მედიამონიტორინგი 28.05.2018
ტელევიზია
28.05.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ჯანდაცვის სამინისტრო 10 დღეში იმ სამშაოების ნუსხას წარმოადგენს, რომელზეც შრომის უსაფრთხოების შესხებ კანონი გავრცელდება. სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირები გაერთიანების მონაწილეობით მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ნუსხასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა შედგა. გარკვეული სექტორები ამ სამუშაოებთან დაკავშირებით კიდევ შეჯერდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5314288
---
28.05.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
მოძრაობა თეთრი ხმაური ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრთა დაგეგმილი შეხვედრის ბოლო ვადა ისე ამოიწურა, რომმოძრაობის წევრებს არავინ დაკავშირებია. სწორედ ამ მიზეზით ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას აღარ აპირებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5314068
---
27.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ექიმი
ორსულობა და C ჰეპატიტი - რა უნდა იცოდეს ქალმა სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს
---
27.05.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის კვირა
მეტროს მემანქანეთა ჩუმი პროტესტი. მათ გაფიცვის პროტესტი არ აქვთ, ნებართვა სასამართლოს თხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის განჩინების მიუხედავად, 3 ივნისიდან მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი მაინც გაიფიცება. ისინი ხელფასების ზრდას მოითხოვენ, რასაც თბილისის მერიაში შეუძლებლად მიიჩნევენ. ელზა ჯგერენაიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313912
---
27.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ამორტიზებული და დაშლის პირას მყოფი შენობა სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრეობენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313668
---
27.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
საკუთარი პროდუქციის მასალად მეორადი ხის გამოყენება კომპანია "მადერა ჯორჯიას" მთავარი უპერატოსობაა. წარმოებაში მეორადი ხის მასალის გამოყენებით კომპანია ერთგვარ სოციალურ მისიას ასრულებს. კომპანიაში დასაქმებული არიან შშმ პირები. პროექტის მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313472
---
27.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
პაციენტი გადახტა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან - გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, თუმცა ეს ფაქტი მედპერსონალმა მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313155
---
26.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
შვიდი გარდაცვლილი ახალგაზრდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში - ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშალებების ნაერთი გახდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313035
---
27.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დავით სერგეენკოს კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5313003
---
25.05.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
მსოფლიო ბანკმა საქართველოში შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევა წარადგინა. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა სამუშაო ძალის მიმართულებით. კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად ახლადშექმნილი კომპანიების სიმრავლისა დასაქმების მთლიანი მაჩვენებელი ნელი ტემპით იზრდება. თამილა ბარკალაიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5311761
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5311713
---
25.05.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2-ის“ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს ეხმაურება, როცა ჩვენმა ჟურნალისტმა ბათუმის აფთიაქებში მედიკამენტები რეცეპტის გარეშე შეიძინა. ყოფილი პოლიციელი, გია ხალვაში აცხადებს რომ ბიზნესს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მფარველობენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, დღეს ბათუმში აფთიაქმა კიდევ განაგრძო მუშაობა და ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5311296
---
25.05.2018
არხი: ობიექტივი
გადაცემა: სოციალური თემატიკა
ბოლო მონაცემებით ფულად სოციალურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 ათასი ოჯახი ირებს
---
ინტერნეტი
27.05.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/63464/4-ivniss-chiaturashi-jorjian-manganezis-kombinatshi-dasaqmebulta-gapitsva-daitskeba
4 ივნისს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ კომბინატში დასაქმებულთა გაფიცვა დაიწყება
2018 წლის 4 ივნისს, 08:00 საათიდან, ჭიათურაში, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ავრცელებს. როგორც ღონისძიების აღწერაშია ნათქვამი, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეება პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მოთხოვნით 2018 წლის 17 აპრილიდან მედიაციის პროცესი დაიწყო. "მედიაციის ფარგლებში მედიატორმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც მხარეებთან, ასევე ორგანიზება გაუკეთა საერთო შეხვედრებსაც, თუმცა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, დარგობრივი პროფკავშირისა და დასაქმებულთა მხრიდან უმნიშვნელოვანესი დათმობები გაკეთდა პოზიციების დახლოვების მიზნით, თუმცა კომპანიის მხრიდან შემოთავაზების იმგვარი ფორმირება არ განხორციელებულა, რომელიც ხელს შეუწყობდა კოლექტიური შრომითი დავის დეესკალაციას. დასაქმებულთა სახელით დარგობრივი პროფესიული კავშირის მიერ შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გაგზავნილი კოლექტიური შრომითი დავის ოფიციალური შეტყობინების წერილში დაფიქსირებულია შრომის ანაზღაურების 30%-ით მატების მკაფიოდ დასაბუთებული მოთხოვნა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება შრომითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის, ასევე შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემების გაუმჯობეებას. კომპანიის მხრიდან კი შემოთავაზებულია ხელფასების მატება 5%-ით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოეფიციენტით 1,3, სადღესასწაულო დღეებში მუშაობის კოეფიციენტი 1,25, წელიწადში 4-ჯერ - აღდგომას, მარიამობას, გიორგობას და ახალ წელს, ხელზე ასაღები 50 ლარი როგორც სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია აცხადებს მზადყოფნას, რომ ხელფასების მატების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გადახედოს. სანაცვლოდ კომპანია ითხოვს, რომ შრომის ანაზღაურების დათვლა, მას შემდეგ რაც მოაწესრიგებს გეგმების კორექტირების და გეგმის შესრულების კონტროლის მექანიზმებს, მიებას მადნის მოპოვების გამომუშავებას. წინასწარი დათვლებით, კომპანიას მისი შემოთავაზება ხარჯებს საერთო ჯამში 8,57%-ით გაუზრდის. ბოლო წინადადებები მხარეებმა 24 მაისს გაცვალეს, თუმცა კომპანიის შემოთავაზება ხელფასების 5%-ის მატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შესაბამისად, ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრების მიერ გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დადგინდა დრო და თარიღიც, აქედან გამომდინრე, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ უკვე მოხდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება ყოველივე ზემოთაღნიშნულის შესახებ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ გაფიცვის დაწყებამდეც და მის შემდეგაც, მონაწილეობა მიიღოს შემათანხმებელ პროცედურებში"- ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 29 მარტს მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა.
---
27.05.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/63449/beqa-tsiqarishvili-molaparakebebs-vtskvett
ბექა წიქარიშვილი: მოლაპარაკებებს ვწყვეტთ
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრის ბექა წიქარიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე ჯანდაცვისა და შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ბოლო ვადა დღეს იყო, თუმცა უწყებებიდან მოძრაობას არავინ დაკავშირებია. "იმ მმართველებთან, რომლებიც სიტყვას არ ასრულებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ ვაპირებ", - ამბობს ბექა წიქარიშვილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ბექა წიქარიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვა არ შეასრულეს, თეთრი ხმაურის მოძრაობა მათთან მოლაპარაკების რეჟიმს წყვეტს. "რა იქნება მომავლის გეგმები, ჯერ არ ვიცი. ჩვენი ამოცანა არის კიდევ უფრო გაძლიერება და უფრო მძლავრი ორგანიზმის შექმნა საზოგადოებასთან ერთად. ის, რაც მათ ორი კვირის წინ გააკეთეს კლუბებში, ეს არის ფატალური შეცდომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს ადრე თუ გვიან. მათ დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს, ახალგაზრდობას“,- განაცხადა წიქარიშვილმა. ამასთან, წიქარიშვილი ამბობს, რომ 13 მაისს, პარლამენტთან შს მინისტრი რომც არ მისულიყო, ისინი იმ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდნენ და მაინც დაიშლებოდნენ. მოძრაობა აქციების განახლებას გამორიცხავს, მათი მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ნარკოპოლიტიკის შეცვლა იქნება. 12-13 მაისის აქციების შემდეგ, თეთრი ხმაურის მოძრაობასა და შსს-ს შორის შეხვედრები იმართებოდა. შეხვედრის ძირითადი საკითხი კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძვლები, 12 მაისის ღამის დაკავებები, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა იყო. თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
---
26.05.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/495378-thethri-khmauris-modzraoba-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, მათთვის უცნობია შეთანხმების დეტალები. მათივე განცხადებით, ამ დრომდე არ შემდგარა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრა და თუ კვირის ბოლომდე არ შედგება - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შეწყვეტს მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მოძრაობის პრინციპული მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გაცდეს. „12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან. თავშივე აღვნიშნავთ, რომ 27 მაისის რეივ-აქცია, არ არის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია, ის საკლუბო სცენის ღონისძიებაა, რომელსაც მხარს ვუჭერდით, როდესაც „ბასიანის“ კარის გახსნისთვის იმართებოდა და მხარს ვუჭერთ დღესაც, როდესაც აქციამ საზოგადოებისა და სცენის ერთიანობის მანიფესტაციის სახე მიიღო. შეწყვეტილი და დარბეული ცეკვის ფონზე ეს რეივ-აქცია პოლიტიკური აქტია. ცალსახაა, „ბასიანის“ დაბრუნებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და დადებითად უნდა შეფასდეს. ეს დაბრუნება „ბასიანის“, არა როგორც ბიზნეს სუბიექტის, არამედ იმ სივრცის დაბრუნებაა, სადაც ადამიანები ძალადობრივი და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ერთიანდებიან, მხარს უჭერენ სოციალურ ცვლილებებს. შედეგი, პირველ რიგში, კრიტიკულ ვითარებაში გაერთიანებული სცენისა და იმ ათიათასობით ადამიანის დამსახურებაა, ვინც ერთგულად იცავდა სიმართლეს, იდგა საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე. ისიც ცალსახაა, რომ 12-13 მაისის მოვლენები გასცდა დარტყმის ობიექტად ქცეულ კლუბებსაც და პოლიციის ინსტრუმენტად ქცეულ ნარკოპოლიტიკასაც. დიახ, ჩვენ ბევრად ღრმა შინაარსის პრობლემების წინაშე დავდექით, ხოლო ტკივილი, რომელიც სისტემამ მოგვაყენა, კომპენსაციას არ ექვემდებარება და პასუხს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, ჩვენთვის უცნობია შეთანხმების დეტალები. ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანადცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირის ბოლოა დასახელებული. მართალია, შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისაა, თუმცა ვადის ამოწურვისთანავე ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში მონაწილეობას. მოძრაობის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გაცდეს. ეს ცვლილებები პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. პოლიციური კონტროლი, ტერორი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, გაყოფილი და მანიპულირებადი საზოგადოება, დესტაბილიზაციის სცენარები, სამოქალაქო პროტესტს ჩასაფრებული ვიწრო პარტიული ინტერესები - ზედაპირზე ამოტანილი ეს საკითხები, ცხადია, გრძელვადიან და მეთოდურ მუშაობას საჭიროებს, სამოქალაქო აქტივისტურ ჯგუფებს კი ახალი სტრატეგიების მოძებნისკენ გვიბიძგებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ სისტემის ტრანსფორმაცია ერთი ან ორი აქციით მოხდება, ეს მუდმივი ბრძოლაა, რომელიც გააზრებულ და რაციონალურ მოქმედებებს მოითხოვს. ვიდრე რეპრესიული აპარატი არ წყვეტს მოქალაქეთა ცხოვრების ხელყოფას და პოლიტიკური სისტემა ვერ პასუხობს კითხვებს: რა ნივთიერებამ მოკლა ადამიანები? ვინ იდგა ამის უკან? რატომ იქცნენ კლუბები დარტყმის სამიზნედ? რატომ შევარდა შეიარაღებული სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად? რატომ დააკავეს ადამიანები და არ მისცეს პროტესტის გამოხატვის საშუალება? ვინ არის პასუხისმგებელი? - ვერაფერი გაანელებს ჩვენს ბრაზსა და უნდობლობას. და ბოლოს, გვინდა გთხოვოთ, არ აჰყვეთ ნიჰილიზმს, არ აჰყვეთ უნდობლობის დათესვის მცდელობებს, უკმაყოფილების განცდა გადატანილი სტრესული დღეებისა და პერიპეტიების ფონზე ბუნებრივია. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავძლიერდეთ, რადგან ჩვენი ამოცანა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თანასწორი და თავისუფალი გარემოსთვის, საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სისტემური პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლაა. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ვმუშაობთ მომავლის გეგმებზე და ვემზადებით ახალი ტალღისთვის. კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს ერთგულად გვერდში დგომისთვისა და მძიმე პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის“, - აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/mdzime-mavne-da-sashishpirobebiani-samushaoebis-nusxaze-socialurma-partniorebma-imsjeles-/20068/
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე სოციალურმა პარტნიორებმა იმსჯელეს
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხის შესახებ სოციალურმა პარტნიორებმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახით და პროფკავშირები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ნუსხის სოციალურ პარტნიორებს შორის შეთანხმება, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების მიხედვით კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომელზეც კანონის მოქმედება გავრცელდება. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ნუსხის შესახებ მსჯელობა საკმაოდ მწვავე კამათის პირობებში გაიმართა და ვერ მოხდა მისი დამტკიცება. მთავარი პრობლემა, რომელსაც ბიზნეს სექტორი შემოთავაზებულ ნუსხაში ხედავს არის ის, რომ ჩამონათვალი არის ზოგადი ხასიათის და მოითხოვს მეტ კონკრეტიკას აღსრულების პროცესში მოსალოდნელი ორაზროვნების გამოსარიცხად. ამასთან, ბიზნეს სექტორის მხრიდან წამოსული მოთხოვნა, რომ ნუსხაში განისაზღვროს არა სექტორები, არამედ სამუშაო პოზიციები, არ დაკმაყოფილდა და მხარეები ამ ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ შემოთავაზებული სფეროების კონკრეტიკაზე იმუშავებს სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში. განახლებული ნუსხის შესახებ მსჯელობა მომდევნო კვირაში კვლავ გაიმართება სოციალურ პარტნიორებს შორის.
---
27.05.2018
მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=66151
მთავრობამ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დღეს დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული; ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება; გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება; ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით; დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotramdenadac-vici-2018-wels-tambaqoze-aqcizi-unda-gaizardosquot/20056/
"რამდენადაც ვიცი, 2018 წელს თამბაქოზე აქციზი უნდა გაიზარდოს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ლელა სტურუას იმედი აქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთს კიდევ გაზრდის. როგორც სტურუამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, აქციზის გაზრდის შედეგად ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება არ შემცირებულა. "მეტიც - გაიზარდა კიდეც მოხმარება, განსაკუთრებით ქალებში. მსოფლიოში დადგენილია, რომ აქციზის ზრდა არის ნომერ პირველი, ყველაზე ეფექტური საშუალება ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის. აქციზის ზრდა უნდა იყოს სერიოზული და არა ისეთი, როგორიც საქართველოში განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩვენთან სიგარეტზე - კოლოფზე ფასი არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენს - მეზობელ ქვეყნებში. მხოლოდ ერთ ქვეყანაშია ჩვენი დონის ფასი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აქციზის განაკვეთის სერიოზული ზრდა არ განხორციელებულა, ნამდვილად არ ღირს ველოდოთ, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შემცირდებოდა“, - განაცხადა სტურუამ. ის იმედს გამოთქვამს, რომ 1 მაისიდან ამოქმედებული რეგულაციებიც თამბაქოს მოხმარების შემცირებაშიც თავის წვლილს შეიტანს, მაგრამ თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის იმედებს ყველაზე მეტად აქციზის ზრდაზე ამყარებს. "იმედი მაქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო ძალიან მალე კვლავ გაზრდის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთს ეს ვალდებულება აქვს ქვეყანას და უნდა გავაკეთოთ. ფინანსთა სამინისტრომ თვითონ იცის, აქციზის ფასი როდის გაზარდოს. რამდენადაც ვიცი, 2018 წელს ეს უნდა განხორციელდეს, მაგრამ ზუსტად როდის გაზრდიან და რა ნიშნულით, არ ვიცი", - განაცხადა სტურუამ.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=7126
ოპოზიცია: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე საუბრობს. გია ხალვაში ირწმუნება, რომ მედიკამენტები ძირითადად არასრულწლოვნებზე გაიცემა. განმარტავს, რომ უკანონობის აღსაკვეთათ ძალოვანი უწყება და რეგიონის მთავრობა არაფერს აკეთებს. ოპოზიცია სააფთიაქო ქსელის ლობირებაში აჭარის მთარობის თავჯდომარეს ადანაშაულებს. ბრალდება აფსურდულად მიაჩნიათ ზურაბ პატარაძის უწყებაში. პრესცენტრში კომენტარი არ გაკეთდა, თუმცა სიტყვიერად განმარტეს, რომ ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორიგი ტყუილია. საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს სააფთიაქო ქსელში.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/137986/
“მოდური” კიბო – რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები 14-ჯერ
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები 59-დან 850-მდე გაიზარდა.2013 წლიდან დღემდე ცხრაჯერ გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციების რიცხვი. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წელს ფარისებრის 457 ოპერაცია 579, 751 ლარით დააფინანსა. 2017 წელს კი 2 270 ოპერაცია 3 მილიონ 300 ათასი ლარით. მათ შორის შედიოდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციებიც. „მოდური“ კიბო – ამ სახელწოდებით ფილმი გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ მოამზადა. ფილმში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები. სახელმწიფო ამ მიმართულებით არც ამჟამად არ ატარებს რაიმე კვლევას. ექიმებს კი არ აქვთ დაავადების მკურნალობის ერთიანი ხედვა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ შეუმუშავებია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დაავადების მართვის ეროვნული სახელმძღვანელო ე.წ. გაიდლაინი. ნახეთ „აი, ფაქტის“ მიერ მომზადებული ფილმი, რომლის ავტორმა თავის თავზე გამოსცადა დიაგნოზის სიმძიმე და თანმდევი სირთულეები.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/sameditsino-dakhmareba-dangreul-shenobashi-potoreportazhi
სამედიცინო დახმარება დანგრეულ შენობაში - ფოტორეპორტაჟი
“ფრთხილად რისკ ჯგუფია“ _ ასეთი შინაარსის პლაკატის ნაწილია შემორჩენილი დაბა ნასაკირალის სამედიცინო ამბულატორიის მეორე სართულზე. ეს სიტყვები აუცილებლად გაგახსენდება, როდესაც ამბულატორიის შენობას დაათვალიერებთ. კომუნისტების დროს საავადმყოფო იყო, ახლა ამბულატორია. ახალი და ძველი შენობით, მაგრამ ორივეს შველა და პატრონობა სჭირდება. ნასაკირალში ყოფნის დროს ადგილობრივები გვეუბნიან, რომ ამ პრობლემით ყოველ დროს ინტერესდებოდნენ, რადგან რისკის ქვეშ უწევს მედიცინის მუშაკებს პაციენტების მიღება. “სანამდე არ ჩავიმარხებით, მანდამდე იქნებ მოგვაქციონ ყურადღება“, _ გვითხრეს ამბულატორიაში. “მე 1981 წლიდან ვმუშაობ და ბოლო წლებია საშინელებაა. დილით, როდესაც შემოვდივარ შენობაში, მეშინია რამე ჩამოვარდნილი არ იყოს ან არ დაგვეცეს თავში“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფია არონიანმა. ოჯახის ექიმი მაია გობრონიძე ამბობს, რომ მთავარია, დროულად შესრულდეს დანაპირები.“ძველი მთავრობის დროსაც გვპირდებოდნენ პრობლემის მოგვარებას და ახალი მთავრობის დროსაც გაიცა დაპირებები. ეს შენობა არ არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და აქედან გამომდინარე, ყველა პროცესი იწელება დროში. ამასობაში მთავარი, ძველი შენობა გვენგრევა თავზე და არავინ იცის, რა მოხდება. საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობას. ამ წუთებში ხალხის ნაკლებობაა, რადგან უმეტესობა თურქეთშია გადასული სამუშაოდ, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ მაია გობრონიძე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ბესო ქათამაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს დაიწყო მუშაობა, რომ ახალი ამბულატორიის შენობა აშენებულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა პროცესი შეჩერებულია.უმძიმესი მდგომარეობა არის და შეუძლებელი აქ მუშაობა. შენობის მარცხენა მხარეს სახურავი მოხსნილია და ჩქარ ტემპში უნდა მოხდეს ხელისუფლებისგან რეაგირება ამ საკითხზე. ეს საკითხი არ არის ახალი და ნასაკირალში მცხოვრებლებს უნდათ აშენდეს ახალი ამბულატორია. ორი წლის წინ ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ნასაკირალში საარჩევნოდ და დაპირება მიიღო მოსახლეობამ, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა, მაგრამ არაფერი ჩანს. ყოველდღიურად რთულდება მდგომარეობა და არ არის გამორიცხული, რომ ძველი შენობა ჩამოინგრეს. ეს არის საერთო პრობლემა და ხელისუფლებას მოვუწოდებ, დროულად დაინტერესდნენ ამ საკითხით. ყველამ იცის ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. შარშან დაიწყო სამუშაოები ახალი შენობის ასაშენებლად, გამოიყო სპეციალური ტერიტორია, მიმდინარეობა აზომვითი სამუშაოები და ამის შემდეგ არაფერი ისმის. ხალხს სჭირდება დანაპირების შესრულება“, _ ამბობს ბესო ქათამაძემ. გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ დაბა ნასაკირალში ამბულატორიის მოსაწყობად გვქონდნასაკირალში, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, კარგად ვიცი, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას. ამ საკითხებს, რომლებზეც შეხვედრების დროს გვისაუბრია, ეტაპობრივად და, რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ნელ-ნელა ვაგვარებთ. ნასაკირალის ამბულატორიასთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობ გურიის გუბერნატორთან და აუცილებელი იქნება ოზურგეთის მერის ჩართულობა. ვგეგმავ ოზურგეთის მერთან შეხვედრას და არამარტო ნასაკირალის, არამედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ 6 სოფლის პრობლემებზე მსჯელობას, რომლებიც ლანჩხუთი-ჩოხატაურის სამაჟორიტარო ოლქში შედის და რომელთა საკითხების განხილვაც, სამწუხაროდ, სისტემატიურ რეჟიმში ვერ ხერხდება“, _ ამბობს ნინო წილოსანი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობის მომართვა თუ იქნება, ადგილობრივ მთავრობას შეუძლია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად თანადაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა და ამბულატორიის რეაბილიტაცია განახორციელოს.
---
25.05.2018
თემაზე „გენდერული თანასწორობის მექანიზმების გაძლიერება საქართველოში“ დისკუსია გაიმართა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტიდან "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" აცნობეს, დისკუსიაზე განსახილველი თემები იყო სახელმწიფოსა და დონორთა მხრიდან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობა, მედიის როლი გენდერული ბალანსის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გაძლირების საკითხებში. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებთაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. „პროექტი - ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და 2019 წლის მაისში დასრულდება. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პროექტის პარტნიორები არიან - ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. „პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში. პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან - ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის; პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. დისკუსია თბილისში, „ფაბრიკაში“, პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/ra-shemtxvevashi-ar-dauchers-jandacvis-komiteti-mxars-sapensio-reformas-/20048
რა შემთხვევაში არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტი მხარს საპენსიო რეფორმას?
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პენსიონერებს აქვთ,- ამის შესახებ მან "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. “საპენსიო სისტემა დღეს ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს იმ ხანდაზმული ადამიანების ძირითად საჭიროებებს, რაც მათ გააჩნიათ და თუ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ აკმაყოფილებს, რადგან მათი საჭიროებები კიდევ უფრო მაღალია, ე.წ მეორე ჯგუფის შშმ პირების პენსია კი მხოლოდ 100 ლარია. საპენსიო რეფორმაზე ინტენსიური მსჯელობა მიდის, მას პირველი ეფექტი 10 წლის შემდეგ ექნება, როდესაც პირველი ადამიანი გავა პენსიაზე, ახალი საპენსიო სისტემით. ჩანაცვლების კოეფიციენტი 18%, ანუ საშუალო ხელფასთან მიმართებაში, ეს არაფერია, მინიმუმ 50-60% უნდა იყოს, პენსია უნდა იყოს 500- 600 ლარი, რომ ჩვენ ღირსეული სიბერე გვქონდეს”,- განაცხადა კაკი ზოიძემ. მისივე თქმით, კომიტეტის მიზანია, მკაფიოდ გაიწეროს ინდექსირების მექანიზმი, რითაც პენსიის ყოველწლიური ზრდა განისაზღვრება. "საპენსიო რეფორმა სწორია, რაც იგეგმება, მაგრამ ჩვენი კომიტეტი არ დაუჭერს მხარს ამ რეფორმას, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ინდექსირების მეთოდი, რომელიც არსებულ პენსიონერებსაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდის მექანიზმი ნათლად გაიწერება და არ იქნება ეს დამოკიდებული პოლიტიკურ დაპირებებზე. ამაზე წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს“, - განაცხადა ზოიძემ.
---
25.05.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/video/sheamcira-tu-ara-tambaqos-moxmareba-aqcizis-zrdam/8579/
შეამცირა თუ არა თამბაქოს მოხმარება აქციზის ზრდამ?
---
ბეჭდვითი მედია
28.05.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
მთელი ხმით! "ექიმთა აჯანყება გარდაუვალია!" ჯაბა ექიმი: დაჩმორებულმა, მშიერმა, უბედურმა და გაბოროტებულმა ექიმმა გამორიცხულია, პაციენტი მოარჩინოს!
რატომ არის ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი ჯანდაცვის მესვეურთა ნაბიჯები, რა ვითარებაში იმყოფებიან ქართველი ექიმები ან პოტენციური პაციენტები და სადამდე მიგვიყვანს შექმნილი ვითარება, თუკი საზოგადოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თერაპევტი, ფსიქიატრი და იმმორტოლოგი ჯაბა ტყემალაძე გვესაუბრება: "პირადად მე სულმოუთქმელად ველი, რა დასკვნას დადებს რეგულირების სააგენტო თქვენი რესპოდენტის შოთა კაპანაძის დაინვალიდებაში დამნაშავე უროლოგების ზაზა ჭანტურაიასა და გურამ ქარაზანაშვილის წინააღმდეგ. როგორც გაზეთის წინა ნომრიდან შევიტყვე, საკითხით სამედიცინო რეგულირების სააგენტო დაინტერესდა და ბატონი შოთას განცხადების საფუძველზე ახლიდან დაიწყო მოკვლევა."
---
28.05.2018
მედიასაშუალება: ალია
თქვენ კლინიკაში, "გიდმედი" რომ მოვედი, პატივსაცემი ექიმი გივი ჩიქობავა იყავით ჩემთვის, ახლა ვინმე გივია ხართ! გაშავებული გივია! ფულის გამომძალველი გივია!!!
წავედი საქართველო-სრაელის ერთობლივ კლინიკა "გიდმედში" სამწუხაროდ, გართულდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველი ოპერაციის შემდგომ. კიდევ ორჯერ მომიხდა საოპერაციოში შესვლა მომდევნო დღეების მანძილზე. როგორც კლინიკის დირექტორმა გივი ჩიქობავამ ამიხსნა, ემოციური ადამიანი ვარ მე, თორემ რა მჭირს სხვა სამკურნალო. როგორც ბატონმა გივიმ დამარიგა, ადამიანს განსაცდელს უფალი უგზავნის, ექიმი რა შუაშია და ამიტომ მშვიდად უნდა შეხვდეს მას. გადახარჯვა გაქვსო, მაცნობეს. 2 ათასი ლარის გადახარჯვა გაქვთ და უნდა გადაიხადოთო, -მენეჯერმა. ბოდიშს ველოდი-მეთქი, ამოვილუღლუღე. ჩვენს კლინიკაში სამი დღის ნაცვლად ათი დღე გავატარე, ერთი ოპერაციის ნაცვლად, სამი ტრამვა გადავიტანე - და ეს მე მაქვს თქვენთვის ფული გადასახდელი? სირცხვილი როდის გარდაგეცვალათ, ბატონო გივი? ადამიანობა როდის დაკარგეთ, ჰიპოკრატეს ფიცი როდის გაცვალეთ ფულზე? თქვენს კლინიკაში რომ მოვედი, ექიმი გივი იყავით ჩემთვის, ახლა ვინმე გივია ხართ! გაშავებული გივია, ფულის გამომძალველი გივია! რაც შეეხება გუნდს, რომ არა "გიდმედის" გუნდი, მე ვერ გადავიტანდი ამ დღეებს. მინდა სათითაოდ გითხრათ მადლობა.
---
28.05.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"ერთადერთი, რაც არ მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია"
განგება ვის რა განსაცდელს მოგვივლენს, არავინ იცის, ერთი რამ კი ცხადია, არაფერია იმაზე მწარე, რაც შვილის ტკივილს გადაწონის. თუმცა არსებობს სიკეთეც, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაფერი დამთავრებული გვგონია. ამჯერად სიკეთემ 8 წლის ბექა ფიფია უნდა დააყენოს ფეხზე. ცოტა ხნის წინ საღ-სალამათ პატარას მძიმე დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. ის ახლა ისრაელის კლინიკაში წევს და ვაჟკაცურად ებრძვის სენს. ბექას მამას, ბაკურ ფიფიას, კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბექა შვილებს შორის ყველაზე ენერგიულია: "როგორც კი ვუთხარით, რომ ბოროტ ბაქტერიას უნდა ებრძოლოს, მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო, მერე კი თითქოს სხვა ადამიანად იქცა, დიდი კაცივით იქცევა". ბაკურ ფიფია: - ბექას ერთადერთი კონსტრუქციების აწყობა აწყნარებდა - გამომგონებლობაზე გიჟდება და ამისთვის სპეციალურ გაკვეთილებზეც კი დადიოდა. ისე სულ წინ და უკან დაქროდა და ბურთს თამაშობდა, ამიტომაც არ გამკვირვებია მის ფეხებზე სისხლჩაქცევები - სულ რომ ბურთი გეხეთქება, ცხადია, დაგილურჯდება კიდეც. მაგრამ მერე რომ დავაკვირდი და ჩირქი შევამჩნიე, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა მითხრა, საშიში არაფერია, ჩირქოვან ადგილს გავკვეთავთ, ამოვასუფთავებთ და გაგიშვებთ, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავუკეთოთო... ძალიან ცუდი პასუხები მივიღეთ - ჰემოფილიაც კი იეჭვეს, მაგრამ მერე თქვეს, ეს ლეიკემიაა და ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, არავის ვუსურვებ - ეს ცხოვრების დამხობაა... სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი ველოდით. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანის გამოყვანა შეუძლია - ეს იმედია. პირველად იმედი ექიმებმა მომცეს, როცა ჩემი შვილის დიაგნოზი დაადგინეს. იაშვილის კლინიკაში მითხრეს, ბავშვს უმძიმესი ფორმის ლეიკემია აქვს, ასეთი ფორმა, ძირითადად, უფროსი ასაკის ხალხს ემართება, ასე რომ, თუ ქიმიოთერაპია ერთი დღით მაინც დავაგვიანეთ, შეიძლება ბავშვი დავკარგოთო. მეორედ იმედი კი უცნობმა გოგონამ გამიჩინა, დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდიდან. რომ დავრეკე, ვკითხე, ჩემს შვილს ლეიკემია აქვს და შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს, რა გავაკეთო-მეთქი, ისე მანუგეშა, რომ რამდენიმე წუთში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა შვილის გადასარჩენად. ეს სასწაულებრივი იმედი იყო. როცა ბექა და ჩემი მეუღლე ისრაელში ჩავიყვანე, იქიდან დაბრუნებული ამ გოგონას სანახავად მივედი, ვინ ხარ, დამენახე მაინც-მეთქი. - ბექა ისრაელში წაიყვანეთ სამკურნალოდ? - დიახ. ამის ორგანიზება კი ისრაელში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა მოახერხა. მან ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში". მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო... რომ მეგონა, დავკარგე, ბოლო წლებში სოციალური ქსელით ვიპოვე. ბექაზე რომ მივწერე, მაშინვე მიპასუხა, ისრაელში უნდა ჩამოხვიდე აუცილებლად, აქ ღმერთთან ყველაზე ახლოს იქნებიო. ჩავედით თუ არა, ქრისტეს საფლავზე წაგვიყვანა მოსალოცად. ჩვენ სხვადასხვა რწმენის ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ რწმენას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როცა ძალიან მალე ჩემს შვილს დაჩირქებული ფეხები ისე მოურჩა, გაკვეთა არც დასჭირვებია. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ბექას გადასარჩენად ახლობლების ოჯახებიც კი ფეხზე დააყენა და ლამის ბრიგადები ჩამოაყალიბა, რომ ჩემს შვილს შინ მომზადებული ბულიონი 60 კილომეტრიდან უზიდონ კლინიკაში. უარი არ გამივიდა, ასეა საჭიროო! აი ასე, მოულოდნელად და ტკივილთან ერთად შევიგრძენი ის, რისიც ხანდახან მეც არ მჯეროდა - სიკეთის ძალა. - ყველას ეს ძალა გვშველის, ეს რომ არა, ადამიანი უკანასკნელ იმედსაც დაკარგავდა. - მეც ასე მგონია. ჩემს შვილს 350.000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს, და ეს ფული საიდან უნდა მომეტანა, ადამიანები რომ არ ამომდგომოდნენ მხარში?! ჯანმრთელობის სამინისტრომ მხოლოდ 5.000 დოლარი მოგვცა, - გვაპატიეთ, მაგრამ რეგულაციები შეგვეცვალა და მეტს ვერ მოგცემთ, ფონდებს ფული არ აქვთო. დიტო ცინცაძის ფონდს რაც მოეპოვებოდა, გადმოგვცა, მაგრამ ეს მხოლოდ მგზავრობის ფული იყო... გამგზავრების წინ ნაცნობებმა თუ უცნობებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლობით არ მენახა, ისე გამომიწოდეს დახმარების ხელი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ბექას დახმარების ანგარიში რომ გავავრცელეთ, ზოგიერთმა, მხოლოდ 2 ლარი რომ მოეპოვებოდა, ისიც კი ჩემს შვილს გამოუგზავნა და დალოცა, გაიზარდეო. ეს როგორ აღვწერო?! სიტყვები არ მეყოფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვიკავებ... - იცით, რომ ბექას კლასელებმა უფროსების მანქანები გარეცხეს, ამაში ფული გამოართვეს და ბექას ჩაურიცხეს... თქვენი შვილები როგორ უძლებენ ამ სიტუაციას? - უძლებენ როგორღაც, მაგრამ გულში იხარშებიან. ჩემი უფროსი ბიჭი, ბაგრატი, ცუდად არ წერს. მითხრა, ნოველა უნდა დავბეჭდო, გავყიდო და ფულს ბექას გავუგზავნიო... ყველამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. დედაჩემი აქამდე სულ ტიროდა, რომ ვუთხარი, ბავშვებს ამდენ ცრემლს ნუ ანახებ, არ შეიძლება-მეთქი, გაჩუმდა. მეც მირჩევნია, უფრო ჩუმად ვიყო, ვიდრე ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც არასდროს მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია. P.S. ეს იმედი ჩვენც არ გვტოვებს. ამიტომაც პატარის დახმარებას ყველას ვთხოვთ. გადავარჩინოთ პატარა ვაჟკაცი! 0 901 901 996 ზარის ღირებულება - 1 ლარი! ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: სს თიბისი ბანკი, საბანკო კოდი - TBCBGE 22 მიმღების დასახელება - ბექას ფონდი ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007
---
28.05.2018
მედიასაშუალება: ალია
„ზედმეტი გადასხმის გამო, თირკმელი გაუჩერდა... უვიცი ექიმების გამო აღარ გვყავს ანგელოზივით ბავშვი“
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ექიმების თქმით, როგორც მშობლებმა განუცხადეს, ბავშვს თუთა ჰქონდა ნაჭამი. მათივე ცნობით, 4 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება,სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ზედმეტი გადასხმის გამო, თირკმელები გაეთიშა, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა. ნინო სურმანიძე წერს: „ჩემი დეიდაშვილია ეს ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი იყო, წუხელ სიცხე მისცა, ინფექციურში გადასხმები გაუკეთდა ბლომად და თირკმელი გაუჩერდა... უვიცი ექიმების გამო აღარ გვყავს ანგელოზივით ბავშვი...“
---
28.05.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
როგორ აღმოჩნდა ციხეში ორი მცირეწლოვანი შვილის დედა?
---
28.05.2018
მედიასაშუალება: ალია
„112-ში დავრეკე, პალატაში ვწევარ ორი საათია, ექიმი არ მოდის და „სასწრაფო“ გამოუშვით- თქვა“
„გურიის მოამბე“ ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მოხდარ ტრაგიკომიკურ ამბავზე წერს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები სიმონ დონაძე, დღისით, მზისით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ცენტრ "ჩემი მარკეტ"-თან იმყოფებოდა, როცა უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა. უამრავი ხალხი მისცვივდა წაქცეულს, ზოგი რა "ტაბლეტს" ჩრიდა პირში და ზოგი რას. ვიღაცამ 112-შიც დარეკა და... ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. ვინაიდან, ბატონი სიმონი ექიმების მოსვლისასაც გონწასული იყო, ბრიგადამ სასწრაფოდ ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ავადმყოფი პალატაში მოათავსეს. სიმონ დონაძე:"როგორც მითხრეს, თვალი რომ გავახილე, მომხდარიდან დაახლოებით 2-3 საათი იყო გასული. "ვაკვარკვალე" თვალები კიდო ორი საათი და კაციშვილი ჩემს ამბავს არ კითხულობს...ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი არ გაჭაჭანებულა, "დაჟე" ბუზიც არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც"-იგონებს დონაძე და აგრძელებს: "მოვიხედე გვერდით და ჩემი "ფანრიანი ნოკია" დევს, ავიღე და დავრეკე 112-ში. გისმენთ ბატონოოო-მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია, ამა და ამ ადგილზე ვარ, ამა და ამ პალატაში ვწევარ და დაუყოვნებლი ვითხოვ შველას, გამოუშვით "სასწრაფო" -თქვა. კი მაგრამ, მაქ თუ ხართ, საავადმყოფოში, "სასწრაფო" რაღად გინდათ მაშინ?- გაიკვირვა ოპერატორმა. რათ მინდა და სადაც წევიქეცი დამაბრუნეთ "იქინე", წყალი მაინც შემასხეს-მეთქი, ვიყვირე სასოწარკვეთილმა"-იხსენებს დონაძე თავგადასავალს.
---
28.05.2018
მედიასაშუალება: თელი კვირა (რეზონანსი)
გოგონა, რომელიც მშობიარობის შემდეგ თვენახევარი კომაში იყო, გარდაიცვალა
26 წლის ნათია ჩაგანავა, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ოჯახის მეგობრები ავრცელებენ: "დანებდა, ვეღარ იბრძოლა, დაიღალა... ნათიამ დაგვტოვა", - წერს გოგონას ახლობელი თამარ დადიანი. ნათია ჩაგანავამ საკეისრო კვეთა 10 აპრილს გაიკეთა, 11 აპრლის კი კომაში ჩავარდა. ოჯახის წევრები ექიმების უყურდღებობაზე საუბრობენ. ამის საფუძველს თურქი სპეციალისტების დასკვნა აძლევთ.
---
28.05.2018
მედიასაშუალება: ალია
„მოკვდი პენსიამდე- დაეხმარე სახელმწიფოს“
---
28.05.2018
მედიასაშუალება: პრაიმტაიმი
„თეთრი ხმაურის“ „ტაიმ აუტი“
---