მედიამონიტორინგი 27.06.2018
ტელევიზია
27.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ბავშვთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა საქართველოში. როგორია ბავშვთა დაცვის მიმართიანობა ჩვენ ქვეყანაში და როგორ ხდება სოციალური მუშაკების მომზადება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384230
---
26.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დცვის მინისტრი დავით სერგეენკო(მეხუთე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5383408
---
26.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
10 სამინისტრო და ერთიც სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პრემერმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე დღეს მცირე მთავრობის კონცეფცია წარადგინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5383828
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5383946
---
26.06.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
მოუწესრიგებელი ამბულატორიები ქედაში – პრობლემის შესახებ იციან ქედის მერიაში, სადაც ამბობენ რომ სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებენ. პირველ რიგში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, ოთხის მოწესრიგება კი სამომავლოდ იგეგმება. ანუ გამოდის, რომ 9 ამბულატორიიდან ამჟამად მხოლოდ ერთი, სოფელ ოქტომბერში არსებული აღარ საჭიროებს რემონტს, მას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. ამბულატორიებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ უჩივიან, ამბობენ რომ პირველი რიგის პრობლემა სწორედ მათთვის გამოყოფილი ოთახებია, რომლებიც სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ასევე პრობლემაა წყალი და ელექტროენერგია, რომლის მიწოდებაც ხშირად შეფერხებულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384112
---
26.06.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 19:00
ნაცემია თუ არა 7 წლის ბავშვი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. ქუთაისში საბავშვო ცენტს "თაირისის" თანამშრომლებს მშობელი უყურედღებობაში ადანაშაულებს. როგორც 7 წლის ბიჭის დედა ყვება დღის ცენტრიდან ბავშვი სახლში ნაცემი დაბრუნდა, პასუხი კი ვერ მიიღო. საქმის მოკვლევა დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტომ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384096
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5383424
---
26.06.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ამომრჩევლის პირისპირ
გადაცემის მთავარი თემაა სტრუქტურული და სამთავრობო ცვლილებები/ მცირე მთავრობის პოლიტიკა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5384146
---
ინტერნეტი
26.06.2018
მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წულუკიანი იმსახურებს
ვებ-გვერდებზე ambebi.ge და kvirispalitra.ge ჩატარდა გამოკითხვა - რომელი მინისტრები იმსახურებენ მკითხველის სიმპათიას თუ ანტიპათიას. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო. კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს ანტიპათიას? - პასუხი 6 400-მა მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის - 44%-ის ანტიპათიას მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანი იმსახურებს. კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას? - პასუხი 5 000-მდე მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის ხმები 28-28% სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაიმსახურეს. 19% -ის სიმპათიას კი გიორგი გახარია იმსახურებს. პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის წინ, 99 ხმით 6 წინააღმდეგ დაამტკიცა. ამჟამად, მინისტრთა კაბინეტში 14 მინისტრია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა, რომლითაც 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.
---
26.06.2018
მედიასაშუალება:
https://pia.ge/post/211257-qutaisis-sabavsvo-centris-tanamsromlebs-ssm-bavsvis-cemasi-adanasauleben
ქუთაისის
საბავშვო ცენტრის
თანამშრომლებს
შშმ ბავშვის ცემაში
ადანაშაულებენ
ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა. "ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია მოყვეს, თუ რა მოხდა, სცემეს", – განუცხადე "პირველს" ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი დღეს პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.
---
26.06.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sozar-subari-mnishvnelovania-rom-yvela-is-funqcia-rac-yofil-saministroebshia-ar-daikargos
სოზარ სუბარი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფუნქცია რაც ყოფილ სამინისტროებშია არ დაიკარგოს
„დღევანდელი ცვლილებების მიზანი მცირე და ეფექტური მთავრობის ყოლაა. მთავარი არის ის, რომ არცერთი ფუნქცია და არცერთი საქმე არ დაიკარგება, რომელსაც გაუქმებული სამინისტროები ასრულებდნენ, პირიქით განხორციელდება,“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარის თქმით, ზემოთ აღნინშულის განხორციელება უფრო ეფექტურად უნდა მოხდეს, რაც მოქნილობას ნაკლებ სამინისტროებს და ნაკლებ ბიუროკრატიას გულისხმობს. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყველა უწყებაში გადანაწილება დეტალურად განიხილა. „როდესაც ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფუნქცია რომელიც სამინისტროებშია არ დაკარგულიყო. დევნილთა სოციალური დახმარების ძირითადი ნაწილი ამ დრომდეც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. დაახლოებით ის 143 მილიონი ლარი, რომელსაც დევნილები ყოველდღიური დახმარების სახით იღებდნენ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან გადიოდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს კომპონენტი ჯადაცვის სამინისტროს შეუერთდა. მშენებლობის საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის და ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენი სამინისტროს გაუქმების შემდგომ უნდა წასულიყო იქ სადაც მისი ყოფნა უფრო კომპეტენტურია, მეორე მიმართულება რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ეს საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე სტატუსის მინიჭებაა რაც შსს-ს დაექვემდებარება, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადაინაცვლებს.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარის განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფცია და ოპტიმიზაცია თანამშრომლების ავტომატურ შემცირება არ გულისხმობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე სამთვრობო უწყების გაერთიანებაზე გააკეთა განცხადება. პრემიერმა სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შეამცირა. მათ შორის ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო უქმდება, მის ფუნქციები კი 3 სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდება. ესენია: დევნილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციას შეითავსებს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; მიგრაციის კომპონენტს - შინაგან საქმეთა სამინისტრო; სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს.
---
26.06.2018
მედიასაშუალება: https://www.ipress.ge/new/116690-premieri-okupirebuli-teritoriebdan-da-idzulebit-gadadgilebul-pirta-saminsitro-uqmdeba
პრემიერი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უქმდება
"ჩვენ შევიმუშავეთ მთავრობის მცირე კონცეფცია მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი", - ამის შესახებ პრემირმინისტმა მამუკა ბახტაძემ განაცხდა. "ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინსიტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მათზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებების, როგორიცაა განათლება კულტურა და სპორტი ამ დარგების მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს. ოკუპირებული ტერიტორიებდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინსიტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცით განვთიარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. დაწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას,რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რა საკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპს მიმართულებით ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 %-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული 3,9% იქნება ის მაქსიმუმი ზედა მაჩვენებელი, რითაც უნდა ვიხელმღვანელოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
26.06.2018
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=74494
საგანგაშო მაჩვენებელი სკოლის მოსწავლეებში
სკოლის მოსწავლეებში თამბაქოსა და ალკოჰოლის, ასევე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში საგანგაშოა. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის მიხედვით: ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია. საქართველოში მოსწავლეთა 22%-მა თრობა 13 წლის, ან უმცროს ასაკში გამოსცადა. მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში. მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ რადიო „ფორტუნასთან“ განაცხადა, საერთაშორისო კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები განგაშის საფუძველი ნამდვილად არის. კვლევაში საუბარია იმ ფაქტორზეც, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის თამბაქოს ან ალკოჰოლური ნაწარმის წვდომა, მათ შორის შეძენა, მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს გარკვეული რეგულაციები, ლელა სტურუას თქმით, პრაქტიკაში ეს რეგულაციები ნაკლებად სრულდება და ამას კვლევის შედეგებიც მოწმობს. რაც შეეხება საკითხს, როგორ ავიცილოთ სკოლის მოსწავლეებში მავნე ჩვევების მსგავსი საგანგაშო მაჩვენებელი მომავალში, ლელა სტურუას თქმით, უმნიშვნელოვანესია პრევენცია. ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესში დაინერგოს რაიმე საგანი, რომელიც ბავშვებს ასწავლის და ჩამოუყალიბებს გარკვეულ ჩვევებსა და დამოკიდებულებას, რატომ არის მავნე თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის მოხმარება ან ფულზე აზარტული თამაში. მსგავსი საგნის დასანერგად კი აუცილებელია რამდენიმე უწყების, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების აქტიური ჩართულობა. როგორც ლელა სტურუამ აღნიშნა, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია, თუმცა რაიმე კონკრეტულ ფორმატზე საუბარია ჯერ ნაადრევია. ლელა სტურუას თქმით, საწყის ეტაპზე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში დაინერგოს ის პროგრამები, რომლებიც ბევრ უცხოურ ქვეყანაში უკვე დამკვიდრებული და ადაპტირებულია. საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. საქართველოს მასშტაბით, კვლევაში მონაწილეობა 190 სკოლამ მიიღო.
---
26.06.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/142324/
ზრუნვა ცარიელი ხელებით
ბავშვები ძალადობის პირისპირ, თუ სიღარიბეში ხშირად რჩებიან მარტო. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება… ერთი სოცმუშაკის ხელში, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს სახელით ბავშვზე უნდა იზრუნოს, 60 ბავშვის საქმეა. ბავშვთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ან მიუსაფარია, სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს. მან უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მაგრამ სოცმუშაკს შესაძლოა ამისთვის არ ეცალოს, ან დააგვიანდეს – ზრუნვამოკლებული ბავშვი ბევრია. შესაძლოა, არასრუწლოვნის დაკითხვა შუაღამემდე გაგრძელდეს საგამოძიებო ორგანოში, შეიძლება მინდობით აღზრდის ოჯახი ვერ გამოიძებნოს იმისთვის, რომ მიუსაფარი ბავშვი დაიტოვოს, ან სულაც სოცმუშაკს იმიტომ დააგვიანდეს, რომ მას ავტომანქანა არ ემსახურება, ბავშვი კი, ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს. სოციალური დაცვის სააგენტოს სოციალური მუშაკები 30 მიმართულებით რთულ პირობებში მუშაობენ. მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბავშვებზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც სოცმუშაკები „ბათუმელებთან“ არ უარყოფენ, ისაა, რომ რთული სამუშაო გარემო და ერთდროულად 60 საქმე თითო სოციალური მუშაკის ხელში, აისახება მუშაობის ხარისხზე. სოციალური მუშაკები საუბრობენ იმაზეც, რომ პრევენციისთვის დრო არ რჩებათ და, ძირითადად, ფაქტის შემდეგ მიდიან შემთხვევის ადგილზე – მაგალითად, აეროპორტის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 4 წლის გოგო ცემით მოკლეს. სოციალური დაცვის სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურში „ჩვენთვის არ არსებობს 6 საათი, შაბათ-კვირა, მუდმივად გამოძახების რეჟიმში ვართ… არსად წერია, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ,“ – ყვებიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბათუმში მუშაობენ. რა სამუშაო გარემოში უწევთ დღეს სოცმუშაკებს საქმის კეთება? – კითხვის დასმისთანავე სოციალური მუშაკები ზედიზედ სხვადასხვა პრობლემას ასახელებენ. შემდეგ ისევ კონკრეტულ ისტორიებს გვიზიარებენ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც სახელმწიფო ვერაფერს სთავაზობს.ინგა დავითაძე: „ამას წინათ დედა იყო მოსული ჩვილი ბავშვით ხელში. მითხრა, საჭმლის ფული არ მაქვს, მარტო შაქარწყალს ვასვამო. იმ დღეს ვიმათხოვრეთ ბავშვის საკვები, რომ იმ ქალისთვის მიგვეცა. კვების ვაუჩერი რომ მიეღო, სიღარიბის პროგრამაში უნდა იყო ჩართული. ამ პროცედურებს მინიმუმ 2 თვე მაინც სჭირდება. ამ ქალმა იანვარშია დაწერა განცხადება და ამ დრომდე არ მოსულა პასუხი. ძალიან დაბალი ქულა უნდა ჰქონდეს ოჯახს, რომ სიღარიბის პროგრამაში ჩაერთოს“. მაია აბულაძე: „აუცილებელია კრიზისული ცენტრის გახსნა, საზღვრისპირა რეგიონი ვართ, აქ ძალიან ბევრი ბავშვია, მათ შორის მიუსაფარი ბავშვები, რომლებსაც ვერსად წაიყვან, რადგან შესაბამის კრიტერიუმს შეიძლება არ აკმაყოფილებდეს… ხშირად სერვისები არ არის და ცარიელი ხელებით ვრჩებით. რამდენჯერ სახლში წაგვიყვანია ბავშვი. პრობლემაა ისიც, რომ, მაგალითად, ახლა მიმღები ოჯახი არ გვყავს, ვისთანაც შეიძლება ბავშვი მიიყვანო. ახალი რეგულაციით, სავალდებულოა, რომ მიმღებმა ოჯახმა ტრენინგი გაიაროს, სერტიფიკატი მიიღოს. მოკლედ დროში გაწერილია ეს პროცესი, ამ დროს რამდენი ბავშვი რჩება გარეთ.“ ნინო ტყეშელაშვილი: „ჩვენი შვილების უფლებებიც ირღვევა. შაბათი-კვირა არაა გამოძახება რომ არ გვქონდეს. მერე იმაზე მიწევს ფიქრო, ვის დავუტოვო ჩემი შვილები ღამით… ვფიქრობ, ამდენი მიმართულებით არ უნდა გვამუშაონ, ეს იქნება გამოსავალი და თითოეულ ქეისზე უფრო მეტ დროს დავხარჯავთ.“ ინგა დავითაძე: „შეიძლება საყვედური მიიღო ხელმძღვანელობისგან იმისთვის, რომ შენ შუაღამემდე იმუშავე. მაგალითად, ამას წინათ ხელი ვერ მოვაწერე 6 საათზე სამსახურიდან გასვლას [სოციალური მუშაკები დილის 9 საათზე და საღამოს 6 საათზე ხელის მოწერით ადასტურებენ სამსახურში მისვლას და წამოსვლას. ავტ.], ვერ მოვაწერე იმიტომ, რომ ვერ გავდივარ ექვსზე. მერე საქმეზე გავედი და აქ ხელის მოსაწერად ვეღარ დავბრუნდებოდი. ამის გამო მოხსენებითი ბარათი დამაწერიეს და თათბირზე საყვედური გამომიცხადეს.“ თამარ მგელაძე: „სოციალური მუშაკები ჰყავს იუსტიციას და სასჯელაღსრულებასაც, მაგრამ იმათ განსაზღვრული აქვთ კონკრეტული მიმართულება, უფრო მაღალი ხელფასი აქვთ. ჩვენ როცა მოვითხოვეთ ხელფასების გათანაბრება, მოვიდა მერე ამბავი, თითქოს მოვითხოვეთ მათთვის ხელფასის დაკლება და ჩვენთვის მომატება. ბოლოს როდის გაიზარდა ხელფასი აღარ მახსოვს.“ სოციალური მუშაკები ხელზე 640 ლარს იღებენ. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მათ დამატებითი ანაზღაურება არასდროს მიუღიათ. პრემიას თუ იღებთ-მეთქი, ვეკითხები. „უჰ, ყოველ თვეში გვაძლევენო“, – იციანიან. სოციალური დაცვის სააგენტოს აჭარის ფილიალში სულ 17 სოცმუშაკია, აქედან 12 ბათუმში საქმიანობს. თორმეტივე სოცმუშაკი სამსართულიან შენობაში მხოლოდ ერთ ოთახში მუშაობს. ოთახი დაახლოებით ერთი წლის წინ გაურემონტებიათ, მაგრამ, სოცმუშაკების თქმით, მუშაობისთვის კომფორტული გარემო მაინც ვერ შეიქმნა. სოცმუშაკების ოთახის შესასვლელთან ორი პატარა ოთახია – ერთში ფსიქოლოგი მუშაობს, მეორე შეხვედრების ოთახია. ორივე ოთახი ცალკეა იმიტომ, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული. „დაცული უნდა იყოს, მაგრამ გამოდის ხმა და აქედანაც შედის. როცა ბევრი მოდის ერთად, რიგში დგანან, სხვა ოთახი გასასაუბრებლად არ არის,“ – გვიყვებიან სოციალური მუშაკები. „შენობა უნდა გარემონტდეს, მაგრამ როდის არ ვიცით. აქ ბევრი ცარიელი და დიდი ოთახია, უფროსებს ჯერ არ უთქვამთ,“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე, ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსი სოციალური მუშაკი. მისი სამუშაო ოთახი მეორე სართულზეა, რომლის დერეფანშიც გავლაც აუცილებლად გაგახსენებთ საბჭოთა წლებს და კიდევ „ცისფერ მთებს“. ნინო ცეცხლაძის სამუშაო ოთახიც სარემონტოა. ნინო ცეცხლაძე 2002 წლიდან მუშაობს აქ. ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობების გამო ბევრი გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკი ტოვებს სამსახურს. ახლაც სააგენტოში სოციალური მუშაკის ორი ვაკანსიაა. „ისინი გადადიან სხვა უწყებებში და გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ. საქმე სხვაგანაც ბევრია, მაგრამ 6 საათის შემდეგ საკუთარი თავი მათ ეკუთვნით, შაბათ-კვირა აქვთ… ზოგი პირდაპირ სახლში წავიდა. მე 17 წელია აქ ვარ, ძალიან დაღლილი ვარ,“ – იღიმის ნინო. უფროსი სოციალური მუშაკი განმარტავს, რატომ უხდებათ მისი სამსახურის თანამშრომლებს გვიან საღამოს, ან შაბათ-კვირას მუშაობა. ამის მიზეზი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკის სავალდებულო ჩართვას გამოკითხვის პროცესში, როცა კანონიერი წარმომადგენელი ამ პროცესს არ, ან ვერ ესწრება. არასრულწლოვანის გამოკითხვა კი დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდეა ნებადართული. ნინო ცეცხლაძეს კანონის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა იცის, რომ კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის. სოციალურ მუშაკებს უთხრეს, რომ კანონი სოციალური შრომის შესახებ შესაძლოა 2020 წლისთვის გვქონდეს. „კანონპროექტზე მიდის აქტიური მუშაობა, სადაც განისაზღვრება საქმეების ლიმიტი. დღეს თითო სოცმუშაკს დაახლოებით 50 საქმე მაინც აქვს,“ – აღნიშნავს ნინო ცეცხლაძე. კიდევ ერთი პრობლემა – ტრანსპორტი. სოცმუშაკებს, რომლებსაც ხშირად უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. ტრანსპორტი მხოლოდ განყოფილების უფროსს, თემურ ქარცივაძეს ემსახურება. „ზოგჯერ ავტომანქანას პოლიციის განყოფილებიდან გვიგზავნიან, უმეტესად მათაც არ ჰყავთ მანქანა, რომ გამოგვიგზავნონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან სოციალური მუშაკები ადგილზე, ან ფეხით. თუ რამე გადაუდებელია და სიცოცხლისთვის საშიში, ამ შემთხვევაში განყოფილების უფროსი, თემურ ქარცივაძე გვაძლევს მანქანას,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ. მთავარ ფოტოზე: სოციალური მუშაკები ბათუმში/26.06.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები
---
ბეჭდვითი მედია
27.06.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რა შემთხვევაშო შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის დანიშნულებას?
იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულებაში პაციენტს ხუთი, ან მეტი დასახელების მედიკამენტი ექნება მითითებული, მას შეეძლება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დანიშნულების გადამოწმებისთვის მიმართოს. როგორც სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი BM.GE-თან საუბრისას განმარტავს, შემოწმების მექანიზმი ძალიან მარტივი იქნება. "კერძოდ, არსებობს კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და რეკომენდაციას გასცემს პაციენტის მიმართ. სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს მაშინ, როდესაც დანიშნულებაში არის სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე გენერიული პროდუქტი ორი და მეტი რაოდენობით; ასევე, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებია დანიშნული ორი ან მეტი რაოდენობით. გარდა ამისა, როდესაც დანიშნულებაში არის მედიკამენტების აბსოლუტური შეუთავსებლობა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ორზე მეტი ანტიბიოტიკი აქვს პაციენტს დანიშნული. არსებობს მეხუთე კრიტერიუმიც - როდესაც პაციენტს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები აქვს დანიშნული", - განმარტა ნათია ნოღაიდელმა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ელექტრონული, ისე სოციალური მომსახურების ცენტრში წერილის შეტანის გზით წარმოდგენილ დანიშნულებებს სპეციალურად პოლიფარმაციის პრევენციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაეცნობა, რომელიც ტექნიკური ადმინისტრატორებითა და კლინიკური ფარმაკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ახლა ყალიბდება და იმდენი ადამიანი იქნება ჯგუფში, რამდენიც საჭირო იქნება არსებული დატვირთვიდან გამომდინარე. სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესში ისინი არ ერევიან, რადგან მათი მხრიდან არ მოხდება მედიკამენტის დანიშვნის მიზნობრიობის საკითხის განხილვა, არამედ, სამინისტრო შეამოწმებს, ხომ არ არის პაციენტის დანიშნულებაში გარკვეული რისკები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით. "მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გასცემს სამინისტრო რეკომენდაციას როგორც პაციენტის, ისე ექიმის მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ერთი ექიმის მიმართ წლის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული, შესაძლებელია, ეს მომავალში გარკვეული სანქციების გამოყენების საფუძველი გახდეს", - განმარტავენ სამინისტროში. პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნათია ნოღაიდელის თქმით, ის უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.
---
27.06.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ავთანდილ სულაბერიძე: დემოგრაფიული უფსკრული!
1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება და დაახლოებით 3 721 000-ს შეადგენს. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მოსახლეობის რიცხოვნების კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე, პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ამის შესახებ საუბარია "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომლის პრეზენტაციაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა. არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე "საქართველოს რესპუბლიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ავთანდილ სულაბერიძეს ესაუბრა. ავთანდილ სულაბერიძე: "დემოკრატიული ვითარება კრიტიკულად მძიმეა, რომლის იქით დემოგრაფიული უფსკრულია. დაწყებულია დეპოპულაციია პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა აღარ მრავლდება. გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა ოდენობას აჭარბებს. გაეროს პროგნოზებიც ადასტურებს, რომ 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობა ორ მილიონამდე შემცირდება. უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე უცხოეთში ემიგრაციას უწყობს ხელს."
---
27.06.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ქვეყანაში 10 სამინისტრო რჩება
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შემცირდება. ასევე იქნება ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაცია შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს. რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს. ეკონომიკის სივრცითი კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
---