From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-27.02.2018
Cc : Zaza Sopromadze; Tamar Barkalaia; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; tgamkrelidze@ssa.gov.ge; Noe Kinkladze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 27.02.2018 08:17
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 2 7.02.2018

ტელევიზია

27.02.2018

არხი:            იმედი 

გადაცემა: ქრონიკა 08:00

წამლისა და ფარმაცეპტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. სიახლე დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე,   დავით სერგეენკოს მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააცნო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5066403

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5066473

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5066936

26.02

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5065989

---

 

27.02.2018

არხი:            იმედი  

გადაცემა: იმედის დილა

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის, განლაგებისა და შეფუთვის წესების დარღვევისთვის სანქციის ოდენობა და ვადები განისაზღვრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5066411

---

 

26.02.2018

არხი:            იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის კომიტეტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ანგარიშს წარადგენს. მონაცემებს დეპუტატებს უწყების უფროსის მოადგილე, თემურ პირველაშვილი აცნობს. მისი ინფორმაციით, სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ გასულ წელს 174 საკითხი განიხილა. დაისვა 200-ზე მეტი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5065533

---

 

 

 

ინტერნეტი

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/188670-tsamlisa-da-farmacevtuli-saqmianobis-shesakheb-kanonshi-cvlilebebi-shedis.html?lang=ka-GE

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები დეპუტატების, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ წარუდგინა. სოფრომაძის თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. "ცვლილებების მიზნად ისახავს ბაზრის მომარაგებას მაღალხარისხიანი მედიკამენტებით. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ნაბიჯია დაგეგმილი. მათ შორის ცვლილება შედის აღიარებითი რეჟიმით დარეგისტრირებული მედიკამენტების წესში, ყველა მედიკამენტი გარდა ადგილობრივი წარმოშობისა, ერთი რეგულაციის ქვეშ ხვდება, რაც ითავალისწინებს, რომ ასეთ მედიკამენტებს ყოველი 5 წლის შემდეგ დასჭირდება ხელახალი რეგისტრაცია", - აცხადებს სოფრომაძე.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/50412/tsamlisa-da-parmatsevtuli-saqmianobis-shesakheb-kanonshi-tsvlilebebi-shedis

---

 

 26.02.2018

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/50423/2017-tsels-93-eqims-saqmianobis-upleba-sheucherda

2017 წელს 93 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წლის ანგარიში წარადგინა. სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს დეპუტატებს უწყების უფროსის მოადგილემ თემურ პირველაშვილმა გააცნო.  1tv ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წელს სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებების შემოწმების დროს 1036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დაიწერა. აქედან 821 წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 119 სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევაზე, 79 მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ეხებოდა, 11 უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობას, 6 კი სამედიცინო დოკუმენტაცის დარღვევა იყო. სასამართლო განხილვის შედეგად, 841 დარღვევიდან დაჯარიმდა 620 სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებები, 208-ს შენიშვნა მიეცა და ორზე საქმე შეწყდა. ჯარიმის საერთო რაოდენობა 1 171 100 ლარია. საბჭომ 2017 წლის განმავლობაში 302 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ხოლო 93 ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით, 1-დან 4-თვემდე და 2-ს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა.

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ukiduresad-garibi-ojaxebis-raodenoba-regionebis-mixedvit/17158

უკიდურესად ღარიბი ოჯახების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს. მათ შორის, 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია.  უღარიბესი მოსახლეობის წილით თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 30 628 ოჯახი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთი 19 014 ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახით. შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად14 326 ოჯახი იღებს.  სხვა რეგიონების მიხედვით კი სურათი ასე გამოიყურება:  კახეთი - 14 736 უღარიბესი ოჯახი,  შიდა ქართლი - 13 384 უღარიბესი ოჯახი,  ქვემო ქართლი - 12 558 უღარიბესი ოჯახი,   აჭარა - 8 726 უღარიბესი ოჯახი,

მცხეთა მთიანეთი - 5 278 უღარიბესი ოჯახი,   რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 5 338 უღარიბესი ოჯახი,  გურია - 4 698 უღარიბესი ოჯახი,  სამცხე ჯავახეთი - 3 300 უღარიბესი ოჯახი.

იმედინიუს.ჯი-  https://imedinews.ge/ge/ekonomika/50403/saqartveloshi-37-812-ojakhi-ukiderusi-sigatakis-zgvars-migmaa

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.knews.ge/ge/kakhetinews/news/8926/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-14-736-%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1.htm

კახეთში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს. უწყების ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს. ,,დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს, აქედან 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია. მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ბოლო მონაცემებით კახეთის რეგიონში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს'', - განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://region.ge/2149-arasrultsovnis-istoria-khashuridan-ra-pasukhismgebloba-aqvs-ojakhs.html

არასრულწოვნის ისტორია ხაშურიდან - რა პასუხისმგებლობა აქვს ოჯახს?

არასრულწლოვნები და მათ პრობლემებზე წერა ყოველთვის სენსიტიურია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით არ ვასაჯაროებთ იმ ბავშვის ვინაობას, რომლის ისტორიაც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი. თუმცა პრობლემა, რომლის შესახებაც მოგვიყვნენ, არა მარტო შესაბამისი უწყებების, არამედ საზოგადოების ინტერესის საგანიც უნდა იყოს. ჩვენი სტატიის გმირი 12 წლის დ.ნ-ა. ხაშურში დაიბადა. ოჯახში პრობლემები აქვს. დედა და მამა დაშორდნენ. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ბიჭი მამასთან და ბებიასთან ერთად იზრდება. მამას პრობლემები აქვს. ამბობენ, რომ ალკოჰოლიკია. დედა შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს და სამსახურთან შეთავსებით ნახულობს. ბიჭს დევიანტური ქცევები აღენიშნება. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ის სკოლას ხშირად აცდენს, სახლიდან იპარება და მთელ დროს ქუჩაში ატარებს. პოლიციის თქმით, იპარავს და მათხოვრობს კიდეც, ჯიბის ფული რომ ჰქონდეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სკოლა ბავშვს ყველანაირად ეხმარება, ცდილობს ოჯახთან კონტაქტს და ბავშვის საჭიროებების მიხედვით მოქმედებს, თუმცა ფაქტია, სოციალური მომსახურების სააგენტომ ინფორმაცია არასრულწლოვნის პრობლემების შესახებ მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ის სახლიდან მთელი დღით გაიპარა. შეტყობინების მიღებისთანავე ოჯახში სოციალური მუშაკი მივიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონის განყოფილების უფროსის გოჩა ბარბაქაძის თქმით, პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და ბავშვისთვის სპეციალური პროგრამები იქნება შეთავაზებული: – თებერვლის დასაწყისში იყო მომართვა პოლიციიდან, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილები გაუჩნდა. დედ-მამა ცალკე ცხოვრობს, ბავშვს, ფაქტობრივად, ბებია ზრდის. დაწყებული გვაქვს მონიტორინგი, ოჯახისა და ბავშვის დასკვნა დადებული გვაქვს, უახლოეს მომავალში ფსიქოლოგიურ შეფასებას მოვახდენთ და ვფიქრობთ, ჩავრთოთ სახელმწიფო პროგრამაში "უფასო პრევენცია". ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ. – თქვენ ამბობთ, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილი გაუჩნდა, რას გულისხმობთ ამაში? – ჩვენ პოლიციამ მოგვმართა, რომ ბავშვი დაიკარგა. სავარაუდოდ, ამის შესახებ სამართალდამცველებს მშობელმა შეატყობინა. ჩვენ შეგვატყობინა პოლიციამ და ჩავერთეთ მათთან ერთად საქმეში. ჩვენთვის სხვა ინფორმაციებიცაა ცნობილი. ბავშვმა სამი სკოლა შეიცვალა, სხვა პრობლემებიც იყო და ვმუშაობთ. პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს ეს ყველაფერი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. – თქვენ ადასტურებთ ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი იპარავს? – არა ამას ვერ დავადასტურებ. ბიჭი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია. უფროსი და ჰყავს და ძალიან კარგი ბავშვია. უბრალოდ, მოხდა, რომ პრობლემები აქვს. ბავშვმა მამასთან ყოფნა აირჩია, დედასთანაც აქვს კონტაქტი. მოზარდია, გარდატეხის ასაკი აქვს. თავისი პრობლემები გაუჩნდა. ფსიქოლოგი ჩაერთვება მალე და პრობლემა მოგვარდება. ოჯახის წევრები თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ფსიქოლოგი უახლოეს კვირაში შეხვდება მას. – როცა ოჯახში მსგავსი პრობლემებია, როგორ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო? – პირველ რიგში, ოჯახში მივდივართ, ოჯახსა და ბავშვს ვაფასებთ და რომელი მზრუნველობაც არის საჭირო, იქ აგვყავს და ვეხმარებით. ამ შემთხვევაში უფასო რეინტეგრაციის პროგრამას შევთავაზებთ და მონიტორინგს განვახორციელებთ. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საჭიროებას ვერ ვხედავთ, უბრალოდ, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს. გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და განვითარების უფლება, აგრეთვე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება, როცა ეს შესაძლებელია და თუ – შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალურად დაუცველი ბავშვისა და ოჯახის იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასებაა. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური მუშაკი ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით ინტერვენციას გეგმავს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის რამდენიმე ქვეპროგრამა მოქმედებს. ესენია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა; ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა; ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დღის ცენტრების ქვეპროგრამა; დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა; მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა. ჩვენს გმირს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამას შესთავაზებს. ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რაც დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით; თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთანავე, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება; ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას; საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/383047

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/zrunvis-sistemis-pirveli-srulyofili-angarishi-gamoqveynda-/17162

ზრუნვის სისტემის პირველი სრულყოფილი ანგარიში გამოქვეყნდა

საქართველოში ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და ნარკოტიკის მომხმარებლებზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემის პირველი სრულყოფილი შეფასებითი ანგარიში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო პროგრამების მართვა ხარვეზებით მიმდინარეობს. არ არის საკმარისი ფინანსური რესურსები, რაც უარყოფითად აისახება მომსხურების ხარისხზე. პირველი სრულყოფილი ანგარიში ,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან“ თანამშრომლობით ჩაატარა. ავტორების აზრით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს და წამალდამოკუდებულებს სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა აქვთ, ხოლო შინ მოვლის პროგრამების არსებობა დონორებზეა დამოკიდებული. „საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, ნარკოტიკის მომხმარებლები, ჯერ კიდევ დაუცველები, ხშირად საზოგადოებისაგან უარყოფილნი და არასაკმარისად ინტეგრირებულნი არიან. ის, რაც ერთიანობაში მოიაზრება ზრუნვის სისტემად, იფარება ფრაგმენტულად და ნაწილობრივ, შედეგად პაციენტები რჩებიან მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე.“ - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“. სრულყოფილი სურათის დასანახად, თუ რამდენად პასუხობს სისტემა ბენეფიციარების საჭიროებებს, უზრუნველყოფს თუ არა მათ დროული, ხარისხიანი და თანმიმდევრული სერვისებით, ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშისთვის კვლევა შემდგომ წლებშიც ჩატარდება.

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://bfm.ge/sad-mowev-da-sad-veghar-mowev-sigarets-pirveli-maisidan/

სად მოწევ და სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში [გარდა ტაქსისა და კატერისა]; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. წაიკითხეთ ამ თემაზე: „რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან“ – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა სიგარეტის მოწევა დასაშვებია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისთვის: წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით. სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას. ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.პირველი მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/zrunvis-sistemis-pirveli-srulyofili-angarishi-gamoqveynda-/17162

ზრუნვის სისტემის პირველი სრულყოფილი ანგარიში გამოქვეყნდა

საქართველოში ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და ნარკოტიკის მომხმარებლებზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემის პირველი სრულყოფილი შეფასებითი ანგარიში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო პროგრამების მართვა ხარვეზებით მიმდინარეობს. არ არის საკმარისი ფინანსური რესურსები, რაც უარყოფითად აისახება მომსხურების ხარისხზე.  პირველი სრულყოფილი ანგარიში ,,საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან“ თანამშრომლობით ჩაატარა. ავტორების აზრით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს და წამალდამოკუდებულებს სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა აქვთ, ხოლო შინ მოვლის პროგრამების არსებობა დონორებზეა დამოკიდებული.  „საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, ნარკოტიკის მომხმარებლები, ჯერ კიდევ დაუცველები, ხშირად საზოგადოებისაგან უარყოფილნი და არასაკმარისად ინტეგრირებულნი არიან. ის, რაც ერთიანობაში მოიაზრება ზრუნვის სისტემად, იფარება ფრაგმენტულად და ნაწილობრივ, შედეგად პაციენტები რჩებიან მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე.“ - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“.  სრულყოფილი სურათის დასანახად, თუ რამდენად პასუხობს სისტემა ბენეფიციარების საჭიროებებს, უზრუნველყოფს თუ არა მათ დროული, ხარისხიანი და თანმიმდევრული სერვისებით, ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშისთვის კვლევა შემდგომ წლებშიც ჩატარდება.

---

 

26.02.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34536/sameditsino-momsakhureba-tsamaldamokilebuli-qalebistvis--zrunvis-platformis-shefaseba

სამედიცინო მომსახურება წამალდამოკილებული ქალებისთვის - ზრუნვის პლატფორმის შეფასება

„მცირეა სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული წამალდამოკიდებული ქალების წილი. ასევე მწირია პენიტენციურ დაწესებულებებში მეთადონით დეტოქსიკაციის კურსში ჩართული ქალი ბენეფიციარების რაოდენობა. 2017 წლისთვის ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი თერაპიული პროგრამები არ მოქმედებს, ქალი პატიმრები პრეპარატის მისაღებად გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშში, რომელიც „საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასევე მწირია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში და ფსიქოთერაპიის კურსში ჩართული კლიენტების რაოდენობა და ამის მთავარი მიზეზი ისევ რესურსების სიმწირეა. ზრუნვის სისტემის შეფასებისას, შეირჩა და გაანალიზდა ინდიკატორები, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად პრიორიტეტულია ზრუნვის სისტემის ქუდის ქვეშ გაერთიანებული თითოეული დარგი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების გზაზე, შემუშავებულია თუ არა ზრუნვის პოლიტიკა, განვითარების ხედვა და ძირითადი მიმართულებები რამდენად ეყრდნობა მტკიცებულებებს, ხდება თუ არა მონაცემების რუტინული მოგროვება და მონაცემების ანალიზი, ზრუნვის სიტემის თითოეული კომპონენტის დაგეგმვისას რესურსების რაციონალური განაწილების მიზნით, განსაზღვრულია თუ არა მომსახურების პირობები, როგორია არსებული სიმძლავრე და სხვა. სამედიცინო-სოციალური სერვისის მიწოდების ორგანიზების, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურებით კმაყოფილების შეფასების კუთხით ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში წამალმომხმარებელი ქალები ორმაგი სტიგმის მატარებლები არიან, რაც ართულებს სხვადასხვა პროგრამაში მათ ჩართვას. ანგარიშის მიხედვით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტულად ქალებზე მორგებული სერვისები, რაც, დამატებითი ბარიერია ხსენებული ჯგუფის მკურნალობაში ჩართვისთვის. იგივე შეიძლება ითქვას მოზარდებზე, ვინაიდან მათი მომსახურება უმეტესად მოზრდილთა დაწესებულებებში ხდება. ანგარიშში ასახულია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მონაცემები, რის მიხედვითაც 2017 წელს (9 თვეში) მკურნალობა-რეაბილიტაციის პრო- გრამებში ჩართულ ბენეფიციარებში ქალების და არასრულწლოვანების წილი შეადგენს: ქალი - 5,3%-ს, < 20 წელზე - 8,9%-ს. რაც შეეხება მეტანოდით ჩანაცვლებით თერაპიას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია 5,218 პაციენტი, მათ შორის 37 ქალი. რაც შეეხება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული წამალდამოკიდებული პირების რაოდენობას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველადი დეტოქსიკაციის შემდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმდინარეობისას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპია პაციენტებს ეხმარება საკუთარი აშლილობის მართვაში, ქცევაზე დაკვირვებასა და ჩვევების შეცვლაში, ასევე საზოგადოებაში რეინტეგრაციაში. ფსიქო-სოციალური ინტერვენციების გარეშე, ცალკე აღებული მხოლოდ სამედიცინო ჩარევა უმეტეს შემთხვევაში არაეფექტურია წამალმოხმარების პრობლემის მართვაში. „სამწუხაროდ, საქართველოში მკურნალობის ეს საფეხური ნაკლებად განვითარებულია. მწირია როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების რაოდენობა, ასევე სფეროში მომუშავე სპეციალისტების რიცხვი", - ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, აქ დღეისთვის ფუნქციონირებს „ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ოპიოიდებზე დამოკიდებულ პატიმრებს სთავაზობენ მეთადონით დეტოქსიკაციური კურსის გავლას (3-6 თვე დოზის კლებით და მეთადონის საბოლოო მოხსნით). ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით დეტოქსიკაციურ მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობა იყო 338, მათ შორის 1 ქალი. 2017 წელს, ანგარიშის მომზადების პერიოდში, უშუალოდ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბსტინენციაზე ორიენტირებული დეტოქსიკაციური და მეთადონით დეტოქსიკაციური თერაპიის პროგრამა არ მოქმედებს. ჩანაცვლებითი პრეპარატის მისაღებად ქალი პაციენტები გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არაა შექმნილი ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო დონეზე არ ხდება ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მონაცემების მოგროვება და რეპორტინგი, შესაბამისად, ნაკლებ თანმიმდევრულია გადაწყვეტილებათა მიღებისა და დაგეგმვის პროცესი. ეროვნულ დონეზე არ არსებობს ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები, რომელიც დაეყრდნობოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და აღიარებულ საუკეთესო პრაქ- ტიკას. არსებული ინტერვენციები ძირითადად კამპანიების სახეს ატარებს და არ ხდება მათი ეფექტიანობის შეფასება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

27.02.2018

მედიასაშუალება:რეზონანსი

ახალი კომბინაცია პაციენტისგან ფულის ამოსაქაჩად

კლინიკებში პაციენტებს მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ. როგორც აღმოჩნდა, სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ხშირად ცვლის ე.წ. კოდს, რის გამოც თანხის გადახდა მომხმარებლებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ მიყვანის შემთხვევაშიც კი უწევთ. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა პაციენტის უფლების დარღვევად მიიჩნევა. სასწრაფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილ პაციენტს გადაუდებელი მომსახურება უტარდება, რაც, წესით, კოდის ცვლილებას არ ექვემდებარება. არსებული პრობლემის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსმა" სამედიცინო სერვისის მიმღები პირებისგან შეიტყო. ისინი ეჭვობენ, რომ კლინიკებში სპეციალურად შეუცვალეს კოდი, რათა თანხა გადაეხდევინებინათ. მიუხედავად ამისა, პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ ჩივილს არ აპირებს და "დაკისრებულ თანხას" იხდის. ნაწილი აპროტესტებს, თუმცა აღიარებს, რომ დარღვეული უფლების დაცვა უჭირს. რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც ჩვენი გაზეთი წერს, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას უკავშირდება. 7 წლის ალექსის დედა ირმა ბესელია ამბობს, რომ ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფოს დახმარების ექიმებმა შეიყვანეს, როგორც გადაუდებელი პაციენტი, მაგრამ მომსახურების გაწევის შემდეგ ადმინისტრაციამ კოდი შეცვალა და თანხის გადახდა მოითხოვა. "დაახლოებით 1 თვის წინ კვირა საღამოს შევამჩნიე, რომ ბავშვს მარჯვენა სათესლე ჯირკვალი გაწითლებული და საგრძნობლად შეშუპებული ჰქონდა. სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოვიძახე. ექიმმა მითხრა, რომ პატარა სასწრაფოდ საავადმყოფოში იყო გადასაყვანი. იაშვილის კლინიკაში მიგვიყვანეს, სადაც ექიმმა გასინჯა და მითხრა, რომ, სავარაუდოდ, ანთებითი პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ დასარწმუნებლად ექოსკოპიაზე უნდა გაეშუქებინათ. გაირკვა, რომ ანთების მცირე კერა შეინიშნებოდა. სასწრაფოდ დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და გამაფრთხილეს კიდეც, რომ შესაძლოა, საოპერაციო გამხდარიყო. ასე დაგვემშვიდობა ექიმი და მოგვცა დანიშნულება. როდესაც მიმღებიდან გამოვდიოდი, გამაჩერეს და მითხრეს, რომ მომსახურება სრულად უნდა ამენაზღაურებინა (100 ლარი - ექიმისა და ექოსკოპიის თანხა). თანაც დაამატეს, რომ ასეთ დროს პოლიკლინიკის ექიმის მომსახურებით უნდა მესარგებლა, რაც აბსურდია - კვირას, ღამის 10 საათზე რომელი პოლიკლინიკა არის პაციენტის მისაღებად მზად? ჩემი შვილისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო. ბავშვის მდგომარეობა მსუბუქი რომ ყოფილიყო, რატომ მიიჩნია სასწრაფო დახმარებამ მისი გადაყვანა აუცილებლად?", - ამბობს მშობელი და დასძენს, რომ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ ადგილობრივი პოლიკლინიკისთვის უნდა მიემართა. "გადაუდებელი თუ არ იყო, რატომ არ უთხრეს სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომ ჩემი მიყვანა აუცილებელი არ იყო. ან რატომ არ გამაფრთხილეს მოსალოდნელ გადასახადთან დაკავშირებით? თუ გადაუდებელი არაფერი სჭირდა, რატომ ჩატარდა სამედიცინო პროცედურა? რატომღაც ამაზე არავის აქვს პასუხი. ვეჭვობ, რომ კოდი თვითნებურად შეცვალეს. უმუშევარი დევნილი ვარ, ძალიან მიჭირს და ბავშვის კვების ხარჯის გაწევას გაჭირვებით ვახერხებ. წარმოდგენაც არ მაქვს, რის საფასურად მომიწევს ამ თანხის გადახდა", - ამბობს ირმა ბესელია. ანალოგიური პრობლემა შეექმნა ამავე კლინიკაში რამდენიმე თვის წინ 4 წლის გიორგის დედასაც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი კოდის მიხედვით არ შეფასდა. "ბავშვს ჰქონდა ვირუსი. პოლიკლინიკაში მივიყვანე, მაგრამ მკურნალმა ექიმმა მირჩია, რომ კლინიკაში გადამეყვანა, რადგან შეიძლება პაციენტის მდგომარეობა გართულებულიყო. იაშვილის კლინიკაში მორიგე ექიმმა გასინჯა, შემდეგ კი მითხრა, რომ ფასიანი მომსახურება გაგვიწიეს, რაც დაზღვევით არ ფინანსდება, ამიტომ უნდა გადამეხადა ექიმის კონსულტაციის თანხა. მიუხედავად ჩემი პროტესტისა, ვერაფერს გავხდი. საჩივრით არავისთვის მიმიმართავს. არ ვიცი, რამდენად აქვს ამას აზრი ან რამდენად შემიძლია ჩემი უფლების დაცვა", - ამბობს უკმაყოფილო მშობელი. კლინიკების მხრიდან კოდის შეცვლის ფაქტები ნაცნობია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტ ვახტანგ მეგრელიშვილისთვის. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, დაზარალებული პაციენტების უფლების დამცავი მექანიზმი ქვეყანაში რეალურად არ არსებობს. გარდა იმისა, რომ პაციენტებს შეცვლილი კოდის გამო თანხას ახდევინებენ, ძალიან ხშირად ამ ხერხს ბიუჯეტიდან მეტი თანხის მიღებისთვისაც მიმართავენ. "კოდის შეცვლა ხდება საკმაოდ ხშირად და ამაზე რატომღაც არავინ აგებს პასუხს. ყველა საავადმყოფო ცდილობს, გააფორმოს მაქსიმალური რაოდენობის პაციენტი მაქსიმალური თანხის მისაღებად. ეს დიდი პრობლემაა, რომლის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. კონკრეტული ფაქტი, რომელიც კოდის შეცვლას ეხება, პაციენტის უფლების დარღვევაა. სახელმწიფო ჯანდაცვა არის მონოპოლიური სერვისი და ვიღაცამ თუ რამე დააშავა, დაზარალებული არა სასამართლოში, არამედ ჯანდაცვის სამინისტროში მიდის. გამოდის, რომ მინისტრმა უნდა დასაჯოს თავის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რასაც არ აკეთებს. აქედან გამომდინარე, რა გზას უნდა დაადგეს პაციენტი დარღვეული უფლების დასაცავად? არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს საქართველოში, რომელიც პაციენტს კლინიკაში გაწეული ხარჯის უკან დაბრუნების საშუალებას მისცემს. ხშირია შემთხვევა, როდესაც კლინიკები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ ბიუჯეტიდან. ისეთი დიაგნოზი გააფორმონ, რომლის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო დიდი ოდენობით და მარტივად ხდება. ამ დროს ავადმყოფის რეალური მდგომარეობა სულაც არ არის განსაკუთრებული. ეს გავრცელებული პრაქტიკაა მას შემდეგ, რაც საყოველთაო დაზღვევის სისტემა მოქმედებს", - აცხადებს მეგრელიშვილი. სამედიცინო სფეროს ექსპერტი, ორგანიზაცია "გახსოვდეს ჰიპოკრატეს" წარმომადგენელი მარინა ბერაძე განმარტავს, რომ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ შეყვანილი პაციენტი გადაუდებელ მომსახურებაში გადის და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში კოდის შეცვლა დაუშვებელია. "მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, როგორიც მათემატიკა. რადგან სასწრაფოს ექიმმა მიიჩნია, რომ პაციენტს სჭირდება გადაუდებელი მომსახურება, მან უნდა ისარგებლოს კიდეც ამით კოდის შეცვლის გარეშე. გამოდის, რომ კლინიკები სპეციალურად ახდევინებენ თანხას. შესაძლებელია, პაციენტმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართოს, მაგრამ თითქმის ვერაფერს მიაღწევს. პაციენტის მხრიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, რომ მერიის ბაზაზე არსებული უფასო სერვისის - "ჩემი ადვოკატის" - მომსახურებით ისარგებლოს", - აცხადებს ექსპერტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო იყო ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. კითხვებზე პასუხს "ბიზნეს-რეზონანსი" გვიან საღამომდე ელოდა, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5066269&name=27.02.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

27.02.2018

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

პროფკავშირები: "გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი"

23 თებერვალს თბილისის ცენტრალურ გამზირზე მუშათა მსვლელობა გაიმართა. სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოში დასაქმებულნი თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. აქციის ლოზუნგი იყო: "მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" "დავიცვათ ერთად დასაქმებულთა სიცოცხლე, ერთად დავიცვათ სიცოცხლის უფლება!" აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. პროფკავშირების მონაცემებით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, დღეის მონაცემებით, 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. პროფკავშირები პარლამენტისა და მთავრობისგან ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნასა და მაღალი სტანდარტის რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ. "პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინსპექტირების საკითხს აყენებს", - ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებულია. სამმხრივ მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გარკვეულწილად გახლავთ გათვალისწინებული, მაგრამ არა სრულად. კვლავ პრობლემად რჩება ამ უწყების სამმხრივი ადმინისტრირება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე პროფკავშირებისთვის. გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ორგანო. მეორე საკითხი გახლავთ ინსპექტორის სასამართლოში წასვლის ვალდებულება. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად საწარმოო პროცესში არის სერიოზული საფრთხის შემცველი მოქმედებები, მეწარმის მხრიდან სასამართლოში წასვლით, შრომის ინსპექტორზე მიმართვით, სიარულ-სიარულსა და სასამართლოების ლოდინში, შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ. ასევე პრობლემა გახლავთ ის, რომ სფერო შეიზღუდა. მაგალითად, ენერგოდისტრიბუციაში უამრავი პრობლემაა შრომის უსაფრთხოების კუთხით, როგორც ტრაგიკული, ასევე ლეტალური შემთხვევები ყოფილა დაფიქსირებული წლების მანძილზე და ბუნებრივია ეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას მათ ჰქონდათ 3 არსებითი შენიშვნა. „პირველი ეხებოდა - სფეროს. ჩვენ მივუთითებდით, რომ სფერო უნდა ყოფილიყო უფრო ფართო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა გვთავაზობდა და ეს უნდა შეხებოდა დასაქმების ყველა ადგილს, თუმცა ეს შენიშვნა არ არის გაზიარებული მეორე მოსმენისას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი გავრცელდება მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე, რომლის სიასაც დაადგენს მთავრობა. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ იქნება ეს სია, თუმცა პროფესიული კავშირები უკვე მიუთითებენ, რომ მაღალი ალბათობით რამდენიმე სფერო აქ არ შევა. ამდენად, კანონის ვიწრო სფერო რჩება, როგორც პრობლემა. მეორე თემა, რომელიც იდგა და იყო პრინციპული, ეს არის აქვს თუ არა უპირობო შესვლა ინსპექციას სამუშაო ადგილებზე. ამ ნაწილშიც მთავრობამ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა. მხოლოდ გეგმურად და რემონიტორინგის დროს შედის ინსპექცია, სხვა შემთხვევაში მას სჭირდება წინასწარი სასამართლო ნებართვა, თუმცა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითად ნაწილში გაორმაგდა შემოთავაზებული სანქციების ოდენობები და გადაიხედა სანქციის ზედა ზღვარი. ეს არის საკითხი, რომელიც მეტნაკლებად იქნა გაზიარებული, რაც ვფიქრობთ, რომ არის პარლამენტის დიდი დამსახურება“, - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონროექტი ჯერ კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდეგ მედიასთან „აუდიტორია 115“-ს წევრებმა გააპროტესტეს. გიორგი სოფრომაძის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება და ბიზნესი ცდილობს, რომ ეს კანონპროექტი გაასაღოს, როგორც კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და შეთანხმებულ დოკუმენტად წარმოაჩინოს. "ქრონიკა+" საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელ თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრა: -პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა თბილისის სხვადასხვა ადგილში საინფორმაციო ღონისძიებებს ატარებს და საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. აქციის მთავარი მიზანი შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სამუშაო ადგილებზე ადამიანის დასახიჩრება და გარდაცვალება ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა. ამავე დროს, შრომითი უსაფრთხოების კანონის მიღების პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ აუცილებელია, მთავრობა საზოგადოების გავლენას გრძნობდეს, რათა კანონი ისეთი სახით მიიღოს, რაც არსებულ მდგომარეობას გამოასწორებდა".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5066511&name=27.02.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

27.02.2018

მედიასაშუალება:რეზონანსი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ყოველი მესამე ოჯახი უმწეოა

საქართველოში ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღენთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობსთან შეფარდებით აღნიშნულ რეგიონში ყველაზე მაღალია. იანვრის სტატისტიკის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თითქმის ყოველი მეორე მოსახლე და ყოველი მესამე ოჯახი უმწეოა და სოციალურ ფულად შემწეობაზეა დამოკიდებული. "ბიზნეს მედიის" ინფორმაციით, უმწეოთა სოციალურ დახმარებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სულ 5 338 ოჯახი და 12 775 პირი იღებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5066331&name=27.02.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

27.02.2018

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

სად მოწევ და სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან

ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში [გარდა ტაქსისა და კატერისა]; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. წაიკითხეთ ამ თემაზე: „რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან“ – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა სიგარეტის მოწევა დასაშვებია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისთვის: წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით. სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით. ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას. ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.პირველი მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5066637&name=27.02.2018+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---