From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-26.07.2017
Cc : Zaza Sopromadze; Nino Berdzuli; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 26.07.2017 08:53
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 6.07 .2017

ტელევიზია 

26.07.2017

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირლანდიის ეროვნული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დელეგაციას შეხვდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596911

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597216

რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596822

I არხი-მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596918

---

 

26.07.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:   ახალი ამბები 11:00

1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს. შემთხვევა თბილისში, სოხუმის ქუცაზე, დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. 35 წლამდე ასაკის მამაკაცები კერძო სახლს დემონტაჟზე მუშაობდნენ და ადამიანის გარდაცვალება სახლის ერთერთი ფლიგელის ჩამონგრევამ გამოიწვია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597141

მაესტრო - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4597364

---

 

25.07.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 15:00

ქვეყნის მასშტაბით ექთნების დეფიციტია. მაშინ, როცა ერთ ექიმზე 3-4 ექთანი უნდა მოდიოდეს, ჩვენთან პირიქითაა: 2 ექიმზე 1 ექთანი მოდის. შესაბამისად, ერთ ექთანს უწევს გაცილებით მეტი პაციენტის მომსახურება, ვიდრე ეს შესაძლებელია, აღნიშნული კი ხარისხზე აისახება. ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595721

--- 

 

25.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

  მშენებლობაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნის მიხედვით, 27 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია. დასკვნას ინსპექტორები ძალოვან უწყებას გადასცემენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, დადგება თუ არა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596798

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596779

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596749

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596659

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596443

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595888

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595393

---

 

25.07.2017

არხი:           ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 14:00

მორიგი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლოაბზე. დაიღუპა 1 მუსა. 27 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ელზა ჯგერენაია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595400

---

 

25.07.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:  სხვა შუადღე

ვსაუბრობთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. გადაცემის სტურმები არიან ეკა ადამია და თემურ რადიანი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595244

---

 

25.07.2017

არხი:           I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

26 წლის ბაჩანა მარგველაშვილს დახმარება ესაჭიროება. მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. საქართველოში ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ საჭირო გახდა მისი თურქეთში გადაყვანა. საჭიროა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც 150 000 დოლარი ჯდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4596516

---

 

25.07.2017

არხი:           კავკასია

გადაცემა:   თქვენი დრო

ვსაუბროთ C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულზე, რომელიც წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში. გადაცემის სტუმრები არიან მაია ბუწაშვილი, დავით ბალიაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4595546

---

 

 

ინტერნეტი

26.07.2017

მედიასაშუალება: http://imedinews.ge/ge/saqartvelo/21127/jandatsvis-saministro-rezidenturis-sistema-adaptirebulia-evrokavshirshi-moqmed-standartebtan

ჯანდაცვის სამინისტრო: რეზიდენტურის სისტემა ადაპტირებულია ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან

28 ივნისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, თუ სხვა ქვეყნებში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, რეზიდენტი ვალდებულია გაიაროს დამატებითი კურსი.  სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, არ აამოქმედოს ეს ბრძანება, რადგან უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში განათლებამიღებულ კლინიკური ორდინატურის სტუდენტებს ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში დამატებითი გადამზადება და გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.  „imedinews“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ მინისტრის ბრძანებამ საქართველოში მოქმედი რეზიდენტურის არსებული სისტემა ევროკავშირსა და სხვა მოწინავე ქვეყნებში მოქმედ სისტემებებთან თანხვედრაში მოიყვანა. სარეზიდენტო პროგრამების ხანგრძლივობა საქართველოში არის 3-6 წელი, გამონაკლისია სტომატოლოგიური და ლაბორატორიული მედიცინის ფაკულტეტები. დსთ-ს ქვეყნებში კი მოქმედი სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. გარდა ამისა, რეზიდენტებს, რომლებმაც დსთ-ს ქვეყნებში მიიღეს განათლება, არ ჰქონდათ ვალდებულება სასერთიფიკატო გამოცდაზე გასვლამდე, ჩაებარებინათ დამატებითი, დიპლომისშემდგომი გამოცდა.  „შესაბამისად, რეზიდენტები, რომლებიც დიპლომისშემდგომ განათლებას იღებდნენ დსთ-ს ქვეყნებში, აღმოჩნდნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში საქართველოში მიღებულ სარეზიდენტო განათლების მქონე პირებთან შედარებით. ამასთან, ეჭქვეშ დგებოდა ნაკლები ხანგრძლივობისა და შინაარსით განსხვავებული სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში მომზადებული კადრების კვალიფიკაციის საკითხიც“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ახალი რეგულაცია მაინც შეღავათიან პირობებში აყენებს ორდინატურა დამთავრებულებს. კერძოდ, დიპლომისშემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად მხოლოდ საგამოცდო ბარიერის გადალახვაა და არა, საკონკურსო, მაღალ ქულაზე ორიენტაცია; გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, სპეციალობათა უმეტეს ნაწილში, არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ასევე,   გამოინახება ინსტიტუციონალური რესურსი, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ მათი გადამზადებისათვის. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ასევე დამტკიცდა იმ ქვეყნების  ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს უფლება აქვს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. ბრძანებამ ასევე განსაზღვრა უცხოეთში მიღებული განათლების აღირების პროცედურა.

---

 

26.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/444968-sokhumis-quchis-mckhovrebis-informaciith-sakhlis-demontazhi-erthi-thvis-tsin-daitsyo-da-mosakhleoba-kompania-roial-grupma-qirith-gaiyvana.html

სოხუმის ქუჩის მცხოვრების ინფორმაციით, სახლის დემონტაჟი ერთი თვის წინ დაიწყო და მოსახლეობა კომპანია ”როიალ გრუპმა” ქირით გაიყვანა

სოხუმის ქუჩის ერთ-ერთ მცხოვრების ნუკრი მიქაუტაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და სახლში მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია ”როიალ გრუპმა” ქირით გაიყვანა.   მისივე ინფორმაციით, 32 წლის მამამაკაცი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მშენებლობასთან ახლოს, ქირით ცხოვრობდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას ნანგრევებში მოყოლილი მუშები ნანგრევებიდან იქვე მდებარე სხვა მშენებლობის მუშებმა ამოიყვანეს.  სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის. მას 3 მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ნგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.  ადგილზე ამჟამად კრიმინალური პოლიცია მუშაობს.   როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/30670/didubis-gamgebeli-kompanias-usafrtkhoebis-normebze-gafrtkhileba-ramdenjerme-hqonda-mitsemuli

---

 

26.07.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=129506&lang_id=ge

NDI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილისთვის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარამდეა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილისთვის ყოველთვიური შემოსავალი 301-500 ლარამდეა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. კითხვაზე, გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად დანახარჯებსა და შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 22% - ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 301-500 ლარამდეა. 24%-სთვის ამავე რაოდენობის თანხა იყო მისი ოჯახის დანახარჯი.  181-300 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა გამოკითხულთა 18%-ს, 19%-ისთვის კი ეს თანხა გასული თვის დანახარჯი იყო.  180 ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი ჰქონდა გამოკითხულთა 11%-ს. 13%-ისთვის კი შემოსავალი და დანახარჯი 501-800 ლარის ფარგლებში იყო.  გამოკითხულთა მხოლოდ 9% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 801-დან 1200 ლარს შორის მერყეობდა. ეს თანხა მოსახლეობით 7%-ისთვის იყო დანახარჯი.  3%-ისთვის გასული თვის შემოსავალი და დანახარჯი 1201 ლარიდან 1600 ლარის ფარგლებში მერყეობდა.  გამოკითხულთა მხოლოდ 3% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 1600 ლარს აჭარბებდა. კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/209142-ratom-darcha-athasobith-adamiani-dazghvevis-gareshe.html

რატომ დარჩა ათასობით ადამიანი დაზღვევის გარეშე?

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად დღეისათვის აღნიშნული პროგრამით სრულად მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარგებლობენ, დაბალი, საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის კი დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. როგორც სადაზღვევო ასოციაციაში განმარტავენ, მთავრობის პროგნოზების მიუხედავად, ახალ სისტემას კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვის ზრდა არ გამოუწვევია. დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ათასობით ადამიანი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევის გარეშე დარჩა.

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/122298-did-dighomshi-msheneblobaze-musha-daighupa-shromis-inspeqciam-faqtze-mokvleva-daitsko

დიდ დიღომში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/209139-qjgufi-gasulia-shemthkhvevis-adgilzeq-shromis-inspeqcia-did-dighomshi-msheneblobaze-momkhdari-tragikuli-faqtis-shesakheb.html

"ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე"... - შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ

შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. "ჩვენი ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე. შეისწავლიან, რა იყო შემთხვევის მიზეზი და შესაბამისად, გვექნება დასკვნა. დღის განმავლობაში გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები, თუმცა ცხადია, ასეთ შემთხვევაში პარალელურად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები და მათთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ჯგერენაიამ. დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

---

 

25.07.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/88817/#sthash.CXpGbKNE.dpbs

დედა: ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ჩემი 9 თვის შვილი უფულობის გამო არ მიიღეს

9 თვის ბავშვის დედა, ნონა გ. ამბობს, რომ წუხელ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ტიროდა და ტკივილები მას შემდეგაც არ მოეხსნა, რაც თავისი ექიმის მიერ გამოწერილი წამლები დაალევინეს. „ბავშვი ძალიან წუხდა და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, რომ  მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და  ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა შემოგვთავაზეს“, – ამბობს 9 თვის ბავშვის დედა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში 9 თვის ბიჭი, წუხელ დაახლოებით პირველ საათზე მიიყვანეს, მაგრამ დედის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში არ მიიღეს. „მიმღებში ქალმა გვითხრა, რომ თუ არ გადავიხდიდით 160 ლარს, ექიმთან ვერ შეგვიყვანდა. მე ფული არ მქონდა. გაზების გამყვანი გაუკეთე და გაუვლის, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო, მითხრა ექთანმა. მტირალა ბავშვი უკან გამომატანეს“, – ამბობს ქალი. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურში შემდეგი განმარტეს: „აღნიშნულ პაციენტს ჩვენს კლინიკაში მომსახურეობა არ გაწევია. შესაბამისად, თანხის გადახდის ფაქტიც არ დაფიქსირებულა. გარკვეული გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგანაც შემოსვლის დიაგნოზი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება“. ნონა. გ. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი იყო. შემდეგ ეს სტატუსი სხვადასხვა გარემოების გამო მოუხსნეს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ქორწინება. ის ამბობს, რომ სოციალური თვალსაზრისით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, გეგმავს სტატუსის აღსადგენად კვლავ მიმართოს შესაბამის სააგენტოს, მაგრამ ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პირადობის მოწმობას აიღებს. ქალის თქმით, მას დაკარგული აქვს პირადობის მოწმობა: „ახალ მოწმობას 35 ლარი უნდა. ჯერჯერობით ეს ფული არ მაქვს“.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

26.07.2017

მედიასაშუალება:  საქართველო და მსოფლიო

დაუსაქმებლის უფლება შრომაზე და დასაქმებულის შრომითი უფლებების კონსტიტუციურად ცნობა აუცილებელია

მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესება და დაცვა მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობაა და, შესაბამისად, მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესებისა და დაცვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ ხალხს აქვს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე - 5 მუხლის ძალით, "სახელმწიფოს ხელისუფლების არსებობის წყარო არის ხალხი".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4597120&name=26.07.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---