From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-26.04.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 26.04.2018 08:18
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 26.04.2018

ტელევიზია

26.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაზა სოფრომაძე მიხეილ დონდუამ შეცვალა. სააგენტოს ახალი დირექტორი და ამავდროულად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის ექსპერტიცაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188585

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188055

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188251

25.04

იმედი ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187718

---

 

26.04.2018

არხი:  იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 09:00   

ჯანდაცვის მინისტრმა, გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული ადამიანები დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრს მედიქლაბ ჯორჯიას 26 თანამშრომლებს სიგელები გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188077

იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187943

---

 

26.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ უკრაინელი ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებს 10 დღის განმავლობაში წარმოადგენენ. მათ ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლეს. სპეციალისტები უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ, შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და გაეცნენ დოკუმენტაციას. ექსპერტები ამბობენ, რომ მათი პრეროგატივა მხოლოდ რეკომენდაციების მომზადებაა, რადგან დასკვნა გამოძიების შედეგად სამართლდამცველებმა უნდა გამოიტანონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5188065

---

 

25.04.2018

არხი:  რუსთავი 2  

გადაცემა:   კურიერი 21:00

2 თვის ასაკში "იაშვილის კლინიკაში" გაკეთებული ოპერაციის დროს მედიკოსებმა ბავშვს დოლბანდი დაუტოვეს. ნენე მოდებაძის მუცელში ქართველი ექიმების მიერ დატოვებული სამედიცინო დოლბანდი წლისა და ორი კვირის შემდეგ ფრანგმა ექიმებმა აღმოაჩინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187616

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187597

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187579  

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187248

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187084

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5186427

---

 

25.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია  

გადაცემა:   ბიზნესკოდი

მომავალიწ ლიდან სამშობიაროების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში ბიზნესიდან წასვლა მოუწევს. ახალი რეგულაციით, ჯანდაცვის პროგრამაში ისინი ვეღარ მოხვდებიან და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მხოლოდ იმ კლინიკებს დაუტოვებს დაფინანსებას, რომელიც წელიწადში მინიმუმ 750 მომლოგინეს მოემსახურება. აქამდე ზღვარი 500 იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5185834

---

 

25.04.2018

არხი:   I არხი  

გადაცემა:   მოამბე 18:00

მინდელის სახელობის შახტში არსებულ ვითარებას უკრაინელი ექსპერტები ეცნობიან. პროფკავშირების მოწვევით საქართველოში ჩამოსულ სპეციალისტებს შახტის ადმინისტრაციამ დღეს 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ადგილის დათვალიერების ნებართვა მისცა. მათ შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187279

---

 

25.04.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

საწარმოო და დიტრიბუციის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ქართული წარმოების მედიკამენტების მიმართ სანდოობას გაზრდის, არც საერთო ჯამში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს - მიიჩნევენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, დღეს, ქვეყანაში 15 000-მდე სახეობის მედიკამენტია დარეგისტრირებული. ამ მაჩვენებელში ადგილობრივი წარმოების წილი 15-დან 20%-მდეა. სამინისტროში ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციების დანერგვა ამ თანაფარდობას ქართული წარმოების სასარგებლოდ შეცვლის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187112

---

 

25.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 19:00

მეტროს მემანქანეების მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა იწურება. თუ მათ ხელფას არ გაუზრდიან ისინი გაფიცვებს დაიწყებენ. ამ წუთებში ისინი შეხვედრას მერიაში მართავენ. მათ საქმეში ჯანდაცვის სამინისტროც ჩართეც რის შემდეგაც მედიაციის პროცესი დაიწყო. დედაქალაქის მერმა გასულ კვირას თქვა რომ მემანქანეების მაღალი ხელფასებიდან გამომდინარე მათთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5187668

---  

 

ინტერნეტი

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/socialurad-daucvelebistvis-qulata-minichebis-procesi-bundovania/18836/

სოციალურად დაუცველებისთვის ქულათა მინიჭების პროცესი ბუნდოვანია

„სოციალურად დაუცველებისთვის ქულათა მინიჭების პროცესი ბუნდოვანია და მას გარკვეული კითხვის ნიშნები ახლავს.” - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კითხვები სახალხო დამცველს აქვს. როგორც ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი სახალხო დამცველის აპარატს კვლავ აქტიურად მიმართავდნენ პირები, რომლებიც საარსებო შემწეობის გაცემაზე უარს უკანონოდ მიიჩნევდნენ და მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უცვლელობის ან გაუარესებისა, სახელმწიფოს მიერ შეფასების შედეგად ქულები გაეზარდათ. კიდევ ერთი ხარვეზი, რასაც სახალხო დამცველი ასახელებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესის დროში გაჭიანურებაა. მოქმედი კანონმდებლობით, პროცედურა იწყება ოჯახის განცხადების საფუძველზე. განცხადებით მიმართვიდან ორი კვირის ვადაში სოციალური აგენტი ახორციელებს ოჯახში ვიზიტს და ავსებს დეკლარაციას. აღნიშნული მომენტიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს ოჯახს სარეიტინგო ქულა ენიჭება, ხოლო შემწეობა ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). „ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თაობაზე განაცხადის შევსებიდან ბენეფიციარი ოჯახი დახმარებას იღებს დაახლოებით 3,5 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პერიოდი ოჯახის საჭიროებებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროცედურა ერთიან აქტში არ არის გაწერილი და მისი მომწესრიგებელი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/36079/bavshvis-organizmshi-operatsiis-shemdeg-dolbandis-shesadzlo-chatovebaze-klinika-ganmartebas-aketebs

ბავშვის ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ დოლბანდის შესაძლო ჩატოვებაზე კლინიკა განმარტებას აკეთებს

მცირეწლოვანის ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ დოლბანდის ჩატოვების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში განმარტებას აკეთებენ. შესაბამისი განცხადება კლინიკიდან „ლიბერალს“ გამოუგზავნეს.  კლინიკის მიერ მომზადებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა. კლინიკაში ასევე ამბობენ, რომ მათ არ მიუღიათ რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან და შესაბამისად, ბავშის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.   „პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, 1 დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი.  ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია.    იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე  ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ის ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წელის დაინერგა საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში. ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით. ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით  და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.კიდევ ერთხელ გვინდა ავღნიშნოთ, რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია,  ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა, "- ნათქვამია იაშვილის კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში.

---

 

26.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489963-metropolitenis-thanamshromlebi-khelfasis-gazrdas-ithkhoven-tsinaaghmdeg-shemthkhvevashi-gaficvith-imuqrebian.html

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან

დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენის მუშაკთა ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე პასუხს 1 მაისამდე დაელოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხაზის მემანქანემ რატი კაპანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.  „მედიაციის ფარგლებში გუშინ თბილისის მერიაში სამხრივი შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, შეხვედრაში მერიის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და დარგობრივი პროფკავშირის „ერთობა 2013“–ის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე დავაყენეთ ამჟამად არსებული საშუალო ხელფასის 1038 ლარის 1500 ლარამდე გაზრდის საკითხი. მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტით ჩვენი ხელფასის მატება ვერ მოხერხდება. შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა და ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. დასასრულს გადმოიდგა ნაბიჯი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. გაჩნდა იმედი, რომ სამშაბათისთვის ჩვენს მოთხოვნაზე ექნებათ კონკრეტული პასუხი. ამიტომ ჩვენ კიდევ მივეცით დრო, რათა მედიაციის ფარგლებში გაიმართოს ერთი შეხვედრა და გავიგოთ საბოლოო პასუხი. იმედი მაქვს, გარკვეულ თანხებს გამოძებნიან და არ მიიყვანენ მეტროს გაჩერებამდე. იმედს მაძლევს ისიც, რომ თბილისის მერია ჩაერთო პროცესში და რაღაც კონკრეტულს შემოგვთავაზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკან არ დავიხევთ და წავალთ ბოლომდე. სხვა გზა არ გვექნება“, – განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, ხელფასის გაზრდაზე უარის მიღების შემთხვევაში, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, რომლებიც მათი პროფკავშირის წევრები არიან, გაიფიცებიან.  „ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. სამშაბათს შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ჩვენ გადავალთ გაფიცვაზე. სამი დღით ადრე დავასახელებთ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც მეტროპოლიტენი გაჩერდება. მხოლოდ და მხოლოდ მემანქანეებზე არ არის საუბარი. პროფკავშირი „ერთობა 2013“ მემანქანეების გარდა მეტროს სხვა სამსახურებსაც აერთიანებს. კერძოდ, მოძრაობის სამსახური, დეპო–ნაძალადევი, დეპო–გლდანი, გვირაბის სამსახური და ასე შემდეგ. ამდენად, არა მარტო მემანქანეების გაფიცვა მოხდება. ხელფასების საკითხი მხოლოდ მემანქანეების პრობლემა არ არის, არამედ მეტროპოლიტენში დასაქმებული სხვა პროფესიის ადამიანების პრობლემაცაა“, – აღნიშნა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ.

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64370

სოციალური მომსახურების სააგენტო კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. დღეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი პროგრამაში ჩართულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა. პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელმაც გამოავლინა 51 მოთხოვნადი პროფესია. პროფესიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენდი, შემდუღებელი, ბუღალტერი. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე, პროფესიების შესაბამისად (სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე - 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს. ისინი წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმი. გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით - 200 ლარს გადაუხდის. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება – სტაჟირება, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად დაწყებულია სუბსიდირების პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი. პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეარჩევენ სასურველ პროფესიას და დარეგისტრირდებიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე პროგრამაში ჩართვის მსურველად. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს. ამით სახელმწიფო მათ უქმნით დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge. 2017 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" პროფესიული მომზადება-გადამზადების კომპონენტით მოსარგებლე 2130 სამუშაოს მაძიებლიდან, ამ ეტაპზე, დასაქმებულია 551 სამუშაოს მაძიებელი.

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142288&lang_id=ge

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489886-socialuri-momsakhurebis-saagentos-dasaqmebis-programebis-departamentis-ufrosi-profsastsavleblebis-khelmdzghvanelebs-shekhvda.html?ar=A

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/191705-socialuri-momsakhurebis-saagento-gadamzadebis-programas-itsyebs.html?lang=ka-GE

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/samushaos-madzieblebistvis-gadamzadebis-programis-akhali-etapi-iwyeba/

---  

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=171112-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საკადრო ცვლილებები სერგეენკოს უწყებაში - ზაზა სოფრომაძე თანამდებობას ტოვებს

საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, სოფრომაძის შემცველის შესახებ მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თავდაპირველად სოფრომაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია "თაიმერმა" გაავრცელა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/199525-jandacvis-ministris-moadgile-tanamdebobas-tovebs

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/199535-secvlis-tu-ara-zaza-sofromazes-ministris-moadgilis-postze-mixeil-dunduas-pirveli-komentari

შეცვლის თუ არა ზაზა სოფრომაძეს მინისტრის მოადგილის პოსტზე - მიხეილ დუნდუას პირველი კომენტარი

,,პირველისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ზაზა სოფრომაძეს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა შეცვლის. აღნიშნულის გადამოწმება ,,პირველმა" დუნდუასთან სცადა. როგორც ,,პირველთან" სატელეფონო კომენტარში მიხეილ დუნდუამ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაციას, ზაზა სოფრომაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ჯერ არც ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. ზაზა სოფრომაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2014 წლის 25 ივლისიდან იკავებს.

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64372

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებელი უკვე მეორე ჯგუფი შეირჩა. მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა. თავდაპირველად, პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუწევთ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს გაივლიან. კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117) ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ბ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) ავტობიოგრაფია ან (CV); ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); თ) ორი ფოტოსურათი (3/4); ი) ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი); პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/489890-thethritsyaros-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-samsakhurs-jipis-tipis-specmanqana-gadaeca.html?ar=A

თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს „ჯიპის“ ტიპის სპეცმანქანა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, თეთრიწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან გოდერძი ჩანქსელიანთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან ერთად, თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს „ჯიპის“ ტიპის სპეცმანქანა გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სპეცმანქანები დაბა მანგლისში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. InterPressNews.Ge „ავტომობილი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი და სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/daavadebata-kontrolis-centri-31-milioni-laris-cofis-vaqcinas-sheidzens/18806/

დაავადებათა კონტროლის ცენტრი 3,1 მილიონი ლარის ცოფის ვაქცინას შეიძენს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი 3,1 მილიონის ლარის ღირებულების ცოფის ვაქცინას შეიძენს. უწყებამ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია 152 ათასი დოზა ვაქცინის შეძენა, რომელის მიწოდებაც გამარჯვებულმა სახელმწიფოსთვის წლის განმავლობაში სამ ეტაპად უნდა უზრუნველყოს. მოთხოვნის მიხედვით ვაქცინის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ასაკის პირებში, ორსულებში და ძუძუთი კვების დროსაც. წინადადებების წარდგენის ვადა 4 მაისს იწურება.

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/489790-ombudsmeni-sakhelmtsifo-zrunvis-sistemidan-gasuli-beneficiarebis-sathanado-mkhardatceristhvis-mthavrobas-rekomendaciith-mimarthavs.html?ar=A

ომბუდსმენი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერისთვის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ წინადადებით მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი რჩება.  „ხშირ შემთხვევაში 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან,“ - ნათქვამია განცხადებაში.  საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდეს საქართველოს მთავრობის 601-ე დადგენილებაში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში (მუხლი მე-3), რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე. „საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება ეფექტური და უზრნველყოფს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://ww.ge/5870-janmrteli-gogo-acres-komashi-chavarda-da-angelozivit-bavshvi-daigupa.html

„აცრეს, კომაში ჩავარდა და ანგელოზივით ბავშვი დაიღუპა“

---

 

25.04.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/394079

ახმეტაში სასწრაფო დახმარების მანქანას ავტომობილი დაეჯახა, შედეგად მედპერსონალი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ზემო ალვანში იმ დროს მოხდა, როდესაც სასწრაფოს მანქანა გამოძახებიდან ბრუნდებოდა. ავარიის შედეგად დაშავდნენ ექიმი და ექთანი. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

---

 

ბეჭდვითი მედია

26.04.2018

მედიასაშუალება:   რეზონანსი

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ იმ სამშობიარო სახლებთან ითანამშრომლებს, სადაც ერთი წლის განმავლობაში 750 მშობიარობა/საკეისრო კვეთა ჩატარდება. ამ დროისათვის მინიმალური ზღვარი 500 მშობიარობაა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისიტროში განმატავენ, სამშობიაროების მიმართ მოთხოვნები სელექტიური კონტრაქტების ფარგლებში მკაცრდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ისახავს მიზნად. ცვლილებების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ათობით სამშობიაროსთან ვეღარ გაგრძელდება კონტრაქტი. სახელმწიფო უკლებლივ ყველა ქალს, მატერიალური შესაძლებლობის მიუხედავად, მშობიარობას 500 ლარით უფინანსებს. 22 კლინიკას 2019 წლის 1-ელ აპრილამდე გაუგრძელდა ხელშეკრულება. 4 კლინიკასთან ხელშეკრულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, ხოლო 4 კლინიკა ახალი რეგულაციების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5187905&name=26.04.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---