპატიტის პროგრამაში. სამუშაო საათების შემდეგ, დავადებ ტრაფარეტს ჩემს მანქანას და დავდივარ. მგზავრებსაც უკვირთ, თუმცა მათი ემოცია ძალიან სახალისოა. "უი, ტაქსის ვაჩერებდი... უკაცრავად..." "ტაქსი ვარ!" - ვეძახი და მერე ვიწყებთ საუბარს... მგზავრებში მიმართლებს, სოციალურ ქსელშიც ვაგრძელებ მათთან მეგობრობას და "აბეზარას" სიმღერებს მიგზავნიან. ვცდილობ, კლასიკურად ჩავიცვა. კაბები ისედაც მიყვარდა, ახლა ძალიან მინდა, სტერეოტიპი დაინგრეს და ყველამ ნახოს, რომ კაბიანი ტაქსის მძღოლებიც არსებობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5064159&name=26.02.2018+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება:  ალია

რითი დაიღუპა 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი

თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ადგილზე უკვე ჩატარდა. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5063703&name=26.02.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: ალია

"ამ ექოსკოპისტებს" მოვუწოდებ შეწყვიტონ პაციენტების მოტყუება, ეს აუცილებლად პრობლემად ექცევათ!"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5063717&name=26.02.2018+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---