მედიამონიტორინგი 27.03.2018
ტელევიზია
27.03.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 11:00
ჭითურაში, შუქრუთის მაღაროში, სადაც გუშინ 45 წლის მუშა გარდაიცვალა სპეციალურმა ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლებმა შემთხვევის ადგილი შეისწავლეს და შედეგად დაასკვნეს, რომ უბედური შემთხვევა არის ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი. შემთხვევასთან დაკავშიებით გამოძიება გრძელდება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127493
I არხი - მოამბე 09:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127124
---
27.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების არამიზნობრივად გამოწერის პრობლემასთან ბრძოლას იწყებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ელექტრონული რეცეპტების დანერგვით ეს პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდება. მინისტრი აღნიშნავს, რომ მას უკვე ჰქონდა ასოციაციებთან შეხვედრა, სადაც ერთობლივი მოქმედების მექანიზმზე შეჩერდნენ. პრობლემის აქტუალობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც გააკეთა კომენტარი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127244
26.03
ტვ პირველი- საქმის კურსი 22:30
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126919
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126007
---
27.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
რუსთავში 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედასა და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ. მოზარდის დედა შვილზე ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს, თუმცა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდება. 15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. ის ამჟამად სპეციალურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127087
---
26.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საარსებო მინიმუმის მიმღები მოსახლეობის მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მზარდი ტენდენცია გამოკვეთილი არ არის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126847
---
26.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოიების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს, კონკრეტულად კი იმ მექანიზმებზე, რომლითაც ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული ტერორიზმის პრევენციაა შესაძლებელი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125028
ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124756
I არხი-მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125770
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126824
---
26.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ექვსსაათიანი სამაშველო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. ჭიათურის მაღაროში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაღაროს ჭერი ჭიათურაში გამთენიისას ჩამოიშალა. დიდი ზომის ლოდებმა 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევებში სამი მეტრის სიღრმეზე მოიყოლა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126665
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126536
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126511
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126565
ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126237
I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126232
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126226
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126045
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125704
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125677
I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125660
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5125265
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126306
---
26.03.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
დასაქმებულთა უფლებები და შრომის უსაფრხოება; სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახური. 6 საათიანი სამუშაოების შემდეგ შუქრუთის მაღაროდან გარდაცვლილი ზაზა აბრამიშვილი ამოიყვანეს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126882
---
26.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
სამუშაო ადგილზე მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან 900-ზე მეტი მოქალაქე იღებს. მხოლოდ მიმდინარე თვეში მათთვის გადარიცხულმა თანხამ 124 ათას ლარს გადააჭარბა. აქედან 92 483 ლარი მხოლოდ იმერეთის რეგინში დასაქმებულებზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 16 698 ლარით, მესამეზე კი - ქვემო ქართლი - 5 990 ლარით.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126854
---
26.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. დემონტაჟი რამდენიმე დღეა, დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს. რკინიგზასა და ჯანდაცვის სამინისტროში ახლა დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126687
---
26.03.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ვიდრე კანონი ძალაში შევა აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევას მოყვეს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება და აუცილებელია უკვე არსებული უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება. საქართველოს პრეზიდნეტმა უსაფრთხოების შესახებ კანონს, წინა კვირას მოაწერა ხელი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5126298
---
26.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
პირველი მაისიდან თამბაქოს შესახებ რეგულაციები ამოქმედდება
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5124962
---
26.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
გუდაურში დაშავებული კიდევ ორი პაციენტი გაწერეს ღუდუშაურიდან. რუს ცოლ-ქმარს სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული, მათ ჩაუტარდათ მკურნალობის კურსი, რის შემდეგაც მათი კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობს. საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაშავებულებიდან ამ კონრკეტულ საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი განაგრძობს.
---
ინტერნეტი
27.03.2018
რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა
რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებზე გათვალისწინებულია სამედიცინო წესით აღჭურვილი, „ჯიპის“ ტიპის 22 სპეცმანქანა. „რეგიონებში გადაუდებელი დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებზე გათვალისწინებულია სამედიცინო წესით აღჭურვილი „ჯიპის“ ტიპის 22 სპეცმანქანა. დღეისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ითვლის 232 ახალ ევროსტანდარტების სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას, მათ შორის, არიან რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. მოგეხსენებათ, ავტოპარკის განახლება მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილლმა.
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/485242-shuqruthis-magharoshi-teqnikuri-inspeqtireba-chatardeba.html
შუქრუთის მაღაროში ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდება
საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობა დაასრულეს. როგორც ჯგუფის წევრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადეს, დათვალიერების შედეგად დაასკვნეს, რომ მომხდარი შემთხვევა აუცილებლად მოითხოვს ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებას. „ის, რაც ვნახეთ, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი არის. ოქმს კი რამდენიმე დღეში დავდებთ“, - განაცხადა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მირიან ბედიანიძემ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალური ჯგუფი ტექნიკურ ინსპექტირებას განახორციელებს, შემოწმდება მაღარო და ტექნიკური დოკუმენტაცია. ჭიათურის მაღაროში გუშინ 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.
---
27.03.2018
„სიტროენ ჯორჯია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს
„სიტროენ ჯორჯია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და დავების საბჭოს აუდიოჩანაწერების გადმოცემას მოითხოვს. საქმე ეხება საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერიდან დისკვალიფიკაციას, რასაც კომპანია უკანონოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე სასამართლოში დავობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა, მათ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს აღნიშნულ საკითხზე დავების საბჭოში გამართული განხილვების აუდიოჩანაწერების მიწოდების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს - შესყიდვების სააგენტომ მხოლოდ წერილობითი ოქმის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა. შარაშენიძის ინფორმაციით, „სიტროენ ჯორჯიას“ შუამდგომლობა აუდიოჩანაწერების გადმოცემასთან დაკავშირებით 24 მარტს უკვე სასამართლომ დააკმაყოფილა. „შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოზე გამართული განხილვების აუდჩანაწერები ადასტურებს, თუ რამდენად არაადეკვატური იყო ჯანდაცვის სამინისტრო და რამდენად იყო მოწადინებული, რამენაირად მოვეხსენით ტენდერიდან. ჩვენი კანონიერი უფლებაა, ეს ჩანაწერი გამოვითხოვოთ. ჩვენმა იურისტებმა ეს მოთხოვნა დააყენეს შესყიდვების სააგენტოს წინაშე, თუმცა უარი მივიღეთ. შემდეგ სასამართლოზე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შესყიდვების სააგენტომ კვლავ უარი გვითხრა აუდიოჩანაწერების გადმოცემაზე. მე მოვუწოდებ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ ნუ შევლენ ჩიხურ მდგომარეოაბში. მე მესმის, რომ ამ აუდიოჩანაწერებში ძალიან მძიმე სურათი იხატება და ცხადყოფს, ვინ რა დოზით არის დამნაშავე, მაგრამ ვალდებულები არიან, რომ გადმოგვცენ და საბოლოო ჯამში მაინც ასე მოხდება. ეს არის სამოქალაქო დავა, რომელსაც ერთი ბიზნესი აწარმოებს და არ შეიძლება ასეთი ზეწოლით, ხელების გადაგრეხის რეჟიმით მოექცე ამ ჯგუფს. სასამართლოს მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა შარაშიძემ. მისივე თმით, „სიტროენ ჯორჯიას“ საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მარტს არის ჩანიშნული. თუ ამ დრომდე აუდიოჩანაწერებს ვერ მიიღებს, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებას წესით დაკმაყოფილებას მოითხოვს.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=67245
დავით სერგეენკო: ელექტრონული რეცეპტის დანერგვა პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც იძლევა
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით ელექტრონული რეცეპტების სისტემა დანერგილია და აღნიშნა, რომ მისი რაოდენობრივი ანალიზი პრაქტიკულად ყოველდღე კეთდება. „თბილისის მასშტაბით, ელექტრონულ რეცეპტებზე ჩვენ გვაქვს დანერგილი სისტემა, რომლის რაოდენობრივ ანალიზს პრაქტიკულად, ყოველდღე ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია ეს სტატისტიკა, თუმცა, თვისობრივი ანალიზი რომ გააკეთო, რა სახის დარღვევები იკვეთება ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, ცოტა უფრო მეტი დროა საჭირო. როგორც წესი, ამას 6 თვე სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამი თვის თავზე შევძლებთ, პირველი თვისობრივი ანალიზი გავუზიაროთ საზოგადოებას", - განაცხადა სერგეენკომ. სერგეენკოს თქმით, ელექტრონული რეცეპტები პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ ფარმაკოლოგიურ ასოციაციებთან გვქონდა შეხვედრა. შევთავაზეთ ასეთი რამ, რომ ელექტრონული რეცეპტის დანერგვა ჩვენ ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას გვაძლევს, მათ შორის, პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლისაც. მათ მე შევთავაზე, ისინი დამთანხმდნენ და უკვე წარმოადგინეს ხედვა, რომ ჩვენ ერთობლივი მოდული შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალობის მიხედვით პროფესიონალებმა და ფარმაინდუსტრიის პროფესიონალებმა ერთად გავაანალიზოთ ეს მოპოვებული ინფორმაცია და სწორი დეტექცია გავაკეთოთ პოლიპრაგმაზიის წყაროებზე, მიზეზებსა და მათზე ზემოქმედების გზებზე. ვფიქრობ, ეს ძალიან ეფექტური იქნება და უკვე მალე მოგვცემს შედეგს", - განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა, როდესაც ისინი ახდენენ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესებას, რის სანაცვლოდაც ხდება საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების არამიზნობრივი დანიშვნა ხდება". თავის მხრივ, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პოლიპრაგმაზია მათთვის უცნობი არ არის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotsaarsebo-shemweobis-mimgebta-yoveltviuri-zrda-ar-nishnavs-rom-tendencia-gamokvetiliaquot/17932
"საარსებო შემწეობის მიმღებთა ყოველთვიური ზრდა არ ნიშნავს, რომ ტენდენცია გამოკვეთილია"
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 294 ადამიანით გაიზარდა. 2017 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 555 იყო, 2018 წლის თებერვალში კი 453 849 შეადგინა. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ზრდა არ ნიშნავს, რომ მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა. BM.GE-ს კითხვაზე საპასუხოდ მინისტრმა შესაბამისი არგუმენტიც მოიყვანა. "თუ არ მივიღებთ მხედველობაში დიდ მერყეობებს, რომელიც 2013 წლის დასაწყისში იყო, შემწეობის მიმღებების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია და თვეში დაახლოებით +/_ 500 ათასით იცვლება ხოლმე. ეს ცვლილება ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ ტენდენცია არის გამოკვეთილი. ჩვენ უნდა შევხედოთ მაჩვენებლებს თვეების მიხედვით და მე ვფიქრობ, ეს იქნება იგივე ფლუქტუაციის, +_ 500 ფლუქტუაციის ერთ-ერთი ნაწილი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
26.03.2018
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. დავით სერგეენკომ ყურადღება ბიოლოგიურ საფრთხეებზე უწყვეტი ზედამხედველობის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და ამ ტექნოლოგიის პარტნიორებისთვის გაზიარებაზე გაამახვილა. „2014 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვაში ახალი მიმართულება დაიწყო. მას საფუძველი აშშ-ის მთავრობამ ჩაუყარა. ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმთავითვე ჩაერთო. ინფრასტრუქტურამ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ახალი კორპუსის სახით გვაქვს, მოგვცა საშუალება, გავხდეთ ლიდერები ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. საერთაშორისო შეხვედრაზე უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ბიოზედამხედველობის სამოქმედო პაკეტი განიხილეს. კონფერენციის მონაწილეებმა გამოცდილების გაზიარების, ზედამხედველობის სისტემის მდგრადობის და დაავადებებზე მონიტორინგის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის (Global Health Security Initiative) მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული (CBRN) ტერორიზმის პრევენცია წარმოადგენს. სამოქმედო პაკეტი 11 პუნქტისგან შედგება. მის შემადგენლობაში ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ზოონოზური დაავადებები, ბიოუსაფრთხოება, ბიოდაცვა, იმუნიზაცია, ეროვნული ლაბორატორიის სისტემა, რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, ანგარიშგება, სამუშაო ძალის განვითარება, გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ცენტრი, მულტისექტორალური სწრაფი რეაგირებისთვის კანონმდებლობასთან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაკავშირება, სამედიცინო ღონისძიებები და პერსონალი შედის. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო „რეალურ დროში ბიოზედამხედველობის“ ლიდერი, ასევე, „ზოონოზური დაავადებების“ და „ეროვნული ლაბორატორიული სისტემის“ სამოქმედო პაკეტების აქტიური მხარდამჭერია. ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის საერთაშორისო შეხვედრა დღეს გაიხსნა და 28 მარტს დაიხურება.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/485192-shromis-inspeqtorebi-tciathuris-magharoshi-chavidnen.html?ar=A
შრომის ინსპექტორები ჭიათურის მაღაროში ჩავიდნენ
დღეს ჭიათურაში საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შუქრუთის მაღაროში ჩავიდნენ. მათ შემთხვევის ადგილი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს. "ჩვენმა სამსახურმა გასული წლის ზაფხულში შეამოწმა მაღაროები და გვქონდა გარკვეული სახის შენიშვნები. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ეს ადგილი შარშან არ დაგვითვალიერებია. მოგეხსენებათ, მაღაროში მადნის მოპოვების სამუშაო გვირაბის გაყვანის პარალელურად მიმდინარეობს, შესაბამისად, შარშან გვირაბი ასეთ სიღრმემდე გაყვანილი არ იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ. დასკვნას იმის შესახებ, უკავშირდებოდა თუ არა მომხდარი ფაქტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ჯგუფი რამდენიმე დღეში დადებს. ჭიათურის მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ ღამის 3 საათზე მოჰყვა
---
26.03.2018
ჭიათურის მაღაროში, სადაც მაღაროელი დაიღუპა, ტექნიკური ინსპექტირება განხორციელდება
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, სადაც დღეს უბედური შემთხვევის შედეგად მაღაროელი დაიღუპა, სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. ჯგუფის წევრების განცხადებით, დათვალიერების შედეგად გადაწყდა, რომ ადგილზე ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდება. „უახლოეს დღეებში განვახორციელებთ ტექნიკურ ინსპექტირებას, შევამოწმებთ მაღაროს, შევხვდებით როგორც დასაქმებულებს, ისე ადმინისტრაციას, შევისწავლით ტექნიკურ დოკუმენტაციას. ტექნიკური ინსპექტირების ოქმს კი, რამდენიმე დღეში მოვამზადებთ“, – განუცხადა პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, მირიან ბედიანიძემ. შემთხვევის ადგილი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დღეს 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც აბრამიშვილი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
---
26.03.2018
„შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია“ - ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კიდევ ერთი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. "ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, წინა კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პროცესის დასაწყისი უნდა იყოს. "სანამ კანონი ძალაში შევა და სანამ ის შეძლებს სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვას, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების შედეგებს, თუმცა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინცადამაინც მაღალი მოლოდინი სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არ არსებობს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ასევე, ამ შემთხვევაზე ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაზე, აუცილებელია, უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. "პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მან ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/485130-ana-nacvlishvili-shromis-usafrthkhoebis-mimarthulebith-arsebuli-mdgomareoba-miughebelia.html?ar=A
---
26.03.2018
შუქრუთის მაღაროში დაღუპულის მამის განცხადებით, მისი შვილი ხშირად საუბრობდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაღუპულის მამის განცხადებით, მისი შვილი ხშირად საუბრობდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო. როგორც ნუგზარ აბრამიშვილი აცხადებს, მისი შვილი მაღაროში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა დ საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ”ჩემი შვილი ხშირად საუბრობდა, რომ გვირაბი ნორმაზე მეტ სიგრძეზე იყო გაყვანილი, რაც არ იყო მიზანშეწონილი და აქედან გამომდინარე, მათი უსაფრთხოებაც საფრთხეში იყო”, - განაცხადა ნუგზარ აბრამიშვილმა. მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ, ღამის სამ საათზე მოყვა. დაღუპული მუშა მაღაროდან დღეს ამოიყვანეს.
---
26.03.2018
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს დოკუმენტის თანახმად, 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო
2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო, - ამის შესახებ სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს - შპს „ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელსაც შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, უწყებამ შესაბამისობის სერთიფიკატიც გასცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შპს „ტექინსპექტგარანტი” ერთადერთი აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას, გეგმურად, 6 თვეში ერთხელ ატარებს. უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი 25 იანვარს გამოსცა.
ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=62764
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/mushebi-khelisuplebas-dakhmarebas-stkhoven-ra-khdeba-jorjia-marganetsshi
მუშები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ რა ხდება „ჯორჯიან მარგანეცში“
ჭიათურაში ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემა არსებობს, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არის ძალიან დაბალი სოციალური ფონი. ქალაქში მხოლოდ ერთი საწარმო ფუნქციონირებს, რომელშიც 3 270 ადამიანი მუშაობს _ ეს არის „ჯორჯიან მარგანეცი“. „ჯორჯიან მარგანეცის“ თანამშრომლები "გურია ნიუსთან" მძიმე სამუშაო პირობებსა და ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. მათი თქმით, აბსოლუტურად მოშლილია შრომითი პირობები და ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ტექნიკით მუშაობენ, მათი სახელფასო ანაზღაურება კი მიზერულია. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ, სამუშაო გრაფიკია. მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მარგანეცმა“ წარმოების აღდგენა გადაწყვიტა, ადმინისტრაციამ ახალი მეთოდების დანერგვა დაიწყო _ დასაქმებული ადამიანები სპეციალურ რეჟიმზე გადაიყვანა და 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი დაუწესა. უფრო მეტიც, იმ 15 დღის განმავლობაში, რომელიც მათ სამუშაო პერიოდს მოიცავს, მუშებს ოჯახის წევრების ნახვის უფლება ეზღუდებათ. წესების თანახმად, სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, მუშები სანატორიუმში მიჰყავთ, იქ მისვლის შემდეგ კი მათ გარეთ გამოსვლის უფლებაც აღარ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ „ჯორჯიან მარგანეცი“ ამ რეჟიმის უფრო ფართოდ გავრცელებას და დამკვიდრებას აპირებს. „ჯორჯიან მარგანეცში“ დასაქმებული მუშები, ხელისუფლებას ყურადღების მიქცევას და დახმარებას სთხოვენ. ერთ-ერთი მუშის _ გიორგი ნეფარიძის თქმით, დასაქმებულ ადამიანებზე მიმდინარეობს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა და აიძულებენ, რომ დამატებით იმუშაონ. ნეფარიძე ამბობს, რომ ამით კომპანია ცდილობს, ნაკლები ხარჯით დიდი მოგება მიიღოს, რაც მუშების მძიმე პირობების ხარჯზე ხდება „ჯორჯია მარგანეცში“ არსებობს პრობლემები, როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე შრომითი უსაფრთხოების კუთხით. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულებზე მიმდინარეობს ზეწოლა. მაგალითად, აიძულებენ უქმე დღეებში იმუშაონ, ასევე, თუ პირი არის გვირაბამომყვანი, მას ავალებენ იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც გვირაბამომყვანის მოვალეობა არ არის, მაგრამ ასრულებინებენ ძალით, იმიტომ, რომ არ ჰყავთ საკმარისი კადრები. აქედან გამომდინარე, ირღვევა შრომითი უფლებები. ასევე, მუშებს იმ სამუშაოს შესრულებას ავალდებულებენ, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედის, ზეწოლით აკეთებინებენ და ამ დროს, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ყურადღების სხვაზე გადართვა, რასაც მოყვება უბედური შემთხვევები, რომლის მსგავსი ბევრჯერ ყოფილა. დასაქმებულს 15 დღის განმავლობაში, დღეში 12 საათი უწვეს მუშაობა, მძიმე პირობებში. ამ 15-დღიანი რეჟიმის დროს, არ გვეძლევა სამუშაოს დასრულების შემდგომ სახლში წასვლის და დასვენების შესაძლებლობა. გვიწევს ზეწოლის ქვეშ იძულებით მუშაობა, რადგან, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ვამბობთ უარს 12-საათიან სამუშაო დღეზე. ქალაქში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ არის და ამ მდგომარეობას კომპანიის ადმინისტრაცია სათავისოდ იყენებს“, _ ამბობს გიორგი ნეფარიძე. მისივე თქმით, „ჯორჯიან მარგანეცის“ ხელმძღვანელობა ცდილობს, ნაკლები ხარჯით მეტი მოგება ნახოს, რაც მუშებზე ზეწოლის ხარჯზე ხდება: „კომპანია მარგანეცის მოპოვებას, ღია კარიერული წესით, პატარა კერძო საწარმოების საშუალებით ცდილობს. ამ შემთხვევაში სამუშაოები იაფი უჯდება. მოპოვებულ ნედლეულს იაფად იბარებს და ამის გამო, ზედმეტ ხარჯს აღარ სწევს, რომ მაღაროში დასაქმებული მუშები სათადარიგო ნაწილებით, სპეცტანსაცმლით და შესაბამისი იარაღებით მოამარაგოს. ეს ყველაფერი, საერთო მასშტაბით, დასაქმებულების გაწყობაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და იწვევს კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას“, _ ამბობს ნეფარიძე. „ჯორჯიან მარგანეცის“ მუშები დახმარებას და ყურადღების მიქცევას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ობიექტებზე უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო. „სახელმწიფოს ვთხოვთ, დაცული იყოს დასაქმებულის შრომითი უფლებები. მან უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ დამსაქმებელი გახდეს ვალდებული, ობიექტებზე უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო და საწარმოო ტრავმები ისე მარტივად არ მიიღოს დასაქმებულმა, როგორც დღეს ხდება. სახელმწიფო საწარმოში აღმოჩენილ დარღვევებზე სწრაფად უნდა რეაგირებდეს, რომ კომპანიამ ეს დარღვევები აღმოფხვრას. ამისთვის საჭიროა შრომითი ინსპექციის შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვა _ ის ნებისმიერ დროს უნდა შევიდეს საწარმოში, ყოველგვარი დაკითხვების და გამოკითხვების გარეშე, აღმოაჩინოს არსებული დარღვევები და დამსაქმებელს მისცეს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი უნდა დაჯარიმდეს. მისთვის დასაქმებულის სიცოცხლე უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ეს დღესაა, ამაში კი სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება. გვესმის, კერძო კომპანიაა, კერძო საკუთრებაა, ვერ ჩაერევა საწარმოს მართვაში, მაგრამ, რაც შეუძლია სახელმწიფოს და პარლამენტს, ესაა შესაბამისი კანონი და ამ კანონით უნდა აიძულოს კომპანიის ხელმძღვანელობა, დასაქმებულების შრომითი უფლებების და შრომითი უსაფრთხოების დაცვა“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი ნეფარიძე. „გურია ნიუსი“ მუშების პრეტენზიებთან დაკავშირებით, დაუკავშირდა “ჯორჯია მარგანეცის“ ჭიათურის ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი პეტრიაშვილს. მისი განმარტებით, აღნიშნული პრეტენზიები არასერიოზულია _ საწარმოში არც ერთ მუშაზე არ ხდება ზეწოლა. რაც შეეხება სამუშაო პირობებს და გრაფიკს, ეს დასაქმებულებთან შეთანხმებით ხდება, რაც ნებაყოფლობითია: _ ბრალდებები არის აბსურდული და არასერიოზული. შეგიძლიათ, ჩამობრძანდეთ და უშუალოდ ნახოთ, საწარმოში რა ხდება, გაესაუბროთ ნებისმიერ მუშას. თქვენი თვალით ნახავთ, როგორი სამუშაო პირობები აქვთ. არ მესმის, რა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ მუშებზე, _ ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. _ მუშების თქმით, არის ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი. სამუშაოების დასრულების შემდეგ არ ეძლევათ სახლში წასვლის შესაძლებლობა, ანაზღაურება კი მიზერულია... _ ჩვენთან ორი ტიპის სამუშაოა _ ერთია ვახტური ტიპის, მეორე კი სამცვლიანი სამუშაო რეჟიმი. ორივე სამუშაო რეჟიმი ნებაყოფლობითია. 15-დღიან სამუშაო რეჟიმზე განცხადებით ვინც მოგვმართავს, იმას ვუხსნით პირობებს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ ვიყვანთ სამუშაოზე გამოსაცდელი ვადით. შემდეგ კი დასაქმების მსურველის თანხმობის შემთხვევაში, როგორც მისი, ისე ჩვენი მხრიდან ხდება გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულება და თანამშრომლობა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ტიპის სამუშაოზე. ვახტურ რეჟიმზე მომუშავის ხელფასი 1500 ლარამდეა. გარდა ამისა, ამ 15 დღის განმავლობაში მათ არ უწევთ სახლში ყოველდღე სიარული. ამ პერიოდში უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ტრასპორტირებაც ჩვენია და სასტუმროში ცხოვრებაც. ვიმეორებ, რომ ჩვენთან არის ორი ტიპის სამუშაო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აირჩიოს რომელი სამუშაო რეჟიმი სურს _ ეს მათი ნებაა. თუ მას სახლში უნდა სიარული, არის ჩვეულებრივი სამცვლიანი გრაფიკი. შეუძლიათ, გადავიდნენ იმ მოცემულ მაღაროში და იმუშაონ იქ. ასეთია ჩვენი საწარმოს სამუშაო პრინციპი. მუშა ვახტურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, ორ კვირას მუშაობს, იღებს ხელფასს იღებს, შემდეგ კი 17 დღით ისვენებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათი ნებაყოფლობითი არჩევანი. _ მუშები, ასევე, ამბობენ, რომ დამატებით სამუშაოებს იძულებით ასრულებინებენ, ხელფასი კი ძალიან დაბალია. _ დამატებითი მუშაობის სურვილს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ მუშები გამოთქვამენ. ადმინისტრაცია დამატებით სამუშაოს მაშინ სთავაზობს, თუ შეკრული ტექნოლოგიური პროცესი იქნება. დამატებით სამუშაოს რამდენიმე ადამიანი ერთად ასრულებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი თანხმობით ხდება. ჩვენთან არის ბრიგადული სისტემა, მუშაობს 12-კაციანი და 24-კაციანი ჯგუფი. შესაბამისად, არის გუნდური პრინციპი, თუმცა, ყველას თავისი ფუნქცია აქვს. მარტივად რომ ავხსნათ, ფეხბურთის გუნდში ზოგი მცველია და ზოგი _ თავდამსხმელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არიან. შესაბამისად, გეგმა მიბმულია ყველა თანამშრომელზე. ჩვენთან მბურღავს აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი. მას ხელშეკრულებაში უწერია, რომ როდესაც არ არის დაკავებული მისი პირდაპირი საქმით, შესაძლებელია, უფროსმა დაავალოს სხვა, დაბალანაზღაურებადი სამუშაო. მაგალითად, იქვე, ტერიტორიის მოსუფთავება ან მექანიკოსის დახმარება. თუკი ჩვენ დაბალტარიფიანი სამუშაოს შემსრულებელ მუშას ვავალებთ მაღალტარიფიანი სამუშაოს შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მას არ დავავალებთ. მაგრამ, როდესაც პირიქით ხდება, მაღალტარიფიანი სამუშაოს შემსრულებელს ისედაც უნდა ჰქონდეს სხვა, დაბალტარიფიანი სამუშაო კვალიფიკაცია. იმ პერიოდში, როდესაც თავისი მოვალეობა არ აქვს შესასრულებელი და მხოლოდ მაშინ უწევს შეასრულოს დაბალტაფარიანი სამუშაო, აქედან გამომდინარე, ვერ გავიგე, რა ტარიფი უნდა შევუცვალო?!“_ ამბობს პეტრიაშვილი. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მუშამ შეიძლება ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ყველა ტიპის გეგმა მათ სამუშაოს დაწყებამდე ეცნობებათ: „ყველა მუშამ იცის, დღეს რა სამუშაო აქვს შესასრულებელი და მათი ბრალდებები აბსურდულია. კომპანია ყველანაირად ცდილობს, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და მათი სამუშაო პირობები“, _ გვითხრა ირაკლი პეტრიაშვილმა.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35294/video-rkinigzeli-mushebi-ramdenime-ateuli-metris-simaghleze-damtsavi-aghchurvilobis-gareshe
რკინიგზელი მუშები რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ვიდეოს ავრცელეს, სადაც ასახულია სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოები. მუშები რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი შესაბამისი უწყებებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. „საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე კომპანიაა, სადაც 13 000 ადამიანია დასაქმებული; 2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომპანია ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს; 2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი; კადრებშიც კარგად ჩანს, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, სიცოცხლისთვის რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ლიანდაგის მონტიორებს მუშაობა; სალიანდაგო დეპარტამენტს, ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს,მისი გადადგომის მოთხოვნით კი, რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ! რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, შესაბამისი უწყებებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=140884&lang_id=ge
რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სამსახურში მიღებული საწარმოო ტრავმების საზღაურად?
სამუშაო ადგილზე მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან 900-ზე მეტი მოქალაქე იღებს. მხოლოდ მიმდინარე თვეში მათთვის გადარიცხულმა თანხამ 124 ათას ლარს გადააჭარბა. აქედან 92 483 ლარი მხოლოდ იმერეთის რეგინში დასაქმებულებზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 16 698 ლარით, მესამეზე კი - ქვემო ქართლი - 5 990 ლარით. დახმარების მიმღებთაგან 317 პირს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 50-დან 100 ლარამდე ერიცხება. 209 ადამიანს 150-200 ლარამდე. 203 პირს - 100-დან 150 ლარამდე. 130 პირი მხოლოდ 50 ლარამდე დახმარებას იღებს. 46 პირი 250-დან 300 ლარამდე. 41 – 200-დან 250-მდე. 28 პირს კი ყოველთვიურად 300 ლარზე მეტი ერიცხება. 2017 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დანიშნულ სოციალურ დახმარებაში 1 582 806 ლარი დაიხარჯა.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/199995
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებას უჭერს მხარს
28 მარტს,10:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტში” ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, მასპინძლობს რეგიონულ კონფერენციას, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ძირითადი შედეგებისა და მიღწევების წარდგენა და ასევე, სოციალური რეფორმების აქტუალური კითხვებისა და სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის პროცესის განხილვა აღმოსავლეთ მეზობლობის რეგიონში. ღონისძიებას გახსნიან იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი,გერჰარდ შაუმბერგერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და თამილა ბარკალაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ღონისძიების შემდგომ ნაწილში წარმოგიდგენთ პროექტის კონკრეტულ შედეგებსა და მიღწევებს პროექტში ჩართულ ოთხ ქვეყანაში. პროექტის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური რეფორმების ეფექტურობის წინაპირობას წარმოადგენს და რომ სოციალური თანამშრომლობის სათემო ქსელები, რომლებშიც ყველა შესაბამისი აქტორი მონაწილეობს სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებიდან, მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მხარდაჭერის საწინდარია. კონფერენცია ორგანიზებულია პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო. პროექტს ახორციელებს ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰილფსვერკი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივ კავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაციასთან ერთად. პროექტი ხორციელდება 2015 წლის აგვისტოდან 2018 წლის მაისამდე. პროექტის ძირითადი მიზანია სოციალური მუშაობის ცნების განვითარება და გაძლიერება და ასევე, სოციალური მუშაობის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის განვითარება და გაუმჯობესება პროექტში მონაწილე ოთხ ქვეყანაში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში გაიზარდა სოციალურ მუშაკთა ასოციაციების შესაძლებლობები, რათა მათ გაეძლიერებინათ საკუთარი 10.500 წევრი და ასევე, 160 ადგილობრივი ორგანიზაცია. უფრო მეტიც, 15 მცირე გრანტი გაიცა 24 ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში, რომელთა მიზანიც იყო რისკის წინაშე მყოფი მოწყვლადი ოჯახებისა და ბავშვებისთვის კოორდინირებული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/105082-zugdidshi-napovn-chvils-mindobit-aghmzrdel-mshobels-gadascemen
ზუგდიდში ნაპოვნ ჩვილს მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ
სოციალური სამსახურის იურისტის უტა მიქაძის განცხადებით, ორი დღის წინ ზუგდიდში ნაპოვნ მიტოვებულ ჩვილს, რომელიც ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ. მისივე თქმით, სოციალურ სამსახურს ახალშობილი ბიჭის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა, რის შემდეგაც ახალშობილი სოციალურმა მუშაკმა მოინახულა. "პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად უკვე მივმართეთ, თუ კანონით დადგენილ ვადაში, 6 კვირის განმავლობაში მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ ახალშობილს მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, - განმარტა მიქაძემ. მიტოვებული ჩვილი ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი დღის წინ იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ის პოლიეთილენის პარკში იყო და სახლის ჭიშკარზე ეკიდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.
---
26.03.2018
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/samarthali/190275-arasrultslovan-gogonaze-deda-da-misi-megobari-kaci-dzaladobdnen.html?lang=ka-GE
არასრულწლოვან გოგონას მიმართ ძალადობაში დედას და მის მეგობარ კაცს ადანაშაულებენ
რუსთავში, 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედას და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდზე დედის მეგობარი მამაკაცი ძალადობდა. ასევე, გოგონას ცემაში მხილებულია მისი დედაც. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.
პია.ჯი- https://pia.ge/post/194084-rustavsi-15-wlis-gogos-mimart-zaladobasi-dedis-megobar-kacs-adanasauleben
---
ბეჭდვითი მედია
27.03.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სიკვდილი მაღაროში: ურთიერთგამომრიცხავი ცნობები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით "შარშან გვირაბი ასეთ სიღრმემდე გაყვანილი არ იყო"
არაერთი გახმაურებული ფაქტის მიუხედავად, მაღალი რისკის სამუშაო უბნებზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. სამწუხაროდ, ადამიანები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კვლავ ეთხოვებიან სიცოცხლეს. ბოლო შემთხვევა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მოხდა, როდესაც 45 წლის მამაკაცი დაიღუპა. პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, ადგილი, სადაც მუშები მუშაობდნენ, ავარიული იყო. გუშინ საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შუქრუთის მაღაროში ჩავიდნენ. მათ შემთხვევის ადგილი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს. "ჩვენმა სამსახურმა გასული წლის ზაფხულში შეამოწმა მაღაროები და გვქონდა გარკვეული სახის შენიშვნები. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, ეს ადგილი შარშან არ დაგვითვალიერებია. მოგეხსენებათ, მაღაროში მადნის მოპოვების სამუშაო გვირაბის გაყვანის პარალელურად მიმდინარეობს. შესაბამისად, შარშან გვირაბი ასეთ სიღრმემდე გაყვანილი არ იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ. პროფკავშირების წარმომადგენელ თამაზ დოლაბერიძეს მაღაროს თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ადგილი, სადაც სამუშაობს აწარმოებდნენ, ავარიული იყო. მაღაროს ხის მორებით გამაგრება სჭირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არავინ მოქცეულა. "ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, შუაღამისას ჩამოინგრა შუქრუთის მაღაროში სამთო მასა და ქვეშ მოყვა ზაზა აბრამიშვილი, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი. ადგილზე ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. ლოდი, რომელიც მას დაეცა, იმდენად დიდია, რომ დასაშლელად პერფერატორები შეიტანეს. სამთო მასის ჩამოშლის შემდეგ, როცა ბრიგადამ ტერიტორია დატოვა, აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი, ზაზა აბრამიშვილი აღარ იყო მათთან ერთად. მას შემდეგ დაიწყო ძებნა და დადასტურდა, რომ ის გარდაცვლილია. როგორც მითხრეს, საერთოდ არ შეიძლებოდა იმ ადგილას სამუშაოების წარმოება. მაღაროელები ამბობენ, რომ ავარიული მაღარო იყო. სამთო სამუშაოების წესებში აღნიშნულია, რომ მუშას თავზე არ უნდა დაჰყურებდეს ღია სამთო მასა, ის უნდა იყოს გამაგრებული ხის მორებით. რატომ იყვნენ იქ მუშები, არ ვიცი. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ მაღაროს ადმინისტრაცია აიძულებს მათ სარისკო ადგილებში მუშაობას. ამ კომპანიისთვის მთავარია მანგანუმის მოპოვება და არა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა დოლაბერიძემ. "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის წარმომადგენელი ქეთი ხოსიტაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოც და ასევე კომპანიაც სამუშაო ობიექტს მუდმივად ამოწმებდა. ის ფაქტი, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენლები ავრცელებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ადგილი, სადაც მუშები იყვნენ, დაუცველი არ ყოფილა. "შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს - "ტექინსპექტგარანტის" მიერ მომზადებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც 2017-18 წლებში შუქრუთის მაღაროზე, შემოწმების შედეგად, მომზადებული დასკვნებია ასახული. დოკუმენტის თანახმადაც, აღნიშნულ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო. უწყებამ შესაბამისობის სერტიფიკატიც გასცა. აღსანიშნავია, რომ შპს "ტექინსპექტგარანტი" ერთადერთი აკრედიტებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას გეგმურად 6 თვეში ერთხელ ატარებს. უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერტიფიკატი 25 იანვარს გამოსცა. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, პროფკავშირებმა საიდან მოიტანეს ის ინფორმაცია, რაც გაავრცელეს. სპეციალური მმართველი იქ ნორმების დაცვას ყურადღებას ნამდვილად აქცევს. გარდა იმისა, რომ 6 თვეში ერთხელ სახელმწიფო გვამოწმებს, ჩვენი მოთხოვნითაც შემოგვყავს შრომის ინსპექტორების სხვადასხვა სამსახური, სადაც ვამოწმებინებთ ჩვენივე კომპანიას", - განაცხადა ხოსიტაშვილმა. "ბიზნეს-რეზონანსი" "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელ კომპანია "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზსაც" დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე მათ თავი შეიკავეს ფაქტის კომენტირებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2013-16 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ | ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34. 2018 წლის 21 მარტს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონი და თანდართული ცვლილებები. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.
---
27.03.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"თითო ხე ტუბერკულოზით დაავადებული თითო ადამიანის გადასარჩენად"
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მხოლოდ 2016 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით დაავადების 10.4 მლნ ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 მლნ ადამიანია გარდაცვლილი. ამ დაავადების გართულებების შედეგად ყოველ 20 წამში ერთი ადამიანი კვდება! - ასეთია სტატისტიკა. დაავადება, რომელმაც მისი გავრცელებიდან დღემდე ორ მილიარდამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დროულად გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში სრულად განკურნებადი და დამარცხებადია! ამირან გამყრელიძე: "დღევანდელი დღე უკვე რამდენიმე ათეული წელია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერის, რობერტ კოხის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც ტუბერკულოზის გამომწვევი ვირუსი, კოხის ჩხირი აღმოაჩინა, ამიტომ ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღვნიშნავთ, რათა მეტი ინფორმაცია შევიდეს მოსახლეობაში იმაზე, თუ რა არის ტუბერკულოზი, როგორ ვითარდება იგი და ხაზი გაესვას იმას, რომ იგი გახლავთ სრულად განკურნებადი დაავადება, თუ ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვავლენთ და ვმკურნალობთ მის სენსიტიურ თუ რეზისტენტულ ფორმებს. ამ დაავადების ყველა ფორმის მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ჩვენ შარშან ბავშვთა განყოფილება გავხსენით, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა და დღეს უკვე ტუბერკულოზით დაავადებული ჩვენი ბავშვები ძალიან კარგ პირობებში არიან, ანუ მათ სრულად ეძლევათ ის სერვისი, რაც დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნის ბავშვს."
---