მედიამონიტორინგი 26.12.2017
ტელევიზია
26.12.2017
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
რეგიონებში სოციალურად დაუცველთა დასაქმება პრიორიტეტი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლიდან ახალ პროექტს იწყებს, რომელიც რეგიონებში სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, დასაქმების პლატფორმა რეგიონებში არსებულ ვაკანსიებს, პირველ რიგში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზებს. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განხოციელდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4946788
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4946356
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4945941
---
26.12.2017
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები ამოქმედდა. მთავრობამ დაიწყო შრომის უსაფრთხოების კანონზე მუშაობა, თუმცა, პროცესი არ დასრულებულა. სპეციალისტების თქმით, უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიუხედავად სამშენებლო ობექტებზე დასაქმებულთა სიცოცხლე დაცული არ არის. ბაზარზე დეფიციტურია სამშენებლო კომპანია, რომელიც იცავს ნორმებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4944819
---
26.12.2017
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
გულის ოპერაციის გასაკეთებლად სახელმწიფო მოქალაქეს 22 ათასი ლარით დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ემზარ ჩოგაძის ოჯახს მიეცა გარანტია, რომ კლინიკაში პაციენტს წინასწარი ანაზღაურების გარეშე მოათავსებენ და ოპერაციას გაუკეთებენ. მოქალაქის მხრიდან თანადაფინანსების საკითხი კი შემდეგ გადაწყდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4946683
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4946331
---
ინტერნეტი
26.12.2017
როდიდან დაიწყება ელექტრონული რეცეპტების გაცემა და ვისთვის იქნება სავალდებულო
რეცეპტების გაცემის ელექტრონული სისტემა 2018 წლის პირველ კვარტალში ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ამოქმედდება. თავდაპირველად, ელექტრონული რეცეპტის გამოწერის ვალდებულება თბილისში არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს ექნებათ, მოგვიანებით კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი განმარტავს, რეცეპტების ამ სახით გამოწერის ვალდებულების შესახებ რეგულაცია სხვა დიდ ქალაქებშიც ამოქმედდება. ელექტრონული რეცეპტების გამოწერის მექანიზმსა და მისი მოქმედების სხვა დეტალებზე Allnews.ge-ს ნათია ნოღაიდელი ესაუბრა. რას გულისხმობს ელექტრონული რეცეპტების სისტემა და რა არის მისი ამოქმედების კონკრეტული თარიღი? ამ სისტემის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან არ იგეგმება, ალბათ 1-ელ კვარტალში ამოქმედდება, ზუსტი თარიღის დასახელება ჯერჯერობით მიჭირს. რეცეპტების ელექტრონული სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩართულ სტაციონარულ დაწესებულებებს ექნებათ ვალდებულება, ქალაქ თბილისში რეცეპტი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოწერონ. ანუ ფორმა 3 რეცეპტი უნდა აწარმოონ სამინისტროს ელექტრონული რეცეპტის საშუალებით. პირველ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტების სისტემის მხოლოდ თბილისში ამოქმედებას რაც შეეხება, საქმე ისაა, რომ ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს- თავდაპირველად კი ეს არის ინტერნეტის უწყვეტი მიწოდების საკითხი მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებული დაწესებულებებისა და ექიმების კომპიუტერებით აღჭურვა და ზოგადად, პერსონალისთვის ელექტრონული სისტემის მოხმარების უნარ-ჩვევების სწავლება. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ეს სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდეს. ანუ პროცესის დაგეგმვა გონივრულად ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ უწყვეტი ინტერნეტის მიწოდება საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით არ არის უზრუნველყოფილი და გარდა ამისა, რომ კლინიკებმა ელემენტარულად გადაიარაღება და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა უნდა მოასწრონ, რათა ელექტრონული რეცეპტების გამოწერა შეძლონ. რეცეპტის ელექტრონულად გამოწერის ვალდებულება ჯერჯერობით არ ექნებათ თბილისში არსებულ ამბულატორიულ კლინიკებს. როგორ შეძლებენ პაციენტები ელექტრონული რეცეპტით აფთიაქში მედიკამენტების შეძენას? ეს ბრძანება დამტკიცდა 2016 წლის აგვისტოში და პრაქტიკულად, მასში მთლიანი სისტემაა გაწერილი. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომლის მომხმარებელი, როგორც სამედიცინო დაწესებულების ექიმი, ასევე პაციენტია. როდესაც ექიმი რეცეპტს ელექტონულად გამოწერს და პაციენტი აფთიაქს ამ მედიკამენტის განაღდების მიზნით მიმართავს, იქ წარადგენს თავის პირად ნომერს და უკვე აფთიაქს კომიუტერში უჩანს ამ პაციენტზე გამოწერილი ელექტრონული რეცეპტი. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელშიც ჩართულია ერთი მხრივ ექიმი, მეორე მხრივ სააფთიაქო დაწესებულება. რატომ გახდა საჭირო რეცეპტების ელექტრონული სისტემის ამოქმედება? რეცეპტის ქაღალდის მატარებელზე წარმოება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ პაციენტს მისი დაკარგვით შეიძლება პრობლემა შეექმნას. პაციენტისთვის და ექიმისთვის ძალიან მარტივია ეს სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ექიმს ინფორმაცია მოაქვს სხვადსხვა ბაზიდან, მაგალითად, წამლის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ წამლის რეესტრიდან მოდის. ზოგადად, ელექტრონული რეცეპტი მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, მაგალითად, ეს აშშ-ის რამდენიმე შტატშია დანერგილი, ასევე როგორც ევროკავშირის, ისე ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს. ამავდროულად, ეს ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის არის ანალიტიკის ძალიან კარგი წყარო. თბილისის გარდა სხვა ქალაქებში როდის ამოქმედდება რეცეპტების აღნიშნული სისტემა? ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი მიჭირს, იმიტომ, რომ საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის, რადგან პარამეტრები ზუსტდება. შეიძლება, თბილისსა და დიდ ქალაქებში ერთობლივად დიაწყოს, შესაძლებელია ჯერ თბილისში ამოქმედდეს და შემდეგ დიდი ქალაქები ჩაერთოს, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე პასუხის გაცემა მიჭირს. კონკრეტულად ვის ექნება რეცეპტებზე წვდომა და რამდენად დაცული იქნება პერსონალური მონაცემები? რეცეპტზე წვდომა ექნება ექიმს, პაციენტსა და აფთიაქს. აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გათვალისიწნებულია პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. პაციენტი არის სისტემის მომხმარებელი და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს მის შესახებ არსებულ პერსონალურ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე ის დაცულია.
---
26.12.2017
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/470656-msakhiob-giorgi-makharadzes-dakhmareba-esatciroeba.html
მსახიობ გიორგი მახარაძეს დახმარება ესაჭიროება
მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, - ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს. "მეგობრებო, ვწუხვარ, რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს! მსახიობ გიორგი მახარაძეს, სამწუხაროდ, დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა). დიდი მადლობა ყველას", - წერს ქაცარავა. ცნობისთვის, გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მას უამრავ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო პერიოდში მახარაძე სერიალებშიც იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებული პოპულარობა მას "ტიფლისმა" და "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილზე, მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი ბანკის“ ანგარიშზე: GE16TB7747845061100065
---
25.12.2017
25 წლის ირაკლი ყურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მოგმართავთ თხოვნით. 25 წლის ირაკლი ყურაშვილს სჭირდება დახმარება. უბედური შემთხვევის შედეგად, იგი პარალიზებულია. მას წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, ირაკლის ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსი თურქეთში, რომელიც 44 000 დოლარი ღირს.
ანგარიშის ნომერი: GE21BG0000000033498800 ანგარიშის მფლობელი: ზურაბ ყურაშვილი პირადი ნომერი: 62005012318
---
25.12.2017
"შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს და დავასრულო ყველაფერი" - სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაზარალებული მასტერ-სერჟანტი სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება
24 დეკემბერს რუსთავი 2-ის მაყურებელმა მასტერ-სერჟანტი ლევან ლობჯანიძის ისტორია მოისმინა. P.S.-ის ცნობით, მასტერ-სერჟანტი, რომელსაც საველე სამუშაოებისას ლაფანყურში მივლინების დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, სახელმწიფოსგან სრულფასოვან ყურადღებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ლევან ლობჯანიძეს ბორელიოზი დაუდგინეს, რაც ტკიპის კბენისგან იყო გამოწვეული. ხანგრძლივი მკურნალობა დაიწყო, თანხის ნაწილი დაზღვევამ აუნაზღაურა, შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარა. სიარული დაიწყო, თუმცა მდგომარეობა არ იცვლებოდა, ბოლოს თურქეთში გამოკვლევაზე წავიდა, სადაც ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, მაგრამ შსს-მ თანხის გაცემაზე უარი უთხრა. ავსტრიაში 35 000 ევრო მოსთხოვეს და ის თანხაც ვერ იშოვა. შსს-ს კიდევ მიმართა დახმარებისთვის, თუმცა მათ მხოლოდ 10 000 ლარის ოდენობის დახმარება შესთავაზეს, რაც ლევანისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ თავად თქვა უარი. ლევანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ გენინსპექციას 2013 წელსვე ესაუბრა, თუმცა შემდეგ რა მოხდა ან რატომ არ თვლიან სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაზარალებულად, არ იცის.
---
ბეჭდვითი მედია
26.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
რატომ გამოიძახეს კლინიკამ და პაციენტმა პოლიციის ორი ბრიგადა და რაზე ჩივის ონკოპაციენტი?!
რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ კლინიკაში მისულ ონკოპაციენტთან გასაუბრების შემდეგ კლინიკის ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახოს? პარალელურად კი პოლიცია გამოიძახოს თავად პაციენტმა და შემდეგ უკვე "რაზბორკა" წავიდეს პოლიციის ორ ბრიგადას შორის, თუ ვინ უნდა დაწეროს ოქმი? აღნიშნული შემთხვევა კლინიკა "ესტელაბში" მოხდა, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა პაციენტმა მაია მაღლაკელიძემ თავისი უფლებების დასაცავად, "პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციას" მიმართა. მაია მაღლაკელიძე: "ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად მიკავშირდებოდნენ კლინიკა "ესტელაბიდან" და უფასოდ სხვადასხვა პროცედურების ჩატარებას მთავაზობდნენ. ნამდვილად არ ვაპირებდი დანარჩენი პროცედურების გაკეთებას და რატომ მოვაწერე ხელი, ახლაც ვერ ვხვდები. იქვე ბანკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეჯდათ და საგანვადებო სესხის ხელშეკრულება დავდე. სესხი უცებ დამიმტკიცდა." "ქრონიკა+" მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა და კლინიკა "ესტელაბის" დირექტორს, მედეა პაპავას დაუკავშირდა.
---
26.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ბარბარესთვის!
ის ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და არ იცის, როგორ შეიძლება გადაადგილდებოდეს საკუთარი ფეხებით. მას აქვს შანსი, რომ სრულყოფილად გაიაროს, მაგრამ ოპერაცია ჯერ არ დაფინანსებულა. ბარბარე პაპუნაშვილის დედა: - ბავშვი დაიბადა დახურული ფორმის ასპინაბიფიდით, ანუ ხერხემლის თიაქრით, 4 თვის იყო, როდესაც სრულიად შემთხვევით, ნემსის გაკეთებისას ექთანი მიხვდა, რომ მას მგრძნობელობა არ ჰქონდა. შემდეგ ნევროპათოლოგთან მივიყვანეთ და მან პარაპარეზის დიაგნოზი დაგვისვა. მას მერე, ალბათ საქართველოში არ არის ექიმი, ვისთვისაც არ მიგვიმართავს. ჩვენ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, 2 წლის წინათ დავაგირავე სახლი, 4 შვილის დედა ვარ, სოციასლურად დაუცველი და უმუშევარი. ბარბარეს პირველი ჯგუფის ინვალიდის შესაბამისი სტატუსი აქვს, თვიურად დახმარებას ვიღებთ ჯამში 450 ლარის ოდენობით. გასულ თვეს კომპანია "მედი ქლაბის" წარმომადგენელი დამიკავშირდა, რომელმაც დახმარება შემომთავაზა და მითხრა, რომ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმს შეეძლო, ბავშვი უფასოდ გაესინჯა. ... ამის შემდეგ დასახმარებლად დავუკავშირდი საქველმოქმედო ფონდ "დედის ხელებს", რომლის დამფუძნებელმაც, ხატია გაბრიჭიძემ, უსასყიდლოდ დახმარება აღმითქვა, რაც უაღრესად სასიხარულო იყო. ახლა იმისთვის, რომ ოპერაცია დაფინანსდეს, საჭიროა 14 000 აშშ დოლარი. ფონდი "დედის ხელები" 5 000 დოლარს გვაძლევს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და გვინდა, ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანოთ განაცხადი, იქნებ 30%მაინც დაგვიფინანსონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ... ჯანდაცვის სამინისტრო ქართველი ექიმის ფორმა 100-ს ელოდება. ყველას ვისაც სურვილი აქვს ბარბარეს დაეხმაროს, შეუძლია,ჩარიცხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა შემდეგ ანგარიშებზე: 1. საქართველოს ბანკი GE51BG0000000668714400 2. თიბისი ბანკი GE64TB7015436080100015 3.ლიბერთი ბანკი GE51LB0115119616889001 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0901-701-225
---
26.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
დანგრეული სახლი თბილისში და 5 ბავშვი, რომელიც "სახლობანას" ნაცვლად "სახლიდან გასწრობანას" თამაშობს...
"ქრონიკა+"გიამბობთ თბილისში ერთ დანგრეულ სახლში მცხოვრებ ხუთ ბავშვზე, მათ დედასთან ერთან და ბებია-ბაბუასთან გატარებულ ერთ დღეზე, მათ ყოფაზე, რომელიც წასაკითხად და აღსაქმელად უმძიმესია. ხუთი ბავშვიდან უფროსი ანი 11 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 2-ის. ... საახალწლოდ არავინ დაგვპირებია არაფერს, სასადილოდან საჭმელს რომ ვიღებთ და დღის ცენტრშიც თუ დაგვეხმარება, ეგაა. დედა 56 წლისაა და მამა - 65 წლის, მამა პენსიასაც იღებს. პენსიას პლუს სოცდახმარება, სულ ესაა... სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თბილისის მასშტაბით, 70 000 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია, რომელსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავს.
---
26.12.2017
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ადამიანები, რომლებსაც ახალი წლის დადგომა არ უხარიათ
ქუთაისში 2018 წელი ყველასთვის სხვადასხვაგვარად მოდის. ადამიანთა მცირე ნაწილი ინფლაცისა და ფასების მატებას, მაინცდამაინც, არ უჩივის და მათ საახალწლო სუფრას რაიმე სახის კორექტირება შემცირების კუთხით, სავარაუდოდ, არ ემუქრება, მაგრამ არიან ისეთებიც და, მათი რიცხვი არცთუ ცოტაა, რომლებსაც დანაზოგი მხოლოდ იმისთვის ეყოფათ, რომ 31 დეკემბერს მაგიდაზე რამე მაინც მოათავსონ და მომავალი წლის დადგომას სიმბოლურად გახარებულები შეხვდნენ. 63 წლის ნანული ხუჭუასთვის 31 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება. იგი უკვე 20 წელია, ვაგონში მარტო ცხოვრობს. "უკვე მეორე თვეა ველოდები, რომ მოხუცთა თავშესაფარში წამიყვანენ, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ამასობაში, ზამთარი მოვიდა და აქ უკვე ძალიან მცივა", - ამბობს იგი და ნახევრად დანგრეული ვაგონის დატოვებას სულმოუთქმელად ელოდება. ერთი საწოლი, სკამი და ფიცრებისგან შეჭედილი ყუთი, რომელიც მაგიდის ფუნქციას ასრულებს - ესაა მთელი ის ავეჯი, რომელსაც მარტოხელა მოხუცის "სახლში" ნახავთ. მეტის საჭიროებას ის ვერც ხედავს, რადგან აცხადებს, რომ 4კვ.მ. ფართის ვაგონში სხვა რამეს მაინც ვერ მოათავსეს.
---