მედიამონიტორინგი 28.03.2018
ტელევიზია
28.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა TV1
რეგიონებში გადაუდებელი ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულებულია. გიორგი კვირიკაშვილმა მაღალმთიანი რეგიიონებისათვის 22 სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანის გათვალისწინებასთან დაკავშირებით განაცხადა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 233 ახალ ევროსტანდარტების სამედიცინო წესით აღწურვილ სპეცმანქანას ითვლის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129800
---
28.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა TV1
ფარმაცევტულ კომპანიებს ბრენდული წარწერების გაქართულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს უმსხვილე სსაექსპორტო პროდუქციას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129628
---
27.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
რეგიონებში გადაუდებელი დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მაღალმთლიანი რეგიონებისთვის 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანაა გათვალისწინებული, ჯამურად კი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ინსტრუმენტი ახალ ევროსტანდარტების სამედიცინო ცესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129561
---
27.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 15:00
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა იზრდება. მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით საარსებო შემწეობას 485 555 ადამიანი იღებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა არც თუ ისე ცოტაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საარსებო შემწეობის ოდენობა 1 სულიანი ოჯახისთვის 60 ლარია. საარსებო შემწეობის ოდენობა კი მეთოდოლოგიის შესაბამისად სარეიტინგო ქულების მიხედვით განისაზღვრება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5128506
---
27.03.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
დაიკითხებიან თვითმხილველები და შემოწმდება ტექნიკური დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დაიდება შესაბამისი დასკვნა. ეს განცხადება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც შუქრუთის მაღაროში უბედური შემთხვცევის ადგილი დაათვალიერეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებიც. შუქრუთის მაღაროში დაღუპული ზაზა აბრამიშვილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5128072
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5128020
ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 15:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5128621
---
27.03.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
რა ბედი ეწევა 15 წლის გოგონას, რომელიც დედას ფიზიკურ, მეგობარ მამაკაცს კი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს?-მოზარდი სპეციალურ განყოფილებაშია მოთავსებული. მოზარდთან სოციალური მუშაკები მუშაობენ
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129421
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129324
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129040
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5128955
---
27.03.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ოთხი უწყების მიერ შემუშავებული 4 ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 7 ფსიქო აქტიური და ნარკოტიკული ნივთიერება. ამ ინიციატივას არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129392
მაესტრო-დღის მთავარი თემა 20:00 -
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129428
იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129345
---
27.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ამომრჩევლის პირისპირ
რეფორმა რეალურად ჩავარდნის ზღვარზეა. ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, ფაქტია, დღის სინათლე ამ დრომდე ვერ იხილა. ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონი რეპრესიულია, თუმცა ნაბიჯები უკეთესობისკენ არ ან ვერ გადაიდგა. ტემაზე სასაუბროთ გაადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5129555
---
27.03.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
18 წლის ბაჩო გრიგოლიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ახლახან ბაჩოს ჰოჩკინის ლიმფომა, მეორე სტადია დაუდგინდა. ახალგაზრდას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა და ქიმიო თერაპიის დაწყება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127066
---
27.03.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
რისკფაქტორის თემაა პროდუქტის მიერ ინტოქსიკაცია. ჯანდაცვის სამინისტროს დაავდებათა კონტოროლის ცენტრის ინფორმაციით გასულ წელს 33 000-ზე მეტი ინტოქსიკაციის შემთხვევა მოხდა. რა არის ამის მიზეზი?
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127836
---
27.03.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილის მაჩვენებლით, რომლის მიზეზიც ჰაერის დაბიძნურებაა საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ყველა სახის დაბინძურების მხრივ კი 111-ეა 180 ქვეყანას შორის, ეს იელის უნივერსიტეტის კვლევაა.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5127498
---
ინტერნეტი
27.03.2018
მედიასაშუალება:
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=140972&lang_id=ge
საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა
თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით ხასიათდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. სააგენტოში მუდმივად შედის განაცხადები და პოგრამას ახალი ბენეფიციარები ემატება, ასევე სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების შედეგად მათი ნაწილი კარგავს დახმარებას. საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების შემცირებას იწვევს ასევე შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც. თვიურ ჭრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილება გაცილებით თვალშისაცემია. 2018 წლის მარტის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 453 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 22 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მარტში სოციალური დახმარებით 431, 387 მოქალაქემ მიიღო. შესაბამისად გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხებიც. აღნიშნულ პროგრამას გასული წლის მარტში 20 790 719 ლარი მოხმარდა, მიმდინარე წლის მარტში კი 20 975 782 ლარი გამოიყო. დღეის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 453 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რომელთა პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობაში 12,1%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამდენივე პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობს.
ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/saarsebo-shemweobis-mimgeb-moqalaqeta-raodenoba-gaizarda/17984
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://bfm.ge/emuqreba-tu-ara-qartvel-e/
ემუქრება თუ არა ქართველ ერს განადგურება
ემუქრება თუ არა ქართველ ერს განადგურება – გაეროს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წელს 28 % -ით შემცირდება. მეცნიერების მოსაზრებით, პროგნოზი რეალურია, ფაქტი კი – კიდევ უფრო სამწუხარო – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 657 731 კაცით არის შემცირებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია არ შეიცვლება, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 გახდება. სამაგიეროდ, ნავარაუდევია აზერბაიჯანის მოსახლეობის დაახლოებით 30 % -ით, ხოლო სომხეთის 7 % -ით გაზრდა. დემოგრაფიულ პრობლემებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მმართველი ძალა განსხვავებულად ებრძოდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს 2050 წლის გარდაუვალ ნეგატიურ დემოგრაფიულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა. გასული საუკუნის ბოლოს კი, საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო, აბორტების რიცხვი კი – მაღალი. UNICEF -ის მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე კი, საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. დემოგრაფიულ პოლიტიკას უკვე უწოდეს პოლიტიკების პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ,,დემოგრაფიული პრობლემების სრულად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა უმოქმედობა გამოიწვევს გარდაუვალ კრიზისს”, დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ,,ის პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის შემცირება 28 %- ით უნდა მოხდეს, სავსებით რეალურია. ეს აჩვენა ბოლოდროინდელმა საყოველთაო აღწერის შედეგმაც – ამას ჩვენი კომიტეტიც პროგნოზირებდა. ამიტომაც მერვე მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და შევქმენით ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა სახელმწიფოს დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, როგორც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რაც მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ასევე, ერის აქტიური დაბერების პროცესიდან გამომდინარე – ანუ ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას – მივიღეთ დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებდა მთავრობას, რომ შეემუშავებინა აუცილებელი სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები და საფრთხეები შევამციროთ. დემოგრაფიული პრობლემების სრულად მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ უმოქმედობა გამოიწვევს გარდაუვალ კრიზისს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ – ეს დაიწყო 90- იანი წლებიდან. მაშინდელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა რყევებმა გამოიწვია მიგრაცია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დღეს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დედაქალაქში, ეს ცუდია სასაზღვრო სოფლებისთვისაც. იმიტომ, რომ მოსახლეობა უკეთ იცავს საზღვარს, ვიდრე მესაზღვრეები. ასევე, მაღალი იყო აბორტების რიცხვიც, 2015 წელს რეგისტრირებული 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა კანონმდებლობა აბორტებთან მიმართებაში. კანონი გამკაცრდა ე.წ კრიმინალური თუ სელექციური აბორტების მიმართ, რამაც შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად შემცირებულია სტატისტიკა ამ მხრივ. 2014 წლიდან ასევე მოქმედებს ყოველი მესამე და მომდევნო შვილის დაფინანსების პროგრამა. იმ ექვს კრიზისულ რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველთვიურად ბავშვს ეძლევა ბარში 150 ლარი, ხოლო მთაში 200 ლარი, მანამ, სანამ ბავშვის ასაკი არ მიაღწევს ორ წელს. აქვე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან რეგიონში მეწარმეები 10 წლის ვადით გათავისუფლებულნი არიან მოგებისა და ქონების გადასახადიდან. ასევე მასწავლებლებსა და პენსიონერებს ეძლევათ დანამატი, მოქმედებს მშობიარობის დაფინანსების პროგრამაც, ამ მიმართულებით კი უკვე 130-140 მილიონი ლარი არის დახარჯული, დაფინანსებულია 250 ათასი მშობიარობა . ვიზალიბერალიზაციამ ამ პროცესებზე გავლენა უკვე მოახდინა. თუმცა, ამ დოკუმენტის მიღებამდე, ჩვენ მაინც გვქონდა მიგრანტთა დიდი რიცხვი, მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კი, ასევე, გულისხმობს მიგრაციის დარეგულირებას. მართალია, ეკონომიკური ხაზი არის უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას რომ ველოდოთ, ერი დაბერდება და აღარ იქნება ბუნებრივი მატება. ეს არის კომპლექსური თემა, ეკონომიკას პლიუს სხვადასხვა აქტივობა (აბორტის რიცხვისა და მიგრაციის შემცირება, შობადობის გაზრდა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება…), რაც აუცილებლად საჭიროებს სისტემურ ხედვას. ,,მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მოსახლეობის გარკვეული კლება უკვე სახეზეა” ვაჟა ლორთქიფანიძე, ,,დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი” ვაჟა ლორთქიფანიძე, ,,დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი” ,,დემოგრაფთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა შევიმუშავეთ ,,საქართველოს დემოგრაფიის უსაფრთხოების კონცეფცია”. პარლამენტმა ამის თაობაზე მიიღო უკვე შესაბამისი დადგენილება. ეს არის პროგრამა, სადაც მოცემულია მეცნიერთა მოსაზრებები. ჩვენ შევისწავლეთ თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილება. ფაქტებზე დაყრდნობითა და დისკუსიის შემდგომ ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, რაც გულისხმობს რეალობის შეფასებასა და იმ რეკომენდაციებს, რაც უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. უნდა აღვნიშნო, რომ ვითარება შეფასებულია, როგორც მწვავე და გარდაუვალი, თუმცა არსებობს კრიზისის შემცირების რამდენიმე მიმართულება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს რეკომენდაციები ეხება საკანონმდებლო მხარეს, სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების გზებს. ყურადღებას ვუთმობთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს. აღნიშნულ კონცეფციაში წარმოდგენილია თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ, მეორე და შემდგომ ეტაპებზე. მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მოსახლეობის გარკვეული კლება უკვე შეინიშნება. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ბევრი პროცესი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღების გამახვილებას მმართველი ძალის მხრიდან.” ,,ის, რაც ჩვენ გველის 2050 წლისთვის არის დემოგრაფიული ცუნამი და ვცდილობთ, რომ ვაქციოთ ძლიერ ღელვად” თამარ ჩიბურდანიძე თამარ ჩიბურდანიძე, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი ,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდი მთელი ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ამ თემაზე მუშაობს ხელისუფლებასთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში, ამ მიმართულებით არის განხორციელებული 15 ინიციატივა. მეთექვსმეტე არის მრავალშვილიანის სტატუსის მიღება და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პარლამენტში. დემოგრაფიული ინიციატივის შედეგს მივიღებთ ერთი თაობის შემდეგ, რაც დაახლოებით 25-30 წელს შეადგენს . 2014 წელს, იმ კრიზისულ ექვს რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აღემატებოდა შობადობას, დაწყებულმა ფულადი დახმარების პროგრამამ, შობადობის წახალისებასთან დაკავშირებით, მოგვცა სერიოზული შედეგი. თუმცა, რთული მდგომარეობის წინაშე ვართ, უკვე შევდივართ კრიზისულ მდგომარეობაში. დღევანდელი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, ჩვენ ვზრუნავთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ დემოგრაფიულ დარტყმას, თუმცა ვცდილობთ მის შეცვლას. დღეს განხორციელებული ინიციატივებით გავზარდოთ შობადობა და შევამციროთ მიგრაციის მაჩვენებელი. ის, რაც ჩვენ გველის 2050 წლისთვის არის დემოგრაფიული ცუნამი და ვცდილობთ, რომ ის ვაქციოთ ძლიერ ღელვად. ვგულისხმობთ კონკრეტულ თემასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დემოგრაფიული ინიციატივის განხორციელება ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა მხოლოდ ფულადი მხარდაჭერით ეს პრობლემა არ გვარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითი მოგვცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ. აუცილებელია ძლიერი პროპაგანდა, რათა საზოგადოება თვითონ გამოფხიზლდეს. სამოქალაქო კულტურა უნდა გაიზარდოს საზოგადოებისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით, აუცილებელია საზოგადოებრივი მენტალიტეტის გაზრდა. ჩვენი დემოგრაფი ანზორ თოთაძე ხშირად ამბობს, რომ ერმა ერი უნდა გადაარჩინოს, ანუ ერმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. ეროვნული თვითშეგნების გაზრდასა და პროპაგანდაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის როლს, თუმცა ამ მხრივ საქმე ნამდვილად არ არის სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენს ფონდს ძალიან გაუჭირდა ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, არ გვეკარებოდა არცერთი მედია, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არ იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და სხვა პოლიტიკური ფიგურები. საბედნიეროდ, მედია ამ თემაზე ,,ალაპარაკდა, თუმცა დღესაც, ანალიტიკურ გადაცემებში დემოგრაფიულ პრობლემებზე ისევ არ ხდება ყურადღების გამახვილება”. ,,დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი , სამწუხაროდ, მმართველი ძალა არაფერს არ აკეთებს – ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები” გიორგი ახვლედიანი გიორგი ახვლედიანი, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი ,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემცირების ტენდენცია არის მასშტაბური და ნათელი. დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი, სამწუხაროდ, მმართველი ძალა არაფერს არ აკეთებს – ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები. საქართველოში სიკვდილიაონობა აღემატება შობადობას. შესაბამისად, იკლებს მოსახლეობის რიცხვიც, რაც არის ქვეყნის უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დამსახურება. ეს არის ის მდგომარეობა, რომლიდანაც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა თავის დაღწევა. აუცილებელია, კონკრეტული გეგმის შემუშავება. არსებობს სტანდარტული პროგრამები თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ხელშეწყობა. მოტივაციის შექმნა ადამიანებისთვის, რათა შექმნან მრავალშვილიანი ოჯახები. ახალგაზრდა ოჯახმა იმისთვის, რომ იყოლიოს მეორე ან მომდევნო ბავშვი, აუცილებლად საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. დღევანდელი მდგომარეობით, მათ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ თუ სახელმწიფო მეორე ბავშვზე დაეხმარება 15 ათასი ლარით, მესამე ბავშვზე კი 20 ათასი ლარით, სურვილიც მეტი ექნებათ. ეს არ არის ისეთი უზარმაზარი თანხა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს. ნაკლები უნდა ვხარჯოთ ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე. მართალია, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით ქართულ ეკონომიკას ფეხზე ვერ დავაყენებთ, თუმცა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას სხვადასახვა პროგრამების დაფინანსებით აუცილებლად შევძლებთ. გარდა ამისა, უნდა შევქნათ ისეთი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიან ოჯახებს სერიოზული მხარდაჭერა ექნება და ეს იქნება ღირსეული და აუცილებელი ქმედება სახელმწიფოსგან.”
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/200082
რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა
რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის“ ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა არის გათვალისწინებული. დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება, მართლაც, მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად”, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/regionebshi-gadaudebeli-sameditsino-dakhmarebis-avtoparkis-ganakhlebis-etapi-dasrulda/41397
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=67341
---
27.03.2018
მედიასაშუალება:
27.03.2018
მედიასაშუალება:
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/35300/saqartvelos-rkinigza-gavrtselebul-videoze-mokvleva-chatardeba-da-gavarkvevt-ra-mokhda
„საქართველოს რკინიგზა" გავრცელებულ ვიდეოზე: მოკვლევა ჩატარდება და გავარკვევთ რა მოხდა
საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მუშები ათეულობით მეტრის სიმაღლეზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ მოკლვევა ჩატარდება. მისი შეფასებით მომხდარი საჭიროებს სათანადო რეაგირებას. „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იყო თუ არ იყო ამას დაადგენენ. მე რაც ვნახე ვფიქრობ ამაზე რეაგირება არის საჭირო, მოკვლევა ჩატარდება და გავარკვევთ რა მოხდა იქ და რა ხდება საერთოდ, ასეთ სიმაღლეზე ხალხი რატომ მუშაობს,-პირველი უსაფრთხოების ჩაფხუტები არა აქვთ, ქამრები არა აქვთ სპეციალური, უსაფრთხოების ფეხსაცმელი არა აქვთ და ა.შ. შესაბამისი დარგის სპეციალისტები რკინიგზაშივე და გერეთაც მოიკვლევენ და ამაზე რეაგირება იქნება“,- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში აკაკი საღირაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას შეფასებით, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. „დასაქმებული თუკი ხედავს, რომ უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, მას უფლება აქვს, კანონის საფუძველზე მოსთხოვოს აღჭურვილობა და თვითონ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. თუკი მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მას უფლება აქვს შეტყობინების შემდგომ დატოვოს დაუყონებლივ სამუშაო ადგილი“,- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ელზა ჯგერენაიამ. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე გადაღებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. ვიდეოკადრები გუშინ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირმა გაავრცელა.
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/200134
იმ დონემდე ვარ მისული, ვფიქრობ თავი როდის, ან როგორ მოვიკლა - მოზარდზე ძალადობაში დადანაშაულებული დედა
„დამიჯერეთ, ძალიან ცუდად ვარ, ახლა იმ დონეზე ვარ მისული, ვფიქრობ თავი როდის, ან როგორ მოვიკლა“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში რუსთავში, 15 წლის გოგონას ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებულმა დედამ. როგორც მოზარდის დედა აცხადებს, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის პასუხი აგოს. „გამოძიებას, ექსპერტიზას დაველოდოთ და ყველაფერი მერე გავარკვიოთ, მეტის თქმა არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ. დასაჭერი ვიქნები - დამიჭერენ, ის იქნება დასაჭერი და იმას დაიჭერენ, მეტი არაფერი ვიცი“, - აცხადებს მოზარდის დედა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონაზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მშობელთან კამათის დროს მოზარდს დედა ფიზიკურად გაუსწორდა, სკოლაში მისულმა გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სექსუალური ძალადობის შესახებ კი მას შემდეგ გახდა სამართალდამცავებისთვის ცნობილი, რაც სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და გოგონა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ სოციალური მუშაკი, ლელა მაჭავარიანი აცხადებს, მოზარდთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. „მოზარდთან მუდმივად მუშაობს სოციალური მუშაკი დ ფსიქოლოგი, ის გარკვეულ ჩვენებებს იძლევა, რასაც ვერ გავახმოვანებთ. ბავშვი ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბავშვის მოთხოვნილების გათვალისწინებით უტარდება მკურნალობა, გამოკვლევები და ექიმის რეკომენდაციებია გათვალისწინებული. რაც შეეხება ოჯახთან მუშაობას, ჯერ არ დაგვიწყია. მშობელს და მის მეგობარ მამაკაცს 30 დღიანი შემაკავებელი ორდერი აქვთ გამოწერილი. შემდეგ ეტაპზე, ბავშვის ინტერესი როგორც გამოიკვეთება და საქმის მსვლელობა როგორც გვიჩვენებს, იმის შესაბამისად მოვიქცევით. ამ ამბავში მთავარი იყო ის, რომ ძალიან დროულად მოხდა შემთხვევის გამოვლენა, სკოლამ მოახდინა დროული რეაგირება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. როგორც სოციალური მუშაკი ამბობს, მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა, შედეგები მათთვის ცნობილი არ არის. „ბავშვს სხვა ექსპერტიზებთან ერთად ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც ჩვენთვის უცნობია. როგორც ვიცი, გარეგნული დაზიანებები არ გამოკვეთილა“, - დასძენს მაჭავარიანი. შსს-მ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.
---
27.03.2018
მოხუცი ცოლ-ქმარი შვილებს და შვილიშვილებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს
პენსიონერების თქმით, წლების განმავლობაში სისტემატური ძალადობის მიზეზი ერთი ოთახია, რომელშიც მოხუცები ცხოვრობენ. 85 წლის მიხეილ ტარიელაძე ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში საკუთარ შვილს, რძალსა და შვილიშვილებს ადანაშაულებს. მოხუცს რომ დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, ამას ფოტო და სამედიცინო დასკვნაც ადასტურებს. შვილის გარდა, მოხუცი ცოლ-ქმარი დეტალურად ყვება, როგორ ძალადობს მათზე რძალი. ტარიელაძეები ამტკიცებენ, რომ შვილის ცოლმა რამდენჯერმე მათ ძვირფასი ნივთების და საკვების მოპარვაც დააბრალა. მოხუცი ცოლ-ქმარი ამბობს, რომ სოფელში სტუმრად ჩასული ბავშვები დასცინიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ტარიელაძეებმა ძალადობის ფაქტების შესახებ, მათი მტკიცებით, ჩაქვის პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მოხუცი ცოლ-ქმარი ვარაუდობს, რომ პოლიცია, მოძალადე რძალთან ნათესაური კავშირის გამო, ფაქტებით არ დაინტერესდა. კურიერთან მშობლების ბრალდებებზე ტარიელაძის შვილი და რძალი არ საუბრობენ. შვილიშვილმა კი სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ მოხუც ცოლ-ქმარს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ძალადობის ფაქტები კი გამოგონილია. არსებობს ფოტო და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოხუცს დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა.
---
27.03.2018
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/131123-48-saatiani-ganrideba-da-sxva-iniciativebi-qalta-mimart-dzaladobis-tsinaaghmdeg
48-საათიანი განრიდება და სხვა ინიციატივები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ევროპულმა საქართველომ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. პარტიამ დაგეგმილი ცვლილებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქალთა მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად, პოლიციამ მოძალადე მსხვერპლს 48-საათიანი პატიმრობის სახით უნდა განარიდოს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება მსხვერპლის დაკითხვას - პარტიაში აცხადებენ, რომ პირველივე დაკითხვა უნდა მოხდეს არა საგამოძიებო ორგანოებში, არამედ მოსამართლის მიერ. დაგეგმილ ცვლილებებში საუბარია სექსუალურ შევიწროებაზეც. "ევროპული საქართველოს" აზრით, ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და სექსუალური შევიწროების საქმეებზე არსებული ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა უნდა გაიზარდოს, რათა სასამართლოსთვის მიმართვის ბერკეტი რეალური და ეფექტიანი იყოს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამის მისაღწევად ერთ-ერთი ნაბიჯია ქორწინების შემდეგ ერთობლივად შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაცია. შედეგად, მეუღლის თანხმობა სავალდებულო აღარ იქნება. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები 48-საათიანი პატიმრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ. "მოძალადისგან განრიდების ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში ამ დროს არამხოლოდ ქალი, ბავშვებიც საფრთხის ქვეშ არიან, მიდის ბავშვებით მანიპულაცია. ასევე, მოძალადე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ოჯახის სხვა წევრებზეც და ქალს ტოვებს უფრო მაღალი რისკების ქვეშ, ვიდრე პოლიციისადმი მიმართვამდე იყო. 48-საათიანი პატიმრობით გარკვეულწილად დეესკალაცია მოხდება. მსხვერპლს ექნება დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ როცა პოლიცია გადაწყვეტს განარიდოს მოძალადე, ამის შემდეგ შევიდეს სოციალური მომსახურების სააგენტო, შეისწავლოს სიტუაცია, გაზომოს რისკები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", - ამბობს ტაბულასთან ფსიქოლოგი მაია ცირამუა. აზრთა სხვადასხვაობაა მსხვერპლის მოსამართლის მიერ დაკითხვის საკითხზე. "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მას ეცოდინება, რომ ჩვენების შეცვლისთვის სასჯელი ემუქრება, მოძალადის სასარგებლოდ ჩვენებას აღარ შეცვლის. ქალთა მოძრაობის წევრების ნაწილის თქმით, ამან შესაძლოა პირიქით, უფრო შეაშინოს მსხვერპლი და შედეგად, პოლიციას საერთოდ აღარ მიმართოს. "ფაქტია და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ კანონს დახვეწა სჭირდება. "ევროპული საქართველოს" მიერ შემოთავაზებული ინიციატივები უნდა დამუშავდეს, მაგრამ ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ მოძალადის განრიდების 48-საათიანი მექანიზმი, პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ეფექტური. რაც შეეხება მოსამართლის წინაშე დაკითხვის პრაქტიკის შემოტანას, ამას ჩემი აზრით სჭირდება დამუშავება. მე მაფიქრებს, ის რომ მსხვერპლს არ დავაკისროთ და მთლიანად არ ავკიდოთ მტკიცების ტვირთი და ციხეში გაშვების რისკი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეაშინოს ქალები და საერთოდ გადაიფიქრონ პოლიციაში დარეკვა. ჩვენ უნდა ჩავხედოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და პრაქტიკას. ეს ცვლილებები ყველას გვჭირდება, მაგრამ კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად", - ამბობს ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე. რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ხანდაზმულობის ვადას, ინიციატივას შეხვედრის მონაწილეები დადებითად აფასებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ალტერნატივა არ უნდა იყოს. "სექსუალური შევიწროების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გაზრდა მნიშვნელოვანია. მსხვერპლს ხშირად თვითონაც ეჭვი ეპარება, ეს არ არის ხოლმე მის მიერაც გაცნობიერებული და სჭირდება დრო, რომ მოიკრიბოს ძალა და მიმართოს შესაბამის უწყებებს. ცვლილება გაზრდის იმის ალბათობას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა მოახერხოს საკუთარი უფლებების დაცვა", - ამბობს მაია ცირამუა. "ჩვენ გვჭირდება ცალკე კანონი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. თუმცა შემოთავაზებულ ცვლილებასთან წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. სანამ ეს კანონი გვექნება, თუ მანამდეა შესაძლებელი ამ ცვლილების მიღება და 3-თვიანი ვადის გაზრდა, ეს მხოლოდ წაადგება პროცესს. მაგრამ მე არ მგონია, რომ აქ უნდა გავჩერდეთ და ეს ფუნდამენტურად აღმოფხვრის პრობლემას. ერთ-ერთ ინიციატივად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ არა კანონის ალტერნატივად", - აცხადებს იდა ბახტურიძე. "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. "ფაქტია, რომ ძალადობისგან ქალების დაცვის კუთხით პრაქტიკაში და კანონმდებლობაში გვაქვს ხარვეზები. შევეცადეთ, ჩვენი გამოცდილებით და აქტივისტებთან ურთიერთობის შედეგად, ხარვეზები გაგვეანალიზებინა და არასამთავრობო სექტორს შევთავაზეთ მთელი რიგი ცვლილებები. თუმცა, ეს არ არის ამომწურავი და ასევე, ჩვენ დღეს რამდენიმე წინადადება მათთან კონსულტაციების შედეგად გადავიფიქრეთ. ზოგი საკითხი კარგად არის მოსაფიქრებელი. მათ აქვთ ქალებთან მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და საბოლოო ჯამში გამოვალთ საერთო პაკეტით. დღევანდელ ვითარებაში ძალადობის მსხვერპლი თუ დაასახელებს მოძალადეს, არის მუდმივი წნეხის ქვეშ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. ამიტომ გვინდა გავაძლიეროთ სასამართლოს როლი. ასევე, ორდერი, რომელიც გაიცემა პოლიციის მხრიდან, არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ხდება განმეორებითი ძალადობა და განრიდების ეფექტურ მექანიზმებზე უნდა ვიფიქროთ. გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა უნდა გაიზარდოს მინიმუმ ერთ წლამდე, ასეთია ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაც. ვფიქრობთ ქალების ქონებრივი უფლებების გაძლიერებაზეც. ეს არის დიალოგის დასაწყისი, კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, საგაზაფხულო სესიაზე შევიტანთ საკანონმდებლო პაკეტს", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
---
ბეჭდვითი მედია
28.03.2018
მედიასაშუალება: საერთო გაზეთი
სოციალური დახმარების არსებული მოდელი - ყულფი, რომელიც სახელმწიფოს მოახრჩობს
2006 წელს საქართველოში სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის შემცირება გახლდათ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პროგრამა სიღარიბის დაძლევის კი არა, საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის შეიქმნა, მეორე ნაწილი შეფასების სისტემას უსამართლობაზე საუბრობს, მესამე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ პროგრამა ერის გაზარმაცებას და სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებას იწვევს. რატომ არის აუცილებელი სოციალური დახმარების არსებული მოდელის შეცვლა, ამაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე გვიამბობს: – და ვიწყებ იმით, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ სოციალური დახმარების პროექტი პოლიტიკური მიზნებისთვის შემოიტანა, რადგან ეს მათთვის ხალხ ზე მანიპულირე ბის ძლიერი ბერკეტი იყო. იმ დროისთვის, ქვეყანაში დაახლოებით 700 000 პენსიონე-რი იყო და სოციალურად დაუცველთა რაოდენობას თუ დაამატებდნენ, საარჩევნო ხმები გარანტირებული ჰქონდათ. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სტატუსს ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები იღებდნენ. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. აღმაშენებლის გამ ზირზე, იტა ლიურ ეზოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ოჯახი სამ ბინას ფლობდა. აქედან ორი გაქირავებული ჰქონდათ და თვითონ სარდაფში ცხოვრობდნენ. ასეთ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს, როცა იმავე სახლში მცხოვრებ, ოპოზიციურად განწყობილ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სტატუსი არ აღირსეს. სოციალური დახმარებები პოლიტიკური მხარდაჭერისთვის დაწესებული საჩუქარი იყო და არა ვის ანაღვლებ და, რომ ბიუჯეტს, საიდანაც დახმარებები გაიცემა, ხელისუფლების მხარდაჭერი თუ ოპოზიციაში მყოფი ერთნაირად ავსებს. ეს სრული სიმახინჯე იყო და საბედნიეროდ, ასე აღარ ხდება. წარ-ულის ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იგივეს ელოდნენ და ასე რომ არ მოხდა, ხელისუფლებას გაუნაწყენდნენ. – სოციალური დახმარებე ბის თემაზე ხე ლისუფლებასთან მხოლოდ მხარდამჭერებს კი არა, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსაც პრეტენზიები აქვთ. – ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება თუ ნა ციონალური მოძ რაობის, უსა მართლოდ მინიჭებული სტატუსი ყველას უნდა მოეხსნას. ვაღიარებ, რომ ზოგიერთს სტატუსი უსამართლოდ მოუხსნეს, მაგრამ აღუდგინეს ან აღდგენას ელოდებიან. სტატუსის მინიჭება თუ მოხსნა ცალკე თემაა, თუმცა, ამჯერად მინდა თავად პრო ექტ ზე გიამბოთ. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური პროექტები მოქმედებს, ეს დროებითი ღონისძიება გახლავთ. სოციალურად დაუცველის სტატუსს 5, 10 და 15 წლით კი არა, ხანმოკლე ვადით ანიჭებენ და შემდეგ ამ ადამი ანის და საქმებაზე სახელმწიფო ზრუნავს. წარმოიდგინეთ, ძალიან ძლიერი სახელმწიფოებიც კი ბიუჯეტის ყველა კაპიკს უფრთხილდებიან და თანხას ისე არ გასცემენ, რომ უკუგება არ მიიღონ. საქართველოში რა ხდება? 2013 წელს, სოციალური დახმარებების გაზრდას სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრი ზრდა მოჰყვა.რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობს. ამჟამად, თითქმის ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და კიდევ ერთი ამდენი სტატუსს ითხოვს. გამოდის, რომ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნას და კიდევ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სტატუსი მიიღოს და შესაბამისი განცხადება დაწერილი აქვს. — თუ სწორად გავიგე, სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ადამიანები მუშაობას თავს სოციალური შემწეობის გამო არიდებენ.. – მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში გაჭირვება და პრობლემები არ არის, მაგრამ რაღაც ვაკანსიები მაინც არსებობს. სამი წელია, ჯანდაც ვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტი ძირითადად, სოციალუ რად დაუცველებისთვის დასაქმების ფორუმს ატარებს, სადაც ვაკანსიებს აცხადებენ. საუბარი არ არის მაღალანაზღაურებად სამსახურებზე. ძირითადად, 300-დან 600 ლარამდე, ზოგჯერ კი 700 ლარიანი ვაკანსიებია. ორი წლის წინ, ფორუმზე 9000-მდე ვაკანსია გა მოცხადდა, მაგრამ მხოლოდ 540 სამუშაოს მაძიებელი მივიდა და აქედან 112 დასაქმდა. წარ მოიდგინეთ, 9000-მდე ვაკანსია იყო და მხოლოდ 112 ადამიანი დასაქმდა. სამწუხა როდ, ამ პროექტმა ხალხი ისე გააზარმაცა, რომ მუშაობის სურვილი აღარ აქვთ. ვიმეორებ, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრს მუშაობას სახელმწიფოსგან მიღებული გარანტირებული შემოსავალი ურჩევნია. პირადად გადავამოწმე და დავრწმუნდი, რომ სოციალურად დაუცველების ნახევარზე მეტი შეფარულად მუშაობს და მათი შემოსავლები არსად აისახება. მოგეხსენებათ, რომ თუ ანგარიშზე დარიცხვები ექნებათ, შემწეობას დაკარგავენ, ხელზე გაცემულ თანხას კი ვერავინ აკონტრო ლებს. იცით, რაიონებში რა ხდება? ახალი კრიტერიუმების მიხედვით, თუ ოჯახს ჰექტრობით მიწის ნაკვეთი აქვს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეკუთვნის, მაგრამ ბევრმა აქაც გამოსავალი ნახა — ვითომ მიწა გაყიდა, სინამდვილეში ნათესავებ ზე გადააფორმა და დღემდე სოციალურ დახმარებას იღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ პროექტს ახორციელებს, ოთხი წელი ხვნა-თესვა საერთოდ უფასო იყო, მაგრამ ასეთებს სურვილი არ აქვთ, რომ მიწა დაამუშაონ და მოსავალი მოიწიონ. ურჩევნიათ, ისევ სახელმწიფოს მიადგნენ, სტატუსი მჭირდება და დამეხმარეო. სახელმწიფო ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ერის დაბერების პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. – იქნებ გან გვიმარტოთ, ერის დაბერების პროცესი სოციალური დახმარებების მოცულობასთან რა კავშირშია? – ერის დაბერება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდას ნიშნავს, რაც ძალიან კარგია და ჯანდაცვის პროექტების დამსახურება გახლავთ. ერის დაბერება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას რამდენჯერმე აჭარბებს. წარმოიდგინეთ, 60-იანი წლების საქართველოში ბავშვების რაოდენობა 700 000-ით აჭარბებდა მო ხუცებულთა რაოდენობას, დღეს კი მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვებისას 120 000-ით აჭარბებს. სულ რაღაც 10–15 წელიწად ში ხან დაზმულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 33% გახდება, რადგან 60-იან წლებში დაბადებული მილი ონნახევარი ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს. ერის დაბერებამ ისეთ განვითარებულ ქვეყანასაც კი შეუქმნა პრობლემები, როგორიც იაპონიაა და ბუნებრივია, საქართველოსაც პრობლემებს შეუქმნის. შობადობის კლების ფონზე, ქვეყნიდან გადის მწარმოებელი ფენა, რომელიც პროდუქტს ქმნის და ბიუჯეტში ფული შეაქვს. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც მოხუცები და ბავშვებიც შესანახი ჰყავს, მილიარდობით ლარი სოციალურ დახმარებებში გაედინება. გამოდის, რომ სახელმწიფო მუდმივად გასცემს და ძალიან ცოტას იღებს, რადგან ქვეყანაში მწარმოებელი ფენა ცოტა დარჩა. ასეთ დარტყმას ვერც ერთი, თუნ დაც ძა ლიან ძლი ერი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ხერხემალში გადატყდება. — თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ სოციალური დახმარების დღეს არსებული მოდელი უფრო ეფექტური მოდელით შეიცვალოს? — ჩემი აზრით, სოციალურად დაუცველის სტატუსის პროექტი მთლიანად მიზნობრივ პროექტებზე უნდა გადაეწყოს. ქვეყანა უდიდესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ კაპი კებს ვეძებთ, რომ მრავალშვილიანებს დავეხმაროთ და შობადობა წავახალისოთ. დაფინანსდა რაღაც ინიციატივები და გარკვეული წინ სვ ლა გვაქვს, მაგრამ მაინც უამრავი პრობლემაა. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, სათანადოდ დაფინანსდეს დემოგრაფიული ინიციატივები და ა.შ. ხოლო სოციალური დახმაებები საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, მხოლოდ მოხუცებს და არაქმედითუნარიანებს უნდა დაუტოვონ. მოსახლეობის საპროტესტო ტალღის ყველა ხელისუფლებას ეშინია, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს აზიანებს. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს, მაგრამ შეიძლება გარდამავალი ეტაპი მომზადდეს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეს ვაკანსია შესთავაზოს. დასაქმება ნებაყოფლობითი კი არა, სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ყველა ქვეყანაშია. – სოციალურად დაუცველს სტატუსი დასაქმებისთანავე შეუწყდება? – დასაქმების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველს სტატუსი და შესაბამისად, შემწეობა რამდენიმე თვე უნარჩუნდება. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, დღეს მოქმედ პროექტს სხვა ნეგატიური მხა რეებიც აქვს. შემწეობის მოხსნის შიშით, ხალხს სახლში ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდა. მსოფლიო ვითარდება და ჩვენთან ბავშვებს ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდათ ნანახი. – როგორც ვიცი, 2015 წლიდან ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების გამოსათვლელად ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა ფუფუნებად აღარ ითვლება და სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე გავლენას აღარ ახდენს. – დიახ, ახლა ტელევიზორისა და კომ პიუტერის გამო, სტატუსს აღარ ართმევენ, მაგრამ სხვა პრობლემებს ასე ადვილად არ ეშველება.. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც შვილებს მაღალი შემოსავალი აქვთ და მშობლები სოციალურად დაუცველის სტატუსს იღებენ და ეს ბიუჯეტიდან ფუჭად გაღებული ფულია. ოფიციალურად, კანონი შვილს მშობლის რჩენას არ ავალდებულებს, მაგრამ თუ ჩვენი მორალი, კულტურა და ტრადიციები იქამდე დავიდა, რომ კანონის მოთხოვნის გარეშე, მშობლის მოვლა აღარ გვინდა, მაშინ ეს ქვეყანა საქართველო აღარ ყოფილა. ამჟამად, ხანდაზმულებისთვის სტატუსის მინიჭების დროს, შვილების შემოსავლები არ აღირიცხება, მაგრამ ჩემი აზრით, ასე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტატუსის მინიჭების დროს მხოლოდ ხანდაზმული მშობლების კი არა, მათი შვილების ქონებრივი მდგომარეობის აღწერაც უნდა მოხდეს. – ამა თუ იმ მი ზეზის გამო, შვილს თუ ხანდაზმული მშობლის რჩენა არ სურს? – მაშინ მშო ბელზე და მის სახელზე არსებულ ქონებაზე უარი უნდა თქვას და მე მომხრე ვარ, რომ ეს კანონმდებლობაში ჩაიწეროს. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ სანამ ეს პროექტი დღევანდელი ფორმით არსებობს, სანამ სახელმწიფო ყოველწლიურად, მილიარდებს ყრის და ამ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ზარმაც ადამიანებთან მიდის, როგორი ეკონომიკური წინსვლაც არ უნდა გვქონდეს, სახელმწიფო წინ ვერ წავა და დროა, ამ ვითარების შეცვლაზე ვიფიქროთ.
---
28.03.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
15 წლის გოგონა დედასა და მის მეგობარ მამაკაცს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
რუსთავში, 15 წლის გოგოს დედას და დედის მეგობარ კაცს მოზარდზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მოზარდის დედა შვილზე ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს, თუმცა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდება. 15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.
ვერსია-
---
28.03.2018
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
45 წლის ზაზა აბრამიშვილი შუქრუთის მაღაროს გვირაბში ჩამოშლილი ლოდების ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა ჭიათურაში 26 მარტს, გამთენიისას მოხდა…
---
28.03.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ 2017 წ. განხორციელებული მსაქმიანობის პროგრამული ანგარიში
დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის საქმიანობა 2017 წ. მოიცავდა 2 მიმართულებას: 1. დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას (ვაუჩერული დაფინანსება ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან); 2. ასოციაციის წევრებისა და დიაბეტით დაავადებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გა გაწევა და სამეურნეო საორგანიზაციო ხარჯი. დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულება. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა სახემწიფო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. პროგრამის დაფინანსება ხორციელდებოდა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ჯანდაცვის სახელმწიფო კოორდინატორის მიერ. მედიკამენტების გაცემა ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. სახელმწიფოს მიერ გადმოცემული მედიკამენტების პაციენტზე გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლდებოდა ონლაინ რეჟიმში სპეციალური პროგრამის საშუალებით.
---
28.03.2018
მედიასაშუალება:
გახარია პრემიერად მიდის, ქუმსიშვილი - სახლში
`ქართულ ოცნებაში~ საკადრო ცვლილებებისთვის ემზადებიან. რამდენიმე დღის წინ `ახალი თაობა~ უკვე წერდა, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. ეს ინფორმაცია `ოცნებაში~ სხვა მედიასაშუალებებსაც დაუდასტურეს. გიორგი კვირიკაშვილის გარდა, მთავრობიდან წასვლა კიდევ ბევრს მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნება, მის ადგილს კი პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს. ჩუგოშვილს იუსტიციის მინისტრობისთვის რომ ამზადებდნენ, ამის შესახებ `ახალ თაობას~ ჯერ კიდევ 2 წლის წინ უთხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ აცხადებდა, რომ სწორედ ამის გამო თქვა ჩუგოშვილმა უარი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის-ტრი ქეთევან ციხელაშვილიც. `ოცნების~ კულუარებში ამბობენ, რომ მას შოთა შალელაშვილი შეცვლის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლიდა. მისი კანდიდატურა მაშინაც აქტუალური იყო, როცა ასპარეზზე მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია გამოვიდნენ. `ოცნებაში~ ადასტურებენ, რომ მთავრობის მეთაურის პოსტს ერთ-ერთი მათგანი დაიკავებს. რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, სააგენტო `თაიმერის~ ცნობით, ის მთავრობას საერთოდ დაემშვიდობება. `თაიმერს~ `ოცნებაში~ განუცხადეს, რომ ეს ადამიანი დავით ბეჟუაშვილის ლობირებას გადაჰყვა. ქუმსიშვილი რომ ბეჟუაშვილს ლობირებდა, ამის შესახებ ყოფილმა პოლიტდევნილმა გიგლა ბარამიძემ `ახალ თაობასთან~ საუბარში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. `ოცნების~ კულუარებში `თაიმერს~ ისიც უთხრეს, რომ თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილის ფავორიტი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დატოვებს. რამდენიმე კვირის წინ ალავიძეს `ქართული ოცნების~ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ დანელია დაუპირისპირდა. მან მინისტრის მიმართ პრეტენზიები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ქართული დიპლომატიის მამა, მიხეილ ჯანელიძე. ის შესაძლოა მისმა მოადგილე დავით ზალკალიანმა ჩაანაცვლოს. `ოცნებაში~ დავით სერგეენკოს შეცვლასაც არ გამორიცხავენ. სხვათა შორის, აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ `ოცნების~ პრეზიდენტობის კანდიდატი ის იქნებოდა. `თაიმერს~ მმართველ გუნდში განუცხადეს, რომ სერგეენკო შესაძლოა ვალერი კვარაცხელიამ შეცვალოს. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ ბელორუსში საქართველოს ელჩად დაინიშნა...
---
28.03.2018
მედიასაშუალება: ვერსია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა!
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თბილისის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, რადგან აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმებს აღემატება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს! 2016 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის კვლევით, რომელიც ზოგადი დაბინძურების დონეს ეხება, გაირკვა, რომ 2016 წელს, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, საქართველო 111-ე ადგილზეა. არადა, საქართველოსთვის, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის 37%, თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხება. თუმცა დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს) რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში, სწორედ ავტომობილის ექსპლოატაციით საქმიანობს. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების ზრდაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ასს-ბის რაოდენობა და ასაკი, ტექნიკური მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, მოძრაობის სტრუქტურა და ორგანიზება, მოსახლეობის ცნობიერების დონე, ინსტიტუციური რეგულირება. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ჟანგეულები, აქროლადი ორგანული ნაერთები, უმცირესი ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ჰაერის დაბინძურება უამრავ დაავადებას იწვევს, რომელთა შემცირებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების განხორციელება: `ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებზე კონტროლი და მათი შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. გარკვეული კატეგორიის ასს-ებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი) სავალდებულოა, მაგრამ ხარვეზებით ხასიათდება. მაგალითად, დაბალია პტი-ს გაუვლელობაზე არსებული ჯარიმების ოდენობა და მათი ადმინისტრირების დონე. რთული მდგომარეობაა ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სეგმენტშიც. მიუხედავად თბილისის მერიის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, ვერ ხერხდება ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება მგზავრების ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, გრძელდება არსებული მოძველებული ავტობუსების გამოყენება~, _ მითითებულია აუდიტის ანგარიშში. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია) და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ავტოტრანსპორტის მიერ, მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება). სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს და ქვეყანაში არსებული ასს-ების 37%-ც თბილისშია თავმოყრილი: `ქვეყანაში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე მიმართული ღონისძიებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წელს, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ასს-ების 76%-ს გავლილი არ აქვს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია _ 2016 წელს, მხოლოდ 13.6%-ია დაჯარიმებული; აუდიტის პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 10 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის _ 100 ლარს, რაც ძალიან მცირეა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პტი-ს გავლის ვალდებულების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. 2018 წლის 1 იანვრიდან, ეს გადასახადი გაიზარდა და ფიზიკური პირებისთვის _ 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის _ 200 ლარამდე განისაზღვრა~. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ოპერატორის მიერ, პტი-ს შედეგები სისტემაში მექანიკურად აისახებოდა,რაც მონაცემთა არასწორად ასახვის რისკს ზრდის. რაც მთავარია, პტი-ს მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან წვდომა არ ჰქონდა საპატრულო პოლიციის სამსახურს. შესაბამისად, სამსახური ნფორმირებული არ იყო, რომელ ასს-ებს არ ჰქონდათ გავლილი სავალდებულო პტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფორმაციულ სისტემაში გაერთიანება ინსპექტირების ცენტრებისთვის ნებაყოფლობითი იყო და კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა: `აღსანიშნავია, რომ გარკვეულწილად, აუდიტის შედეგები მთავრობის დადგენილებაში უკვე აისახა. შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან, ინსპექტირების ყველა ცენტრი, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში უნდა ჩაერთოს; ინსპექტირების შედეგად მიღებული მონაცემები კი ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ჩარევისგან. აგრეთვე, სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე ინდივიდუალური წვდომა უნდა გააჩნდეს საპატრულო პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრსა და სსიპ `სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს~. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა, მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის~. მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისაა, რომ 2015 წლის დეკემბერში, „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“ შეიმუშავეს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტის სახით, ეს სტრატეგია არ დაუმტკიცებიათ. 2016-2017 წლებში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25%, მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა, პტი მხოლოდ მიკროავტობუსების 40%-მა გაიარა. არადა, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია! `აუდიტის შდეგად გაირკვა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ჰაერის დამაბინძურებლის გაზომვის (გასაშუალოების) პერიოდულობა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტით დამტკიცებულ ნორმებთან; გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმა _ NEAP-2-ით განსაზღვრულ რიგ ღონისძიებებში ჩამორჩენაა, ხოლო 2017-2021 წლების გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცებული არაა. ქვეყანაში არ არის მკაფიოდ გაწერილი გასატარებელი ღონისძიებები, გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები, ასევე აქტივობების შემდგომი შეფასებისა და კონტროლის მექანიზმები. ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზოგიერთი ინდიკატორი (PM 2.5 და PM 10), ეროვნული კანონმდებლობით საერთოდ არაა გათვალისწინებული, ხოლო ის მახასიათებლები, რომელთათვისაც ნორმები დადგენილია, მათი ზღვრული ოდენობითა და გაზომვის მეთოდოლოგიით, საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება!~ სახელმწიფო აუდიტორებმა ანგარიშში აღნიშნეს, რომ საქართველოში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამჟამად მოქმედი ნორმები, საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. „გოსტებს“ ეფუძნება. არადა, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და PM ნორმების შემოღება, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სწორი შეფასებისთვის აუცილებელია, რადგან შეუძლებელია სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება იმ დამაბინძურებლის წინააღმდეგ, რომელზეც ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ) არ არის განსაზღვრული: `ახალი ზღვრული კონცენტრაციების შემოღება მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში დამაბინძურებლების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. სახელმწიფოს მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე დახარჯული სახსრები კი შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სათანადო პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება. თბილისის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ფაქტობრივი დონე ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს. მაგალითად, თბილისის სამ წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე, ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება დაფიქსირდა; 2017 წელს, ზდკ-ს გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის შემთხვევაში _ 167%-ს, გოგირდის დიოქსიდის შემთხვევაში _ 155%-სა და ნახშირჟანგის შემთხვევაში _ 122%-ს შეადგენდა~.აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების სრული და რეალური სურათის დასადგენად, მავნე ემისიების პროგნოზირებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემები დანერგილი არაა. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებები არ ტარდება. არადა, ატმოსმფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობასა და დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ, ფართო მასები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ: `ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის ცენტრის პასიურობის გამო, საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის დონე. რეალური მძიმე მდგომარეობის შესახებ დროული ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილებების მიმღები პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან _ პრიორიტეტების გადახედვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება და ღონისძიებების დაგეგმვა მავნე გავლენების შესამცირებლად. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, მათ შორის, უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, ადრესატთა ყურადღების მიღმა დარჩეს, თუ შესაბამისი უწყებები მოსახლეობას ინფორმაციას დროულად არ მიაწვდიან!~
---