From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-26.06.2018
Cc : Mikheil Dundua; Zaza Bokhua; Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze
Received On : 26.06.2018 08:24
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 6.06.2018

ტელევიზია

26.06.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დილა

მხოლოდ წელს შემოწმებული 226 სალონიდან 224-ში გამოვლინდა დარღვევა. სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, ძირითადად რა ტიპის დარღვევები ვლინდება მონიტორინგის შედეგად, როგორია სანქციები და რამდენად უმჯობესდება სიტუაცია თბილისის სილამაზის სალონებში კონტროლის შესახებ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5382105

---

 

25.06.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

1 დაღუპული და 18 დაშავებული - ასეთი შედეგით დასრულდა ავარია წეროვანთან. გაჩერებულ სამარშუტო ტაქსს უკნიდან ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა. ის ამ დრომდე მცხეთის რაიონულ სამართველოში დაკითხვაზე იმყოფება. დაშავებული მგზავრები კი მცხეთის 2 კლინიკაში მკურნალობენ. განსაკუთრებით მძიმეა 3 დაშავებულის მდგომარეობა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძირის კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381751

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381659

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381480

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381330

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381319

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5381296

---

 

25.06.2018

არხი:  ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

დასაქმების ფორუმი და ვორქნეტის მუშაობა.

http://iberiatv.ge/ka/gadacemebi/biznes-kodi/article/14933-dasaqmebis-forumi

---

 

ინტერნეტი

26.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/mtavrobis-strquturashi-10-saministro-da-erti-sakhelmwifo-ministris-aparati-darcheba/

მთავრობის სტრქუტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება

საქართველოს მთავრობის სტრქუტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა ცვლილებები შეეხება შემდეგ სამინისტროებს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს. ეკონომიკის სივრცითი კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/37975/10-saministro-da-erti-sakhelmtsifo-ministris-aparati--premieris-brifingi

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/500250-zaza-gabunia-chveni-amocana-aris-tsyali-yvela-ojakhshi-da-yvela-onkanshi.html?ar=A

ზაზა გაბუნია - ჩვენი ამოცანა არის წყალი ყველა ოჯახში და ყველა ონკანში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინეს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ორგანიზაციის ხედვა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო დეპუტატებს. მისი ინფორმაციით, კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანიის დაფარვის არეალია 57 ქალაქი და 315 სოფელი და იგი 332 აბონენტს ემსახურება. „დაფარვის არეალი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 35%-ია, კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამწმენდ ნაგებობებს აშენებს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალი ჰქონდეს, კომპანია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებით. მომხსენებელმა ფინანსური მონაცემების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელი იყო პირველი წელი, როცა კომპანიამ საოპერაციო ხარჯები სუბსიდიით არ დააფინანსა და მისივე თქმით, ამასვე აპირებს 2018 წელსაც. ეკატერინე გალდავამ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა კაპიტალურ ხარჯებსა და დონორ ორგანიზაციებზე. მან წარმოადგინა ინფორმაცია, როგორც გაწეულ სამუშაოებზე, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კომპანია დგას. კომპანიის დირექტორმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ანგარიში სრულ ინფორმაციას მოიცავს გამოწვევების ობიექტური და სუბიექტური გარემოებებისა და მიზეზების შესახებ და მათი დაძლევის რესურსისა და შესაძლებლობის შესახებ. „ჩვენი ამოცანა არის სასმელი წყალი ყველა ოჯახში და ყველა ონკანში. შესაბამისად, გამოწვევა დიდი გაქვთ და სირთულეების შესახებაც თქვენგან მოვისმინეთ, თუმცა ამ პროცესში თქვენ უნდა გქონდეთ პარლამენტის მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, 586 მლნ ლარი იქნა 2013-2018 წლების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემის დასაძლევად გამოყოფილი. „დაწყებულია, დასრულებულია და მიმდინარეობს ბევრი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა იყოს ძალიან ეფექტური, გასაგები, ზუსტად მორგებული სირთულეებზე“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. დღესვე, დეპუტატებმა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ კომიტეტს იმ პროგრამის შესახებ მოახსენა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ბარკალაიამ მიზნობრივი სოციალური დახმარების, როგორც საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამის თაობაზე ისაუბრა, რომელიც სტატისტიკურ მოდელზე დამყარებული ახალი სახის, ყველაზე წარმატებული სოციალური დახმარებაა. „2018 წლის მაისის მდგომარეობით, სულ მიმღებია 449886 პირი, მათ შორის, 33% ბავშვი და 18,8% 60 წელს გადაცილებული ადამიანები“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. ბარკალაიამ ასევე ისაუბრა სარეიტინგო ქულის მინიჭების პრინციპსა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე, კომუნალური გადასახადების შესახებ და იმ ცვლილებებზე, რომელიც პროგრამაში უახლოეს პერიოდში განხორციელდა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია სოციალური პაკეტის და პენსიის 20%-იანი დანამატის მიმღებთა რაოდენობის შესახებ რეგიონების ჭრილში. თამარ ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიული ხელშეწყობის პროგრამების თაობაზე, რომელიც რეგიონებში ხორციელდება. „მესამე და მომდევნო ბავშვზე რეგიონულ ჭრილში დახმარებას 7097 ადამიანი იღებს. ამის გაცემა ხდება იქ, სადაც დემოგრაფიული კლებაა დაფიქსირებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, რომ არა სოციალური შემწეობის პროგრამა, დღეს 2-ჯერ მეტი ბავშვი იქნებოდა ღარიბი. „თუნდაც იმიტომ არის ეს პროგრამა გამართლებული, რომ უღარიბესი ფენის 60%-ზე მეტს მოიცავს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სოციალური შემწეობის პროგრამაზე საუბრის დროს. მას მიაჩნია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებელია უსაფრთხოების მექანიზმის სახით ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთონ ამ პროცესში. „ეს უნდა იყოს არა ისე, როგორც ადრე, როცა პირებს სუბიექტურად უწერდნენ რეკომენდაციას, არამედ 5-დან 10%-მდე ბუფერი გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ფისკალური პასუხისმგებლობაც მივცეთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული საკითხების მიმართ გუნდს ფუნდამენტური მიდგომა ექნება. „მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელშიც ამ მიმართულებას აუცილებლად ექნება თავის ადგილი. ამ თემებზე საკმაოდ ფართო დისკუსია მოგვიწევს არა მარტო საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას და თვითმმართველობებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილული ანგარიშები ცნობად მიიღო.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/406565

წეროვანში, ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც წეროვანში, ავტოავარიის შედეგად დაშავდა, – ამის შესახებ „კვირას“  ჯანდაცვის სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ კლინიკებში 19 პაციენტი მოთავსდა. 11 მათგანი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა, ხოლო 8 პაციენტი “ჯეო ჰოსპიტალსის” მცხეთის ფილიალში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის – ნაკლებად მძიმე. ამასთან, უწყების განმარტებით, ადგილზე  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება. ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/500228-tserovanshi-avtoavariisas-dashavebulthagan-erthi-gardaicvala.html?ar=A

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=177056-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"ბომბზე ვზივართ და ყოველ წუთს საშინელებას ველოდებით" - პატარა ნიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ნია კოხრეიძის ოპერაციისთვის საჭირო თანხების მოძიებას ოჯახი სხვადასხვა გზებით რამდენიმე თვეა ცდილობს, გოგონა ხერხემლის თიაქრით დაიბადა და დაბადებისთანავე ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც მისი დაინვალიდება გამოიწვია. თავში ჩადგმული შუნტი მალევე მწყობრიდან გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ნიას პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვს, ნიას სასწრაფოდ ორი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საზღვარგარეთ უნდა ჩაუტარდეს. კლინიკასთან მოლაპარაკებების საფუძველზე, ფონდმა „დედის ხელებმა“ მოახერხა, რომ ოპერაციები მიზერულ თანხად ჩატარებულიყო, მაგრამ საჭირო 6000$ შეგროვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, გოგონას მხოლოდ 2000$ აკლია, „როგორც ჩანს ხალხი დაიღალა ამდენი დახმარების მთხოვნელი ადამიანებით და ამიტომ გაჭიანურდა რამდენიმე თვე ნიაკოსთვის ამ თანხის შეგროვება“ გვითხრა დიდი გულისტკივილით ნიაკოს დედამ, ირმა კოხრეიძემ... ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა დაფინანსების თხოვნით, შეაგროვეს ყვცელა საჭირო საბუთი, მერიის დახმარებით გაიკეთეს ექსპერტის მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო კვლევა, მაგრამ სამწუხაროდ ხელახლა ვიზიტზე მისასვლელად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ექიმი-ექსპერტი მათ ტელეფონს არ პასუხობს უკვე ათი დღეა და შესაბამისად დასკვნის მოპოვება და სამინისტროში განსახილველად ჩაბარება ვერ ხერხდება. როგორც ირმა კოხრეიძე ამბობს, „ყველა ექიმს ჯანდაცვის სამინისტროდან მკაცრი გაფრთხილება აქვს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო ცნობა და დასკვნა არ გასცენ, ალბათ ამის გამო არ მპასუხობს ექიმი, მაგრამ ეს დაგვიანება ჩემი შვილის სიცოცხლეს ძალიან დიდ საფრთხეში აგდებს, რადგანან პირველი ვიზიტისას თავად მითხრა, რომ ბომბზე ვზივართ და ყოველ წუთს საშინელებას უნდა ველოდეთო და ახლა კი მასთან დასკვნაზე მისვლის საშუალებას არ მაძლევს.... ამიტომ იძულებული ვარ, ისევ ხალხს მივმართო, მათ ვეღარ დაველოდები, აღარავისი იმედი აღარ მაქვს ხალხის გარდა, როგორმე იქნებ ეს დარჩენილი 2000$ შეგროვებაში დამეხმარონ ისევ კეთილი ადამიანები, რომ გადავარჩინო ჩემი გოგონა... „ ნიას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდ „დედის ხელების“ ანგარიშზე: 1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400 2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015 3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001 საქველმოქმედო ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225 (ზარის ღირებულება 1 ლარი) ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდა, ქველმოქმედებაში მოძებნეთ „დედის ხელები“ გადარიცხვა შეგიძლიათ ბარათით, სახლიდან გაუსვლელად ჩვენი საიტიდან

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=177074-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

გადავარჩინოთ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე - ანა კერესელიძეს ჩვენი დამარება სჭირდება

ფონდი "სიკეთის კვალი" საზოგადოებას ანა კერესელიძისთვის დახმარებას სთხოვს. ანას სიცოცხლის გადასარჩენად 91 000 $ სჭირდება, დრო კი ძალიან ცოტაა - 3 კვირა. "გუშინ რომ ვესაუბრებოდით ანას გვითხრა: რა აზრი აქვს ჩემი მონაცემების გამოქვეყნებას და უცხო ადამიანების შეწუხებას, მათ უამრავი ბავშვი ყავთ გადასარჩენი და მართლებიც იქნებიან თუ მე კი არა სხვას დაეხმარებიან და გადაარჩენენ. არ მინდა შევაწუხო ვინმე ჩემი მომაკვდავი სახის ყურებით, რადგან როგორც ექიმები მეუბნებიან დრო ცოტა მაქვს, თანხას თუ ვერ შეაგროვებთ, დამთავრდება ყველაფერიო, ამდენს როგორ შევაგროვებთ 91.000 $ რამოდენიმე კვირაში, ალბად უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს... აქ დამთავრდა გუშინდელი ჩვენი საუბარი, რადგან ვეღარ შეძლო ანამ ამ მძიმე თემაზე საუბარი... 5 წელია ჩვენი ფონდი ეხმარება კეთილი ადამიანების დახმარებით ყველას და ბევრი გამარჯვება გვახსოვს, როდესაც დროულად შევძელით თანხის შეგროვება და ვიხსენით სიკვდილისგან ადამიანები, სამწუხაროდ, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მძიმე დიაგნოზის გამო არ გვქონდა დიდი დრო და ვერ შევძელით თანხის შეგროვება, რადგან ყველა ფიქრობდა ჩემი 1 ლარით რას ვუშველი, სხვას მეტი ექნება და ის დაეხმარებაო .არადა სწორედ თითო ლარებით შეგვიგროვებია ასიათასობით ლარი და გადაგვირჩენია ადამიანები. გვაპატიეთ მეგობრებო თუ თავი შეგაწყინეთ თხოვნით,მაგრამ თქვენს იქით სხვა გზა არ გვაქვს, არც ჩვენ და არც ოჯახს. გადავარჩინოთ ახალგაზრდა გოგო, გთხოვთ ... ყველაფერი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ანას ლეიკემია დაუდგინეს, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ 3 ქიმიოთერაპია ჩაუტარდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ორგანიზმი დაემორჩილა მკურნალობას და ყველასთვის მოულოდნელად, სამწუხაროდ, ისევ შემობრუნდა დაავადება, უფრო გართულებული და აგრესიული ფორმით, რამაც განაპირობა ანას სიცოცხლსი ეჭქვეშ დაყენება, აქ ვერ გარისკეს მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის ჩატარება. ამიტომ, დაუყონებლივ გასცეს დასკვნა ექიმებმა, რომ გადაუდებელი მკურნალობა მიეღო თურქეთის კლინიკაში. ანას სტამბულის კლინიკაში ჩაუტარდა მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია , რომელიც 34.000 $ დაჯდა. ეს თანხა ოჯახმა ახლობლების, მეგობრების, უცხო ადამიანების დახმარებით შეაგროვეს და გადაიხადეს დავალიანება. 5000 $ -ით ჯანდაცვის სამინისტროც დაეხმარა. მთავარი ბრძოლა კი ეხლა იწყება... ანას გადასარჩენად ოჯახს 91.000 $ სჭირდება, ექიმები პირდაპირ ეუბნებიან ანას, რომ თუ ამ რამოდენიმე კვირაში არ გადაინერგე ძვლის ტვინი, შენი ორგანიზმი და სისხლი გადაივსება სრულად სიმსივნური წარმონაქმნებით და ყველაფერი დამთავრდებაო . მეგობრებო თქვენი 1 ლარიც კი გადამწყვეტია ამ მომენტში , გთხოვთ , გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ეს გოგოც, ჩვენ ერთად უამრავი სიცოცხლე გადაგვირჩენია. სასწაულები ხდება! თუ გავერთიანდებით და მოვინდომებთ, ყველაფერი კარგად იქნება. საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოდან: ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი) ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში ,მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი . საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი : TBCBGE22 GE34TB7319436080100002 GEL GE78TB7319436180100002 USD GE08TB7319436180100001 EUR საქართველოს ბანკი: BAGAGE22 GE10BG0000000667885400 GEL GE10BG0000000667885400 USD GE10BG0000000667885400 EUR მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი დანიშნულებაში მიუთითეთ : ანა კერესელიძის გადასარჩენად დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობილურზე 568 27 11 55," - ნათქვამია "სიკეთის კვალის" განცხადებაში.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-shemtxvevashi-sheamowmebs-djandacvis-saministro-pacientis-danishnulebas

რა შემთხვევაში შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის დანიშნულებას?

იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულებაში პაციენტს ხუთი, ან მეტი დასახელების მედიკამენტი ექნება მითითებული, მას შეეძლება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დანიშნულების გადამოწმებისთვის მიმართოს. როგორც სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი BM.GE-თან საუბრისას განმარტავს, შემოწმების მექანიზმი ძალიან მარტივი იქნება. კერძოდ, არსებობს კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და რეკომენდაციას გასცემს პაციენტის მიმართ. სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს მაშინ, როდესაც დანიშნულებაში არის სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე გენერიული პროდუქტი ორი და მეტი რაოდენობით; ასევე, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებია დანიშნული ორი ან მეტი რაოდენობით. გარდა ამისა, როდესაც დანიშნულებაში არის მედიკამენტების აბსოლუტური შეუთავსებლობა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ორზე მეტი ანტიბიოტიკი აქვს პაციენტს დანიშნული. არსებობს მეხუთე კრიტერიუმიც - როდესაც პაციენტს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები აქვს დანიშნული, - განმარტა ნათია ნოღაიდელმა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ელექტრონული, ისე სოციალური მომსახურების ცენტრში წერილის შეტანის გზით წარმოდგენილ დანიშნულებებს სპეციალურად პოლიფარმაციის პრევენციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაეცნობა, რომელიც ტექნიკური ადმინისტრატორებითა და კლინიკური ფარმაკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ახლა ყალიბდება და იმდენი ადამიანი იქნება ჯგუფში, რამდენიც საჭირო იქნება არსებული დატვირთვიდან გამომდინარე. სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესში ისინი არ ერევიან, რადგან მათი მხრიდან არ მოხდება მედიკამენტის დანიშვნის მიზნობრიობის საკითხის განხილვა, არამედ, სამინისტრო შეამოწმებს, ხომ არ არის პაციენტის დანიშნულებაში გარკვეული რისკები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით. მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გასცემს სამინისტრო რეკომენდაციას როგორც პაციენტის, ისე ექიმის მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ერთი ექიმის მიმართ წლის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული, შესაძლებელია, ეს მომავალში გარკვეული სანქციების გამოყენების საფუძველი გახდეს, - განმარტავენ სამინისტროში. პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნათია ნოღაიდელის თქმით, ის უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: https://1tv.ge/video/davekhmarot-anastasias/

დავეხმაროთ ანასტასიას

4 წლის ანასტასიას დახმარება სჭირდება. ექიმებმა მას ჰემორაგიული ვასკულიტი დაუდგინეს. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხა ამოეწურა. დახმარების მსრურველებს შეუძლიათ თანხა ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხონ ან დარეკონ მობილურიდან ფასიან ნომერზე 09-01-70-12-99.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/406476

ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი იძულებულია, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

„ამ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვაპირებ, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო“, – აცხადებს გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ზეწოლის შედეგად, კლინიკის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც მურთაზ მამაგეიშვილი “ასავალ-დასავალთან” აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ორი კვირის წინ დაწყებული სკანდალი დღემდე გრძელდება სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ დაკავშირებია. მისივე თქმით, მისი ბედით არც ხელისუფლებიდან დაინტერსებულან. „უკვე მგონია, რომ ამ ქვეყანას ისევ ნაციონალები მართავენ. მთელმა ქვეყანამ გაიგო ჩემი ამბავი და არც ხელისუფლებიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ დამკავშირებია. ამ ქვეყანაში, ალბათ, ესენი მხოლოდ ნარკომომხმარებლებისა და სქესობრივი უმცირესობების უფლებებს იცავენ! ამ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვაპირებ, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო. საერთოდ რა ნამუსით იღებენ ხმას, ვინმეს ხომ არ ჰგონია „ნაციონალური მოძრაობის“ „საქმენი საგმირონი“ დაავიწყდა? დღემდე აჭრელებულია ინერნეტი ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დროს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების შემზრავი ფოტოებით. შევახსენებ, ნაციონალებს – მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი. ძალაუფლება აღარ აქვთ, თუმცა თავის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ გაამწარონ და გააუბედურონ უდანაშაულო ადამიანი, აი, ნაციონალების ჭეშმარიტი სახე“ – აცხადებს მურთაზ მამაგეიშვილი. ამასთან, მურთაზ მამაგეიშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ ნინო კვიტაიშვილმა მას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოში უჩივლა. მისივე თქმით, მას რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლება ახსნა-განმარტება უკვე ჩამოართვეს. ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი იმედოვნებს, რომ სააგენტო სამართლიან დასკვნას დადებს და იგი პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotdevnilta-saministrodan-socialuri-komponenti-jandacvis-saministroshi-gadavaquot/21403/

"დევნილთა სამინისტროდან სოციალური კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა"

დევნილთა და განსახლების სამინისტროდან სოციალური კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა, ხოლო თავად სახელი შერიგების სამინისტროში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თემის კომენტირებისას განაცხადა. "სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ითქვა, ანუ გაერთიანდებიან იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროები, სპორტის, კულტურისა და განათლების სამინისტროები და ასევე დევნილთა და განსახლების და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატები. იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პრემიერ-მინისტრს თავისი არგუმენტები გააჩნია და უმრავლესობამ ის გაიზიარა. სამშენებლო ნაწილი წავა ინფრასტრუქტურაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დევნილების ნაწილი სოციალურ ნაწილში გადავა ჯანდაცვაში, ხოლო თავად სახელი წავა შერიგებაში, რათა სტატუსი არ დაიკარგოს. ყველაზე დიდი კითხვები გამოიწვია განათლება-კულტურის შერწყმამ. ორივე მხარეს მოჰყავს არგუმენტები და საკმაოდ წონადი არგუმენტები. ალბათ უფრო სესიაზე გამოჩნდება ეს ყველაფერი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=53704&cat=2

არსენას ნაკვალევზე - „ჩინოვნიკებისთვის ჩამოჭრილი ფული - ღარიბ ბავშვებს!“

უმრავლესობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები საბოლოოდ დასარულდა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარ საკითხებზე შეთანხმდნენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერისადმი სრული მხარდაჭერაა - გარკვეულ საკითხებზე იყო განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულ წინადადებებზე ჩამოყალიბდნენ. ვოლსკის თქმით, მედიაში სამინისტროების გაერთიანებებთან დაკავშირებით გასულ ინფორმაციას აქვს საფუძველი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არის იერარქიულობა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი“, - განაცხადა ვოლსკიმ. სტრუქტურულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადებს. როგორც ცნობილია, შეხვედრებისას იყო მსჯელობა გაერთიანებებზე, სტრუქტურების შეცვლაზე, გაყოფაზე და მოსალოდნელ შედეგებზე, თუ რა ეფექტი ექნება, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. „რა მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის, რათა სოციალურ პროგრამებს კიდევ უფრო მეტი რესურსი დავახარჯოთ. კონკრეტული სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს - ამ დეტალებზე იყო საუბარი. ყველა თემაზე პრაქტიკულად შევთანხმდით“, - აღნიშნა ვოლსკიმ. როგორც ცნობილია, იყო აზრთა სხვადასხვაობა სამინისტროებისა და უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით - მაგალითად, უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია თვლის, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება არ შეიძლება, მაგრამ ვოლსკის თქმით, ამაზე პრემიერ მინისტრს ძალიან წონადი არგუმენტი აქვს. „ძალიან სერიოზული და ძალიან წონადი არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით, რომ კულტურა, განათლება, სპორტი ეს არის თემა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ერთად უნდა მიეწოდოს და რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ეროვნული იდენტობის გაძლიერებაც და საერთოდ, მომავალი თაობის განვითარება. ეს არის მთავარი საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშანი აღარ არის დარჩენილი. თუ რომელიმე საკითხზე დამატებით კიდევ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, პრემიერ-მინისტრი დამატებით ყველაფერზე გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ვოლსკიმ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რაზეც ყველანი თანხმდებიან არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემების წინააღმდეგ, რაც საზოგადოებას აწუხებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალ სახეებზე კვლავ გრძელდება მსჯელობა. „უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მსჯელობის საფუძველზე წარმოადგენს, ასე ვთქვათ, რეორგანიზაციის ვარიანტს და მას ეყრება კენჭი პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება რეორგანიზაციის ვარიანტს, იგი ასე გამოიყურება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დევნილთა სამინისტროსთან გაერთიანდება; კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი - განათლების სამინისტროსთან. უმრავლესობის დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ასევე ერთ უწყებაში მოექცევა ყველა ის მიმართულება, რაც მშენებლობებს ეხება. „მთელი სამშენებლო სექტორი, ანუ სკოლების, ციხეების მშენებლობა, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რომ არ იყოს დაგვიანებები, ტენდერების საკითხები და ეს, რა თქმა უნდა, კორუფციის რისკებსაც გამორიცხავს. ასევე, გარკვეული სექტორები უწყებებიდან გადავა ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. ასევე გაირკვა, რომ დაანონსებულ სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარი იყო მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთაზე და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაზე და განხილვების დროს მთავრობაში რამე ახალი თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა. „ჩვენ გვქონდა ზოგადი დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რამე კონკრეტულ თანამდებობაზე თუ რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი, მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, მთავრობის სტრუქტურის შეცვლა, მინისტრისა და მოადგილეების მხრივ, ამ ეტაპზე არ განიხილება და ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში - მინისტრი და მინისტრის მოადგილე. „იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე გუნდი იმსჯელებს და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რამე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არაა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობის სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება ცვლილებათა პირველ ეფექტს, ამ ეტაპზე რაც ცნობილია, ეს არის გამოთავისუფლებული თანხების სოციალური მიმართულებით გადასროლა. „ეს ფული ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება - მცირე მთავრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პირობებში, უკვე გამოთავისუფლებული თანხები მთლიანად წავა უღარიბესი ოჯახების ბავშვების დაფინანსებაზე. ციფრებს ამჟამად ვერ გეტყვით, თუმცა საკმაოდ სერიოზული სოციალური დახმარება წავა ოჯახებზე, სადაც 0 და მეტი წლის ბავშვები არიან“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ. ვინ დარჩება ახალ მთავრობაში და ვინ - წავა, დეპუტატები არ აკონკრეტებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს. კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის პირველ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარუდგენს. „ინიციატივა, აქ რა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება უკვე საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გია ვოლსკი როგორც აღნიშნავს, რომ ახალი სახეები გამოჩნდება, ალბათ, თუმცა რა რაოდენობით, ვინ და კონკრეტული გვარები, ამასთან დაკავშირებით, არ უმსჯელიათ. „მთავარია, ახლა ჩვენ სტრუქტურაზე შევთანხმდეთ. მივიღოთ შესაბამისი კანონი და რასაკვირველია, უახლოეს პერიოდში საკადრო თემაზე გვექნება საუბარი“, - აღნიშნა ვოლსკიმ. უკვე ცნობილი გახდა პირველი ცვლილების შესახებ - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე თანამდებობიდან გადადგა. ის მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებაა.

---

 

25.06.2018

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/37968/mostsavleta-443-ambobs-rom-chagvris-mskhverpli-gamkhdara--kvleva

მოსწავლეთა 44.3% ამბობს, რომ ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარა - კვლევა

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემიამ, დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ფინანსური დახმარებით კვლევა ჩაატარა.   კვლევაში შეისწავლეს მოსწავლეთა აქტიურობა სკოლაში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. კითხვაზე: გამხდარხართ თუ არა ჩაგვრის ან დაცინვის მსხვერპლი ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა რეაგირება მოახდინეთ - გამოკითხულთა 54.5% პასუხობს, რომ არ გამხდარა; 44.3%-ის პასუხია, რომ - გამხდარა. ისინი, ვინც მიუთითებს, რომ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი და არაფერი მოიმოქმედა, ასევე საუბრობს მიზეზებზე. „ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს იმ რესპონდენტებს, ვისაც გაუჭირდა პასუხის გაცემა (შემთხვევათა 42.1% - 262 შემთხვევა). თანაბარი ხვედრითი წილი აქვს ორ ფაქტორს (ორივე 63-63 შემთხვევა): ა) რესპონდენტებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ, ან რა გაეკეთებინათ; ბ) რესპონდენტებისთვის, ვინმეს ინფორმირება ჩაგვრის/დაცინვის შესახებ, ამბის მიტანასთან ასოცირდება - რაც მათთვის მიუღებელია“, - ნათქვამია კვლევაში.

---

 

ბეჭდვითი მედია

26.06.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

ქალაქი სმოგში ანუ დაბინძურებული ჰაერი და თბილისი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5382218&name=26.06.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---